შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ბრალია (3)


9-10-2024, 23:14
ავტორი lillianna
ნანახია 3 962

რა ვქნათ ბატონო იოანე ? საით წავიდე
სარკიდან გამოხედა იოანეს პირადმა მძღოლმა
-არ ვიცი რატი
ანასკენ შეტრიალდა , შეეცადა მის მკერდთან დადებული გოგონას თავი აეწია
-ანა !
პირველ ჯერზე ვერაფერს გახდა , გოგონა უშინაარსოდ ბუტბუტებდა
-ანა სად მიგიყვანოთ, გაახილე თვალები!
ოდნად გაიწია , გოგონას თავი ააწევინა
-ანა გესმის ჩემი?
არაფერი ესმოდა , შეიძლება ესმოდა კიდეც მაგრამ პასუხის დაბრუნებას ვერ ახერხებდა
-ჯანდაბა! რა ვქნა რატი რა ვუყო ამ გოგოს!
ამასობაში ისევ დაადო ანიტამ თავი მკერდზე
უცნაური გრძნობა ჰქონდა იოანეს , ყველაფერს მოელოდა გარდა იმისა რომ ასე მოულოდნელად მოუვლენდა ცხოვრება ანას თავს ხელმეორედ , სწორედ ანა იყო მისი ცხოვრების მოტივაცია ჭაობიდან ამოსასვლელად , მთელი შვიდი წელი უმტკიცებდა საკუთარ თავს რომ რაღაცას წარმოადგენდა, რომ შეეძლო ყველაფრისთვის მიეღწია რასაც მოისურვებდა , ანასთვის თუ არა დედის ხსოვნისთვის, ბიჭზე დარდი წაჰყვა საბრალო ქალს იმ ქვეყნად, მიუხედავად იოანეს თავდაუზოგავი შრომისა , მიუხედავად ყვალაფრისა ბედთან უშანსოდ დარჩა ბიჭი, დედა ანასთან დაშორებიდან ერთ თვეში დაასაფლავა , სულ მარტომ! არავის მისულა ნონას საფლავზე შვილის და ერთი საბრალო მეგობრის გარდა , ვერ პატიობდა იოანე ანას დედამისთან არ მოსვლას , სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, როგორ ელოდა ქალი, როგორი იმედი ჰქონდა რომ მის შვილს სიყვარულით სავსე სამყაროში მაინც დატოვებდა , ცხოვრების თანამგზავრთან ერთად , ხედავდა ნონა როგორი თვალებით უყურებდა ანა იოანეს , უხაროდა რომ მისი შვილიც შეყვარებული იყო, ბედნიერი იყო
იოანე რომ ბედნიერი იყო. დიდხანს ტანჯავდა იოანეას იმედგაცრუება , ნუთუ შეეძლო ანას იოანესთვის დედის დაკარგვა არ ეთანაგრძნო, განა ადამიანს ყოველთვის ის უყვარს ვინც სიყვარულს იმსახურებს!
რატიმ მანქანა იოანეს სახლის პარკინგთან გააჩერა
-დაგეხმაროთ ბატონო?
იოანემ არაფერი უპასუხა, პირველი თვითონ გადავიდა , ავტომობილს გვერდი შემოაუარა და კარი გამოაღო
-თავისუფალი ხარ რატი, დილას მომაკითხე!
ანა ფრთხილად აიყვანა ხელში, მკლავებზე გადაიწვინა ისე რომ გოგონას თავი ისევ მამაკაცის მკერდზე ედო
სახლის სახელური იდაყვით ჩამოსწია , კარი ფეხით დახურა და საძინებლისკენ წავიდა ,
ფრთხილად გადააწვინა გოგონას სხეული საწოლზე , ანამ ამოიხვნეშა და გვერდზე გადატრიალდა
-ესღა მაკლდა!
კიდევ ერთხელ შეათვალიერა ბიჭმა გოგონა , შიშველ ფეხებზე ზეწარი გადააფარა და სინათლე ჩააქრო.
…..
ანა 17 წლის იუბილეს აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად , პირველი დაბადებისდღე იყო რომლის ბარში აღნიშვნის უფლებაც მშობლებმა მისცეს , განსაკუთრებით უნდოდა ანას იოანეს მოსვლა, ერთი წელი თითქმის არავინ იცოდა ბიჭის არსებობის შესახებ, ერთი სული ჰქონდა ანას როდის გააცნობდა მეგობრებს მეგობრებს.
საგულდაგულოდ გამოეწყო , მოკლე ტანსე მომდგარი შავი ატლასის კაბა და მუხლს ზემოთ ქუსლიანი ჩექმები ეცვა.
საღამოს რვა საათისთვის თითქმის ყველა მოვიდა , ყველა გარდა იოანესა, ტელეფონზე ცდილობდა დაკავშირებოდა ბიჭს ანა , ცოცხალი მუსიკა სასიამოვნოდ ჟღერდა, ანას მეგობრები ცეკვავდნენ
-გილოცავ დაბადების დღეს!
ყურს უკან ჩაესმა ანას ბიჭის ჩურჩული , სწრაფად შემოტრიალდა
-მეგონა აღარ მოხვიდოდი
დრო არ დაუკარგავს ბიჭს კისერზე ხელები შემოხვია და მისკენ მოიზიდა
-ეს შენ ანა
შეფუთული ყუთიდან ახალთ ახალი აიფონი ამოაძვრინა გოგონამ
-გაგიჟდი? ეს ესს როგორ
ენა დაება
-არა ამას ვერ ავიღებ! უკან გაუწოდა ყუთი
-ნუ ატრაკებ! აიღებ!
-როგორ ავიღო ხომ ვიცი რამდენს მუშაობ რომ დედაშენს ქიმიოთერაპიის ფული შეუგოროვო
-ანა!
-იოანე!
-მოდი აქ!
ამჯერად ბიჭმა მოიზიდა გოგონას სხეული ახლოს
-გამაბედნიერებ თუ შენც ბედნიერი იქნები
მობილური გახსნა და ხელებში ჩაუდო
ძალიან ბედნიერი იყო იმ ღამით ანა, მთელი საღამო იოანესთან ჩახუტებული ცეკვავდა , ხან რას ჩასჩურჩულებდა ბიჭი ყურში ხანაც რას
-უკვე დიდი გოგო ხარ
ლოყა ლოყაზე მიადო
-თითქმის ორი წელია ერთად ვართ გჯერა?
ღია თაფლისფერი თვალები შეანათა ბიჭს
-მთელი ცხოვრება ვაპირებ შენს გვერდით ყოფნას ანა!
იოანე დაიხარა და ტუჩებზე ნაზად შეეხო
არ უყვარდა ალკოჰოლი იოანეს მაგრამ იმ ღამით მაინც მოუწია ანას მეგობრებთან ერთად დალევა, გოგონა ცდილობდა ბოლომდე დამტკბარიყო ამ წამებით რომელოც თითქმის ყველაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში
ხედავდა იოანე ანა შეუმჩნეველი რომ არ იყო მამაკაცებისთვის , ხან რომელი ბიჭის მზერა იყო მომართული გოგონასკენ ხანაც რომლის, ერთ ერთმა მასთან ცეკვაც კი მოინდომა მიუხედავად გოგონას უარის
-არა იცით არ ვცეკვავ
-როგორ არ ცეკვავ ორი წამის წინ დაგინახე რომ ცეკვავდი
-ხო მაგრამ ახლა აღარ მინდა
-რა იყო რამეს მიწუნებ? ირონიულად გააქნია თავი უცნობმა და შეეცადა გოგონასთვის ხელი მოეხვია
-ახლავე თუ არ გაწევ მაგ დამპალ ხელს ტ….ი გაგთხრი!
მოულოდნელად უცნობსა და ანას შუაში გაჩნდა იოანე
-შენი შეყვარებულია?
თითქოს ვერც ამჩნევდა უცნობი იოანეს არსებობას , ისევ გოგონასკენ მიიწევდა
-ბიჭო შენ ვერ გაიგე რა გითხარი?
ამჯერად მოუწია ოდნავ ხელი ებიძგა უცნობისთვის
-გავიგე და მაგრად
უცნობმაც ჰკრა ხელი იოანეს , თუმცა ბიჭი არც წაბორძიკებულა
-წამოდი ვიცეკვოთ
ისევ ანასკენ გაიწია
-როგორც ვხედავ სხვანაირად მომიწევს აგიხსნა
აღარ უფიქრია ბევრი იოანეს როგორ უნდა მოქცეულიყო, უცნობის ანასკენ წაღებულ ხელს ხელი ჩაავლო და ზურგს უკან გადაუგრიხა
-იოანე გაჩერდი!
დაიყვირა ანამ
მაგრამ არ აპირებდა ბიჭი გაჩერებას , მას შემდეგ რაც ბიჭს იატაკისკენ უბიძღა , მისკენ დაიხარა და რამდენჯერმე ძლიერად მოარტყა მუშტი სახეში , არ აპირებდა გაჩერებას მიუხედავად ანას და მისი მეგობრების შესახილებისა
-კიდევ გაბედე და შეაწუხე ! იქნევდა მუშტებს რაც ძალი და ღონე ჰქონდა , სანამ უცხო კაცებმა არ წამოაყენეს ძალით
-წამოდი გთხოვ!
გულ მკერდით იჭერდა ანა
-კიდევ თუ გადამეყრები სადმე იცოდე …
-წამოდი !
ხელით ექაჩებოდა გოგონა
ჰაერზე გამოვიდნენ ორივენი, იოანე ცდილობდა ბრაზი შეეკავებინა თუმცა ამ წამს ანას უფრო ეტყობოდა გაბრაზება
-რა გააკეთე? ასე არ შეიძლება!
-მე მეკითხები რა გავაკეთე ანა? კიდევ კარგად მოვუთმინე აქვე რომ არ მოვკალი!
-ძალადობა არ არის გამოსავალი იოანე! არ მომწონს ასე რომ იქცევი!
ზურგით შეტრიალდა გოგონა
-ის მოგწონს როგორც გექცევიან? იქნებ გინდოდა გეცეკვა და ხელი შეგიშალე !
ანას თვალები ცრემლიანი ჰქონდა მაგრამ მაინც შემოტრიალდა ბიჭისკენ
-ვერ გცნობ !
-მე შენ ვერ გცნობ ანა! ისე გომომწვევად იქცეოდი არ მიკვირს რაც მოხდა
-შენც ჩვეულებრივი ბიჭი ხარ
-ხო ჩვეულებრივი ვარ ანა! როგორც ნებისმიერი სხვა
-უნდა დავბრუნდე
თითქოს არ უსმენდა ანა ბიჭის საუბარს, გვერდი აუარა
-შენ არ წამოხვალ?
გამოიხედა მას შემდეგ რაც მიხვდა რომ იოანე ადგილიდან არ დაძრულა
-ჩემი ადგილი არ არის აქ ანა!
დაინახა გოგონამ როგორ შეტრიალდა მამაკაცი და წავიდა, თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა მაგრამ ბარში მეგობრებთან მაინც გაღიმებული სახით დაბრუნდა.

….
გადაწეული ფარდებიდან მზის სხივებმა შემოაღწია ოთახში და პირდაპირ ანას შეანათა , გოგონამ თვალები მოისრისა, ბალიშის ქვეშ რაღაცას დაუწყო ძებნა მაგრამ ვერ იპოვა, შემდეგ ტუმბოსკენ წაიღო ხელი მაგრამ სიცარიელე დახვდა , თვალებს გახელა აიძულა, ჯერ ერთი თვალი შემდეგ მეორე , წამით შეშინდა სად ჯანდაბაში ვარო, ნელ ნელა შეეცადა გახსენებას , ყველაზე ცუდი რაღაცეები წარმოიდგინა სანამ იაოანეს სახე არ გამოარკვია მის მოგონებებში
გარემო მოათვალიერა , საძინებელში ძირითადად თეთრი ფერი ჭარბობდა , კრემისფერი ტუმბოები , თეთრი ფარდები , სარკიანი გარდერობი და უზომოდ დიდი სივრცე
საწოლიდან ფეხი გადმოდგა, აჩეჩილი ტანსაცმელი მუხლებამდე ჩამოიწია და სარკეში თმა შეისწორა, კართან მისულმა ფრთხილად ჩამოსწია სახელური , ჯერ ცალი თვალით გაიჭყიტა დერეფანში, შემდეგ კი ბოლომდე გამოაღო კარი, ფეხაკრებით გაიარა გრძელი დერეფანი სანამ მისაღებ ოთახში არ აღმოჩნდა , ჩუმად გაპარვა იყო ანას გეგმა მაგრამ გულმა სულ სხვაგან, იოანეს ოთახის კართან მიიყვანა, კარი შეაღო, ბიჭის ხმაურიანი სუნთქვა ისმოდა ოთახში, ჯერ კიდევ ჰქონდა ანას დრო გასაქცევად მაგრამ საპირისპიროს აკეთებდა , უფრო და უფრო უახლოვდებოდა სანამ ბიჭის სახესთან ახლოს არ გაჩნდა, როგორ ენატრებოდა სახის ეს ნაკვთები ამდენი წელი , ფრთხილად შეეხო, თითქმის ვერ იგრძნობდი ისე ნაზად , მაგრამ მამაკაცი მაინც შეირხა
-ჩემს ოთახში რა ჯანდაბას აკეთებ!
უკვე წამოდგომას აპირებდა გოგონა მამაკაცის ძლიერი ხელი რომ მოხვდა მაჯაში, სწორედ ამ ხელმა დაანარცხა საწოლზე , იოანე წამოჯდა და ზემოდან დააკვირდა
-აქ რას ვაკეთებ
-შენი აზრით?
-გამიშვი! შეეცადა სხეულის ამოძრავებას
-თითქოს ძალიან მინდოდეს შენი აქ ყოფნა !
ორივე ხელი გაუშვა მამაკაცმა და საწოლიდან წამოდგა
-თუ არ გინდა აქ რას ვაკეთებ?
ანაც წამოდგა
-მართალი ხარ ! ქუჩაში უნდა დამეტოვებინე! შევცდი!
-შეგეძლო სახლში წაგეყვანე!
ტოლს არც გოგონა უდებდა
-მისამართი არ გახსოვდა ანა !
-სასაცილოა , თითქოს ერთი დარეკვით არ შეგეძლო გაგერკვია
-ანა რა გინდა ?
მოულოდნელად მოტრიალდა მამაკაცი, გოგონას სუნთქვა შეეკრა
-შენს სახლში რას ვაკეთებდი?
-მართლა გაინტერესებს? რამდენიმე ნაბიჯი გოგონასკენ გადადგა, ანამ უკან დაიხია
-გაინტერესებს რა მოხდა გუშინ ანა?
ანა ისევ უკუ სვლით მიდიოდა სანამ კედელთან არ აღმოჩნდა ზურგით მიკრული
-გეყოფა ! ვიცი რომ არაფერიც არ მოხდა
-ასეთი დარწმუნებული ხარ შენს თავში ანა? მამაკაცმა ხელი კედელს აქეთ იქეთ მიაბჯინა , გოგონა შუაში მოიმწყვდია, უფრო დაა უფრო უცემდა გული ანას , იოანემ სახე სახესთან მიადო, ისე რომ გოგონა უკვე გრძნობდა მის სუნთქვას საკუთარ კანზე
-არაფერი არ მოხდებოდა , შეყვარებული მყავს ! გული ისევ გამალებით უცემდა
-მერე ?პირველად ღალატობ შეყვარებულს ანა?
ხელი გოგონას კაბის ქვეშ წაიღო და ნელ ნელა ასწია ქსოვილი ზემოთ, საჩვენებელი თითი აუსვა გოგონას ბარძაყს , თან თვალს არ აშორებდა ანას სახეს
-არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო
თვალები აუწყლიანდა გოგონას, გული შეეკუმშა ამჯერად ტკივილისგან
იოანემ ხელები ჩამოსწია
-არ მაინტერესებ როგორც ქალი ანა! დამშვიდდი არაფერი მომხდარა !
უკან დაიწყია, მათ შორის მანძილი გაიზარდა
-დალევ ყავას?
სცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი
-ასე როგორ შეგიძლია
თითქმის ხმა გაეპარა გოგონას
-ბევრი რამ შემიძლია ანა!
-ამ ყველაფერს როგორ მიაღწიე
-ინტერვიუც ხომ არ მოგცე? თუ გინდა
ჩამოვჯდები
-ანუ მართალია რასაც შენზე ამბობენ
-და რას ამბობენ ჩემზე ანა?
ეტყობა მამაკაცს არ აინტერესებდა დიდად რას მოისმენდა, დერეფანს გაუყვა სამზარეულომდე , ანა უკან მიჰყვებოდა
-რომ არაკანონიერად იშოვე ფული!
იოანეს ჩაეღიმა
-ვეთანხმები ეგრეა
-ანუ აღიარებ?
მამაკაცმა ყავის აპარატი ჩართო
-დალევ?
ერთი ჭიქა კარადიდან გამოიღო მეორეს გამოღებასაც აპირებდა კარზე ზარის ხმას რომ არ შეეკავებინა
ანას ეუხერხულა აქ რომ ვინმეს დაენახა , ტანსაცმელი კიდევ ერთხელ შეისწორა
-საშინლად მომენატრე!
ზურგს უკან ქალის ხმა ესმოდა
-მეც ნატა!
ცალი თვალი გააფარა იოანესკენ , თუ როგორ ეფერებოდა ქალს
ნატამ ანასაც მოჰკრა თვალი ამასობაში და იოანეს თვალით ანიშნა ვინ არისო
-ანა ცეცხლაძე ! ჩემი არხის შეუცვლელი ჟურნალისტი ძვირფასო!
სახეზე ღიმილი არ მოშორებია ისე იხუტებდა ნატას სხეულს და თან ანას აცნობდა
-სასიამოვნოა
ხმადაბლა წარმოსთქვა ანამ
-და ანას ამ დროს აქ რა უნდა?
-ინტერვიუს ასაღებად მოვიდა მაგრამ მგონი უკვე დავასრულეთ
ანამ იგრძნო ამ წამს ოთახში ზედმეტი რომ იყო, კარისკენ წავიდა
-ნატა საძინებელში დამელოდე ორ წამში მოვალ!
საშინლად ტკიოდა ანას იოანეს ყველა სიტყვა
ბიჭი ისევ მას მოუბრუნდა
-რატი წაგიყავანს ჩემი მძოლია!
-არ მინდა
-მე არ მიკითხავს რა გინდა! ფეხსაცმელიც კი არ გაცვია!
გოგონას ფეხებზე გადაიტანა მზერა ბიჭმა
-ნუ დარდობ
შეეცადა ის ტკივილი დაემალა ანა რასაც ამ წამს გრძნობდა -გელოდებიან არ ალოდინო..
-მე ვისაც ვუყვარვარ მთელი ცხოვრება დამელოდება ანაა.. ახლა კი ქვემოთ ჩადი და
პარკინზე რატი იქნება !
ცხვირწინ მოიხურა კარი ანასთვის !
ხელში მხოლოდ მობილური შერჩა, აღარც ჩანთა, აღარც ფეხსაცმელი, მარტო ტელეფონი
ეკრანი ანათებდა სახელ “გეგას”
ანამ ხმა გათიშა მაგრამ ცოტა ხანში მაინც გამოვიდა ეკრანზე შეტყობინება
“იმედია გაქვს მიზეზი ასახსნელად რატომ გაქრი უკვე 12 საათზე მეტია!
ღრმად ამოისუნთქა სანამ კიბეებს ფეხშიშველი ჩაივლიდა.


არ მეჩხუბოთ მეტი ვერ მოვასწარი , ვცდილობ ყველა დღე დავდო



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

რაღაც ისეთი მოხდა, რომ იოანეს დაკარგული აქვს ანას მიმართ ნდობა.ჩემი აზრით იოანეს ანას ღალატი დააჯერეს სხვასთან და ამიტომ არის ასეთი გაბრაზებული.იმედია მალე გავიგებთ ზუსტ მიზეზს...

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

იმედია მართლაც არ უღალატია ანას , უცნაური გოგო კი არის
მომწონს რომ ორ დროში ხდება მოქმედება
ველოდები

 


№3 სტუმარი სტუმარი მაშო

აუუ გთხოვთ გაზარდეთ თავი, თორემ დიდი ხანი გვიწევს ლოდინი????ლექსო და ანიკას ისტორიაც დადეთ გთხოვთ❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი lillianna

სტუმარი მაშო
აუუ გთხოვთ გაზარდეთ თავი, თორემ დიდი ხანი გვიწევს ლოდინი????ლექსო და ანიკას ისტორიაც დადეთ გთხოვთ❤️❤️❤️❤️❤️

სამაგიეროდ ყველა დღე ვდებ ☺️ ავტვირთე უკვე ახალი თავი და იმედია დადადტურდება

 


№5 წევრი Kesouri

ანიტა და ლექსოს ისტორია როდის დაიდება?

 


№6  offline წევრი lillianna

Kesouri
ანიტა და ლექსოს ისტორია როდის დაიდება?

12 ის მერე წესით

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკა

ვაიმე რა კარგია. სახ ვიყავი აქამხე რომ არ წავიკოთხე

 


№8 სტუმარი სტუმარი მაკო

ველოდებოდი ახალ თავს. იმედია დაიდე ა მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent