ბედისწერის ძალა (9)
თავი9 უჯრიდან დღიური ამოიღო და გადაშალა. საიდანაც პატარა ფოტოსურათი გადმოვარდა, ეს იყო გოგონას სურათი, რომელიც მომღიმარი სახით იყურებოდა. იმ სურათში, დაახლოებით 16-17 წლისა იქნებოდა, მის სურათს, მიეფერა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, რატომ უნდა მომხდარიყო, ასე როგორ ენატრებოდა, როგორი პატარა იყო, მაგრამ გაბედული, არაფერს უშინდებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ბიჭი ენახა, თვითონ კი ვერ შეძლო, სიტყვის შესრულება, დატოვა შუაგზაში, მარტოდ. დღიური გადაშალა და პირველი გვერდი წაიკითხა: ,, დღეს უცნაური რამ დამემართა, დღიურო, იცი? მოულოდნელად ჩემს ოთახში, ერთი ბიჭი შემოვიდა, როდესაც ვცეკვავდი, საკმარისი იყო, ერთხელ ჩამეხედა მისთვის თვალებში, რომ მაშინვე უცნაურად ვუგრძენი თავი, თითქოს, მას უკვე დიდიხანია ვიცნობდი, არ ვიცი რა დავარქვა ამას. შესაძლებელია, ასეთი, რამ რომ წინაცხოვრებშიც მენახა ის... მაგრამ ვიგრძენი, რომ მანაც ზუსტად იგივე იგრძნო, რაც მე, ამის გამო ბიძაჩემმა, დამსაჯა და ბნელ ოთახში, გამომკეტა, წესით იმ უცნობზე გაბრაზებული უნდა ვიყოფილიყავჯ, მაგრამ არ ვარ...,, მის დღიურის კითხვისას თითქოს მისი სიახლოვე იგრძნო, გრძნობდა მისი გული, რომ გოგონა, ცოცხალი იყო. მისი, დღიური აიღო და ოთახიდან გავიდა. _ შვილო, კარგად ხარ?- ჰკითხა ჯემილემ. _ არ ვიცი, ჯემილე თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ დავიცავი ის ამ ყველაფრისგან. _ ძალიან, შეშინებული და აღელვებულიყო, რამდენჯერმე დაგირეკა სანამ გაიქცეობდა ბოლოს დედაშენმა უპასუხა და საშინელი რაღაცები უთხრა. – რაა? რა უთხრა?- წამოენთო,ბიჭი. - უთხრა, რომ აღარ შეეწუხებინე, რადგან ახალ ცხოვრებას იწყებდი და მასთან მხოლოდ გაერთე. ეს მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. _ როგორ გაბედა ამის თქმა, ამას ასე არ დავტოვებ მათ გამო, მეც სიკვდილს ვებრძოდი... – მაგრამ არავინ იცის საბრალო ჩემი გოგონა სად არის და რა გადაიტანა, წარმოდგენაც არ მინდა რა დღეში ჩავარდებოდა, ღმერთმა დაიფაროს და თუ ბედუინების ხელში მოხვდა.. _ რას გულისხმობ ჯემილე? _ ბატონისგან გამიგია, რომ უდაბნო სავსეა, ყაჩაღებით, რომლებიც გოგონებს იტაცებენ და საშინლად უსწორდებიან, ხომ ხვდები არა რასაც ვგულისხმობ, მათ ფარული ჰარემი აქვთ სადაც გოგონებით ვაჭრობენ და ათას საშინელებს ჩადიან. – ამის წარმოდგენაც კი არ მინდა.. წავალ და მოვძებნი ჯემილე, იქამდე არ მოვისვენებ სანამ არ ვიპოვი, ყველამ ფარხმალი დაყარა, მე კი მჯერა რომ ის ცოცხალია, რადგან ჩემი გული ამას გრძნობს. – ინშალლაჰ, ასეც იყოს..- წამოიძახა ქალმა. - მაგრამ ეს ხომ სიგიჟეა,სად უნდა ეძებო, ამ უკაცრიელ ადგილას? - მოვძებნი. ისეთი ადამიანი მჭირდება, ვინც უდაბნოს კარგად ცნობს.. **** რატომ არის მათი სიყვარული ასეთი ტკივილიანი, ნუთუ არ შეიძლებლდა ბედნიერად ეცხოვრათ, მაგრამ მათ ხვედრათ, სწორედ ასეთი სიყვარული ერგო, უყვართ, მაგრამ ერთად არ არიან, ნამდვილი სიყვარული სწორედ, რომ ტკივილით სავსეა. ორივემ დაკარგეს ერთმანეთი და ვეღარ პოულობენ ერთმანეთს ან იქნებ, მხოლოდ ერთი ეძებს, სასოწარკვეთილი, უშედეგოთ დაიარება შუაგულ უდაბნოში და ცდილობს იპოვოს ის რაც დაკარგა, კიდევ რამდენ ხანს უნდა იაროს უდაბნოში, რომ იპოვოს. მიუხედავად დიდი სიცხისა, რომელიც სასტკად აჭერს მზე, იგი მაინც არ ჩერდება და მას დაეძებს. – ჟაასმიიინ, საად ხაარ?- დაიყვირა ბოლო ხმაზე და მუხლებზე დაეცა. უკვე მეტის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა ძალა აღარ ჰყოფნიდა. – ბატონო, იქნებ უკან დავბრუნდეთ უთხრა გიდმა. _ არა, მე ის უნდა ვიპოვო, უნდა ვიპოვო. ადგილობრივ ბედუინები შენიშნეს და მასთან მივიდნენ გიდმა, არავუღწერა, გოგონა ბედუინს, მაგრამ თქვა, რომ არ უნახავთ, მსგავსი გარეგნობის გოგო. თუმცა ყური მოჰკრა ამბავს, რომ ერთ- ერთმა, ბედუინმა ვიღაც გოგო, იხსნა ყაჩაღებისგან. - ბატონო, ამბობენ რომ ერთ- ერთმა ბედუინმა გოგონა გადაარჩინაო, იქნებ ის გოგონაა,ვისაც ეძებთ?- კითხა გიდმა. _ კითხე აბა სად არიან? – ხომ არ იცით, სად ვნახოთ ის ბესუინი? – ისინი, მომთაბარე ხალხი არიან და სავარაუდოდ აქ აღარ იქნებიან.- აუხსნა კაცმა. – სად შეიძლება იყვნენ? – სავარაუდოდ ალჟირისკენ წავიდოდნენ. ზამთარს იქით მიდიან ხოლმე. - გასაგებია. გიდი, მოუბრუნდა და აუხსნა ყველაფერი: _ რა ხდება? _ ბატონო აქ ძებნას აზრი აღარ აქვს, რადგან მათი ქარავანი ალჟირისკენ წავიდა და აქედან ძალიან შორს არიან. უკან დაბრუნდნენ ბიჭი განადგურებული იყო, რადგან ვერ იპოვა მისი სიყვარული არადა რა იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდა, უკან დაბრუნებულს აღარ ჰქონდა იქ დარჩენის ბილეთი და პირველივე რეისზე გაემგზავრა უკან. ბრუნდებოდა ცარიელი იმედებით, თავს ვერ აჯერებდა, რომ დაკარგა თავის სიყვარული, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ სადღაც ცოცხაი იყო, ეს დანამდვილებით იცოდა. *** ძალიან გაუჭირდა ყველაფრის აღდგენა, გრძნობდა რომ დაიკარგა და თავის თავს ვეღარ პოულობდა, ძალიან ცუდად იყო, რადგან სულიერად ცუდად იყო და მისი სული ითხოვდა სიმშვიდეს, თუმცა არ იცოდა,როგორ მოეპოვებინა სიმშიდე, ეს საზარელი ფიქრები არ ასვენედნენ და სტანჯავდნენ. ქალაქში იყო გასული, როდესაც იქვე ახლოს ტაძარი დაინახა, არასდროს ყოფილა ეკლესიაში, რადგან დედამისი უკრძალავდა, თუმცა რატომ ამას ვერ ხვდებოდა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა სურვილი მოენახულებინა. ახლა თითქოს თავისთან იხმო უფალმა და თავის ფეხით შევიდა ტაძარში, კიდევ უფრო გაოცებული დარჩა, როდესაც ტაძარში ასეთი სიმშვიდე და ჰარმონიულპბა აღმოაჩინა, კედლებზე მოხატულმა, ხატებმა მისი ყურადღება მიიქცია, ეს რაღაც მისტიკური ადგილი იყო სადაც ასეთი სიმშვიდე იგრძნო, კედლებში გამჯდარი სარკმევლის სუნი საოცრად ამშვიდებდა გოგონას. პატარა ჯიხურთან მივიდა რამდენიმე სანთელი იყიდა და სანთლები დაანთო, პირველად იყო, ტაძარში დ არც ქრისტიანობის გაეგებოდა რამე, მაგრამ იმხელა რწმენით და გულით შესთხოვა უფალს, რომ თავი ეპოვა და ის რაც მის სულს უნდოდა ეპოვა. იქვე სკამზე ჩამოჯდა. ისე იყო ჩაფიქრებული, რომ ვერც კი შენიშნა ისე მივიდა მასთან მამაო. _ რა გაგჭირვებია, შვილო?- სათნო სახით შეხედა. – მოძღვარო, მე ჩემ თავს დავეძებ, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში დავკარგე. ახლა ვცდილობ გავიგო, ვინ ვარ მე მუსლიმი თუ ქრისტიანი. გარდა ამისა, სულიერ ტრავმა მაქვს. – მიამბე შენი ამბავი, იქნებ შევძლო შენი დახმარება, პირველ დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობ მუსლიმსა და ქრისტიანში? _ მამა მყავდა ქართევლი რომელიც ქრისტიანი იყო, დედა კი, არაბი მუსლიმი. სამწუხაროდ მე არ ვიცი, რომელი მათგანი ვარ მე... მამა ადრეულ ასაკში დავკარგე და სამწუხაროდ ვერ გავიგე ამ რელიგიაზე ვერაფერი დედამ კი თავის წესებით გამზარდა, თუმცა ჩემი სული ამას ვერ იღებდა იმ რელიგიას და ვგრძნობ,რომ მე ამ რელიგიას არ ვეკუთვნი. დღეს კი, ჩემი ფეხით მოვედი აქ. - ძალიან რთული საკითხია, აქ მხოლოდ ის შემიძლია გირჩიო, რომ შენს სულს მოუსმინე შინაგან ხმას, თუ მან აქ მოგიყვანა ესეიგი სწორ გზას ადგახარ, სულიერ ტრავმაზე რას გულისხმობ? - ძალიან მეუხერხულება და მიმძიმს ამაზს საუბარი. – მომისმინე, არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელმაც შეიძლება მოძღვარი გააოცოს, მე ისეთი რაღაცები მაქვს, მოსმენილი რომ არაფერი მიკვირს ეს აღსარებაა ჩათვალე. – როგორ ვთქვა, მოძღვარო დაახლოებით ერთი თვისწინ ჯოჯოხეთი გამოვიარე, ვიღაც ყაჩაღებმა გამიტაცეს და საშინლად გამისწორდნენ. სული და სხეული დამისახიჩრეს..- ამოიტირა გოგონამ.- ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ? _ ძალიან ვწუხვარ, ნამდვილად არ არის ადვილი გადასატანი, მაგრამ ნახე, ეს რომ არა დღეს შენ აქ არ იქნებოდი და მე არ გამესაუბრებოდი ხომ ასეა? უფალი განსაცდელებს გვივლენს, მაგრამ ასევე გვეხმარება მის გადალახვაში. განსაცდელები იმისთვის იშვება, რომ მათი გადალახვა შევძლოთ და უფრო გავძლიერდეთ, არაფრით არ შემთხვევაში არ დაეცე სულით, პირიქით უფრო გაძლიერდი. – საოცარი ადამიანი ხართ მოძღვარო, ისე მშვიდად და ტკბილად მესაუბრებით, რომ მბურძგლავს. - მევ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. დამელოდე ახლავე, მოვალ.- უთხრა და გავიდა, ცოტაცანში კი საშვალო ზომის წიგნი გამოიტანა და გოგონას მისცა. - ეს რა არის?- გაოცებულმა დახედა წიგნს. - ეს ჩვენი უფლის ქრისტეს, წმინდა წიგნია, წაიკითხე სახლში და გაეცანი, რასაც ვერ გაიგებ, მე დაგეხმარები,თუ ამის წაკითხვის შემდეგ შეიცნობ შენ ქრისტეს, როგორც უფალს მერე მოდი და მოგნათლავ, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი გექნება.- თბილად გაუღიმა მამაომ და წავიდა. **** 3 წლის შემდეგ. ცხოვრენამ ორივეს ღრმა იარა დაუტოვა, წლები გავიდა და ამ დროის მანძილზე ორივემ ასე თუ ისე ისწავლა, ტკივილთან ერთად ცხოვრება, მაგრამ გაერიდნენ თავიანთ გრძნობებს, იაგო ხალიან შეცვლილიყო იმ მშვიდი რომანტიკული ბიჭისგან აღარაფერი დარჩენილიყო, ახლა მხოლოდ მკაცრი ბიზნესმენი იყო, რომელიც მხოლოდ თავის საქმეებში იყო ჩაფლული და არავის არაფერს არ პატიობდა, მშობლებთან სულ გაუცივდა ურთიერთობა და არ ესაუბრებოდა, ვერ შეძლო მათი პატიება, რადგან მათ ადანადაულებდა მომხდარში, კაბინეტში იჯდა და საბუთებს აწესრიგებდა, როდესაც მის კაბინეტში მენეჯერი შევიდა. _ ბატონო იაგო, თქვენთან გოგონაა გასაუბრებაზე, შემოვიშვაა.- მიმართა ქალმა. _ შემოვიდეს.- ცივად მიუგო და განაგრძნო, საბუთებში ქექვა. გოგონა მის ოთახში, შევიდა და იქვე დადგა. – აბა, გისმენ.- მიუგო ბიჭმა. გოგონა წამიერად გაშრა, როდესაც ბიჭის ხმა გაიგონა, ეს ხმა საიდანღაც ეცნობოდა და კიდევ უფრო მიიღო შოკი, როდესაც ბიჭმა თავი წამოწია და გოგონას შეხედა. ორივე შოკირებულები უყურებდნენ ერთმანეთს და ვერ იჯერებნენ, ნანახს. მაგრამ ბედისწერამ, როგორც დააშორა ისე გადაჰყარა კვლავ ერთმანეთს მიძინებულმა გულებმა ისევ დაიწყეს ძგერა. _ ჟასმინ...- ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა მისი სახელი და ფეხზე წამოდგა გაოგნებული მიუახლოვდა მას შემდეგ კი, მის სახეს შეეხო, თითქოს ვერ ეჯერა, რომ მის წინ რეალირად იდგა გოგონა და შემოწმება უნდოდა, მართალი იყო თუ არა. მის სახეს ეხებოდა და გრძნობდა მის კანს. – ვერ ვიჯერებ, ეს როგორ რანაირად? შენ აქ საიდან?- გაოცებული საუბრობდა. გოგონა უსიტყვოდ იდგა და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა, მლაშე სითხე თვალებს უწვავდა. შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და უკან მოუხედავად გაიქცა მისი კაბინეტიდან, ბიჭიც უკან აედევნა მას გოგონა, ატირებული გავარდა გარეთ, ცდილობდა რაც შეიძლებოდა გასცლოდა იქაურობას არ უნდოდა ბიჭის ნახვას. შენობიდან გავიდა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ იაგო დაეწია მკლავში ჩაავლო ხელი და მისკენ მიაბრუნდა. _ რატომ გარბიხარ?- კითხა წარბებ შეჭმუხნულმა. - სად იყავი მთელი სამი წელი, სად იყავი იცი რამდენი გეძებე, მაგრამ ვერასად ვერ გიპოვე, ამიხსენი აქ საიდან აღმოჩნდი? – არ მინდა ამაზე, ლაპარაკი. ჩვენი გზდბი მაშინ გაიყო, როდესაც შენ უკან დაბრუნდი უკვე საკამაო დრო გავიდა და ალბათ ცოლიც მოიყვანე ხომ ასეა?- ჩამწყდარი ხმით კითხა. _ არავითარი ცოლი, არ მომიყვანია, მე შენს არავინ აღარ შემყვარებია, ჩემი გული მარტო შენთვის ძგერდა. _ ტყუი..! –რაა? _ შენ მე გამომიყენე მომატყუე, ბიძაჩემიც კი დააჯერე, რომ ცოლად მომიყვანდი, მაგრამ როგორც კი, წახვედი ყველაფერი შეიცვალა. ორმაგ თამაშს თამაშობდი ჩემთან ერთიბოდი და აქ ცოლის მოყვანას აპირებდი. ჩემი გრძნობებით გაერთე ხომ ასეა? შენ ერთობდი, მე კი ამის გამო, ჯოჯოხეთი გამოვიარე. _ რა სისულეებს ამბობ, მე შენ მართლა მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ, ჩემი გრძნობები ნამდვილი იყო. - გთხოვ არ გინდა ეს სპექტაკლი, მე აღარ ვარ ის პატარა მეამიტი გოგონა, რომელსაც ადრე იცნობდი და ამ ზღაპრების აღარ მჯერა. – რა გჭირს? მესმის ნაწყენი ხარ, რომ ვერ ჩამოვედი დროულად, ეს ჩემი მშობლების ბრალი იყო, მე მართლა მოვდიოდი შენთან მაგრამ... _ არაფრის მოსმენა არ მინდა, შევცდი აქ არ უნდა მოვსულიყავი.- წამიძახა და წასვლა დააპირა. _ არსად არ წახვალ, სანამ არ ამიხნი ყველაფერს.- უთხრა მკაცრად. – ვალდებული არ ვარ, რამე აგიხსნა. - ჟასმინ! რატომ იქცევი ასე, მე ჩამოვედი შენთან, მაგრამ დამაგვიანდა, შენ უკვე დაკარგული იყავი. – ხო, ზუსტად დაგაგვიანდა და ამ დაგვიანების გამო, ყველაფერი დავკარგე.- გულმოსულა წამოიძახა. შენ რომ დროულად ჩამოსულიყავი ის რაც მოხდა არ მოხდებოდა, მაგრამ მოსახდენი მოხდა. - რას გულისხმობ ჟასმინ? მითხარი სად იყავი მთელი ეს დრო. უდაბნოში გეძებდი, მაგრამ ვერსად გიპოვე, შემდეგ ადგილობრივებისგან შევიტყვე, რომ ერთ-ერთერმა ბედუინმა გოგონა იხნსა ღაჩაღებისგან, მაგრამ თქვეს, რომ მათი ქარავანი დიდიხანია რაც წავიდა. სად იყავი, მითხარი? _ გთხოვ ნურაფერს მეტყვი, რადგან მაინც ვერაფერს გეტყვი. – ჟასმინ, უნდა ვიცოდე სად იყავი, ან აქ როგორ აღმოჩნდი? – კარგი, ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე. დავუშვათ, მოხდა ასეთი რამ და გაიგე, რომ შენს საყვარელ ქალს სხვა შეეხო... რას იზამდი ამის გაგებისას? – რაა? ჟასმინ შენ... - გაახსენდა ჯემილეს სიტყვები, რომ უთხრა ყაჩაღების ხელში თუ მოხვდა, გოგონას გააუბედურებენო.- ჟასმინ არ მითხრა, რომ...- ვეღარ შეძლო გაგარძელება, რადგან ძალიან უმძიმდა ამის წარმოთქმა. გოგონამ არაფერი უპასუხა ბიჭის სხეულს უღონოდ მიეკრა და მწარეს ატირდა. ამით ყველაფერი ნათქვამი იყო, მიხვდა, რომ მის საყვარელ ქალზე ძალა იხმარეს. გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა და ეხვეოდა თითქოს ცდილობდა იმ ნუგეშის მიღებას, რაც წლების წინ აკლდა. ვერ ეხვედოა იმის ძალა არ ჰყოფნიდა,რომ გოგონას მოხვეოდა და ენუგეშებინა. ბოლოს მაინც წაიღო და ძალიან ნაზად მოხვია ხელები. სიმწრისგან ძარღვებში სისხლი უდუღდა თავს იდანაშაულებდა, .... ვიცი, პატარა თავია, მაგრამ დიდხანს რომ არ გელოდათ რისი დაწერაც მოვასწარი, იმას გიდებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.