შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,აფთარი,, სრულად


24-10-2024, 09:45
ავტორი Tuta Moon
ნანახია 3 378

შემოდგომის მოჟამული საღამო იყო. ციდან წამოსული ნამქერივით წვრილი წვიმა სახეში ეხლებოდა. კაშენეში ცხვირჩარგულს მხოლოდ ის სურდა, რომ სახლამდე მალე მიეღწია და თბილად მოკალათებულიყო გამათბობელთან. თან რამე ცხელიც დაელია. ქუდიდან ჩამოცურებულ ჩალისფერ თმის კულულზე წვიმის წვეთი ეკიდა. იმდენად შეამცივნა, რომ მამის გაფრთხიელაბა უგუნებელყო და სწორედ იმ ქუჩაზე გადაუხვია, რომელიც სახლამდე სწრაფად მისვლას პირდებოდა.
- სადმე გეჩქარება ციცქნა? - ზურგსუკან მოესმა რამდენიმე წყვილი ფეხის ხმა.

გაყინული თითები აუკანკალდა და ტუჩები აუთრთოლდა. აზრადაც არ გაუვლია უკან მიბრუნება, ისე აუჩქარა ფეხს. თუმცა ამაოდ. ძლიერად მოხვეული ხელი იგრძნო და გაბრძოლება სცადა. კივილსაც მოახერხებდა, მისი გაჩუმება, რომ ვერ მოეხერხებინათ პირზე აფარებული ჩვრით. შეშინებული მზერა მოავლო თავდამსხმელებს. სამი დათვალა, მაგრამ სახეები არ დაუნახავს. ხელ-ფეხის ქნევა სახეში გარტყმით შეაწყეტინეს და შეშინებული ძალით ჩატენეს მანქანაში.


***

- ჰეი აფთარო! - დაძახებამ ცამდე აწვდილი მუსიკის ხმა ვერ გადაფარა.

ავტომობილების სახელოსნოს კარი ფართოდ იყო გახსნილი და ეს მუსიკა, რომ არა იფიქრებდი აქ სულიერს რა ესაქმებაო.

- მგონი ჩვენთვის არ სცალია. - ბიჭმა თავი გააქნია და საკუთარი შესაკეთებელი მანქანის ცხვირზე ჩამოჯდა.

- ალბათ საქმეშია გართული, მოიცადე უკეთ დავუძახებ. - მეორემ იქვე მიგდებული მეტალი აიღო და ფარეხის კარს ძლიერ შემოკრა. მუსიკამ საგრძნობლად იკლო და სახელოსნოს სიღრმიდან სილუეტი გამოძვრა.

გამხდარი, საშუალო სიმაღლის, ტოპზე გადაცმული სასაცილო კომბინიზონში გამოწყობილი, მზისფერთმიანი გოგონა დღის სინათლეზე გამოვიდა.

- უჩა?! - სტუმრის დანახვისას ჯერ კოპები შეკრა, მერე კი ფართოდ გაიღიმა და მისასალმებლად მუშტად შეკრული თითები გაუშვირა ბიჭს.

- სერიოზულად? - ჩაილაპარაკა მანქანასთან მყოფმა მის დანახვისას.

- ეს ვინ არის? - არც გოგონას გამოპარვია უცხო პირი თავის ტერიტორიაზე.

- მეგობარია, მანქანის გაკეთება უნდა, ხოდა შენზე უკეთესს ვის ვურჩევდი? - გაიღიმა უჩადწოდებულმა.

აფთარმა შემფასებლური სახით გახედა უჩას მხარს უკან მდგომ 1994 წლის ,,BMW,, მარკის ავტომობილს და მისკენ წავიდა. უჩაც უკან გაჰყვა ხელოსანს.

- მათე გაიცანი ეს აფთარია, როგორც უკვე გითხარი, ერთერთი უმაგრესი თავის საქმეში.

- მართლა ასე გქვია? - ჰკითხა მათემ მანქანის თვალიერებაში გართულ გოგონას.

აფთარმა სერიოზული სახით გამოხედა, თუმცა პასუხი არ გაუცია. ამიტომ ისევ ბიჭმა განაგრძო საუბარი:

- იცი რა მანქანა? - დამცინავად გაისმა მისი ხმა.

- კი ვიცი, - უპასუხა და ავტომობილის ახდილ ცხვირს ჩახედა. - ნადრიფტავები ჯართი.

მათეს დამცინავი სახე წაეშალა, უჩა კი სიცილისგან გაიგუდა ლამის.

- მაგარი მანქანაა, რას ერჩი?

- არ მითქვამს, რომ მანქანაა ცუდი. - აფთარმა მხრები აიჩეჩა.

- იცი მე..

- დატოვებ? - სიტყვის თქმა არ აცადა მათეს ისე დაუსვა კითხვა.

- კი დავტოვებ. - უპასუხა დაბნეულმა.

- გასაღები. - ხელი გაუწოდა, და მისკენ გამოწვდილ მკლავზე დახატული მრისხანე მზერით აღბეჭდილი ბუს ტატუ მაშინვე თვალში მოხვდა. ემოციები აემღვრა სხეულში, სისხლი ისე აუდუღდა, ცოტაც და ტანზე ხანძარი წაეკიდებოდა. აჩქარებული სუნთქვის შესაჩერებლად ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერი ფილტვებში დაიტოვა. მივიწყებული გუდვის შეგრძნება დაეუფლა. თითქოს არსაიდან გამოჩენილი ხელი ყელში ძლიერ უჭერდა თითებს. გამოწვდილი გასაღები შკავებული ემოციით ჩამოართვა. მხოლოდ უჩას დაემშვიდობა ხელის ოდნავი მოძრაობით და ფარეხში გაუჩინარდა.

ფარეხში კი კვლავ ხმამაღალი მუსიკის ფონზე ამოსუნთქვას ხმაც ამოაყოლა, ძლიერად შეკრულ მუჭში მოქცეული გასაღები მაგიდაზე მიაგდო და რამდენიმე წუთის წინ შეკავებული ემოციები იქვე დაკიდებულ სავარჯიშო ტომარას დააცალა.


***

- მართლა, დარწმუნებული ხარ?

- რას გულისხმობ? - უჩამ ცერად გახედა ჩაფიქრებულ მათეს.

- ამ.. პატარა გოგოში.. - შესაფერისი სიტყვა შეურჩია აფთარს და ისე მოიხსენია, როგორც ვერაფრისშემძლე ბავშვი.

- ეგ პატარა გოგო, როგორც შენ უწოდე ხელწამოსაკრავი არაა. - უჩას ჩაეღიმა და ავტომობილს სიჩქარე შეუცვალა. - დამიჯერე მეგობარო, იმაზე მეტი იცის შენივე მანქანაზე ვიდრე შენ.

- გამორიცხულია, - თავი უიმედოდ გააქნია მათემ. - საერთოდ როგორ იპოვე?

- ერთხელ საბურავის შეცვლაში დამეხმარა, ეგ რომ არა გზაზე დავრჩებოდი. - ამასწინათ გიყვებოდი კიდეც, შენ უგულოდ მისმენდი, მერე მეც თავიდან ამომივარდა.

- და ასე კარგად როდისღა მოასწარი მისი გაცნობა? - მათემ სიგარეტს მოუკიდა და მინა ჩამოსწია.

- სხვათაშორის, აფთარი შენამდე გავიცანი და მგონი შენზე კარგადაც. - გაეცინა, როცა მათეს გაღიზიანებული გამოხედვა შეატყო.


- რა ქვია?

- აფთარი.

- სინამდვილეში?

- არც ეგეთი ახლობელია, ნამდვილი სახელი გამომეძალა, ეგ გოგო ბევრს არასდროს ლაპარაკობს პირადზე, მხოლოდ მანქანებზე შეუძლია ვრცელი პასუხი გაგცეს. - ჩაფიქრებულს გვერდულად გახედა უჩამ. - რა იყო? რას მეძიები?

- კარგი რაა.. - მინიშნებას მშვენივრად მიუხვდა, მაგრამ თავი მოხერხებულად დაიძვრინა - უბრალოდ, მგონია მანქანას გადასაგდებს გახდის.

- ვნახოთ. - უჩას ცალყბად ჩაეღიმა.


***

მოგონებების არეულ მორევს გონებაში დენის დარტყმებივით გრძნობდა. ძალით გაკავებული მაჯების ტკივილი თავიდან განუახლდა თითქოს. ყელში გახრჩობამდე წაჭერილ თითებს ახლაც ისევე გრძნობდა, როგორც მაშინ გონების დაკარგვამდე.

- ,,ისუნთქე!,,

ახსენებდა საკუთარ თავს და დარტყმისგან შერხეული ტომრის ჯაჭვიც საშინლად ჟღრიალებდა.

სიბნელეში გამართული ბრძოლა უსამართლო იყო, დაუნდობელი და არათანაბარი. თვალებში და ხმაში ჩამდგარი შიში უმოწყალოდ სასტიკი, თუმცა არც ისეთი როგორც ის სამი უგულო მანიაკი.

- ,,არ გეშინია, აღარ გეშინია!,,

ახლაც ისევე გაებზარა ხმა, მაგრამ წლების წინ ამომშრალი თვალებიდიან ცრემლები უკვე დიდიხანია რაც აღარ მოსდიოდა. სხეულის ტკივილი, იმდენად აუტანელი იყო, რომ მსგავსი აღარაფერი უგრძვნია მის შემდეგ. მაშინაც საკუთარმა გონებამ უშველა, როცა სხეულს დაძინება აიძულა.

- ,,აღარ გტკივა აფთარო, გონებას ვეღარაფერი დაგაკარგვინებს,,

უფრო გამეტებით დაუშინა სიმწრით შეკრული მუჭები სავარჯიშოს.

ისევ იმ ქუჩაზე დააბრუნეს და მანქანიდან ისე გადმოაგდეს როგორც ნაგავი. სხეულზე საცეცებივით შემოხვეული სიცივე ოდნავადაც არაფერი იყო იმ სულის ტკივითან რასაც იმ წუთას განიცდიდა. ძლივს აითრია ნაჯიჯგნი სხეული და სახლისკენ წაბარბაცდა. კიბეები მოაჯირზე დაყრდნობილმა აიარა, ჩანთაში გასაღები მოძებნა და აკანკალებული ხელით ძლივს მოარგო საკეტს.

ჩაბლენებულ და გაყინულ სიღრმეში შეაბიჯა. სადღაც გულის სიღრმეში შვება იგრძნო, როდესაც გაიაზრა, რომ მარტო იყო.

დედა უკვე წლებია აღარ ჰყავდა, ისევ რომ ჰყოლოდა, რა მოხდებოდა ახლა? ალბათ შეგვიანებისთანავე მოძებნიდა? იქნებ სულაც ერთად გაევლოთ ის ქუჩა და სულ არ გამხდარიყო მოსაძებნი.

მამა, როგორც ხშირ შემთხვევაში, ახლაც სამსახურში იყო. იმდენს ცდილობდა, იმდენს წვალობდა მისთვის. რა მოხდებოდა ახლა სახლში, რომ ყოფილიყო? იქნებ იმედები გაცრუებოდა თავის თექვსმეტი წლის პატარა გოგონასგან?

ჩანთა შესასვლელშივე მიაგდო და საპიფარეშოსკენ გაიქცა. სანამ ტანსაცმელი გაიხადა, გული აერია და ძლივს მოითქვა სული, შემდეგ ყველაფერი ერთ ცელოფანში გამოკრა და იქვე მიმალა, რომ მომდევნო დღეს უჩუმრად გადაეგდო.

მერე კი დაორთქლილ საშხაპეში შეაბიჯა. აცრემლებულმა და თითქმის ჭკუიდან შემცდარმა, ლამის კანი შემოიხია სხეულიდან. საკუთარი თავის ყოველი შეხება სძულდა ტკივილთან ერთად. ემოციისგან გადაღლილი სველ კედელს მიეყრდნო და ისე ჩაცურდა ქვემოთ, მკლავები მუხლებზე შემოიხვია და ასე რამდენიმე საათი დაჰყო აბაზანაში ხმით ატირებულმა.
.................


ბოლოს და ბოლოს შეძლო თავის ხელში აყვანა და მუჭების ქნევა შეწყვიდა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო, ამიტომ მუხლებზე დაეშვა და ხელებს დაეყრდნო. აჩქარებული გულისცემით სწრაფ-სწრაფად სუნთქავდა, შუბლზე მიწებებული თმა მტვრიანი მაჯით გადაიწია. ნელ-ნელა სუნთქვის დარეგულირება დაიწყო.

ყოველთვის იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა. იცოდა, რომ ამ დღის დადგომისას ძლიერი უნდა ყოფილიყო. შინაგანი ფსიქიკა რასაც ამდენი ხანი ასანთის ღერებივით ფრთხილად აწყობდა, ვერ უნდა ჩამონგრეოდა.

- ,,ძლიერი ხარ აფთარო! წამოდექი! შენს შიშს თვალებში ჩახედე, მერე კი სახეში შეაფურთხე!,,

***
საქმეს მეორე დილით მოკიდა ხელი. ფარეხი ადრიანად გააღო. მუსიკა როგორც ყოველთვის ხმამაღლა აუწია, დინამიკებიდან მძიმე როკი ახლად ამოფრქვეული ვულკანივით გადმოიღვარა. წინა დღით მაგიდაზე მიგდებული გასაღები ზიზღით აიღო, თუმცა ავტომობილთან მისულმა ეს გრძნობა მოიშორა, რადგან საქმის და პირადი გრძნობების არევას შეეძლო ხასიათი გაეფუჭებინა, თან იმდენად, რომ მისი ცხოვრების იმ ერთადერთი სიმშვიდისთვის მიეყენებინა ზიანი, რასაც ხელოსნობა ერქვა.

მანქანის კარი გამოხსნა და მძღოლის სავარძელი დაიკავა, საჭეს ხელი გადაუსვა და სალონი ალმაცერად მოათვალიერა. იქაურობას გაუბედურებული არ ერქვა, თუმცა არც შესაშურად მოვლილს გავდა.

- არ გინდობენ არა? - ირონიულად ჩაეცინა ავტომობილთან მოსაუბრეს და გასაღები გადაატრიალა.

ძრავიდან ამოსულ ბღულის ხმას კვამლიც ამოჰყვა.

- გასაგებია! - ხელი საჭეს დაუტყაპუნა და მანქანა ფარეხში შეიყვანა.

მუდამ ისე ერთვებოდა მუშაობაში, რომ მხოლოდ აწრიალებული კუჭის გამო თუ შეწყვეტდა საქმეს. დანარჩენად არაფრის გამო ჩერდებოდა და გასაკეთებელს მეორე დღისთვის არ იტოვებდა, თუ რა თქმა უნდა იმ დღესვე შეეძლო მოსწრება. მანქანის ახდილ ცხვირს თავი ანება და წელში გაიმართა, დაძაბული კისერი და მხრები გაავარჯიშა. აღრიალებული მუსიკა ჩააჩუმა, თან ტელეფონს დაწვდა საჭმლის შესაკვეთად. ეკრანზე გამოსახულ გემრიელობებს ნელა აუყვა და სასურველს მიაგნო თუ არა შეკვეთის ღილაკს დააწვა.

- მშვენიერია. - თქვა ხმამაღლა.
რა გასაკვირია, ამ მიყრუებულში ერთადერთი მოსაუბრე ხომ საკუთარი თავი ჰყავდა. სანამ შეკვეთას ელოდებოდა ისევ მანქანას მიუბრუნდა. ზეთით დასვრილ შიგთავს დააკვირდა. ღირდა კი ხელების გასვრა? ფიქრებმა უკითხავად გაიტაცეს.

-,,ნუთუ შესაძლებელია ჭაობი ისე გაწმინდო, რომ მყაყის სუნი სრულიად გაუქრეს, მის გამჭვირვალე წყალში კი კენჭები დათვალო?,,

- ,,არა აფთარო, კი არ უნდა გაწმინდო, სრულიად უნდა ამოაშრო, რომ შიგ აღარავინ ჩაიხრჩოს.,, - საკუთარ თავს გაუღიმა.

კიდევ გააღო პირი რაღაცის სათქმელად, რომ ვიღაც ფარეხის კარს მოადგა:

- გამარჯობა!

- როგორც იქნა მოხვედი. - გამოეპასუხა აფთარი და კურიერთან შესაგებებლად ნაბიჯი გადადგა, თუმცა მის წინ აღმართული პიროვნება კურიერი ნამდვილად არ იყო.

- დავიჯერო ასე მელოდი? - გაიღიმა მათემ და ხელი გაუწოდა მისასალმებლად.

გამოწვდილ ხელს დახედა აფთარმა და მისი მზერა ფრინველის ჩაყვითლებულ მზერაში აიხლართა, გამშრალი ყელით ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.

- ბინძური. - ჩაილაპარაკა მის ხელზე თვალ მოუცილებლად.

- ბატონო? - თვალები მოჭუტა მათემ, თითქოს მის სიტყვებში დასარწმუნებლად ნათქვამის გამეორებას სთხოვდა.

- ხელები ისედაც დასვრილი მაქვს. - ორაზროვანი პასუხი დაუბრუნა აფთარმა და გვერდი ისე აუქცია ოდნავადაც, რომ არ შეხებოდა ბიჭს. კურიერი უკვე მოსულიყო.

- ხელის ჩამოსართმევად კი საჭმელად არა? - ჩაიბუტბუტა მათემ და საკუთარ მანქანას დათვალიერების მიზნით შემოუარა.

- რამე დაკარგე? - ისევ ორაზროვანად გაისმა აფთრის დასმული კითხვა, როდესაც მათე ავტომობილის სალონს ჩააჩერდა.

- შეკეთების საქმე როგორ მიდის? - მანქანის თვალიერებას შეეშვა და მის სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა.

- კარგად მიდის, ახლა მე...

- ამ მოდელზე გიმუშავია საერთოდ? - მათემ სიტყვის დამთავრება არ აცადა, ისე განაგრძო კითხების დასმა, თან იქვე სკამზე ჩამოჯდა, რაც გოგოსთვის ზედმეტად მიუღებელი იყო. მითუმეტეს მისგან.

- ფიქრობ, რომ ვერ გავაკეთებ? მაშინ შენი ჯართი დღესვე მომაშორე აქედან! თუ არა და ერთი-ორი დღე უმანქანოდ გაძელი და ჩემი საქმე მაცადე! - თვალები მაშინვე აენთო ბრაზისგან, მაგრამ სწრაფად შეძლო ამ ბრაზის კონტროლი. - ახლა კი შესვენების და კვების დრო მაქვს , ასე რომ..

- სხვათაშორის საშინელი მიდგომა გაქვს ახალგაცნობილ ადამიანთან საკონტაქტოდ. - მათე ფეხზე წამოდგა და მტვრისგან დასვრილი შარვალი ჩამოიფერთხა.

- უფრო საშინელზეც მსმენია. - აფთარს ირონიით ჩაეცინა. - დასვრილი კი ეგრე არ იწმინდება. - შარვალზე ანიშნა იმავე ღიმილით.

- ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. - უპასუხა ბიჭმა და კარისკენ მიბრუნდა.

აფთარს უნდოდა ეთქვა მაგას გამოცდილება გალაპარაკებსო, თუმცა პირიდან სულ სხვა სიტყვები ამოუვიდა:

- უჩას დავურეკავ, როცა მზად იქნება, შეგიძლია მოსვლისგან თავი არ დაიტვირთო. აქ ხომ საკმაოდ ბევრი ჭუჭყია უკვე.

ბრაზმორეულმა მათემ თავი უკმაყოფილოდ გააქნია, ნათხოვარ მანქანაში ჩაჯდა, სწრაფად მოიტოვა უკან ფარეხიც და ასევე მისი მეპატრონეც. იმ ორაზროვანი სიტყვა-პასუხის გამო თავს უცნაურად და გაღიზიანებულად გრძნობდა. იქნებ დამცირებულადაც კი?! უჩას თქმის არ იყოს აფთარი სულაც არ ჩანდა ვიღაც ხელწამოსაკრავი გოგო, მაგრამ მათესთვის ის მაინც პატარა გოგო იყო, გოგო რომელიც ადრე თუ გვიან თავს დახრიდა.

***
მათემ რაც აფთარს ფარეხში მიაკითხა, მის შემდეგ უკვე მეორე დღე იწურებოდა. ხელმეორედ მისვლა აზრადაც არ გაუვლია, ამიტომ მოთმინებით ელოდა როდის დაურეკავდა გოგონა უჩას. თუ აქამდე მანქანაზე ფიქრი არ აძლევდა მოსვენებას, იქ დატოვების გამო, ახლა სხვაგვარად გრძნობდა თავს, ახლა თავად აფთარი უელავდა გონებაში. ამოუცნობი და მიუწვდომელი, საკმაოდ მომხიბვლელი და თან საკმაოდ ჭკვიანი. თითქოს ახლობელი და ამავე დროს სრულიად უცხო. თავის თავში დარწმუნებული მათე, ალბათ ნათლად ხედავდა მათ გადაკვეთას სამომავლოდ. სჯეროდა, რომ თუ მოინდომებდა ამ გოგოს გულსაც დაიპყრობდა. მაგრამ ეს გრძნობა, ეს ფიქრი და ეს სურვილი, სითბოთი არ იყო სავსე, ეს უფრო რაღაც მიზნის ასრულებას გავდა. მიზნის რომელსაც, ასრულებისთანავე მოუღებდა ბოლოს.

- რას ჩაფიქრებულხარ ძმაო? - უკნიდან უჩა მიუახლოვდა და გაზიანი სასმელი გაუწოდა. - ისევ შენს მერანს ხომ არ მისტირი?

- არა ეგ უკვე გავიარე? - ხელი აუქნია უდარდელად.

- თუ ეს უკვე გაიარე, მაშინ ახლა სად ხარ? - გაიცინა და აშუშხუნებული სასმელი მოსვა.

- ამ გოგოზე რა აზრის ხარ? - ასფალტზე თვალმოუცილებლად იკითხა მათემ.

იკითხა რადგან გაუცნობიერებლად ფიქრობდა აფთარზე, მისი გონება პასუხებს ითხოვდა, მაშინ როცა ჯერ კითხვებიც კი არ გაეჟღერებინა.

- აჰაა... ეხლა გასაგებია სადაც ხარ. - უჩამ უფრო გულიანად გაიცინა, მერე კი ერთბაშად დასერიოზულდა. - ვფიქრობ, რომ საკუთარი ისტორია აქვს, რაღაც ისეთი რის გამოც ამ ნიღაბს ირგებს და მის მიღმა იმალება.

- მე ვგულისხმობ მის მიმართ რას ფიქრობთქო.. - მათემ სცადა საკუთარი კითხვის აზრი უფრო გამოეხატა.

- მაგას ფიქრი კი არა გრძნობა ქვია, - უჩამ ამ ჩასწორებით საპასუხო დრო მოიგო, თუმცა პასუხში მაინც შეცდა. - არ ვიცი, რას უნდა ვგრძნობდე. კარგი ვინმეა რაა..

- ვეჭვობდი დღეს დარეკავდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს არაა ხვალამდე დამრეკი, - მათემ მოხერხებულად შეცვალა თემა. თან კმაყოფილად იგრძნო თავი, რადგან უჩას სიტყვებით ჩათვალა, რომ ის დაინტერესებული არ იყო მათეს მიზანში მყოფი გოგონათი.

მოულოდნელად დასალევად წასვლა აიკვიატა და უჩაც აიყოლია. კიდევ ერთ დიდიხნის უნახავ მეგობარს დაურეკა, რომელიც ახლახანს დაბრუნებულიყო ქალაქში. შეკრების ადგილი ამცნო და გადაჭარბებული სიჩქარით მოსწყდა ადგილს, უჩას უკმაყოფილო წუწუნის მიუხედავად ძლიერად ჩააჭირა ფეხი გაზის სატერფულს.


***
ერთერთი კლუბის შეძლებისდაგვარად მყუდროდ მოწყობილ კუთხის მაგიდასთან დასხდნენ. მათეს ახლად ჩამოსული ძმაკაცი ჯერ არსად ჩანდა, თუმცა რადგან წუთი-წუთზე ელოდა მის გამოჩენას, სასმლის მოტანაზე ბევრი არ უფიქრია. უჩა ციმციმა შუქების გამო თვალმოჭუტული უმზერდა გაურკვეველი ნივთიერების თრობის ქვეშ მყოფ, გამომწვევად ჩაცმულ მოცეკვავე გოგონებს.

- რამდენი ხალხია. - წარბშეკრულმა გადაულაპარაკა ჭიქით ხელში მჯდომ ჩაფიქრებულ მათეს.

- მერე კარგია, ერთობა ხალხი. - მის მზერას გააყოლა თვალი მათემ.

- მაგარი ხმაურია. - თავი გააქნია უჩამ და სასმელი მოსვა.

- აჰა, გიოც მოსულა, - მათემ ჭიქა დადო და ფეხზე წამოდგა. - წავალ მოვიყვან, ეგ ან დაგვინახავს ან არა.

უჩამ ინტერესით მოათვალიერა ხალხი, მართალია გიოზე სმენოდა, მაგრამ პირადად ჯერ არ შეხვედროდა. მიმავალ მეგობარს თვალი გააყოლა და ზემოთხსენებული გიორგიც ამოიცნო.
მათემ მეგობრები ერთმანეთს გააცნო. გიორგი მხიარული აღმოჩნდა და მალევე გამონახეს საერთო ენა. სვამდნენ და თან ათას რამეზე საუბრობდნენ. გიორგი თავის ამბებს ყვებოდა. უკვე იმდენი წელი იყო რაც სამშობლოში ფეხი არ დაედგა, რომ ეს საუბარზეც კი ეტყობოდა.

- რამდენი ხანია რაც საზღვარგარეთ ხარ? - უჩას სასმლისგან უკვე ამღვრეოდა თვალები.

- რავიცი აბა, ზუსტად აღარც კი მახსოვს. - ნაძალადევად გაეღიმა გიორგის და თან მზერა მათესკენ გაექცა, რომელმაც თავი თითქმის შეუმჩნევლად უარის ნიშნად გაიქნია.

რა თქმა უნდა ახსოვდა, სულ ყველაფერი დეტალებში ახსოვდა. განრისხებული მამა, ნახევრად გულწასული და გაფითრებული დედაც, რომელიც კბილებით იცავდა შვილის უსაფრთხოებას ხელის კარგად დაფარების ხარჯზე. ახსოვდა საშინლად ცივი და წვიმიანი დილა როცა აეროპორტში მიდიოდნენ ის და დედა. ასევე არ ავიწყდებოდა შემოდგომის ფოთლებისფერ თმიანი გოგონას მუდარა, მისი კივილი და მისი წვრილი მაჯები როდესაც ხელებს ძლიერად უჭერდა გასაკავებლად. თერთმეტი წლის უკან მომხდარი ყოველი წუთი ზედმიწევნით კარგად ახსოვდა. და ყოველ საღამოს უიმედოდ ცდილობდა ყველაფრის დავიწყებას.

უჩას კითხვის გამო ხასიათი წაუხდა, ამიტომ ბართან მისვლა და რამე სხვა სასმლის გასინჯვა მოიმიზეზა.

- ეს ვინაა, სად იპოვე? - მიმართა ცოტახანში მოახლოებულ მათეს.

- რა გჭირს შენ? - ბიჭი ბარის მაგიდას ჩამოეყრდნო და ბარმენს ანიშნა დამისხიო.

- აუ არ ვიცი რა, ვერ ვიტან ამ სი**ლ კითხვებს. - ჭიქა გამოცალა და თითები ნერვიულად ააკაკუნა მაგიდაზე.

- უჩა კაი ტიპია რაა.. სხვათაშორის აფთარიც მაგან გაჩითა და სულ მაგარ რამეებს ჩითავს ხოლმე.

- რა გაჩითა? - ცნობისმოყვარეობით გამოხედა გიომ.

- აა არ მითქვამს არა? მოკლედ გოგოა რაა, მანქანების ხელოსანი და რამე. - აფთრის გახსენებაზე მათეს ჩაეღიმა.

- რისი? - გიორგიმ ხმამაღლა გაიცინა გულიანად.

- შენ იღადავე და იცი რა მაგარი გოგოა.

- ხელოსანი ქალი კი არა, თუ ძმა ხარ რაა.. - სიცილს ვერაფრით წყვეტდა გიორგი.

- ნახავ და მერე იცოდე ინანებ რაც თქვი. - მათემაც სიცილ-სიცილით დაუქნია თითი.

- სად გაქრით ბიჭებო? - მოულოდნელად უჩა წამოადგათ თავზე. - მათე აფთარს მოუწერია ხვალ მოდიო და მე ეხლა ვნახე, ხოდა ხვალ მანქანას ჩაგახუტებ.

მათემ გიორგის გახედა და ეშმაკურად გაეღიმა, თითქოს თვალებით ანიშნა მომდევნო დღის მნიშვნელობაზე, თან არც ძმაკაცის თვალებში გამკრთალი მომღიმარი არსება არ დარჩენია უყურადღებოდ.

***
აფთარი უგუნებოდ გრძნობდა თავს, ამიტომ მუსიკის ჩართვა არც კი უფიქრია იმ დღეს. მართალია სიწყნარეს ფიქრი ერთვოდა თან, ფიქრი რომელიც ზოგჯერ აუტანელი და მტკივნეული იყო, მაგრამ ახლა ხასიათწამხდარს არც ერთისთვის ეცალა და არც მეორესთვის. კედელზე აყუდებული პატარა გორგოლაჭებიანი დაფა გადმოიღო, სასურველი ხელსაწყოები მოიმარაგა და დაფაზე დაწოლილი, ნახევარი ტანით შეძვრა გასაკეთებლად მოყვანილი ავტომობილის ქვეშ. საქმეში უმალვე ჩაიძირა, თუმცა ფარეხში შემოსული ნაბიჯების ხმამ მაშინვე დააბრუნა რეალობაში. გვერდით დადებულ თავდასაცავად განკუთვნ ქანჩს სწრაფად შემოავლო თითები და კიდევ უფრო სწრაფად გამოგორდა ქვემოდან. მისი თავდაცვის რეფლექსმა თითები ძლიერად მოაჭერინა იარაღზე და სახელოსნოში შემოსული უჩას დანახვის წამსაც არ უგრძვნია მოდუნება.

- ჰეეი აფთარო, აბა როგორ ხარ? - უჩას მხიარულმა ხმამ და მომღიმარმა სახემ ცოტა დაამშვიდა, თუმცა თითები არ გაუნთავისუფლებია.

- შენ როგორ ხარ? - კითხვა ისე შეუბრუნა სახის ნაკვთიც კი არ შერხევია, რამე ღიმილის მსგავსი ემოციის გამო.

- ,,ნადრიფტავებ ჯართს,, მოვაკითხე. - ბიჭი თითით მუსიკის ხმის მარეგულირებელს შეეხო და ოდნავ აუწია, დინამიკიდან ჯგუფ მეტალიკის ,, Nothing Else Matters,, გაისმა მოგუდულ ხმაზე. უჩას გაეღიმა და ალბათ ეს ღიმილი მოწმობდა მის ამ სიმღერისადმი დამოკიდებულებას.

- მარტო მოხვედი? - ბიჭის არცერთი მოქმედება არ გამოჰპარვია აფთრის თვალს, თუმცა არცერთზე არ გაუმახვილებია ყურადღება, ისე დაუსვა კითხვა, თან გარეთ გავიდეთო ანიშნა.

უჩას უკან მიმავალმა საბურავების ხმა გაიგონა, ბიჭი იმ წამსვე შეჩერდა და თავადაც იძულებული გახდა შემდგარიყო. ხმის მიმართულებით გაიხედა და თავმობეზრებულად ამოიოხრა.

- ხომ მითხარი მარტო ვარო? - უჩას მხარი გაკრა უხეშად და ისე აუქცია გვერდი.

- მეც არ ვიცოდი თუუ... - აფთარი მხარზე ხელის შეხებით შეაჩერა სანამ გარეთ გავიდოდა, მაგრამ ისეთი სისწრაფით და სახით მოუბრუნდა გოგო, რომ მაშინვე შეწყვიტა შეხება.

- გეყოფა, გესმის? - მაშინ მიხვდა, რომ ის წყეული ქანჩი ისევ ხელში ეჭირა, როცა ბრაზმორეულმა შეუტია ბიჭს და თან სახესთან მიუმიზნა, რამდენიმე წლიანი მუშაობის მიუხედავად ახალივით მოლაპლაპე ლითონის ხელსაწყო. ხელსაწყო რომელიც მუშაობის პროცესში მუდამ თან ჰქონდა, არა სამუშაოსთვის, არამედ საჭირობისათვის.

- მეგობრები აღარ ვართ? - ხუმრობა სცადა თავის სიმართლეში დარწმუნებულმა უჩამ, თან ვერაფრით ხსნიდა გოგონას ასეთ რეაქციას მის ძმაკაცზე.

აფთარი ერთ წამს წარბშეუხრელად დააკვირდა თვალებში, მერე კი ზურგი აქცია და გარეთ გავიდა:

- არც არასდროს ვყოფილვართ! - მათეს გაცნობის შემდეგ, ის სულ მცირე ნდობაც გაფანტვოდა რაც უჩას მიმართ გააჩნდა.

***
- ეს რა ქვეყნის დასალიერია? - გიორგიმ მანქანიდან მოათვალიერა გარემო და მოშორებით გახსნილი სახელოსნო.

- არ გინახია ჯერ გარეუბანი და ეხლა გიკვირს არა? - მათემ სასაცილოდ გამოაჯავრა და მანქანიდან გადავიდა. - წამოდი, უჩა აქ იქნება უკვე.

გიორგიც მალევე მიჰყვა უკან, ტელეფონში თავჩარგული წამოეწია და გვერდით ამოუდგა.

- აი ისიც.

მათეს ხმაზე მობულური ჯიბეში ჩაიდო და თავი ასწია. შორიდან, თუმცა პირდაპირ ფარეხის წინ მყოფ აფთარს გაუსწორა მზერა. მოულოდნელობისგან შეკრთა და უნებლიედ მეგობრის მკლავს ჩაეჭიდა.

- რა გჭირს? - მათე წამით შეჩერდა.

- ეს.. ის.. თქვენ ბიჭო, ნორმალურები ხართ? - აღელვებისგან ხმა ჩაუწყდა გიორგის.

- რას ბლუყუნებ.. ვერაფერი ვერ გავიგე.

- რას და ის მელია თუ რაცაა..

- აფთარი.

- ჰო, ეგ, ის გოგოა ბიჭო. ის გოგოა, გესმის? - ნერვიულად და ჩურჩულით ამოთქვა სათქმელი.

- შ*გ ხომ არ გაქვს რას ბოდიალობ? - მათე ერთი თავით დაბალ გიორგის ისე დააჩერდა ზემოდან, თითქოს სადაცაა ძვალ-რბილს გაუერთიანებსო. - ყველა ქერა ის კი არაა?

- შენს გამო პრობლემებში აღარ გავეხვევი!

- ჩემს გამო? - მათემ ხელი სტაცა საყელოში და სახე მის ყურთან ახლოს მისწია. - ხომ არ დაგავიწყდა ვისი უბანი იყო? - კბილებში გამოსცრა და ხელისკვრით მოიშორა სიახლოვიდან.


***
- ეს ბავშვი არ მომწონს! - ქალმა ფეხზე გადადებული ფეხი ნერვიულად აათამაშა.

- რომელი ბავშვი? - ქმარმა ისე უპასუხა თვალი არ მოუშორებია ტელევიზორისთვის.

- როგორც ვიცი ერთი ბავშვი გვყავს და სწორედ მასზე ვამბობ!

- ცოტა დაგვიანებული ხომ არაა მის ასაკში მაგაზე წუწუნი? - კაცმა წარბი ასწია და ნიშნის მოგებით მოჭუტა თვალები.

- გეყოფა ზაზა რაა, ნეტა შენ როგორი იყავი ოცი წლის ასაკში? - ცოლმა ხელები გულზე დაიკრიფა და უკმაყოფილოდ გაიხედა გვერდით.

- მე, მის ასაკში ჯარმოვლილი ვიყავი და უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მამასაც პატივს ვცემდი და დედასაც, აი ეგ კი შენი გატუტუცებულია. ხოდა როგორიც არის, ისეთი უნდა მოგეწონოს. მე თავი დამანებეთ. - გაბრაზებული წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.

რა თქმა უნდა შვილზე თავადაც დარდობდა, ასეთი გულგრილი კი არ იყო, როგორადაც საუბრობდა, მაგრამ ახლა სხვა საფიქრალი გასჩენოდა და დედისგან გათავხედებული ბიჭის მორიგი სულელური პრობლემა დიდად არც აინტერესებდა. ცოლმა მუდამ ასე იცოდა მისი ერთადერთი ვაჟის სულ მცირე, ელემენტარულ პრობლემას, სპილოდ აქცევდა ხოლმე და მერე ლამის თავით დგებოდა ამის გმირულად მოგვარებისთვის.

- დედის ერთაა და არ წაიყვანეს, გადააყოლე ახლა.

- კარგი ქალბატონო ქეთევან, ბოდიშით, მაგრამ სასწავლებლიდან რაღატომ დაიფრინეს ჰაა? ალბათ იქაც გაიგეს დედისერთააო და ამიტომ ხომ?

ალბათ რამდენიმე ირონიულ და უხეშ წინადადებას კიდევ გაცვლიდნენ ერთმანეთში, შემოსასვლელ კარში გიორგის ხმა რომ არ გაეგოთ.

- მოხვედი დეე!? - ქეთევანი შვილს გაეგება.

- თუ აქ ვარ ესეიგი მოვედი, რა კითხვა უნდა? - ფეხზე გაუხდელად შეაბოტა სამზარეულოსკენ მიმავალ ოთახში.

- გაბრუნდი ბიჭო! რას დადიხარ მაგ ტალახიანი ფეხებით. - ცოლზე გაბრაზებული შვილსაც გადასწვდა ტელევიზორთან დაბრუნებული ზაზა.

- რა გჭირთ რაა? რა დახვედრაა, რა იყოოთ? - წყრომით მოავლო თვალი მშობლებს.

- ბოდიში ახლა ვერ გაგიშალეთ წითელი ხალიჩა. - წარბშეკრულმა დააწია ჩალაპარაკება თავის ოთახში გავარდნილ შვილს ზაზამ.

- გააქციე ბავშვი ხო მიდი, ჯერ ოთახიდან, მერე სახლიდან. - ქეთევანი ერბოკვერცხს წვავდა, თან ბუზღუნებდა, არც ისე ხმადაბლა, რომ გულში ჩაეკლა ნათქვამი, მაგრამ არც ისე ხმამაღლა, რომ ქმარს გაეგონა.

სავახშმოდ რამდენჯერმე დაუძახა ქეთევანმა შვილს, მაგრამ გიორგის კარი გადაერაზა და ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. საკუთარი თვალით, რომ არ დაენახა დედამისს, თუ როგორ შევიდა ბავშვი ოთახში, ალბათ მის იქ ყოფნაში აქამდეც შეეპარებოდა ეჭვი.

რადგან ვაჟმა უარი დუმილით განაცხადა ჭამაზე, ქეთევანიც დანებდა. ბოლოს და ბოლოს როცა მოშივდებოდა გამოვიდოდა, მთავარია ყველაფერი გამზადებული დახვედროდა. თან ზაზას უკვე აეკრიფა გუდანაბადი და ძილს მისცემოდა. ამიტომ თავადაც გადაწყვიტა დასაძინებლად წასვლა.
დასაწოლად შესული ცოლის ფეხის ხმაზე ზაზას გამოეღვიძა და საპირფარეშოში გასასვლელად ადგა. ის იყო სააბაზანოში შეაბიჯა, რომ გიორგიც გამოიძურწა საკუთარი სამყოფელიდან. ფრთხილად და ფეხაკრეფით გაიარა გზა სამზარეულომდე, დარწმუნებულმა იმაში, რომ მშობლებს ეძინათ.
მისმა უჩვეულო სიფრთხილემ ზაზაც კი დააეჭვა. ქეთევანი მართალი იყო ,,ბავშვს,, რაღაც პრობლემა ჰქონდა. კარის ზღურბლზე შემდგარი მობრუნდა და უკან მიჰყვა შვილს, ჯერ რამდენიმე შეტყობინების ხმა გაიგონა, მერე ბიჭმა სადღაც დარეკა. ხმადაბალი საუბრის გამო სიტყვები ცუდად ისმოდა. ზაზამ ახლოს მისვლა გადაწყვიტა, როდესაც ისეთი რამ გაიგონა, რომ იმ ღამით ძილი გაუტყდა.
,,- რომ იჩივლოს?
მოსვენება სრულად დაუკარგა ამ ორმა სიტყვამ.

- რა ხდება გიო? - მამის ხმაზე გიორგიმ ტელეფონი მაშინვე გათიშა.

- არაფერი.

- ვის ელაპარაკებოდი? - კაცმა თვალი გააპარა ეკრანჩამქვრალი მობილურისკენ.

- არავის მამა, უბრალოდ მშია და გამოვედი. წადი დაიძინე.

- თუ რამეა..

- არაფერი არაა, რა უნდა იყოს? - ბიჭმა სიტყვა გააწყვეტინა და თეფშზე დადებულ საჭმელს მიუბრუნდა.

ზაზამ ხელი ჩაიქნია და საწოლში დაბრუნდა, მაგრამ მოსვენებით ვეღარ მოისვენა.
ვის უნდა ეჩივლა? ან ვისთვის, ან რატომ? იქნებ სულაც მოეჩვენა და სწორად ვერც გაარჩია სიტყვები?

მეორე დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ ზაზას ოჯახი სრული შემადგენლობით დახვდა შინ. გაუკვირდა კიდეც, უფრო მეტად გიორგის ასე ადრიანად სახლში ყოფნა იყო გასაკვირი. ქეთევანს წინა დღის კამათი უკვე მიევიწყებინა, მითუმეტეს ახლა, როცა უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ჰქონდა მოსაყოლი. ქმარს დაელოდა სანამ ხელებს დაიბანდა და სამზარეულოში შევიდოდა. კაცმა მარკეტიდან ამოტანილი პროდუქტებით სავსე ცელოფნები მაგიდაზე დააწყო და თავადაც ჩამოჯდა შვილის მოპირდაპირედ. უკმაყოფილოდ შეავლო თვალი ტელეფონში ჩამძვრალ ბიჭს. საკმაოდ სარფიანი სამსახურის გამო არც გიორგის აკლდა რამე და არც მის საკუთარ ცოლს, მაგრამ იქნებ სულაც არ იყო საჭირო ამდენი რამე? ხშირად უფიქრია ასე რამ დამაბრმავაო. შვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, მაგრამ გული ეგლიჯებოდა მისი თავხედობით. ,,კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებსო,, მუდამ ამ სიტყვებით ასრულებდა შვილზე საუბარს და იმ წამსაც სწორედ ეს ანდაზა ჩაესმა გონებაში.

ქეთინომ სწრაფსწრაფად გაშალა მაგიდა სავახშმოდ. ჭიქაში წყალი ჩამოისხა და შვილის გვერდით დაიკავა ადგილი.

- მიდი, მიდი ჭამე, თან რა უნდა მოგიყვე. - გადაულაპარაკა ჩაფიქრებულ ქმარს.

- ჰო? რა აბა? - ფიქრებში წასულმა იატაკს მოსწყვიტა თვალი და ცოლს გახედა.

- შენ ხომ იცი ბოლო სადარბაზოში თამილა, რომ ცხოვრობს?

- კიი, მერე?

- მაგი ერთ მოხუც ქალთან ხომ დადის ხოლმე მოსავლელად?! - ტუჩაბზუებულმა აატრიალა თვალები. თან ფრჩხილებზე დაიხედა, ყოველკვირა სხვადასხვა ფერის ლაქით, რომ ჰქონდა დამშვენებული.

- კი, კი, ვიციი.. - უპასუხა ზაზამ, თან უმადოდ მოურია ჩანგლით საჭმელს.

- ხოდა ამ ორი დღის უკან იმ ქალს დაუნახია, თუ როგორ მოიტაცეს გოგო ბიჭებმაოო...

ზაზამაც და გიორგიმაც ერთდროულად ცქვიტეს ყურები. ზაზას გონებამ მაშინვე დაიწყო მოსმენილების ერთმანეთთან დაკავშირება, ამ ყველაფერს გიორგის რეაქციამაც შეუწყო ხელი.

- სახეზეც დაინახა? - უნებლიედ წამოაყრანტალა დამფრთხალმა ბიჭმა.

- მგონი კიი.. არვიცი. - მხრები აიჩეჩა ქალმა და ქმარ-შვილს შეავლო მზერა. ბიჭს ფერი აღარ ედო სახეზე, ხოლო ქმარი ნაკვერჩხალივით ღვიოდა, თან თვალები ისე დაექაჩა, თითქოს სადაცაა და გადმოსცვივდებაო.

- რა იყოთ, რა გჭირთ? - იკითხა ქეთომ და ორივე მაშინვე მოეგო გონს.

გიორგი სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოთახში გაიქცა. კაცს ცოტა გაუჭირდა წამოდგომა, მაგრამ ძალები მოიკრიბა და სანამ უკან სკამზე დაესვენებოდა ერთი დაღრიალება კი მოასწრო.

- გიორგიი..!

გაურკვევლობაში დარჩენილმა ქალმა, ჯერ ქმარს მიაწოდა თავსთვის მოტანილი ჭიქა წყალი, მერე შვილი მოიხმო ამაოდ.

- რა მოხდა ხალხნო გამაგებინეთ? გიოო...

ამასობაში ზაზამაც მოითქვა სული, ჭიქაში დარჩენილი წყალი ყლუპებად დალია, ფეხზე წამოდგა და ისე რომ ცოლის კითხვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, შვილის ოთახისკენ გაემართა.

- კარი გააღეე! - ჯერ სახელურს დაეჯაჯგურა, შემდეგ მუჭით დაიწყო ზედ ბრახუნი.

- დაწყნარდი და რა მოხდა გამაგებინეთ? - ქეთევანი ცდილობდა ქმრის დამშვიდებას.

- ეს ნაბ*****ი უნდა მოვკლა და ეგ მოხდა. - გულმოსულმა ბრახუნი შეწყვიტა და წიხლის ერთი დარტყმით შეამტვრია კარები.

ქეთევანი მიხვდა, კარგი არაფერი მოხდებაო და კივილით აედევნა უკან. სანამ შვილზე გადაფარებას მოასწრებდა. კარგად მოქნეული მუჭი მოხვდა დამფრთხალ გიორგის. ბიჭმა თავი ვერ შეიკავა და საწოლის გვერდით ჩავარდა.

- რას შვები, რას? - უფრო აკივლდა ქეთევანი და შვილთან ჩაიმუხლა, თუმცა მიხვდა გააფთრებულ ზაზას ასე ვერ შეაჩერებდა, ამიტომ წინ გადაეღობა ქმარს და გიორგისთან მისვლის საშუალება არ მისცა.

- გადი, გაიწიე. - კაცი თვალებს აბრიალებდა, ალბათ ერთი-ორს კიდევ დაუმატებდა ქეთო რომ არ ჩამდგარიო მათ შორის.

- გამაგებინე, ადამიანო რა ხდება, რააა? - თან ქმრის შეკავებას ცდილობდა, თან შვილისკენ აპარებდა თვალს, რომელიც ადგომას ცდილობდა. გახეთქილი ტუჩიდან და სავარაუდოდ გატეხილი ცხვირიდან წვრილი ნაკადით სდიოდა სისხლი.

- მაგას კითხე, მაგ დედა ****ს, მოგიყვეს ერთი რა ივაჟკაცა.

- მე არ...

- გაჩუმდი, ბიჭო.. გაჩუმდი მაინც. - ზიზღით შეავლო თვალი შვილს. - შენ რა არაკაცი ყოფილხარ..

- რა ჩაიდინე ბიჭო? იმ ამბავთან ხომ არ გაკავშირებს რამე? - ქეთევანმა ჩათვალა ზაზა ცოტა დამშვიდდაო და შვილს მიუბრუნდა, რომელიც ხმას აღარ იღებდა. - მოყევი ბიჭო ხმა ამოიღე..

ან კი რა ჰქონდა სათქმელი? რა უნდა მოეყოლა, როგორ იძალადეს ადამიანზე? თუ ის, როცა გოგონა ბრძოლიდან ხვეწნა-მუდარაზე გადავიდა, როგორ უჭერდა მაჯებზე თითებს. იქნებ ის უნდა მოეყოლა, რომ მსხვერპლი თავად ამოირჩია, როგორც მშიერმა ნადირმა. ის ხომ არ ეთქვა, რომ ამ ამბიდან მხოლოდ და მხოლოდ შიშს გრძნობდა და მეტს ვერაფერს.

ჩამსხვრეული კარის მიღმა მშობლების ხმები ესმოდა. ესმოდა როგორ ცდილობდა დედა მამის დარწმუნებას, რომ ახლა ყველაზე კარგი ვარიანტი ქვეყნიდან გასვლა თუ იქნებოდა.

- არასრულწლოვნის ჯგუფური გაუპ****ბა, იცი მაინც ამისგან დამალვა რას გამოიწვევს? - ზაზას ძლივს მოთოკილი სიმშვიდე ეცლებოდა ხელიდან.

- გავიგე, გავიგე.. საქციელს კი არ ვუწონებ, მაგრამ...

- რა მაგრამ?

- ციხეში გავუშვა ბავშვი? - თვალებმილულული გადაწვა დივანზე ქეთევანი. - ვიღაცა შტერი გოგოს გამო, შვილი ციხეში გავუშვა?

- რას ბოდავ ქალო? - ზაზას მოთმინება გამოელია. - გოგო რა შუაშია?

თითქოს გულწასული ქეთევანი ფეხზე წამოიჭრა:

- ორსული, რომ მომადგეს? რა გავიგო ვისი რა არი? - წელზე დოინჯები შემოირტყა და თვალები დაქაჩა.

- ახლა წყობიდან ნუ გამომიყვან, თორემ ამ სახლს შენც და მაგ შენ ვაჟკაცსაც დავზე დაგამტვრევთ. - ზაზამ ფეხზე ჩაცმა დააპირა. - ჩავაბარებთ და ეგ იქნება, იმ ორ მუტრუკსაც მიაყოლებენ ზემოდან კიდე.

- არ გინდა ზაზა, არ დამიღუპო შვილი. - ლამის მუხლებში ჩაუვარდა სასოწარკვეთილი ქალი.

***
რამდენიმე დღე იყო რაც შემოდგომისფერთმიანი გოგო ყველანაირად ცდილობდა მამასთან პირისპირ საუბრის თავიდან აცილებას. თითქოს ისე გამჭვირვალებულიყო, რომ ყველა შეამჩნევდა მის არეულ ფიქრებს. სკოლის რეჟიმისგან ვერ ახერხებდა თავის დაღწევას, თუმცა მის ინსტიქტებში ჩამოყალიბებულმა ცვლილებებმა ყველას ჩამოაშორა ნელნელა.
ღამ-ღამობით კოშმარები შემოეჩვია. ქუჩაში მყოფს კი შიშები. მამამისი, რომ არა ალბათ საეთოდ არ გამოდგამდა ფეხს გარეთ. ახლო არავის ეკარებოდა, მუდამ დამფრთხალი და დაძაბული. ერთადერთი გულისგადასაყოლებელი სწავლა იყო, თუ როგორმე კონცენტრირებას შეძლებდა.
ობლად დარჩენილი შვილის კეთილდღეობისთვის მამამისი ყველაფერს აკეთებდა. მუდმივად სამსახურში გადაკარგულს, ეჭვადაც კი არ გაუვლია შვილის ცვლილება. ხშირად ხედავდა წიგნებში თავჩარგულს, ამიტომაც მისი მზერა გამოეპარა და მის თვალებში ჩამდგარი დარდი წაუკითხავი დარჩა.

***
- ამ საქციელისთვის პასუხს აგებ! - გიორგიმ ზურგი აქცია ძმაკაცს და მანქანისკენ წავიდა.
- წადი შენი...! - მიაძახა მათემ უკნიდან.

აფთარი და უჩა შორიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს, უჩა ალბათ ჩაერეოდა კიდეც, მაგრამ ისე სწრაფად დასრულდა ეს დაპირისპირება, როგორც დაიწყო. აფთარმა მათკენ მომავალი მათეს დანახვისას მანქანის გასაღები გამოიტანა და უჩას გაუწოდა.
- სწრაფად დატოვე აქაურობა და ეს შენი მეგობარიც დროულად მომაშორე. - მათეზე თვალებით ანიშნა და ისევ ფარეხში შესასვლელად წაიწია.
- რა პრობლემა გაქვს მათესთან? რა ხდება თქვენს შორის? - უჩამ ისევ მხარზე შეხება დააპირა, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა.
დაჟინებით უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. ალბათ ორივე ერთსადაიმავეს ცდილობდა ამ მზერით, გაეგოთ თუ რა იმალებოდა თვალების მიღმა.
აფთარს საკუთარი დამსხვრეული ნდობა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ უჩას უდანაშაულობა კიდევ ერთხელ ერწმუნა, მითუფრო ახლა, როცა მათეს ფარეხთან რამდენიმე მეტრი აშორებდა.
უჩა კი მის თვალებში აბობოქრებულ ოკეანეს ხედავდა, ოკეანეს, რომელსაც საკუთარი პატრონის დახრჩობაც კი შეეძლო.
აფთარი კარგად ახერხებდა საკუთარ თვალებში, იმ ტკივილის შენიღბვას, რაც ერთ დროს მამამისს წაუკითხავი დარჩა.
სანამ მოახლოვებული ბიჭი რამეს იტყოდა, აფთარმა მანამ შეაფარა თავი სახელოსნოს სიღრმეს. მათემ მზერა მოავლო იქაურობას, იმის იმედად, რომ თვალს კიდევ მოკრავდა გოგონას, თუმცა მისი არ გამოჩენა აღარ აუღნიშნია. უჩას ანიშნა წავიდეთო და გასაღები გამოართვა.

საბურავების ხმა გაიგონა და სუნთქვა განუახლდა, ისე ამოუშვა ფილტვებში ღრმად ჩაგუბებული ჰაერი. კარს მიუახლოვდა და თვალი გააყოლა მიმავალ მანქანას. მხრებზე ისეთი სიმძიმე და ტკივილი იგრძნო, თითქოს იმ ყვითელთვალება ფრილველს ძლიერ ჩაევლო კლანჭები. გატეხილი სულის შეხსნილი იარებიდან ისევ წვეთავდა სისხლი.

- ვფიქრობ დროა მე და შენ როლები გავცვალოთ. - თვალს მოფარებულ ბიჭს მიმართა გოგონამ და თან ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. - ნადირობა იწყება აფთარო!

***
წარბშეკრული ატარებდა მათე მანქანას. სხეული სიმივით დაჭიმვოდა. გაზის სატერფულს აწვებოდა და მინებიდან გამოჩენილი გარემო ერთფერში იდღაბნებოდა.

- რაზე იკამათეთ? - ავტომობილში დატრიალებული ატმოსფეროს გამო უჩას იმ წამს სულ არ სურდა იქ ჯდომა.

- ვერ გაიგებ. - გამოსცრა კბილებში.

- ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები რა ხდება, თუ თქვენ პრობლემა გაქვთ აფთარი რა შუაშია?

- აფთარზე სისულელე მითხრა..

- მეც არ მესიამოვნებოდა მასზე ცუდის თქმა, მაგრამ რაც თქვენ შორის მოხდა ცოტა ზედმეტი ხომ არაა?

- ვერ გაიგებ, უჩა ვერ გაიგებმეთქი. - მათემ ხელი დასცხო საჭეს.

ვერ გაიგებდა, რა თქმა უნდა ვერ გაიგებდა. წლების წინ მომხდარი ამბის მოყოლა უჩასთვის შეუძლებელი იყო. ან კი როგორ უნდა მოეყოლა რა გააკეთა, უფრო სწორედ რა გააკეთეს. თვალი უჩასკენ გააპარა, რომელიც ჩაფიქრებული გაჰყურებდა გზას, ალბათ მომხდარი უტრიალებდა ისევ გონებაში. მათესთვის მნიშვნელოვანი იყო თუ შეძლებისდაგვარად გამოასწორებდა სიტუაციას, უჩას ამაზე აღარ უნდა ეფიქრა, თორემ თუ წარსულში ღრმად ჩაძვრებოდა, ბევრს გაიგებდა, ზედმეტის ცოდნა კი ზოგჯერ სიკვდილთან აახლოვებს ადამიანს.

- მოდი რამე დავლიოთ, მერე იმასაც დავურეკავ, დაწყნარდებოდა უკვე. - შესთავაზა მეგობარს და გულზე მოეშვა, როცა უჩა ამ შეთავაზებას ეჭვგარეშე დასთანხმდა.

***
გიორგი გრძნობდა თითქმის დალაგებული გარემოება როგორ ენგრეოდა თავზე. ამ ქერას გამოჩენა წერტილს დაუსვამდა ყველაფერს. ამიტომ რაღაც უნდა ეღონა, მაგრამ ჯერ არანაირი გეგმა არ გააჩნდა. იცოდა, რომ დამშვიდებულად უნდა ეფიქრა, მაგრამ დამშვიდებას ვერაფრით ახერხებდა. მათეზე ხომ სულ ნერვები ეშლებოდა. დრო იყო გუროსაც ცოდნოდა ყველაფერი. მათეს ალბათ ფეხებზე ეკიდა გუროს აწმყოც და მომავალიც, მაგრამ გიორგისთვის მნიშვნელოვანი იყო გაეგო, თუ რას ფიქრობდა მეორე მეგობარი. თუმცა ჯერ ყველაფერში მეტი სიზუსტით დარწმუნება იყო საჭირო.

გზად ორი ქილა ლუდი იყიდა დარდის გასაქარვებლად. თუმცა ალკოჰოლმა პირიქით იმოქმედა. მანქანა მოაბრუნა და ქერას ფარეხისკენ აიღო გეზი.

***
შემოდგომის მოღრუბლული საღამო იყო. დრო და დრო გაყინული და წვრილი წვმის წვეთები ცვიოდა ციდან. კორპუსის კუთხესთან გაჩერებულ მანქანაში იჯდა სამი მეგობარი, სწორედ ამ ცივი ამინდისგან თავის შესაფარებლად. ლუდს სვამდნენ და ეწეოდნენ. საუბრის დროს იცინოდნენ, მაგრამ ამღვრეულ თვალებში და გონებაში რა უტრიალებდათ არავინ იცის.

- ეს ნახეთ რაა, ამ სიცივეში. - გურომ მინას თითი მიადო და მეგობრები ქუჩისკენ გაახედა.
გუბეებში კაპიუშონ წამოფარებული გოგონა მიაბიჯებდა. ჩალისფერ თმის სველ კულულს ნიავი უფრიალებდა დროდადრო.

- ალბათ სცივა. - მათემ მინიშნებული ადგილისკენ გაიხედა.

- ხომ არ გინდა გაათბო? - გურომ გოგონაზე თვალმოუცილებლად დასცინა მათეს, თან ადევნებული ცბიერი მზერით მოიკვნიტა ტუჩი.

- ეს გოგო ვიცი. - უკანა სავარძლიდან წამოიწია გიორგი. - ერთი ორჯერ დამინახავს, მაგარი ქერაა.

- მიდი გიო გადახტი, შენი მაგარი ქერა გაიცანი და ჩვენც გაგვაცანი. - მათემ გუროს ჩაუკრა თვალი. ლუდის ბოლო ყლუპი მოსვა და უკმაყოფილოდ დახედა ქილას. - ესეც გადავთა.

- მოდი შევაშინოთ. - გურომ ბიჭებს გამოხედა და გოგოზე ანიშნა. - მერე ლუდზე გავიდეთ.

- სერიოზულად? - ღიმილით იკითხა გიორგიმ რამეს ხომ არ მეხუმრებიანო.
მათეს კი არც ხო უთქვამს, არც არა ისე გადავიდა მანქანიდან.

სამი წყვილი ფეხი სწრაფად წამოეწია სწრაფი ნაბიჯით მიმავალ გოგოს.

- სადმე გეჩქარება ციცქნა? - მათემ პირველმა გადადგა ნაბიჯი.


***
ავტომობილი ზედ ფარეხის კართან მიაყენა საბურავების უხეში მოცურებით, ჰაერში მტვრის კორიანტელი ავარდა. მანქანიდან გადასულმა კარი ძლიერად მიაჯახუნა და შიგნით შევიდა. შებინდების გამო სახელოსნოში ბნელოდა.

- გელოდებოდი. - აფთრის ხმა გაისმა სიღრმიდან. - თუმცა ასე მალეც არა.

- რა გინდა? - სანამ სიბნელეს თვალს შეაჩვევდა შორიდანვე ამჯობინა კითხვის დასმა.

- კითხვების დასმა გისწავლია. - ახლა სულ სხვა მხრიდან გაისმა აფთრის ჩაცინება. გიორგიმ მისი სავარაუდო ადგილსამყოფელი გონებაში გათვალა და რამდენიმე ნაბიჯით შეიწია ფარეხში. ნივთებმა ფორმები მიიღეს კარიდან შემომავალი სინათლის ბოლო ნამცეცებზე.

- მაშინ კი რატომღაც არ გიკითხავს რა მინდოდა, ან მინდოდა თუ არა საერთოდ.

- ისევ ქერა და ისევ სულელი ხარ. - გიორგი ცდილობდა გაებრაზებინა და ახლოს მოეტყუებინა აფთარი. - გამოდი სად ხარ?

- ქერა? ისევ ძალიან მოგწონს ქერები? კიდევ რამდენი ქერა დაგიწერო ანგარიშზე? თუ გემოვნება შეგეცვალა? - აფთრის კითხვა პასუხზე თავად უფრო ღიზიანდებოდა, მაგრამ ჯერ ახერხებდა თავის შეკავებას.

- შენ ერთადერთი ტკიბილი ხარ, მგონი ამის გახსენება მშვენიერი იქნებოდა..

- რას აპირებ? - ისეთი ხმით იკითხა აფთარმა, რომ გიორგი მახეში გაება.

- ზუსტად იმას რაც თერთმეტი წლის უკან გაგიკეთე და პირობას გაძლევ ამჯერად შენც მოგეწონება, თან ის სულელი მათე და გურო ხელს ვერ შეგვიშლიან. - კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და აფთარსაც მოკრა თვალი.

თმები კუდად შეეკრა. სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი ზედა ეცვა. კიდევ იყო რაღაც, რაც გიორგის ალკოჰოლით არეულ გონებას გამორჩა.

აფთარის თვალები ახლად გაღვივებული ნაკვერჩხლებივით ელავდა. თვალდაუხამხამებლად აკვირდებოდა სამიზნეს და სათანადო მომენტს მშვიდი სუნთქვით ელოდა.

- მერე კი ისე დაგმარხავ, რომ შენი ძვლების პოვნაც ვერ შეძლონ. - გიორგიმ ზიზღით დაბრიცა ტუჩები.

- მშვენიერია, თუმცა მანამ კამერას გაუღიმე, იქნებ სასჯელი შეგიმსუბუქონ?

როგორც კი მის სიტყვებზე გაოგნებისგან გაოგნებული გიორგი დაიგულა, ძლიერად ჩაარტყა წიხლი მუცლის ქვედა ნაწილში. ბიჭი ტკივილისგან ჩაიკეცა. აფთარს ბევრი აღარ უფიქრია, ხელის მეტავნზე დახვეული თოკი მოიხსნა, გიორგის ყელზე შემოახვია და გარეთ გაათრია ფორთხვით. მისი გაგუდვამდე მისული ხროტინისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

- გგონია მოგკლავ? - ზემოდან დახედა ჯერ ისევ ტკივილისგან მოკუნტულს. - არა, შენი ჩრდილი გავხდები და მუდამ იქ ვიქნები სადაც არ ელოდები.

ბიჭი ხელებზე და მუხლებზე წამოიწია ასადგომად, მაგრამ ისევ მწარედ მოხვდა გვერდში გააფთრებული გოგოს წიხლი.

- თერთმეტი წელი მხოლოდ შენთვის გავიდა ნაბიჭ***ო, ჩემთვის დრო გაჩერდა! - შეუღრინა და ამჯერად სახეს არ ააცილა მოქნეული ფეხი.

- გეყოფა. - ძლივს ამოღერღა სისხლით მოთხვრილმა ბიჭმა და ზურგზე გადაბრუნდა.

- შენ როდის მიხვდი რომ გეყოფოდა? - მისი ამაზრზენი დაუმსახურებელი თხოვნით განრისხებულმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. მერე მის თავთან ჩაიმუხლა:

- აქედან მოშორდი და იცოდე, რომ კვალდაკვალ მოგდევ, ერთი ფეხის გადაბრუნება და მკვდარი ხარ!

გიორგიმ ძლივს აითრია დალურჯებული სხეული და მანქანისკენ წავიდა. სანამ ჩაჯდებოდა გოგონას გაუსწორა მზერა.

- გაიქეცი! - დამცინავად უთხრა აფთარმა.

როგორც კი მანქანა ადგილს მოსწყდა, აფთარი ფარეხში შებრუნდა. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა.

***
ღამის გზაზე დამდგარი აფთარი მანქანას მიაქროლებდა. გვერდით სავარძელზე მიგდებული მობილური განუწყვეტლივ რეკავდა. გოგონამ თვალი გააპარა გამაღიზიანებლად მობზუილე ტელეფონისკენ, ეკრანზე უჩას სახელი ციმციმებდა. ისევ ფარებით განათებულ გზას გახედა. უჩა კი არ ისვენებდა რეკვიდან შეტყობინებების წერაზე გადავიდა. თავმობეზრებული დაწვდა აფთარი ტელეფონს და ბოლო ხმოვანი შეტყობინება შეამოწმა:

,,- რადგან არ მპასუხობ შენთან მოვდივარ. იმედი მაქვს კარგად ხარ!,,

უჩასგან მსგავსი შინაარსის შეტყობინება ცოტა გაუკვირდა. სიჩქარეს შეუნელა და გზის პირას გადააყენა მანქანა. ეკრანს თითი აუსვა და ახლა პირველი მონაწერი ჩართო:

,,- აფთარო რა ხდება? მათემ და გიორგიმ იჩხუბეს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შენს გამო. მერე მათე სიტყვის უთქმელად გავარდა სადღაც.,,

,,- იმ ნაბიჭ***მა გიორგიმ რამე ხომ არ დაგიშავა? მიპასუხე, უბრალოდ მიპასუხე. რა მოხდა?,,

უჩას შეტყობინებების გამო, თითქოს შვებაც კი იგრძნო. იქნებ ეს მახე სულაც არ იყო, იქნებ მან მართლაც არაფერი იცოდა. თავადაც დაწერა რამდენიმე სიტყვა და გაგზავნა.

,,- მე კარგად ვარ, იჩხუბეს და შერიგდებიან.,,

მერე კი ტელეფონი გამორთო და გზა მშვიდი სვლით გააგრძელა. აღარ ეჩქარებოდა, აღარ ბრაზობდა. სანამ მხეცები საკუთარ ტყავს გლეჯდნენ, აფთარს შეეძლო მშვიდად ესუნთქა და თვალი ედევნებინა ბრძოლისთვის.

***
ბიჭებს მყუდრო ადგილი მიეგნოთ ერთერთ სკვერში. უჩა უბრალო გაზიან სასმელს სვამდა, მათეს კი რიგით მესამე ლუდის ქილა ეჭირა. მათე ჩუმად იჯდა და უჩასთვის თვალისასახვევად დადებული პირობა, რომ თითქოს გიორგის დაურეკავდა აღარც კი ახსოვდა, მანამ სანამ თავად გიორგიმ არ დარეკა. ზარს უსიამოვნო განწყობით უპასუხა მათემ.

- სად ხარ? - უხეშად გაისმა ხაზს იქით ხმა.

- რა ხდება? - კითხვა შეუბრუნა მათემ.

- გზაში ვარ და შენი ნახვა მინდა. იმ ძუკ**სთან ვიყავი და მინდა იცოდე რაც გააკეთა..

- სად იყავი? - მათემ ძლივს გააკონტროლა, ხმა და ემოცია ბრაზისგან. უჩას ანიშნა ერთ წუთს გავალო და ფეხზე წამოდგა. - გაიმეორე!

შორიახლოს გასული ბიჭის ხმა საკმაოდ გარკვევით ესმოდა უჩას. მათე გაცეცხლებული ებრძოდა გიორგის და მხოლოდ მისი საუბრითაც ადვილად მიხვდა ვისზე ჩხუბობდნენ ბიჭები. დაზუსტებით ვერაფერს იაზრებდა, თუმცა მათი საერთო გადაკვეთის წარსულს არ გამორიცხავდა, სხვა მხრივ სისულელედ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. გიორგი ხომ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო უცხოეთიდან.

მოთმინებით დაელოდა მათეს, რომ შემდეგ საბოლოოდ გაერკვია რა მოხდა მათ შორის, მაგრამ მოულოდნელად მათე ისე გავარდა ავტომობილისკენ, რომ უჩამ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო. ნასვამი მეგობარი საჭეს მიუჯდა და ადგილს მოსწყდა. უჩამ სწრაფად ამოიღო ტელეფონი და აფთართან დარეკა. პარალელურად ბედზე გამოვლილი ტაქსი გააჩერა. გოგონა ზარებს არ პასუხობდა, ამიტომ შეტყობინება მისწერა რამდენჯერმე. ტაქსმა საკუთარ მანქანასთან მიიყვანა.

უკვე საჭესთან იჯდა როცა აფთარმა პასუხი დაუბრუნა და შვებით ამოისუნთქა, მაგრამ გეზი აღარ შეუცვლია. ჩაბნელებულ ფარეხს მიადგა შუაღამისას. კარი რამდენჯერმე შეამოწმა, იმაში დასარწმუნებლად, მართლა იყო თუ არა შიგნით ვინმე. მერე მანქანაში დაბრუნდა, სავარძელი ბოლომდე გადასწია და თვალები დახუჭა. სიგიჟედ მოეჩვენა იქ ყოფნა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ აფთარი დილით აუცილებლად მოვიდოდა. იმაზეც დაფიქრდა რამდენად ბევრის უფლებას აძლევდა თავს მის მიმართ, მაგრამ წასვლა ვეღარ შეძლო, თითქოს წასასვლელი აღარ ჰქონდა.

გამთენიისას მოახლოვებული საბურავების ხმამ გამოაღვიძა. სავარძელი წამოსწია და აფთრის ნაცვლად მათეს მოკრა თვალი. მანქანიდან წარბშეკრული გადმოვიდა. მათემაც უმალვე იცნო მისი ავტომობილი და უჩასკენ წავიდა.

- შენ აქ რას აკეთებ? - ჰკითხა მათემ.

- გუშინ რა მოხდა? - უჩამ კითხვა შეუბრუნა.

- ისეთი არაფერი, რადგან გიორგის ნახვა ვერ მოვახერხე. - სწრაფად იცრუა ბიჭმა

- მათე მისმინე. იმ შენ ძმაკაცს ნორმალურად არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს რისი გამკეთებელია, მაგრამ შენ ხომ გიცნობ, შენც კარგად იცი ჩემი ხასიათი...

- რის თქმას ცდილობ?

- იმის თქმას ვცდილობ, რომ ერთი წამითაც არ გაგითვალისწინებ ისე მოვამტვრევ გიორგის ხელებს, თუ აფთარს რამეს დაუშავებს. - თითი ფარეხისკენ გაიშვირა უჩამ. - ასერომ გადაეცი ტრ**ი დაყენოს!

- ეს მუქარაა? - მათეს ხმას ირონიის ნოტები გაერია.

- როგორც უნდა ისე ჩათვალოს?

უჩა საკუთარი მანქანისკენ წავიდა. თუ აფთარი ჯერ არ მოსულიყო, ესეიგი იმ დღეს საერთოდ არ მოვიდოდა. იქ მოცდის აზრს კი ვეღარ ხედავდა. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა მათეს ხმა მოესმა:

- შენ რა გჭირს? ეს რა მზრუნველობაა? - მათემ ახლაღა შეავლო თვალი მის წინა დღის ტანისამოსს. თვალები ეჭვით მოწკურა.

უჩა პასუხისგაუცემლად ჩაჯდა მანქანაში და ტერიტორია დატოვა. მათემ მისი საბურავებისგან ავარდნილ კვამლს გახედა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი:

- ღამე აქ იყავი არა?

***
იმ დილით გიორგიმ ძლივს გაახილა თვალები. მოძრაობისას კი სხეულის ყველა ნაწილი სტკიოდა, რადგან აფთრის დაწყებული საქმე მათემ ოსტატურად დაამთავრა. სიტყვის თქმაც კი არ დააცა ისე დაესხა თავს. თან ვის გამო? იმ შტერი გოგოს გამო. ზუსტად ისე მოიხსენია გიორგიმ აფთარი ფიქრებში, როგორც ერთ დროს დედამისმა.

გიორგის ხომ მხოლოდ გაფრთხილება სურდა მათესი, მან კი არ მოუსმინა.

- შენი დედაც .... მათე!

სულელ მათეს რატომღაც არ სურდა იმის გაგება, რომ ის აღიარება რაც სახელოსნოში გიორგიმ დააყრანტალა სრულიად საკმარისი იქნებოდა ბრალის წასაყენებლად, მაგრამ მათეს ალბათ ისევ მისი მამიკოს იმედი ჰქონდა. ამიტომაც ეკიდა ფეხებზე ჩადენილი, თუ ჯერ ისევ ჩაუდენელი დანაშაულები.

გიორგიმ შავი სათვალე და კეპი მოირგო. ფიქრობდა, რომ დრო იყო გუროსთან შეხვედრის. ისედაც შეცდა და დიდხანს იცადა. ასე ორი კურდღლის განადგურება შეეძლო ერთი სროლით.

მანქანა დაძრა და საკუთარი გეგმის სიავით მოტანილი სიამოვნებისგან გაიღიმა. ფრთხილად გაიყვანა ავტომობილი გზაზე და გეზი საპატიმრო დაწესებულებისკენ აიღო.

***
შეხვედრებისთვის განკუთვნილ ოთახში იჯდა. მაგიდაზე თითებს მონოტონურად აკაკუნებდა და მოუთმენლად ელოდა თუ როდის მოიყვანდა ბადრაგი გუროს. რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ციხის ფორმაში გამოწყობილმა გურომ შემოაბიჯა.
ოთხკედელში გამოკეტვას დაღი დაემჩნია, როგორც მისი გარეგნობისთვის, ასევე მისი შინაგანი სამყაროსთვისაც. დანაშაულის გამო მისჯილმა წლებმა, გისოსებში გამოკეტილ მშიერ ნადირს დაამსგავსა, რომელიც ღიად დარჩენილი კარის იმედზე იყო და მომენტს ელოდა.

- ფეხებზე რას გააკეთებს მათე, თუნდაც შენ. - გიორგის მონაყოლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გურომ ხმა ამოიღო. - ორივე ფეხებზე თ.

- ანუ შენთვის სულერთია ის ამბავი რომ გასკდეს? - გიორგიმ გაოცებით გახედა არხეინად მყოფ გუროს. - უცნაურია, შენგან ამ დანდობას არ ველოდი.

- დანდობაში რას გულისხმობ? - გურომ ინტერესით გახედა მეგობარს.

- მაინტერესებს რაზე ხარ წამსვლელი..

- რას ითხოვ ჩემგან? - იატაკს ჩააჩერდა. იმაზე ფიქრში თუ რაზე შეიძლებოდა წასვლა. იქნებ ცდებოდა და სწორედ ეს უყო ღიად დარჩენილი კარი.

- მე არაფერს ვითხოვ. - გიორგიმ თავი გააქნია და საუბრი ისე მიმართა, რომ გუროს თავად გამოეთქვა სურვილი მათეს მკვლელობით, მათეს მამის დასჯაზე.

გიორგიმაც მშვენივრად იცოდა, თუ რა მოხდა წლების წინ. მათ სინდისზე შერჩენილი დაუსჯელი გაუპატიურების, მიუხედავად გურო მაინც დაისაჯა და ეს სწორედ მათეს და მამამისის დამსახურება იყო. ალბათ თავადაც გაეხვეოდა ამ შარში ქვეყნიდან, რომ არ გაეყვანათ თავის დროზე. რადგან დარწმუნებული იყო ისიც ბიჭებთან ერთად იქნებოდა მაშინ, როცა მათე ოსტატურად გამოძვრა მამის კავშირების დახმარებით ხოლო გუროს საკმაოდ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯა.
მათეს და გუროს მორიგი ვაჟკაცობა მხოლოდ გუროს სინდისს ისე შეეწერა, რომ ეს თავადაც კი ვერ გაიაზრა. მათეს მამა საკმაოდ გავლენიანი კაცი იყო და რა თქმა უნდა საკუთარი სისხლიდახორცისთვის ქვეყანა შეაწუხა, მაგრამ გუროსთვის? მხოლოდ დაპირება გაიმეტა და დრო, დრო რომელიც გისოსებს მიღმა საუკუნედ იწელებოდა.

- შურისძიება? - ჩაეცინა გუროს და გიორგის მზერა გაუსწორა. - იცი მაინც რამდენს დამიმატებენ?

- და შენ ის თუ იცი, რომ ბატონი დავითი სულაც არ აპირებს შენს მხარდაჭერას. - ბიჭმა დამცინავი მზერა შეავლო მეგობარს. - კარგი, რაც არის ეს არის. თავად ვცდი, თუ არაფერი გამოვიდა. ისევ ქვეყნიდან წავალ.

გიორგიმ დანანებით გაიქნია თავი და წამოდგომა დააპირა.

- თუმცა ჰო, იმ ბ**ს აღიარებითი ჩვენება ჩაწერილი აქვს. იცი მაინც რამდენ წლებს დაგიმატებენ, თუ ჩივილი გადაწყვიტა? - წასაწვლელად მოაემზადა, თუმცა ეშმაკურად ჩაეცინა, როგორც კი გურომ მისი შეჩერება სცადა.

- რა აქვს? საიდან? - გურომ აღარ იცოდა რომელ ერთზე ეკითხა. - დავითზე რა იცი? რა იცი რომ მხარდაჭერას არ აპირებს?

- მაგას კითხვა უნდა? რომ აპირებდეს ამდენი ხანი აქ იქნებოდი? - თვალები უფრო გაუწვრილდა გიორგის. - თავისი ბიჭი ხომ წამიერად იხსნა განსაცდელისგან. იფიქრე მეგობარო. - საჩვენებელი თითი თავზე მიიკაკუნა.

რამდენიმე წუთი ხმისამოუღებლად იჯდა და გიორგის აკვირდებოდა. არც თუ შორეულმა წარსულმა გაუელვა გონებაში. მათეს დანაშაულმა და საკუთარმა სასჯელმა. ახლა კიდევ ის პატარა გოგო იმ წვიამიანი წარსულიდან საბოლოოდ განადგურებდა, ზუსტად ისე, როგორც თავად მოუღო ბოლო, როგორც თავად გაანადგურეს. თუ მაინც ციხეში ამოლპობა ეწერა, რატომაც არა? მათესაც თან თუ გაიყოლებდა.

- საქმეში ვარ! - თქვა ცივი გამომეტყველებით. გიორგიმ კი ღიმილი შეაგება, თუმცა ვერც კი მიხვდა, რომ გუროს თამაშის საკუთარი წესები ჰქონდა. რომ გუროსთვის ახლა საკუთარი თავი იყო პრიორიტეტი და არა რომელიმე მათგანი.

***
რამდენიმე დღით ყველაფერი თითქოს ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. გიორგი მათესა და უჩას თვალსაწიერიდან გაქრა. მათემ კი აფთრის მხოლოდ ნახვა კი არა, მისი ხსენებაც შეწყვიტა. სიტუაციამ ქარიშხლის მომასწავლებელი მშვიდი სახე მანამ შეინარჩუნა სანამ ერთ საღამოს ყველაფერი მწყობრიდან არ გამოვიდა.

.........
უკვე საღამო იყო, როცა უჩა სამსახურიდან გამოვიდა, თუმცა ჯერ ისევ არანორმალური სიცხით იწვოდა ქალაქი. იქვე სადგომზე დაყენებულ მანქანაში ჩაჯდა, ღვედი გაიკითა და დაქოქვას აპირებდა, როდესაც ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანზე მათეს სახელი დაეწერა და უჩასაც მაშინ გაახსენდა, რისთვისაც ურეკავდა მეგობარი. ზუსტად იმ საღამოს რაღაც ხმაურიანი წვეულებით აპირებდნენ მათეს მამის კომპანიის მეთხუტმეტე წლისთავის აღნიშვნას. უჩას კი იმ წამს მხოლოდ დასვენებაზე და სიწყნარეზე შეეძლო ფიქრი, ამიტომ ზარს მოღუშულმა უპასუხა.
- უჩა ძმაო სად ხარ? - მათემ არაფრის თქმა არ აცადა. - იცოდე გელოდები.
- არ ვიცი მათე, ჯერ ეხლა გამოვედი ოფისიდან. - უჩამ საათს გახედა წვეულება უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო.
- არ დაიწყო ეხლა დავიღალეო და მეზარებაო იცოდე. - სიცილით უპასუხა ბიჭმა.
- ვნახოთ რაა, ვერ გპირდები, რომ მოვალ..
- მოკლედ, თუ მოიფიქრებ იცი სადაც ვართ და გელედობით.

ტელეფონი გათიშა თუ არა, უხმო რეჟიმზე გადაიყვანა და გვერდით სავარძელზე მიაგდო. მანქანა დაძრა და სახლისკენ წავიდა, დარწმუნებული იმაში რომ სახლში მისული სათანადოდ გამოიძინებდა, ან მინიმუმ სიმშვიდეში მაინც დაისვენებდა.
სახლის კარი შეაღო თუ არა საკუთარი და შეეფეთა წარბშეკრული. აშკარა იყო სახლიდან გასვლას ჩქარობდა.
- სად მიდიხარ დრამის დედოფალო? - უჩამ სიცილი ვერ შეიკავა მისი სახის გამომეტყველებაზე.
- დედაშენისგან და მამაშენისგან რაც შეიძლება შორს თორემ დავხოცავთ ერთმანეთს და ეგ იქნება. - ნატა კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
- ოჰო. როგორი თამამი გადაწყვეტილებაა... - ბიჭი სიცილს ვერაფრით იკავებდა.
- გარეთ ფეხი არ გაადგა ნატალიაა! - სამზარეულოდან გაისმა დედის ხმა, რაზეც უფრო მოიღუშა გოგონა, უჩამ კი უფრო უმატა სიცილს.
- დამშვიდდი ქალბატონო ლელააა.. მე გავიყვან, შემდეგ უკან მოვიყვან და ჩაგაბარებთ პატიმარს...
- უჩააა..! - დაიძახა ქალმა და და-ძმისკენ მომავალი ნაბიჯების ხმაც გაისმა.
- მიდი მალე სანამ მოგვისწრო. - უჩამ მხარზე უბიძგა სახე გაბრწყინებულ ნატას და სახლის კარი საჩქაროდ გაიხურეს.

- სად მივდივართ? - გოგონამ ღვედი შეიკრა თუ არა, მაშინვე კითხვები მიაყარა ძმას.
- უუმმ... სად წავიდეთ და მოდი რამე გემრიელი ვჭამოთ...
- აუუუ... რა დროს ჭამაა? - ისევ სასაცილოდ აიბზუა ტუჩი ნატამ.
- აუ არ უნდა მაგას, შენს გამო ჭამა კი არა სახლში ფეხის შედგმაც ვერ მოვახერხე ხომ ნახე. - ბიჭმა პატარა ბავშვივით აუჩეჩა თმები დას.
ნატა უჩასთვის მართლაც რომ პატარა ბავშვივით იყო. გოგონას იმ წელს დაემთავრებინა სკოლა და ახლა უკვე სტუდენტი ერქვა. მისი თინეიჯერული ასაკის გამო ადვილი იყო მისი სულ მცირედით გახარება. უჩამ კი თითქმის ყოველთვის იცოდა როგორ მოეტანა, თუნდაც სულ მცირე ბედნიერება მისთის. მანქანა დაძრა და ლამპიონებით განათებულ ქუჩებს გაუყვა.
- პიცა თუ უფრო მსუბუქი? - ეშმაკურად გააპარა თვალი დისკენ.
- აბა დავფიქრდეე... - ნატამ თვალები მოჭუტა და თმის კულული დაიხვია თითზე. - რა თქმა უნდა პიცაა! - მცირე პაუზის შემდეგ მხირალად შემოსძახა.
- არადა წეღან სულ არ გშიოდა...
- გეყოფაა! - ნატამაც ვეღარ შეიკავა სიცილი და მშობლებზე გაბრაზებაც სულ მიავიწყდა.

პიცერიიდან დანაყრებულები, დამშვიდებულები და კიდევ უფრო მეტად გამხიარულებულები გამოვიდნენ. პირდაპირ სახლისკენ გადაწყვიტეს წასვლა, რადგან ღამის პირველი დაწყებულიყო უკვე.
ღამის სასიამოვნო სიგრილე შემოდიოდა ჩაწეული მინებიდან, დინამიკებიდან კი რაღაც წყნარი მუსიკა ისმოდა, რომელიც საოცრად უხდებოდა გარემოს. ზუსტად იმ ქუჩაზე მოუწიათ გავლა, სადაც მათეს მამის კომპანიის წვეულება იმართებოდა. უჩამ თვალი მოავლო შენობას და მოულოდნელად, სულ წამიერად მოჰკრა თვალი გიორგის, რომელმაც კიბეებიი აირბინა და კარებში გაუჩინარდა. სვლა გააგრძელა, თუმცა გულმა არ მოუთმინა და ავტომობილი მოშორებით გააჩერა.
- რა მოხდა? - მინაბული თვალები ჭყიტა ნატამ.
- მისმინე! - სერიოზული სახით მოუბრუნდა უჩა დას. - აქ იყავი და სულ ერთი წამითაც არ გადმოდგა ფეხი მანქანიდან.
- კარგი.. - ნატა დაბნეულად დაეთანხმა.
- გესმის?
- კარგი, კარგი გავიგე. - ნატამ თავი მოაბრუნა და ეჭვით გააყოლა თვალი სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ძმას. მისი უცნაური შეშფოთებაც არ გამოჰპარვია.

უჩამ კიბეები აირბინა და კარი შეაღო. ხალხის ზუზუნი და მუსიკა ისმოდა ყველა მხრიდან. დიდ დარბაზივით ჰოლს კიბის ორი მომრგვალებული მწკრივი მიუყვებოდა აქეთ-იქიდან და ზემოთ ერთმანეთს უერთდებოდა. სწრაფად აიარა საფეხურები და ლამაზად ჩამოფარებული ფარდებს იქით ხალხით სავსე დარბაზს მოჰკრა თვალი. შესვლას აპირებდა როდესაც მისკენ მომავალი ორი იქ მომსახურე გოგონა შეამჩნია დერეფანში. სწრაფი მოქმედებით მოახერხა, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ერთ-ერთი გოგო იმაზე ბუზღუნებდა, რომ ვიღაც მოცლილმა დასალევი ვერანდაზე აიტანა. გოგოები ფარდის მიღმა გაუჩინარდნენ, უჩა კი მაშინვე ზედა სართულებისკენ წავიდა. თითქმის ვერანდამდე მისულს მოკლე ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი ნასვამი გოგო შეხვდა. ოდნავ ფეხარეულად და უხასიათოდ ჩაუარა გვერდით, ამღვრეული თვალებით გამოხედა უჩას ალმაცერად აათვალიერა, შემდეგ კი გზა გააგრძელა ისევ.
სანამ ვერანდაზე გავიდოდა ბიჭმა დერეფანი მოათვალიერა, შემდეგ კი კამათი და შელაპარაკება მოესმა. მათეს ხმა ამოიცნო, ნაბიჯი გადადგა წინ და იქ მყოფ გიორგის და მათეს მოკრა თვალი, თუმცა ისეთი დიალოგი გაიგონა ადგილზე გაშრა, ხელით კედელს მიეყრდნო და ერთადერთი რაც მოიფიქრა ის იყო, რომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
კარგად და გარკვევით ისმოდა მათი ხმები, ბიჭები წლების წინ მომხდარზე კამათობდნენ. ორივე ნასვამი იყო. საუბარი ციხეში მყოფ გუროსაც ეხებოდა. გიორგი ირონიით გამოირჩეოდა, მათე კი აგრესიით. უჩა დაბინდული გონებით ისე უყურებდა ამ სცენას როგორც მძაფრსიუჟეტიან ფილმს. სახეში დარტყმის ხმამ მოიყვანა გონს, თუმცა ზედმეტად გვიან, დაინახა არა უბედური შემთხვევა, არამედ გამიზნული მკვლელობა. მათემ გიორგი ვერანდიდან გადააგდო.

უჩამ, სანამ იქაურობას დატოვებდა ბოლოს რაც დაინახა ის იყო, რომ მათე იქვე პუფში ჩაჯდა და სასმელი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა. ქუჩაში ისე გამოვიდა არც კი ახსოვდა, როგორ გაიარა დერეფანი. გარეთ გამოსულს ღამის გრილი ჰაერი დაეტაკა სახეში, მაგრამ აზრზე მოსვლა მაინც ვერ შეძლო. ფეხარეული წავიდა მანქანისკენ. გარშემო გაფუჭებულ კადრებად იწელებოდა ქუჩა. ღრმად და მძიმედ სუნთქავდა როდესაც მანქანასთან მოვიდა. ავტომობილის კარი გამოაღო, მაგრამ ჩაჯდომის ნაცვლად გაჩერდა და უკან მიბრუნებაზე დაფიქრდა.
- რა ხდება სად გავარდი? - ნატა მისკენ გადმოიხარა, როცა პასუხი ვერ მიიღო და მის სახეს მოკრა თვალი, მიხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო.
- უჩა, კარგად ხარ? - ძმამ პასუხი ისევ არ გასცა, უძრავად იდგა და უკან იყურებოდა. ნატამ ღვედი შეიხსნა და მანქანიდან გადავიდა. - მშვიდობააა?
- მანქანაში დაბრუნდი! - ქუჩაზე თვალმოუცილებლად უპასუხა ბიჭმა. სადღაც შორიდან ოპერატიული სამსახურის სირენების ხმა გაისმა.
- რა ხდება ბოლო ბოლო? - თვალი მის მზერას გააყოლა, მისი გაფითრებული სახე ნატასაც აშფოთებდა.
- დაჯექი ნატალი და ცოტახნით ჩუმად იყავი. - უხეშად ჟღერდა უჩას ხმა. ნატა უკმაყოფილო სახით დბრუნდა მანქანაში. უჩამ ერთ წამს კიდევ უსმინა იმ არც თუ ისე შორიდან მოსულ ჩოჩქოლის ხმას, მერე კი თავადაც ჩაჯდა.
საჭეზე დაწყობილ ხელებს თავი დაადო. არ გამოუვიდა, მაგრამ მაინც სცადა ცოტა დამშვიდება. ნატას ფრთხილი შეხება იგრძნო მკლავზე და თვალები ძლიერ დახუჭა.
- უჩაა? - ჩურჩულით ჩაესმა გოგონას შიშნარევი ხმა.
უჩა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და დას გახედა, თუმცა მის ნაცვლად აფთრის სახე დაინახა, გოგონას თვალებში შიში და ტკივილი იდგა. ბიჭმა თვალები დახუჭა და ასე აარიდა მზერა.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. - თვალდახუჭულმა უთხრა, თუმცა ეს სიტყვები ნატაზე მეტად აფთარს ეკუთვნოდა.
ავტომობილი დაძრა და კანტიკუნტად მოძრავ სხვა მანქანებს შეუერთდა. მისი გონება ჯიუტად ბლოკავდა აზრს იმაზე, თუ რას იზამდა იგივე მის დას რომ შემთხვეოდა? გიორგი არა, მაგრამ მათე ხომ იცნობდა ნატას? მეგობარი, რომელიც სახლში დაუფიქრებლად შეუშვა, მეგობარი რომლისთვისაც შეეძლო, მხოლოდ საკუთარი კი არა, დის სიცოცხლეც კი ენდო... სიტყვა მეგობარი გამაღიზიანებლად პულსირებდა მის აზრებში და ჭკუიდან გადაჰყავდა საკუთარ სიბრმავეს. უეცრად ისეთი სიბრაზის მოზღვავება იგრძნო ლამის გაიგუდა, საჭეს რამდენჯერმე დასცხო ხელი თან ნატას მოურიდებლად მათეს მისამართის უშვერად შეიგინა. ამ მოულოდნელობისგან ნატა შეხტა და შიშისგან წამოიკივლა, თუმცა რამის კითხვა არც უფიქრია, უჩას სახის დანახვისას.

ნატა სახლში მიიყვანა, თუმცა თავად შინ შესვლა გადაიფიქრა. მარტო ყოფნა მინდაო მოიმიზეზა, კვლავ მანქანაში დაბრუნდა და კიდევ უფრო მეტად დაცარიელებულ ქუჩებს გაუყვა.
გონებაში მოსმენილის და ნანახის გადახარშვას ცდილობდა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც დალაგებული სახე მიიღეს. ახლა ნათელი გახდა მისთვის ამ სამეულის შორის გაჩენილი დაძაბულობის მიზეზი. ამ ყველაფერზე ფიქრისას აფთარიც გაახსენდა და ისევ საკუთარი და დაუდგა თვალწინ. საშინლად მძიმე მოეჩვენა ის ტვირთი რასაც აფთარი ამ წლების მანძილზე, მხოლოდ საკუთარი მხრებით ატარებდა. გაუცნობიერებლად სწორედ მისკენ მიმავალ გზას დაადგა. უკვე ფარეხის წინ იდგა, როცა ქალაქის აღმოსავლეთიდან მზის სხივები იწყებდნენ შემოღწევას. ფორთოხლისფრდ აელვარდა ზეცა. უჩა მანქანის ცხვირზე ჩამოჯდა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და განთიადს დააკვირდა. ძალიან ლამაზი იყო სამყარო მიძინებული ადამიანების ფონზე.
ნახევარსაათიანი ლოდილის შემდეგ საბურავების ხმა გაიგონა და მხარს ზემოდან გახედა მოახლოვებულს. აფთრის საღებავ აცლილი, ძველი პიკაპი მოადგა ფარეხს. გოგონა მანქანიდან გადმოვიდა და უჩას დანახვაზე გარემოც მოათვალიერა, იმაში დარწმუნებულმა, რომ იქ სხვა არავინ იყო, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბიჭს.
- აქ რას აკეთებ?
- შენი ნახვა მინდოდა, თან მაინტერესებდა როგორ იყავი.
- კარგად ვარ. შეგიძლია წახვიდე. - გოგონამ მხრები აიჩეჩა და სახელოსნოს გასახსნელად გაემართა.
- არა!
- არა? - თვალმოჭუტულმა გამოხედა ბიჭს. - ხომ გაიგე, როგორც ვარ..
- კი გავიგე, თუმცა.. - უჩა აფთარს შეჰყვა გაღებულ სახელოსნოში.
- თუმცა რა?
- შენთვის.. - შესაფერისი სიტყვების მოძებვნა გაუჭირდა თითქოს. - უფრო სწორად შენთან საუბარი მინდოდა და ვიცოდი კიდეც ზუსტად რისი თქმაც მსურდა, მაგრამ ახლა ვერ ვხვდები რა როგორ ვთქვა.
სამუშაოდ საჭირო ნივთების ძებნა შეწყვიტა აფთარმა და ეჭვისთვალით დააკვირდა უჩას. უცნაური წინათგრძნობა დაეუფლა, თითქოს უკვე ხვდებოდა, თუ საით წავიდოდა საუბარი.
- ზუსტად რა გინდა ჩემგან?
- მინდა, რომ დაგეხმარო. ვიცი რაც..
- არ მჭირდება დახმარება, - სიწტყვა გააწყვეტინა აფთარმა. - წადი და თავი დამანებე! - ბრაზი გაერია ხმაში.
- რატომ არაფერი თქვი? ხომ შეგეძლო ჩემთვის გეთქვა? მესმის, რომ არავის ენდობი მაგრამ..
- უნდა მეთქვა? - აფთარი მოულოდნელად განრისხდა და ხმას აუწია. - არა, იქნებ ჯობია შუბლზე დავიწერო, ან უკეთესი, ფარეხის წინ დიდ ბანერზე გამოვაკრავ ჩემზე ძალადობის ამბავს და მერე ყველა აქ მოსულს მოვუყვები დეტალებს!
- დამშვიდდი!
- წადი და შენი ძმაკაცები დაამშვიდე! სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია..
,,შენ მეტად მნიშვნელოვანი ხარო,, უნდოდა ეთქვა ბიჭს, მაგრამ მისი სიცხარიდან გამომდინარე, უბრალოდ ვერაფერი თქვა. მხოლოდ ის შეძლო, რომ როდესაც აფთარი ფიზიკურად ცდილობდა მის ფარეხიდან გაძევებას ხელები გაუკავა და სცადა შეეჩერებინა.
- ხელები მომაშორე! - ცივად შეუღრინა აფთარმა.
- კარგი, კარგი. - უჩამ ნელნელა უკან დაიხია და ფარეხიდან გავიდა. - ერთ რამეს გთხოვ. სისულელეს ნუ ჩაიდან.
აფთარს ირონიულად ჩაეცინა. სასაცილოდ მოეჩვენა, უსინდისო ცხოვრებაში, კეთილსინდისიერების შენარჩუნება, შურისძიების მაგივრად.
- უბრალოდ სულ ცოტა დრო მომეცი, და პირობას გაძლევ, სათანადოდ დაისჯებიან. - უჩა პასუხს აღარ დალოდებია ისე გაეცალა იქაურობას. ინსტიქტურად ჯიბეში ჩადებულ ტელეფონს მიადო ხელი. სიმართლის გაჟღერების დრო იყო. აფთარმა თვალი გააყოლა ბიჭს. უჩა დროს სთხოვდა, დროს რომელიც აფთარს არასდროს ჰქონია, დროს რომელსაც ვერაფრის გამო ვეღარ დაკარგავდა.
- მაპატიე , მაგრამ ვერ დაგიცდი..
მისი სიტყვების გათვალისწინების ნაცვლად, მიხვდა, რომ მოვლენების დაჩქარება მოუწევდა.



საჭისთვის თითების გათეთრებამდე ჩაეჭიდა ხელები. გონება გაფანტული მართავდა მანქანას. თვალი ტელეფონის ჩასადებისკენ გააპარა, თითქოს ამოწმებდა ისევ იქ იდო თუ არა სადაც საიმედოდ მოათავსა. ხმაგამორთული ტელეფონის ეკრანზე ნატალის აციმციმებულ სახელს მოკრა თვალი. პასუხისგან თავის არიდება უნდოდა, მაგრამ მათ განერვიულებად არ უღირდა. ამიტომ ხმამაღალზე ჩართო და ისე უპასუხა:
- გისმენ ნატალი.

- უჩა სად ხარ? როგორ ხარ? - მაშინვე გაისმა გოგონას აღელვებული ხმა.

- მალე მოვალ..

- კარგი იქნება, რადგან აქ მათეა და შენ გელოდება.

- მათე? - ჩახლეჩილი ხმით გაიმეორა მისი სახლი.

სიჩქარეს მოუმატა. სუნთქვა უჭირდა ბრაზისგან. ყველაფერზე ერთად ფიქრობდა და სწორედ ეს ფიქრები აკარგვინებდა მოთმინებას. ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავზე ბრაზობდა, როგორ.. როგორ დაუშვა.. დაბრმავებულიყო და ვერ შეემჩნია.

მანქანა სახლის ფანჯრებქვეშ გააჩერა. სულმოუთქმენლად აირბინა საფეხურები და ჩაკეტილ კარზე რამდენჯერმე გამეტებით დააკაკუნა.

- რა იყო შვილო, ჩამოიღე ბარემ. - კარი დედამ გაუღო. უჩა ისე შევარდა სახლში პასუხი არ გაუცია. - რა მოხდა უჩა რა სახე გაქვს? - დედის თვალს არ გამოპარვია მისი წაშლილი სახე და ჩაშავებული თვალები.

- ნატა სად არის? - მისაღების შემდეგ, მისი საძინებელიც შეამოწმა სანამ პასუხს მიიღებდა.

- მაღაზიაში გავიდა. დაწყნარდი რა მოხდა? - ფეხდაფეხ მიჰყვა შვილს უკან.

- ვერ მოითმენდით? - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და კონტაქტებში მათეს ნომერი მოძებნა. - მათე სად არის?

- მათეც წავიდა..

ავტომოპასუხე იუწყებოდა ნომრის გათიშვის შესახებ.

- ნატას დაურეკე. სასწრაფოდ სახლში მობრუნდეს. - თვითონ მათესთან დაკავშირებას ცდილობდა. ფერწასულმა დედამ ანიშნა ზარი გავიდაო. კარში გავარდნილმა კი გაიგონა როგორ ეუბნებოდა სახლში მოდი რაღაც მოხდაო.

ეზოში გასვლამდე, სადარბაზოშივე შეეჩეხა დას. ნატას როგორც ჩანდა მოესწრო მაღაზიაში შესვა, ხელში ცელოფანი ეკავა და დაბნეული შეჰყურებდა უეცრად გამოჩენილ უჩას. ბიჭმა შვებით ამოისუნთქა და ისე მოეხვია, თითქოს საუკენე არ ენახა.

- დავიხრჩვი. - ნატას ხმა მოგუდულად გაისმა. - კარგად ხარ?

- ჰოო. - ამოსუნთქვას ამოაყოლა პასუხი.

- დედამ, რომ დარეკა უკვე სახლთან ვიყავი. მშვიდობაა? საშინელი ხმა ჰქონდა. - ქვემოდან ამოხედა იმ იმედით, რომ მის თვალებს წააწყდებოდა და იქ იპოვნიდა პასუხს.

- მათეს რა უნდოდა?

- არ დაუბარებია, უბრალოდ გიკითხა. ვერ დავურეკეო. - უპასუხა და მისი მკლავებიდან განთავისუფლდა. - მიდიხარ?

- ჯერ სახლში ავიდეთ. - ცელოფანი გამოართვა და კიბისკენ მიმავალი გზა დაუთმო.
...

უჩას წასვლის შემდეგ, ფარეხში დაბრუნებულმა აფთარმა საჭირო ნივთებს მოუყარა თავი. რაც საეჭვოდ მიიჩნია ყველაფერი ერთად მოაგროვა. ზუსტად არ იცოდა უჩას გეგმების შესახებ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ საღამომდე ჰქონდა დრო. როცა ყველაფერი ავტომობილში ჩაალაგა, ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, თვალებ გაფართოვებული დააჩერდა ინფორმაციას ახალგაზრდა მამაკაცის უბედური შემთხვევის შესახებ. შენობიდან გადმოვარდნილ მსხვერპლზე სტატიას გარდაცვლილის ფოტო ჰქონდა დართული.

- არა! - გონებაში მოვლენების დაწყობას შეუდგა. თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? მათე გააკეთებდა, მაგრამ უჩასთან საუბრის მერე ფიქრობდა, რომ მასაც ჰქონდა მოტივი. -შეუძლებელია.. ის ხომ..

- არის აქ ვინმე?

გარედან შემოსულმა ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან. ტელეფონი მაგიდაზე დადო და დაპროგრამებულივით გავიდა გარეთ. ფარეხთან სრულიად უცხო ადამიანი იდგა, მანქანის შესაკეთებლად მოსული. აფთარმა გამშრალი პირით ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა. - დღეს არ ვმუშაობ. ელექტროობის პრობლემა მაქვს. - დაინახა როგორ გაექცა კაცს თვალი ფარეხში ანთებული ნათურისკენ. - ძალა არ ჰყოფნის. - თავით ანიშნა იმედგაცრუებულ მომხმარებელს.

მისი წასვლისთანავე ინფორმაციას მიუბრუნდა. თავი დამნაშავედ იგრძნო, თუ ეს უჩას ნამოქმედარი იყო, მაშინ ძალიან დაიგვიანა. ხელები კეფაზე შემოიჭდო და თვალები დახუჭა. წამიერად მასთან დარეკვაც მოუვიდა აზრად, მაგრამ ტელეფონით მომხდარზე ვერაფერს კითხავდა. არავინ იცოდა რას უსმენდნენ და ვისთან.

- არის აქ ვინმე? - იგივე კითხვამ გაიჟღერა გარედან. კბილები ძლიერ დააჭირა ერთმანეთს და სიმწრით ამოისუნთქა. ზურგსუკან ნაბიჯების ხმაც მოესმა.

- ხომ გითხარით, რომ.. - წინადადება გაუწყდა შებრუნებულს. სახელოსნოში ორი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. ცალი წარბი ასწია დაეჭვებით და ორივე გულდასმით შეათვალიერა. არაფრით იყვნენ გამორჩეულები, აღნაგობაც კი არ ჰქონდათ ზედმეტად სპორტული. შედარებით წინ მდგომი სიგარეტს ეწეოდა და კვამლს მოურიდებლად აფრქვევდა. აფთარს ზიზღით დაებრიცა ტუჩები.

- აფთარი შენ ხარ? - უკან მდგომა კითხვა დაუსვა. გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი. - იცი ჩვენ ვინ ვართ?

- რა კითხვებს უსვამ ბიჭო, საიდან ეცოდინება? - წინამ არასასიამოვნო ხმით დაუბრუნა პასუხი გოგონას ნაცვლად.

- ხოდა ავუხსნათ. - უკან მდგომის სიტყვები ბრძანებას უფრო გავდა.

- გურომ გამოგვგზავნა, იცი არა ვინცაა? - ტელეფონის განათებულ ეკრანს გახედა კაცმა - შენ ჩადენილს ეცნობი?

აფთარმა ინტერესით შეკრა წარბები. გიორგის მკვლელობაზე საუბრობდა ეს საშინელი კაცი, მაგრამ აფთარს რატომ ადანაშაულებდა ვერ მიხვდა. ამ კითხვაზე პასუხს დიდხანს არ დაუყოვნებია.

- გიორგის მართალი უთქვამს, თუ რამე მომივა მისი ბრალი იქნება, დამემუქრაო. - აფთარს თავისდაუნებურად ღიმილი გაეპარა სახეზე. სასიამოვნოდ ჩაეღვარა მოსმენილი ტანში. მოსალოდნელი საფრთხის შიში თავადაც კარგად იცოდა. სწორედ ამიტომ ესიამოვნა გიორგის გულში ახლადდაბადებული დიდთვალება არსება სახელად შიში და არამარტო გიორგის გულში. - იცინი კიდეც?! - სტუმარმა წარბი მაღლა აზიდა.

- გეყოფა ლაპარაკი, ხომ იცი მის გარდა კიდევ გვყავს გასაჩუმებელი ვიღაც. - ჩაილაპარაკა უკან მდომმა და ფარეხის გარეთ მოათვალიერა გარემო.

მის სიტყვებზე სახე მოექუფრა აფთარს. ,,კიდევ ვიღაც,, უჩას მოშორებად ჩათვალა.

- იქნებ ასე არ გვეჩქარა მისი მოშორება? - კაცმა ფეხებიდან აათვალიერა აფთარი და ტუჩები ამაზრზენად მოილოკა. - მართლა პატარა და ლამაზი ყოფილა.

მზერა მის თვალებზე შეაჩერა და აფთარმაც ღიმილიანი სახით მის თვალმოუცილებლად ხელი იმ მაგიდისკენ წაიღო, სადაც ტელეფონი იდო.

- არც გაბედო ტელეფონს შეეხო! - გამაფრთხილებლად გაუშვირა სიგარეტიანი ხელი კაცმა.

- შეცდი. - აფთარს უფრო ფართოდ მოედო სახეზე ღიმილი და...

სახელოსნოში გატარებულმა რამდენიმე წლმა, თითქოს შეასისხლხორცა იქაურობას. თვალდახუჭულს შეეძლო, ნებისმიერი იქაური წერტილის აღქმა და ნივთების მოძებნა. თერთმეტი წლის უკან, ისედაც მძიმე ტვირთით დამძიმებულს, მალევე ახალი გამოცდა შეხვდა. ოცი წლისამ როცა უნივერსიტეტის პირველ კურსს ამთავრებდა მამაც დაკარგა. სამსახურში უბედურ შემთხვევას შეეწირა კაცი. არ დაცული უსაფრთხოების კიდევ ერთი მსხვერპლი თანამშრომელი. ვერაფერი გააწყო გოგონამ, როცა ტრაგედიის დეტალები და უასფრთხოების წესების დარღვევა სამუდამოდ გაჩუმებულ მამას მიაწერეს. არანაირი დახმარება და გვერდში დგომა არ მიუღია აფთარს მომხდარის გამო და მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ ამოტრიალდა.
გადასახადების გულისთვის გაყიდული სახლი.
ოცნებად ქცეული პროფესია.
თავის გადასარჩენად შეძენილი იაფფასიანი ფარეხი.
ფეხზე წამოსადგომად, გათენებული ღამეების ხარჯზე ნასწავლი საქმე და წლებთან ერთად მიღებული თვითგადარჩენის უნარი.

.....

წამის მეასედში, ისე რომ კაცმა ხელის გაწევაც ვერ მოასწრო, საწვავის აალებული შხეფები გაიფრქვა ფარეხში.
- შენი დედაც ... - დაიღმუვლა უცნობმა და საკუთარ ცეცხლმოდებულ ხელს მეორე ხელი წააშველა.

უკან მდგომი აფთრისკენ გამოიწია, მაგრამ აელვარებული მეგობარი უხეიროდ ჩაუდგა წინ. რამდენიმე წამით ისარგებლა გოგონამ და თავდასაცავად სხვა ნივთს დაწვდა. ბრძოლა თითქმის გათანაბრდა, სანამ ერთი მათგანი ცეცხლს ებრძოდა.

სახელოსნოში დამწვრობის და სისხლის სუნი დატრიალდა, თითქოს ეს აღაგზნებდა აფთრის შინაგან მხეცს. თვალები უელავდა, მასში წლების მანძილზე დაგროვილი შურისძიება შემაკავებელი ჯებირებიდან წვეთავდა და სადაც იყო სულ გადმოანგრევდა დაუდევრად ნაშენებ თავშეკავებას.

თავდამსხმელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მათსა და აფთარს შორის გაცვლილი როლები. ახლა ის ნადირობდა, არა მხოლოდ სხეულით, არამედ მთელი საკუთარი არსებით.

მუჭში მოქცეულ მეტალის ხელსაწყოს თითები ძლიერ მოუჭირა და პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდა, თავდაცვის პოზიცია სადღაც გამქრალიყო. მოახლოვებულ კაცს გამეტებით მოუქნია ხელი, თუმცა მსხვერპლი გაუსხლტა.
- შენი ჭკუით რას აკეთებ? - კაცმა დამცინავად ჰკითხა, თან თვალი მეგობრისკენ გააპარა რომელსაც ცეცხლის ჩაქრობა მოეხერხებინა, მაგრამ ტკივილისგან თითქოს გონზე მოსვლას ვერ ახერხებდა.
- თვალი არ მომაცილო ნაბი***** - კბილებში ავად გამოსცრა აფთარს, მანამ იარაღად გათვლილი ქანჩი ფეხებთან მიუგდო. შემცბარმა, თუ გაკვირვებულმა კაცმა სულ წამიერად მიაყოლა მზერა ნასროლ ნივთს, აფთარმა კი დრო იხელთა მოხერხებულად ახტა ზემოთ ჩამაგრებულ ძელზე, რაც ავტომობილების ასაწევად იყო გათვლილი, მაგრამ აფთრისთვის ზოგჯერ სავარჯიშო ფუნქციასაც ითავსებადა. ორივე ფეხი მკერდში მიარტყა ყურადღება გაფანტულ მეტოქეს და წაქცეულს ზედ მოექცა. სიზუსტით და სისწრაფით აყენებდა დარტყმებს. ვერც კი გააცნობიერა რამდენად ესიამოვნა სახეზე შეშხეფებული სისხლის წვეთები. ცოტაც და სიკვდილამდე მიიყვანდა, მაგრამ მეორე აზრზე მოსულიყო, თმით დაიჭირა და გარეთ გაათრია.
ტკივილი არ უგრძვნია აფთარს, ის მხოლოდ მომენტს ელოდა თავი გაენთავისუფლებინა. კაცმა ფეხზე წამოაყენა, მერე კი იმ მანქანის ცხვირზე დაახეთქა სახით, რითაც ის და თავის მეგობარი მოსულიყვნენ.
გოგონამ ტუჩის გახეთქვა იგრძნო და პირში ჟანგის გემო ჩაუგუბდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია თმაში ჩავლებული ხელის გამო, დარწმუნებულმა იმაში, რომ შეცდომას დაუშვებდა მოწინააღმდეგე.
- ახლა მოკვდები შე ბო**. - ყურთან ჩასძახა ჩახლეჩილი ხმით და ზუსტად ამ მომენტში გაუშვა ხელი, რათა ზურგს უკან ქამარში ჩაჩრილი იარაღი ამოეღო.

სწორედ ამ შეცდომას ელოდა აფთარი, სწრაფად შემობრუნდა და მთელი ძალით მოქნეული ფეხი ყველაზე მტკივნეულ ადგილზე ამოარტყა. ნაცნობი სიმწრის ღმული ამოუშვა კაცმა ყელიდან და ჩაიკეცა. იარაღიანი მკლავით მიწას ეყრდნობოდა, ხოლო დამწვარ ხელს მტკივან ადგილას იჭერდა.
აფთარმა სისხლი გადააფურთხა და ტუჩები მოილოკა. ისე დასცქეროდა ზემოდან კაცს როგორც რაღაც საშინლად საზიზღარ სანახაობას, მერე ნაბიჯი გადადგა და იარაღიან თითებზე ფეხი დააჭირა, დაჩოქილმა უფრო მტკივნეული ხმა ამოუშვა.

- მოვკვდები ნაბი***, მაგრამ ჯერ საქმე მაქვს. - თვითონაც დაიხარა აფთარი და სახეაწითლებულ კაცს თვალებში ახლოდან ჩახედა. ინტერესი კლავდა, თუ რა დახვდებოდა იქ. ერთ ხანს ისე აკვირდებოდა, თითქოს და სიბრალულმა სძლიაო, მაგრამ თვალები მოჭუტა. თითებიდან იარაღი გამოაცალა, ფეხზე წამოდგა და სანამ ფარეხისკენ წავიდოდა, ისევ ზემოდან დახედა.
- შემომხედე.. შემომხედემეთქი! - დაუყვირა როცა პასუხი ვერ მიიღო. კაცმა ძლივს წამოსწია სახე.
გოგონას ჩრდილი უფარავდა მზეს, ამიტომ მის სახეს ვერ ხედავდა ქვემოდან, მაგრამ გრძნობდა, რომ დრო იყო თხოვნის.
- ამას ნუ იზამ, - გამშრალი ყელით ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
- რას?
- იცი რასაც. ადვილი არაა კაცის მოკვლა. - კაცს თვალები დამრგვალებოდა, ძნელი სათქმელია შიშისგან, თუ იმედგაცუებისგან.

ტანში გააჟრჟოლა, როდესაც ისევ დაიხარა აფთარი და სახე სახესთან ახლოს მიუტანა. სიამოვნების ღიმილი დაჰფენოდა მის ტუჩებს.

- ამიტომ, შენ მომეხმარები.. - დაიჩურჩულა გოგონამ.

მერე იარაღის მუქარით კაცი ისევ ფარეხში დააბრუნა, იქ სადაც მისი მეგობარიც ეგულებოდა.
გარედან არ ჩანდა რა ხდებოდა იქ, რადგან ჯერ ისევ ტკივილის სუნით გაჟღენთილი კვამლი იდგა.
მათი შესვლიდან რამდენიმე წამში, გინების ხმა გაისმა, რასაც იარაღის გასროლა მოჰყვა...
ერთი... ორი... სამი....

ფარდებ ჩამოფარებულ ჩაბნელებულ ოთახში საკუთარ საწოლზე იწვა, თვალები ჭერისთვის მიეპყრო და ფიქრებს ისე გაეტაცა, ალბათ ბომბის აფეთქებასაც ვერ გაიგებდა, თუმცა ბომბი უკვე აფეთქებული იყო. ეს ხომ თავად ჩაიდინა?! შინაგან მყეფავ მხეცს ხომ თავად შეხსნა საბელი, სისხლის გემოც ხომ საკუთარი ხელით აგემა. ახლა კი იწვა და მშვიდად ფიქრობდა, ოღონდ არა მომხდარზე, არამედ მოსახდენზე. სიმშვიდე კარის შემოხსნამ დაურღვია. კარისკენ გახედვით თავი არ შეუწუხებია, ისედაც კარგად იცოდა ვინ დახვდებოდა იქ.
- გაგიჟდი არა? სულ გამოს*** ხომ? - კარში შემოსულს ხმაზე ეტყობოდა, რომ ცოტა უკლდა გაცოფებამდე.
- რა გინდა მამა? - მათემ თვალები დახუჭა და თითქმის ხილულად გამხდარი ფიქრებიც უმალვე გაქრა.
- რა მინდა? მე რა მინდა? - დავითი საწოლს მიუახლოვდა და შვილს ზემოდან დახედა. - შენ თვითონ რა გინდა მათე? დებილად გაგზარდე? მიპასუხე.
- გეყოფა თავი დამანებე!
- თავი დაგანებო? - კაცმა ბრაზით გამოცრა კბილებში. - ახლა უნდა დაგანებო თავი? შენ ჩაჯ**** რომ ვწმენდ, მაშინ რატომ არ მეუბნები თავი დამანებეო, ამის დედაც!
- რა გინდა ჩემგან? - მათე ყვირილით წამოიჭრა ფეხეზე.
- ხმას დაუწიე...
- შემთხვევით მოხდა გესმის? შემთხვევით!
- რომელი ერთი მოხდა შემთხვევით? მკვლელობა? გაუპატი***? ყაჩაღობა? - სიბრაზეს დავითიც ვეღარ იმორჩილებდა.
- წადი თქვენი დე.... - სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო ისე მწარედ მოხვდა მამის ხელი.
მათე ადგილზე შებარბაცდა, სიტუაციის გააზრებისთანავე მანქანის გასაღებს სტაცა ხელი და კარისკენ წავიდა.
- არ გაბედო გარეთ გასვლა! - დავითმა სცადა მისი შეჩერება, მაგრამ ადვილად დაუსხლტა შვილი ხელიდან.
- ზურგს ვერ შემაქცევ! მათეეე!... - პასუხად გასასვლელი კარის მიჯახუნება მიიღო მხოლოდ.
მკლავები უღონოდ ჩამოუშვა ძირს და შვილის საწოლზე ჩამოჯდა. ფილტვებში ჩაშვებული ჰაერი ღრმად ამოისუნთქა და სახეზე დაისვა ხელის გულები. სილის გაწვნასავით მწარე იყო რეალობა და იმის გაცნობიერება, რომ შვილი მხოლოდ ახლა კი არა, უკვე მერამდენედ გაუსხლტა ხელიდან. განა შეეძლო მიღება და აღიარება აღზრდის პერიოდში დაშვებული შეცდომების? არა, ჯერ ისევ ახერხებდა ამ წვრილმანების გამართლებას.
თავგანწირვით იცავდა მათეს სახელს, საკუთარი შეცდომებივით ამართლებდა მის საქციელსაც. კიდევ ერთი პრობლემა უნდა მოეგვარებინა, კიდევ ერთი და იქნებ ეს ბოლო ყოფილიყო. იქნებ ეს ყოფილიყო ბოლო.

- ოხ მათე, მხოლოდ შენ თუ მოუღებ ბოლოს ჩვენს ცხოვრებას.

....................
მათე გაცოფებული მიუჯდა საჭეს. ჯიბიდან გათიშული ტელეფონი ამოიღო, მის ჩართვას არ დალოდებია, სიგარეტს მოუკიდა და უმისამართოდ დაძრა მანქანა. ახლა მთავარი იყო სახლს გაცლოდა. უჩას ნახვამაც გაუელვა გონებაში, მაგრამ სწრაფად გადაიფიქრა. იცოდა, რომ მასთან შეხვედრა ჩხუბს გამოიწვევდა, თუმცა როგორც მამამ დაარიგა ახლა ეგ არ აწყობდათ. რადგან რესტორნის კამერებში უჩა ჩანდა. უჩა რომელიც მთელ ამ ამბავში მსხვერპლი გახდებოდა, ბრალს მარტივად წაუყენებდნენ. განა გუროც ასე არ გაწირა მამა-შვილმა?
ჩართულ ტელეფონში შემოსულ უპასუხო ზარებს თავი აარიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა უჩა დამშვიდებას არ აპირებდა. ისევ და ისევ განაგრძობდა რეკვას.
- გისმენ. - უგულოდ უპასუხა მეგობარს.
- სად ხარ? უნდა გნახო!
- რამე მოხდა? - მათეს ცივი ხმა ჰქონდა, თითქოს არაფერი იცოდა, თითქოს არაფერი მომხდარა.
- სკვერში ჩამოდი, უნდა გნახომეთქი. რა მოხდა მაგას შენ თვითონ მეტყვი. - მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა. მათემ სიმწრით ამოიოხრა და შეხვედრის ადგილისკენ გაემართა.

უჩამ მათესათან საუბრის შემდეგ აფთარს დაურეკა, მაგრამ წინასწარ ხვდებოდა, რომ ის არ უპასუხებდა მის ზარებს, ამიტომ რამდენიმე შეტყობინება დაუტოვა. სთხოვდა სისულელე არ ჩაედინა, არწმუნებდა, რომ ყველაფრის მოგვარებას შეძლებდა. არწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მხოლოდ ერთხელ გაღებულ ნდობას ითხოვდა.

იმ მიყრუებულ სკვერში მისულმა, შორიდანვე შეამჩნია მათეს სილუეტი. სწრაფი ნაბიჯით დაფარა მანძილი. ფეხის ხმაზე მათემაც გამოიხედა.
- რა გინდა უჩა? რა პრობლემა გაქვს? - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ სახეში დარტყმა მიიღო. ჯერ ხომ მამამისის ნათითურების სიმწარესაც არ გაევლო.
- რას აკეთებ? ამის დედაც... - მტრულად მოუბრუნდა უჩას, თან ხელის ზურგი სისხლიან ცხვირზე გაისვა.
- ნაბიჭ***ო! - უფრო გავეებით ეცა უჩა, საყელოში ჩაავლო ერთი ხელი მეორეთი კი გამეტებით ურტყამდა. - ეს როგორ გაბედე?
ლანძღავდა, კითხვებს უსვამდა, თუმცა არცერთი პასუხის მოსმენა არ სურდა. მათეც მოეგო გონს და პირვანდელი მეგობრული კავშრი ბრძოლის ველს დაემსგავსა. უჩა დაემუქრა, რომ პასუხის აგებინებდა წაქცეული მათე მიატოვა და წასვლა დააპირა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო, შემდეგ ძლიერი ჩარტყმა იგრძნო. კისერში თბილ ნაკადად ჩაეღვარა სისხლი და გონება დაკარგა. მათემ ბალახებში ნაპოვნი ქვა შორს მოისროლა, უჩას ზურგი უყოყმანოდ აქცია და სკვერი უკანმოუხედავად დატოვა.

საღამო იყო. ჩაბნელებულ ოთახს კედლისხელა ტელევიზორი ანათებდა. მათე სავარძელში იჯდა. სახეზე ყინულის ნატეხებით სავსე ქისას იდებდა და თვალებდახუჭული ყურს უგდებდა რომელიღაც არხზე გადმოცემულ საინფორმაციოს. ქალი ცივი ხმით ყვებოდა სკვერში მომხდარ ამბავზე. სადაც თავში მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა კაცი იპოვნეს სკოლიდან გაპარულმა ბავშვებმა.

მამქანის ცხვირზე ფეხმორთხმით იჯდა აფთარი და მზის ბოლო სხივებით სუსტად განათებულ ქალაქს ზემოდან გაჰყურებდა. მის სიჩუმეს მხოლოდ უჩას დატოვებული ხმოვანი შეტყობინებები არღვევდა. რაღაც ჩახვეული სიმღერასავით , ისევ და ისევ თავიდან ამეორებდა დასრულებისთანავე. უკვე სიტყვასიტყვით იცოდა შეტყობინებაში წარმოთქმული ყოველი თხოვნა, რჩევა და დარიგება.
ქალაქი ლამპიონების შუქმა გაანათა, აფთარმა ტელეფონი აიღო, უკვე წასვლას აპირებდა, რომ სიახლეებს მოკრა თვალი. სუნთქვა ჯერ დაუმძიმდა, ისევ იგრძნო ყელში შემხუთველად წაჭერილი ხელები. გამწარებით დაარტა მუშტად შეკრული თითები საღებავაქერცლილ ავტომობილს.
შემდეგ კი შეეცადა თავს მორეოდა, გუდვას აღარ გრძნობდა, მაგრამ ბრაზი და შურისძიების მძაფრი სურვილი უსერავდა გონებას.

ტელევიზორის ოთახიდან საკუთარ საძინებელში გადაენაცვლებინა მათეს. საწოლზე კვლავ გულაღმა იწვა და ჭერს აშტერდებოდა, ძნელი სათქმელია რას ფიქრობდა იმ წუთას, მაგრამ მის სახეზე გადავლილი მკრთალი ღიმილი მოწმობდა, რომ რაღაც სასიამოვნო უელავდა გონებაში. ფეხზე წამოდგა, გაფრთხილების მიუხედავად ისევ დატოვა სახლი და გეზი საავადმყოფოსკენ აიღო.

პალატაში ჩუმად შეპარული აფთარი უჩას საწოლთან იდგა. რა თქმა უნდა არ გასჭირვებია თეთრი ხალათის მოპოვება, რითიც ნაკლებ ყურადღებას მიიქცევდა. უცნაური გრძნობით დაჰყურებდა უგონოდმყოფ ბიჭს. აპარატი მონოტონურად წრიპინებდა და უჩას სხეულს ჰაერით ამარაგებდა, ამიტომ არაბუნებრივად მოძრაობდა მისი მკერდი. სახეზე დააკვირდა და მეტისმეტად ფერწასულად მოეჩვენა. თითქოს სიცოცხლის ნიშანწყალი საერთოდ არ ეტყობოდა. სუნთქვა აუჩქარდა, ყველაფრის მიმართ უნდობმა მონიტორსაც ეჭვით გახედა, სადაც პულსის ნიშნული ციმციმებდა. ფრთხილად წაიღო ხელი საძილე არტერიისკენ. თვალები მილულა და გაეღიმა, როცა თითებზე საპასუხოდ სუსტი დარტყმა იგრძნო. განძრახ დატოვებული შეხსნილი კარიდან ნაბიჯების ხმა შემოესმა, მაშინვე გონს მოეგო და წამებში მოასწრო პალატის საპირფარეშოს კარში შეყუჟვა, რომელიც შემოსასვლელი კარის გვერდით იყო.
პალატაში ფრთხილი ნაბიჯით შემოაბიჯა მათემ. წვრილი ღრიჭოდან მოთვალთვალე აფთარი მართლაც ჩასაფრებულ ნადირს გავდა. მათეს ისე უმზერდა, იფიქრები ნებისმიერ წამშ შეიძლება ყელი გამოჭ*რასო.
- ეს რა დღეში ხარ მეგობარო? - მათეს ხმაზე აფთარმა სმენა დაძაბა. - რის მიღწევას ცდილობდი მუქარით?
აფთარმა სუნთქვაც კი შეცწყვიდა და ფრთხილი მოძრაობით ამოაცურა ჯიბიდან ტელეფონი.
- რა არის ცხოვრება არა? შენ მემუქრებოდი და ახლა შეხედე დამოიკიდებლად სუნთქვაც კი არ შეგიძლია. - ჩაეცინა თავი დანანებით გაიქნია. - მეგონა სკვერშივე ჩაძაღ**ებოდი, მაგრამ არც ახლაა გვიან. - მათე წელში გასწორდა და ის იყო აპარატისკენ შებრუნდა, რომ
- შენი აზრით რას აკეთებ? - ზურგსუკან გაგონილ ხმაზე ადგილზე გაიყინა და ნელა შემობრუნდა.
- აფთარო?!

ერთმანეთს უხმოდ გაუსწორეს მზერა. აფთარი უყურებდა, აკვირდებოდა და მზად იყო მისი ერთი არასწორი მოძრაობისთანავე მიეღო ზომები. სიჩუმე მათემ დაარღვია.
- აქ რა გინდა? - გოგოს უჩასკენ გაპარული მზერა დაიჭირა და ჩაეცინა. - ხო, რა თქმა უნდა სათამაშო გაგიტყდა და მაშინვე გამოიქეცი. დასანანია.
- ისე როგორ ახერხებ ყოველთვის იქ ყოფნას სადაც შენი ადგილი არ არის? - მათე საუბარს განაგრძობდა.
- სამშაბათს. ღამის თორმეტ საათზე. თბილისის ზღვაზე. - მათემ დამცინავად შეავლო თვალი გოგოს.
- რაა?
- ახლა წადი და აქ დაბრუნება არ გაბედო!
- მემუქრები? - ბიჭი უფრო მიუახლოვდა უჩას საწოლს მოპირდაპირე მხრიდან.
- გაფრთხილებ. - აფთარმა თვალები ავად დააკვესა.
მათე კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, რომ პალატის კარი გაიღო. აფთარმა მოპარული ხალათის ჯიბეში ნაპოვნი სამედიცინო ნიღაბი სწრაფად მოირგო და შემოსულებს მხარს ზემოდან გახედა. პალატაში უჩას დედამ და დამ შემოაბიჯა. აფთარის თვალს არც მათეს სახეზე მორგებული ნიღაბი გამოპარვია. ბიჭის ცვლილება წამიერი იყო. ყალბ დარდთან ერთად, იმედგაცრუებაც მოსჩანდა მის მზერაში.
- უჩა როგორ არის? - ლელამ ჯერ მათეს შეხედა სევდიანად, მერე კი აფთარს მოუბრუნდა.
გოგონამ მაშინვე გააცნობიერა, ქალი კითხვას მას რომ უსვამდა, სწორედ ხალათის გამო.

- სტაბილურად თუმცა მძიმედ.. - ღრმად ჩაისუნთქა და შეძლებისდაგვარად ისე აუხსნა, როგორც ამას ექიმი გააკეთებდა, მაგრამ მათ უკან ირონიულად ჩაღიმებულ მათეს, რომ მოკრა თვალი ეცადა ცოტა გაერთულებინა უჩას მდგომარეობა. - ამის მიუხედავად ოცდაოთხსაათიანი ყურადღება სჭირდება. შეგიძლიათ დარჩეთ, თუმცა ოთახში არავინ არ შემოუშვათ, მათშორის არც მეგობრები. - ბოლო სიტყვებისას მათეს გაუსწორა მზერა და მოჩვენებითად თბილად გაუღიმა.
- მე.. მე წავალ. - ბიჭი ლელას და ნატალის გამოემშვიდობა. - ხვალ ისევ შემოვივლი...
- მხოლოდ ოჯახის წევრები. - აფთარმა ისევ ხაზგასმით აღნიშნა, ამჯერად კი მის ღიმილში გამარჯვება იკითხებოდა.
მათემ უკან მოუხედავად დატოვა პალატა. აფთარიც კარისკენ წავიდა, გასვლამდე კიდევ ერთხელ მოავლო მზერა იქაურობას. ლელა უჩას თმაზე ეფერებოდა, ნატალის კი მისი ხელისთვის ჩაეჭიდა თითები. აფთარმა კარი გამოიხურა. ყველა სენტიმენტალური გრძნობა იმ კარს იქით გამოკეტა თითქოს, დერეფანში მტკიცე ნაბიჯით მიაბიჯებდა, გონებაში უჩას დატოვებული შეტყობინების სიტყები ისევ დაზიანებული ფირივით მეორდებოდა. შურისძიების წყურვილი კი, საკუთარ ტკივილზე ბევრად მეტი იყო ახლა.
.............***

თერთმეტი წლის წინ სწორედ იმ სავარძელში იჯდა დავითი სადაც მათე ყინულით იარებს იშუშებდა სახეზე და ფიქრობდა, ფიქრობდა შვილისთვის მოსაგვარებელ პრობლემაზე. ხელში ვისკით სანახევროდ დაცლილი ჭიქა ეჭირა და დროდადრო მოჟამული სახით ყლუპავდა.

განა რა ფასი უნდა ჰქონოდა მამა-შვილის გაჩუმებას, მათი ცხოვრების დეტალები იქვე მაგიდაზე ეყარა ორიოდე ფურცლზე ამობეჭდილი. თუ მოინდომებდა კაპიკებში კი არა შიშის საფუძველზეც გააჩუმებდნენ, მაგრამ მიაჩნდა, რომ გადახდილი ფულით სინდისს დაიცხრობდა.

- ოხ მათე, ცუდი დრო შეარჩიე შარში გასახვევად.. - ბრაზით ბუტბუტებდა დავითი.

ცუდი დრო? ნუთუ შეიძლება ცუდ საქმეს შესაფერისი დრო ჰქონდეს? მაგრამ მისთვის ჰქონდა, რადგან ახლა ცხოვრების სერიოზულ ეტაპზე იდგა. დაწყობილი გეგმების ჩამოშლა არ უნდა დაეშვა. ღრმად ამოიოხრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოღო.

- თემურ შენ და კობა სასწრაფოდ ჩემთან მოდით. - უბრძანა ზარზე მოპასუხე ხმას და უფრო მოხერხებულად მოთავსდა სავარძელში.

დაბარებული პირები მალევე გამოჩნდნენ. კაცმა დეტალებში აუხსნა წარმოქმნილი პრობლემა ხელქვეითებს. სამი დამნაშავის დაფარვა და ერთი დაზარალებულის ,,განადგურება,, იყო დავალება. დავითი პირადად გაესაუბრა მათეს მეგობრების ოჯახებს. უფრო სწორად, მხოლოდ ერთი მათგანის ოჯახს, რადგან გუროს თავისთავის მეტი არავინ გააჩნდა.

ზაზას არა, თუმცა ქეთევანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა. დავითს საკუთარი საპირისპირო სურვილის მიუხედავად, მათთვის ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი არ უთქვამს. კარგ აზრადც კი ჩათვალა ბიჭების დროებით ერთმანეთთან ჩამოშორება.

შემდეგ ჯერი დაზარალებული გოგონაზე და მის ოჯახზე მიდგა. დავითმა და მისმა ,,ძაღლებმა,, მალევე მიიღეს ინფორმაცია გოგონას დუმლიზე. დავითს არც კი ეგონა ასე მარტივად თუ გამოძვრებოდნენ. ,,ჭკვიანი გოგო,, კბილები ენაზე ძლიერ ჰქონდა დაჭერილი.

თავიდან სისტემატიურად მეთვალყურეობდნენ გოგონას და მისი მამის ყოველ ნაბიჯს. როგორც კი მათი მხრიდან საფრთხე ვერ იგრძნო, ყურადღება მოადუნა, გოგონაზე მიღებული პატარ-პატარა ინფორმაციების მიუხედავად გამოეპარა ის ფაქტი, რომ პატარა უბედური გოგონა საკმაოდ გაძლიერებულიყო. დავითი კი თვლიდა, რომ გოგონა დანებდა, საბოლოოდ განადგურდა და გაუჩინარდა, მხოლოდ მათი ცხოვრებიდან კი არა, თითქოს მთელი სამყაროდან.

კაცი ისე გაადიდგულა ამ ფაქტის მარტივმა მოგვარებამ და ცხოვრების ახალმა ეტაპმა, რომ შვილი კვლავ გაისხლტა ხელიდან. მორიგი ძალადობა, თაღლითობა, ძარცვა.
ისევ ამოატრიალა ქვეყანა ახალი პრობლემის მოგვარებით და გამოსავალს ისევ ისე მარტივად მიაგნო. ბიჭი, რომლის ცხოვრებასაც ყველა ეს დანაშაული ადვილად მოერგებოდა, მათეს მეგობარში იპოვნა. გუროსთან დიდი გარიგება დადო. შვილის მეგობარი სასჯელს მოიხდიდა, საკუთარ თავზე აიღებდა ყველაფერს, სანაცვლოდ კი დავითის მხარდაჭერას, პატრონობას და ციხიდან დროულ დახსნას მიიღებდა.

მისჯილ წლებთან ერთად დაპირებაც გაიცრიცა ნელნელა. გუროს იმედებიც იმ დაპირებებთან ერთად გაილია, თავად ბიჭი კი გისოსებს მიღმა გაფერმკრთალდა. თუმცა დავითის ერთი რამ გამოეპარა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, გურომ იმაზე მყარად გაიდგა ფესვები, ვიდრე კაცს წარმოედგინა. თუ მოიდომებდა, ვინ იცის რისი გაკეთება შეეძლო გისოსებამოფარებულს.

მამაშვილის ცხოვრება მდორედ მიედინებოდა, მათემ მწარე გაკვეთილი მიიღო და რაღაც შინაგანმა ძალამ შედარებით დაამშვიდა, რაც მამამისისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. ბევრის მოპოვების შემდეგ, უფრო მეტის მიღება დაისახა მიზნად. წლებთან ერთად პრობლემების მოგვარებაშიც დახელოვნდა და ხალხის ჩამოშორებაშიც.

მათეს ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი მეგობარი საკმაოდ დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა მისთვის. უჩა უბრალო ადამიანი იყო, ისევე როგორც მისი ოჯახი. დავითისთვის ეს ფაქტი ხელსაყრელი იქნებოდა, თუ ისევ წამოიჭრებოდა რაიმე სახის პრობლემა, ამიტომ მათი მეგობრობა მოიწონა და ხელიც შეუწყო.

სიმშვიდე, რომ დაიგულა, სწორედ მაშინ იჩინა თავი ახალმა სირთულემ. ერთ საღამოს თემური ეახლა და პატაკივით ჩააბარა სიახლეები.
- რა ხდება თემურ? - ოთახში თავშეკავებულად გახირულ კაცს გახედა დავითმა.
- ყველაზე ნაკლებ ამის თქმა მინდოდა, მაგრამ.... - ემურმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. - ჩვენ გოგოსთან პრობლემაა.
დავითი მომენტალურად წამოჭარხლდა სახეზე, როგორც კი მიყრუებულ უბანში, ბედისანაბარად ჩადგმული ფარეხი და ცხოვრებისგან გატეხილი გოგო გაახსენდა. ხელით ანიშნა საუბარი განაგრძეო და ყური მიუგდო მოტანილ ახალამბებს.
- მათი გზები ისევ გადაიკვეთა. - კაცმა უფროსის მრისხანე მზერას თვალი აარიდა და ისე განაგრძო. - უჩა იცნობდა როგორც ჩანს და ეს გამოგვეპარა.
- გამოგეპარათ? ესეიგი გამოგეპარათ თემურ?! - სიბრაზისგან ვეღარც ხმას იმორჩილებდა და ვეღარც ხელებს. - როგორ?! ერთი საქმე ჩაგაბარეთ!
მაგიდაზე ურტყამდა მუშტს დავითი და თვალებს მხეცივით აბრიალებდა. გრძნობდა სიბრაზეს როგორ ანაცვლებდა შიში, შიში იმის, რომ შეიძლებოდა ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო. ვაი, თუ სადავეების ხელში აღება ვერ მოესწრო. ვაი, თუ ნალოლიავები თანამდებობა წარსულის ერთი სულის შებერვაზე ჩამონგრეოდა თავზე. დღე და ღამე აურია ამაზე ფიქრმა. გამუდმებით წითელი ხმოვანი ციმციმასავით ახსენებდა თავს გოგონა და მისი ფარეხიც. თემურის და კობას გონებაც ამ პრობლემის მოგვარებისკენ მომართა.

- რომ გავაქროთ? - ოთახში გამეფებული დუმილის შემდეგ, ფრთხილად გააჟღერა აზრი კობამ.
- გამორიცხულია, - დავითმა ნიკაპზე ჩამოისვა ხელი, შემდეგ კი თითები მაგიდაზე ააკაკუნა. - ერთი ამბავი ატყდება.
- ვინმე გამოიდებს თავს გამოძიებაში? - თემურის კითხვა ისე ჩანდა, თითქოს კობას აზრს იზიარებდა.
- გააშუქებენ. - თითი დაიქნია გამაფრთხილებლად დავითმა. - მერე ყურადღებას მეტად მიიქცევს ხელოსანი ქალის მკვლელობა, უფრო მეტს გაქექავენ სვავებივით ჩასაფრებული ჟურნალისტები და ღმერთმა დაგვიფაროს რამე კავშირს თუ წააწყდნენ მასსა და ჩემს შორის. ფემინისტები ქვეყანას ამოაბრუნებენ. თვითმკვლე*ლობის სცენაც კი სარისკოა.

- უბედურ შემთხვევას რომ გავდეს? - თვალები მოჭუტა კობამ.

- კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ბიჭებო. - დავითმა სათითაოდ შეავლო თვალი ორივეს. - ჩვენ პრობლემას გიორგის ჩამოსვლაც დაემატა, ეგ ისევე უნდა გავაბრუნოთ უკან როგორც ჩამოეთრა.

- ყველაფერს მივხედავთ. - თავი დაუქნია თემურმა.

- კიდევ! კომპანიის იუბილეს საქმე როგორ არის?

- ყველაფერი სათანადოდ მზადდება.
..................

იუბილეზე მათეს მიერ ჩადენილი მკვლელობა, ახალი გამოცდა აღმოჩნდა დავითისთვის. კამერის ჩანაწერების გასუფთავება და საქმის სათავისოდ შემობრუნება, მხოლოდ იმ ფაქტმა გაადვილა სადაც ჩანაწერებში უჩას შემოსვლა ჩანდა. მართალი აღმოჩნდა დავითი უჩას უბრალოება გამოსადეგი იყო მისთვის. ყველა მოქმედება ისე გაწერა, რომ მათე საერთოდ ამოიღო სცენიდან. გარეუბნელი გოგოს გამო დატრიალებული შემთხვევა და ციხეში გამწესებული უდანაშაულო დამნაშავე.

ისე გამოიყვანა მწყობრიდან შვილის მკვლელობამ დავითი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვერ გათვალა, უჩას გადაღებული მკვლელობის ვიდეო, აფთრის ხელში ჩავარდნილი აღიარებითი ჩვენება და თავად აფთარი, რომელიც ამ წლების მანძილზე უჩუმრად, თვალსადახელშუა გაძლიერდა.

კაბინეტიდან დავითის ღრიალი ისმოდა, თუ როგორ გასცემდა ბრძანებებს.
- ეს გოგო მოიშორეთ! ყველაფერი გადაწვით! - სიბრაზემ სადავეები დააკარგვინა დავითს.
- გუროს ხალხი დაგეშილები დაეძებენ მათეს დავით, ჯობია გოგომდე ისინი.. - თემურმა სათქმელი შეაპარა.
- ღმერთმა იცის რა მოუვლის ამ ჩემ გამოსირ****ლ შვილ თავში. ფარეხს არ უნდა გაეკაროს!

იმ დღეს, როცა აფთარი ორ გარეწართან თავის გადასარჩენად იბრძოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, რომ დავითი მის მოსაშორებლად აწყობდა გეგმას. და ამ გეგმის დაწყობაში ხელიდან საბოლოოდ ეცლებოდა შვილი.
.......................

ორი საათით ადრე ავიდა აფთარი ზღვის ტერიტორიაზე. მანქანა მოშორებით გააჩერა და მოთმინებით დაელოდა მსხვეპლს, რომელიც უთუოდ გამოჩნდებოდა.

ნაპირთან იდგა აფთარი და ნიავზე მოლივლივე ტალღებს გაჰყურებდა. წყლის ზედაპირზე მთრვარე ლამაზად ირეკლებოდა, მერე კი თითქოს ათას ფრაგმენტად იმსხვრეოდა, როგორც კი ნიავი ახლიდან წამოუბერავდა ზღვას. ცივად შეაჟრჟოლა გოგონას, იმის მიუხედავად, რომ შემოდგომის ცივი საღამოები ჯერ არ შეპარვოდა ამინდს. კვლავ ფიქრებმა გაიტაცა, უჩას ბოლო შეტყობინება ამოუტივტივდა გონებაში, რომ შურისძიებისთვის ეჯობნა, რომ სისულელე არ ექნა, რომ ყველაფერი სამართალდამცველებისთვის მიენდო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამ ფიქრის პარალელურად კი თავისი ცხოვრების განვლილი წლები ტკივილით უსერავდნენ სულს.

ფიქრების გასაფანტავად ამაოდ გააქნია თავი და საათს დახედა, ის იყო იმედგაცრუება ჩაისუნთქა, რომ შორიდან მომავალი ავტომობილის ფარებს მოკრა თვალი. სევდიანად ჩაეღიმა და ისევ ზღვას მიაპყრო მზერა.

ჯერ საბურავების ხმა მოესმა ზურგსუკან, შემდეგ კი იგრძნო, როგორ ნელნელა შეიცვალა გარემო მისი მოახლოებით. მათემ მანქანა თითქმის ფეხებთან გაუჩერა აფთარს. ანთებული ფარების ფონზე, აფთრის ჩრდილი უცნაურად გაიწელა, ტალღებზე გადაცოცდა და ათას ნამსხვრევად ქცეულ მთვარეს შეერწყა.
რამდენიმე წამში მათემ მანქანა ჩააქრო და სიტუაციის შეუფერებელი მხიარულებით ამოუდგა აფთარს გვერდით.

- ნაჩქარევად მოსულხარ.. - გაიღიმა მათემ და დემონსტრაციულად ასწია ლუდის წინასწარ გახსნილი ორი პატარა ზომის ბოთლი მაღლა. შემდეგ ერთმანეთს მსუბუქად მიუჭახუნა და მანქანის ცხვირზე დააწყო.

- დავლიოთ ერთად პირველად?

- პირველად?- წარბი აზიდა აფთარმა ღიმილისას.

- კარგი, პირველად და საბოლოოდ. - შედარებით სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა მათემ და თავადაც ტალღებს გაუსწორა მზერა.

რამდენიმე წამიანი დუმილი ისევ მათემ დაარღვია.

- ცივა არა? სისულელე იყო მოკლემკლავიანის ჩაცმა, - რამდენიმე წამიანი დუმილი ისევ მათემ დაარღვია. - ქურთუკს ავიღებ მანქანიდან.

აფთარმა ცერად გააყოლა თვალი და როგორც კი ბიჭმა ზურგი აქცია, მის მხარეს დადებული სასმელი აიღო.

- ოჰო, უჩემოდ დაგიწყია. - თქვა დაბრუნებულმა მათემ, შემდეგ კაპიუშონი გოგონას მსგავსად თავადაც წამოიფარა თავზე, მანქანის ცხვირზე მოხერხებულად ჩამოჯდა და თავადაც მოსვა რამდენიმე ყლუპი.

- რაღაც ჩუმად ხარ, არ დაიწყებ საუბარს?

- ჩქარობ? - უპასუხა აფთარმა მთვარის ანარეკლზე თვალმოუცილებლად და დანახვის გარეშეც იგრძნო მათეს ჩაცინება.
- არ ველოდი შენგან სიჩუმეს, არც მაგ სიმშვიდეს.. მეგონა მოსვლისთანავე დამახლიდი შუბლში ტყვიას. - ბიჭის ხმა დამცინავად ჟღერდა.

- ასეც იქნება, თუმცა ჯერ ვფიქრობ! - გოგონა მათესკენ შებრუნდა პირისპრ. - ფიქრობ, კიდევ რამდენი საძაგლობის გაკეთება შეგიძლია, და იმაზეც ვფიქრობ, მე რამდენად შემიძლია შენსავით მოქცევა, იმ შემთხვევაში თუ ფეხი ისევ გადაგიბრუნდა.

თვალმოჭუტული დააკვირდა აფთრის უემოციო სახეს, იმის იმედით, რომ რამეს ამოიკითხავდა, თუმცა არა მის გაყინულ მზერაში არაფერი იყო ადამიანური, ან კი რა ესმოდა მათეს ადამიანური გრძნობების.

- არა, ამ ღამის შემდეგ ვეღარ შეძლებ ჩემზე რამის გაგებას. - მტკიცედ უპასუხა და გოგონას სხეული ზერელედ აათვალიერა, შემდეგ კიდევ მოსვა რამდენიმე ყლუპი.

მათი მზერა ერთმანეთს შეერწყა. აფთრის გონებაში წინასწარ ჩამოყალიბებულ გეგმას, უჩას ბოლო თხოვნაზე ფიქრი გასაქანს არ აძლევდა. არჩევნის წინაშე იდგა, ან შურისძიება, ან საკუთარი თავი, აი რა იდო სასწორზე. მათეს გონება კი სიბნელეს მოეცვა, ამაზე მისი თვალებიდან მომზირალი ურჩხული მოწმობდა. სიჩუმე ისევ ბიჭის ხმამ დაარღვია.

- რატომ აღარ სვამ? მიდი, კიდევ რამდენიმე ყლუპი და მეტად მოხვალ საუბრის ხასიათზე.

აფთარმა მასზე თვალმოუცილებლად მოსვა აკოჰოლური სასმელი. შემდეგ მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა ავტომობილის ცხვირზე.

- რა იყო, შენც ხომ არ შეგცივდა? - მათემ ზემოდან გადახედა გვერდით მჯდომს. - თუ ასეა ჩემი მანქანის კარი შენთვის მუდამ ღთიაა.

- იცოდი? - აფთარმა სიტყვა ბანზე აუგდო.

- რა?

- ვისთან მიგყავდა მანქანა შესაკეთებლად.

- არა, მეგონა პირველად მაშინ დაგინახე. მერე გიორგისგან გავიგე ყველაფერი, ვერ დავიჯერე, თუმცა... შენ? - მათემ აფთრისკენ მოაბრუნა სახე. თვალს არ აშორებდა, რადგან ეს გოგო უნდობლობას იწვევდა მასში.

- მე? მე შენი მოკვლა იმ დღის შემდეგ მინდა, რაც პირველად მანქანის გასაღები გამომიწოდე. იმ დღის შემდეგ, როცა შენს ხელზე დახატულმა ყვითელთვალება ფრინველმა გაგცა. - აფთარმაც მისი მოქმედება გაიმეორა და პირდაპირ თვალებში ჩახედა ბიჭს.

- ხელი რამ შეგიშალა? - ბიჭის თვალებში, რომლის გეგმაც აქ მოსვლამდე აფთრის საბოლოო განადგურება იყო, უიმედობა ჩანდა, ოღონდ არა შიშის გამო. არამედ.....

- უფრო სწორად ვინ! - შეუსწორა აფთარმა. - ხელი უჩამ შემიშალა და ჯერ ისევ აგრძელებს ამას. - გოგონამ მზერა კვლავ მთვარეს მიაპყრო. - შენ კი თვალისდაუხამხამებლად გაიმეტე!

- მაპატიე აფთარო, მაგრამ ვეღარ მოვინანიებ ჩადენილს. - გოგონას პროფილს თვალი მოაშორა და თავადაც მთვარეს გახედა.

- ვიცი, რა თქმა უნდა, ვიცი. შენ, შენი შანსი ამ საღამოს გაუშვი, ამიტომ მასე სჯობს, ბევრად ადვილი იქნება ჩემთვის.

- რას გულისხმობ?

- ყველაფერი თავად გაუკეთე საკუთარ თავს. - მის ამღვრეულ და დაბინდულ თვალებს დააკვირდა აფთარი. - მინდა, აღარასდროს გადაიკვეთოს ჩვენი გზები. არც უჩას გაეკარები, არც მის ოჯახს, საკუთარ ნაჭუჭში შეძვრები ხომ გესმის?! სანაცვლოდ კი, დავივიწყებ ყველა სამხილს რაც გამაჩნია. დაიმახსოვრე, რადგან პირველი და უკანასკნელი გაფრთხილება იქნება.

უყურებდა ბიჭს და მისი უმწეობა სიამოვნებას ანიჭებდა, თუმცა საკუთარ თავში დაჭერილი ეს გრძნობა სულს უწვავდა.

- დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ ეს გინდა? - მათე თვალები უცნაურად ამღვრეოდა.

- ჭაობი ისე უნდა ამოაშრო, რომ შიგ აღარავინ ჩაიხრჩოს!

- გასაგებია.... - მათემ ღრმად ამოისუნთქა და თვალები მოიფშვნიტა.
- გზაზე აღარ გადამეყარო ნაბიჭ***ო! - აფთარმა კვლავ ზურგი აქცია მათეს და საკუთარი ავტომობილისკენ წავიდა.


სანაპიროზე დარჩა მათე საკუთარ თავთან ერთად, სასმლის მოკიდებას გრძნობდა და ბრაზის მოზღვავებას.
- ამის დედაც ***. - იმ მომენტში საკუთარი თავიც კი შეძულდა.
როგორ მოხდა, რომ იმ პატარა გოგომ დააშანტაჟა? ჭკუაში აჯობა. ასე გამოყენებულად არასდროს უგრძვნია თავი. აფთრის გასაკეთებელს თავისდაუნებურად აკეთებდა, თავად გიორგი ჩამოუშორა გზიდან, მამამისი გუროს გამოუყვანდა წირვას. თვითონ მათეს კი საკუთარ ხაფანგში ამოხდებოდა ალბათ სული ცხოვრების ბოლომდე, იმაზე ლოცვით, რომ რომელიმეს რამე ცუდი არ დამართნოდა, რადგან აფთარი ნებისმიერ უბედურ შემთხვევაზე ისევ მათეს მოადგებოდა და ისე მოუღებდა ბოლოს თვალსაც არ დაახამხამებდა.
- ამის დედაააც! - დაიღრიალა და დაცლილი ბოთლი ძლიერად ისროლა ზღვის მიმართულებით. მანქანაში ჩაჯდა, ისევ მოიფშვნიტა თვალები, რომლებსაც რატომღაც ძლივს ახელდა და გასაღები გადაატრიალა.

,,- ყველაფერი თავად გაუკეთე საკუთარ თავს!,, აფთრის ხმა მოსვენებას არ აძლევდა, ეს ფრაზა ესმოდა უფრო ხმამახლა, უფრო ხშირად. ასფალტიან გზაზე მიაქროლებდა ავტომობილს და ყურადღებას არ აქცევდა გადღაბნილ მხედველობას. გონებაში აფთართან შეხვედრის დეტალებს ამეორებდა. გაახსენდა როგორ მოსვა პირველი ყლუპი და როგორ ჩაეცინა გოგოს, მის აზრებში კი ისე გაიწელა და გაიდღაბნა ეს ღიმილი, ლამის ჭკუიდან შეშალა მათე.

- რა გააკეთე? რა ჩაიდინე აფთარო? - იქ არარსებულ მგზავრს ეკითხებოდა და იცოდა, იცოდა ზუსტი პასუხი. - სასმელი შემიცვალე არა?! შე კახ**

აფთრის არასდროს მოსმენილმა სიცილმა გაიჟღერა ავტომობილის სალონში და მერე ერთიანად გაჩუმდა სამყარო.


***
სულმოუთქმელად აირბინა კიბეები, ყურადღება არ მიუქცევია მიმღებში, მის დანახვაზე აყვირებული მორიგესთვის. სწრაფად გაირბინა დერეფანი და პალატის კარგი ლამის შეგლიჯა აჩქარებულმა. შესვლისთანავე შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს. უჩა საწოლზე იჯდა ჯერ ისევ გადასხმის მილით. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და ისე გადაეხვია, ლამის საწოლის მეორე მხარეს გადაცვივდნენ ორივე.
- მშვიდად, მშვიდად. - უჩამაც მოხვია მკლავები საპასუხოდ.
- ბოდიში ზედმეტი მომივიდა. - საკუთარი გადაჭარბებული ემოციისგან დარცხვენილმა აფთარმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

***
- ამდენი რამე გამოვტოვე? - უჩამ ფრთხილად დაიდო ხელი ჯერ ისევ მტკივან თავზე.

- ვერ ვიტყვი, რომ არ გაგიმართლა მაგით. - ხმამაღლა გულიანად გაეცინა აფთარს და მხარი მსუბუქად გაკრა მხარი ბიჭს.

- დავითი? - თემას დაუბრუნდა მათე, როგორც კი სიცილს მორჩნენ.

- დავითი? - თვალები აატრიალა აფთარმა. - დავითმა გუროსთვისაც მოიცალა, ,,საკუთარი ხელით,, დაუკიდა ყულფი გისოსებზე. ჩემთან დადებული შეთანხმების შემდეგ საკუთარ ცხოვრებას მიუბრუნდა. საკუთარი შვილის უბედური შემთხვევის შემდეგ, ძვირფასი მამიკო თანამდებობის ახალ ეტაპს შეეჭიდა. თავადაც ნახე, ცრემლების ხარჯძე გაღებული მოწყალების შოუ.

- ვერ ვიჯერებ აფთარო. - უჩა მანქანის ცხვირზე შემოსკუპებული გოგოსკენ მობრუნდა. - ეს ყველაფერი როგორ შეძელი?

- გაჩუმდი და ნერვებს ნუ მიშლი. - სახე ავად მოექუფრა აფთარს.

ღამის თბილისს გახედა ორივემ. ლამაზად ციმციმება განათებული ქალაქი.

- მაპატიე, შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი.

- დამიჯერე ასეც იყო. - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - სხვათაშორის თუ საქმე ბოდიშებზეა, მეც მაპატიე როცა გითხარი, რომ მეგობრები აღარ ვიყავით.

- ესეიგი მეგობრები ვართ? - თავი გვერდზე გადახარა უჩამ და წამწამების სასაცილო ფახულით გახედა აფთარს.

- ჯერჯერობით ასეა და მორჩი თვალების პაჭუნს. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი გოგონამ.

- კარგი, კარგი. ერთი რაღაც მითხარი რაა..

- რა გითხრა?

- დამპირდი, რომ მეტყვი? - ისევ მაცდურად იღიმოდა ბიჭი.

- ჯერ გავიგო რა გაინტერესებს და ვნახოთ, გეტყვი თუ არა.

- შენი სახელი, ოღონდ ნამდვილი სახელი მითხარი რაა. - როცა აფთრის გულიანმა სიცილმა დაფარა გარემო, მოჩვენებითი წყენით მოჭუტა უჩამ თვალები. - სერიოზულაად..

- კარგი, კარგი მოიწიე..

უჩა მოლოდინით მიუახლოვდა, აფთარი კი ფრთხილად გადაიხარა მისკენ, ტუჩები ყურთან მიუტანა. თითქოს მათ გარდა ვინმე იყო და გაიგონებდა მის ჩურჩულს.

.........................

ლამაზი იყო განათებული ქალაქი. შემოდგომა იწურებოდა, თუმცა სიცივე თავს იკავებდა თითქოს. ყველა საკუთარ დამსახურებულ მშვიდ სუნთქვას თვლიდა იმ ღამით და გრძელდებოდა ცხოვრება კარმის ეფექტით.

და მიფრინავდა ყვითელთვალება ფრინველი უკუნეთ სიბნელეში.

ავტ: სალი-ბელი 13



№1  offline წევრი Mariapipinova

ზოგადად ვერ ვიტან მესამე პირში რომ წერენ იმიტომ რომ ჩემთვის ბევრი რამ იკარგება და არ მომწონს ხოლმე,მაგრამ ეს თქვენი ისტორია ძალიან მომეწონა ! განსხვავებული და ძალიან კარგია <3 მომენტებში ლისბეთი დავინახე სალანდერი :დ წარმატებები.
--------------------
M.P

 


№2  offline წევრი Tuta Moon

Mariapipinova
ზოგადად ვერ ვიტან მესამე პირში რომ წერენ იმიტომ რომ ჩემთვის ბევრი რამ იკარგება და არ მომწონს ხოლმე,მაგრამ ეს თქვენი ისტორია ძალიან მომეწონა ! განსხვავებული და ძალიან კარგია <3 მომენტებში ლისბეთი დავინახე სალანდერი :დ წარმატებები.


მე კი ვფიქრობ, რომ მესამე პირით გადმოცემულ ამბავში, მეტად ადვილია დავინახოთ პერსონაჟების ხასიათი და ისტორიის სრული სურათი.
თუმცა გეთანხმებით, მეც მიყვარს პირველ პირში ამბის კითხვა, უფრო მეტად ვირგებ საკუთარ თავზე.
ლიზბეთი როგორც ჩემი ერთ ერთი საყვარელი პერსონაჟი, ვფიქრობ, უფრო მეტად დამოუკიდებელია, ვიდრე ჩემი აფთარი-გოგო. relaxed
მადლობა შეფასებისთვის და აზრის გამოხატვისთვის <3

 


№3 სტუმარი ნაესტანი

კარგი დასასრული ქონდა მომეწონა მაგრამ ასე მალე დასრულება კი არ მინდოდა.განსხვავებული საინტერესო ნაწარმოებია მადლობა წარმატებები

 


№4  offline წევრი Tuta Moon

ნაესტანი
კარგი დასასრული ქონდა მომეწონა მაგრამ ასე მალე დასრულება კი არ მინდოდა.განსხვავებული საინტერესო ნაწარმოებია მადლობა წარმატებები

ამბავში არის დეტალების რის ჩასწორება და ჩამატებაც მაქვს გეგმაში, თუმცა დასარული და დასაწყისი არ შეიცვლება, არც აზრი, უბრალოდ ცოტა ვრცლად იქნება რაღაც გარემოებები.

მადლობა შეფასებისთვის blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent