შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა რა გზაა?! (სრულად)


8-11-2024, 02:12
ავტორი tasusuna
ნანახია 10 838

-თათო,დადუ ორსულადაა.-გიომ დამირეკა შუადღით და,მას შემდეგ,თვალი მქონდა კედელზე ისე შეყინული,წინ რომ ამესვეტა უკვე მოსაღამოვებულს,მხოლოდ მაშინ დავახამხამე გამშრალი თვალი..
განა მოულოდნელი შოკისგან,
არა,
ამას რომ გიოსგან ვგებულობდი,ამან ჩამწყვიტა რაღაცნაირად გული,თორემ,რას გავუჭირვებდით ჩვენ დადუს,მისი ექიმთან ვიზიტების თანხაზე რომ მედარდა.
გიუს ის უფრო ანერვიულებდა,ამ ყველაფრის წინაზე,დადუ რომ სრულიად მარტო იყო,მიუხედავად იმისა,რომ ამალა თუარა,ჩვენ ორნი ვყავდით ფარად და ხმალად.
-მე ვერ ვეტყვიო,თავი გაიგიჟა,ვიცი რომ ეწყინება,მაგრამ,მაინც ვერ ვეტყვიო,შემშალა
ლამის. მოთქმით ტიროდა ექიმის მისაღებში,არ ვიცოდი სად წამეღო მისი ცრემლები თათო,კედლებზე გამიყვანა.-წრეს ხაზავდა ნერვიულობისგან გიო და ჩვევისამებრ,ხელები ჯიბეებში ჩაეწყო.
სამაგიეროდ,მე ვცახცახებდი უკონტროლო ზაფრისგან.
გრძნობებს თან სიბრაზის დიდი ტალღა ერთვოდა და ,გზის იმ მოსახვევის არცოდნა,რომელშიც ამ სიტუაციის გამოსავალი
მიმალულიყო.
დათი?
სიხარულის უდიდესი ცეცხლი ისე მიექრო დათუნას სახეს გონებაში,სრულიად უკუნითი ჩამოეწოლა.
-გამიგიჟდება გიო დათუნა,ეგ რომ დავუმალო ან,საერთოდ რომ ვუთხრა,არვიცი რა მოხდება..
-ცრემლები ვერც მე ვეღარ შევიკავე,წყალივით ჩამომდიოდა გავარვარებული წვეთები..
ჩემი ძმის და,დადუს შვილი..
სულ ერთი თვის წინ ისეთი ხელშესახსბი იყო ამაზე ფიქრიც და ახლა,როცა,მთლიანად რეალობად იქცა,
საერთოდ აღარ ვიცოდი,რაღა იყო ამაზე მეტად შეუძლებელი..
-დადუს დავკარგავთ თათო ეს რომ დათუნამ
გაიგოს..
დადუსაც და იმ პატარა ბრინჯის მარცვალს,რომ უნდა გაზარდოს..
მართლა არ ვიცი, რომელ დედა მო**ნულ ყუთშია გასაღები,მაგრამ,ეს ისე უნდა შევინახოთ რაღაც პერიოდი,სანამ დადუ ძალას მოიკრიბავს,რომ ნიავიც კი არ უნდა მოხვდეს..
ხო იცი შენც,რა არის დათუნა ჩემი..
ძმა კიარა,სიცოცხლეს დავთმობ მისთვის თათო აბსოლუტურად დაუნანებლად,მაგრამ,ამ ეტაპზე,ახლა და ამწამს , დათი მართლა არცერთ ასპექტშია ღირსი იცოდეს..
-გიო,ძმაა ჩემი,რანაირად დავუმალო?!-ვეღარ დავასრულებინე,ფეხზე წამოჭრილი წინ ავესვეტე და თვალი გავუსწორე..
-ძმაა ჩემიც თათო,მაგრამ,მისგან მიტოვებული დადუც ჩემი დაა,არ ვარჩევ არცერთს და გთხოვ,შენც ნუ გადაყვები ამაზე ფიქრს,მხოლოდ დადუზეა დამოკიდებული,ეტყვის თუარა და, საერთოდ,მაგ თემაში მე და შენ,მხოლოდ გიო და თათო ვართ და არა,მათ შორის გაჭ....ტილი ორი მეგობარი.-თვალს მარიდებს და ისე გადის სამზარეულოში,პასუხს აღარ ელოდება.
ზუსტად ასე იქცევა,როცა ლაპარაკი აღარ სურს ხოლმე,
აღარც მე ვედევნები.
დივანზე ფეხმორთხმით ვჯდები და თავს ხელებში ვიქცევ..
ღმერთო,
რა ტკბილი იყო ამაზე ფიქრი და თან,რამდენად მწარე..
გონებაში დახატულ დათუნას ნაღვლიან თვალებს იქამდე ვუყურებდი,
სანამ ის დადუს გულწასულმა სხეულმა
არ შეცვალა..
ორი ერთმანეთზე უფრო განადგურებული სული ჰაერში გამოკიდებულიყო და ისე განიზიდავდნენ ერთმანეთს,თითქოს,მთელი მარადისობა არ ყვარებოდათ ერთმანეთი..
საფიცრად გამხდარი მათი გრძნობა უცებ,მოულოდნელად ისე შემოგვეფერფლა
ხელებში ყველას,
რომ მოვიხედეთ,მხოლოდ ცალკე სახელები დარჩენილიყო მათგან..
ბოლო კადრად მხოლოდ დუდას ჩქარ ნაბიჯებს ვხედავდი,უკანმოუხედავად რომ გადიოდა და, დათუნას შეშლილ თვალებს.
შემდეგ,წავიდა და იქ გადასახლდა,სადაც მისი სუნიც კი არ იქნებოდა..
30 დღის წინ გადაკვეთა და თან,ჩვენც ჩაგვიკეტა საზღვარი..
შუაში,შვეიცარიასავით მოქცეული,ყვრლანაირად ცფილობდნენ არ მოვეჭყლიტე რომელიმეს,მაგრამ,
მაინც,თავს იმდენად უხერხულად,იმდენად უსუსურად ვგრძნობდი,რომ თითქმის სალაპარაკო თემაც კი გამომელია მათთან..
და ეს,
არცერთი წამით არ იყო მარტივად ასატანი.
გვერდით ჩემი ძმა მენატრებოდა და გულის მესაიდუმლე,დადუ..
-გიო,გამიყვანე რა მასთან..-ალბათ,ცალცალკე ჯავრისგან საათი იყო გასული,სამხარეულოში რომ გავედი და, თამბაქოს ბუღში გახვეულს გავხედე.
მისი დარდი ცალკე მაწვებოდა გულზე..
სიცრუე არ უთქვამს,
ჩემი დათუნა ძმა იყო მისი და ,
ძმად ნაფიცური სიმტკიცე იყო მათში.
მათ გვერდში დგომაში და,
კაცობაში.
ზუსტად ვიცოდი, ახლა რომ დიდი დილემის წინაშე იყო,
ჩემს წუხილზე მეტი იყო და,
მეთუ რამეში გამართლებას ვუპოვიდი ჩემ ართქმას,
ის,
დათუნას
-რატო არ მითხარი!-ს ვერ უპასუხებდა ვერაფრით.
მათ ასე ესმოდათ და,
ამის ფონზე,
დადუს რომ ითვალისწინებდა ჯერ,
და ივიწყებდა მის სახელს,
უფრო მარწმუნებდა,
რომ არ არსებობს დედამიწაზე მეორე,
ვისაც მასზე უკეთ შეეძლო ადამიანის ტყავში შეძრომა და მისი ტკივილის გათავისება..
გიო ასეთი იყო..
ამ მისი სიმტკიცით მიმიყვანა დადუსთან ისე,
რომ გზაში ხმაც კი არ გაგვიცია ერთმანეთისთვის..
არ მელოდა და,
იმწამს მივხვდი ამას,
დათუნას მაისურში, ნამტირალებმა,
სახე აწითლებულმა რომ გამიღო კარი..
ერთადერთი მაისური ვერ ნახა წასვლის ღამეს..
ნირვანას შავი, უკვე გაცრეცილი.
დადუს ნაჩუქარი მის პირველ
დაბადების დღეზე და ყველაზე ძვირფასი..
თურმე,
იქ დარჩენია,
სადაც მისი ადგილი იყო..
დადუს სახლში და,მის კანთან ახლოს..
გული მთლიანად გამიჩერდა..
ის ცოტა სიბრაზე სულ გამიქრა, როგორც კი მის სევდიან თვალებს შევხედე..
ისე ჩავიკარი,
ისეთი სიძლიერით ,
ისეთი გრძნობით და
მონდომებით,
დადუსაც რომ ვერ წარმოედგინა..
ვიცი, მიტომაც არ მითხრა თავად პირველმა,
ჩემ გაკიცხვას მოერიდა..
გული ალბათ იმაზე უფრო მეტკინა,რომ ამის გაფიქრების საბაბი შეიძლება სადმე მივეცი..
ფრთხილად გავშორდი..
დათუნას საყვარელი რბილი ღაწვებიდან ის ცრემლები შევუშრე,
სიხარულის რომ უნდა ყოფილიყო და არა უძლევი სევდის..
როგორი ნაღვლიანი იყო და თან,
რამხელა სხივი ჰქონდა მის თვალებს..
ერთიანად დამამუნჯა ძალამ, პატარა ორი წერტილიდან რომ მოდიოდა..
გვერდით დავისვი დივანზე..
გიო ისევ გაგვერიდა,
ჯიბებში ხელებჩაწყობილი,როგორც ყოველთვის..
ჩემს მუხლებზე ედო თავი დადუს ,თვალები დაეხუჭა..
რამდენ რამეს ფიქრობდა ალბათ,
თორემ ასე უწყვეტად რატომ გადმოუვიდოდა ცრემლები..
მეც ვერ ვძლიე ვერცერთ ემოციას..
-ხომ იცი , შენ როგორც გინდა,ისე იქნება ყველაფერი,დადუ..-დათუნას რომ ყველაზე მეტად უყვარდა, იმ რბილ თმებზე მოვეფერე..
სახე უფრო მოემწუხრა..
ჩემს მუხლებზე დაეტია მთლიანად,ისე დაპატარავდა და,
გამიქრა ხელებში..
-მეშინია თათუ,
ისე მეშინია,ვერც კი გამიხარდა..
არადა,შენ ხომ იცი,მე ბავშვები როგორ მიყვარს და, თან, დათუნასი ხომ მთლიანად ჩემი ახდენილი ოცნება იქნება..-გული ამოუსკდა..
სულ რომ სამყაროს ხელა წყენა ჰქონოდა გულში,
ცაზე წმინდა იყო,
რომ უყვარდა და თან იმდენად ძლიერად,არც კი უფიქრია,არგაჩენა..
-მე რისთვის ვარ აქ დადუ?! -ისეთი სიმტკიცე ვიგრძენი ჩემსავე სიტყვებზე,გამეღიმა..
-განა რამ უნდა დაგვაფრთხოს მე და გიო ისე,
შენ გვერდში ვერ ამოგიდგეთ?
მე არ ვიცი,
იქ, იმ დღეს რა და როგორ მოხდა,
რატომ წავიდა დათუნა და,
რატომ გაუშვი შენ..
რატომ დათმეთ ერთმანეთი..
მაგრამ,
ის ვიცი,
აქ რომ გყავს,
ყველაზე ძვირფადია ჩემთვის და,
არ დავუშვებ,
რამემ შეგაშინოთ,
კარგი?!
ყველა გადაწყვეტილებაში შენთან ვიქნები,
ისე როგორც ყოველთვის!
ოღონდ ერთი მითხარი და აქ დავამთავროთ..-ყელი უცებ გამიშრა და ვეღარ გავაგრძელე სანამ დადუმ თვალებში არ შემომხედა..
გასწორდა..
ცრემლები მოიწმინდა..
მანაც იცოდა რა უ და მეკითხა,აბა ასე რატომ შემზადდებოდა..
-არის ღირსი დათუნა,არ იცოდეს,რომ შვილი ეყოლება?!-ხმა ჩამიწყდა..
კარებში გიო იყო გახიდული და თავი ჩაექინდრა..
მარჯვენა ხელში აუნთებელი ღერი მოექცია და მხოლოდ თამბაქოს სუნს აყოლებდა მძიმე სუნთქვას.
მან იცოდა..
თან იმდენ დეტალში, რომ დათისთვის ვერ იმეტებდა ამ ამბავს და,
ეს უფრო მეტად მშლიდა..
-აქ ღირსიაზე არაა საქმე თათუ..-ნაკლები ძალა არც დადუს წაერთვა..
ღრმად ამოისუნთქა და ალბათ ყველა უთქმელი სიტყვაც ამოაყოლა..
-აქ ღირსებაა და, არა,პრინციპები..
დათი მაშინ გაიგებს,როცა ამას მე გადავწყვეტ და,
გთხოვ,
კიარადა,მოვითხოვ,
მადროვო..
შენი ძმა არის,
სისხლია და ხორცი,
მაგრამ,ჩემი სული იყო..
-წარსულში ნათქვამმა კი გაიჟღერა,
მაგრამ,მისი თვალები სულ სხვაგვარად ყვებოდა ყველაფერს.
თავი ჩავხარე..
ძალა არ ეყო მხრებს თავაწეული დარჩენილიყო..
ბევრი აღარ გვისაუბრია,
დადუს სულ ცოტა განმარტოება სჭირდებოდა და მე,ჰაერი რომ ამომესუნთქა..
კარებში გასვლისთანავე მოუკიდა იმ ერთ ღერს გიომ..
მეცხრედან კიბეებზე ყოველ საფეხურზე თითო ფიქრს ვტოვებდით და,
ბოლოზე,
გიომ რომ შემომატრიალა მხრებით და გამაჩერა,
ცხარე ცრემლით ვტიროდი..
ბნელოდა და,
მხოლოდ ღერიდან წამოსული წერრტილი და მისი თვალები ანათებდა..
სადღაც შორს,
ლამპიონიც იბრძოდა თავაწყვეტილი..
-თათო..-მხოლოდ ის მეძახდა ასე და, ამდენი ემოციით..
მხოლოდ მის დაძახილზე დადიოდა კანზე ამდენი ეკალიც..
მძიმედ მოქაჩა ბოლო ნაპასი.
ისე ეწვოდა მასაც ყველაფერი,
ხელით ჩააქრო ნამწვი..
-შენი ცრემლების ყურება არ შემიძლია..-სიოზე მეტად არც მისი ხმა ჟღერდა..
იდეაც ასეთი ჰქონდა მის ბგერებს..
ჰაერს უნდა შერეოდა და არა,
კედლებს შეყინვოდა..
-რა გააკეთა გიო დათუნამ ისეთი,ამხელა სიხარულს რომ აცლის დადუ ხელებიდან?!-პირველად ვეკითხებოდი.
ერთი თვის შემდეგ,მხოლოდ ახლა ვიგრძენი,რომ მეტყოდა..
რომ გამიმხელდა..
შეიძლება მანამდე ეგოისტურად მწამდა ჩემი სისხლის სისწორე და ამიტომ არ ვკითხე.
-დადუს ის არ დაუჯერა,რაშიც წყაროს წყალივით წმინდა იყო..
მეტს მე ვერ გეტყვი თათო,ეს მათი ისტორიაა.
მათი მოსაყოლი..
თვალს მარიდებს და მანქანისკენ მიდის.
სალონშიც კი ისეთი გაუსაძლისი სიჩუმე იდგა,
წამებს ვითვლიდი,სახლამდე..
გიო ძალიან ღრმაფიქრებს გაჰყოლოდა.
ამას მისი სახე მიყვებოდა.
შეყრილი წარბები და,
ჯიქური მზერა,გზას რომ არ აშორებდა..
-გიო..-სადარბაზოსთან რომ გამიჩერა,
ოცი წუთი იყო გასული,ხმა რომ ამოვიღე..
ორივეს ჩვენი დარდი გვქონდა,
თან ერთი და,
თან ცალკე..
ის დილანდელი აღელვებული სახე აღარ ჰქონდა.
ნაკვთები ყველა დაწყობოდა და მისი მშვიდი იერი დაებრუნებინა..
ალბათ, იმ გასაღებს მიაგნო,დილას რომ ეძებდა..
ამ ყველაფრის გასაღებს..
წამით გამიღიმა..
ამ პატარა ღიმილში თვალების ციალიც ჩააქსოვა..
-გავუძლებთ?!-სუნთქვა უჩვეულოდ ამიჩქარდა და მზერა ავარიდე.
-სხვა რა გზაა,თათო?!-აღარც მას შემოუხედავს..
ბინის კარი რომ შევაღე,
მაშინღა ამოვისუნთქე..
გულზე შემოწოლილი გაუსაძლისი სევდა კანზეც გადმოვიდა და,
ამიწვა სული..
ბნელოდა ოთახშიც და
ყველგან,სადაც კი გონება გამექცა..
რატომ ივიწყებდა განგება სამართალს იქ,
სადაც ყველაზე მეტი დამსახურება ჰქონდა?!
მჭიდროდ გავეხვიე თბილ საბანში,
მაგრამ იმ გაუსაძლის სიცივეს მაინც ვერ უშველა,დილიდან რომ ამყვა.
იქნებ დათუნასაც ციოდა?!
აბა ასე რატომ მეწვოდა კანი?!
გზის ძიებაში გონება იქამდე ვღალე,
სანამ საბოლოოდ არ გალია ყველა ძალა და,
არ გაითიშა..
სიზმარშიც კი გიოს ბოლო სიტყვები მიტრიალებდა უწყვეტად და, თითქოს მთელ ჩვენს ყოფას აღწერდა ამწამს..
სხვა რა გზაა?!
ალბათ, შეგუების იყო მხოლოდ ახლა.
სხვაგვარად,
დადუსაც დავკარგავდი და ,
ამ სიტყვების ავტორსაც..
___
ვერ გამოვიძინე.
ძილსაც ვერ დავარქმევდი უღონო ბორგვას.
სუსტად შეთენებულზე ვეღარ გავჩერდი და,
ავდექი..
დილის სუსხს აივანზე შევხვდი და,
ფინჯანი ყავით ვცდილობდი დამელაგებინა ყველა აშლილი ფიქრი გონებაში..
მდორე სიჩუმეს მხოლოდ საკუთარი გულისცემა თუ მირღვევდა და ისიც იმდენად არარიტმულად სცემდა,
არც ესმოდა ვინმეს.
დუმდა სამყარო და ,
დუმდა სამი პირიც..
ეს დუმილი და არ გათქმა სად მიგვიყვანდა,იმდენად გაურკვეველი იყო, როგორც საერთოდ თავი და ბოლო მათი დაშლის..
საკუთარივით განვიცდიდი და,
მეტი რაღა უნდა მეგრძნო,
არც არავინ მყავდა იმაზე ახლო,
ვიდრე დათუნა..
დარდით დავხედე ეკრანს..
ჩვენი გამთენია მის შუადღეს ემთხვეოდა.
არც მიფიქრია,
ისე დავურეკე..
არც მას დაუყოვნებია,
მზესავით შემოანათა სულში.
-თათი-ისე მხიარულად ჩამძახა,
ღრუბელი გადამიყარა გულიდან.
გავუცინე მეც.
არ გაჩერებულა, სრული ოცი წუთი იმდენ საკითხს მოედო,
არ ამომასუნთქა.
ორი დღით იყო დაკარგული და,
სრული თავგადასავლების კასკადი მოაყოლა 48 საათს..
მის მრავალფეროვან ყოველდღიურობას ისეთი ჟინით მაცნობდა,
გული რაღაცნაირად შემევსო..
გამიხარდა..
ალბათ, და-ძმური ეგოისტობით..
-გიუშკა ხო ჭკვიანადაა თათი?!გუშინ ველაპარაკე, არ მომეწონა ტონზე,
ცოტას ლაპარაკობდა და ბევრს ამბობდა მისი არგასწორებული თვალი.-ეჭვით გამოყვა ტელეფონს დათი.
ვიუარე,რაც შემეძლო ბუნებრივად.
-ალბათ ისევ ლალას შეურიგდა და არ ამბობს, თორე რა გააჩუმებდა ასე,ღერი არ ჩაუქრია,
ათი წუთი ვესაუბრე სულ და სამი მოწია,
ხო იცი მისი სიგიჟე თამბაქოზე,გადააგდებინე რა, არ დამხვდება ეგ მე ჯანმრთელად,რომ ჩამოვალ.-ხომ იცინოდა,მაგრამ,გიოს დამოკიდებულებაზე ყველა ვღელავდით.
სულ ბოლოს რომ დავაფიცე, მხოლოდ ერთ კვირას გასტანა უთამბაქოობამ,
მერე დიდი ვარდები გამომიგზავნა ბოდიშებით და,
პოლაროიდით გადაღებული ფოტოთი,
სიგარეტი სადაც ეკავა ხელში და ეწეოდა.
მას შემდეგ მაცივარზე მაგნიტით მქონდა გაკრული,რომ მოდიოდა,სულ გიჟივით ეცინებოდა რომ უყურებდა მის თავს,რამ მომაფიქრაო.
მე მაინც დათუნას “რომ ჩამოვალ” გამიხარდა.
-როდის აპირებ დათუ?-სულ აღარ უხდებოდა ეს სახელი, უფრო შესუსტებული მეჩვენა, ვიდრე ორი დღის წინათ.
-ჯერ ვერ თათი,მაგრამ, შენ ქორწილს არ გადავაცილებ, გპირდები.-იცინის,მაგრამ სევდა მაინც ეპარება.
-აბა სულ ვერ ჩამოსულხარ .-ავყევი რომ არ გაყოლოდა ფიქრებს..
-მაშინ,გიო რომ მოიყვანს ლალას, იმას დავამთხვევ.-სხარტად მიბრუნებს.
საჭესთან ჯდება და,
მანქანას ძრავს.
მე მის ბოლო სიტყვებზე უცებ ვინთები და,
ფეხზე ვიჭრები.
-მაგათ ქორწილზე სულ არ წავალთ დათუნა!-ისე მკაცრად გამომდის,
ტელეფონზე მოჭერილი თითები მითეთრდება და, ოთახში შევდივარ.
გაუცნობიერებული სიბრაზის დასაძლევად მეორე კოფეინს ვიმზადებ და უკვე სამზარეულოს ფანჯარასთან ვდგები..
შემოთენებულა..
სადარბაზოსთან ისევ ეყენა გიოს მანქანა და,
მე მთლიანად შემომეცრიცა ტანზე სიბრაზე..
უკვე გზაზე გადიოდა დათიც,ვუთიშავდი, რომ გამაჩერა.
სულ ერთი წამით ჩავხედე თვალებში.
მწამს, ამდენი კილომეტრი გაიარა ამ ერთმა მზერად და მის გულის დარდებს შემოეხვია მთლიანად..
არაფერი უკითხავს..
არასდროს კითხულობს..
არასდროს ამბობს,მაგრამ,
გათიშვამდე სულ,
მესამოცე ზარია,
ერთი წამით გაჩუმდება ხოლმე და,
მხოლოდ ერთი წამით გამისწორებს თვალს..
მაშინ დათუნა ყველაზე გამჭვირვალეა..
-კარგადაა დადუ დათ, ისეა, როგორც შენ..
შენსავით კარგად და,
შენსავით მაგრად.
ისე მიყვება,როგორც შენთან ერთად და,შენამდე..
გუშინაც ვიყავით და,
დღესაც გავალთ,
სულ ვივლი,იქამდე,
სანამ არ მეცოდინება,რომ მართლა კარგადაა..
შენც რომ მართლა კარგად გამიხდები, მერე იქნებ მართლა გავთხოვდე და ჩამოდი..
მე არ შემიძლია დათუნა მარტოობა,ხომ იცი..
როგორ მეშინია ღამის და სიბნელის,ეს შენზე უკეთ ვის უნდა ესმოდეს?!-გავუბრაზდი.
შიგნით,
პატარა,
დათუნას ციცქნა თათის ძალიან ეშინოდა მარტოობის და ვერ პატიობდა მის ძმას ამ დონის ეგოისტობას..
ისედაც ხომ სულ მარტო დარჩნენ..
გათიშა დათიმ.
კიარადა, მე დავასწარი..
ისე,როგორც ვიყავი,
თბილი ხალათითა და სახლის ჩუსტებით ,
ფინჯანი ყავით კიბეებზე გულმოწურული დავეშვი და,
მისკენ წავედი ჩქარი ნაბიჯით.
ზუსტად ისევ იქ იდგა,სადაც დატოვებისას გააჩერა გიომ.
მანქანის საქარე მინა პირისპირ უყურებდა ჩემი სამზარეულოს ფანჯარას..
სავარძელი ბოლომდე ჩაეწია და,
ფეხები მანქანის წინა დაფაზე შემოეწყო,კომფორტულად.
ჩაძინებოდა.
ხელები გულზე გადაეჯვარებინა და ალბათ სციოდა..
მოვსინჯე კარი,ღია იყო..
ფრთხილად ჩავჯექი და,
გავირინდე.
არ მინდოდა გაღვიძებოდა,მაგრამ,
როგორც კი ცივი ჰაერი შეერია სალონს,
წამში გამოფხიზლდა.
-რატომ არ გძინავს თათო?!-მისი ეს ხმა პირველად მესმოდა.
მოგუდული და სულ სხვა.
დაბალი და,
სუსხიანი.
ახალგაღვიძებული..
მეც მოვეწყვე როგორც შევძელი.
ხალათი მჭიდროდ შევიკარი და,
მისკენ მოვტრიალდი..
-მარტო ვერ ვიძინებ,გიო,მეშინია..-ისე მომერია ის უძილო საათები,
ძლივს გავეცი პასუხი.
სითბომ,
იმ იცნაურმა ხმამ,
ნერვიულობამ საბოლოოდ გამთიშა, როგორც იქნა,
გათენებისას და,
თვალები მისდაუნებურად დამეხუჭა..
-შენ რატომ არ წადი,გიო?-მაინც შევეკითხე.
ალბათ დამესიზმრა,
ჩემი ფიქრების და,ზმანების ბრალი იყო,
თორე გიოს იმ სიტყვებს რა ათქმევინებდა..
-რომ გეშინია,მისთვის,თათო…-ასეც ჩავთვალე,რომ მომესმა..
-გიო,დათუნამ ლალას შეურიგდაო და..-მე ვეღარ დავამთავრე და მანაც შემაწყვეტინა.
სამკლაურზე რომ მედო ლოყა,
თავი ფრთხილად ამაწევინა და მისი ხელისგული დამიდო..
გამითბა კანი..
თამბაქოს რბილი სუნი ჰქონდა თითებზე და,
მისი უცვლელი არომატის-ტობაკო ვანილა..
ას კაცში გავარჩევდი..
-ფარსია თათო,ლალა წარსულია..-არ დამინახავს,მაგრამ კანმა იგრძნო მისი ღიმილი და მეც ჩამეღიმა..
-ჩაეწერე ეულებთან?!-თვალს ვეღარ ვახელდი,არადა,რომ ეცონებოდა ვიცოდი და მინდოდა მენახა..
-სხვა რა გზაა?!-მორფეოსს შემოყვა მისი სიცილნარევი,
უცხო ხმა.
___
გაბმული ზარი მაღვიძებს..
საქარე მინას მზე კარგა ხანია მოდგომოდა.
ნოემბრის სუსხს მოუხდა გარდამავალი სითბო თითქოს,
ისე მესიამოვნა..
გიო მანქანიდან გადასულიყო და, სიგარეტისთვის მოეკიდა.
ნერვულად ეწეოდა და, მოპასუხეს გაცხარებით ესაუბრებოდა.
როგორც სჩანს, მისთვის მოეწყო ვიღაცას მოუსვენარი დილა.
შევსწორდი.
მანაც დამინახა,რომ გამომეღვიძა და,
ხელით მანიშნა, მანქანაში დავრჩენილიყავი.
არ მესიამოვნა რატომღაც,
და,არც გამაჩერა სიტყვებმა.
როგორც კი გადმოვედი,
მოკლედ მოუსხიპა “მოგვიანებით დაგირეკავო” და,
მწყრალად შემომხედა.
-რამე ხდება ?!-არ მესიამოვნა მისი ჟესტი.
თავი უარის ნიშნად გაიქნია და მზერა ამარიდა.
გიომ.
გავოცდი.
-ჩვენ შორის მართლა არის რამე დამალული გიუ თუ, მეჩვენება?!-ბოლო ფაქტებმა ისეთ ფიქრებამდე მიმიყვანა,რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და არ მიმხელდა,
არ დამიშვია ფაქტი,იქნებ მის პირადულს ეხებოდა საქმე და არა,საერთოს.
-ჩემიდან შენთან ბევრი იმალება, თათო!-ისე ორაზროვნად მომიგო,უფრო ავიბნიე.
ტელეფონს სულ ერთი წამით დახედა იმწამს მოსული შეტყობინების წასაკითხად და,
წარბშეყრილმა შეაგდო ჩამოწეულ მინაში..
-სამსახურში გაგვიანდება,დაგელოდები და გაგიყვან..-არც კი მადროვა გამეაზრებინა მისი სიტყვები,
ისევ ახალ ღერს მოუკიდა და,
ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
რაღაცას ნერვიულობდა..
განიცდიდა თორემ, არ ახასიათებდა გიოს არც ეს სიცივე და,არც ეს დამოკიდებულება.
გავბრაზდი..
გაგულისებულმა ფანჯრიდან დავწვდი სავარძელზე დატოვებულ ჩემს ტელეფონს და,
თვალს არც იქვე ჩაგდებულ ტელეფონზე ისევ მოსული შეტყობინება გამოპარვია..
ლალა.
მხოლოდ სახელს მოვკარი თვალი და ,
ცივად გამოვძვერი კარიდან.
-არარის საჭირო,უფრო მნიშვნელივანი საქმეც გექნება,გზას როგორმე თავად გავიგნებ!-მერე რომ
დავფიქრდი, სრულიად სულელურად მივუგე და აღარც კი დავლოდებივარ,
ისე ავვარდი სულმოუთქმელად სახლში..
რამ ამატირა,
ვერ გავუგე ჩემს თავს.
ვერ დავეწიე განცდებში და ვერ გამოვიცანი ვერცერთი ფიქრი.
სარკესთან ჩემი თავი რომ გამოვიჭირე დანისლული თვალებით,
უსაშველოდ შემრცხვა და,
ის დღე,აღარცერთ სარკეს ააღარ გავეკარე..
დილის არეული განწყობა ისე გამყვა საღამომდე, ვეღარც სამუშაოს დდავუდე გული და,
ვეღარც მარტოობას სახლში.
სახლში მოსვლიდან ზუსტად ათ წუთში,
ისევ დავავლე ჩანთას ხელი და,
ფეხით გავყევი ბილიკს დუდამდე.
ათი წუთის სავალიც არიქნებოდა ალბათ.
მომიხდა ჰაერში გაფანტული სიგრილე და,
ციდან თითო ოროლად ჩამოგდებული წვიმის წვეთი.
არ დამირეკავს,
ვიცოდი,სახლში იქნებოდა და,
იქნებ მელოდა კიდეც..
დათუნა რომ სისტემატიურად ყიდულობდა ხოლმე, ის შოკოლადები ავუტანე და,
სულ სხვანაირ დადუს ჩავეხუტე კარებში..
მე არ ვიცი, იცვლება თუარა ადამიანი ერთ დღეში,
მაგრამ,
ამწამს რომ დადუს ვუყურებდი,
მე ისეთი არც არასდროს მახსოვს ყოფილიყო..
ერთდროულად ცისკრის ვარსკვლავივით მოციმციმე და სევდით ჩამქრალი.
სულ სხვა სხივი ჰქონდა მაინც მის კანს,თვალს,სახეს..
ვერ მოვცილდი..
ვერ გავერიდე..
მისი გული იმდენ სითბოს იტევდა,
იმ მარტოობასაც მივსებდა და,
სივრაზისგან გაჩენილ პატარა იარებს..
-შენ რომ შოკოლადები გიყვარს ისენი მოგიტანე დადუ..-გავუწოდე და,რომ მეგონა,გაუხარდებოდა,
მწარედ შევცდი.
მერე მივხვდი,
იმ ტკბილ მოგონებებს რომ ახსენებდა ესეც კი დადუს, ასე რომ უნდოდა სულ არ ხსომებოდდა..
არ შეიმჩნია და მაინც გამიღიმა.
მაგრამ,მე ხომ ვიცოდი როდის იყო მისი ღიმილი წმინდა..
გული მომეწურა..
ვიცი,მიხვდა მეც რომ გავიაზრე და უფრო დამიპატარავდა თვალწინ..
მობოდიშება დავაპირე,თუმცა,
შემაჩერა.
-არა თათუ,თუ ყველაფერს ავერიდე,მაშინ აღარც კი უნდა გნახულობდეთ,რომ დავივიწყო..
ისედაც ყველგაანაა.
სადაც არუნდა გავიხედო,
ისედაც მომეჩვრნება ხოლმე და,
გული სასწაულად მიჩქარდება..
რა აზრიაქვს შოკოლადის არ ყიდვას,
როცა წეღან მაისურს ვიცვლიდი და,
მისი სუნი ისე ახლოს ვიგრძენი, ჩავიკეცე..
-თვალი არ გაუსწორებია, ისე გამიღო გულის კარი..
თითქოს რამე ჰქონოდა სასირცხვო..
კანი ამეწვა, ისე დამედარდა..
სულ მოვისროლე ნაგავში ის ნაყიდები..
გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი და,
ჩაისთვის ფინჯნები გავამზადე..
-გიო რომ ლალას შეურიგდა, იცი დადუ?-თითქოს არცარაფერი,
შუა საუბარში წამომცდა დაუდგენელად.
გაუკვირდა.
ფინჯანიც კი გაუშეშდა წამით ხელში.
-გამორიცხულია თათუ, ისე დაშორდნენ, რამ უნდა მოაბრუნოს მაგათი საქმე?!
-რავიცი, დილით კი აუფეთქა ტელეფონი და..-ისევ სიბრაზით გამომივიდა ნათქვამი.
წარბი ამიწკიპა დადუმ.
უხმოდ მოსვა ჩაი და უცნაური მზერა მომაბყრო.
ვერ მივუხვდი,რატომ მაკვირდებოდა.
-ჰოო?!-ჩაეღიმა.
-ჰო, დადუ,ჰო!
თან არც კი გამიმხილა,შემთხვევით დავინახე..
როდის იყო გიო რამეს მალავდა?
თან, ლალასთან დაკავშირებულს?
ისე გავბრაზდი, ისე რომ!-ყელი გამიშრა და ვეღარ დავასრულე.
ჩავახველე.
ნერვიულობას ახლაც კი ავეტანე.
-რამ გაგაბრაზა თუ ღმერთი გწამს, სულ კატა თაგვობანას არ თამაშობენ?!
შერიგდა და შერიგდა, გავა ერთი კვირა და ისევ დაშორდებიან!-ისე გამოუვიდა დადუს,თითქოს მამშვიდებდა..
ალბათ მეც ამის მოსმენა მჭირდებოდა, თორემ რას უნდა ჩაეწყნარებინა ისე ჩემი გული?
გონებაში რაღაც ფიქრი განგაშის ზარებს სცემდა, მაგრამ, საღი აზრი არ ალახვინებდა ჯებირებს.
აღარ ვუპასუხე,
გაგულისებულმა მეორე ფინჯანიც კი გავიმზადე და,
ისე როგორც საკუთარ სახლში,
დივანზე მოვკალათდი.
პირდაპირ სჩანდა სავარძლიდან დადუს ფრთხილი ნაბიჯები,
როგორ აწესრიგებდა სამზარეულოს.
გამეღიმა.
რაჩაცნაირად ჩავწყნარდი.
დავმშვიდდი.
სულში ქარიშხალი ჩადგა..
მისი რბილი განწყობა გადმომედო, როგორც კი მივეცი საშუალება სხეულს, ნეგატივისგან დაცლილიყო..
ორსული დადუ..
ამ ციცქნა, პატარა სხეულში რომ მეორე იწყებდა ზრდას,
სასწაული თუარ იყო,
აბა რა გამოდიოდა სხვა?!
მაინც მომადგა თვალზე წვრილი ცრემლი..
რომ არა დათუნასგან შემოსული ზარი,
ალბათ გვარიანად ავტირდებოდი,
ისედაც მთელი საღამოა ყელში მაწვებოდა უზარმაზარი ბურთი..
არ ვუპასუხე პირველ ზარს,
ვიფიქრე სახლიდან დაველაპარაკებითქო,
მაგრამ,
მისმა შეტყობინებამ მომენტალურად შემაცვლევინა ზრახვები.
“თათი,გთხოვ აიღე და ჩუმად დამანახე დადუ, ისე,რომ არ იცოდეს ვრეკავ და ვუყურებ..”
ავიღე..
სხეულში მოქცეული ორი საღი აზრიც კი ერთ სათვალავში მოექცა..
დაინახა თუარა დადუ,
სახე ერთიანად შეეცვალა..
გაქვავდა..
სახეზე ათრთოლებული ხელი აიფარა ემოციების დასაფარად,
მაგრამ,
თვალებში ჩამდგარი უწონო სევდა ვერ ჩაააქრო..
დუღდა დათუნას გული, ვინ მასწავლიდა მის თვალებს უკეთ..
იმდენი ტკივილი გადმოეღვარა სულ ერთ წუთში,
ვეერცერთი ქვეყანა ვერ დაიტია,
ვერც კი შეაჩერა დისტანციამ და,
ჩემამდე მოაღწია..
მე ამეწვა აქ გული..
ვეღარ გაუძლო..
57 წამში გამითიშა და,
დანარჩენი ორი დღეც აღარ დაურეკავს..
ვერ შემეძლო იმ ტკივილის წარმოდგენა,
ასე რომ აშორებდათ ერთმანეთს და იმ უსამართლობის წონის,
გულს რომ ასე მიმძიმებდა.
არა მათ შორის ტყუილ-მართალის ძებნა,
უფრო ასე რომ დადგა მათი ყოველდღიურობა,
ის მაჯავრებდა შემოქმედთან.
საკუთარ მძიმე ფიქრებში ვიყავი გართული,
დადუ მორიგ რომანტიულ დრამაზე ყრიდა ცრემლებს,
კარზე ზარი რომ გაისმა და,
მე გული ამომივარდა მომენტალურად.
ხმას გიოს ნაბიჯებიც მოყვა და,
სიარულს მისი სახეც.
ხელებში ორი დიდი პარკი მოექცია და არც შემოუხედავს, ისე გაიტანა სამზარეულოში.
თავად ამოულაგა დადუს რაც კი რამ გაეგონა, ორსულთათვის სასარგებლოაო და, დაუბინავა უჯრებში..
რაღაცებს ეკითხებოდა სულ რამდენიმე წამს,
მე ისე ვუყურებდი ეკრანს,
ისეთი დადგმული ინტერესით,
თითქოს არც კი შემინიშნავს მისი მოსვლა..
სიბრაზე და,
ეს დაუდგენელი ემოცია, გულს რომ მიჭამდა ,მთლიანად მფარავდა და,
ისე მასუსტებდა,
ეს უთქმელობა ისე მაბნევდა,
ათას ემოციას ისე მიშლიდა,
ცრემლებამდე მიმიყვანა..
საუკუნო ბრძოლა გავმართე სხეულში,
ოღონდ ცრემლებს არ ეღალატა.
ცივ წყალს მივუშვირე ხელისგულები, გასაგრილებლად,მაგრამ, ცხვირის წვერი მაინც ისევ მეწვოდა..
ბოლოს მაინც გადავეყარე.
გამოვდიოდი და,
პატარა დერეფანში მაინც გავუპირისპირდი..
-სახლში ხომარ გაგიყვანო, გავდივარ.-ხომ ჩვეულებრივად მეუბნებოდა, მაგრამ, “თათო”-რომ აღარ დააყოლა, ისე ცივად კომეჩვენა მისი ყველა სიტყვა,
გავიყინე.
-არარის საჭირო,უფრო მნიშვნელივანი საქმეც გექნება,გზას როგორმე თავად გავიგნებ!-დილანდელი გაგულისებულმა სიტყვა სიტყვით გავუმეორე და,
ის უხილავი ხიდი,
სულ უროთი ჩავამსხვრიე ჩვენს შორის,
ასე რომ ვუგრთხილდებოდი სულ.
წამით გაიელვა მის თვალებში უცხო განცდამ,შემდეგ კი,
სიბრაზე ჩაუდგა..
ვინანე, კარისკენ რომ დაიძრა.
ნაბიჯებიც კი ისეთი ნაწყენი ჰქონდა,
სულ აღარ გამოსცემდა ისეთ ხმას,
მხოლოდ მისას რომ ახასიათებდა.
-გიუ!-დადუმ გასძახა გასვლამდე.
არ გამოუხედავს,
მე ხომ მივხვდი,რაღაცნაირად აღარ უნდოდა ჩემი დანახვა.
-ლალას მართლა შეურიგდი?-ისე ჰკითხა,ვითომც არაფერი.
კანმა იგრძნო, როგორ გამომხედა კითხვისას დადუმ..
გავირინდე.
-ეგ ვინ გითხრა შენ დადუ?-ჩაეცინა.
-რავიცი,ჩიტმა ამბავი მომიტანა და ვამოწმებ.
-მაგ ჩიტს უთხარი,უჩემოდ არ წავიდეს ამ შუა ღამით სახლში.ერთი საათის საქმე მაქვს და დავურეკავ,ჩამოვიდეს.
გავიდა.
-არსადაც არ გავყვები!-გული ისე მიხტოდა სიხარულით,
სულაც არ გამომივიდა ისე მკაცრად ეს სიტყვები, როგორც მოველოდი.
დადუმ თავი გადააქნია მხოლოდ და, ამჯერად, თვითონ ჩამიხუტა.
მალევე წამოვედი.
ისევ ფეხით და ამჯერად,
სხვა ემოციით.
იყო გვიანი და მეც მეშინოდა,
მაგრამ,თან თამაშის იდეით ისე ვიყავი შებყრობილი,
აღარც ბნელი ჩიხები აღარ მეჩვენა ისე საზარლად.
შუა გზაში ვიყავი, ტელეფონმა რომ დამირეკა.
სხვა თუარა ვინ.
არ ვუპასუხე.
12 სრულდებოდა და,
ზუსტად პირველის წუთებზე უკვე სახლში ვიყავი.
გასათბობად ჩაის ვსვამდი და ისე მეღიმებოდა,
თითქოს ეს ბავშვური თამაშები რამეს მომიტანდა,
გარდა სიტუაციის უფრო გამწვავებისა.
გამოვიჭირე ჩემი თავი ამ უგზოუკვლო სიჯიუტეში და,
რომ არ მახასიათებდა,ისეთ ქცევებში.
ეს მე არ ვიყავი, მაგრამ, თან იმ ცდუნებასაც ვერ ვუძლებდი,
სიბრაზე რომ მიდგენდა გონებაში და ამგვარ,თუნდაც სიტყვებს მათქმევინებდა..
ისევ დამირეკა ტელეფონმა,
უკვე ნახევარზე,
მაგრამ,
ჩამძინებოდა და,
ვეღარ ვუპასუხე..
რამდენიმე წუთში კი,
კარზე კაკინმა საბოლოოდ გამომაფხიზლა.
გულაჩქარებით მივირბინე კართან.
არც გამიხედავს , ისე გავაღე.
შეშინებულმა.
კართან გიო იდგა,
სახეზე ფერი არ ედო და,
თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.
რომ დამინახა,
რბილი ჩუსტებითა და ნამძინარები სახით,
მომენტალურად შეეცვალა გამომეტყველება და,
არ ვიცი,
რატომ განიცადა ასე,
მაგრამ,
სახეზე ხელებაფარებული რომ ჩაჯდა,
ჩემ თავს საშინლად გავუბრაზდი,
ამ ზომამდე რომ ვანერვიულე.
ქვემოდან ამომხედა.
სახე დადგომოდა,
მაგრამ,
თვალები მაონც საოცრად უელავდა.
ბრაზობდა,
ამას კანით ვგრძნობდი,
მაგრამ,
აღარც ისე, როგორც პირველ წამს.
-რატომ არ უპასუხე,რომ დაგირეკე?-იმ წამიერ სისუსტეს უკვე გაევლი,
გული უკვე დაემშვიდებინა.
მეც წამში გადავლახე ის აღელვება, მის ხილვას რომ მოყვა.
ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
-რა ვალდებული ვარ, შენს ყველა ზარს ვუპასუხო?-ისე გამომივიდა,თითქოს ოდესმე ყოფილიყო შემთხვევა,არ ამეღო.
-ჰოო?!-ირონიულად ჩაეცინა და,აქ აღარ მომეწონა უკვე ეს თამაში,რაც წამოვიწყე..
მის ამ ხმას ვერ შევეგუე.
ცივს,
ირონიულს და,
უარაფროს..
შემამცივნა..
-გავითვალისწინებ და შემდეგში,აღარც მე ვუპასუხებ შენსას!-კიბეებისკენ შეტრიალებულმა გამომძახა.
ისევ საშინლად გაბრაზებულმა.
ისევ ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა და,
თამბაქო გაკიდებულმა.
-ჰო, შენ მაინც გირეკავს სხვა ისეთი მნიშვნელობის , რომ აარჩიო, ვის უპასუხო და ვის არა!-არც მე ჩამოვრჩი.
-ჰო,აბა რა თათული, სხვა რა გზაა?!
იმასთან დავრეკავ, ვინც მიპასუხებს!
ისე მკაცრად გამოუვიდა მასაც გულის ტკენა და,
მეც ისე მივხურე კარი, კედლებში გაიარა ვიბრაციებმა..
არუნდა ეთქვა ეს სიტყვები..
საერთოდ, ეს კატა-თაგვობანაც არიყო ჩვენი..
როდის დავიწყეთ ასე ერთმანეთის ყოველ სიტყვაში მიდევნება,
ვეღარ გავიხსენე..
იქნებ, სულ ასე ვიყავით და, ახლა დავიწყე ამის აღქმა?
მაგრამ, არ მახსოვს, აქამდე ასე გვეტკინოს ერთმანეთისთვის..
მოვიღუშე.
ისედაც ემოციურმა დღემ,
ისე დამქანცა ბოლოს,
ისე გამომაცალა ყველა ძალა,
როდის მივითიშე აღარც მახსოვს..
სიზმარში გიოს ისე სახე მოვიდა ჩემთან,
სანამ დრამებს დავდგამდით…
ანერვიულებული,
თან ჩემი დანახვით გახარებული და შვებამოგვრილი..
შემსუბუქებული და,
სხვანაირად უცხო..
სიზმარშიც კი ვიგრძენი,
როგორ იმოქმედა მისმა თვალებმა და,
დამამშვიდა..
ეს განცდა, თან მეუცხოვა და თან ისე დავიჩემე, ვეღარც კი დავთმე..
სიმშვიდე,რომელიც არსაიდან მოვიდა,
იმ თვალებს მოყვა,
მხოლოდ ახლა რომ გავიაზრე,რამდენად ლამაზი იყო,
როცა მე მიყურებდა…
___
უცნაურად განვლო კვირამ.
უცნაურად და თან, ყველაზე მდორედ.
უინტერესოდ და უხალისოდ.
რამდენჯერმე შევძელი მხოლოდ დადუსთან გასვლა.
ისიც მშობლებთან წავიდა ერთი კვირით და,
სრულიად მარტო დავრჩი.
თან იმის ფონზე, რომ გიო აღარ რეკავდა..
იქნებ მეპასუხა,
იქნებდა, მართლა მჭირდებოდა რომ დაერეკა..
მაგრამ,
აღარ.
ეს დანაკლისის განცდა არ იყო, რაც სულში ძალიან დიდ კვალს ტოვებდა..
ის მწარე მარწუხები, გულზე რომ შემომხვეოდა,
გაცილებით მეტს იტევდა და ვერ.
ვერ ვხსნიდი.
მხოლოდ ის ვიცოდი,
რომ ამაზე მეტს ვერ გავძლებდი.
გაძლებაც აღარ იყო.
ის წამები,
რომელიც ასე გადიოდა,
აღარაფრად მიღირდა..
შუა ღამე იყო,
მერამდენე თეთრად გათენებული ღამე,რომ ვეღარ მოვითვალე და მოვითმინე და,
გიოს დავურეკე..
ზუსტად კვირა იყო არ მენახა და მისი ხმა არ გამეგო..
ის მე არ იყო.
პირველივე ზარზე უპასუხა..
სულ ტყუილად დამიდო ის პირობა,
სულ ტყუილად მაფიქრა იმ სიტყვებზე მთელი კვირა..
გიო ყოველთვის აიღებდა ჩემს დანარეკს.
გიოს სხვაგვარად არ შეეძლო..
ძალიან მკრთალმა,თითქმის შეუმჩნეველმა ჟრუანტელმა დამიარა მთელ კანზე..
არც ის და,
აეც მე არ ვიღებდით ხმას..
ის პატარა ცრემლი,
ასე რომ გამომეპარა თვალიდან,
გულის ფიცარს დავახვედრე..
მასში ჩავიქსოვე..
მესმოდა მისი სუნთქვა და,
ნაპასის ხმა..
აქაც კი ვგრძნობდი ტობაკოს არომატს და თამბაქოს მწარე სუნს..
შემეძლო მეთქვა როგორ ჰქონდა თმა,
რა ეცვა და,
ახლა, ასე ღრმად რომ ამოისუნთქა,
როგორ მოეღრუბლა სახე..
-გიო..-იმდენად ჩუმი იყო ჩემი ხმა,
არ მეგონა თუ გაიგონებდა.
მგონი კიარადა, მივხვდი, ვერც კი გაიგონა,
ერთდროულად ავლაპარაკდით ზუსტად დარეკვიდან ოც წუთში,

იტომ,რომ მე ჰაერი აღარ მყოფნიდა უთქმელობისგან და მას ალბათ ხელებში ელეოდა მოთმინება..
-ჩამოხვალ?-სულ სხვანაირად მომესმა მისი
ხმა..
ისეთი სისწრაფით წამოვვარდი ფეხზე, თავბრუ დახვეულმა ძლივს მივაღწიე სამზარეულომდე,რომ გამეხედა.
წვიმდა.
თქეში იყო.
ცას უკიდურესად მოეღო პირი და, გიო მაინც მანქანასთან იდგა,
ერთადერთი თხელი მაისურით და,
ფანჯრებს უყურებდა..
სუნთქვა შემეკრა გაუცნობიერებლად..
აჩქარებულ გულზე ხელი მივიჭირე,თითქოს შევაჩერებდი,რომ არ ამომხტარიყო..
არც კი მომიხურავს, არც კი ჩამიცვამს ჯეროვნად,
ისე გავვარდი,
თითქოს უკან გზა მეხერგებოდა..
ისე მასკდებოდა ფიცარს გული,
თითქოს სხეულიდან გადმოსვლა უნდოდა..
ხო ასე მეჩქარებოდა,
ხომ წამები მრჩებოდა და,
გასვლამდე მაინც შევჩერდი.
ცივ კედელზე ხელისგულებ მიყრდნობილი მანამ ვიდექი,
სანამ გული არ დამშვიდდა და, სუნთქვა არ ჩადგა რიტმში.
ამოვისუნთქე.
ყელში ის დიდი მოწოლილი ბურთიც კი გადავუშვი,
ასე რომ მახრჩობდა მთელი კვირა..
მესიამოვნა ცივი წვიმა სახეზე..
იმ წეღანდელ ცრემლს გასაქანი მისცა წვეთებმა..
შეერია და სულ წაშალა კვალი..
არც გიო განძრეულა ზედმეტად..
ფარების შუქზე არეკლილი მისი გამოსახულება გაყინულიყო და,
რას ელოდა,
ვერ ავხსენი..
ნელა მივუახლოვდი..
უკვე კანკალს ვყავდი სიცივისგან და, განცდისგან ატანილი..
მხოლოდ ერთ წუთს ჩამხედა თვალებში.
მე არ ვიცი იქ რა ამოიკითხა და რატომ შეეცვალა სახე..
გაბუტული უდრეკად ვიდექი და,
თავგამოდებით მაწვიმდა..
აწვიმდა მასაც და,
მთელ ქალაქს..
მე არ ვიცი,
ვერ მოვითვალე,
რამდენი ხანი ვიდექით ერთნაირად ჯიუტად წვიმაში..
რამდენი ხანი სწავლობდა მისი თვალები ჩემს სულს..
მაგრამ,რომ გამოვერკვიე,
ტანზე ის თხელი მაისური მთლიანად მომკრობოდა და, თმებიდან წვეთებად მოდიოდა წვიმა..
-სახლში ადი თათული, გაცივდები..-მითხრა, მაგრამ, არც თვითონ დაძრულა..
მე მხოლოდ მანქანისკენ წავედი და,
თავი თბილ სალონს შევაფარე..
უკანა სავარძელზე გადადებულ მის მოსაცმელში გავეხვიე და ფეხები მჭიდროდ მივიკარი გულზე.
საერთოდ არ ვჩანდი მის ავტომობილში.
ერთ პატარა,
ნაწყენ,
დაგლეჯილ ღრუბელს ვგავდი..
თავჩაქინდრული იდგა ერთხანს გიო ქუჩაში..
ალბათ, რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა,
თორემ ეს სახე არ ექნებოდა,რომ დაჯდა..
ის,
მისი და,
ჩემად დასაკუთრებული არომატით წამში გაივსო სალონი..
ღრმად ჩავისუნთქე უკიდეგანოდ მონატრებული თამბაქოს სუნი..
ისე დაძრა და წავედით,
ხმა არ ამოგვიღია არცერთს.
მე მეტი არც მჭირდებოდა,
განცდა,რომელიც მისმა გვერდით ყოფნამ მოიტანა,
მადუნებდა და,
მაწყნარებდა..
ორჯერ ისიც დავიჭირე,რომ ეცადა რამე ეთქვა,მაგრამ,
აღარ გამანდო.
ნოემვრის ერთ ცივ, წვიმიან ბოოლოჟამს მთელი საათი მივუყვებოდით ორივე.
არ დამამშვიდებდა მისი არც ერთი სიტყვა ისე, როგორც ეს დუმილი და,
ჰარრში დატრიალები მისი აურა..
ქალაქის გასასვლელთან რომ შევჩერდით,
შუა ღამის პირული იყო უკვე და,
მე აღარცერთი სიბრაზის ნაწილაკი აღარ მქონდა გულში..
მისკენ შევტრიალდი..
მძღოლის სახელოზე თავი ჩამოვდე და,
ისე დავხუჭე, როგორც აქამდე..
ისევ ისე , თავი ამაწევინა და, მის ხელისგულზე დავდე რბილად თავი..
ეს სითბო ყველაფერს მერჩივნა..
ამ წამს მივხვდი ამას..
თვალებს მთელი ძალით ვხუჭავდი,რომ არ გამლეოდა ეს დრო ხელებში და,
არ გავცლოდით ერთმანეთს..
სხეულმა მაშინ გააცნობიერა რამხელა მონატრება ეწვა მძიმე დაღად მთელი კვირა.
მისი ფიზიკური შეხება,
ერთი ხელის გულის ღაწვთან შეერთება იყო საკმარისი,
დავშლილიყავი მონატრებით და,
ისევ აღმედგინა ჩემი თავი..
გრძნობდა გიოც იმავეს?
ამას მისი მძიმე სუნთქვით ვხვდებოდი და,
თითებით, რომლებიც თმებზე მეხებოდა..
-აღარასდროს დამიძახო თათული..-გულში რაც კი ყველაზე დიდ წყენად დამრჩა,გავუმხილე..
თვალიდან გამოპარული ერთი ციცქნა ცრემლი მის კანზე ისე დაეცა, მეგონა ქვა-ქვას შეასკდა..
მომენტალურად ამაწევია სახე..
მე ისევ ვერ გავახილე თვალები..
ისეც შემენანა ეს დრო გასალევად..
მხოლოდ მის კანს ვგრძნობდი ჩემს კანზე და, საკმარისი იყო, აღმექვა მისი სახეც და,
თვალების სიკაშკაშე..
ფრთხილად მომაშორა მოღალატე სითხე..
ხომ ვერ იტანდა ჩემს ცრემლებს და, ამ ბოლო დროს, სულ რომ უწევდა მას გამკლავებოდა..
ჩამეღიმა..
-თათო..-მისი ხმა დაუბრუნდა და, ჩემს სახელს მოყოლილი უდიდესი სითბო..
ალბათ, ათასჯერ ვიტყოდი, რომ არავინ წარმოთქვამდა იმაზე ლამაზად ჩემს სახელს, როგორც გიო..
-დამენახე რა..-ისიც კი ვიცოდი, ამას როგორ მეტყოდა..
არც შევცდი..
უციალებდა თვალებში მშვიდი აურორა..
ერთხელ გავიფიქრე,
ცისარტყელას ფერი თვალებიაქვსთქო და,
ამწამსაც, ზუსტად ისე ანათებდა მასში უამრავი ფერი,
როგორც პირველად.
არ იღიმოდა,თუმცა, ყველა ნაკვთი თბილი ჰქონდა..
წამოზრდილი წვერიც კი საოცრად უხდებოდა..
ისიც მსწავლობდა..
ისიც მისხალ-მისხალ მაკვირდებოდა,თითქოს,პირველად მხედავდა..
ხელი,რომელიც ჯერკიდევ სახეზე შერჩენოდა,
თბილად ჩამოარატა ღაწვებს და,
კი ეცადა ჩაემალა ღიმილი,
მაგრამ, სულ ტყუილად.
სახე გაებარდა ფიქრებისგან.
მეც ვერ მოვუყარე თავი მიმიკებს..
მერე,უბრალოდ,
თავი სულ ერთი წამით გადააქნია,
მკვეთრად მოტრიალდა და,
მანქანა დაძრა..
მე ისევ ჩემ საყვარელ პოზას დავუბრუნდი.
მან ოსევ მომაშველა მისი თბილი ხელის გული..
მე როგორც იქნა ისევ მშვიდად ჩამთვლიმა და,
სახლამდე როგორ მივედით,არც გამიგია..
მხოლოდ მაშინ შევფხიზლდი,
თბილ ჰაერს გარედან მოსული წვიმის ხმა და, სიცივე რომ შეერია..
ბინასთან ვიდექით,
როფორც ყოველთვის, ჩემი ფანჯრების პირისპირ.
გიოს შუქები ჩაექრო და ამჯერად,
ლანპოონი ანათებდა მის სხეულს, გაჭირვებით.
თამბაქოსთვის მოეკიდა და ისეთი ნეტარებით ეწეოდა,
სუნთქვა შემეკრა..
მომეჩვენა თითქოს ჩემი გადმოსვლაც ვერ გაეგო, ისე წაეღო ფიქრებს.
ისე გადაუკიდა მეორე ღერს,
არ დაუნახივარ.
მძიმედ ეწეოდა..
საუკუნე მაინც უნდებოდა, ფილტვები ნიკოტინით შეევსო და,
წვიმიან ჰაერში გაეფანტა ბოლი.
ასე მხოლოდ როცა ჯავრობდა, მაშინ ეწეოდა..
-რაზე დარდობ გიუ?-მე ვეღარ დავაიგნორე მისი ფორიაქი..
ფიქრებიდან როგორც კი გამოერკვა,
ჩამწვარი ღერი თითით ჩააქრო და,
მკრთალად გამიღიმა.
-სადარდებელს რა გამოლევს თათო,შენ ეგ თქვი..-დაენისლა ხმაც, მზერაც და,თითო ნაკვთიც კი..
-რამე ხდება და უნდა ვიცოდე?-მეც მოვიღრუბლე..
გავუპირისპირდი,
ის მესამე ღერი, რომ უკიდებდა, ავაცალე თითებიდან და,
მე მოვუკიდე..
ჩაეღიმა,
მასსავით მძიმედ გამომივიდა მეც მოწევა..
-არ შეეჩვიო!-თითი უფროსივით დამიქნია და გაეცინა..
უცებ გამოიდარა მის სახეზე..
-შენ გადაეჩვიე და მე არ შევეჩვევი,კარგი?!-ნახევრამდე ჩასული ღერი გავუწოდე და,
სხეულში ეკლებმა გაიარეს, ისეთი ჟინით მოქაჩა კვამლი..
-სხვა გზას არ მიტოვებ ხომ თათო?-ისევ ეცინება და ეს ისე უხდება,
ჩემზეც გადმოდის..
უცებ გადამაფიქრებინა წეღანდელი ფიქრები,
ამასაც კი მივუხვდი.
ასე ერთიანად ჩამოწოლილი სიჩუმე რომარ მეხამუშა, ალბათ ესეც წვიმის და იმ გარემოს ბრალი იყო,რაც ჩვენს ირგვლივ ჩამოწვა.
ისევ თავგამოდებით წვიმდა და ჩვენ ისევ გვაწვიმდა.
-ახლა მაინც ადი თათო, მართლა გამიცივდები..-იმდენად თბილად მითხრა, აღარ მციოდა.
აღარც ვკანკალებდი.
მისი ეს “გამიცივდები”ც ღრმად შევინახე გულში და შევტრიალდი..
სულ წამების საკითხი იყო ჩემი ნაბიჯის გადადგმაც,
რომ შემომატრიალა და იმ გულზე მიმიკრა,
ზუსტად ჩემს მსგავსად რომ ხმაურობდა..
გავთბი..
გული გამიჩერდა და ,
მთელი წუთი არ ამომისუნთქავს..
მის ფრთებქვეშ დავპატარავდი და,
ისე შევეხიზნე,
შევეკარი,
აღარ მეთმობოდა..
გული და სულში დატრიალებული ქარიშხალი ერთიანად დამშვიდდა და,
ყველაფერი თავის ადგილას დადგა..
სული სულს,
გული-გონებას..
-ასეთი მონატრება რომ გცოდნია, არუნდა გაგეფრთხილებინე? -ისე გამოუვიდა,თითქოს მხოლოდ მას მოვენატრე..
-არც შენ გაგიფრთხილებივარ გიო..-სად ჩაიკარგა ჩემი ხმა, ვერ მივხვდი,საერთოდ გამომცვლოდა..
კანით ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა.
ხომ აქამდეც ხშირად ჩამხუტებია,
მაგრამ, ეს რატომ იყო ყველასგან განსხვავებული,
ვერ ვხარშავდი..
-ჰე,წადი ახლა, ლალასაც ენდომება ჩახუტება..-ხომ ვიფიქრე სხვაგვარად გამომივათქო,
მაგრამ,
გიომ ზუსტად ისე გაიგო, როგორც გულიდან წამოვიდა.
-რა დაგიშავა ამ გოგომ თათო, რომ აღარ ეშვები?!-ზუსტად ვიცი მასაც ისე გაუჭირდა ჩემი მოცილება, როფორც მე,
მაგრამ,
თვალების დანახვაც უნდოდა,
თორე დახრილ თავს არ ამაწევინებდა.
მაინც ვერ გავუსწორე მზერა..
-არ მომწონს! -გაბუტული ბავშვივით გულთან გავიკრიფე ხელები..
-ლალა არ მოგწონს კონკრეტულად თათო თუ, ზოგადად, ვინმე რომ მიყვარს?! -ის მაინც ეშმაკურად მიყირებდა და თვალებიდან ყველა ვარსკვლავი იცვიოდა.
-ოოო!-რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე,
ისევ შევტრიალდი და უკვე გაბრაზებული ავირბინე კიბეები.
მას გავუბრაზდი რომ კითხვას მისვამდა თუ ჩემ თავს, რომ ვეღარ ვუპასუხე, არ ვიცი,
მაგრამ, ისეთი შერცხვენილმა გავაღე სახლის კარი,
სარკესაც კი ავარიდე თვალი.
არ გასულა ორი წუთი,
რომ დამირეკა.
თვალებზე ხელებაფარებულმა ვუპასუხე.
თითქოს შეამჩნევდა რამდენად ვხურდი სახეეზე..
-გადმომხედე ერთი წუთით თათო რა..-თან ეღიმებოდაა ხომ ზუსტად ვიცოდი..
ან როგორ უნდა დავენახე, მაგრამ,
რომ დავდექი ფანჯარასთან და გამოვაღე,
ასე მეგონა პირისპირ ვხედავდი მის სახეს..
ლამპიონთან დამდგარიყო და ანათებდა,ისე ჩანდა.
-მართლა არ შევრიგებივარ ლალას თათო..
-ხმაც და შორი მზერაც იმდენად გულწრფელი იყო, გული ამიჩუყდა..
-აბა დაიფიცე..
-შენს თავს ვფიცავარი..
და,გამითიშა..
ადგა და,
წავიდა.
მანქანა დაძრა და,
მაღალი სიჩქარით დატოვა ქუჩა..
იმდენი ხანი ვიდექი ფანჯარასთან,
გაღიმებული,
გულაჩქარებული და თან,
გულგაჩერებული,
რომ შემომათენდა..
ღამე რომ გაიცრიცა და განაცრისფერდა გარემო,
მხოლოდ მაშინ შემოვბრუნდი და,
ჩავიცვი.
ჯეროვნადაც არ იყო გათენებული,
სამსახურისკენ რომ წავედი,
რადგან, სახლში ვეღარ ვჩერდებოდი..
სხვა გზა გიომ არ დამიტოვა..
___
დადუ ჩამოვიდა..
სულ ერთი კვირა არ იყო და,
ისე დამაკლდა ეს დრო,
როგორც კი მივედი და კარი გამიღო,
აღარ მოვშორდი კარგა ხანს.
დღეს კიდევ უფრო განსხვავებული მომეჩვენა.
რომ მეთქვა სახე შეგევსოთქო,
ალბათ აღარასდროს შეჭამდა,
მაგრამ,
ისე მოუხდა ეს ერთი კვირა ჰაერზე,
რომ ვერ დავმალე აღფრთოვანება.
დიდხანს მიყვებოდა სამეზობლოს ჭირ-ჭორებს..
ყველა თემას მოვედეთ და მე მაინც ვერ ვკითხე დღის ბოლომდე,
რაც გულში მქონდა..
მათ ისიც კიარ იცოდნენ,
დათუნა რომ წავიდა და,
მითუფრო მისი ორსულობა..
მაგრამ, ისიც შევატყვე არც დადუს სურდა ამ თემის განხილვა..
ყველა დარჩენილ დროს გამოიყენებდა, ოღონდ ბოლო წამამდე არ სცოდნოდა არავის და,
არვიცი,
შეიძლება ვამართლებდე კიდეც,
მაგრამ,
მაინც,
მინდოდა გამარტივებოდა.
ყველა გვერდში დადგომოდა,
შეფარებოდნენ ამ სიახლეში და,
სრულად ეგრძნო ბედნიერება და არა,
დამალვით გამოწვეული შიში..
სამყოფელში,ტელევიზორთან რომ გადავინაცვლეთ,
გვიანი ღამე შემოდიოდა უკვე..
ტელეფონზე კი, გიო რეკავდა.
მე როგორი სისწრაფითაც ვუპასუხე,
ამას ზუსტად ისეთივე რეაქცია მოყვა დადუსგან.
წარბი ჰაერში აზიდა და ისე გადაიკისკისა, გვერდით მეზობელი შეაღვიძა.
გემრიელად ვუთავაზებდი, მისი მდგომარეობა რომ არ მიშლიდეს ხელს.
ლაპარაკში გართული გავედი აივანზე.
აღარ წვიმდა,მაგრამ,
მაინც ციოდა.
ნოემბრისეულად.
მანქანა შემოჰყავდა ჩიხში და,
თან მესაუბრებოდა.
-დადუს ჰკითხე აბა, რა ამოვუტანო?ცოტას დაგელაპარაკებით და გაგიყვან სახლში, ხვალ ხო მუშაობ?-ერთდროულად მომაყარა ყველა კითხვა.
-მზესუმზირა ამოიტანე რა გიუ, ფილმი გვაქვს ჩართული და დღეს არ მოვდივარ, დადუსთან ვრჩები.-ღიმილით დავეყრდენი აივნის მოაჯირს და ხელი დავუქნიე, გადმოსულს.
ქვევიდან ამომცინა.
გული ისევ ამიფრთხიალდა და ლამის მეორედან დაეშვა.
სული ლამის დავლიე,
სანამ ამოვიდა,
სანამ შემოვიდა,
დადუს ჩაეხუტა,
მე თვალი ჩამიკრა და სავსე პარკები სამზარეულოში გაიტანა.
დადუ აწუწუნდა როგორც ყოველთვის.
ამდენი რამე რა საჭიროაო.
მაგრამ,გიოს ვერ შეაჩერებდა მისი გაბრაზებები.
ვიცოდი, იმას აკეთებდა რაც დათუნას უნდა გაეკეთებინა..
ამას მის მოვალეობად,
ვალად და ვალდებულებად თვლიდა.
თან, გიო იყო ისეთი,
ყველაფერზე მზრუნველი,
რომ არც ყოფილიყო დათუნას არსებობა ამ ყველაფერში,
მაინც ყველაფერს გააკეთებდა დადუსთვის.
ერთი დღის უნახავი მყავდა და,
რატომღაც ისე მენატრებოდა,
როგორც კვირის უნახავი..
გვერდით მომიჯდა..
დივანზე გავნაწილდით და,
დადუ ცალკე დაჯდა, სავარძელში.
ისევ დათუნას ის ნირვანას მაისური ეცვა, გუშინაც რომ მაძებნინებდა ჩემი ძმა და,
მეც ისე გადმოვქექე კარადები, ვითომ არ ვიცოდი, ვის კანს ათბობდა ახლა..
-ბანძი მელოდრამაა ხო?-როგორც კი გავაგრძელეთ დაპაუზებული ფილმი, ეგრევე ცხვირი აგვიწია გიომ.
წარბი კი ავუწიე საპასუხოდ,
მაგრამ,დაწყებიდან ათ წუთში უკვე ცხარედ რომ მცვიოდა ცრემლები,
ვინანე რომ საერთოდ ჩავრთეთ..
გიო სულ არ უყურებდა,
საჟურნალე დაბალ მაგიდაზე კომფორტულად შემოეწყო ფეხები და ტელეფონში იყო..
მისკენ ზურგშექცევით ვიჯექი,
მაგრამ მხარით მთელ მის ტორსს ვეყრდნობოდი და,
პირველი ცრემლის შემდეგ,
გიომ ხელი რომ შემომხვია მუცელზე და,
ძლიერად მიმიხუტა,
ფილმის დასრულებამდე აღარ განვძრეულვარ..
აღარც ვსუნთქავდი და,
ვეღარც მომხდარს აღვიქვამდი,
ისე ღელავდა სხეული მის ყოველ გამოძრავებაზე..
მისი თითების სითბოზე და,
სხეულიდან წამოსულ მუხტზე..
ოდნავ რომ შევსწორდი და ,
საპასუხოდ ზურგზე ჩამომეყრდნო სახით,
მეგონა გული მთლიანად გამიჩერდა..
სუნთქვა შევწყვიტე და ,
გავირინდე..
არ მინდოდა ის გულის სწრაფი ფეთქვა მისი ყურით გაეგონა,
მე რომ ყელში მიცემდა..
დადუს იმ ჩუმი მზერებიც მაღელვებდა,
დროდადრო რომ ღიმილით გამოგვაპარებდა და,
ცდილობდა არ დატყობოდა.
ფილმის შუაში,
უკვე რომ გადავექანცე განცდებს და ცრემლებს,
გიოსგან დავიფიცებ, პირველი შეტყობინება მომივიდა.
არასდროს მოუწერია,
არასდროს.
ყოველთვის რეკავდა..
-“გული გიცემს თათო”
ამწამს გამიჩერა..
კანქვეშ პეპლების მთელმა ჯარმა გაიფრინა და გულთან დაიბუდა..
ისევ ისე,
ჩემს ზურგზე დაედო ბინა და, უსმენდა სწრაფ ფეთქვას.
ვერ ვუპასუხე ვერაფერი..
თუთქოს ფილმში ვიყავი ჩაძირული,
ინტერესით მივაცქერდი.
-“ახლა სულ აღარ”
აღარ გაჩერდა.
ღიმილი ვერ გავიჩერრ.
ჩავახველე,
სახე რომ დამეყენებინა,
მაგრამ,
მაინც უკონტროლოდ მეღიმებოდა.
-“ამოისუნთქე, თორე მგონია, კვდები”
არაადეკვატურად გამეცინა.
დადუმ გაკვირვებით შემომხედა,თუმცა,ვანიშნე რომ მომწერეს და, ისევ ფილმს დაუბრუნდა.
ისევ არ ვუპასუხე.
“ორი წუთით ჩემზე იფიქრე რა”
ხომ არ მივწეერდი, ისედაც შენზე ვფიქრობთქო,
მაგრამ,
გონება მაინც გამექცა მისკენ..
მისი ცისარტყელასფერი თვალებისკენ..
გუშინწინდელი მისი ჩახუტება და ის სითბო გამახსენდა, ყოველ მის სიტყვას რომ
მოყვა..
გული უკვე ხელებში მიცემდა.
“რა გაიხსენე თათო?”-გიოს ხასიათის ცვლილება კანით ვიგრძენი..
აღარ ეღიმებოდა.
სულ სხვა განცდით უსმენდა გულს..
“არაფერი გიორგი,ფილმს ვუყურებ,ვერ ხედავ? ნილის უკურნებელი სენი სჭირს.”
უშედეგოდ გავიბრძოლე.
ამაკანკალა გაიცნობიერებლად..
ერთდროულად რამოდენიმე ემოცია შემომაწვა და,
ვერცერთი ვერ გავიგე,საიდან მოდიოდა.
“ჰოო?!”გადამამოწმა.
რომ აღარ დავუბრუნე,
ისევ მომწერა.
ინსტიქტურად შევსწორდი იმ ორ წუთში და აღარ მეხებოდა გიო.
აღარც გულს აღარ უსმენდა და,
მეც ვეღარ ვგრძნობდი მის ხელს კანზე..
შემცივდა იმწამსვე..
“მეც შენსავით ვდარდობ ნილის ავადმყოფიბაზე თათო..”
“ჰოო?!”-დავუბრუბე და გავირინდე პასუხის მოლოდინში..
შევნიშნე, როგორ ამოისუნთქა და, ამოაყოლა მას ბევრი ემოციაც.
ყველა დავიჭირე და ყველა კანზე მომეკრო..
სანამ ველოდი,
გიომ მაგიდაზე დადებულ თამბაქოს დაწვდა და აივნისკენ გავიდა..
დადუს უკვე სავარძელზე ისე ეძინა,
არც მისი გასვლა გაუგია..
იქვე დაკეცილი პლედი დავაფარე და ხმას დავუწიე..
ვჯდებოდი,
მაგრამ,
ისევ შეტყობინება მომივიდა და,
საერთოდ დამავიწყა არსებობაც.
“ჰო,რომ ვიხსენებ მის ბოლო ჩახუტებას სტივთან, გული მიჩერდება..”
მეც გამიჩერდა..
თითები მიცახცახებდა..
გონება გულს უსმენდა.
გული მხოლოდ მას უყურებდა..
მას იხსენებდა.
“მომასმენინე”-თითქოს მსოფლიო საიდუმლოება გამემხილოს,
გადაფიქრებამდე გვაგზავნე და იმწამსვე ვინანე..
მაგრამ,
აღარ ჰქონდ აზრი.
“გამო..”
რომ მომწერა,
უკვე ფეხები მისით წავიდა აივნისკენ..
მაგრამ,ზღურბლზე ვერ გადავედი..
დახურულ კარზე აკრული,
მინას შევეზარდე..
ამ ღამით,
სუსხსა და,
კაპას წყვდიადში,
საერთოდ სხვა იყო გიო და მისი ჭრელი თვალები..
არ მიღიმოდა.
არ სუნთქავდა.
არ მოძრაობდა..
სიგარეტიც კი ტუჩებ შორის მოექცია და,
ისე ეწეოდა და უშვებდა კვამლს,
ხელს არც კი იღებდა ჯიბეებიდან.
ნერვიულიბდა.
ამ წამს, ამ წუთებს,
ძალიან განიცდიდა.
მთელი მარადისობა ვსწავლობდით მზერებს მიღმა სულს,
მაგრამ,
მაინც არ მყოფნიდა დრო..
მეორე ღერის გაკიდებამდე ხელი ჩემკენ გამოიწვდინა და,
მისკენ მიხმო..
დავძლიე უხილავი კედელი და,
მაინც გავედი..
არცერთი წამით აღარ დაუგვიანია..
აღარც მე..
მთელი ძალით ჩავეხუტე და,
ისე შემოვხვიე ხელები,
თითქოს ბოლო იყო ეს..
არ ვიცი როდის ამეტირა ამდენი ემოციებისგან..
არ ვიცი როდის დავუსველე ასე მაისური..
არ ვიცი, რატომ მიჩერდებოდა გული მის ყოველ მოხვეულ ხელზე და,
რატომ ვერ ვიკავებდი ცრემლებს..
ეს უსუსრი განწყობა ისე მასუსტებდა,
ისე მაპატარავებდა,
მის მკლავებში საერთოდ აღარ ვჩანდი..
ფეხებს აღარც კი ვახებდი იატაკს,
ისე ვყავდი გიოს ატაცებული და,
ჩაკრული..
-რა გატირებს თათო..-ის ჩემს ამოუხსნელ ემოციებს დარდობდა საკუთარივით.
თავი გავაქნიე,
ვერ ვსაუბრობდი.
-ნილზე ამდენი ტირილი როგორ შეიძლება..
დაუტოვე სტივსაც ცრემლები..
მანაც ხომ
იცოდა რამდენად დიდი აბსურდი იყო,
მაგრამ,
მაინც რომ მეუბნებოდა,გასაღიმებლად, ეს გულს მითბობდა.
-ამ ბოლოს იმდენს ტირი და ისე უმიზეზოდ, გულს აიტკივებ და მერე, მეც უნდა მატკინო.. -უკვე სახეზე ვგრძნობდი მის თითებს.
გულზე აღარ ვყავდი აკრული..
ვეღარ ვუსმენდი მის ცემას..
მე თვალებს ვერ ვახელდი,
ის კი,
ყველა დეტალს მითვალიერებდა ნაკვთებზე..
ყველა ცრემლის კვალი შემიშრო..
-ვერ ვუძლებ შენს ცრემლებს თათო,რა გავაკეთო? -საპასუხოდ არა, უფრო მისთვის ჩაილაპარაკა გიომ..
ის სახე მაინტერესებდა, ამას რომ ამბობდა და,
ავხედე..
ყველა ფერის ცისარტყელა ციალებდა მის თვალებში..
მწვანე ისე დომინირებდა,
თვალი ვერ მოვწყვიტე..
სახე ძალიან თბილი ჰქონდა,
მზერიდან ეღვრებოდა იმდენი სიტყვები,
და ყველა ისეთი რბილი,
რომ აღარც სურვილი დამიტოვა პასუხის..
დიდხანს ვუყურებდი მის თვალებს..
იმდენად დიდხანს,
იმდენად დეტალურად შევისწავლე მისი ყველა ნაკვთი,
იმდენად გამიძვირფასდა რომ ,
გულში ჩავიხატე..
ალბათ, საუკუნოდ გავქვავდებოდი იმ წუთებისთვის,
გიოს რომ არ დაესწრო გამორკვევა..
თვალიდან თვალთან მოყოლილი ათასი უთქმელი სიტყვა იმაზე მეტი იყო,
ვიდრე თითო პოემა სათაყვანებლად დაწწერილი..
თავი გააქნია გამოსაფხიზლებლად..
საათს წარბშეყრილმა დახედა და,
გამიღიმა..
უკვე სხვანაირად..
უფრო დოგმურად..
-წავალ თათო მე და შენ აღარ იტირო..
რომ ტირი, თვალები გენისლება ..
შენი თვალებო კიდევ, სამყაროს მირჩევნია..
ისეთი სისწრაფით გამოუვიდა ნათქვამი, თითქოს არ აურდა რომ გამეაზრებინა..
დამტოვა..
სწრაფი ნაბიჯის ხმაც კი გავიგონე და,
კარის გახურვის.
იქ ვიდექი, სადარბაზოდან რომ გამოვიდა ჩქარი ნაბიჯით და,
არ ამოუხედავს, ისე ჩაჯდა მანქანაში.
მაგრამ,
გაყვანამდე მაინც დავინახე, როგორ ამომხედა და გამიღიმა.
უკვე იმ ღიმილით, მე რომ მიყვარდა..
სამყაროს წონა სითბოთი სავსე..
-თათუ..-ნამძინარები ხმით დადუმ რომ გამომაკითხა, მხოლოდ მაშინ შევედი სახლში..
არც გამიაზრებია, ამდენი ხანი მისი მანქანისგან დატოვებულ კვალს რომ ვუყურებდი თვალმოუცილებლად..
უხმოდ ავალაგე საჟურნალე მაგიდა.
ვაიგნორებდი დადუს მზერასაც და, მის სათქმელად მოწყობილ სახეს.
კითხვები, რომლებიც ექნებოდა,არ მინდოდა დაესვა.
ვერ გავცემდი პასუხს და,
არ მინდოდა ფიქრი მათზე..
მეც ხომ არ ვიცოდი,
მეც ხომ მეუცნაურება..
თუმცა,
როგორც კი თბილად მოვკალათდი და დადუმ გადმომხედა,
გასაქცევი აღარსად მქონდა..
ორივეს კედლისთვის შეგვეყინა თვალი.
ვერცერთი ვუყურებდით ერთმანეთს..
ხომ ორივეს გვქონდა დაუსმელი კითხვები,
მაგრამ, პირველობას ვერცერთი ვწყვეტდით.
-თათუ..-მაინც მან დაიწყო..
გავხედე,
სახე თბილი, სიყვარულით სავსე ჰქონდა..
-რა ხდება შენსა და გიოს შორის? -ძალიან გაუჭირდა რომ
ეთქვა..
მე საპასუხოდ არცერთი სიტყვა არ მომეძებნა გონებაში.
ავნერვიულდი..
ხელები ამიკანკალდა და,
ძლიერად გადავაჯვარედინე..
დადუმ გამომხსნა და ჩემი ხელი მოიქცია მისაში..
სხვაგვარად როგორ გადმოეცა ამდენი თაანადგომა..
-არვიცი დადუ,რაც არ ხდებოდა აქამდე, ისიც კიარ ხდება.. რა დავარქვა იმას,რაც აქამდეც იყო ხოლმე? -საკუთარ თავს შევეწინააღმდეგე ყველა სიტყვაში, მაგრამ, არ გამომივიდა..
არ მინდოდა ამაზე ფიქრი,
მაგრამ, ისიც ვიცოდი,
უფიქრებლადაც დიდხანს რომ ვერ გავტანდი..
აღარ უთქვამს დადუს არაფერი.
დრო მომცა..
დრო კი ისე შემოგველია,
გამთენიამდეც მივედით.
გადაქანცული ვიყავი გონებასთან ჭიდილით.
იმდეჯერ ამიჩქარდა გული,
უკვე ვგრძნობდი, რას გულისხმობდა გიო,
გულის ტკივილში..
არ გამოტყდომაც არ იყო,
ყველაფრის ხმამაღლა თქმა არ მინდოდა..
რომ არ მეთქვა, იქნებ, ყველაფერი ჩვეულებრუვად ყოფილიყო..
არ ყოფილიყო რამე საგანგაშო და,
საფიქრალი..
მაგრამ..
-არ მინდა დადუ ვინმე რომ ყავდეს..
ასე მგონია მოვკვდები, თუ დავინახავ, ვინმე მოსწონს..
მინდა სულ გვერდით მყავდეს..
ხანდახან ისე მენატრება ხოლმე,
ტირილამდე მივდივარ..
ისეთი დანაკლისის გრძნობა მაქვს,
ვერაფრით ვივსებ, სანამ არ ვნახავ..
-ყოველ სიტყვაზე სულში ისეთ სიმსიბუქეს ვგრძნობდი, უკვე თავისთვის მოდიოდა ყოველი ბგერა..
-მის თვალებს დავეძებ დადუ ყველგან..
ასე მგონია, გიო სადაცაა, იქ ყველაფერი მარტივდება და,
მწყობრში დგება.
ყველა ქაოსი ლაგდება და მშვიდ სუნთქვას ვიწყებ..
ეს-სიტყვა მიწყდება..
ყელში დიდი სიმძიმე მაწვება და,
ხმა მიაქვს..
ვიშლები..
ვეღარ ვამთავრებ..
ბოლომდე მაინც არ ვტყდები..
დადუ მთლიანად მეკვრის და,
ისე მიხუტებს,
სხეულის კანკალსაც კი აჩერებს..
-ვერც გიოს ვერ ეყოლება თათუ ვინმე,
მაგაზე სულ არ უნდა ინერვიულო შენ..-ისე მამშვიდებს,გული მითბება.
ცოტა ხანი ვსხედვართ ასე.
ჩვენ ჩვენი ფიქრებით გარშემორტყმული..
მერე? მეც ვუშლი იმ დაკეცილ გულს..
-ვერ უთხარი ხომ დადუ?-ვიცი მიხვდებოდა, მშობლებს რომ
ვგულისხმობდი..
თავი გააქნია.
გაეღიმა.
ტკივილიანად.
-შენც ხომ იცი როგორ უყვართ დათუნა..-ხმა გაებზარა..-მე რომ ვუთხრა, წავიდა და,
ახლა მე, ბავშვს ველოდებითქო,
გული ეტკინებათ და, მასაც ატკენენ.
დათუნას გაუწყრებიან..
მასზე ცუდს იტყვიან..
მე არ შემიძლია თათუ მერე ამის გადატანა…
-ვერც დადუ ვეღარ ასრულებს..
გული მტკივა, ისევ მასზე რომ ფიქრობდა..
ისევ მის სახელზე..
მადლიერების და თან, უსამართლობის განცდა ერთდროულად მოვიდა და გულში ისე გაიდგა ფესვი,
ვერ დავამშვიდე..
ვისხედით დიდხანს,
კიდეც გაგვითენდა..
ორივე ჩვენს გულში ვეძებდით ისედაც ცალსახა პასუხებს..
მაგრამ,
ის გვირჩევნოდა,
არაფერი გვეთქვა,
ვიდრე საკუთარ თავებს გამოვტყდომოდით სიმართლეში..
-სიჩუმეს ვირჩევთ ხო დადუ?-მერე ვკითხე,
დრომ გამოსაფხიზლებლად რომ შემომძახა..
-სხვა რა გზა გვაქვს??-ისევ გიოს საყვარელი სიტყვებით ჩავხურეთ ის დღე.
და წამოვედი..
___
არ მიყვარდა წვიმა..
ნოემბერმა ისე განვლო, ერთხელაც არ გამოუდარებია..
გამოდარებაც რა არის, არც კი გადაუღია.
ისე თავაწყვეტილი წვიმდა ხოლმე,თითქოს უნდა ჩამოერეცხა ირგვლივ დაგროვილი მტვერი ქალაქისთვის..
დილიდან საშინელი ჭექა-ქუხილი მთელი დღის განწყობაზე მედება და, როგორც კი გავდივარ სადარბაზოდან,
იმწამსვე ვნანობ რომ სახლში არ დავრჩი.
რამე არ მოვიმიზეზე და,
თბილ საწოლში არ გავატარე მთელი დღე.
ამ ბოლოს ის დოგმური რუტინაც მომწყინდა,
დილა-საღამოს, სახლი-სამსახური რომ იყო და,
შიგადაშიგ,
ცისარტყელასავით ამონათებული დადუ და გიო..
ორი დღეა დათუნასაც აღარ დაურეკავს..
შეტყობინებებზე თუ მიპასუხებდა ხოლმე, რამოდენიმე საათში ერთხელ და მორჩა..
თითქოს უცებ აცივდა ერთიანად და გაყინა მთელი ქალაქი.
დადუს ჩამოსვლას, ფეხდაფეხ გიოს ქალაქიდან გასვლა რომ მოყვა,
ჯერ ვერ ვხარშავდი ამას..
იმ საღამოს შემდეგ,
დილით დამირეკა და რომ მითხრა, გავდივარ და მანქანას გიტოვებო,
ვეღარც ნახვა მოვასწარი.
ღია მანქანაში დამიტოვა გასაღები..
მას შემდეგ მეოთხე დილა იწყებოდა, დადარდიანებული რომ ჩავუვლიდი ხოლმე გვერდს და,
ფეხით მივდიოდი თქეშში სამსახურში..
არ მიღირდა..
უბრალოდ უმისოდ არ ღირდა..
მხოლოდ საღამოობით,
როცა უსაშველოდ მომენატრებოდა ხოლმე და დამირეკავდა,
ჩავდიოდი მანქანაში და საათობით ვიჯექი,
რადგან,
ყოველ მილიმეტრში მისი ტობაკოს არომატი იდგა..
ნახევრად სავსე თამბაქოს კოლოფსაც კი საკუთარივით ვუფრთხილდებოდი..
მიყვარდა მისი სუნი და,
ის მოგონებები,
რაც მას თან დაყვებოდა..
ამ წარმოუდგენელ მიჯაჭვულობაში საკუთარი თავის გამოჭერა კიდევ უფრო რთული იყო
ვიდრე მისი ჩამოსვლის ლოდინი..
ფიქრი და ათასი განსჯა, გონებაში რომ ქარბორბალასავით მიტრიალებდა,
ჩემს შტანთქვას ლამობდა თითქოს და,
წალეკვას,
რადგან ვერ ვუძლებდი..
საერთოდ ვერ ვუძლებდი უმისობას და,
ეს ყველაზე რთული გასააზრებელი იყო.
ყველაზე რთული აღმოსაჩენი და,
შესაგუებელი,
თორემ,
აბა რატომ ვერ უნდა დამეთმო თუნდაც მთელი თვე?
განა ძმა არ მყავდა შორს მეორე თვეა?
რატომ ვერ ვაყენებდი გვერდიგვერდ მათ მონატრებას?
მაგრამ,
მაინც,
ყველაზე ცხადი ალბათ მთავარი იყო,
რაც თითქოს განაჩენივით გამოვუტანე ჩემს თავს..
არ დავარქმევდი.
არ გავტყდებოდი და,
არ ვიტყოდი..
მაგრამ,
არც ისე მარტივი იყო ყველაფრის ასრულება,
როცა უკვე მეორე საათი იყო,
ღამის 11 სრულდებოდა და მე ისევ მისი მანქანის სალონში ვიქეჯი..
და წუთიწუთზე ველოდებოდი მის ზარს..
ზარს,რომელიც არასდროს არ აცილებდა თერთმეტს..
დადუსთან შეტყობინებების გაცვლაში ისე გადასცდა იმ ჩვენ დროს და,
შემომეპარა ნახევარი,
ვერც მივხვდი..
სამყაროში ყველაზე ლამაზი არსება სულ ციცქნა მუცლის ფოტოებს მიგზავნიდა და იმდენ სითბოში მხვევდა,სუნთქვა აღარ შემეძლო..
ვიდეოზარზე გადავედით ბოლოს,
რომ არ დავუჯერე, სამ დღეში ასე როგორ გაგეზარდა მუცელითქო..
ისევ დათუნას მაისურში დამხვდა დადუ..
საერთოდ არ იცილებდა კანიდან..
რაც წავიდა, არ მახსოვს სხვა რამე ცმოდა..
ისეთი ბედნიერი იყო..
ისეთი აციმციმებული და კამკამა..
ყველაზე სუფთა კრისტალი..
-ხვალ ექიმთან ვიზიტი მიწევს,
დილას ვარ ჩაწერილი,
გიოს უნდა წავეყვანე,მაგრამ,ჩამოსვლას ვერ ასწრებს, წეღან დამირეკა..-შუა საუბარში მის თავს მახსენებს და მომენტალურად საათს ვაკვირდები.
12 სრულდებოდა.
ასე არასდროს დაუგვიანია..
ვერ ვიმჩნევ გულის ჩაწყვეტას,
მაინც ვიღიმი.
-დილით ნახევარ დღეს გავითავისუფლებ დადუ და წავიდეთ, რომელზე უნდა გამოგიარო?
მალევე ვთანხმდებით და,
ვემშვიდობები.
გარეთ გადასვლის სურვილი საერთოდ აღარ მქონდა.
ღიმილისგან დაღლილი სახე ერთიანად მომეშვა როგორც კი გავუთიშე და სულში დაბუდებულ ღელვას გასაქანი მივეცი..
-გიო.-ისე წამომცდა, თითქოს იქვე იყო და პასუხის გაცემას შეძლებდა..
ფიქრში და ლოდინში ძალაგამოცლილს ისე ჩამეძინა ჩემს ადგილას,
მის მანქანაში,
ვერ გავიგე უწყვეტი ზარი..
მეორე თუ მესამე დანარეკზე უკვე ხმამ შემაფხიზლა და საათს რომ დავხედე,
ოთხი სრულდებოდა..
ისევ გადაუღებლად წვიმდა და,
არაკომფორტული წოლისგან კისერი საშინლად მტკიოდა..
გული ამომივარდა სანამ ტელეფონს დავხედე..
იმწამს გათიშეს როგორც კი ტელეფონს მოვკიდე ხელი და,
ვერც დავინახე ვინ რეკავდა..
დავიზაფრე..
როგორც კი აპლიკაცია გავხსენი,
გულმა ცემა შეწყვიტა.
არ მიგრძნო არაფერი კარგი.
დადუს ჰქონდა სამჯერ ნარეკი და ბოლო,
ორი წუთის წინ.
არც კი მქონდა ღილაკზე დაჭერილი ხელი,
უკვე რომ დავქოქე და მანქანა გზაზე გავიყვანე..
მომენტალურმა პანიკამ ამიტანა.
აკანკალებული ხელით ძლივს ავკრიფე მისი ნომერი..
-დადუ, კარგად ხარ?-არც კი ამოუღია ხმა,
მისი მოგუდული ტირილის ხმა რომ მომესმა,
მეგონა მოვკვდი..
წვიმასავით წამოვიდა უკონტროლო ცრემლები.
-ნუ გეშინია დადუ, გზაში ვარ..-სულ ერთი წამით გავუთიშე და გადაუდებელ დახმარებას დავურეკე.
ძლივს გავიხსენე ზაფრისგან მისი მისამართი..
გზაც კი კილომეტრობით დაგრძელდა..
აღარ გამოილია შესახვევები..
-რა მოხდა დადუ?!-უჯვე ვყვიროდი,ხმას ვერ ვაკონტროლებდი.
მისი გულამოვარდნილი ტირილი მანგრევდა და,
ყვეაფერს მავიწყებდა.
გაჭირვებით ავაწყვე წინადადება..
სისხლი.
გამეღვიძა.
მეშინია.
მხოლოდ ეს მიტრიალებდა გონებაში და, სახელი-გიო..
წვიმაში, დადუს მოსახვევში მანქანა რომ ავარიულად მომიცურდა, მივხვდი, კატასტროფული სიჩქარით მოვდიოდი და მთელი სხეულით ვკანკალებდი..
არც ჩამიქვრია მანქანა.
იქვე მივაგდე და,
დაზეპირებულ რიცზვებს დავუწყე ტელეფონში ძებნა.
არ უპასუხა პირველ ზარს.
ლიფტი გამოვიძახე.
ისევ ავკრიფე.
არც მეორეზე იყო დადებითი პასუხი..
ვეღარ დაველოდე მეცხრედან როდის დაეშვებოდა ლიფტი,
თავქუდმოგლეჯილი ავვარდი კიბეებზე.
გული ყელში მიცემდა.
ისევ ვცადე დარეკვა და,
მეექვსეზე,
როგორც იქნა,
მიპასუხა..
-თათო..-საერთოდ არ ჰქონდა ფხიზელი ხმა..
არც მძინარე..
ტელეფონიდან მუსიკის უწყვეტი ხმა შემოდიოდა და,
ჩქარი ნაბიჯის.
მივხვდი, გარეთ გადიოდა.
მე სიტყვის სათქმელად სუნთქვა აღარ მეყო.
ქვემოთ ლიფტი გამოიძახეს.
როგორც სჩანს, ფეხდაფეხ მომყვა სასწრაფო..
-ხო მშვიდობაა?!-მეშვიდეზე გავიგონე ისევ მისი ხმა..
-რამდენ ხანში შეძლებ აქ ყოფნას ?-ისე გამიცივდა ხმა, ვერ გავიაზრე..
კონკრეტულ კითხვას ვუსვამდი და კონკრეტული იყო პასუხიც.
-საათ ნახევარი არ დამაგვიანდება.
-მისამართს მოგწერ და იქ მოდი, დადუ კლინიკაში გადამყავს.
-მოვლენებს სულ რამოდენიმე ნაბიჯით გადავასწარი და,
რომ ავაღწიე მეცხრემდე,
იმწამს გამოვიდა ექიმი და ორი ექთანი ლიფტიდან..
ჩემი გასაღებით შევაღე კარი..
ღელვისგან ორჯერ დამივარდა გასაღები და,
პანიკისგან უკვე გონებას ვკარგავდი..
-დადუუ!-შევედი თუარა, საძინებლისკენ გავიქეცი..
ადგილიდანაც არ იყო დაძრული..
საწოლზე იჯდა და ტირილისგან დაღლილს სახე შეშლოდა..
საწოლი მოსვრილი იყო..
მე ვეღარ გადავდგი ნაბიჯი და იქვე გავიყინე.
ექიმებმა მოიყვანეს ოდნავ გონს ისე, რომ ადგომა დაეძალებინა თავისთვის და,
ჩაცმა..
ექთანი თითქოს იმედსაც გვაძლევდა.
ან დადუს სასოწარკვეთილებას ვერ უძლებდა ისიც.
არ მახსოვს როგორ გავყევი სასწრაფოს სირენას.
როგორ მივედით კლინიკაში და როგორ მივწერე გიოს.
მოსაცდელში წინ და უკან მოარულს,
მთელი სამყარო მებრძოდა,
დათუნასთვის რომ არ დამერეკა.
მეშინოდა.
ისე სასტიკად მეშინოდა,
იმდენად ვიყავი გაყინული შეგრძნებებით,
გიო რომ შემოვიდა მიმღებში,
საერთოდ აღარცერთი ემოცია აღარ მქონდა დარჩენილი..
უფრო სწორად რომ ვთქვა,
მაშინ გამოვფხიზლდი,
გიო რომ ცდილობდა ჩემს გამორკვევას..
ხელები მკლავებზე შემოეჭდო და მარწევდა.
-თათოო!-იმდენად ხმამაღლა დამიძახა,
სოციუმისგან მოწყვეტილი მზერა მომენტალურად მივაბყარი.
და,
ამოვისუნთქე..
აქამდე შეკრული ფილტვები ერთიანად გაიხსნა და,
მეგონა, გავცოცხლდი..
პანიკა მთლიანად დაიშალა სხეულში და,
შიშმაც ფერი იცვალა..
მეტის განცდა აღარ შემეძლო..
ისე დამაჯინა და, ჩემს წინ ჩამუხლული,
ხელებჩაჭიდებულმა ამომხედა,
მე ვერც ვერაფერი ვუთხარი..
-ნუ გეშინია თათო.. აქ ვარ..-წუთში ერთხელ მიმეორებდა და,
იქამდე არ გაჩერებულა, სანამ არ დავიჯერე.
სანამ არ აღვიქვი მისი აქ ყოფნა და,
ოდნავი სიმშვიდე..
პანიკური შეტევისგან გადაქანცული სხეული მხოლოდ მაშინ მომეშვა ბოლომდე,
ექიმი რომ დავინახე ჩვენკენ წამოსული და სახე არ ჰქონდა ისეთი..
უბედურება რომ უნდა გამცნოს..
მე ადგომა ვეღარ შევძელი..
გიო გავიდა..
რიგრიგობით მესმოდა მისი სიტყვები და, მხოლოდ მთავარი გაიაზრა გონებამ..
გადავრჩით..
გადავრჩით..
-თუმცა,
არ ვიცი, ეს როგორ შედეგს გამოიღებს საბოლოოდ.
პაციენტი უგონო სტრესშია,
მისი ემოციური ფონი პირდაპირპროპორციულად აისახება ნაყოფის ჯანმრთელობაზე და,
შედეგიც ლამის მივიღეთ.
იზრუნეთ რომ ჰქონდეს მშვიდი გარემო..
წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ფატალური იქნება.
-განაჩენივით დასვა ბოლო წერტილი..
დადუ..
როგორ დარდობდა და როგორ ვერ აკონტროლებდა ვერცერთ მის ემოციას.
მისი რბილი გული სულ არ იყო მზად, მარტოდ შეჭიდებოდა ამ ყველაფერს და გაეძლო წნეხისთვის..
გული მომეწურა..
გიო რომ მომიახლოვდა,
უკვე ვრეკავდი დათუნასთან, მაგრამ,
დამასწრო გათიშვა..
დავპატარავდი..
ფეხები სკამზე ავკეცე და ისე ამეტირა,
მხოლოდ ახლა გავიაზრე მთელი განვლილი.
ვკანკალებდი და ისეთი სიძლიერით,
გიომ რომ შეშინებულმა შემომხედა, უკვე ძვლები მტკიოდა..
რომ ავმჩატდი,
მერე დავინახე,
გიოს რომ ვყავდი ხელში აყვანილი და,
გარეთ გავყავდი..
მანქანაში გვერდით დამისვა,
მაგრამ, როგორც კი მიუჯდა საჭეს,
დიდი ძალისხმევა აღარ დასჭირვებია.
კალთაში პატარა ბავშვივით ჩამიჯინა და იქამდე მამშვიდებდა,
სანამ სუნთქვა არ დამიბრუნდა..
მის გულზე ვიყავი.
მის სულთან ახლოს..
ჩემს ფრთებქვეშ.
-ნუ გეშინია!-მონოტონურად მიმეორებდა ყოველ მეორე წამს გიო..
აღარ მეშინოდა..
-შენთან ვარ..-მეტყოდა ხოლმე.
ჩემთან იყო..
-შენს ზარს ველოდი გიო,თერთმეტზე უნდა დაგერეკა..-მთელი საათის შემდეგ მოვძებნე ძალა, მელაპარაკა..
-მაპატია თათო, რაღაც ისე გამოვიდა, ტელეფონამდე ვერ მივედი..-მომეჩვენა რომ თავს იმართლებდა..
თვალებს ვერ მისწორებდა..
გამეღიმა..
შევსწორდი.
რაღაც ძალიან მაწუხებდა და ეს მისი სუნამოს სუნი იყო.
არ ესხა ტობაკო.
პერანგზე ,
სადაც წუთების წინ ცრემლებს ვღვრიდი,
სადაც თავი სამშვიდობოს დავიგულე,
სულ სხვა არომატი დარჩენოდა..
გამაკანკლა.
ისევ ჩამეღიმა.
ცივად გადავჯექი გვერდით სავარძელზე..
კოლოფიდან, აქამდე რომ ვუნახავდი, ერთი ღერი ამოვიღე და,
გავუკიდე..
თურმე, რატომ ეწეოდა გიო გამუდმებით..
როგორც კი ნიკოტინი ორგანიზმში შემოვიდა,
თითქოს ყველაფერი დალაგდა გონებაში..
დადუ კლინიკაში იწვა.
პატარა ბრინჯის მარცვალი იბრძოდა სიცოცხლისთვის და,
აღარ უნდა ენერვიულა,რომ დაგვნახებოდა..
გიოს ამ საღამოს დავავიწყდი..
რაღაც ისე მოხდა, ტელეფონამდე ვერ მივიდა და,
თან, სულ სხვა,
ნაზი სუნამოც დაესხა..
მარტივად მიხვდა გიო ჩემი ხასიათის ცვლილებას..
ისიც მარტივად გაშიფრა, საით მიდიოდა გონება და,
არ ვიცი,
უფრო მეტად,
ვიცი, რატომ მითხრა ის სიტყვები, იმწამს..
იმიტომ, რომ უღორდა ყველაფერი, რაც კი ხდებოდა და,რაც უნდა მომხდარიყო.
უბრალოდ, მე ვიყავი იმდენად გადაღლილი პანიკისგან, რომ არ დავუშვი მისი სიტყვები გულზე..
-დათუნა და დადუ იმიტომ დაიშალნენ თათო,
დადუს რომ არ მოუსმინა დათუნამ და,
იმ ფიქრებში დარჩა, რასაც გონება ცხელ
გულზე კარნახობდა..
რასაც არუნდა ფიქრობდე,
გონებიდან ამოირიცხე,
თუ პატივს მცემ და,
დღეს ამაზე აღარ იფიქრო..
აქ გააჩერე შენი სიბრაზე და როცა ცივ გონებას დაუბრუნდები,
მერე გეტყვი , რატომ ვერ მივედი 11 საათზე ტელეფონამდე, კარგი?!-იმდენად მშვიდი იყო,
იმდენად გაწონასწორებული,
უფრო ამაფეთქა..
-ვალდებული არ ხარ, გიორგი, კარგი რა!-ხელი კი ავიქნიე , მაგრამ, “გიორგიზე” გავყიდე მთელი ჩემი თავდაჯერება.
მაგრამ, მაინც არ მიუღია გიოს ეს ისე, როგორც მინდოდა გამომსვლოდა..
-აქ ვალდებულება საერთოდ აყრაშია თათო!
სადაც ვალდებულებამდე დადის ურთიერთობა,იქ მე გავდივარ..
-აბა?-ისევ ვცადე უდარდელად გამომსვლოდა.
ისევ ნაწილებად დაიშალა ჩემი მხნეობა..
-არ მინდა ის დამთავრდეს,რაც არ დაწყებულა ჯერ, თათო..
ამიტომ, მაშინ განვაახლებთ ამაზე საუბარს, როცა თავს დაიბრუნებ, კარგი?!-იმედით გამომხედა.
თავს ვაიძულე, დავთანხმებოდი..
სულში ამდროს ისეთი ქარიშხალი ტრიალებდა უზომო ეჭვიანობის,
მთლიანად მჭამდა და გულს მიკლავდა..
ვუყურებდი გარეთ გადასულს,
ტელეფონზე მოსაუბრეს და,
გონება მაინც იმ არომატზე ფიქრობდა,
მას რომ არ ეკუთვნოდა..
მჭამდა ეგოიზმი და უწონო სიბრაზე..
თავს რომ ვერ ვაკონტროლებდი, ამას მესამე ღერიც მოწმობდა,
ბოლო ერთ საათში რომ გამეკიდა..
საკუთარი თავის დაბრუნებაში გიო რას გულისხმობდა, ამას მხოლოდ გამთენიის ხანს მივხვდი..
დადუმ რომ დამირეკა..
ჩვენ პალატაში არ გვიშვებდნენ..
ძალაგამოცლილმა კი მხოლოდ ახლა შეძლო, დაერეკა..
ამეტირა..
ცრემლებად დავიღვარე რომ დავინახე და,
ის ბოღმა,
ასე რომ მიჭერრდა ყელში,
უცებ ჩამოიფშვნა..
მომენტალურად ამოვისუნთქე თავისუფლად..
პირველად ამდენი საათის შემდეგ..
-კარგად ვართ თათუ, არ შეგეშინდეს..-ისე მშვიდად მელაპარაკა,ისე დამამშვიდა..
გული გამილღო..
გიომ რომ დამინახა ვსაუბრობდი, მანქანაში პირველად ჩაჯდა იმ სიტყვების შემდეგ და,
ისეთი სიცივე შემოიტანა,
გამაკანკალა.
სამი საათი უძრავად იდგა წვიმაში,
მხოლოდ იმიტომ,
ჩემთვის გააზრების დრო მოეცა..
გული მომეწურა..
-დათუნასთვის ხომ არ დაგირეკავს?-რამოდენიმე წუთის შემდეგ მკითხა დადუმ..
გიოს მხოლოდ წამით გავხედე,
თვალებით გადავუხადე მადლობა, რომ გამითიშა..
მას უფრო ესმოდა დადუსი , ვიდრე მე და ეს ძალიან მტკივნეული იყო..
მე ჯერკიდევ დათუნადან ვსაზღვრავდი ყველა წუთს..
თავი გავუქნიე.
შვებით ამოისუნთქა დადუმ და გამითიშა..
აღარ წვიმდა..
უცებ გადაეღო..
ღამე იკარგებოდა ჩემს თვალწინ და,
დღეს ეგებებოდა..
სადღაც პალატაში დადუს მის ციცქნა მუცელზე დაეწყო ხელები და უფალს თხოვდა,
გაზრდამდე მიეყვანა..
საავადმყოფოს ეზოში,
გიოს მანქანაში,
ვისხედით და,
არ ვაცილებდით თვალს დღის შემოსვლას..
-11 საათზე..-მოყოლას აპირებდა,
მაგრამ,
გავაჩუმე..
დამშვიდებულ გულს მისი გულწრფელი თვალების სწამდა ..
მისი მშვიდი სუნთქვის და,
წყნარი ხმის..
არცერთი მისხალი აღარ იყო სულში დარჩენილი ეჭვის და ეს იმდენად წმინდა იყო,
ეს განცდა იმდენად სასიამოვნოდ შემოვიდა გულში,
მძიმე ღამის შემდეგ,
როფორც იქნა,
ამოვისუნთქე..
ფრთხილად ჩამოვდე თავი სამკლაურს..
მთელი სხეული მტეხდა წარმოუდგენელი ტკივილის განცდისგან..
დაღლილობისგან..
უკიდეგანო სტრესისგან.
ერთ წამში ამაწევინა თავი გიომ და,
გრილი ხელის გული დამიდო ბალიშად..
ღრმად ჩავისუნთქე ის სურნელი, ამქვეყნად ყველა ტკბილი რომ იყო..
-აღარასდროს აღარ დამტოვო მარტო გიო..-გონება რომ ითიშებოდა, მაშინ გავბედე მეთქვა..
ვიგრძენი როგორ ფრთხილად მომეფერა სახეზე..
როგორ ჩამოატარა ღაწვეს თბილი ხელისგული..
-მაპატიე,რომ ამის გადატანა მოგიწია მასრტოს..-იმდენად ნამდვილად მითხრა,
იმდენად წრფელად,
ნახევრად მძინარემ ავხედე..
ისევ ის ცისარტყელის მსგავსი,შვიდფერი ჰქონდა თვალები.
მე რომ ყველაზე მეტად მიყვარდა..
მე ვეღარ გავეცი ხმა , მაგრამ,
ნიშანი იმ ხელის გულს დავუტოვე,
რონელზეც მშვიდად ვგრძნობდი თავს..
მივხვდი, კანზე ეკალმა დაუარა,
როგორც კი ცხოვრების რუკად დააჩნდა ჩემი წამიერი კოცნა..
-სამყარო დამიტიე ერთ ხელის გულზე თათო, ხვდები?
ძალიან ღრმად წასულს, ზმანებებში ისევ მომესმა მისი ხმა..
ან სიზმრად,
ან ცხადად..
-სხვა გზას არ მიტოვებ.. -არ ჩუმდებოდა არსაიდან ხმა..
სახეზე ღიმილით მეძინა მეც..
-ამ სამყაროსთვის უნდა ვიბრძოლო!
იყო ბოლო და,
საუკუნოვანი..
___
სამი დღე გავათენეთ დადუს პალატასთან..
სამი დღე ვერ ველაპარაკე დათუნას.
გიო თუ უპასუხებდა და გადაატანინებდა ყურადღებას,
თორემ,
მე ვეღარ ვაჯერებდი სიმართლეს.
თითქოს რაღაცას გრძნობდა,
გამუდმებით მისვამდა ერთსადა და იმავე კითხვას და სულ ითხოვდა, დადუ დამენახებინა მისთვის..
გამოყვანის დღეს სრულიად არაადეკვატური გახდა..
მანქანაში ვისხედით რომ დარეკა და,
მომენტალურად გიოს მივეცი ტელეფონი..
გახსნა თუარა კამერა,
არ მომეწონა დათუნას სახე..
ნერვიული ჰქონდა გამოხედვა..
თვალებში შიში ჰქონდა ჩამდგარი..
გული მომიკვდა..
მანქანიდან გადავედი, არ შემეძლო მისი ამ მზერის გაძლება..
ვუყურებდი გიოს განერვიულებულ სახესაც და,
ხელებს, ჯიბეეებში რომ ჩაეწყო..
ღერი ღერს უკიდებდა და,
ჟანგბადის ნასახი აღარ დატოვა სალონში..
არ ვიცი რა ისაუბრეს,
როგორ დაარწმუნეს ერთმანეთი ,
რა უთხრა დათუნამ და რა უპასუხა გიომ,
მაგრამ,
რომ გადმოვიდა და შემომხედა,
საერთოდ ააღარაფერი უგავდა წეღანდელ გიოს..
-დადუ უნდა დაელაპარაკოს..-განაჩენივით მტკიცე იყო მისი ხმა.
-არ დაელაპარაკება გიო ხომ იცი..-სულ გამიქრა ხმა უცაბედი ღელვისგან.
თავს აქნევდა.
არ იღებდა უარს.
ხელი მხარზე ჩამომაყრდნო და,
მთელი წუთი თვალებში დაეძებდა იმ სიტყვებს, რასაც დადუს ვეტყოდით, მაგრამ,
არც ერთს არ გვქონდა მზად წინადადებები..
არ არსებობდა რამე, ასე მეგონა, დადუს რომ
დათუნასკენ მოატრიალებდა და,
დაალაპარაკებდა..
არადა, მე ხომ ვიცოდი,
იქ,
ძალიან შორს ,
როგორ ჯავრობდა დათუნა იმას, რაც არ იცოდა და იმასაც,
რაც ხდებოდა და არ ვუმხელდით..
ჩემი ძმა იყო..
ჩემი სისხლი.
დადუც გული იყო, მაგრამ,
ჩემი მთელი სამყაროს ღერძი დათუნაც იყო..
ვერ ვირჩევდი მხარეს,
მაგრამ,
თან ეგოისტურად მეხლიჩებოდა გული მის ტკივილზე..
მის სიშორეზე და, გაათმაგებულ ღელვაზე..
-დაურეკეს და ის უთხრეს,დადუ სასწრაფოს
მანქანით კლინიკაში გადაყავდათო.-ბევრი წუთის მერე განაგრძო გიომ..
ხელებს ვეღარც ჯიბეებში იჩერებდა,
იმდენი მოწია,რაც გაუთიშა,
ხმაც შეეცვალა და სუნთქვაც..
ერთბაშაც გამოვართვი ხელიდან ნახევრამდე დასული კოლოფი და დავკუჭე..
ხომ ისედაც ცეცხლზე ნავთი დავასხ, მაგრამ,
ხმა არ გაუღია.
მისი ჯანმრთელობა მეტად მიღირდა ვიდრე ეს უგზო უკვლო ნერვიულიბა.
სხვას ვერაფერს ვეუბნებოდი..
და ვერც ვერაფერს ვშვებოდი..
მოსაცდელში გახევებული ვიჯექი და , გიოს გავყურებდი,
შეშლამდე რომ იყო მისული და ბოლთას სცემდა..
ის ორივეს ერთნაირად ჯავრობდა..
თან ჩემი განცსებიც ემატებოდა და,
არც კი მინდოდა წარმოდგენა, როგორ იტევდა ოთხი ადამიანის სამყაროს წონა სევდას..
სხვა იყო..
მთელი გულწრფელობით სხვა იყო გიო.
რკინის სკამზე განმარტოებით მჯდომს უკვე თავი გამისკდებოდა,
დადუ რომ გამოჩნდა, როგორც იქნა..
ნელი ნაბიჯით მოდიოდა..
ხელები სულ ციცქნა მუცელზე დაედო და,
ისე ფრთხილობდა,
მეგონა მიწას საერთოდ არ ადგამდა ფეხს..
სახე გაუფერადდა, რომ დაგვინახა..
გიომ მომენტალურად ჩამოართვა მომცრო ჩანთა და კარებში გაატარა..
მე ხელები მექავებოდა, ისე მინდოდა მოვხვეოდი და გამენახევრებინა მისი ჯავრი..
გაფერმკრთალებულიყო..
ხელებზე სისტემის კვალი ისე აჩნდა, გული მეტკინა,
ამდენის გატანა რომ მოუწია..
ხომ სუსტად გვიღიმოდა,
მაგრამ,
მაინც დანისლული ჰქონდა დათუნას გამორჩეული თვალები..
-დადუ..-მხოლოდ შუა გზისკენ დაარღვია მანქანაში სიჩუმე გიომ.
გავცივდი ადგილზე..
მე ხომ
ვიცოდი რას თხოვდა..
სახელურს ისე მოვეჭიდე, ხელები გამითეთრდა..
დადუმაც შემატყო უკონტროლო ღელვა და,
წარბები შეყარა.
-დათუნამდე მივიდა შენი და კლინიკის ამბავი..-დააცადა გაეაზრებინა.
სიტყვებიც იმდენად მძიმე, იმდენი შინაარსის მატარებელი იყო,
მთელი სალონის ჰაერი შთანთქა და,
ყველა კუთხეში ყინულებად დაეკიდა.
ხელშესახები გახდა დადუს სიბრაზე და,
მცირე შიში..
ხელშესახები იყო გიოს სიმტკიცეც..
არასდროს მომისმენია მისი ხმა ამაზე მეტად ცივი და კონკრეტული.
-რამდენი კაციც დარეკავს, იმდენი ვერსია გაჩნდება და იმდენჯერ მოკვდება ის..-გულზე ისე მწარედ მომხვდა და თან ისე მართლად,სუნთქვა შემიკრა..
დადუ ისევ ჩუმად იჯდა და ისევ აღარ ედო ფერი..
გიოს სულ წამით გადავხედე, არც იმდენად მიღირდა რამე, ისევ შეუძლოდ გამხდარიყო,
მაგრამ,
ჯიუტად განაგრძობდა გიო.
სწორხაზოვნად და,
კაცურად.
-ძმასავით დაგიდექი გვერდით და, ძმას ისე ვკარი ხელი, ხმა არ გაუღია ზედმეტად დათუნას.
არც კი ერთხელ დაცდენია,რატომ დადუ და არა მე-ო.
პირიქით,
შენც კარგად იცი,
სად ვიყავი იმ პირველ საათებში და სად ვარ ახლაც..
არ გეგონოს,
არ დააჯერო თავს,
ასი პროცენტით იყოთ რომელიმე მართალი..
თქვენი სიტუაცია 50-50 წყდება და,
ის, რომ ყველა შენთან დავრჩით,
არც იმას ნიშნავს 100 პროცენტით,
დათუნა აღარ მიღირდეს ოქროს ფასად..
ახლა რომ ის იქითაა და,
ცამდე ეხლიჩება გული,
ჩემი ბრალია,
შენ რომ გაყენებ ჯერ წინ და არაფერს ვეუბნები.
დათუნას გული კიარ გაციებია ათასობით კილომეტრის იქით დადუ.
ახლა უფრო მეტად განგიცდის და,
გჯავრობს,
იმიტომ,რომ
მის თავს აბრალებს და ასეცაა!-უკანა ხედვის სარკეში სულ ერთი წამით უყურებს და,
ისევ გზაზე გადაააქვს მზერა.
მე ადამიანს აღარ ვგავდი..
ნიაღვარად წამოსული ცრემლები
მთელ სახეს მიწვავდა და,
მანადგურებდა..
დადუს თავი ჩაეხარა.
ყოველ სიტყვას ფიქრობდა.
ყოველ წერტილსა და მძიმეს..
გიოს საჭეზე დაწყობილი ხელები თითქოს მიყინვოდა და,
მეგონა არც სუნთქავდა..
გაქვავები იყო..
-სიტყვის თქმის უფლება არ მაქვს პატარაზე დადუ..
დრო რომ მოვა და დათუნა მაგის გამო პასუხს მომთხოვს,
გულს მივუშვერ და იარაღს დავაჭერინებ ხელში,
შევაკლავ თავს,
მაგრამ,
მაინც ვეტყვი,
დადუს გადასაწყვეტი იყო თქო,
მაგრამ,
ამწამს,
როცა მხოლოდ შენი დანახვა უნდა და დარწმუნება, რომ კარგად ხარ,
უბრალოდ ვერ მოგცემ არჩევნის საშუალებას.
შენ აქ ყოველ დღე კვდები, მე ხომ ვიცი,
მაგრამ,
ის მესამე დღეა მხოლოდ იმისთვის სუნთქავს,
როგორმე სადმე დაგინახოს..
დათუნამ დააშავა,
მაგრამ არც იმდენად ბევრი,
რომ ყოველდღე სიკვდილისთვის გაწიროს გულმა..
მონოლოგს ასრულებს და თან აჩერებს მანქანას..
მეგონა საუკუნეს ჰქონდა გავლილი ჩემს თვალწინ..
იმდენი გულისტკივილი გამევლო აქამდე მოსვლაში..
ისევ წვიმას დაეწყო და ისევ თავგამოდებით..
დადუს საერთოდ სიტყვაც კი არ უთქვამს , ისე ავედით და,
დავეხმარეთ.
ისე დავლაგდით და წასვლა დავაპირეთ..
ისე გავდიოდით და შეგვაჩერა..
-მარტო ვერ დაველაპარაკები გიო..-თვალები მთლიანად აწყლიანებოდა ბოლო ორ წამში და,
მომეჩვენა, თითქოს იმ დადუს დაემგვანა,
დათუნას წასვლამდე რომ იყო..
პატარა მუცელს ხელს არ აშორებდა,
გამუდმებულ სითბოში ჰყავდა ბრინჯის მარცვალი,აღვივებდა..
სევდით გამეღიმა..
თვალებით მოვეალერსე მის ტკივილს..
მის სევდას და დარდს..
ერთი ზარიც არ ჰქონდა გიოს გაშვებული,
იმწამსვე რომ უპასუხა დათუნამ, როგორც კი შემოვბრუნდით საახლში..
დათუნა რომ არ ელოდა დადუს პირისპირ დანახვას, ამას მაშინ მივხვდი, სახე რომ მთლიანად გაუქვავდა, როგორც კი ტელეფონი გადასცა გიომ..
-დადუ..-ათას ნაწილად დაემსხვა ხმა ჩემს ძმას ათასობით კილომეტრის მოშორებით..
გიო იმწამსვე გავიდა და,
გზაში დავაწიე ის მოკუჭული თამბაქოს კოლოფი..
მე კუთხეში ვიყავი ჩამჯდარი და,
მათ ვუყურებდი..
არ გამიშვა დადუმ, როგორც კი გასვლა დავაპირე..
არც მას შეეძლო მარტოს გატანა..
რა მხნეობა დასჭირდა ამას საკუთარი თვალებით ვხედავდი, ხმა ამოეღო..
მის თვალებში რომ უკიდეგანო მონატრება იწვა,
ამას დათუნაც ხვდებოდა,
ისე აწყლიანებოდა თვალები..
-კარგად ვარ დათუნა..-საუკუნის შემდეგ გაჟღერთა ხმა..
დაშლილი და თან, მტკიცე..
თავჩახრილს თავი ხელის გულებში ჩაერგო ჩემს ძმას..
წამით შევამჩნიე,
მხრებიც აღარ ჰქონდა ისეთი მტკიცე.
გული მომეწურა მათი დაუტეველი მონატრებით და იმ აღმართული კედლის სისქით, ასე რომ შემოიშენეს ირგვლივ..
გალავანივით..
-ხომ ყველაფერი კარგადაა დადუ?-მარტო “კარგად ვარ” არ ეყო გულის დასამშვიდებლად..
შველას მთხოვდა დადუს თვალები, ისე გადმომხედა.
ხელები ისე დაეწყო ბრინჯის მარცვალთან, დათუნას რომ არ დაენახა..
თავს აძალებდა ცრემლების არ წამოსვლას და,
იმ ტყუილის თავადაც დაჯერებასაც, რასაც ეუბნებოდა..
მე ხომ ვიცი,
რა ბრძოლას მართავდა ამწამსაც, ყვრლაფერი ერთიანად რომ ეთქვა და,
დაესრულებინა..
მაგრამ,
მაინც მტკიცედ გასტანა ბოლო წამამდე დადუმ..
მეგონა გამიჭირდებოდა მისი თავმოყრა,
მაგრამ,
გაუთიშა თუარა,
ის ერთი ცრემლი შეიმშრალა მხოლოდ,
ტონობით უთქმელ სიტყვებს რომ იტევდა..
ჩავეხუტე..
მთელი მადლიერებით და იმ დიდი სიყვარულით,
რასაც გული იტევდა..
ნეტავ ისიც შემძლებოდა, დათუნა დამემშვიდებინა..
მე ხომ ზუსტად ვიცოდი, როგორ ეწვოდა ახლა გული და,
როგორიკავებდა თავს..
დიდხანს გავჩერდით..
დადუს რომ გული გადაეყოლებინა,
ათას წვრილმანს მოვედეთ..
სანამ არ დავრწმუნდი,
უკეთ და,
კარგად იყო,
ვერ წამოვედი..
ვერ დავტოვე და, არც..
მხოლოდ გასვლამდე მომადგა ისევ ცრემლები..
-დადუ,მადლობა!-ყველაფერს ვატანდი მადლიერებას..
ამომხედა..
მშვიდი..
წყნარი..
თბილი ჰქონდა მზერა..
-დათუნას ჩემთვის მნიშვნელიბა არ დაუკარგავს, თათუ..
იყო,არის და იქნება,
მთელი მარადისობა..
მთელი მარადისობა გამყვა მისი სიტყვები მეც..
როგორც კი ჩავჯექით,
აღარანაირი მისხალი ძალა აღარ მქონდა არცერთ კიდურში..
აღარ დასჭირდა გიოს არცერთი ზედმეტი წამი.
იმ ხელის გულზე,
სამყარო რომ დავუტიე,
ადგილი მომიძებნა და,
მომათავსა..
მაგიური ძალა ჰქონდა მის ტობაკოს და,
სითბოს,კანიდან-კანზე..
გონებაში ყველაფერი დალაგდა..
სულში ქარიშხალი ჩადგა..
გულმა რიტმი დაიბრუნა..
მშვიდი გაუხდა მასაც სუნთქვა..
და სახე, ამ ქვეყნად ყველაზე სანდობი რომ იყო..
-მარადიული სიყვარულის გჯერა გიო?!-არსაიდან მომიფრინდა გონებაში, უცაბედად..
თავში დადუს და დათუნას უკვდავი მელანქოლია ტრიალებდა რძისფერ ფარდებად..
-მარადიულ სიყვარულს ვერ დავიჯერებ თათო..-დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გამომხედა,
მხოლოდ წამით და,
ისევ გზაზე გადაიტანა ყურადღება..
თვალები დავხუჭე..
გულში რაღაც ჩაწყდა,
მაგრამ, მხოლოდ წუთით.
-სიყვარული გრძნობაა და მაინც გარემოზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გასტანს.
ატმოსფეროზე.
სოციუმზე.
სიყვარული თათო ხასიათზეც არის ჩამოკიდებული, ბეწვივით და,
თვითონ ადამიანის ბუნებაზეც, რამდენად ღრმად შეიყვარებს და,
როგორ გადაიყვარებს..
ის,რისი გადაკეთება,
გადაკეცვა და,
ჩამახსოვრება შეგიძლია,
ვერ იქნება მარადიული..
-ხმაც კი იმდენად იდუმალი ჰქონდა,
რამდენადაც მისი თითო სიტყვა.
ყველა გულში შევინახე.
ყველა ჩავკეცე და,
ჩავიმახსოვრე.
თითო ბგერად და ყოველ ამოსუნთქვად..
-მარადიული სულის სულთან კავშირი და,
მათი თანახვედრაა ,თათო..
თანაზიარი გულით,
თანასწორი გონებით და,
ერთიანი-ხორცით..
სულამდე დადის მარადისობის ყველა კანონი და არა,
იმ გრძნობაზე, ერთ სიტყვას რომ შეუძლია გააფერმკრთალოს და,
დაამსხვრიოს ძვირფასი ბროლივით..
მე ასე მწამს,
ასე მჯერა და,
ასე აღვიქვამ მარადიულ სიყვარულს..
მხოლოდ სულთან და,
გულთან..
-ამთავრებს კოსმოსურ მონოლოგს და,
ჩემს გულში ატევს მთელ დედამიწას..
ხელის გულიდან-გულამდე აზიდა და,
დამიტია მთელი სამყარო..
გამეღიმა და,
სულ სხვაგვარად გაიშალა სხეულში სული..
გაზაფხულზე მახარობლად ამოსულ კოკორ ვარდს გავდა კანის ქვეშ აფეთქებული სამყარო..
თურმე მივსულვართ და,
არც გამიგია..
არც დამინახავს მისი სიტყვების იქით რამე თუ იყო..
ის გასული წუთები მთელ იმ სამყაროს მერჩივნა,
მანქანის იქით რომ
მელოდა და,
ცივ, ცარიელ სამყოფელსაც..
გაჭირვებით გადავედი..
მთელი გული იქ დამრჩა..
ფეხდაფეხ მომყვა გიოც..
წვიმას გადაეღო და,
ზამთრის,
თოვლის,
ყინვის სუნი მოეტანა..
-შენთვის რა არის მარადიული სიყვარული თათო?-არ გამიშვა ისე,არ ეკითხა..
მე მარადიულს ცისარტყელას ფერებში ვხედავდი..
სადაც მწვანე ფერი ხანდახან ისე დომინირებდა,
მაშეშებდა..
მარადიული ის არომატები იყო,
მხოლოდ გამორჩეული რომ ატარებდა და,
არა დანარჩენი სხვა..
მარადიული ის მოლოდინიც იყო,
წუთიდან წუთამდე რომ მაძლებინებდა და,
უსაშველო მონატრება,
სულში რომ დადიოდა ყველა გრძნობის დამჩაგვრელად..
სული ამეწვა,
ისე მინდოდა სიტყვად მეთქვა,
მაგრამ,
ვერ..
თვალებმა დაიტიეს ყველა უთქმელი და,
ვიცი,
გიომაც ასო-ასო დაინახა ყველა უბგერო..
გაეღიმა..
და თან ისე,
აქამდე რომ არასდროს მინახავს მსგავსი..
-ჩემი სულის მხატვარი ხარ,თათო..
სულ ერთი წამით ჩახარა თავი,
ამომხედა და გატრიალდა..
მე ალბათ მოვკვდებოდი,
ამწამს ის რომ არ გამეკეთებინა,
მისით მოცული მარადიული სული რომ მკარნახობდა..
-გიო!-გულმა,გონებამ,სულმა და ხმამ,
ერთდოულად ამოიძახეს მისი სახელი..
მოტრიალდა და ისე გამომხედა,
ყველა ჩემს გადასადგმელ და, ამწამს მოხაზულ ყველა ნაბიჯში ერთიანად დამარწმუნა..
და,
გავიქეცი..
იმ ძალით,
რასაც მისი თვალები ასხივებდა..
იმ გრძნობით,
რასაც დავატარებდი თურმე და,
იმ გამბედაობით,
არსაიდან რომ მოსულიყო..
ფრთები ფართოდ გაშლილი დამახვედრა..
გული მთლიანად ღია და,
სული ხელისგულზე..
თურმე, არ ყოფილა რამე იმაზე ტკბილი,
როგორც პირველი ამბორი და,
პირველი კოცნა..
სამყარომ იქ,
იმწამს შეწყვიტა არსებობა და მხოლოდ ჩვენთვის გაიყინა..
ორი გაფანტული,აგრამ,
ერთმანეთისკენ მიზიდული სულისთვის..
-გზების მოჭრა ისე გეხერხება,როგორც ჩემი ცხოვრების თავდაყირა დაყენება, თათო..
-გული რომ საგულეს ჩადგა,
ღიმილით შემომხედა გიომ..
თვალებში ყველა ვარსკვლავი ერთიანად უბრწყინავდა.
ყველა ფერი ერთად უელავდა..
-არ მითხრა რომ სიმაღლის გეშინია,გიო.-მეც ავყევი იმ სილაღეში,
ბოლოს რომ საერთოდ გადავიწყებული ჰქონდა..
გაეცინა.
ორივე ღაწვზე თბილად მაკოცა და,
ტუჩებზე მხოლოდ წამით შემეხო..
-სხვა რა გზაა თათო?! მთამსვლელობაში უნდა დავხელოვნდე..
ისევ გამაცინა.
ისევ მონატრებული სილაღით.
ალბათ,
საუკუნე რომ გალეულიყო ჩვენს საუბარში,
მარადისობად გადავიქცეოდით,
მაგრამ,
გავუშვი..
გულს მეტის გატანა აღარ შეეძლო..
___
დეკემბერს თან სუსხი და ისეთი ქარბუქი მოჰყვა,
კაშნებიც კი გადმომალაგებინა ყუთიდან.
ისეთი მცივანა ადამიანისთვის, როგორიც გახლდით,
ზამთარი ყოველთვის მოღუშულ განწყობასთან ასოცირდებოდა.
თუმცა, წინასაახალწლო სამზადისი მაინც ცვლიდა ყველაფერს და, საბოლოოდ,
მხოლოდ ოცამდე დღე თუ ვიყავი ბუნაგში გამოკეტილი და,
იმ ფუსფუსა დღეებს ველოდი.
თუმცა, გიოს აქტიურმა შემოსვლამ ჩემს ყოველდღიურობაში ერთიანად შეცვალა ჩვეულებები.
იმ უხერხულობის , რომელიც გათენებისთანავე შემომიძვრა სხეულში,წინა საღამოს დატრიალებული ამბორებისდა გამო,
სამსახურში გაციება მოვიმიზეზე და ერთ დღიანი დასვენება ავიღე.
ხელი პარასკევმაც შემიწყო და მომავალი ორი დღის უმუშევრობამაც.
თვალისგახელისთანავე მთელ სხეულში მოძრავი სისხლი ერთიანად მომაწვა სახეზე და,
საბანი სირცხვილით ისე გადმოვიფარე , თითქოს ვინმე მიყურებდა..
არც სინანული და არც ეჭვი,
ის გრძნობა,რაც ამწამს ტრიალებდა უფრო რიდი და ის სიმორცხვე იყო,
სტერეოტიპებს რომ იყო შეფარული და,
რაღაცნაირად არ გაძლევდა თავისუფლების განცდის ნებას.
რიდი მქონდა და უფრო მეტი შიშიც დათუნას მიმართ..
პასუხისმგებლობა, რომელიც მთლიანად მეტვირთა ,თითქოს აჭარბებდა ყველაფერს,
მაგრამ,
ზოგ წუთს ეს სიმტკიცეც მიტყდებოდა..
არ იყო დათუნა და არც გიო უბრალო და დოგმური ცხოვრების ჯარისკაცები,
არც ყალიბში მოჭრილი ძმები და,
ჩამოსხმული წესრიგით მოარულები..
არც მე შემომზარდა დათიმ ისე,როგორც ალბათ ევალებოდა..
ის სულის თავისუფლება, რომელსაც გამუდმებით ჩამძახოდა ხოლმე, მაძლებიებდა და,
თითქოს მავიწყებდა ამ ყველაფერს..
მაგრამ,
მაინც,
სულ რომ უცხო ყოფილიყო,
სულ რომ ძმადნაფიცად არ ჰყოლოდათ ერთმანეთი,
ალბათ მაინც ვერაასდროს შევბედავდი რამე მეთქვა დათუნასთვის.
მითუფრო ისეთი დეტალები,
როგორიც პირველი კოცნა, შეხება და ის გრძნობაა,
ჯერ რომ არცერთს გვითქვამს,
მაგრამ,
სისხლად დადიოდა ვენებში..
ამ დილაადრიანი განცდების გამო არ ვუპასუხე არც გიოს რამოდენიმე ზარს და არც მის უჩვეულო შეტყობინებებს..
ისე ავდექი, მოვწესრიგდი და, გავიმზადე ყავა,
აღაც მიმიქცევია უხმოზე დაყენებული ტელეფონისთვის ყურადღება.
ვიცოდი, გიო მუშაობდა და საღამომდე შემეძლო ისე გამოვკეტილიყავი ნაჭუჭში,
არ მეფიქრა მის გამოჩენაზე..
მაგრამ, არ იყო ასე მარტივი ფონება გამეთიშა..
მთელი საათები უძრავად მჯდომს ჭამაც კი დამავიწყა მასზე უგროუკვლო ფიქრმა..
ერთ საღამოზე და, მთელ მარადისობაზე ჩაციკლული გონება ვერაფრით გავფანტე..
ყველგან მისი თვალები,
შეხება,მ
მისი სიტყვები და ის მზერები მხვდებოდა,
აქამდე რომ რატომღაც ჩვეულებრივად ვთვლიდი..
მისი გამუდმებული ზრუნვა და ყურადღება იმდენად ჭარბი იყო უფერულ ყოველდღიურობაში,
რომ ყველა ჩვეულებრივს,არაჩვეულებრივად ხდიდა და,
ასე ერთბაშად მანდომებდა იმას,რაც აქამდე ალბათ არც კი გამიფიქრებია, რომ მსურდა..
თუნდაც მისი ფერადი თვალების ყურება გათენებამდე და,
მზიდან-მთვარემდე..
ერთ წრეზე და არცერთი მისხალით გადაცდენით..
გიო იყო და თან ისე ჩემს სულში,
როგორადაც აღწერრდა მის მარადისობას..
კანიდან-კანზე.
გულიდან-გულზე.
სულიდან-სულში..
ბევრი ვეცადე გავქცეოდი ფიქრსაც და, მასაც,მაგრამ, როგორც კი მოსაღამოვდა,
კარზე ზარს ვეღარ დავემალე..
გახედვა აღარ იყო საჭირო,
მხოლოდ გიო აკაკუნებდა ასე..
გამეღიმა და სარკეში თავის შეთვალიერებაც მოვასწარი, სანამ წარბშეხრილი შემოვუშვი და,
უხმოდ გავყევი სამზარეულოსკენ..
რატომღაც, ეს ჩემი დილანდელი ფიქრები თითქოს გადამეყარა გულიდან, როგორც კი დავინახე ჩემს მომცრო სამზარეულოში..
იშვიათად შემოდიოდა გიო.
სარრთოდ, დათუნას წასვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო,
ზღურბს რომ გადმოვიდა და,
მე ხომ ვიცოდი,
იმის ფონზე,როგორ უჭირდა დათუნას გარეშე სახლში შემოსვლა,
რად უღირდა აქ ყოფნა.
რაღაცნაირად, ეგოისტურად მესიამოვნა..
ყავა ისე მოვუმზადე,
არ მიკითხავს სურდა თუ არა.
უყვარდა მას ჩემი ნამზადი და ახლა, განსაკუთრებით მომინდა მისთვის რამე გამეკეთებინა.
პირისპირ ჩამოვჯექი,
ბარის სკამზე..
ხელში აუნთებელი თამბაქოს ღერი მოექცია და,
ხანდახან მასაც ეპარებოდა დაუგეგმავად სახეზე ღიმილი.
ბოლოს მაინც გატყდა..
მე ხომ ვიცი, ზუსტად იცოდა,იმ ზარებსაც რატოარ ვუპასუხე და, რატომ მოვარიდე თავი..
-თათო.-ამომხედა..
ამ თვალებისთვის ალბათ სამყაროს დავთმობდი..
რატომ
არაასდროს არმითქვამს აქამდე რამდენად დიდ ემოციებს იტევდა სულ..
გავირინდე..
ხელები ბარზე დავდე და, ჩამოვეყრდენი..
მესიამოვნა ქვის ზედაპირიდან წამოსული სიცივე..
ისედაც მთელი კანი მიხურდა..
თბილად ჩამოატარა ხელის გული გიომ ჩემს ღაწვებს..
ტუჩებთან ახლოს სულ ორი წამით შეაჩერა თითები და,
ის არომატიც დამიტოვა სამახსოვროდ,მერომ მესაკუთრებოდა გამორჩეულად..
-მთელი ცხოვრება ვაპირებ თათო ამ ტუჩებს ვაკოცო და შენ, სპაასუხოდ, მთელი ცხოვრება თავი უნდა გამარიდო? -ღიმილშერეული ხმით მკითხა..
თვალები დავხუჭე ისევ იმ რიდით, დილიდან რომ ამყვა..
მაგრამ,ღიმილს მაინც ვერ ვიკავებდი..
ხელები გულთან დავიწყვე და უკვე მთლიანი ლოყით ვეკროდი ქვის ზედაპირს..
მოქმედებდა მისი ყოველი სიტყვა და სულს მობრუნება სჭირდებოდა.
გული ისე ამიჩქარდა,
ხელისგულით გავაკავე საგულეს..
მსიამოვნებდა გიოს ჩუმი ხმა და ის თითები, სახეს რომ არ ეშვებოდა..
უცნაური, თითქოს ოდნავ შეუჩვევიც კი და,თან ათმაგად სანდომი იყო ყველა შეხება..
კანი ისე დამემუხტა უცნაური შეგრძნებით,
ამეწვა და, ცეცხლი მოეკიდა..
მის თითებში აცეკვებული ჩემი კანი რომ გიოს უდიდესი მუხტით იზიდავდა,ამას თვალდახუჭულიც კი ვგრძნობდი და,
ისე მსიამოვნებდა ეს ფაქტი,
მთლიანად მის შეგრძნებებზე ვიყავი გადართული..
მთელი ცხოვრება აპირებდა ის და,
ჩემთვის,თითო წამიც იმ მთელს უდრიდა,
გიო ალბათ წლებად რომ ანგარიშობდა.
-ერთხელ როგორ არ დაიღლები მერე გიო?-ის პატარა ეჭვი მაინც გამოვუშვი..
ხომ არის რაღაც,
ერთი პატარა და თან სამყაროს წონა,
რომარ გვასვენებს ხოლმე,
ცხოვრების ყველა მომენტში..
მე ამაზე პასუხი სულ თავში მინდოდა..
სანამ რამე ითქმებოდა იმაზე მეტი, ვიდრე ამბორი იყო..
სანამ ისე ჩავიძირებოდი მისთვალებში,
რომ გამოსაბრუნებელი გზა მთლიანად ჩამომერეცხა..
არ ტკენია გიოს.
ტკენაც რა მოსატანი იყო,
თავაწეული,
მთელი ინტერესითა და მოთმინებით ველოდი მის პასუხს..
არც გაკვირვებია რატომღაც..
საერთოდ,
ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი,
გიო იმდენად მიცნიბდა,
ის,რაც ჯერკიდევ არ მომწიფებული,
ისიც იცოდა და,
იმ ფიქრებსაც წინასწარ ხვდებოდა,
რასაც არ და, ალბათ, ვერ ვამბობდი..
ის ტუჩები ეღიმება,
თვალს რომ ვერ ვაცილებდი და,
იმ თამბაქოს გაუკიდა,
აქამდე რო არიდებდა თავს..
თავბრუ დამახვია ნიკოტინის სუნმა..
ისედაც მთელ ოთახში ტობაკოს ინტენსიური არომატი იდგა..
კანი ამეწვა,იმდენად ჟინით ეწეოდა და,მომანდომა..
ესეც შემატყო,მოუსვენარ თვალებზე.
არც კი გადმოუცია,
ისე მაჩუქა ერთი ამოსუნთქვა და,
კვამლი რომ ოთახს შევურიე,
მისი მზერაც მახვილი გახდა,
ჩემს ტუჩებზე.
-მთელი მარადისობაა არ დავღლილვარ თათო,
მთელი წლები არცერთი წუთით არ მიგრძვნია,რომ შეიძლება ეს დროებითი ყოფილიყო და გაევლო ტკივილივით..
არ ვიცი, აქედან ბოლო ამოსუნთქვამდე რაუნდა მოხდეს,
მთელი განვლილი დამავიწყოს და შენ ისე აღარ შემოგხედო, როგორც აქამდე..-წარმოუდგენელს ხსნიდა და წარმოუდგენლად
მიშლიდა ყველა გრძნობას სულში..
აქამდე და წლები,ისე ტრიალებდა გონებაში,
თითქოს პირველად მესმოდა..
ისე ყვებოდა და ისე მაჯერებდა მის ყოველ სიტყვას, თითქოს აღსარებას მაბარებდა..
თვალები დაეხარა,
სულს მიშლიდა და ალბათ ყველა იმ განვლილს უყურებდა, მარტოდ რომ განეცადა და,
იმას მაყურებინებდა თვალწინ,
მხოლოდ ფურცლებზე რომ ამომეკითხა..
ყოველ ნაკვთზე ეტყობოდა, რამდენად განიცდიდა თითო ბგერას და,
როგორ უნდოდა,
ყველაფერი ზუსტად ისე გამეგო, როგორაც ამოჰქონდა სულიდან..
ანდაც, რაში მჭირდებოდა მონდომება,
მხოლოდ გიოსთვის არ ვიყავი გადაშლილი წიგნი..
მის ყველა გულწრფელ ემოციას საკუთარივით ვგრძნობდი..
-მე არასდროს შემიმჩნევია გიო..-ხმაჩამწყდარმა გაჭირვებით ამოვიღე ხმა..
ვერ იჯერებდა გონება,რომ შეიხლება გიოს იქამდე გასჩენოდა ყველა უთქმელი გრძნობა,სანამ მე დავინახავდჯ მას სულ სხვა თვალით..
-თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას თათო, რამე მეთქვა,
მეგრძნობინებინა,
მეფიქრა,
სანამ შენგან რამე სხივს არ დავიჭერრდი..
კაციდან-კაცზე მქონდა ფიცზე უმტკიცესი სიტყვა ნათქვამი,
არაფერს გეტყოდი,
სანამ შენც იგივეს არ იგრძნობდი და,
ვასრულებდი თათო.
მეარ შემიძლია სიტყვის გატეხვა..
საკუთარ თავისთვის რომ გადამებიჯა, იქნებ ჯერკიდევ წლების წინ დაგენახა ყველაფერი და,აღარც მე აღარ გამტანჯავდა იმაზე უკონტროლო ფიქრი, სხვა არ ჩაგვარდნოდა გულში..-იმდენი ტკივილი გადმოეღვარა თვალებიდან და გაბზარული ხმიდან,
გული გამისკდა.
მისი ეს წლების ჯავრი და შეიძლება უსაშველო სიბრაზე ისე შევისისხლხორცე, საკუთარ კანზე ვიგრძენი..
დავპატარავდი.
ის უმისამართო ცრემლიც გაჭირვებით გადავყლაპე, ყელში ყულფივით რომ მომაწვა და, მომახრჩო ლამის..
გიო..
და, ერთ წამში გაფანტული ყველა “იქნებ” რაც აქამდე ტრიალებდა..
სახეზე ავიფარე აცახცახებული ხელები..
ვეღარ შევხედე..
მე ვეღარ გავუძელი მის განვლილს და,
იმის წარმოდგენაც აღარ შემეძლო,
გიოსთვის რა იყო წარსული..
-ჩემმა წლები გასტანა თათო..
წლებმა გამოცადა..
-იმ გრძნობაზე საუბრობდა,სიტყვაც რომ ვერ ვუწოდებთ ჯერ და,
თან, ყველაზე მეტად რომ მინდოდა მეთქვა..
-შენთან რომ ის დავინახე, რამაც ნაბიჯები გადმომადგმევინა,
მაინც იმას ვფიქრობდი,
და მაინც გუშინდელ დღემდე,
რომ იქნებ,
მეჩვენებათქო,
იქნებ ისე არაა,მე რომ მგონია და..
-ვეღარ გავაგრძელებინე..
წამოვდექი,
მასთან მივედი..
ხელები,
ასე მჯდომარეს რომ ჩაეწყო ჯიბეებში,
ამოვაძვრინე და საკუთარ თითებში მოვიქციე..
რამდენი რამ აეჭვებდა თურმე და,
მაინც რამდენად მტკიცე იყო მისი თვალები.
იქნებ როგორ ტკენდა ყველა ფიქრი და მაინც რა ძლიერი იყო მისი ხმა..
იქნებ როგორ უჭირდა ახლაც ყველაფრის გახსნა და მაინც როგორ გადაეშალა ფრთებივით მხრები..
სახეზე მოვეალერსე..
ათასფერი თვალები სითბოთი ჰქონდა სავსე და მათში,
სარკესავით ირეკლებოდა ჩემი ცრემლიანი სახე..
კანიდან-კანზე..
როგორც იტყოდა ხოლმე,
ის გავატანე,
რასაც ახლა ვგრძნობდი..
დილას ხომ მესიკვდილებოდა მისი დანახვა რიდით..
ახლა, ამწამს მხოლოდ ის მინდოდა,აღარასდროს მოეშორებინა მზერა..
გამეღიმა ყველა შფოთვაზე..
ყველა ჩუმ ფიქრსა და, აზრზე,გამჭოლად რომ გაივლიდა ხოლმე..
იქნებ, ზუსტად ეს ჭირდებოდა სულსაც,
რომ დალაგებულიყო როგორმე..
ის რიდი და სირცხვილი გადაელახა და,
აღარაფერზე ეფიქრა სხვაზე,
ციდრე ყველა წუთოთ ტკბობაზე..
-ჩემსას თვეც არ დასჭირდა გიო..
მგონი ორ კვირაშიც კი ჩავატიე,
შენ რომ წლები გაგივლია,თურმე..-ძლივს მოვაკოწიწე ყველა სიმხნევე..
არასდროს არაა კაცი იმაზე ძლიერი,
ვიდრე გრძნობის გამხელისას და იმაზე მეტად ამაყი,
როცა სულის ზიარი გიტოლდება..
გიოს ზუსტად ასეთი ჰქონდა მზერა.
ამაყი და,
ყველაზე სუფთა..
ისეთი, ამ სამყაროს რომ მერჩივნა..
-ნუ,სხვა გზაც არ გქონდა თათო, ზოგადად მარტივია ჩემით მოხიბვლა.-მაინც გამაცინა.
მაინც გაადამიყარა გულიდან ის მცირე სევდა და ვიცი, ზუსტად იმიტომაც, რომ აღარც მას სურდა,
დღეს მეტად გახსნა..
-ჰოო?!
როფორც სჩანს,შენც წლები ვერ დამივიწყე.-არც მე დავრჩი ვალში..
გამობრუნებას ვაპირებდი თითქოს გაბრაზებული,
მაგრამ,
დამიჭირა და მომამწყვდია მის მკლავებში, როგორც იქნა..
გავიტრუნე..
ძლიერად შემოვეხვიე..
-დავიწყება რა მოსატანია თათო,
ჩემი დილა,
ჩემი შუადღე,
ჩემი საღამო და,
მთელი მარადისობა შენ იყავი..-ისევ გადაშალა სული.
-და ლალა,გიო?-თუ გულწრფელი საღამო იყო,
ამ ერთადერთ ლაქაზეც მჭირდებოდა სიმართლე,რომ ყველაფერი გადამედო და, ბოლომდე მებრძოლა..
ჩაეცინა გიოს.
ფრთხილად მომაცილა მის სითბოს..
მის მკლავებს.
სიგარეტს გაუკიდა და ალმაცერად შემომხედა,მაგრამ მხოლოდ წამით,მერე ისევ ის სიშიშვლე დაუბრუნდა მის თვალებს..
-გახსოვს ლაშა?!
გამაცივა..
სამი წლის წინანდელ ერთ თვიან ახირებას მახსენებდა გიო..
და მივხვდი,რაცუნდა ეთქვა..
-იმ დღეს მთლიანად დავკარგე იმედი..
ის დღე და მთელი წელი,
სიკვდილივით ვცდილობდი, დავიწყებას და ვერ..
თათო..
ქვაზე მტკიცე იყო აქ რაც დევს..-გულზე ხელი ძლიერად მიირტყა და მე მეტკინა ჩემს კანზე, მისი მწარე ფეთქვა..
ისევ მე და,
ისევ ისე სიმტკიცით.
გუშინდელივით..
მაგრამ,
სულ სხვა ჟინით..
ჩემი რომ მისას შეხვდა,
გულმა რომ გული იპოვა და,
ბაგე ბაგეს მიწვდა,
სადღაც,
ღმერთმა ჩვენი ცალცალკედ დაწერილი ბედი,
ერთ წიგნად მოაქცია და ახალი ტომეულისთვის გადაშალა სუფთა ფურცელი..
ვნება,რომელიც მის მომთხოვნ კოცნას მოყვა,
თქმულზე მეტი იყო,
მაგრამ, ვერ გაუტოლდა განვლილს..
სული გამიწყდა,
სუნთქვაც კი აღარ შემრჩენოდა,
ისე არ მეთმობოდა მისი სითბო და,
ტუჩებზე დარჩენილი ის თამბაქოს გემო,
პირველი და უკანასკნელი რომ იყო,ჩემსაზე..
-გიო..-კოცნებს შორის, ძლივს ამოვიძახე..
გულის ყველა გამოტოვებულ ფეთქვას მისი სახელი ერქვა..
ტუჩებს ისიც სიკვდილივით მოწყდა..
ათრთოლებული ხელი მის სახეს ჩამოვატარე და,
ტუჩებთან წამიერი ამბორი დავუტოვე..
არ ვეთმობოდი,
მაგრამ,გული მეტს მართლა ვეღარ იტევდა..
მეგონა აღარც კი ცემდა..
აღარც კი იყო.
იყო და თან,
აღარ იყო რა..
გარდა ორი ერთად აძგერებული,
ორი ერთად გაჩერებული გულისა..
ღიმილიანი ტუჩები მომაკრო გიომ მთელი საუკუნით ზუსტად ღაწვზე..
იქ დამიტია მთელი სამყარო.
მერე გაგასვლელისკენ წავიდა და,
თუ ამავსო აქამდე ყველა გრძნობით,
ახლა,სულ თან წაიღო..
ფეხდაფეხ მიყვა სხეულიც,
სულიც და,
გულიც..
თბილი თვალებით გამომხედა კიბეებიდან გიომ..
შუაღამე მოსულიყო და ის იტევდა ყველა თქმულსაც და,
უფრო მეტ უთქმელს..
ნაბიჯი უკვე გადაედგა,ისევ რომ შემოვატრიალე..
-უთქმელობის სიტყვა მის მიეცი გიო?!-ისე ჩამრჩენოდა მისი სიტყვა გულში,
ახლა მივხვდი და გავიაზრე..
არ მიპასუხა იმწამს,
თუმცა,
ეზოდან რომ მანქანა გაიყვანა,
დავწექი მეც მთელი განცდილი ემოციებისგან დაღლილი და,
ჩაძინებას ვაპირებდი.
მომწერა და მთლიანად თეთრად გადამათენებინა ის ღამე.
“დათუნას” მხოლოდ ერთი სახელი ეწერა და თან იმის,
მთელი სამყაროდ რომ ღირდა..
__
დეკემბრის შუა რიცხვებში,
დადუს სამი თვე ჩვენ ისე შემოგვეპარა ყველას,
რიცხვს რომ ჩავხედე და ტელეფონმა ჩანიშნული ვიზიტი შემახსენა,
ისე ავღელდი,
შუა ღამით გავედი დადუსთან და,
მასთან ერთად გადავათენე ხვალინდელი დღის მოლოდინში.
სულ ხომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სქესს,
მაგრამ, რომ ვიცოდი დათუნასთვის პატარა, ოქროსფერთმიანი გოგონა რამდენი ხნის ოცნება იყო,
გული მიმდიოდა,
ახლა და ამწამს, ამის შეგრძნება რომ არ შეეძლო.
იყო მომენტი, იმდენად ეგოისტურად შემომიტევდა საკუთარი თავი,
მინდოდა ყველა დამევიწყებინა და მხოლოდ ჩემი ძმა გამეთვალისწინებინა,
მაგრამ,
თან ფონად დადუს ვხედავდი,
მთელი თვე რომ სახლიდან არ გამოსულა, წოლითი რეჟიმის გამო და თავს იმდენად უფრთხილდსბოდა მისი ბრინჯის ხელას ჯანმრთელობისთვის,
რომ საერთოდ აღარაფრად უღირდა არც უკვე წამოზრდილ მუცელზე შემოცქერილი ეჭვია ი მზერები.
დადუმაც იცოდა კარგად ,
არ საიმალებოდა უკვე დიდხანს არც სხვისთვის და,
დათუნასაც მარტივად მიუტანდნენ ენებს,
მაგრამ,
ისე ჩაბღაუჭებოდა ამ საიდუმლოს,
ისე შემოეხვიე მისთვის ხელები,
ყველა ეჭვები ისევ უფერულდებოდა..
-შენ როგორ ფიქრობ დადუ, ვინაა?-ღამის სამზე გიოს მოტანილ ნაყინს ვჭამდით სუფრის კოვზებით და, ორივე ჩვენს წილ დარდზე ვფიქრობდით.
პატარა ნესვის ხელა ჰქონდა ზუატად მუცელი..
ისეთი ლამაზი და ისეთი კოხტა,
რაც მივედი, ხელს ვერ ვაშორებდი..
მეგონა,
დათუნას რაღაც ნაწილს მაინც ვაგრძნობინებდი მის შვილს ,
თუ კანიდან კანზე შევეხებოდი..
-გოგოა თათუ..-ისე დარმწუნებით მითხრა , წარბაწეულმა გავხედე.
გაეცინა დადუს.
არ ყოფილა არასდროს ამაზე მეტად ლამაზი.
ყველა ვარაკვლავის სიკაშკშეს ასხივებდა სხეულიდან.
-დათუნასთან ერთად რომ ვოცნებობდი ხოლმე,
იქ სულ სამნი ვიყავით და გვერდით ოქროსფერთმიანი პატარა, ციცქნა გოგო გვყავდა ..-მკრთალად ეღიმება დადუს და,
გალავანს ავლებს მის პატაარა მარცვალს..
-ღმერთმა რატომღაც ისე მოაწყო თათუ,ყველა დათუნას ოცნება ახდა და, არც ერთი ჩემი..-ნაწყენმა გამომხედა და მივხვდი,
გუშინდელი დათუნას ის ფოტო ნახა,
დეივ გროლისთან რომ გადაეღო..
დადუსაც რომ ისევ ის ნირვანას მაისური ეცვა, ესეც ბედის ირონია იყო..
მათი ამდენი საერთო გეგმები დათუნამ რომ მარტომ აასრულა,
ამაზე მეც გული დამწყდა და,
ეს დადუმაც იგრძნო..
ისიც ნაწყენი იყო..
თან იმდენად ნაწყენი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს უმალავდა და,
არც კი აპირებდა საერთოდ თქმას, რომ ვუყურებდი..
ვეღარ ვუპასუხე რაღაცნაირად ის საღამო..
საერთოდ, რომ დავიწყებდი ხოლმე ამ თემაზე საუვარს, დადუ ისეთს მეტყოდა ხოლმე , მთელი ეს ჩემი ფიქრები უფერულდებოდა და მხოლოდ ის რჩებოდა, მართალი და სუფთა..
ამაზე ფიქრდში გავათენე და,
რომ გაიცრიცა ღამე როფორც იქნა,
გიოს დარეკვამდე ვიყავი უკვე მზად..
სადარბაზოსთან ველოდით,
როდის მოვიდოდა და,
თან დადუს იმ გაყინულ თითებს ვუთბობდი, სულ რომ ესაყვედურებოდა დათუნა, თბილად ჩაიცვიო..
მე კისერზე გიოს კაშნე მეკეთა და ისე მათბობდა და თან მათრობდა ის ტობაკოს შემორჩენილი არომატი,
დილიდან თავბრუსხვევა ამყვა..
ხანდახან რომ დავფიქრდებოდი ხოლმე,
შებყრობიივით მომაწვებოდა იმდენად დიდი მონატრება,
იმავე წამს რომარ დამერეკა და მისი ხმა არ გამეგო,გონებას ვკარგავდი..
გიომ რომ ამაში გამომიჭირა,
მისებურად გაეღიმა და,
ჭინკები გადმოუხტა ლამის თვალებიდან, ისე აუცეკვდა მასში ვარსკვლავები.
-ხვდები, რა მაქვს გავლილი წლები?!-ალმაცერას გადმომხედა და,
ლოყაზე ძლიერად მაკოცა.
-მიტო არ გხსნიდით ყოველ კვირა საღამოს ხიდის მოაჯირიდან?! -მე გამოვაჯავრე ძალით , მაგრამ, თან ისე მესიამოვნა, ეს ძლიერი განცდები მხოლოდ ჩემი მხრიდან რომარ იყო, ღიმილი ვერ დავმალე.
გიო იყო თვითონ ისეთი,
უყვარდა ყველა ამ აღტაცების გამოვლენა და,
მაქსიმუმს დებდა, რომ დამენახა და მეგრძნო მთლიანად, რამდენად იყო შებყრობილი გრძნობით..
ახლაც,
მანქანა რომ ფეხებთან მიგვიყენა,
არც დამაცადა დაჯდომა,
გადმოვიდა და ისე ჩამეხუტა,
ისე ჩამიკრა და თბილ კისერში,
გაყინული სახით ისე ჩამიძვრა,
თითქოს ბოლოს რამოდენიმე საათით ადრე არ მენახოს..
გამაჟრიალა.
თან სიცივით და თან იმ უცხო განცდით,
სამყაროს რომ მერჩივნა..
დადუ უკვე იჯდა და ფოტო რომ გადაგვიღო,
მერე მივხვდი რომ ჩავჯექი და ჩამიგდო ეგრევე..
ლამაზი სურათი იყო..
კიარადა,
თბილი…
სახით მხოლოდ მე ვჩანდი და,
თვალდახუჭულსაც კი იმდენად განცდებით სავსე მქონდა ყველა ნაკვთი,
გული მომეწურა.
გიოს ხელში ვყავდი აწეული და ფეხებს ვერც კი ვახებდი მიწას..
უყვარდა,როცა გულზე მაღლა,
კისერზე მოვეხვეოდი ხოლმე და,
არტერიასთან დავუტოვებდი იმ კოცნას, მერე მთელი დღე მარტო იმაზე რომ იფიქრებდა..
აცრემლებულმა დავაყენე ფონად ჩვენი ფოტო და დადუს თვალებით გადავუხადე უზარმაზარი მადლობა იმ წუთის უკვდავყოფისთვის,
გიო რომ სულის სულთან თანახვედრას ეძახდა..
ბოლოს მოსულს ვარდისფერი ქუდი რომ დაეფარა თავზე,
ეს მერე დავინახე,
მანქანიდან რომ ჩამოვედით და რადიოლოგიისკწნ დავიძარით.
გამეცინა, როგორ ყველა ვიყავით დარწმუნებული რომ გოგო იყო და როგორ გვიხაროდა..
ექიმი უკვე მიჩვეულიყო ჩვენს საერთო ვიზიტებს და აღარც მორიგი გაკვირვებია..
ჯაჭვურად გადაჭდობილი ხელები იმდენად ძლიერი იყო იმ წამებში,
მეგონა ქუდზე კაცი ვერ გაწყვეტდა.
ასეც იყო.
მთებს დავძრავდი , ოღონდ არაფერს გაეწყვიტა ჩვენი ერთობა..
სტანდარტული კვლევების შემდეგ ფოტოები რომ ამოგვიბეჭდა და გოგოაო გვამცნო,
ვერცერთი აქამდე ნაგროვები ცრემლი ვეღარ შევიკავე..
გიოს გულზე ისე ავტირდი,
თითქოს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის მომსწრე არ ვყოფილიყავი იმ წამებში..
მხოლოდ დადუს ეღიმებოდა დს არცეერთი ცრემლი არ დასცდენია..
მან თქვა და ასეც იყო..
იცოდა..
დიდხანს ვერ მოვშორდი დადუს თბილ გულს..
ხომ იცოდა,მაგრამ,თავადაც ისეთი აღტაცებული იყო,
გიოს “ავღნიშნოთ”-ზეც კი არ ჰქონია უარყოფითი განწყობა, მიუხედავად იმისა, ბოლო თვის განმავლობაში მეორედ იყო რომ გამოვიდა გარეთ..
მშვიდ გარემოში წაგვიყვანა გიომ.
მხოლოდ წყნარი მუსიკა ტრიალებდა და შუადღის გარდამტეხი შუქი შემოდიოდა ძველებურ შუშაბანდებში..
ჩემს გვერდით მომჯდარმა მომენტალურად რომ მიმაჩოჩა სკამით მისკენ და მიმიხუტა,
მე უჩვეულო უხერხულობა ვიგრძენი და ოდნავ დავიწიე..
გაეცინა დადუს.
მას ხომ ვერასდროს გამორჩებოდა ვერცერთი დეტალი.
-ის რომ მე ვარ მარტო, სულ არ ნიშნავს თათუ, შენი ბედნიერება არ გამიხარდეს..-ცხელი ჩაი ფრთხილად მოსვა და ამომხედა.
გულწრფელი ჰქონდა თვალები და გამგები მზერა..
-დათუნა თუ გავუშვი, არც ეს ნიშნავს იმას, კაცთმოძულე გავხდი.-ეცინება და ჩემს დაძაბულ მზერაზე უფრო მხიარულდება..
გიოს ხელი ჩემი წელისთვის შემოეხვია და კანზე ისე ათამაშებდა ხელის თითებს,
კონცეტრირებას გაჭირვებით ვახერხებდი.
ეთამაშებოდა ჩემს გრძნობებს და,
ალბათ იმასაც ცდილობდა, ავეღელვებინე..
მაგიდის ქვეშ ფეხზე მწარედ რომ დავაჭირე ქუსლი,
ისე გაეცინა,
დადუმ კუარა, ირგვლივ ყველამ ჩვენ გამოგვხედა..
მიხვდა “დანაშაულს” და გამეცალა, ამოსუნთქვის საშუალება მომცა.
თუმცა, დავრჩით თუარა მარტო,
წამსვე მიმიხუტა და,
მაინც მომალღო..
მაინც მისი სითბოსკენ მიმიზიდა..
მრავალჯერ გაბზარულ სულს ეს სიახლოვე ისე ედებოდა ყოველჯერზე , ყვრლა იარას მიმთელებდა..
რომ დავაკვირდი ერთხელ,
ხომ ყველა რაღაცნაირად ვედექით ერთმანეთს ,
ხომ დათუნაც ისე ამარიდებდა ყოველ გამოსროლილ ტყვიას, როგორც დადუ,
მაგრამ,
გიოს რომ შეეძლო ჩემი გამრთელება, ისე არავის..
ეს გრძნობა იყო თუ ის ძალა, თვითონ რომ ასხივებდა , არ ვიცი, მაგრამ,
სამყაროს წონა კი იყო ის სიმშვიდე,რაც მას მოჰქონდა..
მე ალბათ ვერასდროს დავთმობდი ამ სიმშვიდეს,
ვფიქრობდი იმ წამსაც, რომ მართლაც მარადიული იქნებოდა ყველა დეტალი,
მაგრამ,
ერთდროულად დატრიალებულმა რამოდენიმე მოვლენამ უცებ ისე არია ყველაფერი,
ზუსტად მომხდარიდან, ხუთი წუთის თავს რომ მოვიხედე და შორიდან დავაკვირდი ჩვენს ადგილს,
იქ ბედნიერი სამი ადამიანის ნაცვლად,
დამსხვრეული სულებიღა იყო..
არ ვიცი, ბედმა თუ, უბედომამ დაამთხვია ერთმანეთს დათუნას ზარი და დადუს მაგიდასთან იმწამის მოსვლა, გაბადრული სსხით.
ვერც გაფრთხილება მოვასწარი,
გიოს აღებულიც კიარ ჰქონდა წესიერად და საერთოდ,
ნეტავ სულ არ მოვსულიყავით აქ და,
არ მომხდარიყო ასე..
ამის მერე, დიდხანს ვფიქრობდი დათუნასთვის რა იყო იმაზე მტკივნეული, ვიდრე სამი მისთვის მნიშვნელივანი ადამიანისგან ამხელა იმედგაცრუების მიღება..
-თათუ, ნახე აქ როგორ ჰგავს დათუნას ციცქნა?!-ზუსტად ეკრანის წინ ჩამოაფარა ექოსკოპიის პატარა სურათი დადუმ და,
ის სიტყვებიც ზედმიწევნით მოისმინა დათუნამ,
იმ წამიდან მთელი მისი სამყარო რომ ამოატრიალა..
გაყინულმა ავხედეთ დადუს და,
მანაც იმწამსვე დაკარგა ფერი,
როგორც კი დათუნას გმინვა გაიგონა ტელეფონიდან..
გიოს ხელი გაშეშებოდა,
წელზე და,
მობილურზე..
მე თუ რამ არსებობდა წმინდა, ღმერთს მხოლოდ იმას შევთხოვდი, დადუს არ ენერვიულა ისე, საფრთხე შექმნოდა..
ის კი, დათუნას სამყატოს რომ ატარებდა სხეულით, საერთოდ აღარ ჰგავდა ადამიანს..
მერე, უბრალოდ,
სანამ დათუნა გონს მოეგებოდა, გიო გავიდა და,
ვინტაჟური შუშაბანდიდან ვუყურებდით მხოლოდ მის ნერვულ სიარულს,
წინ და, უკან..
ხმის ამოღების ძალა აღარ გვქონდა..
დადუს მხოლოდ თავი ჩაექინდა და,
რომ ამოილაპარაკა, მერე მივხვდი, აქამდე რომ არასდროს დაფიქრებულა, დათუნას როგორი რეაგირება ექნებოდა დამალულზე..
-არასდროს მაპატიებს თათუ..-ისე ამოიტირა,
გული მომიკვდა.
მის გვერდით გადავჯექი და ისე ჩავეხუტე,
მთელი ჩემი დარჩენილი ძალა მას მივეცი, ოღონდ არ გამტყდარიყო..
ოღონდ კარგად ყოფიკიყო და იმაზე არ ედარდა, რასაც უკვე საერთოდ აღარაფერი ეშველებოდა..
ვუყურებდი გიოსაც,
ხელებს ჯიბეებში რომ ვერ აჩერებდა და ჩაუქრობლად ეწეოდა მეოთხე ღერს..
მანქანასთან ჩამჯდარიყო და,
აღარც სიარული აღარ შეეძლო,
მივხვდი,
ძირსვე რომ დაჯდა..
მაგრამ,
არცერთი წამით არ ჰქონდა არცერთი ნაკვთი სახეზე გამღვალი..
რომ დავაკვირდი, გიოს სახეზე ასეთი სიმტკიცე ჯერ არც მინახავს და, მივხვდი,
რამდენად რთული დიალოგი უწევდა დათუნასთან და,
რამდენს წირავდა დადუსთვის..
ის კი,
მთლიანად მისველებდა გულისპირს ცრემლებით..
საერთოდ ვეღარ აკონტროლებდა ემოციებს..
-დადუ, გთხოვ..-სახიდან ის ცრემლები შევუშრე,
მხოლოდ ახლა რომ ჰქვიოდა სინანულის და, რამოდენიმე წუთში, ვიცოდი, აღარ ინანებდა არ თქმას..
ჩვენც ხომ ადამიანები ვიყავით და გვქონდა უფლება,ერთი წამით მაინც შეგვეტანა ეჭვი ჩვენს ნაბიჯებში?!
დადუს მხოლოდ ის წუთები სჭირდებოდა , არავის გაეკიცხა და არ ეთქვა, სხვას რას ელოდიო..
არც კი არსებობდა ამწამს ვინმე, ვონც მისკენ გაიშვერდა თითს და თუ ეს ასეც იქნებოდა,
მე დავუდგებოდი ფარად და ყველა ლაფს ავაშორებდი..
და პირველ რიგში ეს თუ დათუნასგან იქნებოდა..
დავამშვოდე დადუ,
იმ დონემდე მაინც,
გული აღარ ამოსკდომოდა..
უკვე თავს უკეთ გრძნობდა და ის სიძლიერეც დაბრუნებოდა, რამაც აქამდე მოიყვანა..
გავუღიმე..
მეც ბევრი ძალა მჭირდებოდა ამხელა გულწრფელობისთვის, დადუს რომ კმაროდა..
-ჩვენ შენთან ვართ..-გულიდან ამოვიღე და ბოლო პაზლის ნაწილად მოვარგე მის სისუსტეს.
რომ დავრწმუნდი კარგად იყო და,
გიოს მივაქციე ყურადღება,
უკვე გაეთიშა და,
ელოდა, როდის ჩაწვავდა თამბაქოს..
მინიდანაც დაიჭირა ჩემი ჩუმი მზერა და,
მკრთალად გამიღიმა,მაგრამ,ისე ცივი ჰქონდა სახე,
მაინც შემამცივნა.
ცივი ჰქონდა ყოველი ნაბიჯიც და ტანის ყოველი რხევაც..
არ ჰქონდა მარტივი დიალოგი გამოვლილი.
მხოლოდ ხუთი წუთით შემოვიდა,
ანგარიში გაასწორა და გადმომხედა..
ზუსტად გავიგე რას მთხოვდა მისი თვალები და, ფეხდაფეხ მივყევით მანქანამდე..
ისე ჩაჯდა,
ისე მივედით დადუს სახლამდე და,
ავედით,
არცერთ არ ამოგვიღია ხმა..
დადუ საძინებელში შევიყვანე, აღარ ჰქონდა ძალა და, მეშინოდა კიდეც, ამდენი ღელვისგან ისევ რამე არ გამოგვეწვია..
იქამდე ვერ დავტოვე,
სანამ სრულად არ ჩამშვიდდა და,
დაღლილს არ ჩაეძინა..
ოთახიდან რომ გამოვედი,
სახლი ცარიელი იყო,თუმცა,
იმდენად ინტენსიურად იგრძნობოდა ტობაკოს არომატი,
მარტივად მივაგენი აივანზე გასულს.
უკვე ბინდი გადაჰკროდა ცას და,
ისევ იმ ნოემბრისეულ წვიმას აპირებდა , ისე ჩამუქებულიყო..
ავიბუზე,
შემცივდა და,
წამიც არ დასჭირვებია გიოს, მკლავები გაეშალა და იმ გულზე ავეკარი,
ყველაზე თბილად რომ ძგერდა..
ეწეოდა და ჰაერში ფანტავდა მის მღელვარებას..
თავი რომ ამაწევინა და,
ავხედე,
მისი თვალებიც აღარ ელავდა ათასფრად,
ისიც ჩამუქებულიყო..
-რამე გზას ხედავ გიო?!-მშველელივით ავხედე,
ისე მინდოდა რამე ეთქვა და იმედი მოეცა სიმშვიდის..
თავი გააქნია,
ვერ მითხრა,
სხვა არცერთი გზა რომ აღარ იყო..
გული მომეწურა..
-უსაშველოდ ეტკინა თათო დათუნას და მე არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, მას რომ გაუმრთელდეს გული..-ხომ რამდენად ედგა მხარში დადუს, მაგრამ, დათუნას რომ ეტკინა,და უფრო მეტად-გიომ ატკინა უთქმელობით, ამაზე ჯავრობდა ყველაზე მეტს..
ამიტომ ვერაფერი უთხრა დადუს, მე ხომ ვიცი..
თორემ როგორ ვერ იპოვიდა რამეს სათქმელს..
უბრალოდ, ადამიანურად,
ხანდახან და თან,
ამწამს ჩემზე მეტადაც,
გიოს დათუნა ეცოდებოდა ამხელა ჯავრისთვის..
დადუს ისედაც ყველა ვყავდით.
ის სიძულვილი, უცებ ჩემივე გაორებული თავის მიმართ რომ ჩამეღვარა, ყელში ამომაწვა და,
ისე ამოვიტირე,
ისე მთელი გულით,
ვეღარ გავჩერდი..
ვყავდი გიოს უსასრულოდ მიკრული გულზე და უსასრულოდ იტანდა იმ ცრემლებს, ასე რომ არ შეეძლო გაეტანა..
-სხვა რა გზაა თათო, ესეც უნდა გადავლახოთ ისე,
რომ არცერთს არ ეტკინოს ამაზე მეტად და,
თუ ღმერთმა აქ მაინც გაურია ხელი,
იქნებ ისე დასრულდეს,
ეს წუთიერი ნერვიულობებიც მერე სასაცილოდ მოგვეჩვენოს,ა?!-ის სიმშვიდის სიტყვები მაინც მოიძია გულში..
და მივხვდი, მარტო მე კიარა, გიოსაც სჭირდებოდა ..
ავხედე.
თვალები ცარიელი ჰქონდა და,
ვერ მოვერიე ამ უფერულობას.
მხოლოდ წამიერად ვეამბორე და,
ავუციალე მზერაში ის ჩემი მრავალფერი ცისარტყელა..
-უთხარი რომ გოგოა?!-გაყინულ სახეზე თბილი თითები ჩამოვატარე და, კანი რომ დაემუხტა, მივხვდი, უსაშველოდ ესიამოვნა..
წამოზრდილ თმებში შევუცურე ამჯერად თითები..
უკვე ისე ჰქონდა მოზრდილი და ისე უხდებოდა,
ისე მომწონდა და მიზიდავდა,
გამუდმებით ხელები მისკენ მიიწევდა..
ხელისგულებზე მაკოცა გიომ..
მე გადმომილოცა მისი მუხტები..
-რომ ჩამოვა, დადუ ეტყვის თათო თვითონ, მე მართლა რკინის ხოარ ვარ, ყველაფერი გავიტანო არა?!-ეცინება, მაგრამ, მეც ხომ ზუსტად ვიცი, მიტო არუთხრა,
დადუს რომ გაემხილა და,
ის სიხარული შეეგრძნოთ,
ერთად,
სულ პირველიც რომ მათი უნდა ყოფილიყო..
გული მომეწურა..
მის ყოველ გათვლილ ნაბიჯზეც და,
მის ჩამოსვლაზეც..
გავტრიალდი,
სახლში მინდოდა შესვლა..
-დათუნა როდის ჩამოვა კი გიო?! იქნებ, უკვე დაბადებულიც იყოს და..-ვეღარ დავასრულე,
ყელში მომაწვა უდიდესი ბურთი..
შევდიოდი,
მაგრამ,
გიოს სიტყვებმა იმ დღეს მეორედ გამაშეშა..
-ხუთ საათში დაფრინდება დათუნა თათო და, გთხოვ, დადუს უთხარი..
მე მართლა აღარ შემიძლია..
-ყველაზე მოღლილი ხმით დამიმძიმა ისედაც უსასრულოდ დატვირთული გული და,
წავიდა..
აივანზე ვიყავი ისევ,
გაყინული,
მანქანა რომ გაიყვანა ეზოდან და მივხვდი,
აეროპორტისკენ წავიდა..
მას ყველაზე მეტად ეჩქარებოდა მისი ნახვა..
მე კიდევ,
ამ უკიდეგანო სიხარულის იქით, უდიდესი დავალება მქონდა მხრებზე,
მაგრამ,
აღარ ვიცოდი,
როგორ ავიტანდი ამას აივნიდან-დადუს საძინებლამდე..
დათუნა ჩამოდიოდა..
სული მთლიანად მომეწურა და,
ეგოიატურად ამაზე მეტად, ალბათ,
არაფერი გამხარებია დიდი ხანია..
___

ჩამოვიდა და ამას მხოლოდ იმით მივხვდი, როგორც იქნა, თავისუფლად რომ ამოვისუნთქე..
გამეხსნა სული და,
მის მოლოდინში შემოვათენე თეთრად ღამე..
ის ძალა დამიბრუნდა სხეულში,მის წასვლას რომ გაჰყვა ბილიკად და,
ის იმედი შემომიძვრა სულში,
მთლიანად გაფანტული რომ იყო,
კილომეტრების იქით..
ვკანკალებდი და თან, ორი დიდი ემოციით.
დაუტეველი სიხარულით და გაურკვევლობის იმ დიდი ყულფით, ყელში რომ მიჭერდა.
დადუ ვერ გავაღვიძე,
ვერ გავბედე.
იმდენად მილეული იყო ძალისგან,
კიდევ ვერ დავუმატე საჯავრო და,
მის ყურებაში გამოვცრიცე ღამეს სიშავე..
გამთენიის სინაცრისფერ თან იმ ღრუბლების შედეგი მოჰყვა,
მთელი დღე რომ თავზე დაგვფენოდა.
გაწვიმდა და თან ისე თავგამოდებით,
თითქოს სხვა უფრო მეტი გადასატანი არ გვქონოდა..
გიომ რომ მომწერა,
ექვსი იწყებდა შემოსვლას..
-“ჩამოვიდა”-ო მხოლოდ ერთ სიტყვად გამიაგზავნა და,
გული საგულედან საბოლოოდ ამომივარდა..
-“როგორაა”-ყველაზე უფრო ეს მაინტერესებდა..
_”გინახავს თათო ერთ ღამეში დაბერებული ადამიანი?!”
თუ სადმე შეიძლებოდა ერთი წინადადებას ადამიანი მოეკლა,
ამწამს, ზუსტად ეს იყო ის ცხელი ტყვია,
შუა გულში დიდი ჭრილობა რომ დამიტოვა..
სული რომ მომეთქვა, აივანზე გავედი და,
წუთები რომ გავიდა,
დადუს იქ ყოფნაც ვიგრძენი..
მხრებზე პლედი შემომაფარა და,
ჩემს გვერდით დადგა..
შემოთენებულ ჰაერს უშვებდა ფილტვებში ღრმად და,
თან, ის ხელი უკანკალებდა, მოაჯირზე რომ მოეჭირა ძლიერად..
-დადუ,დათუნა-დავაპირე თქმა, თუმცა,
შემაჩერა..
-ვიცი,თათუ,ჩამოვიდა..
გულის ძლიერმა ფეთქვამ გამაღვიძა..
მხოლოდ დათუნას შეუძლია ჩემი მთლიანად მოშლა და,
გულის საგულედან ამოვარდნა..
-მკრთალად გამიღიმა და,
ისიც მანამ გასცქეროდა დანისნულ ქუჩას,
სანამ მანქანის ფარებმა არ შემოანათა..
მაგრამ,
არც ერთი არ დაძრულა ,
არც ერთი გადმოსულა..
ეს ხომ მტკიოდა,
და ამაზე მეტად,
დადუ რომ ზუსტად იმას განიცდიდა,
ზუსტად იმას გადიოდა,
ზუსტად იმას იხვევდა გულში, რასაც ჩვენ ყველა ერთად,
ეს უფრო მეტს კლავდა სულში..
ჩემი რა მოსატანი იყო,
მას ორად მეტით ეყოფოდა მთელი მისი ყოფიერება და,
ის, რასაც ჯერ მეც კი ვერ ვხედავდი.
დადუს სხეულმაც ზუსტად ისე გააცნობიერა დათუნას იმ ჰარრით სუნთქვა, რითიც ჩვენ ვსუნთქავდით და ეს სიტყვაზე მეტს ყვებოდა.
და ზუსტად ამის იქით ვერ დამაჯერებდა ვერცერთი ფრაზა და ცხელ გულზე ნათქვამი” არა” ვერაფერს..
თუ სახმე ღმერთი სამართალს დაეძებდა,
ჯერ მათი უსამართლობისთვის უნდა დახარჯულიყო..
მათთვის უნდა მოეკრიბა ყველა სიკეთე და,
ის გადაეფარა,რაც გაატარა..
მე რომ ვეღარ ვითმენდი დათუნას უნახაობას,
ამას არეული ფიქრებიც მოწმობდა და,
ის შეწყვეტილი სუნთქვაც,
ასე რომ ხმაურობდა წყნარ ქუჩაში..
დადუც კი მომეჭიდა მხრებზე და მიბიძგა სახლისკენ,
მაგრამ,
ვერა..
ვერ დავტოვე და ,
მივხვდი,
ხელი რომ ძლიერად ჩამჭიდა,
ამ არმიტივებუსთვის რამხელათი იყო მადლობელი..
არ ვიცი რა ისაუბრეს,
საერთოდ,
გიოს და დათუნასი იმდენად სხვა იყო,
იმდენად გამოუცნობი,
აღარ დავხარჯულვარ ფიქრით,
მხოლოდ იმ წამს ველოდი,
როდის ექნებოდა იმდენი მხნეობა ორს,
ერთად შეეკრიბათ და,
გადმოსულიყვნენ..
მხოლოდ იმას ვხვდებოდი,
რამდენად უჯდებოდათ,
რომ მხოლოდ იქ დგომა შეეძლოთ..
-არ შემიძლია ამის ყურება თათუ..-დამატებით რამდენიმე წუთი რომ გავიდა,
ოთახში შევიდა დადუ..
ფეხდაფეხ მივყევი და ისიც დავინახე,
როგორ მიიღო დამამშვიდებელი..
რაც შემეძლო,
იმ ძალით გავუღიმე..
ის მივეცი,რაც კი დამრჩენოდა ,
მაგრამ,
როგორც კი კარის ხმა გავიგეთ,
მომენტალურად დაეკარგა დადუს სახეზე ფერი და,
გამჭვირვალე გახდა.
გაქრა..
მთლიანად ჰაერმა შთანთქა..
ხმას ნაბიჯებიც მოყვა, მრავალი და,
ვიბრაციებს,
ორი სხეული..
დივანზე იჯდა დადუ და,
სამზარეულოს კარის ჩარჩოში გავხევებულიყავი მე..
ვერ დავიძარი
და ვერც დათუნა გავამტყუნე,
ირგვლივ რომ საერთოდ ვეღარაფერი დაინახა,
მის გარდა..
სუნთქვა შევწყვიტე და,
მეორედ შევნიშნე როგორ გაწყვიტა არსებობა სამყარომ,
მხოლოდ მათთვის..
მათი სულისთვის..
საერთოდ სხვა იყო დათუნა,
დადუს წინ რომ იდგა და,
არცერთი ნაკვთი აღარ უგავდა ჩემი ძმისას.
მე შორიდანაც მომეჩვენა,
დასათვლელი სივერცხლისგან ისე გადასულიყო უთვალავზე,
თითქოს წლებს შეეჭამა მისი წლები..
უკანკალებდა კიდურები და ის ძლიერი მხრები,
მთელი ქვეყნის ტკივილსაც რომ აზიდავდა,
უსიტყვოდ.
მოტეხილიყო,
მოშვებულიყო,
მაგრამ,
მაინც იმდენად მტკიცე იყო მისი ყოველი ნაბიჯი,
ყოვლივით იყინებოდა ყოველ კუთხეში..
თეატრალურ წარმოდგენას დაემგვანა წინ გადაშლილი სურათი..
სხეულში რომ ტალღებად წამოვიდა წარმოუდგენელი განცდა,
მეუცხოვა,
მაგრამ,
გიო რომ დავლანდე ჩემს გვერდით,
ხელჩაჭიდებული,
ყველაფერს ახსნაც მოეძებნა..
-ასე მგონია მოვკვდები, გიო..-ჩურჩულზე დაბალი იყო ხმა, მხოლოდ მისკენ მიმართული..
თითებზე მკრთალად მეამბორა და,
ხელის გუზე მომაკრო ცივი ტუჩები..
მეუცხოვა,მომერიდა,
მაგრამ,
მჭირდებოდა..
-ნუ გეშინია,დათუნაა..-მითხრა და,
დალაგდა წამიერად ქაოსიც.
თითქოს ყველა კითხვაზე ყოფილიყო პასუხი და,
ისიც ერთი.
“დათუნაა”.
და გიო ცამდე მართალი იყო..
-დათი.-დადუმ დაარღვია მთელი საათის სიჩუმე და,
გაალღო დაძაბულობა..
დათუნას კანზე გავლილი ყველა ელვა ჩემს კანზე ვიგრძენი, იმდენად თვალსაჩინო იყო..
არ გაეპასუხა.
არც დაძრულა.
მხოლოდ მას უყურებდა და,
ისიც მხოლოდ იმ ციცქნას,
დადუს რომ გალავნის ქვეშ მოემწყვდია.
მე საბოლოოდ დავიშალე,
ორად ორი ნაბიჯი რომ გადადგა დათუნამ და,
დადუსთან დადგა..
ვერ ახედა,
ისე დაიჩოქა და გალავანი შემოხსნა მის შვილს..
დადუ აღარ იყო იქ და არც დანარჩენი ორი..
ოთახში მხოლოდ ორი სხივი იდგა.
მარადისობიდან გამოწყვეტილი და,
აკაშკაშებდა სამყაროს..
დათუნა და მისი შვილი..
ფრთხილად შემოაწყო ციცქნა მუცელს ხელები..
კანიდან-კანზე იგრძნო ის სასწაული,
დადუ რომ ატარებდა..
პირველად ვნახე იმ დღესაც დათუნას უღმერთოდ წმინდა ცრემლები და,
ყველაზე მტკივნეული ხმა,
ყველა ჭრილობა რომ მოძებნა და,
ცეცხლად მოედო სხეულებს..
-90 დღე მომპარე და ხმას არ ვიღებ..-არ აუხედავს და,
ეს უფრო იყო მტკივნეული დადუსთვის, ვიდრე სიტყვები..
მე ხომ ვიცოდი ჩემი ძმა,
არცერთხელ არ გაუკეთებია ეს გამიზნულად..
თავისი გადადგმული ნაბიჯები არ აძლევდა ჯერ იმის საშუალებას, თვალი გაესწორებინა..
-ჩემს და, შენს სიმართლეშიც ღირსი ვყოფილვარ და მომიზღო განგებამ.-მწარედ ჩაეღიმა და,
ფრთხილად მოეფერა ყველა მილიმეტს,მისი შვილისას..
-რაც იყო და არა, ისიც ვიტვირთე და გავიტან სიცოცხლის ბოლომდე,მეყოფა მაგის კაცობა.-თავი ჩახარა და გააქნია იმ ფიქრების გასაფანტან, ალბათ რომ მოაწვა.
არ ვიცი,
გიოს ძლიერი ხელები რომ არა,
მე იქ როვორ ვიდგებოდი..
დადუს ქუდზე კაცის სიმხნევე ჩასხმოდა ძარღვებში და იმასაც ვამჩნევდი, რამდენად ცდილობდა,
ეს დატყობოდა.
იქნებ, მისი სიმართლის საჩვენებლად მოემართა ასე კისერი,
მაგრამ,
ვერც იმას გაურბოდა,
როგორ სწორად მოდიოდა დათუნას სიტყვები და,
რამდენად ზუსტად ის იყო,
რაც მას სჭირდებოდა.
რის გამოც დამალა და ალბათ,
ბოლომდე შეინახავდა,
რომარა, ბედისწერა და,
სადღაც,
უფლის სამართალიც.
-არც ბოდიშის მოხდა მეთაკილება,
დრო რომ მოგეცა იმ დღეს, იქნებ,
გასვლამდეც მომესწრო “ბოდიში” და,
შენი არ თქმული “ არ წახვიდე”ც იქნებ შველოდა,
ჩემს “წავიდე?!”-ს..
-ბევრ გაუგებარს ხსნიდა დათუნა იმ წამებში და,
გული მეტკინა ეგოისტურად,
დადუზე რომ ყოფილა დათუნას წასვლა და,
მის “არ წახვიდე” ზე რომ გასულა ჩვენი ყველას შემდეგი ცხოვრება..
გიომ იგრძნო ეს ცვლილება ჩემში და ძლიერად მიმიკრო მხარით, გულზე.
გამამაგრა..
არ დამინახავს,
მაგრამ,
დადუს ის წამიერი მზერა მაინც იგრძნო კანმა,
რომ გადმომხედა და,
მე მითხრა ის “ბოდიში”,
დათუნასგან რომ ელოდა..
-ღირსების საკითხი იყო, დათი..-მტკიცედ უპასუხა მხოლოდ ამაზე და,
ჩაეცინა დათუნასაც,მის “დათი”ზე..
-ღირსება მეც მაქვს დადუ-პირველად ახედა და პირველად დაუძახა ამდენი ხნის შემდეგ და,
აქ ჩამოინგრა მთელი ის ნაშენი გამძლეობა..
ორივე დაინგრა ჩემს თვალწინ და,
სულ ნაწილებად დაშალეს სული..
იმ წამს მივხვდი,
რას გულისხმობდა გიო
50-50 ზე სიმართლესდა,
დათუნას წილ ამბავვზე..
ალბათ აპირებდა ორივე, ღრმად გაჰყოლოდა დეტალევს,
ნაგრამ,
დათუნა მაინც იმას დაუბრუნდა, იმ საწყისს,
რამაც კილომეტრები გამოატარა.
-ჩვენ იქ დავაშავეთ, სადაც ერთმანეთს ბოლომდე არ მოვუსმინეთ და, იყოს ეს გაკვეთილად..
-ისევ მოაცილა მზერა და,
მის შვილს დაუბრუნდა..
-დედა ხარ უკვე და-ხმა ისე ჩაუწყდა ამის წარმოთქმაზე,გავიყინე,
თითქოს მხოლოდ ახლა გავიაზრეთ მასთან ერთად ყველამ..
ვეღარ აგრძელებდა დათუნა ვეღარცერთ სიტყვას და,
ვერ პოულობდა ვერც იმ მხნეობას, ბოლომდე ეთქვა..
დადუს რომ გავხედე,მასაც მეტი აღარ შეეძლო..
სიტყვებზე მეტად,
დათუნას იმ თითების მოძრაობები კლავდა,
მარტო მის შვილს რომ ეძღვნებოდა უკვე და,
მას -აღარ.
წამოდგა დათუნა.
სანამ მოშორდებოდა დადუს,
მის შვილს ის კოცნა დაუტოვა,
ახლა ორივეს რომ უსაშველოდ სჭირდებოდათ,
მაგრამ,
რომ ვერ გადადიოდნენ ვერცერთ ზღვარს და, მეორეჯერ და, ბოლოს ჩახედა თვალებში.
-როგორც დედამ,მომეცი საშუალება ვიყო მამა..
აქ დათუნა და დადუ აღარააა.
არც შენი ღირსება და არც ჩემი პრინციპები.
ეს არც თხოვნაა და მითუმეტეს,მოთხოვდა..
მარტო ერთს გეუბნები და,
ამით ვამთავრებ!
მომეცი საშუალება,ვიყო მამა!
დანარჩენის გასარკვევად მთელი ცზოვრება იქნება წინ,
მაგრამ,
ახლა,
ეს ექვსი თვე,
მე მისი მამა ვარ,
შენ დედა და,
მერე ვიქნებით დადუ და დათუნა..
-ასრულებს და,
ჩემკენ მოდის..
მოდის და მიღიმის ისე,
თითქოს წუთის წინ არ დაესვა იმდენად დიდი წერტილი ყველაფრისთვის,
თითქოს მძიმე არ არსებულიყო..
-თათი.-სახე ისე დაუთბა, გული მომეწურა, სანამ მოვიდა ჩემამდე..
მოვიდოდა ისიც მალე, მაგრამ,
მეც ვეღარ მოვითმინე და ისე გავიქეცი მისკენ,
თითქოს კილომეტრები გვაშორებდა..
ეს მენატრებოდა.
ეს სიმშვიდე და ეს დაცულობის განცდა, მის ჩახუტებას და,
ჩაცინებას რომ მოყვა..
-სულ აღარ ჩანხარ თათი,სულ აღარ ჭამ?-ისე მარტივად გადმოერთო ჩემზე,
თითქოს მე მქონოდა გამართული ბრძოლა ბედთან.
გამეცინა.
მთელი გულით და ,უდიდესი შვებით.
არ გამიშვა, არ ვეთმობოდი.
მეც მთელი მონატრებით ვეხუტებოდი.
-გიოს მე წავიყვან თათი ,სალაპარაკო მაქვსო და დადუს შენ მიმიხედე, კარგი?!-ყურში მხოლოდ ჩემს გასაგებად მითხრა და ძირს დამაბრუნა.
თავი დავუქნიე, მაგრამ,გული მაინც გამიჩერსა, გიოს მე წავიყვანზე.
ეს ზუსტად დაიჭირა და ისე აუციალდა თვალებში ეშმაკები,
საერთოდ ვეღარ გავუსწორე მზერა.
-ანდა,რაღაზე უნდა ისაუბროთ, ისედაც სულ არ ლაპარაკობთ?!-თითქოს არც მისკდებოდა ამწამს გული, ისე ჩავიქნიე ხელი.
გიო ოთახიდან უკვე გასულიყო და,
უფრო დამეტყო ნერვიულობა.
დათუნას ისევ ეცინებოდა და ისევ ეშმაკურად.
-იქნებ იმაზე, რაც მოვედით,გვერდიდან რომ არ მოგიცილა და,
შენც ხელი არ გაუშვი იქამდე,სანამ არ წავიდა?!
-წარბი ამიწია, მაგრამ,მოჩვენებითი სიბრაზით.
მე რომ ლოყებზე ცეცხლი წამეკიდა სირცხვილით,
ამაზე მოვკვდი და აღარ დავრჩი..
გაეცინა ისევ დათუნას.
ისევ ჩამიკრა გულში..
-მოვიდა გულამდე გიო თათი?!-მე ხომ ვიცი სულ რომ თავიდანვე ყველაფერი სცოდნოდა,მაინც რამდენას უჯდებოდა ეს სიტყვები..
გულზე მიხუტებულმა ავიფარე სახეზე ხელები,რომ არ დავენახე იმ უკიდეგანო სირცხვილით, იმ სიტყვებს რომ მოყვა მომენტალურად,რაც ვუთხარი.
-პირდაპირი გზით დათუნა,
ისე,რომ სხვა გზა არც კი მინახავს..
და,წავიდნენ.
ფანჯრიდან ვუყურებდით მე და დადუ ჩვეი ცზოვრების ორ უმთავრეს მამაკაცს და,
არცერთმა არ ვიცოდით, რა იყო წინ გასავლელი ისე,რომ ფეხი არ დაგვცდენოდა..
უბრალოდ, ის იყო, რომ ახლა ორივეს იმედი გვქონდა..
___

გამოიდარა.
დეკემბრის შეუფერებლად ისე გამოანათა ცხრათვალამ,
ორის მოლოდინში,
ჩვენ-სამმა,
შევიფუთეთ და, გარეთ გავედით..
აცხუნებდა მზე, მაგრამ,
იმდენად სუსტად, რომ ზამთრისეული სუსხი მაინც კანს გვიწვავდა და გვიწითლებდა..
სჭირდებოდა დადუს სუფთა ჰაერი და,
გარემოს შეცვლა სულ რამოდენიმე წუთით მაინც,
თორემ,
რაც გიო და დათუნა წავიდნენ,
აბსოლუტურ არეულობაში გავიყინეთ..
ჩემს ნერვულ ცახცახს კი არაფერმა უშველა..
არც დამღლელმა სეირნობამ,
არც სასიამოვნო კაფემ და ,
ცხელმა გლინტვეინმა,
საღამოს,
სახლში რომ მივედით და დივანზე ჩამოვჯექი,
უკონტროლო ცახცახისგან უკვე ყველა კუნთი მტკიოდა და მეტირებოდა.
ვერ ვიმორჩილებდი ემოციებს და ეს იმდენად მსტრესავდა,
განწყობა სულ წამიხდა და,
ამას რომ ზემოდან გიოს სიჩუმე დაემატა,
მთლიანად შეუმჩნეველი გავხდი.
დადუს ხომ მისიც ბევრი ჰქონდა სადარდო,
მაგრამ,
მე რომ ასე მიყურებდა,
თან ეცინებოდა და თან,
თანამიგრძნობდა..
-არარეალურს განიცდი თათუ, არ არსებობს მათში რამე სადაო და, მითუმეტეს
შენ!
იცი დათუნას გაანწყობა როგორია..
იცი გიოს გრძნობებიცდა,
როცა ორს მხოლოდ ერთი უნდა,
-შენი ბედნიერება, საერთოდ აღარაფერი იქნება ამის იქით დასალაგებელი .
-ჩემს გვერდით ჯდება და
ხელს მხვევს.
პირდაპირ გავყურებდით ორივე შემოსასვლელის რკინის კარს და,
გასაღების ხმა რომ გავიგეთ და მას,
თან გიო და დათუნა მოყვა,
დადუს არ გაკვირვებია,
მაგრამ,
მე არ ვიცოდი,
ისევ თუ ჰქონდა მისი სახლის გასაღები შენახული ჩემს ძმას..
შორიდანაც კი დავლანდე გიოს თვალებში ის ფერადი სხივი, ამქვეყნად რომ მასზე ძვირფასი არაფერი წარმომედგინა..
არ იგრძნობოდა არც ნაბიჯში,
არც ტორსში და არც
მათ სიცილში რაიმე დაძაბული და ამან ერთიანად ისე მომადუნა,
ისე მომიწურა გული,
რომ ვტიროდი,
ეს მერე გავიაზრე,
გიოს რომ ვყავდი ჩახუტებული და ამ ჩემს გადაჭარბებულ ემოციურობაზე გულიანად ეცინებოდა..
-თუ აქამდე არაფერი უთქვამს , ახლა შემომცხებს შენი ძმა, თათო, თუარ დამშვიდდები.-ყურში მხოლოდ ჩემს გასაგონად მეუბნება და იქვე მკოცნის..
მალულად ვაპარებ მისი კისრიდან მზერას დათუნას ეშმაკურად მოციმციმე სახეს და,
ისე ვშორდები,
ისეთი ფრთხილი ნაბიჯებით გიოს,
თითქოს წამების წინ მე არ გავრბოდი მისკენ თავქუდმოგლეჯილი,ცრემლების მდინარით.
კი მიქნევს საჩვენებელ თითს დათუნა, პატარა ბავშვივით, მაგრამ, თვალები ისე უციალებს, ეს მისი მოჩვენებითი სიბრაზე უფრო მამხიარულებს.
დადუც კი წამიერად გაბადრულია და ეს წუთი ისე მეძვირფასა,
ისეთი ძველებური და ჩვენეულია,
გული მიჩერდება.
თითქოს არაფერი შეცვლილა.
თითქოს არც დადუს ჰქონდა გულში სამყაროს წონა წყენა და,
არც დათუნა დაატარებდა მხრებით დიდ ბოდიშს და,
დიდ უარს.
არც გიოს არ ვუყვარდი და,
არც მე არ მიჩქარდებოდა გული ყოველ მის გამოხედვაზე.
თუმცა,
ალბათ, რრთადრრთი რაც არასდროს მომენატრებოდა ძველებური ცხოვრებიდან,
ეს სტანდარტული მზრუნველობა იყო გიოს მხრიდან და არა უზღვავი გრძნობით სავსე თვალები..
გამეეღიმა.
სამუდამოდ ჩავიბეჭდე ეს სურათი მეხსიერებაში..
იმ ძვირფას მოგონებათა დასტაში,
სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით,
ოთხნი და,
არა სხვა დანარჩენი მსოფლიო..
დათუნა ხვდება,რა დავიჭირე ცრემლიანი თვალებით და
მისკენ მიზიდავს,
ხელს მხვევს და გულზე მიკრავს.
-დაბრუნდება თათი ის დროც..-იმედიანად მეუბნება და,გული უფრო დიდი სევდით მევსება,
მასაც რომ ზუსტად ის უნდოდა, რაც მე..
არ გავჩერებულვართ დიდ ხანს..
საერთოდ, მთელი ამ თვეების ღამის თენებებს უკვე ისე ვყავდი მოწყვეტილი,
სარკეს ვარიდებდი თვალს,
იმდენად სხვა ვიყავი.
იმდენად დიდი სიშავეები ჰქონდა თვალებს ირგვლივ..
მათი უკომუნიკაციო დიალოგი კიდევ უფრო მეტ სევდას მიმატებდა და,
რომ გავდიოდით,
მაშინ რომ შეუტრიალდა მხოლოდ დათუნა,
მივხვდი დადუ როგორ ელოდებოდა მის სიტყვებს..
-არც ურთიერთობაში,
არც მანამდე და შემდეგ,
არაფერი მითხოვია შენთვის..-ხმა უსაშველოდ გაეყინა და,
ერთდროულად,დაუთბა.
თვალებიც კი დაუმუქდა..
არ მოუცილებია მზერა და ამ თვალებში ის სიტყვები ჩანდა ყველა დასტურად,რასაც პირი ამბობდა..
-დღეს შენს ექიმს შევხვდი..-დადუ გაფერმკრთალდა..
-ახდენილი ოცნებაა დადუ და, ამ პრინციპებს ვერ გადავაყოლებ ვერც შენს ჯანმრთელობას და,
ვერც მის სიცოცხლეს.-ხმა ისე უტყდება,
მგონია იატაკზეც კი ემსხვრევა ნაწილებად,მაგრამ, არ იმჩნევს..
-როგორღაც უნდა მოვახერხოთ,
მე და შენ ერთ სივრცეში ყოფნა და,
მასზე ზრუნვა.-თვალს არ აცილებს და ვხვდები, რისი თქმა სურს..
-გადმოდი ჩვენთან.
მხოლოდ ბავშვისთვის დადუ!-ეს ბოლოს მოყოლებული რომ სულ არ მოდიოდა გულიდან, ყველა მივხვდით, თვალი რომ აარიდა და საერთოდ დახარა..
-თუ რამე გაეჭვებს,
მე გადავალ სხვაგან,
ოღონდ ვინმესთან უნდა მეგულებოდე..
შენ რომ უცებ რამე დაგჭირდეს,
მე დროს დავკარგავ აქამდე მოსვლაში და.-ისევ დამეშალა დათუნა..
მისი სიტყვები მომთოვნი იყო, მაგტამ მათში ის დიდი თხოვნაც იგრძნობოდა, ასე რომ ეუბნებოდა.
მე ვიცოდი, და დათუნამაც ჩემზე უკეთ,
არ გადმოვიდოდა დადუ ჩვენთან.
პრინციპები ჰო და,
დადუს ღირსება იმაზე მაღლა ჰქონდა,
ვიდრე მისი უსაფრთხოდ ყოფნა.
მაგრამ,
არ არსებობდა მეორე დათუნაზე უფრო ჯიუტი,თუ გადაწყვეტილებას მიიღებდა და თან ეს,
სიცოცხლისთვის საჭირო იყო.
ამიტომ არ გაგვკვირვებია,
დადუმ თავი რომ გააქნია და ,
მისი უარით თან თითქოს დარცხვენილმა უკან დაიხია.
ჩაეცინა დათუნას.
თან ისეთი სარკაზმით,
გამაკანკალა.
გიოს მხოლოდ ერთი წამით გახედა და ,
ეს იმდენად საკმარისი იყო ის ამოეკითხა მისი სურვილი,
გასაღები ესროლა და ჰაერში მოხსნა დათუნამაც.
ვერ მივხვდით მე და ვერც დადუმ,
რატომ გავატდა ჩემი ძმა და რატომ არ გავყევით ჩვენ.
გიო რომ სახლში შემიძღვა, უფრო დაბნეულმა გავხედე დადუს.
მხოლოდ მხრები აიჩეჩა და კარი დახურა.
გიო ღიმილით დაჯდა დინავზე და მასთან მიხმო.
დადუ საძინებელში გადიოდა.
-ბოლოს თეატრში როდის იყავი თათო?!-თბილად მიმიხუტა და,
გამიღიმა.
თვალები საოცრად უელავდა და გული წამივიდა ლამის, ისე მომინდა ზუსტად იქ მეკოცნა,
სადაც ვარსკვლავი უბრწყინავდა.
-არც კი მახსოვს.-ისე ვუპასუხე , ვერც კითხვის შინაარს მივხვდი ზუსტად და არც მინდოდა ჩაღრმავება,
იმ ხელზე ფიქრობდა გონება,
წელზე რომ შემოეხვია და კანზე მეალერსებოდა.
-ახლა აქ ისეთ სცენას ჩამოდგამს დათუნა, მთელი წელი გეყოფა .-ხმით ეცინება და იმწამის გამოსულ დადუს დანახვაზე შრება და ისე წამიერად იყენებს სერიოზულ სახეს, უკვე მე ვერ ვიკავებ თვალებს.
დადუს კირტ კობეინის ის მაისური ჩაეცვა,
დათუნას ალბათ სულ რომ აღარ ახსოვდა და იქ მუცელი ისე ლამაზად უჩანდა,
დავდნი.
ათას საკითხს მოგვადო გიომ,
სულ ძალით ცდილობდა დროის გაყვანას თორე ისე გვეძინებოდა მე და დადუს,
ვეღარ ვახელდით ორ თვალს ერთად.
მაგრამ,
კარი რომ გაიღო ისევ უბატონოდ და ოთახში დათუნა შემოვიდა, ერთი ჩემოდნით ხელში,
მე სად გავრბოდი და გიო სად მომდევდა , ვერ აღვიქვი.
ბოლოს თავი სამზარეულოში ამოვყავით კარებს უკან აკრულები და,
ერთმანეთს ვახტებოდით თავზე,
ვინ უფრო კარგ პოზიციას დაიკავებდა,
რომ მოესმინა და დაენახა უკეთ.
-დარეკე პატრულში გიო, აზრი არ აქვს, დადუ ისეთ ამბავს ატეხავს, ამათ მშვიდობით ვერ დავაცილებთ ერთმანეთს.-ერთი გადახარხარება ახლა სიცოცხლის ფასად მიღირდა,
მაგრამ,
დადუს გაქვავებულ სახეს რომ ვუყურებდი,
სულ აღარ მინდოდა ლაპარაკი.
გიოს ლურჯი ფერი ედო უკვე, შეკავებული სიცილისგან.
ზუსტად იმავე განწყობით უყურებდა დათუნა პირისპირ დადუს და,
არც კი იღებდნენ ხმას.
მარტო დადუს გაცეცხლებულ სახეს ვუყურებდი და,
დათუნას ელვარე თვალებს.
-სიკვდილი მოგენატრა დათუნა?!-გამოსცრა დადუმ.
-მე მაშინ მოვკვდი, ბოლოს რომ გავედი ამ კარიდან და ახლა ვეღარაფერი დამემართება დადუ ახალი, ყველანაირი ჯოჯოხეთი გავლილი მაქვს უკვე.-ხომ როგორ ცივად უპასუხა, მაგრამ, რამხელა ტკივილს ააფარა ეს სუსხი, ჩვენზე კარგად ზუსტად დადუმ იცოსა,იგივე რომ გაევლო ზედმიწევნით.
-გამორიცხულია, აქ არ გაჩერდები!-კი გაიბრძოლა, მაგრამ,
მუცელს რომ მთლიანად შემოახვია ხელები, მე მივხვდი, ამ სიტყვებისთვის იმ საჭირო ძალას ეძებდა, მტკიცე რომ დარქმეოდა.
-მომეცი ეგ მაისური მაშინ დადუ და წავალ.-ზუსტად იქ რომ მოარტყა, სადაც მისი სუსტი წერტილი იყო, მე მეტკინა და, მათ ორივეს როგორ გაუჭირდებოდათ, ან დათმობა, ან მიღება,ვინ იცის.
დათუნამ ზუსტად იცოდა რას უკავშირებდა და რამდენად უღირდა ეს გაცრეცილი მაიკა დადუს.
არც ჩემს ბრინჯის დედიკოს არ შეეძლო იმის დათმობა, ერთადერთი რომ ჰქონდა მისგან სახსივრად და,
დაფიცებული რომ ჰქონდა,
მაინც არ დათმობდა, თუნდაც არჩენდეს.
ჰომ გაბრაზდა,
ჰომ ისე გამწარდა,
გულზე დასცხო სულ მუჭები დათუნას დადუმ,
მაგრამ,
ის ხელები რომ დაუკავა და
გულში ჩაიკრო დათუნამ,
მე აღარ მეცინებოდა.
აღარც გიოს არ დარჩენოდა ძველებური განწყოდა სახეზე..
ისე ჩამჭიდა,ისე მჭიდროდ ხელები,
მისი სული ვიგრძენი ჩემს გულთან ახლოს..
გულში შეუსახლდა დადუც, დათუნას..
გულამომსკდარი მის კანზე ტიროდა და,
ისე ეკროდა თან,
ისე გამეტებით,
სული ამეწვა მეც.
-მხოლოდ ის მინდა დადუ, კარგად იყოთ.
მეტის უფლება არც შენ დამიტოვე და არც საკუთარმა ნაბიჯებმა..
არ იქნება ზედმეტი არც სიტყვა და არც ქმედება.
შენც გაქ საპატიებელი და მეც მაქ გადასალახი ეს რაღაც პრინციპები,ყველამ რომ გადავაყოლეთ მას სიცოცხლე.
მე რომ შემოგეჭერი,
შენ ერთი წუთით არ იფიქრო,
სხვა ზრახვები მქონდეს.
იმ დათუნას გავ*არი დადუ,
ამ კარში ორი პირით რომ შემოვიდეს და ფარულად დაგიწყოს სიტყვის მიცენა.
ჩათვალე მხოლოდ ის რაც არის.
მარტო ბრინჯის მარცვალისთვის ვარ აქ და,
მიმიღე,
გთხოვ..
სხვაგვარად ვერ დავალაგებ ვერაფერს დადუ.
მე თუ მხოლოდ იმაზე ვიფიქრე,
თქვენ არ იყოთ კარგად,
მეც დავსრულდები და ის მომავალიც, იქნებ და, რომ დავალაგო როგორმე..
კარგი?!
-იმხელა ადამიანობა ჩადო დათუნამ მის ყველა სიტყვებში,
ის უძრავი კლდეც გაბზარა,
გულში რომ გამოეხვია.
ეს გამარჯვებად რომ არ ჩათვალა ,
ამისთვის მიყვარდა ზუსტად ყველაზე მეტად.
კიარ იმარჯვა,
იქ მივიდა,
სადაც გაითვალისწინეს მისი თხოვნა და,
არა მოთხოვნა.
ხომ ვუყურებდი დადუს და ხომ გავიაზრე დათუნას ბოოლო სიტყვები,
მაგრამ,
მის დახუჭულ თვალებშიც კი ვიგრძენი,
როგორ ეტკინა
მისი “მარტო ბრინჯის მარცვალისთვის ვარ აქ”..
მეც მეტკინა და,
ის უფრო მეტად,
რომ ვიცოდი,
საერთოდ არ იყო დათუნა აქ მხოლოდ შვილისთვის..
მაგრამ,
ალბათ,
დადუს რომ ასე დაჯერებოდა,
მიტომ გაიცივა ხმა დათუნამ ამის წარმოთქმისას.
ფრთხილი ნაბიჯით გამოვედით სახლიდან მე და გიო.
გული ძალიან ცუდად მქონდა და,
როგორც კი ცივი ჰაერი მომხვდა სახეზე,
ის კანი ამეწვა, სადაც ცრემლებს ჰქონდა გზა გაკვალული..
-არსებობს რამე ამ სამყაროში კანონზომიერი და სამართლიანი?!-ქუჩას, სახლამდე რომ გავუყევით,
პატარა ბაღის ასაკის ბავშვებივით,
ჩაკიდებული ხელებით,
შუა ღამესა და,
ზამთრის სუსხში,
გიოს გავხედე..
-მე არ მაქ თათო არც სხვა ფაქტების და არც სხვისი ცხოვრების განსჯის უფლება..
საერთოდ, მაგას არც ღმერთი ადგენსთქო, ხანდახან ვფიქრობ..
როცა რაღაც გადასალახის წი აშე დგახარ,
ორი არჩევანი რომ გაქ ხოლმე და გაძლევს შემოქმედი საშუალებას,
საკუთარი გონებით განსაჯო სწორი,
მანდ მთავრდება რაღაც მერე შედეგების სხვაზე გადაბრალება და სამართლიანობის იქ ძებნა,
სადაც შენს ყველა ნაბიჯზეა დამოკიდებული ზუსტად მაგ კანონზომიერება.
არარის მარტივი სულ პირდაპირ და სულ სწორ გზაზე სიარული.
ადამიანი ზუსტად მაგიტომ ხარ, ის შეცდომა რომ დაუშვა და გაბრაზდე საკუთარი გადაწყვეტილების გამო და არა იმიტომ,
მერე ხელი გაიშვირო და ცაზე გამოკიდებულ სარკეში ეძებო შედეგის პასუხები.-სივრციდან მზერა ჩემზე გადმოუტანა და გამიღიმა.
ვერ მივუხვდი,
მიხვდა და უფრო ფართოდ გაეხსნა ბაგე.
-დადუმ და დათუნამ რომ ბევრი არასწორი ნაბიჯები გადადგეს,
ამაში დამნაშავე უფალი და მისი სამართალი კიარაა თათო.—ჩემს რაღაც დაჩემებულ რწმენებს გიო რომ ამსხვრევდა,თითქოს კომფორტის ზონიდან გამოვდიოდი,მაგრამ,თან ისე მსიამოვნებდა, ვერც გავეპასუხე.
-ლაპარაკი რომ ახლა დაიწყეს და მაშინ არც მოსმენა იცოდნენ ერთმანეთის , ეგაა თავში და არა ვითომ დაწერილი დებულება,რომ ღმერთს მათი ერთად ყოფნა არ უნდოდა.
ბედმა რომ სულ თავიდანვე ერთმანეთისთვის შექმნეს ,ამას სულ მცირე ახლა მაინც უნდა მიხვდნენ,
პატარას რომ ელოდებიან.
გამეღიმა.
მისეული აღქმა ყოველთვის მიღმიური იყო და,
იმ სამყაროს გაცდენილი, სადაც დავაბიჯებდით ახლა..
-ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გიო?-მე მაინც დამცდა მერე შუა გზად ის,რაც მაინტერესებდა მაინც,
ეგოისტურად.
-მე შენ თათო ისე უკიდეგანოდ მიყვარხარ,
სულ რომ დაწერილი არ იყოს ეგ,
შავით-თეთრზე,
მაინც იმდენს გავაკეთებდი,
შემოქმედსაც დავარწმუნებდი.-ისევ ეღიმება და იმას ვერც იაზრებს,
მე რონ გავშეშდი და,
ადგილიდან ვეღარ დავიძარი..
აქამდე ხომ რამდენჯერ დამანახა და ახლა,
პირველად რომ მითხრა და თან ყველაზე ლამაზად,
გული გამიჩერდა..
შემოტრიალდა გიო.
სამ ნაბიჯში ვიყავი მისგან და,
არაფერი მაკლდა ტირილამდე..
-გიყვარვარ გიო?-ხომ ყველაზე ბავშვურად, გულუბრყვილოდ გამომდიოდა,მაგრამ,
რომ იცოდა,ზუსტად ამას ვგრძნობდი,
ამიტომ ვიყავი მასთან ყველაზე ნამდვილი.
არ მომიახლოვდა..
ძალიან თბილად,
მთელი გულით და ღია სულით ეღიმებოდა და,
თავს მიქნევდა მხოლოდ.
-კიდევ მითხარი რა.-მთლიანად ამომივარდა გული.
ყველა ემოცია ერთად მომაწვა.
ის გაუთქმელიც და ამდენი განცდილიც ერთად..
ამწამს გამომეცალა თითქოს ყველა ენერგია და მხოლოდ იმ ერთს შეეძლო,
ისევ ჩემი ახლიდან შევსება..
-მიყვარხარ თათო..-ხელი ჩემკენ გამოიწვდინა და ,
ცისარტყელას ფერი თვალები შემომანათა მშრალ,შავ ღამეში..
გული გამითბა.
გამიმრთელდა.
შეივსო და აყვავდა ხელთავიდან..
-კიდევ მეტყვი გიო?!-სიცილი შეურაცხადივით გამერია ტირილში.
გაყინული ხელებით შევიმშრალე ცრემლები და ,
აფეთქებული სიხარულის გიჟური განცდისგან ადგილზე ვერ გავჩერდი.
ფეხის წვერებზე დავიწყე ცმუკვა..
-მიყვარხარ,თათო, ყველა დარჩენილ გრძნობაზე მეტად!-ისიც რომ მთელი აღფრთოვანებით მყვებოდა და არ ბეზრდებოდა მრავალჯერ გაემეორებინა, ალბათ ამიტომაც მერჩივნა მეც ჩემს ყველა გრძნობას..
-კიდევ ერთხელ შეიძლება გიო?!-პატარა ურჩი ბავშვივით შევეხვეწე და აქ ვეღარ მომითმინა მეტი .
სულ ერთ ნაბიჯში მომიახლოვდა და გულში მას რომ უყვარდა და მე ყველაზე მეტად, ისე ჩამიხუტა.
-არ დავიღლები თათო მე არასდროს.
სიყვარულისთვის დავიხარჯები და,
რამდენჯერაც მოვკვდები,
იმდენჯერ იმისთვის დავიბადები,
შენ რომ გითხრა და,
დაგაჯერო,
რამდენად გაგიჟებით მიყვარხარ!-ისევ ეცინება და ჩემკენ იხრება..
არ ჰქონია ამაზე მეტად სავსე თვალები ყველა გრძნობით და ამაზე მეტად სანდო.
არც ეს კოცნა არ ყოფილა სხვების მსგავსი.
არც ამდენი გრძნობა არ ყოფილათქო, გამეფიქრა, აქამდე, მის ბაგებზე..
მომწონდა ის შეშლილი მღელვარება, პირველივე წამს რომ მოყვებოდა ხოლმე ქარიშხალივით და,
ელვა, კანიდან კანზე რომ გადადიოდა..
თუ სადმე მართლა იყო ეს კანონზომიერება,
მე მხოლოდ გიოსთვის ვსუნთქავდი,
ეს იყო ყველახე მტკიცე და,
დანარჩენი სხვა, შემდეგ მოდიოდა.
ამ ბედნიერ და,
უჩვეულო მშვიდ ნაბიჯებში სახლამდეც მივედით და საერთოდ აღარ მციოდა.
ყინვისდა მიუხედავად.
მენანებოდა განშორება.
გიოს როგორ ერთულებოდა,
ამას ის ხელი მოწმობდა,
რომ არ მიშვებდა..
-გიო..-გავუღიმე.
ჩემკენ გამოვახედე.
სევდა ჰქონდა განშორების შეპარული მზერაში..
ჩემი სულიდან წამოსული უსაზღვრო სურვილიც იმ წამს ავისრულე..
იმ თვალებზე ვაკოცე,
დედამიწის ხელა სიყვარულს რომ დაატარებდა.
-შენ ხომ პირველად შეგიყვარდი?!-იმდენად ესიამოვნა ის ამბორი,
თვალები დაეხუჭა და ისე მიღიმოდა..
ამდენი სითბოსგან გული მიჩერდებოდა.
ვეღარ ვუძლებდი..
ასე დამიქნია თავიც დასტურად.
-მე ყველაზე მეტად მიყვარხარ!-რომ ამოვთქვი,
თან შემომხედა და,
იქ გადაიშალა ბედის ის წიგნაკი,
შავით თეთრზე რომ უნდა დაწერილიყო ჩვენი ამბავი..
გული გამიჩერდა.
გიოსაც.
არცერთი ვსუნთქავდით და ვამბობდით იმაზე მეტს,
ვიდრე ითქვა და,
ვიგრძენით..
თუ ეს წამები საუკუნოდ გასტანდა,
თანახმა ვიყავი,
ოღონდ არასდროს მოვწყვეტოდი მის ამ მზერას.
თბილს და,
სიყვარულით სავსეს.
-ხვალ “პაემანზე” რომ დაგპატიჟო თათო,
წამომყვები?!-მე რონ დავაპირე სახლში ასვლა,
გიომ დამიძახა ისევ.
-ჩემ ძმას უნდა ვკითხო გიო,თუ გამომიშვებს.-გავუცინე და უკან დავიწყე სიარული.
თან მას ვუყურებდი.
ცამდე გაბადრულს.
-მერე და უარი რომ გითხრას თათო და კარი ჩაგიკეტოს?
-ისიც რომ ყველა სიგიჟეში მყვებოდა,ამაზე მეტად სამყაროს როგორ ეჩვენებინა,ჩემთვის რომ იყო?!
-ფანჯრიდან გადმოვძვრები გიო!-უკვე სადარბაზოს კედელთანაც კი ვყოფილვარ.
გიოც უკუსვლით გამცილდა.
ზურგი ვერ ვაქციეთ ერთმანეთს.
-ცხრა მთასაც გადმოლახავ თათო?!-ძლივს გამაგონა..
ჩუმად თქვა, მაინც.
-სხვა რა გზაა გიო?!-მეც იმ სიჩუმით დავემშვიდობე,
ასე რომ ხმაურობდა ცარიელ გზაზე.
ისე ავედი,
ისე დავწექი და დავიძინე,
სულ ძალით გავთიშე გკნება,რომ დამესვენა,
თორემ,
ვერ ვუძლებდი ამდენ განცდებს.
ბედნიერების ყველა ჰორმონი ერთად მომაწვა და,
გიოს შეტყობინებამ სულ კენწეროში მოიყარა თავი.
გულის ყველაზე დიდ ადგილას.
“ჩემი სულის მხატვარი ხარ თათო,
გითხარი ერთხელ და გეტყვი უკანასკნელ დღემდე..
მიყვარხარ”
____
ყველაზე ტკბილად მაშინ გძინავს,როცა იცი, უყვარხარ და,
გიყვარს.
ეს სულ ახლა რომ გავიაზრე, მეუცხოვა და თან უსაზღვროდ მომეწონა განცდა.
თვალი რომ გავახილე ცარიელ სახლში და,
ის შიში აღარ შემომიძვრა სულში,
მარტო ყოფნას რომ მოსდევს ხოლმე ფეხდაფეხ,
გამიკვირდა და,
მერე კი გავიაზრე,
ესეც იმ გრძნობის გამოისობით რომ მოხდა,
ასე სულში რომ შემოიჭრა და გამოაზაფხულა შუა ზამთარი.
გამთბარს ისიც კი გამომრჩენოდა,
ღამეს თან პირველი თოვლის სპეტაკი ფიფქები რომ მოუყოლებია და,
ფანჯრიდან რომ გადავიხედე და წინ თეთრ საბურველში გახვეული ქუჩა დამხვდა,
ჯერკიდევ გაუკვალავი,
უჰორიზონტო სიხარულისგან პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული ხტუნვა დავიწყე.
ბავშვიც რა სათქმელია,
მე არ მეგულება ქუდზე კაციც,
თუნდაც ზამთარი არუყვარდეს,
პირველი თოვლი რომ არ ახარებდეს.
მე თუ მკითხავთ, ამ დროს, თეთრი გარემო სულ სხვააა და უფრო ლამაზიც,
ვიდრე წვიმიანი , ფერადი შემოდგომისას.
ის ღელვები, აქამდე რომ გამუდმებულ შფოთვას იწვევდა ხოლმე,
დათუნას ჩამოსვლასთან ერთად რომ ჩადგა და,
სულში მართლა ჰარმონია რომ დაასადგურა,
ამის გაანალიზებაც ფიფქებთან ერთად ეწვია გულს..
ლამაზად ბარდნიდა და კოხტად ათოვდა ქალაქსაც..
ისე მომინდა ამწამს დადუსთან,
ჩვენებური გლინტვეინის მომზადება და ფანჯარასთან ამის ყურება,
აღარც დავლოდებივარ გვარიან გათენებას,
დავავლე ორ ბოთლ შავ ღვინოს ხელი და,
ფეხით გავედი გარეთ.
დათუნებიანი ბამბის საღამურითა და,
დიდი ქურთუკით,
მეც კი რომ მფარავდა.
ისე მქონდა ახუტებული ბოთლები,
თითქოს მათზე ძვირფასს არ გაევლო დედამიწის ზურგზე.
ამ უკონტროლო აღფრთოვანებისგან არც მოთოშილ თითებს ვგრძნობდი და არც კედებში დასველებულ ფეხებს,იმდენად მინდოდა,
ის ამესრულებინა,რაც გულში მქონდა და,
ამ გულის გახსენებას თან გიოს სახეც რომ მოჰყვა,
დადუღრულივით შევჩერდი და,
უკან გამოვიარე ისევ, გამოკვალული გზა.
გამეცინა,
ამ ყველა გრძნობის ასე ამფეთქებელი რომ უცებ, მოულოდნელად მიმავიწყდა და,
ის დანაშაულის გრძნობაც შემეყინა სახეზე,
ფიფქებთან ერთად.
არ მიფიქრია არც დიდ მანძილსა დაიმპულსურ ქმედებებზე.
გიოს სულ უყვარდა დაუგეგმავი ნაბიჯები და,
მე ხომ უფრო მეტად.
გუნდაც კი შევკარი სიცივისგან გადაწითლებული ხელებით და,
მეოთხეზე რომ ავედი,
უკვე ვეღარცერთ კიდურს ვგრძნობდი,
ადამიანის შესაფერს.
ხელი რომ ვეღარ გავშალე,
ფეხით დავუკაკუნე.
რომ ვიცოდი, როგორ გაუხარდებოდა ჩემი დანახვა,
სული მელეოდა ამიტომ ლოდინში, როდის გააღებდა.
მაგრამ,
გიომ არადა, მეზობელმა რომ გამომხედა, ათი წუთის წინ წავიდა სახლიდანო,
ისე გავბრაზდი, ვითომ მყავდა გაფრთხილებული.
-შუა კიბეებზე დამეწია მისი ზარი.
ღმერთმა გადააარჩინა.
-თათო,გამიღე,გავიყინე!-აკანკალებული ხმით რომ ძლივს გამაგებინა,
მე თუ სიცილისგან არ ჩავიკეცებოდი, არ მეგონა.
ძლივს მომიყვანა გონს,
სადარბაზოს გასასვლელთან ვტიროდი უკვე სიცილისგან,
რომ მიხვდა, როგორც იქნა, რა ხდებოდა.
-არ ხარ დალაგებული!
შენს თავს გეფიცები,
არ ხარ დალაგებული!-მანქანის ძრავის ხმაც ჩამესმა და, აღარ გავედი გარეთ,
დალოდება გადავწყვიტე.
ტელეფონი სამაგრზე დაამაგრა,
და კამერა ჩართო.
ლოყები უღაჟღაჟებდა.
ყელზე ის კაშნე ეკეთა,
მე რომ მქონდა სამამდე კვირის წინ და,
სულ ძალით წამართვა.
ბოლოებში ვარდისფერი ფლამინგოები ამშვენებდა და,
ამ ფონზე,
მისი სახე სასაცილოდ სჩანდა.
-შენ არ დამიტოვე სხვა გზა, თორემ, ვიყავი მე ცალკეც ბედნიერი.-ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით და რომ ჩაეცინა,
იქ მომინდა სასწაულად ყოფნადა,
იმ ღიმილის ყურება..
-მე რომ შემავსო შენმა ყოფნამ,
დავიჯერო,
შენთან იმდენად არ იყო ადგილი სხვის,
გეზედმეტები?!-კი გადმომხედა დაღვრემილმა,მაგრამ, ხომ ვიცოდი, არ ამბობდა ამას გულით.
მაინც გავუთიშე.
დამირეკა,მაგრამ,
კიდევ გავუთიშე და,
ამ ჩემს ჭირვეულობაზეც ისე გამეცინა,
არც მისი მანქანის ხმა გამიგია.
-თათო.-რამოდენიმე ნაბიჯში იდგა და,
ისეთი დანაშაულის გრძნიბით სავსე თვალებით მიყურწბდა, გული მომეწურა.
-კაი რა გიო,
შენც ხომ იცი,
იმ პაზლის ნაწილი ხარ, სულს რომ
აკლდა და, ძლივს რომ გიპოვე..-უკვე ვეკროდი და ისე ვეუბნებოდი.
ეს ღვინოებიც წვივამდე დადებულ თოვლში ისე ჩავაწყვე,
თითქოს,
ხვატი იდგა გარეთ და ცივი გვინდოდა, გასაგრილებლად.
-ასე არცერთს როგორ არ გვქონდა სხვა სავალი გზა თათო?!-გული მაინც ულღვება გიოს და ფრთხილად მიკოცნის ღაწვებს.
გაყინულ კანზეც რომ მის ამბორს ყველაზე ტკბილად ვგრძნობ,
ეკალი მაყრის და,
ვიტრუნები.
-ღმერთმა სხვა სასჯელი ვერ მოიფიქრა და, ჩემი თავი გამოგიგზავნა, სად გინდა რომ ეძებნო მეტი გზა?!-მისი სითბოთი აღტაცებულმა გაჭირვებით გავშორდი და,
მანქანისკენ დავიძარი.
ის ბოთლებიც გამოვაყოლე ხელს,
ჩაყინვა რომ დაეწყო.
-აი ეგ სიტყვები მე რომ მეთქვა..
-ღმერთმა დაგიფაროს გიო!-წამსვე შევაწყვეტინე და ისე მოვკალათდი,
მე რომ ყველაზე მეტად მიყვარდა და, გიოს სამყაროზე მეტად..
მის ხელის გულზე დატეული მთლიანი ჩემი სახე ყველაზე მშვიდ ადგილას იყო დედამიწის გულზე და,
აქ მივხვდი,
გიოს იმ გარდანტეხ სიტყვებს.
მე რომ ამომიბრუნა მთელი ჩემი სული.
“ხელის გულზე დამიტიე მთელი სამყარო, თათო”
ისმოდა გონებაში უწყვეტად და,
გული მეწურებოდა,
როგორ შევიყვარე ასე მცირე დროში და ასე თავგანწირვით,
რომ მის წლობით ნატარებ გრძნობასაც კი გავუტოლდი..
ფრთხილად ვაკოცე იმ ხელის გულზე, სადაც მიტევდა..
სადაც შევეხიზნე და ის სიმშვიდე დაებუდნა შიგნით,
სულში რომ მოიჭრებოდა ხოლმე და,
მილაგებდა გონებას..
ყველაფერი მიყვარდა,რაც მასთან იყო და არ.
ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი..
ყველაზე მიღმიური..
დადუს სადარბაზოსთან რომ მივედით,
ისე ვიყავი უკვე ამ სითბოში გახვეული,
აღარ მინდოდა გადასვლა..
არ მინდოდა ეს დასრულებულიყო და,
გიომ რომ გამახედა საქარე მინიდან,
აღარც გადასვლის მიზეზი აღარ იყო ..
ჩვენს წინ,
დათოვლილ სკვერში ორი სხეული იდგა..
დათუნას მის კურტ კობეინის მაისურზე თხელი საწვიმარი ჰქონდა მხოლოდ მოხურული და, მე ამეწვა კანი, მისი სიცივით..
დადუს მხოლოდ აწითლებული ლოყებიღა უჩანდა, ზუსტად ვიცი, დათუნას წყალობით და,
ის წამოზრდილი მუცელი მაინც რომ უჩანდა,
გულს უფრო მითბობდა..
არ ვიცი რაზე საუბრობდნენ,
ან თუ კი ამბობდნენ საერთოდ რამეს.
დათუნას მხოლოდ თავი დაეხარა და,
გათეთრებული ხელი დაედო დადუს მარცვალზე..
იქნებ იმ დღის თოვლიან ამბებს უყვებოდა მის შვილს..
ანდა,
იმ “ბოდიშს” ეუბნებოდა,
დადუსთვის რომ ვერ და,
ალბათ,არ იმეტებდა..
წამებში გადავწყვიტე და,
ფოტოდ ვაქციე ეს მომენტი.
ჯერ არ დაბადებულ გოგონას, აუცილებლად ვანახებდი შწმდეგ,
რას ნიშნავს გიყვარდეს და,
იმდენად ვერ ბედავდე ამის თქმას,
რომ ყველაფერს სასწორზე დებდე.
-არ მინდა რამემ დაგაბრკოლოს ოდესმე თათო და ისე იტკინო, მე არ მითხრა..
არც ის მინდა,
ისე ვატკინოთ ერთმანეთს თქმითაც, თვალებში ვეღარ ჩავხედოთ მერე და,
თავი ავარიდოთ ერთმანეთს..
რთული ურთიერთობა კიარაა თათო,
აი,
ამ ურთიერთობაში ბალანსის პოვნაა ჯოჯოხეთურად მწარე და,
მერე,
ნატკენის გამრთელება.-მას რომ უყვარდა ყველაზე მეტად და მე მისი უგზოუკვლო სმენა, იმ სიტყვებს დაუწყო გიომ თავმოყრა..
ხომ ვიცოდი,
როგორ უჭირდა აეხსნა და,
თან ისე დაელაგებინა ყველაფერი,
არ გამოეყვანა ერთი ან მეორე 100% მართალი..
-მე თუ რამე შემეშლება,
შენ კიარ გაბრაზდე და , კარი კიარ მომიხურო,
შემომიშვი და იქამდე მელაპარაკე,
სანამ გულის ტკენისთვის არ გთხოვ პატიებას..
-ჩემს სახეს მის გამთბარ ხელის გულებში იქცევს და,
იმ თვალებს მაბყრობს,
ყველაზე გულწრფელი,
ყველაზე მშვიდი და თან,
მღელვარეა.
-ბევრი რამე ხდება თათო ცხოვრებაში,
მე მოკვდავივარ და,რომ შემეძლოს განსაზღვრა მომავლის და არ ტკენა,
პირველ რიგში, შენთან ავირჩევდი,
მაგრამ,
მაგისთვის მოგვცა შემოქმედმა,
“მაპატიე”, იქ რომ გამოვიყენით,
სადაც ვატკინეთ და,
ის შევკრათ,რაც დავამსხვრიეთ..-იმ პატარა,ციცქნა ხელა ცრემლს ცერა თითით მაშორებს გიო და,
ტუჩებზე იმ სიმშვიდისთვის მკოცნის ერთად ერთი წამით, აქამდე რომ იყო ჩემში..
-ახლა თუ ვერ აპატია დათუნას დადუმ და,
პირიქით,
ის “არ წახვიდე” ს ართქმა არ შეუნდო დადუს , დათუნამ,
სხვა შანსი აღარ იქნება, თათო და,
ამიტომ მინდა,
მაგალითზე და არა საკუთარ ტყავზე განვსაზღვროთ,
როდის სჯობს
ვთქვათ,
წადი და როდის -
მოდი..-ისევ მკოცნის და,
ისევ მახვევს თავბრუს.
მისი სიტყვები სულს ედება და,
ზუსტად ისე მოდის,
მას რომ უნდოდა ..
-იდეალურობამდე მთელი დედამიწა მაკლია მე თათო,
მაგრამ,
იმას გპირდები,
ისე მეყვარები მთელი მარადისობა,
ვერასდროს რომ ვერ დაგაეჭვოს იმ გზამ,
ასე სხვა რომ არ აღმოგვაჩნდა არცერთს საძებნი და,
ერთ ბილიკზე დაგვაყენა..
-მიღიმის მთელი მისი დაგროვილი სიყვარულით და,
ხელის გულებზე მკოცნის,
სადაც,
მე მიტოვებს უკვე მის სავალ გზებს.
ვთბები.
ვლღვები.
სული ათასფრად ელავს და მის თვალების ფერს ედრის.
-ორი უნდა ვისწავლოთ ხომ გიო?!-მეღიმება.
მასაც, ზუსტად რომ მივუხვდი რა სარჩულს უდებდა ყოველ სიტყვას.
-მიყვარხარ და,მაპატიე..
აღარ ვბობთ მეტს.
ორივე იმ
ფიქრებში ვართ გადართული,
თითო სიტყვამ
რომ დაგვიტოვა და ,
მათ ვუყურებდით,
ამ სიტყვებამდე რომ მოგვიყვანა..
გიოს მთელი გრძნობით ჩაეჭიდა ჩემთვის ხელი და,
იმ ძალას მაძლევდა,
მთელი ეს პერიოდი რომ გამატანინა..
მათაც რომ უჭირდათ გაძლება,
ამას იმ გამოწვდილი ხელით მივხვდი,
დათუნამ რომ გაუწოდა დადუს,
შეაშველა და,
მან იუარა..
თუმცა,
მხოლოდ წუთიერად..
მე გული მიკვდებოდა,
დადუ რომ შემოტრიალა სადარბაზოში შესვლამდე და,
დათუნას იქვე მოხვეტილი გუნდა ესროლა..
გაეცინა დათუს.
და ასეთი შვებით ბოლო ხნის განმავლობაში,
პირველად.
ორთქლს გამოაყოლა მის სხეულში დაბუდებული დედამიწის წონა წყენა და,
გაუცინა დადუს..
საპასუხოდ ვერ დაუბრუნა ცივი თოვლის ფიფქები,მაგრამ,
ის კითხა,
ის გაბედა,
რომ იცოდა ,
მაგრამ,
მაინც მისგან რომ უნდოდა მოესმინა..
-დადუ, გოგოა ჰო?-სული გაელეოდა ალბათ ხელებში,
კანით ვგრძნობდი ჩემი სისხლის და ხორცის მღელვარებას.
გაეღიმა დადუს.
ულამაზესი იყო..
კამკამა,
ფრიალა,
ბროლის ფერი.
დათუნას ყველაზე ძვირფასი და თან,
ყველაზე მტკივნეული სიყვარულის ფერი ედო დადუს..
ვარდისფერი-მუქი მოატმისფრო..
ღიმილით გაებადრა სახე დედას..
იმ ოქროსფერ თმიანი, ოცნებების გოგოს დედას და,
ზუსტად ეს იყო საკმარისი დათუნასთვის,
რწმენა დაბრუნებოდა..
რწმენა მომავლის და,
პატიების-ორივე გზიდან.
ფრთხილად მიუახლოვდა..
გიოს მტევანს მთელი ძალით შემოვხვიე თითები..
გული გამიჩერდა..
ხელი გაუწოდა
დადუმ-დათუნას და,
ძველ “არ წახვიდეს”,
-სახლში ავიდეთ.-დაახვედრა.
ყველა გაფანტულ “მაპატიე”ს რომ ჯობდა..
უსასრულოდ აჩქარებული გულიდან და,
განცდისგან დაღლილი ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე,
ისევ ეზოში ვიდექით და,
საქარე მინაზე ისე დაეთოვა სამყაროს,
თითქოს ჩვენი გაქრობა სურდა.
გამეღიმა..
გიოს სახე ჩემკენ მოეტრიალებინა და,
ისე მშვიდი ჰქონდა სუნთქვა,
ისე წყნარი მზერა და,
ცისარტტელას ყველა ფერი თვალები,
სული მომეწურა,
მისი ჩახუტების სურვილისგან..
გამომიცნო მაინც.
ზუსტად ერთ წამში გადმომსვა მის მუხლებზე და,
გულზე მიმიხუტა.
სანამ საფარში გამახვევდა,
იმ ტუჩებზე დამიტოვა ვნებით სავსე კოცნა,
მისი სურვილით რომ იწვოდა..
საკუთარი გულის ცემა ისმოდა მხოლოდ მანქანაში.
ხმაურიანი და თან ყველა სიტყვის მთქმელი..
-წავიდეთ რა გიო..-რომ გავთბი და,
რეალობას დავუბრუნდი,
გულიდან მოცილებულმა თვალებს ავხედე.
მიღიმოდა.
ცისკრისფრად.
-საით,თათო?!-თვალები იმ ვარსკვლავებით გაევსო,
ყველაფერს რომ მერჩივნა..
-სადაც გზა მიგვიყვანს..-დიდი ფიქრი აღარ დამჭირდა.
იმას ვენდე,
რამაც აქამდე მომიყვანა და მისი თავი მისახსოვრა..
რომ გავხედე გიოს და,
მის მშვიდ ნაკვთებს,
ჩემი მუდამ მღელვარე ხასიათზე ჩამეცინა,
სრულიად რომ არ შეჰფეროდა მისას,
მაგრამ,
ერთად ისეთ ჰარმონიას ქმნიდა მაინც,
სამყაროსაც ერწყმოდა..
მიყვარდა პარალელურად მისი უთვალავი ჩვევებიც და,
ტობაკო ვანილას ის არომატი,
მანქანაში ახლა უსაშველოდ რომ დომინირებდა და გონებას მითიშავდა.
ის სუსხიც მიყვარდა,
მანქანაში რომ შემოუშვა, თამბაქოს გაუკიდა და,
სანამ არ ჩაწვა,
არ ამოწია..
ის თითებიც და გული უფრო მეტად მიყვარდა,
ჩემის ტოლს და უფრო მეტ გრძნობას რომ დაატარებდა..
-გიო!-დაუცლელი გზის შემყურე,
ისევ მისი თვალები მერჩივნა ყველაფერს..
-დათუნასთვის არ მითქვამს,”პაემანზე” რომ მოგყვებოდი დღეს.-ჩემს თემიდან ამოსროლილ სიცილზე მას რომ უფრო ეცინება,
ვგიჟდები.
ცალ ხელს სახეს ატარებს და,
ხელის ზურგით ისე მეფერება, კანზე ცეცხლს მიტოვებს..
-მერე და,
ხომ გამოიპარე სახლიდან?!
-მიცინის და,გზაზე მკვეთრად ამუხრუჭებს.
მოსახვევისკენ მიდის და,
გზადკეცილზე გავდივართ.
ამჩნევს ჩემს გაკვირვებულ მზერას და,
უფრო ეცინება.
-ჰოდა,ახლა ცხრა მთაც გადავლახოთ თათო,
რომ ვერ მოგვაგნოს,თორემ,
ჯერ ის წყენაც არ აქვს განელებული,
შვილზე რომ დავუმალე და,
შენ რომ მოგიტაცე,
მაგას რომ გამოარკვევს,
მართლა ტყვიას დამახლის..
___
შემიყვარდა ეს განცდა,
ბედნიერი რომ ჩახურაც ფაილს და სახეზე ღიმილი გრჩება..
გიო-ჩემი ყველაზე ძვირფასი პერსონაჟი გახდა და,
ისე დაიკავა ეს ადგილი,
ვერ წარმოვიდგენდი,
შალიკიანს და ბაბალანს თუ გავყტოლებდი ვინმეს,
მაგრამ,
ნოე და, გიო სულ სხვა საფეხურზე დგანან.
სხვა ღირებულებებით და სხვა სიტყვებიც, რომ არ დავივიწყებ დიდხანს..
არ მინდოდა რამე გადაყროდათ,
მათ სუფთა გრძნობას არც ეჭვიანობა მინდოდა გამოეცადა,
არ იყვნენ ამისთვის.
მებედნიერი ვარ.
მთელი გულით და,
თქვენგანაც ველიდები ღიმილიან უკუკავშირს ♥️♥️♥️
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი ნანო

67 ჩემისთანა ,,გიჟი" ყოფილა თურმე 2სთ და 25 წთ-ზე რომ ელოდება ისტორიის დასასრულს.აქ მაინც დასრულდა ყველაფერი კარგად.

 


№2  offline წევრი მე♥უცნაურე

"მე მოკვდავი ვარ და,რომ შემეძლოს განსაზღვრა მომავლის და არ ტკენა,
პირველ რიგში, შენთან ავირჩევდი,
მაგრამ,
მაგისთვის მოგვცა შემოქმედმა,
“მაპატიე”, იქ რომ გამოვიყენით,
სადაც ვატკინეთ და,
ის შევკრათ,რაც დავამსხვრიეთ.."

ძალიან კარგი გვყავხარ შენ!
მადლობა,რომ ზუსტადაც არაფერი "შეამთხვიე".
ლამაზი და მძაფრად ემოციური ამბავი გამოვიდა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანო
67 ჩემისთანა ,,გიჟი" ყოფილა თურმე 2სთ და 25 წთ-ზე რომ ელოდება ისტორიის დასასრულს.აქ მაინც დასრულდა ყველაფერი კარგად.

კი, აქ ესე და დიდხანს ბედნიერად ❤️❤️❤️❤️❤️
ყველა “გიჟი” მიყვარხარ!
მე♥უცნაურე
"მე მოკვდავი ვარ და,რომ შემეძლოს განსაზღვრა მომავლის და არ ტკენა,
პირველ რიგში, შენთან ავირჩევდი,
მაგრამ,
მაგისთვის მოგვცა შემოქმედმა,
“მაპატიე”, იქ რომ გამოვიყენით,
სადაც ვატკინეთ და,
ის შევკრათ,რაც დავამსხვრიეთ.."

ძალიან კარგი გვყავხარ შენ!
მადლობა,რომ ზუსტადაც არაფერი "შეამთხვიე".
ლამაზი და მძაფრად ემოციური ამბავი გამოვიდა.

ეს სიტყვები მეც შემიყვარდა და გიოს თქმული თითქმის ყველა ♥️♥️♥️♥️
მადლიბა შსნ, რომ ბოლომდე გამომყევი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი One

სიყვარულიკები))
ძაალიან კარგი იყო ტასი❤️
და რომ მივეჩვიედა გვანებივრე ეს საღამოები, ეხლა რავქნა))
მალე დაგვიბრუნდი))
მზეგოგოხარ❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

One
სიყვარულიკები))
ძაალიან კარგი იყო ტასი❤️
და რომ მივეჩვიედა გვანებივრე ეს საღამოები, ეხლა რავქნა))
მალე დაგვიბრუნდი))
მზეგოგოხარ❤️

ქეთუუ♥️♥️♥️
მეც რომ მივეჩვიე წერას? :((
იქნებ, დავუბრუნდე ისევ მალე?!
არ ვიცი ❤️❤️❤️
შენ კი დიდზე დიდი
ადლიბა ♥️♥️♥️♥️

 


№6 სტუმარი Елка

Мадлоба тасо. Дамшвидебули давизинеб.

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Елка
Мадлоба тасо. Дамшвидебули давизинеб.

მადლობა თქვენ მოტივაციისთვის ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline მოდერი Linda Gavasheli

ადამიანური განცდების შენეული აღწერა მიყვარს ❤️❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Linda Gavasheli
ადამიანური განცდების შენეული აღწერა მიყვარს ❤️❤️

მეც მიყვარს მათზე საუბარი ❤️♥️♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი მაიკო3112

უბრალოდ სასწაულია ❤️????

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მაიკო3112
უბრალოდ სასწაულია ❤️????

დიდი მადლობა ♥️♥️♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინო

მიყვარხარ ტასო. მიყვარს შენი ისტორიები.

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნინო
მიყვარხარ ტასო. მიყვარს შენი ისტორიები.

❤️❤️❤️❤️❤️❤️ ნინიკო ♥️♥️♥️♥️♥️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნათია

მეტს ველოდი რაღაცნაირად არ მეყო

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნათია
მეტს ველოდი რაღაცნაირად არ მეყო

♥️❤️❤️♥️❤️

 


№16 სტუმარი ნი-კე

ეს ისტორია სულ ორ წყვილს ეკუთვნის და სულ ნამდვილი წრფელი გრძნობებით სავსეა..შენეული..ასე ვიტყოდი❤️❤️,,შალიკიანი" სულ სხვა პერსონაჟია

 


№17 სტუმარი მანანა ლომიძე

ეს რაღაც უცხო და განსაკუთრებული იყო

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
ეს ისტორია სულ ორ წყვილს ეკუთვნის და სულ ნამდვილი წრფელი გრძნობებით სავსეა..შენეული..ასე ვიტყოდი❤️❤️,,შალიკიანი" სულ სხვა პერსონაჟია

აბა რა ♥️ ყველას მისი ადგილი აქვს ♥️♥️♥️ესენი ძალიან, ძალიან ნამდვილებჯარიან ❤️❤️❤️❤️
მანანა ლომიძე
ეს რაღაც უცხო და განსაკუთრებული იყო

ძალიან მიხარია თუ ასეა ♥️♥️♥️♥️♥️ მეც მეიცხოვა ♥️♥️♥️♥️

 


№19  offline წევრი Daldoni Daldoni

თბილი, ტკბილი,გრძნობიერი და ლამახი ისტორია.. ფერადი ემოციებით სავსე და გრძნობათა კორიანტელი ისე აღატებულად იყო გადმოცემული თითოეულის გრძნობები ,სუნთქვის შემკვრელი იყო.საოცარი, საინტერესო პერსონაჟები და მათი ისტორია. შეუდარებელი ადამიანი მეგობარი და შეყვარებული გიო ,რომელიც იმდენად კეძთილშობილი იყო მისმა სიფერადემ ყველა და ყველაფერი მოიცვა..მადლობა კიდევ ერთი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიისთვის..

 


№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Daldoni Daldoni
თბილი, ტკბილი,გრძნობიერი და ლამახი ისტორია.. ფერადი ემოციებით სავსე და გრძნობათა კორიანტელი ისე აღატებულად იყო გადმოცემული თითოეულის გრძნობები ,სუნთქვის შემკვრელი იყო.საოცარი, საინტერესო პერსონაჟები და მათი ისტორია. შეუდარებელი ადამიანი მეგობარი და შეყვარებული გიო ,რომელიც იმდენად კეძთილშობილი იყო მისმა სიფერადემ ყველა და ყველაფერი მოიცვა..მადლობა კიდევ ერთი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიისთვის..

უუჰ, როგორ გაახარეთ დალდონ ♥️❤️❤️❤️❤️❤️ გიო უფერადესია, უსაყვარლესი და უკეთილესი ♥️♥️♥️♥️ მშვიდი და გაწონასწორებული ❤️❤️❤️❤️❤️თქვენ კი, უდიდესი მადლობა ♥️♥️♥️♥️

 


№21 სტუმარი Ana-maria

ანასტასია ❤️
კარგად იცით როგორ მიყვარს თქვენი ისტორიები.ყოველთვის როგორი ინტერესით ველოდები. პირველი ისტორია,რომლითაც თქვენს შემოქმედებას გავეცანი იყო "ლეგენდა შალიკიანზე ".ამიტომაც ჩემი პირველი სიყვარული ჯაბა არის. მის შემდეგაც ძალიან მომწონდა ყველა ისტორიის გმირები. თქვენ ისე ლამაზად აღწერთ სიყვარულს,სუნთქვა მეკვრება. მაგრამ გიოს სიყვარული იყო ყველაზე გამორჩეული. მისი თითოეული სიტყვა სულ სხვა ფერი იყო.
მოკლედ,ძალიან კარგი ისტორია იყო თავისი ნამცეცა ბრინჯის მარცვლით ❤️ და უზარმაზარი სიყვარულით❤️.წარმატებები და დაველოდები თქვენს ახალ ისტორიებს ❤️

 


№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
ანასტასია ❤️
კარგად იცით როგორ მიყვარს თქვენი ისტორიები.ყოველთვის როგორი ინტერესით ველოდები. პირველი ისტორია,რომლითაც თქვენს შემოქმედებას გავეცანი იყო "ლეგენდა შალიკიანზე ".ამიტომაც ჩემი პირველი სიყვარული ჯაბა არის. მის შემდეგაც ძალიან მომწონდა ყველა ისტორიის გმირები. თქვენ ისე ლამაზად აღწერთ სიყვარულს,სუნთქვა მეკვრება. მაგრამ გიოს სიყვარული იყო ყველაზე გამორჩეული. მისი თითოეული სიტყვა სულ სხვა ფერი იყო.
მოკლედ,ძალიან კარგი ისტორია იყო თავისი ნამცეცა ბრინჯის მარცვლით ❤️ და უზარმაზარი სიყვარულით❤️.წარმატებები და დაველოდები თქვენს ახალ ისტორიებს ❤️

მართალი ხართ ანამარია ♥️♥️♥️ გიოს სიყვარული სულ სხვაგვარია მართლად, უფრო სუფთათქო ❤️❤️❤️❤️
ყველა გამორჩეულად მიყვარს მწც, ჯაბა ჰომ საერთოდ მაღლა დგას, მაგრამ, გიომ ისეთია დჰილი დაიკავა, სადაც სხვები ვერ დავაყენე..
მისი ყველა სიტყვა მეც განსაკუთრებულად მიყვარს ♥️♥️♥️♥️♥️

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან ლამაზი ისტორია, სუფთა სიყვარულით. გვერდით, რომ გენდომება გყავდეს იდეთია გიო . ყველაზე სწორი და ნამდვილი ადამინი სიყვარულშიც და მეგობრობაშიც❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნინო
ძალიან ლამაზი ისტორია, სუფთა სიყვარულით. გვერდით, რომ გენდომება გყავდეს იდეთია გიო . ყველაზე სწორი და ნამდვილი ადამინი სიყვარულშიც და მეგობრობაშიც❤️

კი, ზუსტად ♥️♥️♥️♥️ გიოს ყოფნა სულ რომ საჭიროა და გინდა, ისეთია ♥️♥️♥️♥️ დიდი მადლობა ♥️♥️

 


№25  offline წევრი TaleTeller

მოკლედ გიო, ბოლოს მაინც "გაგვიცუდ" ბიჭდა და მოიტაცა ხო ჩვენი გოგოო??! ❤️ სიყვარულიკები არიან, ძალიან თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე ისტორია გამოგივიდა ანასტასია ❤️ დასასრულიც შესანიშნავად შეუხამე და დარწმუნებული ვარ არავის გასცრუებია იმედი❤️ მადლობა

 


№26  offline ახალბედა მწერალი tasusuna

TaleTeller
მოკლედ გიო, ბოლოს მაინც "გაგვიცუდ" ბიჭდა და მოიტაცა ხო ჩვენი გოგოო??! ❤️ სიყვარულიკები არიან, ძალიან თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე ისტორია გამოგივიდა ანასტასია ❤️ დასასრულიც შესანიშნავად შეუხამე და დარწმუნებული ვარ არავის გასცრუებია იმედი❤️ მადლობა

ისე დადრულდა, როგორც უნდა ყოფილიყო ♥️♥️♥️ მე სხვაგვარად არ წარმომედგინა და მიხარია, თუ მეთანხმები ♥️♥️♥️♥️ გიუს მაინც წაუცდა ხელი ბოლოს ;დდდ მაგრამ მოტაცებაც რა არის, ვითომ ვინმე მოსდევდა უკან;დდდ

 


№27 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ას რაღაც განსხვავებული ნაწარმოებია სხვა განზომილებაში გვაგდებს ესეთი თბილი ბრძნული გულში ჩამწდომი და ღრმა სიტყვები რომელიც მოგაჯადოებს ესეთი ნაზი სუფთა წრფელი სიყვარული შეუძლია გიოს და თათოს არ მინდოდა დასრულებულიყო იმდენათ საყვარელი ნაწარმოებია მადლობა დიდი წარმატებები ♥️♥️♥️

 


№28  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნესტანი
ას რაღაც განსხვავებული ნაწარმოებია სხვა განზომილებაში გვაგდებს ესეთი თბილი ბრძნული გულში ჩამწდომი და ღრმა სიტყვები რომელიც მოგაჯადოებს ესეთი ნაზი სუფთა წრფელი სიყვარული შეუძლია გიოს და თათოს არ მინდოდა დასრულებულიყო იმდენათ საყვარელი ნაწარმოებია მადლობა დიდი წარმატებები ♥️♥️♥️

ნესტან ♥️♥️♥️♥️♥️ უღრმესი მადლიბა თქვენუ თანადგომუსთვუს და ამ სიტყვებუსთვუს ♥️♥️♥️♥️♥️ მართლად სხვა არის, რაც კი
აქამდე დამიწერია ♥️♥️♥️♥️♥️
დიდი
მადლობ ♥️♥️♥️

 


№29 სტუმარი გუდა

ძალიან კარგი იყო,ემოციებით და გრძნობებით დახუნძლული ????

 


№30  offline ახალბედა მწერალი tasusuna

გუდა
ძალიან კარგი იყო,ემოციებით და გრძნობებით დახუნძლული ????

♥️♥️♥️♥️♥️♥️ დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent