შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა რა გზაა?!(X თავი)


4-11-2024, 03:43
ავტორი tasusuna
ნანახია 1 218

ჩამოვიდა და ამას მხოლოდ იმით მივხვდი, როგორც იქნა, თავისუფლად რომ ამოვისუნთქე..
გამეხსნა სული და,
მის მოლოდინში შემოვათენე თეთრად ღამე..
ის ძალა დამიბრუნდა სხეულში,მის წასვლას რომ გაჰყვა ბილიკად და,
ის იმედი შემომიძვრა სულში,
მთლიანად გაფანტული რომ იყო,
კილომეტრების იქით..
ვკანკალებდი და თან, ორი დიდი ემოციით.
დაუტეველი სიხარულით და გაურკვევლობის იმ დიდი ყულფით, ყელში რომ მიჭერდა.
დადუ ვერ გავაღვიძე,
ვერ გავბედე.
იმდენად მილეული იყო ძალისგან,
კიდევ ვერ დავუმატე საჯავრო და,
მის ყურებაში გამოვცრიცე ღამეს სიშავე..
გამთენიის სინაცრისფერ თან იმ ღრუბლების შედეგი მოჰყვა,
მთელი დღე რომ თავზე დაგვფენოდა.
გაწვიმდა და თან ისე თავგამოდებით,
თითქოს სხვა უფრო მეტი გადასატანი არ გვქონოდა..
გიომ რომ მომწერა,
ექვსი იწყებდა შემოსვლას..
-“ჩამოვიდა”-ო მხოლოდ ერთ სიტყვად გამიაგზავნა და,
გული საგულედან საბოლოოდ ამომივარდა..
-“როგორაა”-ყველაზე უფრო ეს მაინტერესებდა..
_”გინახავს თათო ერთ ღამეში დაბერებული ადამიანი?!”
თუ სადმე შეიძლებოდა ერთი წინადადებას ადამიანი მოეკლა,
ამწამს, ზუსტად ეს იყო ის ცხელი ტყვია,
შუა გულში დიდი ჭრილობა რომ დამიტოვა..
სული რომ მომეთქვა, აივანზე გავედი და,
წუთები რომ გავიდა,
დადუს იქ ყოფნაც ვიგრძენი..
მხრებზე პლედი შემომაფარა და,
ჩემს გვერდით დადგა..
შემოთენებულ ჰაერს უშვებდა ფილტვებში ღრმად და,
თან, ის ხელი უკანკალებდა, მოაჯირზე რომ მოეჭირა ძლიერად..
-დადუ,დათუნა-დავაპირე თქმა, თუმცა,
შემაჩერა..
-ვიცი,თათუ,ჩამოვიდა..
გულის ძლიერმა ფეთქვამ გამაღვიძა..
მხოლოდ დათუნას შეუძლია ჩემი მთლიანად მოშლა და,
გულის საგულედან ამოვარდნა..
-მკრთალად გამიღიმა და,
ისიც მანამ გასცქეროდა დანისნულ ქუჩას,
სანამ მანქანის ფარებმა არ შემოანათა..
მაგრამ,
არც ერთი არ დაძრულა ,
არც ერთი გადმოსულა..
ეს ხომ მტკიოდა,
და ამაზე მეტად,
დადუ რომ ზუსტად იმას განიცდიდა,
ზუსტად იმას გადიოდა,
ზუსტად იმას იხვევდა გულში, რასაც ჩვენ ყველა ერთად,
ეს უფრო მეტს კლავდა სულში..
ჩემი რა მოსატანი იყო,
მას ორად მეტით ეყოფოდა მთელი მისი ყოფიერება და,
ის, რასაც ჯერ მეც კი ვერ ვხედავდი.
დადუს სხეულმაც ზუსტად ისე გააცნობიერა დათუნას იმ ჰარრით სუნთქვა, რითიც ჩვენ ვსუნთქავდით და ეს სიტყვაზე მეტს ყვებოდა.
და ზუსტად ამის იქით ვერ დამაჯერებდა ვერცერთი ფრაზა და ცხელ გულზე ნათქვამი” არა” ვერაფერს..
თუ სახმე ღმერთი სამართალს დაეძებდა,
ჯერ მათი უსამართლობისთვის უნდა დახარჯულიყო..
მათთვის უნდა მოეკრიბა ყველა სიკეთე და,
ის გადაეფარა,რაც გაატარა..
მე რომ ვეღარ ვითმენდი დათუნას უნახაობას,
ამას არეული ფიქრებიც მოწმობდა და,
ის შეწყვეტილი სუნთქვაც,
ასე რომ ხმაურობდა წყნარ ქუჩაში..
დადუც კი მომეჭიდა მხრებზე და მიბიძგა სახლისკენ,
მაგრამ,
ვერა..
ვერ დავტოვე და ,
მივხვდი,
ხელი რომ ძლიერად ჩამჭიდა,
ამ არმიტივებუსთვის რამხელათი იყო მადლობელი..
არ ვიცი რა ისაუბრეს,
საერთოდ,
გიოს და დათუნასი იმდენად სხვა იყო,
იმდენად გამოუცნობი,
აღარ დავხარჯულვარ ფიქრით,
მხოლოდ იმ წამს ველოდი,
როდის ექნებოდა იმდენი მხნეობა ორს,
ერთად შეეკრიბათ და,
გადმოსულიყვნენ..
მხოლოდ იმას ვხვდებოდი,
რამდენად უჯდებოდათ,
რომ მხოლოდ იქ დგომა შეეძლოთ..
-არ შემიძლია ამის ყურება თათუ..-დამატებით რამდენიმე წუთი რომ გავიდა,
ოთახში შევიდა დადუ..
ფეხდაფეხ მივყევი და ისიც დავინახე,
როგორ მიიღო დამამშვიდებელი..
რაც შემეძლო,
იმ ძალით გავუღიმე..
ის მივეცი,რაც კი დამრჩენოდა ,
მაგრამ,
როგორც კი კარის ხმა გავიგეთ,
მომენტალურად დაეკარგა დადუს სახეზე ფერი და,
გამჭვირვალე გახდა.
გაქრა..
მთლიანად ჰაერმა შთანთქა..
ხმას ნაბიჯებიც მოყვა, მრავალი და,
ვიბრაციებს,
ორი სხეული..
დივანზე იჯდა დადუ და,
სამზარეულოს კარის ჩარჩოში გავხევებულიყავი მე..
ვერ დავიძარი
და ვერც დათუნა გავამტყუნე,
ირგვლივ რომ საერთოდ ვეღარაფერი დაინახა,
მის გარდა..
სუნთქვა შევწყვიტე და,
მეორედ შევნიშნე როგორ გაწყვიტა არსებობა სამყარომ,
მხოლოდ მათთვის..
მათი სულისთვის..
საერთოდ სხვა იყო დათუნა,
დადუს წინ რომ იდგა და,
არცერთი ნაკვთი აღარ უგავდა ჩემი ძმისას.
მე შორიდანაც მომეჩვენა,
დასათვლელი სივერცხლისგან ისე გადასულიყო უთვალავზე,
თითქოს წლებს შეეჭამა მისი წლები..
უკანკალებდა კიდურები და ის ძლიერი მხრები,
მთელი ქვეყნის ტკივილსაც რომ აზიდავდა,
უსიტყვოდ.
მოტეხილიყო,
მოშვებულიყო,
მაგრამ,
მაინც იმდენად მტკიცე იყო მისი ყოველი ნაბიჯი,
ყოვლივით იყინებოდა ყოველ კუთხეში..
თეატრალურ წარმოდგენას დაემგვანა წინ გადაშლილი სურათი..
სხეულში რომ ტალღებად წამოვიდა წარმოუდგენელი განცდა,
მეუცხოვა,
მაგრამ,
გიო რომ დავლანდე ჩემს გვერდით,
ხელჩაჭიდებული,
ყველაფერს ახსნაც მოეძებნა..
-ასე მგონია მოვკვდები, გიო..-ჩურჩულზე დაბალი იყო ხმა, მხოლოდ მისკენ მიმართული..
თითებზე მკრთალად მეამბორა და,
ხელის გუზე მომაკრო ცივი ტუჩები..
მეუცხოვა,მომერიდა,
მაგრამ,
მჭირდებოდა..
-ნუ გეშინია,დათუნაა..-მითხრა და,
დალაგდა წამიერად ქაოსიც.
თითქოს ყველა კითხვაზე ყოფილიყო პასუხი და,
ისიც ერთი.
“დათუნაა”.
და გიო ცამდე მართალი იყო..
-დათი.-დადუმ დაარღვია მთელი საათის სიჩუმე და,
გაალღო დაძაბულობა..
დათუნას კანზე გავლილი ყველა ელვა ჩემს კანზე ვიგრძენი, იმდენად თვალსაჩინო იყო..
არ გაეპასუხა.
არც დაძრულა.
მხოლოდ მას უყურებდა და,
ისიც მხოლოდ იმ ციცქნას,
დადუს რომ გალავნის ქვეშ მოემწყვდია.
მე საბოლოოდ დავიშალე,
ორად ორი ნაბიჯი რომ გადადგა დათუნამ და,
დადუსთან დადგა..
ვერ ახედა,
ისე დაიჩოქა და გალავანი შემოხსნა მის შვილს..
დადუ აღარ იყო იქ და არც დანარჩენი ორი..
ოთახში მხოლოდ ორი სხივი იდგა.
მარადისობიდან გამოწყვეტილი და,
აკაშკაშებდა სამყაროს..
დათუნა და მისი შვილი..
ფრთხილად შემოაწყო ციცქნა მუცელს ხელები..
კანიდან-კანზე იგრძნო ის სასწაული,
დადუ რომ ატარებდა..
პირველად ვნახე იმ დღესაც დათუნას უღმერთოდ წმინდა ცრემლები და,
ყველაზე მტკივნეული ხმა,
ყველა ჭრილობა რომ მოძებნა და,
ცეცხლად მოედო სხეულებს..
-90 დღე მომპარე და ხმას არ ვიღებ..-არ აუხედავს და,
ეს უფრო იყო მტკივნეული დადუსთვის, ვიდრე სიტყვები..
მე ხომ ვიცოდი ჩემი ძმა,
არცერთხელ არ გაუკეთებია ეს გამიზნულად..
თავისი გადადგმული ნაბიჯები არ აძლევდა ჯერ იმის საშუალებას, თვალი გაესწორებინა..
-ჩემს და, შენს სიმართლეშიც ღირსი ვყოფილვარ და მომიზღო განგებამ.-მწარედ ჩაეღიმა და,
ფრთხილად მოეფერა ყველა მილიმეტს,მისი შვილისას..
-რაც იყო და არა, ისიც ვიტვირთე და გავიტან სიცოცხლის ბოლომდე,მეყოფა მაგის კაცობა.-თავი ჩახარა და გააქნია იმ ფიქრების გასაფანტან, ალბათ რომ მოაწვა.
არ ვიცი,
გიოს ძლიერი ხელები რომ არა,
მე იქ როვორ ვიდგებოდი..
დადუს ქუდზე კაცის სიმხნევე ჩასხმოდა ძარღვებში და იმასაც ვამჩნევდი, რამდენად ცდილობდა,
ეს დატყობოდა.
იქნებ, მისი სიმართლის საჩვენებლად მოემართა ასე კისერი,
მაგრამ,
ვერც იმას გაურბოდა,
როგორ სწორად მოდიოდა დათუნას სიტყვები და,
რამდენად ზუსტად ის იყო,
რაც მას სჭირდებოდა.
რის გამოც დამალა და ალბათ,
ბოლომდე შეინახავდა,
რომარა, ბედისწერა და,
სადღაც,
უფლის სამართალიც.
-არც ბოდიშის მოხდა მეთაკილება,
დრო რომ მოგეცა იმ დღეს, იქნებ,
გასვლამდეც მომესწრო “ბოდიში” და,
შენი არ თქმული “ არ წახვიდე”ც იქნებ შველოდა,
ჩემს “წავიდე?!”-ს..
-ბევრ გაუგებარს ხსნიდა დათუნა იმ წამებში და,
გული მეტკინა ეგოისტურად,
დადუზე რომ ყოფილა დათუნას წასვლა და,
მის “არ წახვიდე” ზე რომ გასულა ჩვენი ყველას შემდეგი ცხოვრება..
გიომ იგრძნო ეს ცვლილება ჩემში და ძლიერად მიმიკრო მხარით, გულზე.
გამამაგრა..
არ დამინახავს,
მაგრამ,
დადუს ის წამიერი მზერა მაინც იგრძნო კანმა,
რომ გადმომხედა და,
მე მითხრა ის “ბოდიში”,
დათუნასგან რომ ელოდა..
-ღირსების საკითხი იყო, დათი..-მტკიცედ უპასუხა მხოლოდ ამაზე და,
ჩაეცინა დათუნასაც,მის “დათი”ზე..
-ღირსება მეც მაქვს დადუ-პირველად ახედა და პირველად დაუძახა ამდენი ხნის შემდეგ და,
აქ ჩამოინგრა მთელი ის ნაშენი გამძლეობა..
ორივე დაინგრა ჩემს თვალწინ და,
სულ ნაწილებად დაშალეს სული..
იმ წამს მივხვდი,
რას გულისხმობდა გიო
50-50 ზე სიმართლესდა,
დათუნას წილ ამბავვზე..
ალბათ აპირებდა ორივე, ღრმად გაჰყოლოდა დეტალევს,
ნაგრამ,
დათუნა მაინც იმას დაუბრუნდა, იმ საწყისს,
რამაც კილომეტრები გამოატარა.
-ჩვენ იქ დავაშავეთ, სადაც ერთმანეთს ბოლომდე არ მოვუსმინეთ და, იყოს ეს გაკვეთილად..
-ისევ მოაცილა მზერა და,
მის შვილს დაუბრუნდა..
-დედა ხარ უკვე და-ხმა ისე ჩაუწყდა ამის წარმოთქმაზე,გავიყინე,
თითქოს მხოლოდ ახლა გავიაზრეთ მასთან ერთად ყველამ..
ვეღარ აგრძელებდა დათუნა ვეღარცერთ სიტყვას და,
ვერ პოულობდა ვერც იმ მხნეობას, ბოლომდე ეთქვა..
დადუს რომ გავხედე,მასაც მეტი აღარ შეეძლო..
სიტყვებზე მეტად,
დათუნას იმ თითების მოძრაობები კლავდა,
მარტო მის შვილს რომ ეძღვნებოდა უკვე და,
მას -აღარ.
წამოდგა დათუნა.
სანამ მოშორდებოდა დადუს,
მის შვილს ის კოცნა დაუტოვა,
ახლა ორივეს რომ უსაშველოდ სჭირდებოდათ,
მაგრამ,
რომ ვერ გადადიოდნენ ვერცერთ ზღვარს და, მეორეჯერ და, ბოლოს ჩახედა თვალებში.
-როგორც დედამ,მომეცი საშუალება ვიყო მამა..
აქ დათუნა და დადუ აღარააა.
არც შენი ღირსება და არც ჩემი პრინციპები.
ეს არც თხოვნაა და მითუმეტეს,მოთხოვდა..
მარტო ერთს გეუბნები და,
ამით ვამთავრებ!
მომეცი საშუალება,ვიყო მამა!
დანარჩენის გასარკვევად მთელი ცზოვრება იქნება წინ,
მაგრამ,
ახლა,
ეს ექვსი თვე,
მე მისი მამა ვარ,
შენ დედა და,
მერე ვიქნებით დადუ და დათუნა..
-ასრულებს და,
ჩემკენ მოდის..
მოდის და მიღიმის ისე,
თითქოს წუთის წინ არ დაესვა იმდენად დიდი წერტილი ყველაფრისთვის,
თითქოს მძიმე არ არსებულიყო..
-თათი.-სახე ისე დაუთბა, გული მომეწურა, სანამ მოვიდა ჩემამდე..
მოვიდოდა ისიც მალე, მაგრამ,
მეც ვეღარ მოვითმინე და ისე გავიქეცი მისკენ,
თითქოს კილომეტრები გვაშორებდა..
ეს მენატრებოდა.
ეს სიმშვიდე და ეს დაცულობის განცდა, მის ჩახუტებას და,
ჩაცინებას რომ მოყვა..
-სულ აღარ ჩანხარ თათი,სულ აღარ ჭამ?-ისე მარტივად გადმოერთო ჩემზე,
თითქოს მე მქონოდა გამართული ბრძოლა ბედთან.
გამეცინა.
მთელი გულით და ,უდიდესი შვებით.
არ გამიშვა, არ ვეთმობოდი.
მეც მთელი მონატრებით ვეხუტებოდი.
-გიოს მე წავიყვან თათი ,სალაპარაკო მაქვსო და დადუს შენ მიმიხედე, კარგი?!-ყურში მხოლოდ ჩემს გასაგებად მითხრა და ძირს დამაბრუნა.
თავი დავუქნიე, მაგრამ,გული მაინც გამიჩერსა, გიოს მე წავიყვანზე.
ეს ზუსტად დაიჭირა და ისე აუციალდა თვალებში ეშმაკები,
საერთოდ ვეღარ გავუსწორე მზერა.
-ანდა,რაღაზე უნდა ისაუბროთ, ისედაც სულ არ ლაპარაკობთ?!-თითქოს არც მისკდებოდა ამწამს გული, ისე ჩავიქნიე ხელი.
გიო ოთახიდან უკვე გასულიყო და,
უფრო დამეტყო ნერვიულობა.
დათუნას ისევ ეცინებოდა და ისევ ეშმაკურად.
-იქნებ იმაზე, რაც მოვედით,გვერდიდან რომ არ მოგიცილა და,
შენც ხელი არ გაუშვი იქამდე,სანამ არ წავიდა?!
-წარბი ამიწია, მაგრამ,მოჩვენებითი სიბრაზით.
მე რომ ლოყებზე ცეცხლი წამეკიდა სირცხვილით,
ამაზე მოვკვდი და აღარ დავრჩი..
გაეცინა ისევ დათუნას.
ისევ ჩამიკრა გულში..
-მოვიდა გულამდე გიო თათი?!-მე ხომ ვიცი სულ რომ თავიდანვე ყველაფერი სცოდნოდა,მაინც რამდენას უჯდებოდა ეს სიტყვები..
გულზე მიხუტებულმა ავიფარე სახეზე ხელები,რომ არ დავენახე იმ უკიდეგანო სირცხვილით, იმ სიტყვებს რომ მოყვა მომენტალურად,რაც ვუთხარი.
-პირდაპირი გზით დათუნა,
ისე,რომ სხვა გზა არც კი მინახავს..
და,წავიდნენ.
ფანჯრიდან ვუყურებდით მე და დადუ ჩვეი ცზოვრების ორ უმთავრეს მამაკაცს და,
არცერთმა არ ვიცოდით, რა იყო წინ გასავლელი ისე,რომ ფეხი არ დაგვცდენოდა..
უბრალოდ, ის იყო, რომ ახლა ორივეს იმედი გვქონდა..
___
აი, სიტყვები არ მაქვს..
ისევ თქვენ უნდა მესაუბროთ..
ისევ თქვწნ მოლოდინებზე..
მადლობა ყველაფრისთვის,
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი Елка

Гмерто ра уазрот анервиулес датуна. Мтавариа чамовида да даалагебс квелаферс. Беври минда давцеро маграм исет емоциебши вар ар шемизлиа. Угрмеси мадлоба

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Елка
Гмерто ра уазрот анервиулес датуна. Мтавариа чамовида да даалагебс квелаферс. Беври минда давцеро маграм исет емоциебши вар ар шемизлиа. Угрмеси мадлоба

❤️❤️❤️❤️❤️❤️ დალაგდება,
დრო სჭირდება ❤️❤️❤️❤️
მადლიბა თქვენ♥️♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი One

Mazoxisti khar geficebi))
Sabolood davsvi diagnozi))
Vashaa!! Chamovida)))
Ar meyo, magram gepatieba))
Emociebis zghva rom mogvitane, magitom❤️
Giji xar, kide da bevrjer getyvi, rom icode❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი მე♥უცნაურე

გიო,ხომ მაგიჟებდა, მაგრამ დათუნა?!
ტყვიას ტყვიაში აჯენს.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

არვიცი რავთქვა

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

One
Mazoxisti khar geficebi))
Sabolood davsvi diagnozi))
Vashaa!! Chamovida)))
Ar meyo, magram gepatieba))
Emociebis zghva rom mogvitane, magitom❤️
Giji xar, kide da bevrjer getyvi, rom icode❤️❤️❤️

აი ასეთ თავებს რომ წყალივით ვწეერ ქეთუ, მეც მგონია რომ ხანდახან ვერ ვარ ისე, რო უნდა ვიყო :დდდ
მადლობა ძვიირფასოოო ♥️♥️♥️♥️♥️♥️
მე♥უცნაურე
გიო,ხომ მაგიჟებდა, მაგრამ დათუნა?!
ტყვიას ტყვიაში აჯენს.

დათუნამ რომ კიდევ ბევრი ვერ თქვა ..
ხომ ყველას მისი სიმართლე აქვს?
მასაც ჰქონდა ❤️❤️❤️
სტუმარი ნათია
არვიცი რავთქვა

♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№7 სტუმარი ციცინო დეიდა

უჰ! რა იყო ეს ამ დილაუთენია!... ემოციების საბადო ხარ შვილო! სად პოულობ ამდენ განცდას... კარგი იყო! დიდი მადლობა!

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ციცინო დეიდა
უჰ! რა იყო ეს ამ დილაუთენია!... ემოციების საბადო ხარ შვილო! სად პოულობ ამდენ განცდას... კარგი იყო! დიდი მადლობა!

დიდი მადლობა თქვენ ❤️❤️❤️❤️❤️ როგორ მიხარია რომ მოგწონგ ❤️♥️♥️

 


№9 სტუმარი ketevan

გამოცდა მაქვს ოც წუთში და ეს უნდა წამეკითხა ახლა მე თუ საგამოცდო საკითხები?????????????????
დათუნაზე ვაფრეეენ❤️❤️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ketevan
გამოცდა მაქვს ოც წუთში და ეს უნდა წამეკითხა ახლა მე თუ საგამოცდო საკითხები?????????????????
დათუნაზე ვაფრეეენ❤️❤️❤️❤️

შეალედურია ალბათ და წარმატებეჰი ♥️♥️♥️♥️♥️♥️ დათუნა მეც მიყვატს და დუდაც ❤️❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰაა , ძალიან ძალიან ემოციური თავი და ემოციურად დამანგრეველი შეხვედრა იყო, მოსალოდნელიც იყო ..ისტორიის გმირებმა თავისუფალი სუთქვა დაიწყეს ,მკითხველს კი ვფიქრობ სუნთქვა დაგვავიწყდაა..

 


№12 სტუმარი ზამირა

როგორ ვინერვიულე,დადუს არაფერი მოსვლოდა,თითქოს ხომ არაფერი რომ არ უთხრა,პირიქით რომ გაიგო უნდა გახარებოდა მამა რომ ხდებოდა,მაგრამ რამხელა იმედგაცრუებაა როცა საყვარელი ადამიანები ,,რამეს,,გიმალავენ.კარგი ხარ ტასო❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Daldoni Daldoni
უჰაა , ძალიან ძალიან ემოციური თავი და ემოციურად დამანგრეველი შეხვედრა იყო, მოსალოდნელიც იყო ..ისტორიის გმირებმა თავისუფალი სუთქვა დაიწყეს ,მკითხველს კი ვფიქრობ სუნთქვა დაგვავიწყდაა..

როგორ მიყვარს თქვენეული შეფასებებიი ♥️♥️♥️♥️
მეც თუღა ვსუნთქავდი, აღარ მეგონაა ????????
ზამირა
როგორ ვინერვიულე,დადუს არაფერი მოსვლოდა,თითქოს ხომ არაფერი რომ არ უთხრა,პირიქით რომ გაიგო უნდა გახარებოდა მამა რომ ხდებოდა,მაგრამ რამხელა იმედგაცრუებაა როცა საყვარელი ადამიანები ,,რამეს,,გიმალავენ.კარგი ხარ ტასო❤️❤️❤️❤️❤️❤️

დათუნას იმედგაცრუება მართლა უზარმაზარია და, დადუს რომ არაფერი უთხრა ჯერ, ამაშია ყველაზე მაგარი ბიჭი ❤️❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი avrora_

ესს რა იყოო, გულიი რამისსს გამიჩერდაა, მკითხველის ნახევარი ხოო გიოზეე ვართ შეყვარებულნი, ისეე ვერც დათუნაც ვამართლებ ვერც დადუსს… იმედია ბრინჯის მარცვალიი რაღაცას შეცვლის და ურთიერთკბას გამოასწრობეს, შენზეე და შენსს ნაწერებზე მგონიიიი ვგიჟდებიი უკვეეეე????????❤️❤️❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

avrora_
ესს რა იყოო, გულიი რამისსს გამიჩერდაა, მკითხველის ნახევარი ხოო გიოზეე ვართ შეყვარებულნი, ისეე ვერც დათუნაც ვამართლებ ვერც დადუსს… იმედია ბრინჯის მარცვალიი რაღაცას შეცვლის და ურთიერთკბას გამოასწრობეს, შენზეე და შენსს ნაწერებზე მგონიიიი ვგიჟდებიი უკვეეეე????????❤️❤️❤️

ამიტომ თქვა გიომ, რომ მათ ამბავში სწორი არცერთი მხარე იყო ♥️♥️♥️♥️
გიოზე კიდევ, მეეეც ვგიჟდებიიიიიი❤️❤️❤️❤️❤️
დააა უდიდესიი მადლობააა მოტივაციიისთვიიის ♥️♥️♥️

 


№16 სტუმარი ნი-კე

თეატრალური სანახაობა კი არა ელექტრო შოკი იყო ეს..დათუნა როგორი სწორია თავისი მოქმედებებით და საუბრით ამ ეტაპზე...შემდეგშიც გააგრძელებს იმედია სწორი მიმართულებით სიარულს..და-ძმობა ხომ საერთოდ საოცარი აქვთ დათუნას და თათოს♥️♥️აბა მალე დაგვიბრუნდი ისევ

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
თეატრალური სანახაობა კი არა ელექტრო შოკი იყო ეს..დათუნა როგორი სწორია თავისი მოქმედებებით და საუბრით ამ ეტაპზე...შემდეგშიც გააგრძელებს იმედია სწორი მიმართულებით სიარულს..და-ძმობა ხომ საერთოდ საოცარი აქვთ დათუნას და თათოს♥️♥️აბა მალე დაგვიბრუნდი ისევ

❤️❤️❤️❤️მიხარია რომ მოგწონთ მათი გადადგმული ნაბიჯები , ორივეს აქვთ მათი სათქმელი, თუმცა, ამ ეტაპზე მეტის თქმა არაა საჭირო… ვნახოთ დრო რას მოიტანს ♥️♥️♥️♥️

 


№18  offline წევრი TaleTeller

რა ვქნა ეხლა ტასო, გიოს დაქრაშვაზე განვლიო დღეები თუ დათუნაზე?))) თუმცა გიო, მაინც, გიო.

და ამ ისტორიაში ჩაკითხული ემოციების ზღვა მივსებს იმ სიცარიელის განცდას გულში რომ დამირჩა.

მიხარია უზომოდ, რომ ამ
საიტზე ისევ წერენ განუმეორებელ ისტორიებს და ისევ ისე იკითხება, როგორც უწინ!

მოუთმენლად გელი, შემდეგი თავით და გთხოვ, არ დაიგვიანო.

ჩემი "წამლის" მიღება ხვალაც დამჭირდება.

მადლობა ანასტასია <3333

 


№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

TaleTeller
რა ვქნა ეხლა ტასო, გიოს დაქრაშვაზე განვლიო დღეები თუ დათუნაზე?))) თუმცა გიო, მაინც, გიო.

და ამ ისტორიაში ჩაკითხული ემოციების ზღვა მივსებს იმ სიცარიელის განცდას გულში რომ დამირჩა.

მიხარია უზომოდ, რომ ამ
საიტზე ისევ წერენ განუმეორებელ ისტორიებს და ისევ ისე იკითხება, როგორც უწინ!

მოუთმენლად გელი, შემდეგი თავით და გთხოვ, არ დაიგვიანო.

ჩემი "წამლის" მიღება ხვალაც დამჭირდება.

მადლობა ანასტასია <3333

როგორ მიხარიააა რომ
ასე ფიქრობთ,თუ ასეა, დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️
ძვირფასი სიტუვებიააა ❤️❤️❤️❤️
შევეცდებიი რომ დღეს დავიწყო წერა, ჯერ ვერ მუვედი იქამდე.. :((
მე დათუმაც მიყვარს ❤️❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე დათუნას შელაპარაკება და ჩემი ჩამოშლა ერთი იყო მაგრამ მეამაყება ერთი ისეთი საყვედური არ დასცდენია დადის მიმართებაში მეგონა შეყრაცხო ისგან მთებს ფადადგამდა მაგრამ დაინდო დადუნა მომეწონა რომ უთხრა ეს ექვსი თვე შენც იყავი დედა მე კი მამაო ...გიორგი ნამდვილი ჯენტლმენია დათუნა და თათოს ურთიერთობა მომწონს როგორი თბილი დაძმანი არიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️

 


№21  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნესტანი
ვაიმე დათუნას შელაპარაკება და ჩემი ჩამოშლა ერთი იყო მაგრამ მეამაყება ერთი ისეთი საყვედური არ დასცდენია დადის მიმართებაში მეგონა შეყრაცხო ისგან მთებს ფადადგამდა მაგრამ დაინდო დადუნა მომეწონა რომ უთხრა ეს ექვსი თვე შენც იყავი დედა მე კი მამაო ...გიორგი ნამდვილი ჯენტლმენია დათუნა და თათოს ურთიერთობა მომწონს როგორი თბილი დაძმანი არიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️

ნესტან, მადლობა თქვენ ❤️❤️❤️ დათუნა სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, არარის მასში ის სიბოროტე, რომ სცენები მოეწყო დადუსთვის, თუმცა ის გულის წყენა მაინც ვერ დამალა .. მიყ არს მისი ყველა სიტყვა ♥️♥️♥️♥️♥️

 


№22 სტუმარი სტუმარი რუსკა

დავდნიი და დავიღვენთეეე,ვინ ხარ შენ გოგო???

 


№23 სტუმარი სტუმარი ხატია

ათივე თავი ერთად წავიკითხე. ძალიან მომეწონა. გიო საერთოდ სხვა ფენომენია. აი დათა კი არც კი ვიცი როგორ გადმოვცე ემოციები. მართლა საოცრად წერ. წარმატებები....

 


№24  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი რუსკა
დავდნიი და დავიღვენთეეე,ვინ ხარ შენ გოგო???

რუსკაა ♥️♥️♥️♥️♥️♥️
სტუმარი ხატია
ათივე თავი ერთად წავიკითხე. ძალიან მომეწონა. გიო საერთოდ სხვა ფენომენია. აი დათა კი არც კი ვიცი როგორ გადმოვცე ემოციები. მართლა საოცრად წერ. წარმატებები....

დიდი მადლობა ♥️♥️♥️♥️ გიო ჩემი ფენომენია ♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent