შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 7 თავი


26-10-2024, 02:43
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 167

როგორც კი ოთახიდან გავიდა თორნიკე, მაშინვე იატაკზე დაჯდა თვალცრემლიანი ნიცა და დაუდევრად შეხვეულ ჭრილობას დააკვირდა. ცდილობდა მომხდარზე არ ეფიქრა, მაგრამ ვერაფრით იშორებდა თორნიკეზე ფიქრს თავიდან. მთელი ღამე ფხიზლად იყო, ცდილობდ აარ ჩასძინებოდა რადგან ეშინოდა, ძალიან ეშინოდა ისევ იგივე არ მომხდარიყო, თუმცა ბოლოს დაღლილობამ სძლია და გამთენიისას ცოტა ხნით ჩაეძინა. თუმცა როგორც კი კარის საკეტის საზარელი ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას მაშინვე ფეხზე წამოვარდა დაფეთებული და ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში კართან მდგომ ბიჭს, თორნიკემ მისი მზერა დააიგნორა და მაქსიმალურად მშვიდი ტონით ჰკითხა
-ხელი როგორ გაქვს? გტკივა?- ნიცამ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და შეშინებული კარადასთან მიიყუჟა-აი გამომართვი-შორიდან გაუწოდა ტალეფონი მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას და ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა- შენს დას დაურეკე! ოღონდ სისულელების გარეშე!- ბოლო 2 სიტყვა ხაზგასმით წასმოსთვა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
ნიცამ მაშინვე ლილეს დაურეკა და ხმის კანკალით კითხა
-ბებო როგორაა?
-როგორ იქნება? მთელი ღამე წნევას გვაზომინებდა მე და კახას
-მამა მოვიდა?
-არა
-შენ? როგორ ხარ?
-რომ გითხრა კარგად-მეთქი დამიჯერებ?
-...
-სად ხარ? რატომ არაფერს არ მეუბნები? ვიცი რომ სამსახურში არ ხარ! თუ საფრთხე თუ გემუქრება მანიშნე რამენაირად და მე...
-ყველაფერი რიგზეა
-ნიცა
-იცოდე რამე სისულელე არ გააკეთო!- ხმა გაიმკაცრა აღელვებულმა ნიცამ
-ვიცოდი რომ საფრთხე გემუქრებოდა
-არ მემუქრება
-როდის დაბრუნდები?
-მალე
-მომენატრე
-მეც-სლუკუნით უთხრა ნიცამ და სანამ კიდევ რამეს ეტოდა ატირებული გოგონა ტელეფონი გაუთიშა. საუბრის დასრულებისთანავე გავიდა ოთახიდან ნიცა და იქვე მდგომ ბიჭს, ტელეფონი ხელებში უხეშად შეაჩეჩა
-როგორც იქნა დაჭკვიანდი- ცინიკური ტონით უთხრა თორნიკემ და მომღიმარი მზერა მის შუშის თვალებს მიაყინა. იმის მიუხედავად რომ ცრემლები ახრჩობდა ნიცას როგორღაც თავი შეიკავა და ურეაქციო მზერით ზურგი აქცია ირონიულად მომღიმარ ბიჭს.
-მოიცადე!-დაუღრინა თორნიკემ და ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას ზურგს უკნიდან მიუახლოვდა, მაჯაზე უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა- წამოდი!
-სად?-აღელდა ნიცა
-გააკეთე ის რასაც გაუბნები!
-შენთან ერთად არსად არ წამოვალ-გაჯიუტდა ნიცა და როცა მკლავზე უხეშად წაავლო ხელი გაღიზიანებულმა ბიჭმა ყვირილი დაიწყო- ჩემს მოთმინებს ნუ ცდი!- აგრესიული ტონით უთხრა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და პირზე ხელაფარებული მაშინვე კედელთან მიიმწყვდია- გესმის რას გეუბნები?- მაქსიმალური მშვიდი ტონით ჰკითხა და როცა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია თვალებაწყლიანებულმა გოგონამ მაშინვე ქვედასართულზე ჩაიყვანა და ერთერთ ღია კარში შეიყვანა- აქ სააბაზონო და საპირფარეშოა- ცივად უთხრა უკვე მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას და ხელი უხეშად გაუშვა- შეგიძლია მოწესრიგდე!- და სანამ დაბნეული გოგონა რამეს ეტყოდა სააბაზანო ოთახიდან მშვიდად გავიდა. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა ნიცა, ამიტომ კარის შიგნიდან გადაკეტვის შემდეგ გრილი შხაპი ნაჩქარევად მიიღო, სველი თმა დაუდევრად აიკოსა და ჭუჭყიანი ფეხსაცმელები მოიწესრიგა.
-როგორც იქნა-ცივად უთხრა თორნიკემ როცა აღელვებული გოგონა სააბაზანო ოთახიდან გავიდა და ხელჩაკიდებული მისაღები ოთახისკენ წაიყვანა.
-დილამშვიდობისა-ირაკლის მხიარულმა ხმამ ორივე შეაკრთო
-შენ აქ რას აკეთებ?-დაუღრინა თორნიკემ და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია ხელი უხეშად გაუშვა ნიცას და გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-გამომყევი- და მაშინვე ზურგი აქცია. დაბნეული ნიცა მორჩილად გაჰყვა კაბინეტისკენ და როცა თორნიკემ ტყავის სავარძელში დაჯდომა უბრძნა გაბრაზდა
-აქ რატომ მომიყვანე?!
-ჭრილობა უნდა დაგიმუშაო!
-შენი დახმარება არ მჭირდება! როგორმე თვითონ მივხედავ საკუთარ თავს!
-ის გააკეთე რასაც გეუბნები!
-ოთახში წამიყვანე-გაჯიუტდა ნიცა
-დაჯექი!- დაუღრინა თორნიკემ და თავზე წამოადგა აღელვებულ გოგონას. კარგა ხნოს ფიქრის შემდეგ ნიცა მის სურვილს დაემორჩილა და ჭრილობის დამუშავების უფლება მისცა- არ მეგონა ასეთი ღრმა ჭრილობა თუ გქონდა... გინდა გამაყუჩებელი მოგცე?
-თუ შეიძლება ოთახში წამიყვანე- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა ნიცამ და აფორიაქებული ფეხზე წამოდგა. თორნიკემ სიტყვის უთქმელად შეინახა პირველად დახმარების ყურთი კარადაში და როცა აგრესის პირველმა ტალღამ გადაუარა მაჯაში უხეშად ჩაავლო ხელი დაბნეულ გოგონას და მისაღებ ოთახში ძალდატანებით გაიყვანა. და სწორედ მაშინ როცა მეორესართულზე ასაყვანად კიბეებთან მიიყავანა მისაღები ოთახის ცენტრალური კარი ხმაურით გაიღო და სახლში ანდრიას მამა (ზურა) ნახევარ ძმა (ზაზა) და მათი დაცვის ბიჭები შემოვარდნენ
-ამის დედასაც შევ*ცი- ძლივს გასაგონად უიმისამართოდ შეიგინა თორნიკემ და დაუპატიჟებელ სტუმრებს ყალბი ღიმილით მიესალმა
-რა ხდება?-ჩურჩულით ჰკითხა ნიცამ სახე მონგრეულ ბიჭს და შეშინებული მის უკან დადგა.
-ისეთი არაფერი დამშვიდდი- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა თორნიკემ და მისკენ მიიხედა ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა.
-პ*ზდეეც- ცინიკური ტონით უმისამართოდ თქვა ირაკლიმ და დაბნეული მზერა ანდრიას მონგრეულ სახეს მიაყინა რომელმაც აზრზე მოსვლისთანავე ზიზღით ჰკითხა მამამის
-შენ აქ რას აკეთებ?
-შენთვითონ რას აკეთებ აქ?- მკაცრი ტონით ჰკითხა ზურამ შვილს და ნიცას გახედა რომელიც თორნიკეს უკან იდგა შეშინეული სახით
-რა შენი საქმეა?-აგდებული ტონით ჰკითხა ანდრიამ მამამის და ფეხზე წვალებით წამოდგა- წადი აქედან და შენი ბიჭებიც თან წაიყვანე!
-ალბათ იცით რომ ვახო გაუჩინარდა- ზურამ ანდრიას უხეშობას ყურადღება არ მიქცია და თორნიკეს გახედა- წინაადეგი ხომ არ იქნები რომ ჩემმა ბიჭებმა სახლი დაათვალიერონ?- და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია ბიჭებს სახლის გაეჩხრიკვა უბრძანა.
-შენი თავი ვინ გგონია ჩემი ,,ძმის" სახლში ასე რომ იქცევი?-ავარდა ანდრია და დაცვის ბიჭებისკენ გაიწია
-მშვიდად- დაუღრინა ირაკლიმ და თვალებით ნიცაზე მიანიშნა.
-ეს გოგო ვინაა?-დაინტერესდა ზურა როცა მისმა ბიჭებმა სახლის ჩხრეკა დაასრულეს და საეჭვო ვერაფერი ნახეს
-ჩემი საცოლეა- ცივად უთხრა თორნიკემ და ხელი მაგრად ჩაჰკიდა გაოგნებულ გოგონას რომელიც მთელი ეს დროს ერთადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას.
-შენი საცოლე?- გაოცება ვერ დამალა ზურამ და ეჭვის თვალით შეათვალიერა აღელვებული გოგონა. ზურაზე არანაკლებად გაოცებული სახეები ჰქონდათ ანდრიას და ირაკლის, რომლებიც ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდნენ მომხდარის გამო
-ჩემი საცოლე თავს ცუდად გრძნობს, იმედია არ გვიწყენთ ცოტა ხნით ოთახში რომ ავიყვანო- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა თორნიკემ ურეაქციოდ მდგომ კაცს და დაბნეული ნიცა ხელჩაკიდებული აიყვანა კიბეებზე. ოთახში შეიყვანა თუ არა კარი შიგნიდან ჩაკეტა და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა
-ანდრიას მამა ნამდვილი ფსიქოპატია! თუ გინდა რომ ამ სახლიდან ცოცხალი გახვიდე ისე მოიქცი როგორც მე გეტყვი! რამე სისულელე არ გააკეთო! იცოდე ოდნავი ეჭვი მაინც თუ შეეპარა ჩვენს სიმართლეში მაშინ დაუფიქრებლად მოგკლავს



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

მომწონს თქვენი შემოქმედება. ასევე ეს მოტხრობაც. უფროდაუფრო დაინტერესო და დაძაბული გახდა. ველით გაგრძელებას. იმედია დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებთ ახალ თავს?

გაგრძელება როდის იქნება? ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება, ყველა ნაწარმოებს ვკითხულობ, მოუთმსნლად ველი გაგრძელებას

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

საოცრად წერთ ნეაკო. თქვენი ყველა ნაწარმოები მიყვარს და ვკითხულობ, ამასაც დიდი გულისყურით ვკითხულობ. ერთისული მაქვს როდის დადებთ გაგრძელებას?

როდის დადებთ ახსლ თავს?გთხოვთ გაზარდეთ მოცულობა. მიყვარხართ

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი გაგრძელებაა, პატარა თავი იყო, გთხოვთ გაზარდოთ. წარმატებას გისურვბთ.

 


№5 სტუმარი სტუმარი Mariami

Zalian ar daagvianot dadeba. Gelodebit

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიაკო

როდის დადებთ გაგრძელებას?დიდხანს არ გვალოდინოთ

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

ასე დიდხანს რატომ გვალოდინებთ?

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინო
მომწონს თქვენი შემოქმედება. ასევე ეს მოტხრობაც. უფროდაუფრო დაინტერესო და დაძაბული გახდა. ველით გაგრძელებას. იმედია დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️❤️❤️

სტუმარი მარი
როდის დადებთ ახალ თავს?

გაგრძელება როდის იქნება? ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება, ყველა ნაწარმოებს ვკითხულობ, მოუთმსნლად ველი გაგრძელებას

❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი გვანცა
საოცრად წერთ ნეაკო. თქვენი ყველა ნაწარმოები მიყვარს და ვკითხულობ, ამასაც დიდი გულისყურით ვკითხულობ. ერთისული მაქვს როდის დადებთ გაგრძელებას?

როდის დადებთ ახსლ თავს?გთხოვთ გაზარდეთ მოცულობა. მიყვარხართ

მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი ნინო
კარგი გაგრძელებაა, პატარა თავი იყო, გთხოვთ გაზარდოთ. წარმატებას გისურვბთ.

❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი Mariami
Zalian ar daagvianot dadeba. Gelodebit

ძალიან ვცედები რომ დიდხანს არ გალოდინოთ ❤️❤️❤️❤️

სტუმარი ლიაკო
როდის დადებთ გაგრძელებას?დიდხანს არ გვალოდინოთ

ყველანაირად ვეცდები ხშირად დავდო ახალი თავი და ძალიან დიდხანს არ გალოდინოთ ❤️

სტუმარი გვანცა
ასე დიდხანს რატომ გვალოდინებთ?

სამწუხაროდ ვწერას ვერ ვახერხებ გარკვეული მიზეზების გამო, როგორც კი დროს ვნახულობ მაშინვე ვწერ და ვტვირთავხოლმე ახალ თავს ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent