გეგმა "რევოლუცია" (სრულად)გეგმა „რევოლუცია“ როცა ძალა აღმათს ხნავს და შენ არაფერი გაგაჩნია საკუთარი თავის გარდა, უნდა შეძლო შექმნა ახალი რეალობა. ლომის წინააღმდეგ ბრძოლა ლომს შეუძლია. თუ მეორე ლომი შენ არ ხარ, მაშინ უნდა იპოვო ის, ვინც გამარჯვებას შეძლებს და ფსონი მასზე დადო. *** დიალოგი სასტუმროს ნომერში საყვარელთან. - დარჩი - დარჩენა შეჩვევას იწვევს... - არ გინდა შემეჩვიო?! - არა! - კიდევ როდის გნახავ? - მოგწერ. - უცნაური ქალი ხარ... - ვიცი. - მომენატრები. - არაუშავს. *** ქალის დიალოგი კაფეში მეგობართან. - როგორ ჩაიარა? - როგორც ყოველთვის - წამოეგო? - ნელ-ნელა ებმება... *** -"დღეს საღამოს, როგორც ყოველთვის" - უდროო დროს მიიღო კაცმა ესემესი, მაგრამ გადადება არც უფიქრია. *** თუ რამის შეცვლა რეალურად გინდა, მაშინ იმდენად ხმამაღლა უნდა თქვა, რომ დაიგნორება ვერ შეძლონ. იმდენად სწრაფად, რომ გადაფარვა ვერ მოახერხონ. იმდენად ბევრს უნდა გააგებინო, რომ გაქრობა შეუძლებელი გახდეს. როცა მტერს ძალაუფლება აქვს შენი ერთადერთი იარაღი ხალხია. არჩევნების წინა პერიოდი კი ამისთვის საუკეთესო დროა. *** დიალოგი ტელეფინში იგივე მეგობართან. - გიჟური იდეაა, საიდან უნდა მოიტანო ამდენი ფული? - მე არა, იდეას იმას მივაწვდი ვისაც გადახდა შეუძლია. - დარწმუნებული ხარ, რომ ამდენად უღირხარ? - მე არა, ძალაუფლება ... - ფრთხილად იყავი! - სიფრთხილეს რა აზრი აქვს, როცა დასაკარგი აღარაფერი გაქვს?! *** დიალოგი კაფეში იგივე მეგობართან. - გამოვიდა! - რა გამოვიდა?! - ჩემი იდეა მივაწოდე - მერე? - ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავგეგმე. *** საყვარელისა და მისი თანაშემწის დიალოგი ოფისის ჰოლში. - როგორ მიდის საქმეები? - ფეისბუქის ყველა ვიდეო გავარდა. - ხალხი რას ამბობს? - ზოგი მხარს უჭერს, ზოგი ილანძღება... - კარგია! სხვა პლატფორმებზე რა ხდება? - ტიკტოკის სახეები გვჭირდება, მხოლოდ ვიდეო რგოლებით მანდ ფონს ვერ გავალთ. - სახეები? - უნდა ჩანდეს, რომ ბევრი ვართ... - მაშინ რაღას უცდით, იპოვეთ სახეები... - და კიდევ... - რა კიდევ? - ირიბად უნდა შევაღწიოთ ტელევიზიაში. - ანუ? - სახეები უნდა შევქმნათ, ვისაც მიიწვევენ. -?! - სავალდებულო არ არის მათაც იცოდნენ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. მთავრია მესიჯები გაუშვან. - მოახერხებ? - გამოწვევებისთვის ვარ შექმნილი. *** ოფისი. სათათბირო ოთახი. - თქვენთვის ახალი დავალება მაქვს, ტიკ-ტოკის სახეები უნდა შევქმნათ. - ჩვენ უნდა შევქმნათ? - კი, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით. - გასაგებია. - თქვა ერთმა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ქონდა. - უკვე ცნობადი სახეები არ გამოგვადგება? - იკითხა მეორემ, რომელსაც სარეკლამო კომპანია ჰქონდა. - კი, ეგენიც დაგვჭირდება. - დაახლოებით რამდენზე გვაქვს გათვლა? - იკითხა მესამემ, რომელიც ასევე სარეკლამო საქმიანობით იყო დაკავებული. - იმდენზე, რომ მასობრივ ხასიათად გამოჩნდეს. - დრო რამდენი გვაქვს? - იკითხა მეოთხემ, რომელიც ონლაინ ჟურნალების ბიზნესში იყო. - ცოტა, ძალიან ცოტა! დაახლოებით ერთი თვე იდეის მოსამწიფებლად და კიდევ ერთი თვე მასობრივ საპროტესტო ტალღად გარდასაქმნელად. - ძალიან ცოტაა... - თქვენი დავალებაა მოცემულ დროში ჩაეტიოთ! ჰო, კიდევ გადმობირებულები, გადმობირებულებად არ უნდა გამოჩნდნენ! - გასაგებია. - ჯგუფებს და გვერდებს გადავხედე ცოტაა! თემატური გვერდები დაამატეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანზე უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი - მიუბრუნდა მეორე და მესამე შეკითხვების ავტორებს, რომლებიც სარეკლამო ბიზნესით იყვნენ დაკავებულები. - რა ტიპის გვერდები? - არ ვიცი, სულერთია. ყიდვა-გაყიდვა იქნება, მოგზაურობა თუ რამე სხვა... მთავარია ხალხს აინტერესებდეს. დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ. - კარგი - ჰო კიდევ, ყველა ასაკობრივი სეგმენტი გაითვალისწინეთ, პირველ რიგში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, კომენტარებს მიღმა ასაკი არ ჩანს. *** არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი. - ყველა ორმოცდაათიათას პლიუს გამომწერიანი ტიკტოკერის სოციალურ ცხოვრებას გადახედეთ, საერთო ინტერესები მოძებნეთ და ხვალ დილით თათბირზე წარმოადგინეთ! - ყველას? - ყველას! - დილამდე არამგონია მოესწროს... - მოასწარით! *** სარეკლამო სააგენტო. - ნეტავ კიდევ რამდენი გვერდი უნდა შევქნათ ამ ერთი და იგივე შინაარსის სისულელეებით?! - იმედია არავინ გვისმენს... - დაიკიდე, აქ ყველას კიდია ჩვენი აზრი. - ჩვენიც - პატარა კაბინეტის მაგვარ ოთახში შემოვიდა ახალბედა ქოფირაითერი. - მაინც რად უნდათ ამდენი გვერდები. სარეკლამო კომპანია ვართ თუ საარჩევნო შტაბი?! - რა მნიშვნელობა აქვს ხელფასს ამაში გვიხდიან. *** სატელეფონო დიალოგი საყვარლის ასისტენტსა და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიის მფლობელს შორის. - ახალი რგოლებია საჭირო. ძირითადად ქალების სეგმენტზე გვჭირდება მენტალური ზეწოლა. - დედების ჯგუფი გამოდგება? - კი, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. - ფსიქოლოგიური გვერდები და ჯგუფები? - ზედგამოჭრილია! მაგრად უნდა მივაწვეთ. კადრები ფილმებიდან, ციტატები, ფსიქოლოგები... არ ვიცი, ნებისმიერი რამ, სენსიტიური თემებს მიაწექით. გვერდების ნაწილით, რომ ძალადობას დაგმობთ, ნაწილით აჩვენეთ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ურთიერთობები და ფსიქოლოგიურ გვერდებიდან ეგო ამოქოქეთ. *** სატელეფონო დიალოგი მეორე სარეკლამო კომპანიის მფლობელსა და საყვარლის ასისტენტს შორის. - ახალ სახეებზე რა ხდება? - არიან დამწყებები, საერთო ინტერესებით ცოტა წახალისებაა საჭირო. - წაახალისეთ, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ. - არა, ჯერ მხოლოდ კომენტარებში ვუჭერთ მხარს, დანარჩენზე ლაივებით და შემდეგი ვიდეობით ვიხელმძღვანელებთ. - ყურადღება მიაქციეთ, რომ აზრი ისე მიაწოდეთ მისად გამოჩნდეს, თითქოს უბრალოდ ეთანხმებით და მხარს უჭერთ. *** სატელეფონო საუბარი საყვარლის ასისტენტსა და ონლაინ გამოცემების მფლობელს შორის. - მონაცემებს და ტექსტს მოგაწვდი, დღის და თვის მთავარ თემებად უნდა იქცეს. ყურადღება მიაქციე, რომ ყველა პლატფორმაზე გაზიარდეს. - პრობლემა არ არის. - გიგზავნი. *** საყვალისა და მისი ასისტენტის დიალოგი ოფისში. - იდეა მომწიფებულია, ბიძგია საჭირო, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. - იქნება. - როგორ? - დაელოდე. *** დიალოგი კაფეში იმავე მეგობართან. - დროა თამაშში შევიდე. - ძალიან სახიფათოა. - ვერ გაბედავენ მომიშორონ. *** დიალოგი საყვარელსა და ქილერს შორის. - დეტალები არ მაინტერესებს ყველაფერი ისე მოაწყვეთ, რომ თვითმკვლელობის გარდა ყველაფერს გავდეს. *** დიალოგი ასისტენტსა და საყვარელს შორის. - ძალიან გაგვიმართლა ის ქალი, რომ მოკლეს. - ვიცი... *** - "თუ რამე მომივა ეს ჩანაწერი გამოაქვეყნე" - გონებაში უტრიალებდა მეგობრის ფრაზა. ჩანაწერში ყველაფერი იყო, სისტემის მხილებაც და შურისძიების გეგმაც. პრესამ ახალი ამბავი აიტაცა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ორივე მათგანი დააპატიმრეს, მოძალადეც და მკვლელიც. თუმცა ეს პროცესის დასაწყისი იყო და არა დასასრული. სტერეოტიპი დაიმსხვრა, მაგრამ ეს მხოლოდ პატარა გამარჯვებაა დიდ ბრძოლაში. *** ერთი ადამიანის ისტორია შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ თაობებს ეყოს. ერთი ადამიანის მსხვერპლმა, შეიძლება ათასები გადაარჩინოს. ერთმა ფრაზამ შეიძლება ცნობიერება შეცვალოს. ერთმა ბიძგმა, საუკუნეების ნაშენები დაანგრიოს. სამყაროში უმიზეზოდ არაფერი ხდება, მთავრია გაბედო აზროვნება, გაბედო ხმის ამოღება, გაბედო მოქმედება. მთვარია არ შეგეშინდეს, მთვარია არ შეეგუო, მთვარია გაბრაზდე! ბრაზი გაიძულებს იმოქმედო! მხოლოდ მოქმედებაა მთავარი! დ ა ს ა ს რ უ ლ ი
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.