ბედისწერის ძალა (15)
თავი15 ცეკვის შემდეგ ჟასმი იაგოსკენ გაემართა და ჩაეხუტა. – შენ მე ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებ.- გაეცინა. – რატომ? – არ მეგონა, ქართული ცეკვებიც თუ იცოდი... -ჰო, მე და ნინი დავდიოდით ცეკვაზე სკოლის პერიოდში. _ გასაგებია, დღეს მინდა რომ ჩემთან დარჩე..- ჩასჩურჩულა ყურში. _ რაა? _ ხო, რა იყო კი არ შეგჭამ. უბრალოდ რაღაც მინდა გაჩვენო. _ კარგი..- ამოთქვა. ნელ-ნელა, ყველა დაიშალა ჟასმინმა სტუმრები დააბინავა და შემდეგ იაგოსთან ერთად წავიდა. აღელვებული იყო, რადგან არ იცოდა რა ელოდა, წინ არა ცუდი, რომ არაფერი მოხდებოდა ეგ კარგად იცოდა, მაგრამ ერთი დღისთვის ძალიან ბევრი ემოცია მიიღო. გული გამალებით უცემდა და ვერ მშვიდდებოდა, იაგო კი, აუჩქარებლად მართავდა მანქანას, თან სახეზე შიგადაშიგ ღიმილი გადაურბენდა, ხოლმე. – იაგო, სად მივდივართ?- ჰკითხა გოგონამ. _ მალე, გაიგებ.- ეშმაკურად ჩაეღიმა. _ მითხარი რა ჩაიფიქრე?- დაეჭვებით გახედა, ბიჭს. _ კარგი, გეტყვი ოღონდ დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები. - რა ხდება? შენ ხომ თქვი, რომ შენთან მივდივართ? _ კი.. - მერე? _ მერე ის რომ იქიდან აღარ გამოგიშვებ.- გაეკრიჭა. _ რაა? - შეიცხადა.- რატომ? _ იმიტომ, რომ მოგიტაცე...- სრული სერიოზულობით უპასუხა. _ ეგ როგორ? ხელის თხოვნის, შემდეგ მიტაცებ? _ კი, ოფიციალურად მოგიტაცე და ყველამ იცის, რომ ჩემი საცოლე ხარ და სრული უფლება მაქვს, მოგიტაცო. გოგონამ, ცოტა ხანს გაოცებული სახით უყურა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა. - გიჟი, ხარ.- სიცილით მიუგო. - ვიცი. – და ქორწილი? – ქორწილიც გვექნება, აბა ისე როგორ.. უბრალოდ შენს გარეშე ერთი წუთის გატარებაც კი აღარ მინდა. ბიჭმა მანქანა, სასტუმროს წინ გააჩერა შემდეგ გოგონასთან მივიდა და გადმოსვლაში დაეხმარა და ხელ ჩაკიდებულები ავიდნენ სასტუმროს ნომერში. გოგონა ცოტა დაიძაბა ახლა მხოლოდ ეს ორნი იყვნენ ოთახში და თანაც უკვე ერთად იყვნენ არა ოფიციალურად. გულმა ბაგა-ბუგი გაუმართა და მოსვენა დაკარგა. - მოდი..- უთხრა ბიჭმა და ხელი გაუწოდა. _ იაგო,მე... – დამშვიდდი, უბრალოდ აქ დაწექი არაფერს მოვიმოქმედებ. გოგონა მასთან მივიდა და გაფენილ ადგილას დაწვა, მის გვერდით იაგოც დაწვა და ხელი მოხვია. ბიჭმა პულტი აიღო და პროჯექტორი ჩართო რის შემდეგაც ჭერზე ვარსკვლავების ფონი გამოჩნდა. - ეს...- თვალები აუწყლიანდა გოგონას. - ვიფიქრე ახლა, ყველაზე მეტად მოგინდებოდა ამათი ხილვა. _ იცი, არ ვიცი მართალია თუ არა მაგრამ დედა პატარობაში მეუბნებოდა, რომ მამა ვარსკვლავად გადაიქცა და რომ ახლა ზემოდან მიყურებს. ახლა კი დედაც ვარსკვლავად გადაიქცა.- ნაღვლიანმა მიუგო. _ მეც სწორედ მაგიტომ გავაკეთე ეს ფონი, სახლში მინდოდა გამეკეთებინა სახურავზე, მაგრამ ამინდი არ იყო შესაფერისი და აქ გადავწყვიტე. - ძალიან მომწონს...- ამოთქვა და ბიჭს მიეკრა. უეცრად, პროჯექტორი გამოირთო და გოგონაც წამოდგა. _ დარჩი...- ჩუმი ხმით უთხრა და გოგონაც უბრალოდ დაჰყვა მის ნებას. გოგონა ჩუმად იჯდა არ იცოდა რა ექნა, მღელვარება უფრო და უფრო მატულობდა,მასში კი უთხრა არაფერს მოვიმოქმედებო, მაგრამ ხვდებოდა,რომ ამას მის დასამშვიდებლად ამბობდა. ბიჭმა მის სახესთან დახარა თავი და შემდეგ მის ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა, იღონდ ძალიან ნაზად და ფაქიზად კოცნიდა. ამ კოცნაში კი, გოგონაც აჰყვა, ორივე ვნებების ქარ- ცეცხლში იყო, გახვეული და ერთმანეთის სიყვარულით იწვოდნენ, ბიჭმა გოგონა ნაზად დააწვიინა შემდეგ კი, კვლავ ბგანაგრძნო მისი კოცნა, ამ კოცნაში კი მთელ სიყვარულსა და ალერსა აქსოვდა უკოცნიდა ლოყებს შუბლს, ცხვირს ყელს მის მზერაში კი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა, რომლებიც მოსიყვარულე მზერით უცქერდნენ გოგონას. კოცნიდა და თან ეფერებოდა მზერით ეუბნებოდა, ნუ გეშინიაო. სახიდან ყელზე გადმოინაცვლა და ახლა იქ დაუწყო კოცნა, გოგონას სუნთქვა დაუმძიმდა და დაიძაბა. თითქოს შიშმაც გადაურბინა თვალებში, ეს რა თქმა უნდა, ბიჭს არ გამოპარვია ნაშინვე შეჩერდა და გოგონას უთხრა. _ მაპატიე, ვიცი რომ არ შეგიძლია..- დანაღვლიანებულმა მიუგო. თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან იცოდა, რომ გოგონა არ იყო ამისთვის მზად ის კი.. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ახლა გოგონამ შეაჩერა ბიჭი. – არ წახვიდე...- უთხრა ბიჭი მას მიუწვა გვერდით. _ მაპატიე..- ამოთქვა გოგონამ.- ვიცი, არც შენთვის არის ეს მარტივი და დამიჯერე ვიცი რასაც გრხნობ, რამდენიც არ უნდა მითხრა, რომ ეს ამბავი შენთვის არაფერს ცვლის, გულის სიღრმეში მაინც გაწუხებს ის ფაქტი, რომ..- უნდოდა ეთქვა, რომ სხვა შემეხოვო, მაგრამ ბიჭმა გააჩუმა. _ ჩშ, ჩუმად... - უთხრა და საჩვენებელი თითი ტუჩზე მიადო.- ნუ, ფიქრობ ასე, ასეც რომ იყოს, არ ღირს წარსულზე ფიქრი, აჯობებს, თუ აწმყოთი ვიცხოვრებთ და უკან აღარ გავიხედავთ, ასე აჯობებს ორივესთვის. - ჩასჩურჩულა.- იქამდე არ შეგეხები სანამ შენ არ მოგინდება ეს.- უთხრა ბიჭმა. _ მე გენდობი, შენ და ვიცი, რომ გიყვარვარ ამიტომ მე მზად ვარ .. – დარწმუნებული ხარ.. ? _კი, ეს საშინელი მომენტი სასიამოვნო მოგონებებმა,უნდა ჩაანაცვლოს.- უპასუხა გოგონამ. ბიჭმა განაგრძნო მისი ალერსი ნაზად და აუჩქარებლად ეალერსებოდა, გოგონა კი განაბული იწვა. სახიდან ყელზე გადმოინაცვლა და მხურვალედ უკოცნიდა. ხან ერთ მხარეს დაუკოცნიდა ხან მეორეს მალე მის წინ სრულიად შიშველი იწვა მხოლოდ ბიუსგალტერის და საცვლების ამარა. ნაზად კოცნიდა: ყელზე, ლავიწებზე, გულმკერდზე და სასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა, არ უნდოდა, რამე ეტკინა მისთვის და დაეძაბა გოგონა, ამიტომ აუჩქარებლად მოძრაობდა, ხან მიანათებდა, ხოლმე თავის სიყვარულით ანთებულ თვალებს და სახეზე ეალერსებოდა, გოგონა აცრემლიანებული თვალებით უყურებდა, ბიჭს. ნელ-ნელა თანდათან უფრო ქვემოთ ჩადიოდა ბიჭი და სხეულის ყველა ნაწილს უკოცნიდა. გოგონა, კი მისი ალერსით გაბრუებული იწვა, მინაბული. - მიყვარხარ...- ჩასჩურჩულა, ბოლოს და გულში ჩაიკრა.- კარგად ხარ?- აღელვებით გადახედა გოგონას. – ამაზე, უკეთ ჯერ არ ვყოფილვარ...- ამოთქვა თვალცრემლიანმა და ბიჭს მიეკრა. – აბა, რატომ ტირი? - ეს ბედნიერების ცრემლებია... მე ბედნიერებისგან ვტირი, რადგან შენ ბედნიერ ქალად მაგრძნობინე თავი... მადლობა, შენ ამისთვის. _ ძალიან,მიყვარხარ და მინდა იცოდე, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. *** მთელი ღამე ჩახუტებულებს ეძინათ და პირველად მათ ცხოვრებაში, მშვიდად ეძინათ, ყოველგვარი შფოთვის გარეშე, გულისცემა ორივეს რიტმულად უცემდა, ახლა უკვე ერთად, იყვნენ და სულითაც და ხორცითაც ერთნი გახდნენ, ამდენი ტანჯვის შემდეგ როგორც იქნა, შეძლეს ბედნიერების მოპოვება. უკუნითი სიბნელეშიც კი, გამოანათება, ხოლმე იმედის სხივი. დილით გოგონას პირველს გამოეღვიძა და ჩუმად აპირებდა წამოდგომას, მაგრამ როგორც კი, გოგონამ წამოდგომა დააპირა, იაგომ ხელი ჩაავლო და უკან დააბრუნა. _ სად მიიპარები?- წარბები აუზიდა. _ წყლის გადავლებას ვაპირებდი.- ამოთქვა გოგონამ და ბიჭს გახედა,უფროსწორად ახედა, რადგან ბიჭი, მის ზემოდან მოექცა. _ წყლის გადავლებას, მერეც მოასწრებ ახლა კი, მოდი ჩემთან.- უთხრა და ვნებიანად აკოცა. - იაგო... - გისმენ? _ არაფერი დაივიწყე...- სულ აურია გონება ამ ბიჭმა, რადგან მასზე ძალიან მოქმედებდა. ბიჭმა ერთიც აკოცა და გულში ჩაიკრა. _ უნდა მოვემზადოთ, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემებმა არაფერი იციან, იმის თაობაზე რომ მომიტაცე.- ნიშნის მოგებით მიუგო. - წავალთ, ოღონდ მოგვიანებით, კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ უკვე ჩემი ხარ. - თვალი ჩაუკრა. - თავი სიზმარში მგონია...- გაეცინა, გოგონას და სახეზე ხელები აიფარა. _ ეს სიზმარი არ არის რეალობა და დროა მიეჩვიო ამას. – შენი მშობლები რას იტყვიან.- ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა. - მათი აზრი, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია და თანაც, უკვე სამი წელია მათთან კავშირი აღარ მაქვს. ჩემს ბინაში ვარ ძიძასთან ერთად, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც გვერდში დამიდგა,ხო მართლა შენი გაცნობა ძალიან უნდოდა, ახლა, რომ გნახავს ძალიან გაუხარდება.- გახედა გოგონას ეშმაკური ღიმილით. – ასე რატომ მიყურებ?- ჰკითხა, გოგონამ. - მაინც როგორ?- კითხა ეშმაკურად და მოულოდნელად ღიტინი დაუწყო. რისგამოც გოგონას სიცილი აუტყდა. – აუ, გთხოვ გეყოფა აღარ შემიძლია მეტი ვეღარ ვსუნთქავ. - სიცილისგან გადაუწითლდა სახე. - არა.- უთხრა და კვლავ განაგრძნო მისი ღიტინი. სიცილისგან გადაბჟირებულს უკვე სუნთქვაც კი უჭირდა. – კარგი, გეყოფა გთხოვ, ამდენი სიცილისგან გული შემიღონდა უკვე.- ამოთქვა გოგონამ და ბიჭიც შეეშვა. მისი სახე მოიქცია ხელის გულებში და შუბლზე ნაზად აკოცა. - იცი, მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც შენ იყავი, მთელი ჩემი ცხოვრება შენ დაგეძებდი, მაგრამ ვერ გპოულობდი, სანან ერთ დღეს ბიძაშენის სახლში არ დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელსაც მე ვეძებდი.- გაუღიმა.- გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? - განა შეიძლება ამის დავიწყება...- ღიმილით უთხრა. _ მაშინ ჩემს გამო დაგსაჯეს კიდეც. – ხო, მაგრამ ეგ არაფერი, ბედისწერამ მეც იმ ადგილას წამიყვანა, დედაჩემის სიკვდილის შემდეგ. – იმ დღეს როდესაც მოცეკვავე დაგინახე ჩემთვის ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა და ასე მეგონა მარტო ჩვენ ორნი ვიყავით იქ. - მეც იგივე შემიძლია ვთქვა, შოკი მივიღე როდესაც დაგინახე. იცი თან ვბრაზობდი შენზე თან არა.- გაეცინა.- რა აღარ გავაკეთე, შენი თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ რაც არ უნდა გამეკეთებინა, საპორისპიროდ ხდებოდა ყველაფერი. _ მოდი ვაღიაროთ, რომ ბედისწერას აქვს ძალა, რადგან ბედისწერა გვეთამაშებოდა და ახლაც გვეთაშება, მაგრამ ყველაფერი მისი დამსახურებით გამოვიარეთ, ხომ ასეა? - ყველაფერი, ბედისწერის ბრალია, მართალია ძალიან დავიტანჯეთ ორივე, მაგრამ ამ სამყაროს მადლიერი ვარ, რომ შენი თავი გამომიგზავნა. მამაო სულ მეუბნებოდა, რომ შენი ჩემი ბედისწერა იყავი უფლისგან გზავნილი და ის რაც შენია არასდროს წავა შენი ცხოვრებიდანო. – კარგი, ნათქვამია. ის რაც შენია, არადროს დაგტოვებს და თუ ტოვებენ ესეიგი არც არასდროს ყვარებიათ.- უთხრა და მთელი არსებით მიიხუტა. _ მართალია, სწორედ ამიტომ მადლიერი ვარ უფალის, ასეთი საჩუქრისთვის.- გაუღიმა.- კარგი, დროა წავიდეთ, ჩემები ალბათ ძალიან ნერვიულობენ.- უთხრა და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი აბაზანაში შევიდა. მთელი ის პერიოდი რაც აბაზანაში გაატრა, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა ახსენდებოდა წუხანდელი ღამე და ბიჭის ალერსი, მან შეძლო და მოუშუშა წარსულის იარები. თავი მოიწესრიგეს და შემდეგ შინ წავიდნენ, ძალიან ღელავდა, რადგან არ იცოდა რა რეაქციები ექნებოდათ, მათ. გარდა ამისა ახალ ცხოვრებას იწყებდა ახალი ფურცლიდან და მღელვარებისგან ადგილს ვერ პოულობდა. მალე მანქანა მათი ბინის წინ გააჩერა იაგომ, შემდეგ კი, ბინაში ავიდნენ კარზე ზარი დარეკეს და კარები ადამ გაუღო. - ოჰ, ინებეთ მობრძანება .- წამოიძახა გოგომ და განზე გადგა, რომ ისინი შემოეშვა. სახლში შესულებს ყველა იქ დაუხვდა ნინიც კი, ჟასმინი განცვიფრებული უყჯრებდა მათ, ყველას ერთად რომ მოეყარა თავი. უფრო დაიძაბა, როდესაც ბიხამისის სახეს მოჰკრა თვალი. _ სად იყავი,მთელი ეს დრო..- მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი. - ბიძია, მე... _ მე გეტყვით, ჟასმინი არაფერ შუაშია, წუხელ სახლში, რომ ვბრუნდებოდით მოვიტაცე. - რაა? რას ქვია, მოიტაცე, მე არ გამიგია, გოგო ჯერ დანიშნო და შემდეგ მოიტაცო,ეს ლოგიკას მოკლებულია.- ტონს მოუმატა კაცმა და გოგონა უფრო დაიძაბა, მათ შემყურე. _ გთხოვთ, არ იჩხუბოთ რაა..- წამოიძახა გოგონამ.- ძლივს სიმშვიდე მოვიპივე დავახლა ისევ ნუ აურევთ ყველაფერს.- სადაცა იტირებდა, როდესაც იაგოს გაეცინა. - კარგი, დამშვიდდი უბრალოდ ვიხუმრეთ.- გაეცინა ბიჭს გოგონას ხელი გადახვია ჩასახუტებლად, მაგრამ გოგონამ ერთი ნაბიჯით დაიხია. – რა თქვი? იხუმრეთ?- ნერვიულად წამოიძახა. _ ხო, ბიძაშენმა წინასწარ იცოდა ყველაფერი.- უთხრა ბიჭმა და შეამჩნია გოგონას გაბრაზებული სახე. _ რა გამოდის, რომ აქ ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა ჩემს გარდა? - დამშვიდდი, გთხოვ.- უთხრა ნინიმ. - შენ ხმას ნუ მცემ საერთოდ იცოდი, როგორ განვიცდიდი, მის წასვლას და შენც მას აყევი. - ბრაზით მიუგო.- აქ ყველამ ყველაფერი იცოდა უკვე წინასწარ და კიდევ ეს არ გეყოთ და გადაწყვიტეთ ასე საშინლად გეხუმრათ, ხო სანამ აქამდე მოვიდოდი ადგილს ვერ ვპოულობდი, იმის ფიქრებით, თუ როგორ უნდა ეს მე თქვენთვის და შენ ვაჟბატონო, ძალიან კარგად იცი, რაც გადავიტანე და როგორ მაქვს ფსიქიკა დაზიანებული, ამის მიუხედვად მაინც ასე მოიქეცი. მორჩა დამთავრდა. - რა დამთავრდა?- ჰკითხა. - ცოლად აღარ გამოგყვები. აი გამომართვი ბეჭედი.- თითიდან ბეჭედი მოიხსნა და ხელში ჩაუდო. _ ჟასმინ, კარგი რა უბრალო ხუმრობის გამო, ამას ნუ იზამ.- უთხრა იაგომ. - ნუ ართულებ შვილო, ყველაფერს. _ არა, ეს თემა აღარ განიხილება, სანამ ასე მოიქცეოდით მანამ უნდა გეფირათ ამაზე. - უთხრა და თავის ოთახისკენ გაიქცა. _ ჟასმინ! – არავის დანახვა მინდა და არც ხმის გაგონება.- მიაძახა ოთახში შევარდა და კარები ძლიერ მიაჯახუნა. გულ მოსული დაემხო საწოლზე და თავი ბალიშში ჩარგო, ეწყინა, რომ ასე მწარედ ეხუმრნენ, ის აქ განიცდიდა და ესენი კი, თურმე ხუმრობდნენ. ცოტახანში, კარები გაიღო და ოთახში იაგო, შემოვიდა გოგონამ მაშინვე იცვალა გვერდი. – ჟასმინ...- ჩუმი ხმით დაუძახა, მაგრამ გოგონამ ხმა არ გასცა საწოლზე გვერდით მიუწვა და თავი მის კისერში ჩარგო.- კარგი, რა ნუ იბუტები.- უთხრა და ყელზე აკოცა. – თავი დამანებე..- ჩამწყდარი ხმით მიუგო,ბიჭი მიხვდა, რომ ტიროდა და გოგონა მისკენ გადმოაბრუნა. _ შენ რა ტიროდი...? _ არა... – მაპატიე, გთხოვ არ მეგონა, თუ ასე იმოქმედებდა შენზე. და კიდევ, მეტი აღარ დავინახო შენ თვალებზე ცრემლები, მინდა შენი თვალებიდან, მხოლოდ ბედნირებისგან ბრწყინავდნენ.- უთხრა და თვალებიდან ცრემლები მოსწმინდა. _ დამპორდი, რომ მეტი ასე აღარ იხუმრებ. _ გპიედები.- უთხრა და გულში ჩაიკრა. - თანაც ახლა ჩხუბის დროა, მალე ქორწილი უნდა გვქონდეს. – მაინც როდის? _ რაც შეიძლება მალე. უკვე ისედაც ჩემი ხარ, მაგრამ მინდა ყველაფერი მოვაგვარო. როგორი ქორწილი გინდა? - ჩემთვის ისიც საკამეისი იქნება, ჯვარი რომ დავიწეროთ და ხელი მოვაწეროთ. _ კარგი. ცოტახანში ოთახიდან გავიდნენ გოგონა მობუზული ჩამოჯდა დივანზე და დანარჩენებს გადახედა. – ამ ერთხელ გაპატიებთ, მაგრამ მე არ მიყვარს ასეთი ხუმრობები და ეს იაგოსაც ვუთხარი, ამიტომ იმედია ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ.- აუხსნა მათ. _ კარგი, ჩემო გოგო, როგორც შენ გინდა.- უთხრა ახმედმა. - კარგი, ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე, მე და ჟასმინს გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ, მაგრამ ქორწილს არ გადავიხდით, მხოლოდ ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ. – როგორც გინდათ, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გადაგიხადოთ ჩვენებური ქორწილი. ....... ესეც ახალი თავი,ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ველოდები თქვენს რეაქციებს და კომებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.