შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა რა გზაა?!(II თავი)


20-10-2024, 01:56
ავტორი tasusuna
ნანახია 722

ვერ გამოვიძინე.
ძილსაც ვერ დავარქმევდი უღონო ბორგვას.
სუსტად შეთენებულზე ვეღარ გავჩერდი და,
ავდექი..
დილის სუსხს აივანზე შევხვდი და,
ფინჯანი ყავით ვცდილობდი დამელაგებინა ყველა აშლილი ფიქრი გონებაში..
მდორე სიჩუმეს მხოლოდ საკუთარი გულისცემა თუ მირღვევდა და ისიც იმდენად არარიტმულად სცემდა,
არც ესმოდა ვინმეს.
დუმდა სამყარო და ,
დუმდა სამი პირიც..
ეს დუმილი და არ გათქმა სად მიგვიყვანდა,იმდენად გაურკვეველი იყო, როგორც საერთოდ თავი და ბოლო მათი დაშლის..
საკუთარივით განვიცდიდი და,
მეტი რაღა უნდა მეგრძნო,
არც არავინ მყავდა იმაზე ახლო,
ვიდრე დათუნა..
დარდით დავხედე ეკრანს..
ჩვენი გამთენია მის შუადღეს ემთხვეოდა.
არც მიფიქრია,
ისე დავურეკე..
არც მას დაუყოვნებია,
მზესავით შემოანათა სულში.
-თათი-ისე მხიარულად ჩამძახა,
ღრუბელი გადამიყარა გულიდან.
გავუცინე მეც.
არ გაჩერებულა, სრული ოცი წუთი იმდენ საკითხს მოედო,
არ ამომასუნთქა.
ორი დღით იყო დაკარგული და,
სრული თავგადასავლების კასკადი მოაყოლა 48 საათს..
მის მრავალფეროვან ყოველდღიურობას ისეთი ჟინით მაცნობდა,
გული რაღაცნაირად შემევსო..
გამიხარდა..
ალბათ, და-ძმური ეგოისტობით..
-გიუშკა ხო ჭკვიანადაა თათი?!გუშინ ველაპარაკე, არ მომეწონა ტონზე,
ცოტას ლაპარაკობდა და ბევრს ამბობდა მისი არგასწორებული თვალი.-ეჭვით გამოყვა ტელეფონს დათი.
ვიუარე,რაც შემეძლო ბუნებრივად.
-ალბათ ისევ ლალას შეურიგდა და არ ამბობს, თორე რა გააჩუმებდა ასე,ღერი არ ჩაუქრია,
ათი წუთი ვესაუბრე სულ და სამი მოწია,
ხო იცი მისი სიგიჟე თამბაქოზე,გადააგდებინე რა, არ დამხვდება ეგ მე ჯანმრთელად,რომ ჩამოვალ.-ხომ იცინოდა,მაგრამ,გიოს დამოკიდებულებაზე ყველა ვღელავდით.
სულ ბოლოს რომ დავაფიცე, მხოლოდ ერთ კვირას გასტანა უთამბაქოობამ,
მერე დიდი ვარდები გამომიგზავნა ბოდიშებით და,
პოლაროიდით გადაღებული ფოტოთი,
სიგარეტი სადაც ეკავა ხელში და ეწეოდა.
მას შემდეგ მაცივარზე მაგნიტით მქონდა გაკრული,რომ მოდიოდა,სულ გიჟივით ეცინებოდა რომ უყურებდა მის თავს,რამ მომაფიქრაო.
მე მაინც დათუნას “რომ ჩამოვალ” გამიხარდა.
-როდის აპირებ დათუ?-სულ აღარ უხდებოდა ეს სახელი, უფრო შესუსტებული მეჩვენა, ვიდრე ორი დღის წინათ.
-ჯერ ვერ თათი,მაგრამ, შენ ქორწილს არ გადავაცილებ, გპირდები.-იცინის,მაგრამ სევდა მაინც ეპარება.
-აბა სულ ვერ ჩამოსულხარ .-ავყევი რომ არ გაყოლოდა ფიქრებს..
-მაშინ,გიო რომ მოიყვანს ლალას, იმას დავამთხვევ.-სხარტად მიბრუნებს.
საჭესთან ჯდება და,
მანქანას ძრავს.
მე მის ბოლო სიტყვებზე უცებ ვინთები და,
ფეხზე ვიჭრები.
-მაგათ ქორწილზე სულ არ წავალთ დათუნა!-ისე მკაცრად გამომდის,
ტელეფონზე მოჭერილი თითები მითეთრდება და, ოთახში შევდივარ.
გაუცნობიერებული სიბრაზის დასაძლევად მეორე კოფეინს ვიმზადებ და უკვე სამზარეულოს ფანჯარასთან ვდგები..
შემოთენებულა..
სადარბაზოსთან ისევ ეყენა გიოს მანქანა და,
მე მთლიანად შემომეცრიცა ტანზე სიბრაზე..
უკვე გზაზე გადიოდა დათიც,ვუთიშავდი, რომ გამაჩერა.
სულ ერთი წამით ჩავხედე თვალებში.
მწამს, ამდენი კილომეტრი გაიარა ამ ერთმა მზერად და მის გულის დარდებს შემოეხვია მთლიანად..
არაფერი უკითხავს..
არასდროს კითხულობს..
არასდროს ამბობს,მაგრამ,
გათიშვამდე სულ,
მესამოცე ზარია,
ერთი წამით გაჩუმდება ხოლმე და,
მხოლოდ ერთი წამით გამისწორებს თვალს..
მაშინ დათუნა ყველაზე გამჭვირვალეა..
-კარგადაა დადუ დათ, ისეა, როგორც შენ..
შენსავით კარგად და,
შენსავით მაგრად.
ისე მიყვება,როგორც შენთან ერთად და,შენამდე..
გუშინაც ვიყავით და,
დღესაც გავალთ,
სულ ვივლი,იქამდე,
სანამ არ მეცოდინება,რომ მართლა კარგადაა..
შენც რომ მართლა კარგად გამიხდები, მერე იქნებ მართლა გავთხოვდე და ჩამოდი..
მე არ შემიძლია დათუნა მარტოობა,ხომ იცი..
როგორ მეშინია ღამის და სიბნელის,ეს შენზე უკეთ ვის უნდა ესმოდეს?!-გავუბრაზდი.
შიგნით,
პატარა,
დათუნას ციცქნა თათის ძალიან ეშინოდა მარტოობის და ვერ პატიობდა მის ძმას ამ დონის ეგოისტობას..
ისედაც ხომ სულ მარტო დარჩნენ..
გათიშა დათიმ.
კიარადა, მე დავასწარი..
ისე,როგორც ვიყავი,
თბილი ხალათითა და სახლის ჩუსტებით ,
ფინჯანი ყავით კიბეებზე გულმოწურული დავეშვი და,
მისკენ წავედი ჩქარი ნაბიჯით.
ზუსტად ისევ იქ იდგა,სადაც დატოვებისას გააჩერა გიომ.
მანქანის საქარე მინა პირისპირ უყურებდა ჩემი სამზარეულოს ფანჯარას..
სავარძელი ბოლომდე ჩაეწია და,
ფეხები მანქანის წინა დაფაზე შემოეწყო,კომფორტულად.
ჩაძინებოდა.
ხელები გულზე გადაეჯვარებინა და ალბათ სციოდა..
მოვსინჯე კარი,ღია იყო..
ფრთხილად ჩავჯექი და,
გავირინდე.
არ მინდოდა გაღვიძებოდა,მაგრამ,
როგორც კი ცივი ჰაერი შეერია სალონს,
წამში გამოფხიზლდა.
-რატომ არ გძინავს თათო?!-მისი ეს ხმა პირველად მესმოდა.
მოგუდული და სულ სხვა.
დაბალი და,
სუსხიანი.
ახალგაღვიძებული..
მეც მოვეწყვე როგორც შევძელი.
ხალათი მჭიდროდ შევიკარი და,
მისკენ მოვტრიალდი..
-მარტო ვერ ვიძინებ,გიო,მეშინია..-ისე მომერია ის უძილო საათები,
ძლივს გავეცი პასუხი.
სითბომ,
იმ იცნაურმა ხმამ,
ნერვიულობამ საბოლოოდ გამთიშა, როგორც იქნა,
გათენებისას და,
თვალები მისდაუნებურად დამეხუჭა..
-შენ რატომ არ წადი,გიო?-მაინც შევეკითხე.
ალბათ დამესიზმრა,
ჩემი ფიქრების და,ზმანების ბრალი იყო,
თორე გიოს იმ სიტყვებს რა ათქმევინებდა..
-რომ გეშინია,მისთვის,თათო…-ასეც ჩავთვალე,რომ მომესმა..
-გიო,დათუნამ ლალას შეურიგდაო და..-მე ვეღარ დავამთავრე და მანაც შემაწყვეტინა.
სამკლაურზე რომ მედო ლოყა,
თავი ფრთხილად ამაწევინა და მისი ხელისგული დამიდო..
გამითბა კანი..
თამბაქოს რბილი სუნი ჰქონდა თითებზე და,
მისი უცვლელი არომატის-ტობაკო ვანილა..
ას კაცში გავარჩევდი..
-ფარსია თათო,ლალა წარსულია..-არ დამინახავს,მაგრამ კანმა იგრძნო მისი ღიმილი და მეც ჩამეღიმა..
-ჩაეწერე ეულებთან?!-თვალს ვეღარ ვახელდი,არადა,რომ ეცონებოდა ვიცოდი და მინდოდა მენახა..
-სხვა რა გზაა?!-მორფეოსს შემოყვა მისი სიცილნარევი,
უცხო ხმაც და,მეც გადავეშვი..
როგორც იქნა,მშვიდად..

___
ეს ციცქნა რა არის ვითომ,მაგრამ,თავს ვეღარ ვწევ მეტისთვის და, დღეს ეს იყოს ♥️
ჯერ რა უნდა გავიგოთ,მეც რა მაქ ახკა ტვინში,მაგრამ,
გიო რაღაცნაირად ისეთი ჩემიანიაა , ვერ გეტყვით : (
რანაირია …
მომიყევით,თქვენი ვერსიებიც ♥️
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი One

Ooh chems gogonas aq ra ambebi moutania da me sad var))
Rogori saintereso giobichi moiyvane taso))
Momwons dzalian dasawyisi, abba chairto molodinis rejimi❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

One
Ooh chems gogonas aq ra ambebi moutania da me sad var))
Rogori saintereso giobichi moiyvane taso))
Momwons dzalian dasawyisi, abba chairto molodinis rejimi❤️

ქეთუუუუუ ❤️❤️❤️❤️❤️ მეთქიი სად დამეკარგააა,გეძებდიიიიი ♥️♥️♥️ რანაირია მართლა გიოო, რაღაცნაირიიი ♥️♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი penguin

ყველა მიყვარს❤️ერთად,ცალ-ცალკეც????მაგრამ უფრო ერთად????❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
ყველა მიყვარს❤️ერთად,ცალ-ცალკეც????მაგრამ უფრო ერთად????❤️

ერთი ნახვით სიყვარული დამემართა მათზეეე ♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი Ana-maria

მომეჩვენა თუუ გიო და თათუს შორის რამე ხდება?პატარა თავი იყო და რათქმაუნდა არ მეყო ❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
მომეჩვენა თუუ გიო და თათუს შორის რამე ხდება?პატარა თავი იყო და რათქმაუნდა არ მეყო ❤

არ ვიცი.. იქნებ ხდებააა? :დდ ვნახოოთ ♥️♥️♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი avrora_

მგონიი ზედმეტადდ მინდაა თათუუ და გიოოოოსს ერთად ნახვაა შემდეგგ თავებშიიი❤️❤️????????????

 


№8 სტუმარი ნი-კე

ოჰ მოსულა გრძნობების დედოფალა გოგო,❤️❤️ახლა ვნახე ორივე თავი.სიმართლე გითხრა ჯერ ის ემოცია ვერ მოვიდა რაც ყოველთვის ახლავს შენს ისტორიებს მაგრამ ის კი ეტყობა,რომ დიდი გრძნობების აფეთქება გველოდება მომავალში♥️♥️წარმატებები

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

avrora_
მგონიი ზედმეტადდ მინდაა თათუუ და გიოოოოსს ერთად ნახვაა შემდეგგ თავებშიიი❤️❤️????????????

♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ იმედიაააა
ნი-კე
ოჰ მოსულა გრძნობების დედოფალა გოგო,❤️❤️ახლა ვნახე ორივე თავი.სიმართლე გითხრა ჯერ ის ემოცია ვერ მოვიდა რაც ყოველთვის ახლავს შენს ისტორიებს მაგრამ ის კი ეტყობა,რომ დიდი გრძნობების აფეთქება გველოდება მომავალში♥️♥️წარმატებები

კიიი, სწორი ხაარ, ასე მაქვს ჩაფიქრებული, რომ ეს უფრო მსუბუქად საკითხავი იყოს, ვნახოთ ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ თუმცა,გრძნობები რა თქმა უნდა იფეთქრბს :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent