ჩემი ბრალია (13)
იოანე წაბორძიკდა , რამდენიმე ნაბიჯით უკან , ხელი ინსტიქტურად მიიჭირა გულთან , იმ წამს ეჩვენებოდა რომ ჰაერი აღარ ჰყოფნიდა -რა თქვი? აკანკალებული იდგა ანა , გაქვავებული ერთ ადგილას , სხეულის ყველა ნაწილით თრთოდა , ძლივს ახერხებდა მამაკაცისთვის მზერა გაესწორებინა -იმ ღამით…. როცა … სცადა ძალა მოეკრიბა , თუნდაც უკანასკნელ ამოსუნთქვად დასჯდომოდა სიმართლის თქმა -ბანკეტის ღამეს , არ ვიცი როგორ თაკოსთან ერთად ერთ ერთი კლასელის სახლში აღმოვჩნდით ქალაქგარეთ -ღმერთო! ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა საკუთარ გულს ბიჭმა -შენთან დარეკვას ვცდილობდი , არ ვიცი , სულ სულ ორი ჭიქა დავლიე , არ მახსოვს იოანე არ მახსოვს …. საკუთარ შიშველ მკლავებს ფრჩხილები ზიზღით ჩამოატარა რამდენჯერმე -ჭუჭყიან ლეიბზე გავიღვიძე სრულიად შიშველმა , მახსოვს როგორ მეხებოდა , როგორ მეხებოდა ყველგან ძირს დაიჩოქა გოგონამ , სასოწარკვეთილმა აიფარა სახეზე ხელები -ღმერთო ანა უფრო და უფრო ეცოტავებოდა ჰაერი იოანეს , უფრო და უფრო მეტად უჭირდა სუნთქვა , ერჩივნა ანას ღალატი დაეჯერებინა იმ წამს, ერჩივნა კიდევ ეღალატა ანას , ოღონდ ეს ტკივილი არ გადაეტანა გოგონას რასაც ახლა მის სახეზე ხედავდა გაახსენდა ძილში მისი განწირული ყვირილი, ხედავდა როგორ კანკალებდა სხეულით შეხებისას სკამიდან ჩამოსვლა ძლივს მოახერხა , ანას გვერდით რომ დაეჩოქა -ანა თავადაც უკანკალებდა ხელები , არ იცოდა რა ეთქვა რით ენუგეშენიბა , როგორ გაექრო მისი გულიდან ტკივილის კვალი -ვერ გითხარი იოანე , ვერ გავბედე , ვერ გაიძულე გაუპატიურებულ ქალთან ერთად ცხოვრება ქვითინებდა გოგონა -ანა გაჩუმდი ძირს ჩამოყრილი თმები ხელით გადაუწია ბიჭმა -არ მინდოდა შეგცოდებოდი, არ მინდოდა შურისძიებაზე გეფიქრა , მერჩივნა შეგზიზღებოდი იოანე ! მერჩივნა ყველა ტკივილი მარტოს ამეტანა -მაგრამ მე მაინც მიყვარდი ყველა დღე ანა! არც ერთი წამი არ გამიტარებია შენი სიყვარულის გარეშე ! როგორ იფიქრე რომ … როგორ იფიქრე , რომ შენი მიტოვება შემეძლო ანა ! საკუთარ თავს უფრო დავტოვებდი ვიდრე შენ ! -ბინძური ვარ იოანე ! ბინძური ვარ ! ამას ვერ შევცლით , რაც მოხდა ვერ შევცვლით -გაჩუმდი! არ არსებობს ქალი ვინც შენზე მშვენიერია ანა ! ღმერთო რატომ… რატომ არ მომეცი შანსი ანა ! რატომ არ მომეცი შანსი ! რატომ გააკეთე არჩევანი მარტომ! რატომ დამაჯერე რომ უნდა შემძულებოდი -იმიტომ რომ ვერ იქნებოდი ჩემთან ბედნიერი იოანე -უშენოდ ჯონოხეთი გამოვიარე ანა! ყველა დღე წინაზე მეტად მიყვარდი ! რა იდიოტი ვყოფილვარ ანა ! როგორ დავიჯერე რომ შეგეძლო…. სიტყვა გაუწყდა -რატომ გადაიტანე ყველაფერი მარტომ! არასდროს მივცემდი საკუთარ თავს იმის უფლებას რომ თუნდაც ერთი დღე გაგეტარებინა მარტოს! თავი ასწია , თვალებში შეხედა , ხელი გოგონას აკანკალებული მხრებისკენ წაიღო მაგრამ შეხება ვერ გაბედა , ეგონა უფრო ატკენდა ანას , როგორი უხეში იყო იოანე მასთან! როგორ უხეშად ეხებოდა სხეულზე! სიბრაზისგან მუშტი მაგრად შეკრა -ღმერთო როგორ მძულს ამ წამს საკუთარი თავი, რომ არ ვიბრძოლე , რომ გაგიშვი ანა! ჩემი ბრალია ! ყველაფერი ჩემი ბრალია, შენი ტკივილი … რომ შემეძლოს ….როგორ დავიჯერე… -გაჩუმდი იოანე ! შენ რომ არა , ვერ გავბედავდი სიცოცხლის გაგრძელებას -ვინ იყო ანა! თავი ასწია ბიჭმა , თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, მზერა უცნაური ზიზღით სავსე -იოანე … -ანა თუ ღმერთი გწამს , ვერ ვიცოცხლებ თუ არ დავსჯი! ვინ იყო ! მუშტი მაგრად დაარტყა იატაკს -არვიცი თავჩაქინდრული იჯდა გოგონა -მატყუებ! -იქამდე არასდროს მინახავს , არც სახელი ვიცი, არც სახეზე მახსოვს , მხოლოდ ხმა , მხოლოდ ხმა ჩამესმის მისი ხელი ყურზე აიფარა , ბიჭი მისკენ მიჩოჩდა და მთელი სხეულით მოიმწყვდია მკლავებში -შენი ბრალი არ არის! არ არის შენი ბრალი ანა! რომ შემეძლოს ეს ტკივილი გავაქრო ! გოგონა ჩუმად ქვითინებდა -არ იტირო გთხოვ, გთხოვ არ გინდა! თავი ააწევინა ბიჭმა , ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები ხელით მოსწმინდა , შემდეგ სახის ყველა კუთხე დაუკოცნა -მე ვერ დაგიცავი! ჩემი ბრალია! -ნუ ამბობ ! მაგის მეშინოდა იოანე , მეშინოდა რომ ასე იფიქრებდი ჩურჩულებდა ბიჭის მკლავებში მომწყვდეული უფრო და უფრო მეტად გრძნობდა იოანე ანას სურნელს , უფრო იხუტებდა გოგონას თხელ სიფრიფანა სხეულს , თვალები ცრემლით ევსებოდა , ცხოვრებაში პირველად ტიროდა , დედის დასაფლავების დღესაც კი ვერ შეძლო, ვერ შეძლო ეტირა მაგრამ ამ წამს ანას სხეულზე ჩაფსკვნილი ვერ ახერხებდა ცრემლის შეკავებას ! -მაპატიე , მაპატიე რომ ვერ შევძელი შენი დაცვა თმებზე კოცნიდა გოგონას ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე , ხელი არ გაუშვია ისე გადააფარა თხელი პლედი მის სხეულს ზემოდან -მის გამო უნდა იყო კარგად !ხელი მუცელზე მოუსვა - და ჩემ გამოც! ფრთხილად დაიხარა და ძალიან ნაზად აკოცა მუცელზე ტანსაცმლის ზემოდან ჩახუტებული ჰყავდა ანას სხეული ვიდრე არ ჩაეძინა , სანამ საწოლიდან წამოდგებოდა კიდევ ერთხელ შეხედა მძინარეს ,ისეთი მშვიდი ნაზი სახე ჰქონდა თითქოს საერთოდ არ არსებულიყო ტკივილი მის ცხოვრებაში. სახლიდან გამოსულმა რატის შეხვედრის მისამართი ტელეფონით შეატყობინა ბარის მაგიდასთან მჯდარს უფრო და უფრო მეტად იპყრობდა სიბრაზე, როგორ შეერჩინა საყვარელი ქალისთვის ამხელა ტკივილის მიყენება სხვისთვის, რა კაცი იქნებოდა თუ არაფერს გააკეთებდა! -რთული იქნება ბატონო -არ მაინტერესებს რატი,რაც არ უნდა შეუძლებლად გეჩვენებოდეს უნდა მიპოვო, ჩემი ხელით უნდა გავუსწორდე მაგ ნაბიჭვარს ვინც ცხოვრების ხუთი წელი მოგვპარა ! მუშტი კიდევ ერთხელ დაარტყა ბარის მაგიდას -დრო მომეცი და უფრო მეტ დეტალს გავიგებ! არ მინდა ანას დავაძალო გაიხსენოს , ჯანდაბა ანა! როგორ ვბრაზობდი მასზე ეს ხუთი წელი რატი! შენ ხომ იცი… -თქვენ რა იცოდით თუ…. -არ უნდა დამეჯერებინა , უნდა დამეშვა სხვა სიმართლეც -კაცისთვის რთულია როცა ღალატის შესახებ ეუბნებიან -საკუთარი თავი მეზიზღება იმის გამო რომ უძლური ვარ ანას ტკივილთან რატი! კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა -ბავშვი ყველაფერს შეცვლის ნახავთ, მასაც დაუბრუნდება სიცოცხლის ხალისი -რომ მახსენდება როგორ საზიზღრად ვექცეოდი ! როგორ ვეხებოდი -მაგრამ არ იცოდით… იოანეს ტელეფონი აწკრიალდა , ბიჭმა ანთებულ ეკრანს შეხედა და სწრაფად გადაუსვა ხელი -სად ხარ იოანე! შეშფოთებული ხმა ჰქონდა გოგონას -დამშვიდდი ანა , სახლან ახლოს ვარ რატისთან ერთად -მალე მოდი გთხოვ… -ორ წუთში ვიქნები, არ ინერვიულო კარგი? გასაღების გადატრიალებისთანავე კართან გაჩნდა ანა, იოანეს სახეს პირისპირ შეეფეთა -სად იყავი? როგორ შემეშინდა ! ფეხის წვერებზე აიწია და მამაკაცს ისე მოეხვია -ბოდიში რომ დაგტოვე კიდეც ერთხელ შეისუნთქა ანას სხეულიდან წამოსული სურნელი ისე რომ თავი გოგონას კისრიდან არ აუწევია -დამპირდი რომ რამე სისულელეს არ გააკეთებ! ხელი გააშვებინა ანამ -დამპირდი რომ ჩვენ შვილს გაუფრთხილდები მუცელზე ხელი მოუსვა ბიჭმა , შემდეგ დაიჩოქა და ყური მიადო , თითქოს უნდოდა რადაც მოძრაობის მაგვარი მაინც ეგრძნო -შენც დამპირდი რომ დედიკოს გაუფრთხილდები რამდენჯერმე მიუკაკუნა თითი მუცელს -იოანე ნუ ამბობ ეგრე თორემ მგონია… -როგორ მიჭირს ახლა თვალებში რომ გიყურო ვერ წარმოიდგენ ანა ხმაურიანად ამოიხვნეშა , არც დააცადა გოგონას წინადადების დასრულება ისე დაიჭირა ხელში მისი თხელი ნაზი ხელები , მოეფერა ცერა თითით კანზე , კოცნას უპირებდა მაჯაზე რომ ნაიარევს მოკრა თვალი , თითქოს ახლა აეხილა გადაკრული ბინდი, რასაც აქამდე არ აკვირდებოდა ამჯერად მთელი გულმოდგინებით უცქერდა -ეს რა არის ანა! არაფერი უთქვამს გოგოს, ისე ნაზად გამოაბრუნა მაჯა ,იოანე ხელზე დაეჯაჯგურა უფრო კარგად რომ დაენახა ნაიარევი -ანა ! -არაფერია დაიჩურჩულა ანამ -ვხედავ რომ არის ! საიდან გაჩნდა ეს ნაიარევი -ს ვცდილობდი , გთხოვ ნუღარ დამისვამ კითხვებს გთხოვ თავი მამაკაცის გულ მკერდს მიადო და ხელები წელზე შემოატარა -უბრალოდ ჩამეხუტე , აღარ მინდა არაფრის გახსენება ! გაუბედავად მოხვია ხელები კაცმაც, უფრო და უფრო მტკივნეული იყო იოანესთვის იმის გააზრება თუ რა ხდებოდა ანას თავს მთელი ეს დრო! -ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემთან ბედნიერი იყო ანა! ყველაფერს ! ანამ თავი ასწია -ყველაფერს ? ფეხის წვერებზე აიწია და ბიჭის ტუჩებთან შეჩერდა -ყველა სურვილს შემისრულებ? -შეუძლებელსაც ! -მაშინ…….შეჩერდა -მაქვს ერთი სურვილი თქვა პაუზის შემდეგ -მინდა რომ, მინდა …… მინდა ისე მომეფერო როგორც ადრე , თითქოს არც დავშორებულვართ ეს წლები, სადაც გავჩერდით იქედან განვაგრძოთ შეგიძლია? შეძლებ ყველაფრის მიუხედავად გინდოდე ? -ანა! -შეგიძლია არ გამირბოდე? თვალებში შესციცინებდა გოგონა -ყველა წამს მინდიხარ ანა! არ არსებობს ქალი ვინც უფრო სასურველია ! მხოლოდ შენთანნ წარმომიდგენია ყველაფერი ლოყაზე ცერა თითი გადაატარა ბიჭმა , თავი დახარა და ანას აცახცახებულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო, ჯერ ქვედა ტუჩი მოიქცია ტუჩებს შორის , შემდეგ ზედა და სუნთქვაგახშირებული ბოლომდე დაეწაფა გოგონას ბაგეს -შენთან მინდა იოანე! თხელი სხეული ხელში აიტაცა ბიჭმა, გულთან ახლოს მიიხუტა , ხელი არცერთი წამით არ მოუშორებია ისე შეაღო საძინებლის კარი -ყველა ტკივილს დაგავიწყებ ანა! ჩურჩულებდა გოგონას ყურთან ახლოს , ისე გადააწვინა საწოლზე ორივეს მზერა ერთმანეთისკენ იყო მიმართული , ანას შიშველ ფეხებთან დაიხარა იოანე , სულ ძირს , წვივებიდან დაიწყო ნაზ ხორბლისფერ კანზე ტუჩებით შეხება , ადგილი არ დაუტოვებია კოცნის გარეშე , ახლა ასმაგად ფრთხილი იყო მამაკაცი, ნელ ნელა ფრთხილი შეხებით მოიწევდა წინ ანას ტუჩებისკენ ნელა გადააძრო ბრეტელებიანი მაისური , ისევ საწოლზე გადაწვენილ გოგონას ამჯერად გულის არე დაუკოცნა -მიყვარხარ ჩურჩულებდა ანა -ძალიან მიყვარხარ ! პასუხობდა მის ტუჩებთან მიწეპებული მამაკაცი, თითქოს თავიდან ცდილობდა ანას სხეულის ყველა უჯრედის შესწავლას , აუჩქარებლად ანთავისუფლებდა ტანსაცმლისგან -ისე მომეფერე როგორც არასდროს იოანე! ჩურჩულებდა საწოლზე ოდნავ წამოწეული გოგონა , ამჯერად თავად შეაცურა ხელი ბიჭის შიშველ ზურგზე და ისე გადააძრო მაისური -ვგიჟდები შენზე ანა! ტუჩები ლოყაზე მიადო და ნელ ნელა დაუყვა ძირს ყელისკენ , ხელები გოგონას ზურგისკენ წაიღო და თვალის დახამხამებაში შეხსნა ბიუსჰალტერი , თხელი გიპიურის ქსოვილი გოგონას მკერდიდან ძირს ჩამოცურდა, იოანემ ისეც საწოლზე ზურგით გადააწვინა გოგონა და იგრძნო ანამ ბიჭის ძლიერი გრძელი თითების შეხება საკუთარ მკერდზე -მინდიხარ ანა უკვე ხმაურიანად სუნთქავდა მამაკაცი, ანამ შენიშნა ბიჭის წამოწითლებული სახე, ხელის მტევანი რამდენჯერმე აატარა ბიჭის შიშველ ზურგზე და ამჯერად ქამარს დაეჯაჯგურა გასახსნელად, თვალს არ აშორებდა მამაკაცი მის სახეს სანამ ანა ელვა შესაკრავს ხსნიდა -მოდი აქ ! ამჯერად იოანეს კალთაში აღმოჩნდა , ხელი მსუბუქად შემოხვია მამაკაცის კისერს და როცა ბიჭმა პირველად შეიგრძნო ქალის სხეული მასში სიამოვნებისგან ამოიკვნესა ,ზემოთ ქვემოთ მსუბუქად მოძრაობდა ანა, კისერთან და გულზე ეფინებოდა მამაკაცის სუნთქვა -კარგია? ეჩურჩულებოდა ბიჭი -განაგრძე ! ყურთან მსუბუქად კბენდა გოგონა ძლიერი მკლავებით კიდევ უფრო ახლოს მოიზიდა გოგონა იოანემ, ღრმა ბიძგებით განაგრძნობდა გოგონას სხეულის დასაკუთრებას -ყოველთვის შენი ვიყავი იოანე! -ყოველთვის ჩემი იქნები ანა! …. არაერთი სტატია დაიწერა სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებში იოანე ამილახვარის ურთიერთობაზე საკუთარ თანამშრომელ ანა ცეცხლაძესთან, ზოგი გამოცემა წყვილის კავშირის მიზეზად ბავშვსაც ასახელებდა , არცერთ ჭორ თუ მართალს არ ეხმაურებოდა მამაკაცი როდესაც მათთან ჟურნალისტები რეკავდნენ , მარტივი იყო მამაკაცის პასუხი ყოველთვის “ეს ის ქალია ვინ 15 წლიდან მიყვარსო” მიუხედავად იოანეს თვალისმომწრელი გარეგნობისა მის საკუთარ ტელევიზიაშიც საუბრობდნენ ანგარებაზე , ოღონდ ანას მხრიდან “ქერის ორმოში ჩავარდაო” ჯიუტად დადიოდა ხმები, იოანე არ თვლიდა საჭიროდ ვინმესთვის აეხსნა საკუთარი პირადი, თავით გადაშვებული საქმეებში მხოლოდ კომპანიის სასიკეთო გადაწყვეტილებებს იღებდა , პირადად აკონტროლებდა ყველა გადაცემის შინაარსა სანამ პირდაპირ ეთერში შევიდოდნემ წამყვანები, თანამშრომლებთან ერთად გეგმავდა კვირის სამუშაო პოლიტიკას წინასწარ და თვის ბოლოსაც საკმაოდ გულუხვი იყო, პრემიების სახით ახალისებდა თითოეული თანამშრომლის მონდომებას და საერთო სატელევიზიო რეიტინგში შეტანილ წვლილს ! დამღლელი დღის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა , პარკინზე ავტომობილში ჩაჯდომამდე მარიამს რომ შეეჩეხა, მთელი ამ პერიოდის მანძილზე შორიდან უცქერდა გოგონა -სალამი მარიამ ავტომობილის კარები გამოაღო იოანემ -გამარჯობათ -როგორ არის შენი ძმა ! -კარგად -მიხარია , კარგი მშვიდობიანი საღამო უკვე ავტომობილში იჯდა , ფანჯარასთან მარიამი რომ გაჩნდა წამში -მოიცადეთ! ხელით ანიშნა საქარე მინა ჩამოეწია -არ არის აუცილებელი ყოველ თვეში პრემიები მირიცხოთ! -და ვინ თქვა რომ აუცილებელია? -აბა რას მივაწერო ეს ყველაფერი თუ არა დანაშაულის შეგრძნებას ? -საკუთარ პროფესიონალიზმს მიაწერეთ მარიამ! ახლა კი უნდა წავიდე თუ შეიძლება თავით ანიშნა გზა დაეთმო -ხო მართლა გილოცავთ , მალე მამა გახდებით გავიგე იყო ქალის ხმაში რაღაც მტკივნეული -მადლობა მარიამ! შენსკენაც კარგი ამბები იქნება აუცილებლად , ახლა კი უნდა დაგემშვიდობო! მანქანა წამის მეასედში მოწყდა ადგილს , მარიამი კი იმავე ადგილას დარჩა გაშეშებული, იმ წამს მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში! რა მოხდებოდა იოანეს შვილის დედა თავად ყოფილიყო! კარის შეღებისთანავე სასიამოვნო სურნელი შეეფეთა სახეში იოანეს თანდათან სახლის ინტერიერში ანას შტრიხებიც გამოჩნდა , სასიამოვნო სანთლის სუნი წიგნების კარადაზე, ან თუნდაც ჟურნალების მაგიდასთან, ბევრი მცენარე და თბილი ფერები -რა გემრიელობებს ამზადებ? მამაკაცის შესვლა ვერც შენიშნა გოგონამ იოანე მისი სხეულის უკან გაჩნდა წამში, უკნიდან მიეკრო და ხელები მუცელზე შემოჰხვია -საშინლად მომენატრე ! ჩასჩურჩულა ყურში -მეც მომენატრე გოგონა სახით შემობრუნდა და ფეხის წვერებზე აწეულმა აკოცა ბიჭს -რას მიმზადებ? -ქათამს სოკოსთან და ნაღების სოუზთან ერთად , იმედია გემრიელი გამომივა -შენი ნაზი თითებით გაკეთებული ყველაფერი გემრიელი იქნება ანა ! ხელზე აკოცა ბიჭმა , შემდეგ პიჯაკი შემოიძრო და სკამზე გადაფინა , ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა -რა ხდებოდა სამსახურში? არავის მოვენატრე? გაეცინა ანას -ჩემზე მეტად არავის! -დარწმუნებული ვარ ბევრს ჭორაობენ , ყველას კარგად ვიცნობ -კარგი რა ანა ! ნუ იფიქრებ ბევრს! უფლებას გაძლევ მხოლოდ ბავშვზე და ჩემზე იფიქრო! -ხვალ 12 კვირის ვხდები მუცელზე ხელი მოისვა გოგონამ -ანუ ხვალ გავივებთ ვინ ბრძანდება აქ ! მუცლისკენ დაიხარა მამაკაცი -უცებ შევჭამოთ და გავიდეთ კარგი? ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო ანა დაგვპატიჟეს იოანეს ტელეფონი მოულოდნელად აწკრიალდა -ერთ წამს დამელოდე გვერდით ოთახში გასულმა უპასუხა რატის -ხდება რამე ? -სიახლეებია ბატონო , რაღაც გავარკვიე ! იოანემ უკან მოიხედა, სურდა დარწმუმებულიყო რომ ანა არ უსმენდა -მითხარი! პ.ს. გულწრფელი წუხილი მკითხველთან შვილების ვირუსისა და ჩემი წნევების ფონზე ვერაფერი შევძელი და მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.