ბედისწერის ძალა (14)
თავი15 *** მათ სიყვარულმა დროს გაუძლო, მიუხედვად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე ნანახი არ ჰყავდათ, ერთმანეთი, თავისუფლად შეეძლოთ გადაჰყვარებოდათ ერთმანეთი, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან არ იყო ეს უბრალო ლტოლვა ეს გაცილებით უფრო ამაღლებული გრძნობა იყო მათში, რომელმაც პირველივე დღიდან უხილავად გადაჰკვეთა მათი, გზები. მათი საბედისწერო, შეხვედრა იმ დღეს იმ ოთახში, პირველივე დანახვისთანავე იგრძნეს შინაგანად ეს უფრო სულიერი გაგებით, რადგან ადამიანში გიყვარდება არა სხეული არამედ მისი შინაგანი სამყარო ანუ სული. სხეული შეიძლება მალევე მოგბეზრდეს, მაგრამ სული მარადიული და უკვდავია ის ღვთაებრივია და ღვთაებრივი სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდება. ნამდვილი სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს, ბევრი ვერ ახერხებს, ერთად ყოფნას ზოგს ტრაგიკული დასასრული აქვს, ზოგო კი მთელი ცხოვრება იბრძვის, რომ ერთად იყვნენ ზოგიც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება, ამოუცნობია უზენაისის, ჩანაფიქრი და როგორც დაუწერა მათ ბედისწერის წიგნში ცხოვრების გზა, იმასაც გადიან. დრო გადიოდა და მონატრება უფრო მატულობდა, ენატრებოდა და შინაგანად სიცარიელეს გრძნობდა, ის იყო მისი ცხოვრების მთელი არსი და მის გარეშე თავს მარტოდ გრძნობდა, ზოგჯერ ფიქრობდა კიდეც ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო და მთელი ეს ჯოჯოხეთი არ გამოევლოთ, როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება, რა იქნებოდა? ყველაფერი მარტივად რომ ყოფილიყო. ბიძამისმა თანხმობა მისცა მშობლებსაც, რომ მიეცათ, შემდეგ ჯერი დადგებოდა ქორწინებაზე, მაგრამ მერე რა იქნებოდა? შეძლებდნენ ერთად თანაცხოვრებას. კი უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ასე სწრაფად არავის მოჰყავს ცოლი, იქნებ მერე მობეზრებოდათ ერთმანეთი, გაუვლიდა ხოლმე ეს აზრი, თუმცა ბოლო წუთას ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა. დრომ და მანძილმა ერთმანეთს ჩამოაცილა. ორივე თავის გზით წავიდა, ეს მათი გამოცდა იყო თუ რამდენად ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი, რა თქმა უნდა, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება და ხიდან ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება, თუ ეს მას არ სურს. ეს იყო მათი ბედისწერა, რომელიც უნდა გამოევლოთ, რომ აქამდე მოსულიყვნენ, წლების შემდეგ კი არცერთი მოელოდა, თუ ერთმანეთს ისევ შეხვდებოდნენ. გულში სითბო ეღვრებოდა, ბიჭის სიტყვებზე, გოგომ ხომ ყველაფერი უამბო, უთხრა, რომ მის წინ სხვა შეეხო და გადათელეს, თუმცა იმდენად ღირსეული ბიჭი იყო, კეთილი გულით, რომ მან ხელი არ კრა, პირიქით უფრო შეიყვარა და დააფასა, რადგან კი არ გატყდა გოგონა, უფრო გაძლიერდა. ბედნიერი იყო, რომ სწორედ ასეთი ადამიანი არგუნა უფალმა, თუმცა თავის შიშების გამო მის გვერდით ვერ იყო და ასე უბრალოდ მისცა უფლება, წასულიყო ბოლოს კი ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ზამთრდებოდა და სიცივეც მატულობდა, მალე ახალი წელიც მოვიდოდა, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ბოლო წლებია აღარაფერი აუღნიშნავს და არც ამ წელს იყო გამონაკლისი, მითუმეტეს მას შემდეგ რაც იაგო წავიდა. – კარგი, რა ჟასმინ, რატომ არ გინდა დაბადების დღის აღნიშვნა?- კითხა ნინიმ. _ უბრალოდ არ მინდა და მორჩა, შენ იცი, რომ ბოლო სამი წელი არაფერი აღმინიშნავს და არც ამ წელს ავღნიშნავ არაფერს, მათ შორის დაბადების დღესაც.- ურეაქციოთ უპასუხა და ისევ ფანჯარში დაიწყო ყურება. - უიმე, კარგი რა როდემდე უნდა იყო ასე, თანაც გული მიგრძნობს ამ წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.- დამაჯერებლად უთხა. _ არ, მინდა ნინი...- დაღლილი ხმით მიუგო.- განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ 15 ნოემბერია. ჩვეულებრივი თარიღია ჩვეულებრივი დღით. – არ მაინტერესებს, შენს 23- მე დაბადების დღეს აუცილებლად გადაიხდი.- ჯიუტად მიუგო. _ თავს არ დამანებებ არა?- მობეზრებით კითხა. – ნშ.. - ოფ, კარგი ხო ჯანდაბას შენ წუწუნს რა გაუძლებს, გადავიხადოთ, ოღონდ მხოლოდ შინაურები ვიქნებით. _ ეგ მე მომანდე.- ეშმაკურად შემოკრა ხელები და ოთახიდან გავიდა. კარში გასული არ იყო, რომ მეგობარს დაუძახა. - ჟასმიინ! - დაუძახა და ისიც გამოვიდა. – რა ხდება?- კითხა მეგობარს. - ნახე, ვიღაცას კარებში ეს ყუთი დაუტოვებია. – ეს ალბათ, ისევ იმ იდუმალი თაყვანისმცელის გამოგზავნილი იქნება. - ინტერესით დახედა ყუთს და შემდეგ ყუთი გახსნა ყუთში კი, პატარა ფუმფულა კნუტი იჯდა შავ-თეთრი ბეწვით, ყელზე ბანტი ჰქონდა მორგებული. იმდენად ლამაზი და საყვარელი იყო გრძელი ფუმფულა ბეწვით, რომ გოგონას გული აუჩუყდა და კნუტი გულში ჩაიკრა. იქვე ბარათიც იდო. ,, იმედია , ამ საჩუქარმა შენი გაღიმება შეძლო, ძალიან მალე შევხვდებით.,, _ ღმერთო, ნეტა ვინ უნდა იყოს? უცნაურად არ გეჩვენება?- კითხა მეგობარს. – რაა? - ის, რომ ეს ანონიმური თაყვანისმცემელი, იაგოს წასვლის შემდეგ გამოჩნდა. – საიდან, მოიგონე ალბათ, ვიღაც შორიდან გიცნობს და შენთვის კარგი უნდა. – არა, უცნაურია ეს ყველაფერი და იმედია არაფერს მიმალავ. _ კარგი, რა ჟასმინ რა ეჭვიანი ხარ, უბრალოდ დატკბი ცხოვრებით ნახე რა საყვარელი კნუტია.- მიანიშნა კნუტზე. _ ხო, კნუტი მართლაც საყვარელია...- ამოთქვა და კნუტს წაეთამაშა. რამდენიმე დღის შემდეგ კარზე უკვე დაბადების დღე, მოადგა გოგონას, სულ არ ეხალისებოდა, ამის აღნიშვნა ერჩივნა, სახლში მშვიდად ყოფილიყო, მაგრამ ნინიმ თავი არ დაანება და ახლა დაბადების დღისთვის ემზადებოდა. ნინი ძალიან ეცადა, რომ ჟასმინი ლამაზად ყოფილიყო ამ დღეს, რადგან ეს დღე მისთვის დმამახაოვრებელი უნდა ყოფილიყო, ჟასმინმა,რა თქმა უნდა,ეს არ იცოდა,, თუ რა სიურპრიზს უწყობდა მას მეგობარი. სპეციალურად მისთვის გრძელი ატლასის თეთრი კაბა უყიდა, თმები ისედავ ლამაზი ჰქონდა გოგონას უბრალოდ ცოტა მოცულობა შეუცვალა. მაკიაჟიც სადა გაუკეთა და უკვე მზად იყო. - არ მესმის რა საჭიროა, ეს ყველაფერი? თანაც თეთრი კაბა?- შეწუხებული სახით კითხა.- ეს კაბა მეზედმეტება. – და რა ჭირს ამ კაბას?- გაბრაზებით კითხა. - თეთრი, სიწმინდეს ნიშნავს მე კი... - ვაიმე, რა აზრები აწუხებს ამას.- წამოიძახა გაოგნებულმა.- ნუ გადამრიე ახლა, ეს კაბა გეცმევა, დღეს და შენი ხმა აღარ გავიგო. დარბაზში იყვნენ ნინის ყველა მისი კურსელი, თუ ახლობელი დაუპატიჟნია, თანაც ჟასმინს წინ ორი სიურპრიზი ელოდა, რომელის აზრზეც არ იყო, ყველა სტუმარი ულოცავდა დაბადების დღეს, ის კი პასუხად მხოლოდ უღიმოდა, ყველაზე მეტად ვინც უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო სწორედ ის აკლდა, მხოლოდ მას შეეძლო, მისი გაღიმება. გასვლას აპირებდა, როდესაც უეცრად დაბრაზში შუქები ჩაქვრა და კარში კლასიკურ სამოსში გამოწყობილი იაგო შემოვიდა, რომელსაც თეთრი პერანგი ეცვა და შავი შარვალი. ხელეში უზარმაზარი თაიგული ეჭირა, თავ აწეული და ღიმილიანი სახით შევიდა და დიჯეის ანიშნა რაც დაუკვეთა ის ჩაერთო, როცა ეტყოდა. გოგონა ვერ იჯერებდა, რომ იაგო მასთან მივიდა, თვალები აუწყლიანდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა მისკენ გაიქცა და ძლიერ მოეხვია. – არ მჯერა, რომ მოხვედი..- ამოთქვა. – ხომ გითხარი, რომ მალე შევხვდებოდით.- ეშმაკურად გაუღიმა. - რაა? იმ საჩუქრებს შენ მიგზავნიდი?- გაოცდა გოგონა. – ხო, აბა შენ ვინ გეგონა? - მე მეგონა, სამუდამოდ წახვედი ჩემგან.. - როგორ ფიქრობ მე ის ადამიანი, ვარ ვისაც შეუძლია ასე მალე დათმოს თავისი საყვარელი ადამიანი.- წარბების აზიდვით უთხრა. – გთხოვ აღარ დამტოვო მეტი.. მე უშენოდ ვერ ვიარსებებ. – ვიცი... გამომართვი ეს თაიგული შენია.- უთხრა და ყვავილების თაიგული მიაწოდა.-შემდეგ კი უთხრა- ჟასმინ, ჩემო მზის სხივო გილოცავ შენ დღეს მინდა სულ ბედნიერი და გახარებული იყო,რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად. გოგონა, ცრემლებს ვერ იკავებდა ბიჭის სიტყვებმა გული აუჩუყეს. - თაიგულში კიდევ რაღაც დევს აბა ნახე რა არის?- ეშმაკურად უთხრა და გოგონას გახედა, თაიგულის გულში პატარა წითელი კოლოფი იდო, იქიდან ამოაძვრინა გახსნა და ყუთში ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი იდო. - ეს....- ბიჭმა,გოგონას ხელი თავისაში მოიქცია და უთხრა: – ალბათ, ხვდები ეს რასაც ნიშნავს, მაგრამ მაინც გეტყვი, მე უშენოდ ერთი წუთის გატარებაც კი აღარ მინდა, გესმის წლების შემდეგ როგორც იქნა გიპოვე და ვერანაირი ძალა ვეღარ შეძლებს ჩვენს დაშორებას, მიყვარხარ და მინდა მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება, შენს გვერდით გავატარო, ამიტომ გკითხავ, გამომყვები ცოლად?- კითხა ბიჭმა და ყველა მიყუჩდა გოგოს პასუხის მოლოდინში, გოგონა იდგა და ტიროდა უბრალოდ ვერ იჯერებდა, რომ ასე გაუმართლა. ახლა ნამდვილად აღარ აპირებდა, მის გაშვებას. _ კი..- აღმოხვდა გოგონას. _ რა თქვი? - თანახმა ვარ, ცოლად გამოგყვე..- წამოიძახა გოგონამ და ბიჭმაც ბეჭედი გაუკეთა და შემდეგ გულში ჩაიკრა. ყველამ ტაში დაუკრა და მიულოცა. სწორედ ამ დროს ჩაირთო, მათი მუსიკაც. დარბაზი ჩამობნელდა ბიჭმა საცეკვაოდ გაიყვანა გოგონა. _ ეს ხომ... - ჩვენი მუსიკაა..- გაუღიმა და წელზე ნაზად შემოხვია ხელები. გოგონამ მხარზე მიადო ბიჭს თავი და ცეკვა დაიწყეს, ნელა და ლამაზად ყვებოდნენ მუსიკას და ნელ ვალსს ცეკვავდნენ. ბიჭი ხან გადააწვენდა ხოლმე მკლავებზე ხანაც ჰაერში დაატრიალებდა, თვალები ორივეს ბედნიერებისგან უბრწყინავდა. ცეკვის შემდეგ ყველა მივიდა და მიულოცა მათ. რა თქმა უნდა სიურპრიზები ამით არ დასრულებულა წინ კიდევ, ელოდა ჟასმინს სიურპრიზი. – ჟასმინ. - ჰო... – ახლა ყველაზე მეტად ვის ნახვას მოისურვებდი?- კითხა ბიჭის. – დედას, მაგრამ სამწუხაროდ მას ვეღარ ვნახავ... _ დედის გარდა? – რავიცი, ალბათ მოვისურვებდი მენახა, ჩემი ბიძაშვილი, ბიძაჩემი და ჯემილე, ისე წამოვედი მათთან კონტაქტი აღარ მქონია, მაგრამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება მათზე. - ერთი წუთით აბა უკან მიიხედე.- ღიმილით უთხრა ბიჭმა და გოგონამაც უკან მიიხედა, სადაც სამივე ერთად იდნენ და გაღიმებული სახით უყურებდნენ. მათი დანახვისას გოგონას, ყველა ემოცია ერთიანად მოაწვა და მოგონებები, ცრემლები მოაწვა, რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ, მისი ამბავი, ან შეიძლებაც გაიგეს კიდეც, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია, ეს ამბავი მხოლოდ იუსუფმა იცოდა და იმ არამზადებმა, ვინც ამ დღეში ჩააგდეს, საწყალი გოგონა. – ვერ ვიჯერებ თქვენ...ეს... როგორ?- წყვეტილად საუბრობდა, რადგან ტირილის გამო, ვერ ახერხებდა. – შვილო, როგორ მოგვანატრე თავი...- ამოთქვა ტკივილნარევი ხმა, ქალმა და გოგონას მიუახლოვდა. _დეიდა ჯემილე...- წარმოთქვა მისი სახელი და ატირებული მოეხვია ქალს. – რომ იცოდე, როგორ განვიცადეთ შენი გაუჩინარება წლები გავიდა და უკვე იმედი გვქონდა დაკარგული, რომ ვეღარ გნახავდით, მაგრამ ცოცხალი ხარ და თანაც ძალიან შეცვლილი. – შვილო, მაპატიე მე რომ არა, ახლა თქვენ უკვე ერთად იქნებოდით შენ და იაგო, ჩემს გამო ძალიან დაიტანჯეთ. _ არა, ბიძია ბოდიშს ნუ მიხდით, მე თქვენზე ნაწყენი აღარ ვარ, ჩემი ბრალიც ბევრი იყო, თანაც ყველაფერი უფლის ნებაა, ხომ ასეა?- ჰკითხა. – კი, ასეა და ისიც მისი ნებაა, ახლა ისევ რომ შევხვდით, რადგან მომცა შანსი, ჩემი შეცდომები, გამოვასწორო, ამიტომ როდესაც დაქორწინდებით, გოგოს მხრიდან ქორწილს მე გადავიხდი.- გაიცინა. – რაა?- გაოცდა გოგონა. - აქ რომ იქორწინებთ, მერე აქედან ჩემთან მივდივართ, იქ ჩვენი ტრადიციებით გადავიხდი. – ანუ, ვერ მივხვდი?- სახე შეეცვალა გოგოს, მას ეგონა მათი რჯულის მიხედვით, უპირებდა დაქორწინებას. _ რა სახე გაქვს, რა იყო? უბრალოდ ქორწილს ავღნიშნავთ ჩევნი კულტურით, ნუ გეშინია, ჩვენი რჯულით არ დაგაქორწინებ. ვიცი, რომ რწმენა შეიცვალე, იაგომ მიამბო, ყველაფერი. – იმედია, არ მიბრაზდებით ამის გამო? _ მე ვინ ვარ, რომ განგიკითხო და გაგასამართლო, შვილო ვიცოდი, რომ შენ ჩვენი რჯულისა არ იყავი, შინაგანად, დედაშენმა კი გასწავლა, მაგრამ შენ არ იყავი ჩვენი სამყაროდან. - მართალი ბრძანდებით.- მათ მამა სერაფიმე მიუახლოვდა და გოგონა გულში ჩაიკრა. - თქვენ არ იცით, მაგრამ როდესაც ჩემთან პირვრლად მოვიდა,ჟასმინი გზა აბნეული იყო. უფალი კი, მზად არის დატოვოს ის 99- ტი ცხვარი და იმ ერთის დასახმარებლად გაეშუროს, სწორედ ასე მოხვდა ის ჩემს ტაძარში, გზა, აბნეული და დაკარგული თავის თავში, რომელიც ცხდილობდა ეპოვა თავის თავი. ყოველ ადამიანს აძლევს უფალი თავისუფალ ნებას. მან კი თავის თავი ქრისტიანულ სამყაროში იპოვა. ცოტახანში, აჭარულის სიმღერა ჩაირთო და მასთან მისი კურსელი მივიდა და გოგონა გამოიცეკვა. – წადი გოგო რას დგახარ!- დაუცაცხანა მეგობარმა. – არ მინდა... – როგორ არ გინდა შენ ეს ცეკვა კარგად იცი.- ჟასმინმა იაგოს გახედა და მან ღიმილით დაუკრა თავი. ამ უკანასკვნელმაც ამოიხრა და ბიჭს გაყვა საცეკვავაოდ ბიჭი მას გამოეცეკვა და გოგონამაც ლამაზად გაშალა ხელები და მუსიკას აყვა, გაოცებული უყურებდა იაგო, მას რადგან არაბული ცეკვის გარდა ქართული ტრადიციულიც იცოდა. ლამაზად არხევდა სხეულს და თეთრ კაბას ჰაერში აფრიალებდა. ცეკვა ეს ერთადერთი საშვალება იყო როდესაც ყველაფერს ივიწყებდა და მთლიანად ეფლობოდა მუსიკაში და ცეკვაში. ..... ესეც ახალი თავი, არ ვაპირებდი ჯერ ატვირთვას,, რადგან უფრო ვრცელი თავის დაწერა, მინდოდა, მაგრამ რადგან დროში შეზღუდული ვარ არ მინდა დიდხანს გალოდინოთ, ეს არის რისი დაწერაც, მოვასწარი, გაგრძელებას, როცა მოვახერხებ, მაშინ, დავდებ. აბა თქვენ იცით. ახალი თავის დადებას, რომ ელით ჩემგან, მეც ასევე ველი თქვენგან, კომენტარებს, ასე რომ გელით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.