ჩემი ბრალია (4)
აფორიაქებული იყო ანას სული, ვერ მშვიდდებოდა , ვერ კონცენტრირდებოდა საქმეზე, მხოლოდ იოანეს ხმა ესმოდა ყურში, თავს ვერ უტყდებოდა როგორ აფორიაქებდა მამაკაცის გვერდით ყოფნა , როგორ მზად იყო ყველაფერში დამორჩილებოდა , როგორ ნანობდა ყველაფერს რაც გააკეთა , მაგრამ უკან დასახევი გზა არ იყო, ანა ზედმეტად ამბიციური ქალი იყო საიმისოდ ვინმეს შევედრებოდა შეეყვარებინა, მიუხედავად იმისა რომ შინაგანად ყვიროდა გოგონას გული იოანეს სახელს , მიუხედავად იმისა რომ ძალიან უნდოდა ამ წამს იოანეს მთელი არსებით ჰყვარებოდა , როგორც მაშინ. ყველაზე ბედნიერი დღეები ანას ცხოვრებაში წარსულის დღეები იყო, ყველაზე მწარე გაკვეთილი ცხოვრებაში წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა ასწავლა , ახლა უკვე შეეძლო საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ეღიარებინა რომ ვერ დააფასა იოანეს სიყვარული , რომ არ იბრძოლა , არ იბრძოლა სათანადოდ მათი საერთო მომავლისთვის. ყველაფერს გვიან მიხვდა , როცა ყველაზე ძვირფასი რამ დაკარგა ცხოვრებაში, საყვარელი მამაკაცი! იოანემ კი როგორც კი ანა დაინახა უკვე იცოდა რომ უყვარდა , თითქოს სულ სხვა ცხოვრებიდან გადმოჰყვა ეს გრძნობა, ისე ლამაზად უყურებდა ანა , ისეთ მრავალფეროვნებას იტევდა ანას თვალები, შეუძლებელი იყო ამ თვალებს არ ჰყვარებოდა იოანე, მაშ რატომ უყურებდა გოგონა ასე ლამაზად ? თუ ეს სიყვარული არ იყო რატომ ბრწყინავდა გოგონას თვალები იოანეს დანახვისას? ვერასდროს იფიქრებდა იოანე თუ ოდესმე ეჭვს შეიტანდა ანას გრძნობებში … -თორნიკე წამომყევი! აპარატურა ჩანთაში სწრაფად ჩაალაგა ანამ , არკ კი უკითხავს ბიჭისთვის აზრი ისე გამოსდო ხელმკლავი -ანა მოციადე! თაკოსთან ერთად ვარ დღეს -არავითარი თაკო! საჭესთან თავად დაჯდა ანა , ნახევარი წუთიც არ დასჭირვებია ისე მოსწყდა მანქანა ადგილს -ცოტა ნელა ! იქამდე ვერ მივაღწევთ! ცდილობდა აზრზე მოსვლას ბიჭი -როგორ გაბედა და ამ ამბავს ჩამომაშორა ! მანქანის საჭეს მთელი ძალით უჭერდა ხელებს -იცოდე პასუხს შენ აგებ! საჩვენებელი თითი აუწია თორნიკემ -პასუხს იოანე აგებს! დარწმუნდება რომ ჩემს საქმეში უკონკურენტო ვარ ! ხალხის უზარმაზარი მასა გაიარა ანამ , ტრიბუნასთან ცდილობდა ახლოს მისვლას, თორნიკეც უკან მიჰყვებოდა -დაიწყე გადაღება თორნიკე! პოლუტიკურად აქტიური თითქმის ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი ჩაწერა ანამ, ასევე მოქალაქეებისგანაც აიღო ინტერვიუ, უფრო და უფრო გაიზარდა შეკრებილი ხალხის რაოდენობა, სიტუაცია ნაკლებად კონტროლირებადი ხდებოდა, ხალხში პანიკამ დაისადგურა როდესაც მომიტინგეებმა სპეციალური დანიშნულების რაზმი შენიშნეს , ანა ცდილობდა ახლოს მისულიყო ფორმიანებთან რომ უკეთ გაეშუქებინა კადრები, სწორედ ამ დროს შევიდა ეთერში “მეგობრებო ახლახანს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა სპეც დანიშნულების რაზმი, აქვე მობილიზებულია სპეც ტექნიკა, როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანია ნებისმიერი ფორმით ხელი შეუშალოს დღევანდელ მშვიდობიან აქციას” ანას მონოლოგს საეთეროდან უყურებდა იოანე -ჯანდაბა! ხელი იქვე მდგარ მაგიდას დაარტყა საშინლად ბრაზდებოდა იოანე ანას დამორჩილებას რომ ვერ ახერხებდა -ამის გამო პასუხს აგებს ! ჩაილაპარაკა ისე რომ არავის გაუგია თანამშრომლებთან ერთად უყურებდა ეკრანიდან შექმნილ ვითარებას ხედავდა როგორ ემზადებოდა სპეც ტექნიკა აქციის დასაშლელად , წყლის ჭავლის გამოყენებამ აქციიაზე შეკრებილი ადამიანები აქეთ იქეთ მიმოფანტა, ამას მოჰყვა რეზინის ტყვიები და დაშავებული ადამიანების კადრები -ბატონო იოანე ჩვენი რეპორტიორი…. თეონამ მიირბინა იოანესთან -დაშავდნენ ბატონო იოანე თეო თან ტელეფონზე საუბრობდა თან ცდილობდა აეხსნა ახალი ამბავი უფროსისთვის -ვინ დაშავდა ! წარბები შეკრა იოანემ -ანა ბატონო გულზე საშინელი ბინდი გადაეფარა იოანეს , წამით ეგონა სუნთქვა შეწყვიტა , დიდ ეკრანზე სხვა ტელეკომპანიის მიკროფონით ხელში ,გოგონა , დაშავებული ანას კადრებს აშუქებდა , ძირს ეგდო უგონოდ და სახე სულ სისხლიანი ჰქონდა -ნამდვილად ანაა? ძლივს მოახერხა კითხვის დასმა , ისევ ეკრანს შეხედა და ამჯერად იცნო კრემისფერი პიჯაკი რომელიც გოგონას დილით ეცვა -პასუხს აგებენ! ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო -რატი გამიგე ვინ ესროლა ანას ! იდენტიფიცირება მინდა სახელით და გვარით ადამიანი ვინ ესროლა! გელოდები! სწრაფად ჩაირბინა ტელეკომპანიის კიბეები და ავტომობილში ჩაჯდა -ვეცდები ბატონო -ეცდები არა რატი! აუცილებლად მჭირდება ვიცოდე ვინ არის ის ნაბ…რი ! ანას მოსანახულებლად თითქმის ყველა თანამშრომელი მივიდა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, გარდა იოანეს. კარისკენ გაურბოდა გოგონას თვალები, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს საცაა ნაცნობ სილუეტს უნდა შემოეყო თავი, იოანე არა მაგრამ გეგა იყო ანას გვერდით მთელი სავადმყოფოში ყოფნის პერიოდში. იოანეს შესახებ თანამშრომლებისგან იგებდა ახალ ამბებს ანა, იცოდა რომ ბიჭი კორპორატიული წვეულებისთვის ემზადებოდა, ტანჯვა და წამება იყო ანასთვის საავადმყოფოს კედლები, იმდენი ეწუწუნა მკურნალ ექიმს ანალიზების პასუხის გაგებისთანავე გადაწყვიტეს გაეწერათ, სახლში წასვლისა და ნორმალურად შხაპის მიღების ნაცვლად ანა ზუსტად ამ წამს ტელეკომპანიის ლიფტთან იდგა ყველა ნაცნობმა თუ უცნობმა კოლეგამ თავი დაუკრა პატივისცემის ნიშნად გოგონას თავადაც ყველას გულთბილი მოკითხვა უთხრა! საკუთარო კაბინეტის ღია ფანჯრიდან უყურებდა იოანე ანას ! ანა კი იოანეს ! პირველი ბიჭმა დაუკრა თავი იოანემ გადაწყვიტა ანას შესახვედრად გასულიყო, გოგონას ჯერ კიდევ ეხვეოდნენ მეგობრები -კეთილი იყოს შენი დაბრუნება ანა ზურგს უკან წარმოთქმულმა სიტყვებმა ანას გული გაუთბო , იოანესკენ მოტრიალდა -მადლობა თავი დახარა გოგონამ -როგორ მიდის რეაბილიტაცია? თვალს არ აშორებდა ბიჭი -კარგად ბატონო იოანე -ბატონოს გარეშე! -კარგად იოანე -მშვენიერია თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს როცა მათ ირგვლივ შეკრებილთაგან ერთ ერთმა ჩაახველა -ხო ცალი ხელი ჯიბეში ჩაიდო იოანემ -კეთილი იყოს შენი დაბრუნება ანა ! თქვენ კი განაგრძეთ მეგორებო იოანე შეტრიალდა და სწრაფად დატოვა ოთახი … საღამოს კორპორატიულზე გეგასთან ერთად მივიდა ანა , სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდა საგულდაგულოდ მოემზადა ,ყველაზე გამომწვევი და მოკლე კაბა აარჩია გარდერობიდან , კაბა რომელიც იოანემ აჩუქა როდესაც 18 წლის გახდა -ჩემი აზრით შენი დღევანდელი ლუქი არ შეეფერება კორპორატიულ საღამოს საჭესთან მჯდომი გეგა დიდხანს ფიქრობდა ღირდა თუ არა ამ ყველადრის თქმა -ჩემი აზრით ძალიან მიხდება გზისთვის არ მოუშორებია თვალი ანას -გიხდება მაგრამ … -მაგრამ რა გეგა? ბიჭისკენ მიმართა მზერა -შენ არ გგავს -მოდი ნაჩხუბრები ნუ მივათ … ძალიან არ უნდოდა კამათი ანას -არც მიფიქრია გოგონას ხელს აკოცა გეგამ. საღამოზე მისულმა ანამ იოანეს გვერდით ისევ იგივე ქალბატონი შეამჩნია , ეფექტური და გამორჩეულად ლამაზი, თვალებზე ეტყობოდა რომ შეყვარებული იყო, ყოველ ნახევარ წუთში ერთხელ უყურებდა იოანეს და სახე მთლიანად ებადრებოდა , თითქოს იოანეც იგივენაირი სითბოთი უცქერდა, ძალიამ უნდოდა ანას ასე არ ეფიქრა მაგრამ გოგონას წელზე შემოხვეული ხელი და იოანეს ქალის კისერში ჩარგული სახე სულ სხვა რამეს ამბობდა თითქმის ყველა პარტნიორთან ერთად იყო საღამოზე , თანამშრომლებს მოსწონდათ იოანე , მოსწონდათ მისი სიმკაცრე და ამავე დროს ყურადღება , ის რომ მუდმივად ცდილობდა ყველას კარგად ეგრძნო თავი, რაც მთავარია თითოეულ თანამშრომელს აძლევდა შანსს გამოევლისა საკუთარი თავი. დარბაზში წყნარი მუსიკა გაისმა , გეგა და ანა საცეკვაო სცენაზე იდგნენ სხვების მსგავსად “სად არ მატარა ცხოვრების გზაამ დღეების ქააარმა” იგრძნო ანამ როგორ აუთრთოლდა სხეული , გეგას მხარზე დადებული ხელი ძირს დაუშვა “ვიარეე სადაც შეენნ არა ხარრრ მზიის ფერრრ ოცნების გააღმაა” იოანეს გახედა, ბიჭს არაფერი ემჩნეოდა , ნატასთან ერთად იდგა ჩახუტებული და მათი სხეულიც სინქრონულად მოძრაობდა მელოდიის თანხლებით “ყველაა ვარსკვლავი მოვწყვიტე ცააააას შენ დააამრჩიიი მარტოო” ანას გონება უკან წარსულში დაბრუნდა, თვალწინ დაუდგა სწორედ ასე ჩახუტებული რომ იყო იოანესთან მაშინ როცა ბიჭი ამ სიმღერას მისთვის მღეროდა “ვხედავ ბავშვიბისს წლეეებს და ნაღვლიანად გულიიი ძგეეერს ჩემთან რომ არ ხარ “ ფეხი დაუცდა ანას , წაბორძიკდა , გეგას უნდოდა ხელი შეეშველებინა მაგრამ ახლოს არ იკარებდა გოგონა -კარგად ვარ .. მე .. მე უბრალოდ მინდა -ანა ! -საპირფარეშოში მინდა სცენიდან ძლივს ჩამოვიდა , ისევ ის მელოდია მოჰყვებოდა უკან “წვიმაა გამიღებს კარრრს ქალაქს შევავლებ თვალსს შენი ღიმილიიით სავსეააა დილააა ჩემიიი ოცნებიიის ქააალს ბავშვური მონატრებითთ მთვრაააალს გეხებიი ფრთხიიილააად “ -ოცნების ქალს! იმეორებდა გოგონა გულში გაახსენდა სწორედ ამ მომენტში როგორ ნაზად ეხებოდა იოანე წელზე, მკლავებზე, ტუჩებზე … -შენი ოცნების ქალი ვარ ? ბავშვურად ახედავდა ხოლმე ანა -ჩემი საყვარელი ქალი ხარ! -არ მოგბეზრდები? -რა სისულელეს მეკითხები ანა , შენ მოგბეზრდები? ამ მომენტში ოდნავ მოშორდა ბიჭი -ხომ შეიძლება ერთ დღესაც გაიღვიძო და მიხვდე რომ აღარ გიყვარვარ არ წყვეტდა ანა კითხვების დასმას -ეგ შეუძლებელია -რატომ? -იმიტომ რომ ვერასდროს შევძლებ გადაგიყვარო ანა -გული რომ გატკინო მაინც ? იოანეს გაეცინა -რატომ უნდა მატკინო გული ანა? -იქნებ… -ნუ ფიქრობ სისულელეებზე ისევ მოიზიდა მისკენ ანას სიფრიფანა სხეული იოანემ , გულში მაგრად ჩაიკრა ისე რომ ანას გულიდან წამოსული ჩუმი ფეთქვაც ესმოდა -იოანე… -ნუ ფიქრობ ცუდზე პატარავ.. მე სულ აქ ვიქნები შენთან კიდევ უფრო მაგრად იკრავდა გულში -აღარ შემიძლია იოანე ცდილობდა ანას გაებრძოლა , თავი გაენთავისუფლებინა -ვეღარ ვსუნთქავ … ცრემლები თავისით ჩამოგორდა ლოყაზე -ანა რა გჭირს -მე მეე… ხელები აუკანკალდა გოგონას იოანემ ისევ გადადგა ნაბიჯები მისკენ -მე შენ გიღალატე … ვერ შეძლო მიახლოვება იოანემ, შეჩერდა თითქოს ელოდა ამ ყველაფერს , გრძნობდა რაღაც ამდაგვარი რომ უნდა მოესმინა -რა ქენი? თავი არ აუწევია ანას , ცრემლები თავისით ცვიოდა ძირს -ჩემი … ჩემი ბანკეტის დღეს წვეულებაზე სხვა ბიჭს ვაკოცე იოანე სლუკუნებდა გოგონა ვერაფერს ამბობდა ბიჭი , თავადაც მოისვა ხელი ჯერ თმებზე შემდეგ თვალებზე , ცდილობდა ახსნა , სხნა ენახა -მთვრალი იყავი ალბათ , დამშვიდდი გპატიობ ანა ისევ გააგრძელა გოგონასკენ სვლა , ანა უკან იხევდა -საქმე ის არის რომ.. მე .. მე არ შემიჩერებია იოანე -ანა -მარტო ეს არ არის ! უფრო მეტის უფლებაც მივეცი გესმის? თავის თავს აღარ გავდა გოგონა -რას ნიშნავს უფრო მეტი ! ვეღარც იოანე ახერხებდა სინამდვილისგან გაქცევას -ყველაფერი რაც მეგონა წყალში ჩაიყარა გესმის? იმის გამო რომ სულ შენთან ვიყავი ვერ ჩავაბარე ! უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი იოანე! ჩემი მომავალი კარიერა ! ყველაფერი დაინგრა -რას ნიშნავს მეტის უფლება მიეცი ანა! უკვე გოგონას ორივე მკლავი ეჭირა -უნდა დავასრულოთ იოანე თავს ვერ წევდა გოგონა -მითხარი! დაიღრიალა ბიჭმა -აღარ მინდა …. სცადა გასცლოდა -მითხარი! უკან ატრიალებდა მთელი ძალით იოანე -არ ვარ დარწმუმებული რომ მხოლოდ შენ მჭირდები გესმის? 15 წლიდან შენთან ერთად ვარ , შენი ცხოვრება ჩემი გახდა ! მთელს ამბავში ჩემი მე დავკარგე იოანე , თითქოს ასე უნდა იყოს თითქოს არც უნდა ვარსებობდე , თითქოს ჩემი არაფერია , ყველაფერი შენი, ყველაფერი შენ ხარ ! არ ვიცი სხვა ცხოვრება არის თუ არა შენს იქეთ და მინდა ეს გავიგო ანა ტიროდა იოანემ ხელები დაუშვა მიხვდა რომ იმ ადგილას აღმოჩნდა საიდანაც ვეღარ გაიქცეოდა კლდის პირას წუთი წუთზე უნდა გადაჩეხილიყო -მინდა რომ დავშორდეთ იოანე გადაიჩეხა კიდეც …. თავის მოწესრიგების შემდეგ დაუბრუნდა ანა საკუთარ მაგიდას , კაბა ხელით დაიწია დაბლა და გეგას გვერდით მოუჯდა -რა დაგემართა? ყურთან გადმოუჩურჩულა ბიჭმა -არ ვიცი, უცებ ჰაერი აღარ მეყო გეგამ ყურის ქვემოთ აკოცა , შემდეგ ყელზე და ბოლოს ლოყაზე -ძალიან ლამაზი ხარ ამ კაბაში ანა ! გოგონას შიშველ მუხლს ხელი დაადო -ერთი სული მაქვს როდის დავრჩებით მარტო ანა სპეციალურად აიგნორებდა გეგასგან წამოსულ იმპულსებს , მისი ინტერესის ობიექტი ახლა მხოლოდ იოანე ამილახვარი იყო, რომელიც მთელი საღამო ნატასთან ერთად ცეკვავდა , ჯამში 5 წუთიც არ მოშორებია ქალის ტუჩებს , ანას კი ისღა დარჩენოდა შვება სასმელში ეპოვა, არა ! ვერ დაანახებდა ასე აშკარად ბიჭს ეჭვიანობას , საამისოდ ზედმეტად ამაყი იყო. როცა სასმელი ოდნავ მოეკიდა თავს უფლება მისცა იოანეს მაგიდას უფრო მეტად მიახლოვებოდა , მაშინ როცა ნატა გასული იყო -შენმა შეყვარებულმა იცის სხვა ქალს ასე ინტიმუდად რომ ეხები? ნატას ჭიქიდან მოსვა ანამ სასმელი იოანემ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა -და შენმა შეყვარებულმა იცის სხვა კაცს შეხების უფლებას რომ აძლევ ანა? თუ მასაც ატყუებ ამჯერად იოანემ მოსვა სასმელი -არ მომიტყუებიხარ იოანე არასდროს ! რატომ ცდილობ საშინელ ქალად წარმომაჩინო სულ გოგონა თვალებში უცქერდა -იმიტომ რომ ყველაზე საშინელი ქალი ხარ მათ შორის ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ ! დაინახა ანამ როგორ გაჰკრა იოანეს თვალებში სიძულვილმა , ბიჭი ფეხზე წამოდგა -შენც ასეთივე ხარ ჩემთვის ! ნეტავ საერთოდ არ შეგხვედროდი! გოგონაც ფეხზე წამოიჭრა -მეც იგივე სურვილი მაქვს ანა იოანემ გვერდით ჩაუარაა , ანაც უკან მიჰყვა ბიჭმა შენობის კარი გამოაღო და უკანა ეზოში გავიდა , ჯიბიდან სიგარეტის კოლოპი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა -ესეეგი ნანობ ყველაფერს? მაღალ ქუსლებზე ძლივს ახერხებდა დგომას ანა -ღმერთო! ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა -მერე ყველაფერი მე მბრალდება ! როცა თავად არ მანებებ თავს ანა! სიგარეტის კვამლი პირიდან გამოუშვა -მომაწევინე! მიუახლოვდა გოგონა -ეწევი? ჯიბეში ხელი ჩაიყო ბიჭმა -არა მაგრამ მინდა -მაშინ არა ! თითქმის ამოღებული კოლოფი უკან დააბრუნა -გიყვარს ნატა? წინ დაუდგა ანა იოანეს -ჩემს პირად გრძნობებზე საუბარს შენთან არ ვაპირებ ანა -აკი ამბობდი არასდროს გადაგიყვარებო -ყველაფერი ხდება ცხოვრებაში ჩემო ანა ბიჭმა სიგარეტი გადააგდო და საფეხურზე სადაც ანა იდგა ცალი ფეხი ადგა გოგონამ წონასწორობა დაკარგა -ფრთხილად ! მკლავით დაიჭირა , ანა თვალს არ აშორებდა იოანეს სახეს , არც აპირებდა მისი ხელებისგან განთავისუფლებას -ორ ჭიქიანი ხარ რა ! -მაკოცე იოანე ! სახე სახესთან ახლოს მიუტანა გოგონამ , ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა -გთხოვ მაკოცე კმაყოფილმა ღიმილმა გადაუარა სახეზე იოანეს, მკლავებით უფრო ძლიერად დაიჭირა ანას სხეული -არ მეგონა თუ ასე მალე დანებდებოდი ანა! -მინდა რომ მაკოცო იოანე ორივე ხელით საყელოზე მოქაჩა ბიჭი , იოანემ ცალი ხელით დაუჭირა სახე გოგონას , ტუჩები რბილად შეახო სახის კანზე, ანას ჟრუანტელმა დაუარა , თვალები დახუჭა და ბიჭს მიენდო ნელ ნელა უკოცნიდა სახეს , ცალი ხელით თმები გადაუწია , მეორე ხელი კისერზე გადაატარა -საკმარისად არ მინდიხარ ანა სახის კანზე ტუჩს ნელ ნელა ამოძრავებდა იოანე , ანას ტუჩების ირგვლივ -შენ თუ არ მაკოცებ ამას სხვა გააკეთებს ! თვალებს არ აშორებდა ანა იოანე მოშორდა , ქვედა კიბის საფეხურზე ფეხი ჩადგა -წარმატებებს გისურვებ ხელით ანიშნა ანას წასულიყო -მოგწონს რომ მამცირებ? -ნწ გეშლება, შენ თავად იმცირებ თავს ანა -ვეღარასდროს მაკოცებ გპირდები იოანე! -ნეტავ ვის ჯერა შენი დაპირებების! მითხარი რამდენი დაპირება შეგისრულებია ცხოვრებაში ანა! საიდანღაც ისევ ანას პირისპირ აღმოჩნდა -ეს იქნება პირველი! -იცი რას ვუზამ მაგ დაპირებას ? მკლავი გასწია ანას წელისკენ და საკუთარ სხეულს წამის მეასედში შემოანარცხა , მაგრად მოჰხვია ხელები -გამიშვი! -მოკეტე! სახე ხელით დაუკავა , ანას სხეული ცქმუტავდა თუმცა ბიჭი ახერხებდა მის დამორჩილებას -აგისრულებ თხოვნას ანა -იცოდე…. აღარ დააცადა ანას ბიჭმა, სწრაფად დააცხრა ტუჩებზე , 7წლის შემდეგ ყველაფერი იყო ამ კოცნაში, სიბრაზე , სიყვარული, ჰაერს მთლიანად ისრუტავდა იოანე , ანა ძლივს ახერხებდა სუნთქვას ისეთი სისწრაფით ატრილებდა ბიჭი ენას გოგონას პირში, ხან ზედა ტუჩს კბენდა ხანაც ქვედას , გოგონას სხეული ჰაერში აიტაცა და აიძულა ფეხები წელზე შემოეხვია , იოანემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ანა რესტორნის შენობის მინას მიანარცხა -არასდროს არაფერი ამიკრძალო ანა! მხრებიდან თმა გადაუგდო და კაბის ქვეშ შიშველ ბარძაყზე, შემდეგ კაბის ქვეშ უკანალზე და ბოლოს მკერდზე აუსვა ხელი -მაშინ მივიღებ შენგან ყველაფერს როცა ამას მე მოვისურვებ ! -იოანე.. -მოკეტე ანა! უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა ბიჭის კოცნა , მტკივნეულიც კი -მტკივა ძლივს ახერხებდა გოგონა საუბარს -არ მაინტერესებს ხომ გინდოდა მეკოცნა ! უფრო და უფრო ძლიერად ხვევდა ხელებს , გოგონა კი თავს აქეთ იქეთ აქნევდა -ცხოველივით ნუ იქცევი, ახლავე გამიშვი! ვერაფრით ახერხებდა თავის დაცვას ანა , იოანეს ხელები კი ყველგან პოულობდა ადგილს გოგონას სხეულზე -ისე ნუ მექცეცი როგორც ვიღაც ქუჩის ქალს ! გამიშვი ხელი! -აბა ვინ ხარ ანა ანა გამწარდა და მთელი ძალით გაარტყა წამის წინ განთავისუფლებული ხელი სახეში - ხარ ამილახვარო! კაბა ხელით შეისწორა ანამ იოანემ ტუჩზე ხელი მოისვა -მე მხოლოდ ის გავაკეთე რაც თავად მთხოვე! ახლა კი შეგიძლია წახვიდე და შენს შეყვარებულს უთხრა როგორ მევედრებოდი მეკოცნა! -შენ კი ნატას უთხარი როგორ ვერ ჩერდებოდი სიამოვნებისგან ! -გრძელი ენა გაქვს! ისევ აპირებდა ანას მკლავებში მომწყვდევას თუმცა გოგონა დაუსხლტა -ისე ვერ მომექცევი როგორც ქუჩის ქალს ! -ისე მოგექცევი როგორც დაიმსახურებ! კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა მათი კინკლაობა რესტორნიდან თანამშრომლები რომ არ გამოსულიყვნენ.. მეგობრებო ბოდიში ჯანმრთელობის პრობლების გამო გაქრომა მომიწია და ნელ ნელა დავბრუნდები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.