შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის ძალა (3)


14-10-2024, 16:21
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 307

ცხოვრება, ამოუცნობი და არაპროგორიზერაბადია, ვერ გაიგებ როდის რას დაგატეხს თავს, მითუმეტეს თუ საქმე სიყვარულს ეხება, აქ სიტყვებიც კი ზედმეტია, ისე გადაგეყრება გზაზე და დააყენებს შენს ცხოვრებაში ქარიშხალს ვერც კი მიხვდები, სიყვარულის ფორმულას სხვა და სხვა ნაირად ხსნიან, მეცნიერების თქმით სიყვარული გამოყოფს სპეციალურ ეფექტებს, რაც ადამიანს უფრო ემოციურს ხდის დროებითია და ორ სამ წელში ნელდება. მაგრამ ეს მხოლოდ აღტაცების გამოხატულებაა, როდესაც ვიღაც უბრალოდ გიზიდავს და მეტი არაფერი. სიყვარული ემოციური მდგომარეობაა, ნამდვილი სიყვარული გულიდან მოდის, გული არ ნიშნავს, ადამიანის, ორგანოს არამედ იგულისხმება, ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, მისი შიმაგანი ემოციური ფონი. მაშ რას განიცდიან რეალურად ეს ორი ერთმანეთის მიმართ მათი სიყვარული ნამდვილია თუ უბრალოდ აღტაცებას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ ვინ იცის.

ბიჭი აეროპორტის შესასვლელში ბარგით იდგა, მაგრამ წასვლა სულ არ უნდოდა, ვერ ეთმობოდა, გოგონა. რას არ იზამდა, ახლა მის გვერდით მისი საყვარელი ქალიც,რომ ყოფილიყო და ერთად მიემგზავრებოდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, მის მოსაპოვებლად ბრძოლა იყო საჭირო. რატომღაც მისმა გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა და თითქოს იგრძნო, რომ გოგონა სადღაც იქვე იყო აეროპორტის შენობა მოათვალიერა, უეცრად კი, მოშორებით მდგარი შავ ბურკაში გამოწყობილი გოგონა დაინახა, რომელიც ეშმაკურად უყურებდა მერე კი გაიქცა, მიხვდა, რომ ეს ჟასმინი იყო იმ წუთას მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, თითქოს დრო გაჩერდაო და მთელს სამყაროში, მხოლოდ ეს ორი იყვნენ დარჩენილი მისკენ გაიქცა, გოგონას და ძებნა დაიწყო თვალებით იპოვა კიდევ გოგონა მისკენ მირბოდა და თან უკან იყურებოდა, ხომ არავინ მოყვებოდა. ბიჭის წინ შეჩერდა და თან თვალი მოავლო არემარეს, შემდეგ ბიჭს გაუსწორა მზერა სახე მთლიანად დაფარული ჰქონდა და მხოლოდ თვალები უჩანდა, მაგრამ მზერით მიხვდებოდით, რომ იმ წუთას იღიმოდა.
– არ მჯერა, შენ აქ ხარ?- გაუღიმა ბიჭმა.
_ ხო, ხომ ხედავ შენ გამო, რა სიგიჟეებს ჩავდივარ, ფაქტიურად თავი საფრთხეში ჩავიგდე აქ მოსვლით.
– დასამშვიდობებლად მოხვედი?- კითხა ბიჭმა.
– არა, იმის სათქმელად მოვედი, რომ გითხრა არ წახვიდე... - ამოთქვა. - გთხოვ არ წახვიდე...
– სიგიჟეა შეიძლება რასაც ვაკეთებ და თავსაც საფრთხეში ვიგდებ, მაგრამ შენ მე აქ მჭირდები.- უთხრა გოგონამ ბიჭს კი მის სიტყვებზე სახე გაებადრა.
_ არ გინდა, რომ წავიდე?
– არა...
– არც მე მინდოდა აქედან წასვლა. ახლა კი საერთოდ აღარ მინდა.
– ანუ?- კითხა გოგონამ.
– ანუ, აღარსად აღარ მივდივარ.
_ მაშინ, ხვალ დილით ჩვენ ადგილას დაგელოდები, ბიძაჩემი გავა თუ არა სახლიდან მაშინვე იქ წავალ. ახლა უნდა წავიდე ბევრი დრო არ მაქვს.- უთხრა და გაიქცა.

მაინც რას არ გააკეთებინებს სიყვარული ადამიანს, როდესაც გიყვარს შენ თავს აღარ გავხარ.
ბიჭი გაღიმებული დაბრუნდა უკან სადაც ბიძამისის გაბრაზდბულ სახეს გადააწყდა
– სად იყავი?- კითხა მოქუფრული სახით.
– არსად. აქვე ვიყავი, ბიძია თქვენ დაბრუნდით თუ გინდათ მე კიდევ დავრჩები აქ.
– რაა?- შეიცხადა.
– ჰო, გადავიფიქრე.
_ ღმერთო, სიყვარულმა ამ ბიჭს თავი სულ დააკარგვინა.- დანანებით გაიქნია თავი.- შენ მშობლებს რა ვუთხრა?
– უთხარით, რომ აქ ვრჩები.
– როგორც გინდა, მაგრამ იმედია ყველა იმ სიმძიმეს გრძნობ და იაზრებ რაც გელის წინ.
- რა თქმა უნდა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
– ხომ იცი, რომ აქ არ არის მიღებული წყვილის შეხვედრები, თუ მართლა გიყვარს მიდი ბიძამისთან და მისი ხელი ითხოვე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, თუ მის მიმართ სერიოზულად ხარ განწყობილი უნდა მიხვიდე, იმედია მარტო გაუმკლავდები ამას.
– ნუღელავ ბიძია, შეიძლება თავიდან ცივი უარი მითხრას, რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ დამთანმხდება, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებ.
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოს შვილო. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. - ბიჭს გადაეხვია და წავიდა.

აეროპორტიდან გავიდა და ტაქსი გააჩერა და სასტუმროში დაბრუნდა, თავის ნომერში ავიდა ბარგი იქვე დატოვა და საწოლზე წამოწვა.

****

გოგონა, შეუმჩნევლად შეიპარა ეზოში და შემდეგ სახლში. თავის ოთახში შევიდა და ოთახში, ჯემილე დაინახა, რომელსაც ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო.
– ღმერთო, ჯემილე გული გამიხეთქე.- წამოიძახა შეშინებულმა და შიგნით შევიდა.
– სად იყავი?
– არსად უბრალოდ სუფთა ჰაერზე გავისერნე. რა მოხდა?- ბურკა მოიხსნა და საწოლზე ჩამოჯდა.
- იმედია, არაფერს მალავ და რამე სისულელის გაკეთებას არ აპირებ, თორემ ხომ იცი, ბიძაშენს ვერ გადაურჩები.

_ კარგი,რა ჯემილე, გთხოვ არ გვინდა ამ ადათ წესებზე ლაპარაკი, ისედაც აქ ყოფნით თავს ცუდად ვგრძნობ თავი გალიაში გამოკეტილი ჩიტი მგონია, რომელსაც ფრთები დააჭრეს და ვეღარ დაფრინავს.- გულმოსულმა უთხრა და თავი ბალიშზე დადო.
– უბრალოდ არ მინდა, თავი საფრთხეში ჩაიგდო.
– რაც არ უნდა იყოს მოსახდენი მაინც მოხდება.
–კარგი.- უთხრა და გავიდა.


ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ ბედნიერი იყოს და ისე იცხოვროს,როგორც უნდა, ვერ უძლებდა ასეთ რეჟიმს, რადგან არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს ის თანამედროვე ცხოვრებას იყო მიჩვეული, სადაც თავისუფლად არის და არანაირი აკრძალვები არ არის. აქ კი, ყველაფერს რელიგიას აწერენ და მის მიხედვით მოქმედებენ, განა სხვა ქვეყნებში ღმერთის არ სწამთ, მაგრამ დიდიხანია გამოვიდნენ ქვის ხანიდან უკვე და სხვა მუსლიმანურ ქვეყნები უკვე დიდიხანია ქვის ხანიდან გამოვიდნენ. მაგრამ აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ცოცხლობს ეს სისასტიკე და აკრძალვები. რატომ რის გამო უნდა ისჯებოდნენ? მხოლოდ იმიტომ, რომ შეუყვარდათ ან როგორ შეიძლება ადგე და შენი გაზრდილი ქალიშვილი კარგ ფასად გაყიდო, როგორც ნივთი ან ცხოველი, სამწუხაროდ ადამიანები ივიწყებენ რომ შვილი არავის საკუთრება არ არის, მათ შორის არც მშობელს ეკუთვნის ის არის პიროვნება, რომელსაც თავის ცხოვრება აქვს და თავის უფლებები, რომელიც არის თავისუფალი რომელსაც აქვს თავის დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს თავისი მიზნები და ოცნებები, მაგრამ აქ გოგოს სურვილებს არავინ უყურებს უკვე რამდენი ქალი შეეწირა ამ სასტიკ რეჟიმს.
ამ უსიცოცხლო სამყაროში გოგონას, მხოლოდ ერთი რამ ახარებდა,რომ ეგულებოდა ადამიანი, ვის გვერდითაც თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა, ფაქტიურად მან ახალი იმედი ჩაუსახა ახალი ცხოვრების. არ იყო ადვილი მის გვერდით ყოფნა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა, თუ საჭირო გახდებოდა ბიძამისის წინღმდეგაც წავიდოდა.

– რა გჭირს, ჟასმინ?- კითხა ადამ ,როდესაც ოთახში შევიდა და მისი ნაღვლიანი სახე შეამჩნია.
– არაფერი, უბრალოდ ზოგჯერ აქაურობა ძალიან მრთგუნავს...- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
– დღეს დილით სად იყავი? ჯემილე ძალიან ღელავდა.
– სუფთა ჰაერზე გავისეირნე...
– იცი, ჯემილეს ჰგონია, რომ შეყვარებული ხარ და ამიტომ იპარები სახლიდან ჩუმად.
– რაა??
– ხო, მას შემდეგ რაც გიმკითხავა, უცნაურად იქცევი და ფიქრობს,რომ წინასწარმეტყველება ასრულდა.
– ასეც, რომ იყოს მერე რა..
– ის შენზე ღელავს, რადგან არ უნდა რომ თავი საფრთხეში ჩაიგდო.

– იცი, დედა, მეუბმებოდა, ხოლმე ბედს ვერ დაემალებიო, ამიტომ თუ მიწერია, მაინც ამისრულდება და მოსახდენი მაინც მოხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ბედს შევურიგდები.
– კარგი.- სევდიანად გაუღიმა.
– არ ვაპირებ, მეც სხვა გოგოებივით უსიყვარულოდ გამათხოვონ.


******


დილით დაელოდა, როდის გავიდოდა ბიძამისი საქმეზე და ისიც მაშინვე გაიპარა სახლიდან სწრაფად მირბოდა, რომ არავის დაენახა, ნანგრენვებში მივიდა და შიგნით შევარდა. იმდენი ირბინა სანამ სასურველ ადგილამდე მოვიდოდა, რომ ძლივსღა სუნთქავდა სწარაფად აირბინა კიბეები ზემოთ ავიდა და როდესაც ბიჭი დაინახა გაუხარდა ბიჭმა ხელები გაშალა გოგონასდანახვისას გახარებული გაიქცა და მთელი არსებით მოეხვია ბიჭს, ვიღას ახსოვდა ადათ წესები და ტრადიციები, მის გვერდით იმდენად მიეჯაჭვა მას, რომ მისი საყდარი გამხდარიყო მისთვის და თავშესაფარი, თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა.
_ დამპირდი, რომ არასდოს მიმატოვებ.- ამოილაპარაკა ჯერ კიდევ მის მკერდს მიკრულმა გოგონამ. - უშენოდ ვერ ვიცოცხლებ.
– მე არსად ვაპირებ, წასვლას.- მიუგო მშვიდად და თავი ზევით ააწევინა. ამ დროს კი მისი ცრემლიანი თვალები დაინახა.

_ რატომ ტირიხარ?
– მე... უბრალოდ ძალიან მეშინია..
– რის?
– მეშინია, რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიზმარია და ერთხელაც გამეღვიძება და მივხვდები, რომ ეს უბრალოდ ილუზია, იყო.
_ ნუ გეშინია, ეს სიზმარი არ არის რეალობაა. მისმინე, დიდხანს მოცდას აღარ ვაპირებ დროს ვერ დავკარგავ, ამიტომ უახლოეს დღეებში მივალ და ბიძაშენს დაველაპარაკები.
– რაა? ბიძაჩემი ორივეს დაგვხოცავს.- შეშინებულმა წამოიძახა. იაგომ მხრებში მოკიდა ხელი და იქვე დასვა შემდეგ კი მის წინ ჩაიმუხლა.
– მისმინე, მესმის გეშინია, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცევი, ვერ დავუშვებ ბიძაშენმა სხვაზე გაგათხოვოს ამიტომ გარისკვად ღირს, მე დათმობას არ ვაპირებ თანაც, ხომ გინდა, რომ ვიბრძოლო ხოდა ასეც ვიქცევი, არ ვაპირებ დამალვას.

– ბიძაჩემი ორივეს დაგვხოცავს.- აუცრემლინდა თვალები.

– ვერაფერსაც ვერ იზამს.
_ კარგი,მაგრამ მოდი ცოტახანი, ასე ვიყოთ ვინ იცის რა ხდება, იქნებ მეტი ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი.
_ კარგი, ოღონდ შენ იყავი მშვიდად.- გაუღიმა და გულში ჩაიკრა.

_ რატომ არ გავიცანით ერთმანეთი საქართველოში, ყველაფერი, ხომ მარტივად იქნებოდა...
– ალბათ ასე იყო, საჭირო..
_ იცი, ამ კოშკის ნანგრევებს ძალიან სევდიანი ისტორია აქვს..- უთხრა გოგონამ.
– მართლა? არ მომიყვები?
– კი, დედა მიყვებოდა ხოლმე, არ ვიცი ეს რეალურად მოხდა, თუ უბრალოდ გამოგონილი ამბავია, მაგრამ დიდი სიყვარულის მატარებელია და თან ტრაგედიის. ძველად ამ კოშკში ერთი წყვილი მალულად ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს გოგონა ერთ- ერთი მდიდარი შეიხის ქალიშვილი იყო ბიჭი კი, უბრალო მსახური მათ არ შეეძლოთ ერთად ყოფნა,რადგან არავინ გაათხოვებდა ღარიბ ბიჭზე.
ერთხელაც გოგოს ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მათი ქალიშვილი, გაეთხოვებინათ გოგომ ეს ამბავი, რომ გაიგო, ვერ აიტანა, რადგან ის ბიჭი ძლიერ უყვარდა და ვერ წარმოედგინა მის გვერდით სხვა ამიტომ ერთ დღეს ადგა და თავი დაიწვა მალევე კი ბიჭმაც თვით მკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. შეყვარებული წყვილისთვის კი, მათი ამბავი მაგალითად არის ქცეული.. აი ასე.- სევდიანი ხმით დაასრულა მოყოლა.

_ გასაოცარია..
– ჰო, ამიტომაც ეს ადგილი ძალიან მიყვარს.
– სიყვარული, ხომ უკვდავია დარწმუნებული ვარ მათი სიყვარული ჯერაც ცოცხლობს.

_ ხო.- ტირილით მიუგო.
– ისევ, ტირი?- კითხრა და ცრემლები მოსწმინდა.
– უბრალოდ ძალიან გულჩვილი ვარ და ასეთი ამბები ჩემზე ძალიან მოქმედებს.- უთხრა გოგონამ
_ რომ შემეძლოს დროს გავაჩერებდი და უსასრულობამდე ვიქნებით აქ .
_ კარგი, იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დროს ვერ გავაჩერებთ.
- შენ აქაურს არ გავხარ, ჟასმინ?- კითხა ბიჭმა.
– არ ვარ აქაური და მაგიტომ.- გაეცინა.
– არ ხარ?
– ჰო, ჩემი სამშობლო საქართველოა იქ დავიბადე და გავიზარდე. შენ ჩემს შესახებ თითქმის არაფერი არ იცი, მე დედით არაბი ვარ მამით კი ქართველი და ჩემს მშობლებს ჩვენს მსგავსად შეუყვარდათ ერთმანეთი.
– მართლა??
– ჰო, დედა, მიყვებოდა მათ სიყვარულის ისტორიას. ხომ წარმოგიდგენია ახლა რა რეჟიმში ცხოვრობენ აქ და 20 წლის წინ რა იქნებოდა, უფრო მეტად ჩამორჩენილები იყვნენ დროს და წესებით ცხოვრობდნენ ამიტომიმის შანსი, რომ ერთად ყოფნის უფლებას მისცემდნენ თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ ერთ დღეს ადგნენ და გაიპარნენ, რა თქმა უნდა, არც იქიდან წამოსვლის შემდეგაც არ დახვდნენ სიხარულით ამ ამბავს მამას ახლობლები, ამიგომ დამოუკიდებლად დაიწყეს ცხოვრება და ასე... დიდხანს ვერ გასტანა მათმა ამბავმა რაფგან რვა წლის რომ ვიყავი, მამა დაიღუპა და დედა სრულიად მარტო დარჩა. მეშინია, მეც ასე მარტო არ დავრჩე.- ამოიტირა.
– შენ მარტო არ დარჩები. კიდევ რას მიამბობ შენზე?
– განსაკუთრებულს არაფერს, რადგან ჩემი ცხოვრება ერთ ფეროვანი და მოსაწყენი იყო სულ, თუმცა ძალიან მინდოდა მესწავლა და ჩემი პროფესია მქონოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი.. შენზე რას მეტყვი?
– მყავს მშობლები რომლებთანაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა არავისზე დამოკიდებული არ ვარ, მაქვს ცალკე ბინა და ჩემი პატარა ბიზნესი და ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ.
– რამდენის ხარ?- კითხა გოგომ.
– 24- ის შენ?
– 18- ტის.
- ექვსი წლით შენზე დიდი ვყოფილვარ.
_ უნდა წავიდე, უკვე ბინდდება და დროზე უნდა მივიდე სახლში.- წამოიძახა და ფეხზე წამოდგა.
- არ ვიცი, გაგაგებინებ, მაგრამ ასე ხშირად ვეღარ გამოვაკ ხოლმე, არ მინდა ვინმემ რამე იეჭვოს.- ბურკა გადაიცვა და დატოვა იქაურობა.

მზე უკვე უწურებოდა და ნელ-ნელა ბნელდებოდა, მთელი ძალით გარბოდა, რომ შინ დროულად მისულიყო, ბაზრის გავლა უწევდა, სადაც ათასი ხალხი ირეობდა და ხელს უშლიდნენ გავლაში შემთხვევით კი ერთ- ერთი დახლი წააქცია, რისგამოც ვაჭარმა ჩხუბუ დაუწყო, შეშინებულმა სწრაფად დატოვა იქაურობა ბოლოს, როგორც იქნა მიაღწია სახლამდე და სახლში შევიდა გულში ლოცულობდა, რომ ბიძამისი არ დახვედროდა სახლში, თუმცა ასე არ მოხდა, ბიძამისი შინ დაუხვდა და თანაც ძალიან გაბრაზდბული.
– სად დადიხარ ამდრომდე?!- კითხა მკაცრად.
– მე... ვსეირნობდი ბიძია და დრო ისე გამეპარა ვერც კი შევნიშნე.
– არ იცი, რომ გოგოს გასვლა გარეთ მარტო და თან გვიანობამდე არ შეიძლება.
– მაპატიეთ ბიძია, მეტი ასე აღარ მოვიქცევი.
– კარგი, შეგიძლია ახვიდე შენ ოთახში.- უთხრა გოგონას. მისი წასვლის შემდეგ მცველს დაუძახა.
– გისმენთ ბატონო?
– მისმიმე ალიხან, ჩემს არ ყოფნაში ყველაფერი უნდა აკონტროლო, ამ გოგოს არ ვენდობი, ამიტომ მის აჩრდილად უნდა იქცე გასაგებია?
– როგორც მიბრძანებთ.- უთხრა და წავიდა.


თავის ოთახში, შეიკეტა, თუ არა ჩუმად ტელეფონო ამოიღო და ბიჭს მისწერა.
_ ცოტა ხანს, ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს.
– რატომ?
– ბიძაჩემი სახლში დამხვდა და მემგონი რაღაცას ეჭვობს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– მე დასამალი არაფერი მაქვს.. არ ვაპირებ ბიძაშენს დავემალო, ამიტომ აუცილებლად მივალ და დაველაპარაკები.
– გთხოვ არ გინდა.
– მენდე.
– კარგი, მაგრამ ახლა არა.
– როდის შევძლებთ კიდევ შეხვედრას?
– არ ვიცი, მოვიფიქრებ და გაგაგებინებ. ახლა უნდა წავიდე, ვიღაც მოდის.- ტელეფონი გათიშა და სწრაფად დამალა.
ოთახში ჯემილე შევიდა.

– მითხარი რა ხდება, შვილო ხომ იცი შეგიძლია მენდო?- ნაღვლიანმა კითხა.- ვხედავ შენთავს რაღაც ხდება. გოგონას გული აუვუყდა და ქალს ჩაეხუტა.
– შეყვარებული ვარ ჯემილე...
– რაა?
– ჰო, შენი წინასწარმეტყველება ამიხდა.
- რას ამბობ? ვინ არის ის ადამიანი?
- ის ბიჭია, ცეკვის დროს რომ მიყურებდა.
– ის უცხოელი?
– ჰო... მე ის ძალიან მიყვარს, არ ვიცი როგორ მაგრამ თითქოს მას უკვე დიდიხანია ვიცნობ.
– ჟასმინ...- ამოთქვა დანაღვიანებულმა.- შვილო, ის აქაური არ არის, ჩვენგან განსხვავებით მათ სხვა წესჩვეულებები და ცხოვრება აქვთ, ის ბოლომდე შენთან არ იქნება, დიდხანს ვერ ინარჩუნებენ ქორწინებას.
– მას ვუვყვარვარ ჯემილე, მითხრა, რომ ბიძიას დაელაპარაკება და იბრძოლებს ჩემთვის.
– და ასე, რომ არ მოხდეს? ესეც რომ არა ბიძაშენი არ მოგცემთ უფლებას და ღმეთმა დაგიფაროს, მისი რისხვისგან. სიყვარულს კარგი არაფერი მოაქვს დამიჯერე ის დაგტანჯავს.- თავზე ხელი გადაუსვა - კარგი, ახლა დამშვიდდი მიდი. მე გავალ საქმე მაქვს და მერე ისევ შემოვალ.- უთხრა და გავიდა.


***
ახმედის ბრძანებით, კარის მცველი გოგონას, თვალს არ აშორებდა, ეს დღები და ჟასმინიც მთელ დღეს სახლში ატარებდა, თუმცა კი, ძალიან იყო, მოწყენილი ენატრებოდა, ბიჭი მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ უთვალთვალებდნენ..აუზთან იჯდა მოწყენილი და წყლით სავსე აუზს უცქერდა და თითქოს იქ კი არ იყო, არამედ ფიქრებით ბიჭთან. უკვე ვეღარ ძლებდა მის გარეშე.
მოულოდნელად კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა და ესეც კარის გასაღებად გაეშურა, კარის ზღურბლზე იაგო იდგა.

....

ვიცი, პატარაა მაგრამ მეტის დრო არ მქონდა.
აბა, რას ფიქრობთ, თქვენი აზრით რა იქნება, დაელაპარაკება იაგო ახმედს?

ზოგადად ძალიან მიყვარს მკითხველის აზრის გაზიარება და მათი შთაბეჭდილებების მოსემენა, ხოლმე ამიტომ ჩემი ყურადღება უფრო კომენტარებზეა,მიმართული ვიდრე რეაქციებსა და ნახვებზე მაგრამ რატომღაც არავის ეთმობა აზრის გამოხატვა ერთი,ორი თუ დატოვებს ხოლმე ისიც ერთეულები. ვინც გულწრფელად გამოცატავთ თქვენ აზრს მინდა გითხრათ, რომ თქვენი კომენტარები ძალიან მახარებს ტუმდაც ერთის დაწერილი იყოს.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

პირველ რიგში გეტყვით რომ ბოლომდე მოგყვებით, ჩემთვის სასიამოვნოა, მსუბუქი წასაკითხი.
P.s იმედი მაქვს იაგო დაელაპარაკება, საინტერესო გაგრძელება გველის.მადლობა

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ანი
პირველ რიგში გეტყვით რომ ბოლომდე მოგყვებით, ჩემთვის სასიამოვნოა, მსუბუქი წასაკითხი.
P.s იმედი მაქვს იაგო დაელაპარაკება, საინტერესო გაგრძელება გველის.მადლობა


❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

სასიამოვნო წასაკითხია ველი რამე ეგზოტიკურს. მოგყვებით დიდი სიამოვნებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent