შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა რა გზაა?!(IX თავი)


1-11-2024, 14:54
ავტორი tasusuna
ნანახია 1 259

დეკემბრის შუა რიცხვებში,
დადუს სამი თვე ჩვენ ისე შემოგვეპარა ყველას,
რიცხვს რომ ჩავხედე და ტელეფონმა ჩანიშნული ვიზიტი შემახსენა,
ისე ავღელდი,
შუა ღამით გავედი დადუსთან და,
მასთან ერთად გადავათენე ხვალინდელი დღის მოლოდინში.
სულ ხომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სქესს,
მაგრამ, რომ ვიცოდი დათუნასთვის პატარა, ოქროსფერთმიანი გოგონა რამდენი ხნის ოცნება იყო,
გული მიმდიოდა,
ახლა და ამწამს, ამის შეგრძნება რომ არ შეეძლო.
იყო მომენტი, იმდენად ეგოისტურად შემომიტევდა საკუთარი თავი,
მინდოდა ყველა დამევიწყებინა და მხოლოდ ჩემი ძმა გამეთვალისწინებინა,
მაგრამ,
თან ფონად დადუს ვხედავდი,
მთელი თვე რომ სახლიდან არ გამოსულა, წოლითი რეჟიმის გამო და თავს იმდენად უფრთხილდსბოდა მისი ბრინჯის ხელას ჯანმრთელობისთვის,
რომ საერთოდ აღარაფრად უღირდა არც უკვე წამოზრდილ მუცელზე შემოცქერილი ეჭვია ი მზერები.
დადუმაც იცოდა კარგად ,
არ საიმალებოდა უკვე დიდხანს არც სხვისთვის და,
დათუნასაც მარტივად მიუტანდნენ ენებს,
მაგრამ,
ისე ჩაბღაუჭებოდა ამ საიდუმლოს,
ისე შემოეხვიე მისთვის ხელები,
ყველა ეჭვები ისევ უფერულდებოდა..
-შენ როგორ ფიქრობ დადუ, ვინაა?-ღამის სამზე გიოს მოტანილ ნაყინს ვჭამდით სუფრის კოვზებით და, ორივე ჩვენს წილ დარდზე ვფიქრობდით.
პატარა ნესვის ხელა ჰქონდა ზუატად მუცელი..
ისეთი ლამაზი და ისეთი კოხტა,
რაც მივედი, ხელს ვერ ვაშორებდი..
მეგონა,
დათუნას რაღაც ნაწილს მაინც ვაგრძნობინებდი მის შვილს ,
თუ კანიდან კანზე შევეხებოდი..
-გოგოა თათუ..-ისე დარმწუნებით მითხრა , წარბაწეულმა გავხედე.
გაეცინა დადუს.
არ ყოფილა არასდროს ამაზე მეტად ლამაზი.
ყველა ვარაკვლავის სიკაშკშეს ასხივებდა სხეულიდან.
-დათუნასთან ერთად რომ ვოცნებობდი ხოლმე,
იქ სულ სამნი ვიყავით და გვერდით ოქროსფერთმიანი პატარა, ციცქნა გოგო გვყავდა ..-მკრთალად ეღიმება დადუს და,
გალავანს ავლებს მის პატაარა მარცვალს..
-ღმერთმა რატომღაც ისე მოაწყო თათუ,ყველა დათუნას ოცნება ახდა და, არც ერთი ჩემი..-ნაწყენმა გამომხედა და მივხვდი,
გუშინდელი დათუნას ის ფოტო ნახა,
დეივ გროლისთან რომ გადაეღო..
დადუსაც რომ ისევ ის ნირვანას მაისური ეცვა, ესეც ბედის ირონია იყო..
მათი ამდენი საერთო გეგმები დათუნამ რომ მარტომ აასრულა,
ამაზე მეც გული დამწყდა და,
ეს დადუმაც იგრძნო..
ისიც ნაწყენი იყო..
თან იმდენად ნაწყენი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს უმალავდა და,
არც კი აპირებდა საერთოდ თქმას, რომ ვუყურებდი..
ვეღარ ვუპასუხე რაღაცნაირად ის საღამო..
საერთოდ, რომ დავიწყებდი ხოლმე ამ თემაზე საუვარს, დადუ ისეთს მეტყოდა ხოლმე , მთელი ეს ჩემი ფიქრები უფერულდებოდა და მხოლოდ ის რჩებოდა, მართალი და სუფთა..
ამაზე ფიქრდში გავათენე და,
რომ გაიცრიცა ღამე როფორც იქნა,
გიოს დარეკვამდე ვიყავი უკვე მზად..
სადარბაზოსთან ველოდით,
როდის მოვიდოდა და,
თან დადუს იმ გაყინულ თითებს ვუთბობდი, სულ რომ ესაყვედურებოდა დათუნა, თბილად ჩაიცვიო..
მე კისერზე გიოს კაშნე მეკეთა და ისე მათბობდა და თან მათრობდა ის ტობაკოს შემორჩენილი არომატი,
დილიდან თავბრუსხვევა ამყვა..
ხანდახან რომ დავფიქრდებოდი ხოლმე,
შებყრობიივით მომაწვებოდა იმდენად დიდი მონატრება,
იმავე წამს რომარ დამერეკა და მისი ხმა არ გამეგო,გონებას ვკარგავდი..
გიომ რომ ამაში გამომიჭირა,
მისებურად გაეღიმა და,
ჭინკები გადმოუხტა ლამის თვალებიდან, ისე აუცეკვდა მასში ვარსკვლავები.
-ხვდები, რა მაქვს გავლილი წლები?!-ალმაცერას გადმომხედა და,
ლოყაზე ძლიერად მაკოცა.
-მიტო არ გხსნიდით ყოველ კვირა საღამოს ხიდის მოაჯირიდან?! -მე გამოვაჯავრე ძალით , მაგრამ, თან ისე მესიამოვნა, ეს ძლიერი განცდები მხოლოდ ჩემი მხრიდან რომარ იყო, ღიმილი ვერ დავმალე.
გიო იყო თვითონ ისეთი,
უყვარდა ყველა ამ აღტაცების გამოვლენა და,
მაქსიმუმს დებდა, რომ დამენახა და მეგრძნო მთლიანად, რამდენად იყო შებყრობილი გრძნობით..
ახლაც,
მანქანა რომ ფეხებთან მიგვიყენა,
არც დამაცადა დაჯდომა,
გადმოვიდა და ისე ჩამეხუტა,
ისე ჩამიკრა და თბილ კისერში,
გაყინული სახით ისე ჩამიძვრა,
თითქოს ბოლოს რამოდენიმე საათით ადრე არ მენახოს..
გამაჟრიალა.
თან სიცივით და თან იმ უცხო განცდით,
სამყაროს რომ მერჩივნა..
დადუ უკვე იჯდა და ფოტო რომ გადაგვიღო,
მერე მივხვდი რომ ჩავჯექი და ჩამიგდო ეგრევე..
ლამაზი სურათი იყო..
კიარადა,
თბილი…
სახით მხოლოდ მე ვჩანდი და,
თვალდახუჭულსაც კი იმდენად განცდებით სავსე მქონდა ყველა ნაკვთი,
გული მომეწურა.
გიოს ხელში ვყავდი აწეული და ფეხებს ვერც კი ვახებდი მიწას..
უყვარდა,როცა გულზე მაღლა,
კისერზე მოვეხვეოდი ხოლმე და,
არტერიასთან დავუტოვებდი იმ კოცნას, მერე მთელი დღე მარტო იმაზე რომ იფიქრებდა..
აცრემლებულმა დავაყენე ფონად ჩვენი ფოტო და დადუს თვალებით გადავუხადე უზარმაზარი მადლობა იმ წუთის უკვდავყოფისთვის,
გიო რომ სულის სულთან თანახვედრას ეძახდა..
ბოლოს მოსულს ვარდისფერი ქუდი რომ დაეფარა თავზე,
ეს მერე დავინახე,
მანქანიდან რომ ჩამოვედით და რადიოლოგიისკწნ დავიძარით.
გამეცინა, როგორ ყველა ვიყავით დარწმუნებული რომ გოგო იყო და როგორ გვიხაროდა..
ექიმი უკვე მიჩვეულიყო ჩვენს საერთო ვიზიტებს და აღარც მორიგი გაკვირვებია..
ჯაჭვურად გადაჭდობილი ხელები იმდენად ძლიერი იყო იმ წამებში,
მეგონა ქუდზე კაცი ვერ გაწყვეტდა.
ასეც იყო.
მთებს დავძრავდი , ოღონდ არაფერს გაეწყვიტა ჩვენი ერთობა..
სტანდარტული კვლევების შემდეგ ფოტოები რომ ამოგვიბეჭდა და გოგოაო გვამცნო,
ვერცერთი აქამდე ნაგროვები ცრემლი ვეღარ შევიკავე..
გიოს გულზე ისე ავტირდი,
თითქოს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის მომსწრე არ ვყოფილიყავი იმ წამებში..
მხოლოდ დადუს ეღიმებოდა დს არცეერთი ცრემლი არ დასცდენია..
მან თქვა და ასეც იყო..
იცოდა..
დიდხანს ვერ მოვშორდი დადუს თბილ გულს..
ხომ იცოდა,მაგრამ,თავადაც ისეთი აღტაცებული იყო,
გიოს “ავღნიშნოთ”-ზეც კი არ ჰქონია უარყოფითი განწყობა, მიუხედავად იმისა, ბოლო თვის განმავლობაში მეორედ იყო რომ გამოვიდა გარეთ..
მშვიდ გარემოში წაგვიყვანა გიომ.
მხოლოდ წყნარი მუსიკა ტრიალებდა და შუადღის გარდამტეხი შუქი შემოდიოდა ძველებურ შუშაბანდებში..
ჩემს გვერდით მომჯდარმა მომენტალურად რომ მიმაჩოჩა სკამით მისკენ და მიმიხუტა,
მე უჩვეულო უხერხულობა ვიგრძენი და ოდნავ დავიწიე..
გაეცინა დადუს.
მას ხომ ვერასდროს გამორჩებოდა ვერცერთი დეტალი.
-ის რომ მე ვარ მარტო, სულ არ ნიშნავს თათუ, შენი ბედნიერება არ გამიხარდეს..-ცხელი ჩაი ფრთხილად მოსვა და ამომხედა.
გულწრფელი ჰქონდა თვალები და გამგები მზერა..
-დათუნა თუ გავუშვი, არც ეს ნიშნავს იმას, კაცთმოძულე გავხდი.-ეცინება და ჩემს დაძაბულ მზერაზე უფრო მხიარულდება..
გიოს ხელი ჩემი წელისთვის შემოეხვია და კანზე ისე ათამაშებდა ხელის თითებს,
კონცეტრირებას გაჭირვებით ვახერხებდი.
ეთამაშებოდა ჩემს გრძნობებს და,
ალბათ იმასაც ცდილობდა, ავეღელვებინე..
მაგიდის ქვეშ ფეხზე მწარედ რომ დავაჭირე ქუსლი,
ისე გაეცინა,
დადუმ კუარა, ირგვლივ ყველამ ჩვენ გამოგვხედა..
მიხვდა “დანაშაულს” და გამეცალა, ამოსუნთქვის საშუალება მომცა.
თუმცა, დავრჩით თუარა მარტო,
წამსვე მიმიხუტა და,
მაინც მომალღო..
მაინც მისი სითბოსკენ მიმიზიდა..
მრავალჯერ გაბზარულ სულს ეს სიახლოვე ისე ედებოდა ყოველჯერზე , ყვრლა იარას მიმთელებდა..
რომ დავაკვირდი ერთხელ,
ხომ ყველა რაღაცნაირად ვედექით ერთმანეთს ,
ხომ დათუნაც ისე ამარიდებდა ყოველ გამოსროლილ ტყვიას, როგორც დადუ,
მაგრამ,
გიოს რომ შეეძლო ჩემი გამრთელება, ისე არავის..
ეს გრძნობა იყო თუ ის ძალა, თვითონ რომ ასხივებდა , არ ვიცი, მაგრამ,
სამყაროს წონა კი იყო ის სიმშვიდე,რაც მას მოჰქონდა..
მე ალბათ ვერასდროს დავთმობდი ამ სიმშვიდეს,
ვფიქრობდი იმ წამსაც, რომ მართლაც მარადიული იქნებოდა ყველა დეტალი,
მაგრამ,
ერთდროულად დატრიალებულმა რამოდენიმე მოვლენამ უცებ ისე არია ყველაფერი,
ზუსტად მომხდარიდან, ხუთი წუთის თავს რომ მოვიხედე და შორიდან დავაკვირდი ჩვენს ადგილს,
იქ ბედნიერი სამი ადამიანის ნაცვლად,
დამსხვრეული სულებიღა იყო..
არ ვიცი, ბედმა თუ, უბედომამ დაამთხვია ერთმანეთს დათუნას ზარი და დადუს მაგიდასთან იმწამის მოსვლა, გაბადრული სსხით.
ვერც გაფრთხილება მოვასწარი,
გიოს აღებულიც კიარ ჰქონდა წესიერად და საერთოდ,
ნეტავ სულ არ მოვსულიყავით აქ და,
არ მომხდარიყო ასე..
ამის მერე, დიდხანს ვფიქრობდი დათუნასთვის რა იყო იმაზე მტკივნეული, ვიდრე სამი მისთვის მნიშვნელივანი ადამიანისგან ამხელა იმედგაცრუების მიღება..
-თათუ, ნახე აქ როგორ ჰგავს დათუნას ციცქნა?!-ზუსტად ეკრანის წინ ჩამოაფარა ექოსკოპიის პატარა სურათი დადუმ და,
ის სიტყვებიც ზედმიწევნით მოისმინა დათუნამ,
იმ წამიდან მთელი მისი სამყარო რომ ამოატრიალა..
გაყინულმა ავხედეთ დადუს და,
მანაც იმწამსვე დაკარგა ფერი,
როგორც კი დათუნას გმინვა გაიგონა ტელეფონიდან..
გიოს ხელი გაშეშებოდა,
წელზე და,
მობილურზე..
მე თუ რამ არსებობდა წმინდა, ღმერთს მხოლოდ იმას შევთხოვდი, დადუს არ ენერვიულა ისე, საფრთხე შექმნოდა..
ის კი, დათუნას სამყატოს რომ ატარებდა სხეულით, საერთოდ აღარ ჰგავდა ადამიანს..
მერე, უბრალოდ,
სანამ დათუნა გონს მოეგებოდა, გიო გავიდა და,
ვინტაჟური შუშაბანდიდან ვუყურებდით მხოლოდ მის ნერვულ სიარულს,
წინ და, უკან..
ხმის ამოღების ძალა აღარ გვქონდა..
დადუს მხოლოდ თავი ჩაექინდა და,
რომ ამოილაპარაკა, მერე მივხვდი, აქამდე რომ არასდროს დაფიქრებულა, დათუნას როგორი რეაგირება ექნებოდა დამალულზე..
-არასდროს მაპატიებს თათუ..-ისე ამოიტირა,
გული მომიკვდა.
მის გვერდით გადავჯექი და ისე ჩავეხუტე,
მთელი ჩემი დარჩენილი ძალა მას მივეცი, ოღონდ არ გამტყდარიყო..
ოღონდ კარგად ყოფიკიყო და იმაზე არ ედარდა, რასაც უკვე საერთოდ აღარაფერი ეშველებოდა..
ვუყურებდი გიოსაც,
ხელებს ჯიბეებში რომ ვერ აჩერებდა და ჩაუქრობლად ეწეოდა მეოთხე ღერს..
მანქანასთან ჩამჯდარიყო და,
აღარც სიარული აღარ შეეძლო,
მივხვდი,
ძირსვე რომ დაჯდა..
მაგრამ,
არცერთი წამით არ ჰქონდა არცერთი ნაკვთი სახეზე გამღვალი..
რომ დავაკვირდი, გიოს სახეზე ასეთი სიმტკიცე ჯერ არც მინახავს და, მივხვდი,
რამდენად რთული დიალოგი უწევდა დათუნასთან და,
რამდენს წირავდა დადუსთვის..
ის კი,
მთლიანად მისველებდა გულისპირს ცრემლებით..
საერთოდ ვეღარ აკონტროლებდა ემოციებს..
-დადუ, გთხოვ..-სახიდან ის ცრემლები შევუშრე,
მხოლოდ ახლა რომ ჰქვიოდა სინანულის და, რამოდენიმე წუთში, ვიცოდი, აღარ ინანებდა არ თქმას..
ჩვენც ხომ ადამიანები ვიყავით და გვქონდა უფლება,ერთი წამით მაინც შეგვეტანა ეჭვი ჩვენს ნაბიჯებში?!
დადუს მხოლოდ ის წუთები სჭირდებოდა , არავის გაეკიცხა და არ ეთქვა, სხვას რას ელოდიო..
არც კი არსებობდა ამწამს ვინმე, ვონც მისკენ გაიშვერდა თითს და თუ ეს ასეც იქნებოდა,
მე დავუდგებოდი ფარად და ყველა ლაფს ავაშორებდი..
და პირველ რიგში ეს თუ დათუნასგან იქნებოდა..
დავამშვოდე დადუ,
იმ დონემდე მაინც,
გული აღარ ამოსკდომოდა..
უკვე თავს უკეთ გრძნობდა და ის სიძლიერეც დაბრუნებოდა, რამაც აქამდე მოიყვანა..
გავუღიმე..
მეც ბევრი ძალა მჭირდებოდა ამხელა გულწრფელობისთვის, დადუს რომ კმაროდა..
-ჩვენ შენთან ვართ..-გულიდან ამოვიღე და ბოლო პაზლის ნაწილად მოვარგე მის სისუსტეს.
რომ დავრწმუნდი კარგად იყო და,
გიოს მივაქციე ყურადღება,
უკვე გაეთიშა და,
ელოდა, როდის ჩაწვავდა თამბაქოს..
მინიდანაც დაიჭირა ჩემი ჩუმი მზერა და,
მკრთალად გამიღიმა,მაგრამ,ისე ცივი ჰქონდა სახე,
მაინც შემამცივნა.
ცივი ჰქონდა ყოველი ნაბიჯიც და ტანის ყოველი რხევაც..
არ ჰქონდა მარტივი დიალოგი გამოვლილი.
მხოლოდ ხუთი წუთით შემოვიდა,
ანგარიში გაასწორა და გადმომხედა..
ზუსტად გავიგე რას მთხოვდა მისი თვალები და, ფეხდაფეხ მივყევით მანქანამდე..
ისე ჩაჯდა,
ისე მივედით დადუს სახლამდე და,
ავედით,
არცერთ არ ამოგვიღია ხმა..
დადუ საძინებელში შევიყვანე, აღარ ჰქონდა ძალა და, მეშინოდა კიდეც, ამდენი ღელვისგან ისევ რამე არ გამოგვეწვია..
იქამდე ვერ დავტოვე,
სანამ სრულად არ ჩამშვიდდა და,
დაღლილს არ ჩაეძინა..
ოთახიდან რომ გამოვედი,
სახლი ცარიელი იყო,თუმცა,
იმდენად ინტენსიურად იგრძნობოდა ტობაკოს არომატი,
მარტივად მივაგენი აივანზე გასულს.
უკვე ბინდი გადაჰკროდა ცას და,
ისევ იმ ნოემბრისეულ წვიმას აპირებდა , ისე ჩამუქებულიყო..
ავიბუზე,
შემცივდა და,
წამიც არ დასჭირვებია გიოს, მკლავები გაეშალა და იმ გულზე ავეკარი,
ყველაზე თბილად რომ ძგერდა..
ეწეოდა და ჰაერში ფანტავდა მის მღელვარებას..
თავი რომ ამაწევინა და,
ავხედე,
მისი თვალებიც აღარ ელავდა ათასფრად,
ისიც ჩამუქებულიყო..
-რამე გზას ხედავ გიო?!-მშველელივით ავხედე,
ისე მინდოდა რამე ეთქვა და იმედი მოეცა სიმშვიდის..
თავი გააქნია,
ვერ მითხრა,
სხვა არცერთი გზა რომ აღარ იყო..
გული მომეწურა..
-უსაშველოდ ეტკინა თათო დათუნას და მე არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, მას რომ გაუმრთელდეს გული..-ხომ რამდენად ედგა მხარში დადუს, მაგრამ, დათუნას რომ ეტკინა,და უფრო მეტად-გიომ ატკინა უთქმელობით, ამაზე ჯავრობდა ყველაზე მეტს..
ამიტომ ვერაფერი უთხრა დადუს, მე ხომ ვიცი..
თორემ როგორ ვერ იპოვიდა რამეს სათქმელს..
უბრალოდ, ადამიანურად,
ხანდახან და თან,
ამწამს ჩემზე მეტადაც,
გიოს დათუნა ეცოდებოდა ამხელა ჯავრისთვის..
დადუს ისედაც ყველა ვყავდით.
ის სიძულვილი, უცებ ჩემივე გაორებული თავის მიმართ რომ ჩამეღვარა, ყელში ამომაწვა და,
ისე ამოვიტირე,
ისე მთელი გულით,
ვეღარ გავჩერდი..
ვყავდი გიოს უსასრულოდ მიკრული გულზე და უსასრულოდ იტანდა იმ ცრემლებს, ასე რომ არ შეეძლო გაეტანა..
-სხვა რა გზაა თათო, ესეც უნდა გადავლახოთ ისე,
რომ არცერთს არ ეტკინოს ამაზე მეტად და,
თუ ღმერთმა აქ მაინც გაურია ხელი,
იქნებ ისე დასრულდეს,
ეს წუთიერი ნერვიულობებიც მერე სასაცილოდ მოგვეჩვენოს,ა?!-ის სიმშვიდის სიტყვები მაინც მოიძია გულში..
და მივხვდი, მარტო მე კიარა, გიოსაც სჭირდებოდა ..
ავხედე.
თვალები ცარიელი ჰქონდა და,
ვერ მოვერიე ამ უფერულობას.
მხოლოდ წამიერად ვეამბორე და,
ავუციალე მზერაში ის ჩემი მრავალფერი ცისარტყელა..
-უთხარი რომ გოგოა?!-გაყინულ სახეზე თბილი თითები ჩამოვატარე და, კანი რომ დაემუხტა, მივხვდი, უსაშველოდ ესიამოვნა..
წამოზრდილ თმებში შევუცურე ამჯერად თითები..
უკვე ისე ჰქონდა მოზრდილი და ისე უხდებოდა,
ისე მომწონდა და მიზიდავდა,
გამუდმებით ხელები მისკენ მიიწევდა..
ხელისგულებზე მაკოცა გიომ..
მე გადმომილოცა მისი მუხტები..
-რომ ჩამოვა, დადუ ეტყვის თათო თვითონ, მე მართლა რკინის ხოარ ვარ, ყველაფერი გავიტანო არა?!-ეცინება, მაგრამ, მეც ხომ ზუსტად ვიცი, მიტო არუთხრა,
დადუს რომ გაემხილა და,
ის სიხარული შეეგრძნოთ,
ერთად,
სულ პირველიც რომ მათი უნდა ყოფილიყო..
გული მომეწურა..
მის ყოველ გათვლილ ნაბიჯზეც და,
მის ჩამოსვლაზეც..
გავტრიალდი,
სახლში მინდოდა შესვლა..
-დათუნა როდის ჩამოვა კი გიო?! იქნებ, უკვე დაბადებულიც იყოს და..-ვეღარ დავასრულე,
ყელში მომაწვა უდიდესი ბურთი..
შევდიოდი,
მაგრამ,
გიოს სიტყვებმა იმ დღეს მეორედ გამაშეშა..
-ხუთ საათში დაფრინდება დათუნა თათო და, გთხოვ, დადუს უთხარი..
მე მართლა აღარ შემიძლია..
-ყველაზე მოღლილი ხმით დამიმძიმა ისედაც უსასრულოდ დატვირთული გული და,
წავიდა..
აივანზე ვიყავი ისევ,
გაყინული,
მანქანა რომ გაიყვანა ეზოდან და მივხვდი,
აეროპორტისკენ წავიდა..
მას ყველაზე მეტად ეჩქარებოდა მისი ნახვა..
მე კიდევ,
ამ უკიდეგანო სიხარულის იქით, უდიდესი დავალება მქონდა მხრებზე,
მაგრამ,
აღარ ვიცოდი,
როგორ ავიტანდი ამას აივნიდან-დადუს საძინებლამდე..
დათუნა ჩამოდიოდა..
სული მთლიანად მომეწურა და,
ეგოიატურად ამაზე მეტად, ალბათ,
არაფერი გამხარებია დიდი ხანია..
____
გიოს ამდენი დარდი, ასე რომ იტევს და მისი გასატანი როა ყველაფერი, გულს მტკენს რაღაცნაირად..
დათუნას ჩამოსვლა..
და ამბავი, რომელიც შემთხვევით გაიგო და არა, პირისპირ დადუაგან..
არ ვიცი როგორ დავალაგებ,
მაგრამ,
თქვენ კუ, ვიცი, გელით
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი penguin

ჩემი მომავალიც აღარ მაინტერესებს ისე,როგორც დათუნას და დადუს შორის მომხდარის ინტერესი მკლავს????რამდენი უნდა აიტანოს და გაიტანოს ერთმა გიომ????მიყვარხარ გიოოო❤️(მეც ვუმალავ ჩემ ქმარს????????)
მადლობა ანასტასიაა და მიყვარხააარ შორიდან❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
ჩემი მომავალიც აღარ მაინტერესებს ისე,როგორც დათუნას და დადუს შორის მომხდარის ინტერესი მკლავს????რამდენი უნდა აიტანოს და გაიტანოს ერთმა გიომ????მიყვარხარ გიოოო❤️(მეც ვუმალავ ჩემ ქმარს????????)
მადლობა ანასტასიაა და მიყვარხააარ შორიდან❤️

ლილიი,ნუ შემეცილებიიიი გტხოოოოოვ :დდდდ
გაირკვევა მათ შორის მომხდარიც და, ეგაა რა ❤️❤️❤️❤️
მადლობა შეეენ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესოაა.ამ წამს ვფიქრობდი. თითქოს უჩვეულო ამბავი არ არის მაგრამ იმდენი ფერის ემოციით სავსეა არაჩვეულებრივია.ამიტომავ ხარ არაჩვეულებრივი მწერალი ,ასე ლამაზად სიზუსტით და სიმძაფრით მოგაქვს ყველა ემოცია მკითხველამდე.. გიოს თათოს და დადუს იშვიათი მეგობრობა და სიყვარული,თანადგომა ურთიერთობები რომელიც გასაზრდოებს გშლის მარტივ მამრავლებად და ამავე დროს გავსებს დს გაძლიერებს ..ძალიან ძალინ კარგია საინტერესოა დს ასევე ვფიქრობ უფრო დიდი ვნებათაღელვა გველის წინ ..

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Daldoni Daldoni
საინტერესოაა.ამ წამს ვფიქრობდი. თითქოს უჩვეულო ამბავი არ არის მაგრამ იმდენი ფერის ემოციით სავსეა არაჩვეულებრივია.ამიტომავ ხარ არაჩვეულებრივი მწერალი ,ასე ლამაზად სიზუსტით და სიმძაფრით მოგაქვს ყველა ემოცია მკითხველამდე.. გიოს თათოს და დადუს იშვიათი მეგობრობა და სიყვარული,თანადგომა ურთიერთობები რომელიც გასაზრდოებს გშლის მარტივ მამრავლებად და ამავე დროს გავსებს დს გაძლიერებს ..ძალიან ძალინ კარგია საინტერესოა დს ასევე ვფიქრობ უფრო დიდი ვნებათაღელვა გველის წინ ..

დალდონ ❤️❤️❤️❤️ ძალიან ძვირფასი ხართ ❤️❤️❤️❤️მართლაც ხომ ყოველ მეორეგან ისმის და იკითხება მსგავსი,მაგრამ, მგონი ყველგანა რის რაღაც სხვაობა, მე კი აქ-გიო მგონია , ხიდივით გადებული სამ ადამიანს შორის ❤️❤️❤️❤️❤️
ამ სიტყვებისთვის კუ, უღრმესი მადლობა, თუკი ასე თვლით, მე მოხარული ვარ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

რა კარგი თავია

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნათია
რა კარგი თავია

❤️❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

დაოცსრი ისტორიაა. მალე გააგრძელეთ გთხოოვთ

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარი
დაოცსრი ისტორიაა. მალე გააგრძელეთ გთხოოვთ

დიდი მადლობააა მარი ❤️❤️❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი ნი-კე

როგორი მძიმეა ეს ემოციები,ბედნიერ წუთებს თან სევდაც დაჰყვებოდა.აქ თათოს და გიოს ძალიან რთული მომენტი აქვთ და საპასუხისმგებლო ორმაგად.იჭყლიტებიან შუაში ლა ეს საკმაოდ რთულია...გელოდები რაც შეიძლება მალე შემდეგი თავით❤️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
როგორი მძიმეა ეს ემოციები,ბედნიერ წუთებს თან სევდაც დაჰყვებოდა.აქ თათოს და გიოს ძალიან რთული მომენტი აქვთ და საპასუხისმგებლო ორმაგად.იჭყლიტებიან შუაში ლა ეს საკმაოდ რთულია...გელოდები რაც შეიძლება მალე შემდეგი თავით❤️❤️❤️

კი, ბევრია მათზეც დამოკიდებული და იმ განწყობაზე, რასაც შექმნიან ♥️♥️♥️ თუმცა, გაუმკლავდებიანთქო, ვფიქრობ ♥️♥️

 


№11 სტუმარი Ana-maria

შემდეგ თავში ციცქნა ქალი მშობლებს შეარიგებს ალბათ (იმედი მაქვს).თუმცა ანასტასიას ისტორიებში ყოველთვის სიყვარული,მეგობრობა იმარჯვებენ და ვფიქრობ დათასაც მოულბება გულ.სადღაც არ მომწონდა რომ უმალავდნენ,თანაც ყველაზე ახლო ადამიანები,მაგრამ ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნება ❤️❤️❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
შემდეგ თავში ციცქნა ქალი მშობლებს შეარიგებს ალბათ (იმედი მაქვს).თუმცა ანასტასიას ისტორიებში ყოველთვის სიყვარული,მეგობრობა იმარჯვებენ და ვფიქრობ დათასაც მოულბება გულ.სადღაც არ მომწონდა რომ უმალავდნენ,თანაც ყველაზე ახლო ადამიანები,მაგრამ ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნება ❤️❤️❤️

ყველას ექნება ის ორი სიტყვა სათქმელი, რატომ დამალეს, წესით .. ❤️❤️❤️❤️❤️❤️
სხვაგვარად დათუნას რა შემოაბრუნებს არ ვიცი ;დდდდდ
მადლობა ანამარია, რომ სულ გვერდით ხართ ❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Avrora

მართლააც რამდენს იტევს გიო და როგორ შეუძლია ადამიანის დამშვდიება, ისე მკლავს ინტერესიი რამისაა მოვკვდეე, იმედიაა დათუნაა არ გვინერვიულებს ბრინჯისს დედიკოსს და რამე ცუდი არ დატრიალდებაა, ველიი მთელიი გულითთ ახალლ თავსს❤️❤️

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი Avrora
მართლააც რამდენს იტევს გიო და როგორ შეუძლია ადამიანის დამშვდიება, ისე მკლავს ინტერესიი რამისაა მოვკვდეე, იმედიაა დათუნაა არ გვინერვიულებს ბრინჯისს დედიკოსს და რამე ცუდი არ დატრიალდებაა, ველიი მთელიი გულითთ ახალლ თავსს❤️❤️

ვნახოთ როგორ იქნება მათი ამბავი ❤️❤️❤️❤️❤️
არ მინდა რამე ცუდად მოხდეს, არ ეკუთვნით რაღაცნაირად ❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი Елка

Каргиа ро гаиго датам имедиа ар анервиулебс. Мадлоба

 


№16 სტუმარი One

Drama queen-i ))
Ver ishlis mainc rom ar gaurios simdzafree❤️
Dawyvita xalxi stresit)))
Sighunghulee bavshvikebi,miyvars))
Geli ^*^

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Елка
Каргиа ро гаиго датам имедиа ар анервиулебс. Мадлоба

მადლიბა თქვენ ❤️❤️❤️❤️❤️
One
Drama queen-i ))
Ver ishlis mainc rom ar gaurios simdzafree❤️
Dawyvita xalxi stresit)))
Sighunghulee bavshvikebi,miyvars))
Geli ^*^

ქეთუუ გამაცინეეე :დდდ
ცოტა ხრემლი
საჭიროა,მთლად უმისობაც არ ვარგა :დდდ
მადლობა სიყვვვ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№18  offline წევრი TaleTeller

წამის წაკითხული მაქვს და ისე ველი ახალ თავს ლამის დამემართა თათოს დადუს და გიოს ნერვიულობა ერთად :)))))

სითბოთი და ერთობით დახუნძლული ისტორიაა, მეგობრობაც, სიყვარულიც და და-ძმობაც ისე კარგად გაქვს შეხამებული...

ყველა ემოცია მძაფრად იგრძნობა და გვითბობს, ამ სიყვარულ მოკლებულ გულებს, შენს მკითხველებს.

პ.ს. გიო შემიყვარდა მგონი და სად ვიპოვნო??)) ლოკაცია დაიდოს !! :)))))

 


№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

TaleTeller
წამის წაკითხული მაქვს და ისე ველი ახალ თავს ლამის დამემართა თათოს დადუს და გიოს ნერვიულობა ერთად :)))))

სითბოთი და ერთობით დახუნძლული ისტორიაა, მეგობრობაც, სიყვარულიც და და-ძმობაც ისე კარგად გაქვს შეხამებული...

ყველა ემოცია მძაფრად იგრძნობა და გვითბობს, ამ სიყვარულ მოკლებულ გულებს, შენს მკითხველებს.

პ.ს. გიო შემიყვარდა მგონი და სად ვიპოვნო??)) ლოკაცია დაიდოს !! :)))))

გიოს საპოვნელად მეც ვარ ტყედ გამოსული, მაგრამ, ვერ ვპოვეეე :დდ ❤️❤️❤️❤️❤️
ვაკმე ისე მიხარია ეს შეფასებები, ვერ წარმოიდგენთ ❤️❤️ მეც სულ სანტლით ვეძებ დასაწერრ დროოოს

 


№20  offline წევრი კაპანაძე

????????რა მაგარია ❤️

 


№21 სტუმარი ნესტან

ეგოისტურად გამიხარდა დათუნამ რომ გაიგო ბავშვზე მაგრამ გიორგი ამდენი ნერვიულობა არ მინდოდა...კარგია რომ მოდის დათუნა ისე თათუსაც არა ნაკლები მოვალეობა დააკისრეს და ნეტავ როგორ ეტყვის დადის დათუნას მოსვლას .....კარგი იყო კარგი♥️

 


№22 სტუმარი სტუმარი რუსკა

უუუხ მთელი ემოციებიი აქ ჩადეთ??ყველა გრძნობას რომ აშლის ერთნაირად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent