ჩემი ბრალია (6)
თვითმფრინავში საკუთარი ადგილი უკვე დაკავებული ჰქონდა იოანე ამილახვარს , ყურსასმენებს იკეთებდა როდესაც მის გვერდით ადგილი გოგონამ დაიკავა, მსუბუქი შეხება რომ იგრძნო ყურსასმენი ყურიდან გამოიძრო და მარიამთან მისასალმებლად მოემზადა , მუხლზე გაშლილი ლეპტოპი ოდნავ მოკეცა -მშვიდობიანი ფრენა მა… აპირებდა წინადადების დასრულებას თუმცა ნანახმა შთაბეჭდილების ქვეშ დატოვა -თქვენც სასიამოვნო ფრენას გისურვებთ ბატონო იოანე ანა გვერდით მოუსკუპტა და ფეხი ფეხზე გადაიდო, თავადაც ამოაძვრინა ჩანთიდან ყურსასმენები, რომელიც ყურზეც მოირგო იოანე ჯერ კიდევ არ ახამხამებდა თვალებს -აქ რა გინდა ? ანამ საყვარელი მუსიკა ჩართო და თავით საზურგეს მიეყრდნო -ჯანდაბა! მთელი სხეულით მოტრიალდა ამჯერად იოანე , გოგონასკენ გადაიხარა და ცალი ყურსასმენი გამოგლიჯა -ანა სად არის მარიამი ? და რას აკეთებ შენ აქ ! -უი მარიამის ამბავი არ იცით? წამოიწია გოგონაც -რა უნდა ვიცოდე? ჯერ კიდევ გაოცებული იყო მამაკაცი -მარიამი კიბიდან დაგორდა და ფეხი მოიტეხა სამწუხაროდ -რაა ? როდის როგორ ? კი მაგრამ არავის უთქვამს … -დღეს დილით.. ასე რომ მენეჯერმა მე მთხოვაა წამოსვლა , გირეკავდათ მაგრამ ვერ დაგიკავშირდათ კმაყოფილი ღიმილი დათამაშებდა ანას სახეზე -მოიცადე .. მარიამის შემთხვევასთან რამე კავშირი გაქვს ანა? მამაკაცმა მსუბუქად შეახო მკლავზე ხელი -რაა სისულელეა მანიაკი გგონივართ? -არ გამოვრიცხავ! იცოდე თუ გავიგებ რომ ამ ყველაფერში შენი ხელი ურევია… -ჭკვიანად იყავით თორემ ავდგები და ჩავალ! დარჩებით სიუჟეტის გარეშე -სადაცაა ავფრინდებით და ხომ ვერ მეტყვი როგორ შეძლებ ჩასვლას ! -გადავხტები -კისერიც გიტეხია ! ისევ გაიკეთა ყურსასმენები იოანემ და ანას ზურგი აქცია დიდხანს არ გასტანა სიმშვიდემ , მალე გოგონას მსუბუქი ხელის შეხება იგრძნო -ამჯერად რა გინდა? -შეიძლება ფანჯართან მე დავჯდე? საწყალი თვალებით უცქერდა ანა -ყოველთვის მინდოდა დააამატა გოგონამ -ერთი პირობით…. -გისმენთ -მომდევნო სამი საათი აღარ შემაწუხებ! -საათ ნახევარი ტუჩები მოპრუწა ანამ -ორი საათი ! არც იოანე აპირებდა დანებებას -შევთანხმდით ხელი გაუწოდა ანამ , ფრთხილად გადაბობღდა გოგონა ბიჭის კალთაზე და სასურველი ადგილი დაიკავა -ღმერთო გამაძლებინე .. ჩაიბუტბუტა იოანემ . …. სასტუმროს ჯავშანს რომ არკვევდა იოანე ,ანა და მისი ოპერატორი ჰოლში იცდიდნენ -გული მიგრძნობს კარგად გავერთობი ეშმაკურად ათამაშებდა ხელებს ბიჭი -აბა შენ იცი თორნიკე! თავი არ დაზოგო მხარზე ხელი მოუთათუნა ანამ -გიჟივით მშია , იმედია ბატონი იოანე მალე დაბრუნდება -აი მოდის იოანეს მიმართულებით გაახედა ანამ თორნიკე -ყველაფერი მზად არის , ესეც თქვენი ოთახის ნომრები მეგობრებო კარტები გაუწოდა ანას და თორნიკეს -დღეს შეგვიძლია დავისვენოთ და ხვალ დავგეგმოთ რას როგორ ვაპირებთ -მშვენიერი აზრია სასწრაფოდ დაეთანხმა თორნიკე და საკუთარ ბარგს ხელი დაავლო სანამ უფროსი გეგმას შეცვლიდა -მაშინ მოგვიანებით შევხვდებით თორნიკეს წასვლის შემდეგ ანა საკუთარ ჩემოდანს დაეჯაჯგურა -ჯანდაბა სულ უფუჭდება ბორბლები ! -სულ სამი დღე მოდიოდი და ამდენი რა წამოიღე? თავზე ადგა იოანე -არ დამეხმარები? სახეზე ჩამოყრილ თმებს სული შეუბერა ანამ -რომ არ მოგატყუო არ მაქვს სურვილი საკუთარი ზურგჩანთა მხარზე მოიგდო მამაკაცმა და ანას გაეცალა -დამპალი! -მესმიის ! მოაძახა იოანემ ისე რომ არც მოტრიალებულა -ხოდა ძალიააან კაარგიი!! …. სასტუმროს ნომერიში ასულმა იოანემ ჯერ გადაივლო შემდეგ კი უფრო მოსახერხებელ ტანსაცმელში გამოეწყო , სამუშაო მაგისასთან მჯდარმა ერთი ორი მეილი გაგზავნა და შემდეგ ლეპტოპი დახურა . სასადილოდ რომ ჩავიდა , ანა და თორნიკე უკვე უსხდნენ მაგიდას , მანაც გამოსწია თავისი სკამი -როგორ დაისვენეთ? -კარგად ბატონო იოანე , თავად ? ანამ არ აცადა თორნიკეს ხმის ამოღება -ბატონოს გარეშე ანა ! დიალოგში სულ ბატონოს ძახილი ძალიან უხერხულია! წინსაფარი გაშალა იოანემ , და სანამ კერძებს დააგემოვნებდა მეგობრებს ერთხელაც გადახედა -საღამოს რა გეგმები გაქვთ? იკითხა იოანემ -ააამ მე აქვე ახლოს კლუბის მონახულებას ვაპირებ თქვა თორნიკემ -მე არანაირი გეგმა არ მაქვა საუბარი ანამ გააგრძელა -საღამოს რბოლაა და ვიფიქრეე კომპანიას გამიწევდით წამში გაახსენდა ანას , რამდენ რბოლაზე იყო ნამყოფი იოანესთან ერთად , პირველი ყოველთვის თვითონ ულოცავდა გამარჯვებას , სულის მოთქმასაც არ აცდიდა ხოლმე ისე შემოახტებოდა ტანზე და კისერს უკოცნიდა -მე წამოვალ თუ შეიძლება არც ისე გაბედულად ჟღერდა გოგონას ნათქვამი -რატომაც არა , გავიხსენოთ ძველი დრო ანა ! თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და პირველი ლუკმა დააგემოვნა თორნიკე ვერ იაზრებდა რა ხდებოდა ამ წამს მაგრამ ზედმეტი კითხვები რომ არ უნდა დაესვა ეს კარგად იცოდა .. სასტუმროდან იოანე და ანა ერთად გამოვიდნენ წინ მამაკაცი მიდიოდა , ანა კი ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა უკან -ჰა არ მოდიხარ ? პერიოდულად გამოხედავდა ხოლმე იოანე -რბოლით ისევ დაინტერესებული ხარ ? როგორც იქნა გაუთანაბრდა მამაკაცს -არის რაღაცეები რაც არ იცვლება ავტომობილის კარი გამოაღო და ანას ანიშნა შეგიძლია ჩაჯდეო, თავად მეორე მხრიდან მოუარა -მონაწილეობ? თუ უბრალოდ საყურებლად მივდივართ -გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები იოანეს ავტომობილი მიჰქროდა , ანას თმებს უშლიდა ფანჯრიდან შემოსული ჰაერი, და იოანეს სახემდე მიჰქონდა სურნელი რომელიც ასეთი ნაცნობი იყო ბიჭისთვის , ახლაც კი ისევ ისეთივე მძაფრი შეგრძნებები ჰქონდა მამაკაცს როგორც შვიდი წლის წინათ როცა ანასთან ერთად რბოლას ესწრებოდა ! და ეს სურნელი? ეს სურნელი არასდროს დავიწყებია , სინამდვილეში ყველა სხვა ქალში რაღაც მსგავსს ეძებდა მაგრამ მასთან მიახლოებულიც კი არ ყოფილა არავინ! არავის ჰქონდა ისეთი ტკბილი სურნელი როგორც ანას ! იოანემ თავი გასწია და საქარე მინა ოდნავ ამოსწიაა გოგონას მხარეს -მადლობა ჩუმი ხმით წარმოსთქვა ანამ .. … რბოლაზე მისულებმა მეორე რიგში დაიკავეს ადგილი, ისეთი ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა ასეთ მომენტებში იოანე, ისე უდუღდა სისხლი რომ არ შეეძლო ემოციების გარეშე ეყურებინა , თანაც ძალიან უნდოდა თავადაც ყოფილიყო ამ ყველაფრის მონაწილე , თერაპიასავით იყო მისთვის რბოლა, საფრთხესთან ძალიან ახლოს მყოფი მაგრამ იმაზე მშვიდი ვიდრე ოდესმე მხოლოდ საჭესთან შეეძლო ყოფილიყო. ანას მოუბოდიშა და რბოლის მეორე მხარეს გადაინაცვლა , გაარკვია სად და როგორ შეიძლებოდა სამოყვარულო ასპარეზში მიეღო მონაწილეობა კმაყოფილი ღიმილით სახეზე დაბრუნდა გოგონასთან -სად იყავი? -პროფესიონალურები რომ მორჩება შემდეგ სამოყვარულო რბოლა გაიმართება და იქ ჩავეწერე -როგორ ისევ საჭეს უნდა მიუჯდე? და ავტომობილი რომ არ გყავს? ეჭვის თვალით შეათვალიერა ანამ -მყავს ! საკმაოდ ბევრი გადავიხადე რომ ერთი საათით დამითმონ მაჯიდან საათი მოიხსნა და გოგონას გაუწოდა -შემინახე ! ანა დაბნეული უყურებდა -კი მაგრამ … -შეგიძლია აქედან მიყურო მალე დავბრუნდები ტყავის მოსაცმელიც გაიხადა და გოგონას მკლავზე გადაჰკიდა უკვე შეტრიალებული იყო როცა ანამ დაუძახა -იოანე! ცალი მხარით შემოტრიალდა -წარმატებებს გისურვებ -მადლობა ანა ! მთელი ოცი წუთი თითებს იკვნეტდა ანა ნერვიულობისგან , ყოველთვის ასე იყო , ყოველთვის ეშინოდა რაიმე ცუდი არ მომხდარიყო, უცებ გზიდან არ გადაეხვია , ან საჭე ვერ დაემორჩილებინა, ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში სანამ ფინიშის ხაზთან მივიდოდა იოანეს ავტომობილი. ამჯერადაც ასე იყო, გამარჯვებულად მისი სახელი და გვარი რომ გამოცხადდა პირდაპირ ტრიბუნებიდან გაიქცა გოგონა და ზედ შემოახტა იოანეს -ვიცოდი რომ მოიგებდი ეჩურჩულებოდა ყურში იოანემაც მოჰხვია ორივე ხელი წელზე და თავს უფლება მისცა პირველად შვიდი წლის შემდეგ თბილი ყოფილიყო ანასთან -არაფერიც არ იცოდი წელზე ჩამოკიდებული გოგონა ფრთხილად დასვა მიწაზე -როგორ არ ვიცოდი ! ყოველთვის ასე ხდება სადაც შენ ხარ იოანე ! რამდენ რბოლაზეც ვყოფილვარ ყველგან -გამოდის შენ გაქვს კარგი ფეხი გაეცინა ბიჭს -ნუ ეგ რა თქმა უნდა წამით ორივე გაჩუმდა , გვერდიგვერდ მიდიოდნენ თუმცა საუბრის დაწყებას ვერ ბედავდნენ -გახსოვს რამდენს ვსვამდით გამარჯვების შემდეგ? ისევ ანამ გაბედა წარსულის გახსენება -მახსოვს ! და შემდეგ მთელი ღამე სექსი გვქონდა გადახედა ბიჭმა ანამ თვალები ძირს დახარა -სექსი არა მაგრამ …. გაჩერდა წამით იოანე -შეგვიძლია დავლიოთ! მართლაც მომდევნო ორი საათი ერთ ერთი ბარის მაგიდასთან გაატარეს, დალევაც ბევრი მოუვიდათ და საუბრითაც ბევრი ისაუბრეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა ვერცერთმა მოასწრო გააზრება ისე აღმოჩდნენ ანას ოთახის კარის ზღურბლთან ერთმანეთზე ჩახუტებულები -ანა მთვრალი ხარ ! -გაჩუმდი იოანე! სიმთვრალე მხოლოდ საბაბია რომ გამბედაობა მქონდეს ეს გავაკეთო ! ტუჩებს არ აშორებდა ბიჭის ტუჩებს, იოანემ ხელში აიტაცა და შემდეგ გააღო ნომერში შესასვლელი კარი -რაო წეხან რას ამბობდი ისე არ იქნება როგორც ადრეო? მხოლოდ დავლევთო? ბოლომდე ცდილობდა მამაკაცის გამოწვევას ანა -ნუ ლაპარაკობ ამდენს ანა ! ერთი მოფრიალებით შემოსვა ანას სხეული იქვე შემოსასვლელში მდგარ კარადაზე ბიჭმა, არცერთი წამი არ დაუკარგავს , სწრაფად გადააძრო მაისური და ისევ ტუჩებისკენ გადაინაცვლა , ცალი ხელი ანას კისრისკენ წაიღო და გოგონას სახე მისკენ მოიზიდა , საოცრად ვნებიანი იყო იოანე , ბოლომდე სურდა შეესრუტა ანას სხეული , ტუჩებიდან ყელზე ინაცვლებდა და ყელიდან ოდნავ ქვემოთ მკერდისკენ -იოანე …. სდილობდა ანა რაღაც ეთქვა -გაჩუმდი ! იმ წამს აფარებდა პირზე ხელს იოანე, არ სურდა არაფრის მოსმენა , არ სურდა იმის გაანალიზება რომ ამ წამს თავის შეკავება არ შეეძლი მიუხედავად ამხელა ბრაზისა რომელსაც განიცდიდა უხეშად მოიზიდა ანას სხეული და ისევ ხელში აიტაცა , გოგონას ფეხები წელზე შემოიხვია, ისე მიიყვანა საწოლამდე -იოანე … -ანა ნუ მელაპარაკები! ხელი გაუშვა და საწოლზე დაანარცხა , გოგონა ოდნავ წამოიწია თუმცა იოანემ ისევ უბიძგა ხელი და წამში მოექცა მისი სხეულის ზემოთ -შენთან საუბარი არ მინდა ! შენ მინდიხარ ანა ! ახლა და ამ წამს! ისევ დაეწაფა ტუჩებზე და მანამ კოცნიდა სანამ მიხვდა რომ ჰაერი უნდა ჩაესუნთქა ანას ტუჩებს მოწყდა და შარვლის სათავესთან გადაინაცვლა , ხელით გაუხსნა ელვა შესაკრავი -გთხოვ უხეშად არ მომექცე იოანე ზემოდან დაჰყურებდა ანას თვალებს , გოგონას მზერაში იყო რაღაც ისეთი რის ამოხსნასაც ვერ ახერხებდა , ისე უნდოდა დაემცირებინა , ისეთი სურვილი ჰქონდა უხეში ყოფილიყო, მაგრამ ახლა ამ წამს .. ანას თვალებში ჩაძირულს სულ სხვა რამ ჰქონდა გადაწყვეტილი გოგონასკენ დაიხარა და ფრთხილად შეახო ტუჩები მუცელზე , ჭიპთან და შემდეგ მკერდზე , მთელი სხეული თმის ღერიდან ფეხის ტერფამდე ისეთი სინაზით დაუკოცნა რომ ოთახში მხოლოდ ანას ჩუმი გაუბედავი სუნთქვა ისმოდა ხელი გოგონას ხელს მაგრად ჩასჭიდა და თითქოს ამას პირველად აკეთებდა ფრთხილი მოძრაობით გახდა ანაას სხეულის ნაწილი ანას პირიდან წამოსულ კვნესას კოცნას აგებებდა იოანე გოგონას ხელები მამაკაცის თმებში და შემდეგ ზურგზე პოულობდნენ ადგილს -ღმერთო იოანე უფრო და უფრო ხმამაღლა სუნთქავდა ანა -ისევ ისეთი როგორ ხარ ანა ! უფრო და უფრო იკარგებოდა გოგონას თვალებში , ეუფლებოდა მის სხეულს და ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს მხოლოდ მას ეკუთვნოდა , თითქოს არც არავინ შეხებია ამ სხეულს იოანეს გარდა ანაას თვალები კი ცრემლებით ისებოდა ამ წამსაც არ შეეძლო იოანეს არ ეფიქრა ქალის განცდებზე, მოძრაობა გაანელა , ხელებით ზეწარს დაეყრდნო და ანას მზერა გაუსწორა -უხეში ვარ ? ანას თვალებისკენ დაიხარა და რამდენჯერმე აკოცა ცრემლები რომ მოეწმინდა, გოგონამ თავი გააქნია და უფრო მიეკრო სხეულით მამაკაცის სხეულს იოანემ ზუსტად იცოდა რომ არავინ სჭირდებოდა ანას გარდა , არ იყო მის გულში ადგილი არცერთი სხვა ქალისთვის , მაგრამ ის არ იცოდა როგორ შეძლებდა დილით საკუთარ თავთან სარკეში თვალის გასწორებას ! არც ეს აინტერესებსა ამ წამს! ყველა წამს იმხელა მნიშვნელობა ჰქონდა , ახლა ჰყავდა საყვარელი ქალი მკლავებში მომწყვდეული,ახლა ეგონა რომ ანა მისი იყო ! მხოლოდ მისი! და ეს განცდაც საკმარისი იყო ხვალ ცხოვრების გასაგრძელებლად ! … დილით თვალები რომ გაახილა გოგონას ჯერ კიდევ მის მკლავზე ედო თავი ცალი ხელით სახე მოიფშვნიტა და ნელ ნელა იმ ყველაფრის გახსენება დაიწყო რაც ღამით მოხდა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი არეულ ოთახს ! ძირს დაყრილ ტანსაცმელს და შემდეგ მის მკლავზე მძინარე ანას ! ფრთხილად გამოსწია ხელი და გოგონას სხეული ბალიშზე გადააწვინა , საწოლიდან წამომხტარმა უცებ აკრიფა იატაკიდან ტანსაცმელი -ს..რი ხარ იოანე ს…ი ! შარვალი ამოიცვა და პერანგი მხარზე გადაიდო ფრთხილად გამოაღო ნომრის კარი , დერეფანი ცარიელი იყო , შეეძლო შეუმჩნევლად გაპარულიყო , დრო არ დაუკარგავს , მისი ნომერი ზუსტად ანას ნომრის პირდაპირ იყო , ბარათი ჯიბიდან ამოაძვრინა და სწრაფად მიიხურა კარი! ჯერ კიდევ ხშაპში მდგომი იხსენებდა ყველა დეტალს გუშინდელი საღამოდან -ჯანდაბა იოანე ! როგორ ვერ შეძელი თავის შეკავება როგორ! რამდენჯერმე ძლიერად შემოირტყა თავში ხელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.