ჯანდაბა! (სრულად)
რომელი საათია?-გავიგე ზურგს უკან ბოხი,ხრინწიანი ხმა.სწრაფად გავხედე.მინდოდა დავრწმუნებულიყავი, მართლა მე მეკითხებოდა თუ არა. -საათი არ გაქვს?- იკითხა ისევ.ისე თავისუფალი და გახსნილი იყო წამით დავვეჭვდი,ვინმე ნაცნობი ხომ არარის მეთქი.მაგრამ არა.საერთოდ არასდროს შემხვედრია ასეთი უცნაური გარეგნობის არსება.ჩემზე ორი თავით მაღალი,ზემოდან დამყურებდა თავისი ლურჯი,მუქი ფერის თვალებით.მხრებზე დაფენილი მსხვილი კულულები მოლისფრად შეეღება.მეტალებით გაწყობილ ორჯერ დიდ ტყავის ტანსაცმელშიც კი უნიკალური სხეული მოუჩანდა. -ჰეი-ცხვირწინ ამიქნია ხელი.შევკრთი მაგრამ არ შევიმჩნიე. -20 წუთი აკლია-დაბნეულმა დავხედე ტელეფონის ეკრანს. -20 წუთი აკლია რას?-ცალი წარბი მაღლა აეპრიხა და ჩაეცინა.მატარებელი მკვეთრად შეირხა,გვერდით მდგომის ბიძგის გამო ბიჭის მკერდს მივეჯახე პირდაპირ სახით. -ოუ ფრთხილად-ყველაზე საყვარლად ჩაიხითხითა.ხელი შემაშველა მყარად,რომ დავმდგარიყავი. -მაპატიე-მოვუბოდიშე.ალბათ წამოვწითლდი.სახე მიხურდა. -აბა? ზუსტ დროს მეტყვი?- ღიმილით მკითხა.ჯანდაბა! როგორი უცნაური იყო და როგორი მომნუსხველი.ფარულად შევხედე ტუჩის კუთხეში დამაგრებულ პირსინგს,გამუხმებით რომ აწვალებდა კბილებში მოქცეულს. -ორს აკლია 20- ამოვიბუტბუტე.არც ვიცი რატომ მრცხვენოდა მისი.მორცხვი არასდროს ვყოფილვარ.ახლა კი პირველ კლასელ გოგოს უფრო ვგავდი ვიდრე ზრდასრულ ქალს. - mersie - ზუსტი ფრანგული აქცენტით მიპასუხა და გამიღიმა.მიკროფონში სადგურის სახელი,რომ გამოაცხადეს,მივხვდი ჩემი წასვლის დრო იყო.სამსახურში მაგვიანდებოდა.მაგრამ ბიჭი იმდენად მიზიდავდა თავადაც,რომ არ ჩასულიყო ალბათ ყველაფერს დავივიწყებდი და მასთან ერთად გავაგრძელებდი მგზავრობას.გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე გაუჩინარდა.ჩქარა გამოვედი გარეთ.არასდროს მყვარებია მეტრო.სულ მეგონა,ჭერი ჩამოინგრეოდა და ცოცხლად ჩავიმარხებოდით მიწის ქვეშ ასე ღრმად... ^^^^^^^^^^^^^^^^^^ -გამარჯობა-ღიმილით მივესალმე ჩემს თანაშემწეს და მოსასვენებელ ოთახში შევედი,თეთრი ხალათის ასაღებად. -კაცი მოიყვანეს,დაახლოებით ორმოცი წლის,სიმაღლე 1,70 სმ-მომახსენა ნათიამ,თან ხალათის ჩაცმაში დამეხმარა. -რას ფიქრობენ? -ვკითხე მშვიდად,რეზინის თეთრი ხელთათმანები წამოვიცვი და გაყინულ ოთახში დავბრუნდი. საშინელი ადგილი იყო,გვამებით და საზიზრარი ინსტრუმენტებით სავსე. აქ შემოსვლა მხოლოდ საშვიანი ექიმებისა და უსულო ცხედრებისთვის იყო „დასაშვები“.თუმცა საშვი დაახლოებით ათ ექიმს ქონდა,ცემსა და ნათიას გარდა ალბად არავინ ყოფილა აქ. მხოლოდ პრაქტიკანტები თუ მოვიდოდნენ ხოლმე რრამდენიმე საათით. ვის რა ჯანდაბა უნდოდა მორგში?! აქ ხომ ასეთი მყრალი და უსიცოცხლოა ყველაფერი... -გულის შეტევას ვარაუდობენ.მაგრამ ნახე მკლავებთან ცალურჯებები აქვს. -ტრომბი გგონია?-ვკითხე დაინტერესებულმა და შავი პარკი გადავაძვრე ოთახის ცენტრში დასვენებულ ცხედარს. სანახაობამ შემაძრწუნა. ასეთი მსუქანი ადამიანი ცოცხალიც არასდროს მინახავს. ტუები ზიზღით მომეღრიცა.ნათიას გადავხედე. -გღეს ბევრი სამუსაო გვაქვს. -ვტქვი და სამართებელი მოვამზადე. უცნაურია როცა იხსენებ როგორ გეშინოდა მკვდრების და სულების . ახლა კი საავადმყოფოს მთავარი პათანატომი და ალბად მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს კვეთ,რათა გაარკვიო რა გახდა სიკვდილის მიზეზი. მთელი დღე ვმუშაობდით,შესვენების გარეშე.ოთახი მძორის სუნად ყარდა.ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ არც ეშმაკები ცხოვრობდნენ და არც ცეცხლი ენთო გარშემო. -გულის ინფარქტი. დაახლოებით საღამოს 06:30 წთ. -დავასკვენი ბოლოს და დიქტოფონი გამოვრთე,იქ გაჩერება აღარ შემძლო. ნათიას ვთხოვე მას გაეკერა. ხმაურით მოვიცილე რეზინის ხელთათმანები,სანაგვეში მოვისროლე და წყალს შევუშვირე ხელები დასაბანად. -უნდა წავიდე ნათ. ხვალ გნახავ.-ვთქვი და სწრაფად გავეცალე იმ ადგილს. დერეფანში ჩაგუბებული ქლორის სუნიც კი სასიამოვნოდ მომეჩვენა იქეგან გამოსულს. ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ ისევ მეტრო... ისეთი ცივი და პირქუში ადგილია როგორიც მორგი,მხოლოდ იმაზე მეტი ცოცხალი ადამიანი დადის აქ ვიდრე „საცხედრეში“. ღამის პირველი საათი იყო,მარტო ვიჯექი სკამზე და მატარებელს ველოდებოდი,ტან წარმოვიდგენდი როგორ იძვრის მიწა და როგორ ვიმარხები ნელნელა,ან სულაც,როგორ გამორბის ბვირაბიდან რაღაც ვამპირის ან ნიანგის მზგავსი არსება და როგორ მაცამტვერებს თვალის დახამხამებაში. -საკმარისია! კომიქსების კითხვას უნდა შეეშვა! -ხმამაღლა მივმართე ჩემს თავს. -იცი,რომ კომიქსები გონებას და ნერვებს აჩლუნგებს? -კაცის ხმამ შემაკრთო. სწრაფად გავხედე ჩემს გვერდით მჯდომს. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. ჭრელი, წინ საკმაოდ ჩახსნილი მაისური და თვლებით გაწყობილი ჯინსის შარვალი ეცვა.25 წლამდე იქნებოდა . ქალივით ნაზი და მბზინავი სახის კანით,მშვენივრად გამოიყურებოდა. -არ შეგეზიზღო...-წარმოთქვა მოულოდნელად. -არავინ მეზიზღება.-წარბ შეკრულმა ვცადე გამეღიმა მის დასამშვიდაებლად. -კარგია... -მომეჩვენა თითქოს ნაღვლიანად ჩაეცინა. -ეგ რატომ მითხარი? -გავბრაზდი უცებ.მისკენ შევტრიალდი კარგად რომ დამენახა. -გარეგნობის გამო არავინ მეკარება.-გაეცინა. გული მეტკინა. -შემომხედე.-მაისურზე მიმითითა. -მომწონს.-თბილად გავუღიმე.ლაპარაკის გაგრძელება მინდოდა მაგრამ მატარებლის ხმამ შმაჩერა. ბიჭი წამოდგა,მეც ავდექი და ერთად შევედით ცარიელ ვაგონში. -იცი,ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მარტო ვარ ამხელა დედამიწაზე. წარმოიდგინე,როგორი ძნელია იცხოვრო ადამიანების გვერდით,რომლებიც გამუდმებით შენს განდევნას ცდილობენ. -დაიწყო ჩუმი ხმით-საშინელებაა როცა იცი,რომ ყველას სძულხარ,ყველა ისე გიყურებს თითქოს გველი იყო... როდესმე გიფიქრია რა საცოდავი არსებაა გველი? -გაიღიმა. თავი ცუდათ ვიგრძენი მის გამო. სიჩუმე ჩამოვარდა,მატარებელი კი მსუბუქად გვარხევდა. -ჩემი ჩასვლის დროა. -გავსწორდი და სახეზე დავაკვირდ, ისევ იღიმოდა. -მადლობა. -მადლობა რისთის? -გულწრფელად გამიკვირდა. -მინდოდა ვინმეს გამოვლლაპარაკებოდი,უცებ თავი მარტო ვიგრძენი,შენ კი სწორ ადგილას,ზუსტ დროს ჩემს გვერდით აღმოჩნდი.-ღიმილი უფრო გაუფართოვდა. ქალური კეკლუცობით ლოყაზე მაკოცა და ჩემი ჩანთა შემომაჩეჩა.-გამოსამშვიდობებლად გავუღიმე და წამოვედი. ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ დილით არ მისაუზმია როგორც ყოველთვის მხოლოდ ნემსი გავიკეთე და სწრაფად გამოვედი გარეთ. დილის 9 საათი იყო და მეტრო სავსე იყო ფუტკებივით მოფუსფუსე ხალხით. იგივე ფიქრები... იგივე განცდა... ათი საათი იყო საავადმყოფოში,რომ მივედი მიმღებში განცხადება დამახვედრეს,სადაც ეწერა,რომ ნათია შვებულებაში გავიდა. ჯანდაბა,მაგარია! მძიმედ ამოვიოხრე. ბეჭედ დარტყმული ფურცელი ზედ ნათიას ხელმოწერით გოგონას დავუბრუნე და ჩემს“სამფლობელოში“ შევედი. საშინლად ციოდა როგორც ყოველთვის. ოთახის ცენტრში, მაგიდაზე დასვენებულ სხეულის დანახვაზე სულ უფრო მომეშხამა ხასიათი.უხალისოდ ჩავიცვი ხალათი,ხელთათმანები გავიკეთე და ინსტრუმენტების სტერილიზაციას შევუდექი. -კარგი,მოდი ვნახოთ აქ რა გვაქვს.-ჩემთვის ამოვილაპარაკე.შავი მატერია მოვაცილე თუ არა მაგიდას ადგილზე გავშეშდი. არ ველოდი იმას ვინც იქ დამხვდა. მაშინვე ვიცანი რათქმაუნდა. როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდა?! -რა მოგივიდა? -ვთქვი ისევ ხმამაღლა და თავი დავიქნიე იმედ გაცრუებულმა. „ჯანდაბა,როდის შეწყვეტ მარტო ლაპარაკს?“ გონებაში ვუყვირე ჩემს თავს და ბიჭის ქურტუკზე მიმაგრებულ ცნობას დავხედე. „მოიყვანეს ნარკოტიკების, კერძოდ ,,ჰეროინის’ გადამეტებული დოზის მიღებით გამოწვეული შოკის გამო. გუშინ. 20:05 საათზე. გარდაცვალების დრო 20:40 სთ.“ -ოჰ,ჯანდაბა.-ამოვილაპარაკე ისევ ჩემთვის. საერთოდაც არ გავდა მკვდარს.ისე მშვიდი იყო მისი სახე გეგონებოდათ სძინავსო. ისეთი ახალგაზრდა იყო და მშვენიერი... ზედმეტადაც კი. კიდევ ერთი ფურცლის დანახვაზე ავფორიაქდი,საწოლზე იდო,კონვერტში ჩადებილი და საავადმყოფოს ბეჭდით დანიშნული. სწრაფად გადავიკითხე და უნებურად მთელი ძალით დავჭმუჭნე ხელებში მოქცეული. -მშობლება თანხმობა განაცხადეს შენი საღი ორგანოების საავადმყოფოსთვის გადაცემაზე.-მივმართე უსულო ცხედარს და ფრთხილად,დანანებით შევეხე მის მწვანე კულულს... ყველაზე ნაკლებად რაც მინდოდა ,მისი გაკვეთა და მშვენიერი სხეულის დამახინჯება იყო.სამართებელი მოვიმარჯვე.ჯობდა მალე დამემთავრებინა ყველაფერი.მაგიდას ზურგი ვაქციე,ხელსახოცების ასაღებად. -კარგიი. როგორც ჩანს შენი გაკვეთა მაინც მომიწევს!-ხმამაღლა ამოვილაპარაკე.ტყავის,მეტალებიანი ქურთუკი გავხადე და ფრთხილად დავიწყე შავი პერანგის ღილების შეხსნა. -ჯანდაბა!-ამოვიჩურჩულე მოულოდნელობისგან.მომეჩვენა თითქოს ხელი შეარხია.სისულელეა მეთქი გავიფიქრე და პერანგი მხრებზე გადავუწიე.მართლა ლამაზი იყო.არც შევმცდარვარ.თხელი,წვრილი წელი,განიერი მხრები,ლავიწთან ჩაწეული ხორცი,ოდნავ პრესი მუცელზე,ჭიპთან ჩაყოლებული თმა.... -მკვდარია იდიოტო!-ჩემს თავს შევუბღვირე. და მაინც,რატომ კვდებიან ასეთი მშვენიერი არსებები?! ეს რიტორიკაა.პასუხი რათქმაუნდა არ არსებობს! -ეიი!-ამოიოხრა უსულო ცხედარმა.ხელები მოვაშორე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.სხეული ნელა, აუჩქარებლად წამოჯდა მაგიდაზე და კისერი გაავარჯიშა.ჯერ მის გახსნილ პერანგს და შარვალს დახედა.მერე ჩემზე გადმოიტანა მზერა.ალბათ ლოყები ამიწითლდა,ისე როგორც მეტროში პირველი შეხვედრისას. -სად ვარ?-იკითხა წამის შემდეგ.ოთახს მოავლო თვალი. -მორგში! -კარგი, და აქ რამოხდა?- თითით შეხსნილ პერანგზე მიმითითა.დავინახე,როგორ გაუნათდა სახე,ტუჩები გაეპო და ალმაცერად გაეღიმა. -ამ..მე.. მე გაკვეთას ვიწყებდი.-ძვლივს მოვუყარე სიტყვებს თავი. -რაო?-შეძრწუნდა მოულოდნელად. -შენ მოკვდი და მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი.ხომ მოკვდი?-დავიბენი.თუ მოკვდა როგორღა ვლაპარაკობთ ახლა? -არაა! -აბა ზომბი ხარ?-ვკითხე მთელი სერიოზულობით. -რაა?-ხმამაღლა გაიცინა-იქნებ ვარ. რატომ არ გეშინია? -რავიცი...მირჩევნია ზომბმა მომკლას,ვიდრე სიბერემ,ამიტომ,სულერთია-გულწრფელად ვუთხარი. -მგონი ვერ ხარ შენ!-თბილად იღიმოდა-ზომბები არ არსებობენ. -თუ ზომბი არ ხაარ,აბა რატომ ხარ ცოცხალი?-დაუფიქრებლად წამოვროშე-კიარადა როგორ ხარ ცოცხალი?-სწრაფად შევასწორე. -რავიცი. შეიძლება მართლაც მკვდარი ვარ და სული გელაპარაკება-დამცინოდა. -არ იყო სასაცილო-ხელთათმანები უხეშად მოვიშორე-მე უნდა დავწერო ოქმი,რომ შენ შეცდომით მოგიყვანეს მორგში,რომ ცოცხალი ხარ და ნარკოტიკების მიღების საფუძველზე დაგაპატიმრებან! აი ეს კი ნამდვილად სასაცილოა-გავუცინე და ზუსტად მაშინ ემოციები ამერია ერთმანეთში,წამიერად მოვწყდი ადგილს და იატაკზე დავეცი.თითები დამეჭიმა და ერთმანეთში გადამეხლართა.პირი ისე გამიშრა წამით მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი.კრუნჩხვა თითებიდან ნელ-ნელა მთელ სხეულზე გადადიოდა. -ჯანდაბა,რა დაგემართა?-შორიდან მესმოდა კაცის ხმა.ვიღაც ლოყაზე მირტყამდა-ეიი!კარგად ხარ? ფუ ამის!-ვგრძნობდი როგორ ამიყვანა ვიღაცამ და მაგარ ზედაპირზე დამასვენა. -შოო...შოკოლადი-თავს ძალას ვატანდი ენა გამემოძრავებინა-შოკოლადი... -შოკოლადი?-გავიგე ისევ შორიდან-ჯანდაბა! რათქმაუნდა დიაბეტი გაქვს. -ჯიბეში-ამოვიკივლე.ვერ ვმოძრაობდი. მაგარია! ნუთუ იმდენაად არასდროს გავიზრდები,რომ წამლის გაკეთება არ დამავიწყდეს? -კარგი...ახლავე.მოიცადე...შენი დედაც,რა ჯანდაბად სჭირდება ჯიბეს ელვა შესაკრავი?-ისე საყვარლად ბრაზობდა ასეთ დღეში, რომ არ ვყოფილიყავი ალბათ გავიცინებდი.-მოდი-თავი წამომაწევინა,ხელები ძლიერად მომიჭირა ლოყებზე,კბილები რომ დამეშორებინა ერთმანეთისთვის. როგორც კი შოკოლადის ტკბილი გემო შევიგრძენი კანკალი შევწყვიტე.რამდენიმე წამში მთლიანად მოვეშვი.მოკრუნჩხული კიდურები ძალა გამოცლილი დაეცა მორგის მაგიდის ზედაპირზე. -უცნაური შეგრძნებაა,პირველად ვწევარ აქ-ნელა წარმოვთქვი და ისტერიკული სიცილი ამივარდა.თავს ვერ ვიკავებდი.ფრთხილად წამოვიწიე,ხელები მუცელზე მქონდა შემოხვეული,ამჯერად სიცილით გამოწვეული ტკივილის შესაჩერებლად.მწვანე კულულიანი კი მაგიდის ფეხთან იატაკზე იჯდა და ,,წაშლილი’’ სახით მაკვირდებოდა. -შენ არხარ ნორმალური-თავი გაიქნია,ჩქარა წამოდგა,შარვალი ნერვიულად გაიწმინდა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. -რა? წამლის მიღება დამავიწყდა-გავიცინე ისევ. -მარტო რომ ყოფილიყავი? ან შოკოლადი რომ ვერ მეპოვა?როგორ შეიძლება იმ წამლის მიღება დაგავიწყდეს,რომელიც სიცოცხლეს გინარჩუნებს-ბუტბუტობდა თავისთვის.დროდადრო თმაში იცურებდა თითებს და შუბლზე ჩამოყრილს უკან ივარცხნიდა. -ზომბები, თუ სულები,როდიდან არიან ასეთი მგრძნობიარეები?-გავუღიმე-მადლობა,რომ გადამარჩინე-გავიცინე და წამოვდექი-მართლა მადლობა. -არაფრის-თითქოს გაბრაზებულმა წარმოთქვა და ქვემოდან ამომხედა.მაგრამ ღიმილი მაინც ვერ დამალა. -მადლობის ნიშანად, გიშვებ.ვიტყვი,რომ არ ვიცოდი,მათთვის თუ უნდა გადამეცა ის ოქმი. -ამას მართლა გააკეთებ?-თვალები აენთო.ისეთი ლამაზი იყო... -შენ ხომ სიკვდილს გადამარჩინე-გავუცინე. -კარგი.მადლობა.მაშინ წავალ.კარგ დღეს გისურვებ! -კსენც ასევე-ღიმილით ვუპასუხე და ჩემი საქმე განვაგრძე... -იქნებ სადმე წავსულიყავით ერთად?-მოულოდნელობისგან შევხტი (დღეს უკვე მეორედ მისი მიზეზით) როცა კარებში თავი შემოყო წასვლიდან რამდენიმე წამში. -არვიცი. კარგი...ჰო,რატომაც არა-გამეღიმა.უფრო ალბათ ჩემს თავზე,დაუფიქრებლად რომ გადავწყვიტე წასვლა. -მაშინ 8ზე. აქვე,კინოს წინ-მხიარულად თქვა და გაუჩინარდა.რა უცნაური ვიღაცაა... 88888 -ჰეიი-ცხრის 5 წუთი იყო,მისვლისას კინოსწინ მდგარ მწვანე კულულიანს,რომ მივესალმე. ფეხებთან დავიხედე,ჩემს ყბას ვეძებდი.მეგონა იქვე ეგდებოდა სადღაც.საოცრად გამოიყურებოდა მისთვის არადამახასიათებელ ფორმაში.კლეჩატი პერანგი,უბრალო, დიდი, მუქი ჯინსი და ,,პატრიკის“ ნახატებიანი ვანსები ეცვა. მწვანე თმა უკან გადაევარცხნა და თვალისმომჭრელად იღიმოდა. -ვეცადე ,,ჩევეულებრივი“ ვყოფილიყავი-ალბათ შეამჩნია,როგორ მივჩერებოდი.ხელები ჯიბეებში ჩაიცურა და მხრები ოდნავ ზემოთ აზიდა. -ჰო კარგია,თუმცა უცნაურია ,,პანკის“ ასეთ ფორმაში დანახვა-ჩავიხითხითე.მას კი ფოსოები გამოუჩნდა ლოყებზე ღიმილისას. ,,მგონი უნდა შეწყვიტო მასზე მიშტერება“ ჩემ თავს შევახსენე და უხერხულობის დასაფარად იქაურობას მოვავლე თვალი. -რისი ყურება გინდაა?-მკითხა ზრდილობიანი,ალერსიანი ტონით,დიდი ხელის მტევანი ზურგზე დამადო და მსუბუქად მიბიძგა შენობაში,რომ შევსულიყავით.უცნაურად სასიამოვნოდ ვიგრძენი თავი იმ წამს,იმ მდგომარეობაში ყოფნისას. -არვიციი. იქნებ კომედია? ან საშინელება?-წამის ფიქრის მერე შევთავაზე. ნამდვილად არ მინდოდა მასთან ერთად რამე რომანტიკული,მელოდრამის ყურება,რის შემდეგაც თავს ცუდათ ვიგრძნობდი,მისი კოცნა მომინდებოდა და ყველაფერს გავაფუჭებდი. ,,ღმერთოო!რა საწყალი ხარ“ დავცინე ჩემს ,მეს’ და პასუხის მოლოდინში ფიქრიც კი შევწყვიტე. -საშინელება გიყვარს?-გაეცინა-თუმცა ჰო,რათქმაუნდა.როგორ შეიძლება მისი გეშინოდეს,როცა მორგში მუშაობ. და თანაც ცოცხალ ადამიანებსაც კვეთ-გამაჯავრა. -მე საიდან უნდა მცოდნოდა,რომ ცოცხალი იყავი-მეც გავიცინე-ღმერთო ჩემო, როგორ უნდა მივმხვდარიყავი,როცა არც კი სუნთქავდი-ენა გამოვუყავი.მგონი ზედმეტად გახსნილები ვიყავით 1 დღის გაცნობილის პირობაზე. -კარგი. დღეს მხოლოდ ,,წყევლას“ უშვებენ.და მე უკვე ავიღე ორი ბილეთი.10 წუთში იწყება-ბილეთები ჰაერში ააფრიალა. -რა იცოდი,რომ მაინცდამაინც საშინელებათა ჟანრს ავირჩევდი?-თვალებ დაწვრილებულმა მივაჩერდი. -უბრალოდ გამოვიცანი... 888 -მგონი რეჟისორს ჟანრი აერია-გავიცინე,როცა ფილმი დამთავრდა და შენობა დავტოვეთ. მთელი ფილმის მსვლელობისას სიცილს ვერც ერთი ვიკავებდით.პოპკორნი სულ დაგვიცვივდა,რის გამოც გადავწყვიტეთ სხვა რიში გადავმსხდარიყავით,დამლაგებელთან პრობლემები,რომ არ შეგვქმნოდა. -მარტო ალბათ შიშით ჩავიფს@მდი.სერიოზულად.მაგრამ შენ,რომ გიყურებდი,როგორ ხითხითებდი მეც მეცინებოდა.გიჟი ხარ და მგონი ნორმალური არ უნდა იყო-უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა. -ოჰ,რა თბილი და საყვარელი ხარ-თვალები გადავატრიალე და მეც გამეცინა.გამორიცხულია მის სიცილს სიცილითვე არ უპასუხო. -ჰო ასეთი უცნაური ვარ. 11 საათია თითქმის. არ გშია?-მშიოდა,თან როგორ.დილიდან არაფერი მეჭამა.მგონი თუ ასე გავაგრძელებ,თეთრ ხალათში აღარც გამოვჩნდები. -მშია. 888 ჩინურ რესტორანთან გაჩერების შემდეგ მივხვდი,რომ სახლში მისვლამდე ჭამაზე არც უნდა მეფიქრა. -რატომ არაფერს უკვეთავ? ხომ გშიოდა-გამიღიმა და მწვანე კულული ყურს უკან გადაიწია. -მმ…აღარ მშია-გული მერეოდა აქაურობაზე,სუნზე, ყველაფერზე.სხვადასხვანაირად შემწვარი სხვადასხვა ცხოველის ხორცის სუნად ყარდა მთელი დარბაზი. -მივხვდი!-წამოიძახა უცებ-დიეტაზე ხარ და ღამით არ ჭამ.შენს თავს შეხედე! არაჩვეულებრივად გამოიყურები.ეგ კიარა ზედმეტად გამხდარიც კი ხარ.მეტი რაღა უნდა დაიკლო? -დიეტას არ ვიცავ.ვეგეტარიანელი ვარ-ვაღიარე და გამეცინა მის სიტყვებზე. -ოუ,რათქმაუნდა ხარ.-ჩაიხითხითა-შენს ადგილზე მაც არ მენდომებოდა ხორცის ჭამა,ასეთი სამუშაოს გამო. -ჰო,ზუსტადაც-გავიღიმე და შავი ღვინო ნელა მოვწრუპე. 888 12 საათი სრულდებოდა,სახლამდე რომ მივაღწიეთ.მწვანე თმიანმა მომიყვანა.ისე მშიოდა,ცოტაც და ასფალტს გავღრღნიდი. -კარგი დრო გავატარე დღეს შენთან ერთად-ღიმილით მითხრა.კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი ჩაღრმავებული ლოყები.საშუალება,რომ მქონოდა სურათს გადავუღებდი იმ პატარა ადგილებს სადაც ფოსოები უჩნდებოდა. -მეც-საპასუხოდ გავუცინე-მაგრამ თუ მალე არ შევალ სახლში და რამეს არ შევჭამ,მეორედ მოგიწევს ჩემი შოკიდან გამოყვანა-სიცილით ვაცნობე. -ოუ,მიდი.ნამდვილად არ მინდა იგივეს გამეორება.გული გამიხეთქე-საყვარლად გადაიხარხარა. -ჰოო...ღამე მშვიდობის. -ღამე მშვიდობის-გამიღიმა და სიბნელეში გაუჩინარდა.მისი ასე სწრაფად წასვლის გამო ირგვლივ თითქოს მოწყენილობამ დაისადგურა.ეს ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაური დღე იყო…ერთმანეთისთვის სახელებიც კი არ გვიკითხავს. -მგონი მომენატრება ეს დღე!-ამოვიგმინე.ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. -მოკეტე და სახლში შედი!-ხმამაღლა შევუღრინე ჩემს თავს და კარი შევაღე. -სად იყავი?-გავიგე კუდიანივით სიბნელეში მჯდომი დედაჩემის ხმა.თვალები გადავატრიალე და შუქი ავანთე. -სამსახურში.-მოკლედ ვუპასუხე.არ შემიხედავს ისე გავედი სამზარეულოში და მაცივარი გამოვაღე. -მე მიყურე როცა გელაპარაკები!-მიბრძანა. -რა გინდა დედა?-თავმობეზრებულმა შევხედე.დაღლილი ჩანდა.ალბათ ისიც ახლახანს დაბრუნდა. -ასე გვიან არ უნდა დადიოდე გარეთ! -რასაც მინდა იმას გავაკეთებ.შენ ვერაფერს მიკარნახებ.-მშვიდი,აუღელვებელი ტონით ვუთხარი და ჩემს ოთახში დავბრუნდი. ნუთუ ახლა გაახსენდა,რომ შვილი ჰყავს?! 23 წელი გავიდა მისი მშობიარობიდან.მას კი პირველივე დღიდან ვეზიზღები.უბრალოდ ვძულვა. ფსიქოლოგები ამბობდნენ,რომ ეს მშობიარობის შემდეგი სტრესი იყო. რა, ეს სტრესი 23 წელი გრძელდება? სასაცილოა! 10 წლიდან,როცა უკვე მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა დედაჩემისთვის გულის მოლბობას და თავის შეყვარებას,ვაღიარე რომ ის უბრალოდ არ მყავდა და რომ ,,ბოროტი დედინაცვალი“ მზრდიდა კონკიას მსგვასად... არ მახსოვს,როდის ჩამეძინა.ის კი კარგად დამამახსოვრდა,როგორ მესიზმრებოდა გამძვინვარებული დედაჩემი,რომელიც გამუდმებით მიყვირის და მახსენებს,რომ ვძულვარ და შეცდომით მოვევლინე ქვეყანას! 888 მაღვიძარა! -გაჩუმდი რაა-ამოვიოხრე,სწრაფად გამოვრთე ყურის წამღები წრიპინი და სააბაზანოში შევვარდი. არმინდა სულ ვაგვიანებდე.როცა სრულიად მოვემზადე,ნემსი გავიკეთე და ოთახიდან გამოვედი. -რა ჯანდაბაა!-გაოცებულმა მივაშტერდი სასტუმრო ოთახში მაგიდაზე გაწყობილ სხვადასხვა სახის ვეგეტარიანულ საჭმელს.ლარნაკში ჩაწყობილ გვირილების თაიგულს და ერთადერთ თეფშზე,რომელიც ალბათ ჩემთვის იყო განკუთვნილი ორად მოკეცილ ფურცელს დავხედე.წერილი იყო... -=========================================================================== ,,გამარჯობა! იმედია მოგეწონება.დედაშენმა მომცა უფლება შემოვსულიყავი და ეს მზაკვრული გეგმა განმეხორციელებინა :D საყვარელია.მგონი მალე უნდა შევხვდეთ. გემრიელად მიირთვი“ -დედაჩემმა შემოუშვა? ,,საყვარელია“?-მგონი სხვადასხვა ქალზე უნდა ვსაუბრობდეთ.წერილი ჩანთაში ჩავიდე და ბოსტნეულის სალათი გავსინჯე.ეს ბიჭი აშკარად არანორმალური უნდა ყოფილიყო. -მმმ...-როგორ მშიოდა,სიტყვებით ვერ გადმოვცემდი. საათს, რომ დავხედე 20 წუთი მრჩებოდა.ყველაფერი ავალაგე,ჩანთა ავიღე,კარი ჩავკეტე და მეტროსკენ წავედი. 888 -მოვასწარი!-წამოვიძახე და მიმღებში მჯდომ მდივანს მივესალმე.როგორც კი ჩემს ,,კაბინეტს“ მივუახლოვდი,გუნება წამიხდა.ნეტავ მალე დაბრუნდეს ნათია.საშინელებაა აქ მარტო ყოფნა. საბედნიეროდ მაგიდები ცარიელი დამხვდა.იქნებ დღეს ბედმა გამიღიმოს. მოსასვენებელ ოთახში გავედი,ხალათი შემოვიცვი და სავარძელში ჩავესვენე.წიგნის კითხვაში ვერც გავიგე ისე სწრაფად გავიდა დრო.1 საათი კიდევ მქონდა სამუშაოს დასრულებამდე. -არის აქ ვინმე?-კაცის ხმის გაგონებაზე შევხტი.თვალები გადავატრიალე. -ჯანდაბა! მშვენიერია.ზუსტად ამის დრო იყო-სანიტრების დანახვის მოლოდინში,რომლებიც ცხედარს მოაგორებდნენ მოშხამული სახით გავედი საცხედრეში. -გამარჯობაა?!-ღიმილი ვერ დავფარე მწვანე თმის დანახვისას.მგონი ძალიან ცუდიც არ უნდა იყოს ჩემი სამსახური.ის რომ არა ამ უცნაურ არსებას ვერ ,,დავუახლოვდებოდი“. -როდის თავისუფლდები?-საყვარლად წარმოთქვა. -მმ.. მგონი უკვე შემიძლია წავიდე-მხრები ავიჩეჩე და ხალათი გავიხადე. -თეთრ ხალათში ისეთი საშიში ჩანხარ-ჩაიხითხითა-ბოროტი დეიდა ბავშვობიდან! -კარგი ნუ აფრქვევ ამდენ სიტკბოს პირიდან.ვწითლდები-ენა გამოვუყავი.მან კი ჩაიხითხითა-საუზმე უგემრიელესი იყო მართლა.მადლობა -არაფრის მაგრამ უნდა გითხრა,რომ ყველაფერი რესტორნიდან მოვიტანე-გაეცინა. -მომენტი გააფუჭე-თვალები გადავატრიალე და მეც გამეცინა-კარგი თუ მასეა,მეც გეტყვი,რომ ყვავილებს ვერვიტან და ის გვირილები საჭირო არიყო-ბოროტულად ჩავიცინე. -ჰოო მეც ზიზღით ვყიდულობდი-გამიცინა და მსუბუქად მიბიძგა გარეთ,რომ გავსულიყავი. -დღეს რისი გაკეთება გინდა?-მკითხა,როცა ფეხით გავუყევით საავადმყოფოს გზას. -მეგონა დაგეგმილი გექნებოდა. -ჰოო,კი. მაქვს... დიახაც.მაგრამ არვიცი რამდენად მოგეწონება ეგ აზრი-კეფა მოიფხანა და ეჭვით შემომხედა. -გისმენ-გავუღიმე. -ჩემი მეგობრები კლუბში მელოდებიან.კარგი წვეულებაა.ვიფიქრე იქ წავიდოდით.-მხიარული ტონით მაცნობა.არ ვფიქრობ,რომ კარგი აზრია.მაგრამ არ შემეძლო მისთვის უარის თქმა. -არვიცი,კარგი რატომაც არა-თვი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. 888 -ერთი ორმაგი ტეკილა-შეუკვეთა მწვანე კულულიანმა,როცა კლუბში მისულები პირდაპირ დახლთნ მივედით.-შენ რას დალევ? -მე ასე ხშირადაც არ ვსვამ.-მკლავი ამოვატრიალე და ნანემსარი ადგილები დავანახე-დაგავიწყდა?-გავიცინე. -მერე რა,ერთი ჭიქა არაფერსაც არ გიზამს.მხოლოდ ერთი.თუ ისევ შოკში ჩავარდები,გამოცდილება მაქვს-ჩაიხითხითა. -კარგი მხოლოდ ერთი-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე და არაყი შევუკვეთე.ეს უკანასკნელი ერთერთი იყო,რომლის გემოც მეზიზღებოდა მაგრამ მაინც გადავწყვიტე გავმკლავებოდი. -ერთად დავლიოთ.სამ თვლაზე-ბავშვურად წამოიძახა-1...2...3...-როგორც კი ჭიქა გამოვცალე ჩემი შიგნეულობა ცეცხლმა ჩარეცხა.კუჭი ოლიმპიადის ჩირაღდანივით ანათებდა და დილამდე არც ჩამქვრალა. 888 ცეკვა არასდროს მყვარებია,მაგრამ ერთმა ჭიქა არაყმაც ისე იმოქმედა ვერ ვჩერდებოდი.ალკოჰოლთან ერთად,ხმამაღალი მუსიკა სულ მთლად მაბრუებდა. -ერთი წუთით გავალ კარგი? ახლავე დავბრუნდები-ყურში ჩამყვირა მწვანე კულულიანმა და მოცეკვავეებს შეერია.მარტო დავრჩი.რა საშინელი ადგილია.ახლა დავაკვირდი,როგორ ცეკვავენ წყვილები.წელზე ვიღაცის მკლავი შემომეხვია.მოულოდნელობისგან შევხტი და უკან შევბრუნდი.უცნობი ჭიასავით იკლაკნებოდა და სიგარეტს ეწეოდა. -ვიცეკვოთ?-ძვლივს გავარჩიე რა მითხრა.არ შევწინააღმდეგებივარ.მსუბუქად ვირხეოდი რიტმის შესაბამისად. 20 წუთზე მეტი გავიდა.მწვანე თმიანი კი არ გამოჩენილა. წავიდა? -უნდა გავიდე-დავუყვირე ბიჭს და გავეცალე.ეჭვი მეპარება რამე გაეგო,ისე იყო გათიშული.სად ჯანდაბაში წავიდოდა? -შეიძლეა საპირფარეშოშია? მაგრამ 20 წუთი?-როგორც ყოველთვის ხმამაღლა ,,ვბჭობდი“.მამაკაცების ტუალეტთან მისვლისას თავი უხერხულად ვიგრძენი.ვინმე,რომ დამხვედროდა?რას იფიქრებდა. -რა სისულელეა-თვალები გადავატრიალე.საერთოდ რატომ ვიყავი იქ წარმოდგენა არ მაქვს.-ჯანდაბას შენი თავი-უკმაყოფილოდ წარმოვთქვი და კარი შევაღე.წამით გავშეშდი და ცოტა არ იყოს შიშმა დამიარა მწვანე თმიანის დანახვაზე....იატაკზე ეგდო.მგონი უგონოდ იყო. -ჯანდაბა! კარგად ხარ?-მივუახლოვდი და მასთან ჩავიმუხლე-შემომხედე!-ჩავჩურჩულე.თავი ავაწევინე.თვალები ღია ჰქონდა მაგრამ არ რეაგირებდა. -იმედია ისევ ცოცხალი ხარ და მართლა გასაკვეთი არ დამირჩები-გავიხუმრე მაგრამ,რომ არ გამიღიმა ონკანთნ მივედი.წყალი მოვუშვი,ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე,დავასველე და სახეზე მოვუსვი.უსიამოვნოდ შეიშმუშნა და წამწამები აახამხამა.ამოვისუნთქე.მხოლოდ ახლახანს შევამჩნიე ქურთუკი იატაკზე ეგდო.იქვე ეყარა თეთრი ფხვნილით სავსე პაკეტი,ნემსი და რაღაც სხვა ნივთები,რომლებიც ალბათ ხელიდან გაუვარდა. -ბოდიშიი-ამოიბუტბუტა-არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში გენახე. -არაუშავს-წარბები შევკარი-მაგრამ მგონი ნემსის გაკეთების აზრზე არ ხარ-გამეცინა.დავინახე,როგორ გაეპო ბაგეები და ძვლივს შესამჩნევად გაიღიმა.ასე საშინელ მომენტშიც საოცრად გამოიყურებოდა. -ჰოო,უკვე მეორედ ზედმეტი დოზა გავიკეთე. -ბოდიში მაგრამ საზიზღრობაა წამალზე დამოკიდებული,რომ ხარ-წამოვროშე დაუფიქრებლად.ქვემოდან ამომხედა,უემოციო გამომეტყველება ჰქონდა. -ბოდიში მაგრამ თუ არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე!-მხრები აიჩეჩა და წამოდგა.უკეთ გამოიყურებოდა.შევცბი.უცნაურია მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა.შეიძლება წამალი ზემოქმედებდა მაგრამ მაინც მეწყინა. -მივდივარ-ვეცადე წყენა არ შემტყობოდა. -კარგი-ჩემთვის არ შემოუხედავს.მეც აღარაფერი მითქვამს.უბრალოდ წამოვედი.რა სულელი ვარ ღმერთო ჩემო.ენა უნდა მოვიჭრა.მაგრამ მგონი მეორედაც ამომივა. -ყველაფერს აფუჭებ!მშვენიერია-შევუბღვირე ჩემს თავს და შენობის წინ გავჩერდი.საშინლად მშიოდა და მეძინებოდა.არც დრო ვიცოდა და არც ის სად ვიყავი.ვიღაცამ ზურგიდან მაისურზე მომქაჩა.თვალები გადავატრიალე.რომელიმე გალეშილ მოცეკვავეს ველოდი,მწვანე კულულების დანახვაზე კი გავვოცდი.სადაცაა გავგიჟდები. -რა გინდა? -სად მიდიხარ?-თვალები ეხუჭებოდა მაგრამ მაინც მომეჩვენა თითქოს თბილად მიყურებდა. -სახლში. -მარტო წასვლა არ შეგიძლია. -ზუსტადაც შემიძლია-თვალები გადავატრიალე.-საერთოდ რატომ გადარდებს?-ვიცი რომ პატარა ბავშვივით ვიქცევი მაგრამ მართლა მეწყინა,რაც მითხრა. -ოჰ ,მაპატიე კარგი? ვიცი არ უნდა მეთქვა ისე,როგორც გითხარი.ბოდიში.-საყვარლად შემომხედა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაივარცხნა.ჯანდაბა! როგორ შეიძლება არ აპატიო? -გთხოოვ-გაიმეორა ისევ და ტუჩის პირსინგი კბილებში მოიქცია. -კაარგი-ღიმილი ვერ დავფარე.ხელი მსუბუქად გავკარი მხარზე-ამ ერთხელ გაპატიებ-გავუცინე და უხერხულად შევიშმუშნე. მისი გაცნობიდან პირველად,რაც არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა,მისგან შორს ყოფნა და ჩემს ოთახში თბილ საწოლში წოლა მინდოდა..... ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ -ორი გარდაცვლილი მოიყვანეს-მაცნობა მდივანმა,მიმღებში შესვლისას. თავი მისკდებოდა.მთელი ღამის უძინარი ვიყავი. რამდენიმე ჭიქა არაყმაც კი საშინლად იმოქმედა.მაცივართან გავათენე.ერთი წუთითაც ვერ შევწყვიტე ჭამა. -ასე პირდაპირ ნუ მეუბნები.შემომაპარე ხოლმე.-გავუღიმე გოგონას და ჩემს ,,სამფლობელოსკენ“ წავედი.როგორც ყოველთვის პირქუში და ბნელი იყო იქაურობა. ჩქარა ჩავიცვი ხალათი და ჩემს საქმეს შევუდექი.დრო სწრაფად გავიდა.ორივე სხეული გავკერე,ხელთათმანები ნაგვის ურნაში ჩავაგდე და ოფლი შევიწმინდე.მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ მწვანე კულულიანი არ ჩანდა... 888 არც მეორე დღეს გამოჩენილა.არც შემდეგ ორ კვირას მსმენია მასზე არაფერი.ბოლოს დავიჯერე კიდეც,რომ წამალმა საბოლოოდ მოუღო ბოლო.ყოველდღე ველოდი მისი უსულო სხეულის დანახვას. დილით,როგორც ყოველთვის მაღვიძარამ გამომაღვიძა.სწრაფად მოვწესრიგდი,წამალი გავიკეთე და მეტროსკენ წავედი. -რომელი საათია?-მომესმა ზურგს უკან ნაცნობი,ხრინწიანი ხმა.როგორც კი მივიხედე მაშინვე ვიცანი მუქი ლურჯი თვალები და მწვანე კულულები. -ოცი წუთი აკლია-გავიმეორე ზუსტად ისე,როგორც პირველი შეხვედრისას.ორივეს გაგვეღიმა.ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს მომენატრაო ამ ორ კვირაში. -აბა,თავს როგორ გრძნობ?-ღიმილით მკითხა და როგორც ყოველთვის ფოსოები გამოუჩნდა ლოყებზე. -კარგად ვარ-ჩვენთვის უჩვეულოდ უხერხული საუბარი იიყო. -დღეს სამსახურში გამოგივლი და სადმე წავიდეთ.თუ გინდა რათქმაუნდა-ჩაიცინა და ტუჩის პირსინგი კბილებში მოიქცია.არავინ მეგულებოდა იმ წამს მასზე ლამაზი და მშვენიერი.შავი,ფართო შარვალი,შავი ტყავის ქურთუკი და მუქი ნაცრისფერი მაისური ეცვა.პანკ ღვთაებას ჰგავდა. -წავიდეთ-დაუფიქრებლად ვუპასუხე და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე.მეტი აღარაფერი უთქვამს.ჩასვლისას უბრალოდ საყვარლად (ისე როგორც მხოლოდ მას შეეძლო) გამიღიმა და როგორც ყოველთვის გაუჩინარდა. 888 მთელი დღე უსაქმოდ ვიჯექი.არავინ მოუყვანიათ.არადა მერჩივნა საქმე მქონოდა,ტყუილად ჯდომას.დრო აუტანლად ნელა გადიოდა.წარმოდგენა არ მქონდა სად წავიდოდით ამჯერად.იქნებ ისევ კლუბში? ან რომელიმე რესტორანში? მაგრამ არა.რომელ პანკს მოსწონს რესტორნები და,,არისტოკრატი საზოგადოება“? ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომარკვია. ,,გარეთ გელოდები“-მწვანე კულულიანი იყო.ტუჩზე ვიკბინე და ეკრანს დავხედე. საათი 19:00ს უჩვენებდა. არაფერი მიმიწერია.ხალათი გავიხადე,ჩემი თხელი ჟაკეტი ავიღე და გარეთ გავედი.მიმღებში მდივანს დავემშვიდობე და როგრც კი შენობიდან გამოვაღწიე მაშინვე შევნიშნე მანქანას მიყრდნობილი მწვანე თმიანი. -გამარჯობა-დღეს უკვე მეორედ მომესალმა.როგორც ყოველთვის ბედნიერი და ალერსიანი გამომეტყველება ჰქონდა. -დღეს სად მივდივართ?-ვკითხე ღიმილით.ასე მეგონა საუკუნე გავიდა მასთან ბოლო შეხვედრიდან. -დაჯექი.როცა მივალთ გაიგებ-თვალები აუელვარდა.ჩემთვის კარი არ გაუღია რაზეც თვალები გადავატრიალე მან კი ჩაიხითხითა.პირდაპირ საჭეს მიუჯდა.მეც მალე დავესვენე მის გვერდით, მგზავრის სავარძელზე და ღვედი შევიკარი. 888 -უნდა გამოგიტყდე-აღმომხდა,როცა მანქანა გააჩერა-ღმერთოჩემო, მანქანა საშინლად დაგყავს-ორივეს გაგვეცინა.ღვედი შევიკარი და სასწრაფოდ გადმოვედი.ლამის დავიჩოქე და მიწას ვეამბორე. -მართვის მოწმობა ბიძაჩემის დამსახურებით მაქვს.ორ გაკვეთილსაც არ დავსწრებივარ. -ჩემი მოკვლა გინდოდა?-გავუცინე და მუშტი მსუბუქად გავკარი მხარზე-გული გამისკდა.სერიოზულად. -კარგი ჰო,მასე ცუდათაც არ დამყავს-ამოიღმუვლა და ტუჩის პირსინგი თითით შეათამაშა.მხოლოდ ახლა მიმოვიხედე სად ვიყავით.ჭიშკარს დიდი ასოებით ეწერა: ,,ზ ო ო პ ა რ კ ი“ -თქვენი საბუთები თუ შეიძლება-მინდოდა სერიოზულად მეთქვა მაგრამ მაინც წამსკდა სიცილი.ვცადე თავი დამეჯერებინა,რომ ეს არც ისეთი ბანალურია და ჩვენ აქ მხოლოდ გასართობათ მოვედით. 888 -შეხედეე! ეს მაიმუნი ვიღაცას მაგონებს-წამოიძახა მოულოდნელად მწვანე კულულიანმა.მაიმუნების გალიებთან ვიდექით.საყვარლები იყვნენ,რამდენიმე საშინელ ჯიშს თუ არ ჩავთვლიდით. -ვის? -ასეთი მსგავსება არ არსებობს.ღმერთო ჩემო! გამახსენდა-ხელები მხრებზე მომკიდა და გალიისკენ ზურგით დამაყენა-აი კოპირებულია-ისე სერიოზულად ლაპარაკობდა წამით დავვინტერესდი-შენი ასლია-თქვა და სიცილიდან ორად მოიკეცა.მე კი ვიდექი და თვალებ დაწვრილებული,შურისძიებით მოწყურებული, გაავებული ვუცქერდი,როგორ ხაოდა ლამის ასფალტზე გაწოლილი ,,შრეკი“.მიუხედავად იმისა,რომ მაიმუნს შემადარა და ჩემზე იცინოდა მაინც ყველაზე საყვარელი ჩანდა ასეთ მდგომარეობაში. -კარგი ჰო.სასაცილო იყო არადა-როცა მიხვდა არ ვიცინოდი დამშვიდებას შეეცადა.წამოდი ჩამოვჯდეთ-ხელით ცარიელ სკამზე მიმანიშნა და ღრმად ამოისუნთქა. -ცუდია,რომ ოგრები არ ჰყავთ აქ-ენა გამოვუყავი და სკამზე ჩამოვჯექი-იმიტომ,რომ შრეკს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ.-რა იდიოტი ვარ-ეგ ერთადერთი სახელია,რომლიც შენს ნომერზე მიწერია.-ჩავიხითხითე და ტელეფონი დავანახე სადაც მის შეტყობინებას თავზე ლათინური ასოებით ეწერა ,,მწვანე შრეკი“. -გინდა განახო მე როგორ ჩავწერე შენი ნომერი?-თვალები აუელვარდა. -მანახე.მზად ვარ-გავიცინე. -არაფერსაც არ განახებ-გაიღიმა და წამოდგა.საოცრად გამოიყურებოდა ჩემი საყვარელი ფოსოები მის ლოყებზე.-წამოდი კიდევ ბევრი ცხოველი უნდა ვნახოთ. 888 -კარგი იყო დღეს-ვუთხარი,როცა მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა.უკვე საკმაოდ ბნელოდა.ამჯერად ნელა დადიოდა.მთელი გზა ჩუმად ვიჯექი.მხოლოდ რამდენჯერმე გამომხედავდა და მერე ისევ გზას აშტერდებოდა. -ჰო. -კარგი,წავალ.მადლობა.ნახვამდის-ცალ-ცალკე წარმოვთქვი. -ხვალ გნახავ ალბათ-გამიცინა და ძრავი აამუშავა. -ერთი წუთით-გამახსენდა უცებ.კარი გავაღე მგზავრის სავარძელს დავეყრდენი-შენი ტელეფონი მათხოვე-ხელი გავუწოდე.მანაც გულუბირყვილოდ,კითხვების გარეშე მომაწოდა,უკვე განბლოკილი.ჩქარა,სანამ მიხვდებოდა რას ვაკეთებდი,ტელეფონების წიგნაკი გავხსენი და ჩემი ნომერი მოვძებნე,რომელზეც დიდი შრიფტით ეწერა ,,დოქტორი ბოროტება“... 888 დილის ხუთი საათი იყო შეტყობინების ხმამ, რომ გამომაღვიძა.ძვლივს ავანთე ნათურა და ეკრანს დავხედე. ,,ქვემოთ ჩამოდი“-უცხო ნომერი იყო.ნახევრად მძინარემ ძვლივს გადავიკითხე ესემესი და ეკრანს თითი გადავუსვი. ,,ვინ ხარ?“-მივწერე საპასუხოდ და დაველოდე,როდის მომწერდა. ,,უბრალოდ ჩამოდი,გთხოვ“-თვალებ დაწვრილებულმა ეჭვით შევხედე ნომერს.ჩქარა წამოვდექი,მხოლოდ საცვლებისა და თხელი მაისურის ამარამ,თბილი ხალათი შემოვიცვი და ქვემოთ ჩავედი.ჩუმად გავაღე კარები დედაჩემს,რომ არ გაღვიძებოდა და აივანზე გავედი.საშინელი ღამე იყო.ცივი და ბნელი.ირგვლივ მიმოვიხედე.ცოტა არ იყოს ცუდი გრძნობა დამეუფლა,ლამპიონის ქვეშ ადამიანის სილუეტის დანახვისას.ყველაფერი ისე წააგავდა საშიშ კონოს.... 00000000000000000000000000 -ეიი!-ხელით თვალები მოვიჩრდილე და ვცადე უცნობის სახე გამერჩია. -მეგონა არ გამოხვიდოდი-გავიგე ხრინწიანი,კაცის ხმა.ჩრდილი ნელ-ნელა მიახლოდებოდა. -რომელი ხარ? -ისევ ისეთი სულ სწრაფი ხარ-გაიცინა ხმამ და როგორც კი მისი სახე შუქმა გაანათა უნებურად გამეღიმა. -არ მჯერა-წამოვიძახე და მისკენ წავედი.სულ არ მანაღვლებდა ხალათით,რომ ვიყავი. -არც დამემშვიდობე ისე წახვედი-შევჩივლე ბიჭს და დაუფიქრებლად მოვხვიე ხელები კისერზე. 888 მთელი ბავშვობა ერთად ვიყავით მე და ნიკა ონიანი.ერთ კლასში,ერთ მერხზე.კარის მეზობლები სულ ერთად ვთამაშობდით.გოგონების დანახვა არ მინდოდა.მას და მის ძმაკაცებს ვთვლიდი ჩემს საუკეთესო მეგობრებად. სკოლას რომ ვამთავრებდით, გამოსაშვებ საღამოზე უაზროდ გამოთვრა და იმდენი ხალხის თვალწინ მიკროფონში გამომიცხადა,მიყვარხარ და სულ მიყვარდიო. მეგონა იქვე წავიქცეოდი,რას არ გავაკეთებდი ოღონდ ის მომენტი ამოეჭრათ ჩემი ცხოვრებიდან და ჯანდაბაში მოესროლათ.იმ დღის მერე ხმას აღარ მცემდა.აღარც მინახავს.საზღვარგარეთ წავიდა მამიდამისთან. 888 -შემოდი,ცივა აქ-ვუთხარი ღიმილით ძველ მეგობარს და სახლისკენ დავქაჩე.ისეთი შეცვლილი იყო სულ არ გავდა ძველ,გამხდარ და ,,გაწურულ ონიანს“. -არა მეჩქარება.შენი ნახვა მინდოდა.შეხედე შენს თავს.დაქალებულხარ-გამიღიმა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო-უფრო გალამაზებულხარ. -კაი რა-ალბათ ლოყები შემიწითლდა მაგრამ არ შევიმჩნიე.მუშტი ხუმრობით მივარტყი მკერდზე. -მართლა გეუბნები. -წასვლას აღარ აპირებ?-სასწრაფოდ თემა შევცვალე. -ერთ კვირაში მივდივარ-უემოციოდ თქვა და სახლი გარედან შეათვალიერა.-ხვალ გნახავ.ახლა წავალ,დაიძინე შენ-გამიღმა და გადამეხვია.ოთახში მანამ არ შევსულვარ,სანამ თვალს არ მიეფარა.როდის ჩამეძინა ვერ მივხვდი.დილამდე მხოლოდ ჩემი ბავშვობა მესიზმრებოდა,ონიანთან ერთად. 888 დილით თავის ტკივილმა,მაღვიძარას დარეკვამდე გამომაღვიძა. რვა საათი სრულდებოდა,ნელა რომ წამოვიზლაზნე საწოლიდან და შხაპი მივიღე.საოცრად მესიამოვნა ცხელი წყლის ქვეშ მდგომს.როგორც კი მოვრჩი,სწრაფად მოვემზადე,წამალი გავიკეთე,მსუბუქად ვისაუზმე და გარეთ გავედი.დავინახე,როგორ გამოვიდა ზუსტად იმწამს ნიკუშა ონიანი სახლიდან,სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი,ყურსასმენებით და სირბილით გაუყვა ბილიკს. 888 -ყოველთვის მარტო მუშაობ?-მოულოდნელად წამოიძახა მწვანე თმიანმა და ოთახში შემოვიდა.ცხედარს ვკერავდი და ლამის ნემსი გამივარდა ხელიდან.-გამარჯობა -ჩემი თანაშემწე შვებულებაშია.-გავუღიმე და ჩემი საქმე განვაგრძე-გამარჯობა. -როდის ამთავრებ? -გაკერვას მოვრჩები და თავისუფალი ვარ-ღრმად ამოვისუნთქე. -ერთ ადგილზე მინდა წაგიყვანო... -კარგი.თუ გინდა იქეთ დამელოდე.შეგიძლია ტელევიზორი და ლეპტოპი ჩართო-წამით შევხედე და გავუღიმე. -არა აქ მირჩევნია. -პირველი ადამიანი ხარ,ვისაც მორგში ყოფნა ურჩევნია-არ შემიხედავს ისე ვუთხარი.ოფლი მოვიწმინდე და კიდევ ერთი კვანძი გავაკეთე. -დოქტორ ბოროტებასთან ერთად არც ისე ცუდია აქ ყოფნა-ჩაიხითხითა.როცა გავხედე ღიმილით მიყურებდა.ჩემი საყვარელი ღიმილით. -ფრთხილად! უცებ შენც არ ამოგიკერო პირი-სიცილით დავემუქრე და ცხედარს თეთრი ზეწარი გადავაფარე.-მოვრჩი! -კარგია! წავიდეთ? -მოვწესრიგდები... 888 -სად ვართ?-ვკითხე,როცა მანქანა გააჩერა და ერთსართულიანი შენობის წინ გადმოვედით.ლამაზი ადგილი იყო.კედლები ფერადი საღებავებით შეღებილი. -ღმერთო ჩემო,რა სულსწრაფიხარ. მოიცა და ნახავ-ხელი წელზე შემომიცურა,სულ ოდნავ მისკენ მიმიზიდა და მსუბუქად მიბიძგა.დაბნეულმა შევხედე.უცნაური იყო მასთან ასე ახლოს დგომა.ცალი ხელით ჯიბიდან გასაღები ამოიღო და სწრაფად გააღო რკინის კარები. -გამარჯობა-უხერხულად შევიშმუშნე შრეკის მკლავქვეშ და ოთახში მჯდომთ მოვავლე თვალი.მთელი ,,დარბაზი“ დასაკრავი ინსტრუმენტებით იყო სავსე. კედელთან ფერადი დივნები იდგა. სასიამოვნო გარემო იყო.ბიჭები უსაქმოდ ისხდნენ.ალბათ მწვანე კულულიანს ელოდნენ. -არ ვიცოდი სიმღერა თუ შეგეძლო-გადავუჩურჩულე ღიმილით.მომშორდა და შავებში ჩაცმულ იასამნისფერ თმიან ბიჭს მიუჯდა გვერდით -მოდი-ხელი მის გვერდით ცარიელ ადგილს დაუტყაპუნა.უსიტყვოთ მივედი და გვერდით მივუჯექი.არ ვიცი ახლა რატომ შევამჩნიე,რომ საოცარი სურნელი ასდიოდა.აქამდე არასდროს დავკვირვებივარ. -ბიჭებო გაიცანით ეს დოქტორი ბოროტებაა-ჩაიცინა და მეგობრებს გადახედა.მეკი მსუბუქად ჩავარტყი იდაყვი მუცელში.მაგრამ მე ხომ ვიცოდი,მან ჩემი სახელი არც კი იცოდა.არც მე ვიცოდი რა ერქვა.სიმართლე რომ ვთქვა არც მინდოდა მცოდნოდა.ისეთი განსხვავებული და არაჩვეულებრივი იყო მას მხოლოდ ,,მწვანე კულულიანი შრეკი“ უხდებოდა.სხვა არაფერი! -ესენი ჩემი მეგობრები არიან.-სათიტაოდ გამაცნო საყვარლად მომღიმარი მეგობრები. -სასიამოვნოა-გავუღიმე ბიჭებს.ოთხივე გადმოიწია და ხელი ჩამომართვეს. -ბევრი გვსმენია შენზე-მითხრა ერთ-ერთმა და თბილად გამიღიმა.ვინ თქვა რომ პანკები ცუდები და უხეშები არიან?! 888 მთელი დღე მათთან ერთად გავატარე.არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი.ერთი წამითაც არ მომშორებია ღიმილი სახიდან.მათი სიმღერები მაჩვენეს,ცოტახანი კომპიუტერულ თამაშებსაც ვთამაშობდით.ყოველთვის ვიგებდი! ვფიქრობ ისინი მაგებინებდნენ.კეთილშობილური საქციელი მათი მხრიდან.თამაშის აზრზე არვარ... -მგონი ჩემი წასვლის დროა-ვთქვი,როცა ჩემი ,,კოლის“ თუნუქის ქილა მთლიანად გამოვცალე. -დარჩი რა. -ჯერ ადრეა. -ბიჭები მართალს ამბობენ-გამომხედა მწვანე კულულიანმა. -ხვალ ადრე უნდა ავდგე.სამუშაო მაქვს-საწყლად გავუღიმე ხუთივეს.-არც მე მინდა წასვლა. -კარგი მე გაგიყვან!-არ შემოუხედავს ისე თქვა შრეკმა და ტყავის ქურთკი აიღო. -ხვალაც მოდი-ბიჭებმა მუშტები გამომიწოდეს,დასამშვიდობებლად,მეც ოთხივეს მივადე ჩემი პატა მუჭი და გარეთ გავედი.მწვანე თმიანი მანქანაში მელოდა.როგორც კი ჩავჯექი ძრავა აამუშავა და ტრასაზე გაიჭრა. -ბიჭები საყვარლები არიან-ვთქვი ღიმილით და გარეთ გავიხედე.ღამის 3 საათი იყო.უმთვარო ღამე. -ჰო. -და კარგად უკრავთ. -ჰო რავიცი. -მართლა.-წარბები შევკარი მის მოკლე და ცივ პასუხებზე-დღეს კარგი დრო გავატარე.ყველაზე კარგი. -კარგია.-წამით გამომხედა და მერე ისევ გზას გახედა.დავინახე თითები,როგორ გათეთრებოდა,ისე ძლიერად უჭერდა საჭეს. -რა გჭირს?-ვკითხე გაოცებულმა. -არაფერი. -როგორ არაფერი,მთელი გზაა ჩუმად ზიხარ.-ისე გამოვიდა თითქოს შევჩივლე. -მოვედით-მანქანა გააჩერა.ჩემსკენ არ გამოუხედავს საქარე მინას მიშტერებოდა.უნებურად გადავიწიე მისკენ,ხელი ნიკაპქვეშ ამოვდე და ჩემსკენ მოვახედე.შემთხვევით შევეჩეხე მის მუქ,ლურჯ თვალებს.წამის მეოთხედში კი ტუჩემზე შეხება ვიგრძენი... გავშეშდი და გავიყინე.ხელი უხეშად მომკიდა კეფაზე და უფრო მისკენ მიმიზიდა.ტუჩები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.მუშტი მკერდზე მივადე და ძლიერად ვუბიძგე,რომ მომშორებოდა. -ჯანდაბა! რას აკეთებ?-ხელის ზურგი ტუჩზე მოვისვი,როცა მომშორდა და შეცბუნებული სახით შემომხედა. მსუბუქად დავარტყი ლოყაზე.როცა გავიაზრე რაც გავაკეთე, თითები პირზე ავიფარე. -ო ღმერთო,მაპატიე.არმინდოდა-მოვუბოდიშე.მიუხედავად იმისა,რომ სულ არ იყო ამის ღირსი.ხელი ლოყაზე ჰქონდა აფარებული.დაბნეული ჩანდა. -არა მე მაპატიე-ხელი გაშალა და მკლავი მოიქავა.საშინლად გამოიყურებოდა,თვალებ ჩაწითლებული და ტუჩებ გათეთრებული-ფუ ამის!-საწყლად ამოიხავლა. -დამშვიდდი-მივხვდი რაც სჭირდა და ვუთანაგრძნე.ისე იტანჯებოდა იმ წამს,რომ შემძლებოდა მე თვითონ გავუკეთებდი წამალს-დაწყნარდი კარგი? ღრმად ისუნთქე. -როგორ დავმშვიდდე-ირონიულად წარმოთქვა და ხელი ბრჩხილებით ჩამოიკაწრა. -რას აკეთებ!-წამოვიძახე შეშინებულმა და ხელები გავუკავე.ჩემსკენ მოვიზიდე და გულზე მივიხუტე.ცახცახებდა.არასდროს მინახავს,როგორია ,,ლომკაში“ მყოფი ადამიანი.ჯობდა არც მენახა.მით უმეტეს თუ ეს ადამიანი, შრეკი იქნებოდა. -მისმინე,კარგად იქნები.ახლა სახლში წადი და დაიძინე.გამოძინება გიშველის,აი ნახავ-ვიცრუე.ვიცი,რომ არაფერი გამოვა ასე ადვილად,მაგრამ ანერვიულებული და გაღიზიანებულია-შენ ხომ ყველაზე ძლიერი შრეკი ხარ. -მადლობა-მომშორდა და ძრავა აამუშავა.ჯანდაბა!ჯანდაბა! შეიძლება მეჩვენებოდა მაგრამ,ვხედავდი,რომ უარესად გამოიყურებოდა. -როგორც კი მიხვალ,მომწერე!-გავაფრთხილე და გავუღიმე.მხოლოდ თავი დამიქნია.კარის მიხურვის შემდეგ კი, წყვდიადში გაუჩინარდა. -გადასარევია! ერთით მეტი სანერვიულო გამიჩნდა-ამოვიბუტბუტე და სახლისკენ წავედი. -ყოველ დღე ღამის სამ საათზე ბრუნდები სახლში?-გავიგე ნიკუშას ხმა.მის ეზოში იდგა და სიგარეტს ეწეოდა.-თანაც ვიღაც პიდარასტთან ერთად. -სიტყვებს დაუკვირდი-ვუთხარი შეფარვითი მუქარით და ოდნავ გავუღიმე ზრდილობისთვის. -ძალიანაც დაკვირვებული ვარ! -მასე არ ვფიქრობ-გავბრაზდი მის სითავხედეზე.რატომ ჰგონია,რომ შეუძლია ასე მელაპარაკოს?! აღარაფერი მითქვამს სწრაფად შევედი სახლში.არ მინდოდა მასთან ჩხუბი. 888 -ნიკუშა ნახე?-მითხრა დედაჩემმა მეორე დღეს ,როცა ვვახშმობდით. -ჰო!-ცივად ვუპასუხე და ჩემი თეფში ნიჟარაში ჩავდე. -შეცვლილია და დაკაცებული-გაიღიმა.ო,ღმერთო! მას რა, ღიმილიც შეუძლია?! სასაცილოა-ხვალ ჩვენთან დაპატიჟე,სამსახურიდან ადრე გამოვალ და ერთდ ვისადილოთ. -რამე ხუმრობაა?-გულწრფელად ვკითხე.თვალებ დაწვრილებული ვუყურებდი მის თბილ გამომეტყველებას. -რატომ გგონია? რა,უფლება არ მაქვს ჩემს ერთადერთ შვილთნ ერთად გავატარო დღე? -ვინ ხარ? და რაუქენი დედაჩემს? -გეყოს! მე მართლა გეუბნები!-ნაწყენი ჩანდა.მგონი სისხლი გადაუსხეს. -კარგი.ვკითხავ თუ უნდა ჩვენთნ სადილობა.-დავპირდი და ჩემს ოთახში შევედი. საშინელი ღამეა აშკარად.თერთმეტი საათი სრულდებოდა,შხაპი,რომ მივიღე,წამალი გავიკეთე და ლოგინში შევწექი.ტელეფონს დავხედე,მწვანე კულულიანიდან არაფერი ისმოდა.სწრაფად ავკრიბე მისი ნომერი და გადავურეკე. 888 -დილამშვიდობის ძვირფასო-მომესალმა დილით დედაჩემი,როცა ოთახიდან გამოვედი.პირი დავაღე და რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად,რომ ცხადში ვიყავი.მიჭირს ,,ალერსიან“ დედაჩემთან შეგუება. -დილამშვიდობის.წავედი-ვუთხარი და გარეთ გამოვედი.ონიანი ჩემს ეზოში იდგა ამჯერად და მე მელოდა. -გამარჯობა!-ღიმილით მითხრა.უნდა გამოვუტყდე თავს,რომ შესანიშნავად გამოიყურებოდა. -გამარჯობა! -გაგაცილებ-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და უცოდველი სახით შემომხედა.თითქოს არაფერი მომხდარიყოს. -როგორც გინდა. -ვინ იყო ის ბიჭი? იმ დღეს? -ფრთხილად შემომაპარა. -ჩემი მეგობარი. -ანუ ეგეთი ბიჭები მოგწონს?-წარბები ზემოთ აზიდა.ნერვებს მიშლიდა.მინდოდა თავზე წამომერტყა მისთვის,როგორც ადრე ვაკეთებდი,როცა მაბრაზებდა. -,,ეგეთი“ როგორი? ის უბრალოდ კარგი მეგობარია.ისეთივე როგორიც შენ იყავი ერთ დროს-ენა გამოვუყავი.მან კი ჩაიცინა. -კარგი,ვჩუმდები.მაგრამ მაინც გეტყვი,რომ პიდარასტივით გამოიყურება-სწრაფად თქვა და ჩაიხითხითა. -მადლობა თქვი,რომ ქუჩაში ვართ-დავემუქრე მაგრამ მაინც გამეღიმა. -ოჰ შემომხედე ვცახცახებ! 888 მთელი დღე შეუსვენებლად ვმუშაობდი.არც ვყოფილვარ უკმაყოფილო.მერჩივნა დაკავებული ვყოფილიყავი,უსაქმოდ ჯდომას.ნათიამ დამირეკა.მითხრა ერთ კვირაში დავბრუნდებიო.გულზე მომეშვა.საშინელებაა ამ ოთახში მარტო ყოფნა. -შეიძლება შემოვიდე?-გავიგე ნაცნობი ხმა და კარისკენ გავიხედე.მხიარულად მომღიმარი შრეკის დანახვაზე მეც გამეღიმა. მალე გავგიჟდები.მისი ხასიათის ცვალებადობა რთული აღსაქმელია. -რათქმაუნდა.შემოდი-ვუთხარი და ნემსი და სამედიცინო, საკერავი ძუა ავიღე. -გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდი.თავს ვერ ვაკონტროლებდი-გამიღიმა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაივარცხნა.-როდის ამთავრებ? არ გშია? -კი საშინლად.10 წუთში გავიდეთ! 888 -მომიყევი რამე შენზე-მითხრა სანამ შეკვეთას მოიტანდნენ. -რა მოგიყვე? -არვიცი, ნებისმიერი რამ, რაც შენ შეგეხება-მხრები აიჩეჩა და საყვარლად გამომხედა. -კარგი.მაშინ შეგვიძლია ,,20 კითხვა“ ვითამაშოთ. იმიტომ,რომ მეც მინდა გავიგო შენზე რაღაცები!-წარბები ავათამაშე და ჩავიხითხითე. -კარგი,ჯანდაბას!-გამიღიმა და ხელით მანიშნა პირველი მე დამეწყო. -ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? -ჩემი თავი!.. შენ მშობლებზე მითხარი რამე-ნიკაპი ხელებზე ჩამოდო. -მმ...განქორწიენებულები არიან.მამამ მეორე ცოლი მოიყვანა.დედაჩემი...-სიმწრისგან გამეცინა-დედაჩემთან ვცხოვრობ.მხოლოდ იმიტომ,რომ სასამართლო მოიგო!-თვალები გადავატრიალე-სინამდვილეში კი ვერ მიტანს.ვეზიზღები.ექიმები ამბობენ,რომ ეს რაღაც დაავადებაა.სახელი აღარ მახსოვს-გავუღიმე,როცა მოვრჩი.გაოცებული მიყურებდა. -ოუ,მაპატიე.მგონი არ უნდა მეკითხა.ფუ,რა იდიოტი ვარ-თავი გაიქნია. -არაფერია,დიდი ხანია უკვე შევეგუე-გავუცინე და ფორთოხლის წვენი მოვსვი.რატომღაც დაღლილობა ვიგრძენი-ახლა ჩემი ჯერია. პირველი დღე,როცა ნარკოტიკი გასინჯე-ჩავიჩურჩულე,არავის რომ არ გაეგო. -17 წლის ვიყავი.მამაჩემი ,,იკეთებდა“. მის კომოდში ვიპოვე.მაინტერესებდა როგორი გრძნობა იყო. სულ კარგ ხასიათზე იყო,მაშინაც კი,როცა დედაჩემი ეჩხუბებოდა.ხოდა მეც მომინდა გამეგო,რატომ მოსწონდა ასე ძალიან.ბიჭებთან წავიღე და პირველად იქ გავიკეთე.მაშინაც ზედმეტი დოზა მომივიდა.ნემსის გაკეთებაც არ ვიცოდი წესიერად.საავადმყოფოში ვიწექი 10 დღე-გაეცინა. -თქვენი შეკვეთა-ლანგრით ხელში, მოგვიახლოვდა მიმტანი გოგონა. -მადლობა-გავუღიმე სანამ წავიდოდა. -მართლა მორგში მუშაობის გამო არ ჭამ ხორცს?-მკითხა,როცა მისი სოკოს რავიოლი გასინჯა და თვალები სიამოვნებისგან დახუჭა.-უგემრიელესია. -არა.უბრალოდ ცხოველები მეცოდებიან-გამოვუტყდი.მახსოვს,როგორ დამცინოდნენ ამის გამო. -კეთილი ხარ-თბილად გამიღიმა.ფოსოები გამოუჩნდა, რამაც ჩემი ღიმილიც გამოიწვია. -რომელი ფერი გიყვარს? -მწვანე-თმაზე მიმითითა-და შავი.შენ,რომელი მოგწონს? -არვიცი.არ გამომირჩევია-მხრები ავიჩეჩე და ჩემი სალათი გავსინჯე-ვინმე გყვარებია?-ვკითხე უხერხულად.ვიცი ენა გრძელი ვარ მაგრამ მართლა მაინტერესებდა. -არა.ნუ საბავშვო ბაღის შეყვარებულებს თუ არ ჩავთვლით არა-გამიცინა.უცნაურია.ალბათ გოგონები,გიჟდებოდნენ ამ მწვანე კულულიან საოცრებაზე.ისეთი განსხვავებული და მშვენიერია...-შენ? გყვარებია? -არვიცი.მგონი არა.-თავი გავიქნიე და მომინდა მისთვის მომეყოლა ,,მგონის“ მიზეზი-სკოლის გამოსაშვებ საღამოს,ჩემი საუკეთესო მეგობარი სიყვარულში გამომიტყდა.მე ვუთხარი,რომ სისულელე იყო რასაც ამბობდა.მერე,დაუმშვიდობებლად წავიდა საზღვარგარეთ.მე კი პირველი ერთი წელი მეგონა,რომ მიყვარდა. -ახლა? ახლა რას გრძნობ? -არაფერს.სინანულის გარდა არც არაფერს.ისიც იმიტომ,რომ ჩვენი მეგობრობა აღარ არსებობს!ორი დღის წინ ჩამოვიდა.-დავამთავრე მოყოლა და წვენი მოვსვი. 888 როგორც ყოველთვის სახლამდე მიმაცილა.მინდოდა სახლში შემეპატიჟებინა მაგრამ, ჩემი კარის წინ მჯდომ ონიანს მოვკარი თვალი და გადავიფიქრე.როგორც კი დაგვინახა,ჩქარა წამოდგა და მოგვიახლოვდა. -გამარჯობა!-მოგვესალმა და საზარლად გაიღიმა.მწვანე კულულიანმა გადმომხედა და ტუჩზე იკბინა.ეტყობოდა სიცილს იკავებდა.რამაც ზედმეტად გამამხიარულა. -გაიცანი ეს ნიკოლოზია.ეს ჩემი მეგობარია-გავაცანი ერთმანეთი. -რა,მას სახელი არ აქვს?-საშინელი გამომეტყველებით აათვალიერა შრეკი,რომელიც აშკარად კარგ ხასიათზე იყო. -გეყოს!-თვალები გადავატრიალე. -ხვალ გნახავ-მითხრა მწვანე თმიანმა და თვალი ჩამიკრა. -ხვალ გნახავ-მისი იმიტირება გააკეთა სასაცილოდ ონიანმა და მკაცრად გადმომხედაა,როცა წავიდა... -დედაჩემს უნდა რომ ჩვენთან ერთად ივახშმო-ვუთხარი ონიანს სანამ სახლში შევიდოდი -შენ არ გინდა? -რა არ მინდა?-თავი გავისულელე.ოჰ რომ შემეძლოს სიამოვნებით მივახრჩობდი. ჯანდაბა! იმედია როგორც ყოველთვის ხმამაღლა არ მითქვამსმეთქი გავიფიქრე და ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად. -ჩემთან ერთად ვახშმობა!-წარბები ზემოდ აზიდა.ეტყობოდა ჩემგან თანხმობას ელოდა. -თუ მოსვლას გადაწყვეტ 10ზე გელოდებით-პასუხი არ გამიცია,კარი გავაღე და ცხვირწინ მივუხურე,პარმაღზე მდგომ ნიკუშა ონიანს. 888 -მომეწონა ნიკოლოზი-გავიგე ყურმილში მწვანე კულულიანის ხითხითი. ,,სპიკერი“ ჰქონდა ჩართული და ყვირილი უწევდა. -ჰო,საოცრებაა-თვალები გადავატრიალე.მეც გამეცინა-დღეს ჩვენთან უნდა ივახშმოს.-უკმაყოფილოდ ამოვიბუტბუტე. -ოუ,მაგარი საღამო გელოდება. -ჰო.დარწმუნებული ვარ-ტელეფონი მხარზე ჩამოვიდე და შარვალი გავიხადე. -ხვალ გაეთავისუფლე-მითხრა მოულოდნელად. -რატომ? -ზღვაზე წავიდეთ.-მე,შრეკი და ზღვა.ოჰ... -კარგად ჟღერს-ნერვიულად გავიცინე და თმა ყურზე გადავიწიე-მაგრამ არვიცი თუ მოვახერხებ.ხომ იცი,ახლა მარტო ვმუშაობ. -ერთი დღე.შეგიძლია მოიტყუო,რომ სიცხე გაქვს ან რაღაც ამდაგვარი-ჩაიცინა. -კარგი.არვიცი.რამეს მოვიფიქრებ-დავპირდი და გავიღიმე,ისე თითქოს ჩემი დანახვა შეეძლო. -კარგი,დილით გამოგივლი.თორმეტისთვის მზად იყავი.და ჰო,კიდევ-უკვე უნდა გამეთიშა,როცა დაიწყო-კარგ საღამოს გატარებას გისურვებ მისტერ ,,სექსუალურ სრულყოფილებასთან“-წარმოვიდგინე,როგორ ეღიმებოდა იმ წამს და მეც ვერ შევიკავე თავი. -ნიკა მოვიდა!-შემომძახა დედაჩემმა და რამდენიმე წამში კარის გაღების ხმაც გაისმა. -უნდა გავთიშო.,,წვეულება“ იწყება-კიდევ ერთხელ გადავატრიალე თვალები. -ვიზიარებ.ხვალ გნახავ-მითხრა და კავშირიც გაწყდა. 888 -როგორია ნიუ-იორკი?-კითხა ნიკუშას დედაჩემმა,როცა სამივენი მაგიდას შემოვუსხედით.გამუდმებით მაჯის საათისკენ მიმირბოდა თვალი.მინდოდა დრო მალე გასულიყო და სწრაფად დაღამებულიყო. -შესანიშნავი...ქუჩაში რომ გადიხარ,სისხლი დუღილს იწყებს და შენც ცოცხლდები-ღიმილით წარმოთქვა და უცნაურად მომაჩერდა-მაგრამ თბილისს მანც არ მირჩევნია. -ჰო,როგორ არა-ირონია შემეპარა ხმაში.ხაჭაპური ჩავკბიჩე და ჩაი მოვსვი. -დიახაც. -თავიდანვე წასვლა გქონდა გადაწყვეტილი? მახსოვს დედაშენმა,რომ მითხრა გაოცებული და ცოტა არ იყოს ნაწყენი ჩანდა.-წამოიწყო ისევ ნინამ.მინდოდა გამეჩუმებინა მაგრამ თავი შევიკავე.არმინდა ონიანის პასუხის მოსმენა.ნუთუ ყველაფერს ეტყვის? ჯანდაბა! -საერთოდ არ ვგეგმავდი.ბოლოს მომხდარმა გადამაწყვეტინა-თქვა და თვალი თვალში გამიყარა.-საერთოდ არ წავიდოდი შენ,რომ ისე არ გეტკინა გული...მე მართლა მიყვარდი,საკუთარ თავზე მეტადაც კი! -ვნატრობდი მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავლეწილიყავი.-ისე გავბრაზდი შენი დანახვაც არ მინდოდა.ჰოდა მეც ავდექი და წავედი.-გაბრაზდა? სისხლი თავში ამივარდა.ნუთუ საჭირო იყო ამ თემაზე დედაჩემის თვალწინ ლაპარაკი?! აუტანელი და არამზადაა! -ჰოდა ძალიანაც კარგი ქენი!-სწრაფად წამოვდექი,ხელსახოცი მაგიდაზე დავაგდე და ჩემს ოთახში შევედი.კარი გადავკეტე თუ არა, თავი დაცულად და მშვიდათ ვიგრძენი! 888 დილით მაღვიძარამ ჩვეულზე ადრე დარეკა.უნდა მოვმზადებულიყავი.საავადმყოფოში დავრეკე,გავაფრთხილე,რომ ვერ მივიდოდი,მერე კი შხაპი მივიღე.წარმოდგენა არ მქონდა იმ სიცივეში,რა უნდა ჩამეცვა,თანაც ზღვაზე.ბოლოს მაინც შარვალი და სქელი ჯემპერი ავარჩიე.საშინლად ციოდა. ,,დოქტორო ბოროტებავ! გარეთ გელოდები“-შეტყობინება,როგორც კი წავიკითხე, მაშინვე ავიღე საჭირო ნივთები და გარეთ გავვარდი.სანამ კარს ვკეტავდი დავინახე,როგორ მიყურებდა ონიანი.მისი სახლის კიბეზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.არ მივსალმებივარ,თვალი ავარიდე და სწრაფად ჩავჯექი შრეკის მანქანაში. -ოუ,მინდა გითხრა,რომ ბოროტი პათანატომობის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურები-გამიღიმა და ძრავა აამუშავა. -რამე დაგესიზმრა? დღეს რაღაც ზედმეტად კეთილი ხარ-ჩავიხითხითე და მკლავი გავკარი მხარზე. -შეირგე,სანამ კარგ ხასიათზე ვარ.პილპილს ბოლოსთვის მოვაყრი.უფრო საინტერესო იქნება-გამიცინა. -არ მჯერა,რომ ასე შორს მივყვები ადამიანს,რომელმაც ტარება არ იცის-შეშინებული გამომეტყველება მივიღე და ხელები ლოყებზე ჩამოვისვი,მეტი დრამატულობისთვის. -ცანცარა ხარ-ეცადა გაბრაზებულიყო,მაგრამ მაინც გაეღიმა. -შენ კი,ტარება არ იცი-ენა გამოვუყავი. -ახლა სიჩქარეს მოვუმატებ იცოდე!-ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -მერე მოუმატე,არ მეშინია! აქსელერატორს ფეხი მაგრად მიაჭირა.და მე პირველად შევიგრძენი ასეთი ადრენალინი.შიში და სიამოვნება ერთმანეთში ამერია.მან ტარება არ იცის! ღმერთო ჩემო სადმე გადავიჩეხებით! შეძლება შაქარმა ამიწიოს! მაგრამ ვერ ვეტყვი,რომ ნელა წავიდეს.ამას არ გავაკეთებ,შანსი არ არის.ჯანდაბა! -სიჩქარეს თუ არ შეანელებ შოკში ჩავვარდები-ამოვიბუტბუტე ჩემი თავით უკმაყოფილომ და შიშისგან ხელები ავიფარე თვალებზე.გვერდიდან ხითხითი მომესმა. -იცინე! -ვიცინი-უფრო გამხიარულდა. 888 -გაიღვიძე-ჩამესმა შორიდან.-გაიღვიძე გესმის? მოვედით-რამდენჯერმე შემანჯღრიეს.თვალები,რომ გავახილე და შრეკი დავინახე მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ ჩამძინებია. -ოუ,დიდი ხანია მძინავს? -კი,საკმაოდ-მხრები აიჩეჩა და მანქანიდან გადავიდა.-სამაგიეროდ იქეთ წასვლისას მანქანის ტარება შენ მოგიწევს. -სიამოვნებით.შენ მაინც არ წაგყვებოდი უკან-მეც გადავედი და ჩემი ჩანთა ავიღე.ღრმად ჩავისუნთქე ზღვის სურნელი. -საოცრებაა.რა მშვიდია აქაურობა-თვალები დავხუჭე და მთლიანად შევიგრძენი ბუნება. -ჰო,ჰო.წამოდი და მერე დატკბი. -არა, ზუსტი სახელი შეგირჩიე.შრეკივით გაუთლელი და საზიზღარი ხარ.ყველა მომენტს მიფუჭებ-უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე და უკან გავყევი. -ჰო მეც ზუსტი სახელი დაგარქვი! ნამდვილად დოქტორი ბოროტება ხარ. მწარე ენიანი ექიმი-ჩაიხითხითა. -დამპალი ხარ!-ვუთხარი ბოლოს,როცა ვერაფერი მოვიფიქრე. -რამე ახალი მითხარი-თვალი ჩამიკრა და საყვარლად გამიცინა. 888 -არასდროს ვყოფილვარ ზღვაზე ამ დროს-გამოვუტყდი და პლედი უფრო მაგრად მოვიხვიე. -ჰოდა კარგია,რომ პირველად ჩემთან ერთად წამოხვედი-გამიღიმა და მისი გადასაფარებელი გამომიწოდა-მოიფარე. -შენ? შეგცივდება! -არაუშავს.-თავი გაიქნია და კენჭი ისროლა წყალში. -არ მინდა.მოდი შენც! მასე გაიყინები-ცალი მხარე გავუწოდე და ჩემს გვერდით დავუტყაპუნე ხელი,რომ დამჯდარიყო.ჩქარა მომიახლოვდა,პლედი მხრებზე მოიფარა და გვერდით მომეკრო.წამით ვიგრძენი,როგორ შეირხა ჩემი გული,მაგრამ მალევე დაუბრუნდა თავის ადგილს და ჩვეულად განაგრძო მუშაობა. -მითხარი! ნიკა,რომ იმ ერთი წლის განმავლობაში ჩამოსულიყო,როცა ფიქრობდი რომ შეგიყვარდა...ახლა მასთან იქნებოდი?-მკითხა მოულოდნელად. ნიკა! ნიკა! ყველგან ის რატომ მეჩხირება? -არა! არვიცი! შეცვლილია.მართალია გარეგნულად ასეთი...-დავიბენი,არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი-ასეთი სრულყოფილია მაგრამ შინაგანად იმაზე ნაძირალაა ვიდრე ყველა ადამიანი ერთად! რატომ მკითხე? -მაინტერესებდა შენც მასე ფიქრობდი თუ არა... -ჰო!მასე ვფიქრობ. -დედაშენს მოსწონს ალბათ შენთვის?-მკითხა რაღაცნაირად უცნაური ღიმილით. -ღმერთო ჩემო!-წამოვიძახე და მხარზე დავარტყი-აღარ გააგრძელო,დღეს კოშმარი დამესიზმრება.-ჩემთვის რას ნიშნავს,ვერ უნდა იყო ჯანსაღი. -იფიქრე მაგაზე.რა გინდა მშვენიერი სასიძოა-გადაიხარხარა მწვანე კულულიანმა.სიცილიდან თავი უკან გადააგდო.საოცრად ლამაზი და მშვენიერი იყო იმწამს.ვეღარ მოვითმინე და თითი ნელა შევახე მის ღრმულებს ლოყებზე.დაბნეულმა გამომხედა მაგრამ მაინც ეღიმებოდა. -მასე ნუმიყურებ ასე მგონია ქურდობაზე წამასწარი-ვუთხარი და გავუცინე. -ჰო მგონი აშკარად ქურდობაა!-მითხრა ღიმილით და შუბლზე მომადო სიცივიდან გაფითრებული ბაგეები... -როგორ ფიქრობ,სახლში,რომ არ მიხვიდე დედაშენი გაბრაზდება ან ინერვიულებს?-მკითხა და აცახცახებულმა,ხელები მაგრად შემომხვია.-ღმერთო,რა თბილი ხარ. -არვიცი.ადრე არ ინერვიულებდა.ახლა არვიცი-გავიღიმე მღელვარების დასაფარად.არ ვიცოდი,როგორ დამემალა გრძნობა,რომელსაც იმ წამს მისი სიახლოვით განვიცდიდი. -რამე შეიცვალა? -უცნაურად იქცევა-ტუჩზე ვიკბინე და წითელ მზეს გავხედე.უკვე ჩადიოდა-რაც ის... რაც ნიკუშა ჩამოვიდა იმის მერე.მაგრამ მაინც არაფერს იტყვის! რატომ მკითხე?-თვალებ დაწვრილებულმა ავათვალიერე. -ვიფიქრე დავრჩეებოდით.კოცონს დავანთებდი-დავინახე მისი თვალები.მუქი ლურჯი,ბრჭყვიალა და მოციმციმე. -ოუ.არვიცი ეგ კარგი იდეაა? - ნუ გეშინია შენ ცალკე დაიძინე-ენა გამომიყო და გაიცინა. -კარგი-მეც გავუცინე და წამოვდექი-შეშა უნდა მოვძებნოთ! -მართალი ხარ.მიდი შენ მონახე,მე აქ დაგელოდები-სერიოზული გამომეტყველებით მითხრა და პლედი უფრო მჭიდროდ მოიხვია.ხელები წელზე შემოვიწყვე და წარბ აწეული მივაჩერდი-კარგიი ჰო,ვიხუმრე!-ძლივს წამოიზლაზნა-წამოდი!-ხელი მხარზე გადამხვია და საოცარი ღიმილით წამათრია ,,ტყისკენ“. 888 -მართლა დოქტორი ბოროტება ხარ! ცეცხლი მე ვერ დავანთე, შენ როგორ გამოგივიდა?-ამოიბუტბუტა თავისთვის და ხელები მიაფიცხა გასათბობათ. -ბებიამ მასწავლა-დავემანჭე და ფრთხილად შევუკეთე. -მოდი აქ -ხელი მის გვერდით ქვაზე დაარტყა.ეჭვით შევხედე -არ შეგჭამ-გადაიხარხარა-უბრალოდ ერთადერთი პლედი გვაქვს და შეგცივდება. -კარგიი-გამეღიმა მეც და გვერდით მივუჯექი-რა ფერის თმა გაქვს სინამდვილეში? -ხორბლისფერი.-მითხრა და პლედი მომახურა-შენ? რატომ გადაწყვიტე პათანატომობა? -არ გადამიწყვეტია.შემთხვევით მოვხვდი-გავიცინე და ცეცხლის ალს მივაჩერდი-მერე გადასვლა დამეზარა.მართალია ვერ ვიტან ჩემს სამუშაოს,მაგრამ მაინც მიხარია,რომ ის ვარ ვისაც ახლა უყურებ. -ჰო,მეც მიხარია ეგ-ჩაიხითხითა-იცი რა? -რა? -რა და, ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი ხარ-სერიოზულად მითხრა,მე კი თვალები დამიწვრილდა საშინელების მოლოდინში-ოღონდ მორგში მომუშავე პერსონალებში ყველაზე ლამაზი-,,ბოროტულად“ გაიცინა. -ვიცოდი! გეფიცები ვიცოდიი-ხელზე ვუჩქმიტე და მის კივილზე მეც მასთან ერთად გავიცინე. -ხვალაც გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა? -რათქმაუნდა-ხელი წელზე გავკარი და სიცივისგან აცახცახებულმა უფრო მაგრად მივეხუტე-იდიოტი ხარ. -ჰოდა,ძალიან კარგი.ხვალ მინდა ვცადო ის,რაც არასდროს გამიკეთებია. -ჯანდაბა,რა ბინძურად ჟღერს-შევკრთი მაგრამ არ შევიმჩნიე-ო,ღმერთო! ოღონდ არ მითხრა რომ ვაჟიშვილი ხარ-ჩავიხითხითე. -ფუ რა საზიზღარი ხარ-გადაიხარხარა და როგორც ჩვევია ხოლმე სიცილისგან თავი უკან გადაწია- გარყვნილოო! ჩემი ლოგინში შეთრევის მეტზე არაფერზე ფიქრობ?-გოგოსავით დაიმანჭა.გადავბჟირდით.ამ სისულელეზე. მაგრამ ესენი ხომ ჩვენ ვართ...შრეკი და დოქტორი ბოროტება. 888 მთელი ღამე ვერ დავიძინე.სიცივე მთელ სხეულში გამიჯდა.ვერაფრით გავთბი.ცახცახს ვერ ვწყვეტდი ისე გავიყინე.მეგონა გული გამიჩერდებოდა.სიცივეს შიშიც ემატებოდა.თვალის დახუჭვისთანავე წარმოვიდგენდი,როგორ მოდის დიდი ტალღა და როგორ გვახრჩობს.თავი წამოვწიე და მწვანე კულულიანს გადავხედე.ორად მოკეცილს საწყლად ეძინა. -მაინც რა გულ ქვა ვარ-ხმამაღლა გავკიცხე ჩემი თავი და მასთან მივცოცდი.ყინვისგან გათოშილს სუნთქვა უჭირდა.ნელა მივუწექი გვერდით,რომ არ გამეღვიძებინა.პლედი დავაფარე და ზურგზე ავეკარი.მომეჩვენა გააჟრჟოლა.ხელები მკლავებზე მოვუსვი გასათბობათ.ცხვირი მის კისერში ჩავმალე და თვალები დავხუჭე.მომწონს მისი სურნელი.პიტნის და რაღაცის...მისი! 888 მზის სხივებმა გამომაღვიძეს.საოცარი დღე იყო.ცხელი და ამავდროულად ცივი.წამოდგომა დავაპირე მაგრამ ვერ მოვახერხე.ტუჩზე ვიკბინე სანამ შეზღუდვის მიზეზს დავხედავდი.მწვანე კულულიანს ხელი ძლიერად შემოეხვია ჩემთვის და გულზე მიკრავდა.თვალები დავაწვრილე გუშინდელი ღამის გასახსენებლად.ნელა შევბრუნდი მისკენ და სახეზე დავაკვირდი.მძინარე იმაზე ლამაზი ჩანდა ვიდრე არის.ვერ მოვითმინე.მაინც სძინავსმეთქი გავიფიქრე და თითით მისი ნაკვთების ხაზვა დავიწყე. -რას აკეთებ?-შიშისგან შევხტი,როცა უჩვეულოდ დაბალი ტემბრით ამოიბუტბუტა.სწრაფად მოვაშორე თითი და განზე გაწევა ვცადე. -მმ.. შენ ისევ დანაშაულზე წამასწარი.ბოდიში.-მართლა მრცხვენოდა.ვოცნებობდი თვალები არ გაეხილა. -გააგრძელე რასაც არ უნდა აკეთებდე-მთხოვა.ჩემი ხელი აიღო და ისევ მის სახეზე დააბრუნა.არ მჯეროდა,რომ ის გოგო,იმ მშვენიერ ბიჭის გვერდით მე ვიყავი. 888 -გახსოვს? გუშინ შევთანხმდით,რომ ჩემთან ერთად წამოხვიდოდი.-მითხრა მწვანე თმიანმა,როცა ჩემი სახლის წინ გააჩერა მანქანა. -მახსოვს.-თავი დავუქნიე და ჩემი ნივთები მოვაგროვე.-იმედია ისევ კლუბში არ აპირებ ჩემს წაყვანას-ენა გამოვუყავი. -არაა.-გაიცინა -უჰ,კარგია-თავი დავუქნიე და მანქანიდან გადავედი. -განსხვავებულად ჩაიცვი.10ზე გამოგივლი-მინდოდა მეკითხა ,,განსხვავებულში“ რას გულისხმობდა მაგრამ, ვერ მოვასწარი,ისე გაუჩინარდა.ნეტავ სად მივდივართ? გასართობ ცენტრში? რამე კარნავალზე?... მხრები ავიჩეჩე და სახლში შევედი.ორი წამიც არ იყო გასული,ისევ,რომ გაიღო და ოთახში გაცოფებული ნიკუშა ონიანი შემოვარდა.თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ბრაზისგან ხელებს მუშტავდა. -შენ გოგო ნორმალური ხარ? -ხმას დაუწიე!-მშვიდათ ვუთხარი და წარბებ აწეულმა მივაჩერდი. -სულ გაგიჟდი? რანაირად იქცევი საერთოდ? მთელი ღამე მასთან იყავი არა? -დამიყვირა. -ვალდებული არვარ რამე აგიხსნა!-გავბრაზდი მეც.-ნუ გავიწყდება,რომ ჩემს სახლში ხარ! -ფეხებზე სად ვარ! იმ პიდ@რასტ მაიმუნს კიდევ, მოვუვლი. ნახავ! ახვ@რი! არამზადა!-ბრაზისგან სახე აუწითლდა.მეგონა სუნთქვას შეწყვეტდა.- ნ@ბიჭვარი! ერთხელ კიდევ თუ მოგიახლოვდება, გეფიცები... -რა?-დავუყვირე-თუ მომიახლოვდება რა, ნიკოლოზ? -ნახავ რასაც ვიზამ!-ზიზღით ამათვალიერა.გასასვლელისკენ გაბრუნდა,ალბათ გავიდოდა,მე უკვე ვერაფერს ვარჩევდი.თვალები დამებინდა და ყველაფერი ერთმმანეთში აითქვიფა.ვგრძნობდი თითები,როგორ მეკრუნჩხებოდა და მთელი სხეული ნელ-ნელა იჭიმებოდა.მეგონა ორად გავიხლიჩებოდა.კბილებით ტუჩს ვიკვნეტდი ტკივილის გასაძლებად.ბედის ირონიაა.ბედნიერ დღეს ყოველთვის ნიკუშა ონიანით ან შოკით ვამთავრებ! -დამშვიდდი...ახლავე... ახლავე ვიპოვი...-მესმოდა შორიდან. -აი,მოდი. მოდი პატარავ! ღმერთოჩემო! შეჭამე!- პირი ძალით გამაღებინეს და რაღაცა ჩამაყარეს.ტკბილი იყო და უზომოდ გემრიელი.შაქარი! -ფუ ამის!-ამოიოხრა ონიანმა და თმა ყურზე გადამიწია. -ცოცხალი ვარ!-ვაცნობე და იატაკზე წამოვჯექი.მუხლზე წითელი სითხე მაწვეთავდა.თითი ტუჩზე მოვისვი და სისხლის დანახვაზე ხმადაბლა შევიკურთხე. -ნემსი არ გაგიკეთებია ხომ?-ამოიბუზღუნა უკვე მშვიდი ტონით და მისი მაისურის ბოლო ტუჩზე მომადო,სისხლის მოსაწმენდათ.თავი გავიქნიე უარის ნიშნად და თვალებში ჩავხედე.უცნაურად მიყურებდა.ბრაზი სადღაც გამქრალიყო და მის ადგილს ახლა სიყვარულის მსგავსი გრძნობა იკავებდა.ნეტავ ისევ პატარები ვიყოთ.ისევ ძველებურად შემეძლოს მისთვის გულის გადაშლა... -სულელი ხარ.მართალია ხშირად მინახიხარ ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ მაინც შემაშინე-ამოიგმინა და ცერა თითი ლოყაზე მომისვა.გავშეშდი. -არ მინდა სხვა გეკარებოდეს!იმის წარმოდგენაც მზარავს,როცა ვფიქრობ ჩემს აქ არ ყოფნაში ვინმე გყავდა,ან გეხებოდა...-საწყლად თქვა.პულსის ცვლა ვიგრძენი,როცა შუბლი შუბლზე მომადო.თვალები დავხუჭე საშინელების მოლოდინში.ვიცოდი რაც მოხდებოდა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი ამის შესაჩერებლად. -მაშინ...მართლა მიყვარდი! და ახლაც მიყვარხარ!-მხრები აიჩეჩა,ისე რომ წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის თვალი.ლოყები ამიხურდა.თავს უხერხულად ვგრძნობდი.მინდოდა გამეგდო ჩემი სახლიდან,მაგრამ არ შემეძლო მისთვის ტკივილის მიყენება.თითქოს თვალწინ ისევ ის პატარა,გამხდარი ბიჭი მედგა,ჩემი მშობლების დაშორების შემდეგ სულ ჩემთან,რომ იყო და მამშვიდებდა. -წადი რა გთხოვ-შევეხვეწე და თვალი ავარიდე-არ გინდა...-სიტყვა ვეღარ დავასრულე.წამის მეოთხედში ხელი კეფაზე შემომიცურა და ტუჩებზე მომაწება მისი ცხელი ბაგეები. 888 აღარ მახსოვს,როდის წავიდა.მხოლოდ მისი ნათქვამი ჩამრჩა გონებაში.სანამ შენ არ მთხოვ აღარასოდეს მოგეკარებიო.იმის მერე გაქვავებული,გაუნძრევლად ვზივარ იატაკზე და ბავშვობას ვიხსენებ. ფიქრებიდან მაღვიძარას ყურის წამღებმა ხმამ გამომარკვია,რომელიც მაუწყებდა,რომ უკვე 7 საათი იყო. სწრაფად წამოვდექი,ყველაფერი გავიხადე და შხაპი მივიღე.ცხელი წყალი დამეხმარა დღეს მომხდარი და საერთოდ ონიანი ჯანდაბაში მომესროლა ცოტახნით და დავმშვიდებულიყავი.თმა,რომ შევიშრე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი რა ჩამეცვა. -განსხვავებულად ჩაიცვიო-შევახსენე ჩემს თავს მწვანე კულულიანის ნათქვამი და გარდერობის კარი გამოვაღე.ერთადერთი რაც თვალში მომხვდა ეს პანდას კომბინიზონი იყო,რომელსაც დედაჩემი იცვამდა ხოლმე ,,ჰელოუვინზე“. -შესანიშნავია!-წამოვიძახე და სწრაფად ამოვიცვი,სქელი,შავთეთრი პანდას კაპიუშონიანი კომბინიზონი.მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,თმა წინ გადმოვიყარე და ქუდი დავიხურე.ფუმფულა სათამაშოს ვგავდი და საშინლად მომწონდა. -რა შტერი ვარ! ღმერთო ჩემო! 888 ,,გარეთ გელოდები“-როგორც კი შრეკის შეტყობინება მომივიდა მაშინვე წამოვდექი და საჭირო ნივთები ავიღე.უკვე ბნელოდა.კარი ჩავკეტე და გარეთ გავედი.მწვანე თმიანი მანქანას მიყრდნობოდა და ტელეფონში თამაშობდა,რაღაცას. -გამარჯობა-ჩავახველე ყურადღების მისაქცევად და მხოლოდ მაშინ ავათვალიერე.ნერწყვი ძვლივს გადავყლაპე მის დანახვაზე.საოცრად გამოიყურებოდა, და უჩვეულოდ.პიჯაკი და შარვალი ეცვა,პერანგზე ჰალსთუხიც გაეკეთებინა.იდეალურად გამოიყურებოდა. -გამარ...ჯობაა?-სიტყვა გაუწდა,როცა შემომხედა.დავინახე,როგორ აუწითლდა სახე,ბოლოს ვეღარ მოითმინა და სიცილიდან ორად მოიკეცა.-ღმერთო მიშველე!-ხმამაღლა ხარხარებდა. -ო,არა-ამოვიოხრე და მეც ჩავიხითხითე-როცა თქვი ,,განსხვავებულიო“ ფორმას არ გულისხმობდი არა?-გავიცინე და ჩემს თავს ზემოდან დავხედე. -მოვკვდები.ჯანდაბა! საყვარელი ხარ!-სიცილით მითხრა და ხელი პანდას ყურებს გადაუსვა-მართლა გიხდება!არა სერიოზულად-ცრემლები მოიწმინდა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა. -ნუ დამცინი-ენა გამოვუყავი და გავუღიმე-წავალ გამოვიცვლი.2 წუთში დავბრუნდები-უკან შევბრუნდი,სახლისკენ გაქცევას ვაპირებდი მაგრამ მაჯაზე მომხვია თითები და წასვლის საშუალება არ მომცა. -გეცვას ეს. -გაგიჟდი?-გავიცინე-ასე ვერსად წამოვალ.არც იფიქრო! -გთხოვ რა.სხვისი აზრი რაში გაინტერესებს.უბრალოდ გეცვას.მე მომწონს.მართლა მომწონს-გულწრფელად მითხრა და გამიღიმა.მისმა ღრმულებმა ლოყებზე, ისევ მაიძულეს უარი არ მეთქვა. -კაარგი.მაგრამ ვშიშობ ხალხს გიჟი ვეგონები-თვალები გადავატრიალე.აქამდე არასდროს გამიკეთებია ისეთი,რამ რაც ხალხს გააღიზიანებდა და ჩემზე ლაპარაკს დააწყებინებდა. -ნუ დარდობ მაგაზე! შეიძლება ჩაგეხუტო? ისეთი ფაფუკი და ფუმფულა ჩანხარ მართლა პანდა მგონიხარ-ჩაიხითხითა და საყვარლად გამომხედა.მე კი ხელები გავშალე.როგორც კი მომეხვია მაშინვე დავმშვიდდი და სანთელივით ჩამომდნარმა,ლამის მკერდზე მივეწებე. -კარგი.წავიდეთ თორემ დავიგვიანებთ!-მალე მომშორდა,პიჯაკი შეისწორა და მანქანის კარი გამიღო -მის!-ხელით მანიშნა,რომ დავმჯდარიყავი. -რა უცნაური საყურებელია ჯენტლმენი შრეკი-სიცილით ამოვილაპარაკე მის გასაგონად. -უარს ნუ მათქმევინებ ამ ექსპერიმენტზე-გამაფრთხილა და მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს. 888 -ჯანდაბა! რა სიგიჟეა აქ ამ ფორმით შემოსვლა-ვუჩურჩულე მწვანე კულულიანს,როცა რომელიღაც პრესტიჟულ რესტორანში შევდიოდით.უაზროდ განათებულ ოთახში შესვლისთანავე ყველას მზერამ ჩვენკენ გადმოინაცვლა. -უბრალოდ მე მიყურე და გამიღიმე-მირჩია შრეკმა.მალე ოფიციანტიც მოგვიახლოვდა. -თქვენი მაგიდისკენ წამობრძანდით-თავაზიანად გვითხრა და ღიმილით გაგვიძღვა ფანჯარასთან მდგარ ორკაციან მაგიდისკენ. -სანამ რამეს შეუკვეთავდეთ,რამე დასალევს ხომარ მიირთმევთ? -დიახ.ორი ჭიქა თეთრი ღვინო თუ შეიძლება-გრაციოზულობით დაუკრა თავი მწვანე თმიანმა და მე შემომხედა. -კიდევ კარგი,მართლა ასეთი არ ხარ-გამოვუტყდი და თვალები გადავატრიალე. -ჰო,მეც მიხარია. -იცი ეს ადგილიც არ მომწონს.მდიდარი და აუტანელი ხალხით არის სავსე. -მეგონა მოგეწონებოდა.ყველა გოგო ხომ ამაზე ოცნებობს?-გაოცებული ჩანდა.კბილით ტუჩის პირსინგს ეთამაშებოდა/ -მე ნამდვილად,არა!-თავი გავიქნიე ცოტა არ იყოს ნაწყენმა.რატომ ფიქრობს,რომ მდიდრული ადგილები და ძვირიანი რესტორნები მომწონს?! -კარგია-გამიღიმა.თვალი წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის.მეც არ შემეძლო განზე გახედვა.-ლამაზი ხარ ამ ტანსაცმელში-მომეჩვენა თითქოს წამოსცდა მაგრამ არ შეიმჩნია. -ამდენი კომპლიმენტი ამ ექსპერიმენტის ნაწილია არა?-გავიცინე და ღვინო მოვსვი. -არვიცი-ჩაიცინა.მე კი თავი გავიქნიე. 888 -ვერ ვიჯერებ! ორი დღეა სამსახურში არ ვყოფილვარ-ვთქვი სიჩუმის დასარღვევად და ჩემი სალათი გავსინჯე-საოცრებაა!-მივუთითე. -სალათი და საოცრება?-ტუჩი აიბზუა მწვანე კულილიანმა და ღვინო მოწრუპა. -თუ არ გჯერა გასინჯე-ენა გამოვუყავი.არ მოველოდი,როცა პირი გააღო და მანიშნა მეჭამა მისთვის. -ო,არა! სერიოზულად?-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე.ეშმაკურად იღიმოდა და თავს მიქნევდა-ჩემი ჩანგლით. -ჰოო,ჩემი ხორციანია! -ჯანდაბა! ენა უნდა მოვიჭრა-ჩავიხითხითე და სალათის ფურცლები სახესთანთან ახლოს მივუტანე. -ჯერ ცხვირით არ ვჭამ ისე,რომ იცოდე-სასაცილოდ მითხრა,პირი ჩანგალს გაუთანასწორა და ჩქარა შეჭამა. -ადვილია-დავემანჭე და ჭამა განვაგრძე. -ვიცეკვოთ?-მითხრა მოულოდნელად.მის სიტყვებზე საჭმელი კისერში გამეჩხირა და ხველება ამიტყდა. -ასეთ ფორმაში?-საწყლად ავხედე. -ჰოო.გთხოვ-წამოდგა და ზემოდან დამხედა.თვალები გადავატრიალე,ჩემი ხელი მის გამოწვდილ ხელს დავადე და მოცეკვავეებისკენ წავედი.მწვანე კულულიანი წელზე მომეხვია, მე კი უნებურად კისერზე შემოვაჭდე მკლავები. დარბაზში ნელ,სასიამოვნო მუსიკას უკრავდნენ. -თავი ფილმში მგონია-ჩაიხითითა.ნელა ვირხეოდით,მუსიკის რითმის შესაბამისად.შრეკის სუნთქვას კისერში ვგრძნობდი და სიამოვნებისგან ვდუმდი.მისი სურნელის კიდევ ერთხელ შეგრძნებისას თვალები დავხუჭე და ბოლომდე მივენდე... -იცი?-ყურში მიჩურჩულა. -რა?-ძვლივს წარმოვთქვი და მისი მწვანე კულული თითზე დავიხვიე... -მგონი შენთან ყოფნა მირჩევნია ახლა,რომელიმე ნარკოტიკს!-ჩაიხითხითა და ნიკაპი მხარზე ჩამომადო. -მატყუარა ხარ-გამეღიმა მის სიტყვებზე და მწვანე თმაზე თამაში გავაგრძელე. -ცოტათი. -მითხარი,მორგში,რომ არ მოეყვანეთ და მხოლოდ მეტროში შეგხვედროდი,მოგინდებოდა ჩემი გაცნობა-გავუცინე და დავტრიალდი.მან კი ხელზე გადამიწვინა,როგორც ფილმებში აკეთებენ ხოლმე. -უფროსულელური ვერაფერი მოიფიქრე ხომ?-მასაც გაეცინა.მე თავი გავიქნიე და კიდევ ერთხელ ავათვალიერე.ლამაზი იყო პიჯაკში. -სხვათა შორის,გიხდება ეს სტილი-დავინახე როგორ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე ღიმილისგან -სხვათა შორის შენც გიხდება ეგ სტილი-პანდას კომბინიზონზე მიმითითა და გამიცინა.საპასუხოდ მხოლლოდ ხელი გავკარი მხარზე და ისევ მივეხუტე ცეკვის გასაგრძელებლად. 888 -ხვალ მოგაკითხო? ბიჭებს უნდოდა ჩვენთან გევახშმა-მითხრა როცა მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა. -ოუ,რათქმაუნდა-გამეღიმა-კარგი იქნება. -სალათის გარდა რას შეჭამდი სიამოვნებით? -კარტოფილს-გავუცინე და მანქანიდან გადავედი-კარგად შემწვარს-დავამატე და დავემშვიდობე.სახლში შესვლამდე ონიანს მოვკარი თვალი.სახლის კიბეზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.არ მივსალმებივარ.სახლში შევიმალე. 888 -უყვარხარ! თან უკვე დროა ოჯახი შექმნა.რას უნდა ელოდო?-დედაჩემის ნათქვამზე სისხლი ლოყებზე მომაწვა. -მითხარი რომ ბოდავ! -სულაც არ ვბოდავ! კარგი ბიჭია.კარგადაც ცხოვრობენ.თანაც ბავშვობიდან შენზე გიჟდება! -გეყოფა ნინა! აღარ გააგრძელო-გავაფრთხილე დედაჩემი და კბილები ისე ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს მეგონა ჩამომძვრებოდა. -არ მესმის რატომ არ გინდა.მისმინე საყვარელო.უკვე ქალი ხარ.მე ვბერდები, და შვილიშვილები მინდა.მოსიყვარულე მზერა მომაბყრო.თავი ძვლივს შევიკავე,რომარ გადამეხარხარა. -ოჰ,ნუ მაცინებ! ერთადერთი რაც შენ გინდა ეს,ფული და ჩემი გამწარებაა!-მივახალე და ჩემს ოთახში გავედი.ნერვები ისე მქონდა მოშლილი მეგონა ყველაფერს დავლეწავდი,მაგრამ როგორღაც თავს მოვერიე,ლოგინზე მივესვენე და შრეკის ნომერი ავკრიბე. გამორთული ჰქონდა! -მშვენიერია!-ამოვიგმინე და ბალიში თავზე დავიფარე. დილით ისევ ადრე ავდექი და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი.წამალი გავიკეთე და სამსახურში წავედი.მთელი დღე შეუჩერებლად ვმუშაობდი.მინდოდა დამევიწყებინა ყველაფერი რაც დედაჩემმა მითხრა.ვერ ვიჯერებ,რომ ასე დაეცა.7 საათი,რომ შესრულდა მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ მწვანე კულულიანი არსადჩანდა. -მითხრა მოგაკითხავო.-თვალები გადავატრიალე.მოვწესრიგდი და გადავწყვიტე მეთვითონ მივსულიყავი.რამდენჯერმე ტელეფონზეც დავურეკე მაგრამ ისევ გამორთული ჰქონდა. 888 -ჰეი დოქტორო ბოროტებავ! შემოდი-ყურებამდე გამიღიმა იასამნისფერ თმიანმა ბიჭმა და კარი გამიღო. -გამარჯობა!-უხერხული ღიმილით მივესალმე ბიჭებს და ხელი დავუქნიე.შრეკი არსად ჩანდა. - ხომ არ იცით სად არის?-ვთქვი ღიმილით და ფერად დივანზე ჩამოვჯექი.მათ სახეებს დავაკვირდი.უცნაურად იღიმოდნენ. -აქ არის.თავის ოთახში.გვეგონა არ მოხვიდოდი.სამწუხაროდ არაფერი მოგვიმზადებია-მომიბოდიშა ერთერთმა -მან გითხრათ,რომ არ მოვიდოდი?-წყენა დამეტყო სახეზე.ალბათ ტელეფონიც მაგიტომ გამორთომეთქი გავიფიქრე. -არა,მან...ის...-ენა დაება ალმაცერად მომღიმარს. -რა ის?-მოუთმენლად ვკითხე და ფეხზე წამოვდექი -მის ოთახშია.სჯობს თვითონ მოაგვაროთ-მირჩია ბიჭმა და დერეფანში გამიძღვა. შავ კართან დამტოვა,რომელზეც წითლად ეწერა ,,უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია“.ყურადღება არ მიმიქცევია,უხეშად შევაღე და სწრაფად შევედი განათებულ,პოსტერებით საავსე ოთახში.კარის გაღების ხმაზე ლოგინიდან წამოიწია და ჩემს დანახვაზე თავლები გაუფართოვდა. -ო,ღმერთო შენი სახე!-ხელი პირზე მივიფარე მის დანახვაზე.მარჯვენა მხარე სულ ჩალურჯებოდა.წარბი გამსკდარი ჰქონდა და ტუჩებიც ჩასისხლიანებული-რა დაგემართა-ნელა მივუახლოვდი და უკითხავად ჩამოვჯექი საწოლის კიდეზე. -არაფერი ისეთი. -როგორ არაფერი ნახე სახე ქლიავივით გაქვს-გავიცინე.მანაც სცადა გაეღიმა მაგრამ ტკივილისგან დაემანჭა სახე. -იჩხუბე? -წავიქეცი-თავი გაიქნია. -ჰო,და ვიღაცის წიხლს დაარტყი სახე ხომ?-ენა გამოვუყავი და თითი ჩალურჯებულ ადგილს შემოვატარე,ნელა,რომ არ ტკენოდა.თვალები დახუჭა. -ნუ მაცინებ.სახე მტკივა! -კარგი,ბოდიში-ჩავიხითხითე და ზურგ ჩანთა გავხსენი.სახის მალამო ამოვიღე და ლოყაზე წავაცხე. -რას აკეთებ?-გაოცებულმა გაახილა თვალები. -ბალზამირებას გიკეთებ წინსწარ-თვალები გადავატრიალე-დახუჭე. გამწოვი გჭირდება.საშინლად გაქვს. -არაუშავს,უარესადაც ვყოფილვარ-თავი გაიქნია და შემომხედა.-ბოდიში,ამისგამო არ მინდოდა მოსულიყავი და ასეთი გენახე. -არაუშავს.ბოდიში მიღებულია-გავუღიმე და საღ ლოყაზე ვაკოცე. -ჩათვალე მეც ვიღიმი. -სულელო-მხარზე მივარტყი ხელი და ჩავიხითხითე.მან კი მოულოდნელად ხელი მაჯაზე მომხვია,მისკენ მიმიზიდა და უკვე მეორედ,მისი ტუჩები ჩემსას მოაწება.თუმცა,სულაც არ ჰგავდა ეს კოცნა პირველს.ვიგრძენი,როგორ შეიცვალა ორივეს გულის ცემა და მუცელში რაღაც თბილი ჩამეღვარა.დაუფიქრებლად შევუცურე თითები მწვანე კულულებში და ნელა დავქაჩე.გავიგე ყრუდ როგორ ამოიკვნესა ჩემს ტუჩებში. ნელა მომშორდა და როგორც შეეძლო ისე გამიღიმა.მე ვერ ვიღიმოდი.ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა. -ჩვენ მეგობრები არ ვართ,ხომ მართალი ვარ?-ამოიბუტბუტა თითქოს თავისთვის.მე კი საპასუხოდ მხოლოდ თავი გავიქნიე.ჩვენ არ ვიყავით მეგობრები! -კარგია-მითხრა და ბალიშზე მიესვენა.მეც გვერდით მივუწექი,თავი მუცელზე დავადე და თვალები დავხუჭე-მომწონს როგორიც ვხდები შენს გვერდით!-აღიარა თუ არა ლოყები ამიხურდა-ვივიწყებ ყველაფერს და შემიძლია უბრალო რაღაცითაც გავბედნიერდე.თუნდაც შენი სიცილით ან შენი ნერვების მოშლით... -რაღაც აღსარებასავით ჟღერს-გახუმრება ვცადე.მაგრაამ არ გამღიმებია. -ხომ იცი,როგორი ,,ალალი“ ვარ- ძვლივს ჩაიხითხითა და მეც ვეღარ შევიკავე თავი. 888 სახლში მისულს ნიკუშა დამხვდა.სასტუმრო ოთაცში იჯდა დედაჩემთან ერთად,ყავას მიირთმევდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.როგორც კი შევედი მაშინვე გაჩუმდნენ. -გამარჯობა! -გამარჯობა საყვარელო-მომესალმა ნინა.ონიანმა მხოლოდ გამიღიმა.-მოდი ჩვენთან ჩამოჯექი ცოტახნით.-მეც უხმოდ მივუახლოვდი და სავარზელში მოვკალათდი. -რაზე ლაპარაკობდით?-ვიკითხე ისე თითქოს ძალიან მაინტერესებდა და ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე. -ნიუ-იორკზე,ამერიკაზე.ვუყვებოდი სად ვმუმშაობდი-ნიკუშამ დაასწრო დედაჩემს და ყავა მოსვა.წარბები შევჭმუხნე ონიანის ხელების დანახვაზე.ძვლებთან კანი გადატყავებოდა და სისხლი ზედ შეშრობოდა. -იჩხუბე?-წამოვროშე ხმამაღლა,მიუხედავად იმისა,არმინდოდა.შევნიშნე,როგორ აენთო თვალები და როგორღაც დაპატარავდა.-მოიცა...ჯანდაბა! შენ სცემე არა?!-ტუჩზე ვიკბინე და გველნაკბენივით წამოვვარდი. -არამზადა ხარ!-პირში მივახალე,ჩემს ოთახში გავედი,საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩავყარე და ქურთუკი შემოვიცვი.ბრაზისგან მეგონა ყურებიდან ბოლს გამოვუშვებდი.-არ დამირეკო!-უემოციოდ ვუთხარი ნინას და გარეთ გავედი. უკვე ბნელოდა. ,,შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?“-მივწერე და პასუხს დაველოდე. ერთადერთი ვისთანაც შემეძლო წავსულიყავი შრეკი იყო.ვიბრაცია ვიგრძენი თუ აარა მაშინვე გადავუსვი ეკრანს თითი და სწრაფად ვუპასუხე. -კარგად ხარ? -ჰო. -სადხარ? მოგაკითხავ-მძინარე,ბოხი ხმა ჰქონდა. -მოვალ მეთვითონ...-გავთიშე და ტაქსი გავაჩერე. 888 -რაიყო სახლიდან გამოგაგდეს?-მითხრა ღიმილით მწვანე კულულიანმა და კარი გამიღო,რომ შევსულიყავი. -ვიცი ვინც დაგმართა ეგ სახეზე! -მერე მაგისთვის წამოხვედი?-ეცადა უფრო გაეღიმა მაგრამ ეტყობოდა ლოყა ისევ ტკიოდა. -სულარ მეცინება-ვიცრუე და ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.-ბიჭები სად არიან? -სახლში წავიდნენ.გშია?-სამზარეულოში გავიდა და მაცივარი გამოაღო. -არა.დაწოლა მინდა.მგონი დავიღალე-ხელი თვალებზე მოვისვი. -კარგი წამოდი.-მის ოთახში შევედით.კარი დაკეტა და სინათლე აანთო. -ორივემ ამ ლოგინში უნდა დავიძინოთ? -დიახ-ღიმილით დამიქნია თავი-ერთხელ უკვე გავიყინე მაგის გამო.მეტს ვეღარ გავუძლებ. -მაშინ მე დავწვები დივანზე!-გავჯიუტდი მე. -ოჰ კაი რა.არ შეგჭამ,მერამდენედ უნდა დაგიმტკიცო-გაეცინა და ბალიში ააფუმფულა.-გეფიცები არ შეგეხები.თუ გინდა შუაში ხმალი ჩავდოთ-ჩაიხითხითა. -ნუ დამცინი.გაფრთხილებ-საჩვენებელი თითი დავუქნიე და ხელები წელზე შემოვიწყვე.ვფიქრობდი უნდა დავწოლილიყავი თუ არა მასთან ერთად ერთ საწოლში.გაფიქრებაზე უაზროდ გამაჟრჟოლა.ჩემს თავზე მწარედ გამეცინა და წარმატება ვუსურვე გამძლეობა ჰქონოდა. -მემუქრებით მის?-ბალიში ხელში აათამაშა და ავისმომასწავებლად დააბერტყა ისევ ლოგინზე. -მომეკარები და მეორე ლოყაზეც ამოგივა ლურჯი დუნდულო-ენა გამოვუყავი.წამით ერთმანეთს ტექსასური ფილმის გმირებივით მივაშტერდით,ბოლოს ორივეს გაგვეცინა. 888 -შეიძლება შემოვიდე?-მომესმა კარს მიღმა დერეფნიდან.სანამ ვიცვლიდი იქ მელოდებოდა.შარვალი და ბიუსჰალტერი არ გამიხდია,ბრეტელიანი მაისური გადავიცვი მხოლოდ და საბნის ქვეშ შევიმალე. -ჰო,შემოდი. -უჰ მადლობა ღმერთს.ლამის გულიც გამეყინა.-შიშველ ფეხებს ერთმანეთზე ისვამდა.სწრაფად შემოვიდა ოთახში და საწოლში შემოწვა.მხოლოდ წამის შემდეგ გავაანალიზე,რომ სრულიად შიშველი,მხოლოდ ,,კელვინკლაინის“ თუ,რომელიღაცა ბრენდის ბოქსერების ამარა მოკალათდა ჩემს გვერდით.წარბები ზემოთ ავქაჩე და ღრმად ამოვისუნთქე. -არ გცივა?-შევაპარე და უხერხულად გავიხედე გვერდით.წმინდა წყლის ქალიშვილივით გამოვიყურებოდი,პირველ ღამეს,რომ სრცხვენიათ ქმრების. -არაა.შენ არ გცხელა?-ჩაიხითხითა და საბანი გადამაძრო-შენ გიჟი ხარ.შარვალი გაიხადე გოგო დაიწვები-სიცილით აქნევდა თავს. -ზამთარია.რა დამწვავს-თვალები გადავატრიალე. -შემომხედე ვინ გიწევს გვერდით-თითებით წინ ჩამოყრილი მწვანე თმა ,,ჰედ ენდ შოლდერსის“ რეკლამის მოდელივით გადაივარცხნა უკან. მე ხმამაღლა გამეცინა.-არა მართლა.ჯინსის შარვლით ვერ დაიძინებ! -გავიხდი.ოღონ არ შემომხედო!-თვალებ დაწვრილებულმა ეჭვით ავათვალიერე.ფეხები ლოგინიდან გადმოვყავი და ისე,რომ არ დაენახა შარვალი გავიხადე. -ახლა დაწექი და ნორმალურად დაიძინე-ენა გამომიყო,საბანი თავისკენ გაქაჩა და კომფორტულად მოეწყო.-ტკბილი ძილი. -ტკბილიძილი-გავუღიმე და ზურგი ვაქციე. 20 წუთის შემდეგ მივხვდი,რომ არ მეძინებოდა.მხოლოდ საშინლად დაღლილი და მოთენთილი ვიყავი.ისევ შრეკისკენ გადავბრუნდი.თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდათ სუნთქავდა.მარჯვენა მხარეს ლოყა უფრო გაშავებოდა,მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს მის სილამაზეს. -გღვიძავს?-ამოვიჩურჩულე.მაგრამ არაფერი მიპასუხა. -გღვიძავს?-უფრო ხმამაღლა ვუთხარი და ოდნავ შევაქანე.ისევ არაფერი.უბრალოდ ღრმად ამოისუნთქა და მშვიდად ძილი განაგრძო. -მმ...გღვიძავს?-ყურში ჩავძახე.სწრაფად გაახილა თვალები და რამდენიმე წამი დასჭირდა მისთვის,რომ გონზე მოსულიყო. -ოოჰ! მადლობთ! კი მღვიძავს,ვერდავიძინე რაღაც!-ირონიულად ამოიბუტბუტა.საწოლის თავს მიეყრდნო და თვალები მოიფშვნიტა. -ვერც მე-გამეცინა.-თან მგონი მომშივდა.-მორიდებით ვუთხარი და ტუჩზე ვიკბინე. -ნახევარი საათის წინ უარი მითხარი,არ მშიაო!-ამოიოხრა და წამოდგა.ტანზე იმაზე მეტი ტატუ ჰქონია ვიდრე წარმოვიდგენდი. -მტკივნეული არ იყო?-წამოვროშე დაუფიქრებლად და მხოლოდ მაშინ გავიაზრე,როგორ მივშტერებოდი თითქმის სულ შიშველს.როგორც კი გამომხედა,სასწრაფოდ განზე გავიხედე. -რა? -მმ...ტატუებზე გკითხე.-ტუჩი მოვიკვნიტე ისევ და მხრები ავიჩეჩე. -ცოტათი.რას შეჭამ?-გამიღიმა და შარვალი ამოიცვა. -შენ არ შეწუხდე მე თვითონ გავიმზადებ... -ჰო კარგი დროსია,ლოგინში რომ მოგართმევდიი მერე გეთქვა-ჩაიხითხითა და ოთახიდან გავიდა.მეც წამოვდექი.მინდოდა მე მომემზადებინა მისთვის რამე.იქვე სავარძელზე მიგდებული კალათბურთის რომელიღაცა გუნდის მაისური ვიპოვე,სწრაფად გადავიცვი და უკან გავყევი.მისი სურნელი ასდიოდა.პიტნის,ისეთი გრილი და სასიამოვნო! სამზარეულოში გასულს, მწვანე კულულიანი წამით გაშეშებულმა რომ მომაჩერდა,მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ მისი მაისური თეძოებს ძვლივს მიფარავდა.არადა ყოველთვის მინდოდა ბიჭის მაისური ჩამეცვა,როგორც ფილმებში... -ოუ! შენ თუ გინდა ჭკუიდან შემშალო პირდაპირ მითხარი-ჩაიხითხითა და მისი საქმე განაგრძო.მე კი ვიგრძენი,როგორ ამიხურდა სახე და ალბათ სულ მთლად გავწითლდი. -მაპატიე,მაპატიე! ახლავე გავიხდი.უბრალოდ მინდოდა მე გამეკეთებინა რამე შენთვის...-ამოვილუღლუღე და საძინებლისკენ წავედი. -არა!გეცვას ეგ!-მისმა ბოხმა,უცნაურმა ხმის ტემბრმა ნაბიჯის გადადგმის საშუალება აღარ მომცა.,ისკენ შევტრიალდი და თვალებ დაწვრილებულმა ინტერესით შევხედე. -მომწონს ჩემი მაისური რომ გაცვია.-არ შემოუხედავს,კვერცხი გატეხა და ჯამში თქვეფა დაიწყო. -მეც მომწონს-ხმამაღლა ვაღიარე იმ იმედით,რომ ვერ გაიგებდა და სათქვეფი გამოვართვი.-დაჯექი.დღეს მე გმასპინძლობ.-გავუღიმე და ქურა ავანთე. -იმედია მოწამვლას არ მიპირებ,ხომ?-მოჩვენებითი შიშით ამოიკნავლა,მაგიდას დაიყრდნო და მომაჩერდა. -ისე ნუ იზამ,მართლა ჩაგიყარო რამე!-ბოროტულად გავიცინე და კვერცხი ტაფაზე დავასხი. 888 -არ მეგონა ასე გემრიელი თუ გამოგივიდოდა.არ გავხარ სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოს.-მითხრა როცა შემწვარი კვერცხის,ბლინების და შემწვარი ყველის ბოლო ლუკმა გადაყლაპა. -ბავშვობიდან მე მიწევს საჭმელების კეთება-ენა გამოვუყავი და თეფშები ნიჟარაში ჩავაწყვე.-მართალია ღირსი არხარ მაგრამ დესერტი მაინც მოვამზადე.-საყინულედან მარწყვის ,,ნაყინი“ გამოვიღე და მაგიდაზე დავუდე. -იმედია სხვა რაღაცისთვის არ გჭირდებოდა.მაცივარში ვიპოვე.-მარწყვზე მივანიშნე და ჩემი თეფშიდან ჭამა დავიწყე. -არაფერი დატოვე?-ამოიხავლა და მის წინ ნაყინს დახედა. -არაფერი-სიცილით გავიქნიე თავი. -არაუშავს-დამემანჭა და მანაც ჭამა დაიწყო-გადარჩი,რომ მარწყვზე გემრიელია. -კულინარიულ კომპლიმენტად უნდა მივიღო?-ჩავიხითხითე,როცა ჩემს ნათქვამზე გაეღიმა და ფოსოები გამოუჩნდა ლოყებზე. 888 დილით მაღვიძარას საზიზღარმა ხმამ გამომაღვიძა მინდოდა გამომერთო მაგრამ ხელის გაქანებაც ვერ შევძელი.თვალები,რომ გავახილე მეგონა გული გამისკდებოდა.თავი მწვანე კულულიანის კისერში ჩამერგო.მას კი ძლიერად ვყავდი მოქცეული თავის გრძელ მკლავებში და მშვიდათ ეძინა.ნელა,ჩუმად შევისუნთქე მისი სურნელი და ძვლივს გავითავისუფლე ხელი მაღვიძარას გამოსართველად.ისე ეძინე არ მინდოდა გაღვიძებოდა.ჩუმად წამოვდექი,შხაპი მივიღე,ზურგჩანთიდან აკურატულად დაკეცილი ტანსაცმელი ფრთხილად ჩავიცვი,სულ რომ არ დამკუჭვოდა და ნემსი გავიკეთე.ბოლოს,როცა წასასვლელად მზად ვიყავი ფურცელი და კალამი ვიპოვე წერილის დასატოვებლად. ,,შ რ ე კ ს! (პ.ს. მაგრამ ისე გეძინა ,ალბათ უფრო ,ფიონა’ შეგეფერება) მადლობა! ლოგინში ბევრი არ ინებივრო.უცებ ძილში არ გაიპარო,ან თვალები არ შეგიხორცდეს! (შურიანი დოქტორი ბოტება)“ ქაღალდი ჩემს ბალიშზე დავტოვე და ჩუმად წამოვედი... 888 საავადმყოფოში მისვლისას მიმღებში მდივანმა მითხრა,ვიღაც ბიჭი გელოდებათო.წარბები შევკარი გაურკვევლობისგან და ჩემს ,,კაბინეტში“ შევედი. -რა გინდა?-არ მივსალმებივარ ისე ვიკითხე.ჩემგან ზურგით იჯდა მაგრამ მაინც ვიცანი ნიკუშას განიერი მხრები. -გამარჯობა-სწრაფად შემობრუნდა და ხელები ჯიბეებში ჩაისრიალა.მგონი უხერხულად გრძნობდა თავს. -გაგიმარჯოს!-გვერდი ავუარე და მოსასვენებელ ოთახში გავედი. -გუშინდელის ასახსნელად მოვედი...-დაიწყო ჩუმად. -სამსახურში ვარ და ბევრი საქმე მაქვს!-არ შემიხედავს მისთვის ისე გავიხადე ქურთუკი და მის მაგივრად თეთრი ხალათი შემოვიცვი.-თანაც შენთან ლაპარაკი არ მინდა! -კაი სახლში,როცა მოხვალ მაშინ დაგელაპარაკები!-უიმედოდ წამროთქვა.ღრმად ამოვისუნთქე და თვალები გადავატრიალე.რატომ არ შემიძლია,უბრალოდ ჯანდაბაში მოვისროლო?! -კარგი! -მართლა?-დავინახე მის თვალებში,როგორ აინთო საცოდავი სხივი. -ჰო! -კარგი...წავალ მაშინ.საღამოს გნახავ.-მითხრა და ჩუმი ნაბიჯებით გავიდა. -ჯანდაბა!-ამოვიგმინე.მართლა ჯანდაბა!... ხელსაწყოებს სტერილიზაცია გავუკეთე და ჩემს საქმეს შევუდექი.დიდი საქმე არაფერი მქონდა.ცხედარს,რომელსაც გაკვეთა არც დასჭირვებია დიაგნოზი დავუდგინე და მაცივარში დავაბრუნე,იქამდე სანამ სანიტრები წაიღებდნენ.მე კი მოვწესრიგდი და მოსასვენებელ ოთახში გავედი.ტელევიზორი ჩავრთე.ეკრანს უაზროდ მივჩერებოდი მაგრამ ვერ ვხედავდი რას ვუყურებდი. -მინდა წინასწარ გაგაფრთხილო,რომ ამ წერილისთვის და ჩემი დატოვებისთვის სამაგიეროს გადახდას ვაპირებ!-გავიგე ზურგს უკან ნაცნობი,ხრინწიანი ხმა და სწრაფად შევხედე უაზროდ მომღიმაღ მწვანე კულულიანს. -გახსოვდეს ვის ემუქრები!-გავუღიმე მეც და გაუაზრებლად მოვხვიე ხელები წელზე.ისიც ჩამეხუტა. -ახლა უნდა მომჭმუჭნო თუ იმიტომ მეხუტები,რომ მოგენატრე?-ჩაიხითხითა. -საზიზღარი ხარ-სიცილით მოვშორდი და ენა გამოვუყავი. -ყვავმა ყვავს უთხრა: შენ შავოო-მხრები აიჩეჩა და ლოყაზე მაკოცა. -ო არა, ცანცარაც ყოფილარ-მოჩვენებითი გაოცებით მივიფარე პირხე ხელი და თვალებ დაწვრილებულმა შევხედე. -ნამდვილი დოქტორი ბოროტება ხარ-ენა გამომიყო. 888 -დღეს ნიკამ მომაკითხა სამსახურში.ლაპარაკი უნდა-თვალები გადავატრიალე.კარგი დღე იყო და უბრალოდ ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ.მწვანე თმიანს ჩემი ზურჩანთა მხარზე მოეკიდებინა და გვერდით მომყვებოდა. -რაზე?-ხელი ინსტიქტურად ჩალურჯებულ თვალზე მიიდო რაზეც ორივეს გაგვეცინა. -შენს ლოყაზე-ჩავიხითხითე.-არვიცი.რამდენიმე დღეში ამერიკაში ბრუნდება და უარი ვერ ვუთხარი.მიუხედავად იმისა,რომ არ მინდა მასთან ლაპარაკი. -თუ არ გინდა არ დაელაპარაკო. -ისე საშინლად გამოიყურებოდა.ცუდათ იყო.-ამოვიგმინე. -ჰო,მაშინ უნდა დაელაპარაკო-ირონიულად თქვა და ჩაიცინა.-შენს საქმეში ერევა და გული აქვს ნატკენი.საწყალი. -გაჩუმდი-ხმამაღლა გავიცინე,ხელი მსუბუქად გავკარი მხარზე.მასაც გაეცინა.-დაველაპარაკები.იქნებ უბრალოდ ბოდიშის მოხდა უნდა.კონცერტი არგაქვთ ხოლმე?-სწრაფად შევცვალე თემა. -კონცერტი არაა.კვირაში რამდენიმეჯერ კლუბში ვუკრავთ. 888 -სახლამდე მარტო წასვლას შეძლებ?-მკითხა ანერვიულებულმა.ბოლო ორი საათი ზედმეტად არაადეკვატურად იქცეოდა.-სასწრაფოდ უნდა წავიდე. - შენს გაცნობამდე მარტო დავდიოდი-ენა გამოვუყავი.ჩემს სახლთან ახლოს სკამზე ვისხედით და ვლაპარაკობდით. -კარგი.-მწვანე თმა ნერვიულად გადაიწია ყურს უკან.წამოდგა თუ არა მეც ავდექი და სახეზე შევხედე.თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. -იმ წამლის ბრალია ისევ არა?-ამოვიოხრე.ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ჩავეხუტე,ისე თითქოს ბოლოჯერ ვნახულობდი.მანაც მომხვია ხელები. -შეხვედრამდე დოქტორო ბოროტებავ-ყველაზე უცნაურად გამიღიმა და წავიდა. ჯანდაბა! ჯანდაბა! 888 -ორ დღეში მივდივარ...-მითხრა ონიანმა და ჩემი სახლის წინ კიბეზე ჩამოჯდა.მეც გვერდით მივუჯექი.-მთელი იქ ყოფნის პერიოდში სულ შენზე ვფიქრობდი. გესმის? ამდენი წელი არცერთი გოგოსთვის არ შემიხედავს სერიოზულად. -ნიკა!.. -დამაცადე ბოლომდე გითხრა! ჩამოვედი და რომ დაგინახე ასეთი.. ასეთი მშვენიერი იყავი,უფრო შემიყვარდი.მთელი ჩემი არსებით და ყველა უჯრედით.არ ვნანობ...არაფერს არ ვნანობ.არც იმ დებილის ცემას არ ვნანობ,არც იმას რომ შემიყვარდი,არც იმას ვნანობ ახლა ამას,რომ გეუბნები. ორ დღეში მივდივარ მაგრამ,თუ დამპირდები,თუ უბრალოდ ერთ სიტყვას მეტყვი,რომ ეცდები ჩემს შეყვარებას დავბრუნდები.ყველაფერს მივატოვებ და შენთან ჩამოვალ.ბებიაჩემმა მთელი მისი ქონება მე დამიტოვა.ხომ გახსოვს ბებია? თუ დავქორწინდები ჩემს ხელში გადმოვა.ისე იცხოვრებ როგორც დედოფალი.მე კი სუ შენთან ვიქნები.-დაასრულა თუ არა ფეხზე წამოვდექი. -იმედი გამიცრუე.საბოლოოდ...აღარც კი ვიცი რატომ ვმეგობრობდი შენთან.შენი დანახვა აღარ მინდა! ვერ ვიჯერებ,რომ ასეთი სულმდაბალი ხარ...-ჩანთა ავიღე და სახლში შევვარდი.დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ლოგინზე მივესვენე. -არამზადა!-ამოვილაპარაკე გულნატკენმა და თვალები დავხუჭე. -საყვარელო! კარგად ხარ?-შემომძახა ნინამ კარს მიღმა. -კი! -გამიღე კარი.უნდა დაგელაპარაკო. -ოღონდ დღეს არა დედა!-დაღლილმა ფეხსაცმელები გავიხადე და გვერდი ვიცვალე-მარტო ყოფნა მინდა... 888 დილით მაღვიძარამ,რომ დარეკა მეგონა იქვე დავამსხვრევდი.თავი მისკდებოდა და ოფლში გაწურული სიცივისგან ვკანკალებდი.ვცადე წამოვმდგარიყავი მაგრამ თავი ვერ ავწიე. -ფუ,შენი!-ამოვიოხრე. საავადმყოფოში გადავრეკე და გამოჯანმრთელებამდე გავეთავისუფლე. -ნემსს თუ არ გავიკეთებ კრუნჩხვები დაგეწყება.თუ წამალს არ დალევ სიცხე აგიწევს.საჭმელს თუ არ შეჭამ მშიერი მოკვდები!-ვახსენებდი ჩემს თავს და საწოლში ვბორგავდი.ერთადერთი გზა ვინმესთვის დახმარების თხოვნა იყო.მე კი შრეკის გარდა არავინ მყავდა. -გირჩევნია რამე სერიოზული მიზეზი გქონდეს ასე ადრე რომ მირეკავ!-ამოიბუტბუტა ახალ გაღვიძებული ხმით. -შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?-ძვლივს ამოვიხავლე. -რა გჭირს?კარგად ხარ? -არა-თავი გავიქნიე ისე თითქოს დანახვა შეეძლო და გავთიშე.თვალები დავხუჭე.მეძინებოდა. -რა დაგემართა?-გაოცებულმა მომაჩერდა,როცამოვიდა, ძვლივძვლივობით გავუღე კარი და ისევ ლოგინისკენ წავედი. -მგონი სიცხე მაქვს.ვერ დავდივარ.თვალები მტკივა-ამოვიოხრე და ისევ საბნის ქვეშ შევწექი. -წამლებს მოგიტან. 888 -მართლა აქ ხარ თუ ჰალუცინაცია ხარ?-ვკითხე შრეკს გამოღვიძებისას,რომელიც ჩემს გვერდით იწვა და ოთახს ათვალიერებდა. -სულელოო შენ თვითონ არ დამირეკე?-გაიღიმა და ჩემსკენ გადმობრუნდა.შუბლზე მოწებებული თმა ყურზე გადამიწია და ხელის გულით სიცხე შემიმოწმა.-მგონი გიკლებს! -არაფერი მახსოვს-ამოვიოხრე. -სულ არ მიკვირს.ლამის გადაიწვი-ჩაიხითხითა და ტუმბოდან წყალი და აბები აიღო.-დალიე!-მეც უხმოდ გამოვართვი,სწრაფად დავლიე და ისევ ბალიშზე მივწექი. -მადლობა! -ნუ სულელობ!-თავი გაიქნია -მართლა. -დაიძინე.-დაიჩურჩულა და შუბლზე მაკოცა.მერე არაფერი მახსოვს.წამალმა გამაბრუა და მთლიანად ძილს მივეცი თავი. თვალები,რომ გავახილე უკვე მზე ანათებდა.ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ,მზის სხივებს,რომ არ გავეღვიძებინე.ნელა წამოვიწიე და ოთახი შევათვალიერე.მწვანე კულულიანი არსად ჩანდა.ცარიელ ბალიშზე მხოლოდ ერთადერთი ფურცელი იდო.მან დამიტოვა. ,,დოქტორ ბოროტებას! (პ.სპ მაგრამ ისე გეძინა ალბათ ,,დავრდომილი ბოროტება“ უფრო შეგეფერება) წამლები დალიე.და დიდხანს არ იძინო უკუ ჩვენება არ მოგცეს. ( შრეკი)“ სამაგიერო.წერილი ღიმილით ჩავდე უჯრაში და სააბაზანოში შევედი.თავს აშკარად უკეთ ვგრძნობდი.რადგან სამსახურიდან დროებით გათავისუფლებული ვიყავი,გასეირნება გადავწყვიტე. -ჰო როგორ არა! სასეირნო მარშუტი: ჩემი სახლიდან მწვანე თმიანის სახლამდე!-თვალები გადავატრიალე და წყალი მოვუშვი. 888 -უკვე მეორე დღე! როცა შენი მიზეზით დილის 11:00 საათზე ვიღვიძებ-ამოიფრუტუნა ახლად გაღვიძებულმა,თმა აწეწილმა შრეკმა და ოთახში შებრუნდა. -ჯანდაბა! მაპატიე-გულწრფელად მოვუბოდიშე.მან კი მხიარულად ჩაიხითხითა. -რა სულელი ხარ-თავი გაიქნია და საწოლზე ჩამოჯდა შარვლის ჩასაცმელად. -რა? რამე მჭირს?-მკითხა მოულოდნელად.მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ ისევ მის ნახევრად შიშველ სხეულს მივშტერებოდი.დავიბენი და თვალების უაზროდ ცეცება დავიწყე. -მმ...არაფერი-თავი გავიქნიე-მეც მინდა ტატუ გავიკეთო... -ოუ.იცი როგორ კეთდება? -კი.-ვთქვი და სამზარეულოში გავედი.ცივი წყალი მჭირდებოდა გამოსაცოცხლებლად. -მე გაგიკეთებ!თუ გინდა რათქმაუნდა...-უკან შემომყვა და ჩემთან ახლოს მაცივარს მიეყრდნო. -მინდა-ღიმილი ვეღარ შევიკავე.წყალი ისე მოვსვი თვალი ერთი წამითაც არ მომიშორებია მისთვის.-არ ვიცოდი ტატუების კეთებაც თუ იცოდი. -შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი... მისი სიტყვები უცნაურად ჟღერდა მაგრამ ყურადღება მაინც არ მივაქციე. -მგონი ჯობია წავიდე-ვთქვი,როცა წყლის ჭიქა გავრეცხე და კარადაში დავაბრუნე. -რატომ?-წარბები შეკრა.ნაყინის თეფში მაგიდაზე დადო და საგრძნობლად შეამცირა ჩვენს შორის მანძილი. -ამ...იმიტომ,რომ მალე ბიჭები მოვლენ და ხელს შეგიშლით-თავი ძვლივს მოვაბი სიტყვებს. -ოჰ დოქტორო ბოროტებავ,რომ იცოდე როგორი საყვარელი ხარ,როცა იბნევი-ჩაიხითხითა.მე კი მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე. -ნუ დამცინი-თვალებ დაწვრილებულმა ავათვალიერე-მწვანე ოფოფო!-სიცილის შესაკავებლად ტუჩზე ვიკბინე. -ოჰო! ეს რაღაც ახალია-მასაც გაეცინა.მომშორდა და სამზარეულოდან გავიდა. -რა ჩემი ბრალია შენ რომ ისეთი ხარ უამრავი სახელი შეიძლება დაგარქვა-გავიცინე. -მეც ვიფიქრებ შენს ახალ სახელზე-ენა გამომიყო. -ო,არა!-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე-უკვე ვიცი,როგორიც იქნება. -დიახ!-ავისმომასწავებლად გაიღიმა-დაჯექი! ბიჭები დღეს ისვენებენ! -დარწმუნებული ხარ?-თავი გვერდით გადავხარე და ისე მივაჩერდი სანამ დავჯდებოდი.მან მხოლოდ თავი დამიქნია.-მგონი მომწონს აქ ყოფნა-ხმამაღლა წამოვროშე.მაგრამ არ შემიმჩნევია,რომ წამომცდა. -ჰოდა უფრო ხშირად უნდა იარო ხოლმე დოქტორო ბოროტებავ-ჩაიხითხითა.-თან თუ, ყოველთვის მარწყვის ნაყინს გააკეთებ. 888 -გამარჯობა! რამდენიმე საათის უკან ტელეფოზე გესაუბრეთ ბინის თაობაზე. -დიახ მობრძანდით.დაბრძანდით-ხელი ჩამომართვა მაღალმა ქერა, ლურჯ თვალება ბიჭმა.სამუშაო მაგიდის წინ სავარძელზე მიმანიშნა.მეც მორიდებით გავუღიმე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი. -მინდა ბინა ვიქირაო ჩემთვის.პატარა და მყუდრო.როგორც ტელეფონში გითხარით. -დიახ.მე გადავხედე რაღაც ვარიანტებს...-საოცრად მეცნობოდა მისი სახე.იმდენად,რომ წამით შევვეჭვდი სადმე ხომ არ მინახავს ან ხომ არ ვიცნობმეთქი.ლამაზი და საყვარელი ღიმილი ჰქონდა,რომლის დროსაც ფოსოები უჩნდებოდა ლოყებზე.-ხვალ შეგვიძლია დასათვალიერებლად წავიდეთ. -კარგით.მადლობა-სწრაფად წამოვდექი.ბიჭიც წამოდგა და კარამდე მიმაცილა. -შეხვედრამდე.-ისევ ხელი ჩამომართვა.გამიღიმა.ლამის იქვე დავდნი. შრეკის შემდეგ ერთადერთია,რომლის ღიმილზე ასეთი რეაქცია მაქვს. -ნახვამდის! 888 -სამსახურში რატომ არ ხარ?-სახლში მისულს ნინა დივანზე წამოწოლილი დამხვდა. -შენ რატომ არ ხარ?-წარბებ შეკრულმა ვკითხე.ჩანთა მაგიდაზე დავდე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. -საერთოდ ხვდები რაგააკეთე?-დაიწყო მოულოდნელად. -ვერ ვხვდები რაზე მეუბნები. -ნიკა ამერიკაშ დაბრუნდა.დროზე ადრე! რათქმაუნდა ისევ შენი მიზეზით.დედამისი გაცოფებულია-გააფთრებულმა შემომხედა და მომიახლოვდა. -რა ჩემი ბრალია ასეთი შვილი რომ ჰყავს?-თვალები გადავატრიალე. -როგორი?როგორი?-თვალები დაქაჩა. ძალიან გაბრაზებული ჩანდა.ალბათ წასვლის წინ ონიანს ელაპარაკამეთქი გავიფიქრე.უცებ წარმოვიდგინე,როგორ უყვებოდა მოქვითინე ნიკუშა ონიანი დედაჩემს გუშინდელ ჩვენს ,,დიალოგს“ და სიცილი მომინდა. -დეგენერატი! -დეგენერატი შვილი მე მყავს, ონიანებს კი არა!-სახეში მომახალა-დიახ! ასეთი შანსი ხელიდან გაუშვი! წარმოდგენა მაინც თუ გაქვს,რა ქონების პატრონი გახდება ეგ ,,დეგენერატი“ (როგორც შენ უწოდე) როცა ცოლს მოიყვანს?ასეთი შანსი მეორედ აღაც მოგეცემა.იმიტომ,რომ სულელი ხარ!-ყვიროდა დედაჩემი. -მეცოდები! მართლა მეცოდები დედა...ხვალ ბინას მოვნახავ და სხვაგან გადავალ!-ვთქვი მისი სიტყვებით ძალა გამოცლილმა და უემოციო სახით შევიკეტე ოთახში.ჩემი დღე ყოველთვის ასე მთავრდება! ჯანდაბა! 888 ღამის 3:00 საათი იყო,რაღაცამ რომ გამომაღვიძა.თვალები გავახილე და ოთახი მოვათვალიერე.ტანსაცმლით მეძინა.მოულოდნელობისგან შევხტი,როცა აივნის კარს რაღაც მოეხეთქა.თვალებ დაწვრილებულმა მივუახლოვდი და ქვემოთ ჩავიხედე.მწვანე კულულიანი კენჭებს ისვროდა.სწრაფად გამოვაღე კარი და აივანზე გასულმა თითით ვანიშნე გაჩერებულიყო. -გაგიჟდი?-ჩუმად ჩავძახე.ღიმილს ვერ ვიკავებდი რატომღაც. -ცოტათი გიჟები ყველანი ვართ-დაიჩურჩულა და აივანზე ამოძრომა დაიწყო-მომწონს აივნიანი სახლები-ჩაიხითხითა,როცა ჩემს ოთახში შევედით.მთვრალი იყო.ლურჯი თვალები სულ ამღვრეოდა და თჩებიც უფრო გაწითლებოდა. -დალიე?-გაოცებულმა ვკითხე.რატომღაც მეგონა არ სვამდა. -ცოტა! საერთოდ, არ ვსვამ ხოლმე-თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხა-მხოლოდ მაშინ,როცა სერიოზული მიზეზი მაქვს.-ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა.მეც გვერდით მივუჯექი. -და,ახლა რატომ დალიე? -ერთ კვირაში ჩემი უფროსი ძმის ქორწილია! დღეს მოსაწვევი მოვიღე-ბალიშზე მიესვენა.რაღაცნაირად სასიამოვნო იყო მისი ჩემს ლოგინზე დანახვა. -გილოცავ!-გავუღიმე.მაგრამ მას სულაც არ ეტყობოდა ბედნიერება.ხელი სახეზე ჩამოისვა და ჭერს მიაშტერდა-რამე მოხდა? -ჩემმა მშობლებმა, როცა გაიგეს წამალს ვიკეთებდი, მას შემდეგ აღარ მელაპარაკებიან...ჩემი დანახვაც არ უნდათ.ოთხი შვილიდან მხოლოდ მე აღმოვჩნდი საძაგელი ვაჟი,რომელიც მამის საშინელ კვალს გაჰყვა!-ამოიგმინა.საშინლად გამოიყურებოდა.მგონი იტანჯებოდა.გაუაზრებლად ლოგინზე ავძვერი,მასთან ახლოს მივცოცდი, გვერდით მივუწექი და ხელები წელზე შემოვხვიე.თითქოს ჩემში მისი დამცველობითი მექანიზმი ჩაირთოო. -თუ წავალ ისინი ალბათ მთელი ხალხის წინ გამომლანძღავენ და გამომაგდებენ! თუ არ მივალ,ჩემს ძმას გული ეტკინება... -უნდა წახვიდე-ვურჩიე ჩუმი,გაბზარული ხმით-ჰო.მერე რა,თუ გაგლანძღავენ.შენს ძმას ხომ გაახარებ.თან თავის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.მეტი საჩუქარი რა უნდა? ჰოდა ადექი და წადი!-გავუღიმე. -ამ მომენტში ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ,,დოქტორი ბოროტება“ არასწორად შეგარქვი-ჩაიცინა და უფრო მისკენ მიმიზიდა. -ამ მომენტში?-მუშტი ხუმრობით ჩავარტყი მკერდში-იცი რომ სასმელის სუნად ყარხარ?-გავიცინე და თითები ცხვირზე მოვიჭირე. -არაა აშკარად არ შევმცდარვარ-ჩაიხითხითა და შუბლზე მაკოცა. -საზიზღარი ხარ!-თავი გავიქნიე.როგორ შეუძლია ასე იცვალოს ხასიათი, ასე მოკლე ხანში? -წამოხვალ ჩემთან ერთად?-დასერიოზულდა ისევ.მოულოდნელობისგან გავშეშდი და მის მკერდზე მივეყინე. -რა? -ჩემთან ერთად.ჩემი ძმის ქორწილში.გთხოვ-მის თვალებში ისევ გაჩნდა სევდა და მეც რათქმაუნდა ძალა გამომეცალა. -მგონი ჯობია მარტო წახვიდე.-ტუჩზე ვიკბინე. გამიხარდა,რომ შემომთავაზა,მაგრამ ჩემი იქ წასვლა მის პირად საქმეში ჩარევას ჰგავს. -მარტო წასვლა არ მინდა-გამომიტყდა ბოლოს-გთხოვ-შემევედრა ისევ.მე კი რათქმაუნდა საბოლოოდ დავყარე ფარ-ხმალი.ნუთ არ შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიო. -კარგი...წამოვალ შენთან ერთად.-ურწმუნოდ დავუქნიე თავი.თვალები აუელვარდა და გაიღიმა. 888 შრეკი იმ ღამესვე წავიდა.და მეც მშვიდათ დაძინების საშუალება მომეცა.მთელი ღამე მხოლოდ მწვანე თმიანი ბიჭი მესიზმრებოდა,რომელიც მარტოდ მარტო,ჩემოდნით ხელში დაძრწის ქუჩაში და თავშესაფარს ეძებს. მეორე დილით სწრაფად მოვწესრიგდი,წამალი გავიკეთე და სამსახურში წავედი.ბევრი სამუშაო მქონდა ამიტომ ტელეფონი გამოვრთე,სწრაფად მოვიცვი თეთრი ხალათი და ინსტრუმენტების სტერილიზაციას შევუდექი. საღამოს 8 საათი იყო საავადმყოფოდან,რომ გამოვედი.ტელეფონი ჩავრთე და როგორც კი ბინის თაობაზე შეტყობინება დავინახე ნაცნობი ნომრიდან,ტაქსი გავაჩერე და დანიშნულების ადგილისკენ წავედი. 888 -ანუ გადაწყვიტეთ. ეს ბინა მოგწონთ?-მკითხა ბექამ და ლურჯი თვალები შემომანათა.გუშინდელთან შედარებით უფრო სპორტულად გამოიყურებოდა. -დიახ.ზუსტად ის არის რასაც ვეძებდი.თან მგონი ფასიც ნორმალურია-ღიმილით ვუთხარი ბიჭს და კიდევ ერთხელ შევათვალიერე იქაურობა. -კარგით მაშინ ხვალ უკვე შეგვეძლება პატრონს მოველაპარაკოთ და 2 დღეში გადმოხვიდეთ.-მაცნობა და კარი ჩაკეტა. -დიდი მადლობა...-გულწრფელად ვუთხარი და წამოვედი.წმაოსვლისას მისი ღიმილი უფრო ნაცნობად მომეჩვენა.უკვე სახლში მისვლას ვაპირებდი,როცა შეტყობინება მომივიდა მწვანე კულულიანისგან. ,,დღეს კლუბში ვუკრავ.იგივე ადგილზე“-უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.მართალია ვერ ვიტან კლუბებს და მით უმეტეს იმ ადგილს სადაც ერთხელ უკვე ცუდათ დავამთავრე,მაგრამ მაინც მინდოდა წასვლა.შრეკის ნახვა მინდოდა... გარდერობში კაბა ავარჩიე,რომელიც მუხლს ოდნავ ქვემოთ მწვდებოდა.საერთოდ არ მიყვარს კაბები.ეს ერთადერთიც დედაჩემის საჩუქარია.თმა დავიხვიე,ზურგ ჩანთაში ტელეფონი და გასაღები ჩავდე,ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი.ტაქსი ეზოსთან მელოდა.მისამართი ვუკარნახე და ფანჯარაში გავიხედე.რატომღაც ვღელავდი.შეიძლება მოსალოდნელი საბრთხის გამო,რომელიც შეიძლება შემთხვეოდა. -მადლობა.ხურდა დაიტოვეთ-ვუთხარი ტაქსის მძღოლს. შენობაში შევედი.,,ფ’ეის კონტრილი’’ წარმატებით გავიარ და ციცინათელას ფერებში განათებულ ოთახში შევაბიჯე.ხმაური და გამაყრუებელი მუსიკა.ღრმად ამოვისუნთქე.თვალები გადავატრიალე და ბართან მაღალ სკამზე ჩამოვჯექი. -წყალი თუ შეიძლება-შევუკვეთე თუ არა ბიჭმა უცნაურად გამომხედა. -წყალს არ ვყიდით.-ალმაცერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -წვენი?-ამოვიბუტბუტე თავმობეზრებულმა.-უალკოჰოლო! -კარგიი-ჩაიცინა და ყვითელი სითხე ჩამომისხა გრძელ,თხელ,გამჭვირვალე ჭიქაში-გამონაკლისს დავუშვებთ. -მადლობა-გავუღიმე.თვალი მოვავლე იქაურობას და წვენი მოვსვი.შრეკს მივწერე,რომ უკვე კლუბში ვიყავი. მუსიკა მაბრუებდა.არ მესმის რატომ დადიან ასეთ ადგილებში.შეიძლება სმენის პრობლემაც გაგიჩნდეს. -მოხვედი!-გავიგე ზურგს უკან ნაცნობი ხმა.სწრაფად შევტრიალდი მისკენ და ყურებამდე მომღიმარ მწვაანე თმიანს მეც ღიმილით ვუპასუხე. -ლამისაა წავიდე-გავიცინე. -არსადაც არ მიდიხარ-ენა გამომიყო-ცოტახანს გაუძელი-მთხოვა და არაყი შეუკვეთა. -ჰო ვცდილობ. -კაბაში პირველად გხედავ მგონი-გამიღიმა შრეკმა.ღიმილის დროს კი როგორც ყოველთვის ღრმულები გამოუჩნდა ლოყებზე. -ჰო.ამის მეტი არც მაქვს-ჩავიხითხითე. -არადა გიხდება!-არაყი მოსვა და წამოდგა.ხელი გამომიწოდა.მეც ყოყმანის გარეშე ჩავკიდე და უკან გავყევი.მალევე გავერიეთ მოცეკვავეებში.ირგვლივ ყველა უაზროდ ცეკვავდა.-ხესავით დგომას დიდიხანს აპირებ?-მკითხა და გაიცინა.მეც გამეცინა და სულ ოდნავ დავიწყე მუსიკის რითმთან ერთად რხევა. -ამ გოგონებივით ზამბარასავით ვერ დავიკლაკნები-ენა გამოვუყავი რაზეც გადაიხარხარა. -ვითომ რატომ იკლაკნებიან? -შეხედე ლამისაა ძვლები ამოიგდოს-თვალები გადავატრიალე ჩვენ წინ მოცეკვავე გოგოს დანახვაზე.-თან ისეთი სახე აქვს პორნოგრაფიული ვიდეოების მსახიობსაც შეიძლება შეშურდეს-ორივემ ჩავიხითხითეთ. -დოქტორი უბოროტესობა ხარ-საოცრად გამიცინა.მუსიკა შეიცვალა და ცოტა დავმშვიდდი.შედარებით ნელი რიტმი ჰქონდა.მწვანე თმიანმა წელზე მომხვია ხელები და ისე განაგრძო ცეკვა.ალბათ მიხვდა ასე უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს.ნიკაპი მის მხარზე ჩამოვდე და სხვა წყვილები თვალიერება დავიწყე.საზიზღრად ცეკვავდნენ.ბნელ,მოფარებულ კუთხეში ერთმანეთსაც კოცნიდნენ. -სცენასთან უნდა მივიდე.წამოხვალ თუ აქ დარჩები?-შრეკის ხმამ გამომარკვია.ტელეფონს უყურებდა. -წამოვალ-თავი დავუქნიე სასწრაფოდ.აქ დარჩენას ყველაფერი მერჩივნა. 888 სცენასტან მისულებს ბიჭები მომესალმნენ,როგორც ჩვევიათ ხოლმე.მერე სიმღერა დაიწყეს.თავი ფილმში მეგონა.გაოცებული ვუყურებდი მათ სახეებს.არც ისე ხმამაღალ მუსიკას მღეროდნენ.ტექსტმა მომხიბლა,რომელიც გოგოს და ბიჭის მეგობრობაზე გიყვებოდა. -საოცრება იყო!-ემოციებით სავსემ ხუთივეს გადავეხვიე.-მართლა. -მადლობა!-მითხრა წითელთმიანმა და ზურგზე დამიტყაპუნა ხელი. -ჰოდა უნდა აღვნიშნოთ-წამოიძახა რომელიღაცამ.მწვანე კულულიანმა მანიშნა წავყოლოდი. -თქვენ აღნიშნეთ ბიჭებო.მე და დოქტორი ბოროტება წასასვლელები ვართ!-გადასძახა მეგობრებს.ხელისგული წელზე დამადო და გასასვლელისკენ მიბიძგა. -სად მივდივართ?-ვკითხე,როცა გარეთ გავედით.საკმაოდ ციოდა.მის მანქანასთან მივიდა და კარი გამიღო,რომ ჩავმჯდარიყავი. -ნახავ! -უკვე გვიანიაა.ხვალ სამსახურში უნდა წავიდე-ამოვიოხრე-იქნებ ხვალ წავსულიყავით?-შევთავაზე ღიმილით.ღვედი შევიკარი და შრეკს გავხედე.ძრავი აამუშავა და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს. -მხოლოდ რამდენიმე წუთის საქმეა.გპირდები მალე დაგაბრუნებ სახლში-შემპირდა ღიმილით და ქალაქიდან გავიდა.გარეთ ვიყურებოდი,მაგრამ ისე ბნელოდა არაფერი ჩანდა.მანქანა,რომ გააჩერა ორივე ერთდროულად გადმოვედით. -ლამაზია-აღმომხდა,როგორც კი იქაურობა შევათვალიერე. რომელიღაც გორზე ვიდექით.ცასთან ახლოს! სხვა ადგილებთან შედარებით ნათელი და მშვენიერი იყო.ღამითაც კი. -სავსე მთვარეა და ვიფიქრე მოგეწონებოდა აქაურობა.-ღიმილით წარმოთქვა.ხელები ჯიბეებში ჩაიცურა და გვერდით ამომიდგა.-ვარსკვლავებს,რომ დააკვირდები,მით უმეტეს ასე ახლოდან,გაარჩევ მის ფორმას და შეიძლება სხივებიც კი დაითვალო.-პატარა ბავშვივით იყო.გამეცინა და მინდორზე ჩამოვჯექი. -ვარსკვლავებზე დაკვირვებაც გიყვარს? -მხოლოდ შეუიარაღებელი თვალით-გამიღიმა და ცაში აიხედა. -ზედმეტად შემოქმედებითი ხარ ოგრის კვალობაზე-ჩავიხითხითე. -მწარე ენა გაქვს-სიცილით დამემანჭა. -ერთხელ მეც ხომ უნდა გაგიფუჭო სასიამოვნო მომენტი-თვალი ჩავუკარი,როგორც მას ჩვევია და გავიცინე. -მიმბაძველობა კლავს!-თვალებ დაწვრილებულმა შემომხედა-თუმცა შენ სიკვდილიც არ მოგეკარება. -შენ...დამპალო!-ამოვიბუტბუტე გაბრაზებულმა,ვერაფერი,რომ ვერ მოვიფიქრე.შრეკმა კი გადაიხარხარა. -არ თქვა,რომ არ მეთანხმები. -ცოტაც და მალე შენ მიესალმები სიკვდილს-ენა გამოვუყავი და მეც გამეცინა. -მართალი ხარ. დოქტორ ბოროტებასთან თამაში არ ღირს-ჩაიხითხითა.-სხვათაშორის მინდორი სველია და შენი ლამაზი კაბა რომ დასველდება ვერ მოგცემ ჩემ სავარძელზე დაჯდომის უფლებას.თუ არ გინდა საცვლების ამარა იმგზავრო ჩემთან ერთად გირჩევნია ადგე-მაცნობა თვალებ აელვარებულმა.მე სწრაფად,მგელნაკბენივით წამოვვარდი და უკანალი გავიწმინდე.რამაც უფრო გაამხიარულა. -სანამ შემომაკვდები გირჩევნია წავიდეთ-გავაფრთხილე ბოროტი ღიმილით.მანაც ხელები ზემოთ აწია დანებების ნიშნად და მანქანისკენ წავიდა. 888 ერთმა კვირამ ისე სწრაფად გაიარა ვერც შევამჩნიე.სხვა ბინაში გადასვლა დროებით გადაიდო.სახლის პატრონს რაღაც პრობლემები შეექმნა და ამიტომ სხვა ბინის მოძებნა დავიწყე. ქორწილამდე 1 დღე იყო დარჩენილი,მე კი ჯერაც არ ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა.შრეკმა მითხრა რომ დრესკოდი ჰქონიათ. შავი ან თეთრი კაბა უნდა ამერჩია.მეც მოლში წავედი და ამ ქვეყნად ყველაზე უბრალო კაბა ამოვირჩიე.იქნებ არც მოეწონოთმეთქი გავიფიქრე მაგრამ მაინც ვიყიდე და შინ დავბრუნდი.მეორე დილით მაღვიძარამ გამომაღვიძა.სასწრაფოდ წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.წყალი გადავივლე.გასუფთავების შემდეგ ნემსი გავიკეთე და თმა დავისწორე. -ჯანდაბა!-წამოვიძახე,როცა ლაინერი ვერ წავისვი.ხელები მიკანკალებდა.საჭიროზე მეტად ვნერვიულობდი. ,,გაარეთ გელოდები“-შრეკმა მომწერა.მე კი უფრო ავღელდი.ქლარჩში ტელეფონი და ფული ჩავდე და გარეთ გავედი.მგონი გიჟური დღე მელის... -მზად ხარ?-ვკითხე სანამ მანქანიდან გადავიდოდით.ვატყობდი ჩემზე უარესად ნერვიულობდა და ვცდილობდი,როგორმე გამემხნევებინა. -არა-ჩუმი ხმით აღიარა.გულწრფელად შემეცოდა იმ წამს.მისი დაცვა მომინდა,მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გავაკეთებდი.ვეტყოდი,რომ შეგვეძლო წავსულიყავით... -დამშვიდდი.მე შენთან ვარ,კარგი?ჩასვლის დროა-მისკენ გადავიხარე,ტუჩები ლოყაზე მივადე და ჩუმად ვაკოცე. -წავიდეთ-თავი დამიქნია და მანქანიდან გადავიდა.მეც გადმოვედი.ქლარჩი ავიღე და როგორც კი მწვანე კულულიანმა კარები ჩაკეტა ,,ხელკავი“ გამოვდე.ამ ჟესტზე საყვარლად გამიღიმა და უზარმაზარი სახლისკენ წავიდა. მისი გაცნობის შემდეგ თავი ფილმში მგონია. ქორწილიც ზუსტად ფილმებში ნანახს წააგავდა.სახლის უკან,უზარმაზარ მინდორზე ევროპულად მოეწყოთ ყველაფერი.,,ალაფურშეტის“ სტილში. მრგვალი მაგიდები ერთმანეთიდან მოშორებით იდგა. -არც ისე ბევრი ხალხია-შევნიშნე და შრეკს ავხედე.უცნაურად ათვალიერებდა იქაურობას-კარგად ხარ? -ამ... კი,კი! ყველაფერი კარგადაა-დაბნეულმა,ძალით გამიღიმა და გრძელი სკამებისკენ წამიყვანა-ალბათ ჯვრისწერაზე არიან. 888 ნეფე-დედოფალი,რომ მოვიდა ერთი ამბავი ატყდა.უამრავი სტუმარი შეიკრიბა.ყველა აქ იყო.ერთ-ორ პარლამენტარსაც მოვკარი თვალი. -შენი ძმა საოცრად გგავს-ჩუმად გადავუჩურჩულე მწვანე კულულიანს.ყველანი ვისხედით და ხელის მოწერის ცერემონიალს ვუყურებდით.ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტი იყო. -ვიცი-საწყლად გამიღიმა.მე კი ხელი ხელზე მოვუჭირე დასამშვიდებლად. -ახლა კი,ყველა სტუმარს ვთხოვ მაგიდებთან გადაინაცვლოს.ისიამოვნეთ-ვიღაცამ მიკროფონით გამოაცხადა.ყველანი წამოვდექით და მაგიდებისკენ წავედით. -რამე ტკბილს თუ არ შევჭამ მოვკვდები-ყურში ვუთხარი შრეკს. -წამოდი.ტკბილეულის მაგიდასთან მივიდეთ-სიცილით მითხრა,ლოყაზე მაკოცა და ხელი ჩამკიდა. -ო,ღმერთო! თვალებს ვერ ვუჯერებ!-გავიგეთ ზურგს უკან.სწრაფად შემობრუნდა მწვანე თმიანი და მოხუც ქალბატონს მიაჩერდა,რომელიც მისი ასაკის მიუხედავად მშვენივრად გამოიყურებოდა. -გამარჯობა ბებია-გაეღიმა შრეკს. -ჩემო ბიჭოო.რამდენი ხანია არ მინახიხარ.შეხედე შენს თავს,უკვე კაცი ხარ-სიყვარულით აღსავსე თვალებით შეათვალიერა ქალმა,პიჯაკზე მოეჭიდა და მისკენ მიიზიდა ჩასახუტებლად.უნებურად მეც გამეღიმა მათგამო. -ეს მშვენიერი ქალბატონი ვინ არის?-იკითხა ქალმა და გამომხედა. -ეს...ეს ჩემი მეგობარია.ეს ბებიაჩემია-სასაცილოდ გაგვაცნო ერთმანეთი. -ოჰ ისევ ისეთი სიტყვაძუნწი და ყინული ხარ საყვარელო-ჩაიხითხითა ბებიამ.ხელები მომხვია და ძლიერად ჩამეხუტა-სასიამოვნოა შენი გაცნობა ძვირფასო. -ჩემთვისაც-გავუღიმე და მეც გადავეხვიე. -მამამისივით კარგი გემოვნება აქვს-გაიცინა-კარგი ახლა დაგტოვებთ.მოგვიანებით გნახავთ-თვალი ჩაგვიკრა მოხუცმა და გაგვეცალა. -ყველაზე მაგარია ბებიაა ვისაც კი შევხვედრილვარ-გულწრფელად ვუთხარი მომღიმარ შრეკს და მეც გამეღიმა. ტკბილეულობის მაგიდასთან მისულებმა ნამცხვარი და შოკოლადი გავსინჯეთ. -არ დალევ?-მკითხა,როცა მიმტანი დაინახა,რომელიც შამპანურს დაატარებდა. -ხომ იცი... -ერთი ჭიქა არაფერია-სიტყვა შემაწყვეტინა,ერთი ჭიქა შამპანური აიღო და მე გამომიწოდა. -შენ არ დალევ?-წარბები შევკარი. -მე საჭესთან ვარ-გამიღიმა და თავით მანიშნა დამელია. -რა ჩემი დათრობა და იმის გაკეთება გინდა რაც მოგინდება?-ჩავიხითხითე. -ღმერთო,რა სულელი ხარ-მასაც გაეცინა.ლოყებზე ღრმულებმა უფრო მშვენიერი და ლამაზი გახადა.ისედაც ბრწყვინავდა.პიჯაკი და პერანგი ეცვა. -სულელი შენხარ-როგორც კი ენა გამოვუყავი,მაშინვე ვინანე ჩემო ბავშვური საქციელი. -გამარჯობა!-ყურადღების მისაქცევად ვიღაცამ ჩაახველა. -გამრჯობა-ორივემ ერთდროულად მივესალმეთ.შრეკისგან განსხვავებით გაოცებული ვუყურებდი ჩვენს წინ მდგომს.მხოლოდ ახლა გავიაზრე ვის მაგონებდა ჩემი ,,აგენტი“ რომელიც ბინის მოძებნაში მეხმარებოდა.საოცრად ჰგავდა მწვანე თმიანს.ამას მხოლოდ იმ წამს მივხვდი,როცა ერთმანითის პირისპირ დავინახე. -არ მეგონა თუ მოხვიდოდი.-შრეკს გაუღიმა და დაბნეულმა შემომხედა-შენ? -გაიცანი ეს ჩემი მეგობარია. ეს ჩემი უფროსი ძმაა,არჩილი. -ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს-თქვა არჩილმა და ხელი გამომიწოდა.მეც ღიმილით ჩამოვართვი. -ოუ.მე რატომ არ მითხარი?-თავი გვერდით გადახარა და კითხვის გამომეტყველებით შემომხედა. -არ ვიცოდი შენი ძმა თუ იყო... -წამოდი.დედა და მამა ბექასთან და მიასთან არიან.-თავით მეფე-პატარძლის მაგიდისკენ მიგვანიშნა.შრეკს ავხედე.შეშინებული ჩანდა.ხელი ჩავკიდე და ოდნავ მოვუჭირე,რომ ეგრძნო მეც მასთან ვიყავი. -არვიცი ეგ კარგი აზრია თუ არა... -კარგი რა.გაუხარდებათ.დამიჯერე-ხელი მხარზე დაადო და ხალხს შეერია.ჩვენც უხმოდ გავყევით.ვიცოდი,როგორ უნდოდა იქედან აორთქლებულიყო...მეც მინდოდა! 888 -გამარჯობა!-უემოციოდ წარმოთქვა მწვანე კულულიანმა,მათ მაგიდას,რომ მივუახლოვდით.როგორც კი მისი ხმა გაიგეს ყველამ ჩვენზკენ გამოიხედა.უხერხულად შევიშმუშნე და შრეკს ავეკარი.მთელი ოჯახი იქ იჯდა.დედ-მამა,და,წყვილი და ბებია. -ღმერთო ჩემო!-აღმოხდა ახალგაზრდა ქალს,რომელიც ალბათ დედა უნდა ყოფილიყო.დავინახე,როგორ აუწყლიანდა თვალები,მაგრამ,როგორც კი ქმრის მზერა იგრძნო თავი დახარა. ჯანდაბა! -შენ აქ ხარ!-მოულოდნელად წამოიძახა გოგონამ.სწრაფად წამოდგა და შრეკს მოეხვია.მე განზე გავიწიე მათვის ჩახუტების საშუალება რომ მიმეცა. -გამარჯობა პატარავ-თბილად ჩაღუღუნა ყურთან მწვანე თმიანმა,მის 17-18 წლის დას და ძლიერად ჩაეხუტა.ისე საყვარლად,როგორც მხოლოდ მას შეეძლო. -მია!-მაღალმა,საზარელმა ხმამ ადგილსე შემახტუნა შიშისგან.-მოშორდი!-უბრძანა გოგონას მამამ. -დამშვიდდი თამაზ!-გადაულაპარაკა ცოლმა, მაგრამ თითქოს არ გაუგონიაო, ფეხზე წამოიჭრა და რამდენიმე სტუმრის ყურადღებაც მიიბყრო. -აქ მოსვლა,როგორ გაბედე !-შეშინებულმა გადავხედე გაქვავებულ შრეკს.ნელა მივუახლოვდი და მასთან ახლოს დავდექი. -მე დავპატიჟე!-მტკიცედ განაცხადა სიძემ.-ეს ჩემი ქორწილია მამა! ის კი ჩემი ძმაა.და შენი შვილი სხვათაშორის! -მე სამი შვილი მყავს! გასაგებია თქვენთვის?-ჩუმად ჩაილაპარაკა.დანებდა ბოლოს.დაჯდა და წითელი სითხით სავსე ჭიქა მოიყუდა. -გავიდეთ.-ყურში ჩავჩურჩულე ბრაზისგან და მღელვარებისგან აცახცახებულ მწვანე თმიანს და ხელზე დავქაჩე.იქ მჯდომთ,ზრდილობისთვის გავუღიმე და ზურგი ვაქციე. -მიდიხარ?-გაისმა დედამისის ხმა.შრეკმა ნაღვლიანად გაუღიმა დედამისს,თავი გაიქნია და მათ მაგიდას გაეცალა. 888 -არ უნდა მოვსულიყავი.ისინი ვერ მიტანენ!-თითებს ნერვიულად იცურებდა თმებში-დაინახე მამაჩემის სახე? ვეზიზღები! -დამშვიდდი-ვთხოვე და საპირფარეშოს კარს მივეყრდენი. -სათქმელად ადვილია!-ირონიულად გაიცინა და მუშტი ნიჟარას დაარტყა. -ვიცი,რომ ადვილი არ არის,მაგრამ თუ არ დამშვიდდები,მალე პანიკაში ჩავარდები!-რამდენიმე ნაბიჯით დავფარე ჩვენს შორის მანძილი,ჩემსკენ შემოვატრიალე და თავი ავაწევინე.თვალებში შემომხედა. -წამალი მჭირდება-უმწეოდ ამოიჩურჩულა.მე კი თითქოს რაღაც მძიმე დამაწვა სხეულზე.შრეკს მოვშორდი და გარეთ გავედი. -სად მიდიხარ?-უკან გამომყვა.ჩემი საქციელით დაბნეული ჩანდა. -დასალევს მოვძებნი. -არ შეიძლება შენთვის-ხელები ძირს ჩამოყარა და მომაჩერდა.მეც არ მომიშორებია თვალი მისთვის. -არც შენთვის შეიძლება ნარკოტიკი,მაგრამ მაინც იკეთებ!-მკვახეთ მივახალე და ხალხში გავუჩინარდი...ის თავს ინადგურებს! და მასთან ერთად მეც უფსკრულისკენ მექაჩება! 888 -მე მია ვარ!-გამეცნო შრეკის და.მე ხელი გავუწოდე,მან კი მისკენ დამქაჩა და გადამეხვია.საოცრად თბილები იყვნენ.-შენ მისი შეყვარებული ხარ?-გულუბრყვილოდ მკითხა,ისიც ძმებს ჰგავდა.ოთხივეს ფოსოები უჩნდებოდა ღიმილისას. -ოუ არა-გავიცინე მე, და შამპანური მოვსვი-ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. -არადა,ისე ჩანს თითქოს...-სიტყვა აღარ დაუმთავრებია,თვალები აენთო. -სკოლა დაამთავრე?-შეამჩნია თემის შეცვლა,რომ ვცადე,საყვარლად ჩაიხითხითა და თავი გაიქნია. -წელს ვამთავრებ. მინდა ვეტერინარი გავხდე მაგრამ ჩემს მშობ...სად იყავი?-მოულოდნელად სიტყვა გაუწყდა. სახე მშვენიერმა ღიმილმა გაუნათა მისი ძმის დანახვისას. -ტუალეტში-დას გაუღიმა შრეკმა და ხელი წელზე მომხვია.ფრთხილად შემომხედა,თითქოს აინტერესებდა რას გავაკეთებდი.არაფერი მითქვამს,თვალი ავარიდე მაგრამ არ მოვშორებივარ. -ცოტახნით წავიყვან კარგი?-თვალი ჩაუკრა გოგონას.მის პასუხს არ დალოდებია, მსუბუქად მიბიძგა,რომ გავყოლოდი. -არ მინდა შენთან ლაპარაკი.შენი ძმის ქორწილში ხარ,შენს საყვარელ ადამიანებთან და ისევ წამალზე ფიქრობ,რომლის გამოც დაშორდი მათ. და...და კიდევ...-სიტყვა ვეღარ დავასრულე.თითები კეფაზე შემომხვია,მისკენ მიმიზიდა და ჩემს დუჩებს დაეწაფა.მაშინვე შევიგრძენი პიტნის გემო.მინდოდა მომეშორებინა მაგრამ ძალა არ შემრჩა.მუხლები შემისუსტდა და ლამის ხელებში ჩავადნი.თვალები დავხუჭე და მეც ვაკოცე.ასე არასდროს,არავისთვის მიკოცნია.პულსი ნელ-ნელა მიჩქარდებოდა და ვაცნობიერებდი,როგორ ძალიან მინდოდა დრო გაჩერებულიყო. -თუ არ ამომასუნთქებ გავიგუდები-ამოვილუღლუღე ბოლოს მის ტუჩებში და გავიცინე.მასაც გაეცინა.ოდნავ მომშორდა და ამჯერად შუბლზე მომაწება მისი ბაგეები. -ეს წამლის სურვილის დასაფარად გააკეთე არა?-პირდაპირ ვკითხე. -არა! რათქმაუნდა არა! ჯანდაბა!-წარბებ შეკრულმა შემომხედა.ჩემი ხელი აიღო და მისი თითები ჩემსაში ახლართა-მე შენ მომწონხარ სულელო დოქტორო ბოროტებავ! -ახლა სულელიც გავხდი?-თვალები გადავატრიალე და ენა გამოვუყავი. -დიახაც! ხომ ხედავ.გითხარი,რომ მომწონდი,შენ კი ,,სულელი’’ რომ გიწოდე იმის მეტი არაფერი გაგიგია-ამოიოხრა. -ანუ მოგწონვარ?-ღიმილი ვერ დავფარე,როცა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.ხუმრობით ლოყაზე ვუჩქმიტე და გავუცინე.ვერაფერს ვიზამ! ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას და შემორიგებას...როგორც არ უნდა ვბრაზობდე მასზე. -ბოდიში,ხელი თუ შეგიშალეთ!-მოგვესმა ჩახველების ხმა და ორივემ მაღალ,მშვენიერ გოგოს შევხედეთ,რომელიც არც თუ ისე კეთილად მიყურებდა... ============================================================================= -გამარჯობა მარიამ-გაოცებისგან წარბები ზემოდ აქაჩა მწვანე თმიანმა, უცხოს დანახვაზე.გოგონა მაღალი,საკმაოდ ნავარჯიშები იყო.ლამაზი,პატარა სახე ჰქონდა,რომელზეც ავისმომასწავებელი ღიმილი აკვროდა და ჩვენს ხელებს მიჩერებოდა,რომელიც უნებურად აგვეხლართა ერთმანეთში. -მიხარია შენი ნახვა-ამოიკნავლა,მოგვიახლოვდა და შრეკს კისერზე შემოეხვია.ისიც იძულებული გახდა ხელი გაეშვა ჩემთვის.უხერხულობა ვიგრძენი.მიწაზე დავიხედე. -..ჰო,მეც-ამოიბუტბუტა მწვანე თმიანმა და მოშორდა. -წამოდი დედაჩემს ძალიან გაუხარდება შენთან შეხვედრა. ნუ რა თქმა უნდა თუ შენი პრინცესა წინააღმდეგი არ არის-ბოროტი ღიმილით ამათვალიერა გოგომ და ხელი შრეკის მხარზე ჩამოასვენა.გულში გამეცინა მის საქციელზე. თავი ,,ტელემუნდოს” სერიალში ხომ არ ჰგონიამეთქი. -მალე დავბრუნდები-მწვანე თმიანმა ლოყაზე მაკოცა და ჩემს ყურთან ჩუმად დაამატა-აპატიე მას,დაბადებიდან ძუკნ@ა. -დარწმუნებული ვარ-გადავუჩურჩულე ბიჭს და ზურგი ვაქციე. -ოუ,მგონი შენს პატარას არ მოვეწონე-გავიგე მისი წიკვინი,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.სასმელების მაგიდისკენ წავედი.მგონი ცოტა დალევა ნამდვილად არ მაწყენდა. 888 -მარტო რატომ ხარ?-ნეფე-პატარძალი მომიახლოვდა.საყვარლად გამოიყურებოდნენ ერთად. -ის მეგობარს შეხვდა.მგონი მარიამი ჰქვია-ავუხსენი ღიმილით და შამპანური მოვსვი.უკვე საკმაოდ ბნელოდა.ეზოში თეთრი ლამპიონები აანთეს.ყველაფერი უფრო მშვენიერი გახდა. -ოუ.დედაჩემმა აიჩემა მისი დაპატიჟება.-უკმაყოფილოდ წარმოთქვა ბიჭმა-ჰო მაპატიე არ გაგეცანი.მე ბექა ვარ-ხელი გამომიწოდა.მეც ჩამოვართვი და თბილად გავუღიმე საყვარელ ცოლ-ქმარს-ეს სოფოა.დღეიდან ჩემი მეუღლე-საოცრად სიყვარულით წარმოთქვა და ხელი წელზე შემოხვია მომღიმარ სოფოს. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ჩვენთვისაც-თავი დამიქნია სოფომ და თავი მხარზე ჩამოადო ქმარს. -როგორ გაიცანით ერთმანეთი?-მკითხა ბექამ.ჯანდაბა! რა უნდა მეთქვა? ხომ ვერ ვეტყოდი იცი? შენი ძმა მორგში მოიყვანეს ნარკოტიკების მიღების გამო მკვდარი ეგონათ და მე კინაღამ გავკვეთეთქო? სისულელა. -მმ...მეტროში.მან საათი მკითხა.და მერე უბრალოდ თავისით მოხდა ყველაფერი-ენა დამება.ეს თითქოს,სულაც არ იყო ტყუილი. -საინტერესოა-ერთდროულად ჩაიხითხითეს. -წავალ იმ ,,ალქაჯიდან“ დავიხსნი.ახლავე დავბრუნდები.-სიცილით წარმოთქვა სიძემ და გაგვეცალა. -,,ალქაჯი“ რატომ უწოდა? -ყველას კისერზე ეკიდება.განსაკუთრები ამ ოჯახის მამაკაცებისკენ აქვს მიდრეკილება-გაეცინა სოფოს. -ოუ-წარბები ზემოთ ავქაჩე და შამპანურის ჭიქა სულ გამოვცალე. ჯანდაბა! 888 სოფო დედამისმა წაიყვანა.მე კი ისევ მარტო დავრჩი.ვიცი აჯობებდა სახლში წავსულიყავი,მაგრამ არ შემეძლო შრეკისთვის ამის გაკეთება.ვიცი,როგორ უჭირს აქ ყოფნა.მამასი დასანახად ვერ იტანს.ამაში დავრწმუნდი... მარტო მივსეირნობდი ხელოვნური ტბის სანაპიროზე და შამპანურს ვწრუპავდი. გემრიელი იყო,ამინდიც სასიამოვნო.ირგვლივ მიმოვიხედე.ყველა ერთობოდა.ლამაზი საღამო იყო და მეც უკეთ ვიგრძნობდი თავს,მწვანე თმიანი,რომ არ მომშორებოდა. -ჯანდაბა!-შევიკურთხე,როცა ფეხის ძარღვი დამეჭიმა.ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვახერხებდი.სწრაფად დავჯექი მწვანე მინდორზე და ქლარჩიდან შოკოლადი ამოვიღე.სიამოვნებიდან თვალები დამეხუჭა და უცნაური ბგერები აღმომხდა. -რომ არ ვიცოდე დიაბეტი გაქვს ვიფიქრებდი,რომ რაღაც ,,ჰორმონების დასაკმაყოფილებელ საშუალებებს“ შეიცავს ეგ შოკოლადი-ნაცნობი ხმა გავიგე ზურგს უკან. -რა საზიზღარი ხარ-გამეცინა.სწრაფად წამოვდექი და კაბა გავისუფთავე. -ჰოო,ვცდილობ-ჩაიხითხითა.ბაფთა კისერზე ჩამოეკიდებინა და რამდენიმე ღილი შეეხსნა.საოცრად გამოიყურებოდა. -ცოტაც და ვიფიქრებდი,რომ ,,მის მშვენიერებასთან“ ერთად გაიპარე-თვალები სიცილით გადავატრიალე.-გველს გავს.არა მე გველები ძალიან მომწონს და ვიცი,შეიძლება ამით მათ შეურაცხყოფას ვაყენებ,მაგრამ მინდოდა მეგულისხმა,რომ მათსავით გესლიანია. -წარმოუდგენლად ბოროტი ხარ-საყვარლად გადაიხარხარა-ნამდვილი დოქტორი ბოროტება ხარ.გეფიცები! -სულაც არა!-გავაპროტესტე მაგრამ ის მაინც თავისას ამტკიცებდა.ბოლოს ხელი ჩამკიდა და მისი ოჯახისკენ წამიყვანა. -კიდევ ერთხელ უნდა გავუძლოთ ამას-თავი სასაცილოდ გაიმხნევა. 888 -ძალიან მომენატრე საყვარელო-ამოისრუტუნა დედამისმა და ძლიერად მოეხვია.მამა არ იყო მის გვერდით და ამან უფრო შეაგულიანა ორივე.შრეკი სათითაოდ ყველას გადაეხვია და დაემშვიდობა.ამაღელვებელი და საშინელი საყურებელი იყო გამომშვიდების სცენა. საბოლოოდ მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით.გზა საშინლად გაიწელა.მწვანე თმიანს სიტყვაც არ დასცდენია,მეც ჩუმად ვიყავი.არმინდოდა ხასიათი უარესად გამეფუჭებინა მისთვის.ჩემი სახლის გზას,რომ ავცდით წარბები შევკარი. -მე იქეთ ვცხოვრობ!-ვერ მოვითმინე და ამოვილუღლუღე. -ვიცი! -გადასარავია.ჰოდა შეგიძლია მოაბრუნო?-ირონია შემეპარა. -დღეს ჩემთან დარჩი-მუდარასავით გაისმა მისი სიტყვები.რათქმაუნდა მისი ეს ტონი ,,პიკი“ იყო ჩემთვის.ისევ შრეკის დაცვის მექანიზმი ამოქმედდა და მეც წინააღმდეგობის გარეშე დავუქნიე თავი,თანხმობის ნიშნად. 888 -მადლობა-საყვარლად გამიღიმა,როცა ორივენი კომფორტულად მოვეწყვეთ ლოგინში.ჩემსკენ იყო გადმობრუნებული და თავი ხელზე ჩამოედო.მე კი ჭერს მივშტერებოდი.ვაანალიზებდი,როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ამ 2 თვეში. -რისთვის?-გაკვირვებულმა გადავხედე. -რომ წამომყევი-მხრები აიჩეჩა.-ვერ გავბედავდი მისვლას. -ნუ სულელობ.კარგი დრო გავატარე-გავუღიმე დასამშვიდებლად და მისკენ შევტრიალდი-მამაშენი გამოკეთდა,როგორც ჩანს? -ჰო.მანამ სანამ გაიგებდა,რომ მეც წამალზე ,,ვიჯექი“, 2თვე სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა-მშვიდად ამიხსნა.თვალები ეხუჭებოდა. -მაპატიე მაგრამ არასწორად მოიქცა.ჯობდა შენც იქ მიეყვანე.ღმერთო ჩემო! ახლა ნარკოტიკზე არც კი იფიქრებდი!-ამოვიოხრე. -ჰო,მაგრამ მისი ნერვები არც ისე კარგ მდგომარეობაშია.ბრაზს ვერ აკონტროლებს-თვალები არ გაუხელია ისე წაილუღლუღა. -ეგ ვერ ამართლებს მის საქციელს-თავი გავიქნიე.მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა მისთვის მაგრამ მივხვდი აზრი არ ჰქონდა.უკვე მშვიდად ეძინა და ჩემიც აღარ ესმოდა.ლამაზი იყო! როგორც ყოველთვის ბავშვივით საყვარლად ეძინა.მაღვიძარა ექვსის ნახევარზე დავაყენე და მეც მალევე ჩამეძინა. 888 დილით თვალები ძლივს გავახილე და ოთახი მოვათვალიერე.მინდოდა წამოვმდგარიყავი,მაგრამ შრეკი ისე ძლიერად მიჭერდა ხელს ვერაფრით მოვახერხე.იმაზე ფიქრი,თუ რამდენად მშვენიერი იყო ასეთ მდგომარეობაში ტვინის უკან მოვისროლე და ოდნავ შევანჯღრიე,რომ გავეთავისუფლებინე. -ეიი! გამიშვი!-ამოვიგმინე.არ გაუღვიძია,მხოლოდ წარბები შეკრა,ხელი გამიშვა და გვერდი იცვალა.მე,აბაზანაში შევედი,წყალი გადავივლე.როგორც კი მოვწესრიგდი,წამალი გავიკეთე და საძინებელში დავბრუნდი.უკვე 7 საათი გამხდარიყო. -ჯანდაბა! გაიღვიძეეე!-პანიკისგან ხმამაღლა ჩავძახე ყურში ტკბილლად მძინარე შრეკს. -გაიღვიძეე! გთხოვ რა-ხელი მოვკიდე და ძლიერად შევაქანე. -ადექი ვიროო!-დავიყვირე უკვე მოთმინება დაკარგულმა. -სამსახურში ვერ დავიგვიანებ! სახლში უნდა წამიყვანო,გამოვიცვალო და მოვწესრიგდე! ადექი! -ღმერთო! რომელი საათია?-ამოიბუტბუტა და ცალი თვალი ძვლივს გაახილა,ელექტრო მაღვიძარასთვის,რომ დაეხედა-შენ გიჟი ხომ არ ხარ?-აღმოხდა,როცა დრო გაარჩია.-დაწექი!-ამოიოხრა და ძილი განარძო. რამდენიმე წამი ერთ ადგილზე ვიდექი,გაბრაზებული.ბოლოს ვეღარ მოვითმინე,ჭიქა წყლით ავავსე და საწოლთან მივედი. -ადექი,ბოლოჯერ გეუბნები!-გავაფრთხილე.ხმა,რომ არ გამცა ზედ დავასხი.შრეკმა ამოიღმუვლა და საწოლიდან წამოხტა.მე კი სიცილისგან თავს ძვლივს ვიკავებდი.ტუჩზე ვიკბინე და ხელები წელზე შემოვიწყვე. -შენ ნორმალური ხარ?-სველი სახე ჩამოიწმინდა-გააფრინე? -არ იღვიძებდი!-ენა გამოვუყავი და გადავიხარხარე-ბანაობა აღარ მოგიწევს! -გირჩევნია გაიქცე!-ავისმომასწავებლად აუელვარდა თვალები. -არ გაბედო! არ შემეხო!-სიცილით გავიქნიე თითი და უკან დავიხიე.როგორც კი ჩემსკენ გამოიქცა მეც გავიქეცი.სამზარეულოში,საღამოს კაბით,მაგიდის გარშემო დავრბოდით.ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევდა ასე ,,ტომი და ჯერის“ მსგავსად თამაში შრეკს რომ არ ეყოჩაღა.მაცივრიდან წვნიანი გამოიღო და თავზე გადამაწუწა.მოულოდნელობისგან გავშეშდი.მწვანე თმიანი კი,სიცილისგან მიწაზე ხოხავდა.ვგრძნობდი,როგორც გამოვიყურებოდი,სულ სველი.თმაზე,ცხვირზე,ყურებზეც კი მწვანილი მომდებოდა. -ტრ@კი ხარ!-თავი გავიქნიე.გარეთ გავედი და მის მანქანაში ჩაჯდომისას,განგებ ჩავებერტყე სავარძელში,რომ დამესვარა. -არ გაბედო!ღმერთო ჩემო! ჯანდაბა!-განცვიფრებულს აღმოხდა,როცა დაინახა,როგორ მოვიძვრე მაკარონი თმიდან და მოწყობილობათა პანელს ,,შევაზილე“. 888 სამსახურის მერე შრეკის ძმას შევხვდი.კიდევ რამდენიმე ბინა დავათვალიერეთ.მაგრამ არცერთი მომეწონა. -მადლობა,რომ მეხმარები არჩილ.მაგრამ მგონი ჯობია დროებით შევწყვიტოთ ძიება.-ვუთხარი და ნაცნობ,ლურჯ თვალებში ჩავხედე.საოცარი იყო მათი ასეთი მსგავსება. -როგორც გინდა.თუ რამე კარგი გამოჩნდება,მაინც დაგიკავშირდები-თბილად გამიღიმა.მე ხელი გავუწოდე დასამშვიდობებლად მაგრამ თავი გაიქნია. -რამე ხომ არ დაგველია?-უხერხულად მკითხა. -ოუ.ჰო.კარგი იქნება-უარის თქმა არ მიფიქრია.მას ხომ,შეეძლო შრეკზე ყველაფერი მოეყოლა.ჩემი ჩანთა ავიღე და უახლოეს ბარში შევედით. -ორმაგი ვისკი-გაუღიმა ბიჭს და მე გამომხედა-ანუ შენ და ჩემი ძმა მეგობრები ხართ? -ჰო.რაღაც ამის მსგავსი-უხერხულად წარმოვთქვი.მართლა არ ვიცოდი ,,რა ვიყავით“ მე და შრეკი.-მე ფორთოხლის წვენს დავლევ.-შევუკვეთე და ისევ არჩილს მივუბრუნდი. -ბედნიერია.ვფიქრობ შენი დამსახურება უნდა იყოს-მომეჩვენა თითქოს მის თვალებში მადლიერებამ გაირბინა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. -ის წვრილმანითაც ბედნიერდება-ვუთხარი დარწმუნებით.მართალია სულ სამი ოთხი თვეა რაც ვიცნობ მის ძმას, მაგრამ საკმარისად კარგად შევისწავლე. -მართალია-გაეღიმა და ვისკი მოსვა-მარი უკვე გაიცანი? -კი.მხვდა პატივი-თვალები გადავატრიალე, რაზეც ორივეს გაგვეცინა. -სხვათაშორის,ერთადერთი გოგო იყო,რომელსაც არ შეძულდა იმის შემდეგ,რაც გაიგეს,რომ ნარკომანი იყო.-შრეკის ,,ნარკომანად“ მოხსენიებამ,მუცელში უსიამოვნო გრძნობა გამიჩინა. -ჰო,მგონი ყურებამდეა შეყვარებული-თავი გავიქნიე და წვენი მოვწრუპე.-სულაც არ მიკვირს-ჩემთვის ჩავილაპარაკე.მალე გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.არჩილმა მომიყვა,როგორი იყო შრეკი ბავშვობაში,როგორ გადავარდა კლდიდან,როცა მან და მისმა ძმებმა ჩუმად გადაწყვიტეს ასვლა.შრამზეც მითხრა,რომელიც მაშინ გაუჩნდა,როცა ლავიწის ძვალი გაუტყდა.თურმე ერთი თვე იტანჯებოდა ტკივილისგან. 888 -ის კაბა გადავაგდე!-გაბრაზებულმა ამოვიბუზღუნე.მწვანე თმიანის ლოგინზე უკუღმა ვიწექით,ფეხები კედელზე გვქონდა მიდებილი. -მე,კიდევ დღეს მთელი დღეა მანქანის სალონს ვხეხავ,მაკარონი,რომ ამომეშორებინა-ენა გამომიყო. -ღირსი ხარ! -ჰო რათქმაუნდა,პირველი მე არ დავიწყე?-თვალები გადაატრიალა. -აბა არ იღვიძებდი და... -მომავალში,გავითვალისწინებ,რომ წყალი გადავკეტო!-ჩაიხითხითა. -ყოველთვის მოიძებნება შენს სახლში რამე ისეთი,რაც შენს გაღვიძებას შეძლებს-ავისმომასწავლებლად გავუღიმე და მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე. -მაგალითად? -მაგას შემდეგ სერიაში ნახავთ-გავუცინე.უცებ უცნაურმა სურვილმა შემიბყრო.დაუფიქრებლად მივჩოჩდი მასთან ახლოს და მაისური ზემოთ ავუწიე. -ოუ,ოუ,ოუ დამშვიდდი პატარავ.რას აკეთებ?-გაკვირვებულმა შემომხედა,ვხედავდი სიცილს იკავებდა. -ჯანდაბა!-სწრაფად მოვშორდი-ფუუ! მასე ნუ მიყურებ!-ხელი მკერდზე დავარტყი-უბრალოდ შენი შრამის ნახვა მინდოდა.რა საზიზღარი ხარ! -ახლახან ლამის მაიკა შემომახიე და კიდე მევარ საზიზღარი? გარყვნილო -მოჩვენებითი გაბრაზებით წარმოთქვა და გაიცინა. -სულელო!-მეც გამეცინა.დარცხვენილმა ხელები სახეზე ავიფარე სიწითლის დასაფარად. -გეხუუმრე რაიყო-ჩემს დაცინვას აგრძელებდა.ხელი სახიდან მომაშორებინა შემომხედა.-აღარ დაიფარო ჩემგან არაფერი-ღიმილით მითხრა. -შრამს მაჩვენებ?-ვკითხე და ვიგრძენი,ისევ შემეფაკლა ლოყები.გაეცინა.თავი დამიქნია და მაისური ზემოთ აიწია... ,,ჩემთან დარჩები?“-შრეკისგან მომივიდა შეტყობინება.ერთი კვირაა მისგან არაფერი მსმენია.პასუხი არ მიმიწერია,ზურგ ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავაწყვე და ტაქსი გამოვიძახე. -გამარჯობა!-კარი წელსზემოთ შიშველმა გამიღო.არ მინდოდა მაგრამ მაინც გამეღიმა მის დანახვაზე. -გამარჯობა!-დავინახე მასაც როგორ შეუკრთა ღიმილი ტუჩის კუთხეში.-შემოდი!-ჩანთა გამომართვა და ზურგი მაქცია.მეც უკან გავყევი.კარი ჩავკეტე და ოთახს მოვავლე თვალი. -ოუ! ვატყობ ზედმეტად აქტიური კვირა გქონდა-წარბები ზემოთ ავქაჩე ცარიელი ლუდის ბოთლებით სავსე მისაღების დანახვისას. -ჰო საკმაოდ! -გაიღიმა და მაცივრიდან ,,კოლა“ გამოიღო.-დალევ? -კი.მადლობა!-ბოთლი გამოვართვი და დივანზე ჩამოვჯექი.მინდოდა ჩემს გვერდით დამჯდარიყო,რის გამოც თავი ცუდათ ვიგრძენი.არ მინდა რამე ზედმეტად ვიფიქრო ,,ჩვენს ურთიერთობაზე“.ქორწილში მითხრა,რომ მოვწონდი,მაგრამ მას შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა. -მომწონს შენი ქუდი!-თითით ყურებზე ფოჩვებიან სქელ ქუდზე მიმანიშნა და დივანზე ხმაურიანად დაენარცხა. -ნუ დასცინი ჩემს ქუდს!-თვალებ დაწვრილებულმა გავხედე-შენ არ გცივა? ტარზანივით,რომ დადიხარ? -აჰა! დოქტორი ბოროტება დაბრუნდა!-ჩაიცინა და კოლა მოსვა. -არც არასდროს წასულა!-ენა გამოვუყავი.მინდოდა მეკითხა რას აკეთებდა ამ ერთი კვირის განმავლობაში მაგრამ ვერ გავბედე. -სამსახურში როგორ გაქვს საქმე?-ლაპარაკის წამოწყება სცადა. -ძველებურად! -ჯანდაბა! მინდოდა შენთვის დამერეკა მაგრამ საშუალება არ მომეცა...-თქვა მოულოდნელად.ტუჩზე ვიკბინე და ბოთლი მოვიყუდე. -არაუშავს.ვალდებული არ ხარ რამე ამიხსნა.თან შენი ნებაა რას გააკეთებ! მე ყველაფერი მესმის კარგი?-მშვიდად ვუპასუხე.-ახლა შეგვიძლია რამე ვჭამოთ? მე მოვამზადებ-ფეხზე წამოვდექი. -ჯერ არა!-ისიც ადგა,ბოთლს თავი დაახურა და ჩემსკენ წამოვიდა-ვიცი რომ არ ვარ ვალდებული,რამე აგიხსნა! მაგრამ მინდა!-მისი ზედმეტად სერიოზული ტონი,უცნაურად გაჟღერდა.ტუჩი მოვიკვნიტე სიცილის შესაკავებლად.ვატყობდი შრეკსაც ეცინებოდა. -რა მკაცრი ხარ მისტერ შრეკ!-ჩავიხითხითე და სამზარეულოში გავედი პროდუქტების შესათვალიერებლად. -დედაჩემთან და ჩემ დასთან ერთად ვიყავი ქალაქგარეთ-მხიარულად წარმოთქვა.მაცივრის კარი აღფრთოვანებულმა მივხურე და მომღიმარ მწვანეთმიანს გავხედე,მაგიდას დაყრდნობოდა და წინ და უკან იხრებოდა. -ეი! მაგარიაა!-გულწრფელად მიხაროდა მისი ამბავი.ისინი არც ისე ხშირად ხვდებოდნენ აქამდე. -მარის ინიციატივა იყო.მან დაგეგმა,როგორ გაგვეცურებინა მამაჩემი ისე,რომ ვერაფერს მიმხვდარიყო! -ოუ!-წამით განზე გავიხედე.თითქოს უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა ამის მოსმენისას-კარგია. -იტალიაში ვიყავით.მია დღემდე აღფრთოვანებულია-გაეცინა.წყალი დაისხა და ნელა მოსვა-ლამაზი ადგილია.მარი ნავიდან გადავარდა! იქ უნდა ყოფილიყავი! ალბათ მოკვდებოდი-ჩაიხითხითა.ისე ემოციით ყვებოდა რაც შემეძლო თბილად გავუღიმე და ჩემ საქმეს მივუბრუნდი. -მაგარია,მართლა. -შემომხედე!-არ მინდოდა მის ,,ბრძანებას“ დავმორჩილებოდი,მაგრამ მაინც გავაპარე თვალი მისკენ.ცალი წარბი საყვარლად აეპრიხა და ალმაცერად იღიმოდა. -რა გინდა? -რომ არ ვიცოდე,დოქტორი ბოროტება ხარ,ვიფიქრებდი,რომ ეჭვიანობ!-მისი სიცილი ,,ჯოკერზე“ ბოროტად გაისმა ნახევრად ჩაბნელებულ სამზარეულოში.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე,როცა ჩემსკენ წამოვიდა.ჩემთან ძალიან ახლოს გაჩერდა და ზემოდან დამხედა.ოდნავ დაიხარა,სახე ყელთან მომიტანა და მძიმედ ჩაისუნთქა. -მომენატრა ეს!-ჩუმი,მომნუსხველი ხმით დაიჩურჩულა.ტუჩები კანზე მეხებოდა,როცა ჩურჩულებდა. -მატყუარა და საძაგელი ხარ-თვალები დავაწვრილე,მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე და მაგიდასთან მივედი,პომიდვრის დასაჭრელად. -ვითომ რატომ? -უბრალოდ ხარ-გავიცინე,როცა მწვანილის ჩემ ყურებზე დამაგრება დაიწყო. 888 გვიანი იყო დასაწოლად,რომ წავედით. შრეკს ტელეფონზე დაურეკეს.მარტო დავტოვე,საძინებელში ავედი და ტანსაცმელი გავიხადე.ზურგ ჩანთიდან საღამური ამოვიღე,სწრაფად ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.თავს უცნაურად ვგრძნობდი,მის ოთახში მარტო.ხელები გულზე დავიწყვე და ჭერს მივაშტერდი.ვფიქრობდი,რა მოხდებოდა თუ ერთ დღესაც ჩემგან წავიდოდა... უბრალოდ აღარ მოუნდებოდა ჩემთან ურთიერთობა,ან ნარკოტიკს,რომ მოეღო მისთვის ბოლო.ვფიქრობდი,გამიჭირდებოდა თუ არა მის გარეშე.ისე ვიყავი ფიქრებით გართული ვერც მივხვდი,როგორ შემოვიდა ოთახში. -რაზე ფიქრობ?-ბოხი,ხრინწიანი ხმით მკითხა და მხოლოდ საცვლების ამარა მომიწვა გვერდით. -არაფერზე! -მამაჩემმა დამირეკა!-ღიმილს ძვლივს იკავებდა.თვალები უბრწყინავდა.ისეთი მშვენიერი იყო იმ წამს, გადმოცემაც არ შემიძლია. -რაა?-გაოცება ვერ დავმალე. -ჰო.წარმოგიდგენია?-ჩაიცინა.ბედნიერი ჩანდა ამ სიახლის გამო.-უნდა,რომ სახლში მივიდე. -ჯანდაბა!ეს... ეს შესანიშნავია!-ბედნიერებისგან,გაუაზრებლად წამოვდექი და მაგრად მოვხვიე ხელები კისერზე-ღმერთო ჩემო! თვითონ მან დაგირეკა? რა გითხრა? როგორი ხმა ჰქონდა? შერიგება უნდა? -დამშვიდდი-საყვარლად გაიცინა და ხელი მსუბუქად დამიტყაპუნა ზურგზე.მხოლოდ ახლა გავიაზრე,როგორ მივწებებოდი მკერდზე.სწრაფად მოვშორდი და რაც შეიძლება შორს,ლოგინის კიდესკენ მივიწიე. -არ ვიყავი წინააღმდეგი-მოჩვენებითი წყენით წარმოთქვა და გაიცინა. -ბოდიში! ემოციების ბრალია-სიცილით ავუხსენი-შეგიძლია ყველაფერი მომიყვე? -არ ვიცი რას ფიქრობს სინამდვილეში.მას სულ ერთნაირი ხმის ტონი აქვს.არც ის ვიცი რა უნდა.იქნებ მოკვლას მიპირებს-ჩაიხითხითა-მან თქვა,რომ შენც უნდა წამოხვიდე. -რა?-წარბები შევკარი მოულოდნელობისგან. -ჰო.უნდა,ბოდიში მოგიხადოს.ქორწილში,რომ არ გაგეცნო. -ოუ! მე. მე არ ვიცი... ეს კარგი იქნება? უხერხულია და ჯანდაბა!..-ტუჩზე ვიკბინე.სიტყვებს უაზროდ წარმოვთქვამდი. -ჰეი,ჰეი დამშვიდდი პატარავ-ხმამაღლა გაეცინა.,,ნერვული აშლილობის“ მიუხედავად მაინც დავინახე მისი ღრმულები ლოყებზე.ჩემსკენ გადმობრუნდა,ცივი ხელი მაჯაზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა. -არ შემიძლია წამოსვლა-თავი გავიქნიე და ალყაში მოქცეული კურდღელივით გასაქცევი გზის ძიება დავიწყე. -უარს არ იტყვი! -დიახაც ვიტყვი!-თვალები დავაწვრილე.ვიცოდი ბოლოს მაინც დავთანხმდებოდი მაგრამ მაინც შევეწინააღმდეგე. -მარტო ვერ გამიშვებ და ბოროტი,მშიერი ლომის ხახაში ვერ ჩამაგდებ! შენ ხომ დოქტორი უკეთილშობილესობა ხარ?-ჩაიხითხითა. -აუტანელი ხარ!-ხელი მუცელზე მივარტყი.თავი მის მკერდში ჩავმალე. -ნუ სულელობ-სიცილით მითხრა.თითები ნიკაპქვეშ ამომდო და მაიძულა მისთვის შემეხედა-წამოდი ჩემთან ერთად.გთხოვ!-მხოლოდ თავი დავუქნიე,არაფერი მითქვამს. ვერ ვიტან იმ ფაქტს,რომ არ შემიძლია მისთვის უარის თქმა. -მადლობა!-საყვარლად გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.მე მხარზე ჩამოვადე თავი და თვალები დავხუჭე.ქუთუთოები დამიმძიმდა... -გაიღვიძე!-ყურში ჩამძახეს.სწრაფად გავახილე თვალები და იქაურობა მოვათვალიერე.მწვანე თმიანი ზემოდან დამყურებდა.თვალები დაწვრილებოდა და ტუჩები უცნაურად მოეღრიცა.-გეფიცები ერთხელაც ამ ტელეფონს დავამსხვრევ-ჩემი მობიური დამანახა,რომელიც ხმამაღლა წრიპინებდა. -თუ გახსოვს შენ თვითონ მთხოვე დარჩენა-გამეცინა-მე კი მაღვიძარას გარეშე ვერ ვიღვიძებ! -დილის შვიდი საათია.ჯანდაბა! გიჟი ხარ!-ამოიოხრა და ბალიშზე მიესვენა. -ნუ წუწუნებ.დაიძინე,მეთვითონაც ვიცი გასასვლელი საითაა-ენა გამოვუყავი და წამოვიწიე.შევემზადე სანამ სააბაზანოში შევვარდებოდი.არ მინდოდა ზედმეტად მოკლე საღამურში დავენახე.სამამდე დავითვალე და რაც შემეძლო ჩქარა გავიქეცი. -ეი! დოქტორო ბოროტებავ! დაგინახეე-სიცილით გამომძახა. -საზიზღარი ხაარ! -ჰო,ეგ უკვე ბევრჯერ მითხარი-ჩუმი ხითხითი მომესმა.აღარაფერი მითქვამს.წყლის ქვეშ დავდექი... 888 -მზად ხარ?-ნერვიულად წარმოთქვა შრეკმა და ცალი თვალით გადმომხედა-შენთვის არ მითქვამს რომ საოცრად გამოიყურები? -მადლობა!შენც არ გამოიყურები ცუდათ-ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.მანქანიდან გადავედი და დაველოდე გვერდით როდის ამომიდგებოდა.მისი მშობლების სახლი იმაზე დიდი მომეჩვენა,ვიდრე ქორწილის დღეს. -თუ მის სანადირო თოფს გადმოიღებს გაიქეცი,სანამ მე მესვრის შენ დროს მოიგებ-ჩაიცინა და მისი თითები ჩემსაში ახლართა.სასიამოვნო განცდა დამეუფლა ამ უბრალო ჟესტზე.თვალი ჩუმად გავაპარე ჩვენი ხელებისკენ. -ნუ გეშინია-გავიცინე-წავიდეთ? -ჰო.-მულტ.ფილმის გმირების მსგავსად ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შესასვლელისკენ წამიყვანა.ზარი დარეკა და გამომხედა. -ნუ ნერვიულობ შრეკ!-ყურში ჩავჩურჩულე.თითით ხელზე მოვეფერე,რომ ეგრძნო მასთან ვიყავი და არ ვაპირებდი მის დატოვებას. საკეტის ხმა გაისმა,მერე ურდული ჩამოწიეს და კარი გაიღო.მწვანე კულულიანმა ხელი მომიჭირა და კართან მდგარ მიას მიაშტერდა. -ღმერთო ჩემო!-დაიკივლა გოგონამ და ძმას მიეკრო.ვცადე ხელი გამეშვა შრეკისთვის მაგრამ,არ მაძლევდა ამის საშუალებას. -გამარჯობა!-უხერხულად გავუღიმე მიას.მოულოდნელობისგან გამეცინა,როცა ხელები კისერზე შემომხვია და ლოყაზე მაკოცა. -მიხარია შენი ნახვა! -შემოგვიშვებ თუ აქ ვიდგეთ-ჩაიხითხითა შრეკმა.დამ მუშტი ჩაარტყა მუცელში და კარი ფართოდ გააღო შესვლა,რომ შეგვძლებოდა. -დედაა! -საყვარელო-სამზარეულოდან ღიმილით გამოვიდა დედამისი.აღარ ჩანდა ისეთი უბედური,როგორიც ქორწილის დღეს.როგორც ჩანს მოგზაურობამ მართლაც ყველაფერი მოაგვარა მათთან. -დე!-შრეკი ცალი ხელით მოეხვია დედას,ცალი ხელით კი ისევ მე ვყავდი ,,დაჭერილი“. -ოჰ,გამარჯობა ძვირფასო!-ჩემკენ მმოტრიალდა და თბილად გამიღიმა.რა საოცარია...მისი გამომეტყველება სულაც არ გავდა დედაჩემის ყალბ,დამცინავ სახეს!-მადლობა,რომ მოხვედი! -ოუ,მადლობას ნუ მიხდით-უხერხულად წარმოვთქვი.იატაკზე დავიხედე.თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი.ისევე,როგორც მწვანე კულულიანი. -საღამო მშვიდობის!-მოულოდნელად ოთახში მკაცრი,ხრინწიანი ხმა გაისმა.-რამდენი ხანი გავიდა რაც აქ არ ყოფილხარ?-თითქოს ცდილობდა ირონიულად ეთქვა. -თამაზ! გთხოვ, ნუ დაიწყებ!-გამაფრთხილებლად გადახედა ცოლმა ,,ოჯახის უფროსს“ და გაგვიღიმა. -მე თამაზი ვარ.მაპატიე! წინა შეხვედრაზე ვერ გაგეცანი!-ხელი გამომიწოდა კაცმა.მეც ნელა შევაგებე თავისუფალი ხელი და ვეცადე გულწრფელად გამეღიმა მისთვის. -არაუშავს.სასიამოვნოა! -საყვარელო,ვახშამი მზად არის?-მეუღლეს მიუბრუნდა.მისი შვილისთვის ზედაც არ შეუხედავს.გული მეტკინა.შრეკს გვერდზე ავეკარი და ჩუმად ავხედე.უგრძნობლად იდგა. -რათქმაუნდა.წავიდეთ! 888 -რას საქმიანობ ძვირფასო?-მაშინ მკითხა შრეკის დედამ,როცა სოიოს ვღეჭავდი.საშინელება იყო.მაგარი და მოუხარშავი.ვიგრძენი,როგორ ავწითლდი სახეზე.ხველება ამიტყდა. -მაპატიეთ!-ძვლივს ამოვილუღლუღე.-საპირფარეშოში გავალ. -მე წამოგყვები-შრეკიც წამოდგა და კარისკენ მსუბუქად მიბიძგა. -ჯანდაბა!-ლუკმა ძვლივს გადავყლაპე და მძიმედ ამოვიოხრე -რა სირცხვილია-ხელები სახეზე ავიფარე. -ეი,დამშვიდდი-გაეცინა მწვანე კულულიანს-შემომხედე-ხელები სახიდან მომაშორებინა და თვალებში ჩამხედა. -ალბათ რა სასაცილო ვჩანდი! -ოჰ,კარგი რა,არაფერი მომხდარა,ნუ აზვიადებ!-ღიმილის შეკავებას ცდილობდა. -ნუ დამცინი!-თვალები დავაწვრილე.-ისედაც საშინლად ვგრძნობ თავს. -მაპატიე-გადაიხარხარა-უბრალოდ ამ იდიოტობის გამო ნერვიულობა არ ღირს!-თითი ცხვირზე გამკრა და გაიღიმა.-ახლა ჯობია წავიდეთ,სანამ ეგონებათ,რომ აქ რაღაც ,,სიგიჟეს“ ვაკეთებთ!-ჩაიხითხითა. -ღმერთო ჩემო,რა აუტანელი ხარ!-ისევ დავიფარე სახე და ვცადე არ გამეცინა. -წამოდი-სიცილით მითხრა და შუბლზე მაკოცა. 888 -მორგში მუშაობა შენი სურვილი იყო?-გაკვირვებული ჩანდა თამაზი. -დაახლოებით.შემთხვევით მოვხვდი და მერე არ მიცდია გადასვლა.მომეწონა,უფრო სწორად დამაინტერესა.-უხერხულად შევიშმუშნე შრეკის გვერდით დივანზე. -უცნაურია.კარგად გიხდიან? ვგულისხმობ, შესაფერისად? -თამაზ!-ნაძალადევი ღიმილით გადახედა ცოლმა-ვფიქრობ ეს არაკორექტული შეკითხვაა. -რამოხდა უბრალოდ მაინტერესებს-გაიცინა მამამ და პასუხის მოლოდინით გადმომხედა. -არაუშავს.არვიცი.ნორმალური ხელფასია.-გულწრფელად ვუთხარი იმ იმედით,რომ მეტ შეკითხვას აღარ დამისვამდა. -მშობლებთან ერთად ცხოვრობ? -ოუ...-ტუჩზე ვიკბინე და ჩემს თითებს მივაჩერი-დედასთან.ისინი განქორწინებულები არიან. -საშინელებაა! -მამა!-ამოილუღლუღა მწვანე თმიანმა.წარბები შეეკრა და ქვემოდან უყურებდა მამამისს.ხელი ხელზე მოვუჭირე,მინდოდა დამემშვიდებიდა. -შენ რამე გაიგე? ვინმე მეძახდა? ჰო, შეიძლება რამე მწერი იყო!-აქეთ-იქეთ მიმოიხედა ბატონმა თამაზმა.ძარღვებში სისხლი გამეყინა.გულში რაღაც ჩამწყდა და გავშეშდი. -წავიდეთ-ჩუმად ვუურჩულე შრეკს.შევცდიროცა მეგონა,მამამისს ყველაფრის გამოსწორება სურდა.ის არამზადა და საზიზღარი ადამიანია.რომელმაც შვილი დაღუპა და გარეთ გააგდო! -მგონი ჩვენი წასვლის დროა-უხერხულად ვთქვი. -რატომ? შენ ხომ ახლახანს მოხვედი. -გთხოვთ ბატონო თამაზ!-აღმომხდა საწყალობლად-მაპატიეთ მაგრამ,შეწყვიტეთ! -ოოჰო! -წარბები ზემოთ აზიდა. -საკმარისია მამა!-ფეხზე წამოდგა აჭარხლებული მია.ბრაზისგან მალე ცეცხლი მოეკიდებოდა,ისევე როგორც დედამისს-გეყოფა,გესმის? საჭირო არაა ასე დაამცირო ადამიანები! -შენს ადგილს დაუბრუნდი საყვარელო! -წავიდეთ!-შრეკი წამოდგა და ხელი მომკიდა. 888 თავს საშინლად ვგრძნობდი.წარმომიდგენია მწვანე თმიანი რას გრძნობდა.თუმცა სახეზე მაინც არაფერი ეწერა.მხოლოდ თითებს უჭერდა ძლიერად საჭეს და გზას მიშტერებოდა. -დღეს ... -დავრჩები!-არ დავასრულებინე,გადაჭრით ვუპასუხე.არ შემეძლო მისი მარტო დატოვება.სახლში მისვლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია. -გშია?-მკითხა,როცა კარი გააღო და ქურთუკი შემოსასვლელში დაბალ კარადაზე მიაგდო. -არა.ახალა არ ვივახშმეთ?-მისი ქურთუკი ჩემთან ერთად საკიდზე ჩამოვკიდე და უკან გავყევი. -რავიცი,მე მშია. -მოსიარულე მაცივარი ხარ!-თავი გავიქნიე და თმა ზემოთ ავიწიე.ფეხსაცმელებიც გავიხადე და კარებთან დავაწყვე. -ამას ვინ ამბობს? კარადასავით ხარ!-სცადა სიცილი შეეკავებინა მაგრამ ვერ შეძლო. -რა საზიზღარი ხარ! ასე მსუქანიც არვარ! ჯანდაბა! კარადაც ხარ და უნიტაზიც!-ენა გამოვუყავი რაზეც უფრო ხმამაღლა გაიცინა. -რა სულელი ხარ!-ჩაიხითხითა.მაცივრიდან კარაქი გამოიღო და ბუტერბროტის კეთება დაიწყო. -გამოდი.მე გაგიკეთებ!-ხელი მკერდზე მივადე,რომ გაწეულიყო და დანა გამოვართვი.თვითონ მაგიდასთან დაჯდა და მომაჩერდა. -ნუ მიყურებ თორემ პილპილს შევურევ და პირს დაგწვავ-სიცილით გავაფრთხილე. -ღმერთო,რა სასტიკი ხარ! -კიდევ არ იცი,რამდენად სასტიკი ვარ!-წარბები სასაცილოდ ავათამაშე-ფუ რას ვაკეთებ!-ჩემს თავზე გამეცინა.მანაც ჩაიხითხითა.პურები ერთმანეთზე დავადე და შრეკს მივაწოდე. -მადლობა!-გამიღიმა.მიბრუნებას ვაპირებდი,როცა მაჯაზე მომხვია თითები და მისკენ მიმიზიდა.უნერციით მის მუხლებზე დავეცი.ხელით კისერზე მოვეჭიდე რომ არ ავყირავებულიყავი. -გაგიჟდი? თავი თუ გინდა მომტეხო მითხარი! უფრო ადვილი ხერხი მოვიფიქროთ-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე.ლოყებზე ფოსოები უჩანდა.საოცრად იცინოდა და თავს აქნევდა. -რა შტერი ხაარ! -ზუსტად იგივეს თქმას ვაპირებდი,შენთვის!-მინდოდა მუშტი მიმერტყა მხარზე მაგრამ თითები კეფაზე შემიცურა,მისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს დააცხრა.წამით სუნთქვა შემეკრა,მუჭი მკერდზე მივადე და ვცადე მომეცილებინა მაგრამ დავნებდი.ხელი მის მწვანე კულულებში ავხლართე და მეც კოცნით ვუპასუხე.თვალები დავხუჭე.ვცდილობდი მისი გემო სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. -შენ რაღაც ხარ დოქტორო ბოროტებავ!-სუნთქვა გახშირებულმა ძვლივს ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებში.-რაღაც,რაც მაიძულებს ვიყო ისეთი,როგორიც ახლა ვარ! არ მინდა შენგან შორს ყოფნა!-ცხვირი ცხვირზე მომადო და საყვარლად გამიხახუნა. -ნუ იქნები-მეც ჩუმად ვუჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე. ცალი ხელით ჩემს ხელს მოეჭიდა,მეორეთ კი ბუტერბროტი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა! -საბოლოოდ გადავწყვიტე ტატუს გაკეთება!-ამოვიბუტბუტე მის მკერდზე მისვენებულმა.თვალები მეხუჭებოდა და აზროვნება მიჭირდა. -ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია! -რომელი შემოთავაზება?-წარბები შევკარი,გახსენება ვცადე მაგრამ ძილის გარდა ვერაფერზე ვახერხებდი კონცენტრირებას. -მე გაგიკეთებ.თუ მენდობი და გინდა -ჩაიხითხითა.ტუჩზე ვიკბინე მღელვარების დასაფარად.რათქმაუნდა მინდოდა.სამუდამოდ შემრჩებოდა ტატუ,რომელიც ყოველთვის გამახსენებდა,ამ საოცარ,მწვანეთმიან უცხოპლანეტელს.არსებას,რომელსაც შეუძლია სრულიად გადაგიყირაოს საათებად დაწყობილი, რუტინული ცხოვრება. -ხვალ შეძლებ?-ვცადე უემოციოდ მეთქვა.გავიცინე,როცა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩემი თმით თამაში დაიწყო. -რა სულელი ხარ-მასაც გაეცინა. -სულელი შენ ხარ!-სახე სასაცილოდ დავმანჭე და გადავიხარხარე-ჯანდაბა! ჯობია დავიძინო! რანაირად ვიქცევი?! -თხასავით! -შენ კიდევ, მ...სირაქლემასავით!-ენა გამოვუყავი.ვიგრძენი,სახე როგორ ამიწითლდა,როცა შრეკს თვალები გაუფართოვდა და წამის შემდეგ ლოყები საყვარლად გაბუშტა სიცილის შესაკავებლად-ო,ღმერთო! გეფიცები პირდაპირი მნიშვნელობით ვთქვი! ჯანდაბა! ღმერთს გეფიცები,გადატანით მნიშვნელობით არ მიგულისხმია! -ღმერთო! რა სულელი ხაარ-თავი ჩემს კისერში ჩამალა და ხმამაღლა გადაიხარხარა. 888 -თუ ეჭვი გეპარება ჩემს ნიჭიერებაში,გავიგებ და ახლავე გეგას დავუძახებ.-სიცილით მითხრა,ქვემოდან მოცქირალმა.ჩემთან ახლოს იჯდა,მუხლზე ჩემი ფეხი ედო და კალმით ტატუს ნიმუშს ხაზავდა.საოცარი სურათი იყო... -გენდობი!-გავუღიმე.ტკივილის არ მეშინოდა მაგრამ მაინც ვნერვიულობდი- თუ რამე საშინელებას გამიკეთებ,კისერს მოგტეხავ.ეს ისე მაინც,გაგაფრთხილე! -რა ბოროტი ხარ!-ჩაიხითხითა.თვალები დავხუჭე,როცა აპარატი ,,აზუზუნდა“.არ მინდოდა მენახა,როგორ აკეთებდა. -შეგიძლია მელაპარაკო,ყურადღების გადასატანად!ცოტა გეტკინება... -სიმშვიდე მომენატრა! სადმე მინდა წავიდე,რამდენიმე დღით! ის...ოუ! ჯანდაბა! ისეთი გრძნობაა თითქოს ძვალს გიჩუქურთმებენ-ტუჩზე ვიკბინე ყვირილის შესაკავებლად. -,,გიჩუქურთმებენ“-გაიცინა და კანის კაწვრა განაგრძო,დროდადრო ნაზი ქსოვილით მწმენდდა მელანს-განაგრძე,თუ შეგიძლია.-ტკივილისგან სახე მომეღრიცა -ეიი! მეტკინა! გინდა ისე ვიბღავლო,ირგვლივ ხალხის მყუდროების დარღვევისთვის გვიჩივლონ და საერთოდ დახურონ ეს სალონი? -ჰო,ჰო ბოდიში! ჰოდა ძალიანაც კარგი.შეგიძლია რამდენიმე დღით გაეთავისუფლო. -არ ვიცი! არც ვიცი სად წავიდე-მძიმედ ამოვიოხრე. -აგარაკზე.დედაჩემს ვეტყვი რამდენიმე დღით მათხოვოს გასაღები-წამით ამომხედა და ისევ თავისი საქმე განაგრძო.-კიდევ ისე ძალიან გტკივა? -ჩემთან ერთად გინდა აგარაკზე დასვენება?-აღბრთოვანება ვერ დავფარე.ტუჩს კბილებს ძლიერად ვუჭერდი ღიმილის შესაკავებლად. -დიახ! მეც ვფიქრობ,რომ დასვენება მჭირდება-მხრები აიჩეჩა. -ნეტავ რას აკეთებ ისეთს,რომ დაიღალე? -შენთვის არ მითქვამს... ალბომზე მუშაობა დავასრულეთ.ალბათ რამდენიმე დღეში დავიწყებთ ჩაწერას-თვალებ გაბრწყინებულმა წამოიწყო.-აი რას ვაკეთებ! -ოუ,მაგარია! ჯანდაბა! მართლა-გულწრფელად გავუღიმე-გილოცავ! -ჰო, მადლობა! -არ ვიცოდი სტუდია თუ გქონდათ... -მამაჩემის დამსახურებაა-ალმაცერად გაიღიმა და თხელი ქსოვილი გადამისვა კანზე-მგონი დავასრულე.თუ არ მოგეწონება შეგიძლია მოიშორო როცა მოშუშდება.მართლა... -შეიძლება ვნახო?-მოუთმენლად წამოვიწიე.ფეხი სულ ოდნავ მეწვოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი.მგონი დიდად არც მანაღვლებდა ისე მაინტერესებდა,როგორ გამოიყურებოდა ჩემი პირველი ტატუ,რომელიც შრეკისგან მერგო საჩუქრად. -ჰო,რათქმაუნდა-თავი დამიქნია.გავვოცდი,როცა დაიხარა,ნაზი,სულის შემხუთავი კოცნა დამიტოვა ცეცხლმოკიდებულ ადგილზე და წამოდგა-შეაფასე! -ოუ-სწრაფად დავხედე ჩემს მოხატულ წვივს.ენა ძვლივს მოვაბრუნე პირში,სულელივით ვიღიმოდი და ვცდილობდი იმ სიხარულის გამომხატველი სიტყვა მომეფიქრებინა,რასაც იმ წამს ვგრძნობდი. -არ მოგწონს ხომ?-წარბი შეეკრა და ხელები ჯიბეებში ჩამალა. -ჯანდაბა! არა! ძალიან მომწონს! მადლობაა!-თავს ძვლივს ვთოკავდი ღიმილისგან ტუჩები შუბლზე რომ არ ამსვლოდა.მწვანე თმიანი ეჭვით მიყურებდა-ნუ ხარ კოალასავიით! მართლა მომწონს.მომწონს კიარა უკვე მიყვარს!-აღბრთოვანებას ვერ ვფარავდი.ფეხზე მოწითლებულ ადგილს მივშტერებოდი. 888 ორ კვირაზე მეტია მწვანე თმიანზე არაფერი მსმენია. მინდოდა დამერეკა,მაგრამ ყოველთვის,როცა ტელეფონზე ნომერს ვკრეფდი მახსენდებოდა,რომ შეისაძლოა მას საერთოდ აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა.დაძინებამდე,მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი თავს,რომ ალბომის ჩაწერის გამო არ ეცალა. -ძვირფასო! სახლში ხარ?-კარის დახურვის შემდეგ ნინას ხმაც გაისმა.არაფერი მიპასუხია ტელევიზორის ყურება განვაგრძე-როგორ ჩაიარა დღემ? -კარგად! -შეიძლება ერთხელ მაინც იყო თბილი ჩემს მიმართ?-ხმამაღლა ამოიოხრა.ხელჩანთა დივანზე მიაგდო და ჩემს პირდაპირ,სავარძელში ჩაესვენა. -რა უცნაური ხარ ნინა-უნებურად წამსკდა სიმწრის სიცილი.დედაჩემის გაბრაზებულ სახეზე უფრო ცუდათ გავხდი-ასე აღარ იხუმრო,შეიძლება გავიგუდო! -საშინლად მექცევი შვილო! -რამე გინდა? ტელევიზორს ვუყურებ...-სწრაფად დავსერიოზულდი. -მივლინებაში მივდივარ! ერთი კვირით. -კარგი-მხრები ავიჩეჩე,ჩემი ბუტერბროტი ავიღე და ჩემს ოთახში გავედი. ოთახში შესულს ჭამის სურვილიც დამეკარგა.ლოგინზე მივესვენე და ჭერს მივაშტერდი.მინდოდა ჩამძინებოდა და არაფერზე მეფიქრა,მაგრამ უცნაურმა,თითქოს ნაცნობმა ხმამ არ მომცა საშუალება. -ჯანდაბა!-ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.სწრაფად წამოვდექი და აივანის კარები ფრთხილად გამოვაღე, კენჭი რომ არ მომხვედროდა.-გაგიჟდი? -წავიდე?-უაზროდ იღიმოდა.თმა,უკან,რომ გადაევარცხნა ლამპიონის შუქზე უპრიალებდა. -არაა! რა სულელი ხარ-გამეცინა-ამოდი! -მერე არ მითხრა შემომეჭერიო! თვითონ მეხვეწები!-მომესმა მისი ხითხითი.რამდენიმე წამში კი ჩემს წინ გაჩნდა-მართლა მომწონს ეს აივანი! -შემოდი,ცივა აქ-დავემანჭე და ოთახში შევედი. -შეიძლება ვჭამო?-საწოლზე ჩამოჯდა,ბუტერბროტს ჩაავლო ხელი და გემრიელად ჩაკბიჩა. -ჰო,რავიცი ჭამე-სიცილით ავიჩეჩე მხრები.მშიერი ჩანდა. -უგემრიელესია! გეფიცები!-ქვემოდან ამომხედა.მხოლოდ მისი ჩაწითლებული თვალების დანახვისას მივხვდი, წამლის გამო იყო ასეთი უცნაური. -ჭამე... -ალბომის ჩაწერა დავასრულეთ!-ბოლო ლუკმა გადაყლაპა.ბალიშს მიეყრდნო მომღიმარმა. -რომ არ ვნებდეს,მომეწონებოდა კიდეც ნარკოტიკი,ისეთ ხასიათზე ხარ!-წარბები შევკარი,გულნატკენმა.ვიცოდი,ერთხელაც მართლა მომიწევდა იმ ფაქტთან შეგუება,რომ მისი გაკვეთა მომიწევდა გადამეტებული დოზით გამოწვეული სიკვდილის გამო. -არ ვიცი რაზე ლაპარაკობ!- ხელები ზემოთ ასწია.ჩაიცინა და მანიშნა მასთან მივსულიყავი-დოქტორო ბოროტებავ! ამქვეყნად ყველაზე სასტიკი და მშვენიერი პათანატომი ხარ! თუ ეგ უკვე გითხარი?-ჩაიხითხითა. -ღმერთო ჩემო! რა იდიოტი ხარ! -ვიცი!-ენა გამომიყო.მე კი მის გვერდით კომფორტულად მოვკლათდი. -ჩემს ლოგინზე ფეხსაცმელებით წევხარ, ბუტერბროტი შემიჭამე,ნერვებს მაგლიჯავ.ხელს ხომარ გიშლი?-თვალები გადავატრიალე -არა,მშვიდად იწექი. -ნამდვილად? მადლობა-სისულელის მიუხედავად მაინც გამეცინა. -კი,კი!- მანაც ჩაიცინა.ფეხების ორი მოძრაობით გაიხადა დიდი ბოტები,ჩემსკენ გამოცოცდა და თავი ჩემს კისერში ჩამალა.გავიგე,როგორ ჩაისუნთქაა.დიდი ძალდატანების მიუხედავად პულსაციის ცვლა მაინც ვერ გავაკონტროლე-ფუ ამის..! იმაზე მეტად მომნატრებია ეს სურნელი ვიდრე წარმოვიდგენდი...-თვალები დავხუჭე მისი სიტყვების ბოლომდე გასააზრებლად.ვიცოდი,შეიძლება ეს წამლების ბრალი ყოფილიყო მაგრამ მაინც მომწონდა ეს შეგრძნება. -ვცდილობდი არ დამერეკა,წარმოიდგინე! მთელი ორიკვირა-კანზე ტუჩის მოძრაობით მივხვდი გაეღიმა-მაგრამ,როგორც ყოველთვის წრეზე ვბრუნავთ.ყველაფერი ისევ მის ადგილს უბრუნდება,და ჩვენ ბოლოს მაინც ერთად ვწევართ ერთ საწოლში! -რატომ აკეთებ ყოველთვის ამას?-საყვედურივით გაისმა.ჩემი ხმა,ხავილს უფრო გავდა. -იმიტომ,რომ არ მინდა იმაზე მეტი ვიყოთ ერთმანეთისთვის რაც ახლა ვართ! მე დამპალი ნარკომანი ვარ! აი კიდევ ერთი მიზეზი!-ჩაიხითხითა და ცხვირი კანზე გამიხახუნა.კისერზე წამწამების შეხებას ვგრძნობდი-შეიძლება დავრჩე? -ჰო...-თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე-დარჩი! -მაშინ რამე მაჭამე! მხეცივით მშია. -ვით? რატომ ,,მხეცი ვარ და მშია“ არა?-ენა გამოვუყავი და სიცილით წამოვდექი სანამ ბალიშს დამარტყამდა. -ნამდვილი დოქტორი ბოროტება ხარ! -ილოცე,უარესი სისასტიკე არ გამოვავლინო-გავუღიმე და ოთახიდან გავედი.მალევე მოვამზადე ყველის ბუტერბროტები და ჩემს ოთახში დავბრუნდი.ნინას ეძინა,რისთვისაც მადლობას ვუხდიდი ღმერთს.შრეკის ხმა,რომ გაეგო ვიცი წივილს დაიწყებდა... მაშინვე ნიკუშა ონიანს დამაყენებდა თავზე,პირდაპირ ამერიკიდან! -ტატუ როგორ გაქვს?-მკითხა,როცა თეფში გავუწოდე-მადლობა! -მგონი კარგად.მალამოებს ვისვამ.აღარ მტკივა!-გვერდით მივუჯექი და ჭამა დავიწყე. -კარგია.მალე მოშუშდება!-პირგამოტენილმა ამოიბუტბუტა. -ჯანდაბა! რა საზიზღარი ხარ-ჩავიხითხითე-ჭამის სურვილი დამეკარგა! -ასე ჭამა გაღიზიანებს?-რაც შეეძლო დიდი ლუკმა ჩაკბიჩა და ხმაურიანად დაღეჭა, -ღმერთო! გაჩერდი! -რატომ?-კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე. -გეყოფა! -მორჩა-ხელები ზემოთ ასწია იმ საზიზღრობის შეწყვეტის ნიშნად.პირი სალფეთქით მოიწმინდა,ჩემკენ გადმოიხარა და ნაზად მაკოცა ლოყაზე. -აუტანელი ხარ!-თვალები გადავატრიალე. -და საყვარელიც?-წარბები ზემოთ აზიდა. მიუხედავად ყველაფრისა,რათქმაუნდა საყვარელი იყო! -საუბედუროდ! 888 დილით ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა.კვირა იყო და მეგონა ძილს შევძლებდი.საერთოდ შრეკის გარდა არავინ მწერს ხოლმე.ის კი ძლიერად მიჭერდა ხელს და მკერდზე მიხუტებდა იმ მომენტში.რაც შემეძლო ფრთხილად,ისე რომ არ გამეღვიძებინა ტელეფონი ავიღე და უცხო ნომრიდან შემოსული შეტყობინება გავხსენი: ,,გამარჯობა საყვარელო! ვიცი არ უნდა გწერდე მაგრამ როგორც წესი,ჩემს ზარებს არ პასუხობ. შენი ნახვა მინდა.გთხოვ ძვირფასო! ძალიან გთხოვ... მიყვარხარ.გახსოვდეს ეს!“ რამდენიმე წამი სუნთქვა შევიკავე. თავი შრეკის კისერში ჩავმალე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. იმ წამს ერთადერთი იყო ვინც არ მეზიზღებოდა... რაც წავიდა მას შემდეგ იშვიათად ვხედავდი! გამუდმებით მირეკავდა,მაგრამ მისი ხმის გაგონებაც არ მინდოდა.ვიცი,რომ რთულია გაუძლო დედაჩემს მაგრამ იქნებ ჩემს გამო მაინც გადაეფიქრებინა ჩვენი მიტოვება. კარგი! ვიცი რომ ეგოისტი ვარ მაგრამ გული მატკინა,როცა დედაჩემის კლანჭებში დამტოვა! მისი შეტყობინების მიღების შემდეგ მაინც გადავწყვიტე მენახა და მასთან მივედი.ვერ ვიტყვი,რომ კარგად ვიგრძენი თავი,როცა ახალი,ბედნიერი ცოლ-შვილი გამაცნო.ისინი ლამაზ,პატარა სახლში ცხოვრობენ.მისაღებში ჩემი საყვარელი სარწეველა სკამი უდგათ ბუხრის წინ! შესანიშნავია! 888 -მამაშენთან შეხვედრამ,როგორ ჩაიარა?-მკითხა შრეკმა და ჰამბურგერი მადიანად ჩაკბიჩა. -საშინლად! სულელური სენტიმენტალური საღამო იყო-უემოციო გამომეტყველებით ავიჩეჩე მხრები.ყავა მოვსვი და შოკოლადის ნამცხვარი გავსინჯე. -მგონი მამაჩემთან შეხვედრაზე უკეთესი უნდა ყოფილიყო-ჩაიხითხითა მწვანე თმიანმა. -რა სულელი ხარ-მეც გამეცინა.მეგონა მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი წინა საღამოს გამო. -დედაჩემს ველაპარაკე აგარაკის შესახებ! ამ დღეებში შეძლებ გათავისუფლებას?-ყურებამდე აეწელე ტუჩები.ლოყებზე ჩემი საყვარელი ფოსოები გამოუჩნდა.საოცრად გამოიყურებდა.ვხედავდი,როგორ უყურებდნენ სხვა მაგიდაზე მსხდომი გოგონები. -ო ღმერთო,ო ღმერთო!-ხელები პირზე ავიფარე კივილის შესაკავებლად-სერიოზულად მეუბნები? -როდის ვარ არასერიოზული?-ჩვეულად გამიცინა და ,,კოლა“ მოსვა. -ჯანდაბა! ისეთი აღბრთოვანებული ვარ, მემგონი იმასაც დაგიდასტურებ,რომ ყველაზე დალაგებული და გაწონასწორებული ადამიანი ხარ!-ჩავიხითხითე. 888 -იქ ვინმე ცხოვრობს?-ვკითხე მწვანე თმიანს. მისი აგარაკისკენ მივდიოდით.დედაჩემისთვის არ დამირეკავს.მხოლოდ პატარა შეტყობინება დავუტოვე მაცივარზე,იმ შემთხვევაში თუ ჩემს დაბრუნებამდე ჩამოვიდოდა. -არავინ.მხოლოდ დამლაგებელი ქალი შეივლის ხოლმე,დასალაგებლად. -კარგია,გამოდის დალაგება არ მომიწევს-ფანჯარაში გავიხედე.ისე სწრაფად მივქროდით ფერები ერთმანეთში ითქვიფეფოდა. -თორემ,ისე ხომ ცოცხს ვერ გამოგგლეჯდი ხელიდან, რას ამბობ. -დიახაც!-ენა გამოვუყავი-შრეკი კი არა მგონი მწვანე კალია უფრო ხარ! -ჯანდაბა! მეორედ ახსენებ და კატაპულტირებას მოვახდენ და ცაში აგტყორცნი!-მის სისულელეზე ორივე ავხარხარდით. -ღმერთო ჩემო! რა სულელი ხარ!-ჩავიხითხითე და ღრმად ამოვისუნთქე დასამშვიდებლად.თავს უცნაურად ვგრძნობდი.დაახლოებით ასეთი წარმომედგინა ,,კაიფი“. -სულელი თავი გაბია! -ახლა გამებუტები? 888 -რა სჯობს ამ სიცივეში აუზთან წოლას! გენიოსი ხარ გეუბნები!-თვალები გადავატრიალე მისი საყვარელი გამომეტყველების დანახვისას.პლედი მჭიდროდ მოვიფარე ქარს რომ არ დავეხვრიტე და უამრავ ნაწილად დაშლილი ჯანდაბაში არ გადავეხვეწე. -ვიცი,რომ ვარ!-თავი ზემოთ ასწია,ხელი თმაზე გადაისვა და კრიშტიანუ რონალდუს მზერა (რომელიღაც შამპუნის რეკლამიდან) მესროლა. -კიდევ ერთხელ გთხოოვ-ხმამაღალი სიცილი წამსკდა,როცა ისევ გაიმეორა. -ბანაობაც არ იქნებოდა ურიგო?-თვალები აუთამაშდა.მე კი კურდღლის ინსტიქტი ავამოქმედე.რატომღაც ვგრძნობდი რაღაც სისულელე ჰქონდა ჩაფიქრებული. -მშვიდათ,იჯექი! გაფრთხილებ!-თვალებ დაწვრილებულმა ეჭვით ამოვიხავლე. -მწყურია! -გეფიცები,შემეხები და მაგ მშვენიერი მწვანე თმის ერთ ღერსაც არ დაგიტოვებ თავზე.-დავემუქრე-გადაგპარსავ და მერე სანთელს გადაგატარებ,სამუდამოდ მელოტი,რომ დარჩე! -ოუ,ოუ! ჯანდაბა! მგონი სასტიკ ბოროტმოქმედთან უნდა ვიცხოვრო რამდენიმე დღე! 112-ში დავრეკო თუ ჩემით გაგისწორდე?-ჩაიხითხითა.ჩემს შეზლონგ მოეჭიდა და მისკენ მიიზიდა.კივილიც ვერ მოვასწარი,უკვე აუზის ფსკერისკენ ვეშვებოდი.თვალებ გახელილს თავი სიკვდილის პირას მეგონა.წამით გვირაბიც კი წარმოვიდგინე.უკვე წარსულის გახსენებას ვიწყებდი,როცა შრეკმა ხელი შემომხვია და ზემოთ ამათრია. -რატომ არ ამოცურე?-წარბები შეეკრა,სახეც გაფითრებოდა მაგრამ მაინც ეტყობოდა ტუჩჩის კუთხეში მხიარული ღიმილი. -ცურვა არ ვიცი იდიოტო!-პირი გავაღე თუ არა,ხახაში დაგროვილი წყალი პირდაპირ სახეში შევასხი-ღმერთო ჩემო! არ მინდოდა გეფიცები!-სიცილი წამსკდა.საოცარი გამომეტყველება ჰქონდა.ღიმილი სახეზე მიეყინა.მე,კი თითქოს ,,მეორედ ჩავხედე სიკვდილს თვალებში“.სული შემეხუთა სიცილისგან.მწვანე თმიანმა კი,ისე გამომხედა,ლამის ცურვა ვისწავლე. -მადლობა! გემრიელი იყო!-სასაცილოდ წარმოთქვა. -ფუ, ჯანდაბა! მართლა არ ვაპირებდი! მართლა!-ტუჩს ვიკვნეტდი ხარხარი,რომ არ დამეწყო.მხოლოდ ახლა შევამჩნიე,როგორი ცივი იყო წყალი. -დამელოდე-ხელი შემიშვა და ჩაყვინთა სახის მოსაბანათ.მე კი ისევ პანიკაში ჩავვარდი.ისევ ფსკერზე აღმოჩენის შიშით საწყლად ფართხალი დავიწყე-დამშვიდდი,კაი,ჰო!-ჩაიხითხითა შრეკმა და ცივ მკერდზე მიმიკრა. -მოგკლავ! კი, ნამდვილად! -მშვიდად პატარავ! ჯერ კიდევ წყალში ვართ!-გაიცინა და ცხვირზე მაკოცა. 888 -ფილტვის კიბო ხელში მაქვს!-ამოვიოხრე და ბუხარს მივაფიცხე ხელები. -რა იყო, ერთმა პატარა კიბომ უნდა შეგაშინოს ამხელა ქალი?-პლედი მოიფარა,ჩემ წინ დაფენილ ლეიბზე ოთხად მოკეცილმა. -სულ უნდა იცანცარო?-ენა გამოვუყავი.ჯერ კიდევ ვერ გავმთბარიყავი. -მოდი,დაწექი თორემ, ახლა გული გამეყინება!-ძალით აცახცახდა. -ღირსი იქნები! -მერე ვიღას ეყვარები?-საყვარლად დამემანჭა.ტუჩზე ვიკბინი ღიმილის შესაკავებლად.ვოცოდი,იმ წყეული წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო,მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი სიტყვები. -კატას ვიყიდი და იმას! ჯერ შენ გულს ვაჭმევ,მერე თვალებს... -ღმერთო! რა ბოროტი ხარ!-ჩაიხითხითა-მგონი ტყუილად არ მოხვედრილხარ მორგში! -ჰაჰ! რა იუმორი გაქვს!-თვალები გადავატრიალე. -,,იუმორინაში“ წავიდე? -რა სულელი ხარ!-ხმამაღლა გავიცინე.გვერდით მივუწექი.ხელები წელზე შემომხვია და სხეულზე ამიკრა.ვიგრძენი,როგორ გააჟრჟოლა სითბოსგან. - გათბობა ხარ ჩვეულებრივი!-გაიცინა და ცხვირი ჩემს თმებში ჩამალა. -დაიძინე,სანამ ყინულად ვქცეულვარ-ვუთხარი და თვალები დავხუჭე.არაფერი უთქვამს,ცხელი კოცნა დამიტოვა კანზე და გაჩუმდა. 888 თვალები,რომ გავახილე მზე უკვე ჩადიოდა.ამდენი როგორ მეძინამეთქი გავიფიქრე და ძვლივსძვლივობით წამოვდექი.მხოლოდ ახლა გავიაზრე,რომ ტანსაცმელი მეცვა და საერთოდაც არ მძინებია ბუხრის წინ,რბილ ლეიბზე.წარბები უნებურად შევკარი.მახსოვს,როგორ დავიძინე შრეკთან ერთად,დიდ პიჟამაში გამოწყობილმა.ირგვლივ მიმოვიხედე.მწვანე თმიანი არსად ჩანდა.მთელი სახლი,რომ შემოვიარე და ვერსად ვიპოვე ნერვიულობა დავიწყე. -ჯანდაბა!-აღმომხდა,როცა საპირფარეშოში შევიხედე.დეჟავუ მქონდა.ზუსტად იგივე დავინახე რაც ღამის კლუბის,მამაკაცების ტუალეტში-ჯანდაბა! ჯანდაბა!-შრეკისკენ გავიქეცი.უნიტაზთან იწვა.წამით გავშეშდი,როცა მის ტუჩებზე თითრი ქაფი დავინახე.მაჯაზე ლურჯი ქამარი ძლიერად გადაეჭირა.ნემსი და წამლის ცარიელი შუშის ფლაკონიც იქვე ეგდო. შიშისგან აცახცახებულმა პულსი გავუსინჯე.მეგონა პანიკაში ჩავვარდებოდი,როცა ვერაფერი ვიგრძენი.არ სუნთქავდა! ჩემი მწვანე კულულიანი არ სუნთქავდა! თავი საპნის ოპერის გმირი მეგონა. ვერც ვიგრძენი ისე გადმოლახა ცრემლებმა ბარიერი და ლოყებზე ჩამომიცურდა.ვიცოდი,ერთხელაც მომიწევდა ამასთან შეგუება მაგრამ მაინც ვერ მოვემზადე ისე,რომ გავმკლავებოდი! -ღმერთო ჩემო!-ხელები სახეზე ავიფარე.მამაჩემის წასვლის შემდეგ ერთხელაც არ მიტირია.ახლა,პატარა ბავშვივით ვბღაოდი.ძვლივს წამოვწიე და მკერდზე მივიხუტე.მინდოდა ბოლოჯერ მოვხვეოდი,ისე როგორც მხოლოდ მას სჩვეოდა.ჩემს საყვარელ მწვანე თმას მოვეფერე.უკანასკნელად შევისუნთქე მისი სურნელი. არ მახსოვს,როგორ გამოვიძახე სასწრაფო.ვხედავდი,როგორ აფარებდნენ თეთრ ზეწარს.მორგში გადასაყვანად ამზადებდნენ.ჩემთან მოჰყავდათ!.. -შემომხედე!-თითქოს ელექტრო შოკით მაფხიზლებდნენო,მთელ სხეულზე ბიძგი ვიგრძენი. ჩემი შრეკი! ჩემი მწვანე თმიანი... -გაიღვიძე პატარავ! მე აქ ვარ კარგი? შემომხედე!-გაოგნებულმა გავახილე თვალები.როგროც კი მისი მწვანე კულულები დავინახე ისტერიული სიცილი ამიტყდა. -ჯანდაბა! გაგიჟდი მგონი?-თავი გაიქნია.-რა გაცინებს,ნორმალური ხარ? -ცოცხალი ხარ!-ავადმყოფურად,ხმამაღლა ვხარხარებდი. -შენს ჯინზე,კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ! სისინავ!-ენა გამომიყო და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.-იცი რომელი საათია საერთოდ? -არ მაინტერესებს-ჩავიხითხითე.წამით მეგონა მართლა გავგიჟდი,სიცილს ვერ ვიკავებდი. -რატომ დაგაინტერესებს,გამოიძინე! მე კიდევ,შენს ხტუნვაში და ბოდვაში თვალიც ვერ მოვხუჭე! -ნუ წუწუნებ!-ენა გამოვუყავი. -კაი,არგინდა ამდენი ბოდიში,არაუშავს!-გამიცინა და ისევ წელზე მომხვია ხელები. -აუტანელი ხარ!-გავიცინე,ამჯერად დამშვიდებულმა და მკერდზე მივეხუტე.მხოლოდ ახლა მივხვდი,რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ეს ნარკომანი,სულელი ბიჭი,რომელიც ,,მოქმედი ბომბი“ იყო! პირდაპირი მნიშვნელობით.შეეძლო აფეთქებულიყო და მთელი ჩემი ცხოვრება გაენადგურებინა!.. -მიყვარხარა მე შენ, დოქტორო ბოროტებავ!-გავიგე მისი ჩურჩული.თავი ჩემს კისერში ჩარგო და ყელზე მომაწება ტუჩები.კანზე შეხებით ვიგრძენი ჩემსავით იღიმოდა.საერთოდაც არ მანაღვლებდა გულწრფელი იყო თუ არა იმ დროს! ისიც მაბედნიერებდა,რომ ჩემს გვერდით იყო!... -იცი,ერთადერთი სასიამოვნო რაც მამაჩემისგან მახსენდება ,ეს ჩემი პატარა სახლია,რომელიც ხეზე ავაშენეთ-გაეცინა შრეკს.ეზოში,გრძელ სკამზე ვისხედით და ბუნებით ვტკბებოდით.თბილი ქარი სასიამოვნოდ გველამუნებოდა სახეზე.კარგი ამინდი იყო და სხვა საქმე მაინც არაფერი გვქონდა. -როგორც ამერიკელ ბავშვებს აქვთ. ღმერთო,ჩემი ოცნებაა იყო!- მეც გამეცინა. -სკოლიდან ახალ მოსული ვიყავი,სახლში დამხვდა! კარგ ხასიათზე იყო,როგორღაც.ალბათ წამალი უპრობლემოთ იშოვა-დაიმანჭა გახსენებისას.-წამოდიო მითხრა და უკანა ეზოში გამიყვანა.ყოველი წამი მახსოვს.ვიცინოდით! მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი-ხელები მუხლებზე შემოიხვია.მე ჩუმად დავრჩი,უბრალოდ ვუსმენდი და მის ტკივილს თითქოს მეც შევგრძნობდი. -მაშინ მეგონა,ყველაფერი დამთავრდა, მამა დაბრუნდამეთქი.მაგრამ მგონი უარესობისკენ შეიცვალა!-სიმწრით ჩაეცინა და გამომხედა-გინდა გაჩვენო?-თვალები გაუბრწყინდა მოულოდნელად.როგორ შეუძლია იყოს ასეთი ბიპოლარული? მისი ემოციები ისე სწრაფად იცვლება... -აქ არის ის სახლი?-ხმამაღლა წამოვიძახე-რათქმაუნდა მინდა! -დაიმახსოვრე,დარწმუნებული არ ვარ,რომ ყველაფერი გადავყარე,როცა ბოლოს იქედან გამოვედი!-ჩაიხითხითა.,მე ხელი,სიცილით გავკარი მხარზე. -საზიზღარი ხარ! -რა ბილწი ხარ! რეებს ფიქრობ?-მოჩვენებითი შეშფოთებით წარმოთქვა და ტუჩები ერთმანეთს დააჭირა სიცილის შესაკავებლად.-შეხედე,იქ არის! ჯანდაბა! როგორ მომენატრა. -ავიდეთ? წამოდი რა-ვთხოვე და ჯემპერით მოვქაჩე. -ფრთხილად ადი!-სიცილით დამითმო გზა,ჯერ მე ამიშვა ხის კიბეზე.უჩვეულო გრძნობა მეუფლებოდა,ყოველ საფეხურზე ასვლისას.ღიმილს ვერ ვიკავებდი.თვალი მოვავლე შეფიცრულ პატარა,საოცნებო სახლს,როცა ორივე ავედით. მიუხედავად იმისა, სიძველისგან გაშავებულიყო მაინც ლამაზად მეჩვენებოდა. -კეთილი იყოს შენი შემოსვლა!-გაეცინა თვალებ გაბრწყინებულ მწვანე თმიანს. -ეს...ეს... ჯანდაბა! ვერ აღვწერ-მეც ხმამაღლა გავიცინე ზედმოტი ემოციისგან -მგონი მამაშენს,მხოლოდ ამ ქმნილებისთვის უნდა აპატიო-მუშტი მივადე მხარზე და კარი გამოვაღე. -მარჯვნივ ჩამრთველია.იმედია მუშაობს. -ახლავე ვნახავ-ხელი ჩამრთველს ავკარი და როგორც კი ოთახი განათდა მომინდა ყოველი წერტილი შემესწავლა.წარმოვიდგინე,როგორ იჯდა ხოლმე აქ შრეკი,რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ ხორბლისფერი თმა ჰქონდა.ჩემს წარმოსახვაში კი ის მაინც მწვანე კულულიანი იყო! ოთახში ორი საწოლი,პატარა მაგიდა და დაბალი კომოდი იდგა.კედლებზე ნახატები და რამდენიმე შრეკის საყვარელი პლაკატი გაეკრათ. -აქ მხოლოდ ორი საწოლია?-ჩემი ნათქვამი კითხვასავით უფრო ჟღერდა. -ჰო,ჩემს და-ძმებს სიმაღლის ეშინიათ.ამიტომ ამ ,,სახლის პატრონი“ მე ვიყავი-საყვარლად ჩაიცინა და ერთ-ერთ საწოლზე ჩამოჯდა.წარბები ზემოთ ავზიდე და მეორე საწოლს ეჭვით გავხედე. -გითხარი გარყვნილი ხართქო?!-გადაიხარხარა მწვანეთმიანმა.ვეცადე არ გამეცინა მაგრამ მაინც ჩავიხიხითე-ყოველთვის საზიზღრობებს როგორ უნდა ფიქრობდე? -არაფერიც არ მიფიქრია!-ენა გამოვუყავი. -ჰო,როგორ არა! -საშიშ ზონაში ნუ გადახვალ! და ნუ გამაცხარებ!- გავაფრთხილე სიცილით.მან ხელები ზემოთ ასწია გაჩუმების ნიშნად-არ ვიცოდი თუ ხატავდი. -თუ ამას ხატვა ჰქვია ჰო,ვხატავ-საყვარლად ჩაიხითხითა.ლოყები ჩვეულად ჩაეჩხვლიტა და ჩემი განწყობაც უფრო ამაღლდა. -მანახებ? -ჰო,როცა დავბრუნდებით განახებ-დამპირდა და ბალიშზე გადაწვა.მე კი უკეთ დათვალიერებას შევუდექი.მაგიდაზე მტვრიან ფურცლებზე რამდენიმე ნახატს დავხედე.ყველაზე ერთიდა იგივე გოგონა ეხატა,რომელიც სულაც არ გავდა მიას. არც დედამისი იყო.თვალები დავაწვრილე,როცა მისი სახე მარის მივამსგავსე.გოგონას ქორწილიდან! ნახატები ისევ თავის ადგილზე დავაბრუნე და კომოდს მივუახლოვდი.უჯრების გამოღებისას სიცილი წამსკდა. -აი,ჩემი გარყვნილი აზრები-სიცილით ავიღე ,,ფლეიბოის“ ძველი რამდენიმე ნომერი და ხელში ავათამაშე. -ჯანდაბა!-თავი ოდნავ წამოწია და ჟურნალების დანახვაზე ჩაიხითხითა. -ესეც შენი პატიოსანი ბავშვობა-გადავიხარხარე. -დოქტორი ბოროტება ხარ!-სიცილით დამემანჭა,გვერდით მიიწია და მანიშნა მასთან მივსულიყავი. -მაპატიე,მაგრამ ამის შემდეგ შენთან ახლოს დაწოლა გამიჭირდება-გავაგრძელე ისევ.სიცილით,რომ ვიჯერე გული მივუახლოვდი და გვერდით მივუწექი. -სამაგიეროს გადახდისთვის, სულიერად მოემზადე!-მითხრა ყურებამდე გაღიმებულმა. -არ მეშიანია! -ვიცი სასტიკი ქმნილება,რომ ხარ!-ენა გამომიყო და ცხვირზე მაკოცა.მე,კი თმებში შევუცურე თითები და ოდნავ მოვქაჩე. 888 -ახლავე დავბრუნდები-მითხრა ნერვიული ღიმილით და სამზარეულოდან გავიდა.მზერა დაბინდვოდა არეული ჩანდა.საჭმელს ვამზადებდით,უკვე საკმაოდ ბნელოდა და ფილმის ყურებას ვაპირებდით. კარტოფილს ვჭრიდი,სიზმარი,რომ გამახსენდა. -ჯანდაბა!-დანა მაგიდაზე ხმაურით დავდე,ხელი ფართუკზე შევიმშრალე და შრეკის მოსაძებნად წავედი.მეზიზღება ის ფაქტი,რომ წამალზეა დამოკიდებული! მოურიდებლად შევაღე სააბაზანოს კარი და ადგილზე დავრჩი.გაშეშებულმა მივაშტერდი იატაკზე მჯდომ შრეკს.კბილებში ინსულინის შპრიცი მოექცია და ცდილობდა მკლავზე რეზინის ქამარი შემოეჭირა.ჩემი დანახვისას,უემოციოდ ამომხედა.რამდენიმე წამი უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს.ვფიქრობდი,რა გამეკეთებინა.ბრაზისა და შიშის შერწყმით ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი. -განაგრძე-ვთხოვე ჩურჩულით.კარი დავხურე,მის პირდაპირ,კედელთან,იატაკზე ჩავჯექი და ხელები მუხლებზე შემოვიჭდე.წამითაც არ მომიშორებია მზერა.გული ისე სწრაფად მიცემდა მეგონა ინერციით ამოვარდებოდა და ჯანდაბაში გადაიხვეწებოდა! დავინახე,როგორ დაირტყა ორი თითი მოსახარში რამდენჯერმე.ვენას ეძებდა! არაფერი მითქვამს,ისე მივუახლოვდი,ყურადღება არ მიმიქცევია როგორც მიყურებდა,ნემსი გამოვართვი და ვენაში ნელა შევუშვი.ვხედავდი,როგორ აატრიალა თვალები სიამოვნებისგან. -საზიზღრობაა!-ჩურჩულით ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი.ემოციები ერთმანეთში მერეოდა.ვცდილობდი კომიკურად შემეხედა ამ ყველაფრისთვის მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე.სულ მასთან ხომ ვერ ვიქნებოდი? იქნებ ერთხელაც მართლა ახდენილიყო სიზმარი?! სამზარეულოში დავბრუნდი,ვახშმის მომზადება განვაგრძე.მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.მამაჩემზე და მის ოჯახზე დავიწყე ფიქრი... -კარგად ხარ?-გავიგე შრეკის ხმა.მხოლოდ წამით ავხედე და თავი დავუქნიე. -უკეთესადაც შეიძლება! -ბოდიში!-გულწრფელად თქვა და მაგიდასთან ჩამოჯდა-არ მინდა ასეთს მხედავდე! -ვიცი, არაუშავს, ჩემი ბრალია.-ვაღიარე (საკუთარ თავთანაც).ვერ შევცვლი! -შეგვიძლია დავივიწყოთ რაც მოხდა?-ვერ მივხვდი კითხვა იყო თუ შემოთავაზება მაგრამ მაინც თავი დავუქნიე და სულ ოდნავ გავუღიმე. -რათქმაუნდა-თვალები გადავატრიალე.ჩუმად გავიცინე.თითქოს ჩემს თავს დავცინოდი. -დაგეხმარები! -არ მინდა,უკვე მოვრჩი!-გავუღიმე,ლოყაზე ვაკოცე და მაგიდის გაწყობას შევუდექი. 888 -მითხარი რამე!-მთხოვა ღიმილით.ფილმი გვიან დამთავრდა.ბუხარიც ჩამქვრალიყო.თბილ პლედში გახვეულები ვიწექით დივანზე.ძლიერად ვეკვროდი შრეკს სიცივიდან აცახცახებული. -ნახატები ვნახე ხის სახლში. -კედლებზე,ნახავდი ცხადია!-ჩაიხითხითა.თავი ჩემს კისერში ჩაერგო და მძიმედ სუნთქავდა. -ოო,მე სხვას ვგულისხმობ-ხელზე მსუბუქად ვუჩქმიტე სიცილით-მაგიდაზე.მარის ჰგავდა! -ოჰ, არ მახსოვდა თუ ისევ შენახული მქონდა-ამოიფრუტუნა.თავი აწია ჩემთვის რომ შეეხედა-მგონი ბავშვობაში გაგიჟებით ვიყავი შეყვარებული...-ჯანდაბა! -ყველაზე პოპულარული იყო სკოლაში,მთელი კლასი გიჟდებოდა-თვალები გადაატრიალა,მეც შვებით ამოვისუნთქე!-ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ,ამიტომ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს.მეცხრე კლასში გამოვუტყდით ერთმანეთს,რომ შეყვარებულები ვიყავით.სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ერთად ვიყავით,საშინლად ბევრი დავლიეთ,სასმელმა მაწყინა და ცოტახნით გარეთ გავედი,უკან,რომ დავბრუნდი იქ აღარ დამხვდა. ვიღაც ბიჭს აეკიდა და მასთან ერთად გაიპარა! იმის შემდეგ მისი დანახვაც არმინდა!არადა,სულ ცდილობს,როგორმე ისევ დამიახლოვდეს.გეფიცები იმდენჯერ დავხატე,მგონი ახლაც შემიძლია ფოტოს ნახვის გარეშე დახატვა! -მაგარია ასე,რომ გიყვარს ალბათ!-წარბები უნებურად ავზიდე,მის ქურთუკს ვაწვალებდი.-თან ერთხელ მითხარი,რომ არავინ გყვარებია! -ოუ,რაღაცის სუნი მცემს-წამოიწყო უცნაური ღიმილით,მისი თითები ნელი მოძრაობით მოიწევდა ჩემი მუხლიდან ზემოთ. -რისი? -აი,აი,ნელ-ნელა უფრო მძაფრდება-თქვა ისევ შეპარვით,უკვე მუცელთან იყო... -გაჩერდი-გამეცინა მის სისულელეზე. -აყროლდა-საყვარლად ჩაიხითხითა.თითებმა მკერდი გამოტოვეს და კისერთან შეჩერდნენ.მომწონს,როცა ასეთია,როცა მაგრძნობინებს,რომ არ ხედავს ჩემში მხოლოდ ,,ქალს“-ეჭვიანობის სუნია!-გაეცინა და როგორც კი თავის დასაცავათ კისერი ჯემპერში ჩავრგე მომიღიტინა. -რა იდიოტი ხარ! გაჩერდი!-მიუხედავად იმისა ვცდილობდი, თავს მაინც ვერ ვიკავებდი სიცილისგან.-თუ არ გაჩერდები,გეფიცები...რაღაცა საშინელებას დაგმართებ!-ძვლივს ამოვისუნთქე სიცილისგან.ისეთი შეგრძნება მქონდა იღლიებისა და კისრის კანქვეშ რაღაც მკაწრავდა და წამების მიუხედავად მაინც სიცილს მაიძულებდა! ,,ღიტინი“ კანონით უნდა ისჯებოდეს! -ჩემი ნერვული გაღიზიანება თუ პიკს მიაღწევს, სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდება! ოღონდ ჩემთვის კი არა! შენი გვამის წასაღებად!-დანაწევრებულად ამოვილუღლუღე. -კარგი დამშვიდდი არგინდა-ხელები ზემოთ ასწია დანებების ნიშნად. -საზიზღარი ხარ!-ენა გამოვუყავი და გავიცინე.ჩემი გულისცემა გაორმაგდა მისი მომღიმარი სახის დანახვაზე.ღიმილისგან ტუჩები შუბლზე აეტანა,ლოყაზე ღრმულებიც ადგილზე ჰქონდა.თავი ვერ შევიკავე და თითით შევეხე. -რომ შემეძლოს ლოყებს მოგჭრიდი და ჩემთვის შევინახავდი-ჩავიხითხითე.მასაც გაეცინა.თითზე ვიბრაცია რომ ვიგრძენი,მეგონა ჩემი გული აორთქლდა! -საბედნიეროდ ეგეთი ბოროტიც არ ხარ-შუბლზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია.ისე ახლოს იყო,ისე ლამაზი მეჩვენა, პირველად მომინდა მის ტუჩებზე შეხება! დასაფიქრებლად დრო არ დავიტოვე,ხელი თმებში შევუცურე და მის ბაგეებს მივეწებე.ვიგრძენი,როგორ გაეღიმა,ცივი თითები კეფაზე მომიჭირა და მისკენ მიმიზიდა.არასდროს მიკოცნია მისთვის ასე აღზნებულად.და არასდროს განმიცდია სირცხვილისა და სიამოვნების ასეთი ერთიანობა.ხშირად ვბრაზდებოდი რატომ არ გადმოსცემდნენ მწერლები იმ გრძნობას, რასაც გმირი განიცდიდა კოცნის დროს! მხოლოდ ახლა მივხვდი! ძნელია აღწერო ის რასაც მუცელში გრძნობ! იქ მხოლოდ ქაოსი და ცისარტყელასავით შვიდფერია ყველაფერი! თვალები დავხუჭე,სამუდამოდ რომ ჩამებეჭდა გონებაში ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი.მისი გრძელი,თეთრი ხელები ჩემი სახიდან ქვემოთ ინაცვლებდნენ.წამის შემდეგ ჩემს ზემოდან მოექცა.გამეცინა მის გაურკვეველ გამომეტყველებაზე.თითქოს თვალებით მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა ისევ შემხებოდა! -რას დამცინი?-წარბები შეეკრა და ცდილობდა არ გაღიმებოდა.მწვანე კულულები ქვემოთ ჩამოჰყროდა.ტატუებიან, უცნაურ ღვთაებას უფრო ჰგავდა ვიდრე ადამიანს! -ნუ მიყურებ მასე.რატომ მიფუჭებ სულ ასეთ მომენტს?-ჩავიხითხითე და თავი გავიქნიე. -თუ არ გინდა,შეგვიძლია ლაპარაკი განვაგრძოთ! მხოლოდ ამას ვგულისხმობდი-ენა გამომიყო და ჩემი განწყობაც უფრო ამაღლდა.საყელოში ჩავეჭიდე და ჩემსკენ მოვიზიდე.მეორედ დავეწაფე მის ტუჩებს.ის,კი კიდევ ერთი საოცარი ჩაღიმების შემდეგ ჩემს სქელ,მჭიდროდ შემოხვეულ ხალათს ჩაეჭიდა და ძვლივს მომაშორა ტანიდან. -კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უცნაური პირველი ღამე მექნება!-ჩემს ნათქვამზე ხმამაღლა გადაიხარხარა,ლოყაზე მაკოცა და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო. -გეფიცები ,,კაიფში“ აღარვარ-მითხრა გულუბრყვილოდ.მაშინ,მხოლოდ მაშინ მივხვდი რატომაც მინდოდა მასთან ყოფნა! -მიყვარხარ!-მძიმედ მაგრამ სრულიად გულწრფელად ვაღიარე და გავუღიმე... 888 შრეკის ხმამ გამომაღვიძა.თვალები ძვლივძვლივობით გავახილე და მისაღებ ოთახს მოვავლე თვალი.დივანზე მარტო ვიწექი.ტელეფონისკენ გავიწვდინე ხელი მაგრამ იქ არ დამხვდა სადაც დავტოვე.სწრაფად წამოვდექი,სიცივისგან აცახცახებულმა შრეკის ჯემპერი გადავიცვი და მის ხმას გავყევი.სამზარეულოში ფანჯარასთან იდგა და ჩემს ტელეფონზე ვიღაცას წარბ შეკრული ელაპარაკებოდა. -გგონია შემაშინებ? შეგიძლია იქნიო მუშტები, მაინც არაფერი გამოგივა!-ამბობდა მშვიდად-მოვიკითხავ შენგან! დიდი სიყვარულით!-თქვა ბოლოს და გათიშა.ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და გონებაში იმ ადამიანების სიას ვადგენდი,ვისაც შეეძლო დაერეკა. ნიკუშა! ჯანდაბა! -მგონი ჩემი ტელეფონია? თუ მეშლება?-წარმოვთქვი რაც შემეძლო წყნარად. -ისე გეძინა,არ მინდოდა გამეღვიძებინე-საყვარელი,უდანაშაულო სახით განმიმარტა და მობილური გამომიწოდა. -ვინ იყო? -შენი საყვარელი მეზობელი-ჩაიცინა,გვერდი ამიარა და მისაღებში დაბრუნდა.სიცივის მიუხედავად მაინც ბოქსერებში,წელს ზემოთ შიშველი იყო. -უნდა გაგეღვიძებინე...-ვუთხარი უკმაყოფილოდ და უკან ავყევი. -თუ ასე მოგენატრა,დაურეკე,ნომერს ჩაინიშნავდა ალბათ!-მითხრა ირონიულად,შარვალი ამოიცვა და დივანზე ჩამოჯდა. -ნუ სულელობ-მივხვდი არ იყო კარგად.თავი ვაიძულე დამევიწყებინა ჩემი სისულელეები და მივუახლოვდი.მის წინ ჩავიმუხლე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა.-ახლა მე უნდა ვიფიქრო,რომ ეჭვიანობ? თუ დატუქსვამ აგიჩუყა გული?-გავუცინე.დავინახე როგორ გადაურბინა ღიმილმა სახეზე. -ჩემი ხმა,რომ გაიგო გაგიჟდა! მეგონა ყურმილიდან გადმოხტებოდა!-ჩაიხითხითა ბოლოს. -იდიოტია! -თვალები გადავატრიალე-დამშვიდდი,არ მივცემ უფლებას შენი თვალი კიდევ ერთხელ ,,შეალამაზოს“-გავიცინე ისევ.ლოყაზე ვაკოცე და წამოვდექი-ჩაიცვი და ვისაუზმოთ! -ჩემი ჯემპერი მგონი მსოფლიოში ყველაზე ბოროტ, მაგრამ აქვე დავამატებ სექსუალურ პათანატომს აცვია!-მხრები აიჩეჩა,მე კი მუშტი მსუბუქად მივარტყი მკერდზე.ერთი მოძრაობით გავიხადე.თხელი მაისურის ამარა დარჩენილმა სწრაფად გავუწოდე და კიბეებზე ავვარდი. -წყალს გადავივლებ! ბუხარს დაანთებ? კიი? კარგი!-გავძახე ზემოდან მანამ სამან მის პასუხს მოვისმენდი და სააბაზანოში შევვარდი. 888 -მთელი დღეა გირეკავ! სად ჯანდაბაში ხარ?-დაიწივლა დედაჩემმა,მის ზარს,რომ ვუპასუხე. -რა გინდა ნინა?-თავმობეზრებულმა ამოვილაპარაკე. -სად ხარ მეთქი?-ჩვეული სასტიკი ტონით გაიმეორა კითხვა.დიდი ხანია ასე არ მოუმართავს! მას შემდეგ რაც გადაწყვიტა,როგორღაც შვილივით შემოეხედა ჩემთვის და შევყვარებოდი! -იქ სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ!-ამოვისისინე.მწვანეთმიანს გავხედე,მის ქოხში ვისხედით,შრეკი ხატავდა,მე ტელეფონით ვთამაშობდი.ორივენი კარგად ვგრძნობდით თავს სანამ დედაჩემი მომშხამავდა! -ნიკუშა ონიანმა დამირეკა! მითხრა, იმ ვიღაც ამაზრზენ ბიჭთან ერთად რომ ხარ! გაცოფებულია! დაურეკე და სასწრაფოდ შინ დაბრუნდი!...-მიბრძანა. -თუ გჯერა,რომ შენს ბრძანებებს შევასრულებ,იმედი გამიცრუვდება!-გამეცინა მის საცოდაობაზე.-ახლა კი მაპატიე! უნდა გავთიშო!-ვუთხარი და გაბრაზებულმა მთელი ძალით დავაწექი სენსორს გასათიშად. -ონიანი კაცობს!-ჩაიხითხითა.საწყლად გავხედე,ჩემს გვერდით მჯდომს თმები ჩემი თმის სამაგრით აეწია და რაღაცას ხატავდა.წამით გამომხედა,ჩემი საყვარელი ღიმილის შემდეგ,ლოყაზე მაკოცა და ნახატი გამომიწოდა.-გაიცანი,დოქტორი ბოროტება! აღიარე,რომ ,,მონა-ლიზას“ სჯობს!-გაეცინა.ჩემი პორტრეტის დანახვაზე მეც ვერ შევიკავე თავი.ხმამაღლა გადავიხარხარე. -ო,დიდო ლეონარდო!-ჩავიხითხითე,მხარი გავკარი და მისი ტუჩების გემო კიდევ ერთხელ შევიგრძენი... 888 -თუ მოინდომებ შეძლებ! ოჰ, მიდი რა!-გამომძახა მდინარის მეორე ნაპირიდან.გამუდმებით დამცინოდა და აღნიშნავდა როგორი მოუხერხებელი ვიყავი. -ჩავვარდები! ხომ იცი, მე ცურვა...-აღარ დავასრულე,თვალები გადავატრიალე და ფრთხილად მოვსინჯე გამიძლებდა თუ არა ქვა,წყლიდან რომ ამოეყო თავი. -დაგიჭერ,უბრალოდ გადმოხტი.ესეც არ იყოს ნილოსი!-საყვარლად გაიცინა და ხელი გამომიწოდა.ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ გავიქეცი,რამდენიმე ცდისა და მისი ხვეწნის შემდეგ,როგორც იქნა გადავხტი,მის მკერდს ძლიერად მივეჯახე.სიცილი ამიტყდა,როცა მივხვდი ,,მშვიდობიანად გადავლახე“ მდინარე-რა სულელი ხარ, ღმერთო ჩემო-ჩაიხითხითა.მე მუჭი მსუბუქად მივარტყი მხარზე და ენა გამოვუყავი. -ამდენს,რომ ლაპარაკობ,ჯობია წავიდეთ სადაც მიგყავარ! -ჰო,ჰო წამოდი-ღიმილით გაიქნია თავი,ხელი ჩამკიდა მაიძულა გავქცეულიყავი.ისე სწრაფად დარბოდა, წამით მეგონა ფეხებს ვეღარ ავუწყობდი და სახით მოვხნავდი იმ მწვანე მინდორს. -შენ ხომ არ გაგიჟდი?-ვქოშინებდი სულ მოუთქმელად,როცა გავჩერდით.ხელებით მუხლებს დავეყრდენი,რომ არ ჩავკეცილიყავი-გააფრინე?-მის ხარხარზე მეც ვერ შევიკავე თავი.ბოლოს მაინც ჩამოვჯექი ცივ ბალახზე.ვუყურებდი,როგორ გაიხადა ტყავის ქურთუკი და მხარზე შემოიგდო.თითები მწვანე კულულებში შეიცურა,წინ ჩამოყრილი უკან რომ გადაევარცხნა. -სად მივდივართ? თუ კიდევ ასე უნდა ვირბინოთ,მე აქ ვრჩები-ამოვილუღლუღე ძალაგამოცლილმა. -უნდა გამოვთვალო, დღეში საშუალოდ რამდენჯერ წუწუნებ!-თვალები გადაატრიალა,ხელზე მომეჭიდა და წამომაყენა-მოვედით!-პატარა ხის შენობისკენ მიმანიშნა,რომელიც ადრე ალბათ წისქვილი უნდა ყოფილიყო..მომწონდა ის ფაქტი,რომ თავის ბავშვობას მიზიარებდა.ძველ ნახატს ჰგავდა იქაურობა,მარტო მცხოვრებ ბებიებს,რომ უკიდიათ ხოლმე კედელზე და არაოპკვინ იწუხებს თავს მათ შესათვალიერებლად. -ჩემი ძმების საყვარელი ადგილია-გარშემო მიმოიხედა-ლამაზი კია მაგრამ...-არ დაუსრულებია,ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ მიიქცია მისი ყურადღება. -მიაა!-მაცნობა და კითხვა დაიწყო.მე წისქვილს მივაცქერდი.ვცდილობდი წარმომედგინა როგორ თამაშობდა აქ მწვანე კულულიანი მის და-ძმასთან ერთად. -ჯანდაბა!-ამოიოხრა შრეკმა და მინდორზე ჩამოჯდა. -რა მოხდა? -დედაჩემი საავადმყოფოშია... 888 ბარგი ჩავალაგეთ და სასწრაფოდ ქალაქში დავბრუნდით.საავადმყოფოში წაყოლაზე უარი მითხრა.სახლში დამტოვა და გაუჩინარდა. ჩანთები ძვლივს შევათრიე სახლში.უკვე კარის ჩაკეტვას ვაპირებდი ვიღაცის ფეხმა შემიშალა ხელი.ნელა ავაყოლე მზერა ტერფიდან სახემდე.ნიკუშა ონიანის დანახვაზე წარბები ზემოთ ავზიდე. -საბოლოოდ გადაგრია არა?-წარმოთქვა დამცინავი ღიმილით,მხარი გამკრა და ოთახში შემოვიდა. -გამარჯობა ნიკოლოზ!-თვალები გადავატრიალე მის ტონზე.-შემოდი კართან ნუ დგახარ!-ვთქვი სიცილით. -როგორც ჩანს კარგ ხასიათზე ხარ! -ცუდათ რატომ უნდა ვიყო?-ხელები წელზე შემოვიწყვე.ვუყურებდი როგორ ჩაჯდა სავარძელში. -იმიტომ,რომ სულელი,პატარა ბავშვივით იქცევი! იცი მაინც ვინ არის? რას წარმოადგენს? ალბათ ბავშვობიდან ნარკომანი და საცოდავია! - და კიდევ მე ვიქცევი პატარა ბავშვივით?-გავბრაზდი,წარბები უნებურად შევკარი.ასე ძალიან არასდროს მდომებია მისი გაქრობა და ჯანდაბაში გადახვეწა.-იქნებ დაივიწყო ჩემი არსებობა და უბრალოდ იცხოვრო ბედნიერად? -ბედნიერი ვიყო შენ გარეშე?-თავი გაიქნია,ოდნავ წამოიწია და ხელებს დაეყრდნო. -გეყოს! ახირებაა და მეტი არაფერი. -ნეტა მართლა მასე იყოს! -კარგი რა...-ტუჩზე ვიკბინე.სიბრაზე და სინანული ერთმანეთში მერეოდა.აღარ ვიცოდი რას ვგრძნობდი იმ ბიჭის მიმართ,რომელიც მამაჩემის წასვლის შემდეგ ერთხელაც არ მომშორებია გვერდიდან.-მოდი რამე მულტ.ფილმს ვუყუროთ! როგორც ბავშვობაში-წამოვიძახე მოულოდნელად.მინდოდა წარსული გამეხსენებინა მისთვის.მინდოდა მიმეხვედრებინა მეგობარი მჭირდებოდა მისი სახით და არა მტერი,რომელიც ჩემი ცხოვრების დანგრევას ცდილობს. -რა?-წამით თითქოს გაუკვირდა მაგრამ მერე თვალები აუელვარდა.თავი ენერგიულად დამიქნია,ჟურნალების მაგიდიდან დედაჩემის ლეპტოპი აიღო და სწრაფად ჩართო.-რას ვუყუროთ? -,,ლედი და მაწანწალა“-ზე რას იტყვი?-თავი გვერდით გადავხარე,მისი სახის დანახვაზე. -იქნებ ,,ტრანსფორმერები“? -არც იფიქრო-სიცილით გავაქანე თითი და გვერდით მივუჯექი-,,ლედი და მაწანწალა“. მთელი ბავშვობა შენ მიგებდი! ახლა ჩემი ჯერია! მე ,,ლედი და მაწანწალა“ მინდა! 888 მთელი კვირა ონიანთან ერთად გავატარე.მეც მიკვირდა,როგორ შეიცვალა ასე.სამსახურში მაკითხავდა და იქედან კინოში ან სავახშმოდ მივდიოდით ძვირადღირებულ რესტორნებში.მიუხედავად ჩემი თხოვნებისა ის მაინც განაგრძობდა ძვირიანი საჩუქრებით ჩემს ,,განებივრებას“.ამ ერთი კვირის მანძილზე ისე ვგრძნობდი თავს,როგორც პარალელურ ჩემთვის მოურგებელ სამყაროში.ნინაც ბედნიერი და კმაყოფილი იყო. შრეკი კი არსდ ჩანდაა.გამუდმებით ტელეფონს დავყურებდი იმ იმედით,რომ დამირეკავდა ან შეტყობინებას მაინც მომწერდა.უკვე ვნერვიულობდი.იქნებ სულაც არ იყო ისეთი,როგორადაც თავს მაჩვენებდა.იქნებ უბრალოდ ჩემთან დაწოლა უნდოდა და სხვა არაფერი.უაზრო ფიქრები არ მასვენებდნენ. კვირის ბოლოს მასთან წასვლა გადავწყვიტე.მასთან ლაპარაკი მჭირდებოდა.თავს ზედმეტად და არარაობად ვგრძნობდი მის გარეშე.ასე არასდროს მდომებია მასთან ყოფნა. -დღეს არ მცალია!-თავმობეზრებულმა ვუთხარი ონიანს,მისი პასუხს არც დავლოდებივარ ისე გავუთიშე.ჩანთა ავიღე და საავადმყოფოდან გასულმა ტაქსი გავაჩერე. ღრმად ჩავისუნთქე,როცა მის სახლამდე მივაღწიე.კარზე დავაკაკუნე და ტუჩი მოვიკვნიტე დასამშვიდებლად.გამუდმებით თითებს ვაწვალებდი. -ჰეი! დოქტორო ბოროტებავ!-ნაცნობი,წითელ თმიანი ბიჭის დანახვაზე შვება ვიგრძენი. -გამარჯობა!-უხერხულად შევიშმუშნე-სახლშია?-ვიცოდი მიხვდებოდა ვისზეც ვეკითხებოდი. -ჯანდაბა!-ხელი თმაში შეიცურა და შრეკის მსგავსად წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაივარცხნა-არ უთქვამს არა?! -რა? რაუნდა ეთქვა?-წარბები შევკარი.არც კი ვიცოდი რა მეფიქრა. -საავადმყოფოში დააკავეს! ვიღაცამ ,,დაწვა“-თითქოს მუქარით სავსე ტონით ამოილაპარაკა. -ღმერთო ჩემო!-თითები შუბლზე მოვისვი იმის გასააზრებლად რაც ბიჭმა თქვა-სად არის ახლა? -მთავარ პროკურატურაში.წინასწარ დაკავების საკანში! ვწუხვარ,მეგონა იცოდი!-მომიბოდიშა წითელთმიანმა-გთხოვ,არ უთხრა ჩემგან რომ გაიგე! -არა,არაფერს ვეტყვი!-დავპირდი და იქაურობას გავეცალე... 888 -აქ დაიცადეთ!-მიბრძანა უნიფორმიანმა პოლიციელმა და ოთახიდან გავიდა.საშინელი ადგილი იყო.ზუსტად ისეთი,როგორიც ფილმებში.სკამი გავწმინდე და ისე ჩამოვჯექი.ხელები მაგიდაზე ჩამოვასვენე და ნერვიულად დავიწყე თამაში.ერთი კვირა გაატარა ამ საშინელ კედლებში! მხოლოდ იმ კანდიდატებზე ვფიქრობდი ვისაც მისი ჩაშვება შეეძლო! -მხოლოდ 10 წუთი გაქვთ!-გავიგე გარედან საძაგელი ხმა,რამდენიმე წამში კარიც გაიღო.შუქში მწვანე თმიანი დავინახე.ჩემი მწვანე თმიანი! ვხედავდი,როგორ ხსნიდნენ ბორკილებს, მერე მსუბუქად უბიძგეს,როგორც კი ოთახში შემოვიდა კარი ისევ ჩაკეტეს. -გამარჯობა!-ყურებამდე გამიღიმა და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა.თმა ყურებზე გადაეწია,ჩვეულ ფორმაში იყო.არც ისე ცუდათ გამოიყურებოდა,როგორც მოველოდი. -გამარჯობა!-მიუხედავად ყველაფრისა მეც ვერ შევიკავე თავი ღიმილისგან.-რა გაცინებს, გიჟი ხარ,ღმერთო ჩემო!-სიცილით გავიქნიე თავი. -რას უწუნებ აქაურობას? ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროა! იოცნებე,შენ აქ ვერ მოხვდები-ჩაიხითხითა. -მეგონა მოკვდი! ან ,,წახვედი“! ისიც კი ვიფიქრე ვინმემ ხომ არ მოიტაცათქო-გავუღიმე. -რა სისულელეა! როგორც კი გაიგებდნენ ქალიშვილი არ ვარ,ისევ უკან დამაბრუნებდნენ!-სისულელის მიუხედავად მაინც ერთდროულად გაგვეცინა.თვალს ვერ ვწყვეტდი. -მომენატრე-ისე საყვარლად წარმოთქვა წამით სულ დამავიწყდა სად ვიყავით.ლოყებზე ფოსოები გამოუჩნდა,როცა წამოვდექი და ძლიერად ჩავეხუტე.გამეცინა,როცა სცადა ჩემი თმები ტუჩებიდან მოეშორებინა.წამოდგა და ხელები წელზე შემომხვია.სახე ჩემს კისერში ჩამალა და როგორც ჩვევია ღრმად ჩაისუნთქა. -ჯანდაბა!-ამოიოხრა ისე,რომ წამითაც არ მომშორებია.ჟრუანტელმა დამიარა,როცა ტუჩები კანზე მომაწება... -დედაშენი როგორაა?-დავიჩურჩულე.არ მინდოდა სიმყუდროვე დამერღვია,მაგრამ დრო ცოტა გვქონდა. -ალბათ უკვე გაწერდნენ.უბრალოდ მაღალი წნევა ჰქონდა-მხრები აიჩეჩა,ისე რომ წამითაც არ მომშორებია.გამონასუნთქ ჰაერს კისერზე ვგრძნობდი და სხეული უჩვეულო სითბოთი მევსებოდა. -კარგია!-მწვანე თმა თითზე დავიხვიე-ახლა რა მოხდება? -არჩილი ყველაფერს მოაგვარებს!სავარაუდოთ ხვალ გამომიშვებენ! არვიცი როგორ, მაგრამ ანალიზებმა აჩვენა,რომ სუფთა ვარ! ამიტომ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ! -ერთი კვირა აქ რატომ გაყურყუტეს აბა?-თვალები გადავატრიალე.ერთადერთი რაზეც ვფიქრობდით ნიკუშა ონიანი იყო,რომელიც პოლიციაში მიდის რათა შრეკი დაებეზღებინა! ჯანდაბა! -ანალიზის პასუხისთვის დროა საჭირო-მხრები აიჩეჩა.ისევ დავსხედით.ხელები მაგიდაზე ჩამოდო.დავინახე,როგორ იკაწრავდა თითებს ფრჩხილებით.როცა შეამჩნია ვუყურებდი ხელები მაგიდის ქვემოთ დამალა და თბილად გამიღიმა.ვიცოდი,რაც სჭირდა მაგრამ არაფერი მითქვამს. -თქვენი ალბომი ვიყიდე! შესანიშნავია! თან იმდენადაც კი,რომ ნიკოლოზ ონიანი უსმენს! წარმოდგენაც არ აქვს შენ რომ მღერი-ჩავიხითხითე.თემის შეცვლაც მინდოდა მაგრამ ვინატრე ნეტა არაფერი მეთქვა,როცა შრეკმა წარბები ზემოთ აზიდა. -ოუ! ჩამოვიდა? -ჰო... -მიხარია თუ მოეწონა-გაეცინა მოულოდნელად-მისი სახე მინდა დავინახო,როცა გაიგებს!-საყვარლად გადააგდო თავი უკან,თითქოს წარმოიდგინაო.მე კი უბრალოდ მივაჩერდი.როგორ შეუძლია იყოს ასეთი საოცარი ამ ,,სოროშიც“ კი! -დრო ამოიწურა!-გავიგეთ გარედან.რამდენიმე წამში კარი გაიღო,ოთახში ორი ფორმიანი პოლიციელი შემოვიდა.ერთმა უხეშად წამოაყენა,მეორემ ბორკილები გაუკეთა და წასაყვანად შეამზადეს. -ხვალ გამოგივლი-ღიმილით მითხრა და ვითომც არაფერიო დაცვას თვალი ჩაუკრა. 888 -ნიკუშა სახლშია?-ვკითხე დედამისს და ვცადე ზრდილობისთვის გამეღიმა.არაფრის თავი არ მქონდა.უბრალოდ ყველაფრის გარკვევა მინდოდა. -ახლავე დავუძახებ ძვირფასო! შემოდი. -არა მადლობა,აქ დაველოდები-განვაცხადე მტკიცედ.ტუჩს ვიკვნეტდი მღელვარებისგან.ბრაზი სახეზე მაწვებოდა,ვგრძნობდი პომიდორივით გამოვიყურებოდი! -ჰეი! დღეს რა საქმე გქონდა?-გაღიმებული ონიანი ჩემკენ წამოვიდა გადასახვევად მაგრამ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე-რამე მოხდა? -მეკითხები,მოხდა თუ არა რამე?-რაც შემეძლო მშვიდათ წარმოვთქვი-ვინ ხარ,ამდენის უფლებას,რომ აძლევ თავს? -დამშვიდდი! რა ბზიკმა გიკბინა? გუშინ მშვენივრად გრძნობდი ჩემთან ერთად თავს!-მისი სიტყვები საყვედურივით გაისმა. -ღმერთო ჩემო! გულის ამრევი ხარ! შენ მოუწყვე არა? ყველაფერს ვხვდები! სხვაგვარად,როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი ასეთი სხვანაირი და მშვიდი! უარყოფას ტყუილად ნუ დაიწყებ! -გავაფრთხილე.წამით მეგონა თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოვყრიდი. -ჯანდაბა! წარმოდგენაც არ მაქვს,რაზე ლაპარაკობ!-წარბები შეკრა.ვიცოდი თავს ისულელებდა და ეს უფრო მაცოფებდა.მერჩივნა ყველაფერი ეღიარებინა. -ყოჩაღ ნიკოლოზ! დააპატიმრეს! გამოგივიდა!-სახეში მივახალე და წამოვედი! მისი დანახვაც აღარ მინდოდა! აღარასოდეს! 888 -გუფის დავეხმარები-ვუთხარი მწვანეთმიანს.წამოდგომა დავაპირე მაგრამ მაჯაზე მომიჭირა ხელი და მაიძულა მასთან დავრჩენილიყავი. -არმინდა.მეთვითონაც მოვახერხებ-თვალი ჩამიკრა იასამნისფერთმიანმა დრამერმა და სალფეთქების დაკეცვა განაგრძო.როგორც კი გაათავისუფლეს ბიჭებმა სახლში წასვლა და ,,ფილმის ყურება“ გადაწყვიტეს.თუმცა მათ გეგმებში სულაც არ დომინირებდა ფილმი,ან რამე მსგავსი! -უქალობას მიჩვეულები არიან-ყურში ჩამჩურჩულა შრეკმა და ჩაიხითხითა. -გავიგონე!-ამოიბუზღუნა ბიჭმა,რაზეც სიცილი ვერცერთმა შევიკავეთ-პიდ@რასტო!-შუა თითი სასაცილოდ მოგვიშვირა,წვერზე აკოცა და ლუდის ბოთლები ჟურნალების მაგიდაზე თეფშებთან დადგა-შენთან ბოდიში!-მითხრა ღიმილით და სამზარეულოში გავიდა. -ღმერთო რა დებილია!-თვალები გადაატრიალა შრეკმა. -საყვარელია-გავიცინე და უხერხულად შევიშმუშნე მის მკლავებში. -ყველა დებილი საყვარელია-ჩაიხითხითა ისევ. -მართალი ხარ!-თავი დავუქნიე წარბებ აწეულმა.მიხვდა მასზე რომ ვანიშნებდი და ბალიშისკენ წაიღო ხელი. -არ გინდა!-საწყლად ამოვიოხრე და დარტყმის მოლოდინში თვალები დავხუჭე.უცნაური სითბო ვიგრძენი,როცა ნაზად მოაწება მისი ტუჩები ჩემსას,ცივი თითები თმებში შემიცურა და მისკენ მიმიზიდა.მეც ვაკოცე,მაისურზე ჩავეჭიდე და მკერდზე ავეკარი. -ჯანდაბა!-სწრაფად მოვშორდი,როცა ნაბიჯების ხმა შემომესმა.ბიჭები ისე მიდი-მოდიოდნენ ოთახში ვითომ არაფერი დაენახათ! სახე მწვანეკულულიანის კისერში ჩავმალე სიწითლის დასაფარად.ვიცოდი მთელ სახეზე ვხურდი!-სახელს მიტეხ ამხელა პათოლოგანატომ ქალს! -რა სულელი ხარ!-გაეცინა,ხელი წელზე შემომხვია და ლოყაზე მაკოცა. 888 -მამაჩემმა შეიტანა საჩივარი!-დაიჩურჩულა მოულოდნელად. და მე მის მკერდს მივეყინე.ყველა წასულიყო.მხოლოდ ჩვენ ორნი ვიწექით მის საწოლში და სიჩუმეს ვუსმენდით! -მამაშენმა? ვინ გითხრა?-ძვლივს წარმოვთქვი შეძრწუნებულმა. -თვითონ! ციხეში იყო მოსული...-მხრები აიჩეჩა,ჩემკენ გადმობრუნდა და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო.-იქნებ ასე მაინც გამოსწორდეო!-ჩაიცინა.ვიცოდი გულ ნატკენი და იმედგაცრუებული იყო.ისევე როგორც მე.არ ვიცოდი რა მეთქვა,უბრალოდ ჩუმად დავრჩი და ძლიერად შემოვხვიე ხელები დასამშვიდებლად.ნასვამი იყო და ყველაფრის მოყოლა სჭირდებოდა.-რა ირონიაა! თვითონ მანამდე ვერ გამოსწორდა სანამ ლამის საბოლოოდ არ დაკარგა ოჯახი! ან საერთოდ გამოსწორდა კი?! იმაზე უარესია! -ალბათ ფიქრობდა,მართლა გიშველიდა...-ამოვილუღლუღე.ვიცოდი ეს სულაც არ ამართლებდა მამამისს მაგრამ მაინც მისი დაცვა გადავწყვიტე. -მას უბრალოდ უვარგისი შვილის თავიდან მოშორება უნდა!-ღრმად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი და თავზე მაკოცა-თვალები ისე მეხუჭება გეგონება მაგნიტები მქონდეს ქუთუთოებზე!-გაეცინა მოულოდნელად. -ჯანდაბა! ჭკუიდან მშლი!-თავი გავიქნიე,ხელებს დავეყრდენი და სახეზე შევხედე. -ძნელია გაუძლო ჩემს სექსუალურობას!-წარბები სასაცილოდ აათამაშა.მე მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე. -შენი ხასიათის ცვალებადობა ვიგულისხმე!-ენა გამოვუყავი. -ნუ ცდილობ თავის დაძვრენას!-მითხრა სიცილით და თმა ამიჩეჩა. -სულაც არა! -რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ უარყავი.მე ხომ ვიცი სიმართლე!-ჩაიხითხითა.წინ ჩამოყრილი კულული უკან გადაიგდო და ისევ მომაჩერდა. -იდიოტი ხარ!-თვალები გადავატრიალე და გვერდი ვიცვალე.ჭერს მივაშტერდი და ვეცადე დამეძინა. -ღმერთო! ისე მიყვარს,როცა ბრაზდები-ხმამაღლა გაიცინა,ხელი მომხვია და მისკენ მიმიზიდა. -ეს ჭკუასუსტობა ალბათ ციხეში დაგჩემდა?-დავემანჭე და თვალებ დაწვრილებულმა დავაკვირდი,მის ღრმულებს ლოყებზე. -დოქტორი ბოროტება კი ხარ,მაგრამ მაინც მიყვარხარ!-გაეცინა,შუბლზე მაკოცა და თავი ისევ ჩემს კისერში ჩარგო-ძილი ნებისა! -ძილი ნებისა!-მეც გავუღიმე საბოლოოდ,ხელი წელზე მოვხვიე და თვალები დავხუჭე იმ იმედით,რომ ამდენი ხნის შემდეგ კიდევ მეღირსებოდა ტკბილად ძილი! 888 სამსახურის შემდეგ მეტროთ მგზავრობა გადავწყვიტე.მინდოდა ცოტახნით მარტო ვყოფილიყავი ჩემს თავთან.ონიანს ტყუილად დავწამე ცილი! მაგრამ სრულიადაც არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ.მისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებდი.მინდოდა სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან! ესკალატორიდან ჩასული ძელსკამზე ჩამოვჯექი ახალგაზრდა ქალის გვერდით.მატარებლის მოსვლამდე თხუთმეტი წუთი იყო დარჩენილი.ტელეფონში შრეკის ნომერს ვეძებდი,მთელი დღე არაფერი მსმენოდა მისგან.ეკრანს ბოლოჯერ დავხედე და თვალები უცნაურად დამეჭიმა. -ჯანდაბა!-ძვლივს წარმოვთქვი,ტელეფონი ხელიდან გამივარდა და მიწაზე გადავვარდი... თვალები,რომ გავახილე მაშინვე წამოდგომა დავაპირე მაგრამ ხელზე მიმაგრებულმა ,,კათეტერმა“ არ მომცა საშუალება.ქლორის სუნად აყროლებული პალატა ვიცანი თუ არა ხმამაღლა ამოვიოხრე და იქაურობა მოვათვალიერე. -კარგად ხარ?-ნინას ხმამ დამაფრთხო.ვერ შევამჩნიე.საწოლთან იდგა და ზემოდან დამყურებდა. -ჰო...-მხრები ავიჩეჩე.დივანზე მჯდომი შრეკის დანახვაზე სიცილივერ შევიკავე.თავი საზურგეზე გადაეგდო,ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა და ეძინა. -რაც მოგიყვანეს, მას შემდეგ აქ არის!-უკმაყოფილოდ წარმოთქვა დედაჩემმა და მთვლემარე მწვანე თმიანზე მიმანიშნა-ნიკაც იყო მოსული!-მაცნობა ჩურჩულით,სკამი ჩემთან ახლოს მოასრიალა და კომფორტულად მოთავსდა. -არ მაინტერესებს ნინა! -ვიცი,ვიცი!-მძიმედ ამოისუნთქა.უხერხულად შევიშმუშნე,როცა ხელი ხელზე დამადო და მაგრად მომიჭირა.ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს პირველად შემეხო.მახსოვს,როცა მასთან ჩახუტება მჭირდებოდა,ახლოსაც არ მიკარებდა-შემაშინე! ექიმებმა თქვეს,რომ წამლის დოზა უნდა გაზარდო! კრუნჩხვები გაგიხშირდება თუ ჭამასაც არ გააკონტროლებ! -გავიგე...-ჩუმად ამოვილუღლუღე და შრეკს გავხედე.გამეღიმა,როცა ცალი თვალი სწრაფად ჩამიკრა,და ისევ დახუჭა ნინას რომ არ დაენახა. -ნიკა ისევ ამერიკაში ბრუნდება! შენთან გამომშვიდობება უნდოდა!-ისევ ონიანზე წამოიწყო ლაპარაკი.უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები და თავი გავიქნიე. -არ მინდა მასთან შეხვედრა!-განვაცხადე მტკიცედ.დავინახე,როგორ გაუკრთა ღიმილი მწვანე თმიანს,ტუჩის კუთხეში. -ვერ ვიჯერებ,რომ ნიკუშა ონიანს,ეს...ეს არსება გირჩევნია!-ამოიოხრა დედაჩემმა.ვიგრძენი,როგორ მომაწვა სისხლი სახეზე. -დედა! მეძინება!-უემოციოდ წარმოვთქვი,ისე რომ მისთვის არ შემიხედავს. -კარგი,კარგი ძვირფასო.გარეთ ვიქნები!-საკოცნელად დაიხარა,მაგრამ თავი განზე გავწიე. -შეგიძლია წახვიდე.ჩემგამო სამსახურში საქმეს ნუ გაიფუჭებ-ვეცადე ირონია ჩამეხშო მაგრამ არ გამომივიდა.თვალები დავხუჭე.არაფერი უპასუხია,კარები ხმაურიანად დახურა.ღრმად ამოვისუნთქე სანამ შრეკი წამოდგებოდა და მომიახლოვდებოდა. -ბოდიში,მის გამო...-ნინას სიტყვების გახსენებაზე გავწითლდი. -ნუ სულელობ-გამიცინა,სკამზე ჩამოჯდა და შემათვალიერა-ისეთი მშვიდი და სათნო ჩანხარ ასე-ჩაიხითხითა. -ახლა,ნერვები უნდა მომიშალო?-თვალებ დაწვრილებულმა მივაჩერდი და ტუჩზე ვიკბინე,ღიმილის შესაკავებლად. -მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ!-სერიოზული გამომეტყველებით,მოწიწებით დამიკრა თავი. -რა იდიოტი ხარ!-ბოლოს მაინც გამეცინა -რას კადრულობ? ამხელა პათანატომი ქალი ხარ! მეტი კორექტულობა.რა თაობა მოდის... -საავადმყოფოში კი ვართ,მაგრამ ჯერ კიარ მოვმკდარვარ-ავისმომასწავებლად ჩავიხითხითე-უფრთხილდი ჩემს მკლავს! საოცრებები შეუძლია! -ჰო არა?-გადაიხარხარა,ჩვეულად თავი უკან გადაუვარდა და ლოყებიც ლამაზად ჩაეკეცა.მაგრამ,როცა მივხვდი მე დამცინოდა ხელები სახეზე ავიფარე. -ღმერთო ჩემო! რა გარყვნილი ხარ!-წამოვიძახე განცვიფრებულმა-საზიზღარი და ამაზრზენი ხარ!-გამეცინა მეც. -მე რა შუაში ვარ?-ხელები ზემოთ ასწია.სკამიდან სიცილით წამოიწია,ტუჩზე მსუბუქი,თბილი კოცნა დამიტოვა და თავის ადგილს დაუბრუნდა. 888 -ყავას მოვხარშავ-ვუთხარი ბიჭებს,როცა ჭამას მოვრჩით.გუფი რამდენიმე დღით,შრეკთან რჩებოდა,ოჯახში არეულობის გამო. -მე უშაქრო მინდა დოქტორო-თბილად გამიღიმა წითელთმიანმა.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,სამზარეულოში გავედი და ბიჭები მარტო დავტოვე.კომპიუტერული თამაშის ჩართვას აპირებდნენ.გასქურას ვანთებდი,კარზე ზარის ხმა,რომ შემომესმა.ყურადღება არ მიმიქცევია,ჩემი საქმე განვაგრძე.ბოლოს ჭიქები ლანგარზე დავაწყვე და სასტუმრო ოთახში გასულს გაოცებისგან გაურკვეველი ბგერები აღმომხდა. -ოუ...გამარჯობა-მივესალმე სტუმარს და წარბები ზემოთ ავზიდე.შრეკის გვერდით კომფორტოლუდან მოკალათებულიყო,მკლავით მის მხარს ეხებოდა. -გამარჯობა-მტრულად გამიღიმა გოგონამ. -მარი ხომ გახსოვს?-ფრთხილად გადმომხედეს ბიჭებმა,თითქოს ჩემს გამომეტყველებას იკვლევდნენო. -რათქმაუნდა-საპასუხოდ მეც გავუღიმე და ტუჩზე ვიკბინე სიცილის შესაკავებლად.ისეთი საწყალი ჩანდა,როცა ცდილობდა უფრო აკვროდა შრეკს,რომელიც ყურადღებასაც არ აქცევდა-მიირთვი-ჩემი ყავა შევთავაზე და ჭიქა წინ,დაბალ მაგიდაზე დავუდგი.ბიჭებსაც მივაწოდე თავიანთი ჭიქები. -ჩემთვისაც მოვადუღებ და ახლავე დავბრუნდები-ვთქვი ისევ ღიმილით და სამზარეულოში გავედი.თვალები გადავატრიალე.წარმოდგენა არ მქონდა,როგორ უნდა მოვქცეულიყავი.აშკარა იყო ჩემი დანახვაც აღიზიანებდა! -წავალ დავეხმარები.გუფი,იქნებ მარის თამაში შესთავაზო?-გავიგე მწვანე თმიანის ხმა,რომელიც ნელა მოიწევდა ჩემკენ. -მე არ დამიპატიჟებია!-დაიწყო ჩურჩულით და მომიახლოვდა. -რომც დაგეპატიჟებინა,ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ!-გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე.-ერთ ქვეწარმავალს გავუძლებ როგორღაც! -წარმოუდგენლად ბოროტი ხარ!-ჩაიხითხითა,ცხვირზე წამკრა თითი და სასტუმრო ოთახში დაბრუნდა.ყავა,რომ მოიხარშა სწრაფად დავასხი და მათთან გავედი. -ჰო,დედაშენმა ყველაფერი მომიყვა.სანახავად ვიყავი მოსული მაგრამ არ შემომიშვეს.ლამის გავგიჟდი,გისოსებს მიღმა რომ წარმოგიდგინე.-ხელი მკერდზე მიიდო.ისეთი ყალბი და პათეტიკური იყო მისი ქცევები ბიჭებსაც შევატყვე,როგორ იკავებდნენ თავს ღიმილისგან. -ჰო,საშინელი ერთი კვირა იყო!-უთხრა მწვანე თმიანმა და ყავა მოსვა-გემრიელია-გამომხედა და გამიღიმა. -რატომღაც მახსოვდა უფრო ტკბილი გიყვარდა! და არა ასეთი მლაშე და რაღაცნაირი-მხრები აიჩეჩა მარიმ და წამით გამომხედა.წარბები ზემოთ ავზიდე მის სიტყვებზე. -თუ არ მოგწონს თავიდან გაგიკეთებ.მართლა-ვუთხარი გულწრფელად. -არ მგონია,ყავა კიდევ იყოს დარჩენილი-წამოდგომას ვაპირებდი შრეკმა,რომ შემაჩერა.დაბნეულმა გავხედე.მაგრამ არაფერი უნიშნებია. -არაუშავს-მომხიბვლელად გაუღიმა გოგონამ.ხელი მუხლზე დაადო და ლაპარაკი განაგრძო. უყვებოდა,როგორ სეირნობდნენ ის და მია პარკში.ვიღაც ბიჭმა,როგორ გააჩერა და მიას ნომერი სთხოვა.მისი აუტანლობით გაღიზიანებულმა გუფისკენ გადავჯექი,რომელიც თავის ქნევით გამოხატავდა უკმაყოფილებას,თან ,,ჯოისტიკით“ თამაშობდა.ვთხოვე თამაში ორისთვის ჩაერთო და რამდენიმე წამში მასთან ერთად ვცდილობდი მტრის დამარცხებას.სულ გადაგვავიწყდა წიკვინა,განებივრებული სტუმარი,შრეკის მოხიბვლას,რომ ცდილობდა. -შეხვედრამდე-წასასვლელად გაემზადა მარი.შრეკს გადაეხვია და კარამდე მისვლამდე წამითაც არ მოშორებია.გუფი შორიდან მაკვირდებოდა.ალბათ ელოდა,როდის ავფეთქდებოდი და გავანადგურებდი ამ სისინა,უმწეო არსებას,რომელსაც მხოლოდ შხამით მოწამვლა შეეძლო.მაგრამ არაფრის გაკეთებას ვაპირებდი! დავემშვიდობე და სავარძელში კომფორტულად მოკალათებულმა ისევ თამაში განვაგრძე. -ანუ შევთანხმდით.ხვალ სამსახურის მერე შეგვიძლია წავიდეთ?-გავიგეთ მისი სიტყვები. -სიკვდილის ბუზი დასტრიალებს თავზე არა?-სიცილით გადმომხედა წითელთმიანმა და თავით კართან მდგომებისკენ მიმანიშნა. -არამგონია ასე გაწიროს ის გოგო! შრეკმა იცის რას წარმოადგენს დოქტორი ბოროტება!-ჩავიხითხითე. 888 -უნდა,რომ ახალი სახლისთვის ავეჯის შერჩევაში დავეხმარო.-მაცნობა მწვანე თმიანმა.სახე ჩემს თმებში ჩაემალა და მკლავებით მისკენ მიზიდავდა. -უნდა დაეხმარო! ხომ იცი,შენ ისეთი პროფესიონალი დიზაინერი ხარ! ცხადია,ვერავინ დაეხმარება შენ გარდა.-გამეცინა. -რა საზიზღარი ხარ!-მასაც არ შეუკავებია სიცილი.მაიძულა მისკენ გადავბრუნებულიყავი.სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია და ლოყაზე მაკოცა. -მე საზიზღარი ვარ,მარი კი ნაზი და სათუთი ფისუნია-მხრები ავიჩეჩე სიცილით. -ისეთი სექსუალური ხარ,როცა ეჭვიანობ-საყვარლად ჩაიხითხითა და კისერზე მომადო სველი ტუჩები. -ნუ დაიწყებ ახლა!-თვალები გადავატრიალე-არ ვეჭვიანობ!-ენა გამოვუყავი,როცა შემომხედა. -რათქმაუნდა-დამცინა. -აუტანელი ხარ-იატაკიდან დეკორატიული ბალიში ავიღე და სიცილით სახეზე დავაბერტყე.გაშეშდა.არაფერი,მოუმოქმედებია.რამდენიმე წამში,ოთახში დამდევდა სამაგიეროს გადასახდელად!.. 888 რამდენიმე დღე მისგან არაფერი მსმენია.ვიცოდი,რომ მარის ეხმარებოდა ახალი ბინის მოწყობაში.არ დაურეკავს,არაფერი მოუწერია! სამსახურიდან მეტროთი ვბრუნდებოდი სახლში.ჩემი თანაშემწის დაბრუნების შემდეგ უფრო ადრე გამოვდიოდი აყროლებული მორგიდან. აღარ შემეძლო იქ გაჩერება.შაბათს არავინ მოუყვანიათ.წამალი გავიკეთე,ნათიას დავემშვიდობე და სწრაფად დავტოვე საავადმყოფო.ქურთუკი მჭიდროდ შემოვიხვიე სხეულზე და სახლისკენ წავედი.ტელეფონის ზარმა მიიქცია ჩემი ყურადღება.წარბები ზემოდ ავზიდე შეტყობინების წაკითხვისას. -იმედია ყველაფერი კარგადაა!-ვუთხარი ჩემთავს და წერილის ბოლოს ადრესატის სახელი რამდენჯერმე გადავიკითხე.მალევე გავუგზავნე პასუხი,ტაქსი გავაჩერე და ჩემთვის უცნობი მისამართი ვუთხარი... 888 -გამარჯობა-უხერხულად ამოვილუღლუღე მარის დანახვისას,სკამი ხმაურით გამოვაჩოჩე და ნელა ჩამოვჯექი.,კაფე’ მიყრუებულ ჩიხში მდებარეობდა,იაფასიანი და საოცრად მყუდრო იყო იქაურობა. -მიხარია,რომ მოხვედი!-თითქოს მეგობრულად წარმოთქვა.მინდოდა თვალები გადამეტრიალებინა მაგრამ თავი შევკავე. -ყველაფერი რიგზეა? -შენთვის არამგონია!-მოჩვენებითი მწუხარებით წარმოთქვა და ცერა და საჩვენებელ თითებში მოქცეული ყავის ჭიქა ტუჩებთან ისე მიიდო წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის მზერა. -ვერ მიგიხვდი?-წარბები შევკარი გაღიზიანებულმა. -მას შენთან შეხვედრა აღარ უნდა!-საზარლად ჩაისისინა.მისმა ხმამ თითქოს,რაღაც ძალით ჩემ კანში შემოაღწია და ყველაფერს ცეცხლი მოუკიდა!-იმედია ახლა ყველაფერი კარგად გაიგე! 888 გაუსაძლისი ერთი თვე,უაზრო ოთხი კვირა! ამ დღეების განმავლობაში სრულიად უმწეოდ ვგრძნობდი თავს.სკოლის გამოსაშვები საღამოს შემდეგ მეგობრები უარვყავი! მას შემდეგ რაც ნიკა ონიანმა გააკეთა არავისთან ურთიერთობა აღარ შემეძლო! ამდენი წლის შემდეგ კი გამოჩნდა ადამიანი,რომელიც უცნაურად,თითქოს იძულებით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და მაიძულა ჩემ თავთან ლაპარაკი დამევიწყებინა...და ბოლოს რა მოხდა? რა გააკეთა? ჩემს ისედაც უბადრუკ მაგრამ მის გარეშე საერთოდ აუტანელ ცხოვრებას ფერები წაართვა! ჯანდაბა! -სკალპერი მომაწოდე!-ვუთხარი ნათიას და ხელი გავუწოდე-შენ კი შეგიძლია წახვიდე!მე თვითონ გავკერავ-ზრდილობისთვის გავუღიმე გოგონას.მარტო ყოფნა და ფიქრი მინდოდა,რაც მასთან ერთად შეუძლებელი იყო! გამუდმებით სულელურ თემებზე ლაპარაკის წამოწყებას ცდილობდა. -ნახვამდის-წასვლისას ხელი დამიქნია,რკინის კარი მძიმედ გამოაღო და მის მიღმა გაუჩინარდა.შუახნის მამაკაცის დიაგნოზის დადგენისა და მისი ფირზე ჩაწერის შემდეგ უსულო სხეული გავკერე.ბოლოს ხელთათმანები სანაგვე ურნაში ჩავაგდე და მოსასვენებელ ოთახში ვაპირებდი გასვლას ხმაური,რომ მომემა. -ფუ ამის! გული კინაღამ გამისკდა-ნაცნობმა ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება.უკან რომ მივბრუნდი, ძირს გადმოვარდნილი საკაცის გვერდით მდგარ, გუფის დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე. -გამარჯობა!-ერთი თვის მანძილზე პირველად გამიხარდა ადამიანის დანახვა. -მართლა საშინელი ადგილი ყოფილა!-ირგვლივ მიმოიხედა,გადამეხვია და ხელი მსუბუქად დამკრა მხარზე.როცა მოსასვენებელ ოთახში შევიპატიჟე უხმოდ ჩამოჯდა რბილ დივანზე,რამდენიმე წამი თბილად მიღიმოდა და თითებს მუხლებზე ათამაშებდა. -სად გაქრი დოქტორო?-მკითხა მოულოდნელად-ის საშინლადაა...მნახველებს ახლოსაც არ იკარებს! 888 ყველაზე ახლოს მდებარე კაფეში შევიარეთ.მოვუყევი,რა მითხრა მარიმ,როგორ ვცადე მისი და დანარჩენი ბიჭების მოძებნა მაგრამ არაფერი გამომივიდა.მან კი მიამბო შრეკის მამას,როგორ მიუყვანია მარის ინიციატივით სარეაბილიტაციო ცენტრში,გამოსაჯანმრთელებლად! -ბავშვობიდან ძუკნ@ იყო-ჩუმად შეიკურთხა თავისთვის და ყავის ბოლო ყლუპი გადაყლაპა-წერილებს გწერდა! -მე არაფერი მიმიღია-ტუჩზე ვიკბინე მღელვარებისგან.გული ისე ამჩქარებოდა,წამით ვიფიქრე, საგულედან ამოხტება და ფრენას დაიწყებსმეთქი. -რათქმაუნდა არა! წერილებს მარის ატანდა!-თვალები საყვარლად გადაატრიალა.არვიცი,საიდან მქონდა იმდენი მოთმინება.როგორ ვითმენდი სასწრაფოდ მის სანახავად არ წავსულიყავი!-ჰგონია,რომ მიატოვე! მე და ბიჭებს მისვლა აგვიკრძალა.აღარც მარის უშვებს მასთან. -წამიყვან მასთან?-გაუბედავად ვკითხე.თითქოს ვედრებასავით გაისმა ჩემი სიტყვები! 888 -დიდხანს ნუ გაჩერდებით! ანერვიულებულია.თვეზე მეტია წამალი არ მიუღია!ხომ გესმით...-მითხრა ახალგაზრდა,ქერათმიანმა ქალმა სანამ თეთრ,რკინის კარს გამოვაღებდი.მხოლოდ თავი დავუქნიე და ოთახში ნელა შევაბიჯე.კარი ზურგს უკან მომიხურეს! შესვლისთანავე, ერთ ადგილზე გავშეშდი! -ჯანდაბა!-ხელი პირზე ავიფარე,გულში რაღაც ჩამწყდა მწვანე თმიანის დანახვისას.ლოგინის კუთხეში,ორად მოკეცილი იწვა.თმის ფერი თითქმის სულ გადასვლოდა და გახუნებოდა,ჩემი საყვარელი კულულები,დაუდევრად შეუჭრია მისთვის ვიღაცას.სულ ცოტათი მაგრამ მაინც შესამჩნევად. შევკრთი,ლამის გული გამიჩერდა,როცა დაბინდული,ჩაშავებული თვალებით შემომხედა,მერე დახუჭა და ისევ გაახილა.ასეთი უსიცოცხლო აქამდე არასდროს მინახავს! -გამარჯობა-კისერში გაჩხერილი ცრემლის მიუხედავად მაინც წარმოვთქვი და კბილი ძლიერად დავაჭირე ქვედა ტუჩს, ტირილის შესაკავებლად.მთელი ერთი თვის მანძილზე ერთი ცრემლიც არ გადმოომიგდია და როცა მის პირდაპირ ვიდექი რა მატირებდა წარმოდგენა არ მქონდა! -გამარჯობა-არ განძრეულა ისე ამოიჩურჩულა.ნელა,გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი მისკენ,ლოგინთან ჩავიმუხლე და სახეზე მივაჩერდი... -მე...მე...საშინლად მენატრებოდი-საწყლად აღმომხდა.ლოყებზე სისველე ვიგრძენი,როცა უცნაურად შემომხედა.მისი თვალები ჩამქრალი და უემოციო იყო.სასოწარკვეთილმა სწრაფად წამოვდექი,მისგვერდით დავჯექი და წამოვაყეენე.მივიწყებულმა სიმშვიდემ თითქოს ისევ მიპოვა,როცა მკერდზე მივიხუტე.თითები მის კულულებში ავხლართე და ტირილისგან თავი აღარ შემიკავებია მის მკლავებს,რომ მოვკარი თვალი.ჩუმად ავქვითინდი დაკაწრული მაჯების დანახვისას.ფრჩხილები სისხლით ჰქონდა მოსვრილი. -ყველაფერი დამთავრდა...-ყურში ჩავჩურჩულე.მან მხოლოდ თავი დამიქნია.ცრემლი,შევიწმინდე,თავზე ვაკოცე და წამოვდექი-წავიდეთ აქედან! 888 ადმინისტრაციაში ყველაფერი მოვაგვარე. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და შრეკისთვის სუფთა ტანსაცმელი და თმის საღებავი ვიყიდე.ვერ ვუყურებდი ასეთ განადგურებულს! იგივე განცდა,იგივე ტკივილი,რაც მისი დანახვისას განვიცადე! ცარიელ კედელს მიშტერებული ფრჩხილებს ძლიერად ისობდა კანში. -გაჩერდი! ჯანდაბა,ნუ აკეთებ ამას!-შევემუდარე,თითები მაჯებზე შემოვხვიე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა-გთხოვ! შენ თავს ტკივილს ნუ აყენებ!-საცოდავად წამოვიძახე.ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე და სისხლიან მაჯაზე შემოვახვიე-ყველაფერს გავუძლებთ! ერთად გადავიტანთ!-დავპირდი და ცხვირით ლოყაზე გავეხახუნე. მთელი დღე მასთან გავატარე,იმ პირქუშ,თეთრ ოთახში.თმა ჩვეულად,მწვანედ შევღებე,პირსინგებიც დავუმაგრე,რომელიც ცენტრის გარდერობში ინახებოდა და სწრაფად,უკან მოუხედავად დავტოვეთ ის საშნელი ადგილი.წამითაც არ მომშორებია გვერდიდან.ფერად თმიანები დაგვემშვიდობნენ და შინ წავიდნენ.ისინიც დამწუხრებულები ჩანდნენ შრეკის გამო! -წამოდი,რამე გემრიელს მოგიმზადებ!ალბათ იქ საშინლად გაჭმევდნენ-ვუთხარი თბილი ღიმილით სანამ სახლში შევიდოდით,ბიჭებს ვუყურებდით,როგორ მიქროდნენ ტრასაზე. -მეც მენატრებოდი!-წარმოთქვა მოულოდნელად.ტუჩი მოვიკვნიტე ღიმილის შესაკავებლად.მისი ხმა მალამოსავით მომედო გულზე,მერე მთელ სხეულზე-ასე არასდროს გაუჩინარდე! -შენ,კი აღარასოდეს დაუჯერო ბოროტ,გაფოფრილ ალქაჯებს!-შევჩივლე და ცალი თვალით გადავხედე.გამეცინა,როცა ჩემსკენ დაიხარა,სახე ჩემს კისერში ჩარგო და ტუჩები კანზე მომაწება. -მართლა დოქტორი ბოროტება ხარ!-საყვარლად ჩაიხითხითა.მე,კი ხელები წელზე შემოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე.მგონი მეც ნარკომანი ვარ! ზედმეტად ვარ მწვანე თმიან შრეკზე დამოკიდებული! ჯანდაბა! -მეც დედა-მესმოდა,როგორ ლაპარაკობდა ტელეფონზე.სააბაზონოში კბილებს ვიხეხავდი და დასაწოლად ვემზადებოდი,შრეკი კომფორტულად მოკალათებულიყო თბილ საწოლში. -არმინდა მისი ნახვა!-მშრალად,თითქოს ძალდატანებული მორიდებით განაცხადა და ხმამაღლა ამოიოხრა-რატომღაც არც მამაჩემის!-ხელ-პირი გავიმშრალე,ხალათი გავიხადე და მწვანეთმიანის მაიკის ამარა შევწექი საბნის ქვეშ.სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღე გავიდა! ამ ხნის მანძილზე მასთან ვრჩებოდი და არ მქონდა სახლში წასვლის სურვილი! -ჯანდაბა! კარგი! ვკითხავ მას! თანაც გაფრთხილებ,მარი თუ მოვა მაშინვე წავალ!-დავინახე,როგორ გადაატრიალა თვალები.მისკენ მივიწიე,ხელები წელზე შემოვხვიე და სახე მის კისერში ჩავმალე. -მეც მიყვარხარ-უთხრა და ტელეფონი გვერდით გადადო.-შარში ვართ!-ჩაიხითხითა მოულოდნელად.მეგონა ცუდ ხასიათზე იქნებოდა! -რა ხდება? -მამაჩემს ჩვენი ნახვა უნდა! 888 -სავახშამოდ ხომ დარჩებით?-მკითხა არჩილმა,მიას გვერდით ჩამოჯდა და შამპანიური მოსვა.ისეთი გრძნობა გამიჩნდა,თითქოს შრეკი მართლაც ზედმეტი იყო ამ ოჯახში. -ამ...არვიცი-უხერხულად შევიშმუშნე.მწვანე თმიანს გადავხედე,მისი აზრი მაინტერესებდა,მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე პასუხის გაცემა,ვიღაცამ კარი ხმაურით დაკეტა და როგორც კი ოთახში ბატონი თამაზი შემოვიდა ძვლივს მონაპოვარი სიმშვიდე სადღაც გაქრა! -ანუ მოხვედით!-მის ხმაზე გაუაზრებლად ყველანი ფეხზე წამოვდექით.სისულელეა ასე გეშინოდეს ადამიანის!მინდოდა თვალები გადამეტრიალებინა მაგრამ ვერ გავბედე,მწვანე თმიანს ხელი ძლიერად მოვუჭირე ხელზე. -გამარჯობა-ხმამაღლა,თავდაჯერებული ტონით მიესალმა მამამისს. -ასე! შენ გამოიყვანე არა?-შევკრთი,როცა შემომხედა.ბრაზი არ ეტყობოდა მაგრამ არც კეთილად იყო ჩემს მიმართ განწყობილი. -მას თავი დაანებე!-კბილებში გამოსცრა შრეკმა. -ოჰო,გამბედაობა გყოფნის და ასე უტიფრად მიყურებ თვალებში! მეგონა შევთანხმდით,რომ ორი თვე სარეაბილიტაციო ცენტრში დარჩებოდი! -შევთანხმდით? თუ შენ გადაწყვიტე ასე!-მშვიდად უპასუხა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა.ჩვენც ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. -შენ მკურნალობა გჭირდება!-მომეჩვენა თითქოს მისი შვილის მიმართ დათბა.ცოლის გვერდით,რომელიც ნერვიულობისგან ლამის ტირილს იწყებდა კომფორტულად მოკალათდა და ჩვენ მოგვაჩერდა. -ჰო,რათქმაუნდა! შენ რომ იმკურნალე,ხომ გამოჯანმრთელდი?-ირონიულად წამოიძახა მწვანეთმიანმა.ტუჩზე ვიკბინე მღელვარებისგან.ვიცოდი,გაჩუმებას აღარ აპირებდა-თუ მკურნალობის შემდეგ შენ დაგემსგავსები,არმინდა მამა! გგონია წამალს თავი დაანებე და უკეთესი გახდი? -როგორ ბედავ?! -დედაჩემი გაამწარე! ჩვენ? ბავშვობა დაგვიმახინჯე! მამა გვყავდა და მაინც უმამამოდ ვცხოვრობდით! უთხარი, მიდი უთხარი როგორ ტიროდი მის გამო არჩილ,მისი სასმელის დაღვრისთვის რომ დაგსაჯა და მეგობრებთან თამაში აგიკრძალა! მია! გაახსენე,როგორ დაგიწვა მუყაოს სახლი ასე,რომ გიყვარდა! შენც მოუყევი ბექა! მოუყევი,იქნებ გაახსენდეს,შენი მუდარისა და ტირილის მიუხედავად როგორ გაიძულებდა სოფელში ქათმების დაკვლას! ღმერთო ჩემო,მამა! -იქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა.ტუჩებს ვიკვნეტდი და ვცდილობდი მოტირალი მიასა და დედამისისთვის თვალი ამერიდებინა. თამაზი გაშეშებული იჯდა,სახეზეც კი ეტყობოდა ტკივილი. -გამდიდრდი! ნამდვილ,ქართველ კაცს დაემსგავსე.მერე სახლიდან გამაგდე!გეგონა მომიშორებდი? რაც არ უნდა ეცადო მაინც ყველამ იცის,რომ შენი ვაჟი ნარკომანი და უმაქნისია! მაპატიე!-ირონიულად გაუღიმა. -არა არჩილ! სავახშმოდ ვერ დავრჩებით,ხომ იცი აქ ზედმეტები ვართ!-ძმას კითხვაზე უპასუხა.არჩილმაც თავი დაუქნია თითქოს შეაგულიანაო.უზომოთ მწარე იყო იმ წამს ჩამოწოლილი სიჩუმე! 888 -ტყუილად გიხარია! მაცადე ცოტა,დაგანგრევ!-გუფი და იასამნისფერ თმიანი ფლეისთეიშენით თამაშობდნენ.სინამდვილეში თვითონ უფრო მეტს ჩხუბობდნენ ვიდრე თამაშში. -არ გშიათ?-ხმამაღლა ვიკითხე,წამით ყველას ყურადღება მივიქციე,სიცილი ამიტყდა,როცა ერთდროულად დამიქნიეს თავი თანხმობის ნიშნად-თავი ბაგა ბაღის გამგე მგონია!-გავიცინე და სამზარეულოში გავედი.სანამ ვახშამს ვამზადებდი მესმოდა,როგორ იცინოდნენ ბიჭები.შრეკიც ბედნიერი ჩანდა! თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდაო! -რისი სუნია?-გავიგე ზურგს უკან.გასქურა გამოვრთე და ღიმილით მივბრუნდი მწვანეთმიანისკენ. -სკუნსის შემწვარი უკანალისა და აქლემის კუზის!-დავიმანჭე წარმოდგენისას. -ფუფ,რა საზიზღარი ხარ-საყვარლად ჩაიხითხითა,ლოყაზე ღრმულები გამოუჩნდა თუ არა ტუჩები შუბლზე ამივიდა ღიმილისგან.თავი ვერ შევიკავე,მასთან ახლოს მივიწიე და ჩაღრმავებულ ფოსოზე ვაკოცე. -ჰო,ბევრჯერ გითქვამს-ენა გამოვუყავი.ხელები წელზე შემომხვია და თავი ჩემს კისერში ჩამალა. -დღეს დარჩები? -ჰო-თავი დავუქნიე-ორი კვირაა ისედაც აქ ვრჩები!-ვუთხარი სიცილით და მოვშორდი-იქნებ მაცადო? თუ შიმშილით სიკვდილი გირჩევნია? -დოქტორი ბოროტება ხარ!-ჩაიხითხითა ისევ.მაგიდასთან ჩამოჯდა და ვაშლი ხმაურიანად ჩაკბიჩა. ვახშმის შემდეგ რამდენჯერმე მე და გუფიმაც ვითამაშეთ ,,ჯოისტიკებით’’. -ესეც შენ!-ვყვიროდი ყოველი გამარჯვების შემდეგ.სანამ არ წავიდნენ იქამდე ვერ მივხვდი,რომ განზრახ მაგებინებდა. -რა სულელი ვარ!-გამეცინა,როცა საბნის ქვეშ შევწექი,მწვანე თმიანი სასაცილოდ დაიკლაკნა,როცა ცივი ტერფები ფეხებზე მივადე. -ახლა ჩ@ვიფსამ!-წამოიყვირა.მე კი პირზე ავიფარე ხელი ხარხარის შესაჩერებლად-რაიყო,მაცივარში გაყინე? -სიცივეა!-ხმამაღლა გავიცინე ბოლოს.მისკენ მივიწიე,მკლავები წელზე შემოვხვიე და მკერზე ავეკარი-უჰ ,,გრელკა“ ადამიანი,რომ იყოს შენ იქნებოდი-გადავიხარხარე ისევ. -ლოგინიდან,რომ გადაგაგდო ღირსი იქნები!-ამოიბუზღუნა და უკანალზე მიჩქმიტა. -იდიოტი ხარ!-მსუბუქად მივარტყი მუშტი მხარზე. -არაა საჭირო ამდენი მადლობა!-ჩაიხითხითა,საბოლოოდ,მისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა. -შეიძლება შემოვიდე?-კარზე დააკაკუნეს.ონიანის ხმის გაგებისას ვინანე სამსახურის შემდეგ სახლში წასვლა რომ გადავწყვიტე. -შემოდი!-ლოგინზე წამოვჯექი და ბალიში მუხლებზე დავიდე სანამ ჩემს ოთახში შემოვიდოდა. -გამარჯობა!-შემოსულმა ხელები ჯიბეებში ჩამალა და ოთახი მოათვალიერა. -დაჯექი-საწოლზე,ჩემს გვერდით მივუთითე. -დასამშვიდობებლად მოვედი! -ოუ,ნუთუ დამშვიდობება იცი?-გავიცინე.მასაც გაეცინა,მხარი მხარზე გამკრა და ჭერს ახედა. -უკან ვბრუნდები,ამჯერად დიდი ხნით.თანაც ცოლი მომყავს!-დაასრულა თუ არა შოკისგან ნერწყვი გადამცდა.ხველება ავტეხე.ნიკუშამ ზურგზე დამადო ხელი-კარგად ხარ? -ჰო,ჰო,კი!-ძვლივს ამოვისუნთქე გაოგნებულმა-ეს ქორწინება ბებიაშენის ქონებისთვის?-ვცადე ზიზღი არ დამტყობოდა.ვერ ვიჯერებდი,რომ ჩემს წინ ჩემი ერთადერთი მეგობარი იჯდა,რომელიც ასე მეხმარებოდა ბავშვობაში მარტოსულობის დაძლევაში. -ჰო თითქმის... კარგი გოგოა!-თითებზე დაიხედა,თითქოს შერცხვაო. -მაშინ,გილოცავ!-უემოციოდ ვუთხარი და ტუჩები ერთმანეთზე ძლიერად დავაჭირე.არმინდოდა რამე ისეთი მეთქვა რაც გულს ატკენდა. -ღმერთო!... მისმინე,თუ სულ პატარა იმედს მაინც მომცემ,რომ როდესმე შეგიყვარდები,ან იფიქრებ მაინც ჩემზე,გეფიცები, დღესვე გადავიფიქრებ და აღარსად წავალ! იმდენ ხანს... -აღარ გააგრძელო-თითქმის ვედრებით შევაწყვეტინე-ისევ ყველაფერს გააფუჭებ! -კარგი.მაპატიე-თავი გაიქნია,გეგონებოდათ ძალა მოიკრიბაო,მოულოდნელად გამიღიმა და წამოდგა-წასვლის დროა. ისე წავიდა მეტი აღარაფერი უთქვამს,მხოლოდ გადამეხვია გამოსამშვიდობებლად,ხელში პატარა ვარდისფერი კოლოფი მომაჩეჩა და ზურგი მაქცია.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი ჩემი ბავშვობა და მოგონებები თან წაიღო. -ნიკუშა!-გაუცნობიერებლად დავუძახე.როცა გამომხედა სახეზე იმედის მსგავსი რაღაც შევამჩნიე. -რაიყო? -აეროპორტში გამოგყვები-გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე.ვიმედოვნებდი შეძლებდა ჩემს დავიწყებას და ჩემთან მეგობრობის გაგრძელებას,იმიტომ რომ არ შემეძლო მის გარეშე.ვაცნობიერებდი,რამდენად დიდი როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში! თავი დამიქნია გახარებულმა,თვალი ჩამიკრა,როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე და სახლში შევიდა. 888 -ანუ მისტერ სრულყოფილებას ცოლი მოჰყავს?-სიცილით თქვა საჭმლით პირგამოტენილმა შრეკმა,მას შემდეგ რაც აეროპორტიდან დავბრუნდი და სადილი მოვამზადე. -არამგონია დიდხანს გასტანოს მაგ ქორწინებამ-წარბები ზემოთ ავზიდე და მეც გავსინჯე ჩემი შემწვარი კარტოფილი-რა საზიზღარი ხარ! იქნებ გადაყლაპო და ისე ილაპარაკო?-ენა გამოვუყავი.მან კი ჩემს გასაბრაძებლად იმდენი ჩაიბუშტა რამდენიც შეძლო და რაღაც ამოილუღლუღა. -ღმერთო ჩემო!-ხელი ტუჩებზე ავიფარე სიცილისა და ზიზღის დასაფარად,როცა პირიდან საჭმლის ნამცეცები გადმოუცვივდა. -ხომ იცი როგორ მიყვარხარ?-განაგრძობდა სიცილით-მოდი უნდა გაკოცო!-ჩემკენ გადმოიხარა მაგრამ,სწრაფად წამოვდექი და ვცადე გავცლოდი. -არ შემეხო იცოდე!-გავაბრთხილე სიცილით.სასტუმრო ოთახიდან გარეთ გავვარდი,როცა გამომეკიდა. -მაინც დაგიჭერ.ტყუილად ცდილობ თავის დაღწევას-,,ბოროტულად ხარხარებდა“-მოდი ჩემს საწებელით მოთხვრილ ტუჩებს შენი ბაგეები სწყურია!-მიუხედავად მისი სულელური გამოხტომისა მაინც მუცლის ტკივილამდე ვიცინოდი.სახლის გარშემო დავრბოდი. -იცოდე უკანალში დაგჭრი და ვიტყვი თავს დამესხა მეთქი-ჩავიხითხითე,როცა ძალა გამოცლილი მინდორზე დავეცი.მწვანე თმიანმაც გაიცინა,ისე მიახლოვდებოდა,როგორც მტაცებელი თავის მსხვერპლს. საბოლოოდ მთელს ქუჩაზე ისმოდა ჩემი კივილი,როცა ცხიმიანი,საწებლიანი ტუჩები ჯერ ლოყაზე,შემდეგ კი მთელ სახეზე მომისვა.ორივე ვიცინოდით და ვცდილობდით ხალხის ყურადღება არ მიგვექცია,მაგრამ აშკარად არ გამოგვდიოდა.ბავშვები ჩვენს გარშემო შეკრებილიყვნენ და ჩვენთან ერთად მოცინარები გვგულშემატკივრობდნენ. -რა სირცხვილია-თავი გავიქნიე,საშინლად დაღლილმა.მინდორზე ვიწექით.ბოლოს ყველა წავიდა,მხოლოდ ჩვენ ორნიღა დავრჩით შრეკის გაზონზე გაწოლილები. -ალბათ გვიღებდნენ კიდეც-გავიცინე ლოყებ შეფაკლულმა. -დიახაც! როგორ შეიძლება ასეთი საოცარი სცენა არ გადაიღოს ადამიანმა? ჩვენ ისტორიაში შევალთ,როგორც ყველაზე იდიოტი წყვილი!-საყვარლად ჩაიხითხითა. -მშობლები,ბავშვებს ჩვენკენ გამოხედვასაც აუკრძალავენ! -ჩვენი სახლის გარშემო კედელს აღმართავენ და ნორმალური ადამიანებისგან გამოგვყოფენ!-უფრო განავრცო ჩემი ნათქვამი. -ჯანდაბა! მართლებიც იქნებიან-თვალები გადავატრიალე,ძვლივს წამოვდექი და მწვანე თმიანიც წამოვაყენე. -რას იტყვი,ბიჭებს რომ დავურეკოთ და მარწყვის კრემი მოვამზადო? 888 საღამოს ფერადთმიანებთან ერთად ვისხედით,კრემს ვჭამდით და ბიჭების ალბომზე ვლაპარაკობდით.აღმოჩნდა,რომ იმაზე უკეთ იყიდებოდა ვიდრე წარმოიდგენდნენ.მალე აპარატურის განახლებასაც შეძლებდნენ და ახალ ალბომზე მუშაობასაც. -წარმოიდგინეთ,მალე იმდენი ფული გვექნება ყველა,ვინც უსაქმურებს გვეძახდა შურით გასკდება!-გაეცინა იასამნისფერთმიანს. -გოგოები არ მოგვაკლდება ძმაო! -ჩაიხითხითა გუფიმ-მალე ავტოგრაფებსაც ჩამოგვართმევენ! -იქნებ დაცვაც დაგვჭირდეს!-გადაიხარხარა ლურჯთმიანმაც. -კარგით ბიჭებო,უცებ ფეხი არ დაგიცდეთ და ღრუბლებიდან არ ჩამოვარდეთ! იმ სიმაღლიდან დაცემას ეხუმრებით?-ჩემს ნათქვამზე მარტო შრეკს გაეცინა. -მართლა დოქტორი ბოროტება ხარ! ოცნება მაინც გვაცადე!-თავი გაიქნია გუფიმ.ხელი ზემოთ ასწია და ჭერზე აიხედა. -ჩემს ელექტრო გიტარას ვფიცავ, რამდენიმე წელში თუ იმას არ მივაღწიო,რაც ახალა ვთქვით!-ისე სერიოზულად წარმოთქვა ვერცეთმა შევიკავე სიცილისგან თავი. -მგონი ზედმეტმა ტკბილმა აწყინა-ჩაიხითხითა ლურჯთმიანმა,გუფს მიუახლოვდა და ისეთი ძალით შემოსცხო სახეში, ლამის დარტყმისგან წარმოქმნილი ტალღებიც კი ვიგრძენით.წამით სიჩუმე ჩამოვარდა,მერე კი ყველანი მხოლოდ იმაზე ვიცინოდით,როგორ დასდევდნენ ერთმანეთს ეს ორი,გადარეული ბიჭი.როცა როგროც იქნა დამშვიდდნენ,წამოვდექი და ჩაის მოსადუღებლად გავედი.სამზარეულოდან გამოსვლისას,მაშინ,როცა ყველა ერთად დავინახე,მივხვდი,რომ ეს ადამიანები აძლევდნენ ჩემს შავთეთრ ცხოვრებას ფერებს! 888 -შრეკი სად წავიდა?-ვიკითხე,ფილმის ყურებისას.მხოლოდ იმ წამს გავაანალიზე,რომ ოთხში არ იყო. -არვიცი.-მითხრა რომელიღაცამ.ოთახში ბნელოდა,მხოლოდ ტელევიზორის ეკრანი ანათებდა.სწრაფად წამოვდექი და მის საძებნელად წავედი. რაც კლინიკიდან წამოვიდა,რატომღაც აღარ ვფიქრობდი მის წამალზე დამოკიდებულებაზე.აღარც იმაზე ვნერვიულობდი,გაიკეთებდა თუარა სწორად,რატომღაც მეგონა გადაეჩვეოდა და ნარკოტიკს აღარ გაეკარებოდა... მთელი სახლის მოვლის შემდეგ,სააბაზანოსთან გავჩერდი.თითქოს ძალით შემოვინახე ეს ოთახი ბოლოსთვის.იმედს ვიტოვებდი,რომ უბრალოდ დასვენება სჭირდებოდა. მხოლოდ ერთხელ დავაკაკუნე კარზე,რომ არ გამომეპასუხა,შეშინებულმა შევაღე და ტუჩზე ვიკბინე დასამშვიდებლად. -ისევ!-ჩუმად წარმოვთქვი და მივუახლოვდი... -მარიმ დამირეკა-ფრთხილად წამოიწყო შრეკმა,როცა დაძინებას ვაპირებდით. -მაგარია-იმდენად ირონიულად გაისმა ჩემი ნათქვამი ,,ჩემი სახეც კი ვიგრძენი“. -ნუ ხარ საზიზღარი-ჩაიხითხითა,როგორც ჩვევია ხოლმე და თავი ჩემს კისერში ჩარგო.-ბოდიშის მოხდა უნდა! -ალბათ ვერ იძინებს,ისე ნანობს-თვალები გადავატრიალე. -დალაპარაკება უნდა,სხვათაშორის შენთანაც! -კარგი! ავიტან,როგორღაც კიდევ ერთხელ-გავიცინე და ხელები წელზე მოვხვიე,მისკენ გადაბრუნებულმა. 888 სამსახურიდან ადრე გამოვედი,მწვანე თმიანმა მარის მოსვლა შემატყობინა.სასწრაფად ჩავიცვი და მასთან წავედი.კიდევ,რომ აერია თავგზა შრეკისთვის და ჯანდაბაში გადაემალა ნამდვილად ვერავინ გამომაცლიდა ხელიდან იმ შეღებილ ალქაჯს! -გამარჯობა!-ნაძალადევად გავუღიმე დივანზე,შრეკის გვერდით მოკალათებულ მარის,რომელიც ცრემლებს იწმენდდა.ჩემ დანახვაზე,წამოდგა,მომიახლოვდა და გადამეხვია. -მაპატიე! ისეთი სისულელეები გავაკეთე! არც კი იცი როგორ მრცხვენია-ამოიქვითინა ჩემზე მოწებებულმა.შემეძლო თმებში წავფრენოდი და იატაკზე მეფორთხა მაგრამ თავი შევიკავე.მწვანე თმიანს თვალებ დაწვრილებულმა ვანიშნე მოეშორებინა,რაზეც ჩაიცინა. -კარგი,არაუშავს.დაივიწყე!-ამოვიოხრე თავ მობეზრებულმა. -კარგი...იმედია,როდესმე მაპატიებთ!-თავის ადგილს დაუბრუნდა,უცოდველი სახით გახედა შრეკს. -რამეს დალევ?-ვეცადე მეგობრულად მეთქვა. -ჰო,ჩაი თუ შეიძლება... -ახლავე.-თავი დავუქნიე,ქურთუკი სავარძელზე მივაგდე და სამზარეულოში გავედი. უკან დაბრუნებულმა წამით შევჩერდი,ხმამაღლა ჩავახველე შრეკის კისერზე შემოხვეული მარის დანახვაზე.ორივეს გავუღიმე როცა ერთმანეთს მოშორდნენ და ჭიქები მაგიდაზე დავაწყვე.შევამჩნიე ჩემი ქურთუკი როგორ დაეკეცათ და სავარძლის კუთხეში ლამაზად დაედოთ ბალიშზე. -ორშაბათს დაბადებისდღის წვეულებას ვაწყობ.იმედი მაქვს მოხვალ! შენც გელოდები!-მე გამომხედა. ,,ც“ მკვეთრად გამოკვეთა და საძაგლად გამიღიმა,როგორც სჩვევია. -რათქმაუნდა-შრეკის მაგივრად ვუპასუხე.გამუდმებით საათს დავყურებდი,მინდოდა მალე წასულიყო.თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი მასთან ერთად ერთ ოთახში. -გახსოვს ბავშვობაში...-თავისი ბავშვობის გახსენება პიკი იყო ჩემთვის.მოუსვენრობამ შემიბყრო.აკურატულად დაკეცილი ქურთუკი ავიღე და წამოვდექი. -სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ. -მოიცადე. რატომ მიდიხარ?-მწვანეთმიანიც წამოდგა და მომიახლოვდა. -დედაჩემი მელოდება-თვალები გადავატრიალე.მინდოდა მეგრძნობინებინა მისთვის რამდენად მომაბეზრებელი იყო იმ ,,ადამიანის სახიან ურჩხულთან’’ ერთად ყავის დალევა და მისი ისტორიების მოსმენა. -როდიდან განაღვლებს დედაშენი?-ჩუმად ჩაიჩურჩულა.მივხვდი ვერაფერსაც ვერ მიხვდა. -დღეიდან-მხრები ავიჩეჩე.ისე რომ მარის არ დაენახა,მისი მაისური მუჭში მოვიქციე,ჩემკენ მოვქაჩე და ლოყაზე ვაკოცე. -მიყვარხარ, იცოდე ეს!-გავუცინე და მოვშორდი. 888 წამოსვლისას მარიმ,ბედნიერი,ნასიამოვნები გამომეტყველებით გამომაცილა.რატომღაც არ ვგრძნობდი თავს კარგად.დროდადრო თითები მიბუჟდებოდა და სიცივე ატანილს თავბრუ მესხმოდა.საათზე რომ დავიხედე მივხვდი საჭმელი არ მეჭამა,არც ინსულინი გამიკეთებია.იმ ალქაჯმა თავგზა ამირია! მეტროს მოფარებულ კუთხეში კედელს ამოვეფარე და იმ ,,რიტუალის“ შესრულება დავიწყე, რომელიც სიცოცხლეს მინარჩუნებდა. ხელზე ლურჯი,სამედიცინო ქამარი გადავიჭირე,შპრიცი მოვამზადე და უკვე ვენაში წამლის შეშვებას ვაპირებდი ზურგს უკან მამაკაცის ხმა მომესმა. -შეჩერდი! არ გაინძრე!-მოულოდნელობისგან ნემსი ხელიდან გამივარდა-მეტროს დაცვის პოლიცია! -მადლობა ღმერთო!-ზემოთ ავიხედე თავმობეზრებულმა და ხელებ აწეული უნიფორმიანი პოლიციელისკენ მივტრიალდი. -თქვენ დაპატიმრებული ხართ ნარკოტიკების მოხმარებისთვის,თქვენ გაქვთ დუმილის უფლება!... 888 ყოველთვის ვფიქრობდი,რომ საშინელი ბედი მქონდა! ამას ეს შემთხვევაც დაემატა.მთელი ღამე წინასწარ დაკავების საკანში გავატარე.ერთადერთი ზარის უფლება მქონდა მაგრამ არავისთან დარეკვა არ მინდოდა! ანალიზების შემდეგ ბოლოს მაინც გამათავისუფლებდნენ! ცარიელ,გისოსებიან ოთახში სულელივით ვიცინოდი იმის გაფიქრებაზე რატომ აღმოვჩნდი იმ საშინელ ადგილზე! -გააფრინე?-შემომძახებდა,რომელიმე საკნიდან ჩემსავით მარტო მჯდომი პატიმარი.თეთრად შელესილ კედლებს მიღმა ხმამაღალი ხვრინვა და ლაპარაკი ისმოდა.წამით ვიფიქრე იქნებ არც ისე ცუდია აქ ჯდომა მეთქი,მაგრამ როგორც კი ალუმინის პატარა ჯამით მომიტანეს რაღაც ამოუცნობი საჭმელი მაშინვე გადავიფიქრე. -წამალი მჭირდება!-გავძახე დაცვას,როცა კიდევ ერთხელ,ამჯერად უფრო ძლიერად დამეხვა თავბრუ.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. -კიდევ რამეს ხომარ ინებებთ?-მკითხა ირონიულად და ჩაიხითხითა. -დიაბეტი მაქვს! თუ მოვკვდები იმედი მაქვს შენც აქ ამოოფ თავს! მერე ვნახოთ ხუმრობის თავი თუ გექნება!-ვცადე გავბრაზებულიყავი მაგრამ გამეცინა. ,,საწოლზე“ ჩამოვჯექი,თავი კედელს მივადე და თვალები დავხუჭე. 888 -რომ დამირეკეს და მითხრეს პოლიციიდან გაწუხებთო ლამის გული გამისკდა!-მითხრა დედაჩემმა და გადამეხვია.მე არ ჩავხუტებივარ!-იმედია ამისთვის პასუხს აგებინებენ იმ სულელ პოლიციელს! -დამშვიდდი დედა! არაუშავს!-თვალები გადავატრიალე და მოვიშორე. -წამოდი სახლში წავიდეთ. შენი წამალი აქ მაქვს!-ჩანთიდან ინსულინის შპრიცი,ქამარი და ამპულა ამოიღო და გამომიწოდა,თვითონ კი მანქანაში ჩაჯდა.მეც გვერდით მივუჯექი.როგორც კი წამალი გავიკეთე მაშინვე დავმშვიდდი.რაღაც ძალით მთელი ღამე უწამლოდ გავძელი. სახლში მისვლისას საავადმყოფოში დავრეკე და რამდენიმე დღით გავეთავისუფლე.მე და ნინამ ერთად ვისაუზმეთ.მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ შევამოწმე ტელეფონი.არავის დაურეკავს.მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო შეტყობინება დამხვდა.სასწრაფოდ ავკრიბე შრეკის ნომერი და ლოგინზე წამოვწექი.სპიკერზე ჩართული მობილური გულზე დავიდე და მისი ხმის გაგონებისას ღიმილი ვერ შევიკავე. -მეგონა იმ ბოროტმა მზეთუნახავმა ისევ მოგიტაცა-ჩავიხითხითე. -ხომ იცი ან შენთან ერთად ვიქნები ან თავს შევაკლავ ნებისმიერს-მომესმა საპასუხოდ მისი საყვარელი სიცილი. -იმდენი რამ მოხდა გუშინ,რომ გაიგებ თავი ინდურ ფილმში გეგონება!-დავიწყე სიცილით.ყველაფერი მოვუყევი მაგრამ არ დამიჯერა. -გეფიცები სიმართლეს გეუბნები!-ენა ისე გამოვყავი თითქოს დაინახავდა-ბორკილებიც კი გამიკეთეს!-გამეცინა. -საიდან მოიფიქრე მეტროში ნემსის გაკეთება?-გადაიხარხარა მოულოდნელად. -აბა რა მექნა? -რა სულელი ხარ-ჩემს დაცინვას განაგრძობდა. -თუ კიდევ გაიცინებ გავთიშავ იცოდე-დავემუქრე ღიმილით. -ვერ გათიშავ!-მის ტონში ისეთი თავდაჯერებულობა იკვეთებოდა მართლა მომინდა გათიშვა. -ვითომ რატომ? -იმიტომ,რომ არ გათიშავ-ამოიბუტბუტა,წამის შემდეგ ხითხითი მომესმა.გაღიზიანებულმა ავიღე ელეფონი და სწრაფად გავთიშე! -ჯანდაბა!-ისე გავიღიმე მეგონა ტუჩის კუთხეები ყბამდე მიმწვდებოდა.ვიბრაციაზე უფრო გავმხიარულდი.სწრაფად გავხსენი შრეკის შეტყობინება და ხმამაღლა წავიკითხე: ,,დღეს ჩემთან დარჩები? :3“ ,,მხოლოდ ,ბოდიშის’ შემდეგ! ^_^“-მალევე მივწერე პასუხი და ვცადე თვალები არ დამეხუჭა,ისე ვიყავი დაღლილი მაშინვე ჩამეძინებოდა. ,,როცა მოხვალ მაშინ მოგიბოდიშებ. თანაც ისე სასიამოვნოდ რომ მადლობას მეტყვი :D“ ,,გარყვნილი და იდიოტი ხარ!“ ისევ გავაგზავნე უაზროდ მომღიმარმა. ,,ოჰ,მეც მიყვარხარ პატარავ“-იმის წარმოდგენაზე,როგორ მეტყოდა ამ წინადადებას გამეცინა. ,,დავრჩები!“-დავთანხმდი როგორც ყოველთვის. ჩემს თავზე ვბრაზობდი,მისთვის უარის თქმა რომ არ შემეძლო! -ნეტა,რამე თუ გეშველება?-ვკითხე ჩემს თავს და თავი გავიქნიე.ვგრძნობდი,ბედნიერი ვიყავი! 888 -სულ გაგიჟდი? როგორ შეგიძლია ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა?-დამიყვირა ნინამ,როცა შრეკთან წასასვლელად ვემზადებოდი. -რა გინდა?-ვკითხე უემოციოდ.არ მინდოდა განწყობა გამფუჭებოდა მაგრამ როგორც ჩანდა ეს წარმოუდგენელი იყო იმ მომენტში. -არ მომწონს იმ ბიჭთან რომ რჩები ღამ-ღამობით! აი რა მინდა!-იყვირა ისევ და ანერვიულებულმა თითები თმებში შეიცურა. -შენი საქმე არ არის რას გავაკეთებ!-ვცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა.ვიცოდი,ყველაფრის მიუხედავად მაინც არ უნდა დავლაპარაკებოდი ასე მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი და ჩხუბის მერე ყოველთვის ვწუხდი ამაზე. -როგორთუ ჩემი საქმე არ არის?! შემომხედე!-მიბრძანა,ხელი მკლავზე მომიჭირა დამაიძულა მისკენ შევბრუნებულიყავი-შენ ჩემი შვილი ხარ! -როდიდან ნინა?-ცინიზმით ამოვისისინე.-გგონია შეგიძლია,მოისურვო და უცებ გაზრდილი,ზრდასრული ქალი,რომელიც ბავშვობაში ასე გეზიზღებოდა შვილად აღიარო? სამწუხაროდ კარგი მეხსიერება მაქვს! არაფერი დამვიწყებია!-პირში მივახალე,ანერვიულებულმა კარი ძლიერად მივაჯახუნე და გარეთ გამოვედი! მარტო დავტოვე... -დოქტორო ბოროტებავ?-რამდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა გავიგე მწვანეთმიანის ხმა ყურმილს მიღმა. -შეგიძლია მომაკითხო?..-ღრმად ამოვისუნთქე.ყველაფრის ძალა გამომცლოდა. -კარგად ხარ? დამელოდე! ახლავე გამოვალ.-ხმა აღარ ამოუღია მაგრამ არც გაუთიშავს.მესმოდა როგორ აამუშავა ძრავა, და როგორ ჩაირთო ,,აუდიო სისტემა“.რამდენჯერმე ვიფიქრე მისი სუნთქვის ხმაც გავიგე მექთქი მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. 15 წუთში ჩემ წინ გააჩერა მანქანა. ზურგ ჩანთა უკანა სავარძელზე დავდე,მე კი მის გვერდით მოვკალათდი და კარი დავხურე. -რამე მოხდა?-საყვარლად მიყურებდა. -არა.ნინას ვეჩხუბე! როგორც ყოველთვის... მაგრამ ეს ყველაზე აუტანელი იყო... -არაფერია.-ჩემკენ გადმოიწია,თითები ლოყაზე დამადო და შუბლი შუბლზე მომაწება.თავი მელოდრამის გმირად წარმოვიდგინე,შეყვარებულები რომ ამშვიდებენ ატირებულებს.მეგონა მაკოცებდა და თვალები დავხუჭე კარგად,რომ მეგრძნო ის წამი.მიუხედავად სენტიმენტალურობისა მაინც მომწონდა ასე ყოფნა.სიცილი ვერ შევიკავე,როცა მოულოდნელად ცხვირზე სისველე ვიგრძენი.თვალები რომ გავახილე დავინახე,როგორ მოედო მისი ენის წვერი ჩემს ცხვირზე. -რა იდიოტი ხარ-ხმამაღლა გავიცინე და ხელი მხარზე მივარტყი. -ხომ გაგეცინა?-ჩაიხითხითა.ლოყებზე მისი ღრმულების დანახვისას მივხვდი ინსულინის გარეშე უფრო ვიცოცხლებდი! მის გარეშე კი ერთი წუთითაც არ შემეძლო ცხოვრება!... მარის დაბადების დღის წვეულებაზე წასასვლელად ვემზადებოდი,მამაჩემმა რომ დამირეკა.ვახშამზე დამპატიჭა... მიუხედავად იმისა არ მეხალისებოდა მის ბედნიერ ოჯახთან ერთად ვახშმობა,უარი მაინც ვერ ვუთხარი! ვიცი,რომ ეგოისტი და აუტანელი ვიყავი.არ შემეძლო ამის კონტროლი! -ძვირფასო! ის უცნაური ჰაბიტუსის მქონე ბიჭი გარეთ გელოდება!-შემომძახა ნინამ. იმაზე მეტად თბილად იქცეოდა ვიდრე აქამდე! იქნებ მართლა ნანობდა მის საქციელს? იქნებ როდესმე მეც შევჩვეოდი ,,ახალ დედას“... -ახლავე გამოვალ-ვუპასუხე ანერვიულებულმა.სარკეში ბოლოჯერ შევხედე ჩემს ანარეკლს,ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი. -დღეს დაბრუნდები?-მკითხა დედაჩემმა ცოტა არ იყოს უკმაყოფილოდ. -არვიცი!-ვცადე უხეშად არ გამომსვლოდა.ჩემს თავზე ვმუშაობდი მასთან ჩხუბის შემდეგ. -კარგი, დროებით... -მომაძახა სანამ კარებს მივხურავდი. გარეთ გასულს თავი მანამ არ ამიწევია სანამ მანქანაზე მიყრდნობილ შრეკს არ მივუახლოვდი. -გამარჯობა!-ტუჩზე ვიკბინე ღიმილის დასაფარად.იმაზე მეტად სექსუალურად გამოიყურებოდა ვიდრე მოველოდი.შავი ტანზე მომდაგრი შარვალი,შავი,მაისური და შავივე პიჯაკი საოცრად მომხიბვლელს აჩენდა. -დოქტორო ბოროტებავ! დღეს ისე გამოიყურები,იქნებ დროებით სხვა სახელი შეგირჩიო?!-ენა ქვედა ტუჩზე გადაისვა და ჩვეული ღიმილით მომხვია ხელი წელზე. -მეც იგივეს გეტყვი! იქნებ დროებით ფიონა დაგიძახო?-ჩავიხითხითე და ჩემს საყვარელ ღრმულებს მოუთმენლად მივადე თითი, მის ლოყაზე.როგორც ყოველთვის მუცელში რაღაც სითბო ვიგრძენი. -დღეს ისეთი ლამაზი ხარ,შენი გესლიანი ენაც კი საყვარლად მეჩვენება-გაეცინა და მანქანის კარი გამიღო.-მემ?! -გმადლობთ-ფილმებიდან ნასწავლი მოძრაობით დავუკარი თავი და მანქანაში,მძღოლის გვერდით სავარძელზე მოვთავსდი. 888 მარის სახლი ისეთივე იყო,როგორსაც წარმოვიდგენდი.დიდი ეზოთა და აუზით.მთელი ბაღი ნათურებით მოერთოთ,მუსიკის ხმა ზედმეტად ხმამაღალზე ჰქონდათ ჩართული. -არამგონია ჩემი დანახვა გაუხარდეს!-ღიმილით ვუთხარი მწვანეთმიანს,მანქანა იქვე ახლოს დავტოვეთ და ხალხს შევერიეთ. -ხომ იცი როგორ უყვარხარ? -ჰო, უჩემოდ ვერ იძინებს!-გამეცინა.შრეკმა თითები ჩემსაში ახლართა და სახლისკენ წავიდა. -მოხვედი?-გავიგე მარის ბედნიერი წამოძახილი.-როგორ გამიხარდა-აღბრთოვანებით წამოიწყო,მაგრამ როგორცკი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა თავს ძალა დაატანა ღიმილი შეენარჩუნებინა სახეზე. -გილოცავ!-გავუღიმე მისი რეაქციით გამხიარულებულმა.წამით ჩვენს ხელებს მიაჩერდა,მერე სასწრაფოდ აიძულა თავს გამოფხიზლება და გადამეხვია. -მადლობა საყვარელო!-მითხრა და შრეკს ისე მოხვია კისერზე ხელები,იძულებული გავხდი ხელი გამეშვა მისთვის,მაგრამ მწვანე თმიანმა არ მომცა უფლება.ტუჩზე ვიკბინე სიამოვნებისგან გამოწვეული ღიმილის დასამალად. -როგორ მოგწონთ აქაურობა?-მოშორდა თუ არა შრეკმა მისკენ მიმიზიდა და გვერდზე მიმიკრა. -ლამაზია!-ვუთხარი გულწრფელად,მიუხედავად იმისა არ მომწონდა ასეთი წვეულებები. -მადლობა-ისევ სცადა გაეღიმა.წამით დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა მის გამო.ვხედავდი,როგორ უყურებდა მწვანე თმიანს! ჩემს მწვანეთმიანს!.. -ისიამოვნეთ,ცოტახნით დაგტოვებთ!-გვითხრა და სასწრაფოდ გაგვეცალა. -დაბადებისდღე ჩავუშხამე-საწყლად ამოვიოხრე,მაგრამ მაინც გამეცინა. -რა საზიზღარი ხარ!-თავი სიცილით გაიქნია შრეკმაც. -არა,მართლა ვწუხვარ მის გამო. მგონი გიჟდება ისე უყვარხარ-თვალები გადავატრიალე. -იქნებ,დაბადების დღის საჩუქრად გამაჩუქო?-წარბები ზემოთ აზიდა. -არ მიყვარს ჩემი საკუთრების გაჩუქება-ვცადე სერიოზულად მეთქვა მაგრამ სიცილი წამსკდა.-რა სისულელეებს ვამბობ! -ნამდვილად!-დამცინა,ორივე ხელი წელზე შემომიცურა და ტუჩები შუბლზე მომაწება.-იცეკვებ ჩემთან ერთად? -ხომ იცი... -მშვენივრად ცეკვავ დოქტორო!-თვალები ჩემსავით აატრიალა-ნახე,შენი ქცევები გადამედო!-მოჩვენებითი უკმაყოფილებით წარმოთქვა და მაიძულა მოცეკვავეებს შევრეოდით. -დამცინებენ!-ჩუმად ჩავჩურჩულე,კისერზე მოვეხვიე და სხეულზე ავეკარი.მისი პიტნის სურნელი მძაფრად შევიგრძენი. -იქნებ გაჩუმდე?-საყვარლად ჩაიხითხითა და ნიკაპი თავზე ჩამომადო. -მამაჩემმა მასთან დამპატიჟა. -უნდა წახვიდე!-ჩურჩულებდა ისევ.მუსიკა ხმამაღლა იყო მაგრამ მაინც მესმოდა მისი ხმა. -არ შემეძლო უარის თქმა-ამოვიოხრე,თავი მხარზე ჩამოვადე და ნელი მოძრაობა განვაგრძეთ.-წამოხვალ ჩემთან ერთად? -ჰო, თუ შენ გინდა-ვიგრძენი გაეღიმა. -მინდა! 888 -ჯანდაბა! დამშვიდდი დედა...-შრეკის ხმა ჩამესმა ყურში.ნელა გავახილე თვალები და მის შიშველ ზურგს მივაჩერდი.ლოგინზე იჯდა,თითებს ნერვიულად იცურებდა თმებში.საბანი ტანზე მჭიდროდ შემოვიხვიე და წამოვიწიე.-ახლავე წამოვალ.არ იტირო კარგი? მეც მიყვარხარ...-მისმა სიტყვებმა უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა.ტელეფონი გათიშა და კომოდზე მოისროლა. -ყველაფერი კარგადაა?-ვთქვი ფრთხილად შერჩეული ტონით.არ მინდოდა გამეღიზიანებინა,მაგრამ არაფერი უპასუხია.სახე ხელებში ჩარგო და დამუნჯდა.სწრაფად წამოვდექი,იატაკიდან მისი მაისური ავიღე,ჩავიცვი და მის პირდაპირ მუხლებზე დავჯექი. -რა მოხდა?-თითის წვერი ფერზე შევახე.შეკრთა და საწყლად შემომხედა.მისი სახის დანახვაზე ტკივილი ვიგრძენი. -მამაჩემი გარდაიცვალა...-ამოიხავლა. -ღმერთო...-მეტი ვერაფერი ვთქვი,ხელები ძლიერად მოვხვიე კისერზე.-ძალიან ვწუხვარ...-ჩავიჩურჩულე და ტუჩები კისერზე შევახე. -ისე მოკვდა არ მაპატია... ვერც მე ვაპატიე!-თავი გაიქნია.მე კი უფრო მაგრად ჩავეხუტე.ბოლოს მანაც მომხვია ხელები.ისე ვყავდი მკერდზე მიკრული,თითქოს მეც ვაპირებდი სადმე წასვლას. 888 მწვანე თმიანის მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე,ნინას წინააღმდეგობის მიუხედავად,გადავწყვიტეთ მასთან გადავსულიყავი საცხოვრებლად.ვერ ვიჯერებდი,რომ ასეთი ცხოვრება მერგო წილად.ყველაფერი ყოველთვის ბედნიერად არ მთავრდება მაგრამ იმ წამს იმაზე მეტად ბედნიერად ვგრძნობდი თავს,ვიდრე ამას ვისურვებდი. იქნებ სულაც არ დასრულებულიყო ჩვენი ცხოვრება ბედნიერად,იქნებ შრეკი ზედმეტი დოზისგან დაღუპულიყო,ან ჩემთვის საბოლოოდ მოღო დიაბეტს ბოლო,მაგრამ იმ მომენტში არ გვადარდებდა რა იქნებოდა მომავალში.მისი მანქანის წყალობით,რომელიც ერთ დღეს დაზიანდა და შრეკსაც მეტროთ მგზავრობა მოუწია,ერთმანეთს შევხვდით! საოცარი ისტორიაა... 888 -მიყვარხარ მე შენ,დოქტორო ბოროტებავ!-მაცდური ღიმილით ჩამჩურჩულა მწვანე თმიანმა.პომიდვრის სოუსისთვის ხახვს ვჭრიდი სამზარეულოში,რომ შემოვიდა.დანა ხელიდან გამომართვა და მისკენ მიბრუნება მაიძულა. -სიყვარულის ბუშტი გაგისკდა თუ რა ხდება?-გამეცინა მისი საყვარელი ღიმილის დანახვაზე.მიუხედავად ხახვის წვენით დასვრილი ხელისა,მაინც მივადე ლოყაზე გაჩენილ ფოსოზე თითის წვერი. -არა მარტო!-ჩაიხითხითა. -რა გარყვნილი ხარ!-ხელი მსუბუქად მივარტყი მხარზე და გამეცინა.-თუ არ მაცდი ტაფა დაიწვება. -კარგი-ხელები ზემოთ ასწია დანებების ნიშნად-მაგრამ მანამდე,ქრთამს ვითხოვ!-მხრები აიჩეჩა.თვალები ავატრიალე,მის მაისურს ჩავეჭიდე და ტუჩზე ვაკოცე.მან ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა.ვაპირებდი თითები მის თმებში შემეცურებინა მაგრამ მაჯაში მწვდა და შემაჩერა. -მაგ ხახვიანი ხელით აპირებ ჩემს თმებზე შეხებას?-სასაცილოდ ამოილუღლუღა ისე,რომ თუჩები ისევ ჩემსაზე ჰქონდა მოკრული. -ფუ,რა იდიოტი ხარ-სიცილი ვერ შევიკავე,ბოლოჯერ ვაკოცე და მოვშორდი. -იდიოტი?-თვალებ დაწვრილებულმა შემომხედა.მის ნათქვამში რაღაც სხვა,ნაცნობი ტონი იგრძნობოდა. -ხომ გშია? იქნებ მაცადო?-ენა გამოვუყავი და ზურგი ვაქციე.ისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდი. -უკვე გითხარი ხომ,რომ ძალიან მიყვარხარ?-რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გავიგე,მისი სიცილი,უკმაყოფილოდ მივბრუნდი მისკენ,როცა მოულოდნელობისგან წამოვიკივლე.წამის შემდეგ კი მოხარშული სპაგეტი ყურებზე და თმაზე ჩამომეკიდა... -ჯანდაბა!!! 888 ,,ჯანდაბა!" არის ძველი ისტორია,რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ დავწერე და საიტზეც კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა. რატომღაც მომინდა ახალი თაობისთვისაც გამეზიარებინა. კრიტიკულად ნუ შეაფასებთ,თავიდანვე ჩანაფიქრი იყო პოზიტიური და საყვარელი ისტორია უნდა გამოსულიყო, პათ.ანატომ გოგოსა და მწვანე თმიანი ბიწის უცნაურ ურთიერთობაზე.ისიამოვნეთ. ANNABELLE |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.