ბედისწერის ძალა (4)
თავი4 მოწყენილი იჯდა ჩაფიქრებული თვალებში კი, ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი, გული დამძიმებოდა დარდისგან ვინ იცის რა ელოდა მომავალში არ უნდოდა ერთხელაც ნივთივით გაეყიდა ბიძამისს, ახლა უფრო რთულად იყო მისი ამბავი დედამისის შემდეგ არავინ გაუშვებდა თავის ნებაზე ყოფილიყო, ძალიან ენატრებოდა თავის სიყვარული, მაგრამ ვერ გადიოდა სახლიდან, რადგან უთვალთვალებდნენ. უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა, გოგონა სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარის გასაღებად წავიდა, გაღებისას კი ადგილზე გაშრა, რადგან მის წინ იაგო იდგა. _ აქ რას აკეთებ?- აღშფოთებით წამოიძახა. - ბიძაშენთან დასალაპარაკებლად მოვედი.- შეეცადა მშვიდად ეთქვა. – რაა? გთხოვ წადი, ძალიან გთხოვ, ახლა ამის დრო არ არის.- ცრემლიანი თვალებით შეევედრა გოგონა.- ის ორივეს დაგვხოცავს. – ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მე ვერ ვუყურებ მშვიდად იმ ამბავს, რომ ჩემი საყვარელი ქალი სახლში ჰყავთ გამომწყვდეული და არავინ იცის რას უპირებენ მას.- წამოიძახა. - ნუ გეშინია კარგი, რაც არ უნდა მოხდეს და რა დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით.- უთხრა და თვალებიდან ცრემლი მოსწმინდა. – მეტი, რომ ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი.. – ყველაფერი კარგად იქნება.- დაამშვიდა. – კარგი, წავალ დავუძახებ.- უთხრა და სახლში შევიდა. ცოტახანში კი, ჯემილე გამოვიდა და ბიჭი მიაცილა ახმედის ოთახამდე. – იმედია ხვდები, რამხელა რისკზე მიდიხარ შვილო? და თუ შეხვალ უკან ვეღარ დაიხევ. – ვიცი და მე ყველაფრისთვის მზად ვარ.- მტკიცედ მიუგო და შიგნით შევიდა ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ოთახში შესლვის თანავე დაძაბულობა წამოვიდა, ხვდებოდა, რომ ეს შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო,მაგრამ ჯობდა გაერისკა და ებრძოლა თავის სიყვარულისთვის ვიდრე დამალულიყო. – რა სიურპრიზა, შენი აქ მოსვლა?- წამოიძახა კაცმა.- ბიძაშენი სად არის? _ უკან დაბრუნდა. მე კი გადავწყვიტე კიდევ დავრჩენილიყავი.. ამავდროულად ჟასმინი ადგილს ვერ პოულობდა ძალიან ღელავდა არ იცოდა რა მოხდებოდა, იქნებ მათი უკანსაკვნელი შეხვედრა იყო, მღელვარებისგან გული საშინლად უცემდა. ოთახში, ჯემილე შევიდა და გოგონაც მისკენ გაიქცა. – რა ხდება ჯემილე? - ჯერ სიმშვიდეა.- უპასუხა. - ძალიან ვღელავ შვილო შენ გამო. ოთახში, ჰაერიც კი დამძიმებულიყო ისეთი, დაძაბულობა სუფევდა, იაგო, იჯდა და ფიქრობდა, როგორ დაეწყო საუბარი, ისე რომ კაცი არ გაეღიზიანებინა,რა თქმა უნდა, ამას ახმედი ხვდებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, უნდოდა დრო მიეცა მისთვის, რომ საუბარი დაეწყო. – ბატონო, ახმედ პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დღისთვის, მე მართლა არ ვიცოდი, თუ ასე რთულად იყო საქმე. _ ახლა ამის გახსენება, არ ღირს ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ვხედავ რაღაცაზე ძალიან ღელავ, ყველაფერი რიგზეა?- კითხა კაცმა. – დიახ, თქვენთან სწორედ ამიტომ მოვედი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვიცი ამის გაგებისას რა რეაქცია, გექნებათ. – გისმენ.- დაეჭვებით შეხედა ბიჭს. – იცით, მე... აქ მოვედი რათა, თქვენი დისშვილის ხელი გთხოვოთ.- ამოთქვა ბიჭმა. – რა თქვი? გინდა ჩემი დიშვილის ხელი ითხოვო?!- წამოენთო კაცი. – დიახ, მე ის ძალიან მიყვარს. ვიცი ხელის სათხოვნელად ჯერ ადრეა, ჩვენ მხარეში წყვილი ერთმანეთს ხვდებიან და მერე ქორწინდებიან, მაგრამ აქ პირდაპირ ქორწინდებიან, როგორც გავიგე, ამიტომ მოვედი, რომ ნება დაგვრთოთ. – ხვდები, მაინც რას მთხოვ? შენ სხვა კუთხიდან ხარ არ ემორჩილები ჩვენ წესებს არ მიჰყვები რელიგიას. დასავლეთის ხალხი ურწმუნოები ხართ, გჯერათ, რომ ღმერთი მოკვდა, - გაბრაზდბულმა წამოიძახა. – მე ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით, თუ საჭიროა, ისლამზეც გადმოვალ. – ასე, მარტივი გგონია, ადგე და შეიცვალო რწმენა.არა, ახლავე დატოვე, ჩემი სახლი! – მე უკან დახევას არ ვაპირებ, თუმდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. – დაივიწყე, ამ სახლის გზა და ჩემი დისშვილი, მას მეტი ვეღარასდროს ნახავ. ახლა კი, წადი აქედან სანამ მშვიდად გელაპარაკები. – მე ის ძალიან მიყვარს! – რა გესმის, თქვენ გრძნობების. აქ რომ მოდიხარ და მიცხადებ, ამას შენმა ოჯახმა, თუ იცის რასაც აპირებდი? – ჯერ თქვენთან მინდოდა მოსვლა და დალაპარაკება, მერე კი მათ დაველაპარაკებოდი. - ჩემი აზრი, უცვლელი რჩება, მე არ დავუშვებ, კიდევ იგივე განმეორდეს. - მკაცრად წამოიძახა და მცველს დაუძახა.,- ალიხან ეს ყმაწვილი წაიყვანე აქედან, მისი დანახვა აღარ მინდა.- უთხრა და მცველმა ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია. _ მე ისევ დავრუნდები, იქამდე არ მოვეშვები, სანამ ჩემსას არ მივაღწევ.- დაიყვირა ბიჭმა, ყვირილის ხმაზე გოგონა აივანზე გამოვიდა და დაინახა, მცველი როგორ მიათრევდა ბიჭს. სწორედ ამის ეშინობა, ეშინოდა, რომ ბიძამისი ვერ გაუგებდა მათ, აქ ხომ ეს წარმოუდგენელი იყო, არავინ მისცემდა მათ ერთად ყოფნის უფლებას. გული ეწურებოდა და ცრემლებად იღვრებოდა. ბიჭმა ზემოთ ამოიხედა და თვალცრემლიანი, გოგონა დაინახა. თვალებით ანიშნა, ყველაფერი კარგად იქნებაო და გარეთ გავიდა. – ხომ გეუბნებოდი შვილო, ბიძაშენი ამის უფლებას არ მოგცემთ- მეთქი.- თანაგრძნობით უთხრა, ჯემილემ. გოგონა, განადგურებული შევარდა ოთახში საწოლზე დაემხო და ატირდა. ახლა რა იქნებოდა, როგორ წარიმართებოდა მათი ბედი. კაცი გააფრთრებული შემოუვარდა გოგონას ოთახში და მწარედ ჩაავლო თმებში ხელი. – ბიძია...!- წამოიკივლა. – ახლა კმაყოფილიხარ, შენი გამომწვევი ცეკვით იმ ბიჭის ყურადღება, მიიქციე ვეჭვობდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და აი თურმე რა ყოფილა, უსირცხვილო ხარ, თავზე ჭერი მოგეცი შენ კი გინდა თავი მომჭრა არა?! _ ბიძია, რა დავაშავე მე უბრალოდ შემიყვარდა, განა სიყვარული დანაშაულია.- ტიროდა გოგონა. – სულელი ხარ და უტვინო და შენც დედაშენის შეცდომებს იმეორებ, როგორც ვატყობ, ისიც ურჯულოს გაეკიდა. არ დავუშვებ, რომ იგივე განმეორდეს. – დედასაც უბრალოდ შეუყვარდა და უნდოდა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო.- შეეპასუხა გოგონა. – არაფრის გაგონება არ მინდა, დაივიწყე ის უცხოელი გესმის, მას მეტი ვეღარ ნახავ.- დაუყვირა და ოთახიდან გავარდა. ძალიან ცუდად იყო და ვეღარ უძლებდა იმ ადგილს სუნთქვაც კი უჭირდა, უკვე ტელეფონზე ზარი შემოვიდა იაგო, ურეკავდა, მაგრამ გოგონა არ პასუხობდა არავისთან საუბარი არ სურდა, ვინ იცის ბიძამისი რას უპირებდა, როგორმე უნდა გაეღწია თავი, ამ სახლიდან. დაელოდა, სანამ ყველა დაიძინებდა და შემდეგ ჩუმად გაიპარა სახლიდან. გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა და ქუჩაში სიარული საშიშიც კი, იყო გზა, აბნეული დაიარებოდა ვიწრო ტუპიკებში და უნდოდა რაც შეიძლება მალე, მოშორბოდა ამ ყველაფერს წასასვლელი არსად ჰქონდა, ვერსად წავიდოდა, ამიტომ თავი ისევ ნანვრევებს შეაფარა და კუთხეში ჩამოჯდა. ტელეფონი, ამოიღო და ბიჭს დაურეკა. _ ჟასმინ, რატომ არ პასუხობდი ჩემ ზარებს?- კითხა ბიჭმა, მაგრამ გოგონა ხმას არ იღებდა, უბრალოდ ტიროდა. – ხმას, რატომ არ იღებ? - უნდა შევხვდეთ.- ჩამწყდარი ხმით უპასუხა გოგომ. – რა ხმა გაქვს, შენ რა ტირიხარ? – გელოდები. – სად ხარ? _ ჩვენ ადგილზე.- ეს უთხრა და გაუთიშა. მარტოდ მარტო, იჯდა მიტოვებულ შენობაში და ფიქრობდა ყველაფერზე, ჯერ მხოლოდ ორი კვირაა, რაც მაროკოში ჩამოვიდა და უკვე რამდენი რამ გადაიტანა ამ მოკლე დროში, ამის წარმოდგენაც კი, არ ჰქონდა. ძალიან ახალგაზრდა იყო, საიმისოდ და ვერ აცნობიერებდა სიტუაციას, მეოცნებე და სიცოცხლით სავსე იყო და ყველაფერს ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა, მაგრამ ცხოვრება ვარდისფერ ფერებში ნამდვილად არ იყო სირთულეებით სავსეს, რისი გადატანაც საჭირო იყო, ამ სამყაროში თუ არ იბრძოლე ისე არაფერი გამოვა. და მაინც რა დააშავა, ის რომ შეუყვარდა, განა შეგიძლია გულს უბრძანო, ერთხელ გადაგეყრება მოულოდნელად და ააფორიაქებს შენს სულს და გულს ამას ვერ განსაზღვრავ და ვერც დაგეგმავ, ის თავისთავად მოვა სიყვარულს კი საზღვრები არ გააჩნია, უბრალოდ გიყვარდება და მორჩა. ფიქრებში იყო გართული, როდესაც ბიჭის ხმა მოესმა. – ჟასმინ!- დაუძახა ბიჭმა და გოგონაც მაშინვე ფეხზე წამოდგა შემდეგ კი გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია ბიჭს. არაფერს ამბობდა უბრალოდ მის გულზე ედო თავი და ტიროდა. - რა მოხდა? აქ რატომ ხარ?- ჰკითხა ბიჭმა. – სახლიდან გამოვიპარე.- ამოიტირა. – რაა?- წამოიძახა ბიჭმა. – ჰო, შენი ნახვა მინდოდა... – მოდი გავიპაროთ აქედან, ჩემთან წავიდეთ, იქ ვერაფერს გახდებიან, რადგან კანონი არ მისცემთ უფლებას რამე დაგვიშაონ. – არ შემიძლია... – რატომ? _ პასპორტი მე არ მაქვს ბიძაჩემმა წამართვა, ამისგამო ქვეყნიდან ვერ გავალ. ხომ გეუბნებოდი, რომ არაფერი გამოვა თქო, თავიდანვე გაფრთხილებდი ჩემგან თავი შორს დაგეჭირა, მაგრამ შენი არ დაიშალე, ახლა რა იქნება? – გთხოვ ნუ ტირი, რამეს მოვიფიქრებთ, მე დანებებას არ ვაპირებ იმდენჯერ მივალ რამდენიც საჭირო იქნება, ბოლოს დაიღლება და დამთანხმდება.- უთხრა ბიჭმა. _ და რომ არ მოხდეს ისე როგორც ამბობ, რამე რომ დაგიშავოს მე ჩემ თავს არ ვდარდობ, მაგრამ შენ... შენ რომ რამე დაგიშაონ თავს ვერ ვაპატიებ. მგონი აჯობებს ისე დავტოვოთ ყველაფერი, როგორც არის დაბრუნდი უკან და შენი ცხოვრებით იცხოვრე. – რაა? ასე მარტივად დანებდები, ნუთუ ყოველ დაბრკოლებისას ასე უბრალოდ დაყრი ფარხმალს.- წყენით უთხრა. - როგორ არ გესმის აქ არავის ინდობენ, ამიტომ არ მინდა რაიმე დაგემართოს. – მე ვთქვი, რომ უკანსაკვნელ ამოსუნთქავმდე ვიბრძოლებდი და ასეც იქნება.- მტკიცედ მოუგო, შემდეგ კი, გულში ჩაიკრა. მთელი ღამე ასე ისხდნენ ჩახუტებულები და ერთმანეთს სუნთქვას უსმენდნენ, გოგონას მის გულზე ედო თავი და ბიჭის მშვიდ გულისცემას უსმენდა, რომელიც ასე ამშვიდებდა, მისი რითმული გულის ძგერა, მის მკლავებში კი, თავს დაცულად და მშვიდად გრძნობდა, თითქოს არც არაფერი უნდოდათ მეტი, ამ ქვეყნად სულ გადაავიწყდათ ყველაფერი, იმ წუთას იყვნენ, მხოლოდ ეს ორი და მეტი არავინ. მათი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო და არავინ იცოდა ეწერათ თუ არა ერთად ყოფნა ამიტომ ცდილობდნენ ყოველი მომენტით დამტკბარიყვნენ. გამთენიისას მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ, მზემ გამოანათა თავის ოქროსფერი სხივები და გამოჩნდა ჰორიზოტზეც. – სახლში უნდა წავიდე, სანამ არ გაუგიათ, რომ შინ არ ვარ.- წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. - ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე.- დაამშვიდა ბიჭმა. – ბედს ვეთამაშებით, ხომ ხვდები, რომელშიც ან გავიმარჯვებთ ან დავმარცხდებით, თუ ერთად ყოფნა გვიწერია ვიქნებით თუ არა და ესეიგი ერთად ყოფნა არ გვეწერა.- უთხრა. სწარაფად გადაიცვა შავი ბურკა და ბიჭს წასვლის წინ კიდევ ერთხელ მოეხვია, შემდეგ კი უკან მოუხედავად გაიქცა. დილა იყო და ყველა ახლად უწყებდა სახლიდან გამოსვლას. ვიწრო ტუპიკს გაუყვა და სახლამდეც მივიდა, კარები შეაღო და ჩუმად შეიპარა ოთახში, გაუმართლა, რადგან ბიძამისი ჯერ არ გამოსულა ოთახიდან ფრთხილად აიპარა ოთახში და შიგნით შევიდა. აბაზანაში შევიდა თავი მოიწესრიგა და შემდეგ ისევ ოთახში დაბრუნდა. დღიური ამოიღო და წერა დაიწყო. _ ჟასმინ!- ოთახში ჯემილე შევიდა. – რა ხდება? – ბიძაშენი გეძახის. – რაა?- სწრაფად წამოდგა ფეხზე.- ოო, ღმერთო, ალბათ ახლა განაჩენს გამომიტანს.- შეშინებულმა წამოიძახა. _ არ ვიცი, წამოდი გელოდება.- მიუგო ქალმა და შემდეგ კი ორივე გამოვიდნენ ოთახიდან და ახმედთან წავიდნენ. – ჩემი ნახვა გინდოდათ, ბიძია?- კითხა გოგომ. – კი, შემოდი დაჯექი.- მშვიდად უპასუხა კაცმა. ბიძამისის სიმშვიდეზე გოგონა უარესად აირია და დაიბნა, აშკარა იყო რაღაც ჰქონდა ჩაფიქრბული. დაძაბული იჯდა და ნერვიულად აწვალებდა თითებს. გული კი ნერვიულობისგან საშინლად უცემდა. – არ ვიცი, რა გითხრა. იმედები გამიცრუე, აქაურობას ძალიან ხარ ჩამორჩენილი აქაურ წესებს და რელიგიას, როგორც ჩანს შენში უფროა დასავლური ჩვევები ვიდრე აღმოსავლური ამაში კი დიდი როლი, რა თქმა უნდა, იმან ითამაშა, რომ მამის გენეტიკა უფრო მეტი გაქვს ვიდრე დედის დედაშენს, როგორც არ უნდა ესწავლებინა აქაური წეს- ჩვეულებები შემთვის. შენ შინაგანად არ ხარ ასეთი და ადამიანს,რაც არ უნდა ასწავლო, თუ არ უნდა არ შეიცვლება, შენ კი ზუსტად ასეთი ხარ კიდევ გარემოებამ იმოქმედა შენზე. – ბიძია, მე... – ახლა კი, არ ვიცი რა მოგიხერხო მითხარი, როგორ მოვიქცე? წესით ახლა შენ ან ოთახში უნდა გამოგკეტო ან საჯაროდ ორმოცდაათი როზგი უნდა დაგარტყა.- შეწუხებულმა კითხა.- მაგრამ მეცოდები,ამისთვის. – უბრალოდ მომეცით თავისუფლად სუნთქვის უფლება, გთხოვთ. – შვილო, ის ბიჭი არ გამოგადგება დამიჯერე, შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და მეამიტი,ამიტომ ყველას ენდობი. – მაგრამ მას ვუყვარვარ, თქვენც ნახეთ, რომ მან თავი საფრთხეში ჩაიგდო ჩემს გამო და აქ მოვიდა. _ არა, ასე არ გამოვა რამე უნდა მოვიფიქრო. შეგიძლია წახვიდე ახლა ლოცვის დროა, მერე დავილაპარაკოთ ამაზე.- უთხრა კაცმა და გოგონაც იმწამსვე გამოვიდა ოთახიდან კაცმა, იატაკზე სალოცავი ხალიჩა გაფინა და ლოცვისთვის მოემზადა, მალე მოლის ხმაც გაისმა ფანჯარაში რაც იმას ნიშავდა,რომ უკვე დრო იყო, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. დილით ადრე მოლის ხმა იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო. *** სასტუმროს ნომერში იჯდა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, იცოდა, რომ ახმედი უარს ეტყოდა, მაგრამ ამით მან ერთი ნაბიჯი გადადგა, გოგონასკენ, ეს არ იყო სხვა ქვეყნები სადაც შეიძლებოდა თავისუფლად შეეძლებოდათ წყვილს ერთმანეთის ნახვა, რომელ შეყვარებულ წყვილზეა საუბარი ამ ქვეყანაში გოგოს ბედს სხვები წყვეტენ საკუთარ ბედს ვერ განაგებენ და რასაც კარნახობენ იმას აკეთებენ. მოულოდნელად ტელეფონზე ზარი შემოუვკდა და მაშინვე უპასუხა. _ გისმენთ. – როდემდე აპირებ მანდ დარჩენას, დრო აღარ არის უკან დაბრუნდე?- გაისმა ტელეფონში კაცის ხმა. – იქნებ ჯერ მოგეკითხე, როგორ ვარ და მერე გადასულიყავი ჩხუბზე.- გაღიზიანებულმა უპასუხა. - სამუდამოდ მანდ აპირებ ჩასახლებას?- კვლავ თავისა გააგრძელა კაცმა. – იქამდე დავრჩები სადამდეც საჭიროდ ჩავთვლი და თანაც მოემზადეთ რადგან მარტო არ ჩამოვალ.- უთხრა ბიჭმა. – რაა? რას ნიშნავს, მარტო არ იქნები, იმედია მანდ არაფერი მიქარე.. – ნახვამდის მამა.- უთხრა და გაუთიშა. გაღიზიანებულმა მოისროლა ტელეფონი, ყოველთვის ასე ხდებოდა, როდესაც მათ ესაუბრებოდა, მათ მისი არასდროს ესმოდათ და არ ცდილობდნენ შვილის გაგებას ბავშვობიდან ძიძამ გაზარდა და ისინი კი ფაქტიურად მის გვერდით არც იყვნენ მთელ დროს სამსახურში ატარებდნენ ასე ჩამოშორდა მშობლებს იაგო, როდესაც მიაღწია ზრდასრულ ასაკს და უკვე შეეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება თავისთვის ბინა იყიდა და ცალკე გადავიდა, რა თქმა უნდა, ამ ამბით ირაკლი და თინა აღფრთოვანებულები არ იყვნენ მაგრამ ბიჭი ისე გაიზარდა, ყველასგან დამოუკიდებლად, რომ არავის აზრი აღარ ადარდება, უკვე საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ თავისთავისთვის მიეხედა და თავის ცხოვრებით ეცხოვრა. მშობლებს კი, არ აძლევდა თავის ცხოვრებაში ჩარევის უფლებას. საწოლიდან წამოდგა და აივანზე გავიდა, ჩაფიქრებულმა გადახედა ქუჩებს. ტელეფონი მოიმარჯვა და გოგონას გადაურეკა. _ გისმენ.- ჩურჩულით უპასუხა. – შენი ნახვა მინდა..- ამოთქვა ბიჭმა. _ ახლახანს არ დავიშალეთ? –ვიცი, მაგრამ უკვე მენატრები. - კარგი, რამეს მოვიფიქრებ და ჩვენ ადგილზე დაგელოდები. – არა, ამ ჯერად იქ აღარ ვიქნებით. – აბა? _ სიურპრიზია.. - იაგო, რა ჩაიფიქრე? _ ნახავ. ქალაქის შესასვლელთან დაგელოდები.- უთხრა ბიჭმა _ კარგი, მოვიფიქრებ რამეს.- უთხრა და გაუთიშა. ბიჭი სწრაფად გაემზადა სასტუმროდან გავიდა ტაქსი გააჩერა და ქალაქის გასასვლელისკენ წავიდა. იქვე ხის ძელზე ჩამოჯდა და გოგოს უცდიდა, იმედი ჰქონდა, რომ გამოვიდოდა, დაახლოებით 20 წუთში გოგონაც გამოჩნდა, რომელსაც შავი ხალათივით სამოსი ეცვა და სახე სპეციალური ვუალით ჰქონდა დაფარული რომელიც მძივებით იყო მორთული. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა. ბიჭი კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, იმდენად ლამაზი იყო, გოგონა. – რა ხდება აქ რისთვის დამიბარე?- იკითხა გოგონამ – სიურპრიზია.. როგორ მოახერხე გამოპარვა? – ჯემილეს ვთხოვე დახმარება, მართალია თავიდან არ დამთანხმდა, მაგრამ ძალიან ვთხოვე და უარი ვერ მითხრა, ოღონდ შინ საღამომდე უნდა დავბრუნდე სანამ ბიძაჩემი დაბრუნდება. – კარგი. წამოდი- უთხრა ბიჭმა და ფეხით გაუყვნენ გზას, მალე უდაბნოს შესასვლელთან შეჩერდნენ. – აქ რა გვინდა?- გაოცებით კითხა. – ეს ერთადერთი ადგილია სადაც ვერავინ მოგვაგნებს და მშვიდად ვიქნებით. – და არ გეშინია, რომ ბედუინებმა მომიტავონ.- სიცილით კითხა. – ჩემ გვერდით ეგ არ გემუქრება.- უპასუხა ბიჭმა. შემდეგ აქლემების პატრონს ფული გადაუხადა და წყვილი აქლემებზე შემოჯდა . აქლემი ფეხზე წამოდგა და სიარული დაიწყო. გოგონა, ვერ იჯერებდა, რომ უდაბნოში ბიჭთან ერთად იყო. თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა ოქროსფერი ბზინავი ქვიშა და ქვიშის დიუმები, ძალიან მომაჯადოვებელი იყო – იცი, ამბობენ უდაბნოში დიდხანს თუ გაჩერდები სიცხისგან შეიძლება მირაჟი დაინახო.- უთხრა გოგონამ. - მირაჟი? – ჰო, შესაძლოა, მოგეჩვენოს რამე დაუჯერებელი, ასე ამბობენ. ყველაზე მეტად მწვანე ოაზისის ნახვა მინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ის ძალიან შორს არის იქ კი შესვლა საშიშია. აქლემიდან ჩამოვიდნენ და ქვიშაში დაიწყეს სიარული, ქვიშა ცხელი და ფაფუკი იყო იმდენად რბილი და თხელი იყო, რომ შეიძლებოდა ადამიანი ჩაფლულიყო ამ მომაჯადოვებელ ქვიშაში, დარბოდნენ საჰარას უდაბნოში და ძალიან ბედნიერები იყვენენ, ადამიანს მეტი არც არაფერი სჭირდება, ბედნიერებისთვის, მათ სიყვარული არ იყო, სუსტი მათ შინაგანად უხილავი ძალა აკავშირებდათ, რომლის დანგრევაც არც თუ ისე მარტივი იყო, როგორც იტყვიან ისინი ერთმანეთის მონათესავე სულები იყვნენ, ამიტომაც, პირველივე დღიდანვე მიიზიდეს ერთმანეთი და ეს კავშირი დღითიდღე უფრო იზრდებოდა, რამდენიც არ უნდა ეცადონ მათ დაშორებას ისინი, ერთი არსნი არიან რომლებსაც ერთი გული აქვთ და ერთნაირად უცემთ როდესაც ერთად არიან. უეცრად ქვიშის ქარიშხალი ამოვარდა და გოგონას სწრაფად წამოდგა. _ უნდა წავიდეთ! – რა მოხდა?- ჰკითხა ბიჭმა. – ქვიშის ქარიშხალი გვიახლოვდება, უნდა ვიჩქაროთ,თორემ აქ დარჩენა საშიშია, თუ მოგვისწრო გვშთანთქავს ქვიშა.- წამოიძახა და აქლემთან მივიდა. სწრაფად გაეცალნენ იქაურობას, მაგრამ ქარიშხალი უფრო და უფრო იზრდებოდა, როგორღაც მოახერხეს და თავი გააღწიეს უდაბნოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.