შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი ქალიშვილი (სულ)


14-10-2024, 01:21
ავტორი ვე რა
ნანახია 8 764

მისი ქალიშვილი
1

მაღაზიიდან გამოვედი, დატვირთული ურიკა მანქანასთან მივაგორე და საბარგული გავაღე.
_ დედა იქ მინდა!_ ურიკაში ფეხმორთხმით მჯდარმა ნენემ პატარა თითი იქვე სათამაშო სივრცეში მდგარი საქანელებისკენ გაიშვირა. ნენე ჩემი ოთხი წლის გოგონაა. ლურჯი თვალებით და ხვეული მზისფერი თმით. რადგან საქანელა იქვე იდგა, არ დამიშლია. სანამ პარკებს საბარგულში ვაწყობდი, მანამ გულს გაიხარებდა. ფრთხილად ამოვსვი ურიკიდან.
_ მიდი, ოღონდ ყურადღებით! მალე დაგიძახებ!_ გავაფრთხილე სერიოზული ხმით და ხელი გავუშვი. ნენე ხტუნვა_ ხტუნვით გაიქცა სათამაშოდ. მე კი პროდუქტის ჩალაგება გავაგრძელე.
საბარგულისაკენ დახრილი მობილურის მოულოდნელ ზარზე შევკრთი და ტელეფონი ხელიდან გამივარდა. თვალი კი მოვკარი, ჩემი ქმარი მირეკავდა, მაგრამ ხმის გაცემა ვერ მოვასწარი, ისე დაენარცხა ჩემი ძვირფასი, საახალწლო საჩუქარი ასფალტს და ნაწილებად გაიშალა.
_ ჯანდაბა ლუ! _შევუძახე საკუთარ თავს საკუთარივე მოუქნელობით გაცეცხლებულმა. არა, ლევანი მხოლოდ გაიღიმებდა ამაზე და მეტი არაფერი, მაგრამ მე თავად არ მიყვარდა უაზრო და უმიზნო მფლანგველობა. ახლანდელი სიტუაციის მიუხედავად არასდროს მავიწყდებოდა, საიდან მოვდიოდი. „ოთხმოცდაათიანების“ შვილი ვარ, ბებიისგან ნასწავლი მომჭირნეობა ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი.
ის იყო ბოლო პარკი საბარგულში მოვათავსე და დავხურე, რათა ნენე მომეხმო, რომ მანქანის შუშაში არეკლილმა გამოსახულებამ ადგილზე მიმალურსმნა. მოულოდნელობისგან გავშრი, გავიყინე. ხელი ყელზე წავივლე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიგუდებოდი და უჰაერობამ, თუ სპაზმებმა გულისრევის საშინელი შეგრძნება მომიტანა. საბარგულის მუქი შუშიდან ჩემი არცთუ შორეული და მტკივნეული წარსული დაჟინებით მიყურებდა. წარსული, რომელსაც გამოვექეცი, მაგრამ ამ გაქცევის მიუხედავად, მუდმივად გულზე მაწვა მონატრებად, გაუნელებელ სურვილად და ტკივილად. თუმცა ტკივილი ყოველთვის სჭარბობდა სურვილს. ხელი მინაზე არეკლილი გამოსახულებისკენ წავიღე და წამით გამიელვა, რომ ისევ მეჩვენებოდა. იმის გახსენებამაც კი, რა ბნელი და მარტოსული დღეები გამოვიარე, უფლება ამ მომცა, რომ მის ლანდს თუნდაც მხოლოდ ანარეკლში შევხებოდი.

_ გამარჯობა ლუ!_ მომესმა ნერვიულობისგან ჩახლეჩილი, მკაცრი და ამავდროულად ირონიული ხმა. ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, ამ ლამის მივიწყებულმა ხმის უხეშმა ხავერდმა სხეულში ჟრუანტელად დამიარა. _ ვატყობ, მიცანი!

ისე თქვა, თითქოს შესაძლებელი იყო ოდესმე ვერ მეცნო. გულში ათამდე დავითვალე, საკუთარ თავს სუნთქვა ვაიძულე და უკან შევბრუნდი. ნამდვილად ის იყო. ის_ ჩემი ცხოვრების ტკივილი და ტკივილნარევი სიტკბოება. ცალი თვალით ნენეს გავხედე. ვინატრე, ახლა აქ არ ყოფილიყო. ვინატრე, რომ ლევანთან დამეტოვებინა.

_ აბა, არ მომესალმები ლილუ?_ იმდენად მომიახლოვდა, რომ დედამიწაზე ჩემთვის სამყოფი ჰაერი არ დამიტოვა. ვიგრძენი, როგორ შეწყვიტა ჩემმა გულმა ფეთქვა და როგორ დაბნელდა სამყარო ჩემ გარშემო. მხოლოდ ნენე მიტრიალებდა თავში ახლა.
ნენე.... ნენე.... ნენე....

გონს რომ მოვედი, უცხო მანქანაში ვიჯექი, გვერდით ნენე მეჯდა და გაოცებისგან გაფართოებული ლურჯი თვალებით შემომყურებდა.
_გაიღვიძე დედიკო?_ მკითხა ბავშვური მიამიტობით. ბავშვს ხელი მოვკიდე და გულში ჩავიხუტე. სწრაფად წამოვიწიე. ის ჩემ გვერდით იჯდა. ქვასავით უგრძნობი სახით წინ იყურებოდა. მანქანა კი სადღაც უცხო გარემოში მიქროდა ისარივით. ნენე მეორე მხარეს მოვიქციე და მათ შორის ბარიერივით აღვიმართე.
_ სად მივდივართ? _ ვკითხე დამფრთხალმა და ნენე უფრო მეტად ჩავიკარი გულში.

_ სახლში!_ მიპასუხა მოკლედ და მივხდი, სანამ ადგილამდე არ მივიდოდით მნიშვნელოვანზე არაფერზე მიპასუხებდა.
ჯიბეები მოვიქექე ინსტიქტურად და მერეღა გამახსენდა, მობილური რომ გავტეხე.
_ ქმარს უნდა დავურეკო!_ ვუთხარი მტკიცედ. მხოლოდ ჩაეღიმა.

_ დამარეკინე! გთხოვ!_ ვცადე უფრო შემერბილებინა ტონი. წარბიც არ შეუხრია.

_ ქმართან დამარეკინე, ინერვიულებს!_ უკვე თავის შეკავება მიჭირდა.

_ რომელ ქმართან? ერთი შენს გვერდით ზის, როგორც ხედავ!_ მკითხა დამცინავად.

_ რომელიც უფრო ღირსეულია მასთან!!_ უკვე ხელები მიკანკალებდა ბრაზისგან. ერთდროულად მიყვარდა ეს კაცი და მძულდა კიდეც. მიყვარდა იმ წარსულის გამო, რომელმაც ბედნიერებას მაზიარა, მაგრამ მძულდა იმ ტკივილისთვის, რომელიც მის გამო და მისი მიზეზით გადავიტანე.

_ ღირსება!_ ჩაეცინა ჩვეული ირონიით._ ამას ამბობს ქალი, რომელიც სიტყვის უთქმელად გაიქცა და ის კაცი მიატოვა, ვისაც სიყვარულს ეფიცებოდა არა?!

_ რაც იყო წარსულია! და მე არ ვაპირებ ეგ წარსული ვქექო!_ გავაწყვეტინე ბრაზით და ნენე კვლავ გულში ჩავიკარი._ მე ყველაფერი დავივიწყე!

_ ვინაა დედიკო ეს ცუდი ძია?_ ალბათ ჩემი ხმის ტონიდან გამომდინარე მიხვდა პატარა, რომ მის გამო ვნერვიულობდი. _ნუ გეშინია, მამას ვეტყვი და დასჯის!

ნენესთვის მამამისი ევერესტის წვერი იყო, ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი, ფარი და მახვილი, ლევანისთვის კი ნენე სამყაროს ათვლის წერტილი. ამ ორს ისე ესმოდა ერთმანეთის, ხანდახან საკუთარი თავი მათ ურთიერთობაში ზედმეტი მეგონა. და ეს ყველაფერი ჩემი ქმრის დამსახურება იყო. და არა მარტო ეს, საერთოდაც ნენე რომ ამ ქვეყანას მოევლინა, სწორედ ლევანის გმირობის და ერთგულების ამბავი იყო და მეტის არაფრის. წარსულის გახსენებამ უარესად გამაღიზიანა.

_რას აპირებ? რა გინდა ჩემგან?_ ვკითხე და ჩემდაუნებურად ხმა ამიკანკალდა. თანდათან ვიაზრებდი მის სიახლოვეს. თანდათან მიტანდა მისი სურნელი, თითქოს დავიწყებული, მაგრამ ძვალსა და რბილში გამჯდარი და სისხლში მოჩუხჩუხე. არადა რამდენი დრო დამჭირდა მის დასავიწყებლად! რამდენი უძილო ღამე, რამდენი ტკივილი და აგონია გავიარე, სანამ ის გავხდებოდი, რადაც დღეს ვგრძნობდი თავს. რომ არა ლევანი, რომ არა ნენე და რომ არა ის ორიოდე სწორი ადამიანი , ვინც მისი ამბის შემდეგ შემომრჩა, ჩემგან არათუ ნენე, კვალიც კი აღარ დარჩებოდა.

_რას ვაპირებ? _ გამომხედა მგონი პირველად და გულში ისარივით გამიარა მისმა თვალების ფერმა. სწორედ ისე, როგორც შვიდი წლის წინ. ძლივს პირშეკრული იარა განმიახლა და თვალებიდან ცხელ ცრემლებად იწყო დენა.

_ აქამდე ერთი მიზანი მქონდა_ შენი პოვნა! ახლა გიპოვნე და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, როგორ სასჯელს მოვიფიქრებ შენთვის! სიმართლე გითხრა, არ მეგონა ასეთ სიტუაციაში თუ გიპოვნიდი! _ ნენეს გახედა სევდიანად._ ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა! და ამის გამო უფრო მძულხარ ლუ!

_ გძულვარ?_ გამეცინა მე_ შენ სიძულვილი არ იცი რა არის იასე!

_ სახელიც გხსომებია, არადა უკვე ვიფიქრე, რომ დაგავიწყდა!_ ისე უცნაურად შემომხედა. ვიფიქრე ჩემს ფიქრებსაც კი ხედავდა.

_ დედიკო, მამა მინდა!_ ამოიტირა მოულოდნელად ნენემ და ორივე ხელი თვალებზე აიფარა. ჩემიდან მზერა ნენეზე გადაიტანა. კვლავ უცნაური სევდა დავუნახე მზერაში.

_ რა ჰქვია?_ მკითხა ინტერესით. ხმაც დაურბილდა.

_ ნენე მქვია! ჩემ მამიკოს ლევანი!_ ჩემს ნაცვლად ბავშვმა გასცა პასუხი.

_ ლამაზი თვალები გაქვს ნენე! _ გაუღიმა და მისკენ ხელი წაიღო. ბავშვს ისე გადავეფარე, თითქოს რამეს დაუშავებდა. სახე ტკივილმა დაუსერა.

_ შენ ჩემში მხოლოდ მხეცს ხედავ ლუ?

_ უნდა გამიშვა იასე!_ ვუთხარი ის, რაც გულში მქონდა_ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო! და შენ ეს ჩემზე კარგად იცი!

_ შენ...._ შემომხედა და ისევ მომნუსხა მისმა მზერამ._ არ შემიძლია ლუ! ხუთი წელია გეძებ! ხუთი წელია ჩემი ბრაზი, რისხვა და ტკივილი გქვია! გიპოვნე და არ ვიცი, რას ვგრძნობ ახლა!

_ იასე, მე ბავშვი მყავს! ქმარი! მე ახლა ახალი ცხოვრება მაქვს! ჩვენი წარსულის ხათრით უნდა გამიშვა!

_ და ამას ჩემი კანონიერი ცოლი მეუბნება? რომელმაც დამამცირა, მიმატოვა, გამანადგურა და ახლა რას მეუბნები? რომ უჩემოდაც ბედნიერი ხარ? _ ხმა ისევ გაუცივდა, სახეც ჩვეულად გაუქვავდა. ვცნობდი ამ მზერას. სწორედ ეს სახე ვნახე იმ ღამეს, ეს თვალები, ეს გამოხედვა. ჩემი თვალით დავინახე, როგორ ასწია იარაღი და მის წინ მუხლებზე მდგარ კაცს დაუმიზნა. მანამდეც მესმოდა ჭორები მის საქმიანობაზე, მაგრამ მოშურნეების მიერ წარმატებული ადამიანისთვის გამოგონილ ტყუილად ვთვლიდი. არ შეიძლებოდა ჩემი იასე ის ყოფილიყო, რომელზეც გაზეთები და ჟურნალისტები ათას სისაძაგლეს ყვებოდნენ. არ მჯეროდა, რომ კაცი, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ხელით მიწნავდა გვირილების გვირგვინს, მეორე დღეს ამ ხელით ვიღაცას სიცოცხლეს ართმევდა. რომ ტუჩებით, რომლებითაც მე მკოცნიდა, სხვა დროს ვიღაცისთვის განაჩენი გამოჰქონდა. თვალები დავხუჭე და ის უკანასკნელი საღამო გავიხსენე.

იმ ღამეს რაღაც მსურდა მისთვის მომეყოლა, რაღაც ძალიან სასიხარულო. ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი. მის გაუფრთხილებლად დავბრუნდი სახლში, არ დამირეკია. ვახშამი გავამზადე, მაგიდა გავაწყვე და სანთლებიც კი მოვიტანე. ამ საღამოს უნდა გვეზეიმა. მიკვირდა, რომ სახლში არავინ იყო. დაცვა, მუდმივად რომ მორიგეობდა კართან, არ იდგა. მის მოლოდინში დივანზე ჩამეძინა. უცნაურმა ხმაურმა გამომაღვიძა. კამათის ხმა იყო. უფრო სწორედ ერთი ადამიანი გამეტებით ცდილობდა ვიღაცის დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში. ავდექი და აივანს მივუახლოვდი ფეხაკრეფით. გული მომიწურა ცუდმა მოლოდინმა.
_ მას არ გავკარებივარ! ფიქრადაც კი არ გამივლია! მე ხომ ვიცოდი, ვინ იყო ის ქალი შენთვის იასე!_ გაოცებულმა უფრო მივაყურადე უცნობ ხმას.

_ ირმა თავად ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს! ყველაფერი სწორედ მაგ დროს მოხდა!_ ვინ ქალზე საუბრობდნენ? ვინ იყო ირმა?_ თანაც ვიცოდი ორსულად იყო, რა უაზრობაა ხვდები? იმიტომ მოიტყუა, რომ ხელი ვკარი!
აივნის მოაჯირიდან ჩახლართულ ლიანებს შორის გავიხედე. ვიღაც, ვინც მანამდე არასდროს მენახა, იასეს წინ მუხლებზე იდგა. გათეთრებულ სახეზე შიში აღბეჭდვოდა, ხვდებოდა ყოველი მისი სიტყვა ამაო იყო და უცილობელ აღსასრულს ვერ გადაურჩებოდა.
თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით გავიაზრე, მაშინ, როცა მისი სახე და უიმედობისგან აზრდაკარგული თვალები სიზმრად გადამეკიდნენ. ჩემს ღამის კოშმარებად იქცნენ. ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ მიყურებდნენ და მე მესმოდა მათი უსიტყვო საყვედური:
„ რატომ არ დამეხმარე? რატომ არ გადამარჩინე?!“
მაგრამ მე არ ვიცოდი, ვერც წარმოვიდგენდი, თუ იმ ამბავს ასეთი დასასრული ექნებოდა. თავდახრილ, გაშეშებულ იასეს ანდრო მიუახლოვდა, მისი მარჯვენა ხელი იყო ანდრო. მისი ნდობით სავსე ადამიანი. მისი განუყრელი მეგობარი. სურათები გაუწოდა. შორიდან ვერ ვხედავდი, რა იყო აღბეჭდილი იმ ფოტოებზე, მაგრამ იასეს აკანკალებულ ყბაზე მივხვდი, კარგი არაფერი. სურათები მუხლებზე მდგომს ზედ მიაყარა. დაჩოქილმა ამოიგმინა.
_ ძმა მაინც არ ყოფილიყო შენი!_ ზიზღით ჩაილაპარაკა იასემ. მერე ხელი ქამრისკენ წაიღო, შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სიზმარში. ქამრიდან იარაღი ამოიღო, მშვიდად დაუმიზნა დაჩოქილს. დავინახე, როგორ ჩამოუგორდა იმ კაცს ლოყაზე უმწეობის ცრემლი. მერე თვალებზე ავიფარე ხელი და იარაღის მოგუდულმა ხმამ დამაყრუა. გეფიცებით, ის უცნაური ტკაცანის ხმა ძალიან დიდხანს არ ამომდიოდა ყურიდან...

მანქანა გაჩერდა და თვალი გავახილე. მაღალი მოწითალო გალავანი დავინახე. გავიფიქრე, რომ აღარ მეგონა მას თუ ოდესმე კიდევ ვნახავდი. დაცვამ კარი გააღო და მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მანქანა ულამაზესი ეზოს ნაცვლად ვეშაპის ბნელ ხახაში ეშვებოდა. მანქანა სახლის წინ გაჩერდა. იასე გადავიდა, მოუარა , კარი გამომიღო და ყრუ ხმით მითხრა:
_ კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება, ლუ!


2

ერთ დროს ჩემს საყვარელ ეზოში თითქოს დრო გაჩერებულიყო. მხოლოდ ჩემი ხელით დარგულ მცენარეებს შეეცვალათ ზომა და ფორმა. სხვა ყველაფერი იგივე იყო. თუმცა აღარც ძველებურ სიმშვიდეს ვგრძნობდი და აღარც ბედნიერების უსაზღვრო შეგრძნებით ვიყავი სავსე.

_ რა ლამაზია, არა დედა?_ იქაურობა აღფრთოვანებით მოათვალიერა ნენემ. მაშინ , როცა ამ ეზოს ვაწყობდით, ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ აქ სულ ცოტა ოთხი ბავშვი მაინც ითამაშებდა და ჩვენი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისშივე დავაპროექტეთ სათამაშო კუთხე. განიერი საქანელებით, პიკლერის თაღებით და სხვა გასართობებით. განსაკუთრებით მიყვარდა ხოლმე ეს კუთხე, რადგან ის უცილობლად ბედნიერი მომავლისთვის იყო გათვლილი. ახლა კი ჩემი გოგონა იდგა და სწორედ ამ ადგილს შესცქეროდა თვალანთებული.

_ დედიკო შეიძლება?_ ცქმუტავდა ერთ ადგილას.
_ არა!_ ვუთხარი ბავშვს მკაცრად და მეტი სიმკაცრისთვის თავიც გავაქნიე უარის ნიშნად. _ ეგ ძველი ადგილია, და საქანელებიც არაა უსაფრთხო ნენე!

ამასობაში მძღოლმა მანქანიდან რამდენიმე ქაღალდის ჩანთა ამოიღო. ერთი მათგანიდან აშკარად სათამაშო წითელი სახანძრო მანქანა მოჩანდა . თვალი გამიშტერდა იმ სათამაშოზე. იასემ მაშინვე შეამჩნია ჩემი ინტერესი და მძღოლს სწრაფად ანიშნა გაგვცლოდა. ირონიულად ჩამეცინა. ალბათ ზუსტად ნენეს ხელა უნდა ყოფილიყო ის ბავშვი და როგორც სათამაშოთი მივხვდი, ბიჭი იყო.

_ ახლა რას აპირებ იასე?_ ვკითხე ზიზღით. რაც არ უნდა უცნაური იყოს წარსული ღალატის აშკარა მტკიცებულებამ გამაღიზიანა. _ მითხარი ბოლო_ბოლო რა გინდა ჩემგან?

_ სახლში შემოდი ლუ!_ მიპასუხა ცივად. ზურგი მაქცია და პირველი თავად შევიდა. ისევ წარსული გამახსენდა. მაშინ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.

_ ასე ამბობენ ქმარმა ცოლი ხელში აყვანილი უნდა შეიყვანოს ახალი სახლის ზღურბლზეო!_ იცინოდა ის და ჩემს დაჭერას ცდილობდა.

_ არ მჯერა მე მაგ ცრურწმენების!_ ვიცინოდი მე.

_ მოდი ჩემთან!_ ორი ნაბიჯიც არ დასჭირდა ისე დამიჭირა. ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.

_ და აჰა ისიც, საზეიმო პირველი ნაბიჯი ახალ ცხოვრებაში! გპირდები, აქ ბედნიერი იქნები ლილუ!_ პირობა პირობად დარჩა. თურმე ყველა სურვილის ხომ არ უწერია ასრულება. წარსულის გახსენებამ თვალები ცრემლით ამივსო. უკან მოიხედა, როცა მიხვდა არ მივყვებოდი.

_ ნეტავ არასდროს დამედგა ამ სახლში ფეხი იასე!_ ვიცოდი ახლაც კი გულს მოვუკლავდი ამ სიტყვებით.

_ რას ვიზამთ! ბედისწერაა ყველაფერი ძვირფასო! _ მხრები აიჩეჩა მან და დაცვას ანიშნა. ორი ზორბა კაცი უგრძნობი სახით დაიძრა ჩვენკენ. მივხვდი წინააღმდეგობას არ ჰქონდა აზრი. ბავშვს ხელი მოვკიდე და სახლში შევაბიჯე.

სახლიც ისევე როგორც ეზო ძველებურად დამხვდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ერთი საათის წინ გამოსული ვბრუნდებოდი უკან. უცნაური გაორებული გრძნობა მქონდა, თან რატომღაც მსიამოვნებდა ეს უძრაობა, თან მძულდა ყველაფერი და ძლივს ვიკავებდი თავს იქაურობა არ დაემსხვრია, სწორედ ისე, როგორც იქაურობამ დამიმსხვრია ერთდროს გული. მძიმე ნაბიჯებით გაემართა თავისი კაბინეტისკენ. არაფერი უთქვამს. მე კი ველოდი, რომ რამეს მეტყოდა, მეჩხუბებოდა არ ვიცი, იქნებ უარესიც მომხდარიყო რამე. ყველაფერს ველოდი დუმილის და იგნორის გარდა. ვიღაც ლიას მოუხმო. სამზარეულოდან ქალი გამოვიდა .

_ ლია, ბავშვს აჭამე რამე გემრიელი! აი ის მარწყვის ტორტი მაგალითად, მაცივარში რომ ვნახე დილას!

_ მარწყვის ტორტი? _ ისე გაიოცა ჩემმა მსუნაგმა გოგომ, თითქოს ნაგემი არასდროს ჰქონოდა. ხელი გამიშვა და ბედნიერი სახით გაეკიდა სრულებით უცნობ ქალს აღთქმული ნუგბარის მისაღებად. თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე. მაგრამ ხელი არ შემიშლია, რაც ნაკლებად დავსტრესავდი ბავშვს მისთვისვე უკეთესი იქნებოდა.

_ იასე! _ დავუძახე უკვე კარებთან მისულს. მომხედა._ რას ნიშნავს ეს? რას ელოდები ჩემგან?

_ ყოველთვის ასეთი მოუსვენარი იყავი, არასდროს იცდიდი, სულ დროს ასწრებდი! მომენატრა შენი ხმაური და მოუსვენრობა ამ სახლში! _ მიპასუხა და ისევ ზურგი მაქცია.

_ იასე..._ ისევ დავუძახე. ხელი ასწია და სიტყვა გამაწყვეტინა.

_ ოთახში ადი ლუ!_ ისე მიპასუხა თითქოს ამ სახლში ისევ მეკუთვნოდა ოთახი.

_ შენ სულ გაგიჟდი არა?_ ვეღარ შევიკავე თავი._ რა ოთახში? რომელ ოთახში ? ლევანი ალბათ გიჟს ჰგავს!

ჩემს სიტყვებზე გაშეშდა. სახე მოექუფრა. თვალები ბრაზით და სიძულვილით აევსო.
_ გეძებს არა? გიჟს ჰგავს ხომ?_ რამდენიმე ნაბიჯში მომიახლოვდა. მის უეცარ სიახლოვეზე შევცბი და უკან დავიხიე._ ის გეძებს არა? ნერვიულობს ხომ? და შენ ამაზე დარდობ?
გრძელი, ერთ დროს ჩემი საყვარელი, თითები ყელზე შემომაჭდო. ისე ახლოს დაიხარა რომ მის თვალებში საკუთარი გამოსახულება დავინახე. შეშინებული სახით , გაფართოებული თვალებით მიყურებდა ჩემი თავი მისი სულის სარკიდან.

_ და ჩემზე დარდობდი მასე, როცა მიმატოვე? ჩემ გამოც წუხდი? ფიქრობდი, რომ მეც გიჟივით გეძებდი?_ თვალები ჩემს სახეზე მოატარა. მზერა შეეცვალა. სიძულვილი სურვილმა ჩაანაცვლა._ არასდროს გესმის? არასდროს აღარ გახვალ ამ სახლიდან! ჯობია შეეგუო ამას! ჯობია მშვიდად იყო!

_ იასე, ლევანი მომძებნის და ეჭვი არ შეგეპაროს, შენამდეც მოვა! მას შენნაირი მკვლელების და მოღალატეების არ ეშინია! არც შენნაირი განგსტერების! არც შენნაირი გამტაცებლების! შენ მას ვერ შეაჩერებ იასე! მე რომც ვთქვა მასზე უარი, ის საკუთარ ქალიშვილზე არ იტყვის უარს! გესმის?

_ ეს ბავშვი ჩემი უნდა ყოფილიყო წესით! ეს ბავშვიც და შენც, ორივე ჩემი უნდა ყოფილიყავით! მე, მე უნდა მეხარა თქვენით! მაგრამ შენ ასე გადაწყვიტე! ხოდა მოვა და მოვიდეს, ის მოითხოვოს, რაც კანონიერად ეკუთვნის, ვერ დავუკავებ და გავატან! მაგრამ რაც ჩემია, ჩემთან დარჩება! გასაგებია შენთვის?_ ისე მძიმედ სუნთქავდა. ვხვდებოდი სულ სხვა ფიქრი უელავდა თავში. თავს მაჩვენებდა, რომ ვძულდი, მაგრამ მის შეხებაზე, მის მზერაზე მივხვდი, რომ ჩემი სურვილით კვდებოდა.

_ მე შენი სათამაშო არ ვარ იასე! არც ნივთი, ვარ, რომ გეკუთვნოდე! როგორ გგონია, მე ნენეს გარეშე შენთან დავრჩები? შენ საერთოდ არავინ არ ხარ ჩემთვის! ერთი მოღალატე, სულმდაბალი კაცუნა ხარ! მკვლელი ხარ, მკვლელი!_ ვცდილობდი მისი მარწუხის თითები მომეშორებინა, ვნებააშლილი რომ დაატარებდა ჩემს სხეულზე.

_ მაგ სისულელეებით თავი შენმა ქამარმა გამოგიტენა?_ ჩაეცინა და მხარზე დამაკრო ტუჩები._ ოჰ, როგორ მომენატრე ლუ!
დაიჩურჩულა ჩემს ყელში.

_ ოჰ, როგორ მომენატრა შენი სურნელი ჩემო მტარვალო! არაუშავს ახლა უამრავი დრო მექნება, რომ გამოტოვებული ავანაზღაურო!_ უმწეობისგან და უძლურებისგან ტირილი დავიწყე. ვცდილობდი თავის შეკავებას, მაგრამ არ გამომდიოდა. ვერ ვსუნთქავდი რომ მეხებოდა.

_ ამდენად გძულვარ ლუ?_ ოდნავ გაიწია და ლოყაზე ცრემლები თითებით შემიმშრალა._ ამდენად შემიძულე? ვინ არის ის ასეთი, რომ ჩემი სიყვარული დაგავიწყა?
ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.

_ სულ შემთხვევით, ზუსტად მაშინ გიპოვნე, როცა შენი პოვნის იმედი გადამეწურა ლუ! ვერ იქნება ეს უბრალო დამთხვევა! შენ ხუთი წელია ჩემი ციხე ხარ! და მე საკუთარი ცოდვებისთვის პასუხი უშენობით ვაგე!
მაგრამ შენ? შენ როგორ აპირებ დანაშაულის გამოსყიდვას?_ მხრებში მომკიდა ხელები და ოდნავ გამწია_ არ მინდა ვიფიქრო, რომ მთელი ეს დრო ვიღაც სხვა გეხებოდა! ამას დავივიწყებდი და მასაც ამოვშლიდი შენი გონებიდან, ცხოვრებას ახლიდან დავიწყებდი, რომ არა მისი არსებობის ასეთი მშვენიერი მტკიცებულება_ მისი ქალიშვილი! ასე რომ, ადი ლუ შენს ოთახში, იმედია გახსოვს სადაც არის! ადი და დრო მომეცი მოვიფიქრო, რას ვიზამ ამის მერე!_ თავი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და ისე მოულოდნელად მაკოცა, თავის არიდება ვერ მოვასწარი. ყველა ტკივილი გააცოცხლა ამ კოცნამ ჩემში. და ყველა ის მშვენიერი გრძნობაც, რომლებიც ამდენი წამების შემდეგ შევკუჭე გულის და მეხსიერების შორეულ სივრცეებში.

_ მაპატიე ლუ!_ მიჩურჩულა კოცნასა და კოცნას შორის_ მაპატიე, რომ ჩვენი ბედნიერებიდან გაქცევის უფლება მოგეცი!


3

საკუთარი თავი შემზიზღდა, მისმა შეხებამ ასე რომ გამტეხა. სიბრაზემ სხეულში დამიარა და მთელი ძალით გავაწანი სახეში სილა. ასეთ რეაქციას აშკარადა რა ელოდა. შეკრთა და თვალები ავად აენთო.

_ ხელი გამიშვი! და აღარ გაბედო ჩემთან მოკარება! _ გაფითრებულს ხელი ვკარი და გავერიდე. _ რატომ არ მეკითხები რატომ წავედი? თუ მიზეზი ისედაც კარგად იცი?

_ მე ერთი რამე ვისწავლე ლილუ! მხოლოდ ახლანდელით უნდა იცხოვრო, რადგან არასდროს იცი, რას გიპირებს მომავალი! რატომ წახვედი? განა ამას ახლა რამე აზრი აქვს? იმიტომ წახვედი, რომ ეს თავად გინდოდა! არ გამითვალისწინე! ახლა იგივეს ვაპირებ მეც! საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი ამაზე!_ მიმოიხედა და იქვე მაგიდაზე მიგდებულ ჩემს ჩანთას დასწვდა. ვერ მივხვდი რას ეძებდა შიგ. ყველაფერი დაუდევრად გადმოაპირქვავა. ჩემი პირადობა მოხვდა თვალში და ხელში აიღო. ინტერესით დააკვირდა. მის გამომეტყველებაზე გაოცება დავიჭირე. სახე ასწია და თვალმოჭუტულმა შემათვალიერა.

_ გვარი შეიცვალე ლუ? ახლა ლილუ მუჯირი გახდი? შენ არ იყავი ის ქალი, რომ დასცინოდი სხვებს, ქორწინების მერე ქმრის გვარზე გადადიანო?!_ უცნაურმა ბრაზნარევმა მხიარულებამ დაუსერა სახე._ რაო რა მითხრა ბავშვმა? ლევანი ჰქვია მამასო? ანუ ლევან მუჯირი ბრძანდება თქვენი მეუღლე ქალბატონო ლილუ?_ დამცინავად დამიკრა თავი_ ამის გამო ხარ ასე გულადად?

ლევანი ერთ_ერთი ცნობილი ადვოკატი იყო ქალაქში, იმდენად ცნობილი, რომ არც გამკვირვებია იასემ რომ იცოდა მისი ვინაობა.

_ გგონია მისი პროფესია გიშველის არა? ვის _ვის და სწორედ მას ეცოდინება ყველაზე უკეთ, რომ შენთან კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება , რომ შენ რეალურად ჯერ ისევ ჩემი ხარ!

_ რა მნიშვნელობა აქვს რაღაც უაზრო ფურცელს იასე? მე მას ვაღიარებ ქმრად! აი ეს არის მთავარი!_ თავი ხელში ავიყვანე. ზურგი ვაქციე და კიბეებისკენ წავედი._ ჩავთვლი, რომ დროებით ვარ შენი სტუმარი! და ნერვასაც არ ავიშლი! მის მოსვლას დაველოდები და დამიჯერე, ის ნამდვილად მოვა!
პასუხი არ გაუცია. ვიცოდი იდგა და მიყურებდა. რას ფიქრობდა, რა გეგმა ჰქონდა ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე მხოლოდ გარეგნულად ვცდილობდი თავის მოჩვენებას, რომ არ მეშინოდა მისი, საკუთარ თავს ვახსენებდი მისგან გაქცევის მიზეზს.

_ ის მკვლელია ლუ! ცივსისხლიანი მკვლელი და მოღალატე! მას შვილი ჰყავს! _ ვიმეორებდი გულში და ამ ორი რეალობიდან რომელი უფრო მტკენდა გულს ვერც კი ვხვდებოდი.

ჩვენ, მე და ლევანმა, ერთმანეთი სკოლაში გავიცანით. როცა ჩვენს კლასში გადმოვიდა ერთი გამხდარი სახედაკენკილი და წითური, ფრიადოსანი ბიჭი. იმ მოძველბიჭო, თვალებდაქაჩული ბიჭების ფონზე ის ერთი უწყინარი „ბოტანიკოსა“ იყო. თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა. ხშირად ხდებოდა დამცირების და დაცინვის ობიექტი. თუმცა სულიერად ძლიერი არასდროს ეცემოდა. თავიდან შორიდან ვაკვირდებოდი და აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც მასზე მუდმივად ახორციელებდა კლასი, ის მაინც მოწოდების სიმაღლეზე რჩებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ უბრალოდ აღფრთოვანებული ვიყავი მისი შეუპოვრობით.
ერთ დღეს კი ქალაქის პარკში დავინახე, ტბის პირას იჯდა, ხელში განუყრელი წიგნით და წიგნის ნაცვლად შორეულ ჰორიზონტს გასცქეროდა მეოცნებე თვალებით. ჯერ შორიდან ვუყურე. შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს სახე, ეს ემოცია უკვალოდ არ უნდა გამქრალიყო. ჩუმად მივეპარე გარინდულს და ფოტო გადავუღე.

_ უნებართვოდ სურათების გადაღება კანონით რომ ისჯება, იცი?_ მკითხა ისე, რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.

_ უბრალოდ ძალიან ლამაზი კადრი იყო და ფოტოგრაფების სამყაროში ლამაზი კადრის უბრალოდ ხელიდან გაშვება არანაკლები დანაშაულია, უნებართვოდ სურათის გადაღებაზე!_ ვუპასუხე მე. ნელა მოატრიალა თავი. ინტერესით დამაკვირდა და მაშინღა მივხვდი, მანამდე უბრალოდ შემჩნეულიც კი არ ვყავდი. მას თავისი სამყარო ჰქონდა. სამყარო, სადაც განსხვავებული კანონზომიერება მოქმედებდა. და როგორც ყველაფერს განსხვავებულს, ისიც საგულდაგულოდ მალავდა ამ თავის უჩინარ მხარეს.

_ დაჯექი!_ მითხრა და მეც მაშინვე მივუჯექი გვერდით. ისევ შორეულ ჰორიზონტებს გახედა იდუმალი მზერით.

_ მე ლილუ მქვია!_ ვუთხარი სიჩუმით დაღლილმა. გაეღიმა.

_ მე კორბენ დალასი!_ მიპასუხა ღიმილით.

_ რას კითხულობ კორბენ?_ ვკითხე სრული სერიოზულობით. ახლა ორივეს გაგვეცინა.

_ პატარა უფლისწულს!

_ ეგ ხომ ბავშვებისთვისაა?_ ისე გავიოცე, თითქოს მეც ბავშვი არ ვიყავი. წიგნზე მსმენოდა, თუმცა წაკითხული არ მქონდა და თქმის მომერიდა. პირველად ცხოვრებაში, გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ ამდენად უმეცარი ვიყავი მის ფონზე. სწორედ ამიტომ მოვიშველიე ირონია, თუმცა ამჯერადაც გამაოცა ლევანმა. თვალმოჭუტულმა ღიმილით გამომხედა.

_ ოცნებობ ლილუ?_ მკითხა ინტერესით. თავი დავუქნიე. ვინ არ ოცნებობს ამ სამყაროში? ზოგს ხომ მხოლოდ ოცნებითღა უდგას სული?! მით უფრო მეათე კლასელი თინეიჯერი გოგო!

_ ხოდა ეს წიგნი მათთვისაა, ვინც ოცნებობს!_ დახურა და გამომიწოდა. უცნაურად ლამაზი ყდა ჰქონდა, უზარმაზარი წითელი ვარდი შორეულ პლანეტაზე, როგორც
სურვილი და პატარა წითელ შარფიანი ბიჭუნა, ქარში აფრიალებული ოქროსფერი თმით და ფეხებთან გატრუნული წითური მელიით. რატომღაც იმ მელიას მივამსგავსე ლევანი და არა უფლისწულს. გაოცებით ავხედე. ის კი ისევ ისე თვალმოჭუტული მაკვირდებოდა.
_ სცადე! _მითხრა მშვიდად.

_ იცი, მას გავხარ?_ თითი მელიას დავადე.
_ გინდა დაგპირდე?
_ რას?
_ რომ ვიქნები მასავით საუკეთესო მეგობარი შენთვის!_ გული უცნაურად გამიკრთა. ეს არ იყო საპირისპირო სქესის მიმართ მიზიდულობა. ეს ბევრად მეტი იყო. მე ჩემი სულისსაფერი ადამიანი ვიპოვნე იმ დღეს.
იმ დღის შემდეგ ის იყო კორბენი და მე ვიყავი ლუ! განუყრელი ორი მეგობარი, როგორც უფლისწული და მისი ჭკვიანი მელია.

_ ნენე!_ დავუძახე შვილს და სამზარეულოში შევიხედე. ნენე მაგიდას მიჯდომოდა და უზარმაზარ, მარწყვით გამოტენილ ნამცხვარს მუსრს ავლებდა. დამინახა და ხელით მიმიხმო.

_ შენ არ გინდა ნამცხვარი დედა? ძალიან გემრიელია!

_ ეს სულ შენ შეჭამე გოგო?_ ვითომ გავბრაზდი ისე შევიკარი წარბი.

_ უკაცრავად ქალბატონო, კიდევ მოითხოვა და ნება დავრთე!_ ამიხსნა დამხმარე ქალმა.

_ თქვენ ლია ხომ?_ ვკითხე და „დიახო!“ მიპასუხა. თან ინტერესით მათვალიერებდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემზე მანამდეც სმენოდა რაღაც.

_ ხოდა ქალბატონო ლია, მე ქალბატონოს ნუღარ დამიძახებთ! მით უფრო ამ სახლში! უბრალოდ ლუ ვარ. თუ მაინცდამაინც ლილუ! მაგრამ არა ქალბატონო! ხომ გასაგებია?_ ისევ თავი დამიქნია.

_ მადლობა უთხარი ნენე ლია დეიდას და წამოდი!_ უკმაყოფილო სახით წამოდგა ჩემი მსუნაგი გოგო. ერთი სული მქონდა იქაურობას გავცლოდი. ის სახლი სულს მიხუთავდა. ნელა ავიარე კიბეები და ჩემი ყოფილი საძინებლის წინ გავჩერდი. ვერაფრით ვაიძულე თავი, რომ კარი გამეღო. მანამ ვიდექი ასე გაშეშებული, სანამ ნენემ არ მომიყვანა გონს.

_ რას ველოდებით დედა?_ მკითხა და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. კარი თამამად შეაღო და ოთახში შეაბიჯა.
არ ვიცი გინახავთ თუ არა მიცვალებულის ოთახი, რომელსაც ჭირისუფალი მის მოსაგონრად ინახავს და თითს არ აკარებს?? სწორედ ასეთი შეგრძნება დამეუფლა ჩემს ნაცნობ ნივთებს შორის. თითქოს მე მკვდარი ვიყავი და ეს ოთახიც და მთელი ეს სახლიც ჩემი მოსაგონარი პანთეონი იყო.
კარადას მივუახლოვდი, ჰაერი ჩავისუნთქე და ფართოდ გამოვაღე. ყველაფერი, რაც კი ხუთი წლის უკან დავტოვე უცვლელად დამხვდა. ყელი გამიშრა. კანკალმა ამიტანა.

_ ცუდად ხარ დედა? _ დავინახე როგორ ჩამჭიდა ნენემ პატარა თითები, დავინახე, მაგრამ არ მიგრძვნია. ნელა დავეშვი მუხლებზე. სახეზე ხელები ავიფარე. ვცადე არ მეტირა. ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა.

_დედა ცუდადაა!_ ყვირილით გაიქცა ნენე ოთახიდან.

_ რა მოგივიდა? თვალები გაახილე ლუ?_ მესმოდა მისი შეშინებული ხმა და ჩემში პანიკური შეტევა მწიფდებოდა,

_ ეს რას ნიშნავს იასე!_ ხელი კარადისკენ გავიშვირე. _ ეს რა ჯანდაბაა? ამას რა ჰქვია იცი? აკვიატება ჰქვია და ავადმყოფობაა! შენ არ ხარ კარგად იასე! შენ დახმარება გჭირდება.
ისიც ჩემ წინ ჩემსავით მუხლებზე იდგა და თვალს არ მაცილებდა. მისმენდა, მაგრამ არ სურდა ჩემი სიტყვების გააზრება. თავს უარის ნიშნად აქნევდა

_ უბრალოდ შენი გაშვება ვერ შევძელი! რა არის ამაში ასეთი? უბრალოდ თავი დავიჯერე, რომ ერთ დღესაც დაბრუნდებოდი და ყველაფერს იმ მომენტიდან გავაგრძელებდით, სადაც გავჩერდით. ხომ ხედავ მართალი ვიყავი!_ ჯიუტად იმეორებდა ის.

_ სად გავჩერდით იასე? სად გავჩერდით? იცი სად გავჩერდით?_ უკვე ვკიოდი და ვეღარც იმას ვხვდებოდი, რომ ნენე იქ იყო და ვაშინებდი. ისევ მან გაიაზრა და ბავშვი კვლავ ლიას გააყვანინა ოთახიდან.

_ დამშვიდდი ლუ! დამშვიდდი და ისუნთქე! ყველაფერი კარგად იქნება! _ მხრებში ხელები მომკიდა და წამომაყენა.

_ არა! ასე არ გამოვა! თავის არიდებას ნუ ცდილობ!_ ვუყვირე გაცოფებულმა._ მიპასუხე, იცი მაინც სად გავჩერდით?
თავი უარის ნიშნად გააქნია.

_ ეგ რომ მცოდნოდა, ვინ იცის იქნებ მოგინელებდი კიდეც!_ საწოლზე ჩემ წინ დაჯდა.

_ აი იქ!_ ხელით აივნისკენ მივანიშნე_ იმ აივანზე დავსრულდით ჩვენ იასე! იმ წამს, როცა შენ ვიღაც ალბათ შენი მორიგი კახპის საყვარელს ტივნი გაასხმევინე! აი იმ წამს გაჩერდა დრო და არა მაშინ, როცა მე წავედი!
გაოგნებული მიყურებდა. მივხვდი არაფერი იცოდა იმ საღამოზე. არ იცოდა, რომ მე ყველაფერი დავინახე. ალბათ ყურადღებაც არ მიუქცევია ნაგავში გადაყრილი ტკბილეულის, სანთლებისა და სხვა მოსართავებისთვის. ან როგორ შეამჩნევდა, სად ეცალა იმ საღამოს ამისთვის?!

_ როგორ ბედავ და სიყვარულზე ხმას როგორ იღებ? ღალატზე შენ როგორ მესაუბრები? _ ვუყურებდი და ზიზღის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. მინდოდა მომკვდარიყო, გამქრალიყო ჩემი არსებობიდან.

_ მასეთი ზიზღით ნუ მიყურებ ლუ!_ სახიდან ცრემლები მომწმინდა._ ყველაფერი სხვანაირად იყო!

_ სხვანაირად? როგორ სხვანაირად? ის კაცი იმისთვის არ მოკალი, რომ ვიღაც ქალი შენგან ორსულად იყო?

_ გაჩუმდი ლუ!_ ვხედავდი მოთმინებას ჰკარგავდა._ რაც არ იცი, იმაზე ნუ ლაპარაკობ!

_ არ ვიცი და არც მაინტერესებს! რადგან მე შენთან არაფერი აღარ მაკავშირებს! მძულხარ და მეზიზღები! უნდა წავიდე აქიდან! ახლავე უნდა წავიდე! _ ფეხზე წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი. დამეწია და წელზე ხელები მომხვია. ვკიოდი, ვყვიროდი, ვლანძღავდი და მთელ იმ ტკივილს, რასაც წლების მანძილზე საკუთარ თავში ვაკავებდი ახლა ვათავისუფლებდი. არც კი ვიცი ამდენი ტკივილი როგორ და რანაირად ეტეოდა ჩემში.

_ დამშვიდდი ლუ!_ ჩურჩულებდა ის, მგონი უფრო თავისთვის და ჩემს გაკავებას ცდილობდა. როდის როდის ამოთავდა ჩემგან მისი სიძულვილი და დავრჩი ცარიელი. სრულებით ცარიელი და უღონო.
ფრთხილად დამაბრუნა საწოლზე და გვერდით მომიწვა.

_ სიძულვილიც სიყვარულია ლილუ! ამის რომ არ მჯეროდეს, აქ არ მოგიყვანდი!

_გადი ოთახიდან, ეს ყველაფერი მოაშორე აქიდან! გულს მირევს ყველა ის მოგონება, რაც შენ გიკავშირდება! ქმართან დამარეკინე იასე! ისე ნუ იზამ, რომ შენი სიკვდილიც ვინატრო!_ ისე მეფერებოდა თმაზე, თითქოს ჩემი სიტყვები არ ესმოდა. ყოველთვის ჯიუტი იყო. უცნაურია რომ სწორედ ამ თვისების გამო შემიყვარდა ერთდროს და ახლა ამ თვისების გამო მძულდა.

_ შენ დაგავიწყდი ლილუ! დაგავიწყდა, რომ გიყვარვარ! მაგრამ მე გაგახსენებ! და დამიჯერე, მერე ისევ ძველებურად ბედნიერები ვიქნებით!_ თვალები დავხუჭე და ძილ_ ბურანს მივენდე. სადღაც გონების შორეულ კიდეში გამიელვა, რომ წყალს შეაპარა რაღაც. სიფხიზლისა და ძილის საზღვართან წარსულის ლანდებს ვხედავდი. ჩვენს პირველს კოცნას მახსენებდა ჩემი არეული გონება და იმდენად ცხადად შევიგრძნობდი მის სიახლოვეს, სურნელს და გემოს, რომ ვეღარ ვხვდებოდი მესიზმრებოდა მისი ალერსი თუ ეს მართლაც ხდებოდა.

უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა დილით. ნენე იცინოდა აივნის ქვეშ. სწრაფად ავდექი და გამაოცა ენერგიის სიუხვემ სხეულში. თითქოს მთელი წელი მეძინა თავს ისე დასვენებულად ვგრძნობდი. თითქოს წინა საღამოს ისტერიკა არ მქონოდა. იგივე ტანსაცმელი მეცვა, რითაც ამ სახლში მოვედი. გულზე მომეშვა. მივხვდი სიზმარი იყო ის , რაც ვნახე და განვიცადე იმ ღამეს. თუმცა უსიამოვნო , მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ მხოლოდ სიზმარი. გამოდის ფრთხილად უნდა მოვკიდებოდი იმას, რასაც ამ სახლში შემომთავაზებდნენ. ეს არანორმალური კაცი ყველაფერზე იყო წამსვლელი. კაცმა არ იცის რა აზრები მოსდიოდა თავის ავადმყოფ ტვინში. აი სწორედ ასე ვფიქრობდი მასზე იმ დილას.

ეზოს გადავხედე და გამიკვირდა. ხელოსნები სათამაშო სივრცეს არემონტებდნენ. ყველა ძველ ფიცარს და ჭანჭიკს აახლებდნენ და ლამაზ ფერებში ღებავდნენ. ნენე კი მათ გარშემო დარბოდა და მხიარული ჭყიოდა. იასე არსად ჩანდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი ბრძანება სრულდებოდა იმ წამს. სახლიდან ლია გამოვიდა და ნენეს ჭიქით წვენი გამოუტანა. ბავშვმა გაუღიმა , ჭიქა გამოართვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ფეხებს მხიარულად აქანავებდა და მუშაობაში გართულ მუშებს უთვალთვალებდა. სულაც არ მესიამოვნა ის, რაც დავინახე. იასე ისე იქცეოდა, თითქოს ნენე და მეც აქ დიდხანს ვაპირებდით დარჩენას. დავფიქრდი, რანაირად მომეხერხებინა და ლევანისთვის ხმა რანაირად მიმეწვდინა. თვალში ისევ ლია მომხვდა და სწორედ ის ამოვიღე მიზანში.

_ სადაა იასე?_ ვკითხე ლიას, როცა სახლში შემობრუნდა.

_ უფროსი ქალბატონო გასულია! დაიბარა, სია შეადგინოთ საყიდელი ნივთების და საღამომდე მოგართმევთ!_ მიპასუხა ქალმა გაზეპირებულივით.

_ რა ნივთები ? _ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.

_ თქვენ ხომ ბრძანეთ თქვენი ოთახის განახლება და ალბათ ახალ სამოსს და სხვა აუცილებელ ნივთებს გულისხმობდა ბატონი იასე!
გაოცებული უკან ოთახში ავბრუნდი და ახლაღა შევამჩნიე, რომ ოთახი სრულებით ცარიელი იყო. მხოლოდ ცარიელი ავეჯიღა იდგა. სანამ მეძინა იმ არანორმალურს ყველაფრის გატანა მოესწრო. ესეც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ რაღაც დასაძინებელი დამალევინა. არა! ამ კაცის ნდობა არ შეიძლებოდა.

_ არადა ყველაფერი რა ლამაზი იყო?_ მომესმა ზურგსუკან ლიას ხმა.

_ ლია დეიდა მითხარით, რამდენი ხანია ამ სახლში ხართ?_ ქალს ვანიშნე დამჯდარიყო. აშკარად დიდი ჭორაობისმოყვარე ვინმე ჩანდა. ერთი სული ჰქონდა, რაც იცოდა და არ იცოდა ყველაფერი მოეყოლა.

_ ამ სახლში სადღაც ოთხი წელია ვმუშაობ. მანამდე ქალბატონ ირმას ვეხმარებოდი, სანამ ორსულად იყო!_ ნაცნობი სახელის ხსენებაზე ყური ვცქვიტე.

_ ირმა ვინაა ლია დეიდა?

_ქალბატონი ირმა ბატონი იასეს...

_ ლია!_ მკაცრმა და მრისხანე ხმამ ენა მუცელში ჩაუგდო საბრალო ქალს._ მგონი შენი მოვალეობის ფარგლებს ძალიან გასცდი! ახლავე გადი!

ვუყურებდი მის მოქუფრულ მაღალ შუბლს. უკან გადავარცხნილ შავ თმას. შუბლზე გაჩენილ ნაოჭებს, რომლებიც სიბრაზის დროს დაღად ესახებოდა სახეზე. მრისხანე ლურჯ თვალებს, რომლებსაც შეეძლოთ უკიდეგანო სიცივე ესხივებინათ უკონტროლო სიბრაზის დროსაც კი.
ლია გავიდა და ისევ პირისპირ დავრჩი კაცთან, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით დამატყვევა.

__ ეს ყველაფერი არ დასრულდება კარგად!_ ვუთხარი ავად

_ მე კიდევ ვფიქრობ, რომ უკვე არაჩვეულებრივი დასასრულია! _ მიპასუხა ყრუ ხმით._ რა გამოკითხვას უტარებ ჩემს პერსონალს? გინდა შენ გამო სამსახური დაკარგოს?

_ ვინ არის ირმა ბატონო იასე?_ ვკითხე დამცინავად და სავარძელს კომფორტულად მივეყრდენი.

_ ირმა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია!_ ურცხვად მიპასუხა მან.

_ ხო, ეჭვიც არ მეპარება მაგაში! ის ქალი მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვის გამოც მკვლელობა შეგიძლია!_ გამეცინა მე. ვცადე შინაგანი ღელვა არ შეემჩნია.

_ გიყურებ და არ მჯერა, რომ ჩემთან ხარ!_ ისევ თავისას მიერეკებოდა ის.

_ და ირმას ვაჟი იასე? ბოდიში , თუ ასე უნდა მეკითხა: თქვენი ვაჟი იასე?_ ცოტა ხანს დაკვირვებით მიყურა და მერე ისე მოულოდნელად ახარხარდა, შიშისგან სავარძელზე შევხტი კინაღამ.

_ აჰააა, ახლა გასაგებია! ჩემი ეჭვიანი პატარა ქალი!_ მომიახლოვდა და თავზე დამადგა._ შენ გარდა ქალი არ მყვარებია მე! შენ ხარ ერთადერთი! ამიტომაც ვერავის დავუთმობ შენს თავს! მე შვილი არ მყავს.
ფანჯრიდან გაიხედა. _ვიცოდი ნენეს უყურებდა. _ის ბავშვი ჩემი უნდა ყოფილიყო! და ასეც იქნებოდა შენ რომ არ გამქრალიყავი! ის შენი ლევანი მხოლოდ ნენეს უპირობო სიყვარულმა გადაარჩინა ჩემგან! თორემ ისე გავაქრობდი აქამდე....

_ როგორც იმ კაცის გვამი გააქრე არა?_ ვკითხე დაცინვით.

_ რაც არ იცი, ნუ ლაპარაკობ!_ დაიხარა და ხელები სავარძლის სახელურებს დააწყო._ დასაკარგი დრო არ გვაქვს საყვარელო! წადი გაემზადე! მე და შენ ერთ ადგილას მივდივართ!

_ გაგიჟდი არა? _ გამეცინა მე. _ფიქრობ სადმე გამოგყვები? თანაც ბავშვს აქ მარტოს დავტოვებ?

_ ნენეს ქვეყნის საუკეთესო დაცვა იცავს ჩემო მშვენიერო.! აი შენ კი არ გეკითხები არაფერს! _ მაჯაში ხელი ჩამავლო და რასაც ქვია წამათრია სადგომისკენ.
_ არ მიყვარს შარვალი რომ გაცვია! თუმცა ვერაფერს ვიტყვი, ამ ოთხ წელიწადში უფრო სასურველიც კი გამხდარხარ. ჰმ, როგორც სჩანს კარგად გივლიდა ქმარი! რომ ვნახავ მადლობას ვეტყვი!_ ირონიასა და ბრაზს შორის იუმორისთვისაც ნახულობდა ადგილს.

_ გამიშვი ხელი იასე! ვერ მაიძულებ იმას, რაც არ მინდა!_ მოულოდნელად მანქანის კარს მიმაჯახა. მთელი სხეულით დამფარა და ისე დავპატარავდი მის ჩრდილქვეშ, რომ საკუთარმა სხეულმაც მომიჭირა.

_ ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ ლუ! თორემ მიმტყუნებს თავშეკავება და აქვე მივიღებ იმას, რაც ასე ძალიან მსურს შენგან! _ ხელი ჩემი ყელიდან მკერდისკენ ჩააცურა._ რას იტყვი, ხომ არ ვცადოთ წარსულის გახსენება? ხომ გახსოვს, სწორედ აქ, როგორ გიყვარდა ალერსი!

_ თავიდან მომწყდი!_ ვუთხარი შეშინებულმა. ამ კაცს საერთოდ აღარ ვიცნობდი. და არც ვენდობოდი. გაეცინა ჩემს რეაქციაზე.

_ არასდროს გესმის? არასდროს გაიძულებ იმას, რაც თავად არ გინდა! მაგრამ გთხოვ, სულ ოდნავ შენც გადმოდგი ჩემკენ ნაბიჯი ლუ! არ დაიჯერო, რომ რამე მაიძულებს უარი ვთქვა შენზე და გაგიშვა! სულ რომ არასდროს მინდომო, მე მსურხარ და მიყვარხარ ორივესთვის სამყოფად! და ნუ გეშინია ჩემი!

_ ადვილი სათქმელია არა? მით უფრო დასაჯერებელია მოძალადე რომ გეუბნება ამას!_ სახე მისგან მივაბრუნე, რომ არ დამენახა ის საოცარი მსგავსება თავგზას რომ მიბნევდა მისი დანახვის პირველივე წამიდან.

_ რატომ მეძახი მოძალადეს? რადგან სახლში დაგაბრუნე? _ ისე გულწრფელად გაიოცა, ლამის დავუჯერე კიდეც, რომ ვერ ხვდებოდა.

_ მარტო მე მომიტაცე? ნენე? მასზე რას იტყვი?

_ საოცარი ბავშვია! მშურს შენი ქმრის, სიამოვნებით წავართმევდი შენს თავთან ერთად მასაც! უარს არც მე ვიტყოდი ასეთ ლამაზ ქალიშვილზე, თან მგავს კიდეც არა?_ ამ სიტყვებმა კეფაში დამკრა ელდასავით და ფეხებამდე დამიარა

_ შენ ღამის წყვდიადებზე ლამაზი თვალები თუ ექნებოდა სხვა გოგოს, რას წარმოვიდგენდი!_ მითხრა და მანქანაში ძალით ჩამსვა. მოუარა და თავადაც ჩაჯდა. მანქანა დაქოქა და უკანა ხედვის სარკეში ჩაიხედა. ჩაიხედა და წამით გაშეშდა. ინტერესით დააკვირდა საკუთარ თვალისფერს. მერე თავი უარის თუ დაუჯერებელი აზრის გასაფანტავად გააქნია და მანქანა დაქოქა. მთელი გზა უცნაურად დუმდა. მხოლოდ ხანდახან საკუთარ თავს თუ შეავლებდა სარკეში მზერას და ყოველი ჩახედვისას უფრო და უფრო იქუფრებოდა.
ჩემი გულის ფეთქვა მესმოდა დაგუბებულ ყურებში.

_ აი თურმე რა ყოფილა შური?!_ ჩაილაპარაკა უცებ თავისთვის. გაოცებულმა შევხედე.

_ცხოვრებაში მგონი არასდროს არაფერი მდომებია მის ქალიშვილზე მეტად ლუ!_ მითხრა უცნაური მზერით, თვალებმოჭუტულმა.

_ სად მივდივართ?_ ვკითხე თემის შესაცვლელად, თორემ ლამის იყო სული შემხუთვოდა მისი დაეჭვებული მზერისგან.

_ ამაღამ თვალისმომჭრელად უნდა გამოიყურებოდე, ძვირფასი სტუმარი გვეყოლება!

4

სულ სხვანაირი ბიჭი იყო ლევანი. სხვა ბიჭებისგან განსხვავებით მასთან ურთიერთობა ადვილი იყო. არა, ადვილი კი არა უფრო კომფორტული. თითქოს გიყურებდა, გსწავლობდა და მერე ცხოვრებას გიადვილებდა საკუთარი არსებობით. მასთან ყველა თემაზე მორიდების გარეშე შემეძლო საუბარი, მათ შორის იმ ტაბუდადებულ თემებზეც, სხვა ბიჭებს სასაცილოდ რომ არ ჰყოფნიდათ. საჭირო დროს შეეძლო ყველაზე დროული რჩევები მოეცა, ანდა მიმხვდარიყო, რომ დუმილი და უბრალოდ გვერდით ყოფნა კონკრეტულ მომენტში ყველაზე კარგად მიწამლებდა. ისე მივეჯაჭვე ლევანს, როგორც ყველაზე ახლობელს და მნიშვნელოვანს.

მაშინ როცა მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი გონიერებით, სიკეთით და ნიჭიერებით, სრულიად უცნაური და გასაოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ მისდამი მისივე საკუთარ ოჯახის წევრებს.
ლევანი ქალაქის მაშინდელი ყველაზე მკაცრი და შეუვალი პროკურორის მეორე ვაჟი იყო. წესით, როგორც ნაბოლარას და ამდენად ბეჯით მოსწავლეს ოჯახის სიყვარულის უმთავრესი ნაწილი მას უნდა მიეღო, მაგრამ მასთან ყოველი სტუმრობისას ვამჩნევდი, როგორი ინდიფერენტული დამოკიდებულება ჰქონდათ მისი ოჯახის წევრებს. ყველაზე მეტად კი მისი სიმშვიდე მაოცებდა. საერთოდ არ ცდილობდა მათთვის თავის მოწონებას. თითქოს მშობლიურ სახლში თავადაც კი არ იმჩნევდა საკუთარ არსებობას. საკუთარი ძმაც კი, რომელიც სულ ორიოდე წლით იყო ლევანზე უფროსი, ისე ჩაგვივლიდა ხოლმე გვერდით, თითქოს უჩინრები ვყოფილიყავით. მერიდებოდა და ამაზე ვერაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავდი. ახსნას კი ვერაფრით ვუძებნიდი.

იმ პერიოდში, როცა საქართველო მგლოვიარე ქალივით შავ ფერში გამოხვეული ცხოვრობდა, და ცისარტყელას პალიტრაზე არცერთ სხვა ფერს არ აღიარებდა, არ ვიცი პრაქტიკულობისთვის, თუ საკუთარი სერიოზული და იმხანად გაუცინარი იმიჯის სადემონსტრაციოდ, ლევანი ჩაბნელებულ ბრბოშიც ნათელი წერტილივით მოსჩანდა. მისი ჩაცმის სტილი, სრულებით განსხვავებული, ნათელი და როგორც ახლა ვხვდები, რამდენიმე ათეული წლით წინ იყო წასული მის თანამედროვეობაზე, ეს ფერადოვნება მაშინვე თვალშისაცემს ხდიდა მას. ამის გამოც არაერთხელ გამხდარა დამცირების და ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ჯიუტად და მედგრად არ იცვლიდა აზრს.

ერთ დღეს მორიგი ორომტრიალიდან რომ მოვახერხეთ თავის დაღწევა და უბნის ბიჭები კარგა მანძილზე ჩამოვიტოვეთ, ქანცგაწყვეტილები მივეყარეთ სკვერში მდგარ გახუნებულ, გარემოსთვის შესაფერის, გატეხილ სკამზე.

_ გადავრჩით მგონი!_ ვუთხარი და მხიარულად გავხედე. მაგრამ მის სახეს ჩვეული იდუმალი ღიმილი არ ანათებდა. სევდიანი იჯდა და თითქოს დაღლილი. სულ რაღაც 16 წლის ბიჭი იყო და ისე მოხრილიყო მხრებში, თითქოს მსოფლიოს სევდა ამძიმებდა.
გახეთქილი წარბიდან სისხლი მოსდიოდა. ამას ვერც კი გრძნობდა. ჩანთიდან დაჭმუჭნული, ბებიაჩემის ნაქონი ცხვირსახოცი ამოვიღე და იქვე გატეხილი ონკანიდან მარადმდინარე წყალში დავასველე.

_ შენი თქმით, წყლის რესურსი ამოწურვადია კორბენ!_ მისი გამხიარულება მინდოდა. _მაგრამ ეტყობა ეს საშიშროება ამ ქვეყანაში არ გვემუქრება! რაც თავი მახსოვს, აქ სულ ასეთი ჩანჩქერია!
სკუპებით გადმოვედი ონკანის ირგვლივ დაგუბებულ წუმპეში ბილიკად ჩადებულ დამტვრეულ აგურებზე.

_ არა არ უწერია! აქ რა დააშრობს ასეთ მყაყე ჭაობებს, ლუ?!_ მიხვდი, რაღაც უფრო მნიშვნელოვანს გულისხმობდა, მაგრამ რას ეს ვეღარ გავიაზრე. გვერდით მივუჯექი და ცხვირსახოცი წარბზე დავადე. ლამაზი სახე ჰქონდა ლევანს. ჯერ ისევ დაჭორფლილი და ბავშვურად მოუხეშავი ნაკვთებით, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი. მარტო მისი ხვეული, კულულა, ალისფერი თმა რად ღირდა, ანდაც მწვანე ბროლივით ბრჭყვიალა თვალები. მე, შავგვრემანს, ვინ იცის რამდენჯერ მითქვამს მისთვის, რომ ამ სიფერადის გამო მშურდა მისი.

_ სკოლას რომ დაამთავრებ რას აპირებ ლულუ?!_ ზოგჯერ სახელის ბოლო მარცვალს მიორმაგებდა, ამბობდა, ასე ორმაგად გამოვხატავ, რომ მიყვარხარო.

_ არ ვიცი! ვნახოთ!_ მე მართლა არ ვიცოდი, რას ვაპირებდი სკოლის შემდეგ, არადა სულ რამდენიმე წელიღა რჩებოდა._ ალბათ რასაც შენ!

_ რასაც მე?_ გაეღიმა, მაგრამ არა დამცინავად. სხვანაირად, თბილად, მზრუნველად.

_ წამომყვები ლუ?
_ სად? _ ვკითხე სიცილით. მშიოდა და მეგონა იქვე სახაჭაპურეში მეპატიჟებოდა ჩვენი საყვარელი მაკარონიანი ფენოვანის საჭმელად.

_ როცა სკოლას დავამთავრებ, თუ მთელი გადავრჩი!_ ცხვირსახოცი გამომართვა და ცივი მხრიდან დაიდო ნატკენზე._ ამ ქვეყნიდან წავალ!

_ რა?_ შევცბი მე. ვერ წარმომედგინა ჩემი თავი კორბენის გარეშე._ სად წახვალ?

_ სად და აქიდან ძალიან შორს წავალ! წავალ იქ, სადაც ნარინჯისფერი სვიტრი არ გახდება ადამიანის ცემის გამამართლებელი მიზეზი!_ უჩვეულოდ მტკიცე ხმა ჰქონდა. სულ ოდნავ ბრაზით და ბევრი იმედგაცრუებით სავსე.

_ იქ წავალ, სადაც მე მე ვიქნები და არა ვიღაც სხვა გამოგონილი ადამიანი! შენ? წამოხვალ ლუ?_ ისე მკითხა, თითქოს ის ხავსი ვიყავი წყალწაღებული რომ ებღაუჭება.

_ მაცოცხლე იქამდე რა!_ ხელი ავუქნიე მე.

და მართლაც, თქვა და პირობა აასრულა. ის წავიდა. მე ვერ გავბედე. რადგან ახალი და უცნობი სამყარო მაშინებდა. აქ თავს ჩვეულად, საკუთარ თეფშზე ვგრძნობდი და ნაცნობი, მიჩვეული და ახლობელი ჭირი მერჩია უცნობს.
წასვლიდან სულ მალე, დამირეკა. მთხოვა სოც. ქსელი გამეხსნა და ასე მეკონტაქტა მასთან. იმ დღის შემდეგ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში L.J ჩემი იდუმალი მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრე.

_ მიყვარდა შენთან ერთად საყიდლებზე სიარული! _ მანქანა ერთ_ერთი სავაჭრო ცენტრის სადგომზე გააჩერა.

_ მე არასდროს შემიმჩნევია ეგ! სულ ჩქარობდი, სულ ტელეფონს ჩაჰკირკიტებდი. მაშინ მჯეროდა, რომ სამსახურის ამბავი იყო!_ გამეცინა მე_ ახლა ვხვდები, რა ჭიაც გჭამდა!

