ბედისწერის ძალა (2)
თავი2 - შეენ!- წამოიკივლა შოკირებულმა, თუმცა ბიჭმა პირზე ხელი ააფრა და იქვე მდებარე კარავში შეიყვანა. გოგონა, შოკში იყო, მომხდარის გამო და აზრზე ვერ მოდიოდა, კარავში, ისხდნენ მაგრამ ხმას არცერთი იღებდა, გულის ცემა ჰქონდა აჩქარებული და გახშირებული სუნთქავდა. – გაგიჟდი, აქ რას აკეთებ?!- გაბრაზებულმა კითხა. – შენი ნახვა მინდოდა.- მშვიდად უპასუხა. _ ღმერთო, ჩემო! რატომ ართულებ ყველაფერს, იცი რა ამბები დატრიალდება აქ რომ ერთად გვნახონ, ხომ გთხოვე თავი შორს დაგეჭირა ჩემგან, გინდა, რომ სიკვდილით დამსაჯონ ამის გამო, მითხარი ეს გინდა? - შეწუხებულმა კითხა. _ არა. რა თქმა უნდა.- თვალები, ეშმაკურად უელავდა, მაგრამ ამავდროულად ნაღვლიანი ჰქონდა ბიჭს. – უნდა, წავიდე ალბათ უკვე მეძებენ. – გთხოვ, ცოტახნით დარჩი. _ არ შემიძლია.- უთხრა და კარავიდან გასასვლელად მოემზადა. _ შეიძლება, ეს ჩვენი უკანსკვნელი შეხვედრა იყოს.- უთხრა ბიჭმა. – რას გულისხმობ? - დაეჭვებით შემობრუნდა. _ იმას, რომ დღეს საღამოს სამშობლოში ვბრუნდები, მე კიდევ არ მინდა ისე წავსულიყავი რომ არ მენახე და კიდევ...- უთხრა მასთან ახლოს მიიწა და მის ტუჩებს დაეწაფა, გოგონასთვის ისე, მოულოდნელი იყო, რომ თვალები ჭყიტა. ბიჭმა წამიერად აკოცა და მოშორდა. _ უნდა წავიდე, შენ კი, დაბრუნდი იქ საიდანაც მოხვედი და დამივიწყე.- უთხრა და გიჟივით გავარდა გარეთ. _ მოიცადე, ეს გამომართვი ჩემი ტელეფონის ნომერია. თუ რამეა დამირეკე. – არ დაგირეკავ.- მიაძახა და გაიქცა. გული ჰქონდა გახეთქვაზე და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ეშინოდა ვინმეს არ გაეგო. საბედნიეროდ ძალიან შორს არ იყო ეს ადგილი და მალე მივიდა ადგილზე. ისევ ტყულის თქმა მოუწია. სხვა გზა არ ჰქონდა ამ ბიჭის გამო ცოდვას ცოდვაზე ჩადიოდა. _ ჟასმინ, სად გაქრი, შენი აქლემი უკან დაბრუნდა შენ კი, არსად ჩანდი?- შეშინებულმა კითხა გოგომ.- უკვე ვიფიქრეთ, რომ ბედუინებმა, გაგიტაცეს. – არა, მე აქლემით სიარულით დავიღალე და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა.- არეულმა მიუგო.- მგონი დროა უკან დავბრუნდეთ ძალიან დავიღალე. – კარგი. სახლში მისვლის, თანავე თავის ოთახში ჩაიკეტა. ეს ბიჭი თავგზას ურევდა გოგოს,ეს აშკარა იყო, რატომ ეთამაშებოდა მის გრძნობებზე, ან ეს კოცნა რას ნიშნავდა? ვერ გაეგო, სულ აირია. იმედი ჰქონდა, რომ წავიდოდა და ვეღარასოდეს ნახავდა იმ უცნობს. აბაზანაში შხაპი მიიღო შემდეგ, წიგნაკი ამოიღო და გადაწყვიტა ყველა ემოცია ფურცელზე გადმოეტანა. ცოტახანში სავახშმოდ დაუძახეს , გოგონამ დღიური საგულდაგულოდ გადამალა და ქვევით ჩავიდა. – აბა, როგორ მოგეწონა გასეირნება?- კითხა ბიძამისმა. – ძალიან, მომეწონა ბიძია, განსაკუთრებით უდაბნო, დედა მიყვებოდა,ხოლმე თუ რა ლამაზია აღმოსავლეთში უდაბნო. ძალიან მინდოდა ერთხელ მაინც მენახა, ცოცხლად მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი.- უთხრა გოგომ. – იმედია, ეს სურვილი დაიკმაყოფილე? – დიახ. მთელი ეს დრო,გოგონა ჩუმად იჯდა და ჩანგალს აწვალებდა, ეტყობოდა რაღაცას ფიქრობდა. – რატომ არაფერს ჭამ?- კითხა ადამ. – არ ვიცი, ალბათ დაღლილობის ბრალია, თუ შეიძლება მე ოთახში ავალ. – კარგი, წადი. გოგონა, კვლავ ოთახში ჩაიკეტა, რატომღაც დასევდიანდა, დედამისის სიტყვები გაახსენდა, რომელმაც უთხრა ,, იმედია, ჩვენიანს გაჰყვები და ჩემსავით შენც არ დაიტანჯები.,, დედამისის ისტორია, კარგად იცოდა, თუ რამდენი რამის გადატანა, მოუხდა იმის გამო,რომ თავის დროზე წესებს არ დაემორჩილა და გაჰყვა ცოლად იმას ვისაც არ უნდა გაჰყოლოდა მეტიც მასთან ერთად გაიპარა კიდეც. ამის გამო ყველამ ზურგი აქცია, მშობლებმა და ძმებმა. ძალიან ჰარმონიული წყვილი იყო, სელმა და გურამი, მაგრამ სამწუხაროდ მათი ერთად ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდა, კაცს სიმსივნე აღმოაჩნდა და დაიღუპა. დარჩა მარტოდ მარტო უცხო ქვეყანაში ქალიშვილთან ერთად შვილს მზრუნველობას არ აკლებდა ღამეებს კერვაში ათენებდა, რომ ლუკმა პური ეშოვნა. ამ ჯაფაში და ნერვიულობაში ქალიც დაავადმყოფდა და ისიც დაიღუპა, რამდენიმე წლის შემდეგ. მართალია ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწიათ, მაგრამ საბოლოოდ ერთად შეძლეს ყოფნა, იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, ახლა კი, ისევ იგივე ისტორია, მეორდებოდა ამჯერად მათ ქალიშვილს უწევდა ამის გავლა, თუმცა რა იქნება ამჯერად ეგ ჯერ არავინ იცის. – დედა, რომ იცოდე როგორ მჭირდები ახლა, შენი თბილი ჩახუტება და რჩევების მოსმენა მაკლია, ნეტა რას მეტყოდი ამ მოულოდნელ დატეხილ ამბავზე? ალბათ დამტუქსავდი და მეტყოდი, რომ იგივე არ გამემერებინა,მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ.- ამოიტირა. ძალიან ეშინოდა, მზად იყო კი დაპირისპირებოდა ბიძამისს, კარგად იცოდა, რისფასად დაუჯდებოდა ეს ურჩობა. პატარა ხელჩანთიდან ფურცელი ამოაძვრინა და ბიჭის სახელი და ნომერი ამოიკითხა. ***** საკმაოდ გვიანი იყო გარეთ უკვე ძალიან ბნელოდა და გზას მხოლოდ ლამპიონები ანათებდა, ბიჭი ფეხით დაიარებოდა, აშკარად რაღაცაზე გამეტებით ფიქრობდა, ძალიან იყო დაბნეული და არეული, თავში ქაოსი ჰქონდა რას იფიქრებდა ეს მოგზაურობა მის ცხოვრებას თავდაყირა, თუ დააყენებდა, მაგრამ იქნებ ეს მისი ბედისწერა იყო, რომ სწორედ მაროკოში უნდა შეხვედროდა თავის ცხოვრების სიყვარულს, ხვდებოდა, რომ ის იყო ერთადერთი ვისთანაც უნდოდა მთელი ცხოვრების გატარება, მაგრამ ამის მიუხედვად ეს შეუძლებელი იყო, აქამდე გოგოს მიმართ ასე არ დაინტერესებულა და არც გაგიჟებულა, მაგრამ ამ არაბმა გოგონამ შეძლო და ერთი დანახვით აურია ბიჭს თავგზა, მაგრამ იყო ერთი მაგრამ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო, გოგონას ოჯახი დიდი ალბათობით არ დაუშვებენ მათ ერთად ყოფნას ეს ერთი და მეორე არის კიდევ მისი ოჯახი, ეგ კიდევ ცალკე თემაა, ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. სასტუმროში მისვლის თანავე, ბიძამისი გაგიჟებული ეცა. – სად დადიხარ, შვილო? გამაგებინე.- შეწუხებული ეცა კაცი. – მე გოგონას სანახავად ვიყავი წასული. – რაა?!- წამოიძახა.- რას ქვია, გოგოს სანახავად იყავი? – ხო,ბიძია. ჩუმად ვუყურებდი შორიდან რა მოხდა?- გაკვირვებით კითხა. – მეკითხები, კიდეც? რა გემართება შვილო, გამაგებინე, შენ ასეთი თავქარიანი და მეამბოხე არასდროს ყოფილხარ ყოველთვის დინჯი და გაწონასწორებული იყავი. – არც მე ვიცი, რა მემართება, ძალიან ვარ არეული, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ის გოგო ჩემი ადამიანია.- ამოთქვა დაღლილმა და დივანში ჩაეშვა. – რატომ ართულებ ყველაფერს შვილო, კარგი დაუშვათ გიყვარს, შენთვითონაც ხომ ხვდები, რომ არცერთი ოჯახი არ მოგცემთ უფლებას ერთად იყოთ. _ როგორც არ უნდა იყო, ბიძია, თუ დამჭირდა მთელ სამყაროს დავუპირისპირდები მის გულისთვის.- მტკიცედ წარმოთქვა. – შვილო, კარგად დაფიქრდი რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შენს ამ მოქმედებას ახლა შენ ეიფორიაში ხარ მოიხიბლე მოცეკვავე გოგონათი, იქნებ უბრალოდ მისი სხეული გიზიდავს არ დაფიქრებულხარ ამაზე? დრო გავა და ეს ემოციებიც განელდება დამიჯერე. მეტი აღარაფერი უთქვამს, დივანის საზურგეს თავი მიაყრდნო და ემოციებისგან დაღლილმა თვალები დახუჭა გონების მოსაკრებად. ამდენი ფიქრისგან უკვე ტვინი უდუღდა მარტო ის რომ ვიღაც მოგწონდეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგე და ყველაფერს ერთი ხელისმოსმით ხაზი გადაუსვა და გადაახტე ყველაფერს, თანაც მათ შორის დიდი ბარიერი იყო აღმართული რისი გადალახვა არც თუ ისე იოლი იყო, იქნებ მართლი უთხრა გოგომ და მისთვის უბრალოდ ეგზოტიკური აღმოჩენა, იყო რა თქმა უნდა, ყველა მოიხიბლებოდა ლამაზი გოგოს ხილვით, რომელიც ასე ენერგიულათ და სექსუალურად ცეკვავდა. ყველაფერ ამაზე ფიქრობდა ცდილობდა სწორი დასკვნა გამოეტანა. მაგრამ ისიც ფაქტი იყო, რომ მათ უხილავად რაღაც აკავშირებთ ერთმანეთთან რითაც იზიდავენ ერთმანეთს. ვეღარ მოისვენა ოთახში და ვერანდაზე გავიდა, აქეთ-იქით დაიარებოდა და ბოლთას სცემდა. **** გოგონა მოწყენილი იდგა აივანზე და ქუჩებს გადაჰყურებდა, ძალიან მოწყინდა ასე უმოქმედოდ ყოფნა, ვერსად ვერ გადიოდა, თავისუფლად,როცა უნდოდა და მთელ დღეებს სახლში ან ოთახში ატარებდა ენატრებოდა, სამშობლო და იქაური სიცოცხლით სავსე ცხოვრება დედა არ უშლიდა მეგობრებთან ერთად სეირნობას. გარდა ამისა, სწავლა უნდოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს ოცნება ოცნებად დარჩა და ახდენა არ უწერია. წიგნების კითხვა უყვარდა, მაგრამ სათავისო წიგნიც ვერსად ნახა არაბულ ენოვანი წიგნები თუ ნახა, არაბული კი თითქმის არ იცოდა. – ჟასმინ, მანდ რას დგახარ, წამოდი ყავა დავლიოთ. - დაუძახა ბიძაშვილმა. – არ მინდა, მადლობა.- უთხრა უხალისოდ. – იცი, რა გემრიელ ყავას ამზადებს ჩვენი ჯემილე თანაც ყავაში იხედება.- დააინტრიგა. – მართლა?- წამოიძახა. – კი.- გაეკრიჭა და სამზარეულოში წავიდა. ჯემილემ ყავა მოზადა შემდეგ ფინჯნებში ჩამოასხა და მაგიდაზე დააწყო, ჟასმინი ჩაფიქრებული იჯდა და ხმას არ იღებდა, ახლაც უხალისოდ იჯდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა კლავდა, ძალიან უნდოდა, რომ ჯემილეს მისთვის ემკითხავა. – ჯემილე...- მიმართა ქალს. – რა იყო? – შეგიძლია ყავაში ჩაიხედო და მითხრა მომავალში რა მელის.- ლეკვის თვალებით გახედა. – რაა? არა, ეს შეუძლებელია, მკითხაობა ცოდვაა შვილო არ შეიძლება შენი მომავალი წინასწარ იწინასწარმეტყველო, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.- უთხრა ქალმა. – კარგი, რა გთხოვ, მხოლოდ ერთხელ დიდად არ მჯერა უბრალოდ გავერთობით მაინც და რა მორხდება რომ ჩაიხედო.- შეევედრა. – ეს ბიძაშენმა, რომ გაიგოს მკაცრად დაგვსჯის, ღმერთმა მაპატიოს. კარგი, დალიე მიდი და შემდეგ გადააბრუნე, რომ ნალექი გაშრეს.- აუხსნა, როგორც უნდა მოიქცეს გოგონამ ბოლო ყლუპი მოსვა და ჭიქა გადააბრუნა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ჯემილემ ფინჯანი აიღო და ყავაში ჩაიხედა, საკმაოდ მუქი და ღრმა ნალექი იყო. ყავის ნალექს ყურადღებით აკვიდებოდა, რომ არცერთი დეტალი არ გამორჩენოდა, ეტყობოდა რომ რაღაც ისეთი ამოიკითხა რითაც ქალს სახე დაუსერიოზულდა. – რა ხდება ჯემილე? რას ხედავ?- მოუთმენლად კითხა. – მაცადე ..- სწრაფად უპასუხა თან ისე, რომ თავლი არ მოუშორებია ჭიქისთვის.– ო, ღმერთო ჩემო.- ამოთქვა აღშფოთებით. – რა ხდება?- უკვე გოგონაც დაიძაბა მის რეაქციაზე.- რამე ცუდი დაინახე, გთხოვ არ დამიმალო? – მოდი, ყავის გული გახსენი, თითით და მერე გიამბობ ყველაფერს.- აუხსნა ქალმა გოგონამ ცერა თითით ყავის გული გახსნა და ქალმა ისევ ჩაიხედა ჭიქაში. – პირველ რიგში გეტყვი, რომ ძალიან დიდი სიყვარული გეწვევა. – რაა? – ხო, ეს სიყვარული ძალიან ძლიერი იქნება, მაგრამ....- აქ პაუზა გააკეთა, შემდეგ კი განაგრძნო.- მაგრამ ასევე ამ სიყვარულს ტკივილიც მოსდევს, სიყვარული ტკივილს ჩაანაცვლებს ტკივილი კი სიყვარულს.- დანაღვლიანებულმა უთხრა. _ ვერაფერი ვერ გავიგე, ანუ ვიღაც შემიყვარდება, მაგრამ ასევე ეს სიყვარული ტკივილს მომაყენებს..? - კი, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ძლიერ შეგიყვარდება, მაგრამ თან დაიტანჯები. – და ვინ არის ის ადამიანი? არ ჩანს? – ეგ არ ჩანს, შეიძლება უკვე არის ეგ ადამიანი შენ ცხოვრებაში ან მალე გამოჩნდება. – მერე რატომ ჩამოგტირის სახე ჯემილე. სიყვარულზე კაი, რა არის. – ეჰ, შვილო სიყვარული ადამიანს გონს აკარგვინებს და ბევრ სისულელეს აკეთებინებს. გაიხსენე დედაშენის ამბავი, ის შეუყვარდა ვინც არ უნდა შეყვარებოდა. – კარგი, რა ასე რატომ ფიქრობ სიყვარული ყველაზე ლამაზი გრძნობა, ამის გამოცდა მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ. დედას გაუმართლა, რადგან მან იპოვა თავის ადამიანი და არ დამორჩილდა წესებს. – სიყვარულს ბევრი ტკივილი მოაქვს. _ არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე, რადგან სწორედ ტკივილი აძლიერებს სიყვარულს.კარგი და სხვას რას ხედავ მე ძალიან მინდა სწავლა და ეგ არ ჩანს? _ არა, სხვა ყველაფერი ბუდოვანია, მაგრამ ეს რაც გითხარი ძალიან მალე მოხდება.- უთხრა ქალმა. – კარგი, მადლობა.- მადლობა გადაუხადა და ოთახში ავიდა. დაბნეული ჩამოჯდა სავარძელზე და იმ სიტყვებზე ფიქრობდა, დიდად არ სჯეროდა ასეთი რაღაცების, მაგრამ ბოლო დროს იმდენი რამ გადახდა თავს,უეცრად ის ბიჭი გაახსენდა, რომელიც მის ცხოვრებაში დაუკითხავად შემოიჭრა იქნებ ის დაინახა ჯემილემ ჭიქაში. თუ ასეა და ის ბიჭი მისი ბედისწერაა, მაშინ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. კარადიდან საცეკვავო კაბა ამოიღო სწრაფად ჩაიცვა და შემდეგ ბაზრობაზე ნაყიდი ბურკა გადაიცვა. - მე, ცოტას სუფთა ჰაერზე გავივლი და მალე მოვალ.- გასძახა ჯემილეს და სწრაფად გავიდა სახლიდან. უყვარდა, საკუთარ თავთან განმარტოება და ფიქრი,ამიტომაც გადაწყვიტა, წასულიყო თავის საყვარელ ადგილას ეს ადგილი ყველაფრისგან შორს იყო და თავს მშვიდად გრძნობდა, მაგრამ აი საცეკვაო კაბა რატომ ჩაიცვა, საინტერესოა. ნანგრევებში მივიდა და იქვე კუთხეში ჩამოჯდა, თავის ნება, რომ იყოს ალბათ მთელს ცხოვრებას ამ ნანგრევებში გაატარებდა, იმდენად თავისუფლად გრძნობდა იმ ადგილას თავს. მოულოდნელად ფეხის ხმა შემოესმა და შეშინებული ამოეფარა კედელს. ცოტახანში ბიჭი დაინახა, რომელიც იქაურობას ათვალიერებდა.გოგონას შეეშინდა და კედელს ამოეფარა. – რატომ მემალები? ვიცი, რომ აქ ხარ?- დაუძახა ბიჭმა, მაგრამ გოგონა ხმას არ იღებდა. არ უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ განა შეძლებდა მისგან გაქცევას. ის იყო უკან შემობრუნდა, როდესაც მის წინ ბიჭი ეშმაური ღიმილით აესვეტა წინ. გოგონამ თავის არიდება სცადა, თუმცა ბიჭმა გაქცევის საშვალება არ მისცა. – გთხოვ გამიშვი..- ძლივს ამოთქვა. _ რატომ გამირბიხარ?- კითხა ბიჭმა. – არ გაგირბივარ. აბა, უკან ვბრუნდებიო,მომატყუე?- სხვა თემაზე გადიტანა ყურადღება. _ არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ გამგზავრება გადავდე. – რატომ? – შენ გამო..- გაუღიმა. – ჩემ გამო?- ჰკითხა გაოცებით. – კი, იმიტომ რომ უშენოდ არ შემიძლია.- ამაზე გოგონამ ხელი ჰკრა და იქვე კუთხეში ნაღვლიანი ჩამოჯდა. – რა მოხდა? – რატომ მეთამაშები?- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შემდეგ კითხა. – რატომ გგონია, რომ გეთამაშები? _ განა, ასე არ არის? – არ არის... – არ მჯერა. მაგრამ ასეც რომ იყოს მაინც არაფერი გამოვა ბიძაჩემი დიდი ალბათობით, დაგვხოცავს ორივეს ამის გამო. – მე არ მეშინია, ბიძაშენის. შემიძლია ახლავე წავიდე და შენი ხელი ვთხოვო მას.- მტკივედ წამოიძახა. – რაა? არა, ამას ნუ იზამ.- შეევედრა. _ აბა, რა ვქნა? დაველოდო ბიძაშენი ერთ დღეს როგორ გაგათხოვებს სხვა კაცზე?- სერიოზული ხმით კითხა. - და შენი აზრით ახლა, რომ მიხვალ და ეტყვი ბიძაჩემი ადგება, სიხარულით მოგეხვევა და გეტყვის თანახმა ვარო. ამით უარესს გააკეთებ. – აბა, რას მთავაზობ? – თუ რასაც შენ ამბობ, მართალია და ჩემს მიმართ რასაც გრძნობ ნამდვილია და არ მატყუებ მაშინ დამაჯერე შენი სიტყვების ჭეშმარიტებაში. არა, სიტყვებით არამედ მოქმედებით. – კარგი, მაგრამ მარტო ჩემი სიტყვები არ ეყოფა და მოქმედებას რა აზრი აქვს, თუ შენ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ. - შეეცადე, ჩემი გული მოიგო. არ მინდა შენთვის ასე ადვილად მისაღწევი ვიყო, არ მინდა ჩემთან უბრალოდ გაერთო შემდეგ ადგე და წახვიდე, შენ ვერც კი წარმოიდგენ რამხელა რისკზე მომიწევს წასვლა ამისთვის. – გპირდები, რომ ასე არ იქნება.- უთხრა და მისი ხელის მტევანი თავისაში მოიქცია. – არა, ამჯერად უფლეამბას აღარ მოგცემ შემეხო. ისედაც საკმარისად შევცოდე შენ გამო. – ცოდვას რაში ხედავ??- გაეცინა ბიჭს. - ის რაც დასავლეთის ქვეყნებში მიღებულია აქ აკრძალულია, ახლა მე რომ შენ წინ ვდგავარ ესეც არ შეიძლება.მხოლოდ ქმარს აქვს უფლება შემეხოს. – შენ ისედაც მე მეკუთვნი და არ ვაპირებ შენი თავი სხვას დავუთმო.- უთხრა და თავისკენ მიიზიდა.- ესრაღაც კი მოიშორე სახიდან მინდა, შენი ლამაზი სახე დავინახო, ან რატომ ხარ ამით შენიღბული? _ იმიტომ, რომ ვერავინ მიცნოს. ვინემემ,თუ დამინახა ამ უკაცრიელ ადგილას კარგი დღე არ დამადგება. – ახლა გასაგებია.. შემდეგ იქვე ჩამოჯდნენ და მათ შოროს დუმილი ჩამოწვა, გოგონა ჩაფიქრებული გაჰყურებდა ჰორიზონტს გული საშინლად უცემდა, იმ წუთას მიხვდა, რომ დედამისის ბედი გაიზიარა, მიხვდა, რომ ეს ბიჭი მისი ბედისწერა იყო და სწორედ ამიტომაც არ ანებებდა თავს, ბედს კი ვერ გაექცევი და ვერც დაემალები სულაც, რომ გადაიკარგო სადმე ის მაინც მოგძებნის და მოსახდენი მაინც მოხდება. – მეშინია.- ბოლოს სიჩუმე ისევ გოგონამ დაარღვია. – რის?- ბიჭმა სახე მისკენ მიაბრუნა და ისე კითხა. – იმის რომ შეცდომას ვუშვებ და ამისთვის მკაცრად დავისჯები. – ეს შეცდომა არ არის. – შენ გამო, ცოდვას ცოდვაზე ჩავდივარ და განკითხვის დღეს ამის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები. _ თუ სიყვარული აქ ცოდვათ არის მიჩნეული დაე, ერთად დავიწვათ ჯოჯოხეთის ცეცხლში.- წამოიძახა ბიჭმა. – ხვდები,რომ ეს მარტივი არ იქნება და მზად ხარ გაუძლო ამ ყველაფერს მზად ხარ დაუპირისპირდე მთელს სამყაროს ჩემს გამო? – მე ყველაფრისთვის მზად ვარ. უკვე გითხარი, რომ შენი გულისთვის ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლომდე თუმდაც ამისთვის სიკვდილით დამსაჯონ.- შეანათა თავის მუქილურჯი თვალები, რომლებიდანაც იგრძნობოდა, სიყვარული და ვნება. – ჩემი წასვლის დროა. სანამ ბიძაჩემი მოვა, უნდა დავბრუნდე თორემ თუ გაიგო, რომ სახლში არ ვარ დამსჯის. – მე ცოტახნით სამშობლოში მომიწევს დაბრუნება საქმეები უნდა მოვაგვარო და ოჯახს დაველაპარაკო, ვიცი ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ არ მაინტერესებს მათი აზრი. – მიდიხარ? _ ხო, მაგრამ არ იდარდო მალე დავბრუნდები.- მისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა. – მპიედები, იმედია შენს პირობას შეასრულებ? - მენდე კარგი. – კარგი. – წასვლის წინ მინდა, რომ ჩემთვის იცეკვო. მინდა თან გამყვეს ეს შეგრძნებები. – კარგი.- გაუღიმა გოგონამ შემდეგ ბურკა გაიხადა და საცეკვაოდ გაემზადა, გოგონამ მის ირგვლივ დაიწყო ცეკვა და ლამაზად არხევდა სხეულს ბიჭი კი, გაბრწყინებული თვალებით უყურება, რომ ვერ გაუძლო მის სილამაზეს თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს. – მუდამ მემახსოვრება, ეს მომენტი.- უთხრა ბიჭმა. – ისევ ამ ადგილზე შევხვდეთ, რომ ჩამოხვალ.- უთხრა გოგონამ. _ კარგი. გოგონა სწრაფად დატოვა იქაურობა და სახლში გაიქცა, სიგიჟე იყო რასაც აკეთებდა, რომელშიც იცოდა, რომ ძვირად დაუჯდებოდა ეს საქციელი, მაგრამ რატომღაც არ ნანობდა. სახლში მისვლის თანავე იმ წამვსე, ოთახში გაიქცა და გამოიცვალა, ცოტახანში კი, ქვემოდან ქალების ხმა მოესმა, რომლებიც ჩხუბობდნენ. ინტერესით ჩავიდა ქვემოთ სადაც ახმედის ცოლებს ომი ჰქონდათ გაჩაღებული. შუაში ჯემილე იდგა და მათ გაშველებას ცდილობდა. გაუგებარი იყო, რაზე სპორობდნენ რადგან არაბულად საუბროდნენ. _ რა ხდება ადა? რატომ ჩხუბობენ?- იკითხა ინტერესით. _ ერთმანეთში ვერ რიგდებიან და ბიძია ახმედს ვერ იყოფენ ერთი ამბობს, რომ ქამრი ყურადღებას აღარ აქცევს და ამაში მეორეს ადანაშაულებს. – ღმერთო, რა საშინელებაა მრავალ ცოლიანობა, მოიყვანე ერთი და იცხოვრე მშვიდად არ ჯობია. - გაოცებით წამოიძახა. – შენ სად გაქრი დღეს დილიდან?- ჰკითხა მამიდაშვილს. - სასეირნოდ ვიყავი. სახლში ჯდომით დავიღალე.- წამოიძახა და იქვე ჩამოჯდა. ამ დროს ახმედიც დაბრუნდა შინ და გაბრაზდბული მიუახლოვდა თავის ცოლებს. – რა ხდება აქ ჯემილე?- იკითხა გაბრაზებით. – ბატონო, ერთმანეთში ვერ რიგდებიან, ლეილა ფატმას აბრალებს, რომ მის გამო, თქვენ მას საკმარის ყურადღებას აღარ აქცევთ. ვერაფრით ვერ გავაჩუმე ვერცერთი. კაცი გაბრაზდბული მივიდა მათთან და ორივეს უბრძანა თავიანთ ოთახებში შესულიყვნენ და რომ მერე დაელაპარაკებოდა ორივეს. _ ძალიან დამღალა ორივემ, ვცდილობ ყველას ერთნაირად დავუთმო დრო, მაგრამ მაინც უკმაყოფილოები არიან. კარგი მე ჩემს ოთახში ვიქნები. - თქვა თავის ოთახში ავიდა. **** საწოლზე იყო, წამოწილილი გოგონასთან ერთად გატარებულ მომენტებს იხსენებდა და თან ეღიმებოდა, ეს გოგო, აგიჟებდა და ძალიან იზიდავდა ისიც კი არ იცის რა დაარქვას ამ გრძნობას. სიყვარულია, ეს ვნება თუ უბრალოდ გატაცება, მაგრამ მისი სურვილი კლავდა, უნდოდა მის სიახლოვეს ეტრიალა. თუ უნდოდა მის გვერდით ყოფნა, უნდა ებრძოლა მის მოსაპოვებლად და უნდა დაპირისპირდეს ყველას და ყველაფერს.... ...... მოკლედ ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ. და კიდევ, ერთმა მკითხა ეს ისტორია, სერიალი, რომ იყო კლონი იმას ჰგავსო და მოკლედ კიდევ, რომ არ გაგიჩნდეთ ეს კითხვა გეტყვით, რომ რაღაც პროცენტით ემგვანება ამ სერიალს, რადგან იდეა ამ სერიალისგან ავიღე ნუ ნაწილობრივ მსგავსი სცენები იქნება, მაგრამ მხოლოდ ზოგი სცენა დაემთხვევა, სიუჟეტი და შინარსი სულ ხვა აქვს ამ ისტორიას და კლონი კიდევ სულ სხვა დატვირთვის იყო, თუ თვლით,რომ ამის გამო ისტორია უინტერესოა,თქვენთვის ნუ წაიკითხავთ, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ ამის წერას, რაც არ უნდა იყოს. გამოხატეთ თქვენი აზრი,მითხარით რას ფიქრობთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.