შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრალია (8)


5-11-2024, 19:15
ავტორი lillianna
ნანახია 1 714

ზუსტად დათქმულ დროს 8 საათზე გაჩერდა იოანეს ავტომობილი მარიამის სახლის წინ, იოანე გადმოვიდა , ავტომობილს ზურგით მიეყრდნო და სანამ გოგონას ელოდებოდა ერთ ღერსაც მოუკიდა
ძალიან ფრთხილი დაბნეული გამომეტყველებით გამოვიდა მარიამი სადარბაზოდან, იოანეს დანახვისას მორცხვად დახარა თავი, ბიჭმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ
-ძალიან ლამაზი ხარ
კიდევ უფრო შერცხვა კომპლიმენტის მოსმენისას გგოგონას
-მადლობა
-შენი ძმა როგორ არის ?
მარიამს ესიამოვნა რომ იოანე არ ივიწყებდა ფაქტებს მალე , ყველაფერს მნიშვნელობას სძენდა
-უკეთ, თამაშობს ამ წამს
-ძალიან კარგი. მაშ წავიდეთ?
იოანეს გაეღიმა და მარიამს ავტომობილის კარი გაუღო…

მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდა მარიამი არ შეტყობოდა როგორ ძალიან მოსწონდა იოანე, მისი ხასიათი , მისი თითოეული მოძრაობა , მზერა , ხმა!
-რაღაც უნდა გკითხოთ
გაუბედავად დაიწყო საუბარი გოგონამ
-ოღონდ თ ს გარეშე სცადე მარიამ
-რაღაც უნდა გკითხო
-ასე უკეთესია
გაეღიმა იოანეს და ჩანგალი თეფშზე დადო
-ანასთან რა ურთიერთობა გაქვს?
ძალიან უჭირდა მარიამს მისი ფიქრების ხმამაღლა გახმოვანება
-არ მეგონა ამ საღამოს ანაზე საუბარი თუ მომოწევდა
ამოიხვნეშა ბიჭმა
-კარგი ! ორივე იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და გოგონასკენ გადაიხარა
-მე და ანას საერთო წარსული გვაქვს , დაახლოებით სამი წელი ვიყავით შეყვარებულები
პირდაპირ თვალებში უყურებდა მარიამს , გოგონა უფრო დაიბნა , შეიძლება ითქვაას ცოტათი გულიც ეტკინა
-ანა ჩემი პირველი სიყვარულია
სკამის საზურგეს მიეყრდნო მამაკაცი
-ამბობებ რომ რთულია პირველი სიყვარულის დავიწყება
ჭიქიდან წითელი ღვინო მოსვა მარიმმა
-მაგრამ არა შეუძლებელი , მით უმეტეს თუ დავიწყების დიდი სურვილი გაქვს!
იოანემაც მოსვა სასმელი
-თქვენ გაქვთ?
-ისევ თქვენ !
ღრმას ამოისუნთქა ბიჭმა
-კითხვაზე არ მიპასუხეთ
-წარსული დიდიხანია წარსულად დარჩა მარიამ
მარიამი გრძნობდა როგორ არ სიამოვნებდა იოანეს ამ თემაზე საუბარი, თავი დამნაშავედ იგრძნო რომ აიძულა რაღაცეები ეთქვა მის წარსულზე
-მაპატიე რომ შენთვის უსიამოვნო თემაზე დავიწყე საუბარი
-ბოდიშს ნუ იხდი მარიამ!
მარიამის ხელს ზემოდან მისი ხელი დაადო
გოგონას სხეული გაუთბა
-მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის რაც ახლა ხდება და რაც მომავალში მოხდება ! ეს დაიმახსოვრე !
მზერა არ მოუშორებია მარიამის სახისთვის

მართლა მთელი გულით უნდოდა იოანე ამილახვარს ბოლოს და ბოლოს გონებიდან, გულიდან ამოეგლიჯა ანა, ახალი შანსი მიეცა საკუთარი თავისთვის ბედნიერი ყოფილიყო , სხვა ქალთან ერთად ! ისეთ ქალთან რომელიც ყველაფერს შეაძლებინებდა!
მარიამს სწორედ ასეთად მიიჩნევდა , მარიამი ნაზი იყო, ახსოვდა იოანეს გოგონას წითელი ლოყები მისი დანახვისას , საშინლად ესაყვარლებოდა მისი გაუბედავობა

რესტორნის შენობიდან გამოსულ მარიამს თავად მოახურა სხეულზე გრძელი კოჭებამდე ნაცრისფერი პალტო
-მადლობა
დაიჩურჩულა გოგონამ
-მადლონა შენ რომ ჩემთან ერთად გაატარე საღამო
ბიჭი მანქანისკენ დაიძრა თუმცა მარიამის ხელმა შეაჩერა
სახით პირისპირ იდგნენ როცა მარიამმა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თავისი რბილი ბალიშივით ტუჩები მამაკაცის ტუჩებს შეახო ფრთხილად
დაუჯერებელი იყო რასაც აკეთებდა , პირველად კოცნიდა კაცს 23 წლიანი ცხოვრების მანძილზე
პირველად ! და ეს სწორეს ის მამაკაცი იყო ვინც პირველი უნდა ყოფილიყო, და ვისთანაც არასდროს არცერთ შეცდომას არ ინანებდა !

იოანემაც მოჰხვია ხელი , მარიამის სხეული თავისკენ მიზიდა , მთლიანად დაეპატრონა ქალის ტუჩებს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს რაღაც ძალიან ნაზს და სათნოს ეხებოდა , მარიამის ტუჩზე შერჩენილი ღვინის გემო კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა მამამაკაცს , გოგონას სხეული იქვე მდგარ ავტომობილზე ააყუდა და უფრო ძლიერად, უფრო მომთხოვნად დაუკოცნა ბაგე

-იოანე

ჩურჩულებდა მარიამი

-ზედმეტად ტკბილი ხარ

სახის კანზე ეფიმებოდა გოგონას მამაკაცის სუნთქვა
ვერა და ვერ იჯერა გული იოანემ მარიამის კოცნით
გრძნობდა როგორ გამოუცდელად ჰყვებოდა მარიამი მოქმედებებში , მთლიანად ივსებდა ფილტვებს იოანე
კოცნა რომ დაასრულა შუბლი შუბლზე მიადო და ხელები აქეთ იქეთ მიაბჯინა მანქანას

-ვერ ვიჯერებ რომ ეს გავაკეთე
თავდახრილი ჩურჩულებდა გოგონა

-დამასწარი! შენი ტუჩების დაგემოვნების გარეშე საღამოს დასრულება არც მიფიქრია

ცერა თითით თავი ააწევინა იოანემ

-ჩემი პირველი კოცნა სწორედ ასეთი წარმომედგინა

-პირველი?
თვალებში შეჰყურებდა მამაკაცი

-აქამდე არავის უკოცნია ჩემთვის …
ბიჭმა მარიამის სხეული ახლოს მოიზიდა და კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში

-მიხარი რომ პირველი მე ვიყავი მარიამ!

…..

-ამ ბოლო დროს ხშირად ვხედავ ისევ იმ წყეულ სიზმრებს

თინათინის პირისპირ იჯდა ანა , ნერვიულად ათამაშებდა ხელებს ერთმანეთში

-ამის გამო სულ გული მერევა , საკუთარ თავს ზიანი მინდა მივაყენო , საკუთარ კანს , ვგრძნობ რომ ბინძური ვარ

-ანა წყალი მოსვი

გოგონამ მინის მაგიდაზე დადებული ჭიქა აიღო

-ზუსტად რა გესიზმრება ანა

-ის ღამე .. ბანკეტის ღამე , შემდეგ უცებ სხვაგან ვარ , რაღაც სახლი და იქ ჩემს გვერდით ქეთა … კიდევ .. კიდევ ორი ბიჭი

ნელ ნელა ხმა აუკანკალდა

-ერთ ერთი ჩემსკენ მოდის და რაღაც სასმელს მთავაზობს , მთელი კლასი ერთ დიდ ოთახში ვართ, ხმაურიანი მუსიკა და სასმელი .. შემდეგ ჩემი მობილურის ანთებული ეკრანი და “იოანეს” სახელი , მინდა ვუპასუხო მაგრამ ხელებს ვერ ვიმორჩილებ თინათინ

-შეეცადე დამშვიდდე ანა , შენი ბრალი არ არის , გადალახავ არ შეგეშინდეს

-შავ სპორტულებში გამოწყობილი ბიჭის სუნთქვას ვგრძნობ სახეზე და შემდეგ ისევ სხვაგან, სადღაც სხვა ოთახში ვარ , შიშველი …და მისი ხელები… მისი ხელები ჩემს სხეულზე…. მისი სუნთქვა ჩემს კისერზე და მინდა ვიყვირო ვიყვირო იოანეს სახელი, თუმცა ხმა არ ამომდის , სხეული მტკივა , ოთახში სხვა გოგონებიც არიან , ქეთასაც ვხედავ ბედნიერი ზის სანდროს კალთაში და მე .. ჩემს ზემოთ სანდროს ძმაკაცია მოქცეული, მის ხელებს ვგრძნობ ფეხებს შორის თინათინ…

ანას სახეს მთლიანად ფარავს ცრემლები

-გამაუპატიურა , მან მე გამაუპატიურა ….ვერაფერი შევძელი , იმდენ ხალხში დახმარების ხელიც არავინ გამომიწოდა ,
თვალს რომ ვახელ საკუთარ შიშველ სხეულს ვხედავ ლეიბზე მიგდებულს

-შენ ეს უკვე გადაიტანე ანა ! ამ ტრავმას უკვე მოერიე ! ნუ გაიხსნი ჭრილობას

-ვერ შევძელი იოანესთვის მეთქვა რომ გაუპატიურებული ქალი ვარ , ბინძური …

მთელი სხეულით თრთოდა ანა, მისი მზერა კი სადღაც შორს იყო მიმართული..უმიზნოდ

-შენ უბრალოდ ტკივილისთვის არ გაიმეტე, მაგრამ რომ გეთქვა ის შენს გვერდით დარჩებოდა

-ვერავინ გააგრძელებს ცხოვრებას გაუპატიურებულ ქალთან ერთად ბედნიერად , ყველა ჩემს დანახვაზე გაახსენდებოდა რომ სხვამ გამოიყენა ჩემი სხეული ისე როგორც უნდოდა

-შენი ნების წინააღმდეგ ანა! შენ ეს არ გინდოდა ! არ არის შენი ბრალი! ამას იოანეც იტყვის ! შენი ბრალი არ არის!

-ჩემი ბრალია რომ ვერ შევძელი გაქვევა

-საფრთხის წინ ყველას ერთნაირი რეაქცია არ აქვს ანა, შიშზე ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს, შეიძლება გაქცევა გინდოდეს და ვერ გარბოდე , შეიძლება ყვირილი გინდოდეს და ვერ იყვირო !
ამ ამბავში შენ მსხვერპლი ხარ და არა დამნაშავე !

…..

ყოველ ღამე ხედავდა ანა საშინელ სიზმრებს , როგორ ეჩურჩულებოდა ყურში უცნობი მამაკაცი, მისი წვერის ჩხვლეტას ლოყაზე გრძნობდა გოგონა
-ვიცი რომ შენც გინდა
ეუბნებოდა უცნობი ხმა, კედლის ზღურბლთან მიკრულს , ანა კი ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ სასმლის მლაშე გემოს გრძნობდა ტუჩთან
-როგორი ლამაზი ხარ !
ბიჭის ხელები ყველგან პოულობდნენ ადგილს , ანას ფეხებს შუა, ბარძაყზე ხელის
მტკივნეულად შეხებაც დაინახა სიზმარში
-ისე გასიამოვნებ როგორც ვერაავინ ვერასდროს შეძლებს ! სიამოვნებისგან იყვირებ!

ისეთი საშინელი ხმით საუბრობდა მამაკაცი ას კაცში შეძლებდა ანა მის ამოცნობას , ისე სძაგდა ისე სძულდა ეს ხმა !

ოფლში გაწურული წამოხტა საწოლიდან და გულის რევის მწარე შეგრძნებით გავარდა საპირფარეშოში, დიდხანს იყო გადაყუდებული ნიჟარას , ცალი ხელით ონკანი მოუშვა და სახე ჩამოიბანა
საკუთარ თავს კიდევ ერთხელ კარგად დააკვირდა სახეში და ისევ გულის რევის შეგრძნებამ მოიცვა
უხეშად გაიხეხა მკლავები წყლის წვეთებით
-ბინძური ვარ
უფრო და უფრო მაგრად უჭერდა გრძელ ფრჩხილებს საკუთარ კანს, ეს ტკივილის შეგრძნება ოდნავ სიამოვნებას გვრიდა .
საკუთარ თავს როცა ფიზიკურად აზიანებდა მხოლოდ მაშინ არ გრძნობდა მის წილ დანაშაულს ამ ამბავში .

….

მეორე დილით სამსახურში სტატიის წერა რომ დაამთავრა მხოლოდ მაშინ ასწია თავი ლეპტოპიდან და თვალიდან სათვალე მოიხსნა , კიდევ ერთხელ დაფიქრდა იმაზე რომ ამ დროის განმავლობაში არც ერთხელ არ დაურეკავს იოანეს, არც კი გახსენებია რომ უბრალოდ ერთი შეტყობინებით მაინც მოეკითხა, გაეგო როგორ იყო,
დამწვარ ხელს კიდევ ერთხელ შეხედა , წამოდგომა დააპირა თუმცა რაღაც ძალამ ისევ უკან დახია
-თავს როგორ გრძნობ!
ხმამ აიძულა ზემოთ აეხედა , ამდენი ხალხი, რომ არა აუცილებლად აყვირდებოდა , ირგვლივ მიმოიხედა და რაც შეიძლება მშვიდად დაუბრუნა უფროსს პასუხი
-უკეთ
-რაღაც ვერ ვატყობ
თვალებს არ ახამხამებდა იოანე
-სახლში უნდა დარჩენილიყავი
-არ გინდათ ეს ვითომ მზრუნველობა, მივხედავ ჩემს თავს მარტო!
თავს ძალა დაატანა და ფეხზე წამოდგა , თავბრუს ხვევა რომ იგრძნო მხოლოდ იმას ფიქრობდა ოღონდ ახლა არ ჩავარდნილიყო იოანეს მკლავებში და საპირფარეშომდე როგორმე მიეღწია
-ღმერთო
გულზე ხელი მიიჭირა გოგონამ და მის სამუშაო მაგიდასთან ახლოს ფანჯარა გამოაღო
-ვერ ვსუნთქავ
-მოდი სასწრაფოს გამოვიძახებ ფერი არ გაქვს !
ჯიბიდან ტელეფონის აღება დააპირა იოანემ
-არა დარეკო! ჩემს ექიმთან წამიყვანე თუ შეძლებ !
ბიჭმა მიიხედ მოიხედა და მენეჯერს თითით ანიშნა მოსულიყო
დაახლოებით ორი წუთი უხსნიდა რა უნდა გაეკეთებინა სანამ თვითონ ადგილზე არ იქნებოდა
-შეძლებ სიარულს ? ანასთან დაბრუნდა
-კი
თავი დაუკრა გოგონამ..

….

საავადმყოფოში მისვლისთანავე ანალიზებზე გაგზავნეს ანა , კონსულტაციის დროს დეტალურად მოუყვა ექიმს ბოლო პერიოდის ჩივილებზე
-საჭმლის მადა ?
ჩაეძია ექიმი
-საჭმლის დანახვაზეც ცუდად ვხდები
-მენსტრუაცია ბოლოს როდის გქონდა?
ანამ თავი ასწია და ექიმს შეხედა
გონებაში გადათვალა თარიღები
-22 სექტემბერს
-დღეს 5 ნოემბერია ანა , მოდი ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ ეხოზე გაგიშვებ

ნუთუ შეიძლებოდა ეს მომხდაროყო? გაბრუებული იყო გოგონა , რადიოლოგის კითხვებსაც ვერ პასუხობდა წესიერად
მხოლოდ ეკრანს უყურებდა და მის მუცელზე დადებულ აპარატს
-“”მუცლის ღრუში ფიქსირდება ერთი სანაყოფე პარკი””
ასისტენს კარნახობდა რადიოლოგი ,ანას კი აღარაფერი ესმოდა
ნუთუ შეიძლებოდა ორსულად ყოფილიყო?
მუცელზე წასმული სითხე სალფეთქით მოიწმინდა და ნელა წამოდგა !მხოლოდ ფურცელი გამოართვა ექიმს ,რომელზეც მისი ზუსტი განაჩენი ეწერა
დაბნეული გამოვიდა ოთახიდან
მის დანახვაზე კი იოანე წამოდგა , მიუახლოვდა
-რა ხდება ? რა გითხრეს
ერთი სული ჰქონდა მოესმინა რომ ანას არაფერი სჭირდა
გოგონა ვერაფერს პასუხობდა
-ანა რა გითხრეს!
გაუმეორა კითხვა
ისევ სდუმდა ანა
მაშინ იოანემ თავად ააცალა ფურცელი ხელიდან გოგონას და კითხვა დაიწყო
დიდხანს დაისადგურა სიჩუმემ სანამ რომელიმე რამეს იტყოდა
-მოიცა ეს ნიშნავს რომ … ორსულად ხარ ?
იოანემ თავი ასწია , მზერას არ აცილებდა ანას სახეს , ცდილობდა რაღაც ამოეკითხა
-ხო
სუსტი ხმით უპასუხა ანამ
-რამდენი კვირის?
კიდევ ერთხელ ჩაიხედა ფურცელში იოანემ
4 კვირა ამოიკითხა და გონებაში რაღაც გადათვალა
-მამა ვინ არის ?
არც იცოდა რატომ სვამდა ამ კითხვას ახლა როცა ანა ასე ცუდად იყო
-ამას მართლა მეკითხები?
ფურცელი ხელიდან გამოგლიჯა ანამ
-ხუმრობის რა მეტყობა ანა! მითხარი ვისგან ხარ ფეხმძიმედ!
ოდნავ შეახო ხელი მკლავზე
-შენს გარდა არავისთან ვყოფილვარ იოანე
ამოსუნთქვა მოახერხა ანამ
-გინდა თქვა რომ ბავშვი ჩემია ?
იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა მამაკაცი
გაახსენდა იოანეს ანასთან გატარებული ღამე , თავის დაცვა არც უფიქრიათ.. მაშ რატომ არ შეიძლებოდა ბავშვი მისი ყოფილიყო? ანას შვილის მამა გამხდარიყო, რამდენი უფიქრია ამაზე მაგრამ ახლა .. ახლა არ იცოდა რას გრძნობდა
-შეგიძლია არ დაიჯერო .. არც მე დამიგეგმავს არაფერი
კიდევ ერთხელ იგრძნო ანამ ტკივილი დამწუხრებული იოანეს დანახვისას
მას არ უნდოდა ანას შვილის მამობა!
იოანეს არ სურდა ანათან საერთო შვილი!

სკამზე დადებულ ჩანთას ხელით მიწვდა და მხარზე გადაიკიდა
-არაფერს გავალდებულებ.. ყველაფერს თავად მოვაგვარებ
ბიჭს გვერდი ჩაუარა და კლინიკის გასასვლელი სწრაფად დატოვა

კიბეებთან წამოეწია იოანე
-ანა გაჩერდი!
გოგონა არ აპირებდა გაჩერებას , სწრაფად ჩაირბინა კიბეები სანამ წინ რატი არ გადაუდგა
-ქალბატონო !
იოანეც წამოეწია გოგონას და რატის თვალით ანიშნა დაგვტოვეო

-ამ მდგომარეობაში შენთვის კიბეეებზე სირბილი რომ არ შეიძლება არ იცი?
გაბრაზებული ჩანდა
-ისე ნუ მაჩვენებ თავს თითქოს დარდობდე
-შენზე არ ვდარდობ, იმ ბავშვზე ვდარდობ რომელიც შეიძლება ჩემი შვილი იყოს
-შეიძლება?
თვალზე ცრემლი მოადგა ანას
იოანეს ყინულივით თვალებმა დაარწმუნა რომ ვერასდროს დაიმსახურებდა ნდობას
-ჩაჯექი სახლში წაგიყვან და ხვალ საუკეთესო გინეკოლოგს მოვძებნი ქალაქში!

მთელი გზა ჩუმად აპარებდა თვალს ბიჭისკენ თვითონაც შეშინებული, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ახლა დედობის მძიმე პასუხოსმგებლობაც დაემატა! როგორ შეძლებდა თავადაც ცუდად მყოფი ამ პატარა არსებისთვის ყველაფერი მიეცა ? და უპირველესად უსაფრთხოება !
მუცელზე ინსტიქტურად მოისვა ხელი
იქნებ სწორეს ეს იყო მთავარი ძალა და იმედი! იმედი რომ ეცოცხლა !

იოანეს ერთხელაც არ მოუხედავს გვერდზე , მხოლოდ გზას მიშტერებოდა და კაცმა არ იცის სად იყო ფიქრებით!



№1 სტუმარი ნნნ

კარგირაა ოღონდ ესარაა გთხოვ რა მარიამი ????????ანას ბრალია რო თავიდანვე არ მოუყვა მარა შემოატრიალე როგორმე რა ????ასე მეგონა მე ვიყავი ანა და გული ჩამწყდა???? ოღონდ ეგ არ გააკეთოგთხოვ … არშემოვდივარ ხოლმეამ საიტზედა შემოსვლიდან შენ ისტორიას ვკითხულობ არ გავჩერებულვარ იმდენად მომინდაანაა მართალიიყოს და იოანემ უფრო იდარდოს ყველაფერი ოღონდ მარიამიარაა რააა გთხოვვ ეგ არქნაა????????

 


№2 სტუმარი სტუმარი რუსა

აქამდეც მეზედმეტებოდა მარიამი და ახლა ხო საერთოდ,გაგვიქრე ნელნელა????,არ მანანებინო თვალების დათხრა ტელეფონზე????????

 


№3 სტუმარი ნია

არაჩვეულებრივი ხართ ოღონდ არ გაწიროთ ანა ის ხომ სულით არ არის ისეთი როგორიც იოანეს გონია გელოდებით სულმოთმოუთქმელად მადლობა

 


№4 სტუმარი სტუმარი რუსა

ანას წარსულში რომ ეთქვა იოანესთვის რაც დაემართა ,თან იმდროს იოვანე მაინც და მაინც არიყო კარგ სიტუაციაში ,არგაჩერდებოდა სანამ იმ ნაძირალას არნახავდა და საკადრის არმიუზღავდ,ანას პერსონაჟი როგორც შემოგვიბრუნე დადებითისკენ, ისე დაგვიბრუნე იოვანეც ანასთან.კარგია პირველად ვკითხულობ და დღეში რამდენჯერ ვამოწმებ ხომ არდაიდო არვიცი

 


№5 სტუმარი სტუმარი მაშო

გთხოოვთ არ გვსლოდინოთ და რაც შეიძლება მალე აგვიტვირთოთ ახალი თავიი❤️❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი Lii

არ მომწონს მარიამის და იოანეს სიახლოვე … ადამიანს რომელსაც ასე უყვარს .. გაუჭირდება დავიწყება ამით მარიამსაც გულს ატკენს .. რაც არ უნდა უმტკიცოს სიყვარული .. მისთვის გამოსავალი იქნება თუ მარიამისნაირ არატოქსიკურ ქალთან იქნება მაგრამ .. მუღამს უკარგავს ცხივრებას.. ნებისმიერ წამს შეეძლება ანასთან გაქცევა და ამით მარიამჯ დაიღუპება .. ანა კი მასზე წარმოდგენას დაკარგავს.. ცოტა ავირიეთ მკითხველი ემოციურად .. აღაე გვინდა რა ეს მარიამი … :( ააქაც რომ ლექსოს და ლილიას სიტუაციაა გაიმეორო მაგრად გამიტყდება … ანაა და იოანე ორი ხისთავიანი ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანიაა .. სხვა პირებს ნუ გარევ და გულს ნუ გაგვიხეთქავ <3 წარმატებები

 


№7 სტუმარი Nino

Rodis attvirtavt axal tavs super istoriaa

 


№8  offline წევრი lillianna

ატვირთულია ახალი თავი, მადლობა ყველას ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მაგრამ მაგრამ ???? გული ჩამწყდა ანას ბრალი არ ყოფილა თავიდან ამპარტავანი მეტიჩარა გოგო მეგონა მერე შემეცოდა თურმე ამდენი წელი იტანჯებოდა მადლობა წარმატებები ????

 


№10 სტუმარი Nana

ისეთი ემოციით წავიკითხე
მესმის ანასი რატომაც ვერ თქვა
იოანეს თანადგომა სჭირდება რომ გააგრძელოს ცხოვრება
იოანე როცა გაიგებს სიმართლეს არ ვიცი როოგორ წავიკითხავ
საწყალი ანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent