შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის ძალა(6)


20-10-2024, 20:12
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 164

ბედნიერი დაბრუნდა, თავის ოთახში, ბიძამისმა, როგორც იქნა დართო,ნება გოგონა, კი ბედნიერებისგან ღრუბლებში დაფრინავდა და ოცნების კოშკებს აგებდა,თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო და არავინ იცოდა, რით დასრულდება ეს ამბავი. ოთახში ჯემილე შევიდა.
– ხედავ, ჯემილე ბიძაჩემი დათანხმდა ჩვენ ურთიერთობას.- სიხარულით წამოიძახა და ხტუნვა დაიწყო.
– შვილო, ძალიან გთხოვ ფრთხილად იყავი ეს ემოციები დაგღუპავს შენ. კი, დაგთანხმდა, მაგრამ ვფიქრობ ეს მის თავიდან მოსაშორებლად გააკეთა.
–კარგი, რა ჯემილე, ასე რატომ ფიქრობ?
– შვილო მონეტას ორი მხარე აქვს და არავინ იცის მეორე მხარეს რა იმალება. მეშინია, რომ ის ბიჭი უკან აღარ დაბრუნდება.
– კარგი რა აი ნახავ, მალე დაბრუნდება და დიდ ქორწილს გადავიხდით.- წამოიძახა, ბედნიერმა და ჯემილეს მოეხვია.- ნუ ხარ ასეთი დაძაბული.- უთხრა ბოლოს.




****



ახლა როცა თითქოს აღარაფერი უშლიდათ, ხელს ახმედიც დაითანხმეს, დარჩა მხოლოდ, მშობლების თანხმობა, რაც არც თუ ისე მარტივი იყო, მაგრამ მოუწევდათ შვილის არჩევანს დათანხმებოდნენ. სასტუმროში თავის ნივთები მოაგროვა და შემდეგი დღისთვის ბილეთი დაჯაფშნა საწოლზე ჩამოჯდა,თვალები დახუჭა და გოგოს სახე წარმოიდგინა, რომელიც მას უღიმოდა. ვერ იჯერებდა, რომ ახმედი ასე მალე დაითანხმა, არც არაფერი მოუმოქმედებია, ხომ შეეძლო დაესაჯა ორივე, მაგრამ ეს არ გააკეთა.
_ უცნაურია, რატომ დანებდა ასე მალე და მოგვცა დაქორწინების უფლება.. ერთი შეხედვით ცუდი არც არაფერია, მაგრამ ეს ახმედის საქციელს არ ჰგავდა. - გაიფიქრა ბიჭმა და გოგოს დაურეკა.
– გისმენ.- გაისმა გოგოს მხიარული ხმა.
– შენი ნახვა,მინდა. ხვალ მივემგზავრები და წასვლამდე მინდა გნახო.
_ არამგონია, მოსვლა შევძლო ბიძაჩემი აქ არის და არ გამომიშვებს.
– რამე მოიფიქრე, ისე ვერ წავალ თუ არ გნახე.
– კარგი, რამეს მოვიფიქრებ და ისევ იქ შევხვდეთ.- უთხრა და გაუთიშა. ბიჭი სასტუმროდან გავიდა შემდეგ კი, ძველ ნანგრევებში მივიდა.


აფორიაქებული იყო და შინაგანად რაღაც ღრნიდა, თითქოს რაღაც უნდა, მომხდარიყო, რაღაც ისეთი რაც დააშორებდა თავის სიყვარულთან, ძველ ქვიშის ნაგებობებს ათვალიერებდა, უცნაური შენობები იყო ციხე სიმაგრესავით აღმართული. მალე გოგონაც მივიდა ნანგრევებში და მაშინვე ბიჭთან გაიქცა, როგორც კი, დაინახა მაშინვე გაექანა და მოეხვია. ბიჭმა ძლიერ შემოხვია თავის ძლიერი მკლავები გოგონას და გულში ჩაიკრა, გოგოს ყელში ჰქონდა ჩარგული სახე. არცერთი არ ჩქარობდა მოშორებას ასე იდგენენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს
– როგორ მოახერხე გამოსვლა?
– ჯემილე, დამეხმარა... - ამოთქვა, გოგონამ.
ბიჭმა თავის განიერი ხელები სახეზე მოხვია და გოგონას ჩახედა თვალებში.
– ძალიან მომენატრები.
– კარგი, რა სულ რაღაც ერთი კვირით დავშორდებით ერთმანეთს.
- მე სულ მენატრები.
_ ისე ამბობ, თითქოს უკან აღარ დაბრუნდები?- კითხა გოგონამ.- ხომ დაბრუნდები, იცოდე გენდობი და არ მომატყუო, თუ არ დაბრუნდები ჩათვალე, რომ დაღუპული ვარ.
– გპირდები, რომ დავბრუნდები, უბრალოდ ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ცოტა დაბნეული ვარ და მეშინია, ბიძაშენის თანხმობა მოჩვენებითი არ იყოს.
_ რა გჭირთ შენ და ჯემილეს ისიც აღელვებულია, ფიქრობს, რომ ისე სიჩუმე კარგის მომასწავლებელი არ უნდა იყოს. მოდი არ გვინდა ამაზე საუბარი ყველაფერი კარგად იქნება, იცი მე იმედი არ მქონდა, რომ ბიძაჩემი დთანხმდებოდა, მეგონა იმ ოთახიდან ვეღარ გამოვაღწევდი.
– მე ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა, დამოკიდებული.
– შენი მშობლები მიმიღებენ რძლად?
_ მოუწევთ მიგიღონ, თუ არ უნდათ, რომ ერთადერთი ვაჟი დაკარგონ.
_ ხომ იცი, თუ მშობლების თანხმობა არ გექნება, ბიძაჩემი არ დაგვაქორწინებს.
– ყველაფერს მოვაგვარებ. - უთხრა და მოეხვია.- აქედან რომ წავალთ აღარ მოგიწევს, ჩადრის ტარება.
- ჰო...- გაუღიმა.
_ ბედნიერად ვიცხოვრებთ და ხელს ვეღარავინ შეგვიშლის.- უთხრა და კოცნა დააპირა, თუმცა გოგონამ ხელი ჰკრა და გაიქცა. ბიჭიც უკან აედევნა დამალვა უნდოდა, თუმცა დაიჭირა და მაინც აკოცა.
ძალიან ბედნიერები იყვნენ გული ორივეს გამალებით უცემდათ ემოციების მოზღვავებას გრძნობდნენ, ბიჭის თვალები ვნებით და სიყვარულით ჰქონდა სავსე.
– ახლა, უნდა წავიდე, არ მინდა ბიძაჩემი გავაღიზიანო.- ბოლოჯერ მოეხვია და გაიქცა.


მეორე დილით ის უკვე თვითმფრინავში იჯდა და მიემზავრებოდა სამშობლოში. საინტერესოა, შეძლებს კი, მშობლების დარწმუნებას, მათი აზრი ნაკლებად აინტერებდა, მაგრამ გოგოს ისე ვერ წამოიყვანდა და ამისთვის მშობლების თანხმობა იყო ქორწინებაზე საჭირო. ან იქნებ დაბრუნების შემდეგ დაავიწყდეს ეს ამბავი და მათი რომანიც დროებით იყო. მოუსვენრად იყო და გრძნობდა, რომ სახლში ჩასვლის შემდეგ ერთი ომის გავლა მოუწევდა. გვიან ღამით ჩაფრინდა, თბილისში დაღლილმა აიღო თავის ბარგი შენობიდან გავიდა ტაქსი, გამოიძახა და თავის ბინაში წავიდა. მეორე დღეს მივიდოდა მშობლებთან და დაელაპარაკებოდა ბინაში შესვლის თანავე, ბარგი იქვე დატოვა ოთახში შევიდა ტანსაცმელი გაიმზადა და შხაპი მიიღო.
შემდეგ საწოლზე წამოწვა და უეცრად სიცარიელე იგრძნო აქამდე ეს არ აწუხებდა ახლა კი, როდესაც მის ცხოვრებაში არსებობს, ადამიანი რომელიც მისი ნაწილი გახდა, თავი მარტოდ იგრძნო. მძიმედ ამოიხვნეშა და ტელეფონში მის ფოტოს დახედა, განშორებამ მონატრება უფრო გაუღრმავა.
ტელეფონი ამოიღო და გოგონას გადაურეკა.
– გისმენთ!- გაისმა ქალის ხმა. ეს ხმა იცნო.
– ალო, ჯემილე გთხოვ, ჟასმინს დაუძახე.
– მას ახლა, არ სცალია.
– გთხოვ მისი ხმის გაგონება მინდა.
– კარგი, ხო დაიცადე ცოტახანს

ცოტახანში, ყურმილში გოგონას ჰავერდოვანი ხმა, გაისმა.
– ალო.
– მე ვარ.- უპასუხა ბიჭმა.
– როგორ, იმგზავრე?- კითხა გოგონამ.
_ ნორმალურად, მაგრამ რაღაც მაკლდა...- ამოთქვა.
_ რა?
_ შენ მთელი ეს დრო შენზე, ფიქრში გავატარე უკვე მენატრები.
_ მეც მენატრები, მალე მოაგვარე ყველაფერი და დაბრუნდი. იცოდე გელოდები.
– გპირდები მალე დავბრუნდები, მშობლებიც რომ არ დამთანხმდნენ მაინც მოვალ და მოგიტაცებ.- იმ წუთას ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, მაგრამ ბიემა იგრძნო, რომ გოგონა იღიმოდა.
– დაგელოდები. ახლა უნდა წავიდე.
– კარგი.- ტელეფონო გათიშა საწოლზე დადო , შემდეგ კი სიზმრების სამყაროში გადაინაცვლა.


****


სარკესთან იდგა და ცდილობდა ყველანაირად მომზადებულიყო მათთან დასალაპარაკებლად, ამისთვის მთელი ომის გავლა მოუწევდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად იყო, მშობლებს მოუწევდათ შვილის არჩევანს დათახმებოდნენ, თუ არ უნდოდათ, რომ დაეკარგათ ერთადერთი ვაჟი, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო , ბინიდან გავიდა მანქანაში ჩაჯდა და მშობლების სახლში წავიდა.
მთელი გზა, აზრებს ალაგებდა გონებაში,რომ მშობლებისთვის აეხსნა სიტუაცია. მანქნა, ეზოში გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა სახლის კარებთან მივიდა და კარზე ზარი დარეკა. კარები ძიძამ გაუღო.
– იაგო, შვილო როგორ გამახარე, როდის დაბრუნდი?- გახარებულმა წამოიძახა ქალმა.
_ წუხელ საღამოს, ძიძა მეც მომენატრე.- უთხრა და ქალს მოეხვია.- მშობლები შინ არიან?
– კი.
– ჰოდა ძალიან კარგი, მიდი დაუძახე მათთან სალაპარაკო მაქვს, ძალიან სერიოზულ თემაზე.
- კარგი.- უთხრა და გაიქცა დასაძახებლად.

ბიჭი მისაღებ ოთახში შევიდა შემდეგ დივანზე ჩამოჯდა და ნერვიულად დაიწყო ფეხის თამაში. მალე მისაღებ ოთხში ბიჭის მშობლები შევიდნენ და ბიჭს მოეხვივნენ.
– როგორ გაგვახარე შვილო, გვეგონა მთელს შვებულებას იქ გაატარებდი.
– დაბრუნდებოდა, აბა მთელ ცხოვრებას იქ ხომ არ გაატარებდა,რადგან დაბრუნდი ესეიგი რაც ტელეფონში მითხარი მართალი არ იყო?- კითხა კაცმა.
_ სწორედ ამ თემაზე, სალაპარაკოდ მოვედი აქ.
- მე დაგტოვებთ- თქვა ძიძამ.
– არა, დარჩი მინდა ყველამ გაიგოთ, რასაც ახლა ვიტყვი. მოკლედ ცოლი მომყავს.- წამოიძახა ბიჭმა.
– რაა? ვინ?
– გოგონა, რომელიც მაროკოში, გავიცანი ის გოგო, იქაურია.
– ხომ არ გაგიჟდი, გინდა თქვა, რომ ორი დღის გაცნობილი გოგო მოგყავს,ცოლად თან მუსლიმი. მეგონა დროებით ერთობოდი იმ გოგოსთან.
– არანაირი, გართობა მე ის მიყვარს და მის მიმართ სერიოზულად ვარ განწყობილი.
_ და ასე მალე დაქორწინება ვის გაუგია?
- იქ ასეა მიღებული, იქ შეყვარებულობის პერიოდს არ გადიან წყვილს პირდაპირ აქორწინებენ. მე თუ ცოლად არ მოვიყავან ბიძამისი მას სიკვდილით დასჯის.
– რა სისულელებს, ამობ ხვდები მაინც.- ბრაზით უთხრა კაცმა.
_ მოკლედ, გინდათ არ გინდათ მოგიწევთ ამას შეეგუოთ და ჟასმინი რძლად მიიღოთ, მე შემეძლო ისე მომეყვანა, ცოლად რომ თქვენ არც გკითხავდით აზრს, მაგრამ ბიხამისმა თქვა, რომ მშობლების ნებართვის გარეშე არაფერი მოხდება.
_ ჩვენ უკვე აგირჩიეთ, გოგო, რომელსაც მოიყვან ცოლად ის გოგო კი, შეგიძლია დაივიწყო.
– რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ჩემ პირად ცხოვრებაში ნუ ერევით თქო. მე არ მჭირდება, თქვენი არჩეული მე მხოლოდ ჟასმინს მოვიყვან ცოლად. - გაბრაზდბულმა წამოიძახა თავის ოთახში წავიდა და კარი ძლიერ მოიჯახუნა.

ბრაზი ახრჩობდა, მშობლებს მისი არ ესმოდათ და არც ცდილობდნენ მისით დაინტერესებულიყვნენ, როდესაც დედ-მამა სჭირდებოდა მაშინ არ იყვნენ მის გვერდით მათთვის სამაახური და კარიერა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე შვილი, დაბადებიდან მოყოლებული ძიძასთან იზრდებოდა და მასთან უფრო ახლოს იყო ვიდრე საკუთარ მშობლებთან, არასდორს დაინტერესებულან შვილით და ახლა, რლდესაც ზრდასრულია მის დაუკითხავად დაუგეგმეს ქორწინება.
– შეიძლება, შემოვიდე.- ძიძამ შემოყო თავი კარებში.
– თუ შენც საყვედურებით უნდა ამავსო, მაშინ დროს ტყუილად ნუ დაკარგავ, მე უკვე გადავწყვიტე და ვერანაირი ძალა ვერ შემაჩერებს.
_ არა, შვილო უბრალოდ შენს სანახავად მოვედი.- უთხრა და ოთახში შევიდა შემდეგ კი მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა.

– მართლა ასე ძლირ გიყვარს?
_ კი, როდესაც პორველად დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩემი ადამიანი იყო, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიის. ის სხვებს არ ჰგავს.- გაიღიმა ბიჭმა.
_ ხო, მაგრამ ასე უცებ ვინ ქორწინდება?
_ ასეთია, მატი ტრადიციები ბიძამისი ძლივს დავითანხმე, რომ უფლება მოეცა მან ერთი კვირა მომცა იმისთვის, რომ მშობლებს დაველაპარაკო და შემდეგ ჩავიდე და მისი ხელი ვითხოვო.
_ და თუ ვერ მიიტან თანხმობას რა იქნება?
- ამის წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ დიდი ალბათობით მას სამუდამოდ დავკარგავ, რადმგან ჩემზეა დამოკიდებული მისი ბედი თუ არაფერი გამოვიდა ბიძამისი გადაწყვეტს მის ბედს და ღმერთმა იცის, რას დაუპირებს. ამიტომ უნდა ვიჩქარო.- უპასუხა განერვიულებულმა.
_ კარგი, დაისვენე და მერე ისევ ვილაპარაკოთ.- უთხრა ქალმა.

********

მთელი ერთი კვირა ცდილობდა მშობლებისთვის აზრი შეეცვალა და გადაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ ისინი მაინც ჯიუტად უარს, ამბობდნენ, რის გამოც ბიჭის ნერვები ეშლებოდა, დრო იწურებოდა მას კი, ჯერ თანხმობაც აე ჰქონდა, ამოს გამო უარესად ფსიხდებოდა, რადგან მშობლები სპევიალურად უკეთებდნენ ასე, რომ დრო გაეყვანათ და ბიჭს დაეგვიანა მისვლა,
ერთ დღეს, სახლში მისულს სტუმრები დაუხვდა, თურმე დედამისს სახლში გოგონა მიუყვანია, იმის მიუხედვად რომ ბიჭი წინაღმდეგი იყო საკამოდ გაღიზიანებული იყო ისედაც ამ სიტუაციით და ნანახმა უარესად გააგიჟა.
– აქ რა ხდება?- უხეშად წამოიძახა და მათთან მივიდა.
– შვილო, გაიცანი ეს შენი მომავალი საცოლეა?- მოჩვენებით გაუღიმა ქალმა.
_ რას ქვია, საცოლე? მემგონი გასაგებად აგიხსენით, რომ მე არავისზე არ ვაპირებ დაქორწინებას, რადგან უკვე მყავს რჩეული. უთხრა დედამისს და შემდეგ სტუმრებს მიუბრუნდა.- ძალიან ვწუხვარ დედაჩემმა ტყუილი დაპირება, მიგცათ მე არ ვაპირებ თქვენს ქალიშვილზე დაქორწინებას, რადაგან უკვე მყავს საცოლე და ძალიან მალე მას შევირთავ. თქვენ კი თქვენს ქალიშვილს სხვა საქმრო მოუძებნეთ.
– წავიდეყ აქეან.- გაბრაზებულმა წამოიძახა კაცმა და გაეცალნენ იქაურობას. ბიჭმა დედამისს მოქუფრული სახით გახედა
_ ეს რა საქციელი იყო?- წამოიძახა დედამისმა.
– რა საქციელი იყო? თქვენზე რას მეტყვით მემგონი გასაგებად აგიხსენით, რომ მე მხოლოდ იმაზე დავქორწინდები ვინც მიყვარს- თქო.
ამდროს მისმა ტელეფონმა დარეკა, ჟასმინი ურეკავდა. ბიჭმა მაშინვე უპასუხა.
– ჟასმინ.
_ იაგო, უნდა იჩქარო...- ტიროდა გოგონა.
_ რა ხდება?
- ბიძაჩემი, ის.. ის... ძალით მათხოვებს, გთხოვ იჩქარე.
_ რაა? - წამოენთო ბიჭი.- არ იტირო, ახლავე ავიღებ უახლოვეს რეისი ბილეთს და ჩამოვალ.
ბიჭი, გამწარებული მიუბრუნდა მშობლებს.
სახე ალეწა სიბრაზისგან და სახლში ყველაფერი დაამტვრია
– თქვენი ბრალია, ყველაფერი სპეციალურად წელავდით, დრის რომ დრო ამოწურულიყო, თქვენ რა მშობლები ხართ, საერთოდ არ გადარდებთ შვილის გრძნობები, დაიმახსოვრეთ, მას თუ დავკარგავ, ამას არცერთს არ გაპატიებთ.- დაიღრიალა და გიჟივით გავარდა სახლიდან.
გიჟივით ატარებდა მანქანას და იმდენად იყო გამწარებული, იმედი ჰქონდა, რომ გადაარწმუნებდა, მაგრამ შეცდა მშობლებს მისი გრძნობები სულ არ ადარდებდათ, ვერ აიტანდა, რომ გოგონა, დაეკარგა თვალებში ბინდი გადაჰკროდა ბრაზისგან და ვეღარაფერს ამჩნევდა, საშინელი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მანქანა მწობიდან გამოვიდა რისგამოც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან გადავადა და ამოყირავდა.



******

ამ დროს გოგონა მას ელოდა, ეგომა დაბრუნდებოდა, როგორც დაპირდა, თუმცა ბიჭისგან არაფერი ისმოდა.
- ბიძია, გთხოვთ ასე ნუ მომექცევით, ის დაბრუნდება უკვე გზაშია.- ემუდარებოდა გოგონა,მაგრამ ამაოდ.
– საკმარისი დრო მოგეცით ასეც ვიცოდი, რომ ის ბიჭი, არაფრის გამკეთებელი არ იყო, მისი დრო ამოიწურა ახლა კი მე გადავწყვეტ შენ ბედს ამიტომ შენ მალე გათხოვდები. მორჩა.-წამოიძახა გაბრაზებულმა და წავიდა.
- შვილო...
– რა მეშველება, ჯემილე მე არ მინდა იმ კაცზე გათხოვება.
- კიდევ ერთხელ დაურეკე, გაიგე სად არის.- უთხრა ქალმა. გოგონამ ხელის კანკალით აკრიფა ბიჭის ნომერი და ზარი გაუშვა, თავიდან არავინ პასუხობდა, მაგრამ ბოკოს ვუღაცამ ყურმილი აიღო.
– იაგო, სად ხარ? - სწრაფად უპასუხა.
– იაგო, ახლა ვერ გიპასუხებთ.
_ უკაცრავად ვინ ბრძანდებით?- დაბნეულმა იკითხა.
– მე დედამისი, ვარ.
- რაა? გთხოვთ დაუძახეთ იაგოს.
_ მომისინე, ჩემი შვილი დაივიწყე, მას შენ მეტი ვეღარ ნახავ.
– რაა? ის დამპირდა, რომ დაბრუნდებოდა.
– მოგატყუა, მან ახალი ცხოვრება დაიწყო და მალე ცოლსაც მოიყვანს, შენ კი მხოლოდ გასართობი იყავი მაგისთვის.- მკვახედ უპასუხა ქალმა, ამის გაგებისას გოგონას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.
– რა მოხდა?
– დავიღუპე, ჯემილე.- ტიროდა.
– რა გითხრა?
- დედამისი მელაპარაკა, მითხრა რომ იაგომ ახალი ცხოვრება დაიწყო და რომ მალე მოჰყავს, ჩემთან კი ერთობოდა.
– შვილო... ხომ გაფრთხილებდი, რომ გული გეტკინებოდა.- ნაღვლიანმა გახედა

_ ნუთუ ეს დაპირებები, ამაო იყო და მას არ ვუყვარვარ..-სლუკუნებდა.
_ არ ვიცი, დასავლეთის ხალხი უცნაურები არიან მათი, გრძნობები დროებითია..
– ახლა რა მეშველება ...- წამოიძახა და განადგურებული ავიდა თავის ოთახში, ვერ იჯერებდა, რომ შეიძლებოდა ასე მოქცეოდა ბიჭი, არადა, როგორ პირდებოდა, ყველაფერს მოაგვარებდა, ბოლოს რომ ელაპარაკა, ხომ უთხრა, რომ ჩავიდოდა მასთან, ნუთუ მოატყუა.
სიცოცხლე აღარ უნდოდა, ამის გამო, ამ სახლიდან თავი უნდა დაეღწია, წინაღმდეგ შემთხვევაში ბიძამისი ვიღაც მოხუცზე მიათხოვებდა,მაგრამ სად წავიდეს არც გზის ფული აქვს და არც წასასვლელი აქვს არსად, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი გაქცევა იყო.
დაელოდა, სანამ ყველა დაიძინებდა და შემდეგ შეუმჩნევლად გაიქცა სახლიდან
გვიანი ღამე იყო, ირგვლივ სამარადისო სიბნელე სუფევდა, გარეთ მედინაში სიარული საშიში იყო მითუმეტეს ღამით, რადგან ათასი ყაჩაღი და ბედუინები დადიოდნენ და კაცმა არ იცის რას დამართებენ.
დაიარებოდა, ქუჩაში და გაუჩერებლად ტიროდა,სწორედ ამდროს ვიღაცამ ხელი დაავლო და სადღაც წაათრია.


.....

როგორც ხედავტ სიუჟეტი შეიცვალა და სულ სხვა მიმართულებით წავიდა.
ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ. გამოხატეთ თქვენი აზრი.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამას ვერა. დიდი იმედი მაქვს ერთმანეთს არ დააშორებთ.. ველოდებით <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ლელა

გამარჯობა
ჟასმინს ხომ ქართველი მამა ყავდა და საქართველო რატოა მისთვის უცხო ქვეყანა და რატო ითვლება არაბად? გვარიც ქართული უნდა ქონდეს და ქრისტიანიც უნდა იყოს.

 


№3  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლელა
გამარჯობა
ჟასმინს ხომ ქართველი მამა ყავდა და საქართველო რატოა მისთვის უცხო ქვეყანა და რატო ითვლება არაბად? გვარიც ქართული უნდა ქონდეს და ქრისტიანიც უნდა იყოს.


გამარჯობა, მინდა გითხრათ, რომ ძალზედ საინტერესო კითხვა დასვით.
ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა მის შესახებ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ჟასმინი საქართველოში ხომ იზრდებოდა, რატომ არ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, მართალია მამის მშობლებმა ჟასმინის დედა არ მიიღეს, მაგრამ იქნებ შვილიშვილი მიეღოთ.
ველოდები გაგრძელებას...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent