შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობარი ქმრად


26-11-2024, 17:49
ავტორი ირი1
ნანახია 1 397

^ გათენდა. როგორ არ მინდა გაღვიძება მაგრამ უნდა ავდგე ათი საათისთვის ადვოკატთან მაქვს შეხვედრა. ვერცკი ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს, იქნებ შეცდომას ვუშვებ ალექსანდრე ჯაფარიძეს რომ უნდა გავყვე ცოლად. რაც არის არის მე მას დავპირდი და მეგობარს უნდა დავეხმარო თანაც ეს ხომ ფიქტიური ქორწილი იქნება საქორწინო კონტრაქტი უკვე მზადაც მაქვს. ასე რომ არაფერზე უნდა ვიღელვო და თუ მიგვიხდებიან რომ ეს ქორწილი ყალბია აი ეს ნამდვილად პრობლემაა. ავდექი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი ანას და თორნიკეს უკვე ეღვიძათ
_ ანა: დილამშვიდობისა ელენე, ხომ ისაუზმებ
_ ელენე: მხოლოდ ყავას დავლევ
_ ალექსი: დღეს დიდი დღეა
_ თორნიკე: აი ჩვენი მასხარაც
_ ალექსი: დღეს ცოლს ვირთავ ძმაო
_ ანა: გილოცავთ
_ ელენე: მე მაინც ვღელავ
_ ალექსი: რატომ ძვირფასო?
_ ელენე: რომ მიგვიხდენ
_ ალექსი: რას?
_ ელენე: იმას, რომ ყალბია
_ ალექსი: ვერ გაიგებენ
ანა: იცოდეთ სამაგალითო ცოლქმარი უნდა იყოთ საზოგადოებაში
_ ელენე: და კითხვარი
_ ალექსი: ჩვენ არც თუ ისე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ ყველა დეტალი განვლილი გვაქვს
_ თორნიკე: გარდა ამისა ალექსი ჯობია რომ ცოტახნით ჩამოშორდე კლუბებს
_ ელენე: და ქალებსაც
_ ალექსი: რა იყი ძვირფასო უკვე ეჭვიანობ
_ ელენე: არც კი დაგესიზმრება მსგავსი რამ
_ ანა: კარგით ბავშვებო წავიდეთ თორემ დავაგვიანებთ
_ ალექსი: წავიდეთ,

^ ათი საათისთვის უკვე მოსამართლის წინ ვისხედით და კარგად დაზეპირებილ პასუხებს ვცემდით ერთმანეთის შესახებ და კარგადაც გამოგვივიდა ნახევარი საათის დაკითხვის შემდეგ უკვე მე და ალექსი უკვე ქორწინების მოწმობით გამოვედით გარეთ
_ ანა: გილოცავთ ბავშვებო აბა რა გეგმები გაქვთ ამ საღამოს
_ თორნიკე: ბარში ხომ არ წავიდეთ
_ალექსი: მე მომწონს ეგ აზრი
_ ელენე: და რატომ არ უნდა მოგეწონოს შენი მეორე სახლია
_ ალექსი: იქ ისე ვარ როგორც თევზი წყალში
_ თორნიკე: კარგით ბავშვებო მე და ანა დაგტოვებთ საქმეები გვაქვს საღამოს გნახავთ
_ ალექსი: კარგად ძმაო
_ ელენე: საღამომდე
_ ალექსი: აბა მეუღლევ ჩვენ რა გეგმები გვაქვს
_ სამსახურში დამტოვებ?
_ როგორც მიბრძანებ
_ თან გზად კონტრაქტსაც განვიხილავთ
_:კონტრაქტს? ეგ რად გვინდა?
_ გვინდა
_ და რას მოიცავს?
_ გზაში განვიხლოთ
_ კარგი
_ შეთანხმება პირველი " ერთმანეთის პირადში არ ჩავერევით"
_ ეგ მარტივია
_ შეთანხმება მეორე "ყველა კვირის ბოლოს ყვავილი უნდა მომიტანო და ყველა თვის ბოლოს საჩუქარი"
_ და რას ემსახურება ეგ ქმედება?
_ იმას რომ ქალი ვარ და მჭირდება თანაც შენი ცოლიც ვარ. შეთანხმება მესამე "არავინ უნდა გაიგოს კონტრაქტის შესახებ". ეცადე სამაგალითო ქმარი იყო და ისე მიღალატე ხოლმე რომ არავინ გაიგოს
_ ეს შენც გეხება
_ მე არ ვაპირებ ღალატს
_ ამას მეც არ გავაკეთებ თუ ცოლის ყველა მოვალეობებს შეასრულებ
_ ახლო რომ მოგცხებ განახებ მოვალეობებს
_ და რაა ცუდი მაგაში
_ ბოლო და მნიშვნელოვანი შეთანხმება " არავითარი ინტიმური კავშირი"
_ არც კოცნა?
_ არა
_ და შენ თუ გენდომება
_ ეს მხოლოდ შენს სიზმრებში ძვირფასო.


^უცებ ალექსი ჩემსკენ გადმოიწია თითქოსდა კოცნას აპირებდა სუნთქვა შემეკრა ლამის ვგრძნობდი მისი ტუჩების სურნელს და მაგიჟებდა ეს სიახლოვე
_ მოვედით.
_ რა?
_ მოვედით. შენს ოფისთან ვართ
უცებ გონს მოვედი სწრაფად მოვიხსენი ღვედი და მანქანიდან გადავედი
_ საღამოს გამოგივლი
_ მე თვითონ მოვალ
_ შვიდ საათზე აქ ვიქნები
_ არაა საჭირო
თქმაც ვერ დავასრულე რომ უკვე წასული იყო. მთელი დღე ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ვფიქრობდი და ძლივს ვახერხებდი სამსახურზე კონცენტრაციას რაც ნამდვილად მჭირდება მნიშვნელოვანი შეთანხმება უნდა გაეფეორმებინა ჩემს კომპანიას.
საღამოს შვიდზე ალექსი უკვე ჩემი ოფისის წინ მელოდა
_ აბა მზად ხარ?
_ ჯერ არა. უნდა გამოვიცვალო
_ სახლში წაგიყვან მაშინ
_ კარგი

^ ანა და თორნიკე უკვე გველოდნენ მე ცოტა დრო ვითხოვე და ჩემს ოთახში ავედი გამოსაცვლელად ანაც თან გამომყვა. ჩემი დიდი მცდელობისა მაინც თავისი გაიტანა და სადღაც ოცი წუთის შემდეგ უკვე კიბესთან გახლდით წითელი და საკმაოდ გამომწვევი კაბით. ალექსი პირდაღებული მომჩერებოდა, ემოციბსაც კი ვერ მალავდა
_ თორნიკე: აბა გოგოებო წავიდეთ და გავერთოთ თუ მზად ხართ
_ ალექსი: მოიცადეთ ერთი წუთით! ასე ვერ წამოხვალ ვიცნობ ბარის ტიპებს
_ ელენე: და შენ უნდა შეგითანხმდე თუ რას ჩავიცმევ?
_ ალექსი: აქ დამიცადე!
_ თორნიკე: სად წავიდა?
_ ანა: რას გაუგებ აბა მაგას
_ თორნიკე: მოდის უკვე
_ ელენე: სად იყავი?
_ ალექსი: მომეცი ხალი
_ ელენე: რა ხდება?
უცებ საქორწინო ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან და თითზე გამიკეთა
_თორნიკე: ეგ ხომ დედასი იყო?
_ ალექსი: ახლა ელენესია. ამ კაბაში ისე სექსუალურად გამოიყურები ჯობია გეკეთოს ასე უფრო მშვიდად ვიქნები
_ ანა: ვიღაცა ეჭვიანობს
_ ელენე: ვერა ხარ შენ ხომ იცი
_ ალექსი: ვიცი. ახლა კი წავიდეთ

^ მიუხედავად იმისა რომ ბარების მსგავსი ადგილები არ მომწონდა აქ რაღაცნაირად მესიამოვნა კარგი აურა ტრიალებდა
_ალექსი: აბა გოგოებო რას დალევთ
_ ანა: იმავეს რასაც თქვენ
_თორნიკე : დარწმუნებულები ხართ
_ელენე: რათქმაუნდა
_ კარგით სასმელს მოვიტანთ
_ ანა: ხომ იცი როცა სვამ რაც გემართება
_ ელენე: ვიცი
_ანა და მაინც რისკავ?
_ ელენე: კი რატომაც არა დღეს ხომ ჩემი ქორწილია

^ ანა მართალი იყო სამი ჭიქის მერე აზროვნება დავკარგე და არ ვიცი რას ვაკეთებდ ალბათ იმანაც იმოქმედა რომ ვხედავდი როგორ ეფლირტავებოდნენ გოგოები ჩემს ქმარს რაც თავადაც მოწონდა, ამსნ კიდე გამაღიზიანა ჩემს წინ ფლირტაობდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ მეც იგივე გამეკეთებინა და იქვე მჯდომ მამაკაცს საცეკვაოდ გავყევი. ვხედაცდი თუ როგორ ბრაზობდა ალექსი და ეს მომწონდა რატომღაც და უფრო გავთამამდი. აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი და ვხედავ რომ ის უცხო მამაკაცი ჩრმს წინ აგდია ჩემი ქმარი კი ზემოდანაა და უმოწყალოდ ურტყავს, როცა კი გული იჯერა ცემით უცებ მომვარდა ხელი ძლიერად ჩამავლო და გარეთ გამიყვანა

_ რას აკეთებდი შენი აზრით
ძალიან გაცოფებული იყო ხელი ისევ ისე ძლიერად ეჭირა
_ ვცეკვავდი
_ იმ უცხოსთან?
_ გამიშვი! მტკენ;
_ ბოდიში
_ მართლა არ მინდოდა არ ვიცი რა დამემართა
უცებ დამშვიდდა უფრო ლმობიერი გახდა
_ კარგი წამოდი სახლში წაგიყვან
_ კარგი

ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი ვულგარულად გამომივიდა თავი დავკარგე
_ ალექსი!
_ რა?
_ ბოდიში, არასწორად მოგექეცი
_ არაუშავს ვიცი რომ მეტჯერ მთვრალი წუთითაც არ უნდა დაგტოვო
_ არ დამტოვო:)
_ ალექსი!
_ გისმენ
_ მითქვამს რომ სიმპატიური ხარ
_ არა
_ ახლა გეუბნები
_ კარგი
_ალექსი!
_ ხოო ელენე,
_ მეძინება
_ მიდი დაიძინე და როცა მივალთ გაგაღვიძებ
_ კარგი



_ ელენე!
_ რაა?
_ მოვედით დროა გაიღვიძო
_ მაშინ აქ დაგტოვებ
_ დამტოვე

ფრთხილად გადამიყვანა მანქანიდან და ხელში აყვანილი შემიყვანა ოთახში. რა დტოსაც მას ვაკოცე მისი ტუჩების გემო ყველაზე ტკბილი რამ იყოო ყველანაირად შევიგრძნობდი მას, შეჩერება არ მინდოდა მაგრამ ალექსიმ უკან დაიხია
_ რა იყო? არ მოგეწონა
_ ეს არაფერ შუაშია
_ აბა?
_ შენ მთვრალი ხარ ელენე არ მინდა ხვალ რომ რამე ინანო
_ მრცხვრნია შენი
_ სამარცხვინო არაფერია ეს სიმთვრალის ბრალია მიდი დაისვენე ხცალ ვილაპარაკოთ
_ ჩემთან დარჩები
_ კარგი

^ ალექსი მთელი ღამე ნართლაც რომ ჩემს გვერდით იყო დილით გაღვიძებილს მისი დანახვისას უფრო შემრცხვა იმის ეაც გუშინ გავაკეთე, მალევე ავდექი მისი გაღვიძებისას იქ არ მინდოდა რომ ვყოფილიყავ მაგრამ ვიცი რომ მასთან საუბარს თავს ვერ ავარიდებ. დაბლა ჩასვლა გასავწყვიტე რა დროსაც ალექსიმ
გაიღვიძა
_ საით მიიპარებით ქალბატონო ელენე
_ მე დაბლა უნდა ჩავიდე. ისე ვუთხარი მისთვის არც კი შემიხედავს
_ იქნებ გველაპარაკა
ახლა ყველაზე მეტად ეს დიალოგი არ მინდოდა ნაგრამ სხვა გზა არ მაქვს
_ გისმენ!
_ ჯერ შემოტრიალდი ზურგით ხომ ვერ დაგელაპარაკები
_ არ მინდა, ასე მითხარი
_ ელენე!
_ მრცხვენია. ძლივს ამოვსთქვი, რუს შემდეგაც ალექსი თავად მოვიდა ჩემთ თავისკრნ მიმატრიალა და თავი მაღლა ამაწევინა
_ ასე ბევრად უკეთესია, გარდა ამისა გუშინ რაც მოხდა ეს სიმთვრალის ბრალი იყო თანაც ჩვენ ხომ მეგობრები ვარღ?
_ ასეა,
_ ხოდა არ მინდა რომ იმ ღამის გამო გაურკვევლობა შეგვექმნას. კარგი?
_ კარგი. ის ყოველთვის ახერხებს სიტუაციის განმუხტვას. ამ საუბრის შემდეგ ცოტა უკეთ გავხდი მოვემზადე ვისაუზმე და სამსახურში წავედი

^ მომდევნო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა ფარდა იმისა რომ ჩემმა ბეჭედმა ბევრის ყურადღება მიიპყრო და ჩემს მოულოდნელ გათხოვებას მილოცავდნენ.

_ ალექსი! აქ ხარ?
_ მოდი ძმაო, რა ხდება?
_ ბებიას ვრლაპარაკე
_ მერე?
_ ხვალ ჩამოდის და ერთი თვე დარჩება
_ და პრობლემა რაშია
_ მან არ იცის რომ თქვენი ქორწილი ყალბია
_ და რომ ვუთხრათ?
_ ვერ ვეტყვით ხომ იცი
_ ვიცი და რა უნდა ვქნათ
_ ისე უნდა მოიქცეთ რომ ბებიამ არაფერი იეჭვოს
_ ანუ?
_ სახლში ნამდვილი ცოლქმარივით მოგიწევთ ცხოვრება
_ და რამე რომ იეჭვოს?
_ არაფერი არ უნდა იეჭვოს გთხოვთ ეცადეთ მაინც
_ და ელენემ იცის?
_ ანა ესაუბრება ამ წუთას
_ დაითანხმებს?
_ იმედია. ახლა უნდა წავიდე საღამოს მოვალ
_ კარგი ძმაო მეც გასასვლელი ვარ
_ ბებიას მე მოვიყვან
_ კარგი ძმაო
_ საღამომდე.

_ ანუ სადაც ბებიას დავინახავთ ნამდვილი ცოლქმარივით უნდა მოვიქცეთ
_ კი,
_ მარტივი არ იქნება თუმცა გავართმევთ თავს საზოგადოებაში ხომ გამოგვდის უკვე თვეზე მეტია
_ ასეა მაგრამ არის კიდე რაღაც
_ ანუ?
_ ერთად მოგიწევთ დაძინება
_ ერთ ოთახში?
_ კიი
_ გამორიცხულია ვერ შევძლებთ
_ გთხოვ ელენე სხვა გზა არ გვაქვს
_ თანაც ერთი თვე?
_ მალე გავა
_ ჩვენ ერთად ვერ დავიძინებთ, თანაც ხომ იცი იმ ღამის შემდეგ ვცდილობ ალექსისაგან შორს ვიყო
_ ვიცი მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვა, ვერ ვეტყვით რომ ეს ქორწილი ყალბია
_ ანუ გამოსავალი არაა?
_ არა სამწუხაროდ
_ როდის ჩამოდის
_ ამ საღამოს
_ უკვე?
_ კიი, წავიდეთ კარგი დაგეხმარები ნივთების გადატანაში
_ ღმერთო გამაძლებინე.

თითქმის მთელი დღე ალექსის უჟმური ოთახის გახალისებას მოვანდომეთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ სავარაუდოდ ალექსის ეს არ მოეწონება ჩემმა ნივთებმა მისი ოთახის ყველ წერტილი დაიკავა ვაღარებ რომ რაღაცნაირად მომეწონა ეს კიდეც
_ ერთადერთი რაც ამ ოთახს აკლია თქვენი საერთო ფოტოა
_ მე ნაქვს ტელეფონში ალექსი გადაუგზავნი ჩარჩოში ჩასვამს და მოიტანს
_ კაი აზრია მიდი გაუგზავნე

საღამოს.
_ ალექსი: მოვედი ხალხო
_ თორნიკე: მოდი ძმაო
_ გოგოები სად არიან მაღლა ოთახს აწესრიგებენ ისევ
_ რა ოთახს?
_ თქვენს ოთახს
_ ჩვენს ოთახს?
_ დილით მინდოდა მეთქვა მაგრამ ისე გაიქეცი არ დამასრულებინე
_ აი თურმე რად უნდოდათ ეს ფოტო? წავალ ვნახავ რა უქნეს ჩემს ოთახს

......
_ალექსი: თქვენ ორმა რა უქენით ჩემს ოთახს
_ელენე: არ მოგწონს?
_ ალექსი: ჩემი ნივთები სად წაიღეთ?
_ ანა: ყველა არასაჭირო ნივთი მაღლა ავიტანეთ
_ ელენე: მოიტანე რაც გთხოვეთ
_ალექსი: კიი გამომართვი
_ ელენე: სად დავდოთ? მგონი აქ უკეთესია
_ანა: ბევრად
_ ელენე: ახლა უკვე წყვილის ოთახს გავს
_ ანა: კარგით მე გავალ სადაცაა მოვა ბებიაც თქვენც მალე ჩამოდით
_ ალექსი: კარგი ძვირფასო

_ელენე: აბა როგორ მოგწონს ჩვენი ოთახი
_ შენ რაღაც ძალიან მონდომებული ხარ ერთად ცხოვრების
_ ამას ბებიას გამო ვაკეთებ
_ ბებიას?
_ კიი
ალექსი კი ამ დროს უკვე ისე ახლოს მედგა მისი გულის ცემაც კი მესმოდა ვერც კი მივხვდი როგორ აღმოვჩნდი მასსა და კარადას შორის. მე ხომ ამდენიხანია ვიცნობ მას და რატომ მემართება ეს ყველაფერი მისი სიახლოვის დროს რატომ არის რომ გული ამოვარდნას მაქვს. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შორის მანძილი უკვე საკმაოდ მცირე იყო ის მაინც აგრძელებდა მოახლოებას, ვგრძნობ მის ხელს თუ როგორ ეხება ჩემს სხეულს, როგორი სასიამოვნოა მისი უხეში ხელის შეხება ვდნები პირდაპირ და აზროვნებას მაკარგვინებს
- ელენე!
მეძახის მაგრამ ვერაფერს ვეუბნები ამ ნეტაეებაში ისე ვარ გადაშვებული ლაპარაკიც კი არ მინდა
_ ელენე! კანკალებ.
_ ალბათ სიცივისგან
მართლა ვკანკალებდი
_ აქ არ ცივა, იქნებ ჩემი შეხების გამოა
_ იქნებ;
არ მჯერა რასაც ვამბობ თავი უნდა გავაკონტროლო
_ ელენე!
_ჰააა
_ მინდა რომ გაკოცო"
_ არ შეიძლება
_ შენ არ გინდა
ახლა ყველაზე მეტად მისი კოცნა მინდოდა მის ტუჩების გემო მინდოდა რომ კვლავ შემეგრძნო მაგრამ თავი ხელში ავიყვანე ხელი ვკარი და ავაზანაში გავიქეცი. მთელ სხეულში პეპლებს ვგრძნობდი. არ მახსოვს იქ რამდენხანს ვიყავი მაგრამ როცა გავედი ალექსი ოთახში აღარ იყო თავი ხელში ავიყვანე და დაბლა ჩავედი. ბებია უკვე მოსული იყო მართლაც საოცარი ქალი აღმოჩნდა ძალიან თბილი და გულჩვილი ისეთი როგორსაც ალექსი მიღწერდა. ვხედავდი როგორ სიყვარულის სავსე თვალებით უყურებდა ალექსი ბებიას მთელი საღამო დროდადრო კიდე მე გამომხედავდა ხოლმე გამომწვევად. ვახშმის შემდეგ მე და ანამ ბებია ოთახში ავაცილეთ და გვიანობამდე დავრჩით ეს მაწყობდა კიდეც რაც უფრო გვიან შევიდოდი ოთახში შანსი იმის რომ ალექსის ღვიძებოდა მცირედი იქნებოდა. ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი გავიგე ბებიასგან ალექსის ბავშვობის შესახებ რისი მოსმენითაც ნამდვილად ვისიამოვნე, მაგრამ ბებიას უკვე დაღლა ეტყობოდა და დასვენება ჭირდებოდა ამიტომ ტკბილი ძილი ვუსურვეთ და მარტო დავტოვეთ. გვიან კი იყო მაგრამ ალექსის მაინც არ ეძინა. არაფერი
თქმა არ დავაცალე და პირდაპირ აბაზანაში შევედი გამოვიცვსლე და დასაძინებლად გავემზადე. როცა გამოვედი მას ისევ ეღვიძა მთელო ზედა ტანი მოეშიშვლებინა და ისე წამოწოლილიყო საწოლზე. ამის დანახვაზე გონება დამებინდა მაგრამ მალე დაუბრუნდი ჩემს თავს
_ შენ რა ხალათით აპირებ დაძინებას?
_ კიი, რაღაც ცივა მგონი დღეს
_ ზაფხულია და საკმაოდ თბილა
_ და ღამე რომ შემცივდეს?
_ მე გაგათბობ ( იღიმის)
_ და ვინ გითხრა რომ მანდ ვაპირებ ძილს
_ მაშინ სად
_ ტახტზე
_ მაგ პატარა სავარძელს ტახტს ეძახი? და გგონია რომ დაეტევი
_ მეც პატარა ვარ ასე რომ მოვთავსდები
_ როგორც გინდა, სოწოლს სრულიად მე დავიკავებ
_ კარგად მოთავსდი
ვის ვატყუებ? აქ ნამდვილად ვერ დავეტევი და თუ დავეტიე როგორმე ძილს მაინც ვერ შევძლებ მის გვერდითაც არ მინდა დაძინება
_ ალექსი!
_ გისმენ, ძვირფასო
_ იქნებ იატაკზე დაიძინო,
_ ხვალ მთელი ტანი გინდა რომ მტკიოდეს? საწოლი დიდია მოდი შენც დაეტევი არ ვიკბინები და ეგ ხალათიც გაიხადე
რა გაეწყობა მის გვერდით მომიწევს დაძინება მაგრამ ვიცი რასაც გავაკეთებ ბალიშების კედელს ეს დამიცავს მისი შეხებისგან
_ რად გინდა ამდენი ბალიში?
_ კედელი უნდა აღვმართ
_ და გგონია ეგ შემაჩერებს
_ იცოდე არ გაბედო და აქეთ არ გადმოხვიდე
_ თუ ასეა არც შენ გადმოხვიდე ჩემს მხარეს
_ ეს არ მოხდება

მიუხედავად იმისა რომ კედელი აღვმართე და ფხიზელი ძილიც მაქვს დილით მის მკვლავებში როგორ გავიღვიძე ვერ გავიგე თუმცა ასე სასიამოვნოდ ჯერ არ გამიღვიძია მის მთელ სხეულს ვგრძნობდი თუ როგორ იყო ჩემზე შემოხვეული ვგრძნობდი მის გულის ცემას გაუნძრევლად ვიწექი და ამ მომენტით ვტკბებოდი. როგორც კი მივხვდი რომ იღვიძებდა ნაშინვე მოვიმძინარე თავი. რა დროსაც მისი ხელი ვიგრძენი ჩემს სახეზე ის ნაზად და სათუთად მეფერებოდა რომ ვდნებოდი ამ ყველაფრისგან. შემდეგ კიდე საკოცნელად როცა წამოვიდა თავი ვეღარ შევიკავე და თვალები გავახილე
_ ვიცოდი რომ გეღვიძა (გაეღიმა
_ რას აკეთებ ასე ახლოს
_ კოცნას ვაპირებ
ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი რომ მისი ტუჩები მე მეხობოდა არ ვიცი რა დამემართა მაგრამ დავნებდი და მივეცი იმის გაკეთების უფლება რასაც მოინდომებდა ვგრძნობდი მის ტუჩებს ჯერ სახეზე მერე კისერში და ნელნეკა დაბლა მიიწევდა მე კიდე სიამოვნებისგან აზრი მთლად დამეკარგა თუმცა ალექსიმ თავად მოვიდა აზრს და შეჩერდა
_ ბოდიში ელენე თავი ვერ შევიკავე. შენ სხვებს არ გავხარ არ მინდა რომ გული გატკინო მითხრა და ოთახიდან გავიდა
მართალია გამიჭირდა მაგრამ მაინც ავდექი გავემზადე და სამსახურში გავედი იმ საღამოს მერე თითქმის ერთი თვე გავიდა ალექსი კიდე რატომღაც ჩამომშორდა მთელი დღის მანძილზე მ საღამოს ვხედავდი ხოლმე, როც მოვიდოდა მაგრამ უმეტესად შინ არ იყო და როცა მოდიოდა არც კი მამჩნევდა ძილით კიდე იატაკზე ეძინა ხოლმე.
მე კიდე ერთ კვირით მივლინებაში უნდა წავსულიყავი თუმცა ვერაფრით ვუთხარი ამის შესახებ ასე გაუფრთხილებლად წასვლა არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ჩრმებისგან ბოლოს მაინც გაიგებდა. როგორც კი გათენდა ანას ვთხოვე აეროპორტში გაყოლა.
_ აბა ელენე მზად ხარ აეროპორტში გასასვლელად?
_ კი ანა მაგრამ ალექსის ვერ დავრლაპარაკე ჯერ კიდევ
_ რა ჭირს მაგ ბიჭს საერთოდ?
_ არ ვიცი ანა საერთოდ ვეღარ ვცნობ. ვგრძნობ რომ გამირბის
_ იქნებ თორნიკემ დაელაპარაკოს გაარკვიოს რა ხდება მის თავს
_ რაღაც ნამდვილად ხდება
_ კარგი ახლა ნუ იღელვებ მაგაზე საქმეზე უნდა კონცენტრირდე როცა ჩამოხვალ მაშინ მოვაგვაროთ
აეროპორტში დროულად მივედი ანას დავემშვიდობე და რეგისტრაცია გავიარე ძალიან არ მინდოდა წასვლა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ვფიქრობ კარგიც იქნებოდა რაღაც პერიოდი ამ გაურკვევლობისგან შორს ყოფნა, მეც უნდა გავრკვეულიყავი ჩემს თავში
.........

_ ბატონო თორნიკე თქვინი ძმაა მოსული
_ შემოუშვი გვანცა
_ კარგით, ახლავე
_ მოდი ძმაო
_ ვიღაცას უნდა დაველაპარაკო სანამ გავგიჟებილვარ
_ რა ხდება ალექსი ბოლო ერთი თვეა შენს თავს არ გავხარ, ელენე ხომ საერთოდ განდევნე შენი ცხოვრებიდან
_ სწორედ რომ ელენეზე მინდა საუბარი
_ კარგი, გავიდეთ სადმე და მომიყევი და ხდება შენს თავს
_ გავიდეთ
....
_ აბა ძმაო გისმენ
_ ოღონდ არ გამაწყვეტინო კარგი, ისედაც ძლივს ვუყრი აზრებს თავს
_ კარგი ძმაო
_ შემიყვარდა ძმაო. თავს მაკარგვინებს ეს გრძნობა უკვე.
_ ამას მას რატომ არ ეუბნები
_ როგორ? ძმაო ხომ იცი ჩემი ცხოვრება, მე ხომ გულს ვტკენ ქალებს
_ და ის ქალები ვისაც გულს ტკენდი რას გრძნობდი მათ მიმართ?
_ არაფერს
_ აი პასუხიც, შენ აქამდე არ გყვარებია ძმაო.
_ და მასაც რომ ვატკინო
_ ვერ ატკენ, ვინც გვიყვარს მას ვერ ვატკენთ, მაშინაც კი როცა თავად ამას აკეთებენ
_ და რომ არაფერი გამოვიდეს ამ ამბიდან, თანაც ვიცი რომ ისიც გრძნობს რაღაცას ჩემს მიმართ
_ იცი ძმაო შენი ამ საქციელით და შენი გულგრილობით მას უფრო მეტად ტკენ გულს
_ რა ვქნა ძმაო?
_ წადი მასთან. ნუ ჩაკლავ ნურც მასში და ნურც შენში მაგ გრძნობას, მიეცი მას განვითარების უფლება
_ და რომ არაფერი გამოვიდეს?
_ რატომ არ უნდა გამოვიდეს? თუ არ სცადე ვერ გაიგებ
_ ანუ უნდა ჩავიდე მასთან?
_ კი ძმაო, დაურეკავ და ვეტყვი სადაცააა
_ დარეკვა არაა საჭირო, ვიცი სადაცააა
_ რანაირად?
_ ეს თქვენ გეგონათ რომ მე ის აღარ მაინტერესებდა ძმაო მე მისი ყველა დღს დეტალი ვიცოდი მთელი ეს თვე. ამ მივლინების შესახებაც
_ იცი როგორ ღელავდა დაუმშვიდობებლად რომ მიდიოდა
_ ვიცი ძმაო თუმცა მე წასვლის წინა ღამეს დავემშვიდობე კოცნით როცა მას ეძინა, მე ამას ყველა საღამოს ვაკეთებდი, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ფხიზელი ძილი აქვს ვერაფერს იგებდა
_ ძმაო როგორი შეყვარებული ხარ ელენეზე
_ ყურებამდე ძმაო. წავალ მე ახლა მოვემზადები და დილით რომში გავფრინდები. ხოდა კიდევ ერთი ანას არაფერი უთხრა
_ რატომ
_ მინდა რომ სიურპრიზი იყოს ელენესთვის, ანა კიდე ეტყვის ამ საღამოსვე მას დარწმუნებული ვარ
_ კარგი ძმაო

.....
რომი
....
_ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო
_ დილამშვიდობისა,
_ ელენე ანჯაფარიძის ნომერის გასაღები თუ შეიძლება
_ ქალბატონი ელენე აქ არ არის როცა მოვა გადავცემ რომ იკითხეთ
_ მე მისი ქმარი ვარ
_ მესმის მაგრამ მე არ შემიძლია
_ ძალიან დაღლილი ვარ,დასვენება მჭირდება
_ ამ შემთხვევაში სხვა ნომერს შემოგთავაზებთ
_ მენეჯერს დაუძახეთ თუ შეიძლება

_ ბატონო ალექსანდრე, როგორი პატივია თქვენი ჩემს სასტუნროში ყოფნა
_ როგორ ბრძანდებით ბატონო კონსტანტინე
_ ჩვენ კარგად, თქვენ?
_ ჩვენ პატარა პრობლემა გვაქვსვლ აქ
_ როგორ შემიძლია რომ დაგეხმაროთ
_ ჩემი ცოლია თქვენს სასტუმროში, მინდა სიურპრიზი გაუკეთო მაგრამ გასაღებს არ მაძლევენ ნომრის
_ სახელი?
_ ელენე ანჯაფარიძე
_ გთხოვთ მიაწოდეთ გასაღები
_ გმადლიბთ ბატონო კონსტანტინე
_ ბედნიერი დასვენება

.....
^ მთელი დღე კონფერენციაზე გავატარე თუმცა კონცენტრაცია მიჭირდა, ალექსიზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებდი საღამოს დაღლილი დავბრუნდი ნომერში, შევაღე კარი და რას ვხედავ ალექსი წევს ჩემს ოთახში და მშვიდად ძინავს, თვალებს ვერ ვუჯერებდი ვერ ვიგებდი რა უნდოდა აქ. თავიდან ვიფიქრე გამეღვიძებინა მაგრამ გადავიფიქრე აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და დასაძინებლად გავემზადე. გარეთ რომ გამოვედი ალექსის უკვე ეღვიძა.
_ გამარჯობა! მხოლოდ ესღა ვუთხარი ისე დამება ენა მისი დანახვისას
_ მომენატრე
ვერცკი გავიაზრე რა მითხრა, მეგონა რომ მომეჩვენა
_ რას გულისხმობ?
_ იმას რომ მომენატრე
_ მთვრალი ხარ?
_ რა გამიკეთე ელენე?
აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი რომ უკვე მისი ტუჩები ჩემსას ეხებოდა ისეთი სასიამოვნო და გიჟური იყო ეს. მკოცნიდა, მოცნიდა მთელი არსებით და ჩურჩულით კიდე სიყვარულს მიხსნიდა. რამდენი ხანი ველოდი ამას, თავი სიზმარში მეგონა ვერცკი გავიაზრე თუ როგორ აღმოვჩნდი სრულიად შიშველი საწოლში მის გვერდით მან მთელი სხეული დაიპყრო ისეთი თბილი ნაზი იყო ჩემს მიმართ მან ხომ იცოდა რომ ის ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო ის ისე მიფრთხილდებოდა. ვგრძნობდი მის შიშველ სხეულს და ეს ისეთი სასიამოვნო იყო მთელი ჩემი სხეული მოიცვა.

დილით ალექსის კოცნამ გამაღვიძა
_ რაღაც ჯერ კიდევ არ გითქვამს ჩემთვის ქალბატონო!
_ რას გულისხმობ?
_ იმას რომ გიყვარვარ
_ ეგ ხომ იცი, თქმა რა საჭიროა
_ მინდა შენგან გავიგონო, რომ გიყვარვარ
_ მიყვარხარ, ძლივს ამოვსთქვი და ჩემი აღიარების ის ძალიან შემრცხვა რომ სახე საბანქვეშ დავმალე
_ რას აკეთებ?
_ მრცხვენია ალექსი
_ ჩემი?
_ კიი,
_ ჩემი არ უნდა გრცხვრნოდეს ჩემი აღარ უნდა გრცხვენოდეს, ჩვენ ერთ მთლიანობა ვართ ელენე, შენ ჩემი ხარ მე კიდე შენი, თუ რა თქმა უნდა გუშინდელს არ ნანობ?
_არა

მთელი დღე ნომერში გავატარეთ და ერთმანეთით ვტკბებოდით საღამოს ჩვენებს დაურეკეთ ახალი ამბავი ვახარეთ და რესტორანში წავედით სავახშმოთ, ციტა ფეხითაც გავიარეთ მერე ისევ ნომერში დავბრუნდით. მთელი ერთ კვირა ერთად ვიყავით დილით კონფერენციებს ვესწრებოდი საღამოს კიდე ალექსით ვტკბებოდი. შინ დაბრუნებულს მე და ალექსის წვეულება დაგვახვედრეს კარგადაც მოვილხინეთ სამი თვის უკან ვინმეს რომ ეთქვა რომ ნე ალექსანდრე ანჯაფარიძე შემიყვარდებოდა საკუთარ თავსაც ვერ დაუჯერებდი მაგრამ დღეს ის ჩემთვის საკუთარ თავზე მეტია



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

მოკლე მაგრამ სასიამოვნო ისტორია ჩანახატი იყო. გაავრცეთ და გაგვანებივრეთ

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ისტორია არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემ აზრს ვიტყვი, მეგობარზე უკეთეს ქმარს ვერ იპოვი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent