მარტო'სული 3 თავი
მაშინვე ფეხზე წამოვარდა შეშინებული გოგონა და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა სახეში მომღიმარ ბიჭს რომელსაც ხელში პარკი ეჭირა -ნუ გეშინია- თანაგრძნობით უთხრა მძღოლმა დაბნეულ გოგონას და პარკები ფრთხილად დააწყო იქვე მდგარ ტუმბოზე-არაფერს დაგიშავებ... მე... უბრალოდ საჭმელი მოგიტანე- გოგონამ უნდობლად შეხედა ჯერ მას შემდეგ კი პარკებს, ამიტომ გაბრაზებულმა ბიჭმა ნაწყენი ტონით უთხრა - ნუ გეშინია მოწამლული არ არის- და თავისი სიტყვების დასადასტურებლად ერთერთი პარკიდან წყალი დალია და სიტყვის უთქმელად გავიდა ოთახიდან. -რაგორაა?-მაშინვე თავზე წამოადგნენ ბიჭები -როგორ იქნება? ძალიან შეშინებულია-უკმაყოფილო ტონით ახედა მეგობრებს მძღოლმა და ცოტაოდენი წყალი კიდევ მოსვა -რამე გითხრა?!-დაინტერესდა თაფლისფერთვალება -ნწ- უარის ნიშნად თავი გააქნია მძღოლმა და მისაღებ ოთახში შესვლისთანავე ვისკის ბოთლი გახნა -იკა!-თვალები დაუბრიალა მწვანეთვალება თავდამსხმელმა და ბოთლი ხელიდან წაგლიჯა -შეეშვი რაა...დალიოს! რაც უფრო ცოტა ეცოდინება ამ საქმესთან დაკავშირებით მით უკეთესი- ცინიკური ტონით უთხრა მეგობარს თაფლისფერთვალებამ და თავდამსხმელს ბოთლი გამოართვა -თქვენ რა?! მართლა აპირებთ იმ გოგოს მოკვლას?- აღელდა მძღოლი -რა შენი საქმეა? და საერთოდ ჯერ კიდევ აქ რატომ ხარ?-ბოლო ხმაზე უღრიალა თავდამსხმელმა და ხელში მანქანის გასაღები შეაჩეჩა- სახლში წადი და სანამ არ გეტყვი ცხვირი არ გამოყო სახლიდან -კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებ?-აგდებული ტონით ჰკითხა მძღოლმა და გასაღები დივანზე მოისროლა-არსად წასვლას არ ვაპირებ!- გადაჭრით თქვა და დივანზე წამოწვა -მის მოკვლას არ ვაპირებთ-აგრესიული ტონით უთხრა თაფლისფერთვალებამ მძღოლს და გაუხსნელი ვისკის ბოთლი კარადაში შეინახა -აბა რას აპირებთ?-ინტერესით იკითხა დამშვიდებულმა მძღოლმა და დინავზე წამოჯდა -ჯერ არ გადაგვიწყვეტია-გულწრფელად უპასუხა თავდამსხმელმა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -ისეა შეშინებულია, ახლავე რომ გავუშვათ დარწმუნებული ვარ პოლიციაში არ წავა -მე ასე არ ვფიქრობ- მზერა დაეძაბა თაფლისფერთვალებას და თავდამსხმელს გახედა- შენ რას ფიქრობ თოკა? -იკას ვეთანხმები, მაგრამ... -მაგრამ რა?-აღელდა ირაკლი და ფეხზე წამოდგა გაღიზიანებული-იმ გოგოს ოჯახი ჰყავს... როგორ გგონიათ ისინი ძებნას არ დაუწყებენ? უკვე ათასჯერ დარეკა მისმა დამ... რაღაც სისულელეებს ვწერ... მაგრამ ტელეფონი მაინც არ ჩერდება, როგორც ჩანს ეჭვები გაუჩნდა მის დას -აქამდე რატომ არაფერი არ თქვი?- წამოენთო თაფლისფერთვალება და ნიცას ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა -მშვიდად!- გამაფრთხილებელი ტონით უთხრა თორნიკემ გაბრისხებულ მეგობარს და უემოციო ტონით განაგრძო საუბარი-ხომ იცი? შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს! ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ან საყვარელი ადამიანბის სიცოცხლით ვაგებთ პასუხს! უკეთეს შემთხვევაში ციხეში ამოვლპებით! -ვიცი -მაშინ დაუბრუნე იკას ტელეფონი! ამ საქმეს მან მიხედოს. თუ ძალიან გაჭედავს იმ გოგოს ოჯახი მაშინ... -ჩარევა მოგვიწევს-დანანებით თქვა თაფლისფერთვალებამ და ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო -საით?-უკმაყოფილო ტონით ჰკითხა თორნიკემ მეგობარს როცა მან მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო -ცოტა ხნით გავალ -ანდრია-თვალები დაუბრიალა თორნიკემ -მალე დავბრუნდები- უემოციო ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა მეგობარს და სახლიდან გასვლისას კარი გამეტებით გაიჯახუნა. -ახლა რა უნდა ვქნათ?- აღელდა ირაკლი როცა მარტო დარჩნენ ის და თორნუკე -რას გულისხმობ?-უინტერესოდ ჰკითხა თორნიკემ და მეორე ღერს მშვიდად მოუკიდა -შენი აზრით?- თვალები დაუბრიალა ირაკლიმ და წამიერად მზერა გაუსწორა -პირდაპირ მკითხე რა გაინტერესებს -ნიცას რას უპირებთ? -ნიცა ჰქვია?!- გატაცებით იკითხა თორნიკემ და ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის ლურჯი მწველი კვამლი -თორნიკეეეე -ჯერ არ გადაგვიწყვეტია -არაფერი დაუშავოთ -სახლში წადი -არ შემიძლია -რატომ? -არ მინდა რამე სისულელე ჩაიდინოთ -თუ ეს დაგამშვიდეს გეტყვი რომ მის მოკვლას არ ვაპირებთ -ჰო მაგრამ... -მაგრამ რა?- წამოენთო თორნიკე -ნიცა ისეთი შეშინებულია, შეიძლება რამე ისეთი გააკეთოს რომ... თავი ვერ მოთოკოთ და... -სახლში წადი! აღარ გამამეორებინო- უეცრად თავზე წამოადგა თორნიკე დამფრთხალ ბიჭს და თვალებში ჩააცქერდა -ჰო მაგრამ -არ მინდა რომ ამ საქმეში გაერიო -უკვე გავერიე... ასე რომ... არსად წასვლას არ ვაპირებ!- უდარდელად უთხრა და ეზოში გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. სწორედ ამ დროს ნიცას ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა რომელიც თორნიკემ გახსნა ,, ერთი საათი უკვე გავიდა! ნიცა იცოდე თუ ზუსტად 10 წუთში არ დამირეკავ პოლიციაში წავალ და განცხადებას დავწერ!" -ჯანდაბა! ესღა გვაკლდა!- ძლივს შეკავებული აგრესიით თქვა თორნიკემ და ტელეფონი უმისამართოდ გინებით დივანზე მოისროლა. ბევრი ფიქრის შემდეგ ნიცას ზურგჩანთა გახსნა და მისი პირადი ნივთები გადაათვალიერა. პროფესიონალური ფოტო აპარატის დანახვისთანავე მისი დალეწვის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ თავი შეიკავა. სხვა ისეთი ვერაფერი ნახა, ამიტომ ისევ ტელეფონს დაუბრუნდა. ესემეს შეტყობინებებით და სოც ქსელებით მარტივად გაარკვია მისი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საყვარელი საქმიანობა, ოჯახის წევრების ვინაობა, სამუშაო ადგილი და მრავალი სხვა, ამიტომ გადაწყვიტა ანდრიას აღარ დალოდებოდა და მასთან შეუთანხმებლად ემოქმედა. -საით?-აღელვებით ჰკითხა ირაკლიმ მეგობარს, როცა იარაღითხელში ნიცას ოთახისაკენ მიმავალი დაინახა -არ ჩაერო!-დაუღრინა თორნიკემ და იარაღი ქამარში გაირჭო -თქვენ ხომ დამპირდი რომ არაფერს დავუშავებდით?- წინ გადაეღობა განრისხებულ მეგობარს აღელვებული ბიჭი -გაიწიე-თვალები დაუბრიალა თორნიკემ და ოთახში შესვლისთანავე კარი შიგნიდან ჩაკეტა. მწვანეთვალება თავდამხმელის დანახვისთანავე ფეხზე წამოვარდა შეშინებული გოგონა და ცრემლიანი თვალებით სახეში მიაჩერდა -შენს დას დაურეკე და დაამშვიდე! უთხარი რომ ღამე სახლში არ მიხვალ! რამე დამაჯერებელი მიზეზი მოიფიქრე, ისეთი რომ ეჭვი არაფერში შეეპაროს!- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა თორნიკემ და ტელეფონი ფრთხილად გაუწოდა. ნიცამ მაშინვე გამოართვა და აკანკალებული თითებით 112 აკრიფა, როგორც კი ზარი განახორციელა მაშინვე ხელიდან წაგლიჯა თორნიკემ ტელეფონი და კედელს შეახეთქა- ამის დედაც- უმისამართოდ შეიგინა და ურეაქციოდ მდგომ გოგონას ყელზე თითები ოდნავ მტკივნეულად მოუჭირა და კედელთან მოიმწყვდია -მომკალი- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ნიცამ და წამიერად მზერა გაუსწორა. -სიკვდილზე უარესი რაღაცეებიც არსებობს- დაუფიქრებლად უთხრა თორნიკემ და ბოროტულად გაუღიმა -გამიშვი-ზიზღით უთხრა ნიცამ და მისი ხელიდან გასხლტომა სცადა, რის გამოც ხელები თავს ზემოთ გაუკავა განრისხებულმა ბიჭმა- მომშორდი- აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას როცა მისი ცხელი, მწველი ვნებიანი ტუჩების შეხება იგრძნო ყელზე- გთხოვ- შეეხვეწა მაგრამ თორნიკე არ ჩერდებოდა და მის შეშინებას განაგრძობდა- იმას გავაკეთებ რაც გინდა- ცრემლიანი თვალებით უთხრა ნიცამ როცა ვნება მორეულმა ბიჭმა ერთი ხელით გაუკავა თავს ზემოთ ორივე ხელი და მეორე ხელი ოდნავ მტკივნეულად მოუჭირა ყბებზე -დარწმუნებული ხარ?- უინტერესოდ ჰკითხა თორნიკემ და ანთებული მზერა მის წითელ ტუჩებს მიაყინა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ნიცამ და როცა თორნიკემ ტელეფონი გაუწოდა სასწრაფოდ ლილეს ნომერი აკრიფა -ძალიან აღელვებული ხარ ლაპარაკს შეძლებ?- ეჭვნეულად ჰკითხა თორნიკემ მზერა გაუსწორა -შევძლებ- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ნიცამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა. -სისულელეების გარეშე -უკვე ვიცი რასაც წარმოადგენთ-ზიზღით უთხრა ნიცამ და ლილესთან დარეკა -უცხო ნომრიდან რატომ მირეკავ? კარგად ხარ? მოხდა რამე?-კითხვები დააყარა ლილემ როცა დის ხმა გაიგო -ხმის ამოღებას თუ დამაცდი გეტყვი -სად ხარ? ტელეფონი რატომ გამორთე? უკვე პოლიციაში ვაპირებდი წასვლას! იცი ბებო რა მდგომარეობაშია ახლა? თან ეს იდიოტიც აქ დარჩა -ამაღამ სახლში ვერ მოვალ -რაააა? ვინმე გყავს? -რას ბოდავ -აბა სახლში რატომ ვერ მოხვალ? -რაღაც მოხდა... -რაა?- დაიძაბა ლილე -სამსახურში მომიწია დაბრუნება... -გგონია ამას დავიჯერებ? -ლილე! -თუ ასეა მაშინ იმ სისულელეებს რატომ მწერდი? -ტელეფონი გავკარგე -რაა? -ბებოს უთხარი არ ინერვიულოს, შეიძლება ხვალაც აქ მომიწოს დარჩენა ზუსტად არ ვიცი კრიტიკული სიტუაციაა -შეგიძლია ვიდეოთვალით რომ დამირეკო? მინდა დავრწმუნდე რომ კარგად ხარ -კარგად ვარ -ნიცააა -ხვალ დაგირეკავ- მკაცრი ტონით უთხრა ნიცამ და სანამ დაბნეული გოგონა რამეს ეტყოდა გაუთიშა, როგორც კი საუბარს მორჩა ნიცა მაშინვე ხელიდან წაგლიჯა თორნიკემ ტელეფონი და გასასვლელი კარისკენ წავიდა და ისე რომ ნიცასთვის არ შეუხედია უბრძანა -გამომყევი -ის გავაკეთე რაც გინდოდა, ახლა რაღა გინდა ჩემგან?- ნერვებმა უმტყუნა ნიცას და სლუკუნით ჰკითხა -არაფერი! უბრალოდ გამომყევი!- მაქსიმალირად მშვიდი ტონით უთხრა თორნიკემ და წამიერად მისკენ მიიხედა -აქ ყოფნა მინდა- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და როგორც კი ოთახიდან გავიდა თორნიკე, მაშინვე ატირდა. -რა ჩაიდინე?- -მაიძულა ცხოველივით მოვქცეულიყავი -რა გააკეთე?!- აღელდა ირაკლი- მითხარი! -შენი აზრით?-წამოენთო თორნიკე -აუცილებელი იყო რომ ასე შეგეშინებინა? -პოლიციაში დარეკა -რა გააკეთა?-ნიცას გამბედაობამ ირაკლი გააოცა -გგონია ეს სასაცილოა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.