ბედისწერის ძალა (13)
თავი13 მალე იაგოც, მივიდა მათთან. ნინიმ კარები გაუღო და წარბებ აზიდულმა ახედა მის წინ მდგარ აღელვებულ ბიჭს. ეტყობოდა, რომ მართლა ღელავდა, არ ჰგავდა იმ ადამიანს რომელსაც გრძნობებზე თამაში შეეძლო. – მაინც და მაინც ამ ვითარებაში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს.- ჩაეცინა გოგონას.- კარგი, იმედია მართალს ამბობ და არაფერ დაგიშავებია. - მე მართლა არაფერ შუაში ვარ, ყველაფერი ჩემი მდივანის ბრალი იყო. - ამას მე ნუ მიხსნი, ჟასმინს აუხსენი, იმედია შეძლებ მის დარწმუნებას საპირისპიროში. - სად არის?- იკითხა ნერვიულად. - მისაღებ ოთახში ძინავს, მე გავალ ხელს არ შეგიშლით, სანამ დავბრუნდები ყველაფერი უნდა მოაგვარო. თორემ მეტს მე ვეღარ დაგეხმარები. - კარგი.- უთხრა ბიჭმა და ოთახში შევიდა ნინი კი წავიდა. მისაღებ ოთახში, გოგონას მდივანზე მშვიდად ეძინა, იაგო მას მიუახლოვდა, მის თავთან ჩაიმუხლა და მისი ცქერა დაიწყო. – მართალია გამიბრაზდი, მაგრამ იცი, რატომღაც მესიამოვნა კიდეც, დღეს შენ იეჭვიანე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ გიყვარვარ. ქალბატონო.- ჩაეცინა. გოგონა, შეიშმუშნა შემდეგ კი, გაიღვიძა და როდესაც გვერდით მდგარი, ბიჭი დაინახა დენდარტყმულივით წამოხტა. - შენ აქ რას აკეთებ?- დაბნეულმა წამოიძახა.- ნინი, სად არის?- სახლს მოავლო თვალი. – აქ არ არის...- მშვიდად მიუგო. - რაა? როგორ თუ აქ არ არის? - წავიდა.. - ეს მისი ნახელავი იქნება, ოხ, ნინი... - სალაპარაკო გვაქვს.- სახე დაუსერიოზულდა და მის გვერდით ჩამოჯდა. - სალაპარაკო, არაფერი გვაქვს იაგო, ტყუილად ნუ ეცდები, ახსნას ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. - შენ ის დაინახე რისი დანახვაც გინდოდა, მაგრამ სიმართლე სულ სხვაა. – არ მაინტერესებს, თუმცა არც იმის უფლება მაქვს რაიმე აგიკრძალო, შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და ეს შენი ცხოვრებაა, როგორც გინდა ისე მოიქცევი. - ერთ კითხვაზე მიპასუხე, რატომ იმოქმედა შენზე ამან, შენ ხომ მიმტკიცებდი, რომ აღარ გიყვარდი,მაშინ რატომ იეჭვიანე ასე? არც ის გინდა, რომ ერთად ვიყოთ, ხომ ასეა? _ მე... - თუ ვცდები მითხარი მაშინ, შენთვის სულ ერთი არ უნდა იყოს. – არ არის სულ ერთი, არა?- ბოლოს მაინც წამოცდა.- შენი აზრით, რატომ მოვედი დღეს შენთან? იმიტომ, რომ მინდოდა შანსი მიგვეცა ჩვენი სიყვარულისთვის, თუმცა ეს შეცდომა იყო.- ამოიტირა. – შანსი მიგვეცა, ჩვენი სიყვარულისთვის, ანუ? - ანუ ის, რომ მე შენ ისევ მიყვარხარ, გაიგე მიყვარხარ!! - გულმოსულმა მიაძახა და თვალებიდან წამოსული ცრემლები უხეშად მოიწმინდა. - დღეს ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ, გესმის აფსოლიტურად ყველაფერს და შემდეგ შენ გადაწყვიტე გინდა თუ არა ისევ ვიყოთ ერთად, რადგან თუ ამის შემდეგ უარს მეტყვი მეტი აღარ შეგაწუხებ. მიუხედავად შენი აღიარებისა. მისმინე, მე შენთვის არ მომიტყუებია ის გოგო, ძალით ამეკიდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც შენ შემოხვედი, მოულოდნელად დაიწყო ჩემი კოცნა შენი წასვლის შემდეგ ის სამსახურიდან გავაგდე, მე კი მხოლოდ შენ მჭირდები, მხოლოდ შენზე ვფიქრობ დღე და ღამე. ისე რომ ამ ფიქრებს ჭკუიდან გადავყავარ, მეტი აღარ შემიძლია, სამი წელია შენზე ფიქრში გავლიე, მეგონა ვეღარ გნახავდი, თუმცა ისევ გიპოვე და შენს გაშვებას აღარ ვაპირებ, მაგრამ შენ თუ არ მოგინდება გავიგებ და წავალ შენი ცხოვრებიდან ამიტომ გადაწყვიტე გინდა თუ არა ისევ თავიდან დაწყება? გოგონა, ჩუმად იჯდა და არ იცოდა რა ეთქვა, მხოლოდ ტიროდა, ახლა მასზე იყო დამოკიდებული ან დათანხმდებოდა ან უარს ეტყოდა ბიჭს. – არაფერს იტყვი...?- კითხა ბიჭმა.- თუმცა პასუხად სიჩუმე მიიღო, ნაღვლიანმა დაიქნია თავი და ფეხზე წამოდგა. - კარგი, ვხედავ სათქმელი არაფერი გაქვს.. მეტს აღარ შეგაწუხებ, მშვიდობით, ბედნიერად.- დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. გოგონა, ვერ იჯერებდა,რომ იაგო მართლა მიდიოდა მისი ცხოვრებიდან, უყვარდა მთელი არსებით უყვარდა, დღესაც სწორედ მაგისთვის, მივიდა რომ თავიდან ეცადა, ყველაფერი, თუმცა ახლა იჯდა და ვერაფრს აკეთებდა, ხვდებოდა, რომ თუ ახლა გავიდოდა ამ კარიდან მეტი ვეღარასდროს ნახავდა მას. კარების გაჯახუნების ხმაზე გამოფხიზლდა და ტირილით აედევნა ბიჭს, ატირებული გავარდა დერეფანში, თუმცა სანამ გარეთ გავიდოდა, ბიჭი უკვე აღარ ჩანდა. – იაგოო!- მთელი ძალით დაიყვირა, თუმცა უკვე გვიანი იყო, ბიჭი უკვე შორს იყო. ატირებული ჩაიკეცა, ეს რა გააკეთა, ვერ შეაჩერა ბიჭი, ახლა კი უკვე გვიანი იყო ნინი, რომ დაბრუნდა, ჟასმინი კარებთან გათიშული მზერით იჯდა. – ღმერთო, რა მოხდა აქ? ჟასმინ.- მეგობარი წამოაყენა და ოთახში შეიყვანა. დაბნეული და გაურკვევლობაში იყო, იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდნენ, თუმცა როგორც ჩანს შეცდა. - რა მოხდა არ იტყვი?- ნერვებმა უმტყუნეს. – წავიდა...- ამოიტირა. – ვინ? – იაგო, სამუდამოდ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, მე კი ვერ შევაჩერე. – რაა?- შეიცახადა. - მე ის დავკარგე... - რა ჩაიდინე, ჟასმინ თქვენ რა იჩხუბეთ? – არა, ყველაფერი ამიხსნა, მაგრამ მითხრა, რომ მეტის მოცდას აღარ აპირებდა და ან ახლა ვიქნებოდით ერთად ან არასდროს.. _ მერე? – მერე ის, რომ ვერაფერი ვერ ვუთხარი, ვერ შევაჩერე ის კი ადგა და წავიდა, როდესაც გონს მოვედი და ავედევნე უკვე გვიანი იყო.- ამოისლუკუნა. - ღმერთო, რა სულელი ხარ. - დანანებით გააქნია თავი. – ვიცი. – არა, მართლა მოსაკლავი ხარ, ღმერთმანი, არადა რა იმედი მქონდა, რომ ერთად იქნებოდით.- გაბრაზდბული, დაიარებოდა ოთახში და ვერ მშვიდდებოდა ცოტაღა ეკლდა და მართლა გაპუტავდა მეგობარს. - რა გავაკეთო? - მეკითხები კიდეც?! აიღე ტელეფონი და ახლავე დაურეკე, მიდიი!- წამოიძახა ნერვებ მოშლილმა. ჟასმინმა, ხელის კანკალით აკრიფა ბიჭის ნომერი, თუმცა ზარი არ გადიოდა. – რა ხდება? - არ მპასუხობს?- ამოიტირა. - არა, რა რამდენი გელაპარაკე, როგორ დაგარიგე მეც და მამაომაც და შენ კი რა გააკეთე, ხვდები? უბრალოდ ადექი და უფლება მიეცი წასულიყო. - გთხოვ, ნუღარ მიმატებ ისედაც ცუდად ვარ. - ახლა უკვე გვიანია ნიანგის ცრემლების ღვრა. მაგრამ იმას ვერ ვიჯერებ, რომ ის ასე მალე დანებდა.- ჩაილაპარაკა. ******* ბინიდან სწრაფი, ნაბიჯებით გამოვიდა, იმედი ჰქონდა,რომ შეაჩერებდა, მაგრამ ადგილიდანაც არ დაძრულა, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მოწყდა ადგილს. მართალია გამოუტყდა,გოგონა რომ ისევ უყვარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, იმისთვის, რომ ერთად ყოფულიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო რაღაც მოემოქმედებინა ეს იმისთვის, რომ გოგონა გარკვეულიყო, თავის თავში და გრძნობებში, ამიტომ დააყენა ფაქტის წინაშე. ისიც კარგად გაიგო, როგორ დაუძახა გოგონამ, თუმცა შეუჩერებლად მოცილდა ადგილს. - მაპატიე, მაგრამ სხვა გზა, არ მქონდა უნდა გაიაზრო და გაერკვე ყველაფერში, შენ უნდა დაძლიო ეს შიშები რაც გაბრკოლებს სხვანაიარად ბედნიერებას, ვერც შენ მოიპოვებ და ვერც მე.- გაიფიქრა ბიჭმა. ტელეფონზე ზარი შემოვიდა მიხვდა, ვინც ურეკავდა, თუმცა არ უპასუხა, სახლში განერვიულებული მივიდა და თავის ოთახში შევიდა, ყველაფერს მისცემდა, ახლა მის გვერდით რომ ყოფილიყო, თუმცა სანამ გოგონა ამ შიშებს არ დაძლევდა, ვერცერთი ვერ იქნებოდნენ ბედნიერები თუმდაც ერთად ყოფილიყვნენ. *** მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გავდივართ, ათასი განსაცდელებით და არც მათი ცხოვრება იყო გამონაკლისი, უყვართ ერთმანეთი თუმცა, ერთად არ არიან, არადა ისე უნდათ ერთად ყოფნა, მაგრამ სულ რაღაც უშლით ხელს კიდევ რამდენი რამ უნდა გამოიარონ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ერთად იყვნენ, როდემდე უნდა ტანჯოს და აწვალოს ბედისწერამ ისინი. არ კმარა რავ ამ სამი წლის მანძილზე დაიტანჯნენ, რატომ აწვალებდა ასე. მაგრამ ბედისწერას თავის გეგმები ჰქონდა მათზე. ტიროდა და მოთქვამდა, ვერ მშვიდდებოდა მიხვდა, რომ დროულად უნდა შეეჩერებინა,ბიჭი მაგრამ თავის შიშების გამო ვერ ბედავდა მასთან ყოფნას. – როგორ, მოვიქცე, ნინი...?- სლუკუნებდა. – როგორ და შენ თავს უნდა შემოუძახო, თავს უნდა აიძულო, რომ დაამსხვრიო ეს შიშები რა გაბრკოლებს, სხვანაირად სიმშვიდეს ვერ ჰპოვებ, ამიტომ წარსულით ნუღარ იცხოვრებ, დაკარგულს ვეღარ დააბრუნებ და ვერც ვერაფერს შეცვლო ამიტომ უკან კი არა წინ უნდა იყურო, მხოლოდ და მხოლოდ წინ და საკუთარ თავში ძალა უმდა იპოვო, ეცადე ეს ტრაგედია ბედნიერებით ჩაანაცვლო, მხოლოდ კარგზე იფიქრე. - გულწრფელად ტკიოდა, მეგობრის გამო გული, რადგან წარსულს ვერ ივიწყებდა და წინ არ იყურებოდა, ახლა კი ფაქტის წინაშე მოუწია დადგომა, ეს გამოცდა იყო მისთვის, რომ დაეძლია ყველაფერი. თავზე ეფერებოდა და ამშვიდებდა. მას შემდეგ რაც იაგო, წავიდა ჟასმინი უარესად ჩაიკეტა, თავის თავში, ცოტას ლაპარაკობდა და მთელ დროს ოთახში ატარებდა, დეპრესია ჰქონდა, უჭირდა იმის დაჯერება, რომ ასე მარტივად გაუშვა თავის სიყვარული ამის გამო თავს იდანაშაულებდა, ფარდებიც ჩამოუშვა და სრულ სიბნელეში ატარებდა მთელ დროს, - ჟასმინ, იქნებ გეყოს ეს მოთქმა და გონს მოეგო.- უთხრა მეგობარმა. - გთხოვ, მარტო დამტოვე. - გოგოო! ნუ გამაგიჟე ახლა, ისე ნუ იქცევი თითქოს ცხოვრწბა დასრულდა. _ ჩემთვის დასრულდა...- ამოთქვა. - ახლავე ადექი საწოლიდან აბა ნახე რას დაემგვანე აღარც თავს უვლი და აღარაფერი ასე იმ დღის შემდეგაც არ ყოფილხარ. ცოტა თავს შემოუძახე რა გთხოვ, არაფერია დაკარგული, თანაც ნახე კარებთან რა ვიპოვე..- მხიარულად წამოიძახა. – რაა? - ყვავილების თაიგული, თანაც შენი საყვარელი მინდვრის ყვავილებით.- უპასუხა გოგონას და მანაც ინტერესით წამოყო, თავი მართლაც დიდი მინდვრის ყვავილების თაიგული იყო თანაც ბარათით. _ ეს რა არის?- ინტერესით აიღო თაიგულში ჩადებული ბარათი და მისი წაკითხვა დაიწყო. ,, ეს თაიგული, ყველაზე ლამაზ გოგოს იდუმალი, თაყვანისცემელისგან.,,- გაოცებული უყურებდა ხან ბარათს ხან თაიგულს. – რა უცნაურია... - რა არის უცნაური? - ის, რომ თითქოს ამ ბუკეტის ავტორმა ჩემზე ყველაფერი იცის, ისიც კი იცის, რომ მინდვრის ყვავილები მიყვარს.- დაბნეულმა ამოთქვა.- უცნაურია, მაგრამ ისეთი შეგრძნება, მაქვს რომ თითქოს იაგოს სიახლოვეს ვგრძნობ. – რა იცი, რომ მან არ გამოგიგზავნა ეს..- ეშმაკურად ჩაეცინა. - ამით რისი თქმა გინდა? - იმის რომ იმედი არ უნდა დაკარგო, აქ ჯდომით და ტირილით არაფერი გამოვა სანამ საკუთარ თავს არ შემოუძახებ ხომ გინდა, რომ იაგო დაიბრუნო ხოდა იბრძოლე. ახლა, კი ადექი და თავი მოიწესრიგე. მიდი! - მშობელივით დატუქსა და ოთახიდან გავიდა. გოგონა საწოლიდან წამოდგა სარკეში ჩაიხედა, საკუთარი თავიც კი ვერ იცნო ისე გამოიყურწბოდა ჩაცვენილი და შეშუპებული თვალის უპები გაწეწილი თმა და გამხდარი სახე. - იქნებ მართლა, დროა გავუშვა წარსული ჩემი ცხოვრებიდან და წინ ვიყურო. რთული იქნება, მაგრამ უნდა შევძლო. აბაზანაში გავიდა წყალი გადაივლო ყველაფერს, რომ მორჩა ოთახში დაბრუნდა თმები დაიშრო თბილი ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. მისაღებ ოთახში ნინი ტელეფონზე საუბრობდა. _ კი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის არ იდარდო..- ჩასჩურჩულა ყურმილში სწორედ ამ დროს გამოვიდა ჟასმინიც. _ რა მიდის, გეგმის მიხედვით?- ჰკითხა მეგობარს და ნინიმაც სწრაფად გათიშა ტელეფონი. – როგორც იქნა, ადამიანს დაემსგავსე.. ასე აე ჯობია. - ნინი რას მიმალავ?- დაეჭვებით გახედა მეგობარს. – არაფერს რას უნდა გიმალავდე, უიმეე... უბრალოდ ერთ ჩემ ახლობელს ვუთხარი, რომ ყველაფერი როგორც დამაბარე ისე გავაკეთე თქო.- აწუწუნდა ნინი. – კარგი, ხო ნუ ბრაზდები. ესეც ახალი თავი, ვიცი პატარაა, მაგრამ ახლა ცოტა რთული პერიოდი მაქვს და კონცენტარციას ვერ ვახდენ წერაზე, ამიტომ როგორც კი, შემეძლება დიდ და საინტერესო თავს შემოგთავაზებთ. მადლობა, რომ კითხულობთ და მოგწონთ ჩემი ისტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.