შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში (თავი 6)


4-11-2024, 05:26
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 137

სახლი მთაში
თავი 6

- დავინახე რომ წაშავბნელდნენ - ოთახში უცერომონიოდ შეიჭრა მარიამი - რაზე შეთანხმდით?
- აქ აღარ მოვლენ - მოკლედ მოუჭრა ანდრეამ და სახლიდან გამოვიდა. იფიქრა მარიამისთვის უკეთესი იქნებოდა მარტო დაეტოვებინა და ნათესავებისთვის შექმნილი სიტუაციის ახსნის საშუალება მიეცა. მაინც ვერ ხვდებოდა ამ გაუგებრობაში როგორ გაეხვა. უძრავი ქონების აგენტზეც ბრაზობდა, რომელმაც ეს სახლი მოუნახა და აუქციონის მესვეურებზეც, რომ არ გადაამოწმეს, საბუთები და რეალური სურათი თანხვედრაში იყო თუ არა. ეს რომ რუსეთში მომხდარიყო არ გაუკვირდებოდა, რადგან კორუფცია ჯერ კიდევ მეფობდა, მაგრამ საქართველოში სადაც ნებისმიერი ადამიანის სახელზე არსებული უძრავი ქონება საჯარო ინფორმაციაა და ნებისმიერს შეუძლია მოიძიოს, მსგავსი შეცდომის დაშვება წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ბროკერი მაინც არ უნდა შემცდარიყო, მაგრამ მისი შეცდომა არ იყო თუ სოფლის სახლებს ნომრები და მისამართები არ ჰქონდათ. ეს უფრო სახელმწიფოს ბრალი იყო. განა რა სირთულეს წარმოადგენს ასეთს სახელების დარქმევა და ნუმერაციის მინიჭება, რომ ამდენი წელი თავი ვერ მოება. ასე ხომ ბევრად უფრო გამარტივდებოდა ყიდვა-გაყიდვის პროცესი და ნდობაც უფრო გაიზრდებოდა. ანდრეას ლევანის მოყოლილი ამბავიც გაახსენდა, როცა კაცმა თავისი სახლის ნაცვლად ნათესავის მიბარებული სახლი დაათვალიერებინა მყიდველს და მერე გაირკვა, რომ სახლი რომელიც გადაუფორმათ სრულიად სხვაგან მდებარეობდა და არაფრით გავდა იმას რაც აჩვენათ. არ ახსოვდა როგორ დამთავრდა ეს ამბავი, მაგრამ სჯობდა თავად ფაქტი გაეხსენებინა დროულად და იქამდე ჩამოსულიყო ვიდრე სახლს იყიდდა.
- მაინც რაზე შეთანხმდით? - თავს წამოადგა მარიამი ფიქრებში გართულ ბიჭს.
- არაფერზე...
- ვერ დამაჯერებ რომ აქედან გამორჩენის გარეშე წავიდნენ! - თქვა გოგონამ - უბრალოდ მინდა ვიცოდე რამდენით გაიზარდა გამოსყიდვის ფასი.
- ბევრით მარიამ, ძალიან ბევრით - უცნაურად გაიცინა ბიჭმა.
- ჯობდა პოლიცია გამომეძახა...
- და მერე რა იქნებოდა?
- არაფერი, ეცოდინებოდათ რომ აქ აღარ უნდა დაბრუნებულიყვნენ... ახლა იქამდე არ გამოჩნდებიან სანამ ფული არ გაუთვადებათ, მერე ისევ მოგვადგებიან...
- შენ ის მითხარი მიშოს თუ ახსენი რომ ცოლ-ქმარი არ ვართ.
- არა...
- რატომ?
- გამაბრაზეს.
- რა ქნეს?!
- არ მითხრეს რაზე შეთანხმდით...
- მარიამ ასე არ გამოვა, პრობლემას პრობლემას ნუ დაუმატებ.
- შენ რა განაღვლებს მაინც ვერ გავიგე, ხვალ მაინც წახვალ აქედან და ვიტყვი დავშორდითქო - უდარდელად აიქნია მარიამმა ხელი. ის მართლა დარწმუნებული იყო, რომ ანდრეა ადრე თუ გვიან დათმობდა სახლის მის ნახევარს და მისი ცხოვრებიდან ისე გაჩინარდებოდა, როგორც გამოჩნდა.
- მარიამ გამოიძინე და დილას ვისაუბროთ - წამოდგა ანდრეა და მანქანისკენ წავიდა.
- სად მიდიხარ?
ანდრეას აღარ უპასუხია მისთვის. მარიამის არაპროგნოზირებადი ხასიათი და წინდაუხედაობა ნერვებს უშლიდა. გრძნობდა რომ დარჩენილიყო თავის შეკავება გაუჭირდებოდა. ცეცხლზე ნავთის დასხმა აღარ სურდა. ჯობდა თვითონაც გამოეძინა, დაფიქრებულიყო და ახალი დღე ისე დაეწყო.

***

-რა ქმარი უშოვია იმ ალქაჯს - უთხრა ალეკომ ძმას.
- გავარკვიოთ თუ ‘’ძაღლი’’ არ არის კიდევ შეიძლება რაღაცის გამოდნობა - ჩაიქირქილა დათომ - არა, მაინც რა ადვილად წამოვიდა გარიგებაზე...
- ცოლის სიმშვიდეზე ზრუნავს ბიჭი - გადაიხარხა თვითკმაყოფილმა ალეკომაც. ასე სარფიანად თუ წავიდიდა საქმე რას წარმოიდგენდა მანამდე.
- სიმშვიდეზე არა, ‘’პადკაბლუჩნიკია’’ ჩვეულებრივი...
- იმ ალქაჯის სახე მანახა ერთი, რომ გაიგებს მისმა ქმარმა რა გარიგება დადო...
- ცოტა ხანი ვაცადოთ და დავურღვიოთ მერე მყუდროება, ისე ადვილად გაიმეტა სახლი არ იქნება ჯიბე გაფხეკილი.

***

-გაიღვიძე ძმაო რა დროს ძილია - დაურეკა ანდრეამ ირაკლის.
- რა მოხდა? - გამოფხიზლდა მომენტალურად ირაკლი. როგორც წესი შუაღამის ზარები კარგს არაფერს მოასწავებდა.
- მგონი შარში გავეხვიე...
- მგონი?!
- მგონი, გახსოვს ადრე ბინა რომ ვიყიდე?! ხვალ მოვლენ და უნდა გადაუფორმო ოღონდ კონტრაქტის შედგენა მოგიწევს და ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინონ იურისტებმა.
- მითხარი ძირითადი პირობები და შევადგენინებ რა პრობლემაა.
- პრობლემა ეს არ არის, თავად ხალხია პრობლემური და უკვე დარწმუნებული აღარ ვარ სწორად მოვიქეცი თუ არა.
- ვინ არიან?
- ამ სახლის ძველი მეპატრონეები...
- ვინ? - გაკვირვება ვერ დამალა ირაკლიმ. - სახლს რატომ აძლევ?
- გრძელი ისტორიაა... სხვა დროს მოგიყვები.
- თუ ეჭვი გეპარება გადავდოთ რა პრობლემაა...
- არა, არა გადააფორმე სახლი, უბრალოდ კონტრაქტში კიდევ ერთ ადამიანთან მიახლოებაც უნდა აეკრძალოთ... მოგწერ სახელს და პირად ინფორმაციას და ესეც გაითვალისწინე. ოღონდ ზედმეტი კითხვები არ დამისვა თუ ძმა ხარ, ჯერ კიდევ სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობ...
- ახლა არ მითხრა...
- ვარაუდების გარეშე ძმაო - სიტყვა შეაწყვეტინა ანდრეამ ბიჭს - არაფერი ხდება გარდა იმისა, რომ საზიარო სახლი გვაქვს.
- საზიარო სახლი, საზიარო საწოლი, საზიარო შვილები და ასე იწყება ოჯახური დრამები...
- დრამების გარეშე ძმაო - გაიცინა ბიჭმა - უბრალოდ სახლის ამბავს მოვაგვარებთ და ეგაა.
- როგორც იტყვი...
- სერიოზულად!
- რა სერიზულად ძმაო კვირაზე მეტია გოგოსთან ერთად ცხოვრობ, ბინას სახლის ძველ მეპატრონეებს უფორმებ და ახლა გინდა დავიჯერო, რომ არაფერ ხდება?
- ხომ გთხოვე ზედმეტი კითხვების გარეშემეთქი, უბრალოდ არაფერი ხდება და მორჩა.
- იმედია ეს არაფერი იმდენად არაფერია, რომ შენების ყურამდე ვერ მიაღწევს, თორემ მერე თეა გაჩვენებთ არაფერს.
- დედაჩემიღა მაკლია ამ სახლში და ამეწყო ცხოვრება - ჩაილაპარაკა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა.
ცხელმა შხაპმა დამამშვიდებლის ეფექტი იქონია, თითქოს ყველა პრობლემა წყალს გააყოლა. თავიდან ბოლომდე უცნაური დღე იყო. დასაწყისიც და დასასრულიც თანაბრად უცნაური ჰქონდა, რაღა ყველას ერთად მოუნდა გამოჩენა?! იქნებ მარიამი სულაც არ მტრობდა ბიძაშვილებთან და შეთანხმებულად მოქმედებდნენ?! ეჭვის ჭია შეუჩნდა ბიჭს და გონება მოუწამლა. არა, ამას ასე ვერ დატოვებდა. უნდა გაერკვია მარიამმა გამოიგონა ლეგენდა და თუ მართლა სიმართლეს ამბობდა?! ამდენი წლის მერე ასე ერთბაშად როგორ მოუნდა ყველას სოფლის მიტოვებული სახლი?! აქამდე არ გახსენებია მამის საფლავი და მაინც და მაინც ახლა მოუნდა აქ ცხოვრება?! რაღაც ისე ვერ მოეჩვენა ამ ამბავში, ჭია იზრდებოდა და გასაქანს აღარ აძლევდა. ტელეფონს დახედა, ირაკლის გაღვიძება გადაიფიქრა, მანქანის გასაღები აიღო და სასტუმროდან გიჟივით გავარდა.




-----
ვიცი რომ პატარა თავია ამიტომ მეშვიდე თავსაც მალევე ავტვირთავ blush



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

საინტერესოა

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგი ისტორიაა. გთხოვთ დიდხანს არ გ ალოდინოთ და ძალიან ნუ გაააგრძელებთ ისტორიას, იქნებ ერთნაირად დადოთ. არ გვყოფნის ასე ნაგლეჯ ნაგლეჯ

 


№3  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი მარი
ძალიან კარგი ისტორიაა. გთხოვთ დიდხანს არ გ ალოდინოთ და ძალიან ნუ გაააგრძელებთ ისტორიას, იქნებ ერთნაირად დადოთ. არ გვყოფნის ასე ნაგლეჯ ნაგლეჯ

ისტორია წერის პროცესშია, ჯერჯერობით ყოველ დღე ვტვირთავ ახალ თავს, მაგრამ მალე დავეწევი უკვე დაწერილს და შემდგომ ალბათ ორ-სამ დღეში დაემატება ახალი თავები, თუმცა დიდი ხანი მაინც არ მოგიწევთ ლოდინი blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent