შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გელოდები 18+ (I თავი)


15-11-2024, 18:39
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 4 669

ცხოვრებაში სულ რამდენიმე ემოციური კრიზი ჰქონდა. მდგომარეობები რომელთა წინაშეც უძლურებას გრძნობდა და არცერთ შემთხვევაში არ განუცდია მსგავსი ტკივილი. ემოციის ათასი ფერი ერთად აფეთქდა და გონება მთლიანად დაუბინდა. საჭესთან მჯდომი ყველა წესს არღვევდა დანიშნულების ადგილამდე რაც შეიძლება მალე რომ მისულიყო. არ იცოდა იქ რა მდგომარეობა დახვდებოდა,პირველად იყო მსგავს ადგილას და თან ამ ამპლუაში. მანქანა გააჩერა თუ არა მაშინვე შენობისკენ გაიქცა , კიბე აირბინა და წამითაც არ შეყოვნებულა ისე შევიდა ოთახში
_ჩემი შვილის მოკვლის უფლებას არ გაძლევ ! _ სიტყვები მანამ გაისმა სანამ ინტერესის ობიექტს იპოვნიდა
_გაბრიელ ?_ სიმშვიდე დაერღვა კაცის დანახვისას _ აქ რას აკეთებ
_ჯერ კიდევ შენთანაა თუ მოიშორე
_ბატონო აქ ასე შემოვარდნის უფლება არ გაქვთ ... ახლავე დავუძახებ დაცვას
_არ გინდათ ნანა ექიმო
_კითხვა დაგისვი მოიშორე თუ ჯერ არ
_ნამდვილი იდიოტი ხარ ... _სახეზე ხელები აიფარა და ექიმს მიმართა _შეგიძლიათ განაგრძოთ ,ისიც მოგისმენთ
_დარწმუნებული ხართ რომ მისი აქ ყოფნა გინდათ?
_დარწმუნებული არ ვარ,მაგრამ სხვა გზა აღარ არის _თვალებს არ ახელდა,გაბრიელის სახის დანახვის ძალა არ ჰქონდა. უნდა ეფიქრა,დრო მოეგო და გამოსავალი ეპოვნა
_ნაყოფი 8 კვირისაა ... _ აღარაფერი ესმოდა,უყურებდა ეკრანს სრულიად გაუგებარ გამოსახულებას ადევნებდა თვალს და მერე ესმოდა ხმა,რომელსაც გულისცემა უწოდეს. მისი შექმნილი სიცოცხლის გულის ხმა ესმოდა და თავს ყოვლისშემძლედ აგრძნობინებდა.
იმ წამიდან რადიკალურად შეიცვალა მისი ცხოვრება და მან შეცვალა სესილიას ყოველდღიურობა.
_სერიოზულად ფიქრობდი,რომ აბორტს გავიკეთებდი?
_ტონს დაუწიე ... ორსულად რომ ხარ იმას არ ნიშნავს ,რომ მე ჩემ ბრაზს მოვთოკავ
_ვერაფერს ვაკონტროლებ და შენი ბრაზიც არ მაღელვებს
_კიდე ჩემთან ხარ პრეტენზიებით გოგო? იმ ს.რს მიყვები ორ დღეში ცოლად ჩემი ბავშვით მუცელში . შვილს მახევდი და ვიღაც გ.ნდონს დაუძახებდა მამას
_იყვირე კიდევ უფრო ხმამაღლა და საკუთარ შეკითხვას უპასუხებ... რომელი ნორმალური ქალი გეტყოდა შენგან ვარ ორსულადო როდესაც იდეალური კაცი ჰყავს გვერდით ,ისეთი როგორთან ცხოვრების დაკავშირებაც ნატვრაა
_ჩემთან ს.ქსი გისწორდება მხოლოდ,ჩემგან ბავშვს აჩენ და ის იდეალური ქმრად გინდა არა?მერე მე ვარ არასწორი...არც გიტყდება შენი ქცევა? შენ რა ჩემი ბავშვით აპირებდი იმ ყლ.სთან ჟ.მაობას? თუ უკვე შ.გიდო და იმიტო დადის ასეთი გაბრწყინებული რ.ჟით
_გული მერევა შენ საუბარს რომ ვუსმენ... როგორ უნდა ვუთხრა ბავშვს რომ მისი მამა შენ ხარ
_როგორც გადაწყვიტე რომ დაფეხმძიმდებოდი ისე
_უკაცრავად?
_შენ მე დებილი გგონივარ? 19 წლიდან ს.ქსი გვაქ და მაინცადამაინც ახლა დაფეხმძიმდი მამაშენის არჩეულ ბიჭთან ქორწილს რომ გეგმავ და თავს იტყუებ თითქოს ბედნიერი ხარ?გგონია მე მჯერა ამ სიგიჟის და დავიჯერებ,რომ გინდა იმასთან დარჩენილი ცხოვრების გატარება?
_ჩემი სურვილია მასთან ოჯახი შევქმნა ... აუცილებლად ვეტყვი ბავშვზე და
_და ის ისეთი ს.რია ბავშვიანად მოგიყვანს ბაზარი არაა ... რას ეტყვი შენ რომ გხვდებოდი უარს იმიტომ გეუბნებოდი ამ დროს სხვა მჟ.მავდა და იმდენად დაკმაყოფილებული ვიყავი შენთან იმიტომ არ ვწვებოდიო?
_რა იცი რომ არ ... მე და შენ თავისუფალ ურთიერთობაში ვიყავით. გგონია მხოლოდ შენ გყავდა პარალელურად უამრავი სხვა?
_რა სასაცილოა ეს ყველაფერი... კიდევ კარგი ბავშვს ჯერ არ ესმის თორე გაუტყდებოდა დედამისი როგორც ათამაშებს ტრ.კს
_შეწყვიტე აქეთ_იქით სიარული ,მაღიზიანებ
_დროს მოგცემ რომ უთხრა ყველას სიმართლე და მერე ჩემთან გადმოხვალ_მის წინ გაჩერდა და მაინც ზედმეტად არ უახლოვდებოდა ეშინოდა კონტროლის დაკარგვის
_როდის გახდი მეოჯახე ბიჭი... არ მითხრა ცოლად შეგირთავ ბავშვის გამოო
_ოცნებაში ამოგხდება სული ,მაგრამ ვერ ეღირსები შენ ხომ არ გინდოდა ჩემთან ურთიერთობის გასაჯაროება ,ამდენი წელი ხომ იდეალურად შევასრულე პირობა და სამყაროში არავინ არსებობს ვინაც იცის ჩვენზე. ახლა ან იტყვი
_შენ არ გჭირდება პასუხისმგებლობა... ბავშვს ნახავ ,მოეფერები,ეთამაშები და წახვალ. ახლა გაბრაზებული ხარ ვერ აზროვნებ. მე წავალ ,შენ დაფიქრდები და მიხვდები,რომ აჯობებს არ აურიო ჩემი გეგმები_ქალი მაქსიმალურად ცდილობდა მანიპულირების მოხდენას და არეული მდგომარეობის თავის სასარგებლოდ დალაგებას
_ქორწილი არ იქნება სესილია! ბავშვი რომ დაიბადება მერე თუ გინდა ცხრა ეგეთ ს.რს გაყევი , შენი ცხოვრება ,მაგრამ ჩემი შვილი არ იქნება ჩემგან შორს
_მიტოვებულ გაბრიელს არ უნდა მისმა შვილმაც მარტოობა განიცადოს... გული ამიჩუყდა _სიტყვებს იდეალურად არჩევდა ,მაგრამ თავად მეტ ტკივილს გრძნობდა იმ წამს
_არ გამოგდის ჩემი სისუსტით თამაში იმიტომ რომ კარგად ვიცი ვინც ვარ
_მივდივარ და შენ არაფერს გააკეთებ !
_ნუ მაიძულებ გაგაცნო ნამდვილი გაბრიელი
_თავადაც არ იცი ვინ ხარ და რა გინდა ამ ცხოვრებისგან. მე ვინ უნდა გამაცნო,რა გაქვს რომ მაჩვენო და გამაკვირვო
_ნუ მიწვევ სესილია ,მაგ ცეცხლში დაგწვავ
_ვნახოთ ვინ აჯობებს
_ეს არაა გონების თამაში და თუნდაც,შენ წარმოდგენა არ გაქვს მე და ჩემ ტვინს რა შეგვიძლია . ნუ მცდი ,არ მინდა გატკინო . გთხოვ უფლება მომეცი შენს მიმართ არსებული პატივისცემა შევინარჩუნო
_თუ ეგ გინდა პატივი ეცი ჩემ გადაწყვეტილებას
_ხომ მოგეცი ქორწინების უფლება როცა საქმე მხოლოდ შენ გეხებოდა და შენ გადაწყვეტილებას. ბავშვი კი ისევეა ჩემი ნაწილი როგორც შენი და მასზე უფლება მეც მაქვს
_დრო მომეცი ,პირობას გაძლევ მასთან ურთიერთობა გექნება წავიდა .
გაბრიელმა კი მისი გამოკეტვა ვერ შეძლო. ნებისმიერ ძალადობას განახორციელებდა ქალზე ვერ და საკუთარი შვილის დედაზე ვერასდროს.
...............
ჯიუტად არ ცვლიდა არჩეულ გზას. საშინლად იქცეოდა ,მაგრამ მაინც თეთრ კაბაში გამოწყობილი მიემართებოდა მომავალ ქმართან შესახვედრად . ყველანი ქვემოთ ელოდნენ. სასტუმროს ეზოში იმართებოდა ცერემონია და სტუმრების წინაშე წარსდგებოდა რამდენიმე წუთში. კაბა გაისწორა ,ღრმად ჩაისუნთქა და დაიძრა. ფოტო და ვიდეოგრაფი უკვე მუშაობდა, დედოფლის ყველა ნაბიჯს აფიქსირებდა და მათ შორის აღმოჩნდა გაბრიელიც. დერეფნის მეორე ბოლოდან წამოსული კიბის თავში შეეგება
_არ გინდა ,გთხოვ
_შენ მაიძულე
_სულ ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ
_სულ ოდნავადაც რომ არ გიყვარვარ _თვალის მოუშორებლად უყურებდა აღელვებულს და მის გეგმებს დაუნანებლად ანადგურებდა
_ გადაღება შეწყვიტეთ ... თქვენ აქ რას აკეთებთ?ეს სასტუმრო თქვენი ხომ არ არის?_იცნობდნენ,მაგრამ არავინ იცოდა თუ სესილიასთან რაიმე საერთო ჰქონდა . მამის ხმა ესმოდა ,ისევ გაბრიელს უყურებდა და სიტყვას ვერ ამბობდა
_სასტუმრო არ , სესილია კი ... ძვირფასო მამა და დედა , ბოდიშს გიხდით არეულობისთვის. გაწეულ ხარჯებს სრულად დავფარავ ,არ იდარდოთ . შენ კი შეგიძლია ეგ ბაბთა მოიშორო ,ქორწილი არ იქნება , სხვა პატარძალი თუ არ გყავს და უცებ არ მოიყვან _თავხედური ჰქონდა ტონი, უდარდელი გამომეტყველება და სესილიასგან განსხვავებით კმაყოფილიც იყო გადადგმული ნაბიჯით
_რას ბოდავს ეს კაცი ... თქვენ საერთოდ არც იცნობთ ერთმანეთს
_რას მეუბნები რომ ჩემ ცოლს ცოლად ვერ შევირთავ ?
_გთხოვ, ძალიან გთხოვ ნუ გამაბრაზებ. ვიცი , ტეხავს ქალს ქორწილიდან გახევ ... მესმის ,მაგრამ შენთვისაც ასე სჯობს. დამშვიდდი ,სადმე დასასვენებლად წადი ,იჭორავებენ და გაჩუმდებიან. ნუ მაცემინებ თავს რა , კაცურად _სიძეს მიმართავდა ,სესილიას წინ იდგა და მათ შორის ბარიერს ქმნიდა
_რა კაცურად ... რას ბოდავ . შენ იცი მე ვინ ვარ? გაგანადგურებ ! სესილია,ჩუმად რატომ ხარ . ამ კაცთან რა საერთო გაქვს
_ბავშვი ,რომელსაც ატარებს და ნუ უახლოვდები _ ქალი გაქვავებული იდგა , ოჯახისწევრებს უყურებდა და გაყინული გონებით ხვდებოდა მისკენ დაძრულ აზვირთებულ ტალღებს,რომლებსაც ვერ გაუმკლავდებოდა,იხრჩობოდა. გამოსავალი ვერ იპოვნა მისმა გამჭრიახმა გონებამ სადავეები დაკარგა,გაბრიელი მართავდა მთელ მის ცხოვრებას . წამიერად დაებინდა მზერა, ხმაური ,ყვირილი და წყვდიადი,რომელში ჩაკარგულიც დარჩა ბოლოს. მარტო იყო, მკერდზე მიკრული გონდაკარგული სხვისი პატარძლით და ცხოვრებაში პირველად ცდილობდა თავის კონტროლს იმდენად რამდენადაც შესაძლებელი იყო. ცეცხლი გააჩინა,ყველაფერი გადაწვა და სესილიასთან ერთად დატოვა ტერიტორია. კიბე რომელიც დედოფალს გრაციოზული მოძრაობით უნდა გაევლო თავად ჩაიარა . ყველგან მისი ბიჭები იყვნენ,სიტუაციას აკონტროლებდნენ მანამ სანამ იქაურობას არ გაეცალა.
_გონს მოდი ... ვიცი გამოფხილდი _მანქანაში იყვნენ იქაურობისგან შირს ქალს რომ გახედა _ტყუილად ცდილობ ფიქრს,მორჩა შენი გადაწყვეტილებებით ვეღარ მართავ ყველაფერს
_პრემიერ მინისტრის შვილს ცოლი ქორწილიდან მოსტაცე ... შენი ბიჭებით მოხვედი და იცი მაინც ეს ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალებად რომ შეიძლება ჩაგითვალონ?
_არ მითხრა რომ ჩემზე დარდობ...
_გგონია რომ დაგიჭერენ უკეთ გავხდები?სულელი ხარ , ფიქრის უნარი არ გაქვს...იმპულსური ბავშვი ხარ ,არასერიოზული , ჩამოუყალიბებელი .ყველაფერი დაანგრიე
_შეგეძლო ქორწილამდე დაშორებოდი და ამ მდგომარეობაში არ იქნებოდი
_ჩემი მშობლები გაგიჟდებიან
_რა უფრო გააგიჟებთ გატაცება თუ ორსულად რომ ხარ და თან ჩემგან
_მამას რამე რომ დაემართოს
_არაფერი დაემართება ... გული რომ აწუხებს ეგ იმის გამოა ფუფუნებაში ცხოვრებას რომ ვერ გადაეჩვია და ყელამდე ვალებშია ჩაფლული. ვერ იაზრებთ ეს ვაიცისფერსისხლიანები რომ ყველას არ აქვს ფულის შოვნის ტრ.კი
_შენ რომ გაქვს გგონია რამეს ნიშნავს მათთვის?
_დრო გვიჩვენებს რამდენად პრინციპულია შენი მამიკო და რა აღელვებს სინამდვილეში შენ თუ თავისი სავარძელი
_სად მიგყავარ... უნდა გადამმალო?_დაჯდა და ფანჯრიდან გაიხედა. განვითარებული სიჩქარის დამსახურებით უკვე უახლოვდებოდნენ დანიშნულებიდ ადგილს რომელსაც არ იცნობდა. მანქანიდან გადასულს გადაჰყვა და მალევე აღმოჩნდა სახლში .
_გატაცებულის პირობაზე ძალიან მშვიდად ხარ. იქნებ არ დაიტყო რომ მელოდი და ცამდე ბედნიერი ხარ
_ცხოვრება ჯოჯოხეთად გადამიქციე ... მშვიდი ყოფიდან ომში გადამისროლე და ბედნიერი ვარ?
_ჩშშ,ნუ ყვირი შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა
_ვერ გიტან
_ხოო?_ ჩაიცინა და ახლოს მიიზიდა_ დამიმტკიცე !_ კეფაზე ხელი შეუცურა და ტუჩები დაუკოცნა. მანამ არ გაუშვა სანამ ქალიც არ აიყოლია და მერე ფართო ღიმილით მოშორდა _ სიტყვებს მოქმედებებით უნდა ამტკიცებდე შენ კი უარყოფ ,სესა
_შენ მე დამპირდი... მაშინ პირველად რომ მაკოცე ,დამპირდი ჩემი არეულობით შენ დალაგებულ ცხოვრებაში არ შემოვიჭრებიო _ ტიროდა, ბრაზობდა,ხელებს მკერდზე ურტყამდა და თვალებში უყურებდა _ სიტყვა არ შეასრულე . მთლიანად მიმისაკუთრე,ამდენი წელი შენ თავისუფლებით ტკბებოდი მე კი ილუზიაში მაცხოვრებდი თითქოს მართლა არ ერეოდი ჩემ ცხოვრებაში. ახლა რა გინდა მოგკლან,გაგანადგურონ და ჩემი შვილი ვერასდროს ნახო? რა გააკეთე გაბრიელ... რა ჯანდაბად წამომიყვანე
_შენ ახლა ეგ გაღელვებს?გგონია მაგათი გავლენა მადარდებს?
_შენ და შენი კლუბი სააკმარისი არ იქნებით ეგ შენი მინუსია პლიუსი კი არა. შეიძლება დაგიჭირონ ,არ იცი როგორი საშიშები არიან. მამაჩემი?მამას რა ელის
_დამშვიდდი , უბრალოდ დაიკიდე ყველაფერი ბავშვის გარდა დანარჩენს მე მივხედავ. გპირდები
_ნუ მპირდები !
_სესილია მე არაფერი მომივა არც ციხეში წავალ და თმის ღერიც არ ჩამომივარდება
_როგორ მოახერხებ ... შენი ბორდელის ბ.ზებს გამოიყენებ თუ უბნის ხულიგნებს. მთელ ქვეყანას მართავს მისი ოჯახი
_ეგ მხოლოდ ილუზიაა , რეალურად ვინც მართავს აი ის კი ნამდვილად ჩემი ოჯახის წევრია
_რომელი ოჯახის რომელიც არ გყავს?
_შენ არ იცი იმას არ ნიშნავს რომ არავინ მყავს
_ასეთი მშვიდი როგორ ხარ... თუ შენი გადამალული კოზირის,ალექსანდრეს იმედი გაქვს
_მამა ვხდები _ ცრემლები შეუმშრალა ,გაგიჟებულს თმაზე მოეფერა ,მტევნებზე თითები მოუჭირა და გააჩერა_ღრმად ისუნთქე ,გიჟი ერთიც საკმარისი ვარ
_იცოდე რამე თუ დაგემართება ბავშვს არასდროს ვეტყვი შენ
_რაც უფრო მეტს ლაპარაკობ მით უფრო მეტად მარწმუნებ ,რამდენად მნიშვნელოვანი ვარ შენ ცხოვრებაში_ ისევ ახლოს იყო,ისევ კოცნიდა და ისიც ვერ შორდებოდა
_ვერ გიძლებ
_ვიცი _ კოცნას არ წყვეტდდა,ყელზე გადავიდა და შემდეგ კაბის მიმზიდველი ჭრილიდან მომზირალ მკერდზე შდახო ტუჩები . გაეღიმა სესილიამ მაისური რომ მოაშორა და ჯინსის ღილი გაუხსნა _ ამ კაბას დავწვავთ ,იცოდე
_დროულად მომაშორე თორემ მე მწვავს უკვე
_იმაზე მეტად ლამაზი ხარ ვიდრე დაშვება შემეძლო ... ტეხავს რომ მისთვის ჩაიცვი ეს კაბა _ ნელა გახსნა ელვა და თითები მალებს ააყოლა
_სხვისთვის ჩავიცვი და მაინც შენ გამხადე ,დედოფლის კაბითაც შენ წინ დავრჩი ბოლოს , ჩვენი ბავშვის გულისცემით ... აუტანელია შენი გავლენა ჩემ ცხოვრებაზე _ჯერ ისევ ზურგით იდგა,გაბრიელის თითების შეხებას გრძნონდა სხეულზე,უზარმაზარი კაბა ნელ_ნელა შორდებოდა და შემდეგ ნახევდად შიშველი დარჩა კაცის წინ. მასთან დისკომფორტს ვერ გრძნობდა, ყველაფერს ამბობდა ,ყველაფერს იმის გარდა რასაც გარიელის მიმართ გრძნობდა
_ყველაფერი იმაზე მაგრად იქნება ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა _ მკლავი მუცელზე შეუცურა, თავი შეაბრუნებინა და ამღვრეულ თვალებს გაუსწორა მზერა _ მე უკვე შენ ცხოვრებაში ვარ ,ჩვენ ვართ და ვერ გაგვაქრობ
_მომეფერე სანამ გვიპოვნიან ... შენ გარდა მაინც ვერაფერი მამშვიდებს
_ჩემთან ჟ.მაობის მერე ყველა გამოცდას 100% აბარებდი და ცხოვრების გამოცდაც გამოგივა _ ხელში აიყვანა და მასთან ერთად დაიძრა საწოლისკენ . სიცილი აუტყდა პოლიციის სირენის ხმა რომ გაიგო . პირველად არ იჭერდნენ ,მაგრამ ამჯერად მარტო არ იყო . სანამ სახლამდე მივიდოდნენ მანამ გაგზავნა რამდენიმე შეტყობინება და შეშინებულ ქალს მოეხვია
_რა გაცინებს... შენ როგორ შეგიძლია. ხომ ვამბობდი ,ზუსტად ისე გააკეთებს როგორც თქვა
_დაიცა ,რა თქვა ... ვინ თქვა
_დაგიჭერს
_თორნიკე მოვა და წაგიყვანს...ჩემებთან დამელოდები. გთხოვ , სიჯიუტე დაივიწყე ,ერთხელ ცხოვრებაში სხვას ენდე ,მენდე და არაფერი გააკეთო. გთხოვ ,სესილია გესმის?გთხოვ
_მესმის ...
_და კიდევ რაც არ უნდა დამაბრალონ დაიკიდე ... მე . დაიმახსოვრე ,არაფერი მაღელვებს შენი და ბავშვის მდგომარეობის გარდა
_მოდიან ... არ შემიძლია. არ შემიძლია , არ შემიძლია
_სესილია შენ ის ქალი ხარ საკუთარი თავის გარდა არავინ რომ არ ადარდებს . გააკეთე ის რაც შენ გაწყობს , მასთან მისვლის გარდა !

ყველაფერი წამებში მოხდა. იმ დღეს სულ სხვანაირად წარმოიდგენდა. იდგა უცნობი სახლის უცნობ ოთახში სხეულზე შერჩენილი გაბრიელის შეხებით, ორი სულით ,ორი გულისცემით. მისი მოხურული მოსაცმელი ათბობდა და იატაკზე დაგდებული თეთრი კაბისკენ ერთხელაც არ გაუხედავს. ოთახი აივსო პოლიციელებით,გაბრიელი იატაკზე დააწვინეს,ხელები შეუკრეს და წაიყვანეს. თითქოს იქ არც იყო, ვერავინ შენიშნა . ეზოდან მანქანები რომ გავიდნენ თორდიები გამოჩნდნენ .მხოლოდ ერთი ხმა ესმოდა "მასთან არ წახვიდე. მენდე "
_გიპოვნე ... ესაა შენი სახე ?
_ნიკო
_მთელი ცხოვრებაა პატივს მცემენ . ქორწილიდან ვიღაც ნაბ.ჭვარმა ქალი მომტაცა რომელიც თურმე მისი საყვარელია და მე ამდენი ხანი მატყუებდა... გგონია ვინმე გაიგებს ამას? შენ ახლა მე გვერდით გამომყვები მე დავიბრუნებ გამტაცებლისგან ცოლს ,შსს მიმისტრი ანუ ჩემი დეიდაშვილი საქმეს გახსნის რამდენიმე საათში და ყველას თვალში ბედნიერ წყვილად დავრჩებით . მანამ სანამ ერთმანეთს ვერ შევეწყობით ან მე არ გიღალატებ და არ დავშორდებით გაიგე? _ ახლოს იდგა ,კბილებში ცრიდა სიტყვებს მაგრამ არ ეხებოდა_ჭკვიანი ქალი ხარ , ყველას აჩვენე როგორი შეშინებული და დათრგუნული ხარ . ეს კაბა ჩაიცვი და წავედით
_არ ვიტყვი რომ მომიტაცა
_სხვა უფრო მძიმე მუხლით ჩასვამენ. მაინც რა დაბალი დონის ქალი ყოფილხარ იმ არარაობასთან საერთოდ რა გინდოდა. მე ახლოს არ მიშვებდი და ის ასე როგორ გიზიდავდა
_მე მართლა ვფიქრობდი რომ ჩვენ ორივეს შეგვეძლო ოჯახის შექმნა იმიტომ რომ საერთო ინტერესები გვაქვს. ბავშვზე ზუსტად ხუთი დღის წინ გავიგე და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მესმის ახლა როგორც ხარ,ვიცი საშინლად მოგექეცი...არ ვიცი რა უნდა გავაკეთო . ქორწილის ჩაშლის მიზეზი რომ არ გაიგონ და შენ რეპუტაციას არავინ შეეხოს. რამეს მოვიფიქრებთ ,გემუდარები გაბრიელს ნუ დააჭერინებ
_მუხლებში ჩამივარდები ისე გიყვარს და მე მომყვებოდი ცოლად? შენ ნორმალური არ ხარ ხომ? არ ვიცი რა მიზანი გქონდათ ... ჩემზე მეტი ფული აქვს და ამის გამო გეგმა ნამდვილად არ გექნებოდათ . სანამ მამაჩემი ჩაერევა გამომყევი და ისე გააკეთე როგორც გეუბნები თორემ მისგან მეც ვერ დაგიცავ . არ მინდა ,არ მინდა ჩემ ადამიანობას გავცდე _ჩუმად ელაპარაკებოდა ,ისევ ისე როგორც არავის სხვას _ ჯანდაბაა... მეგობარიც კი არ ყოფილხარ ნამდვილი თორემ მეტყოდი . იცოდი ბავშვს რომ არ შევეხებოდი და გინდოდა მერე გეთქვა რომ შემიყვარდებოდა ხომ? შესანიშნავად მიცნობ,ნამდვილი მანიპულატორი ხარ ხალხს კი მე ვგონივარ ჭკვიანი _ სიმწრის სიცილი ჰქონდა. ეზოში მდგომები უკვე დროს უთვლიდნენ
_ნიკო ,გთხოვ უნდა დამეხმარო . მამაშენი
_მამაჩემის ხალხია ირგვლივ ... აქედან ვერავინ დაგიხსნის . შენი ნებით გამომყევი . ორ წუთს გაძლევ

არ დასჭირდა ორი წუთი. ამჯერად სულ სხვა ხალხი გაჩნდა ეზოში. სახლის ირგვლივ,ყველგან მანქანები იყო. ყველაფერი გადაკეტეს და იქედან სულ რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა. ჯერ სახეებს ვერ არჩევდა შემდეგ კი ფიქრიც აღარ შეეძლო. იცოდა,მაგრამ იქ არ ელოდა ყოფილი მერის შვილები და მათთან ერთად მოქმედი მერი თუ ასე აშკარად გამოჩნდებოდნენ . იმ წამს მხოლოდ იმას იაზრებდა ,რომ მათგან ერთ_ერთს თორნიკე ერქვა და მას უნდა გაჰყოლოდა
_თქვენ ... ერთად აქ რა გინდათ
_ნიკო , მამაშენი გელოდება
_რა სისულელეა ... შენ არ ჩაერეოდი. მის გამო ?
_შევხვდებით ცალკე და ვისაუბრებთ_ბევრს არ ამბობდა ვაჩე. ალექსანდრე კი სესილიას უყურებდა და სხვა დანარჩენი არ ანაღვლებდა.
_გაბრიელმა გთხოვა ,რომ ჩვენთან დაელოდო _თორნიკე მის წინ დადგა,ყველაფერი დაფარა და სესილიაც მდუმარედ გაჰყვა.არ იცოდა სად მიდიოდნენ იქამდე სანამ სახლში შესულს მარიამი არ შეეგება. არცერთი მათგანის დანახვა და მათთან კონტაქტი არ უნდოდა ,მარიამთან განსაკუთრებით ,მაგრამ ცდილობდა გაბრიელისთვის დაეჯერებინა,მოეთმინა.
_რა ხდება ? ვინ გვყავს სტუმრად?
_გაბრიელის მეგობარია...სხვა არაფერი მკითხო დანარჩენი გიამბოს გაბრიელმა.
_გაბრიელი სად არის ?თორნიკე
_გავდივარ... რამდენიმე საათში დავბრუნდები. თუ რაიმე გჭირდება _ სესილიას უყურებდა და მაქსიმალურად მშვიდად ელაპარაკებოდა ალექსანდრესგან განსხვავებით რომელიც მდუმარედ დაჯდა სავარძელში
_არაფერი, ველოდები გაბრიელს
_გადავცემ
_რამეს ხომ არ მიირთმევთ,ან
_არაფერი მჭირდება , გმადლობთ
მარიამი მიხვდა დიდად კეთილგანწყობილი რომ არ იყო და არც საუბარი სურდა ამიტომ სიტყვა აღარ დაუძრავს. სანდრაც მასთან იმყოფებოდა, ბავშვები ოთახებს შორის დარბოდნენ. ალექსანდრეც გავიდა და ის არავის აქცევდა ყურადღებას,ფანჯრიდან უყურებდა ეზოს . ტანზე მოიხვია გაბრიელის მოსაცმელი და ცხვირთან ახლოს მიიტანა . თავდახრილი ცდილობდა სიმშვიდის წერტილის პოვნას
_შენ გაბრიელის სესილია ხარ? _ ჩუმად ჰკითხა ალექსანდრამ და ბროწეულის წვენით სავსე ჭიქა დადო მის წინ მაგიდაზე სხვა საჭმელებთან ერთად _ მე ალექსანდრა მქვია ,მისი ნათლული ვარ .
_ვიცი ვინც ხარ ,შენ საიდან იცოდი ჩემზე
_მე და გაბრიელი იტალიაში ვიყავით და იქ კაბებს არჩევდა შენთვის ,საიდუმლოაო ... ახლა აქ რომ ხარ საიდუმლო აღარ ხარ ?
_სად იყო კიდევ შენთან ერთად
_ბევრ ადგილას დავდივართ... არდადეგებზე ვისვენებთ ერთად . მე მამა და გაბრიელი ან მხოლოდ მე და გაბრიელი მივდივართ ცოტა ხნით ხოლმე .
_გაბრიელს ძალიან უყვარხარ _მზისფერ თმაზე მოეფერა და თან მუცელს ეხებოდა. გოგონა ეყოლებოდა თუ ბიჭი არ იცოდა არც იმაზე უფიქრია რომელი უნდოდა ,მაგრამ იმ წამს გაიაზრა გაბრიელს როგორ უყვარდა ბავშვები და რამდენად კარგად შეეძლო მათთან ურთიერთობა
_ვიცი რომ ვუყვარვარ , ნათლიას ბავშვები უყვარს და თავისი ყველაზე მეტად ეყვარება
_შენ იცი ?
_გუშინ მკითხა შენი აზრით როგორი მამა ვიქნებიო და მივხვდი, შემეშალა?
_არა, არ შეგეშალა გაბრიელი მალე გახდება მამა .ფანჯრიდან უყურებდა გზას და ესმოდა ჟურნალისტის ხმა რომელივ ნიკო თორდიას ქორწილს აშუქებდა. შეცვლილი პატარძლით, ტელევიზორის ეკრანისკენ შებრუნდა მთელი ტანით და გამართულ მასკარადს მიადევნა მზერა. კარგად ცნობდა თეთრ კაბაში გამოწყობილ გოგონას, გულის სიღრმეში უხაროდა როგორც მეგობარს , ნიკოს გვერდით საბოლოოდ ის ქალი იდგა ვისაც მთელი არსებით უყვარდა,მაგრამ მისი შექმნილი სესილია ბრაზისგან იხრჩობოდა. წართმეული დიდებისა და დანგრეული გეგმების შემდეგ სულისშემხუთველ სახლში ჯდომის გამო და მაინც საათების განმავლობაში მდუმარედ ელოდა გაბრიელს. სულში დატრიალებულ ქარიშხალს არავის უჩვენებდა მის გარდა,ასე იყო ადრეც და ასე დარჩებოდა მუდამ .
.............
ნიკო თორდიასა და ნენე სანიკიძის ქორწილი დიდხანს არ გაგრძელებულა. წყვილმა დროზე ადრე დატოვა რესტორანი და თამაში შეწყვიტა მას შემდეგ რაც შედეგად დარჩათ ქორწინება,ჯვრისწერა,უამრავი ფოტო და ვიდეოკადრი. მოუმზადებელი დედოფლის იდეალური ცეკვა, სტუმრებისთვის გაბადრული სახით მადლობის გადახდა,მისალმება და ბოლოს მარტო დარჩენილებმა,უმცროსი თორდიას აპარტამენტდი შესვლისას , ყველა ნიღაბი მოიშორეს
_რა გააკეთე ნენე ? ამ მდგომარეობის საშენოდ გამოყენება როგორ მოახერხე .... რა გააკეთე
_მე თუ შენ და შენმა სესილიამ _ნივთებს ეძებდა, უკვე ამოელაგებინათ და თაროებზე განეთავსებინათ. უზარმაზარი კაბით იდგა გარდრობში და სუნთქვა უჭირდა _ საიდან გაიგო მამაშენმა რომ მე მიყვარხარ...მე ,მე მეგონა მხოლოდ შენ იცოდი _ თვალები წითელი ჰქონდა, ცოტაც და იტირებდა, ცდილობდა ღრმად ჩაესუნთქა _ ვიწექი. საწოლიდან ადგომაც არ მინდოდა , ეზო მანქანებით რომ აივსო . მამაშენი მოვიდა თავისი ფეხით ,მამაჩემთან მივიდა ... არ ვიცი რა უთხრა . წარმოდგენა არ მაქვს რამდენად მომყიდა მამაჩემმა მამაშენს შენი ქორწილის გადასარჩენად. მე რომ ახლა ბ.ზი ვარ, რომელმაც ქორწილი ჩაგიშალა და იმ დღესვე აახია დედოფალს დედოფლობა ეგ ვიცი. მამაჩემს რომ რეპუტაცია შეელახა და ეს ყველაფერი მამაშენს იაფი არ დაუჯდებოდა ეგეც ვიცი. კიდევ რა გაინტერესებს ჩემგან . როგორ ავდექი გავიხადე პიჟამო მოვიდნენ მომრთეს,მომკაზმეს. ვარ კაბით, რომელიც მეც პირველად ვნახე,დედოფლად ვიყავი ქორწილში რომლის დეკორზე სესილიამ რამდენიმე თვე იმუშავა. მჭორავდნენ ყველანი ,კეთილები ,ბოროტები,ჭორიკნები და არაჭორიკნებიც, ქალებიც ,კაცებიც ბავშვებიც . ვიცეკვე,ისე თითქოს მე ვემზადებოდი ამ ცეკვისთვის სესილიას ნაცვლად. გამოგვადგა ის რომ მეც ვცეკვავდი ერთ დროს . ვდგავარ ახლა შენ წინ და შენ გგონია მე მინდა ეს ყველაფერი და მე მეზიზღება საკუთარი თავი იმისთვის რომ მიყვარხარ. ისე მებრალები , ისე მტკივა შენ გამო ლამისაა წავიდე და ვილოცო სესილია დაგიბრუნდეს ... _ სახეზე ხელები აიფარა ,თვალები დახუჭა და ცრემლები რომ წამოუვიდა მისკენ ზურგით დადგა _ მარტო მინდა ყოფნა,ალბათ შენც ... გთხოვ . უნდა მოვიშორო ეს წყეული კაბა ... ეს ნიღაბი. ყველაფერი _ ზღვარი გადალახა,ემოციებით სავსე სკივრი გაიხსნა და ვეღარ აჩერებდა გრძნობებს. ხელები უკანკალებდა სამკაულებს რომ იშორებდა და ხალიჩაზე ყრიდა. თმაში ჩამაგრებული ყველა სამაგრი ერთიანად უნდოდა მოეგლიჯა
_დამშვიდდი
_არ მომიახლოვდე ... მე მკითხე რა გააკეთეო? მე გამოვიყენე საჩემოდ? მე ... მე ვარ ახლა რაიმეთი მოგებული? ჩემი ქმარი ხარ იმ წყეულ ფირცელზე და მერე? ცხოვრება დამენგრა... ჩემი მშვიდი ცხოვრება რომელსაც როგორღაც ვაბალანსებდი შენ გამო დაიფერფლა და ახლა შენი ცოლის სტატუსით მე რა ჯანდაბა გავაკეთო. მერე შენი ყოფილი ცოლის სტატუსი მექნება სულ და მე როგორ დავიწყებ ახლა თავიდან. მე უყველაფროდ ვარ ახლა ,მამაჩემი დათანხმდა. მამაჩემი იქ იყო და ამაყად იღებდა მილოცვებს მე ... მე ცარიელ სივრცეში ვარ ახლა. ხელი მკრეს და დიდი სიმაღლიდან გადმომაგდეს. ასე მგონია რომ უკვე მიწას დავენარცხე და ნაწილებად დავიშალე. ისე ...ისე გაუსაძლისად მტკივა ,ისე მახრჩობს და შენ მეუბნები საშენოდ როგორ გამოიყენეო ?
_გგონია ახლა სრულ ჭკუაზე ვარ?ქალი ცოლად უნდა შემერთო ორსულადაა მისმა საყვარელმა ქორწილის დღეს ცხვირწინ ამახია . ყველა და ყველაფერი შევაწრიალე რომ მეპოვნა და კი არ გამომყვა იქ დარჩა ,იქ დარჩა და მისი საყვარლის გამო წარმოდგენაც არ გაქვს რა ხალხი გადავიკიდე. მამაჩემი რას გააკეთებს ცხოვრება რომ გამიმწაროს კაცმა არ იცის . დავბრუნდი და შენ დამხვდი დედოფლად. ისე გეჭირა თავი თითქოს ამ დღისთვის შენ ემზადებოდი თვეების განმავლობაში ... მამაჩემმა ჩემთვის ქალი იყიდა და მე ს.რი ვარ, რომელიც ვერ მიხვდა ვინ მოჰყავდა ცოლად. გავჭედე ქალზე, რომელიც ასე მატყუებდა ... გგონია ახლა ვიცი ვის უნდა ვენდო საერთოდ? შენ ... მეგონა შენ იყავი ერთადერთი ვინც მამაჩემისგან შორს მყავდა ვინც არ გავრიე ამ ამბებში ვინც მშვიდად და დაცულად იქნებოდა. თურმე იცოდა ,შენზეც იცოდა ალბათ შენც გადაგამოწმა დიდი ხნის წინ შეგისწავლა . გელაპარაკა ხომ? რა გითხრა
_თუ არ წამოხვალ და ნიკოს ამ ლაფს არ მოაშორებ მე კი გადავიტან ყველაფერს ,მივიღებ დაცინვას ,მაგრამ შენ გიოს იქამდე სცემენ სანამ ხორცი ძვლებამდე არ დავაო , სარდაფში გამოვამწყვდევ თავისნაირ ვირთხებთან ერთადო... ეს მახსოვს ნათლად და ეს ხმა მესმოდა მთელი ეს დრო . ის ისე მიყურებდა ვიგრძენი რომ გააკეთებდა ყველაფერს რასაც ამბობდა ... _ არ ჩერდებოდა,ისე იშორებდა ყველაფერს თითქოს ცეცხლი ეკიდა და წვავდა. თვალები ცრემლებმა დაუბინდა. სარკის წინ იდგა და ცდილობდა მაკიაჟის მოშორებას ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა _ წადი აქედან ხომ შეგიძლია დამტოვო და გახვიდე
_თვალები დახუჭე ნენე ,დახუჭე და ისუნთქე _ თითები ჯერ არეულ თმაზე შეახო. მერე სახიდან მაკიაჟი მოაშორა და ცრემლებიც შეუმშრალა _მაპატიე ყველაფრისთვის რისი გადატანაც მოგიხდა და მომავალში მოგიწევს ჩემ გამო ... მაპატიე ,გემუდარები _ თვალებზე აკოცა ,შემდეგ ლოყაზე გადავიდა და თან კაბას აშორებდა
_მთვრალი ხარ , გემუდარები წადი _ ძალა სულ მთლად გამოაცალა ნიკოს შეხებამ. ის კი არ ჩერდებოდა,ნაზი კოცნებით ურევდა გონებას და თავადაც არ იცოდა როგორ მოვიდა მასთან ნენეს თავისად გახდომის ეგოისტური სურვილი
_მაპატიე ... მაპატიე მორჩა არ იტირო _ წამსვე მოშორდა ხელები თავზე გადაისვა და მზერაც მოარიდა_რაც არ უნდა მოხდეს ჩემი არ შეგეშინდეს. როგორც არ უნდა მოვიქცე იცოდე შენ დაგიცავ და აქაურობის ტყვედ არ გადაგაქცევ ... _მზერას არ აშორებდა სანამ ქალმა არ გადაკვეთა მანძილი ,მკლავები შემოხვია და თავად გახდა კოცნის ინიციატორი,კოცნის რომელიც ორი სულ'არეულის სიმშვიდის ძიებაში გადაიზარდა. გაყინულ თითებს უკოცნიდა და მერე თავად იდგა გაყინული მის წინ სრულიად შიშველი, ცემისგან დარჩენილი იარებით ზურგზე . ყველაზე გრძელი დღის დასასრული სულ სხვაგვარი ესახებოდა ორივეს რეალობა კი იყო მათი თითქმის შეუძლებელი ერთად ყოფნის შეძლება.
_არ გადამიყვარო ,ნენე



№1 სტუმარი სტუმარი მარიკა

ჯერ არ წამიკითხავს და უკვე ბედნიერი ვარ????????
.ზუსტად ვიცი მომეწონება. ერთგული მკითხველი

 


№2  offline წევრი penguin

გელოდებოდი❤️ვიცოდი რომ ძაან კარგი ისტორიით დაბრუნდებოდი და გამიმართლდა კიდეც იმედები????❤️

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიკა
ჯერ არ წამიკითხავს და უკვე ბედნიერი ვარ????????
.ზუსტად ვიცი მომეწონება. ერთგული მკითხველი

მადლობაა ♡♡♡
იმედია მოგეწონება ♡♡♡

penguin
გელოდებოდი❤️ვიცოდი რომ ძაან კარგი ისტორიით დაბრუნდებოდი და გამიმართლდა კიდეც იმედები????❤️

მადლობა ♡ იმედია ბოლომდე არ ინანებთ დაწყებას

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

წაკითხვამდე დამეწყო ისტერიკა???????????????? რამაგარიააა????????????

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლიკა
წაკითხვამდე დამეწყო ისტერიკა???????????????? რამაგარიააა????????????

♡♡♡♡♡

 


№6 სტუმარი სტუმარი დიანა

ალექსანდრეს და მარიამის ხათრით, ვაპატიებ გაბრიელს ყველაფერს ❤️✌???? კარგიაა , გილოცავ დაბრუნებას მარიამო ????

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეეეე არ მჯერა, როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა, სანამ წავიკითხავდი უკვე ვიცოდი რომ მომეწონებოდა, მადლობა თქვენ და წარმატებები.
ძალიან არ გვალოდინოთ.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლანა

გული სიხარულით ამევსო როცა ვნახე დადებული იყო ი შენი ახალი ისტორია❤ როგორ მიხარია და ველოდი გაბრიელის ისტორიას❤ საუკეთესო დასაწყისია დაველები როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№9  offline წევრი დარინა

შენი დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებულად ბედნიერებაა, რადგან შენ ის ხარ ვისაც სულ ველოდები და ვინც სულ მოლოდინებს მიმართლებს, ამ ჯერად ყველაზე მეტად გამიხარდა შენი დაბრუნება რადგან გაბრიელთანე რთად ჩემი ზე აღმატებული ზე იდეალურობა თვით ბატონი ალექსანდრეც დამიბრუნდაა :d ამ თავში მისი სიჩუმე ვერ ავიტანეე გაბრიელი კი ისევ ისეთია გიჟი და გადარეული, ვნახოთ აბა როგორ მოარჯულებს ქალბატონს მგონია რომ აქეთ ახვეწნინებს :დდ

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

უფ ისეთი თავი იყო ცეცხლი დაწყება.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

ჩავისუნთქე და დავიწყე. რომ ამოვისუნთქე უკვე ბოლოში ვიყავი და გულს ისეთი ბაგა-ბუგი გაუდიოდა თუთქოს სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. ეს რა ამბები დაატრიალე და რა ტემპში. ყოჩაღ დაბრუმენაც ასეთი უნდა. ველოდები იმედია გაგრძელებაც ასეთი იქნება.

 


№12 სტუმარი სტუმარი თამო

ამ ისტორიასთან ბმაში რომელი ისტორიაა ვერ ვიხსენებ, იქნებ დამეხმაროთ

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი დიანა
ალექსანდრეს და მარიამის ხათრით, ვაპატიებ გაბრიელს ყველაფერს ❤️✌???? კარგიაა , გილოცავ დაბრუნებას მარიამო ????

რას პატიობ:დ

სტუმარი ანი
ვაიმეეეეე არ მჯერა, როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა, სანამ წავიკითხავდი უკვე ვიცოდი რომ მომეწონებოდა, მადლობა თქვენ და წარმატებები.
ძალიან არ გვალოდინოთ.

მადლობა თქვენ ♡♡♡ კვირაში სამჯერ დავდებ

სტუმარი ლანა
გული სიხარულით ამევსო როცა ვნახე დადებული იყო ი შენი ახალი ისტორია❤ როგორ მიხარია და ველოდი გაბრიელის ისტორიას❤ საუკეთესო დასაწყისია დაველები როგორ განვითარდება მოვლენები.

მადლობაა ♡
ვნახოთ რა მოხდება
იმედია მოგეწონებათ ბოლომდე

სტუმარი თამო
უფ ისეთი თავი იყო ცეცხლი დაწყება.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

ვნახოთ ვნახოთ
მგონი საინტერესო იქნება ♡♡♡

სტუმარი თამო
ამ ისტორიასთან ბმაში რომელი ისტორიაა ვერ ვიხსენებ, იქნებ დამეხმაროთ

"სულს მოგცემ" ეს ისტორია

სტუმარი ნინო
ჩავისუნთქე და დავიწყე. რომ ამოვისუნთქე უკვე ბოლოში ვიყავი და გულს ისეთი ბაგა-ბუგი გაუდიოდა თუთქოს სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. ეს რა ამბები დაატრიალე და რა ტემპში. ყოჩაღ დაბრუმენაც ასეთი უნდა. ველოდები იმედია გაგრძელებაც ასეთი იქნება.

როგორ მიხარიიიააა ასე რომ მოგეწონაათ ♡♡♡♡
მადლობა მადლობა მადლობა

დარინა
შენი დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებულად ბედნიერებაა, რადგან შენ ის ხარ ვისაც სულ ველოდები და ვინც სულ მოლოდინებს მიმართლებს, ამ ჯერად ყველაზე მეტად გამიხარდა შენი დაბრუნება რადგან გაბრიელთანე რთად ჩემი ზე აღმატებული ზე იდეალურობა თვით ბატონი ალექსანდრეც დამიბრუნდაა :d ამ თავში მისი სიჩუმე ვერ ავიტანეე გაბრიელი კი ისევ ისეთია გიჟი და გადარეული, ვნახოთ აბა როგორ მოარჯულებს ქალბატონს მგონია რომ აქეთ ახვეწნინებს :დდ

დარინა ♡ სულ გელი მეც და სულ მიხარიხარ უშენოდ არ წარმომიდგგენია ჩემი ისტორია
რაც შეეხება ამ ისტორიას გაბრიელის სულ სხვა ფერებს გაჩვენებთ ♡♡

 


№14 სტუმარი Daldonidaldoni

ოჰოო გელოდებიი/თ ჩვენ გელოდებით ყოველთვის ,თუმცა ისეთი ქაოსით მოხვედი და იმდენი რამ მოხდა ერთ თავში ალბათ წინ მრავალფეროვანი ემოციები გველის.. ძალიან სსინტერესოაა..

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Daldonidaldoni
ოჰოო გელოდებიი/თ ჩვენ გელოდებით ყოველთვის ,თუმცა ისეთი ქაოსით მოხვედი და იმდენი რამ მოხდა ერთ თავში ალბათ წინ მრავალფეროვანი ემოციები გველის.. ძალიან სსინტერესოაა..

Daldonidaldoni
ოჰოო გელოდებიი/თ ჩვენ გელოდებით ყოველთვის ,თუმცა ისეთი ქაოსით მოხვედი და იმდენი რამ მოხდა ერთ თავში ალბათ წინ მრავალფეროვანი ემოციები გველის.. ძალიან სსინტერესოაა..

მადლობააა ♡♡♡ მიხარია ისევ რომ მომყვებით

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

სასწაულად გამორჩეული მყავხარ და რა გავაკეთო?ჩემი გაბო არის სუპერ.ხომ უხეშია, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ყურადღებიანი და მოსიყვარულე ❤️❤️
--------------------
ლანა

 


№17 წევრი მე♥უცნაურე

ოჰ,რა ქაოსური ამბავია!
წინ დიდი სიამოვნება გველის,დარწმუნებული ვარ.
მიხარია,რომ დაგვიბრუნდი,მარიამ.

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
სასწაულად გამორჩეული მყავხარ და რა გავაკეთო?ჩემი გაბო არის სუპერ.ხომ უხეშია, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ყურადღებიანი და მოსიყვარულე ❤️❤️

ამ ისტორიაში გაბრიელის სულ სხვა მხარეს დავინახავთ ♡
მიხარიხარ ♡ მადლობა ყველა ახალი ისტორიის მსვლელობისას ჩემთან რომ ხარ

მე♥უცნაურე
ოჰ,რა ქაოსური ამბავია!
წინ დიდი სიამოვნება გველის,დარწმუნებული ვარ.
მიხარია,რომ დაგვიბრუნდი,მარიამ.

მადლობა რომ თავიდანვე მომყვებით ♡ თქვენნაირი მკითხველის არსებობა დიდხანს დაკარგის საშუალებას არ მაძლევს ♡ სულ მენატრება კომუნიკაცია

 


№19 სტუმარი ლილა

ვაიმეეე როგორ გამახარეთ, გამოცდების შუაგულში ნათელი წერტილიააა

 


№20 სტუმარი სტუმარი გვანცა

საოცრებაააა❤️მადლობა დაბრუნებისთვის

 


№21 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ მიხარია შენი გამოჩენა , დარწმუნებული ვარ წინ დიდი სიამოვნება გველის ❤️❤️❤️❤️♥️♥️♥️

 


№22 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგი დასაწყისია.

 


№23  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, როგორ მიხარია შენი და ჩვენი ბიჭების დაბრუნება❤️
გაბრიელი ისეთი გიჟი გვყავდა არც ველოდი მშვიდ წყვილს მაგრამ აი ის წამიერი სიმშვიდის გაელვება რომ ჰქონდა ქალბატონ სესოსთან იქ სულ სხვაფერი გაბრიელი იყო❤️
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

ნიკო და ნენეს ჯერ დავაკვორდები. მგონია, საბოლოოდ ტკბილი წყვილი შედგება ამ ორის სახით, მანამდე კი დიდი გზა ელით.

მიხარიხარ❤️
შემდეგქმდე, მარიამო❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი ანკა

ვაიმე ეს რა საოცრება ისტორია იქნება თავისი წყვილებით ❤️❤️❤️❤️ როგორ მიყვარხარ და მიყვარს შენი ისტორიები ვერ წარმოიდგენ. ჩემი ბავშვობა ხარ❤️❤️❤️ სულ გელოდებო❤️

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

ლილა
ვაიმეეე როგორ გამახარეთ, გამოცდების შუაგულში ნათელი წერტილიააა

იყო დრო გამოცდების ციებცხელება გადამქონდა მკითხველთან კომუნიკაციით ♡ წარმატებებს გისირვებთ ♥︎ მადლობა რომ კითხულობ და აზრს მიზიარებ

სტუმარი თეო
როგორ მიხარია შენი გამოჩენა , დარწმუნებული ვარ წინ დიდი სიამოვნება გველის ❤️❤️❤️❤️♥️♥️♥️

მადლობაა ♡ ვნახოთ ირა გამოვა ♡♡♡◇

სტუმარი გვანცა
საოცრებაააა❤️მადლობა დაბრუნებისთვის

♥︎♥︎♥︎მადლობა რომ გახსოვართ

სტუმარი მარი
ძალიან კარგი დასაწყისია.

მადლობა ♡♡♡♡

სტუმარი ანკა
ვაიმე ეს რა საოცრება ისტორია იქნება თავისი წყვილებით ❤️❤️❤️❤️ როგორ მიყვარხარ და მიყვარს შენი ისტორიები ვერ წარმოიდგენ. ჩემი ბავშვობა ხარ❤️❤️❤️ სულ გელოდებო❤️

რა უცნაურად სასიამოვმო და სახალისოა " ბავშვობა "რომ ვართ უკვე მე ჩემი ისტორიის გმირებითურთ ♥︎ მადლობაა რომ კითხულობ და მომყვებო

რუსკიმარუსია
მარიამო, როგორ მიხარია შენი და ჩვენი ბიჭების დაბრუნება❤️
გაბრიელი ისეთი გიჟი გვყავდა არც ველოდი მშვიდ წყვილს მაგრამ აი ის წამიერი სიმშვიდის გაელვება რომ ჰქონდა ქალბატონ სესოსთან იქ სულ სხვაფერი გაბრიელი იყო❤️
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

ნიკო და ნენეს ჯერ დავაკვორდები. მგონია, საბოლოოდ ტკბილი წყვილი შედგება ამ ორის სახით, მანამდე კი დიდი გზა ელით.

მიხარიხარ❤️
შემდეგქმდე, მარიამო❤️


როგორ მიხარია ჩემი ერთგული მკითხველის რიგებში რომ ხარ და თან უცვლელად მომყვები სულ პირველივე თავიდან. უძლებ დაგვიანებასაც,არეულობასაც,მოლოდინსაც და სულ მიზიარებ აზრებს. იმედია კიდევ ერთ ისტორიას გავივლით ასე ყველანი ერთად ♥︎ მადლობა ♥︎

 


№26 სტუმარი Елка

Исе гамихарда гавгижди.михарихарт тквени историебит мадлоба

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

Елка
Исе гамихарда гавгижди.михарихарт тквени историебит мадлоба

მადლობა თქვენ ♥︎

 


№28  offline წევრი GMG

მარიამ როგორ გამახარე რომ გამოანათე❤️ გელოდი და ველოდი ახალს,საინტერესოს,შენებურს და ჩვენი ბიჭების გამოჩენამ ხომ სულ გააფერადა ყველაფერი. მადლობა რომ ხარ და სულ გელი❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომეწონა ისტორიის დასაწყისი, იქნებ მითხრათ ისტორიის გმირები თქვენ რომელ ისტორიაში არიან რომ ისიც წავიკითხო. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

GMG
მარიამ როგორ გამახარე რომ გამოანათე❤️ გელოდი და ველოდი ახალს,საინტერესოს,შენებურს და ჩვენი ბიჭების გამოჩენამ ხომ სულ გააფერადა ყველაფერი. მადლობა რომ ხარ და სულ გელი❤️

მადლობა ასეთი დახვედრისთვის ♡♡♡ გამახარეთ

სტუმარი მარი
ძალიან მომეწონა ისტორიის დასაწყისი, იქნებ მითხრათ ისტორიის გმირები თქვენ რომელ ისტორიაში არიან რომ ისიც წავიკითხო. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით

მიხარია რომ მოგეწონათ "სულს მოგცემ" ასე ქვია ისტორიას ორი ნაწილი აქვს ♥︎

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent