შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანქარი


20-06-2020, 13:36
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 885

როდესაც წავა გზები ამ ფანქრის,
მაშინ მოგვცემს რაც ვერ მოუცია.
ფანქარი თურმე უწყვეტად დაჰქრის
და დაუწყია რევოლუცია.

როდესაც წავა გზები ამ ფანქრის,
ჩვენ გავიხსენებთ რაც მას ჰქონია.
ბევრ ჭუჭყს და ნაგავს ის დღეს გზად დაყრის,
რადგან ეს ასე სწორი ჰგონია.

როდესაც წავა გზები ამ ფანქრის,
მთლიანად დაშლის ფერად სამარეს.
ამ დედამიწას თერთმეტად გაჭრის,
რადგანაც გზაზე გამოატარეს.

როდესაც წავა გზები ამ ფანქრის,
გასცდება ამ "ნორმალურთა" ბორდელს.
სიგიჟის პიკში თავსაც არ დახრის,
ამიტომ ლანძღვა-გინება მოსდევს.

როდესაც წავა გზები ამ ფანქრის,
ისევ ნოემბერს მზეს გაუნათებს.
ის ხალხის აზრებს გემიდან გაყრის
და თავის ერთ აზრს მათ დაუმატებს.

როდესაც წავა გზები ამ ფანქრის,
მაშინ მოგვცემს რაც ვერ მოუცია.
ფანქარი თურმე უწყვეტად დაჰქრის
და დაუწყია რევოლუცია.

#გიჟითავისუფალია
#მეტიპოზიტივი



№1  offline წევრი EllaTriss

კარგი რითმა აქვს, ლექსიც კარგია ❤

 


უბრალოდ გულამდე მიაღწია, შიგნითაც შეაღწია, ღიმილს ვერ იკავებს სახის ნაოჭები, თუმცა ცრემლი მომსდის და ვერ გავრკვეულვარ ვიღიმი თუ ვტირი♡♡♡

 


№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

Maria_
კარგი რითმა აქვს, ლექსიც კარგია ❤

დიდი მადლობაა ^_^
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Რა კარგია... ყყოჩაღ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent