შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში (თავი 3)


1-11-2024, 03:42
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 172

სახლი მთაში
თავი 3
ანდრეა უხმოდ უსმენდა მარიამს. ვერ გადაეწყვიტა ამ გოგოს თავდაჯერებულობას თავხედობის დონე განსაზღვრავდა, თუ მართლა არ იცოდა სახლის გაყიდვის შესახებ.
- ერთი წუთით დაგტოვებ უნდა დავრეკო - უთხრა ბიჭმა და ირაკლის დაურეკა.
- ირა, თუ ძმა ხარ შეამოწმე აუქციონზე ნაყიდი სახლის საბუთები ხო წესრიგშია?
- რატომ რა ხდება?
- ჯერ არ ვიცი, შეამოწმე და დამირეკე.
- მოიცა არ გათიშო, ვნახულობ უკვე. - უჯრიდან ამოიღო საბუთები ირაკლიმ და გულდასმით დაუწყო თვალიერება. - კი, ყველაფერი წესრიგშია.
- გასაგებია.
- რა ხდება მანდ?
- არაფერი, რაღაც მაინტერესებდა. მიდი ელექტრონული ვერსია გამომიგზავნე მეილზე და დღეს თავს განებებ.
- როდის აპირებ ჩამოსვლას, ძალიან გაგირძელდა მანდ ყოფნა.
- ვიცი, ვიცი ეს შაბათ-კვირაც და წამოვალ მერე.
- დღეს ხუთშაბათია.
- ტვინს მიბურღავ.
- კვირას შენები ჩამოდიან და რომ არ დახვდე ხო იცი მთელი წელი არ შეგვეშვებიან არცერთს.
- ჯანდაბა, ეგ სულ არ გამხსენებია. მომწერე რომელზე იქნებიან და ჩამოვალ.
- კარგი გიგზავნი. ჰო, მართლა იმ კაცმაც დარეკა ორი დღით დატოვა ძაღლები და რა ხდება ასე არ შევთანხმებულვართო.
- კვირამდე დაიტოვოს და ბონუსიც მიეცი. ჰო მართლა სახლის შესახებ არავისთან დაგცდეს, მოაშორე ეგ საბუთებიც მანდედან, სადმე ისე შეინახე, რომ არავინ ნახოს.
- რას გადაყევი მაგ სახლს, თითქოს მეტი სადარდებელი არ გქონდეს.
- სადარდებელი რომ მაქვს მაგიტომ მინდა ეს სახლი, განმარვტოვდე და ვიდარდო, თუ შემარგეს განმარტოება.
ანდრია მარიამს უყურებდა. ირაკლი ფიქრობდა, რომ შერგებაში ოჯახს გულისხმობდა, სინამდვილეში კი ორივე ვერსია ახლოს იყო სიმართლესთან.
- უნდა ვილაპარაკოთ. - სრულიად სერიოზული იერით და ხმით მიუბრუნდა ანდრეა გოგონას.
- აბა აქამდე რას ვაკეთებდით? - გაუკვირდა მარიამს. ცოტა უცნაურად ეჩვენებოდა ეს ბიჭი. შეუსაბამოდ ჩაცმულად სოფლის ყოველდღიურობისთვის და არც პირველი შეხვედრის ეფექტს გაევლო ჯერ. - "ეტყობა რამე ძლიერს ეწევა, ისეთს, რომ რაღაცეები ეჩვენება ხოლმე" - გაიფიქრა თავისთვის და გულში გადაწყვიტა რაც შეიძლება შორს დაეჭირა თავი მისგან.
- წამოდი - სახელდახელოდ ფიცრებისგან შეკრული სკამებისკენ ანიშნა ბიჭმა და წინ გაუძღვა.
- ერთი წუთი უნდა ვუპასუხო, დედაჩემია - აწკრიალებულ ტელეფონს დახედა მარიამმა - კი, დედა კარგად ვარ, ჩავედი უკვე, მოიცა კამერას ჩავრთავ.
- როგორ იმგზავრე დე, ხო არ დაიღალე?
- არა დედა, ყველაფერი კარგადაა, ნახე ეზო როგორი მოწესრიგებულია. მეგონა ჯუნგლები დამხვდებოდა.
- გურამი ბიძია მოაწესრიგებდა დედა და მადლობა გადაუხადე ჩემგანაც. გულიკო ბიცოლა მომიკითხე, უთხარი მაიას ძალიან უყვარხარ და შენი იმედი აქვსთქო.
- კარგი დე გადავცემ, შენ როგორ ხარ, რაო ექიმმა?
- ჯერ არ შემოსულა, მაგრამ წუხელ დამპირდა ხვალ გაგწერთო.
- თუ დაგტოვა არ გაჯიუტდე შენებურად, დარჩი სადამდეც დაგტოვებს.
- რა ვიცი დედა, მე სახლში მირჩევნია, არ შემიძლია ამდენი ვაი-უის მოსმენა.
- დარჩი სადამდეც დაგტოვებენ. არ მანერვიულო იცოდე.
- ვნახოთ დედა, ვნახოთ რას იტყვის ექიმი და მაგის მიხედვით გადაწყვიტავ. მიდი მოატრიალე კამერა, დამანახე სახლი.
- ცოტა ხელის შევლება კი უნდა, მაგრამ ჯერ ისევ დგას - გაიცინა გოგონამ - მგონი სულზე მოვუსწარით.
- დედა გურამი ბიძიას უთხარი გინახოს ხელოსნები და გამოგიგზავნი მაგის ფულს, სულ მოსახსნელია ეგ მოაჯირი, ჯერ კიდევ მაშინ იყო გასაკეთებელი და ახლა რა იქნება...
- შენ მაგაზე არ ინერვიულო, ნელ-ნელა ყველაფერს მივხედავთ.
- დედა მაგ აივანს არ ენდო იცოდე, შეიძლება მოწყდეს და გადმოგიყოლოს.
- კარგი დედა რა, ორი წლის კი აღარ ვარ.
- ორი წლის არ ვიცი მე, დამიჯერე რასაც გეუბნები. - ხმა გაიმკაცრა ქალმა. - დედა ნახე წყალი ხომ არ არის ჩამოსული სახლში.
- არ ვიცი დედა, ჯერ კარგად არ მინახავს ყველაფერი. ცოტა დავლაგდები და დაგირეკავ მერე კარგი დე?! გამაგებინე ექიმი რას იტყვის.
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი და ტელეფონი გათიშა. საავადმყოფოს კედლების მიუხედავად ისიც იქ იყო, მისი მარიამის გვერდით. აწყლიანებული თვალები, ჭერს მიაპყრო, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავს ფიქრები აუკრძალა, მაგრამ ადამიანის გონება ასეა მოწყობილი რაზეც არ გინდა იფიქრო, ზუსტად იმაზე ფიქრობ. მოგონებებში ჩაძირულს, მონატრებამ მეტად მოუჭირა გადაღლილ გულზე და ცრემლებმაც თავისთავად იპოვა გზა.
- რასთან დაკავშირებით გინდოდა საუბარი? - მიუბრუნდა მარიამი ანდრეას და მისკენ გაემართა.
- არ ვიცი როგორ გითხრა, შეიძლება იცი კიდეც - დაბნეულად დაიწყო ბიჭმა. მას კიდევ აწუხებდა ეჭვები და არ სურდა არასწორად დაეწყო ურთიერთობა.
- ვერ ვხვდები რას მეუბნები.
- სახლთან დაკავშრებით ვამბობ.
- რამე სჭირს სახლს?
- თვითონ სახლს არაფერი...
- აბა?!
- ეს სახლი სამი კვირის წინ გაიყიდა აუქციონზე. - როგორც იქნა მოუყარა თავი სათქმელს.
- რა ქნა? - გაოგნდა გოგონა.
- გაიყიდა!
- რა სისულელეა. ეს სახლი ჩემი ოჯახის საკუთრებაა. ნახევარი ჩემია, ნახევარი მამას ბიძაშვილების...
- საბუთებით ერთი ადამიანის საკუთრება იყო...
- ერთის არა, ნახევარი მათი, ნახევარი ჩემი - დაბეჯითებით გაიმეორა გოგონამ.
- ანუ ნახევარი.
- შენ ვინ გითხრა, რომ გაიყიდა?
- მე ვიყიდე.
- შენ? - მომენტალურად იმედგაცრუება ჩაუდგა თვალებში მარიამს. - ანუ ამ სახლსაც შეეხენ - მრისხანებამ შეცვალა მისი მზერა. - და შენ იყიდე. - ისე საუბრობდა თითქოს ანდრეას ბრალი ყოფილიყო, რომ სახლი გაიყიდა.
- აქ ვცხოვრობ... - დაამატა ბიჭმა, რათა უფრო ნათელი გამხდარიყო შექმნილი სიტუაცია.
- აქ ცხოვრობ! - რობოტივით გაიმეორა მანაც.
- კი აქ ვცხოვრობ.
- იმედია შენს ნახევარში.
- მთლიან სახლში.
- რამდენი გადაიხადე, იქნებ შევძლო და დაგიბრუნო.
- იქნებ შენ მითხრა შენი ნახევრის ფასი და ასე მოვრიგდეთ.
- გამორიცხულია! - ამ სახლს არ გავყიდი! - გამოუცხადა მარიამმა - ჯობია შენ დათმო და მშვიდად დავიშალოთ.
- ასე ვერ შევთანხმდებით! იქნებ მაჩვენო საბუთები სადაც წერია, რომ სახლის ნახევარი შენია.
- შეგიძლია რეესტრში შეამოწმო.
ორივემ მობილური მოიმარჯვა. ორივეს ჰქონდა წესრიგში საბუთები, სადაც გარკვევით ეწერა, რომ სახლიც და მიწაც მათ საკუთრებას წარმოადგენდა.
- რაღაც გაუგებრობაა - ჩაილაპარაკა ანდრეამ. - ყველაფერს გავარკვევ.
- გასარკვევი არაფერია. - გულდაწყვეტით თქვა მარიამმა - დედას რომ უნდოდა უარი უთხრეს, ალბათ შენ მეტი შესთავაზე...
ანდრეა უკვე აღარ უსმენდა მარიამს. მისი წარმოდგენები სიმშვიდესა და მყუდროებაზე ერთი ხელის მოსმით განადგურდა. "ალბათ იცოდა იმ ბებერმა კუდიანმა სურათიდან და ამიტომ დამცინოდა" - გაიფიქრა მან და თავისივე ფიქრებზე ხმამაღლა გაეცინა.
- სასაცილო ვთქვი რამე? - აენთო მარიამი.
- არა, შენ არ არაფერი... - ხელები ასწია ბიჭმა, მაგრამ სიცილი მაინც ვერ შეწყვიტა. - მართლა, ჩემ თავზე მეცინება.
- შეწყვიტე სიცილი და ჩამოვყალიბდეთ რას ვაპირებთ! რადგან მეც ამ სახლში ვაპირებ ცხოვრებას.
- გამორიცხულია! - უცებ დასერიოზულდა ბიჭი.
- ვინ დამიშლის, შენ?!
- გამორიცხულიამეთქი! - გაიმეორა მან - თქვი რამდენი გინდა და ეგ არის.
- რას ქვია რამდენი მინდა?
- ყველაფერს აქვს თავისი ფასი. დაასახელე შენი და მოვრიგდებით...
- გამარჯობა თქვენი - საუბარი შეაწყვეტინათ გურამი ბაბუამ. - სტუმარი გყოლია ბაბუა - ინტერესით შეათვალიერა მოხუცმა გოგონა - მოკიდე ხელი და გადმოდით, გულიკოს გაშლილი აქვს უკვე სუფრა.
- ცოტა ხანში გადმოვალთ. - უთხრა ბიჭმა და საუბრის გასაგრძელებლად დაელოდა, რომ მოხუცი საკმარისად შორს წასულიყო.
- სტუმარი - ჩაილაპარაკა თავისთვის მარიამმა და კიდევ ერთ იმედგაცრუებას გაუსწორა თვალი. რა თქმა უნდა, იმიტომ დახვდა ეზო მოვლილი, რომ სახლი გაიყიდა, აბა სხვისი სახლ-კარისთვის ვინ გამოიდებდა ასე თავს.
- დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს...
- ვერც ერთ საკითხს ვერ დავუბრუნდებით - შეაწყვეტინა გოგონამ. - ეს სახლი ჩემთვის ფულთან არ ასოცირდება, არც დედასთვის. ისე ვერ ვიზამ, რომ ღამის გასათევი არ მქონდეს, როცა მამაჩემის საფლავზე ჩამოვალ.
- აქამდე ეს არ გაგხსენებია? - ირონია გაკრთა ანდრეას ხმაში. მისთვის ყველაფერი ვაჭრობის საგანი იყო და რაც მეტ მიზეზს დაასახელებდა მარიამი, თუ რატომ არ სურდა სახლის გაყიდვა ელოდა, რომ მით მეტად გაიზრდებოდა ფასიც.
- ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო! - ბრაზის ცეცხლმა ჩაანაცვლა ტკივილი გოგონას თვალებში. - ეს სახლი არ იყიდება! - გაიმეორა მან და ანდრეას ზურგი აქცია. გაურკვევლობა, აი, რა ერქვა მის მდგომარეობას. ახლა რა უნდა ექნა?! გადმოეღო ბარგი და საკუთარ ნახევარში დაეწყო ცხოვრება, თუ...
დაფიქრება სჭირდებოდა. ამ უცხვირპირო ცინიკოსისგან შორს ყოფნა და დაფიქრება. ეგღა აკლდა მის სახლში სხვას გაეცა ბრძანებები.
-"თავხედი! ე.ი. ჩემი ფასი არა?! ამას ვუჩვენებ ფასს - როგორღაც ისე ხდებოდა, რომ ბრაზი ანაცვლებდა ყველა სხვა გრძნობას. - მე რატომ უნდა წავიდე ჩემი სახლიდან?! ადგეს და თვითონ მიბრძანდეს! განა რამდენად უნდა გაყიდულიყო, რომ გამოსყიდვა ვერ შევძლოთ. ბოლო-ბოლო ბანკით ვიყიდით. სადაც ამდენი ვალი იქაც ესეც." - ფიქრობდა და თან ჭიშკრის გახსნას ცდილობდა, რომ მანქანა შემოეყვანა ეზოში.
- ჩაჭედილია! - გასძახა ანდრეამ.
- ჩაჭედილია და იყოს! - უფრო მეტად გაცხარდა მარიამი. - ამას ვაჩვენებ ვისი აჯობებს.
- უსულო საგნებზე აპირებ ჯავრის ამოყრას თუ გავაგრძელებთ საუბარს? - მიუახლოვდა ანდრეა.
- წადი ბაბუაშენი გელოდება, გაცივდა საჭმელი.
- მგონი სიმშვიდე აღარ მეღირსება - ამოიოხრა ანდრეამ - კარგი სიბრაზე, რომ გაგივლის და საუბრის ხასიათზე მოხვალ მერე გავაგრძელოთ.
მარიამს აღარაფერი უპასუხია, ჩაჭედილ ჭიშკარს შეეშვა და მანქანისკენ წავიდა.
- ამას ვუჩვენებ ჩაჭედვას - გაიმეორა თავისთვის და მანქანა დაძრა.
- რას აკეთებ... - ანდრეას სიტყვის დასრულება არ დასცალდა, ჭიშკარი ბოძებიანად დაემხო. - არანორმალური ხარ! რა გააკეთე...
- ეგ დასკვნაა თუ კითხვა? - შეაწყვეტინა მარიამმა.
- დასკვნა!
- ჭიშკრის შეკეთების ხარჯებს ვიყოფთ, თუ როგორ არის საქმე?! - ირონია გაურია გოგონამ ხმას.
- რასაც აფუჭებ, თავადვე აკეთებ!
- მშვიდობა გაქვთ? - ღობეს მოადგა გურამი ბაბუა - ასე როგორ შეიძლება შვილო - საყვედურნარევი მზერა ესროლა მარიამს და ცოტა იმედგაცრუებით გახედა ანდრეას, თითქოს თვალებით ეუბნებოდა გითანაგრძნობო.
- ცოტა ხმაურით შემოვიჭერი თქვენს მშვიდ და იდეალურ ცხოვრებაში - ნაძელადევად გაიცინა მარიამმა და ბარგის გადმოლაგება დაიწყო.
- წამოდით ჯერ ვისაუზმოთ და მერეც მოასწრებთ დაბინავებას - ბარგზე ანიშნა გურამი ბაბუამ გოგონას.
- არ მშია. - ჩაილაპარაკა მარიამმა.
- მოვალთ ახლავე - ხელით ანიშნა ანდრეამ მოხუცს და მანაც სახლისკენ იბრუნა პირი. - კარგი, გავიგე რომ მარტივად არაფერი გამოვა - მიუბრუნდა მარიამს - მაგრამ იქნებ რაღაცეებზე მაინც შევთანხმდეთ.
- მაინც რაზე?
- თუნდაც იმაზე, რომ მეზობლებს არ აალაპარაკებ.
- ვერ გავიგე? - წარბები აწკიპა გოგონამ. - ეგღა მაკლია შენ მიკარნახო, როგორ მოვიქცე.
- გასაგებია - ჩაილაპარაკა ბიჭმა - იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნები ყველაფრისგან პრობლემას რომ ქმნიან...
- მე ვქმნი ყველაფრისგან პრობლემას? - გულწრფელად გაოცდა გოგონა - ჩემ სახლში ცხოვრობ, მკარნახობ როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს მეზობლებთან და კიდევ მე ვქმნი პრობლემას?
- არაფერს გკარნახობ. ეს ხალხი არ გიცნობს. საღამოს უკვე მთელ უბანს ეცოდინება, რომ სტუმარი მყავს. მინდა ვიცოდე რას აპირებ.
- სტუმარი არ ვარ, ჩემი სახლია და ადამიანები ვისაც შენ მეზობლებად თვლი, ჩემიც ისეთივე სისხლით ნათესავები არიან, როგორებიც შენი. ისე მართლა, შემახსენე ჩვენ რად ვეკუთვნით ერთმანეთს?
- ჩვენ ნათესავები არ ვართ.
- ჰო, რა თქმა უნდა! რომელ ნათესაობაზეა ლაპარაკი.
- აქაური არ ვარ, უბრალოდ ეს სახლი ვიყიდე - უკვე ყელში ჰქონდა ანდრეას მისი გამოხტომები, მაგრამ ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- ანუ, გურამი ბაბუას შვილიშვილი არ ხარ და არც არანაირი ნათესავები არ ვართ. - დააზუსტა გოგონამ.
- ასეა...
- ანუ რა გამოდის ერთ ჭერქვეშ უნდა ვიცხოვრო კაცთან, რომელიც ნათესავიც კი არ არის?!
- სულ არ არის ამის აუცილებლობა, შეგიძლია თქვა სად გინდა ცხოვრება და პრობლემა არ იქნება...
- რიტორიკული კითხვა იყო ცინიკოსო. ჩემს სახლში ვაპირებ ცხოვრებას!



№1 სტუმარი სტუმარი მარიკა

რა დროს იცით ხოლმე გაწყვეტა უფ ????????????????

 


№2  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი მარიკა
რა დროს იცით ხოლმე გაწყვეტა უფ ????????????????

"თ" მარი?
შენც ბრუტუს?

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკა

Linda Gavasheli
სტუმარი მარიკა
რა დროს იცით ხოლმე გაწყვეტა უფ ????????????????

"თ" მარი?
შენც ბრუტუს?

კაი იცი ???? ბრუტუსიც ხარ და იუდაც თუ კაია ???????? გამოუშვი პედეეფი თორემ დაემშვიდობე ტელეფონს ????????

 


№4  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი მარიკა
Linda Gavasheli
სტუმარი მარიკა
რა დროს იცით ხოლმე გაწყვეტა უფ ????????????????

"თ" მარი?
შენც ბრუტუს?

კაი იცი ???? ბრუტუსიც ხარ და იუდაც თუ კაია ???????? გამოუშვი პედეეფი თორემ დაემშვიდობე ტელეფონს ????????

ვაიი!!!!

 


№5 სტუმარი სტუმარი მანონი

დარწმუნებული ვარ,წინ დიდი ამბები გველოდება❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი მანონი
დარწმუნებული ვარ,წინ დიდი ამბები გველოდება❤️❤️❤️

ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად დიდი laughing ნამდვილად არ გექნებათ მოწყენის დრო blush

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

საოცარი ისტორიაა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თან რა დროს გაწყვითეთ. მალე დადეთ გაგრძელება. გთხოოვთ

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

საოცრად წერ

 


№9  offline წევრი GMG

საყვარლებიიი❤️❤️ წინასწარ ვტკბები ამათი მომავალი ომებით და ასე მგონია ,რომ საბოლოო
მშვიდობიანი,სასიყვარულო დაზავებით❤️❤️

 


№10  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ნათია
საოცრად წერ

დიდი მადლობა

GMG
საყვარლებიიი❤️❤️ წინასწარ ვტკბები ამათი მომავალი ომებით და ასე მგონია ,რომ საბოლოო
მშვიდობიანი,სასიყვარულო დაზავებით❤️❤️

ჰო, მეც გული მიგრძნობს ამათთან მარტივად არაფერი ქიენაბა ????

სტუმარი მარი
საოცარი ისტორიაა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თან რა დროს გაწყვითეთ. მალე დადეთ გაგრძელება. გთხოოვთ

თითქმის ყოველ დღე ვამატებ ახალ თავს, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ ჯერჯერობით მაინც ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent