შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა რა გზაა?! ( I თავი)


19-10-2024, 01:25
ავტორი tasusuna
ნანახია 1 130

-თათო,დადუ ორსულადაა.-გიომ დამირეკა შუადღით და,მას შემდეგ,თვალი მქონდა კედელზე ისე შეყინული,წინ რომ ამესვეტა უკვე მოსაღამოვებულს,მხოლოდ მაშინ დავახამხამე გამშრალი თვალი..
განა მოულოდნელი შოკისგან,
არა,
ამას რომ გიოსგან ვგებულობდი,ამან ჩამწყვიტა რაღაცნაირად გული,თორემ,რას გავუჭირვებდით ჩვენ დადუს,მისი ექიმთან ვიზიტების თანხაზე რომ მედარდა.
გიუს ის უფრო ანერვიულებდა,ამ ყველაფრის წინაზე,დადუ რომ სრულიად მარტო იყო,მიუხედავად იმისა,რომ ამალა თუარა,ჩვენ ორნი ვყავდით ფარად და ხმალად.
-მე ვერ ვეტყვიო,თავი გაიგიჟა,ვიცი რომ ეწყინება,მაგრამ,მაინც ვერ ვეტყვიო,შემშალა
ლამის. მოთქმით ტიროდა ექიმის მისაღებში,არ ვიცოდი სად წამეღო მისი ცრემლები თათო,კედლებზე გამიყვანა.-წრეს ხაზავდა ნერვიულობისგან გიო და ჩვევისამებრ,ხელები ჯიბეებში ჩაეწყო.
სამაგიეროდ,მე ვცახცახებდი უკონტროლო ზაფრისგან.
გრძნობებს თან სიბრაზის დიდი ტალღა ერთვოდა და ,გზის იმ მოსახვევის არცოდნა,რომელშიც ამ სიტუაციის გამოსავალი
მიმალულიყო.
დათი?
სიხარულის უდიდესი ცეცხლი ისე მიექრო დათუნას სახეს გონებაში,სრულიად უკუნითი ჩამოეწოლა.
-გამიგიჟდება გიო დათუნა,ეგ რომ დავუმალო ან,საერთოდ რომ ვუთხრა,არვიცი რა მოხდება..
-ცრემლები ვერც მე ვეღარ შევიკავე,წყალივით ჩამომდიოდა გავარვარებული წვეთები..
ჩემი ძმის და,დადუს შვილი..
სულ ერთი თვის წინ ისეთი ხელშესახსბი იყო ამაზე ფიქრიც და ახლა,როცა,მთლიანად რეალობად იქცა,
საერთოდ აღარ ვიცოდი,რაღა იყო ამაზე მეტად შეუძლებელი..
-დადუს დავკარგავთ თათო ეს რომ დათუნამ
გაიგოს..
დადუსაც და იმ პატარა ბრინჯის მარცვალს,რომ უნდა გაზარდოს..
მართლა არ ვიცი, რომელ დედა მო**ნულ ყუთშია გასაღები,მაგრამ,ეს ისე უნდა შევინახოთ რაღაც პერიოდი,სანამ დადუ ძალას მოიკრიბავს,რომ ნიავიც კი არ უნდა მოხვდეს..
ხო იცი შენც,რა არის დათუნა ჩემი..
ძმა კიარა,სიცოცხლეს დავთმობ მისთვის თათო აბსოლუტურად დაუნანებლად,მაგრამ,ამ ეტაპზე,ახლა და ამწამს , დათი მართლა არცერთ ასპექტშია ღირსი იცოდეს..
-გიო,ძმაა ჩემი,რანაირად დავუმალო?!-ვეღარ დავასრულებინე,ფეხზე წამოჭრილი წინ ავესვეტე და თვალი გავუსწორე..
-ძმაა ჩემიც თათო,მაგრამ,მისგან მიტოვებული დადუც ჩემი დაა,არ ვარჩევ არცერთს და გთხოვ,შენც ნუ გადაყვები ამაზე ფიქრს,მხოლოდ დადუზეა დამოკიდებული,ეტყვის თუარა და, საერთოდ,მაგ თემაში მე და შენ,მხოლოდ გიო და თათო ვართ და არა,მათ შორის გაჭ....ტილი ორი მეგობარი.-თვალს მარიდებს და ისე გადის სამზარეულოში,პასუხს აღარ ელოდება.
ზუსტად ასე იქცევა,როცა ლაპარაკი აღარ სურს ხოლმე,
აღარც მე ვედევნები.
დივანზე ფეხმორთხმით ვჯდები და თავს ხელებში ვიქცევ..
ღმერთო,
რა ტკბილი იყო ამაზე ფიქრი და თან,რამდენად მწარე..
გონებაში დახატულ დათუნას ნაღვლიან თვალებს იქამდე ვუყურებდი,
სანამ ის დადუს გულწასულმა სხეულმა
არ შეცვალა..
ორი ერთმანეთზე უფრო განადგურებული სული ჰაერში გამოკიდებულიყო და ისე განიზიდავდნენ ერთმანეთს,თითქოს,მთელი მარადისობა არ ყვარებოდათ ერთმანეთი..
საფიცრად გამხდარი მათი გრძნობა უცებ,მოულოდნელად ისე შემოგვეფერფლა
ხელებში ყველას,
რომ მოვიხედეთ,მხოლოდ ცალკე სახელები დარჩენილიყო მათგან..
ბოლო კადრად მხოლოდ დუდას ჩქარ ნაბიჯებს ვხედავდი,უკანმოუხედავად რომ გადიოდა და, დათუნას შეშლილ თვალებს.
შემდეგ,წავიდა და იქ გადასახლდა,სადაც მისი სუნიც კი არ იქნებოდა..
30 დღის წინ გადაკვეთა და თან,ჩვენც ჩაგვიკეტა საზღვარი..
შუაში,შვეიცარიასავით მოქცეული,ყვრლანაირად ცფილობდნენ არ მოვეჭყლიტე რომელიმეს,მაგრამ,
მაინც,თავს იმდენად უხერხულად,იმდენად უსუსურად ვგრძნობდი,რომ თითქმის სალაპარაკო თემაც კი გამომელია მათთან..
და ეს,
არცერთი წამით არ იყო მარტივად ასატანი.
გვერდით ჩემი ძმა მენატრებოდა და გულის მესაიდუმლე,დადუ..
-გიო,გამიყვანე რა მასთან..-ალბათ,ცალცალკე ჯავრისგან საათი იყო გასული,სამხარეულოში რომ გავედი და, თამბაქოს ბუღში გახვეულს გავხედე.
მისი დარდი ცალკე მაწვებოდა გულზე..
სიცრუე არ უთქვამს,
ჩემი დათუნა ძმა იყო მისი და ,
ძმად ნაფიცური სიმტკიცე იყო მათში.
მათ გვერდში დგომაში და,
კაცობაში.
ზუსტად ვიცოდი, ახლა რომ დიდი დილემის წინაშე იყო,
ჩემს წუხილზე მეტი იყო და,
მეთუ რამეში გამართლებას ვუპოვიდი ჩემ ართქმას,
ის,
დათუნას
-რატო არ მითხარი!-ს ვერ უპასუხებდა ვერაფრით.
მათ ასე ესმოდათ და,
ამის ფონზე,
დადუს რომ ითვალისწინებდა ჯერ,
და ივიწყებდა მის სახელს,
უფრო მარწმუნებდა,
რომ არ არსებობს დედამიწაზე მეორე,
ვისაც მასზე უკეთ შეეძლო ადამიანის ტყავში შეძრომა და მისი ტკივილის გათავისება..
გიო ასეთი იყო..
ამ მისი სიმტკიცით მიმიყვანა დადუსთან ისე,
რომ გზაში ხმაც კი არ გაგვიცია ერთმანეთისთვის..
არ მელოდა და,
იმწამს მივხვდი ამას,
დათუნას მაისურში, ნამტირალებმა,
სახე აწითლებულმა რომ გამიღო კარი..
ერთადერთი მაისური ვერ ნახა წასვლის ღამეს..
ნირვანას შავი, უკვე გაცრეცილი.
დადუს ნაჩუქარი მის პირველ
დაბადების დღეზე და ყველაზე ძვირფასი..
თურმე,
იქ დარჩენია,
სადაც მისი ადგილი იყო..
დადუს სახლში და,მის კანთან ახლოს..
გული მთლიანად გამიჩერდა..
ის ცოტა სიბრაზე სულ გამიქრა, როგორც კი მის სევდიან თვალებს შევხედე..
ისე ჩავიკარი,
ისეთი სიძლიერით ,
ისეთი გრძნობით და
მონდომებით,
დადუსაც რომ ვერ წარმოედგინა..
ვიცი, მიტომაც არ მითხრა თავად პირველმა,
ჩემ გაკიცხვას მოერიდა..
გული ალბათ იმაზე უფრო მეტკინა,რომ ამის გაფიქრების საბაბი შეიძლება სადმე მივეცი..
ფრთხილად გავშორდი..
დათუნას საყვარელი რბილი ღაწვებიდან ის ცრემლები შევუშრე,
სიხარულის რომ უნდა ყოფილიყო და არა უძლევი სევდის..
როგორი ნაღვლიანი იყო და თან,
