შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი


8-12-2024, 21:48
ავტორი avrora_
ნანახია 726

კიდევ ერთი უხეირო დილაააააა- კარებზე გაბმული ბრახუნის შემდეგ ძლივს წამოიზლაზნა და გასაღებად გაეშურა

-ნინაა შეე უხეირო ქალოო თავი დამანებეე- კარების გაღებამდე იცოდა ვინც იქნებოდა, ან ვინ უნდა ყოფილიყო? მხოლოდ ნინა თუ ესტუმრებოდა ნერვებს მოუშლიდა და წავიდოდა, მაგრამ მაინც ძალიან უყვარდა.

დედინაცვალმა სახლიდან თვრამეტი წლის ასაკში გამოაგდო, აყარე შენი ბარგი-ბარხანა და ჩემი სახლი დატოვეოო, ძმა საზღვარგარეთ გახიზნულიყო და კვირაში ერთხელ თუ ახერხებდა დარეკვას.

მეგობრები არ ჰყავდა, ნათესავებთან კონტაქტი არასდროს ჰქონია, მამის გარდაცვალების შემდეგ კი სულაც მარტოდ-მარტო დარჩენილი საკუთარ დაწყევილ ბედს შეჩვეოდა.

-უი პრინცესა გაგაღვიძე? გამოფხიზლდი გოგონი შენთვის ვაკანსია ვიპოვე, იმ უნაირო სამსახურიდან წამოდი თორე იმ შენ უვიც უფროს თუ მივაკითხე იმ ორ ღერ თმასაც დავაწიწკნი.

-გამაცანი სამუშაო პირობებს და საერთოდ რა ვაკანსია? სადმე ღამის ბარში ნუ დამაწყებინებ მუშაობას თუ ქალი ხარრ- უსიამოდ დამანჭა სიფათი და ცხელი ყავა პირთან მიიტანა.

-აი ნახე, ამ ორი თვით სჭირდებათ ძიძა, მთიან ადგილებზე რომ გიჟდები ვიცი, ბავშვებიც ძალიან გიყვარს გამოცდილებაც გაქვს, მშვენიერი იდეაა, დაისვენებ და თან იცი რა საყვარელი ბიჭია? ძალიან წყნარი და მშვიდი.

-ფუუ შენი დავიწვიიი, რა ძიძა რის ძიძა? დამანებე თავი -ხელი აიქნია და მაისურის გამოსაცვლელად ოთახში გავიდა.

-მოდი ასე ვქნათ, შენ იქ მუშაობას დაიწყებ მე კიდევ ვატოს ვეტყვი რომ მომწონს- დაზავების მიზნით ხელი გაუწოდა, მართამაც შეაშველა მისი და ეშმაკურად ჩაიცინა.

………………………………………..
-აბა, როდის უნდა ვიყო ადგილზე? ან ჯერ პირადი ინფორმაციის ველიც არ შემივსია იქნებ საერთოდაც არ ვარ სასურველი კანდიდატი?

-ყველაფერი შევავსე ქალბატონო, ხვალ საღამოს ექვსისკენ ადგილზე უნდა იყო - თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა.

რა გაეწყობა, წავალ იქნებ სულაც მომეწონოს და კარგი სამსახური აღმოჩნდეს? თუ არადა მალევე წამოვალ ხელს რა შემიშლის? გაიფიქრა და დიდი ჩემოდანი გადმოიღო, მართამ ხომ არ იცოდა ბედი რას უმზადებდა?
…………………………………………..

-ნინააა შენიი ქალობააა დაიწვასსს ცეცხლშიიიიი- გაბრაზებული, მაღალ ადგილას თოვლში მისი მოციცქნული მანქანით აგერ უკვე ნახევარი საათია გაჭედილიყო, რომ გდასულიყო და ფეხით გაეგრძელებინა დარჩენილი გზა ალბათ იმ ღამესვე მგლების ნადავლად გადაიქცეოდა.

-ან სად გამომიშვა? ან მე უტვინომ რას დავუჯერე და წამოვედი? იჯექი და იმტვრიე ტვინი, ღმერთო ვიცი რომ ძალიან ცუდიი ბედი მაქვს მაგრამ გთხოვ ამ ერთხელ დამეხმარე და აღარასდროს შეგაწუხებ ჩემი წუწუნით- დაღლილმა თავი საჭეს მიადო და ღრმად ჩაისუქნთქა.

რამდენიმე წუთში ფანჯარაზე კაკუნი გაისმა, შეციებულმა თავი ასწია და ფანჯარა ჩამოსწია.

-გამარჯობა, ხომარ დაგეხმაროთ? დაახლოებით ორმცდაათამდე ასაკის მამაკაცი გახლდათ, აშკარად დაცვის ტანისამოსი ეცვა.

-გამარჯობა, დიახ თუ შეგიძლიათ, თოვლში გავიჭედე და თან ზუსტად არც ვიცი ბეშქენიანების მისამართზეროგორ უნდა მოვხდე..

-მგონი თქვენ ხართ ონავარის ძიძა? დაკვირვებით შემათვალიერა

-დიახ, მართა მეტრეველი - გაყინული ხელი გაუწოდა.

-უი შვილო, შეგცივდებოდა, მე მათი ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ, შემიძლია მიგიყვანო შემდეგ კი შენს მანქანასაც მივხედავთ.

არვიცი იქნებ ატყუებს? იქნებ მანიაკია? ნეგატიური ფიქრები გააგდო და მანქანაში ჩაჯდა, იმდენად სითბო იყო თვალები თავისით მიელულა.
……………………..
-მართა შვილო, მოვედით- მხარზე ხელის შეხებისას მალევე გაახლია თვალები
-მაპატიეთ დაღლილს ჩამძინებია..
-არაუშავს, ისედაც ბევრი ვიარეთ , კიდევ კარგი დროულად მოვედი თორემ ფეხით აქამდე ვერ მოაღწევდი..

ისევ თბილად გაუღიმა და ჩემოდნის გადატანაში დაეხმარა, სახლი საკმაოდ დიდი გახლდათ, გარედან ცივი ფერებით, დიდი ჭიშკრით და ასევე დიდი ეზოთი..

-ქალბატონო მანანა, გოგონა მოვიდა.
კარებზე მსუბუქად დააკაკუნა, თანხმობის შემდეგ გააღო და ოთახში შეატარა.

-გამარჯობა მართა.
ძალიან კარგი აღნაგობის, ახალგაზრდა თბილი ქალი შემოეგება და ხელი ჩამოართვა

-გამარჯობა ქალბატონო მანანა- ღიმილითვე უპასუხა და სკამზე ადგილი დაიკავა.

-მოკლედ თავს არ მოგაწყენ, ერეკლეს ხვალ გაგაცნობთ, მშობლები დაახლოებით ერთი წლის წინ დაკარგა, ამ ყველაფერმა საკმაოდ იმოქმედა მასზე და მის ფსიქიკაზე, ცოტა რთული და უახსიათო ბავშვია, ცოტა ცელქიც მაგრამ მართლაც კეთილი ბიჭია, ვფიქრობ კარგად გაუგებთ ერთმანეტს, ეხლა ოთახს გაჩვენებ შეგიძლია დაისვენო და ხვალ დილით საუზმეზე დაგვეწვიო.

მყუდრო ოთახი აჩვენა და მარტო დატოვა, კარგი გრძნობა ჰქონდა მართას მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ, ოთახს საკუთარი აბაზანა ჰქონდა, თავი მოიწესრიგა და თბილ ლოგინში შეწვა.

და მაინც ასეთმა პაწუკამ როგორ გადაიტანა მშობლების დაკარგვა? ალბათ როგორ განიცდის…

დილით პატარა ბიჭუნას ტირილის და ყვრილის ხმამ შეაღვიძა, საათს დახედა ჯერ შვიდიც არ იყო, საკმაოდ კარგად გამოძინებული წამოდგა მოწესრიგდა და მალევე კიბეებს ჩაუყვა.

ხმას მიყვა და დიდ სამზარეულოში ამოჰყო თავი.

-ერეკლე ნახე როგორი გემრიელია, ერთი ცალი მაინც გასინჯე, ძალიან გთხოვ..

-არმინდაა ლიაა დეიდაა, თავი დამანებეთ- ხელებს უაზროდ იქნევდა და სკამზე ტრიალებდა.

-გამარჯობა ერეკლე- მის წინ დადგა, სკამი გააჩერა და თბილი მზერით შეხედა.

-შენ ვინ ხარ? გაკვირვებულმა გახედა

-შენი ახალი ძიძა, მე მართა ვარ
-ახალი და ბოლო, შენც ძალიან მალე წახვალ - მზერა აარიდა და ტრიალი განაგრძო.

-ჰმმ კარგი, აბა რას მიირთმევ?
-შენ მაინც უთხარი რომ ეს ბროკოლი და ბოსტნეული არ მინდა, ჩიფსი და სნიკერსი მინდა.

-ხოო.. ბროკოლი არც მე მიყვარს, იცი არასდროს გამისინჯავს არ მქონია სურვილი.. მოდი ასე ვქნათ, მე პირველად გავსინჯავ და ცოტას შენც შეჭამ, ცოტა შევალამაზოთ გავაგემრიელოთ და ბლინებსაც დაგიცხობ, გაწყობს?

ერეკლეს მზერა გაუნათდა, სკამიდან ჩამოხტა და მართას უკან აედევნა.

-აბა ონავარო, კაკაო დავამატოთ?
-კიიი, ვგიჟდები კაკაოზე.

ბლინებიც დაამზადეს, ბროკოლი და სხვადასხვა ბოსტნეულიც მიირთვეს, ბევრიც ითამაშეს, ერეკლემ ბაღის ისტორიებიც მოუყვა, ამასობაში კი მოსაღამოვდა და ერეკლეს იდეით ფილმის ყურება გადაწყვიტეს.

………………………………………….

-მჯერა დედა შენი, მჯერა რომ შემთხვევით მოხვდა აქ, უბრალოდ ერთს გთხოვ.. ნურაფერს შეიმჩნევთ მასთან, კარგი?

-რათქმაუნდა შვილო, არც კი ვიცი რანაირად აღმოჩნდა, ძალიან კარგი გოგო ჩანს..

-არის კიდეც…- თქვა და ჩაიღიმა

-დედა მომისმინე, არ დამიწყო ისტერიკები უბრალოდ ვფიქრობდი რომ ცოტახნით ერეკლე ჩემთან წამეყვანა, ხომ ხედავთ როგორ უჭირს შეჩვევა, საკვებსაც აღარ იღებს ნორმალურად, მე კიდევ დიდხანს ვერ გავჩერდები აქ, კომპანიაში საკმაოდ ბევრი საქმე გროვდება, ხომ გესმის ჩემი?

-გასაგებია ცოტნე მაგრამ იქნებ რამდენიმე კვირა კიდევ გაჩერდეს? დავაკვირდეთ ვფიქრობ მართასთან კარგი ურთიერთობა უყალიბდება.. დღეს სხვადასხვა ბოსტნეულიც კი მიირთვა..

დანაღვლიანებული ქალი დივანზე ჩამოჯდა, კიდევ რაღაცის კითხვა სურდა მაგრამ თავის შეკავებას ცდილობდა

-ვხვდები დედა რისი კითხვაც გინდა, მართა კარგი გოგოა, მაგრამ შენც კარგად იცი რომ ვერაფერი გამოვა, ჩემი არსებობის შესახებ არც კი იცის, მე ვერ ვიქნები ადამიანი რომელიც გააბედნიერებს და მთელ დღეს მასთან ერთად გაატარებს.. ვერა..-
თქვა და გასასვლელად წამოდგა

-თუ არ ცდი, შედეგს ვერც ნახავ.
მხარზე ხელი მსუბუქად მოუსვა და გასვლა დაასწრო.


მდივანზე ერეკლეს და მართას ჩახუტებულებს ჩასძინებოდათ, ნეტავ შეძლებოდა მისი შეხება,ჩახუტება.-
ზევიდან დახედა და თბილი ხელი ლოყაზე ჩამოუსვა.
თავს ვერც იმის უფლებას აძლევდა რომ მის ცხოვრებაში გამოჩენილიყო, ნეტავ აქ საიდან აღმოჩნდა? დამთხვევაა? არამგონია.. ვატოს ან ნინას ნამოქმედარია.. აუცილებლად გაარკვევს.

ნახევრად მძინარე მართამ სიმსუბუქე იგრძნო, თვალების გახელაც სცადა მაგრამ ბოლოს დანებდა და ისევ ძილს მისცა თავი.


ღამით საშინელმა წყურვილმა გააღვიძა, ვერც ის გაიხსენა აქამდე როგორ ამოვიდა. არაუშავს ეხლა უნდა ადგეს და წყალი დალიოს თორენ უდაბნოში დაკარგულივით გრძნობს თავს.

სამზარეულოში შესვლისას ფხაკუნის ხმა გაიგო, შემდეგ ბოხი საუბრის… პირველივე ხელში მომხვედრი ტაფა დაიჭირა და მსხვერპლის სილუტის დანახვისას უკნიიდან მიეპარა.

თითქოს ცოტნემაც გაიგო ფეხის ნაბიჯები სწრაფი მოძრაობით შემოტრიალდა ხელები მაღლა ააწევინა და კედელს მიაყუდა.

დაბნეულმა მართამ ყვირილი როცა დააპირა ცოტნემ ხელი ტუჩებზე მიადო და კედელს უფრო ძლიერად მიაყუდა.

-უკაცრავად, საკუთარ სახლში თავს მესხმიან? თავადაც იცოდა რომ მართა ძიძა იყო მაგრამ ეხლა მისი ნერვების მოშლის წამებს ხელიდან ვერ გაუშვებდა.

ხელები დაბლა ჩამოსწია და დისტანციის შემცირება სცადა.

-გამარჯობა, მე ცოტნე ერეკლეს ბიძია, მაგრამ შენ ვინ ხარ?

-საკუთარი სახლი? ერეკლეს ბიძია? მე არ მე ბოდიში.. არ ვიცოდი.. ქურდი მეგონეთ- კიდევ კარგი ღამე იყო თორემ საშინლად ახურებული ლოყები აუცილებლად იმას მიანიშნებდა თუ როგორ შერცხვა..

-მე მართა ვარ, ერეკლეს ძიძა…
-დაგიჯერო? იქნებ ქურდი ხარ? მოჩვენებით დაეჭვებით შეხედა და მის უეცარ გაბრაზებულ სახეზე ჩაცინა.

-უკაცრავად? ქურდს ვგავარ? ან რამე სასაცილოს ვამბობ? გაიწიე- ხელის მოძრაობით სცადა ცოტნეს გაწევა მაგრამ მასზე ორი თავით დიდი კაცის გაწევას სუსტი ხელებით როგორ შესძლებდა?

ცოტნემ ხელები ისევ გაუკავა, სახე ახლოს მიუწია და ჩურჩულით უთხრა.

-ლამაზი ხარ მართა.. ზედმეტადაც კი.

მართა არ მოელოდა, უეცარი დაბნეულობა და მისი თბილი სუნთქვა რომელიც ნესტოებს უწვავდა, სანამ აზრზე მოვიდოდა ცოტნე სამზარეულოდან გაუჩინარდა.

ოთახში ასულს უცნაური შეგრძნებები და ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა, ასე რატომ ააფორიაქა?… ფიქრებში გართულს კი ტკბილად ჩაეძინა.
……………….……………….……………….

-დილით სახეზე ხელის შეხებამ და შენჯღრევამ გამოაფხიზლა.

-მართა დეიდა, გაიღვიძე რა მშიაა
საყვარლად აბუზული ერეკლე დასდგომოდა თავს.
-ასე ადრე გაიღვიძე პატარა? ძალიან სწრაფად მოვწესრიგდები მანამდე შენც გამოიცვალე და გემრიელი შვრის ფაფა მოვამზადოთ კარგი?
-მე ფაფები არ მიყვარს მაგრამ შენი ხათრით შევჭამ- გაიღიმა და ოთახი დატოვა.

დანაკლისის შევსების შეგრძნება კი მის სულს იპყრობდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ასე არ დატოვო,გააგრძელე აუცილებლად❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი avrora_

სტუმარი ანა
ასე არ დატოვო,გააგრძელე აუცილებლად❤️❤️❤️❤️

მადლობა, დაწყებული მაქვს გაგრძელება და ვფიქრობ რომ ბოლომდე დავასრულებ და ისე ავტვირთავ❤️????

 


№3 სტუმარი ხატია ბურნაძე

დასაწყისი კარგი გაგრძელებას ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent