ბედისწერის ძალა (11)
თავი21 მისაღებ ოთახში ორივე მდუმარედ ისხდნენ, ცეცხლთან და ხმას არცერთი არ იღებდა ცეცხლის ალს ჩაფიქრებული გაჰყურებდა,გოგონა თვალები კი სევდიანი ჰქონდა. – შენ თქვი, რომ სიკვდილს ჩახედე თვალებში? - ენის ბორძიკით კითხა, თითქოს ეშინოდა მისთვის რაიმე ეკითხა, ამის გამო ვერ ბედავდა ამის თქმას. ბიჭის სახეს დააკვირდა, რომელსაც მისი შეკითხვის, შემდეგ სახე შეეცვალა. _ჰო, ასეა..- შეანათა თავის ლურჯი და ნაღველით სავსე თვალები. – შეგიძლია ამიხსნა, რა იგულისხმე?- ძლივს გასაგონად ამოთქვა. ბიჭმა თვალები დახუჭა, გონების მოსაკრებად და შემდეგ დაიწყო თავის მონოლოგის მოყოლა. – სამი წლის წინ, დაახლოებით კი, მაშინ, როდესაც შენ დამირეკე და შენი ნამტირალები ხმა გავიგე, სადაც მითხარი, რომ ბიძაშენი, შენს გათხოვებას აპირებდა, მაშინ ჩემს მშობლებთან სერიოზულად ვიჩხუბე, შემდეგ კი სახლიდან განერვიულებული გამოვვარდი მინდოდა, რაც შეიძლება მალე ჩამოვსულიყავი,მაგრამ საჭე ამერია და მაღლობიდან გადმოვარდი. მანქანა სამჯერ ამოყირავდა არ ვიცი, როგორ მოვახერხე მანქანიდან გადმოსვლა და თავის დაღწევა, რადგან მახსოვს, რომ ჩემი გადმოსვლა და მანქანის აფეთქება ერთი იყო, საშინელდ მდგომარეობაში მიმიყვანეს საავადმყოფოში და თვეზე მეტი კომაში ვიყავი, ყველას ეგონა,რომ ვერ გამოვიდოდი კომიდან, მაგრამ გამოვედი და როგორც კი გამოვკეთდი, მაშინვე შენთან წამოვედი, მაგრამ შენ იქ აღარ იყავი... გოგონა მას უსმენდა და ვერ იჯერებდა, რომ ორივე ასე ძლიერ დაიტანჯა თვალებიდან ცრემლები, წასკდა და ატირდა. – რატომ უნდა მოგვსლოდა ეს? რატომ დაგვცინა ასე მწარედ ბედისწერამ?- ამოიტირა. ბიჭი მისკენ მიიწია და თვალებიდან წამოსული ცრემლების ნაკადი მოსწმინდა გოგონას. - ნუ, ტირი. მართალია მწარედ დაგვცინა, მაგრამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს. ჩემი აზრით არაფერი არ ხდება ისე უბრალოდ. – ხო,მაგრამ რატომ მაინც და მაინც ასე სასტიკად. შენ ძლივს გადარჩი მე კი...ეს ჯოჯოხეთი გავიარე, რომელიც მოსვენებას მიკარგავს და ღამის კოშმარად მექცა,მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს თავზე მომდის ბრაზი, მაშინ იმპულსებს ავყევი და გავიქეცი, რისგამოც სასტიკად დავისაჯე, მაგრამ მამაომ მითხრა, რომ ეს ჩემი ბედისწერაა და რაც მიწერია ვერ ავცდები. – ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი.. მაგრამ მან მეორე შანსი, მოგვცა და ახლა ისევ ვხედავთ ერთმანეთს.- უთხრა ბიჭმა. – იაგო,მართალია ერთმანეთს კვლავ შეგვახვედრა, თუმცა ვერ დაგპირდები, რომ ერთად ვიქნებით, უბრალოდ არ მინდა გული გატკინო, ისევ გაგიმეორებ, მე ვერ შევძლებ შენს გაბედნიერებას, კარგი ადამიანი ხარ, რადგან ამის მიუხედვად მაინც გინდა ჩემთან ურთიერთობა, ამას კი ძალიან ვაფასებ, ბევრი ხელს მკრავდა ალბათ, მაგრამ შენ.. – მაგრამ მე ყველა არ ვარ..- ნაღვლიანი სახით გახედა. მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად აკოცა..- მენდე კარგი, მხოლოდ ამას გთხოვ. გაყუჩებულები ისხდნენ ცეცხლის წინ, ბიჭს გულში ჰყავდა ჩაკრული და ნაზად ეფერებოდა თმაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა, დაკარგული იყო ბიჭი ცდილობდა, დაკარგული სიყვარულის აღადგენას, რაც არ უნდა ემტკიცებინა, რომ აღარ უყვარდა, მისმა თვალებმა ის გაყიდეს, რადგანაც თვალები სულის სარკეა და ყველაზე მიძინებული გრძნობაც კი აირეკლება, ადამიანის თვალებში. როგორ ენატრებოდა მისი კანის სურნელი, რომელიც ასე აგიჟებდა. – შენ. თმებს რა უქენი?- გაკვირებით კითხა. – რა? – სად წავიდა შენი გრძელი ხვეული თმა, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი?- ცალი წარბი გაოცებით აზიდა ზემოთ. – ხომ გითხარი, მე ძველი ჟასმინი აღარ ვარ, ის ხვეულ თმიანი გოგონა იმ დღეს დაიკარგა და აორთქლდა. მე იმ დღეს შევწყვიტე ოცნება. აქ ჩამოსვლის, შემდეგ სტილი შევიცვალე და არამარტო სტილი, მეც შევიცვალე. მოკლედ, რომ ვთქვა ასე დავსაჯე ჩემი თავი. - ამიერიდან თმებზე ჯავრს აღარ იყრი, რადგან მე მინდა, რომ ისევ ხვეული თმით გხედავდე.- ნიშნის მოგებით მიუგო და გოგონას გამომწვევი მზერით ჩახედა თვალებში, თითქოს რაღაც მინიშნებას ელოდა მისგან, რომ ემოქმედა. რომ დარწმუნდა გოგონასაც სურდა მისი კოცნა, თამამად დაიხარა მის სახესთან და მის ტუჩებს მოწყურებული დაეწაფა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მოულოდნელად გოგონა ცუდად გახდა. თითქოს ბიჭის მაგივრად ის ყაჩაღი, კოცნიდა, ამის წარმოდგენისას სუნთქვა დაუმძიმდა. ბიჭს ძლიერ კრა ხელი და გარეთ გაიქცა. ტიროდა და ვერ მშვიდდებოდა, ისევ ამოუტივტივდა ის საზარელი ღამე თვალწინ. - ჟასმინ, კარგად ხარ..?- განერვიულებულმა კითხა. – ხედავ, ხომ გეუბნებოდი არა, რომ არ შემიძლია, არ შემიძლია, ელემენტარული კოცნაც კი, რადგან აჩრდილივით დამყვება ის ღამე.- ჩაკეცილი იჯდა აივანზე და ტიროდა. _ ჩემი ბრალია, მაპატიე..- სინანულით ამოთქვა. – არ არის, შენი ბრალი, მეც მინდოდა ეს მეგონა შევძლებდი, თუმცა არ გამომივიდა, იაგო, მე მამაკაცის სიახლოვეს ვერ ვჩერდები, არ შემიძლია გესმის? რადგან ყოველ შეხებისას ასე დამემართება. ამიტომ ვერაფერს დაგპირდები. _ არაუშავს. _ გთხოვ წამიყვანე აქედან, სახლში მინდა.- ამოთქვა ჩამწყდარი ხმით. _ კარგი, არაფერს დაგაძალებ, წავიდეთ.- უთხრა ჩამწყდარი ხმით, როგორ უმძიმდა ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა, უფრო დარწმუნდა, რომ გოგონას ნდობის მოპოვება მარტივი არ იქნებოდა, აშკარა იყო, რომ მამაკაცებს აღარ ენდობოდა და თავს არიდებდა არც იყო გასაკვირი, რადგან ყველაში იმ მოძალადეს ხედავდა მას. კი მოთმინება უნდა გამოეჩინა და ებრძოლა მისი გულის მოსაგებად. სახლიდან გავიდნენ მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქში წავიდნენ, მთელი გზა ხმა აღარცერთს ამოუღია ბიჭმა მანქანაში რადიო, ჩართო, რომ გზა გაემხიარულებინა. რადიოში, კი მათი საყვარელი მუსიკა ჩაირთო "alphaville forever young,, გოგონას, როდესაც ნაცნობი მუსიკა მოესმა, თვალები აუცრემლიანდა ეს მუსიკა, ძალიან უყვარდა, ადრე ყოველთვის უსმენდა და ოცნებებში ეშვებოდა, ხოლმე. _ ჩემი საყვარელი მუსიკაა.- უთხრა გოგონას ღიმილით. – ერთ დროს მეც ძალიან მიყვარდა ამის მოსმენა და ოცნებებში გაფრენა, მაგრამ ახლა აღარ ვიცი. თან ეს მუსიკა, ერთ ფილმში აღმოვაჩინე, სადაც ერთ შეყვარებულ წყვილზეა, რომელებიც ბოლოს ერთად არ რჩებიან. – ვიცი, ეგ ფილმი მეც ძალიან მიყვარს.- გაუღიმა. -სამწუხაროდ აჩიმ და ბაბიმ ერთად ყოფნა ვერ შეძლეს რაღაც უაზრო პრინციპების გამო. _ ჰო, მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდი აჩეს, გოგო არასწორად მოიქცა მას ზურგი რომ აქცია, რადგან ის არაფერ შუაში იყო. საწყალმა ბიჭმა აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, წასულიყო მეგობრის შეჯიბრზე, თუ შეყვარებულთან წასულიყო და შერიგებოდა მის დაბადების დღეზე საბოლოოდ მაინც აჩე, გამოვიდა დამნაშავე.- სევდიანი თვალებით გახედა ბიჭს.- მოკლედ ეს სიმღერა ამ ფილმიდან შემიყვარდა.- ბოლოს ესღა დაამატა და ფანჯრის მინას მიადო თავი. ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებდა ჩაბნელებულ ქუჩებს და ფიქრს მიეცა, ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე,თუ როგორ წარიმართებოდა ახლა, როდესაც მიძინებულმა გრძნობებმა ისევ გამოიღვიძება დაიწყეს და ისევ გამოჩნდა იაგო, მის ცხოვრებაში. რა აღარ სცადა, რომ ბიჭს თავი დაენებებინა, თუმცა ბიჭი, დანებებას არ აპირებდა. ეს მის სიმტკიცეში იგრძნობოდა. _ აქ გამიჩერე! - წამოიძახა გოგონამ და ბიჭმაც გაუჩერა. _ აქ ცხოვრობ? – კი.- მოკლედ მიუგო და მანქანიდან გადმოვიდა. – კიდევ როდის ვნახავთ ერთმანეთს?- იმედიანი თვალები შეანათა გოგონას. _ არ ვიცი, იაგო.- გოგონამ ნერვიულად ამოიოხრა. _ კარგი, ეს ჩემი ნომერია და როცა მოგინდეს, ჩემი ნახვა დამირეკე. _ კარგი, ვნახოთ, ნახვამდის.- დაემშვიდობა და თავის კორპუსის ეზოში გაუჩინარდა. იაგომ მანქნა მოაბრუნდა და თავის ბინაში წავიდა, ნაღვლიანი მაგრამ გახარებული, რადგან იპოვა თავის დაკარგული სიყვარული, გახარებული შევარდა თავის ბინაში და ძიძას დაუძახა. – ძიძაა!- დაუყვირა, ხმამაღლა და ქალიც გულ ამოვარდნილი გაიქცა მისკენ. - რა ხდება, შვილო ? რა ამბავია? _ვერც კი წარმოიდგენ აქ ვინ ვნახე ?- მხიარულმა წამოიძახა და ქალი დააბზრიალა. _ დიდი ხანია ასეთი ხალისიანი აღარ ყოფილხარ? - გულრწფელად კითხა ქალმა. _ ძიძა მე ის ვიპოვე, გემის? _ ვინ არ მითხრა რომ....- თვალები აუცრემლიანდა. -ჰო, სწორედ ეგ ძიძა, გუშინ ჩემს ოფისში ვნახე, ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შოკში ვიყავი, ნანახით. _ რას ამბობ, შვილო? - გაოცდა ქალი. - ჰო, ძიძა, ის თურმე მთელი ეს დრო თბილისში იყო და მე არ ვიცოდი. მაგრამ აქ მოსვლამდე ძალიან დაიტანჯა.- წამში დაუნაღვლიანდა სახე და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა. _ რა მოხდა? ყველაფერი უამბო, რაც გოგონას ბოლო დროს გადახდა თავს და ძალიან ეტკინა გული მათ, გამო რომ ორივე ასე დაიტანჯა და ბედნიერება ვერ ჰპოვეს. _ ძიძა, ძალიან არის შეცვლილი, მისი მომღიმარე სახე ახლა ცივი და არაფრის მთქმელია,მაგრამ ვიცი, რომ ეს მხოლოდ ნიღაბია და სინამდვილეში ის ისევ ისეთი თბილი და მომღიმარია. ****** სახლში შევიდა და მაშინვე თავის ოთახში შევიდა, არ უნდოდა ბებია გაეღვიძა, თავის ოთახში, ჩაიკეტა საწოლზე უღონოდ გადაეშვა და ატირდა, ბოლო დღის ამბები ამოუტივტივდა, რას წარმოუდგენდა, თუ ისევ შეხვდებოდა წლების შემდეგ თავის ერთადერთ სიყვარულს არადა როგორ ცდილობდა მთელი ეს დრო მის დავიწყებას, მაგრამ ვერ შეძლო ბოლოს ფიქრი შეწყვიტა კიდეც მასზე და მაშინ როცა ეს სიყვარული გულის კუნჭულში ღრმად დამალა, ისევ იჩინა თავი და გაუღვიძა დამამალული გრძნობები. ბედისწერა ოხერი რამ არის, ის თავის ჭკუაზე გვატრიალებს და როგორც თავად სურს იმ გზით წაგიყვანს, უნდოდა მათი დაშორება, დააშორა კიდეც და ორივე ცეცხლის ალში გაატარა. ბოლოს კი ისევ მოისურვა მათი შეხვედრა და შეახვედრა ისევ ერთმანეთს. გოგონას სულ თვალწინ ედგა ბიჭის სახე, რომელიც უფრო გასიმოათიურდა და დაკაცებულიყო, ისეთი შეცვლილი იყო უფრო მამაკაცური და მიმზიდველი რომელსაც მოკლედ შეჭრილი თმა და ოდნავ მოზრდილი და შეთხელებული წვერი ჰქონდა. – რატომ გამოჩნდი ისევ ჩემს ცხოვრებაში?- ამოიტირა გოგონამ.- რატომ გამიცოხლე მიძინებილი გრძნობები. შემდეგ დილას, როგორც ყოველთვის ახლაც იმავე დროს ადგა ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გავიდა, წყლის დასალევად. წყალი ჩამოასხა ჭიქიდან და მოსვა. თან ფიქრობდა, რა გაეკეთებინა საუზმედ დიდად კარგი მზარეული არ იყო, მაგრამ რაც იცოდა გემრიელს აკეთებდა. უჯრიდან სალათისთვის საჭირო ინგრედინეტები ამოიღო და მზადებას შეუდგა. ცოტახანში ბებიამისიც გამოვიდა ოთახიდან და როდესაც შვილიშვილი დაინახა, ძალიან გაუხარდა: - შვილო, როდის მოხვედი?- გაოცებულმა კითხა. – წუხელ ღამით, ბებო აღარ გაგაღვიძე უკვე გვიან იყო.- ლოყაზე ხმაურიდანად აკოცა და ჩაეხუტა. მან აპატია ბებიას და ბაბუას მშობლებს, რომ ხელი ჰკრეს მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ძალიან ნანობდნენ ამ საქციელს, თანაც მათ მეტი აღარავინ გააჩნდა ამ ქვეყნად. სოფია ბებო, ძალიან თბილი და მოსიყვარულე აღმოჩნდა და არც, თუ ისეთი ცუდია როგორიც წარმოედგინა. სალათის გამზადებას, რომ მორჩა სუფრა გააწყო და ორივე მაგიდას მიუსხდა. გემრიელად მიირთვეს მაგიდა მიალაგეს და გოგონა თავის ოთახში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად. სარკის წინ იდგა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, თმა ხვეული დაეტოვებინა თუ დაესწორებინა. ბოლოს მაინც ბუნებრივად დაიტოვა, ჯინსის განიერი შარვალი და თბილი სვიტერი ჩაიცვა, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ოთახიდან გავიდა. – რა ქენი გასაუბრებაზე,რომ იყავი არ აგიყვანეს? - იკითხა ქალმა. – არა, ვერ ვნახე უფროსი.- უნიჭოდ იცრუა.- მე ცოტახნით სასეირნოდ გავალ და მერე ნინის გავუვლი.- გააფრთხილა ბებია ტელეფონი და პატარა ხელჩანთა აიღო და გარეთ გავიდა. სწრაფად ჩაირბინა სამი სართული და ქუჩაში გავიდა, გზას გაუყვა და თან ფიქრებს მიეცა. მოშორებით იაგოს მანქანა იდგა და ელოდა, როდის გამოვიდოდა სახლიდან, როდესაც გოგონა დაინახა, ჩუმათ აედევნა და ძალიან ნელა მიჰყვებოდა უკან ბიჭს კმაყოფილებისგან ჩაეცინა, როდესაც დაინახა, რომ გოგონას ამჯერად ხვეული ჰქონდა თმა. - ესეიგი, ჩემი რჩევა გაითვალისწინა.- თვალები კმაყოფილებისგან უციმციმებდა. _ ძალიან შორს აღარ არის ის დრო, როდესაც მოგაბრუნებ ჩემსკენ ისევ და სამუდამოდ ჩემს გაგხდი. გოგონა უეცრად შეჩერდა ,უკან მოიხედა და როდესაც ნაცნობი მანქანა დაინახა, გაუკვირდა, თუმცა არ შეიმჩნია და ვითომც არაფერი გზა გააგრძელა. – ესეიგი მითვალთვალებ არა, ბატონო იაგო.- ჩაეცინა და მიფარებულ ადგილას ამოეფარა, ბიჭის მანქანამ ჩაიარა ის იყო, შემობრუნდა, რომ წინ ბიჭი აესვეტა. _ შენ?- დაბნეულმა კითხა. _ ჰო, მე ვარ, გეგონა თავიდან მომიშორებდი არა?- წარბების აზიდვით უთხრა. – არა, მე... - რამდენიმე წუთი გაჩუმდა, შემდეგ კი, განაგრძო.- აქ რას აკეთებ, შენ რა მითვალთვალებ?!- მოჭუტული თვალებით, გახედა. – ვხედავ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და თმები ბუნებრივად დიტოვე.- ეშმაკური თვალებით გახედა. გოგონას კი, სახე აუწითლდა. - სახეზე რაღაც გაქვს? _ რა? რა მაქვს სახეზე?- სახეზე მოისვა ხელი. – პატარა წითელი ცხვირი.- ტუჩის კუთხეში ჩაეცინა და ცხვირზე წაეთამაშა. – მე წითელი ცხვირი არ მაქვს, გასაგებია?- გაიბუტა. _ სამაგიეროდ პატარა ხომ გაქვს.- ჩაეცინა. _ ოფ, მოკლედ გამატარე მეჩქარება.- აბუზღუნდა და ცდილობდა ბიჭისგან განთავისუფლებულიყო, თუმცა ყოველ ჯერზე გზას უჭრიდა. როდესაც შეატყვო, რომ გოგონამ დაიმორცხვა მას უთხრა: _ ოო, ამას რას ვხედავ ჟასმინ ამირიძეს, შეუძლია გაწითლდეს.- ღიმილიანი სახით უთხრა. ბოლოს გზა,დაუთმო და გოგონამაც გაიარა. – გელოდები ჩემს ოფისში!- გასძახა. _ არ, მოვალ.- თავის სიტყვებში, თავად არ იყო დარწმუნებული, რას ამბობდა.- წასვლის წინ კი, წამიერად შეხედა და მკრთლად გაუღიმა, შემდეგ კი წავიდა. _ მეც, სწორედ ეს მინდოდა, რომ ისევ გაგეღიმა, გპირდები ძალიან მალე მოვიგებ ისევ შენს გულს და მერე აღარსად აღარ გაგიშვებ. **** კარებზე ზარი დარეკა და როდესაც კარები გაუღეს არაფრის თქმა დააცადა ნინის, იმწამსვე ოთახში შევიდა, ამ მოქმედებამ კი გოგონა გააოცა. _ რა მოხდა? რა სახე გაქვს?- გაოცებული უყურებდა მის არეულ სახესა და აწითლებულ სახეს. – იმდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, რომ არ ვიცი საიდან დავიწყო.- ამოთქვა. – ნუ დმაინტრიგე რა მოხდა? _ ვერც წარმოიდგენ ვის შევხვდი... _ ვის? _ იაგოს... - რაა? შენ იაგოს, შეხვდი?- თვალები აუცრემლიანდა. - ჰო, სამი წლის შემდეგ ისევ შევხვდით და თან მის ოფისში. ვერ წარმოიდგენ რა დამემართა, როდესაც ჯერ მისი ხმა გავიგონე და მერე მისი სახე ის ისეთი შეცვლილია, ნინი სულ სხვანაირია, უფრო მამაკაცურია და სიმპათიური. - ამოიტირა. _ მერე რა ქენით არ დაილაპარაკეთ? – ჰო, ვისაუბრეთ.. – მერე?- მოუთმენლად კითხა. - ყველაფერი ვუამბე და.. მითხრა, რომ ამის გამო ჩემზე უარის თქმას არ აპირებს. _ ღმერთო... როგორი კეთილშობილი ყოფილა და რატომ არ ჩამოვიდა მაშინ შენთან? - ავარიაში, მოყოლილა და ძალიან ცუდად ყოფილა, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. _ როგორ დაიტანჯეთ, ორივე, ხომ ხედავ მას არ მიუტოვებიხარ. – ხო, მაგრამ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია. _ რა არის დაგვიანებული? - ის, რომ მე ვეღარ შევძლებ მასთან ყოფნას. – ნუ სულელობ, ასეთ ბიჭს ხელიდან ნუ გაუშვებ, ხომ ხედავ, როგორ უყვარხარ. _ მაგრამ მე ვერ გავაბედნიერებ მას. – აუ, გცემ ახლა, მისმინე მას უყვარხარ შენ და ისეთს არაფერს გააკეთებს, რომ შენ თავი ცუდად იგრძნო. სიყვარულზე უარს ნუ იტყვი. – ვუთხარი, რომ ვცადო- თქო, მაგრამ ვერ დაგპირდები, რომ რამე გამოვა თქო. – ძალიან,კარგი. ..... ესეც ახალი თავი, მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და მოგწონთ და მათაც მადლობა ვინც კითხულობთ და არ მოგწონთ. ველოდები თქვენს რეაქციებს და კომებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.