რამხელა სხივი ჰქონდა მის თვალებს..
ერთიანად დამამუნჯა ძალამ, პატარა ორი წერტილიდან რომ მოდიოდა..
გვერდით დავისვი დივანზე..
გიო ისევ გაგვერიდა,
ჯიბებში ხელებჩაწყობილი,როგორც ყოველთვის..
ჩემს მუხლებზე ედო თავი დადუს ,თვალები დაეხუჭა..
რამდენ რამეს ფიქრობდა ალბათ,
თორემ ასე უწყვეტად რატომ გადმოუვიდოდა ცრემლები..
მეც ვერ ვძლიე ვერცერთ ემოციას..
-ხომ იცი , შენ როგორც გინდა,ისე იქნება ყველაფერი,დადუ..-დათუნას რომ ყველაზე მეტად უყვარდა, იმ რბილ თმებზე მოვეფერე..
სახე უფრო მოემწუხრა..
ჩემს მუხლებზე დაეტია მთლიანად,ისე დაპატარავდა და,
გამიქრა ხელებში..
-მეშინია თათუ,
ისე მეშინია,ვერც კი გამიხარდა..
არადა,შენ ხომ იცი,მე ბავშვები როგორ მიყვარს და, თან, დათუნასი ხომ მთლიანად ჩემი ახდენილი ოცნება იქნება..-გული ამოუსკდა..
სულ რომ სამყაროს ხელა წყენა ჰქონოდა გულში,
ცაზე წმინდა იყო,
რომ უყვარდა და თან იმდენად ძლიერად,არც კი უფიქრია,არგაჩენა..
-მე რისთვის ვარ აქ დადუ?! -ისეთი სიმტკიცე ვიგრძენი ჩემსავე სიტყვებზე,გამეღიმა..
-განა რამ უნდა დაგვაფრთხოს მე და გიო ისე,
შენ გვერდში ვერ ამოგიდგეთ?
მე არ ვიცი,
იქ, იმ დღეს რა და როგორ მოხდა,
რატომ წავიდა დათუნა და,
რატომ გაუშვი შენ..
რატომ დათმეთ ერთმანეთი..
მაგრამ,
ის ვიცი,
აქ რომ გყავს,
ყველაზე ძვირფადია ჩემთვის და,
არ დავუშვებ,
რამემ შეგაშინოთ,
კარგი?!
ყველა გადაწყვეტილებაში შენთან ვიქნები,
ისე როგორც ყოველთვის!
ოღონდ ერთი მითხარი და აქ დავამთავროთ..-ყელი უცებ გამიშრა და ვეღარ გავაგრძელე სანამ დადუმ თვალებში არ შემომხედა..
გასწორდა..
ცრემლები მოიწმინდა..
მანაც იცოდა რა უ და მეკითხა,აბა ასე რატომ შემზადდებოდა..
-არის ღირსი დათუნა,არ იცოდეს,რომ შვილი ეყოლება?!-ხმა ჩამიწყდა..
კარებში გიო იყო გახიდული და თავი ჩაექინდრა..
მარჯვენა ხელში აუნთებელი ღერი მოექცია და მხოლოდ თამბაქოს სუნს აყოლებდა მძიმე სუნთქვას.
მან იცოდა..
თან იმდენ დეტალში, რომ დათისთვის ვერ იმეტებდა ამ ამბავს და,
ეს უფრო მეტად მშლიდა..
-აქ ღირსიაზე არაა საქმე თათუ..-ნაკლები ძალა არც დადუს წაერთვა..
ღრმად ამოისუნთქა და ალბათ ყველა უთქმელი სიტყვაც ამოაყოლა..
-აქ ღირსებაა და, არა,პრინციპები..
დათი მაშინ გაიგებს,როცა ამას მე გადავწყვეტ და,
გთხოვ,
კიარადა,მოვითხოვ,
მადროვო..
შენი ძმა არის,
სისხლია და ხორცი,
მაგრამ,ჩემი სული იყო..
-წარსულში ნათქვამმა კი გაიჟღერა,
მაგრამ,მისი თვალები სულ სხვაგვარად ყვებოდა ყველაფერს.
თავი ჩავხარე..
ძალა არ ეყო მხრებს თავაწეული დარჩენილიყო..
ბევრი აღარ გვისაუბრია,
დადუს სულ ცოტა განმარტოება სჭირდებოდა და მე,ჰაერი რომ ამომესუნთქა..
კარებში გასვლისთანავე მოუკიდა იმ ერთ ღერს გიომ..
მეცხრედან კიბეებზე ყოველ საფეხურზე თითო ფიქრს ვტოვებდით და,
ბოლოზე,
გიომ რომ შემომატრიალა მხრებით და გამაჩერა,
ცხარე ცრემლით ვტიროდი..
ბნელოდა და,
მხოლოდ ღერიდან წამოსული წერრტილი და მისი თვალები ანათებდა..
სადღაც შორს,
ლამპიონიც იბრძოდა თავაწყვეტილი..
-თათო..-მხოლოდ ის მეძახდა ასე და, ამდენი ემოციით..
მხოლოდ მის დაძახილზე დადიოდა კანზე ამდენი ეკალიც..
მძიმედ მოქაჩა ბოლო ნაპასი.
ისე ეწვოდა მასაც ყველაფერი,
ხელით ჩააქრო ნამწვი..
-შენი ცრემლების ყურება არ შემიძლია..-სიოზე მეტად არც მისი ხმა ჟღერდა..
იდეაც ასეთი ჰქონდა მის ბგერებს..
ჰაერს უნდა შერეოდა და არა,
კედლებს შეყინვოდა..
-რა გააკეთა გიო დათუნამ ისეთი,ამხელა სიხარულს რომ აცლის დადუ ხელებიდან?!-პირველად ვეკითხებოდი.
ერთი თვის შემდეგ,მხოლოდ ახლა ვიგრძენი,რომ მეტყოდა..
რომ გამიმხელდა..
შეიძლება მანამდე ეგოისტურად მწამდა ჩემი სისხლის სისწორე და ამიტომ არ ვკითხე.
-დადუს ის არ დაუჯერა,რაშიც წყაროს წყალივით წმინდა იყო..
მეტს მე ვერ გეტყვი თათო,ეს მათი ისტორიაა.
მათი მოსაყოლი..
თვალს მარიდებს და მანქანისკენ მიდის.
სალონშიც კი ისეთი გაუსაძლისი სიჩუმე იდგა,
წამებს ვითვლიდი,სახლამდე..
გიო ძალიან ღრმაფიქრებს გაჰყოლოდა.
ამას მისი სახე მიყვებოდა.
შეყრილი წარბები და,
ჯიქური მზერა,გზას რომ არ აშორებდა..
-გიო..-სადარბაზოსთან რომ გამიჩერა,
ოცი წუთი იყო გასული,ხმა რომ ამოვიღე..
ორივეს ჩვენი დარდი გვქონდა,
თან ერთი და,
თან ცალკე..
ის დილანდელი აღელვებული სახე აღარ ჰქონდა.
ნაკვთები ყველა დაწყობოდა და მისი მშვიდი იერი დაებრუნებინა..
ალბათ, იმ გასაღებს მიაგნო,დილას რომ ეძებდა..
ამ ყველაფრის გასაღებს..
წამით გამიღიმა..
ამ პატარა ღიმილში თვალების ციალიც ჩააქსოვა..
-გავუძლებთ?!-სუნთქვა უჩვეულოდ ამიჩქარდა და მზერა ავარიდე.
-სხვა რა გზაა,თათო?!-აღარც მას შემოუხედავს..
ბინის კარი რომ შევაღე,
მაშინღა ამოვისუნთქე..
გულზე შემოწოლილი გაუსაძლისი სევდა კანზეც გადმოვიდა და,
ამიწვა სული..
ბნელოდა ოთახშიც და
ყველგან,სადაც კი გონება გამექცა..
რატომ ივიწყებდა განგება სამართალს იქ,
სადაც ყველაზე მეტი დამსახურება ჰქონდა?!
მჭიდროდ გავეხვიე თბილ საბანში,
მაგრამ იმ გაუსაძლის სიცივეს მაინც ვერ უშველა,დილიდან რომ ამყვა.
იქნებ დათუნასაც ციოდა?!
აბა ასე რატომ მეწვოდა კანი?!
გზის ძიებაში გონება იქამდე ვღალე,
სანამ საბოლოოდ არ გალია ყველა ძალა და,
არ გაითიშა..
სიზმარშიც კი გიოს ბოლო სიტყვები მიტრიალებდა უწყვეტად და, თითქოს მთელ ჩვენს ყოფას აღწერდა ამწამს..
სხვა რა გზაა?!
ალბათ, შეგუების იყო მხოლოდ ახლა.
სხვაგვარად,
დადუსაც დავკარგავდი და ,
ამ სიტყვების ავტორსაც..
___
ადე და ამგვარად,
მოწმენდილ ცაზე,
ის გავაგრძელე,
რისი მხოლოდ შესავალი მქონდა წლამდე დაწერილი და,
იმ შეგრძნებით ვტკბები,მათ ტყავში გახვევა რომ ქვია..
ხომ იცით საუბარი როგორ მიყვატს?
რას ელით და რისი მოლოდინი გაქვთ?
მესაუბრეთ,
მიყვარხართ!
და,უკვე რომ ესსნიც მიყვარს,
ტრიოში,
ალბათ ფსიქოზს უნდა მივაწეროთ.
თქვები:ანასტასია



№1 სტუმარი Ana-maria

პირადად მე კიდევ ერთ კუწკუწა ისტორიას ველოდები სიყვარულით და განცდებით სავსეს ❤იმედია
ბრინჯის მარცვალი სანამ ატმის კურკის ხელა გახდება,მანამდე გაირკვევა დათას და დუდას დაშორების მიზეზი. წარმატებები და დაველოდები ახალ საინტერესო თავს ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
პირადად მე კიდევ ერთ კუწკუწა ისტორიას ველოდები სიყვარულით და განცდებით სავსეს ❤იმედია
ბრინჯის მარცვალი სანამ ატმის კურკის ხელა გახდება,მანამდე გაირკვევა დათას და დუდას დაშორების მიზეზი. წარმატებები და დაველოდები ახალ საინტერესო თავს ❤

როგორც ყოველთვის ჩწმთან ხართ ანამარია ♥️ ახალი შემართებით და მოლოდინით, მადლიბა ♥️

 


№3  offline წევრი penguin

უუჰ????გული მიგრძნობს ბევრი დრამა და ბევრი სიყვარული იტრიალებს ამ ისტორიაში????რას ვიფიქრებდი ასე მალე თუ ,,დამეწეოდა" ახალი ისტორია????????საინტერესოა რა აქვს მიქარული დათუნას ასეთი????დაახლოებით ვარიანტებს ჩამოვყრი გონებაში,თორე სანამ გაირკვევა დამაწყდება ნერვები????და ბოლოს მადლობა შენ❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
უუჰ????გული მიგრძნობს ბევრი დრამა და ბევრი სიყვარული იტრიალებს ამ ისტორიაში????რას ვიფიქრებდი ასე მალე თუ ,,დამეწეოდა" ახალი ისტორია????????საინტერესოა რა აქვს მიქარული დათუნას ასეთი????დაახლოებით ვარიანტებს ჩამოვყრი გონებაში,თორე სანამ გაირკვევა დამაწყდება ნერვები????და ბოლოს მადლობა შენ❤️

ლილი, მადლობა შენ, სულ რომ გვერდით ხარ ❤️❤️❤️ არვიცი, მგონი სულ ასეთი უპატიებელიც არაფერი ექნება დათუნას, უნდა გავარკვიო მეც ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Mariapipinova

ველოდები !! მოუთმენლად !! ❤️ აბა თქვენ იცით !!!
--------------------
M.P

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Mariapipinova
ველოდები !! მოუთმენლად !! ❤️ აბა თქვენ იცით !!!

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი Елка

Имеди мак трагикули историа ар икнеба . Сашинлад ганвицдихолме. Момецона дацхеба микварс укве самиве. Мадлоба.

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Елка
Имеди мак трагикули историа ар икнеба . Сашинлад ганвицдихолме. Момецона дацхеба микварс укве самиве. Мадлоба.

უღრმესი მადლობა თქვენ ♥️♥️♥️

 


№9  offline წევრი avrora_

წარმატებები, მართლაც ძალზედ საინტერესოა ველოდებიი ახალსს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent