ოიზისი (XII)
საღამოა, მზე ცოტახნის წინ ჩაესვენა და ირგვლივ უკვე ბნელდება, მარიტა ტაქსიდან გადმოდის, ცოტახანს შუქნიშანთან დგას, მერე როგორცკი მწვანე ინთება ზებრაზე გადადის. მოკლე ქვედაბოლო და დიდი ზედა აცვია, თავზე ყურსასმენები უკეთია და “Famili line”-ს უსმენს. სახეზეც ეტყობა რომ სიმღერა მასზე მოქმედებს. ზებრაზე რომ გადადის მარცხნივ უხვევს და სიარულს აგრძელებს, კაფესთან მისული ჰაერს ღრმად შეისუნთქავს, მერე კარს აღებს და სასურველ ადამიანს ეძებს, მის დანახვაზე ეღიმება. ყურსასმენებს კისერზე იკეთებს და მისკენ ლამის სირბილით მიდის. -მომენატრე ბლუმ. მარიტას ხელები ბიწის კისერზე აქვს შემოხვეული და ოდნავ არის აწეული ფეხისწვერებზე, ირაკლი კი ხელებს ძლიერად ხვევს ზურგზე და გულში იკრავს, იმის მიუხედავდად რომ ყურსასმენი ხელს უშლის. -მეც მომენატრე. რამდენიმე წამი კიდევ ასე რომ დგანან ნიკუშა თვალებს ატრიალებს და ხელს აქნევს. -ჰეი მეც აქ ხომ არ ვარ შემთხვევით. მარიტა სიცილით შორდება ირაკლის და ეტლატება. -იყავი ეგრე მარტო შენ. ნიკუშა ორივე მუშტავს და თეატრალური ჟესტით გულში ირტყავს, თითქოს შუბისთვის ეკიდოს ხელი, რომელსაც თავად ირტყავს გულში. -შენ მე გული მომიკალი. -იდიოტი ხარ. ირაკლი ერთიან რბილ ხის სკამზე ჯდება, რომელიც კედეზეა ჩამოკიდებული, მარიტა გვერდზე უჯდება და ნახევრად გვერდულად მჯდომი ზურგით ეკვრის. ჯანჯღავა ხელს ხვევს და გალდავაც მის გადახვეულ ხელს თავისას კიდებს. -მშია სხვათაშორის მე. ნიკუშა დუდღუნებს და მენიუს უყურებს. -რა ვჭამოთ პატარავ? -ჰმმ არ ვიცი, ნებისმიერი რამ, ოღონდ ხორცი არ მინდა, რამე სალათი. და ყავა მინდა ძალიან -შორენა მართალს ამბობს ნარკომანი ხარ. -ენა მიიგდე ნიკუშა. -რატომ მეჩხუბები. მე ხომ შენი ბესთი ვარ. -ნწ ბესოა ჩემი ბესთი. სიამაყით აცხადებს და მერე ეცინება.ნიკუშა მენიუდან თავს სწევს და მოჭუტული თვალებით უყურებს. -მე საერთოდაც ქეთი მეგონა. -ნუ- მარიტა ტუჩებს კუმავს, სკამზე სწორდება, ირაკლის ხელს იშორებს და მაგიდას ხელბით ეყრდნობა- შორი ამბავია. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ირაკლი და ნიკუშა უცნაურ მზერებს ცვლია. ჯანჯღავა უსიამოვნოდ გრძნობს თავს იმის გამო რომ მარიტამ ასე უეცრად “მოიშორა”. ნიკუშა კი თითქოს რაღაცას ხვდება,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ. -კაგრი მაშინ გემუდარები გამაგებინე ავალიანი ვის ეჩხუბა წინა კვირას. ნიკუშა აღფრთოვანებული მაგრამ ჯერ ისევ გაოცებულია ბესოს მოულოდნელი განრისხებითა და ისე ჩხუბით რომ საავადმყოფოში მოხვდა. მარიტა ამაზე უფრო მეტად იბუზება და თავს ხრის. ხელებს მაგიდის ქვეშ მალავს, რადგან გრძნობს როგორ იტანს კანკალი, არ უნდა ან ნიკუსამ, ან და მითუმეტეს ირაკლიმ მისი ხელები შენიშნონ. სარაფნის ბოლოს ნაკერს აწვალებს და თან უყურებს, მერე მზერას მოულოდნელად ნიკუშას უსწორებს. -რატო არაფერზე არ გინდა ადამიანო საუაბრი. -კარგი შეეშვი -შენ ჩუმად, საერთოდაც ჯერ ჩემი დაქალი იყო და მერე შენი სიყვარული, ასე რომ გაჩუმდი ნუ დაფოფინებ თავს. ჰე ქალო თქვი , დავიტანჯე მთელი კვირა ინტერესით. მათე და ბესო არ მპასუხობენ დაკავებულები არიან ბიჭები ერთმანეთის მოვლით, ქეთის არ ცალია შენ კიდევ რომ გნახავთ მერე მოგიყვებითო და ამოღერღო იქნება. მარიტა მზერას ირაკლისკენ აპარებს, კაბის ნაკერს ეშვება და ისე ჯდება რომ ორივესთვის შეეძლოს შეხედვა. ხელს თმაში იცურებს და გაღიზიანებული იყრის უკან, პარალელურად კი ამბობს. -ეგრედ წოდებულ მამაჩემს. -გასაგებია გეთქვა გეთ... და ნიკუშა უცბად იაზრებს რაც თქვა მარიტამ. -ვიის? -ვის? ნიკუშა და ირაკლი ერთდროულად კითხულობენ და ერთმანეთს გაოცებულები იყურებენ. ნიკუშა ღრმად სუნთქვას და სხვა მხარეს წამით იხედება. ირაკლი კი გოგოს მიშტერებული ამბობს. -მეგონა მამაშენი მკვდარი იყო. -ხო არის კიდეც, ჩემთვის. -რას ნიშნავს შენთვის ადამიანო? -რატო მეჩხუბები მთელი დღე ნიკუშა? მკვდარია , ჩემთვის და ზოგადად ჩემი ოჯახისთვის მკვდარია. -ამანაც არ იცოდა? -არა, ნიკუშა მერე გავიცანი, და ყველამ, ვინც მაგ ამბის მერე გავიცანი იცის რომ მკვდარია. -და რატომ ? ნიკუშა ხელებს მაგიდას აყრდნობს. -11ის ვიყავი როცა ახალწლამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა ქალთან შევუსწარი. დედასთან გავიქეცი რომელიც მეზობელთან იყო. მათე და მე ერთად დავბრუნდით სახლში , იაკობმა კი მათეს დაარტყა რადგან ეგონა მან დაინახა და დედასთვის თქმას აპირებდა. მოკლედ დაშორდნენ. -ახლა გასაგებია რატომ მკითხა შენმა ძმამ რამდენიმე ხნის უკან შენც გაქნორწინების შვილი ხარო. მოდი ჩემთან . მარიტა ირაკლის ეხუტება, ნიკუშა ისევ ჩაფიქრებული ზის. -და ბესო რა შუაშია. მარიტა დამნაშავე მზერით იყურება, მაგრამ მას არაფერი დაუშავებია. ყველაფერს უყვება, დაწყებული იაკობის პირველი ვიზიტითა და გარტყმული სილით დასრულებული ბესოსთან მისი ჩხუბით. -აქამდე რატომ არ გვითხარი? მაშინვე რატომ არ დარეკე იმ ნაძირალამ რომ გაგარტყა? -მე , ქეთი მოვიდა თქო ხომ ვთქვი. -რომ არ მოსულიყო? -შეიძლება ირაკლისთვის დამერეკა . -რას ქვია შეიძლება? მარიტა ვიჩხუბებთ. შენ ჩემი შეყვარებული ხარ ანუ შენი პრობლემები ჩემიცაა. -ბოდიშით. -დებილობ უკვე ნიკუშა თვალებს ატრიალებს და ბოლო ლუკმას ჭამს. ..............… მარიტა ოთახში ზის და არაფერს აკეთებს, ზურგით საწოლის თავს ეყრდნობა, ფეხები მოკეცილი აქვს და ხელები ზედ შემოხვეული. მთელი დღე ლექციები ჰქონდა, სახლში მისულმა მაშინვე მეცადინეობა დაიწყო, თუმცა არაფერი გამოუვიდა და თავი დაანება, ახლა კი ალბათ ნახევარ საათზე მეტი იქნება ასე ზის და ცდილობს თავი ფიქრებისგან გაითავისუფლოს, არც ამისგან გამოსდის დიდად რამე. კარზე რამდენჯერმე აკაკუნებენ, მარიტა თავს აქნევს და მშვიდად ამბობს. -შემოდი. კარი იღება და მათე ოთახში ჯერ თავს ყოფს, მერე შემოდის და ზურგსუკან კარს ხურავს. მარიტას საწოლისკენ მიდის, ჩუსტებს იხდის და ზედ ბობღდება. ხმის ამოუღებლად აშლევინებს მოკეცილ ფეხებს აშლევინებს და თავს ზედ დებს. მუხლებს ქვემოთ ფეხები საწოლს მიღმა რჩება და ასე განაგრძობს წოლას.მარიტა ძმას შუბლიდან თმას უწევს და ოდნავ უღიმის. -კარგად ხარ მათე? ბიჭი თავს აქნევს და თვალებს ხუჭავს. -ბესოზე ვღელავ უბრალოდ, ჯერ ისევ არ გამოკეთებულა, თან არც არავის უჯერებს და დარბის აქეთ იქით. -ჯიუტი ვირია ხომ იცი. მალე კარგად იქნება არ ინერვიულო, აი ნახავ. -მიყვარს. -უთხარი? -კი. -რაო. -მეცო.სხვას რას მეტყოდა. დედას ხომ არ ვუთხრა ვფიქრობდი, მაგრამ ჯერ რეაქციაზე არ ვარ დარწმუნებული. -ნუ ბოდავ , შორენას ეგეთი რამეები არ აინტერესებს. როცა მზად იქნები მაშინ უთხარი. -იცი ხო რომ მიყვარხარ. -არაა. სარკაზმით ეუბნება და იცინის. -შენ როგორ ხარ? -რავი, ნორმალურად. რატომ მეკითხები? -ისე უბრალოდ. - დაიძინებ ამაღამ ჩემთან? -კი. მარიტა უცინის ფეხებს კეცავს და მათეც იძულებულია გასწორდეს. გოგო ზეწრის ქვეშ ძვრება და ხელით იჭერს რომ მათეც შეუერთდეს, ბიჭი მაისურს იხდის და შორტის ამარა წვება დის გვერდით. მარიტა მათეს ხელებს თავზე ხვევს და იხუტებს, შუბლზე რამდენჯერმეც კოცნის სიცილით. ბიჭი ხითხითებს და დას გვერდებზე უღიტინებს. -ვსო მოისვენე და დავიძინოთ. - გასცა ქალბატონმა ბრძანება. -იუ ცუდად მოქმედებს შენზე ბესოს საყვარლობა. -არ ვართ საყვარლები. -აჰა ოკი. -მარიტა! -რააა? გითხარი მჯერა თქო . -ხო აი ... -აი შენით აღიარებ რო არ უნდა დავიჯერო. -იქნებ ჩემი და შენი ბესთის სექსის ამბებს თავი დაანებო და შენსას მიხედო. -აჰ შენ მე გული მატკინე. -რომელი გული. -ეეეე ბავშვო, დაიძინე რა. ............... მარიტა ქეთის ოთახში სავარძელში ზის, ფეხები ზედ აქვს აკეცილი და ზედა ტანით გვერდითა სავარძელში მჯდომ ქეთის ეხვევა რომელიც ტირის და მხრები უთრთის. -მისმინე ყველაფერი კარგად იქნება, არ იტირო. -რანირად , იმ თავის იდიოტ ყოფილთან ერთად დავიანხე კაფეში. მარიტა ღრმად სუნთქავს და ქეთის შორდება. თვალებში უყურებს, მისი ცისფერი სფეროები ტირილისგან გამუქებულია და ხედავს როგორ იშლება მისი საყვარელი ადამიანი მისსავე თვალწინ. მარიტას უნდა უთხრას რომ დაშორდეს, მასზე ბევრად უკეთესთან შეუძლია ყოფნა. უნდა უთხრას რომ არ აპატიოს, თავიდან მოიშოროს. ლამისაა სხეული დაუკაწრონ ამ აზრებმა, მაგრამ ამას არ აკეთებს, არ აკეთებს რადგან იცის რამხელა სისასტიკე იქნება გულნატკენ მეგობარს ის რჩევა მისცეს რაც თავად აწყობს. უცბად თავის თავს იმაში იჭერს რომ უხარია მათი დაშორების წარმოდგენა, იმის გაფიქრება რომ სანდრო და ქეთი ერთად აღარ იქნებიან. ეს იმდენად ამაღელვებელი იქნებოდა, ისეთი სასიამოვნო, მაგრამ არა, არასწორი იქნებოდა თუ თავის სიხარულს სხვების უბედურებაზე ააშენებდა და აქ მხოლოდ სანდრო და ქეთი აღარ არიან , ირაკლისაც გაანადგურებს. მარიტაფიქრების გასაფანტად თავს აქნევს და ქეთის სახეს ხელებში იქცევს. -დაელაპარაკე, სანამ რამე სისულელეს გააკეთებ უბრალოდ დაელაპარაკე კარგი? თუ არ იკითხავ პასუხს ვერასდროს მოისმენ. შეიძლება უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს. ხომ თქვი რომ სანდორ იჯდა და ის გოგო მაგიდასთან იდგაო. უბრალოდ დასკვნებს წინასწარ ნუ გამოიტან. -კარგი რა ისევ მას რატომ ამართლებ, არც კი მიპასუხა რომ ვურეკავდი. -გიმეორებ დაელაპარაკე. გინდა გავიაროთ? -წვიმას იწყებს მგონი. -და მაგას როდის გავუჩერებივართ. მარიტა იღიმის და სახე უნათდება. ქეთიც ძალაუნებურად იცინის და თავს აქნევს. მერე დგება , კარადასთან მიდის და იცვლის. მარიტა ქეთის თითებში თავისას ხლართავს და ნიკაპს მხარზე ადებს. -გინდა დონატები ვჭამოთ? -მინდა. ოღონდ მარწყვის. -ნო მე შოკოლადის მინდა. გასასვლელში ქეთის დედა ხვდებათ მომღიმარი სახითა და მათთვის გამზადებული დაჭრილი ხილით. -სადმე მიდიხართ? -ხო გავივლით დე ცოტას. -საწვიმარი წაიღეთ გაწვიმდება. -აუ არ მინდა. -წაიღე მეთქი გაცივდები და მერე ამან მოგიაროს. თავით მარიტაზე ანიშნებს. მარიტა უხერხულად იცინის და ქეთის აკვირდება რომელიც ლურჯ საწვიმარს ჩანთაში ტენის. მარიტას ჯინსის სარვალი და ბრეტელებიანი შავი,გულამოღებული ზედა აცვია როემლიც შარვალში აქვს ჩატანიებული. ქეთის დედა გოგოს ათვალიერებს, საკიდიდან მეორე საწვიმარს ხსნის და უწოდებს. -ჩაიცვი თორემ შორენა მომკლავს. -აუ არ მინდა, ხომ იცი როგორ მიყვარს წვიმა. -არ მაინტერესებს პატარა ქალბატონო. -შენ და შორენას რა გჭირთ. გოგო საწვიმარს ართმევს და ჩანთაზე გარედან იკიდებს. ქეთის სახლიდან ხელებჩაკიდებულები გამოდიან. მთელი გზა, დანკინამდე, მარტია და ქეთი ბოლოს ერთად ნანახ ფილმს განიხილავენ. დანკინში თითო თითო დონატს ყიდულობენ და მოაქვთ. -სად წავიდეთ? -თავისუფალი თეატრის წინ არ გინდა? თან მოვწიოთ. -დაიწყე ისევ? ქეთი თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. -არ ვეტყვი სანდროს არ ინერვიულო. -საერთოდაც თუ დავშორდით აღარ იქნება ეგ სანერვიულო. -ნუ ბოდავ ადამიანო. ბიჭს შეიძლება არც არაფერი დაუშავებია. -კარგი რა. - გითხარი დაელაპარაკე თქო. ცა მთლიანად მუქი ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წინწკლავს და ქარი ხეებს სუსტად არხევს. მარიტა და ქეთი კი ნაწვიმარ სველ ტროტუარს მიუყვებიან, ხალხს მხრებს არიდებენ, იცინიან და ერთმანეთს უნივერსიტეტის ამბებს უყვებიან. H&M უხვევენ, კიბეებს სიცილითა და სირბილით ხელებჩაკიდებულები აივლიან და მარცხნივ გაუხვევენ, მერე თეატრის წინ კიბეებზე ადიან, ყველა სკამი ან დაკავებულია ან სველი, ზუსტად თეატრის შესასვლელის წინ თავისუფალ ნაკლებად სველ სკამზე სხდებიან და მარიტა ფეხებს ზედ იკეცავს. სიაგრეტს ტუჩებს შორის იქცევს და ცეცხლს უკიდებს, მერე ქეთისკენ იწვდენს ანთებულ სანთებლიან ხელს და მისასაც უკიდებს. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ ქარი ძლიერდება და წვიმაც უმატებს. მარიტა და ქეთი კი მშვიდად სხედან და ეწევიან. -ამ ქვეყნიდან წასვლა მინდა. -რას მელაპარაკები, კიდევ რა გინდა? -ბევრი რამე, მინდა რომ დაუსრულებლად ვმოგზაურობდე. -კარგი იქნებოდა. -ხო. -მე მინდა რომ სანდროს არ დავშორდე. არ მიდნა რომ მართალი ვიყო და მღალატობდეს. ეს გულს...-ქეთის სიტყვები ებნევა,თითქოს ყველა ბგერა და აზრი ქარს თან მიაქვს, სლუკუნებს და მარიტაც მაშინვე თავზე ხელებს ხვევს.-მე, მე ურბალოდ ძალიან მივეჩვიე. ძალიან მიყვარს მარიტა. -ვიცი ქეთი , ვიცი ჩემო საყვარელო! მარიტას გული წვიმის წვეთებისგან უსველდება, ისე თითქოს წიგნის ფურცელი იყოს და ეხლიჩება. როგორ უნდა ეს ბზარები როგორმე შეავსოს, მაგრამ ვერაფერს შეცვლის ქეთის სანდრო უყვარს. -ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. სანდროს მართლა უყვარხარ, არასოდეს შეგიმჩნევია როგორ გიყურებს?ლამისაა შეგჭამოს. არ გიღალატებს. -იცის რომ არ ვაპატიებ თუ ამას იზავს. -იცის. ახლა დამშვიდდი. თავსხმა წვიმა იწყება, მარიტა ქეთისკენაა სეტრიალებული, ფეხები ლოტოსის პოზაში აქვს და ეწევა. წვიმის წვეთები სიგარეტის ღერს უსველებენ, მაგრამ არ ადარდებს, უნდა გავარდეს და თავში ჩართული სიმღერის ფონზე იცეკვოს. ქეთისკენ იხრება და ლოყაზე ხმაოურით კოცნის. მერე თავისუფალ ხელს მაჯაში ავლებს და აიძულებს ადგეს. სიგარეტები სველდება, მაგრამ მაინც ეწევიან. უბრალოდ დგანან ცისკენ აზიდული სახითა და ერთმანეთისთვის ჩაჭიდული ხელებით. მერე ქეთი მარიტას ძლიერად იკრავს გულში და სიგარეტს სველ რკინის მოაჯირზე აქრობს. ორივენი სხდებიან, მარიტა ჩვეულებივად ზის, ქეთი გვერდულად, ზურგით მარიტაზე აკრული და ფეხები სკამზე აქვს შემოლაგებული. -ზოგჯერ მგონია რომ უშენოდ მოვკვდები. -მე კი ვიცი რომ ეგრე იქნება ქეთი. -ძალიან უცნაურია ის როგორი ურთიერთობაც გვაქ. ზოგჯერ მგონია რომ შენდამი სიყვარული სანდროსადმი გრძნობას არათუ არ ჩამოუვარდება არამედ მეტიც კია. მარიტას ტკივილისგან ეღიმება, იცის რომ ნაწილობრივს სიმართლეა, მაგრამ მაინც ისინი უბრალოდ საუკეთესო მეგობრები არიან, მთელი ამ რომანტიკითა და უცნაურად დამუხტული ჰაერით. თავსხმა წვიამში მჯდომი მეგობრები რომელებსაც სახლიდან წამოღებული საწვიმრები აცვიათ, წვიმის, ქარისა და ელვის ხმას უსმენენ და სამაყრო მათში იღვიძებს, მაგრამ მაინც ეს რომანტიკა მხოლოდ რომანტიკად რჩება, რადგან მეტის უფლებას არცერთი აძლევს. მარიტას ტირილი უნდა, რადგან კარგად იცის ურჩევნია ქეთი სანდროსთან ბედნიერი იყოს ვიდრე დაშორდნენ, ეს შანს მისცემდა რამე ეცადა, მაგრამ უკვე საკმარისზე გვიანია. ბევრი მომენტი გამოტოვა, სანდროს და ქეთის ურთიერთობას შორს წასვლის უფლება მისცა და მეტიც ხელი შეუწყო. იმ წყეულ დღეს რომ მასთან ერთად წასულიყო ან უკეთესი თავის გრძნობების გამოაშკარავება შაბათ-კვირისთვის არ რომ არ გადაედო, ახლა ყველაფერი უკეთესად იქნებოდა. ცოტახნის შემდეგ გოგოები დგებიან, მარიტა ქეთის ხელს კისერზე ხვევს და სახლებში მიდიან, ორივეს საწვიმრის ქუდი აქვთ წამოხურებული და ბუდიზმის განხილვით მიდიან სახლისკენ. წვიამ ჯერ ისევ უკონტროლოა, ისე წვიმს გეგონება სადაცაა ზეციდან წამოსულ წყალში დაიხრჩობოდეს კაცობრიობა. მარიტა მისაღებიში შედის თუ არა ამჩნევს როგორ ზის მისი ძმა დივანზე და მის კალთაში მჯდომ ბესოს კოცნის. მარიტა თვალებზე ხელს ისტერიულად იფარებს და სიცილინარევი პანიკით იძახის. -არაფერი დამინახავს! ღმერთო ჩემი თავლები. მათე მარიტასკენ ბალიშს ისვრის რომელიც გოგოს თავში ხვდება, ბესო მისი მუხლებიდან დაფეთებული დგება. სამივე ერთმანეთს უყურებს და ისტერიული სიცილი უტყდებატ. მარიტა დივნისკენ მიდის ძმას კალთაში უჯდება და ზედა ტანით დივაზნე ვარდება. -იდიოტი ბავშვები ხართ, შორენას რომ შემოესწრო? -ისა... -ჰორმონებ მოჭარბებულო ივალიდებო. მარიტა ხარხარებს და ამჯერად დივაზნე სწორდება, რომ უფრო კომფორტულად დაჯდეს. -გველო, მე გიშლი ხოლმე ხელს ირაკლისთან? -მე ირაკი სახლში არ მომყავს. ...................................... გალდავა ირაკლის სახლის აივანზე სკამში ზის და ხელსი მისი საყვარელი ცივი ყავა უჭირავს. მრგავლ მინის ზედაპირიან მაგიდაზე ირაკლის ყავა დგას, ყინულები თითქმის დადნა და ქაფი სადაცაა ჭიქიდან გადმოვა. მაგიდაზე ბანქოს კარტები, მინის ლაჟვარდისფერი საფერფლე და ორი სიგარეტის კოლოფი დევს, ზედ დადებული შინდისფერი და მუქი მწვანე სანთებელებით. მზე ისე აცხუნებს მარიტა სადაცაა იმ თხელ მაისურსაც გაიხდის რომელიც აცვია. მოკლე ღია იისფერი კაბა აცვია და ცალი შიშველი ტერფი აივნის მოაჯირზე აქვს შემოდებული(რომელიც არც ისე მაღალია და დგომისას მუცლამდე ძლივს სწვდება) მეორე კი სკამზე აქვს შემოდებული. ხელზე რამდენიმე წვეთი მიუსრიალებს დაცვარული ჭიქიდან, აივნის კარში შავ beggy ჯინსში გამოწყობილი, წელსზევით შიშველი ირაკლი გამოდის და ჩარჩოს მხარით ეყრდნობა. რამდენიმე წამს შეყვარებულს ღიმილიანი სახით უყურებს, მარიტა ნახევრად ზურგით ზის და მას ვერ ამჩნევს. ირაკლი ხედავს როგორ იყურება მოპირდაპირე კორპუსის აივნიდან ვიღაც კაცი, აივანზე გადის და მარიტასკენ იხრება, ისე უცბად ჰკოცნის გოგოს ტუჩებში ,მარიტა ხტება და სიცილით უბრუნებს კოცნას. -შემაშინე. ირაკლი უცინის და შუბლზეც ჰკოცნის, მერე მაგიდის მეორე მხარეს სკამისკენ იხედება, მისკენ მიდის და გოგოს წვივზე ოდნავ ურტყავს ხელს რომ ასწიოს, მარიტაც ფეხს დაბლა სწევს და ბიჭს ატარებს, მერე კი ისევ ისე აბრუნებს როგორც ჰქონდა. ირაკლი სკამზე ჯდება და ცივ ყავას რომ ამჩნევს ეღიმება. -მადლობა. -ბოდავ. მარიტა უღიმის, თავს უკან აგდებს და კედელს აყრდნობს. ირაკლი სკამზე ქვემოთ იჩოჩებს და თავს მის საზურგეზე მოუხერხებლად დებს. -ნუ გააგიჟებ ჩემს მეზობლებს. -რა? ირაკლი თავით ფეხზე ანიშნებს, მარიტა იცინის და კაბაას ბარძაყზე უფრო მაღლა განძრახ იწევს. -აჰ ამას გულისხმობ? გამომწვევად იხედება ბიჭისკენ და ქვედა ტუჩს კბენს, მერე ჭიქას მაგიდაზე დებს. -რატომ ცდილობ ჩემს გამოწვევას. -რატომაც შენ. -მე? -დიახ , ვითომ ანგელოზი იყოს, დადის აქ წელსზემოთ შიშველი, იქნებ შენც ცდილობ შენი მეზობელი გოგოების გაგიჟებას რა ვიცი მე. ირაკლი ხარხარებს და სკამზე სწორდება. -ღმერთო ეს ვინ გადავიკიდე. - საოცრება, ზე სასწაულობა. ჩემნაირს მხოლოდ მათეს ნახავ , მაგრამ უ ჰო შენ გოგოები მოგწონს მხოლოდ. აჰ რა საწყენია. -შეშლილო გოგოვ. მარიტა უღიმის და მეორე ფეხსაც მოაჯირზე დებს. მერე სიგარეტის კოლოფს იღებს, ტუჩებსშორის იქცევს და მოკიდებას ცდილობს, მაგრამ მისი საყვარელი შინდისფერი სანთებელა არ ინთება. ხელს რამდენჯერმე აქნევს თითქოს ეს რამეს უშველიდეს. ირაკლი სკამიდან დგება, თავის სანთებელას იღებს და მაგიდის არსებობის გამო ზედა ტანით მარიტასკენ იხრება რომ მოუკიდოს. მათი სახეები ისე ახლოსაა რამდენიმე სანტიმეტრი და ისევ აკოცებენ. ირაკლის თმა ჯერ ისევ სველია და მარიტას შავ ბრეტელებიან მაისურსა და იისფერ კაბაზე მისი თმიდან ჩამოვარდნილი წვეთები ეცემა. მარიტა ნაფაზს ქაჩავს და სხვა მხარეს უშვებს კვამლს,მერე ირაკლის სახეზე სიგარეტიან ხელს ასრიალებს, მეორეს მის მხარზე და ძალიან ნელა და ნაზად ჰკოცნის. -მიყვარხარ. ირაკლი ზედ მის ტუჩებზე ჩურჩულებს, მარიტას სხეულში ათასობით ტალღა უვლის, ჰგონია რომ ყველგან ჭიანჭველები დასდიან და ყველგან ტაო აყრის. ტუჩებს ენით ილოკავს და ღიმილს ვერ იკავებს. -მგონი მეც. ირაკლის სახე ებადრება, თვალებით იცინის, მათ გვერდზე პატარ პატრა ნაოჭები უჩნდება და მარიტა ფიქრობს რომ ახლა ამ წამს იმაზე საყვარელი და მიმზიდველია ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირაკლი სკამზე ბრუნდება და თავადაც ეწევა. ღეერები ნელ ნელა იწვება, ჰაერში სიგარეტის კვამლი ჩნდება და უჩინარდება, ყავა ნელ- ნელა იცლება და ისინი ისევ აივანზე სხედან, ეწევიან უნივერსიტეტის ამბებს განიხილავენ და ფერფლსა და ნამწვავებს ლაჟვარდისფერ მინის საფერფლეში ყრიან. მერე მარიტა ბანქოს დასტას იღებს და არიგებს. თამაშისას ირაკლი თაღლითობს, მარიტა პირზე აფარებული ბანქოს კარტებით იცინის მის მოუხერხებელ ტყუილებზე და თვალები უბრწყინავს. -ანუ შენი აზრით ვის ატყუებ. - მარიტა მაგიდაზე დადებულ კარტს თვალს ავლებს და ცხრიანს რომელიც იქ საერთოდ არ დევს ირაკლის ხელში აჩეჩებს. -მე ვცადე მაინც , რავიცი. ირაკლი მხრებს იჩეჩავს და კარტს უგულოდ იბრუნებს უკან, თვალებს ატრიალებაც არ ავიწყდება . მარიტა ისევ ხარხარებს და უკანასკნელ კარტებს იმატებს. მერე თავად ჩამოდის ოთხ მეფეს და ირაკლის მომლოდინედ უყურებს. ბიჭი თავს აქნევს და კარტებს ყრის. -წავაგე. -ჰეი მე მინდოდა მენახა როგორ გაგანადგურებდი, ეს რა წესია. -აი ეგრე. -ჩემი ბუტია ბიჭი. ხედავ ყველაფერში გამარცხებ, კარტი, კალათბურთი, დომინო. კიდევ რა არჩევანი დაგრჩა. მარიტა დასცინის, კარტს აგროვებს და ისევ ლამაზად აწყობს. ირაკლი გულხელდაკრეფილი ზის და ფიქრობს. მერე ეღიმება და მარიტასკენ გაშვერილი, ნახევრად მოხრილი ხელითა და გაშლილი საჩვენებელი თითით ეუბნება. -ჭადრაკი. მანდ ვერ დამამარცხებ. მარიტა დანებების ნიშნად ხელებს სწევს და საწყლად უყურებს, ირაკლი მართალია ჭადრაკს ვერ მოუგებს რადგან თამაში საერთოდ არ იცის, მაგრამ თავის მხრივ ირაკლი რამდენჯერმე იყო შეჯიბრებაზე გასული და სწორედ ამის გამოა დიდ გულზე. -მართალი ხარ რადგან საერთოდაც არ ვიცი თამაში. -სერიოზულად. გოგო თავს უქნევს. უკვე ბინდდება და ჩიტები ქაოტურად დაფრინავენ ჰაერში. -გინდა გასწავლო? -რავი რატომაც არა. ოღონდ ახლა არა რა, მეზარება. ირაკლი თავს უქნევს და ჭიქაში დარჩენილ დამდნარი ყინულებისგან დაყენებულ წყალს იყუდებს, ჭიქა ტემპერატურის სხვაობის გამო სველია და ხელზე წყლის წვეთები ისე უცურდება როგორც რამდენიმე ხნის წინ მარიტას, ცოტა ოდენი ჭიქის პირიდანაც იღვრება და მის კისერს მკერდისკენ მიუყვება, მარიტა ამ მომენტს თვალს ვერ აშორებს. ირაკლი ჭიქას მაგიდაზე დებს და მარიტას მზერას ამჩნევს. გოგო ფეხზე დგება, ნაბიჯში მის წინ ჩნდება და კალთაში უნდება. -ისე მიყურებ მგონია ცოტაც და შემჭამ. -უარს არ ვიტყოდი. ხელს ნიკაპქვეშ უცურებს და თავს მაღლა აწევინებს რომ თვალებში კარგად შეხედოს. ირაკლი ხელებს წელზე ხვევს და ზურგისკენ ნელა უსრიალებს. წითური მოურიდებლად მიასრიალებს ხელებს ბიჭის ყელიდან მკერდისკენ და მისი მუცლისკენ, ირაკლის მუცელზე შეხებისთანავე თრთოლლვა უვლის და კუნთები ეჭიმება, მარიტა ამის დანახვისა და შეგრძნებისგან ქვედა ტუჩს კბენს და ქვემოდან უყურებს. ირაკლი ხელებს კაბის ქვეშ უსრიალებს და მის თეძოებზე აჩერებს. -ამაღამ დარჩები ხო? მისი ხმა ოდნავ უფრო მოგგუდული და ბოხია,მარიტა არაფერს ამბობს, გონია რომ პირს რომ გააღებს სიტყვები ყელიდან არ ამოუვა, ის ადგილი უხურს სადაც ირაკლის ხელებს გრძნობს, მერე ტუჩებსაც ყელზე და მისი წელისა და მუცლისკენ ასრიალებულ ხელებსაც. თავს აქნევს და ლამისაა იყვიროს როცა ირაკლის კბილებს ლავიწზე გრძნობს. ბიჭი ქვემოდან უყურებს. -მითხარი დარჩები.. გოგო ისევ თავს აქნევს და ჯანჯღავას აღარაფრის თქმას აცდის. ........... მარიტა ძილში ხტება და ირაკლის ამ შეხტომაზე ეღვიძება. ეზიზღება როცა ასე ემართება ხოლმე რადგან ისეთი გრძნობააქვს თითქოს ზღვის ფსკერზე საუკუნეები გაატრარა, უცბად ამოყვინთა და ჩასუნთქულმა ჰაერმა ფილტვები დაუკაწრა. -მოხდა რამე? -არა დაიძინე. უბრალოდ ჩემი სულელი ტვინი ისევ ფიქრობს რომ მოვკვდი. სიცილით ამბობს, ირაკლის შუბლზე კოცნის და მეორე მხარეს ტრიალდება. ბიჭი თხელ ზეწარს ხელს კიდებს და გოგოს აფარებს. ზეწრის ქვეშ კი ხელს ძლიერად ხვევს მარიტას შიშველ მუცელს და ზურგით მკერდზე იკრავს. კისერში რამდენჯერმე კოცნის და თავს იქვე კომფორტულად რგავს, სუნთქვა ცოტა უჭირს , მაგრამ ასე ძილი ყველაზე მეტად ეკომფორტულება. მარიტას ეღიმება და მარჯვენა ხელი უკან მიაქვს რომ ბიჭს თმასა და ლოყებზე მიეფეროს, გრძნობს მის კისერში თავჩარგული ირაკლი როგორ იღიმის და ტუჩებს როგორ აკრავს კანზე. -ტკბილი ძილი -ტკბილი ძილი -მიყვარხარ -მეც იკა. მთელი ღამე ასე ჩამეხუტე კარგი? ირაკლი პასუხს აღარ უბრუნებს. ოთახს მარიტას მხარეს მდგომი სანათი ანათებს, რადგან ირაკლიმ იცის რომ მარიტას ზოგჯერ სიბნელის ეშინია და ზუსტად ვერასდროს გამოიცნობს როდის დადგება ეს როდის, ამიტომ ყოევლ ჯერზე როცა გოგო ღამეს მასთან ათევს ირაკლი სანათს ჩართულს ტოვებს. ფანჯარა ღიაა და ფარდებს სუსტი სიო სულ ოდნავ არხევს, ქუჩიდან სუსტად აღწევს მანქანების ხმა, თუმცა ეზოში მოსაუბრე კაცების გარკვევით შემოდის, მაგრამ ეს იმდენად შემაწუხებელი არ არის რიმ დაძინება ვერ შეძლონ. მარიტა მალევე იბრუნებს ძილს, ირაკლი კი ცოტახანს კიდევ აკვირდება როგორ მშვიდად უცემს გული და როგორ წყნარად სუნთქავს მარიტა. მერე კიდევ ერთხე ჰკოცნის და თავადაც სიზმრების სამყაროში გადადის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.