შეცდომა (სრულად)
ერთი წელი გავიდა, რაც ერთმანეთი გავიცანით და ზუსტად ერთი წლის თავზე განიცადა ჩვენმა ურთიერთობამ ფიასკო. რას ველოდი რომ მკითხოთ, ალბათ მაინც გიპასუხებთ ველოდი, იმ პატარა ნაპერწკლის გაღვივებას, რომელიც გვიზიდავდა ერთმანეთთან... განა მოთხოვნებს წამოვაყენებდი?რაიმეს მოვითხოვდი ან მქონდა რაიმეს უფლება? ალბათ მქონდა , რავიცი, რაღას გავიგებ. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ამ სიტყვებს ვუმეორებ ხშირად საკუთარ თავს, საბოლოოდ რომ დავრწმუნდე ჩემს უდანაშაულობაში. არადა ალბათ რამდენჯერ გავუცრუე იმედი, რამდენჯერ ჩავაქრე მასში ის გაღვივებული ნაპერწკალი, ღირსი ვარ თვალები ცრემლით რომ მიგუბდება და ვეღარაფერს ვხედავ, ღირსი ვარ უსაშველოდ რომ მტკივა უმისობა, ყველაფრის ღირსი ვარ... ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, ერთი შეხედვით საერთოდ არიყო ჩვეულებრივი, ჩემს გონებაში ალბათ ეს იყო ის ვნება რაც აკავშირებს რეალურად ორ ადამიანს. „-თავისუფალი ურთიერთობა გვქონდეს, ყოველგვარი წესების, მოთხოვნების და პასუხისმგებლობების გარეშე.-იმ მომენტში თანახმა ვიყავი ამ ყველაფერზე, რადგან მხოლოდ გარეგნული სიმპატია არაფერს ნიშნავდა ჩემთვის. -მგონი ეგრე ჯობს, უბრალოდ არ მოვატყუოთ ერთმანეთი, თუ რომელიმეს გრძნობა გაგვიჩნდება, ვთქვათ და დავიშალოთ კარგი? -კარგი, შევთანხმდით.“ ეს ურთიერთობის პირველი ეტაპი იყო, სადაც ორივე ვფიქრობდით რომ ყველაფერი მოვაგვარეთ და პრობლემაც არ არსებობდა, მაგრამ რეალურად პრობლემები შემდგომ დაიწყო, როცა ერთმანეთს გაუცნობიერებლად ვანადგურებდით. „-რაგჭირს პატარავ? -ნერვები მაქვს მოშლილი -ვინ გაგაბრაზა? -ავადმყოფების მეტი რა დადის ამ ქვეყანაზე, ქალის უნახავები რომ არიან, ხეპრეები. -სამხრეთის დედოფალი ხარ, როგორ იგესლები. -შენი მკურნალობა როგორ მიდის? -ვცოცხლობთ მე და ჩემი ბულიონი -ისეთი საყვარელი ხარ მეშინია არ შემიყვარდე -გული დამინთე ბინასთან და მე ბულიონს გადმოგასხამ რა, მუღამი მაქ ჰოიცი? -წვიმს და გულს ვერ დავანთებ, გიმღერებ და ვიქნები ღირსი შენმა მეზობლებმაც რომ გადმომასხან ბულიონი. -გიჟი ხარ პატარავ.“ ვხუმრობდით, მაგრამ ვინ იცის ამ ხუმრობაში, როგორ ვცდილობდით ერთმანეთისთვის მინიშნება მიგვეცა. თვეების შემდეგ, როცა გავაცნობიერე და საკუთარ თავთამ ვაღიარე ხმამაღლა ჩემი მისდამი სიყვარული, პრობლემებმაც უფრო იმატა, ხშირად ვკამათობდით, ჩემი ინიციატივით... „-სხვა ქალი არსებობს შენს ცხოვრებაში? -ეჭვიანი, მაგაზე არ გიპასუხებ, იმტვრიე თავი, მინდა შეგჭამოს ფიქრებმა. -მიპასუხე! -არ გიპასუხებ! -თუ პასუხს არ გამცემ ჩავთვლი რომ გყავს, და ჩემს დუხს ვეღარ ნახავ შენს ცხოვრებაში. -ხომ იცი რომ არ მომერიდება პასუხის გაცემა, არცერთშემთხვევაში, არ გიპასუხებ, რას ჩათვლი და რას არა, მქონია თუ არ მქონია საიდუმლოდ ვტოვებ, მომწონს ნერვები მოშლილი რომ გაქვს და არიცი საქმე რაშია. -... -გაკოცე -... -დამეგრუზე თუ გინდა, მაგრამ მაინც არ გიპასუხებ, მე კი ვიცი რაშიცაა საქმე, უბრალოდ იმით ვკაიფობ, რომ შენ არ იცი, ვნახოთ რას ჩათვლი სიმართლეს თუ გამოგონილს. -...“ პასუხი ისევ არ იყო. მსგავსი კითხვები ბოლო დროს ხშირად მაწუხებდა, განა მინდოდა, უბრალოდ მაწვებოდა რაღაც შიგნიდან, მჭამდა და სანამ ბოლომდე არ დამღრღნიდა არ მასვენებდა, უბრალოდ უნდა მეკითხა, ვსო მორჩა, ვკითხავდი, ვიკამათებდით, დავმშვიდდებოდით და მე ისევ სისტემატიურად ვცდილობდი მისთვის ტვინის ყველა უჯრედი სათითაოდ გამებურღა... რომ გეკითხათ რას ვცდილობდი, ალბათ გიპასუხებდით, რავიცი მე რას ვცდილობ, იქნებ მიხვდეს ეს კეთილსამყოფელი რომ მიყვარს და მეც აღარ დავიტანჯო ამ საეჭვიანო რიტუალების ჩატარებით. სეირნობისას ვგრძნობდი, როგორ სიამოვნებდა ჩემთან საუბარი, თავისი გეგმების შესახებ რომ მიზიარებდა, წაიწუწუნებდა ან სულაც ჩუმად ვიქნებოდით და ესეც კი ყველაფერი იყო ჩემთვის, მასთან ერთად სითბოსა და სიტკბოებაში გატარებული დრო. ერთი წლის შემდეგ, როცა საკუთარ თავს ვეღარ ვაოკებდი, ყველაფრის გარკვევა ვამჯობინე, მაგრამ იმ სითბოს ფონზე რასაც ის მაგრძნობინებდა შემეშინდა გრძნობებში გამოტეხვის, შემეშინდა ისიც არ დამეკარგა, რაც მქონდა. იმდენ სითბოს ვიღებდი მისგან, ამის დათმობა ერთი ხელის მოსმის არავის ესურვებოდა, მაგრამ კიდევ უფრო ვერ შევტოპავდი, ამიტომ წერილი დავუტოვე, ყველაზე ცუდი დაშორების ვერსია ავირჩიე და საკუთარ თავს კიდევ ერთი დამატებითი დარტყმა მივაყენე. „-გუშინ მინდოდა დაგლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ შევძელი, ბოლო ორი თვეა რაღაც ისე არ არის, არეული ვარ და ვიცი შენც ატყობს ამას, ვფიქრობ ჯობია ვთქვა რა მაწუხებს, შენც გაერკვევი ყველაფერში და მეც მოვისვენებ. ურთიერთობის დასაწყისში შევთანხმდით, თუ რომელიმეს გრძნობა გაგვიჩნდებოდა ვიტყოდით, არ ვიცი რა დავარქვა, სიყვარული თუ რა , მაგრამ რაშიც დარწმუნებულივარ შენთან ყოფნის სურვილია, ვცდილობდი შენთვის მიმეხვედრებინა, ალბათ არ გამომივიდა...როგორი პასუხიც არ უნდა გქონდეს, მიხარია რომ გაგიცანი და სასიამოვნო იყო შენთან გატარებული დრო... -გასაგებია, წარმატებები ყველგან და ყოველთვის.“ ასე დამთავრდა ერთწლიანი ზღაპარი, სადაც სიკეთემ ვერ გაიმარჯვა და ვერც კონკია და უფლისწული დარჩნენ ერთად, ალბათ ეს არის რეალური ცხოვრების ძალა, ამ სამყაროში ბედს ვემორჩილებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.