_ რას გულისხმობ?_ მოექუფრა სახე.
_ შენს საყვარელს, სხვას რას?
_ მისმინე, მოდი ვილაპარაკოთ! მითხარი, რა გაწამებს! მითხარი, შენი ნამდვილი მიზეზები და იქნებ შევძლო თავის მართლება! მაგრამ, გთხოვ, რაღაც უაზრო ცილისწამებებს მოეშვი რა!_ არ ჰგავდა მისი სიტყვები იმ ადამიანის სიტყვებს, რომელსაც რამის გარკვევა სურდა. ვხვდებოდი, საერთოდაც არ უნდოდა იმ ქალზე საუბარი.

_ საერთოდ არ მაინტერესებს იმ კაცის ცხოვრება, მით უფრო პირადული, ვისთანაც არაფერი მაკავშირებს! არც ეს უაზრო ცირკი მაინტერესებს, რის დადგმასაც აპირებ! არც მონაწილეობას მივიღებ ამ უაზრობაში! და საერთოდაც რა დარწმუნებული ხარ, რომ პირველივე შემხვედრს დახმარებას არ ვთხოვ?!_ ჩემს ბოლო სიტყვებზე მხიარულად გაეცინა.

_ წამოდი ლუ!_ კარი გააღო და გადავიდა. თვალი მანქანის გასაღებისკენ გამექცა. დაიხარა და კვლავ ნიშნისმოგებით გამიცინა. თან გასაღები ჯიბეში ჩაიდო._ აბა, ეგეთებს არ ვართ იცოდე! ნუ გავიწყდება, რომ ნენე ჩემს სახლშია! და ისევ იქ მოგიწევს დაბრუნება, მის გამო მაინც!

_ ბავშვით მემუქრები?_ ზიზღით მომექცა სახე.
_ არა გახსენებ! მაგრამ როგორც გინდა ისე გაიგე! სულ ერთია მაინც მხეცად მთვლი!_ მითხრა და ზურგი მაქცია. მანქანიდან გადმოვედი და მიმოვიხედე. სადგომი ცარიელი იყო. გაოცებულმა მხრები ავიჩეჩე.
მომსახურე პერსონალის გარდა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა არც თავად მაღაზიაში.

_საერთოდ თავად არ დავდივარ ხოლმე საყიდლებზე და მით უმეტეს სხვაგან! მაგრამ იმ დღეს რატომღაც სწორედ იქ მომინდა შესვლა! როგორ ფიქრობ, უცნაური არ არის ეს ლუ?_ საკიდებზე დაკიდულ საოცარ კაბებს ერთი მეორეს მიყოლებით იწუნებდა.

_რომ დაგინახე, საკუთარ თავს არ დავუჯერე! არადა სად აღარ გეძებე ლუ და მაინც სად იყავი?_ მკითხა და ინტერესით გამომხედა.

_ საფრანგეთში! შენ რომ მიგატოვე, ვიცოდი უკვე ლევანი მელოდა იქ!_ გავუღიმე ბედნიერად. ტუჩი მოიკვნიტა ბრაზით.

_ მისი გაცნობა როდისღა მოასწარი? სოც.ქსელით?_ თავი უარის ნიშნად გავუქნიე.

_ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ! მასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია!_ ისე შემობრუნდა, ვიფიქრე იქვე მიპირებდა მიხრჩობას.

_ რას გულისხმობ?!_ მკითხა ხრინწიანი ხმით.

_ იმას, რომ არასდროს მყვარებიხარ იასე! იმას რომ სულ გატყუებდი! გიყენებდი! მაგრამ მუდამ სხვა მიყვარდა!
გასაგებია იასე?_ თავს ვერ ვიკავებდი, გიჟურად მსიამოვნებდა მის სახეზეც ისეთივე სასოწარკვეთას და ტკივილს რომ ვხედავდი, რასაც მაშინ საკუთარზე.

_ დიდ შეცდომას უშვებ ლუ! და შედეგებიც მარტო საკუთარ თავს დააბრალე ახლა!_ რომელიღაც შავი კაბა ჩამოხსნა. მკლავში ხელი დამავლო და უხეშად წამიყვანა გამოსაცვლელისკენ. ხმას არ ვიღებდი, მივხვდი, რაღაც ისეთ ზღვარს ვეხებოდი, საიდანაც უკან დაბრუნება გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც რა ტკბილი კერძი იყო შურისძიება?!

_ ჩაიცვი!_ მიბრძნა და ფარდიან ოთახში შემიყვანა.
_ გადი აქიდან!_ ვუთხარი მშვიდად.
_ გავიდე?_ გაეცინა მას. _რატომ გავიდე? რამე ისეთს ვნახავ, რაც არ მინახია აქამდე? რამით გამაოცებ? გახსოვს რა გიჟური სიყვარულით გვიყვარდა ერთმანეთი ლუ? ყველგან შეგვეძლო ერთმანეთის ალერსი, სადაც შანსი მოგვეცემოდა! როცა ამ მაღაზიას ვაპროექტებდი, იმ გასახდელების სივიწროვე მახსოვდა, ამიტომ აქ მეტი თავისუფლებაა ხედავ? პატარა დივანიც კი დგას მეტი კომფორტისთვის.
ჩემდაუნებურად გამეღიმა ის სიგიჟეები რომ გამახსენდა, რასაც მასთან ამდენად ურცხვად და თამამად ვაკეთებდი ხოლმე.

_ ხედავ? ყველაფერი გახსოვს! აღიარე, ჩემსავით, რამდენჯერ გესიზმრებოდა ის ყველაფერი? და შენ გინდა დამაჯერო, რომ მაშინაც და ახლაც სხვა კაცზე ფიქრობდი?! სულელი გგონივარ ლუ?_ მივიდა და იქვე მდგარ უზარმაზარ სავარძელს თავისუფლად მიეყრდნო. _ გაბედე ლუ! გაბედე და ერთი ნაბიჯი გადმოდგი!
მიწვევდა მისი შემპარავი ხმა. ვიდექი და უხმოდ ვუყურებდი. ახლაც სწორედ ისეთ აღტაცებას ვგრძნობდი მისით, როგორც მაშინ. ან იქნებ უარესსაც კი, რადგან ახლა სიბრაზე ვნებას სახიფათო ცეცხლს უკიდებდა. საკუთარ თავს მის მუხლებზე მჯდარს ვხედავდი და ეს წარმოსახვა საოცრად მომწონდა. ხელში მისი არჩეული რბილი ქსოვილის საოცარი კაბა მეჭირა. შუა ოთახში გახირულმა არ ვიცოდი საკუთარი თავის სად გადამემალა მისგან. ის კი იჯდა და ოდნავ დამცინავი ღიმილით მიყურებდა. ხელები სავარძლის სახელურებზე მხეცის კლანჭებივით ეწყო. გრძელ თითებს რიტმულად ათამაშებდა და იმ წამს ერთადერთი რაც მსურდა, სწორედ მისი თითები იყო.
ჰაერი ჩავისუნთქე და მთელი ის მძაფრი ემოცია სხეულიდან მის ნაჩუქარ კაბასთან ერთად მოვისროლე.

_ მძულხარ იასე! შენნაირი ნარცისისთვის რთული დასაჯერებელია, მაგრამ შენ მიმართ ინტერესს არ განვიცდი! როგორც კი შევძლებ ისევ მიგატოვებ! _ცოტა ხანს მიყურა, მერე ადგა, მომიახლოვდა და მშვიდად მითხრა.

_ ყველაზე საშინელი ეგ ნაპერწკალია ლუ, ახლა შენში რომ იწვის! რადგან სულ ოდნავი ნიავის დაბერვაზეც ხანძრად აენთება და მეშინია კიდეც, რომ მეც იგივე სიმხურვალით დამწვავს, როგორიც შენი ძლივს გაკონტროლებული სურვილია ახლა!_ ძირს დავარდნილი კაბა მომაწოდა და ოთახიდან გავიდა. იმ სავარძელში ჩავჯექი ძალაგამოცლილი. მუხლები მიკანკალებდა.
ვხვდებოდი, უფსკრულის თავზე გაკიდულ თოკზე დავდიოდი იმ წამს და დაზღვევაც არ მეკეთა. თუ ამ თოკზე ფეხი დამიცდებოდა უძირო უფსკრულში გადავეშვებოდი და ამ ჯერად ლევანიც ვეღარ მიშველიდა. რადგან ნენე ახლა არა ჩემს მუცელში, არამედ მის სახლში იყო. ვხვდებოდი, სულ მალე უკან დასახევ ყველა გზას მომიჭრიდა ჩემი მტანჯველი.

_სად ხარ აქამდე? დროზე მოდი კორბენ!_ ჩურჩულით ვთხოვე მას, ვისი იმედიც ყველაზე მეტად მქონდა, მაშინაც და ახლაც. და ვისაც ეს იმედი იოტისოდენადაც კი არასდროს გაუცრუებია ჩემთვის. კაბა ავიღე და მოვიზომე. გამეღიმა, იასე არასდროს ცდებოდა ჩემი სხეულის პარამეტრებში. კაბა იდეალურად, უნაოჭოდ მედგა ტანზე.

5

_ვახშამი სამი კაცისთვის? ამისთვის მოაწყვე ეს ცირკი?_ გაოცებულმა გადავხედე გაშლილ მაგიდას. მხოლოდ სამი თეფში, ერთმანეთისგან ერთი და იგივე მანძილით დაშორებული, იდო უხვად და თავდაუზოგავად გაწყობილ მაგიდაზე.

_ რამდენადაც მასზე მსმენია, დარწმუნებული ვარ მარტო მოვა!_ ჩაეღიმა იასეს.
_ ვის ელოდები ნეტავ?_ ჩავილაპარაკე ბრაზით და ის გამომწვევი კაბა, რომელიც ლამის ყველაფერს ფარავდა იმის გარდა, რაც რეალურად უნდა დაეფარა, შეძლებისდაგვარად გავისწორე.

_ ნუ ღელავ ძვირფასო! შენ ხომ ისეთი მშვენიერი ხარ, ზედმეტადაც კი!_ ფეხი ფეხზე გადაიდო და უდარდელად გახედა უზარმაზარ გამჭვირვალე ფანჯარას.

_ ნახე ნენეს მოსწონს ჩემთან. ხედავ როგორი ბედნიერია?_ ნენეზე ყოველთვის სევდიანი ხმით საუბრობდა. როცა მას უყურებდა, ვხედავდი მის გულწრფელ ემოციებს. მხოლოდ იმ მომენტში ვხედავდი მასში იმ კაცის ლანდს, რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე მიყვარდა. იასეს ყოველთვის სურდა ბავშვი, მით უფრო ქალიშვილზე ოცნებობდა. ამბობდა, რომ პრინცესას მამიკოობა მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო. ამოვიოხრე და მეც ნენეს გავხედე. სპეციალურად მისთვის გამართულ აუზში ჭყუმპალაობდა. ლიას კი, როგორც სჩანს იასეს ბრძანებით მისი ძიძის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. აუზის კიდესთან იჯდა და თვალს არ აშორებდა ბავშვს.

_ ეს რა აცვია ნენეს?_ ვიკითხე გაოცებულმა.
_ მისთვის, ისევე როგორც შენთვის, აქ ყველაფერია! თუ არ არის, იქნება! უბრალოდ გზადაგზა ვიაზრებ, რაც საჭიროა! ბავშვებთან არასდროს მქონია ამდენად ახლო ურთიერთობა და ცოტა მიჭირს!_ სერიოზული ხმა ჰქონდა იასეს. თითქოს წინასწარ ცდილობდა გაეთვალა ყველაფერი, რაც ჩვენი ამ სახლში ხანგრძლივი ცხოვრებისთვის იყო საჭირო.

_ იასე!_ მივედი და მის წინ დავჯექი.
_ მისმინე, გთხოვ და გაიგე რასაც გეტყვი!_ ისე შემომხედა, თითქოს იცოდა რისი თქმაც მსურდა _ მე აქ ვერ დავრჩები იასე! ვერც ნენე, რა თქმა უნდა! ახლა რომ არ ვჩხუბობ და ისტერიკას არ ვაწყობ, ეს კაბაც რომ ჩავიცვი და მშვიდად რომ ვცდილობ შენთან საუბარს, არ გეგონოს შენს ნებას დავყვები და დამითანხმებ! მე გათხოვილი ვარ იასე!

_ კი, ვიცი ჩემზე!_ ისევ გაუგებრად იღიმებოდა ის._ აი მოვიდა კიდეც!

_ ვინ მოვიდა?_ ეზოს გავხედე გაოცებულმა. გულმა სასიამოვნო მოლოდინით დამიწყო ფეთქვა.

_ ის მოვიდა, ვინც ყველაზე ძვირფასი განძი მომპარა! მაგრამ არა უშავს! ჯერ ყველაფერი წინაა!_ თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა.
ეზოში ლევანი შემოვიდა. შემოვიდა და თითქოს მზემ შემოანათა. აუზიდან ბენიერი ჭყლოპინით ამოხტა ნენე. „მამიკოს“ ძახილით გაიქცა შემოსულისკენ. ხელები გაშალა ლევანმა. სულ არ დაუფრთხია იმას, რომ ბავშვი სველი იყო. ნენე გულში ჩაიკრა, ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა. ბედნიერმა კისკისმა გააყრუა ეზო. თვალი იასესკენ გამექცა და გული მომეწურა სიბრალულით. ისეთი სევდიანი თვალებით უყურებდა მონატრებული მამა_შვილის შეხვედრას. ვერ მივხვდი რატომ განიცდიდა ამას ასე. თავადაც ხომ ჰყავდა ვაჟი?

_ ვფიქრობ, შენი ქმარი ალბათ მართლა კარგი ადამიანი და როგორც მამა რომ საოცარია, ეს აშკარა ფაქტია! სხვა დროს და სხვა სიტუაციაში ალბათ კარგი მეგობრები ვიქნებოდით! _ გაბრაზებულმა გამომხედა_ შენ ყველაფერი გაართულე ლუ!

იმ ღამეს, როცა ჩვენი სახლი დავტოვე, საკუთარი ყველა გზა და კვალი გავაქრე. იმ ღამესვე დავურეკე ლევანს და ყველაფერი ვუამბე. რაც არ უნდა უცნაური იყოს საფრანგეთში ჩემს უსაფრთხო გამგზავრებაზე სწორედ მისმა ძმამ იზრუნა. ლევანი დაახლოებით ათი წლის უნახავი მყავდა. მისმა ცვლილებამ ჩვენი შეხვედრისას ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
_ ეს შენ ხარ კორბენ?_ აი ახლა კი მართლაც სამყაროთა შორის მებრძოლს ჰგავდა. ნავარჯიშები სხეულით, დაბალზე შეჭრილი ვარცხნილობით, საოცრად გემოვნებიანი ჩაცმის სტილით. ის მაშინვე იქცევდა საპირისპირო სქესის ყურადღებას. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სუპერ ვარსკვლავს მივყვებოდი გვერდით. მის გვერდით უჩინარი მეგონა თავი.

_ ეს რანაირად შეძელი?_ საერთოდ არაფერი არ ჰქონდა საერთო დაჩაგრულ 17 წლის ბიჭთან გრძელი თმითა და სუსტი სხეულით, რომელიც მუდმივად გარბოდა თავის გადასარჩენად.

_ ნებისყოფა! საქართველოში გატარებულმა წლებმა ეს სიკეთე მაინც მომცეს ლუ!_მითხრა სიცილით და მხარზე ხელი გადამხვია.

_ არა! არ მჯერა!_ თავს ვაქნევდი ჯიუტად და მიხაროდა, რომ ჩემი კორბენ დალასი მყავდა._ და აქამდე მარტო როგორ ხარ? საოცარია, ნახე წალებს დორბლი მოსდით რომ გიყურებენ!
_ შენ სრულებით საკმარისი და სამყოფი ქალი ხარ ჩემთვის!_ მიპასუხა თითქოს სევდიანმა._ მიხარია რომ ჩამოხვედი! მენატრებოდი ლუ!

დღისით მისმა ნახვამ გამახალისა და სადარდებელი დროებით დამავიწყა, მაგრამ დაღამებასთან ერთად იასეს მონატრებამ და ღალატის ტკივილმა ყველა დარდი ერთბაშად მომაყარა და სულის ხუთვის შეგრძნებამ ამიტანა. მეგონა ვიგუდებოდი. მეგონა ოთახში ჰაერი არ იყო. ფეხარეული გავედი აივანზე. მოაჯირს ხელებით დავეყრდენი და ვცადე ღრმად მესუნთქა. ცრემლები მიახრჩობდნენ. მაგრამ ჩემს სხეულს ჯიუტად არ ტოვებდნენ. თითქოს ჭურჭელი ვიყავი პირამდე ცრემლებით სავსე, მოჯადოებული ჭურჭელი. შინაგანად ვიბზარებოდი, სულ ცოტაც და მილიონ ნაწილად დავიმსხვრეოდი და ჩემგან ცრემლების გუბის მეტი არა დარჩებოდა რა.

_ მწარეა ღალატი ლუ?_ მომესმა მოულოდნელად ლევანის ხმა. მისი კითხვის უადგილობამ გამაცეცხლა.

_ არ თქვა, რომ არასდროს გიგემია!_ მივუბრუნდი საომრად მომართული. მინდოდა მასზე მეყარა ჯავრი. მთელი საკაცეთის მიმართ დაგროვილი ბოღმა მასზე მენთხია.

_ კაცია, ხან გიღალატებს, ხან არა! რა არის ამაში ასეთი გასაგიჟებელი?_ მკითხა უდარდელად და განათებულ ქალაქს მოავლო თვალი.

_ დამცინი?_ დავიღრინე ავად.
_ ჩემი დაცინვა გინდა კიდევ!_ მართლა გაეცინა.
_ ლევან?_ გაოგნებულმა ხმა ვეღარ ამოვიღე. მისგან ირონიას ნამდვილად არ ველოდი. მეწყინა, მეტკინა და გული ამიჩუყდა, ახლა მართლა შემეცოდა საკუთარი თავი.

_ ყველანი ერთნაირები ხართ! ყველანი უკლებლად!_ ვუთხარი ხმა ამღვრეულმა.
_ გეთანხმები! ყველანი ერთნაირები ვართ!_ თავი დამიქნია მან. _ სულელ და სიყვარულით დაბრმავებულ ქალებს ვიყენებთ, ვერთობით! მერე რომ მოგვბეზრდებიან ახალს ვეძებთ და ასე მუდმივად! _ თვალებში მიყურებდა და ყველა სიტყვას არჩევდა. მის გამოსახულებას უკვე არეულად ვხედავდი. უზარმაზარი ცრემლები მიბრჭყვიალებდა თვალებში და მის სახეს მილიონ ნაწილად შლიდა.

_ მე ეს არ დამიმსახურებია!_ ვეღარ შევძელი თავის შეკავება. თვალებიდან ცრემლებმა დაიწყეს წვეთა. ლევანს თბილად გაეღიმა. ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.

_ღალატს არავინ იმსახურებს ლულუ! _ მითხრა მშვიდი ხმით და აქვითინებულს თავზე მაკოცა._ იტირე! ტირილი ზოგჯერ ხსნაა! იტირე და მე შენს გვერდით ვიქნები! სანამ არ დაიცლები ბრაზისგან ტკივილისგან და სიძულვილისგან მანამდე იტირე! მერე კი ჩემს გამოწვდილ ხელს მაგრად ჩაეჭიდე, ფეხზე წამოდექი და სიარული თავიდან ისწავლე! ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება ლუ!
მისი ხმა დამამშვიდებლივით მოქმედება ჩემზე. მის მკერდში ჩაკრული თავს დაცულად ვგრძნობდი. მის მკლავებში გახვეულს ასე ტირილში ჩამეძინა.

_ ლევან!_ ვიყვირე მისი დანახვით გახარებულმა და მისკენ გავიქეცი. ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.
_ სად იყავი აქამდე? სად იყავი?_ ვეკითხებოდი და ვერ ვშორდებოდი.

_ აქ ვარ ლუ! შენთან ვარ!_ სახიდან აწეწილი თმა გადამიწია და ჩვეულად თავზე მაკოცა. თან ერთ ხელში ატატებული ნენე ეჭირა. ბავშვს ჯერ ისევ ცვიოდა მსხვილ_ მსხვილი წვეთები.

_ საღამო მშვიდობისა ბატონო იასე!_ იმდენად მოულოდნელი იყო ლევანის მშვიდი და გაწონასწორებული ხმა, რომ მისი მკერდიდან თავი ავწიე და გაოგნებული მივაჩერდი. მან კი ჩემთვის შემოხვეული ხელი კეთილმოსურნედ გაუწოდა და ძლიერად ჩამოართვა.

_ მადლობა მაქვს სათქმელი თქვენთვის, რომ ჩემს ოჯახს გულითადი მასპინძლობა გაუწიეთ!_ რაო? მადლობაო? მასპინძლობაო? აი აქ კი ვეღარ გამიძლო ნერვებმა.

_ ამ კაცმა მოგვიტაცა ლევან! და აქ ნების საწინააღმდეგოდ გვაჩერებს!_ მოვიღუშე და განზე გავდექი. ლევანს მხოლოდ გაეღიმა. არაფერი უთქვამს.

_ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!_ ისევ იასეს მიმართავდა._ სწორედ ისეთი ხართ, მე რომ წარმომედგინეთ, სხვათა შორის ლუ ბევრს საუბრობდა თქვენზე!

_ ჰმ!_ ჩაეცინა იასეს მწარედ_ საუბრობდა, კი წარმომიდგენია როგორ საუბრობდა! პირში რას მეუბნება და წარმომიდგენია ზურგს უკან რა ტკბილად ისაუბრებდა!
ხელი ჩაიქნია და „ძვირფასი სტუმარი“ მაგიდასთან მიიწვია. ნენე ლიამ გაიყვანა, რათა მოეწესრიგებინა.

_ ამ ძიამ დედა გააბრაზა!_ სანამ ოთახიდან გავიდოდა უცბად მოტრიალდა ნენე და მუქარით მოუღერა თითი იასეს. _ მაგრამ ძალიან ნუ გაუბრაზდები მამიკო, მერე ბოდიში მომიხადა და საქანელები მაჩუქა!

_ ენატანია!_ თვალები მოჭუტა იასემ და ბავშვს ენა გამოუყო. ნენეც დაეჯღანა და ზურგი აქცია მხიარული სიცილით.
მთელი ამ ხნის მანძილზე ლევანი თვალს არ მაცილებდა. შემდეგ წარბები მაღლა ასწია და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. მისი ეს პოზა ვიცოდი რასაც ნიშნავდა.

_ აბა, რა აზრის ხარო?!_ მეკითხებოდა უთქმელად. ზუსტად ნენესავით დავემუქრე მოღერებული თითით.

_ რაც დედა, ის შვილიო!_ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიპასუხა

მე რომ მეგონა ერთმანეთს დახოცავდნენ, ისინი ძველი მეგობრებივით მიუსხდნენ მაგიდას და ორივემ ერთდროულად გამომხედა მოლოდინით. სახემოღუშულმა
ჰაერი ჩავისუნთქე და სკამი ხმაურით გამოვწიე. ყველაზე მთავარის, ანუ ჩემს გარდა ყველაფერზე საუბრობდნენ იმ საღამოს. ბიზნესზე, იურისტობაზე, ლევანის კარიერაზე, იასეს განუხორციელებელ გეგმებზე. თქვენობითიდან შენობითზე ისე შეუმჩნევლად გადავიდნენ, ვერც კი გაიაზრეს. ბოლოს მოწყენილობისგან საკუთარ ხელისგულზე დაყრდნობილი ზერელედღა ვისმენდი მათ "მეგობრულ ჭუკ_ჭუკს" როცა მორიგი საოცრება გავიგონე.

_ რას ფიქრობ, არ იქნება არა ადვილი ჩაფიძის გზიდან ჩამოშორება?_ ჰკითხა იასემ.

_ გირჩევდი ქალაქის საუკეთესო იურისტი მოგენახა და ყველაფერს მზად შევხვედროდი._ უპასუხა ლევანმა. იაგო ჩაფიძეს შორიდან ვიცნობდი. საძაგელი კაცი იყო, გაუმაძღარ სვავს მაგონებდა მისი ფიზიონომია. ყველამ იცოდა მერიაში რომ ვიღაც მფარველობდა, ვიღაც კი არა და საკმაოდ დიდი მფარველი ჰყავდა. სწორედ ამიტომ იყო რომ ყველა ტენდერს მისი კომპანია იგებდა. წინა ზაფხულს ბათუმში მისი კომპანიის მშენებლობაზე მუშა დაშავდა. 25 წლის ბიჭი მშენებლობიდან გადმოვარდა და მკლავის ამპუტაცია დასჭირდა. ასე ერთ წამში სრულებით ჯანსაღი ადამიანი დასახიჩრდა და იაგოს კომპანიამ არათუ კომპენსაცია არ აანაზღაურა, ბრალი იქით დასდო საწყალ კაცს და სასამართლოშიც კი უჩივლა, უსაფრთხოების ნორმების თვითნებური დარღვევის და კომპანიისთვის იმიჯის შელახვის გამო. ხოდა სწორედ ეს გახდა მიზეზი და ბოლო წვეთი, რომ ლევანმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ის ბიჭი მისი ძველი, აწ უკვე გარდაცვლილი, მეგობრის ძმა იყო. ამიტომ მისი ხსოვნის საპატივცემულოდ და სამართლიანობის აღსადგენად ლევანი ამ საქმეში ჩაერთო. თავიდან არაფრად მიიჩნიეს, მათ არ იცოდნენ ლევანის ნებისყოფის და შეუპოვრობის ამბავი. შემდეგ როცა იაზრეს , რომ ასე ხელწამოსაკრავი არ იყო ქრთამი შესთავაზეს, ქრთამმა რომ არ გაჭრა, დაშინება სცადეს, არც ამან გამოიღო შედეგი და სულაც პირიქით, მეტი მოტივაცია მისცა ლევანს. შემდეგ ის მფარველი ჩარიეს და კარიერის დანგრევით დაემუქრნენ, ეს საერთოს სიცილადაც არ ეყო ჩემს გმირს. სულ ბოლოს კი სიცოცხლის ხელყოფითაც დაემუქრნენ და სწორედ გასულ ზამთარს ავარიაშიც კი მოხვდა ჩემი ქმარი. ექსპერტიზამ დაადასტურა რომ, მანქანას სამუხრუჭე ხუნდები ჰქონდა დაზიანებული. ერთი სიტყვით იაგო ჩაფიძესთან ხელჩართული ომი გვქონდა გამოცხადებული. ახლა კი გამოდიოდა იასესაც ემტერებოდა. კიდევ ერთმა უცნაურმა საერთომ უფრო საინტერესო გახადა მათი საუბარი.
ვახშმობის შემდეგ აუზთან ისხდნენ ყავას სვამდნენ და რაღაცაზე დაძაბულად ლაპარაკობდნენ. მე შვებით ამოვისუნთქე, როგორც იქნა გავახსენდიმეთქი მათ. მაგრამ დასასრული იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, მეტყველების უნარი დავკარგე. ლევანი ფეხზე წამოდგა, იასეს ხელი ჩამოართვა და სახლში შემოვიდა. იასე კი აუზთან დარჩა. მხოლოდ გამომხედა და თვალი ჩამიკრა.

_ ლულუ უნდა ვისაუბროთ! ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა და ეს უნდა იცოდე!_ მითხრა ლევანმა. ხმაზე ემჩნეოდა ღელავდა. რაც ასე უჩვეულო იყო მისთვის. ხელი მომკიდა და დივანზე დაჯდომა მაიძულა.

_ ცოტა ხნით აქ უნდა დარჩეთ, შენ და ნენე! მით უფრო ნენე!_ მითხრა მან და გაოცებისგან ჩამოვარდნილი ყბა, რასაც ჰქვია საკუთარი ხელით დამიხურა.

6

_ მომიყევი მასზე ლულუ!_ მოვიდა და საქანელაში ჩემს გვერდით ჩაჯდა._ მომიყევი და ცოტათი მაინც მოგეშვება! სივიწროვის მიუხედავად უხერხულობას არ გრძნობდა. ძირს გადმოკიდებულ ფეხებზე ხელი მომკიდა და კალთაში ფრთხილად ჩაიწყო.
_ ხომ გითხრეს, რომ ფეხები მაღლა ასწიო ხოლმე!_ დასიებული ტერფების მასაჟი დამიწყო. ფაქიზად დაასრიალებდა გრძელ თითებს ჩემს ფეხებზე და მაოცებდა მისი უშუალობა. ყოველთვის მიკვირდა ჩემთან მისი ეს თავისუფალი სიახლოვე. არასდროს ერთი პატარა მზერითაც კი არ მოუცია ჩემთვის უხერხულობის საბაბი. უფრო ახლოდან ინტერესით შევათვალიერე.

_ რა ლამაზი ხარ კორბენ!_ ამოვთქვი გულწრფელად._ რანაირად ხდება, რომ ისევ მარტო ხარ? ახლა ჩემს ნაცვლად ვინმე მშვენიერ ქალბატონს უნდა უკეთებდე მაგ ლამაზი თითებით მასაჟს!

_ მარტო?_ გაეცინა მას. _ ვინ მოგახსენა? გაოცებული წამოვიწიე და საკუთარ უკვე მოზრდილ მუცელს დავეყრდენი ცალი ხელი.
_ ვინმე გყავს?
_ ან იმას ვყავარ! როდის როგორ!_ ისევ ვერ მივუხვდი ნათქვამს.

_ და რატომ არ გამაცანი აქამდე? ვის მიმალავ შე მელაკუდა?_ ამოიოხრა და ოდნავშესამჩნევად გაფართხალებულ მუცელზე ხელი მხიარულად დამაჭირა.

_ ნახე იგრძნო, რომ აქ ვარ! უკვე მეთამაშება!_ მხიარულად შემომხედა და ჩემი სევდიანი თვალების დანახვისას დასერიოზულდა.

_ რაღაც მინდა გითხრა ლუ! რაღაც მნიშვნელოვანი! მაგრამ არ ვიცი როგორ გამიგებ! შენი დაკარგვის კი ძალიან მეშინია! ამიტომ წლებია ჩუმად ვარ. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე და ეს ორივესთვის მყარი გარანტი იქნება, რომ ცხოვრება მშვიდად გავაგრძელოთ! არა სამივესთვის! მაგრამ მანამდე სიმართლე უნდა იცოდე, რომ ჩემი გაგება გაგიადვილდეს!

_ რას ამბობ? გარკვევით ამიხსნი!_ ვკითხე დაინტერესებულმა.
_ უნდა ოფიციალურად ვიქორწინოთ ლუ!_ მითხრა და ვედრებით შემომხედა. _ მე უფრო მჭირდებით ახლა თქვენ, ვიდრე მე თქვენ! გესმის? მჭირდებით ლუ!

_ რაო?_ წამოვჯექი გაოგნებული._ წამის წინ არ მითხარი, რომ შეყვარებული გყავს? და ახლა დაქორწინებას მთავაზობ? გაგიჟდი?
შუბლზე ხელი მივადე და შევამოწმე ცხელი ხომ არ ჰქონდა.

_ რას ბოდავ?
_ ბავშვს ოჯახი სჭირდება! მე კი შემიძლია კარგი მამა ვიყო მისთ ის, საუკეთესო!_ თავი ჩაქინდრა და მზერა ამარიდა.
_ მე არ მიყვარხარ ლევან!_ ფრთხილად წამოვდექი. საკუთარ თავს ვუსაყვედურე იმ სიახლოვის გამო, რაზეც თავშიც მოგახსენეთ, ალბათ ჩემდაუნებურად ასეთი ფიქრის მიზეზი მივეცი. შემებრალა კიდეც. გული მომეწურა. მაგრამ მის მოტყუებას არ ვაპირებდი.

_ შენ ალბათ შემეჩვიე და ეს სიყვარული გგონია! შენ არ გიყვარვარ ლევან! ეს შეუძლებელია...
_ მიყვარხარ?_ ჯერ გაკვირვებით ამომხედა და მერე გიჟივით ახარხარდა.
_ შენ ყველაფერი არასწორად გაიგე ლუ! იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არ იცი ჩემზე!_ თვალი გამისწორა. უღმერთოდ ლამაზი თვალები ჰქონდა. ნებისმიერის გულს წამში დაიპყრობდა ეს კაცი.

_ მე..._ტუჩი მოიკვნიტა. სურდა თქმა, მაგრამ ერიდებოდა_ მე შენ არ მომწონხარ ლუ!
ჩემი გაოგნებული სახის დანახვისას ამოიოხრა.
_არა, შენ კი არა საერთოდ... საერთოდ ქალები... ეს ჩემთვის არაა..._ ფრთხილად ამომხედა, ამოწმებდა, გავიაზრე თუ არა მისი ნათქვამი. ფეხზე წამოდგა. ჩემზე ორი თავით მაღალი საოცრად ნავარჯიშები სხეულით, უღმერთოდ ქარიზმატული და ყველაზე ადამიანური ადამიანი იყო, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი.

_ ანუ?_ ვიფიქრე რაღაც მომეჩვენა. მან კი უბრალოდ გაიღიმა და თავი დამიქნია. ბავშვობის მოგონებებმა კადრებივით დაიწყეს ჩემს გარშემო ფრენა. ახლაღა ვიაზრებდი ყველაფერს. სკოლის დროინდელ იმ უაზრო აგრესიას მისდამი, მუდმივად გატეხილ წარბს, ახლაც რომ უყოფდა მკრთალი იარა მარცხენა თვალთან. ღმერთო ეს პატარა დეტალიც კი როგორ უხდებოდა. მისი ფერადოვნება, სიცივე საკუთარი ოჯახისგან, და ბოლოს მისი ეს ხანგრძლივი გაქცევა საკუთარი მკაცრი და შეუბრალებელი სამშობლოდან.

_ ლევან!_ მის ნაცვლად განმიახლდა ყველა მის მიერ განცდილი უსამართლო ტკივილი._ რატომ არასდროს მითხარი? რატომ არ მენდე? რატომ დამიმალე?

_ დაგიმალე? შენ ერთადერთი ხარ ვისთვისაც არაფერი დამიმალავს, მაგრამ შენ ვერ შემამჩნიე. შენი გონება ასეა მოწყობილი ლუ, ნაკლს ადამიანის ღირსებად აღიქვამ!
_ ნაკლს?_ ისე მეტკინა მისი ასეთი თვითგამოხატვა.

_ წლებია დაბრუნება მინდა ლუ! მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ! ახლა კი მე და შენ, საერთო გამოსავალი ვიპოვნეთ! მე ოჯახი მეყოლება, ოჯახი, რომელიც მათგან დამიცავს. შენ და ჩემი ქლიშვილი ჩემი ფარი იქნებით! მე კი თავს არ დავზოგავ ამ სიკეთისთვის!_ ხელი საკუთარ ყელზე დაკიდული საქართველოს დროშიანი ყელსაბამისკენ გაიშვირა .

_ მომენატრა იქაურობა ლუ! აქ უცხო ვარ! დიდი ხანია თავი სახლში არ მიგრძვნია! ძალიან დავიღალე ლუ!_ მივედი და ჩავეხუტე. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ლევანი, რა არჩევანიც არ უნდა ჰქონიდა ცხოვრებაში, ის ჩემი ნაწილი იყო. ადამიანი ვინც დახმარების ხელი ისე გამომიწოდა, რომ არც კი მკითხა, თუ რა ცოდვას გავურბოდი საკუთარი ცხოვრებიდან. ახლა ჩემი ჯერი იყო.

_ მე და შენ, როგორც ლილუ და კორბენ დალასი და თუნდაც მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ!_ ვუთხარი აცრემლებულმა. თავზე მაკოცა და თბილად მომეფერა.
_ ვატყობ აღიარების საღამო გვაქვს, ახლა შენ მიამბე ლუ! მიამბე და გული მოიოხე!_ ხელში ამიყვანა. საქანელაში ჩაჯდა და გულში ჩამიხუტა.
_ რა მეშველებოდა შენ რომ არ მყავდე!_ მერე კი მშვიდად შეასწორა_ თქვენ!

_ იმ დღეს ძალიან წვიმდა ლევან! ისე წვიმდა, მეგონა ცა გაიხა და შუაზე გაიფხრიწა. ქუჩაზე წვიმის ნიაღვარი მოდიოდა. უნივერსიტეტიდან გამოვედი და მიწისქვეშა გადასასვლელისკენ წავედი. მოუწესრიგებელი და წლობით გაურემონტებელი, შარდის სუნად ამყრალებული გადასასვლელი წყალში ტივტივებდა. წელამდე წყალი იდგა.
გზის მეორე მხარეს გაჩერებას გავხედე. და გადასვლა გავბედე. ზუსტად გზის შუაწელზე ფეხებთან დამიმუხრუჭა მანქანამ. შიშისგან ვიკივლე და ორივე ხელით დავეყრდენი მანქანის ცხვირს.

_ გააფრინე გოგო?_ მანქანიდან ისე გადმოხტა, გაქცევა მომინდა მისგან. მკლავში ხელი ჩამავლო და შემათვალიერა.
_ დაგეჯახე?_ ისე მკითხა აშკარად თვითონაც ძალიან იყო შეშინებული.
_არა?_ თავი გავუქნიე უარის ნიშნად. განცდილი შიში ისევ მუხლებში მივლიდა კანკალად._ აბა რატომ კანკალებ?
_ კარგად ვარ!_ ვუთხარი და ხელი ნელა გამოვართვი. წვიმა სახეზე დაგვდიოდა. გალუმპული ვიყავი, ისიც.
_ წავალ, თუ შეიძლება!_ ვუთხარი და გაჩერებისკენ გავაბიჯე ფეხარეულმა.
_ არა, ასე არ გამოვა! _ წამომეწია და მკლავში მომკიდა ხელი._ დანაშაულის გამოსასყიდად რამე ცხელზე რომ დაგპატიჟო, ხომ შეიძლება? თვალებში ჩამოფხატული თმა ხელებში მოვიქციე და მონდომებით გავწურე. ინტერესით მიყურებდა.
_ მგონი გაცივდები!_ ცალი წარბი ასწია, როცა თმა მაღლა ავიწიე და უბრალო რეზინით კოსად შევიკარი. მომბაძა და თავადაც გადაიწია შუბლზე დაყრილი თმები. ახლაღა დავინახე მისი თვალები. იმ ღრუბლიან წვიმიან, ნაცრისფერ დღეს მისი თვალებიდან კრიალა უღრუბლო ცა მიყურებდა.
გაეღიმა როცა ჩემი ინტერესი შეამჩნია.

_ შენ უფრო ლამაზი გაქვს!_ მითხრა და შუაგზაზე უხერხულად გაჩერებულ მანქანს გახედა.
_ რა?_ ვკითხე გაოცებით.
_ მიყვარს შავი თვალები!_ მიპასუხა სწრაფად. მაჯაზე ხელი ჩამავლო და მანქანისკენ გამაქცია.
_ გამომყვები?_ მეკითხებოდა სრულებით უცნობი ადამიანი. თან გაღებული მანქანის კართან მოუთმენლად იცდიდა.
_ მგონი არა უნდა გითხრა, არა?_ გავუღიმე და მანქანაში დავჯექი. რადგან უღმერთოდ წვიმდა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი გიჟური და არაორდინალური ამბავი. ის დრო იყო საკუთარ ბიზნესში პირველ მტკიცე ნაბიჯებს დგამდა და უამრავ გეგმას თუ იდეას მიზიარებდა. მინდოდა მისთვის სიმშვიდე და მყუდროება მიმეცა. მინდოდა ისეთივე ბედნიერი და სავსე ყოფილიყო ჩემი არსებობით, როგორც მე მისით. ხომ გახსოვს როგორ დამცინოდი, ბავშვურ აღტაცებას ეძახდი და მიმტკიცებდი, პირველი სიყვარული საბოლოო თითქმის არასდროს არისო, მაგრამ მე ის შემიყვარდა, მგონი საკუთარ თავზე მეტადაც. ის იყო ჰაერი და მე ვსუნთქავდი. ეჭვისთვის საბაბი არასდროს მქონია, მე იმდენად ერთგული ვიყავი მისი, რომ ფიქრებშიც კი არასდროს მიღალატია და მეგონა ორმხრივი იყო ეს გრძნობა. ცხოვრება ისე მომიწყო, როგორც პრინცესას. დიდი გალავნიანი ციხე-კოშკი ამიშენა და შიგნით გამომკეტა, მაგრამ ეს არ მიგრძვნია გესმის? თავს ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი. ზღაპრული ქორწილი გადაიხადა, თუმცა ჩემთვის ნაცნობი ათიოდე სახე იყო მხოლოდ. იმ ზღვა ხალხს არ ვიცნობდი. მხოლოდ გაზეთებიდან ვიცოდი მათზე. ეს გავლენიანი და პატივსაცემი ხალხი რატომ სცემდა ჩემს ქმარს ამხელა პატივს ვერ ვხვდებოდი. მაგრამ სულელი ბავშვივით მჯეროდა, რომ ის ამას იმსახურებდა თავისი შრომისმოყვარეობით, და მონდომებით. დრო გადიოდა და მისი მივლინებების ხანგრძლივობა და რაოდენობა მისი წარმატების და შემოსავლის პირდაპირ პროპორციულად იზრდებოდა. ის რომ დასავლეთში მიფრინავდა, მე აღმოსავლეთში მგზავნიდა, ჩემივე უსაფრთხოებისთვის, დაცვის და პერსონალის თანხლებით, თითქოს პრინცესობიდან დედოფლად დამსვა პირდაპირ. არადა მასთან ერთად უბრალო სოფელში წასვლაზე ვოცნებობდი. _დაღლილი გავჩუმდი. ლევანი სიჩუმის მიზეზს მიმიხვდა.

__ ანუ შენც ჩემსავით მარტოსული იყავი სინამდვილეში არა?_ მკითხა ლევანმა და საჩვენებელი თითით საპასუხოდ დაუკაკუნა მუცლის ბაიას._ ნახე მპასუხობს უკვე! აჟიტირდა ბავშვივით. გამეცინა.
_ იცი რას ვფიქრობ ლევან?_ ჩემი გოგონა შენზე უკეთეს მამას ვერასდროს იპოვნიდა!
_ბედნიერს გაეღიმა.
_ რა იცი რომ გოგოა?
_ დედური ინტუიცია ლევან!
_ მამიკოს პრინცესა! მოიცა, ანუ დამთანხმდი?
_ ისე მთხოვე , როგორც წესია და ვინ იცის, იქნებ დაგთანხმდე კიდეც!_ ვუთხარი ჭირვეულად. წამოდგა და საქანელაში ჩამსვა. სახლში შევიდა და უკან პატარა შავი კოლოფით დაბრუნდა. ჩემ წინ სერიოზული სახით დაიჩოქა და ბეჭედი გამომიწოდა:
_ იქნები ჩემი საუკეთესო მეგობარი ჭირშიც და ლხინშიც ლულუ?_ მკითხა ღიმილით.
_ დიახ, შენ, ჩემო სულისსაფერო!_ ვუთხარი და პირდაპირ ისე დამჯდარი ჩავეხუტე.

როცა ჩემი გოგონა დაიბადა, ის ისე განიცდიდა, ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ სამყაროს მისი ქალიშვილი მოევლინა, რომელსაც სახელიც კი თავად შეურჩია. პატარა ნენე მუჯირი, ლევანის სიამაყე და ღირსება გახდა...

ახლა კი ისე გავიდა იასეს სახლიდან, თითქოს სულ არ განიცდიდა უჩვენობას.
_ამით მაშინებდი სიხარულო? ხედავ შენი თავი მე ჩამაბარა!_ ვიგრძენი, როგორ მომეხვია იასე და ცხვირი გაშლილ თმაში ჩამიყო_ როგორ ვსუნთქავდი
უშენოდ?! მკითხა ჩურჩულით.

_ ალბათ ისე, როგორც მაშინ საყვარლებთან ერთად ვითომ მივლინებაში რომ მიემგზავრებოდი!_ ვუპასუხე ზიზღით და მისი მოშორება ვცადე.

_ არ მყოლია მე შენს მეტი ქალი!_ ისე მომიჭირა ხელები, სუნთქვა შემეკრა._ არასდროს მიღალატია შენთვის!
ძალით შემაბრუნა მისკენ. ვხედავდი გიჟდებოდა. სურვილი კლავდა, მაგრამ მე სამაგიეროს ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ ის მინდოდა, რაც შეიძლება ბევრჯერ ჩამერტყა შურისძიების დანა მისთვის გულში.

_ მომიყევი რატომ წახვედი?!_ თან მკითხა თან მიბრძანა.
_ მოგიყვები, თუ შენც სიმართლეს მეტყვი, აქ რატომ დაგვტოვა ლევანმა. რა ხდება იასე? ლევანს საფრთხე ემუქრება?_ ვხვდებოდი ახლა აწმყოში ხდებოდა, რაღაც ძალიან სახიფათო, და ახლა წარსულის დრო არ იყო. რაღაცას მიმალავდნენ.

_ მხოლოდ მასზე ღელავ არა? ჩემზე არ ნერვიულობ?_ მოეღრუბლა სახე.
_ ის ჩემი ქმარია იასე! შენ? შენ არავინ არ ხარ!_ ვუპასუხე ცივად.
_ ჰო, ქმარი, რომელსაც ერთხელაც არ აკოცე!
_ რა გინდა, პირდაპირ შენ წინ მოგვეწყო ორგია?_ ხელი ვკარი და ოთახისკენ წავედი. უკან გამომყვა მონუსხულივით.

_ ლუ!_ დაუკითხავად შემოაბიჯა ოთახში.
_ შენზე ვგიჟდები ლუ! უკვე აღარ მქონდა იმედი, რომ ამ ოთახში ისევ გნახავდი!_ ისევ ჩახუტება სცადა. რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი._ დამიმტკიცე, რომ აღარ გაღელვებ და ჩამოგეხსნები! თუ არადა ხომ მიცნობ, შენს თავს არავის დავუთმობ!
_ როგორ დაგიმტკიცო? დედა დავიფიცო?_ ისევ დავცინოდი, მაგრამ ისეთი რამ მითხრა, სიცილი სახეზე შემახმა.
_ ჩემთან დაწექი ლუ!_ ხმა დაუმძიმდა აშკარა სურვილისგან.

_ დედას ჩემთან ძინავს!_ სრულებით მოულოდნელად გაისმა ნენეს ხმა.
ორივე მისკენ მივტრიალდით. კარებში იდგა წარბშეკრული, გულზე ხელებდაკრეფილი და თვალებს ავად აბრიალებდა. სული შემიკრა მათმა აშკარა მსგავსებამ. იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ ამის ვერშემჩნევა დანაშაული იყო.
_ შენთან?_ ჩაეცინა იასეს.
_ ჩემთან!_ მტკიცედ უპასუხა ნენემ და ჩვენს შორის ჩადგა.
_ სულ?_ თვალები მოჭუტა იასემ.
_ სულ!_ ფეხი დააბაკუნა ნენემ. იასემ ისეთი ნიშნისმოგებით გამომხედა, ისეთმა ბედნიერმა ღიმილმა გაუპო ტუჩები. ვერ მივხვდი, რა უხაროდა.
_ და მამას?_ ისე ჰკითხა ჩემთვის გამარჯვებულის მზერა არ მოუცილებია.
_ ხანდახან მამაც იძინებს ჩემთან! მაგრამ დედა სულ ჩემია! გასაგებია?_ თითი მუქარით დაუქნია და ლიას ძახილზე ოთახიდან გაიქცა. გამშრალი ვიდექი.
_ ესეც ახალი ამბავი! _ მოვიდა და წინ ამესვეტა. თვალი გავუსწორე._ რაო ცოლ_ ქმარს შორის გაუგებრობაა?
_ ეგ არ არის შენი საქმე იასე!_ ვუპასუხე, რაც შემეძლო ცივად.
_ ნეტავ როგორ შეუძლია კაცს შენ ყავდე და სხვაგან დაიძინოს? ეგ საერთოდ ნორმალურია? _ სახისკენ წამოიღო ხელი და თავი ავარიდე.

_ მომენატრე ლუ! გაუსაძლისად მომენატრე და არ ვიცი, როდემდე ვითამაშებ შენთან ამ კუკუ_დამალობანას!_ სწრაფად და მოულოდნელად მომხვია ხელი და ტუჩებში მაკოცა. რამდენი წელი იყო მარტოობას ვიტანდი. მხოლოდ ნენე მყავდა მისგან და სრულებით კმაროდა, რომ მესუნთქა, მაგრამ იასე იმაზე მეტად მაკლდა, ვიდრე თავს ვუტყდებოდი. სულ წამით მივეცი ნება საკუთრ თავს, რომ ეს კაცი ისევ ჩემად მეგრძნო. ვინატრე, წამი გაშეშებულიყო, თუნდაც სულ რამდენიმე წუთით. მაგრამ დროს გაჩერება არ სურდა, უმოწყალოდ მიქროდა და რაღაც გაუგებარი აწმყოდან კიდევ უფრო აბურდულ მომავალში სინათლის სისწრაფით მიგვაქანებდა.

7

ოდესღაც იმდენად მიყვარდა იასე, რომ ის იყო ჩემი ჰაერი. იდეალური ადამიანი, რომლის ნაკლიც კი ღირსებად მიმაჩნდა. სულელი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ ახლა რომ ვიხსენებ მაშინდელ მოვლენებს მიკვირს, ასე რამ დამაბრმავა. ალბათ სწორედ ჩემი სიყვარული გახდა მაშინაც ჩემთვის მისი ღალატის მიღების გადაულახავი ბარიერი. ამას გარდა მე მისგან შვილს ველოდი და როცა ვიფიქრე, რომ მას რეალურად შეეძლო ადამიანის მოკვლა, თავი და საღად განსჯის უნარიც დავკარგე. მოღალატე, თანაც მკვლელი! თანაც იმ უბრალო მიზეზით, რომ ვიღაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა მის გარდა კიდევ ვიღაცას გაუშალა ფეხები. იმ წამსაც კი გულისრევა ვიგრძენი. ხელი ვკარი და ზიზღით მოვიშორე. გაუკვირდა, ისეთი ინტერესით შემომხედა, ვიფიქრე, ჩემს სულში აპირებდა ჩახედვას.

_ რაღაც გჭირს ლუ? წამის წინ მკოცნიდი, გსიამოვნებდა და უცებ ასეთი ზიზღით მიყურებ. რა ხდება შენს თავში? მომიყვი, თავისმართლების შანსი მომეცი ლუ!_მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა._ მომიყევი, რატომ გაიქცი ჩემგან იმ ღამეს?!

დაღლილი სახე ჰქონდა. დაღლილი და ნაწყენი. ალბათ მისთვის რთული იქნებოდა წლების მანძილზე გაურკვევლობაში ყოფნა, მაგრამ რატომ წამითაც კი არ უშვებდა, რომ მისი ტყუილი ვიცოდი. უცებ ეჭვის ჭია შემიძვრა გონებაში:
_ იქნება ყველაფერი ტყუილია?_ აჩურჩულდა გონების სიღრმეში.

_ იმ ღამეს? რომელ ღამეს გულისხმობ? ჩვენს სახლში ჩვენივე აივნის ქვეშ ვიღაც კაცს შენი ორსული საყვარლის გამო ტვინი რომ გაასხმევინე იმას?_ მთელი ზიზღი ხმაში გადავიტანე. ისე შემომხედა გაოგნებულმა, ვიფიქრე, ჯობდა გაჩუმებულიყავი და საერთოდ არაფერი მეთქვა. იჯდა ასე უსიტყვოდ, იატაკს დასჩერებოდა და დუმდა. ეს დუმილი აუტანელი, გაუსაძლისი ხდებოდა. მერე მძიმედ წამოდგა.

_ სულ ცოტაც გაუძელი აქაურობას ლუ, მალე ყველაფერი დასრულდება. ახლა რომ უსაფრთხო იყოს შენი გაშვება, დღესვე გაგიშვებდი, მაგრამ ახლა ასე აჯობებს. თან შენ ქმარს სიტყვა მივეცი, რომ დაგიცავ! _უზარმაზარი იმედგაცრუება ვიგრძენი მისი დაღლილი ხმიდან. ადგა და კარისკენ გაემართა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს მეტი. არც თავი უმართლებია, უბრალოდ ადგა და წავიდა.

_მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?_ მივაძახე გაცოფებულმა. გულაცრუებით გამომხედა.

_ იქნებ ჯობდა არასდროს შეგხვედროდი ლილუ!_ მიპასუხა და კარი გაიხურა. შეკავებული კივილი გველივით შემიძვრა სხეულში. ძალა გამომაცალა და საკუთარი თავის რწმენა შემირყია. მთელი საღამო არ გავსულვარ ოთახიდან. საღამოს ნენე შემოიყვანა ლიამ. დაკვირვებით შემათვალიერა და თავი უკმაყოფილომ გადააქნია.

_ ქალბატონო ლუ, იცით რომ გარკვეულ ასაკს გარკვეული წონა შეესაბამება? აი თქვენ კი თქვენი ასაკისთვის დაახლოებით 15 კილოთი ნაკლები ხართ. რაც აქ ხართ არ დამინახავს ადამიანურად გესაუზმოთ, ან გევახშმოთ. ახლა კი მთელი დღეა ლუკმა არ ჩაგსვლიათ პირში. ასე არ შეიძლება, არა! _ მითხრა და ასე უკმაყოფილო თავის ქნევით გაუხურა კარი.
ვგრძნობდი დეპრესიის ნაცნობი საცეცების შეხებას სხეულზე და წინასწარ განვიცდიდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მხოლოდ ნენეს ხათრით ვიდექი ფეხზე, რობოტივით ვიცინოდი და ყველანაირად ვცდილობდი იასეს არსად გადავყროდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ გავურბოდი მას.
საწოლზე მიწოლილს ჩამეძინა. ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა. ლევანი რეკავდა. ვცადე რაც შეიძლება ნაწყენი ხმით მეპასუხა, მიმიხვდა და გაეცინა.

_ რაო პრინცესა ვერ მიტან არა?
_ რა ასატანი შენ ხარ, მოღალატე! რატომ დამტოვე აქ?
_ იმიტომ, რომ შენ ეს ჰაერივით გჭირდება! რა ქენით უკვე ...
_ ლევან!_ ვიყვირე გაცოფებულმა.
_ აბა შენ ქალი ხარ?! არაა, ზოგ უმადურს რა ბედი აქვს კაცოო! კაცი კი არა ღმერთკაცი გყავს გვერდით და ნეტა ვიცოდე, რას უბზუებ ცხვირს? _ ხუმრობის ხასიათზე იყო ეს საძაგელი მელია._ თუ არ გინდა, იქნებ მეგობარს დაუთმო და ავი ძაღლივით არ მოიქცე?!
_ აუტანელო! იცი რა მითხრა მაგ შენმა ღმერთკაცმა?_ ამეცრემლა ხმა.
_რაო, რა გაგიბედა?
_ ჯობდა საერთოდ არ შევხვედროდითო!_ მაბეზღარა ბავშვივით მივუტანე ენა ჩემს ერთადერთ მოამაგეს და გულშემატკივარს.
_აბა გამოტყდი, რა უქენი ასეთი!_ მოულოდნელად აქეთ შემომიტია მან.
_ ვერ გავიგე, შენ ჩემკენ ხარ თუ ამ დემონისკენ?_ ვკითხე ავად.
_ არც შენ ხარ პატარავ უფრთო ანგელოზი! იცი მაინც რამდენად აუტანელი ხარ? მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ჩემი ქალიშვილის მხარეს ვარ! ჩემი გოგო იმსახურებს რომ მამას იცნობდეს!_ ახლა ლევანზე მომეშალა ნერვები. კარი გავაღე და აივანზე გავედი. უცნაური სიჩუმე იდგა ეზოში, რამაც გამაოცა. თვალებით ნენეს დავუწყე ძებნა. აუზში მოვკარი თვალი. წელში მოხრილი იდგა უზარმაზარი ნარინჯისფერი წყლის თოფით ხელში და რაღაცას გაფაციცებით აყურადებდა. ეზო მოვათვალიერე. ვიცოდი, რომ იასეს ბრძანებით ბავშვს ლია მარტო წამითაც არ ტოვებდა. გამიკვირდა, ახლა მარტო რომ იყო, თან აუზში. ის იყო უნდა დამეძახა, რომ დავინახე, მოპირდაპირე გამწვანებიდან როგორ ქურდულად გამოძვრა იასე, მასაც, როგორც ნენეს, ხელში ფერადი წყლის თოფი ეჭირა და მალვით ეპარებოდა ჩემს გოგონას. გულმა რამდენიმე დარტყმა ისე გამოტოვა, თვალი ვერ დავახამხამე. საოცარი სცენა იყო. დაუჯერებელი, სასწაული. თვით დიდებული, გაუცინარი ხელმწიფე საკუთარ ქალიშვილთან ერთად ომობანას თამაშობდა.

_ ლუუუ! რატომ გაჩუმდი ლუუუ!_ ლევანის ხმამ გამომაფხიზლა.
_ ეს უნდა ნახო კორბენ!_ ვუთხარი ჩურჩულით და კამერა ეზოსკენ მივატრიალე. ახლა ლევანი მათ უყურებდა და მე კი ლევანს. ჯერ გაეღიმა. ღიმილით აკვირდებოდა განვითარებულ სცენას. როგორ აიტაცა იასემ ნენე ხელში. როგორ მოხვია ჩემმა გოგონამ ყელზე ლამაზი თითები და როგორ აკისკისდა, როცა იასემ ჰაერში ააგდო.
მერე უცნაური სევდა აღებეჭდა ლევანს სახეზე.
_ ხედავ ლუ? იქნებ ამის გამოც ღირდა თქვენი მანდ დატოვება, ჰა? ჩემმა გოგომ უნდა იცოდეს ვინაა მამამისი, არ გეშინია, რომ გაიზრდება, ერთ დღეს სიმართლეს გაიგებს და ორივეს შეგვიძულებს ლუუ?
_ ის ჩვენი შვილია !_ ვთქვი ჯიუტად, თუმცა უკვე მეც შემეპარა ეჭვი ჩემი საქციელის სისწორეში._ ღალატს რომ თავი დავანებო, მან ადამიანი მოკლა კორბენ!
თავი ჯიუტად გადავაქნიე და გულიდან გონებაში შემოპარული ეჭვები უკან გადმოვდევნე.

_ შენი თვალით დაინახე? შენი საკუთარი თვალით დაინახემეთქი?!_ ლევანის ხმაში შეპარულმა ბრაზმა მომცელა.

_ მე გავიგონე...
_ რა გაიგონე ლუ? მკვლელობა კი არ უნდა გაიგონო, უნდა დაინახო! და პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ზოგჯერ დანახვაც კი არ კამარა! კარგად შეხედე მას! დააკვირდი და მითხარი: შენი აზრით, ის კაცი, ვინც ასე თავდავიწყებით გიყვარს ამდენი წელია, შეიძლება მკვლელი იყოს?_ ლევანს თვალი მოვწყვიტე და ისევ ეზოს გადავხედე. იასე შეზლონგზე იჯდა, წინ ნენე ეჯდა და რბილი ვარდისფერი პირსახოცით მოუქნელად უმშრალებდა გრძელ თმას. ენამ არ გამიშვა, ვერაფრით ვაიძულე თავი, მასზე ისევ იგივე მეთქვა. გონებამ ცხოვრებაში პირველად დაარქვა ამ ორის ერთობას სახელი, მამაშვილობა.

_ მე ის არ მიყვარს!_ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
_ ხოდა, შენი საკუთარი სიკერპე დაგღუპავს ძვირფასო! განა სამყარო შენსავით ბრმაა? დარწმუნებული ვარ, არაერთი მშიერი თვალი სჭამს ცოცხლად მაგ კაცს! რომ აგაცლიან ხელიდან, მერე დადექი და იტირე! თვალი გაახილე ლუ! და სანამ დროა გულს მოუსმინე!

_ ლევან ის იაგო რატომ გემტერება?_ თემის შეცვლა მინდოდა, თან მაინტერესებდა _ თუ საფრთხე გემუქრება, მოდი დავბრუნდეთ საფრანგეთში! ყველაფერი მივატოვოთ და უკან წავიდეთ!

_ საფრთხეს ლაჩრები გაურბიან პატარავ! ნუ მაიძულებ საკუთარი თავის რწმენა დავკარგო! თანაც ისეთი ფაქტორები გამოიკვეთა, ვფიქრობ იასესთან ბოდიშიც გექნება მოსახდელი, , თუმცა ამაზე გვიან! ახლა ჭკვიანი გოგო იყავი და ჭკვიანი მეგობრის ინტუიციას ენდე!_ რაც მართალია, თავმდაბალი არასდროს ყოფილა ჩემი კორბენი. კარგად იცოდა ვინ იყო , რა შეეძლო და აფასებდა საკუთარ თავს. ტელეფონი დაუმშვიდობებლად გამითიშა. მე ისევ იმ საოცარ სცენას დავყურებდი აივნიდან, მოულოდნელად იასემ ნენეს გაშლილი თმა მუჭში მოიქცია და მაღლა აუწია, თან ვარდისფერი რეზინით ოჩხობოჩხოდ აუკრა. უცებ გაშეშდა. მის მხარს დააკვირდა. მუხლებში ჟრუანტელმა დამიარა და ნაბიჯით უკან დავიხიე. თვალწინ მის ბეჭზე გამოსახული თანდაყოლილი სამი მომცრო ხალი დამიდგა. ვინ მოთვლის რამდენჯერ დამიკოცნია ძილის წინ, ლუს პატარა თანავარსკვლავედს ვეძახდი ხოლმე ხუმრობით. სწორედ იგივე საბედისწერო ნიშანი ჰქონდა ჩემს გოგონას მხარზე. იასემ ბავშვს ხელი მოკიდა და სწრაფად შეიბრუნა სახით თავისკენ, ინტერესით ჩახედა ლამაზ თვალებში. თვალებიც ზუსტად ერთნაირი ჰქონდათ. ჩამუქებული ლურჯი. როგორც ოკეანე განთიადისას. ნელა მოაბრუნა თავი აივნისკენ და თვალი თვალში გამიყარა. ხელები გამეყინა და ამიკანკალდა. ვიცოდი უნდა გამეძლო მისი მზერისთვის, მაგრამ ვერ შევძელი. უკან_ უკან დავიხიე სწორედ იმ ლაჩარივით, ვისად ყოფნაც არაფრით არ სურდა ლევანს, მაგრამ მე სამწუხაროდ ლევანი არ ვიყავი, მე ყველაზე უკეთ გაქცევა გამომდიოდა. ოთახში შევედი და აივნის კარები სწრაფად დავხურე.

_ ლიაა!_ მომესმა ეხოდან იასეს ღრიალი და მე ოთახში შევხტი შიშით. სწრაფად მივირბინე და ოთახის კარებიც გადავკეტე. კიბეებზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. და საკეტიც გახრჭიალდა. უკან დავიხიე დამფრთხალმა. ფაქტი იყო, იმ არანორმალურმა სიმართლე გაიგო და ახლა ასე ადვილად ვეღარ გადავურჩებოდი.

_ გააღე კარი ლილუ!_ მის ხმაზეც ჟრუანტელმა დამიარა._გააღე ეს დედა...კარები!
ადგილიდან არ დავძრულვარ. იქნებ ცოტა ხანს მეცდია, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ ის ასე არ ფიქრობდა. რამდენიმე ძლიერი ბიძგის შემდეგ საკეტი მის სურვილს დაემორჩილა და ანჯამებიდან ამოვარდა.

_ ღმერთო მიშველე!_ რეალური საფრთხის წინ მდგარს ღმერთიც გამახსენდა. ადამიანის ფერი არ ედო სახეზე. ნელა მომიახლოვდა და თავზე სიკვდილის ანგელოზივით წამომადგა. მხრებში ხელები მაგრად ჩამავლო და შემანჯღრია.

_ ნენე ჩემი შვილია ლილუ?_ მკითხა ყინულივით ცივი ხმით. ხმა ვერ ამოვიღე და ხაფანგში გაბმული თაგვივით ავარიდე თვალი.

_ ეს როგორ დამიმალე გოგო?_ გაოგნებული იყო. არ ჯეროდა და მგონი ვერც იაზრებდა ვერაფერს. _ ასე როგორ მომექეცი? თან რის გამო? ამის დედაც ....! რის გამო?! იმიტომ რომ რაღაც მოგეჩვენა მაგ ჯიუტ თავში?! _
გაშლილი თითი შუბლზე მომაჭირა.

ისე მათვალიერებდა, თითქოს პირველად მხედავდა. მის თვალებში პირველად შევეჩეხე ამხელა სიბრაზეს ჩემს მიმართ. თავს ძლივს იკავებდა, რომ აკანკალებული თითები ჩემთვის ყელზე არ შემოეჭირა.

_ ჩემი თვალით დავინახე გესმის? ამ აივნიდან დავინახე... გავიგონე სროლის ხმა! გავიგონე რასაც ლაპარაკობდით, რასაც იმ უბედურს ემართლებოდით! იმიტომ რომ ვიღაც კახპა ვერ გაიყავით...

_ გაჩუმდი გესმის? გაჩუმდიმეთქი!_ მუჭი გამეტებით დასცხო ჩემ გვერდით კედელს. ხელზე კანი გადაუსკდა და კედელი წითლად შეიღება. შიშით შევკივლე და სახეზე ხელები ავიფარე.

_ ესეც არა?!_ მომესმა მისი ზიზღიანი ჩაცინება._ სახესაც იფარავ არა? გგონია შემიძლია...
ნერწყვი გადაყლაპა. სახეზე აფარებული ხელების გაწევა არ მინდოდა.

_ გამიშვი ლევან!_ ვუთხარი ხმის კანკალით. არ მსურდა მის წინ კედელთან მიმწყვდეულს მეტირა. მან კი ჩემი სიტყვები არასწორად გაიგო.

_ წადი სადაც გინდა, ამ წამიდან თავისუფალი ხარ, მაგრამ ჩემი შვილი აქ დარჩება, რადგან მისთვის სახიფათოა ახლა სხვაგან ყოფნა!_ ამოიოხრა და დაჭიმული მკლავები მოადუნა_ ახლა ორმაგად სახიფათოა! _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
ნელა მომშორდა და მე თითქოს საყრდენი დავკარგე. უკანმოუხედაგად გავიდა ოთახიხან. მე კი ძალა აღარ მეყო ფეხზე დგომისთვის და ნელა ჩავიკეცე კედელთან. ბედის ირონიით, ისევ მის გამო ვტიროდი. არადა წლების წინ დავიფიცე, რომ ერთ ცრემლასაც კი არ ვაღირსებდი მას.

8

ხდება ხოლმე, რომ საკუთარი თავის სიბრალულში წლები ისე გაივლიან, არათუ ვერ მიხვდები რომ შეცდომას უშვებ, არამედ სიამოვნების მიღებასაც კი ისწავლი ამ საშინელი, ბეჩავი გრძნობით. ისე ჩაეფლობი ამ ჭაობში, რომ უკანდასახევი გზისკენ აღარც კი გაიხედავ. მე ჯიუტად ვამტკიცებდი, რომ იასე არ მიყვარდა, საკუთარ თავს წლების მანძილზე ვუჩიჩინებდი ამას, რომ მოღალატე კაცის სიყვარული მხოლოდ სულელებს შეუძლიათ და ახლა, როცა ის ამდენად ახლოს იყო ჩემთან საკუთარ თავს ვეღარ ვაჯერებდი ამ ჩემგანვე მოგონილ სიმართლეს, მეშინოდა აღიარება, რომ მე სადღაც შეცდომა დავუშვი. რომ იასეც და ამდენი დროც ჩემი სისულელის გამო დავკარგე, რომ საკუთარი თავი დავიზიანე. მაგალითად ისევ ლევანი მყავდა, კაცი, რომელიც ოდესღაც ჩემსავით გაექცა პრობლემებს. კაცი, რომელმაც გამოსავალი ტყუილში ნახა და მე და ნენე დამცავ ფარად აგვიფარა. მაგრამ ბოლოს ლევანმაც კი გაიაზრა და აღიარა, რომ გაქცევა ლაჩრობაა. მოგვკიდა ხელი და უზრუნველი, მაგრამ ყალბი ცხოვრებიდან მწარე რეალობაში დაგვაბრუნა. რა თქმა უნდა გააზრებული ჰქონდა ლევანს, რა შედეგამდეც მიგვიყვანდა იასესთან შეხვედრა სამივეს, მაგრამ არ ეშინოდა.

_ რთულია ლუ ჩემი შვილობა ამ ქვეყანაში! მითხარი, როგორ გავიმეტო ჩემი ქალიშვილი ამისთვის?_ აღარც საკუთარ თავს ინდობდა. არც ძლივს დაბრუნებული საკუთარი ოჯახის დაკარგვა მიაჩნდა იმაზე მნიშვნელოვნად, ვიდრე ნენეს უღრუბლო მომავალი იყო. უყვარდა ლევანს ნენე. სწორედ ისე, როგორც მამას საკუთარი ქალიშვილი. სწორედ ამ სიყვარულში იყო ის ამაღლებული, და სწორედ ნენემ მისცა მას გამბედაობა, რომ ცხოვრება საკუთარი გაქცევით შეწყვეტილი აბზაციდან გაეგრძელებინა, რომ რეალურად ბედნიერი ყოფილიყო.

ერთხელ გეპეიში მივაკითხე ერთ მეგობარს. ის დრო იყო, სიგარეტის მოწევა ქალს რომ უსაქციელობად და დანაშაულად ეთვლებოდა. ან იქნება ახლაც ასეა? არ ვიცი. ჩემი მეგობარიც ეწეოდა სიგარეტს, როგორც სტუდენტების უმრავლესობა, არა სიამოვნებისთვის, არამედ იმიტომ რომ კარგი ტიპობა ეგონა. ახლა ესეც სასაცილოა, მაგრამ... ხოდა,
_ წამომყევიო!_ მთხოვა. გაურემონტებელ ჩამოფხავებულ შენობაში, სადაც ლიფტი მხოლოდ მესამეზე, მეექვსეზე და მეცხრეზე ჩერდებოდა, ხოლო ტუალეტიც მხოლოდ რამდენიმე სართულზე ფუნქციონირებდა გოგოების დიდი რიგი იდგა. შარდით დასვრილი, წუმპიანი იატაკის გვერდით ეწეოდნენ სიგარეტს. ეწეოდნენ სწრაფად და უსიამოდ სახედამანჭულები, რადგან შარდის მწკლარტე სუნით ყარდა იქაურობა. ეწეოდნენ ტიპობისთვის, მაგრამ არ ჰქონდათ გამბედაობა ეს თამამად გაეკეთებინათ, თუნდაც უნივერსიტეტის ეზოში. მაშინ გამიჩნდა კითხვა, თუ სიგარეტის მოწევა სიამოვნებაა, შეიძლება კი ეს სიამოვნება მიიღო შარდის სუნით აქოთებულ ტუალეტში?! ხოდა ცხოვრებაც ასეა, ლაფში არ უნდა ამოსვარო საკუთარი თავი სიამოვნების სახელით.

_ არ მოგენატრა თბილისი ლუუ?_ მკითხა ერთხელ ლევანმა, როცა საღამოს პარიზის ხედებს გავყურებდით, რომელიღაცა კაფის ვერანდიდან. განათებულ ქალაქს გადახედა.
_ რა არის ახლა ამაში ასეთი საოცარი? მაინც რით ჯობია პარიზი თბილისს? წლებია აქ ვცხოვრობ და ვერ მოვიხდინე აქაურობა! მაინც უცხოა და მაინც ვერ ჩაანაცვლა თბილისი.
_ რა გითხრა კორბენ, მე სინანულისთვის გულში ადგილი არ დავიტოვე!_ ვუპასუხე ღიმილით._ ჩემთვის სულ ერთია პარიზი იქნება, თბილისი, თუ პრაღა, მაინც ყველგან მოწყენილი ვარ.
_ შენ ჩემსავით თბილისს არ გამოქცევიხარ ლულუ! შენ ვისაც გამოექეცი, ის რომ გენატრება, მაგი უშენოდაც ვიცი! მეც შენსავით ვარ, სწორედ ჩემი მტანჯველი მენაკლისება!_ გაეღიმა თავისებურად ეშმაკურად.
_ ორი მაზოხისტი ღამის პარიზში!_ ხმამაღლა გადაიხარხარა მოულოდნელად.
_ ნეტავ შენი ოპტიმიზმის მესამედი მომცა!_ ვინატრე და როცა ისევ აბრჭყვიალებულ ქალაქს გადავხედე, სადღაც გულის ფსკერზე მეც ვიგრძენი მელანქოლია.
_ ვინმეს რომ ნამდვილად შეიყვარებდე, ალბათ დაგავიწყებდა სიყვარული თბილისს!_ ვუთხარი სევდიანად.
_ მე მგონი ზუსტად თბილისი მიყვარს ნამდვილი სიყვარულით! _ შევხედე და აღარ იღიმოდა. კარგა ხანს ვისხედით ჩუმად. ერთმანეთს ფიქრებს ვაცდიდით.
_ სადამდე ლუ?_მკითხა სიჩუმით დაღლილმა. ისევ ხუმრობდა, "გენატრებაო?" არ უთქვამს, უსიტყვოდ მივუხვდი.
_ გულს მაღლა, კორბენ! ჰა და ჰა გავთავდები!_ ვუპასუხე და თვალზე მომდგარ ცრემლს არ მივეცი დაბადების უფლება.

აივნიდან ვუყურებდი ეზოში გამართულ ფუსფუსს და ვფიქრობდი, რომ არა რიგი არასწორად განვითარებული მოვლენებისა, ვინ იცის ნენესაც ასეთი დაბადების დღე ჰქონოდა. უფრო სწორედ შესაძლოა ეს ყოფილიყო მისი დაბადების დღე, თორემ ლევანი არნახულ დღესასწაულებს აწყობდა ხოლმე. უბრალოდ მინდოდა დღეს ჩვენი ოჯახური ზეიმი ყოფილიყო. სადაც თანაბარი სიხარულით ჩავებმებოდით ყველა და მე ამ ოთახში არ ვიქნებოდი ნებაყოფლობით გამოკეტილი. მივხვდი ის ბანგივით სიმშვიდე მენატრებოდა

საღამოსთვის ყველაფერი გაამზადეს, ეზო მართლაც პატარა საცირკო წარმოდგენისთვის იყო მოწყობილი, შუაში მრგვალი მოედნით, კონტაქტური პაწაწინა ზოოპარკით, უამრავი ბუშტით და გასართობი ფერადი სივრცეებით, დაქირავებული ანიმატორებით. აივანზე მჯდარი გადავყურებდი ამ მხიარულ ფასუფუსს და ვფიქრობდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ბავშვი იასესთვის. რატომ იყო ამდენად მნიშვნელოვანი, რომ ასეთ გრანდიოზულ ზეიმს უწყობდა, თუ არა მისი საკუთარი ვაჟი. ის კი მაინც ბედავდა და მე მადანაშაულებდა ტყუილში.

ფიქრებიდან კარზე გაუბედავმა კაკუნმა გამომაფხიზლა. სულ არ მადარდებდა ვინ და რატომ მეძახდა. ყურადღებაც არ მიმიქცევია. კარის საკეტი ხომ ისედაც დაზიანებული იყო, გასაღებად წამოდგომაც კი არ იყო საჭირო.
_ ქალბატონო ლილუ!_ ლია იყო. ალბათ ძვირფასი უფროსის დავალებით მომიკითხა. ცოტა ხნის შემდეგ მომაბეზრებელი კაკუნი შეწყდა. ისევ ეზოს გადავხედე, ნენე ჭრელ პატარა პონს დაასეირნებდა. ისეთი ბედნიერი იყო, მისმა ღიმილმა საკუთარი საწუხარი გადამავიწყა.
_ დიდხანს აპირებ აქ დამალვას?_ ისე მოულოდნელად და უსე ახლოს მომესმა იასეს ხმა, ადგილზე შევხტი. _ მინდა, რომ დაბლა ჩამოხვიდე!
უბრალოდ ჩამეცინა. მისთვის არ შემიხედავს. მისი დანახვაც კი არ მინდოდა.

_ ლუ! რატომ იქცევი ასე?_ მომიახლოვდა ჩემ ახლოს ჩამოჯდა._ მითხარი რაზე ფიქრობ? იმის გარდა, რომ გძულვარ!
ძველებურად ესმოდა ჩემი უთქმელი ემოციები. აღარც უწინდელი სიბრაზე ემჩნეოდა ხმაში. ალბათ აფექტმა გაუარა და გაანალიზა, რომ არც ახლა იყო გვიანი მისთვის ბედნიერება.
_ ლუ!_ მაჯაზე თითები ფრთხილად შემახო. ისევ ეტყობოდა სილურჯის კვალი. _ შენ რაც სიმართლე გგონია, სიმართლესთან ახლოსაც არაა! არ ვიცი, როგორ დაიჯერე, რომ მე ის მოვკალი! ღირსი კი იყო, დამიჯერე! მაგრამ როცა შენ მყავდი, მე ვერ ვიქნებოდი ამდენად ეგოისტი! გესმის ჩემი?
ახლა იცი რას ვგრძნობ? ბედნიერება ვერ და არ იტევს ჩემს გრძნობებს. ასე მგონია ცას ხელით ავწვდები! და ამ ბედნიერების მომტანი შენ ხარ! მადლობა შენ ამისთვის!
ჩემი ხელი აიღო და თითებზე მაკოცა.
_ ნენე, ის უბრალოდ საოცარია! სასწაულია ლუ!

სწორედ იმ წამს, როცა ვცადე მისი სიტყვები სინამდვილედ მიმეღო და მეფიქრა, რომ ვტყუოდი მასთან. ეზოს მთავარი
ჭიშკარი გაიღო და შავი, დაბურულ მინიანი მანქანა შემოვიდა. გაჩერებულიც არ იყო წესიერად, რომ მანქანის კარი გაიღო და იქიდან ქერათმიანი პატარა ბიჭუნა გადმოხტა. სირბილით შევარდა მოწყობილ მოედანზე და მხიარულმა შემოჰკრა ტაში.
_ მამააა!_ დაუძახა მოულოდნელად იასეს_ სადა ხარ მამა?!
როგორც დენმა ისე დამიარა მისმა დაძახილმა სხეულში. სიცივემ კიდურები გამიყინა თითქოს. ხელი გამოვტაცე და ფეხზე წამოვდექი. მანქანიდან ეფექტური გარეგნობის ქალი გადმოვიდა. ისეთი, რომ დაინახავდი და მისი დანახვა გეამებოდა. ჯერ ეზო მოათვალიერა კმაყოფილი ღიმილით, შემდეგ სახლი, აივანზე მდგარ იასეს თვალი ჰკიდა და ხელი მხიარული ღიმილით დაუქნია. იასეს ავხედე, მანაც სრულებით მშვიდად უპასუხა სალამზე. შემდეგ მომიბრუნდა და ასეთივე სიმშვიდით მითხრა:

_ გთხოვ, ამ საღამოს არაფერი სისულელე არ ჩაიდინო ლუ! ხვალ კი ყველაფერს მე თვითონ აგიხსნი! ხვალამდეც მომითმინე გთხოვ!_ ძალა მოვიკრიბე და მშვიდი ღიმილით ვუპასუხე.
_ ჯანდაბამდე გზაც გქონია იასე!_ ამოიოხრა და ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა.

ეჭვიანობისგან დავბრმავდი. სიბრაზის ცეცხლი ისე მომედო და ისე აალდა ჩემს გონებაში, რომ ყველა საღი აზრის ჩანასახი ამოწვა და ამობუგა. "თავხედი, დამპალი, საზიზღარი კაცი!!!" ეს სიტყვები კომეტებივით მიელავდა გონებაში.
ერთი საღამოც კი აღარ ვაპირებდი ამ მასკარადში მონაწილეობას. მე და ნენე ამ სახლიდან უნდა წავსულიყავით და თუ ლევანი ჩათვლიდა, რომ უსაფრთხოდ არ ვიყავით, ბავშვიანად უკან საფრანგეთში გავბრუნდებოდი. იმაზე არ მიფიქრია, თუ როგორ გაგიჟდებოდა იასე. იმ წამს, სულ არ მაინტერესებდა მისი არც სიმშვიდე და არც სიგიჟე.
ვერაფრით ვაიძულე ჩემი თავი იმ ქალისთვის თვალი მომეშორებინა. გრაციოზული სიარულით დადიოდა ეზოს თავიდან ბოლოში. ყველა სტუმარს სათითაოდ ხვდებოდა, ესალმებოდა, ართობდა, რამდენჯერმე ნენესაც გადაუსვა თავზე ხელი. ისე იქცეოდა, როგორც სახლის ნამდვილ დიასახლისს შეეფერებოდა. ავდექი და კარადასთან მივედი. ყველაზე უბრალო სპორტულები ჩავიცვი და ნენესთვისაც გავამზადე პაწაწუნა ჩანთა. როცა წვეულება გახურდა, ოთახის კარი გამოვაღე და ჩანთააკიდებული მშვიდად დავეშვი კიბეზე. ჩემთვის არავის ეცალა. მით უფრო მას. იასეს კაბინეტში სინათლეს მოვკარი თვალი. ინსტიქტურად მივუახლოვდი და მისი ხმაც გავიგონე.

_ ნუ დამცინი ირმა! დიახ, ის სწორედ შენ გამო გაიქცა! რომ იცოდე შენზე საშინლად ეჭვიანობს! გაიცნო კი არა, ჯობია სახიფათო მანძილით არ მიუახლოვდე!_ მხიარული ხმა ჰქონდა იასეს. ესღა მაკლდა, აშკარა იყო ჩემზე ჭორაობდა თავის საყვარელთან.
_ რეალურად უფრო ლამაზია!_ სასიამოვნო ხმა ჰქონდა ქალს._ შენთვის ზედმეტად ლამაზიც კი! ასეთმა სიფრიფანამ ან როგორ გაგიძლო ნეტავ!
_ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოს ჩემო კარგო! პატარა კნუტიდან წამში შეუძლია მრისხანე ვეფხვად იქცეს და თვალები დაუნდობლად ამოგკაწროს! საოცრად სასტიკი ქალია!_ მხიარულად იცინოდა იასე.
_ ანუ ბოლო_ბოლოს იპოვნე არა?
_ ვიპოვნე, მაგრამ არ ვიცი... ვიპოვნე კიი?_ უცნაურად ჩაილაპარაკა ბოლოს _ საერთოდ არ გავს იმ ქალს, რომელიც დავკარგე! ხან მინდა, უბრალოდ იმ ლამაზ ყელზე მოვკიდო ხელი მოვუჭირო, დავახრჩო და დავისვენო! ფაქტია მაინც, ან ეგ მომკლავს, ან მე დავასწრებ!_ მის სიტყვებს იმ საძაგელი ქალის კისკისი მოჰყვა. მეტი აღარ მომისმენია. კარს ცივად მოვშორდი და კიბეები ჩავირბინე. ეზოში უცებ მოვკარი თვალი ბრჭყვიალა, ცისარტყელა, კაბაში გამოწყობილ ნენეს, იუბილართან თამაშობდა. ცხვირებზე კლოუნების წითელ მრგვალი ცხვირუკები მოერგოთ და სხვადასხვა ხმების იმიტაციას აკეთებდნენ. ბავშვებთან მივედი და მხიარულად მივესალმე მათ. არ მინდოდა ნენეს ჭირვეულობა დაეწყო და ვინმეს ყურადღება მიექცია.
_ დედა ეს ლუკასია! ჩემი მეგობარია!_ ნენეს ისე უხაროდა მისი გაცნობა. ტუჩი მოვიკვნიტე, ნუთუ დედმამიშვილები იყვნენ? ბავშვს დაბადების დღე მივულოცე. მადლობა მიპასუხა რუსული, თუ უკრაინული აქცენტით. იერითაც არ ჰგავდა ქართველს. მასაც ღია თვალისფერი ჰქონდა, მაგრამ არა ლურჯი. უფრო ცისფერი. ცხვირიც აშკარად დედისა გამოჰყოლოდა.
_ ნენე, შემდეგი წარმოდგენისთვის უნდა გამოვიცვალოთ!_ მივუბრუნდი შვილს.
_ მეც მინდა გამოცვლა!_ ხელი მომკიდა ლუკასმა. საკუთარი თავი შემძულდა, იმის ნაცვლად ხელი შემეწყო მათი ურთიერთობისთვის, ფაქტობრივად საკუთარ შვილს ვიპარავდი.
_ შენ ხომ იუბილარი ხარ! ამიტომ აქ უნდა დაგველოდო! ახლავე მოვალთ!_ ვუთხარი ბიჭუნას ღიმილით. ნენეს ხელი მოვკიდე და კარებისკენ წავიყოლე. ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ვატყუებდი. დაცვა წარმოდგენის ყურებაში იყო გართული და კართან არ იდგა. სწრაფად გავსხლტი ქუჩაში და სწრაფი ნაბიჯით დავუყევი დაღმართს. სანამ იასე მიხვდებოდა რამეს, რაც შეიძლება შორს უნდა წავსულიყავი. მობილური ავიღე და ლევანს დავურეკე. კინაღამ გაგიჟდა, გადაირია, სულ სულელი და დაუფიქრებელი მეძახა. მერე მიბრძანა სადმე თავი შემეფარებინა და მას დავლოდებოდი.
_ რამე რომ მოგივიდეთ! ნენეს რომ რამე მოუვიდეს, დაგახრჩობ იცოდე შე ჯიუტო ქალო!_ დააყოლა ბოლოს სანამ მობილურს გათიშავდა.
_ სად გავრბივართ დე?_ მკითხა აქოშინებულმა ნენემ._ გვაგვიანდება?
_ დროზე ნენე დროზე!_ დავაჩქარე მე. მივხვდი ტყუილი არ უნდა ყოფილიყო ლევანის ნერვიულობა. ვაიდა გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი გამოქცევით. რომ მივხვდი ნენე ვერ მიწყობდა ფეხს, ხელში ავიყვანე და ისე გავიქეცი. გაჩერებაზე მოვითქვი სული. ბავშვი სკამზე ჩამოვსვი და საკუთარ აკანკალებულ მუხლებს დავეყრდენი. უკვე საკმაოდ დაბინდებული იყო.
აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ ფეხებში მომყვა იასეს მანქანა. ჩემდა გასაკვირად სრულებით მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან.

_ ლილუ მანქანაში ჩაჯექი! ხმა არ ამოიღო იცოდე, სწრაფად! მოდი ნენე, _ ბავშვს გაუღიმა და თავისი ხელით ჩასვა უკანა სავარძელში._ მოდი ლუ!
მომიბრუნდა ისევ და ხელით მიმიხმო.
მივედი და დავჯექი. უკვე მეორედ აკეთებდა ამას. მაგრამ ამჯერად აშკარად ლევანმა დაურეკა და ჩვენი ადგილსამყოფელი უთხრა.
_ მისმინე! ვიცი, გავიგე, რომ არ გესმის რას და რატომ ვაკეთებ! ვერც გიხსნი, იმიტომ რომ მაინც არ დასჯერდები ჩემს ნათქვამს! ამიტომ ხვალ ერთ ადგილას წაგიყვან და ერთ ადამიანს განახებ! მანამდე კი გთხოვ საფრთხეში ნუ ჩაიგდებ თავს,მით უფრო ბავშვს! სახლიდან ნუ გახვალ! გაიგე რომ ის კაცი ხელწამოსაკრავი არაა!
ამ ერთხელ დამიჯერე გთხოვ! მე თუ არა, შენ ძვირფას ქმარს დაუჯერე, ამის დედა ვატირე!_ ხელი დაარტყა გაბრაზებულმა საჭეს._ ნუ თამაშობ გესმის? სახიფათოა!
გესმისმეთქი?
ხმა არ გამიცია
ისევ ფანჯარას გავხედე უინტერესოდ. ვიცოდი მასზე ჩემი დუმილი როგორც მოქმედებდა. წამში დამაბრუნა იმ თავის საძულველ სასახლეში. ნენე მანქანიდან გადავიდა და ისევ ბავშვებს შეუერთდა უკანმოუხედავად.
_ ლუ მისმინე.._ ლუკას ვუყურებდი, როგორ დასდევდა ჩემს გოგონას დასაჭერად და ისევ შემძულდა იასე.

მანქანიდან გადავედი და სიტყვა არ დავაცადე ისე მივაჯახუნე კარები.
კიბეები ავიარე და კიბის თავში მდგარ, გამომწვევად მომზირალ ქალს ზედ არ შევხედე, ისე შევიკეტე საკუთარ ოთახში. კარი დაუკაკუნებლად შემოაღო და შემოვიდა. გულში გავიფიქრე: " რა უტიფარი ქალიამეთქი!"
_ ღმერთო, ახლა მესმის რატომაც გიჟდება შენზე, დაუმორჩილებელი ქალები ყოველთვის იზიდავდა! მითხრა მან მხიარული სიცილით._ შენ ჩემზე არ უნდა ეჭვიანობდე მეგობარო!
მოვიდა და ჩემ გვერდით დადგა აივანზე.
_ არადა მესმის შენი! _ გაოცებით გავხედე._ რთულია გაუგებრობაში ყოფნა. მაგრამ ამას შენივე უსაფრთხოებისთვის აკეთებს. ჩემ გამო კი არ უნდა ინერვიულო! მე მხოლოდ კარგი მეგობარი ვარ!
ღირდა კი მისი სიტყვების ნდობა? ჩემი ყურით გავიგონე ბავშვმა "მამა" რომ დაუძახა. თუმცა კი ლევანი ამბობდა, რომ ზოგჯერ სმენამ შეიძლება მოგატყუოს. მაგრამ ამ შემთხვევაში იმდენად აშკარა იყო სიმართლე...
_ შეხედე მას!_ თავის გაქნევით მიმითითა ეზოს კიდისკენ. პატარა მოწნულ მაგიდასთან იჯდა იასე. ხელში პატარა ჭიქით და ჩვენ გვიყურებდა.
_ გინახავს ამაზე მეტად შეყვარებული კაცის თვალები?_ თუმცა საინტერესო იყო, ვის უყურებდა ის ამ თვალებით.
_ მან მე და ლუკას სიმშვიდე გვაჩუქა. და მისი სამუდამოდ მადლიერი ვარ, მინდა ბედნიერი იყოს. მიფიქრია თუ არა მასზე, როგორც კაცზე?_ უცნაურად ჩაეცინა._ დამიჯერებ, თუ არას გეტყვი?!
ყველაფერს მივცემდი, რომ ამ თვალებით , როგორც ახლა შენ გიყურებს, მე შემომხედავდეს! მაგრამ ეს არასდროს მოხდება! ერთ რამეს გეტყვი, რაც ვატყობ თავში აზრადაც არ მოგსვლია, მის კაბინეტში შედი. შედი და მიხვდები, რატომ არ შეხედავს ის სხვას ისე, როგორც თავისი ცხოვრების ერთადერთ ქალს უყურებს.ნუ იქნები მის მიმართ ასეთი მკაცრი! ის იმსახურებს ბედნიერებას!
შემომხედა და უცნაურად ჩაეღიმა.
_ ბედნიერებას გისურვებ პატარა ლუ!_ მითხრა ზურგი მაქცია და წავიდა
კარიც არ გაუხურავს ზურგს უკან. დავინახე, როგორ მიუახლოვდა იასეს. როგორ გაცვალეს რამდენიმე წინადადება. დავინახე, როგორ შეეცვალა სახე იასეს.
_ირმა!_ გავიგონე იასეს გამაფრთხილებელი ხმა. მან კი უბრალოდ გაიცინა და ზურგი აქცია იასეს. ამომხედა და თვალი ჩამიკრა.

როდის როდის დამთავრდა წვეულება. ირმა და ლუკა რა მანქანითაც მივიდნენ ისევ იმით გაბრუნდნენ უკან. მანქანა სავსე იყო უამრავი საჩუქრით. თუმცა უკვე ვეღარ ვხვდებოდი, თუ ეს ბიჭი იასეს შვილი იყო, რატომ უშვებდა სახლიდან. ნუთუ საფრთხე მას არ ემუქრებოდა?
ფეხაკრეფით შემოვიდა იასე ოთახში. გულზეახუტებული მოჰყავდა ჩემი... თავისი.... ჩვენი ქალიშვილი. ფრთხილად დააწვინა საწოლზე. ვარდისფერი ფეხსაცმელები გახადა და თხელი საბანიც მიფარა. მთლად ისე მოხერხებულად და ლამაზად ვერა, როგორც ლევანმა იცოდა ეს, მაგრამ მის მოქმედებაში აშკარად ჩანდა მამობრივი მოუქნელი მზრუნველობა და სიყვარული. ადგა და მძინარე ნენეს დახედა.
_ რამდენი რამე გამოვტოვე ნეტავ? ვერ ვნახე, როგორ აიდგა ფეხი, ვერ ვნახე, როგორ წავიდა ბაღში. ვბრაზობ შენზე ლუ! ძალიან ვბრაზობ! _ ვუყურებდი და ვერსად გავურბოდი მის მზერას. იქნება დათმობა ჯობდა? იქნება ცდად ღირდა? იქნება ყველაფერი ჯერ ისევ წინ იყო და არა უკან?
მომიახლოვდა და ჩემი ორივე ხელი მუჭებში მოიქცია.
_ ნუთუ სულ აღარ გიყვარვარ ლუ?

_ რას მალავ კაბინეტში?_ ვკითხე ინტერესით. გაეღიმა.
_ ჩემს საყვარელ ქალს!_ მიპასუხა თვალებმოჭუტულმა.
_ წამოდი გაგაცნობ!
ხელი დამავლო და კიბეებზე წამიყვანა. კაბინეტის წინ გაჩერდა და სერიოზულად მკითხა.
_ მზად ხარ?_ ვერ მივხვდი ხუმრობდა, თუ სერიოზულად ამბობდა. რა უნდოდა ქალს მის კაბინეტში. პასუხი რომ ვერ მიიღო გაეცინა. კარი გააღო და პირველი მე შემატარა. მიმოვიხედე. უბრალო ოთახი იყო, შავი სავარძელი, ხის მაგიდა, ერთი კარადა და დიდი უზარმაზარი დივანი იდგა. გაკვირვებულმა შევხედე.
_ უკან მიიხედე ლუ!_ თითის მიმანიშნა უკანა კედლისკენ. შევბრუნდი და გაოცებისგან თვალები გამოვქაჩე. მთელ კედელზე ეხატა ჩემი სურათი. არ გატყუებთ, მთლიანი კედელი, მისი სავარძლის პირისპირ ჩემს მომღიმარ სახეს, აფრიალებულ ცისფერ სარაფანს და ზღვის ტალღებს ეჭირათ.

_ ეს რა ჯანდაბაა იასე?_ ახლაღა გავიაზრე, რომ მთელი ეს წლები, მე რომ მის დავიწყებას ვცდილობდი, ის მთელი ძალით ცდილობდა ჩემი ერთი პატარა ნაკვთიც კი არ დავიწყებოდა. ალბათ რამდენი საათი გაატარა ამ ნახატის ყურებაში ....
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.

_ რაო, არ თქვა რომ ახლა ამაზეც ეჭვიანობ!_ ხელები მომხვია და ზურგზე ამეკრა._ კი ლუ! ასე გიყურებდი და მენატრებოდი! წარმოვიდგენდი, რომ აქ მყავდი, წარმოვიდგენდი რომ მე მეკუთვნოდი. იცი მაინც რამდენჯერ გამიშიშვლებიხარ ჩემსავე ოცნებებში?
კისერში მაკოცა, მერე მხარზე, მერე ლოყაზე. მის ხელებს მაისურის ქვეშ ვგრძნობდი, მოღალატე სხეული მის შეხებაზე კრთოდა.

_ მე დავიფიცე ლუ, რომ ერთ დღეს სწორედ აქ დავიბრუნებდი შენს თავს! და სამაგიეროს გადაგიხდიდი შენსავე თვალწინ! _ ჩემ წინ დადგა და ხელებით სახე დამიჭირა, რომ მის მზერას არ გავქცეოდი.
_ შენ სულ გარბიხარ ლუ! სულ მტოვებ! მე კი არ შემიძლია შენგან წასვლა, მაშინაც არ შემიძლია, როცა მძულხარ!_ დაიხარა და მაკოცა.
_ მეც ზუსტად ისე მძულხარ, როგორც შენ!_ გაეღიმა საკუთარ სიტყვებზე. რა იქნებოდა მხოლოდ ერთხელ თუ ვიქნებოდი საკუთარ გრძნობებთან გულახდილი?! რაც არ უნდა მომხდარიყო ამ ღამის მერე, მე მასზე უარის თქმა არ მსურდა. ხელები ყელზე მოვხვიე. იმ უზარმაზარ სურათს გახედა.
_ აი ახლა მიყურე პატარა ლუ!_ უთხრა მას და ხელში ამიტაცა.
არ მახსოვს, როგორ გავხადე პერანგი, არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მის დივანზე მისსავე კალთაში. მხოლოდ ის მახსოვს, რომ სულწასულად მსურდა, მწყუროდა და მშიოდა ეს კაცი. ფეხებზე მეკიდა საკუთარი თავიც და მთელი დანარჩენი სამყაროც, მხოლოდ სურვილი არსებობდა, დაუცხრომელი და წლების მანძილზე მარტოობით ნასაზრდოები საყვარელი ადამიანის არაადამიანური სურვილი....

სიჩუმეს, მყუდროებას და სიმშვიდეს ჰაერთან ერთად ვსუნთქავდი და მის მკლავზე თავდადებული ვგრძნობდი, როგორ იშლებოდა ჩემს სხეულში მილიონობით ყვავილი. თავიდან ვიხსენებდი რამდენად საოცარი გრძნობაა, საკუთარი არსების იმ ადამიანით ავსება, ვინც შენი სამყაროს მიჯნაა...

_შეხედე ლუ!_ თითით შუშის კედლის მიღმა მჯდარ კაცზე მიმითითა იასემ. _ კარგად შეხედე, ცნობ მას?
თავი ავწიე და მინის უკან მჯდომს დავაკვირდი. სანამ სახე არ ასწია ვერაფრით მივხვდი ვის ვუყურებდი, მაგრამ როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა მაშინვე ვიცანი. გულზე ხელი მივიჭირე და ხმადაბლა დავიკივლე. ის იყო!
მისი თვალების ცნობა წამითაც არ გამჭირვებია. რადგან იმ წლების მანძილზე ეს თვალები ლამის ყოვლ ღამე მაღვიძებდნენ. მსაყვედურობდნენ, რომ მას არ დავეხმარე და სასიკვდილოდ გავწირე. ახლა კი სამყარო უკუღმა დადგა.
_ ის ცოცხალია?_ ამოვიკვნესე მე და ვერ მივხვდი, ამის გაცნობიერებით შვება ვიგრძენი, თუ პირიქით...
9

_ გაიცანი ლილუ, ეს ამირან ჩაფიძე, იგივე არო!_ ისეთი გესლი დაატანა სიტყვებს იასემ, ენის წვერზე ვიგრძენი მათი სიმწარე. ისე ვათვალიერებდი აროს, როგორც ყველაზე არასასურველ, მაგრამ მაინც მომხდარ სასწაულს. თვალი თვალში რომ გამიყარა. წამის მეასედში დავბრუნდი იმ საშინელ მოგონებებში.

_ ხედავ არო? წლების შემდეგაც კი მიშლი მშვიდ ცხოვრებას, იქნება ჯობდა იმ ღამეს სხვანაირად დაგვესრულებინა ეგ შენი დამპალი სიცოცხლე? და შენი ძმაც დაგვეყოლებინა ზედ?!_ მის პირდაპირ ჩამოჯდა იასე.

_ რატომღაც მეგონა წლების მერე მაინც გაუგებდი! დაკარგულ სიყვარულთან დაკავშირებით, ახლა შენც საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს! მითხარი, რას იზამდი, თუ შენს ქალს ვინმე მისნაირი წაგართმევდა?! მე ახლა უკეთ მესმის ჩემი ძმის მაშინდელი გააფთრება!_ ხმა შეცვლოდა, უჩვეულო სევდა გარეოდა, აღარ იყო ის პატარა მშიშარა ბიჭი, ვინც იმ ღამეს ვნახე. ახლა ჩემ წინ მაღალი კაცი იჯდა, ნავარჯიშები სხეულით, ლამის მთლად ქერა თმით და ცისფერი თვალების უცნაურად სევდიანი მზერით. ვიღაცა მომაგონა მისმა თვალის უჩვეულო ფერმა. მაგრამ ისე ვღელავდი, ვერაფრით გავიხსენე ვინ._ გამარჯობა ლილუ, სწორედ თქვენ უნდა გიმადლოდეთ დღეს რომ ცოცხალი ვარ!
გაოცებულმა საჩვენებელი თითი მკერდზე მივიჭირე. ვერ მივხვდი მე რა შუაში ვიყავი მის გადარჩენასთან. აროს გაეცინა.

_როგორც ჩანს, თქვენ არ იცით, რანაირი იყო ის თქვენამდე!_ თავი იასესკენ გააქნია.

_თქვენსავით მაინც არასდროს დავცემულვარ!_ ხმა ზიზღით აევსო იასეს._ ორსული ქალის მოკვლას არასდროს გავივლებდი აზრად.

რომ დავფიქრდი, მართალიც იყო. მე იასეზე სულაც არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად მის წარსულზე. წესიერად მის მშობლებსაც კი არ ვიცნობდი. ქორწილამდე სულ რამდენჯერმე მყავდნენ ნანახი. ქორწილის შემდეგაც დიდად არ ვურთიერთობდით. ვიცოდი, რომ ადრე თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა და სასწრაფოდ უკრაინაში გადაცხოვრდნენ. ბოლოს კი სულაც გაიყარნენ. იასეს დედა საზღვარგარეთ გაემგზავრა და უკან არ დაბრუნებულა. ათასში ერთხელ ტელეფონით საუბრობდნენ. არ უყვარდა იასეს მშობლებზე საუბარი, მით უფრო მამაზე, რომელიც ერთ დროს პოლიტიკაშიც კი იყო გარეული. არ მიკითხავს რატომ და რის გამო ჰქონდა მშობლებთან ასეთი ნეიტრალური დამოკიდებულება. იმიტომ არა, რომ არ მაინტერესებდა, უბრალოდ იასე ამბობდა, რომ ზოგჯერ სიმშვიდისთვის ჯობდა თუ ჩავლილ და წარსულში მიტოვებულ შეცდომებს უკან აღარ მივუბრუნდებოდით. მე კი ისე ვიყავი დაბრმავებული საკუთარი ბედნიერებით, რომ ყველაზე ცხად ამბებსაც კი უაზრო ჭორებად მივიჩნევდი და ნეგატივს გულში არ ვუშვებდი.
ხშირად წერდნენ გაზეთები და დრო და დრო გადაცემებშიც განიხილავდნენ იასეს მამას. ამბობდნენ, რომ წარმატებული ქართველი ბიზნესმენი, რომელიც სამშობლოდან მასზე დაკისრებულ სანქციებს უკრაინაში დაემალა, ცოლს ოფიციალურად გაშორდა და ახლა თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა. რომ არაფერს იკლებდა, რომ საყვარელს საყვარელზე იცვლიდა და ისევ ძველებურად იყო გარეული უკანონო მაფიოზურ საქმეებში. სწორედ კანონგარეშედ გამოცხადებულ ჩაფიძესთან მის აშკარა მეგობრობაზე წერდნენ იმ ხანად ჟურნალისტები.

_ თავისას არ იშლის! ხომ გესმის ანდრო რას აკეთებს? _ მისი ხმის ტონზე ვხვდებოდი, ისევ მამამისის გამო ბრაზობდა. მით უფრო ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ნერვიულობდა ამის გამო.
_ კოვალის მფარველობის იმედი აქვს, კიდევ რამდენიმე იქაურ ოლიგარქთან ურთიერთობს! ჩაფიძესთან საკმაოდ სახიფათო თამაში წამოიწყო. არა მგონია იაგოსთან ეს თამაშები სასიკეთო იყოს მისთვის,სულელი კაცი არაა იაგო. კოვალი კი იაგოს დედის ძმაა, ხოდა ერთმანეთს კი ვერ იტანენ, მაგრამ მგელი მგლის ტყავს არ დახევს გესმის? უკრაინელები მაშინვე მიატოვებენ ზურაბიჩს, როგორც კი მისგან სარგებელს ვერ მიიღებენ? ვატყობ ისევ შენი თავშისახლელი გახდება ბოლოს!_ მშვიდი ხმით პასუხობდა ანდრო. არ მესიამოვნა მათი საუბარი და არც მათ ხმაში ამოკითხული რეალური საფრთხე და ნერვიულობა. ამიტომ კაბინეტს სწრაფად მოვშორდი და გარეთ გავედი.

_ აბა, რანაირი იყავი ჩემამდე?_ ვკითხე და მთელი ტანით შევბრუნდი მისკენ. მახსოვდა მისი გაცნობა, დეტალებამდე მახსოვდა, როგორი მონდომებით ქმნიდა იმის ჩანასახს, რასაც ახლა ფლობდა. მახსოვდა მისი მუდმივი მოუცლელობა, დაღლილობა, სიჯიუტე და შეუპოვრობა. მახსოვდა, როგორი დაღლილი ბრუნდებოდა სახლში. როგორ წვებოდა ჩემს გვერდით, როგორ მხვევდა ხელებს და დაღლილობას დაუღლელი ალერსით იქარვებდა.
გამოდის მაშინ იყო რაღაც, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა, ან მქონდა, მაგრამ თვალის დახუჭვას ვამჯობინებდი.

_ არ მინდოდა შენ ოდესმე ჩემი ეგ მხარე გაგეცნო და ჩემზე წარმოდგენა შეგცვლოდა! ბევრი ვცადე ლუ, მაგრამ მამაჩემის საცეცები ვერ ავიცილე. იქ ისეთი ხალხი გადაიმტერა, აღარ დაედგომებოდა, აქ დაბრუნებაც არ გამოდიოდა. ჩაფიძეს ყველაზე მთავარი რამ წაართვა, თუმცა ამას მთლად წართმევაც არ ერქვა. ირმა ახალგაზრდა ამბიციური ქალი იყო. იცოდა იაგო მას ცოლად არასდროს მოიყვანდა მისი საქმიანობის გამო, მას კი გარკვეული სტაბილურობა სურდა. მამაჩემში სწორედ ის კაცი დაინახა, ვინც ცხოვრებაში ამ სტაბილურობას მოუტანდა და ბოლო_ ბოლო მასაც ვიღაცის საყვარელი კი არა, პატივსაცემი მეუღლე ერქმეოდა. თუმცა ვერ გათვალა ყოფილი საყვარლის სისასტიკე და შურისმაძიებლობა. იაგომ სასჯელის ასასრულებლად არც მეტი, არც ნაკლები არო გაგზავნა. თუმცა აროს ბოლო წამს ხელი აუკანკალდა. არც ასეთი წყალწაღებული აღმოჩნდა, მის ძმას რომ ეგონა. ამიტომ ორსული ირმას ნაცვლად მამაჩემს ესროლა. ამიტომ ზის ახლა იქ..._ ვიჯექი და თავი რომელიღაც მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა.

_ რა ჯანდაბას მიყვები იასე?_ ვკითხე გაოგნებულმა._ თუ ასეა, იმ ბავშვმა მამა რატომ დაგიძახა?
_ იმიტომ რომ ჩემს მეტი არავინ არ ჰყავს, და მისთვის იქნებ ჯობია, მე ვიყო მისი მამა! ის ჩემსავით მარტოსულია ლუ! ამიტომ მისთვის ის ვიქნები, ვინც თავად ენდომება, რომ ვიყო! მამის ვალებს , როგორ წესია შვილები იხდიან ლუ! უბრალოდ ადამიანურად შევიბრალე ირმა, დაახლოებით ისე, როგორც შენ ლევანმა!

შევკრთი და თვალი სწრაფად ავარიდე. ფანჯარას გავხედე. სწრაფად ცვლიდნენ განათების ბოძები ერთმანეთს. ერთი შეხედვით ისე, თითქოს ის წლები იყვნენ, რაც ქარს გავატანე. მიფრინავდნენ და უკან აღარასდროს დაბრუნდებოდნენ.

_ რატომ მალავ ამ ამბავს იასე? ნუთუ ახლაც არსებობს საფრთხე?_ საუბარი ლევანიდან ისევ ძველ თემაზე დავაბრუნე. უეცრად გონება გამინათდა, ისე თითქოს ასობით ნათურა აჩახჩახდა ჩემს ტვინში.
_ ღმერთო ჩემო!_ სწრაფად ამოვიღე მობილური და გუგლში იაგო ჩაფიძის სახელი და გვარი ჩავწერე. მისი სურათი გავხსენი და ხელი გულზე მივიჭირე გაოგნებულმა._ ეს ხომ... აი ვის მაგონებდა! აი რატომ მივამსგავსე!
ლუკასი იაგოს შვილია არა?!

შევყვირე მთელი ხმით. ხმა არ გაუცია იასეს. დაძაბული იყურებოდა წინ. აი რატომ იყო ასეთი მადლიერი მისი ირმა, აი რა გადარჩენაზე საუბრობდა.

_ შენ ლუკასს მამამისისგან მალავ? გაგიჟდი ? გაგიჟდი მეთქი?_ ვეღარც კი ვყვიროდი._ რატომ? რატომ?

_ ყოველთვის ასეთი ჭკვიანი გოგო მყავდი!_ ხელით ლოყაზე მომეფერა და ისევ გზას გახედა.

_ ხომ ხვდები რას უზამს იაგო ირმას სიმართლე რომ გაიგოს? ბავშვს უბრალოდ წაართმევს და მას... არ ვიცი, ალბათ უბრალოდ გააქრობს._ თითები საჭეზე ააკაკუნა._ წარმოიდგინე, მეც რომ იაგოსავით შეუბრალებელი ვიყო და იმისთვის, რაც შენ გამიკეთე, ისე ვიძიო შური, როგორც ის გააკეთებს ამას.
ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი ვუთხარი პასუხად.

სახლში ისე დავბრუნდით, ხმა აღარ ამომიღია. ისიც დუმდა საკუთარ ფიქრებში გართული. კიდევ ერთხელ დავფიქრდი და გულწრფელად შემეცოდა ირმა. დაშვებულ შეცდომებზე აქამდე უწევდა პასუხისგება. როგორ წავიდოდა მისი ცხოვრება რომ არა იასეს გულმოწყალება? როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება რომ არა ლევანის გულმოწყალება?! მისმა მსგავსმა ბედისწერამ ჩემი ქალური სოლიდარობა წინ წამოსწია. რას ვიზამდი ახლა რომ იაგოს მსგავსი მანიაკი მყოლოდა გადაკიდებული? შიშით გამაკანკალა. სიმწრით გამეღიმა. უკვე აღარც მის თვალებში დანახული გრძნობები მიკვირდა, რამხელა მადლიერებას ვგრძნობდი მე ლავანის მიმართ და რა გასაკვირი იყო, რომ მას იასეს მიმართ გასჩენოდა რაღაც გრძნობა. ის ხომ მისთვის არანაკლები იყო, ვიდრე მხსნელი.
მობილური ამოვიღე და ჩემს კორბენს მივწერე:
„ მომენატრე, მეც და ნენესაც და გვნახე ამ დღეებში!“ პასუხად ღიმილები და გულები გამომიგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ კი „ჩემი გოგო ჩამიკოცნე და უთხარი, რომ მამიკო მალე ყველაფერს მოაგვარებს და მაგრად ჩაეხუტებათქო!“ მომწერა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მხოლოდ ამისთვის ღირდა ჩემი გაქცევა, რომ ნენეს ლევანი ჰყოლოდა და ლევანს კი მისი ქალიშვილი.
ფეხშველა უხმაუროდ გავუყევი დერეფანს. ნენეს ოთახიდან მხიარული ხითხითი ისმოდა.

_ ჩემი მამიკო ასე აკეთებს! აი ასე! თითი აქ მოხარე! აი ასე!_ რაღაც მითითებებს იძლეოდა ნენე ჩვეული მბრძანებლური ტონით. რამდენჯერ მიფიქრია, ამ ტონის გამო, რომ გენეტიკა არსად იკარგებოდა. ლევანი სულ ასწავლიდა, რომ მიმტევებელი ყოფილიყო სხვების მიმართ, რომ წყენა გულში არ ჩაედო და სამაგიეროს გადახდა არასდროს ეჩქარა. ნენე კეთილი გოგონა იყო ნამდვილად, მაგრამ ამასთან ერთად პატარა დიქტატორიც. ჩუმად შევიჭყიტე ოთახში. ზურგს უკან ფანარი აენთოთ და თითებით ჩრდილების თეატრს თამაშობდნენ. ლევანი ამაში საოცრად ნიჭიერი იყო. გახმოვანებაც და ფიგურების შექმნაც ერთიანად ლამაზად გამოსდიოდა, ალბათ გამოცდილება თავისას შვებოდა. მაგრამ იასეს არაფრით გამოსდიოდა, ამიტომაც ხითხითებდა ასე ის ეშმაკუნა და შეუბრალებლად დასცინოდა საწყალ იასეს, რომელიც წყენას ვერაფრით ფარავდა.
ვუყურებდი მათ და სულში სიმყუდროვე მეღვრებოდა. რამდენჯერ წარმომიდგენია მსგავსი სურათი. ჩემს ფანტაზიებში ჩვენ ხომ სულ ერთად ვცხოვრობდით.

_ დამცინი არა პატარა დედოფალა!_ ხელი დაავლო იასემ ნენეს და მაღლა შეაფრიალა. _ მოიცადე შენ! ასე იცის შენმა მამიკომ?
ხალიჩაზე დააწვინა ბავშვი და გვერდებში და კისერში მოუღუტუნა. ისევ აკისკისდა ნენე.
გულზე დამაწვა მისი ნათქვამი: „შენმა მამიკომ“ თავისდაუნებურად ამ სიტყვაში ჩაატია იასემ ლევანისადმი ღრმა პატივისცემა. არ იყო ძნელი შესამჩნევი, თუ როგორ უყვარდა ნენეს ლევანი და ისიც მარტივი ამოსაცნობი იყო, რომ ამ სიყვარულს ასე უბრალოდ ვერავინ დაიმსახურებდა.

უკან გამოვბრუნდი, არ მინდოდა მათი მამაშვილური იდილია დამერღვია. ისედაც მთელი ხუთი წელი მემართა იასესთვის წართმეული.
უკან, ჩემს ოთახში დავბრუნდი. აივნის კარები გავაღე და პირდაპირ იატაკზე ჩავჯექი. „ნეტავ ახლა რა მოხდება?“ ვკითხე საკუთარ თავს. არასდროს მჯეროდა, რომ დაკარგულ ნდობას და მიყენებულ იარებს დავივიწყებდით ან მე, ან ის. ახლა მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა? არ ვიცოდი, მაგრამ ვერც ის წარმომედგინა, რომ ასე უბრალოდ გავაგრძელებდით აქ ერთად ცხოვრებას. რა პირით უნდა მეთხოვა მისთვის პატიება? ან გინდაც გვეცადა, ვაითუ რაღაც პერიოდის შემდეგ მოვბეზრებოდი? ხომ თავად თქვა, რომ ის ქალი აღარ ვიყავი, ვისაც იცნობდა? ნენეს გამო არ იტყოდა ჩემზე უარს, მაგრამ არ მსურდა მხოლოდ ბავშვი ყოფილიყო ჩვენ შორის გაბმული ხიდი. ახლა უკვე სიგიჟემდე მსურდა, რომ მას ძველებურად ვყვარებოდი. სახე მუხლებზე მოხვეულ მკლავებში ჩავმალე და ამოვიოხრე.

_ რა მოხდა ლუ? რატომ მოგიწყენია?_ მომესმა მისი ხმა ზურგს უკან._ მანდ რატომ ზიხარ? ნიავია, მოდი ჩემთან, თორემ გაცივდები!
ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ბავშვი ვიყავი. მე კი მსურდა ქალად აღვექვი. სასურველ ქალად და არა ბავშვად, ან შვილის დედად, ან ყოფილ ცოლად.

_ თავი დამანებე!_ ვუპასუხე გაბრაზებულმა.
გავიგონე, როგორ გაეცინა. ამ ჩაცინებამ უარესად მომიშალა ნერვები. ნელა ავდექი ფეხზე და გრძელი კაბა ჩამოვისწორე ხელით.
_ რატომ იცინი?_ ვკითხე ბრაზით.
_ მიხარია!_ მიპასუხა და უდარდელად გადაწვა ჩემს საწოლზე.
_ რა გიხარია?
_ რომ აქ ხარ, რომ ბრაზობ და მე რომ ვარ ამის მიზეზი!_ იდაყვებზე წამოიწია. ისე მომინდა მივვარდნილიყავი და გულში ჩამეკრა. დამეკოცნა და ტკენოდა ჩემი ყოველი კოცნა, რომ ასე დამეჯერებინა მისი დაბრუნება ჩემს ცხოვრებაში. მინდოდა რომ თავადაც მოეხვია მკლავები ჩემთვის და ეთქვა, რომ უჩემოდ ვერ ისუნთქებდა! სახეზე ტკივილმა გადამიარა. ეს დღე ხომ მე თავად დავიყენე, დღე როცა არ მქონოდა მასთან შეხების უფლება! თვალები ცრემლებით ამევსო. მაგრად დავხუჭე, რომ მას არ დაენახა , მაგრამ ვერ მივასწარი. ცხელი ცრემლები ლოყებზე გამომექცნენ.

_ რა მოხდა ლუ?_ მკითხა. საწოლზე წამოიწია და მაჯაში ჩამკიდა ხელი. _ შემომხედე ლუ!
თვალები არ გავახილე და თავი უარის ნიშნად გავაქნიე. ხელები წელზე მომხვია და სულ ოდნავ მომიჭირა.

_ რა საოცარი ვინმე ხარ თუ იცი? ხან ისეთი ჭკვიანი ხარ, გულში ღრმად დაფარულ საიდუმლოს უთქმელად ხვდები, ხან ისეთი მიუხვედრელი, თვალწინ გაქვს ყველაფერი და ვერაფერს ხედავ! ახლაც რაღაც მოიგონე არა ? შენი თავი რაღაცაში დააჯერე, თან რაღაც წარმოუდგენელ სისულელეში და ამის ხმამაღლა აღიარების გრცხვენია!_ წამოიწია და ყელში მაკოცა. მერე ნიკაპზე, მერე ტუჩებში. _ მომეფერე რა ლუ! მომეფერე და დამაჯერე, რომ ეს ყველაფერი არ მეჩვენება! რომ აქ ხარ, რომ ჩემი ხარ და რომ არასდროს დამტოვებ! მომეფერე ლუ!
ხელებში ხელი მომკიდა და კისერზე მოიხვია.

_ გინდა ვიცეკვოთ ლუ?_ ღიმილით ჩამხედა თვალებში. ვუყურებდი და არ მჯეროდა. არ მჯეროდა, რომ მე ასეთი თავქარიანი, იმპულსური და სულელი ქალი მას ვიმსახურებდი. ვუყურებდი და მსურდა ის სიტყვა მეთქვა, წლების მანძილზე რომ მაწამებდა. ყოველღამ რომ ვჩურჩულებდი სიცარიელეში და ოცნებასაც ვეღარ ვბედავდი, რომ ოდესმე ადრესატი გაიგონებდა. ტუჩებზე მადგა, მაგრამ თქმას ვერ ვბედავდი.

_ მითხარი ლულუ!_ მითხრა ჩურჩულით. მას ისევ ესმოდა ჩემი დუმილის. ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ მაინც ხმამაღლა მოსმენა სურდა. ალბათ მასაც არ ეგონა, რომ ღამით ნიავის მოტანილ სიტყვას, რეალურადაც ვეტყოდი ოდესმე.

_ მიყვარხარ!_ ისე დასცდა ჩემს ტუჩებს, თითქოს მე კი არა, ჩემმა გულისხმამ დაილაპარაკა.

_ საძაგელი, სულელი, სულსწრაფი ქალი ამბობს ამას?_ეშმაკურად მოჭუტა უთქმელი საიდუმლოსავით ღურჯი თვალები. მე მხოლოდ თავი დავუქნიე. გულში ჩამიხუტა და სანამ მაკოცებდა ღიმილით მითხრა:

_ მძულს ეს მონაზვნური კაბა, ასე რომ გმალავს, მთელი დღეა გამაწამა, ხოდა ახლავე გადამიხდის სამაგიეროს!_ ხელები მოკიდა კაბას და ერთი მოძრაობით გახია შუაზე.
_ იასე!_ მოულოდნელობისგან უკან გავიწიე. მშიერი მზერით შემათვალიერა.
_ ჯანდაბა ლუ! რატომ ხარ ასეთი ლამაზი?!_ ჩაილაპარაკა ხმაარეულმა და ხელში ამიტაცა.....



10

_ლუ მინდა მასზე მომიყვე!_ ცდილობდა უბრალოდ ეთქვა, მაგრამ მის ხმას ფარული სიბრაზე მაინც ემჩნეოდა. ზურგზე იწვა და ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოწყობილი. საძინებლის ჭერზე მოთამაშე ჩრდილებს ისე უყურებდა, თითქოს იქ კითხულობდა იმას, რის მოყოლასაც ჩემგან ითხოვდა._ ვინ არის ლევანი? და რა ურთიერთობა გაქვთ?
ოღონდ ქმარიაო არ დაიწყო ახლა, არ გადამრიო!
დავფიქრდი. მქონდა კი უფლება ლევანის პირადი მისთვის ლანგრით მიმერთმია?! რა საკვირველი იყო, რომ არა! ჩამეცინა. ამის თქმის გარეშე კი ერთ სიტყვასაც არ დაიჯერებდა.

_ ლევანი მეგობარია! მეგობარი, რომელმაც უბრალოდ დახმარების ხელი გამომიწოდა!_ ვუპასუხე შეძლებისდაგვარად უემოციოდ.

_ მეგობრი?_ ჩაეცინა ირონიულად.
_ ხო, რატომ გიკვირს? შენც ხომ გყავს შენი ირმა!_ „შენის“ ხაზი მკვეთრად გავუსვი.

_ "ჩემს" ირმასთან ისეთმა გარემოებებმა დამაკავშირა, რომ .... _ წამოიწია და ზემოდან დამხედა._ რას მიმალავ ლუ? გიცნობ, ვიცი რაღაცას არ მეუბნები!
თვალი ავარიდე და ზურგი შევაქციე.

_ სულელი არ ვარ, ვამჩნევ როგორი განსაკუთრებულია შენთვის, ხოდა მაინტერესებს ვინაა ასეთი? რით დაიმსახურა შენი ის ნდობა და ერთგულება, რომელიც მე არ მაღირსე!_ უცებ რატომღაც სიბრაზემ ამიტანა. ნდობაზე მელაპარაკებოდა კაცი, რომელსაც ზურგს უკან მთელი მაფიოზური კლანი ედგა თურმე და ერთგულებას იმ ქალს მიწუნებდა, წლების მანძილზე ფიქრშიც რომ არ გამივლია მისი ღალატი.

_ ან შენ ადექი და გადი ოთახიდან, ან მე გავალ!_ ვუთხარი ცივად და ასადგომად წამოვიწიე. ხელზე დამქაჩა და ზემოდან მომექცა. ისეთი ხარბი მზერით დამხედა, თითქოს მისთვის ჩემს მეტი საცდური არც არსებობდა ამ ქვეყანაზე.

_ ოჰ, ბრაზობ კიდეც? ახლა შენი თავი რომ დაგანახა, მიხვდებოდი, რომ ის ქალი არ ხარ, ვისთანაც ლევანისნაირ კაცებს უმწიკვლო მეგობრობა ყოფნით!_ დაიხარა და ყელში მაკოცა._ გავიდე? კი როგორ არა! სულ მაგას ვფიქრობ, რომ ახლა ავდგე და გავიდე და მაშინ, როცა ასე ახლოს მყავხარ და შენი დაგემოვნების ნაცვლად სადღაც კუთხეში მიგდებულს მინდოდე! აწი წასვლა რომც მოინდომო, მე აღარ გაგიშვებ!

_ რაო ხომ არ ეჭვიანობ?_ ვუთხარი და მკლავზე ვაკოცე. მისი გაგიჟება მინდოდა. მინდოდა ისე შეშლილიყო ჭკუიდან, რომ წლების მანძილზე ნანატრი ყველა სიგიჟე იმ წამს ერთიანად ჩაედინა.

_ შენ ყველაზე აუტანელი ქალი ხარ მსოფლიოში და ვერ ვხვდები მილიონობით ლამაზი, თბილი და მორჩილი ქალიდან, რაღა მაინცდამაინც შენ გადაგიკიდე?_ მისი ყველა შეხება ნაპერწკალივით მივლიდა სხეულში.
_ მორჩილება მოგწონს ბატონო იასე?_ ვკითხე მაცდური ღიმილით.

_მძულხარ და თან თავს ვკარგავ შენ გამო ლუ!_ მითხრა და პასუხის გაცემა არ დამაცალა, სუნთქვაც კი შემიკრა კოცნებით. ისეთივე არანორმალური იყო მისი კოცნა, როგორიც ის თავად.

_ საღამო მშვიდობისა ოჯახო!_ ისეთი უდარდელი სახით შემოაბიჯა ლევანმა მისაღებში, თითქოს საკუთარი სახლის კარი შემოაღო. მის დანახვაზე ტუჩები უთქმელი ზიზღით დაემანჭა იასეს. ლევანმა კი ვითომ აქ არაფერიო, ისე გაიხადა ქურთუკი, იქვე დივნის საზურგეზე მიაგდო, წელზე ხელი მომხვია და ჩემთან ერთად უდარდელად გაიშხლართა ზედ. აშკარად ვიცოდი იასეს აგიჟებდა და თავად მაგრად ხალისობდა ამით.

_ აბა როგორ ხარ ცოლუკა? არ მოგენატრე გიჟო?_ მკითხა ხმამაღლა და მხიარულად თვალი ჩამიკრა._ აბა გეღირსა როგორც იქნა და არ იქნა მაგ ქვა და კლდე კაცის ალერსი?
ჩამჩურჩულა ყურში ეშმაკურად და თავი ისე მოაჩვენა სახეშეშლილ იასეს, თითქოს მკოცნიდა.
_კორბენ გაჩერდი!_ ვუთხარი და თავი ვერ შევიკავე, რომ არ ავხარხარებულიყავი მის დამპლურ თამაშზე.

_ კორბენ?_ მაშინვე აკრიფა იასემ. _ ოჰ, დაგეწვათ რომანტიკა! კორბენი და ლილუ? არ დაურქმევიათ სახელები?! მეტი წინ არ მიდის თქვენი ფანტაზია გიჟებო?!

_ შენც აირჩიე საშენოდ რამე! მაგალითად რუბი რუდი!_ლევანი საკუთარ სარკაზმზე თავად ახარხარდა მე კიდე იმის წარმოდგენაზე თუ როგორ მოუხდებოდა იასეს დაკუნთულ სხეულს რუბის პანტერიტა ელასტიკი._ თუმცა არა! შენ პირდაპირ და უალტენატივოდ ზორგი ხარ! ჰო საყვარელო? მაგრად გავს არა?

ის იყო იასე თვალებანთებული წამოიწია სავარძლიდან და ვიფიქრე, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ოთახში გაწეწილმა და ტალახიანმა ნენემ შემოირბინა.

_ მამიკოოო! მამიკოოოო! იასე ნახე ჩემი მამიკო მოვიდაა!_ გაჰკიოდა სიხარულისგან გაგიჟებული ბავშვი და ვერც კი ამჩნევდა, რომ ღია ხისფერ იატაკზე ნაკვალევად ტოვებდა ტალახებს.

_ ნენეე!_ საპასუხო სიხარული არ დაუმალავს ლევანს. იმ ფართე დივანზე გვერდზე უბოდიშოდ მომისროლა და ბავშვის შესახვედრად დიდზე გაშალა მკლავები. ისიც ისე შეახტა, როგორც პატარა კაპუცინის მაკაკა და ხელებიც და ფეხებიც ერთდროულად შემოხვია სხეულზე. ოდნავადაც კი არ შეუმჩნევია ლევანს მისი დასვრილი ფეხები. საერთოდ არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა რა ფორმაში ჩაეხუტებოდა საკუთარ ქალიშვილს. მთავარი იყო, რომ ნენე ბედნიერი ყოფილიყო ამ ჩახუტებით. თვალი იასესკენ გავაპარე. სევდასთან ერთად ისევ გაოცებას თუ აღფრთოვანებას გადავაწყდი მის სახეზე. მასაც ხომ უყვარდა სხვისი შვილი ისე, როგორც საკუთარი და ლუკასსაც მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე, მაგრამ ამ ბავშვთან ურთიერთობაში ერთგვარი თავდაჭერილობა შევამჩნიე იასეს. მას ლევანისგან განსხვავებით არ შეეძლო და არც გამოსდიოდა გრძნობების ამგვარი გულწრფელი გამომჟღავნება.

_როგორ არის მამიკოს ჟღურტულა მერცხალი? აბა დამენახე ერთი, აუ, რა ლამაზად ამოთხვრილხარ ტალახში, ეს რა ხელოვნებაა მამა?! _ იცინოდა ლევანი და ნენეს ხელში ატრიალებდა._ ასე მხოლოდ პრინცესა გოჭებს შეუძლიათ ხომ ასეა? აბა დაიჭვიტინე! ჭყვი, ჭყვი!_ და პირველი თავად აჯავრებდა გოჭს. კისკისებდა ნენე და თვალებიდან ეღვრებოდა მამის ნახვით გამოწვეული სიხარული. ნელა დაეშვა სავარძელზე იასე. უცნაურად ჩაფიქრებული სახით გამომხედა. მერე ისევ მხიარულად მოთამაშე მამა_შვილს გახედა. ვის უნდა შეეხედა მათთვის და ეთქვა, რომ ისინი მამა და ქალიშვილი არ იყვნენ?! უცნაურად ამოიოხრა იასემ და მე ისევ შემეცოდა ის.
თამაშით და სიცილით რომ გული იჯერეს, ლევანის კალთაში გაყუჩდა ნენე. ასე იცოდა ხოლმე, თუ ლევანი სახლში იყო ნენე გვერდიდან არ შორდებოდა. მე მთლად მივიწყებდა და ჯიუტად იმეორებდა, რომ ის მხოლოდ მამასი იყო, რომ ყველაზე მეტად მამა უყვარდა, რომ მხოლოდ მასთან ერთად სურდა, ჭამაც, ბანაობაც და დაძინებაც. ლევანს კი არასდროს ბეზრდებოდა ამ უანგარო სიყვარულის ცენტრში ტრიალი. ლევანი უბრალოდ აღმერთებდა საკუთარ ქალიშვილს.

მას შემდეგ რაც საკუთარი ხელით აბანავა, თმა გაუშრო, ავახშმა და დააძინა ბავშვი, ლევანი მისაღებში ჩამოვიდა. მთელი დღე დუმდა იასე. დუმდა და ფანჯარაში იყურებოდა. რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ სახეზე ჩვეულად არ ეტყობოდა არანაირი ემოცია.

_ მოკლედ, იაგომ საქმე წააგო და იმ ბიჭმაც ოფიციალურად მიიღო დაზარალებულის სტატუსი! ახლა მას ვერ შეეხება, რადგან ეჭვს მაშინვე ყველა მასზე მიიტანს. მომენტ აღარც უღირს მისი გაჩუმება. მაგრამ ეს პრეცენდენტად დაუფიქსირდა და აწი კიდევ გამოჩნდებიან სხვებიც, ვინც აუცილებელ კომპენსაციას მოითხოვს მისგან! იმიჯი და სახელი შეელახა! _ მშვიდად უყვებოდა ლევანი იასეს_ მაგრამ ასე მგონია შენზე სხვაგვარად ილესავს კბილებს! ამიტომ უნდა მომიყვე რა ხდება თქვენ შორის, რას ვერ იყოფთ ამდენი წელია?
იასემ ნელა მოაბრუნა მისკენ თავი. ერთხანს უყურა ინტერესით და შემდეგ სრულებით მშვიდად უპასუხა.

_ შვილს! შვილს ვერ ვიყოფთ!_ წამით შეკრთა ლევანი. მაგრამ სულ წამით. შემდეგ კი უცებ გაანალიზა მისი ნათქვამი.
_ რას მეუბნები, რომ ლუკასი იაგოს შვილია?_ საიდან იცოდა მან ლუკასის არსებობის შესახებ ვერაფრით მივხვდი, მხოლოდ ის გავიაზრე რომ კორბენს სპონტანურად ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ამ ხნის მანძილზე. ამ სახლშიც შემთხვევით არ დავუტოვებივარ. მან ყველაფერი იცოდა იასეს შესახებ.

_ნუ მიბღვერი გოგო!_ გამომხედა და თვალი ჩამიკრა_ უბრალოდ ძმა მეგონა მე, თუმცა სულ ცოტათი შევცდი მხოლოდ! აბა რა გეგონა ამ ნადირს საჯიჯგნად ჩავუგდებდი შენს თავს? თუმცა თვალები ისე გიბრწყინავს, ეგეც არ დაუკლია ვატყობ!

გაოგნებისგან იასეს კინაღამ გადმოსცვივდა დაქაჩული თვალები. მას ყველაფრის მიუხედავად ეგონა, რომ იმ კატეგორიის და სტატუსის ადამიანს, როგორიც ლევანი იყო, სულ ცოტა ცოლის ღალატი უნდა გაკვირვებოდა.

_ ამან არ იცის? ჯერ კიდევ არაფერი გითქვამს?_ ისევ ახარხარდა ლევანი._ აი ზუსტად თქვენზეა ის გამოთქმა, ფერი ფერსაო! უკვე მართლა ეჭვი მეპარება, რომ თქვენგან წყვილი გამოვა!

_ მოკეტე კორბენ!_ შევუღრინე ავად და საკუთარ აკეცილ მუხლს მკლავი შემოვხვიე.
_ კი ბატონო, მაგრამ მე შენკენ ვარ, შენ ეშმაკებისკენ მიიწევ!_ ხელები დანებების ნიშნად გაშალა მან._ აგერ ამ კაცს შეხედე, ახლა თუ არ აუხსნი რა ხდება ჩვენს შორის, ვფიქრობ დაგვხოცავს და დაგვაწყობს გვერდიგვერდ, თანაც უკვე სამარდჟამოდ!

_ რა ჯანდაბა ხდება ამის დედაც?_ ვეღარ მოითმინა იასემ. მხოლოდ მე ვიცოდი რად უჯდებოდა იმ წამს თავის შეკავება, რომ ლევანი შუაზე არ გაეგლიჯა და ვინ იცის, იქნება მეც ზედ დავაყოლებინე.

_ ჩვენ, ჩემო კარგო, ევროპული ოჯახი გვაქვს!_ სერიოზული ხმით აგრძელებდა მის გამასხარავებას კორბენი._ ის ალთასაა, მე ბალთას და ვცხოვრობთ ასე ბედნიერად!
_ კორბენ!_ შევუღრინე ისევ გამაფრთხილებლად. ვხედავდი, როგორ უწითლდებოდა იასეს თვალები და ეძარღვებოდა მუშტად შეკრული მკლავები. ლევანი კი მის აშკარა ბრაზს არაფრად აგდებდა და ბედნიერად აგრძელებდა მის ნერვებზე თამაშს.

_ხოდა, თუ სურვილი გაქვს, მიგიღებთ ჩვენს მრავალფეროვან ოჯახში შენც, ოღონდ დღეები უნდა გავინაწილოთ, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი მე და სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი შენ! აი კვირას კი უეჭველად ისვენებს, ორ კაცთან თანაცხოვრება დამღლელია მაინც, ხელში ხომ არ უნდა ჩავიკლათ ბოლო_ ბოლო?!

_ მოვკლავ ამის დედაც....!_ მოულოდნელად გიჟივით წამოვარდა ფეხზე იასე. სწორედ ამას ელოდა ლევანიც. სწრაფად გაეცალა და ყალბი სიბრაზით შემომხედა.

_ არაა, ძვირფასო, ჯობია ცოტა დავფიქრდეთ, მგონი არ შეგვეფერება ეს კონკრეტული ინდივიდი, ზედმეტად აგრესიულია!_ ვიჯექი და არ მჯეროდა ის, რასაც ვხედავდი. ჩემი კორბენი ბედნიერი იყო იმით რომ ჩემს საყვარელ კაცს წყობილება დააკარგვინა და საკუთარი მჭიდროდ მორგებული უემოციობის და სერიოზულობის ნიღაბი ხელის ერთი აქნევით გადააძრო სახიდან. არა მართლაც იურისტად იყო დაბადებული ეს ალისფერი მანიპულატორი ბიჭი.

_ ღადაობთ ახლა? დამცინით არა?_ ვერაფრით იჯერებდა მოსმენილს იასე. და ისე დაბორგავდა საძინებელში, როგორც გალიაში გამომწყვდეული ველური ლომი. ლევანი სახლში არ წასულა, ნენეს ოთახში ეძინა შვილთან ბედნიერად ჩახუტებულს. აი იასე კი ვერაფრით იჯერებდა მის განსხვავებულ ორიენტაციას. სწრაფად მომიახლოვდა საწოლზე ჩამომიჯდა და მხრებში ჩამავლო ხელები.

_ დარწმუნებული ხარ?_ მკითხა უნდობლად.
_ ღმერთო მიშველე! _ ამოვიოხრე მე. _ თუ არ გჯერა, წადი მასთან და ჩემზე უკეთ თავად დაგარწმუნებს ამაში!
ავუქნიე ხელი გაღიზიანებულმა.

_ფუუ!_ სახე დაეღრიჯა იასეს.

_ ლევანი ჩემი მეგობარია, ძმაა, ძმაზე
მეტია! ჩემი ოჯახია! სულ არ მაინტერესებს და არც ადრე არ მაინტერესებდა, რა და რატომ მოსწონს! ჩემთვის მისი ბედნიერება უპირატესია! ესაა იასე ნამდვილი ოჯახი! როცა შენი განსხვავებულობა არაა განსჯის საგანი. როცა ისეთი უყვარხარ ადამიანს, როგორიც ხარ. მაგალითად მარტოხელა დედა! ყველასგან მიტოვებული და გარიყული ადამიანი! ანდაც უქონელი, ნაკლოვანი, დაავადებული, განსხვავებული! უყვარხარ შენი მიდრეკილებებით, შენი გადახრებით და შენი დამოკიდებულებებით. როცა ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანი შენს მხარესაა, გამოდის ის შენი ოჯახია! და არა ისე როგორც შენ მექცეოდი!

_ მე გექცეოდი? როგორ გექცეოდი მე ლუ?
_ ყველაფერს მიმალავდი! არ მენდობოდი! ხომ ხედავ სადამდე მიგვიყვანა მაგ უნდობლობამ?_ ვუთხარი მოწყენილმა._ არადა რომ მცოდნოდა რა ხდებოდა შენს ოჯახში, რომ მცოდნოდა რას განიცდიდი, გვერდში დაგიდგებოდი და მხარს დაგიჭერდი!
_ ნდობა არაფერს შუაშია ლუ! უბრალოდ არ მინდოდა რამეზე ტყუილად გენერვიულა. მსურდა ყველა წამით ბედნიერს და მშვიდს გეცხოვრა!_ თავი ჩაქინდრა მან.
_ ხო, ეგ მაგარი გამართლება იცით კაცებმა! აბა რა! ჩვენ ხომ სუსტი სქესი ვართ! არ მინდა გესმის? არ მინდა და არასდროს მდომებია პრობლემების დამალვით აგერიდებინა ჩემთვის სანერვიულო! თავს არასრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ ამის გამო! თითქოს მაღალი კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში გადამალული ბროლის ვაზა ვარ, რომელსაც არა და არ დაუდგა დღის სინათლეზე გამოსვლის წამი. თითქოს კუთხეში ვდგავარ უფუნქციო, დამტვერილი და გამოუსადეგარი! არა ვარ სუსტი! არ დავიმსხვრევი. ხომ ხედავ, როგორი მძიმე დღეები გადავიტანე და აბა მითხარი ნაკაწრი მაინც მემჩნევა? ნუ გამიფრთხილდები ამ არასწორი ფორმით. ქალები იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე ეს თქვენ გგონიათ! _ მიყურებდა და ინტერესით მისმენდა, არცერთი ჩემი სიტყვა არ ეპარებოდა. იაზრებდა რას ვგულისხმობდი.

_ გპირდები ლუ! აღარსდროს დაგიმალავ რაც ჩვენს თავს მოხდება! მაგრამ შენც უნდა დამპირდე, რომ ამის სანაცვლოდ არასდროს მიიღებ სპონტანურ გადაწყვეტილებებს! მითუფრო არასდროს აღარ გაიქცევი! მეშინია შენ გამო ლუ! მეშინია, რადგან არ ვიცი რა მოგივლის მაგ ლამაზ თავში! _ წელზე მომხვია ხელები და თავი კალთაში ჩამიდო.
ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე ლამის ჩურჩულით ჩაილაპარაკა.
_მართლა საოცარი ვინმე ეგ შენი კორბენი ლილუ!_ გამეღიმა, ალბათ საკმაოდ გაუჭირდა იასეს ამ ჭეშმარიტების აღიარება, თმა ხელით ავუჩეჩე.
_ ვიცი ზორგ!_ ისევ გულიანად გამეცინა ლევანის ოხუნჯობაზე.
_ არ დამიძახო იცოდე მასე!_ ამომხედა დაბღვერილმა.
_ კარგი ზორგ!_ დავუქნიე თავი ღიმილით.
_ გაძლება მომცეს ღმერთმა თქვენ ხელში!_ ამოიოხრა მან ყასიდად და თვალები დახუჭა.

მაშინ როცა მეგონა სამყაროში ის უხილავი ქარიშხალი, სულს რომ მიწამებდა, როგორც იქნა ჩადგა. სრულებით მოულოდნელი რამ მოხდა. ის, რაც არანაირად არ გაგვითვალისწინებია, არადა ჯობდა ამაზეც გვეფიქრა.
ერთ დილას ლუკასი მოიყვანა ირმამ. ჩვეულად გამომწვევი და სექსუალური იყო ეს ქალი. მანქანით შემოირბინა და მამცნო, რომ ერთ_ერთ აუზზე მიყავდა ბავშვი გასაგრილებლად და გაუხარდებოდა თუ ნენე და მეც გავყვებოდით. ისე რომ ნენე ჩემს თანხმობას არ დალოდებია, გახარებული შევარდა სახლში შესაფერისი სამოსის და სხვა აქსესუარების წამოსაღებად. ხელი ჩავიქნიე, მეც არ მაწყენდა ცოტახნით სხვა გარემოში დასვენება, ჭორაობა და განმუხტვა. თანაც ჩემდა გასაკვირად ბოლო დროს ირმასთან საერთო ენა ადვილად გამოვნახე. თანაც მართობდა კიდეც იმის ყურება, თუ როგორ ეპრანჭებოდა ირმა ჩემს ლევანს იმის გაგების შემდეგ, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მისგან გამოხატულ აშკარა უყურადღებობას რა გაოგნებით ხვდებოდა ეს კაცების ყურადღებით განებივრებული და თავდაჯერებული ქალი. რაც უფრო მეტად უყურადღებო იყო ლევანი მის მიმართ, მით უფრო ეშხში შედიოდა ქალი. ვუყურებდი ამ „მცირედ გაუგებრობას“ და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ლევანის პირადი მხოლოდ ლევანის საკუთრება იყო და მე მისი სხვისთვის გამხელის რა უფლება მქონდა?!
თანაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იღიმოდა კორბენი, როცა მის ტელეფონზე მესიჯის მოკლე ზუმერი გაიჟღერებდა ხოლმე. აშკარა იყო ვიღაცას სწერდა, და, რა თქმა უნდა არა სამსახურის საქმეებზე.

იმ დილით ოჯახის ორივე მამაკაცი, სადღაც იყო გამძვრალი. აშკარა იყო, ისევ იმ საერთო პრობლემას აგვარებდნენ. მობილურზე იასეს ნომერი ავკრიფე და დაველოდე. კარგა ხნის შემდეგ მიპასუხა.
_ ხოო ლუ! ახლა არ მცალია და დაგირეკავ!_ მიპასუხა და გათიშვა დააპირა. მოვასწარი და ვუთხარი:
_ ირმასთან ერთად აუზზე უნდა წავიდე იასე!_ წამიერი დუმილის შემდეგ მიპასუხა, რომ დაცვის ბიჭი გამეყოლებინა თან. აშკარად არ ეცალა, თორემ ასე კითხვის დაუსმელად და წუწუნის გარეშე არ დასთანხმდებოდა ჩვენს სახლიდან გასვლას.

წელზე გასაბერ რგოლებ ჩამოცმული ბავშვები მხიარული ყიჟინით ჩაცვივდნენ შედარებით პატარა საბავშვო აუზში. ირმა იქვე შეზლონგზე გაწვა, აშკარად იმ ინსტაგრამისთვის გამიზნულ სასურათე პოზაში, რომელიც იასეს მკაცრი ბრძანებით არ ჰქონდა. იასე ყველანაირად ფრთხილობდა, რათა ლუკასი და ირმა ასე აშკარად არსად გამოჩენილიყვნენ, რადგან ფიქრობდა, რომ თუ მაგალითად მე ამოვიცანი მასში ჩაფიძის ნაკვთები , ეს მით უფრო არ გაუჭირდებოდა ბავშვის ბიოლოგიურ მამას. იასე უბრალოდ ახალ პრობლემებს ერიდებოდა ამით.

_ ეეჰ, რა კარგია მზე და წყალი!_ გაეღიმა ირმას. რომელიც თვალს არ აცილებდა აუზში მოჭყუმპალე ბავშვებს.
_ ლუ, ბიჭები არ მოვლენ? _ ისეთი სახით შემაპარა, მივხვდი რა წყალი და მზეც ჰქონდა ატეხილი.
_ ირმა, როგორც მეგობარს ერთი რჩევა რომ მოგცე, ხომ არ გეწყინება?_ ვკითხე სერიოზულად. ავაზას პრინტიანი სათვალე ჩამოიწია და ინტერესით მომაჩერდა.

_ არა!_ მიპასუხა დაინტერესებულმა.
_ირმა, იქნება ლევანს დალაპარაკებოდი და გეთქვა, რა მოლოდინებიც გაქვს მასთან დაკავშირებით, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან!
_ როგორ? ასე პირდაპირ?
_ ხო ასე პირდაპირ, ლევანი არაა ის კაცი , ამის გამო განგსაჯოს! _ რაც მალე მიხვდებოდა და გაიაზრებდა ირმა, რომ არასწორ კაცს არ დაადგა თვალი, მით უფრო მარტივად მოინელებდა. მაგრამ თუ იმდენად შეტოპავდა ამ სიმპათიით, რომ გულში სიყვარულის ჩანასახი ჩაესახებოდა, მერე უფრო ეტკინებოდა სიმართლის გაგება.
_ კარგი, ვიფიქრებ ამაზე! ისე გამოდის რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორი კაცი არ ინტერესდება ჩემით და ორივე მათგანი შენ შემოგცქერის აღტაცებით. გავიგე, რომ ლევანი შენთვის მხოლოდ მეგობარი ყოფილა, მაგრამ საინტერესოა თავად რა განწყობით გიყურებს?_ აშკარად ჩემზე ეჭვიანობდა ეს ბობოქარი ქალი.

_ ირმაა! ჯერ ლევანს დაელაპარაკე და დასკვნები მერე გააკეთე კარგი?_ ვუთხარი ღიმილით, სათვალე გავიკეთე და მზეს მივეფიცხე. ირმამ ტუჩი აიბზუა. მიმტანს ცივი სასმელი შეუკვეთა და ფარფლებიანი უზარმაზარი ქუდი ჩამოიფხატა სახეზე. ცოტა ხანში მაღალი სიმპათიური კაცი მოგვიახლოვდა ორი ჭიქა ყინულიანი სითხით ხელში. ლამაზად გამიღიმა და ჭიქა გამომიწოდა. მშვიდად გამოვართვი და გავიფიქრე, რომ ეს კაცი აშკარად სადღაც მყავდა ნანახი.
ირმამ მედიდურად გადმოაწყო შხვართი ფეხები შეზლონგიდან. გამომწვევად გადახლართა ერთმანეთზში და სასმელიც გრაციოზულად აართვა ლანგრიდან მიმტანს.
_ მადლობა საყვარელო!_ ჩვეულად გაინაზა ხმა, როგორც ამას საპირისპირო სქესთან სიახლოვისას აკეთებდა ხოლმე.
_ შეგერგოს საყვარელო!_ თბილი, მაგრამ ირონიაშეპარული ხმით უპასუხა იმ კაცმა. მისი ფამილარობით გაოცებულმა ავხედე, უცნაურად იღიმოდა კაცი. თან ირმას თვალს არ აშორებდა. ყურში ირმას სიჩუმე საეჭვოდ მომხვდა. მზერა მასზე გადავიტანე და გავშრი. ეს შოკოლადისფრად გარუჯული ქალი სრულებით გაფითრებულიყო და ქვედა ყბა ოდნავ უკანკალებდა.

_ კიდევ შევხვდებით საყვარელო!_გაუგებარი ირონიული ღიმილით დაგვიკრა თავი იმ კაცმა და აუჩქარებელი ნაბიჯით მოგვშორდა.
_ ირმა რა ხდება? ვინ იყო ის კაცი?_ ვკითხე და გაოგნებული ქალი ოდნავ შევანჯღრიე.
არეული მზერა აუზზე გადაიტანა ირმამ. თვალი მოავლო და ფეხზე წამოხტა.
_ ლუკაას! ლუკააას!_ აკივლდა გამწარებული.
წამიერად ვიფიქრე ბავშვი წყალში იხრჩობოდა და მეც ფეხზე წამოვვარდი შეშინებული.
_ ნენეე! ლუკას!_ ავყვირდი ირმასავით და აუზისკენ გავიქეცი.
_ რა იყო დედა? აქ ვარ?_ საიდანღაც გამოვიდა ჩემი ყვირილით გაოცებული ნენე, რომელსაც ერთ ხელზე ვარდისფერი რგოლი ეკიდა და მეორეზე სალათისფერი. გულმა უცნაურად გამკრა.
_ ნენე სად არის ლუკასი?_ ვკითხე შინაგანად აკანკალებულმა.
_ ლუკასი ერთ ძიას გაჰყვა, ლეკვი რომ უნდა გვაჩუქოს იმად! რა მაგარია დედა, მე და ლუკას ჩვენი ლეკვი გვეყოლებ....
მეტი აღარ მესმოდა მისი ნალაპარაკები. თვალებში ყველა ფერი ამერია. ახლაღა გავიაზრე, რომ წამის წინ თავად იაგო ჩაფიძე ვნახე. და სავარაუდოდ მან ლუკასი წაიყვანა.
ირმას გავხედე იქვე ჩაკეცილიყო ფიცარნაგზე და ადამიანის ფერი აღარ ედო.
_ ღმერთო ჩემო!_ ძლივს მოვახერხე მობილიზება.მობილურს ვეცი და იასეს ნომერი ავკრიფე. სწორედ ის მოხდა, რასაც ის ვარაუდობდა. იაგომ საკუთარი ვაჟი გაიტაცა. და სავარაუდოდ უკვე იცოდა მთელი სიმართლე.

11

ვინ თქვა, რომ მშობლების ცოდვები შვილებს არ მოეკითხებათ?! მოეკითხებათ და თანაც იმაზე მეტადაც, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვიჯექი, გულში ნენე მყავდა ჩაკრული და ვფიქრობდი, რას ვიგრძნობდი ახლა, ლუკასის მსგავსად რომ ის გაეტაცა ვინმეს. ამის წარმოდგენაზეც კი გულში სიცივე მეპარებოდა და სისხლთან ერთად მიუყვებოდა ძარღვებს, მთელ ორგანიზმს მიყინავდა. მესმოდა ირმას განცდები, დედობრივი ინსტიქტი მის ყველა გრძნობას სჯაბნიდა. ირმა შეშლილი სახით იჯდა ჩემ პირდაპირ და გაფართოებულ თვალებს კარს არ აშორებდა. იასეს დაბრუნებას ხსნასავით ელოდა.

_ რომ არ დამიბრუნოს?_ დაიჩურჩულა საცოდავად _ ასე არ მოიქცევა ხომ, ლუ? ნაძირალა კია, მაგრამ შვილს დედას არ წაართმევს არა?!
იმედს ელოდა ჩემგან. სურდა მე მიმეცა პირობა იმ არანორმალური იაგოს ნაცვლად. მე კი არ ვიცოდი რა მეთქვა სანუგეშო სუნთქვაშეკრული დედისთვის თავადაც დედას.

_ ჩემი ბრალია! ყველაფერი ჩემი ბრალია! გგონია არ ვიცი?_ ხმა ჩამწყდარი საუბრობდა._რადა ერთ დროს უბრალო გოგო ვიყავი, უბრალო გოგო უბრალო, მარტივი ოცნებებით! ვსწავლობდი, მიყვარდა, მიზანი მქონდა და მეგონა ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწევდი. მაგრამ აი სადამდე მივიდა ყველაფერი. პირველად იმან მიღალატა, მე რომ პირველი სიყვარული მეგონა, თურმე დაცინვა იყო მისი სიყვარული და მეტი არაფერი...
ცრემლები მოერია. მაგრამ სწრაფად მოიწმინდა ხელის ზურგით. საკუთარ მკვეთრი ფერი ლაქს დააცქერდა ზიზღით.

_ ჩემს ძმაკაცს სააგენტო აქვსო, შენს მსგავს ლამაზ გოგონებს სანთლით ეძებენო..._ მხრები აიჩეჩა, თითქოს ახლაც უკვირდა განცდილი ღალატის._ დავუჯერე და მან უბრალოდ გამყიდა, თან ჩემი საკუთარივე ნებით! წარმოგიდგენია? სულელი, ქარაფშუტა გოგოსავით მოვტყუვდი. სამი წელი უსაბუთოდ და იძულებით ვიყავი ესკორტ გოგონა, სადღაც უკრაინაში. მანამ, სანამ საკუთარი თავი თავადვე არ გამოვისყიდე! მიხვდები ალბათ რის ფასად! იცი მაინც რად დამიჯდა საკუთარი უტვინობა?_ მუჭები შეკრა გაბრაზებულმა. _ მერე იაგო გავიცანი, ჩემნაირი წყალწაღებული მას ისე მოეჭიდა, როგორც ხავსს. მაშინ, დაცემულმა და ღირსება გათელილმა ვერ გავბედე საქართველოში დაბრუნება! მე ხომ „დიადი მიზნისთვის“ ვიყავი წამოსული იქიდან, არ მინდოდა ვინმეს ჩემი სამარცხვინო დამარცხება და დაცემა ენახა. რას იტყვის ხალხი? _ ნერვიულად გადაიხარხარა_ მაგრამ იაგო არ იყო მარტივი კაცი. მისი სიყვარული მტკივნეული მარწუხი იყო, მგუდავდა, მახრჩობდა და მწამლავდა. დავიღალე იცი? ბრძოლით დავიღალე, მე მხოლოდ თავის გადარჩენას ვცდილობდი. იაგო კი... ის ჩემნაირს... როცა გავიგე ორსულობის შესახებ, გამიხარდა, გამიხარდა და თან შემეშინდა, ვიფიქრე ჩემნაირი ქალის საკუთარი შვილის დედობა არავის მოდუნდებოდა, მით უფრო მას. ვიფიქრე აბორტს მაიძულებდა. ამიტომ ის გავაკეთე, რაც უფრო მარტივად მომეჩვენა. იაგო მივატოვე და ის სულელი ბებერი გამოვიჭირე. მასთან უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება. ვაიძულებდი კიდეც ცოლად შევერთე. ახალგაზრდა ლამაზი ქალის დაორსულება მის გაფხორილ პატივმოყვარეობას სულ აგიჟებდა. ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ ლუკასი მისი ვაჟი იყო, ჰოო, მის ასაკში კიდევ ერთი ვაჟის შეძენა! წარმოიდგინე, როგორ იფხორებოდა! თავი მოჰქონდა ახალგაზრდა საყვარლით. მე კი... რას მოველოდი სხვას? ფულზე გაყიდული ქალი სადაც იყო ცოლის ოფიციალურ სტატუსს მივიღებდი._ ირონიულად ჩაეცინა.
მის ხმაში ფარულ ზიზღს ვგრძნობდი, საკუთარი თავი სძულდა.

_ ვინ ვარ მე ლუ? ერთი სულელი, მაგრამ ლამაზი სათამაშო! ჩემნაირ ქალებს ბედნიერება არ დაეჯერებათ იცი? რაც უფრო მეტად გამოვხატავთ გარეგნულად ბედნიერებას, მით უფრო ცარიელია ჩვენი სულიერი სამყარო! ზოგჯერ ვცდილობ საკუთარი თავი დავაჯერო, რომ მიზანს მივაღწიე, ასე თუ ისე, ის მაქვს, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. ყალბი თავისუფლება, ნაწყალობევი სოციალური მდგომარეობა და სხეულის და ღირსების საფასური_ სამყოფზე მეტი ფული.
რეალურად მე მხოლოდ ლუკასი მყავს. მის მეტი ღირებული არაფერი და არავინ არაა ჩემს ცხოვრებაში, ისაა რეალურად ხელშესახები. მაგრამ მარტივი ქალური ბედნიერება ისევ მსურს!
რომ ვიღაცისთვის სასურველი ვიყო, აი ისე, როგორც შენ! მინდა ვიღაცას ისე ვჭირდებოდე, როგორც შენ იასეს. შეცდომების და ცოდვების მიუხედავად ვიღაც ფიქრობდეს ჩემზე არა როგორც უნაკლო თოჯინაზე, ან თავის მოსაწონებელ ნივთზე, არამედ, როგორც სასურველ ქალზე. ნუთუ არ მაქვს ამის უფლება? _მზერა ისევ კარზე გადაიტანა._ ალბათ არ მაქვს!

როცა მის მონოლოგს ვუსმენდი მაშინღა გავიაზრე, რომ ეს ქალი ჩემს ნაცნობებს შორის ყველაზე მარტოსული ადამიანი იყო. არ ჰყავდა არავინ შვილის მეტი. ერთი ნამდვილი გულშემატკივარიც კი არ ჰყავდა. და ერთ დღეს რომ გამქრალიყო, ალბათ არავის გაახსენდებოდა. იასეც კი მხოლოდ ლუკასის გამო ზრუნავდა მასზე, მას კი მხოლოდ მცირედი ბედნიერება, მყუდროება და სიმშვიდე სურდა , მაგრამ ოდესღაც მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები მუდმივად უკან მოჰყვებოდნენ და არ აძლევდნენ სიმშვიდის უფლებას. თავადაც ასე დააჯერა საკუთარი თავი, რომ ნამდვილი ურთიერთობების ღირსი არ იყო და თავდასაცავად ქარაფშუტა ქალის ნიღაბს ამოეფარა.
ნენეს ხელი გავუშვი. ირმას გვერდით დავჯექი და მისი ლამაზი თითები ხელის გულში მოვიქციე. თითები გათოშილი ჰქონდა.

_ ყველაფერი კარგად იქნება ირმა! დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ მარტო არ ხარ!_ თვალები ცრემლებით აევსო. ხელები მომხვია და უხმოდ ატირდა. თანაგრძნობა, ჰაერივით სჭირდებოდა იმ წამს.

იასე და ლევანი ერთად დაბრუნდნენ. ლევანის მშვიდმა სახემ მიმახვედრა, რომ საქმე არც ისე ცუდად იყო, როგორც მეგონა. ირმა მაშინვე ფეხზე წამოხტა და მათ უკან კარს გახედა. ლუკასის შემოსვლას ელოდა, და როცა მიხვდა ბავშვი თან არ მოუყვანეს, ძალა გამოცლილი დაეშვა სკამზე.

_ რა ხდება იასე? ლევან? _ორივეს ერთდროულად ვკითხე მე.

_ბავშვი მისიცაა, უფლება აქვს ნახოს! არაკაცია, მაგრამ რას ვიზამთ? რატომღაც მესმის მისი! ნეტავი რატომ?_ წარბშეკრულმა გადმოგვხედა იასემ.

_ ლუკასი ჩემია! მისთვის ლუკასი არფერს ნიშნავს! მოიტაცა გესმის? ბავშვი მოიტაცა!_ ამოიქვითინა ირმამ.

_მოიტაცა?_ გადახედა მოღუშულმა იასემ_ მგონი შენც იგივე გააკეთე, როცა მამაჩემთან გაიქეცი და ბავშვი მას შეატყუე! გქონდა ამის უფლება?

_ იასე!_ ვუყვირე გაბრაზებულმა.

_ რა იასე? რა? თქვენ ორივე მატყუარა ქალები ხართ! იმიტომ გესმით ასე კარგად ერთმანეთის? რა გგონიათ, რადგან მუცლით ატარებთ ბავშვს ეს მეტ უფლებას განიჭებთ არა? მოგინდებათ მოდიხართ, მოგინდებათ მიდიხართ? მოგინდებათ და ბავშვებს უმალავთ მამებს! ამათი შვილები არიან თურმე!_ მისმა სიტყვებმა გულში ტყვიასავით გამიარა. აი რას ფიქრობდა ის ჩემზე. _ და ჩვენ ვინ აგვინაზღაურებს დაკარგულ წლებს? და ვერ განცდილი მომენტები? დამოუკიდებელი გოგოები არიან თურმე! გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და არჩევანის უფლებასაც კი არ გვაძლევენ! ვინ გვიგდია საერთოდ მამა არა?

კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მისი ჩხუბის ხმაზე ნენე შემოვიდა და გაკვირვებული მიაჩერდა.
_ დედას უყვირი შენ?_ დაუბრიალა ლურჯი თვალები.

_ სად არის ლუკასი?_ იკითხა გაოცებულმა_ აკი იასე და მამიკო მოიყვანენო? გამომხედა მე სწორედ მამამისივით წარბებშეკრულმა.
„იასე და მამიკო“ ამ სიტყვებმა შემაკრთო, იასესაც აშკარად ნირი წაუხდა. ნენეს გახედა, მერე მე და საჩვენებელი თითით მასზე მანიშნა. "აჰა, რას ვამბობო!" თავი ჯიუტად გააქნია, ნენე ხელში აიყვანა და მისაღები ოთახიდან კაბინეტისკენ წავიდა. უცნაური სიჩუმე ჩამოდგა. ირმას გავხედე და სახე ჰქონდა წაშლილი. მოულოდნელად ლევანის ჩაცინება მომესმა. გაოცებულმა გავხედე და მან თვალი ჩამიკრა.

_ხვდები რა ბოღმაა ტიპი, ვერ ინელებს, რომ ჩემი ქალიშვილის პამპერსში ვერ აფათურა ხელები?_ თავი სიცილით გააქნია კაბინეტისკენ_მაინც რა მოგწონთ ქალებს ასეთ პიტალო კაცებში? ნუ უნაკლო სხეულის გარდა, რა თქმა უნდა!

_ სახუმაროდ გვაქვს საქმე ახლა?_ ვკითხე მისი უადგილო იუმორით გაბრაზებულმა.

_ კარგით რა! თქვენ მართლა ჯუნგლებში ხომ არ გგონიათ თავი? არ მოუტაცია იმ კაცს ბავშვი! საკუთარი შვილი წაიყვანა რამდენიმე დღით! ისიც არანაკლები სი.... არანაკლები პიტალოა!_ ირმას გახედა და გაუღიმა. _ მალე მოიყვანს, მაგრამ გაფრთხილებ, სასამართლო დავის წამოწყებას აპირებს მეურვეობის განაწილებაზე, და წინასწარ იყავით მზად, საქმეს მოიგებს.
ირმა შეკრთა და საცოდავი თვალებით გამომხედა.

_რას ნიშნავს ლევან საქმეს მოიგებს? ბავშვს წაართმევს დედას?_ გავბედე კითხვის დასმა.

_ ვაიმეეე, რა დრამაქვინები ხართ ორივე! წაართმევს არა ისა კიდე! უბრალოდ ნახვის უფლებას მოიპოვებს! მე ირმას მხარეს დავიცავ, რა თქმა უნდა, ანუ ეს რას ნიშნავს? _ საკუთარი ღირსების დემონსტრირებით ირთობდა თავს, როგორც ჩვეოდა.

_ ნიშნავს, რომ ირმა არ იზარალებს არაფერს!_ ვუპასუხე და აფოფრილი ეგო დავუამე მეგობარს.

_ ისე, რა კაი ტიპია ის შენი ყოფილი, ჰა?_ თვალი ჩაუკრა გაფითრებულ ირმას._ შენს ადგილზე ვიფიქრებდი ამაზე! მშურს თქვენი ქალებოო, რაც კარგი იყო ყველა თქვენ დაითრიეთ უკვე! რა უსამართლოა სამყარო, არა?!

წამოდგა და სტვენა_ სტვენით მიაშურა სამზარეულოს, წითურმა მსუნაგმა. თვალი გააყოლა გაოგნებულმა ირმამ.

_ რაო რა თქვა?_ იკითხა დაეჭვებულმა._ ყველა თქვენ დაითრიეთ და მშურსო?
გამომხედა თვალებდაქაჩულმა. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.

_ ანუ?_ ახლაღა გაიაზრა, რატომაც ვერაფრით დააინტერესა ის საძაგელი. ხელები პირზე აიფარა გაოცებისგან_ ვაიმე! შანსი არაა! მე კიდე...

ისევ სამზარეულოს გახედა, საიდანაც ისმოდა, თუ როგორ მოძღვრავდა ლევანი ლიას, თუ რამდენ გრადუსზე უნდა შეებრაწათ ღუმელში ბატკნის ნეკნები, რათა იდეალურად დაბაწრულიყო.
და ჩემდა მოულოდნელად ისეთი ისტერიული ხარხარი აუტყდა ირმას, ვიფიქრე რომ ჭკუიდან გადაცდა, ან იქნება იმ წამს კიდევაც არ იყო საღ გონზე.

საკმაოდ გვიან , როცა საძინებელში შევედი. იასე აივნის კარებთან იდგა. არ მობრუნებულა, არც კი შეიმჩნია ჩემი იქ ყოფნა. იდგა და სიბნელეს გაჰყურებდა უსიტყვოდ. ყოველთვის ვიცოდი დუმილი ერჩივნა ხოლმე არაფრისმომცემ კამათს. ახლაც რაღაც უსიამოვნოზე საუბრისგან ცდილობდა თავის შეკავებას. და აი, ისევ იგივე სიტუაციაში ვიყავით. ის დუმდა, მე კი მისი აზრების ამოცნობას უშედეგოდ ვცდილობდი.

_ იასე, თავიდან ვიწყებთ?_ ვკითხე ნაწყენი ხმით.

_ რას?_ მგონი მართლა ვერ მიმიხვდა.
_ დუმილს იასე!

_იცი დღეს იაგოში საკუთარი თავი დავინახე! მე მესმის მისი.

_ რა გესმის? თუ როგორ დაამცირო ქალი საკუთარი ზეაღმატებული, უკადრისი სიყვარულით, ეს?

_ დაამცირო? _ როგორც იქნა მოტრიალდა.

_ როგორ ფიქრობ, როცა ქალს დააჯერებ, რომ შენი სიყვარულის ღირსი არაა, ეს დამცირება არაა?

_ რას გულისხმობ?

_ იაგოს ირმა რომ მართლა ჰყვარებოდა... მაგრამ ვერ აკადრა არა საკუთარ თავს ესკორტ გოგონას სიყვარული ბატონმა სწორუპოვარმა?!_ გამეცინა დაუფარავი ბრაზით._ რა არ იცოდა ვის იყვარებდა? ირმამ რამე მოატყუა?

_ ახლა შენ ირმას იცავ? _ მართლა ვერ დაიჯერა ჩემი სიტყვები იასემ._ ქალმა ბებერ მამაჩემზეც კი არ თქვა უარი ფულის გამო! ამ ქალს იცავ ლუ?

_ მე ერთი ვიცი ჩემო კარგო და ერთი ჭეშმარიტება მწამს: სიყვარულმა უნდა გაგაკეთილშობილოს! თუ ის მართლა სიყვარულია! აბა რას ელოდა ეგ შენი მაფიის ბოსი? მთელი ცხოვრება ასე საყვარლად უნდა ყოლოდა? ამას ეძახდა სიყვარულს? ამაზრზენია ეგ ყველაფერი! თითქოს თავად რამეს წარმოადგენდეს ფულის და ლამაზი თვალების გარდა! თითქოს თავად იყო პატიოსანი და უცოდველი კაცი! მაგრამ არა! თქვენ ხომ კაცები ხართ თქვენო უდიდებულესობავ და თქვენი ცოდვები ხომ სულ სხვა სასწორით იწონება! _ იდგა და უსიტყვოდ ისმენდა ჩემს ისტერიკას. მე კი ვერაფრით ვმშვიდდებოდი._ ამოვიდა ყელში, დაბადებიდან თავს რომ გვამეტებთ! ჩვენი ყველაზე უბრალო შეცდომა თქვენს ყველაზე მახინჯ ნაბიჯებს რომ სწონის! აი ახლაც, ვითომ ყველაფერი კარგადაა, ვითომ გიყვარვარ, მაგრამ ვერაფრით მინელებ! ყელზე გადგას ჩემი გაქცევა! გგონია მართლა ერთ ღამეში გადავწყვიტე შენი მიტოვება? გგონია არასდროს მიგრძვნია შენს გვერდით თავი არასრულფასოვან ქალად?

ვხედავდი ყოველი სიტყვა კლავდა, და მაინც ვაგრძელებდი. თუ ახლა არა, ალბათ აღარასდროს ამოვიღებდი ხმას. ალბათ ჩვეულად გავჩუმდებოდი და მისგან მოძღვნილ საწამლავს მთელი ცხოვრების მანძილზე წვეთ_ წვეთად დავცლიდი.

_ არა! არაფერი გამოვა! ერთხელ დამსხვრეულს ვეღარ შეაკოწიწებ! ახლა ხომ გაირკვა ყველაფერი? მითხარი, ხომ გაირკვა ყველაფერი? ხომ ჩაიარა საფრთხემ?_ ხმას არ იღებდა მხოლოდ თვალები ჩამუქებოდა საავდროდ.

_ არ თქვა! იცოდე არ თქვა ის, რასაც ინანებ!_ საჩვენებელი თითი მუქარით აღმართა. უბრალოდ გამეცინა მასზე. კიდევ მბრძანებლობით მაჩუმებდა, კიდევ ფიქრობდა, რომ ვერ გავრისკავდი და ვერ დავთმობდი ხელახლა ნაპოვნს.

_ შენ, შენ არასდროს შეიცვლები იასე! ხედავ ისეთი ცხოვრება გაქვს, რომ იძულებული ხდები შვილები გალავნის მიღმა დამალო! უბრალოდ აუზზე წასვლაც კი შესაძლოა ასე საშინლად დასრულდეს! ესაა შენი ღირსება! ვიღაცეებთან უაზრო ომი! რას ვერ იყოფთ შენ და ის რეგვენი კაცი? დაავლო ბავშვს ხელი და წაიყვანა, უფლება აქვს ვითომ! და ლუკასი? რომელიმე თქვენგანი ახლა ლუკასის თვალებით ხედავთ სიტუაციას? ბავშვს დედა უნდა! დედა არის მისი სამყაროს ცენტრი, მისი სიმშვიდე და ბალანსი. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ქალია დედამისი! გესმის თუ არა? ლუკასიათვის ის ქალღმერთია! უნაკლო და უცოდველი! თურმე ესმის ბიჭს თავისნარი ხისთავიანის! კარგი ერთი! უფლებები აქვთ თურმე! ლუკასმა ის შეძლო, რაც იაგომ ვერ! ირმა გააკეთილშობილა!_ მივუახლოვდი და ახლა მე დავემუქრე თითგაბზეკილმა.

_ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ნენე ჩემია! გესმის შენ? და დიახაც მიგატოვე! დიახაც არ ვაპირებ შენთან დაბრუნებას! დიახაც არ მჯერა შენი და შენი ტყუილების! ამ ხუთი წლის მანძილზე, ერთხელ, გესმის შენ? ერთხელაც არ მიღალატია შენთვის! ფიქრშიც კი არ გამივლია ღალატი და ორპირობა, თუმცა არასდროს მიფიქრია რომ ეს დღე დადგებოდა! აი შენ კი? შეგიძლია იგივე მითხრა? ან რატომ ვერ შეძლებ რა? თქვენთვის ხომ ეგ ტყუილიც კი არაა! თავის მართლებაც როგორი იცით? კაცი ვარ და რა ვქნაო!_ გამეცინა ირონიულად._ და მე ქალი რომ ვარ, რა? ჰორმონები არ მაქვს, სურვილის არ განვიცდი? თუ სიამოვნების განცდა არ შემიძლია? ხის მარიონეტს ვგავარ? გრძნობები არ მაქვს? რით განვსხვავდები იცი მე ირმასგან? უბრალოდ მე სულელი მეოცნებე ვარ! ის კი რისკიანი და საკუთარ თავზე შეყვარებული ქალია! ჩემი ცხოვრება დაპაუზდა მას შემდეგ, რაც მიგატოვე! შენი? კი გეტყობა როგორც ცხოვრობდი, როგორც მდარდობდი! ირმასიც კარგად უნდა გესმოდეს ჩემო ძვირფასო! შენსავით ისიც ვერ ამბობს უარს საკუთარ სურვილებზე! სიყვარული სულ არ სჭირდებათ იცი ფიზიკურ სურვილებს და როგორც თქვენ ამბობთ: უსიყვარულოდ ღალატი ღალატი არაა, მხოლოდ აქტია!

_ მგონი გაგიჟდი იცი? _ სცადა ხელი მოეხვია. უკან დავიხიე.

_ გავგიჟდი კი! გიჟი ვარ უკვე! თქვენ გამაგიჟეთ ყველამ ერთად! ახლა აიღე შენი ბალიში და აქიდან მოშორდი!_ მისი ბალიში ავიღე და გულში ჩავახუტე._ შერიგება გინდა? კი ბატონო! ოღონდ ჯერ დაიმსახურე! ხვალ კი წაბრძანდი და ლუკასი აქ მოიყვანე, თორემ ჩემი ფეხით წავალ იმ დეგენერატ კაცთან და ნახავთ, რისი გაკეთება შეუძლიათ ქალებს! ხელი ვკარი და ძალით გამოვაგდე გარეთ. კარები გამეტებით მივაჯახუნე. გარედან მხიარული სიცილი მომესმა.

_ რაო ზორგ, დაგიფრინა ჩემმა მშვენიერმა ლილუმ?_ლევანის სარკასტულ რეპლიკას იასეს გულიანი ამოოხვრა მოჰყვა.

ორი დღის შემდეგ იაგო ჩაფიძე თავად მოვიდა ჩვენთან. ტირილისგან თვალებდასიებული ლუკასიც თან მოიყვანა.

_ დედა უნდოდა!_ თქვა რაღაცნაირად ხმაგაბზარულმა და მხრები დამნაშავესავით აიჩეჩა დაღლილმა. ლუკასმა ოთახი მოათვალიერა და როცა კიბეზე ჩამომავალ დედამისს მოკრა თვალი, ხმამაღალი ღრიალით გაექანა მისკენ. კიბეზევე ჩამჯდარ ირმას ყელზე მოეხვია და ისეთი გამჭოლი ხმით აწივლდა ყურებმა ზრიალი დამიწყო.

_ ორი დღეა ასეა! თავი გახეთქვას მაქვს!_ ცალი თვალით გახედა შეწუხებულმა ახლადგამომცხვარმა მამიკომ საკუთარ ვაჟს.

_ რას იზამ მეგობარო!_ მხარზე ხელი დაჰკრა ლევანმა_მამობა იმაზე რთულია, ვიდრე ვიღაც ვიღაცეებს ჰგონიათ! მაგრამ მამობას გემოს ვერ ჩაატან, თუ ჯერ პამპერსის გამოცვლის სიამოვნება არ იგემე! ასე ყოფილა ეს!
ნიშნისმოგებით დაასრულა თავისი სიტყვა კორბენმა. მოქუფრულ იასეს თვალი ჩაუკრა და იქაურობას გაეცალა.
12
დიდხანს, ძალიან დიდხანს და დაძაბულად საუბრობდნენ იასე და იაგო. მე და ირმა კიბეზე ვისხედით და კარგად ვხედავდით დაძაბულობისგან როგორ ფეთქავდნენ კაცები. ლევანი აშკარად მომრიგებლის ფუნქციას ითავსებდა , თუმცა შიგადაშიგ მის მავნე რეპლიკებზე, რომლებსაც წესით დაძაბულობა უნდა განემუხტათ, ისეთი სახით უყურებდა იაგო, მგონი ერთი სული ჰქონდა ბატონი "სამართლიანობა და კანონმდებლობა" შუაზე გაეგლიჯა. რაღაც მომენტში ჩვენი დაძაბული მზერა დაიჭირა კორბენმა და მხიარულად ჩაგვიკრა თვალი. ანუ გვანიშნა, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდაო. მომენტალურად მომეშვა გულზე და ჩემი აზრი ირმასაც გავუზიარე.

_ ვფიქრობ, საუბრითაც შეძლებენ ამჯერად პრობლემის მოგვარებას! _ მასაც სწორედ პატარა იმედი სჭირდებოდა და წყალწაღებულივით მოეჭიდა ხავსს.

_ მართლა ასე ფიქრობ? გგონია იაგო კომპრომისზე წამოვა?_ ეზოს გახედა და საქანელაში გვერდიგვერდ მსხდარ ბავშვებს დააკვირდა _ ხანდახან მართლა ერთმანეთის დედმამიშვილები მგონია ისინი! ჩაკეტილი ბავშვია ლუკასი. რაღაცნაირად სევდიანი და აქამდე არავისთან გახსნილა ასე, როგორც ნენესთან! რაღაც მინდა გთხოვო ლილუ. მინდა, მაგრამ არ ვიცი რანაირად გითხრა.
ამ სიტყვებზე ხმა დაუსერიოზულდა.

_ რა ხდება ირმა?_ მივუბრუნდი და თვალებში ჩავხედე.

_ მე არავინ მყავს ლუ, აი ლუკასის მეტი არავინ გამაჩნია. ერთი ძმა მყავდა, მაგრამ... მას თურმე რცხვენია ჩემნაირი დის ყოლა. უარი თქვა ჩემზე. ხოდა არავინ მყავს და მეშინია, რამე რომ მომივიდეს, ვინ მიხედავს ლუკასს? იმას არ ვიძახი, რომ იასე და ახლა უკვე მამამისიც ბედის ანაბარად მიატოვებენ, მაგრამ ბავშვს სხვა სითბო და მზრუნველობა სჭირდება. მინდა, რომ პირობა მომცე ლუ, რომ თუ ოდესმე რამე დამემართება შენ იზრუნებ ლუკასზე, ისე იზრუნებ, როგორც ნენეს ძმაზე. ალბათ ბევრს ვითხოვ შენგან, მაგრამ ეს პირობა უნდა მომცე! დამპირდი ლუ!
ვუსმენდი და რაც არ უნდა უცნაური იყოს მესმოდა მისი შიშების. მეც რამდენჯერ მიფიქრია იმაზე, რომ ლევანის გარდა არავინ მყავდა. და რამდენჯერ მადლობა მითქვამს ღმერთისთვის, რომ ეს ადამიანი გამომიგზავნა მფარველ ანგელოზად. შემეცოდა ირმა. გარედან რა სხვანაირი ჩანდა მისი ცხოვრება. ლამაზი, მდიდრული, თავისუფალი, უდარდელი, მაგრამ შინაგანად რამდენად დაცლილი იყო ნამდვილი ადამიანური ურთიერთობებისგან. იმ წამს მივხვდი, სულიერი სიმარტოვე ყველაზე საშინელი რამ ყოფილა იმ განცდებს შორის, რასაც ადამიანები ფობიებს ეძახიან ხოლმე.

_ირმა, შენ მარტოობის გეშინია არა?_ ვკითხე, რაც შემეძლო თბილად.

_ სიკვდილზე მეტად ლუ!_ მიპასუხა მან. ალბათ არასდროს ყოფილა ირმა ამდენად გულწრფელი და გახსნილი, როგორც იმ წამს.

_ არა იმიტომ რომ რამე მოგივა, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ შენ მშვიდად იყო, გპირდები! არასდროს დავტოვებ შენს ბიჭს მარტოს! _ თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ ცდილობდა ირმა ჩემს სიტყვებში ადამიანებისადმი დაკარგული ნდობის პოვნას._ ნენეს გეფიცები ირმა! და სანაცვლოდ შენც უნდა დამპირდე რაღაცას!

_ რას?_ მკითხა დაუფარავი ინტერესით.

_ იგივეს! რომ შენ იქნები ნენეს საყრდენი, თუ ..._ ფიქრადაც ვერ გავივლე მისი მსგავსი უიმედო ფიქრი. ირმას ჩემ მიერ დადებულ პირობაზე მეტად ახლა საკუთარი თავის რწმენა სჭირდებოდა, რომ თავადაც მნიშვნელოვანი იყო ვიღაცისთვის, რომ ისიც ეიმედებოდა ვიღაცას, რომ მასაც შეეძლო ვიღაცის საყრდენი გამხდარიყო. თვალები გაუბრწყინდა ჩემს სიტყვებზე.

_ ამდენად მენდობი ლილუ?_ მკითხა ხმაარეულმა.

_ შენს დედობრივ ინსტიქტებს ვენდობი ირმა, მჯერა, რომ შენ ძლიერი ქალი ხარ! მჯერა, რომ შენ შეძლებ და იმაზე მეტად გაძლიერდები, ვიდრე ამის ახლა გჯერა!_ ხელზე ხელი მოვუჭირე. რომ დავუფიქრდეთ, ქალის გარდა ვერავინ შეძლებს და ვერ გაუგებს სხვა ქალის ტკივილს ამდენად ღრმად. ვერც ვერავინ გახდება ქალისთვის სხვა ქალზე უფრო ძლიერი მოტივაცია. ქალების თანადგომა ერთამანეთისადმი, ქალური სოლიდარობა წარმოუდგენლად დიდი ძალაა, ზუსტად ისევე, როგორც ქალური შუღლი და სიძულვილი.
ავდექი და ირმას ხელი გავუწოდე. სწორედ ახლა იდგა ის წამი, როცა ეს ქალი რეალურად ადგებოდა ფეხზე და წარსულის ტალახს სამუდამოდ ჩამოიცილებდა. იმ ტალახს, რომელის არსებობაც რეალურად მხოლოდ მან იცოდა და მხოლოდ მასვე ტანჯავდა.

_ დროა ირმა, დროა ჩვენ, ორივემ დაკარგული საკუთარი თავები დავიბრუნოთ და გზა ახალი ფურცლიდან გავაგრძელოთ!_
ხელი მაგრად ჩამჭიდა და ფეხზე წამოდგა.

_ მართალი ხარ ლუ._ მითხრა და არასდროს გაჟღერებულა მის ხმაში ამდენი ფოლადი, რამდენიც იმ წამს_დროა ცხოვრება ახლიდან დავიწყო!

ცოტა ხანში ლევანმა ოთახში მიგვიხმო. ამაყად თავაწეული შევიდა ირმა საკუთარ წარსულთან პირისპირ შესახვედრად. უცნაური მზერით უყურებდა იაგო ყოფილ საყვარელს. ვერ მივხვდი, რატომ ჰგავდა მისი სიძულვილი იმ წამს ქალით აღფრთოვანებას.

_ ბევრი ვისაუბრეთ და სასამართლოში დროის ხარჯვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ._ გამოგვიცხადა ლევანმა.

_ ბავშვზე დედას იმდენივე უფლება აქვს, რამდენიც მამას! თანაც სასამართლო ორივე მხარეს ბევრ ისეთ ცოდვებს ამოქვიქექავს, მგონია ბავშვი ორივეს წაგართვათ და მინდობით აღზრდაში გაუშვას, რაც არც ერთ მხარეს უნდა აწყობდეს და არც მეორეს. ამიტომ უაზრო დავას ჯობია მშვიდობიანად მოვგვარდეთ. შევთანხმდეთ დღეებზე, რომელსაც ლუკასი მამის სახლში გაატარებს. ასევე წინასწარ შვთანხმდეთ ალიმენტზეც, ეს ყველაფერი ბავშვის უკეთესი ინტერესებიდან გამომდინარე. მგონი გასაგებია ყველაფერი არა?_ ეს იკითხა და რატომღაც ირმას მიაჩერდა ინტერესით. ეგონა, რომ ირმა გააპროტესტებდა რამეს.

_ მე თანახმა ვარ! არაფერი არ ღირს ლუკასის ნერვებად და ცრემლებად!_ ისე უპასუხა ირმამ, იაგოსთვის ზედაც არ შეუხედავს. თითქოს ის იმ ოთახში საერთოდაც არ იყო.სამაგიეროდ ის ჭამდა თვალებით. მართლაც რთული იყო ირმა დაგენახა და არ აღელვებულიყავი. ქალი ვიყავი, მაგრამ მისი სილამაზის და ეფექტურობის აღიარება მეც კი არ მიჭირდა. არათუ იმ კაცს, რომელსაც ერთ დროს მის გვერდით ეძინა. ალბათ ძალიან რთული იყო მისი დავიწყება.

_ ეს გასაგებია და ახლა ის მითხარით, კიდევ არსებობს ჩვენი უსაფრთხოების ასე მკაცრად დაცვის აუცილებლობა?_ ეს რომ ვიკითხე ჯერ იაგოს შევხედე და მერე იასეს._ რას იტყვით ბატონებო? მორჩა ჩემი შინაპატიმრობა? ახლა შეიძლება ჩემს სახლში დავბრუნდე ჩემს ქმართან და შვილთან ერთად?

ყველა როგორც ერთი ისე მოტრიალდა ჩემკენ. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. ამას არავინ ელოდა და მით უფრო ის ჩემი გაბღენძილი იასე. თვალები დახუჭა, თავი უკან გადასწია, საზურგეს მიეყრდნო და მძიმედ ამოიოხრა. თითქოს სწორედ ამ წამს ელოდა მთელი დღე. ხმა რომ არავინ ამოიღო, ისევ იაგომ მიპასუხა კითხვაზე.

_ ჩემი ვაჟის ხათრით, მე წარსულს ვივიწყებ და მზად ვარ შეძლებისდაგვარად მოვაგვარო ჩვენი პრობლემები. იმედია შევძლებთ ადამიანურ ურთიერთობას ამ დღის შემდეგ და გასაყოფიც აღარაფერი გვექნება. დანარჩენ დეტალებზე შემდეგ შევთანხმდებით, ამის დროც მოვა. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. დროებით._ ირმა ქანდაკებასავით უემოციოდ უსმენდა და ერთხელაც კი არ უღირსებია მზერა მისთვის. თქმა ადვილი იყო, მაგრამ წარსულის დავიწყება არც ისე მარტივი. ოთახიდან გასვლისას იაგო მის გვერდით გაჩერდა. რამდენიმე წამს იდგა, თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია და სახლი დატოვა. ირმამ თითქოს შვებით ამოისუნთქა. ფანჯარასთან მივიდა და ეზოში გაიხედა.დაინახა, როგორ დაემშვიდობა იაგო ბავშვებს და როგორ დატოვა ეზო.

_ წაეთრა როგორც იქნა!_ ჩაილაპარაკა ზიზღით. _ ახლა ჩვენც წავალთ, შეიძლება არა?
მოტრიალდა ისევ დაეჭვებული.
_ ისევ ხომ არაფერი წამოუვლის არა იმ ხეპრეს?_ ლევანმა თავი გააქნია უარის ნიშნად.

_ კარგი, რთული დღე იყო. ყველას გვჭირდება დასვენება!_ გაიღიმა ირმამ რაღაცნაირად დაღლილმა._ დროებით გვრიტებო!

თვალი ჩამიკრა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა იასეს სახლი.ბავშვს ხელი მოკიდა. ნენეს ლოყაზე აკოცა და ისეთი მტკიცე ნაბიჯით და წელში გამართული გავიდა ეზოდან, თითქოს სრულებით სხვა ადამიანი იყო. რაღაც დამაკლდა მისი სიარულის მანერაში და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი რაც. ის აღარ მიდიოდა ლამაზი, თავქარიანი ქალის ნაბიჯებით. ნიღბის ჩამოხსნამ და შიშებისგან განთავისუფლებამ, თითქოს ის ძველი ირმა გამოაღვიძა, რომელიც ოდესღაც იყო. ახლა ის თავისუფალი ადამიანის ჰაეროვანი ნაბიჯებით მიდიოდა. წარსულის მძიმე ბარგი აღარ უმძიმებდა მხრებს და აღარც ნიღაბი სჭირდებოდა მეტად. არ ვიცი, როგორ მოახერხებდა იაგოსთან ურთიერთობის გამოსწორებას, რადგან ყველაფრის მიუხედავად,იმ კაცის თვალებში რაღაც გაურკვეველ ემოციას ვხედავდი, როცა ის ამ საოცარ ქალს აკვირდებოდა ხოლმე. არადა ისე ჩანდა, თითქოს იაგო უკანასკნელი კაცი იყო ამ დედამიწაზე, რომელიც ირმას აინტერესებდა. ალბათ მართლა შეუძლებელი იყო იმის დავიწყება, რომ ოდესღაც ადამიანს შენი სიკვდილი სურდა, ნებისმიერი საბაბით.
არც ის ვიცოდი, რა ძალით მოახერხა და მამამისის მკვლელის ძმას როგორ აპატია იასემ, მაგრამ მისგან ამ მსხვერპლის გაღება აუცილებელი იყო, თუ მას მშვიდი მომავალი სურდა ჩემთან და თავის ქალიშვილთან ერთად.

_ მე მაგრად მეზარება სახლში წასვლა და თუ მაინც და მაინც საქმის გარჩევების მოწყობას და სცენების დადგმას არ აპირებთ, დავრჩები რა!_ისეთი დაღლილი ხმით შეგვეხვეწა ლევანი, წამით კინაღამ შემეცოდა კიდეც.

_მანქანის გასაღები მომეცი!_ დავუბრიალე თვალები. ლევანმა ენა გამომიყო.

_ გასაღები მამეცი!_ გამაჯავრა პატარა ბავშვივით._ და სად მიდიხარ ნეტავ?

_მე და ნენე სახლში ვბრუნდებით!_ ვუპასუხე ჯიუტად და ხელი გავუწოდე.

_ მე არსად არ მიმყავხართ!_ გამიღიმა ლევანმა და რაღაც მანიშნა თვალით.

_ მორჩა! დაამთავრე ახლა ეგ ცირკი!_ დაუჯერებელი სიმშვიდით თქვა იასემ. რომელიც ისევ ისე თვალდახუჭული იჯდა სავარძელზე._ აქიდან ვერსად ვერ წახვალ!

_ შენ არავინ გეკითხება მე სად წავალ!_ ახლა მას მივუბრუნდი აშარებული._ მომეცი ლევან გასაღები და შენ დარჩი თუ გინდა ამასთან, შენი იყოს დამითმია!

_ ოოო, აქ აშკარად ვერ გამოვიძინებ!_ აბუზღუნდა კორბენი და წასასვლელად წამოდგა. მეც მის მოძრაობას მივყევი._ აი შენ მე ნერვებს მიშლი უკვე და არსად არ ვაპირებ შენ წაყვანასმეთქი! ილაპარაკეთ ხალხო! მართლა ბავშვები ხომ არა ხართ! მოგვარდით ბოლო_ ბოლო! იაგო და ირმა მოგვარდნენ და თქვენ რით ვერ დაასრულეთ?! და ხო! ხვალიდან განქორწინების პროცესს ვიწყებ! თორემ უკვე ეჭვიანობს ჩემი ოტელო!
გაიკრიჭა და ისე გავარდა ოთახიდან სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი.

_ მოღალატე! მშორდები არა? მე არ ვარ თანახმა , გესმის? _ მივაძახე გაქცეულს მეგობარს_ მე არ ვარ თანახმა!

_რას ვფირქობ იცი?_ მკითხა მოულოდნელად იასემ._ შენი სახით დიდებული მსახიობი დაკარგა საქართველომ!
თვალები გაახილა და ფეხზე ადგა.

_ ნახე ლიამ წაიყვანა უკვე ნენე დასაძინებლად. წამოდი ჩვენც დავიძინოთ. ისედაც თავი მტკივა მთელი დღეა! _ ისე გამომიწოდა ხელი, გეგონება საერთოდ არ გაუგონია ჩემი წამის წინანდელი ჩხუბი.

_ ნუ მიყურებ მასე! რა ლამაზი გოგო ხარ, არადა მასე რომ იბღვირები სულ არ გიხდება!_ მომიახლოვდა და ხელები მომხვია._ არ ვიჩხუბოთ რა!
მთხოვა, რაც შეიძლება მშვიდად.

_ არა!_ ვუპასუხე მოკლედ.

_ ნერვებს მიშლი ლუ!_ მოიღუშა თავადაც.

_ ხოდა ვინც გიმშვიდებს იმასთან წადი!_ვუთხარი ცივად. ხელები გავაშვებინე და ზურგი შევაქციე.

_ აი სწორედ ეგ არის უცნაური!_სიცილით მითხრა მიმავალს.
_ რა?_ ვკითხე ინტერესით.

_ დამშვიდებითაც მხოლოდ შენ მამშვიდებ!_ ხელი მომკიდა და დასაკლავი ცხვარივით გადამიკიდა კისერზე.

_ ახლავე დამსვი, ხელი გამიშვი იდიოტო!_ ავყვირდი მე.

_ ჯერ კარგად დავიმშვიდებ აშლილ ნერვებს და თუ ისევ გნდომება წასვლა, გაგიშვებ აბა ხვეწნას კი არ დაგიწყებ!_ მიპასუხა მხიარულად. მისი აშკარა დაცინვით გაცოფებულმა მხარზე ვუკბინე, რაც შემეძლო მაგრად.

_ სულ ეგა ხარ გოგონი? ახლა ნახავ როგორი შურისძიება ვიცი მე!_ მითხრა ტკივილისგან სახედამანჭულმა და კიბეები სულმოუთქმელად აირბინა....

_ აბა ახლა მითხარი, რა არ გასვენებს ქალბატონო?_ მკითხა და საწოლის თავს მიეყრდნო. _ ისევ ბრაზობ? არადა მეგონა საკმარისად დაგამშვიდე! კიდევ ხომ არ..

_ იასე ჭკუიდან ნუ მშლი!_ შევაწყვეტინე სწრაფად. აშკარად მშვენიერ ხასიათზე ბრძანდებოდა. ბედნიერი ღიმილით მითვალიერებდა მკლავზე დარჩენილ საკუთარი კბილების ნაკვალევს.

_ გგონია ყველაფერი დამთავრდა?_ ვკითხე ნაწყენმა.

_ კი არ დამთავრდა ახლა იწყება!_ მიპასუხა ბედნიერმა._თუ გინდა შენი ქმარი ჩვენი მეჯვარე იყოს, რას იტყვი?
აშკარად ერთობოდა საკუთარი იდეით. თან შანსს არ უშვებდა, რომ ლევანი არ აეგდო მასხრად.

_ რა მეჯვარე?_მე არანირ ქორწილს არ ვგეგმავდი უახლოეს მომავალში, მაგრამ იასეს აშკარად სხვა გეგმები ჰქონდა.

_ცოლად არ გამომყვები? ისევ!_ მკითხა , ადგა და იატაკზე მიგდებული საკუთარი შარვლის ჯიბეში რაღაცას დაუწყო ძებნა.

_ ლილუ, პატარა, მინდა ჩემი ცოლი გახდე! აი ხომ ხედავ, პირველ ჯერზე ჭკუა ვერ ვისწავლე და გამეორება კი ცოდნის დედაა!_ ცდილობდა ნერვიულობა ხუმრობით შეენიღბა. ჩემ გვერდით ჩამოჯდა და მუჭად შეკრული ხელი გაშალა. ხელის გულზე ბრჭყვიალა, ლამაზი ბეჭედი ედო.
ჩემი გონება გამალებით ფიქრობდა, საკუთარი თავი დავიჭირე იმ სურვილში, რომ სასწრაფოდ მსურდა ის ბეჭედი არათითზე წამომეცვა,მაგრამ თავმოყვარეობა თუ პატივმოყვარეობა მიღრენდა გულის სიღრმიდან.

_ რა გარყვნილო კაცი ხარ იასე?_ გამეცინა ბოლოს მის მოლოდინისგან დაძაბულ სახეზე._ ჯერ კიდევ გათხოვილ ქალს სთხოვ ცოლობას?

_ რა ვიცი წეღან არ გაგხსენებია ეგ სიამოვნებისგან რომ ....

როგორც თქვა ლევანმა მეორე დღესვე დაიწყო განქორწინების პროცესი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით ვიყავი თავისუფალი ქალი. ჩემი თავისუფლების ბოლო დღეს აივნიდან ვუყურებდი ეზოში გამართულ საქორწინო სამზადისს. ლევანი და ნენე გვერდიგვერდ ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, თან ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.

_ რას უყურებ პატარა ლუ?_ მკითხა იასემ და ჩამეხუტა.
_ იმათ!_ თავით ვანიშნე მათკენ._ ერთი ჭკუისები არიან არა?
_მეც მიკვირს, ასე რანაირად დაიმსგავსა?_ გაეცინა იასეს.
_ ხომ არ გწყინს, ისევ მას რომ ეძახის ნენე მამას?_ ვკითხე ერთდროულად ჩემს ყოფილ და მომავალ ქმარს.
_ მწყინს? აბა რა უნდა დაუძახოს?_ გაოცებით მკითხა იასემ._ ის ხომ მისი ქალიშვილია?!

დასასრული

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვგიჟდები თქვენ ისტორიებზე???? ღირდა ლოდინად დასასრული. აი ბოლო სიტყვებმა მესაკუთრე იასესგან განსაკუთრებული სითბო ჩამიღვარა გულში????????

 


№2 სტუმარი ლომიძე

როგორ ველოდებოდი ყოჩაღ****დანარჩენი როცა ბოლომდე წავიკითხავ მერე.

 


№3 სტუმარი სტუმარი იაკო

სახალისო და საინტერესო ისტორიაა
კარგად წერ

 


№4 სტუმარი ეკა 5

შენი ყველა ისტორია ძალიან მიყვარს, ძალიან... ეს ახალი დადებულია? როგორ გამომრჩა! რა კარგი სიუჟეტები გაქვს და ბედნიერი დასასრული ! ძალიან კარგი იყო, წარმატებები ❤️ კიდევ თუ გაქვს რამე ასეთი საყვარელი, გამოამზეურე, რაა

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგი ისტორიაა, სიამოვნებით იკითხება ,მიყვარს შენი შენებური ისტორიები❤️❤️♥️♥️♥️

 


№6 სტუმარი ნასწია

რა კსრგიაააა,სიამოვნებით წავიკითხე თავიდან.

 


№7 სტუმარი ნასწია

სდასასრული კი სასწაული.

 


№8  offline წევრი TamoTi

რა კარგი იყო❤️❤️ველოდი დასრულებას რომ წამეკითხა და ძალიან დამიგვიანდა მოძებნა♥️♥️♥️ძალიან მომეწონა♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინი

მომწონს თქვენი წერის სტილი,კარგადაც ვიცინე კითხვის დროს????ზედმეტი არაფერი იყო, სუპერ????????

 


№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

TamoTi
რა კარგი იყო❤️❤️ველოდი დასრულებას რომ წამეკითხა და ძალიან დამიგვიანდა მოძებნა♥️♥️♥️ძალიან მომეწონა♥️♥️♥️

TamoTi
რა კარგი იყო❤️❤️ველოდი დასრულებას რომ წამეკითხა და ძალიან დამიგვიანდა მოძებნა♥️♥️♥️ძალიან მომეწონა♥️♥️♥️

მიხარია რომ მოგეწონათ.

სტუმარი ნინი
მომწონს თქვენი წერის სტილი,კარგადაც ვიცინე კითხვის დროს????ზედმეტი არაფერი იყო, სუპერ????????

მიხარია ეს შეფასება, მადლობა.

სტუმარი ქეთი
ვგიჟდები თქვენ ისტორიებზე???? ღირდა ლოდინად დასასრული. აი ბოლო სიტყვებმა მესაკუთრე იასესგან განსაკუთრებული სითბო ჩამიღვარა გულში????????

არც ისეთი უცხვიმპირო იყო როგორადაც თავს გვაჩვენებდა.)))

ლომიძე
როგორ ველოდებოდი ყოჩაღ****დანარჩენი როცა ბოლომდე წავიკითხავ მერე.

რა ვიცი იმედიაოგეწონებათ.

სტუმარი იაკო
სახალისო და საინტერესო ისტორიაა
კარგად წერ

მადლიბა))))

ეკა 5
შენი ყველა ისტორია ძალიან მიყვარს, ძალიან... ეს ახალი დადებულია? როგორ გამომრჩა! რა კარგი სიუჟეტები გაქვს და ბედნიერი დასასრული ! ძალიან კარგი იყო, წარმატებები ❤️ კიდევ თუ გაქვს რამე ასეთი საყვარელი, გამოამზეურე, რაა

მადლობა, თუ რამეს ვწერ ვდებ აქაც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent