შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტარკვინი და საზოგადოება


13-10-2024, 01:31
ავტორი ვერგილიუსი
ნანახია 1 179

ტარკვინი და საზოგადოება
-ტოლსტოი თუ დოსტოევსკი?
-დოსტოევსკი უკეთესია,რადგან მან შექმნა უდიდესი ნაწარმოები’’ძმები კარამაზოვები“,თუმცა ტოლსტოიმაც ხომ შექმნა უზარმაზარი ომი და მშვიდობა?
ტარკვინი ისევ და ისევ ჭოჭმანობდა,ტოლსტოი თუ დოსტოევსკი,საბოლოოდ მან გადაწყვიტა ეფიქრა,რომ ტოლსტოი და დოსტოევსკი ორივე უდიდესი მწერლები იყვნენ და მათი შედარება არ შეიძლებოდა.
ტარკვინის სახლი თვალის მალამოსავით მოხვდებოდა ყველა სიბრძნის მოყვარულ ადამიანს თვალში.სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი თავისი ძველბერძნული მინიატურული ქანდაკებებით იყო მოპირკეთებული.მისი სახლის წინა მხარე,რომელიც უსაზღვრო ტრამალებს გაჰყურებდა,მართლაც მითოსური იყო.საკვირველია,მაგრამ ჩვენი ყმაწვილიც ბერძნული მითებით საზრდოობდა.
15 წლისამ უკვე კარგად იცოდა ანტიკური კულტურა და ჰომეროსის დიდი თაყვანისმცემელი იყო.ამან დიდი გავლენა მოახდინა მის ნაშრომებზე ჩრდილოეთ ლუიზიანას უნივერსიტეტში,სადაც მან თავისი ახალგაზრდობა განვლო.
მისი თხრობის სტილი საუცხოო არ იყო,მაგრამ ის გულწრფელად წერდა და ნაშრომებს ყოველთვის უზენაესი მიზნის სიბრძის სუნი ასდიოდა.მის ცხოვრებაზე ბევრი ჭორი დადიოდა,მაგრამ ყველამ იცოდა ,რომ ის ერთი უბედური ადამიანი იყო,რომელიც თავისი სისულეებით ტვინს უჭ....ტდა დამრიგებლებს და უაზრო ეგზისტენციალური კითხვებით ავსებდა ამ სიცარიელს.

ტარკვინს უყვარდა ლიტერატურა და ამ ყველფარიდან უდიდეს სიამოვნებას იღებდა,მას ხალხი დასცინოდა,ასევე მის სოფელში ამბობდნენ:
-ტარკვინი ძალიან უჟმურია,რადგან ის არ ერევა ჩვენი სოფლის საქმეებში,რომელიც უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს მოქალაქისთვის,ის მხოლოდ წიგნებს ჩასჩიჩინებს,რა სარგებელი უნდა მიიღო წიგნებიდან?ან რაში უნდა გამოიყენო ისინი?ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და არაა დრო იმისა,რომ ადამინმა წიგნები იკითხოს.
ტარკვინი,რა თქმა უნდა,ადამიანების აზრს არ ითვალისწინებდა. ბრბო ერთმანეთს გავს,თუ კი ათი ადამიანი ამბობს,რომ წითელი თეთრია მეთერთმეტეც ამას იტყვის,რადგან ბრბო რადიკალურ ცვლილებას ახდენს ადამიანში და მას აბრმავებს,სწორედ,ამიტომ არ უსმენდა ტარკვინი ხალხს,მას მარტო ცხოვრება და იმის განხილვა ერჩივნა,თუ რომელი მწერალი რომელს სჯობდა და რომელი წიგნი იყო უკეთესი.ასეთი იყო ტარკვინი.
მეორე თავი:
მზიანი დღე გათენდა,ტარკვინს წიგნით ხელში ჩასძინებოდა.მაგიდაზე წიგნები მთებივით ელაგა.ერთ მწვერვალზე სადაც დოსტოევსკის ძმები კარამაზოვების კომუნისტურ გამოცემაზე პარაფინის სანთელი ჩამწვარიყო.
ტარკვინმა ოთახის კარი გააღო,ყვავილების ქოთნებით გაჯერებულ მომრგვალო კიბეებზე ჩავიდა ესაა ვარდის ჩაითა და კრუასანით უნდა დაეწყო დღე ,რომ ეზოდან ხმა მოესმა.
-გენიოსო,გენიოსო!!! ასე მას ერთი მეგობრის გარდა არავინ მიმართავდა.
იძახდა ვიღაც ეზოდან,ეს ტარკვინის ახლო მეგობარი ბილი იყო,ბილი მაღალი,საშუალო წონის,მოგრძო ცხვირის,ბიჭი გახლდათ,რომელსაც ტარკვინთან არ ერიდებოდა ნებისმიერი ფილოსოფიური თემის განხილვა.მას ტარკკვინივით წიგნები არ უყვარდა,მაგრამ მეგობრის რჩევას ითვალისწინებდა და ზოგჯერ კითხულობდა კლასიკურ წიგნებს.
-შემოდი ბილ,კარი ღიაა
ტარკვინი ფეხზე წამოდგა,მისი თმა ისეთი აჩეჩილი იყო,რომ თმის დავარცხნა რომ მონდომებოდა სავარცხელი ვერ გაუძლებდა და გატყდებოდა.
ბილი სკამზე დაჯდა,ხელთ ბალზაკის შაგრენის ტყავი აიღო,ეუცნაურა სათაური და ისევ იქ დადო,შემდეგ ტარკვინს დაუწო საუბარი.
-რას აკეთებ გენიოსო?კიდე კითხულობ არა?
-რა ხდება ბილი?
-ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობა შეხვედრას აწყობს,სადაც სოფლის ყველა მოსახლე დაპატიჟებულია,მათ შორის შენც ტარკვინ
-ბილი ხომ იცი რომ არ მიყვარს ეგეთი წვეულებები,რომლებიც თითქოსდა ხალხის სასიკეთოდ არის მოგონილი.ტარკვინმა იცოდა მასების ფსიქოლოგია და ესმოდა,რომ ეს უაზრო დემოკრატია არა ხალხის მიერ მართულ სახელმწიფოს არამედ ხალხის პირდაპირ მართვას და დამონებას ნიშნავდა.
-კარგი რა ტარკვინ მორჩი ფიქრს,წამოდი გავერთობით
-არა,ბილი მე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. ტარკვინისთვის სამყარო პასუხ გაუცემელი კითხვების გროვა იყო ,რომელიც ქარის მიმართულებას არ ემორჩილებოდა და ამაზე კონცენტრირებული ყმაწვილი ცხოვრების ამაოებას წვდებოდა.
-გთხოვ ტარკვინ ამ ერთხელ წამოდი.
-კარგი ბილ,წამოვალ.
-მადლობა მეგობარო.ხელი ჩამოართვა ჩაეხუტა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საუბრის დროს კარიდან რაღაც ხმა მოდიოდა,ტარკვინმა კარი გააღო და სახლში ბებერი ძაღლი შემოვიდა,ეს ხომ ტარკვინის საყვარელი მეგობარი ძაღლი იყო.
ბილი დაემშვიდობა მეგობარს და სახლში წავიდა მოსამზადებლად.დადგა დრო,როდესაც მეგობრები სოფლის ცენტრისკენ უნდა წასულიყვნენ,ისინი გაუდგნენ გზას და მიადგნენ იმ ადგილს,სადაც რამოდენიმე წუთში წვეულება იწყებოდა.
უამრავი ადამიანი შეკრებილიყო სოფლის ცენტრში,არისტოკრატიის წარმომადგენლები კი,რა თქმა უნდა,ყველას ეჭვის თვალით უყურებდნენ და თავი ყველაზე ჭკვიანებად მოჰქონდათ.ტარკვინი და ბილი პატარა სკამებზე დაჯდნენ.ტარკვინი აკვირდებოდა ადამიანებს,რომლებიც ერთმანეთს ყალბი ღიმილით უღიმოდნენ დათავს არაკომფორტულად გრძნობდა ეს ილუზია იყო ,რომელიც ყოფის აუტანელს სიმსუბუქეს ახსენებდა
.ამასობაში ქალაქის მერი ბალდუინი გამოდიოდა სიტყვით.დიდი არაფერი უბრალოდ შერიფის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი,რომელმაც ნათესაური კავშირებითა და ეშმაკობებით დაიმსახურა პარტიის ნდობა და მერად დაჯდა სოფელში.
-ჩემო ძვირფასო ადამიანებო,ჩემო მემამულენო,ჩემო გულისხმიერო მეგობრებო,ჩემო საყვარლებო,მადლობას მოგახსნებთ აქ მობრძანებისთის,იმისთვის მოგიწვიეთ ,რომ ჩვენ მოვისმინოთ თქვენი აზრი და მომავალში გავითვალისწინოთ.მე,როდესაც თქვენ სახელს ვიტყვი ტრიბუნაზე გამოხვალთ და ისაუბრებთ.
ეს ერთგვარი წესჩვეულება იყო ასეთი წვეულებებისა,“ღრმად პატივცემული საზოგადოებას“ უნდა განეხილა მოსახლეობის პრობლემა,ეს კი ხალხის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო,რადგან ხალხს დაენახა,რომ მთავრობა დაინტერესებული იყო ადგილობრივი პრობლემებით.
დადგა დრო,როცა მერს ხელთ სია მიაწოდეს,სადაც ხალხის სახელები იყო ჩამოწერილი,მან დაიწყო:
-ქალბატონი როზალინა,გამობრძანდით და ისაუბრეთ
ქალბატონი როზალინა ხანში შესული მოხუცი იყო , მას პატარა ქოხი ებადა სოფლად და წყლის პრობლემა აწუხებდა,საწყალ მოხუცს 2 კილომეტრის გავლა უწევდა წყლის მოსატანად, ის სცენისკენ გაემართა,რათა თავისი პრობლემა ეუწყა საზოგადოებისთის.
თუ ადამიანს პრობლემა არ ექნებოდა(ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო)უბრალოდ მისი სახელის წარმოთქმის შემდეგ უნდა ეთქვა სამი სიტყვა-არ მაქვს პრობლემა.ეს იყო და ეს.
ქალბატონი როზალინა მივიდა მერთან და განუცხადა:
-ძვირფასო მერო,მე წყლის პრობლემა მაქვს და გთხოვთ დამეხმაროთ?
მერმა ისეთი სახე მიიღო გეგონებოდათ ღრმა ფიქრს მიეცა,მაგრამ ეს უბრალოდ ილუზია იყო,რომელსაც დაბრმავებული ხალხი ვერ ამჩნევდა,
შემდეგ მერმა თავის თანაშემწეს დაუძახა და უთხრა:
-წადი წყლით სავსე ჭურჭელი გამოიტანე 2 დღე რომ ეყოს ისეთი და მოგვცილდება თავიდან.
მერმა ეს მიდგომა შტატებს გარეთ მოგზაურობისას ისწავლა,როცა საფულეში 5 დოლარი და 20 ცენტი ჰქონდა და მათხოვარს მხოლოდ 20 ცენტი მისცა და უპოვარმაც დიდი მადლობები უხადა,ამ დროს მიხვდა რომ თუ გინდა ხალხის ერთგულება მოიპოვო სჯობს სიკეთე ნელ-ნელა გასცე,რათა შენი როლი არ დაკარგო და ხალხი შენს წინააღმდეგ არ აამხედრო.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მერი ისე ლაპარაკობდა,რომ იქ მყოფ ხალხს არ ესმოდა.ბიჭმა შეასრულა ბრძანება და წყლით სავსე ჭურჭელი გამოიტანა და მერს მიაწოდა.მერი ფეხზე წამოდგა და ქალბატონ როზალინას მოუხმო:
-აი ქალბატონო წყლით სავსე ჭურჭელი,პრობლემაც არ არსებობს
ქალბატონ როზალინას ძალიან დაუხარდა დამერს მადლობა გადაუხადა.
ანალოგიური წვრილმანი პრობლემებით მოდიოდა ხალხი მერთან და მერიც მათ ტყუიელბით ისტუმრებდა,დადგა დრო,როდესაც მერმა ტარკინის სახელი წარმოთქვა,ტარკვინი ამას არ ელოდა,მაგრამ გადაწყვიტა ხალხისთვის მერის და მისი თანამოეძმეების რეალური სახე ეჩვენებინა.ტარკვინი ცენაზე ავიდა მერმა კი მას კითხვა:
-ბატონო ტარკვინ,გვიამბეთ თქვენი პრობლემა
ტარკვინი დაფიქრდა და მერს უპასუხა
-ბატონო მერო,მე რამოდენიმე დღის წინ წიგნებით სავსე ოთახი დამეწვა და თუ შეძლებთ,რომ წიგნები შემაძენინოთ,რადგან წიგნებში ვხედავ სიბრძნეს და ისინი არიან ჩემი მასწავლებლები
მერს გაეღიმა და შავ ულვასზე ხელი ტლანქად მოისვა,შემდეგ ტარკვინს განუცხადა:
-ბატონო ტარკვინ რაში გჭირდებათ წიგნები აქ არვართ განათლებული ხალხი,ჩვნე ბევრი წაგვიკითხავს და ბევრი ვიცით,ვიცნობთ ფილოსოფოსებს
ამ უკანასკნელზე ტარკვინმა ყურადღება გაამახვილა და გადაწყვიტა მერისთვის რაღაც ეკითხა
-ბატონო მერო გსმენიათ ფილოსოფოლი ნიცშე?
-რა თქმა უნდა,ის ხომ გენიოსი იყო ჩვენ ყველას წაგიკითავს მისი წიგნები
_ფილოსოფსს დოსტოევსკზე რას იტყვით?
-ოჰ დოსტოევსკი,ნამდვილი გენიოსი,რა თქმა უნდა,ბატონო ტარკვინ ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ დოსტოევსკს
ბოლოს ტარკვინმა ესეთი რამ გადაწყვიტა
-ბატონო მერო გსმენიათ ფილოსოფოსი რეი დოკი?
-რა თქმა უნდა, ბატონო ტარკვინ ის გენიალური ადამიანი იყო
ტარკვინს გაეღიმა და მერს უთხრა
-ბატონო მერო აი მანდ შეცდით, რეი დოკი ფილოსოფოსი არა,მაგრამ ჩემი ძაღლია,რომელიც ახლა გვერდით მიდგას
ტარკვინმა თავის ძაღლს მოეფერა ძაღლმაც პატრონის ხელი სიამოვნებით მიიღო.მერი ძალიან გაბრაზდა და ტარკვინი დაპატიმრება მოითხოვა.ტარკვინმა საუბარი განაგრძო
-ბატონო მერო თქვენ ადამიანების წინაშე თავს იმაღლებთ იმით,რომ ფული გაქვთ და ამის გამო თავს ყველაფრის უფლებას აძლევთ,თქვენც მერის მონებო,რომლებსაც ისე გიყენებთ
როგორც მას უნდა და ბოლოს,თქვენ ხალხნო,რომელებსაც იმის იმედი გაქვთ,რომ ეს ადამიანი დაგეხმარებათ,რეალურად ბატონი მერი და თავსი მონა საზოგადოება განგიკითხავთ თქვენ მაშინ,როდესაც თავის თავები არ განუკითხვათ.იაზროვნეთ ხალხნო და იფიქრეთ,მაგრამ თქვენ თქვენივე გონების გეშინიათ,რადგან ადამიანის მტერი პირველ რიგში მის გონება,რომელიც შესწავლას და გაცნობიერებას საჭიროებს.თქვენ შეგწევთ ძალა,რომ ეს ადამიანები აქედან ჩამოაგდოთ,მაგრამ პრობლემა ის არის,,რომ თქვენ არ იცით ტქვენი თვის ფასი და ის,თუ რეალურად რამხელა ძალა შესწევს ხალხს.
ტარკვინმა საუბარი დასრულა ამის შემდეგ კი მერმა და მისმა ქვეშემდომებმა ის შეიპყრეს და სასამართლო დაუნიშნეს.ტარკვინის სასამართლო მეორე დღეს იყო ჩანიშნული,ბილი იქვე გაოცებით უყურებდა თავის მეგობარს და თავისი თავი დამნაშავედ მიაჩნდა,რადგან ისეთივე ძალა ვერ ნახა საკუთარ თავში,როგორც მისმა მეგობარმა.
ტარკვინის სასამართლო 3 საათზე იყო ჩანიშნული,გათენდა მეორე დღე,ბილი ემზადებოდა თავისი მეგობრის სასამართლოზე წასასვლელად და იმედოვნებდა,რომ მას გაათავისუფლებდნენ.დადგა 3 საათი სასამართლო მზად იყო ტარკვინი საქმის გასარჩევად.მოსმართლე ოდნავ ჩასუქებული,ულვაშიანი კაცი იყო,ის ფეხზე წამოდგა და დაიწყო საუბარი:
-ჩვენო პატივცემულო მოქალაქენო დღეს აქ შევიკრიბეთ,რათა გავარჩიოთ ბატონი ტარკვინის საქმე,რომელმაც შეურაცმყოფა მიაყენა ჩვენ მერს და მის საზოგადოებას,ეს ნამდვილად დანაშაულია,რადგან მერზე წიინ არავინ უნდა დადგეს.
მოსამართლემ ტარკვინს კითხვით მიმართა
-ბატონო ტარკვინ აღიარებთ თუ არა თქვენს დანაშაულს?
ტარკვინმა რა თქმა უნდა,იცოდა,რომ განწირული იყო,რადგან ასეთ რეალობაში თავისუფალი აზრი იხშობდა და ერთ კონკრეტულ,ყოვლად ამორალურ აზრს ექვემდებარება საზოგადოება.ტარკვინმა განაცხადა:
-არა
-და რით იმართლებთ თავს
-უბრალოდ ვამბობ,რომ მართალი ვარ არგუმენტები,რომ მოვიყვანო თუ რატო ვარ მართალი აზრი არ აქვს,რადგან თქვენ მაინც ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას,როგორც მერმა გიბრძანათ სანამ სასამართო დაიწყებოდა.
მოსამართლე გაბრაზდა, გაბრაზებულმა განაჩენი გამოიტანა
-ბატონ ტარკვინს მიესაჯოს სიკვდილით დასჯა
ხალხის ნაწილს ეს გაუხარდა,რადგან მათ სეირის ყურება უყვარდათ,რაც შეეხება ბილს,ის ძალიან ცუდად იყო,რადგან იცოდა,რომ თავისი მეგობარი მართალი იყო,ბილმა ამას ვერ გაუძლო და სასამართლოდან გაიქცაა,სწორედ,ეს არის ადამიანის სისუტე,ადამიანები რეალობას გაურბიან და სირთულეებს იშვიათად ეწინააღმდეგებიან.ტარკვინს სიკვდილით მეორე დღეს დასჯიდნენ,ეს ერთი დღე მისთვის ჯოჯოხეთი იყო,რადგან ძალიან რთულია დაელოდო სიკვდილს,როცა იცი როდის მოვა იგი,ცხოვრება იმიტომაა საინტერესო ,რომ ადამიანმმა არასდროს იცის როდის მოკვდება.ტარკვინი ფიქრებში იყო და განიხილავდა თავის ცხოვრებას,ის კითხვას უსვამდა თავის თავს:
-ტარკვინ ,იცხოვრე თუ არა ისე როგორც შენ გინდოდა?
და პსუხს თვითოვნე სცემდა
-კი,რადგან მე ვაკეთებდი იმას,რაც მინდოდა სწორედ,ამას ვეწირები.
გათენდა მეორე დილა,ტარკვინი საკნიდან გაიყავანეს და გაუდგა ტარკვინი გოლგოთას.ის აიყვანეს ეშაბონზე,კისერზე თოკი ჩამოაცვეს,რა თქმა უნდა, ხალხი იქ იყო ზოგი იცინოდა,ზოგი კი ფიქრობდა ტარკვინის საქციელზე თუ რატომ გააკეთა ეს,სწორედ ეს უნდოდა ტარკვინს,მას უნდოდა საზოგადოებას ეფიქრა მის საქციელზე და მიმხვდარიყო,რომ თავისუფლება არის უპირველესყოვლისა.ბილი არ გამოჩენილა,ის სადღაც გადიკარგა ვინ იცის,იქნებ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და სულიც კი განუტევა.ტარკვიი ქვემოთ დაუშვეს და რამოდენიმე წუთში მან დატოვა ეს მონური წუთისოფელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent