ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (პირველი თავი)
თითქმის ყველას ერთი ჩვევა აქვს, მიწას ხელით უნდა შეეხოს და სიამოვნების, თავდავიწყების, უზომო ბრძოლის და გამარჯვების ჟინში გადაეშვას თავით. ზოგი მარჯვენა ფეხს დგამს პირველს, რადგან კარგად აქვს დაცდილი. ზოგი არაფერს აკეთებს, ისე შედის მოედანზე თითქოს უკვე ჩემპიონი ყოფილიყოს და მსოფლიოს უდიდესი ტიტული მოეგოს. ზოგს რომ ჰკითხო უბრალოდ ჰობია და სიამოვნებას იღებს, მაგრამ მისთვის მთელი ცხოვრება იყო. ყველაფერს დათმობდა, ალბათ უძვირფასესსაც ოღონდ იმაზე არ ეთქვა უარი რაც ასე უყვარდა და ყველაფრად უღირდა. ადამიანებს გვახასიათებს რაღაცებს ამოვიჩემებთ და იმის იქით არაფერი გვაინტერსებს, ყველაფერს უკანა პლანზე ვწევთ ოღონდ ის არ დავკარგოთ რაც ამოვიჩემეთ რაც ასე გვეძვირფასება და რაზეც მთელს ჩვენ მომავალს, ცხოვრებას ვაწყობთ. ჩვენი მთავარი გმირიც ასეთი იყო, თავისნათქვამა და ამოჩემება კაცი, მაგრამ ბურთი და მოედანი ამოჩემებაზე ბევრად მეტი იყო მისთვის. ფეხბურთი იყო მთელი მისი ცხოვრება, წასრული, აწმყო და რა თქმა უნდა მომავალი. - დადეშქელიანი არის ბურთით, წინ მიიწევს, სამის წინააღმდეგ არის, ლივერპულის მთავარი ათიანი შესანიშნავ ფორმაშია, უნდა ავღნიშნოთ, რომ მთელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, მოწინააღმეგის საჯარიმოშია, დადეშქელინი დარტყმა და გოოლ. რა ლამაზად დაარტყა, ულამაზესი ბურთი იყო. - ფაქტიურად შეუძლებლი იყო ამ ბურთის აღება, იმდენად ძლიერად დაარტყა და ტაქტიკურად უნდა ითქვას ბრწყინვალე გათვლა იყო. როგორც ყოველთვის თავის სტილში, მარცხენა ფეხით ჩააბზრიალა ბურთი და ულამაზესი გოლი გაიტანა, ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე გაიხსა და საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან მატჩში დაწინაურდა. - მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერია და გასვლით მატჩზე, რომ ვიყავით შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით წავაგეთ. იმედი მაქვს, ბიჭები თავის მაქსიმუმს გააკეთებენ. - თქმა კომენტატორმა და მოვლების განვითარებას თვალი მიადევნა. - დადეშქელიანიი, დადეშქელიანი, შიო დადეშქელიანი - ქომაგები გაუჩერებლად სკანდირებდნენ მის სახელს და ერთიანად მუხტავდნენ ენერგიით და მათ კიდევ რა იცოდნენ რამდენს ნიშნავს, ფეხბურთელისთვის, ნაკრების მაისურით თამაში და მერე იმ სიყვარულის დანახვა ფანებისგან ვინც სტადიონზე მიდის, მის სახელს და გვარს ბოლო ხმაზე გაჰყვირის და ასე ცდილობს გაამხნეოს საკულტო ფეხბურთელი. ერთიანად დაუარა ტანში ჟრუანტელმა, დენების დარტყმა იგრძო თავისი სახელის და გვარის გაგონებისას. ამ დროს ყოველთვის ახსენდებოდა, რამდენი რამის გადატანა, რამდენ რამაზე უარის თქმა და რამდენი ჩხუბი გადაუტანია ფეხბურთის თამაშისთვის და მაინც ამდენი ბრძოლის მიუხედავად, რომ არ დანებდა და უარი არ თქვა ფეხბურთზე, ამიტომ იყო ახლა ზუსტად აქ. მოედანზე, სადაც სულ უნდოდა ყოფნა, საქართველოს ნაკრებში, რომელიც უბრალოდ საფეხბურთო გუნდზე ბევრად მეტი იყო. ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი ემოცია იქნება თითოეული ფეხბურთელისთვის მოედანზე საკუთარი ქვეყნის სახელით გასვლა და თან ნაკრების თამაშზე გოლის გატანა, ამაზე კარგი გრძნობა არ არსებობს. ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ფეხბურთის თამაშის სურვილი, რომ გაუჩნდა, უბანში ერთი ბურთი ჰქონდათ და ისიც მთელი დღე და ღამე იყო ეზოში და ბურთს აგორებდა ტოლ ბიჭებთან ერთად, იმდენად სიამოვნებდა მწვანე ბალახზე მოგორავე ბურთის დანახვა, სურვილს ვერ უძლებდა და ერთი დღეც კი არ არსებობდა ბურთის გარეშე. თავიდან როგორც გართობის, დროის სასიამოვნოდ გაყვანის საშუალებას ასე უყურებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა და ბიჭი იზრდებოდა ჰობზე მეტი გახდა მისთვის ფეხბურთი და რა დაავიწყებს იმ დღეს პირველად, რომ უთხრა მამას მინდა ფეხბურთელი გავხდეო, როგორი რეაქცია ჰქონდა მამამისს, ჭკუიდან გადავიდა ლამის იყო, იმდენად არ უნდოდა მისი ერთადერთი ვაჟი ამ სპორტს გაჰყოლოდა. - შენთვის პროფესია უკვე შერჩეული გვაქვს მე და დედაშენს, შენ ექიმი გამოხვალ, სიბერში შენი მოვლა-პატრონობა დაგვჭირდება და საჭიროა ექიმი გახდე. აღარ შემეწინააღმდეგო! - მკაცრად გაისმა უფროსი დადეშქელიანის ხმა. - რაც არ უნდა მოხდეს მაინც ფეხბურთელი გამოვალ. - თქვა თავისთვის პატარა ბიჭუნამ და იმ დღემდე ვიდრე თბილისის დინამოში ამოყოფდა თავს ბევრი ჩხუბი და ბევრი შეურაცხყოფა აიტანა მამამისისგან. დინამოდან კი მისი შესანიშნავი ამბავი დაიწყო და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ლივერპულში გაგრძელდა. ბედნიერი იყო შრომა, რომ დაუფასდა და ის თამაშში გათენებული გაღემეები. ერთხელ მამამ სახლიდან, რომ გამოაგდო მორიგი ჩხუბის შემდეგ ნერვებმოშლილმა დასამშვიდებლად ბურთი აიღო და თამაში დაიწყო, მერე კი იმდენად შეყვა თამაშს ლამის იყო გათენებამდე თამაშობდა. მაშინ სულ რაღაც თორმეტიოდე წლის პატარა, ჯიუტი ბავშვი იყო. ჩვიდმეტი წლისა დინამოს აკადემიაში აღმოჩნდა და იქედან დაიწყო მისთვის ოქროს ხანა, სამ წელზე ცოტა მეტი ითამაშა დინამოში, თუმცა მისთვის მხოლოდ დინამოში თამაში არ იყო საკმარისი და უკეთესი, შეიძლება ითქვას, შესანიშნავი გაგრძელება უნდა ჰქონოდა ამ დასაწყისს. - დადეშქელიანი ხელმძღვანელობას შენთან საუბარი უნდა - უთხრა ერთ დღესაც მწვრთნელმა და დირექტორის კაბინეტისკენ ერთად წავიდნენ. - შიო, მოდი - სკამზე მიუთითა კაცმა დაჯექიო - როგორ ხარ? - კარგად, მადლობა. თავად? - თავისი ადგილი დაიკავა და მხრებში გაიშალა. - ჩემი ნახვა გინდოდათ, როგორც გავიგე. - კი, შიო ასეა. შენთან მნიშვნელოვანი წინადადება მაქვს - გაიღიმა კაცმა. - გისმენთ. - შენით ერთი ძალიან, ძალიან მაგარი კლუბია დაინტერესებული - ყელი ჩაიწმინდა კაცმა - ლივერპული. - ლივერპული? - როგორც არ უნდა იყოს ვინ წარმოიდგენდა, ოცი წლის ახალგაზრდა, თანაც ქართველი, რომელიც ჯერ კიდევ დინამოში თამაშობს ლივერპულიდან თუ მიიღებდა შემოთავაზებას. - კი, შიო ლივერპული - გაეღიმა კაცს ბიჭის დაბნეულობაზე. ჩაფიქრდა, ვერ იჯერებდა, რომ ლივერპულს მისი შეძენა სურდა, ეს ხომ მისი ოცნება იყო, რომელსაც ფიქრობდა, რომ ვერასოდეს აისურლებდა. -ალბათ სათადარიგო სკამისთვის უნდათ ჩემი შეძენა, სასტარტოდან ვინ დამაწყებინებს თამაშს შანსი არ... - არსებობს - გაეღიმა მწვრთნელს. - მათ უნდათ, რომ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში. თუ ჩვენი სიტყვის არ გჯერა შეგიძლია მათი მეილი წაიკითხო. - ლეპტოპი დაუდო წინ და ლივერპულის მთავარი მწვრთნელის მიერ გამოგზავნილი მეილი ყურადღებით წაიკითხა. - შენ თუ თანახმა იქნები კვირის ბოლოს შეგვიძლია ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ ინგლისში და სამედიცინო შემოწმებასაც იქ გაივლი. - შეიძლება პასუხი ცოტა მოგვიანებით გითხრათ? - ლივერპულში თამაში მისი ოცნება კი იყო, მაგრამ ოჯახისთვის უნდა ეთქვა, როგორი ცუდი მშობლებიც არ უნდა ჰყოლოდა მათ ეს უნდა სცოდნოდათ. ამ წამს მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ მისმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ამ შედეგმა გადაწონა ყველა ჩხუბი, ყველა იმედგაცრება მშობლებისგან, განსაკუთრებით მამამისისგან. უნდოდა მათთვის დაემტკიცებინა, როგორი წარმატებული ბიჭი გახდა სულ რაღაც ოცი წლის ასაკში. - ლივერპულის ხელმძღვანელობა პასუხს დროულად ითხოვს, მაგრამ არაუშავს. დაფიქრდი და დადებითი პასუხით გელოდებით. - ხელი ჩამოართვა დირექტორმა და თავისი კეთილგანწყობის საჩვენებლად მხარზე შეეხო. - წარმატებები შიო. - დიდი მადლობა. - მწვრთნელთან ერთად დატოვა დირექტორის კაბინეტი და მოედანზე გავიდა სავარჯიშოდ, რამდენიმე დღეში თამაში ჰქონდათ და კარგ ფორმაში უნდა ყოფილიყო. - შიო ორი წუთით ჩამოვჯდეთ - სკამზე მიუთითა ბარათელმა. ეს კაცი მისთვის მხოლოდ მწვრთნელი არ იყო, რაც დინამოში დაიწყო თამაში უფროსი მეგობარი უფრო იყო ვიდრე მწვრთნელი, ბევრ საკითხზე საუბრობდნენ, რჩევებს აძლებდა ოჯახისგან შორს მყოფ ახალგაზრდას და განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. - ჩვიდმეტი წლისა იყავი აქ, რომ პირველად მოხვედი, რა დამავიწყებს იმ დღეს პირველად, რომ ვნახე შენი თამაში, იმ წამსვე ვიფიქრე დინამო არ იყო შენთვის საკმარისი უფრო მეტს, უფრო კარგ კლუბს იმსახურებდი, თანაც ლიერპული შენი ოცნებაა, არ მინდა ამაზე უარი თქვა. ამას როგორც შენი მეგობარი კი არა, როგორც მწვრთნელი ისე გეუბნები. - მადლობა, თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, რისთვისაც მადლიერი ვარ. - ამ სიტყვებით გაეცალა ბარათელს და ვარჯიში განაგრძო. შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, შიო ცოტა გაფანტული იყო, რის გამოც მეორე ტაიმში სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. ლივერპულის შემოთავაზებაზე ფიქრობდა, არ უნდოდა ამ შანსის ხელიდან გაშვება. როგორც გადაწყვეტილი ჰქონდა მატჩის დამთავრების შემდეგ, სვანეთს მიაშურა. გზიდან მეგობარს დაურეკა - რას შვრები? - რაო შიო ბატონო მოგენატრე? - ქირქილი გაიგონა მეგობრის და თავადაც ჩაეღიმა. - მოვდივარ, სახლში ხარ? - ჰკითხა პირდაპირ. - ვაა როგორ მოხდა? მოდი აქ ვარ. - ორ საათში მანდ ვარ. - გიჟივით არ ატარო, როგორც იცი ხოლმე - უთხრა ახალგაზრდამ, მაგრამ იცოდა დადეშქელიანი მის სიტყვებს ყურადღებას არ მიაქცევდა და როცა ტელეფონს დახედა უკვე გათიშული იყო ზარი. - როგორ გიკითხოთ ბატონო ბაკურ? - ცინიკურად ჰკითხა კაცს და ხელის ჩამორთმევაზე, არც შეუწუხებია თავი. - ისევ ისეთი ხარ საერთოდ არ შეცვლილხარ - უთხრა მაღალ, კარგად ნავარჯებ ბიჭს და თვალებში შეხედა. მხრებში გაიშალა თავადაც. - ჩვენი აზრები ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა - ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდი აუარა დედა, რომ ენახა. - როგორ ხარ? - გადაეხვია ბიჭი დედას. - ეს კიდევ ცუდ ხასიათზეა ხო? - თავით ანიშნა მამამისზე. - კარგად შვილო, რას ვიზავ? - სახეზე მოეფერა ბიჭს და თმაზე გადაუსვა ხელი - დაანებე თავი, თქვენ ორი ვერასოდეს უგებდით ერთმანეთს. როგორ გამხდარხარ? თამაშის მეტს არაფერს აკეთებ ალბათ. - შეიცხადა ქალმა და გონებაში უკვე გეგმა ჰქონდა როგორ მოემატებინა შიოს რამდენიმე კილოგრამი. - მაკა გეყოს რა, გამხდარი არ ვარ და თან მშვენივრად ვიკვებები. - ხელი გადახვია ქალს და სახლისკენ წავიდა. ვერ ვიტყვი მშობლებები აღფრთოვანდნენ შემოთავაზებითთქო მით უმეტეს ბაკური. ეგღა გაკლდაო ერთი ჩაილაპარაკა და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან. - შენ რას ფიქრობ შიო? - ჰკითხა დედამ შედარებით მშვიდად. - ტიტე დამეთანხმება ყოველთვის მინდოდა ლივერპულში მეთამაშა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო ეს, მაგრამ ახლა, როცა ასე ახლოს ვარ ოცნებასთან დავიბენი. მაგრამ იქ თამაშის სურვილი მაინც მაქვს, ამას ვერაფერი გადაწონის. - შეხედა დედას თვალებში. - ვერ დაგპირდები, რომ ხშირად გნახავ, მაგრამ არ მინდა ამ შანსზე ვთქვა უარი. - ამის თქმა და ბაკურის გაავებული სახით შემოვარდნა ოთახში ერთი იყო. - ახლავე დაურეკავ შენ ხელმძღვანელს, თუ ვინც არის და ეტყვი, რომ უარს ამბობ ამ შემოთავაზებაზე, მომინდომა ლივერპული. თბილისიდან ვერ გვაქცევ ყურადღებას რო მოვკვდეთ, რომელიმე ალბათ ვერც გაიგებ და იქ რა ჯანდაბა გინდა. როგორც ჩვენ მოგიარეთ, გაგზარდეთ ისე უნდა მოიქცე ახლა შენც. მე და დედაშენი უკვე მოხუცები ვართ და არ მაინტერესებს, უარი თქვი. - გამწარებული ლაპარაკობდა ბაკური. - ბატონო ბაკურ, იძულებული ვარ გაგახსენოთ, თქვენ მას შემდეგ არ გიზრუნიათ ჩემზე, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე და ექიმობაზე უარი ვთქვი. ასე რომ არანაირი ვალდებულება არ მეკისრება შენ წინაშე, აი მაკაზე კი სადაც არ უნდა ვიყო ყოველთის ვიზრუნებ. მე აუცილებლად ვითამაშებ ლივერპულში და დიდი ფეხბურთელი, რომ გავხდები მერე არ დატკბე და ჩემი ფულები არ მოინდომო! - ფეხზე წამოდგა, ზედმეტად მშვიდი სახით გავიდა ოთახიდან და სახტად დატოვა უფროსი დადეშქელიანი. *** ასე ამოყო თავი ლივერპულში და თანაც სასტარტო შემადგენლობაში. ამის შემდეგ სამი წელი გავიდა, ახლა უკვე ოცდასამი წლის წარმატებული ფეხბურთელი და შესანიშნავი პიროვნებაა. მტკიცე ხასიათი, გონიერება და დაკვირვებულობა ეხმარება, რომ მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს და ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. ახლა მისთვის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია და სურს ბოლომდე გამოიყენოს ყველა კარგი შანსი რაც მიეცემა, რადგან მერე არ ინანოს. - ნაკრების თამაშისთვის ჩამოვდივარ. - უთხრა მეგობარს, რომელიც ერთადერთი იყო ვინც ყველაფერში მხარში ედგა და უგებდა, ვისთან ერთადაც გაიზარდა და აგერ უკვე ოცდასამი წელია ერთმანეთის ავი და კარგი იციან. ნამდვილად შესაშუარია მათი მეგობრობა. - სახლში ამოხვალ? არამგონია მაგის დრო გქონდეს. - დანანებით უთხრა ტიტემ, რომელსაც თვეები იყო არ ენახა და ძალიან აკლდა მის ცხოვრებას ერთგული მეგობარი. - არა, ქალაქში გნახავ შენ - ცოტა კიდევ ისაუბრეს და მერე ერთმანეთს დაემშვიდობნენ. საქართველოს აეროპორტში დაფრინდა თვითმფრინავი და გამოჩენისთანავე კამერების სინათლემ მოჭრა თვალი, ამდენი წელია ერთი და იგივე მეორდება და მაინც ვერ შეეგუა, რომ საქართველოში ჩასვლისას მუდამ დიდი ზარ-ზეიმით ხვდებიან. მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ ვიღაცის ხმა გაიგონა - წამიერად გაჩერდა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და მოსაუბრისკენ შებრუნდა, რათა პასუხი გაეცა მისი კითხვისთვის, მაგრამ იქ უკვე აღარავინ იდგა. თავი გადააქნია და წავიდა. გულზე მოხვდა „მორიგი იმედგაცრუება" ყველაზე მეტად ამის ეშინოდა და ამას უფრთხოდა, იმედი არავისთვის, მით უმეტეს, რომ თავისი ქვეყნისთვის არ გაეცრუებინა, რადგან ბატონი ბაკური მუდამ იმედგაცრუებად თვლიდა შვილს, შიოს კი უნდოდა დაემტკიცებინა იმედგაცურება, რომ არ იყო. - აშკარად არ მიცნობს ვინ ვარ - მანქანაში დაიკავა ადგილი და საზურგეზე გადაწვა, ახლა ვარჯიშზე მეტად არაფერი უნდოდა, რადგან ამ დროს აღარაფერზე ფიქრობდა გარდა ფეხბურთისა, მაგრამ ვიდრე ვარჯიშზე წავიდოდა სვანეთში მოუწია წასვლა დედასთან, რამდენი თვეა არ უნახავს და სთხოვა ქალმა თამაშამდე ამოდი მნახეო. არც იყო დრო სვანეთში ასვლის, მაგრამ მაინც წავიდა. - ლივერპულელი მეოცნებე ჩამობრძანებულა - ცინიკურად მიმართა ბაკურმა და ზედაც არ შეუხედავს. - ადამიანებს ჯერ ესალმებიან და მერე იწყებენ მოკითხვას, მაგრამ შენთვის შვილი და საერთოდ ადამიანი ბოლოს შვიდი წლის ასაკში ვიყავი - მხრები აიჩეჩა და საბარგო ჩანთა ოთახში შეიტანა. - შიო მოვიდა? - გაისმა ტიტეს მხიარული ხმა და უნებურად ჩაეღიმა დადეშქელიანს. ოთახშია, მიდი გაისმა დედამისის ხმაც და წამებში გაჩნდა კართან მისი არაბილოგიური ძმა. - არ ამოვალ, ქალაქში გნახავ - გააჯავრა მეგობარს და თან ღიმილით გადაეხვია. - გულცივი და უკარება ხარ, უკმეხი, მაგრამ მაინც ჩემი ძმა ხარ და რას ვიზავ. მიხარია შენი ნახვა. - არ ვაპირებდი ამოსვლას... - ხო რა თქმა უნდა, არ აპირებდი ამოსვლას, მერე გაგახსენდა, რომ ერთადერთი მეგობარი გყავს, რომელიც ძალიან მოგენატრა და გულმა ვეღარ მოგითმინა, ვიცი. დიდი მადლობა, რომ ამოხვედი. - უთხრა დრამატულად და თავიც დაუკრა. - მაკას გამო ამოვედი - გაისმა უცებ და საკიდზე ჩამოკიდა პერანგი. - რომ გეტყვი გულცივი და უკმეხი ხართქო გული დაგწყდება - კედელს მიეყრდნო ტიტე - შენ საერთოდ ვინ გამოგყვება? მეცოდება უკვე ის გოგო, ვინც შენ შეგიყვარებს... - გშია შენ მემგონი - დააიგნორა ქალდანის საუბარი და ოთახიდან გავიდა. - მაკა ტიტეს ძალიან შია და გთხოვ, რამე გექნება და აჭამე - გაიცინა და დივანზე ჩამოჯდა - დებილობებს ლაპარაკობს. - სახლში რაც მოვიდა შეხედე, როგორ ალაპარაკდა - შეხედა მაკას სიცილით. - ალბათ თვეებია კის და არას იძახის მხოლოდ, აცადე ილაპარაკოს ხვალ კი მიდის ისევ - მოწყენილმა თქვა ქალმა და შვილს გადახედა. - ხვალ არა დღეს წავალ გვიან. მწვრთნელმა დამირეკა ხვალ დილით ექვსზე ვიწყებთ შეკრებასო და იქ უნდა ვიყო. - ფეხზე წამოდგა და ქალდანსაც უბიძგა წამომდგარიყო. ტყეში გაიარეს, რაღაცებზე ისაუბრეს, უფრო სწორად ტიტემ საუბრობდა და შიო უსმენდა. არასოდეს ჰყვარებია ბევრი ლაპარაკი, მოსმენა ერჩივნა ყოველთვის. - თაია როგორ არის? - გაახსენდა პატარა მეგობარი. ტიტეს უმცროსი და. - კარგადაა, სწავლობს, მაიმუნობს და ასე. ჯერ-ჯერობით სხვა სადარდებელი მაგას არ აქვს - ჩაეღიმა ქალდანს. - სულ დამავიწყდა, ეს თამაშის ბილეთებია, თუ წამოსვლას გადაწყვეტთ - მიაწოდა ორი ბილეთი - თაიას ვფიქრობ გაეხარდება. - გაეხარდება კი არა სიხარულით ცაში აფრინდება, მთელი დღე ცდილობდა ბილეთის შეძენას, მაგრამ ვიდრე რიგმა მოუწია ყველა ბილეთი გაიყიდა. ეს ნამდვილად გაახარებს, დიდი მადლობა - კიდევ კარგა ხანს ისაუბრეს, გაიხსენეს ბავშვობა, თავიანთი სისულეები, რამდენ რამეს აკეთებდნენ ერთად, ახლა კი სხვადასხვა გზა ჰქონდა ორივეს არჩეული და ცხოვრების სხვადასხვა გზას მიუყვებოდნენ. ერთი ცნობილი ფეხბურთელი მეორე კი გრაფიკული დიზაინერი, საზღვარ გარეთ რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შესანიშნავად იცოდა თავისი საქმე, შვება იყო ქალდანისთვის დისტანციურად მუშაობა, თავის პატარა დაიკოს უფრო მეტ დროს უთმობდა, როცა უნდოდა მაშინ მუშაობდა და როცა უნდოდა ისვენებდა, შეიძლება იკითხოთ, რატომ ქალაქში არ წავიდა საცხოვრებლად, მაგრამ სვანეთი, ადგილი სადაც დაიბადა და გაიზარდა, თავისი სახლი ყველაფერი იყო ამ ახალგაზრდისთვის. კომუნიკაცია არასოდეს უჭირდა ადამიანებთან, მაგრამ სამსახური ერჩივნა დისტანციური ყოფილიყო მით უმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ეს ბევრად მარტივი და უფრო მეტად ხელსაყრელია. ასეთია ცხოვრება, როგორც არ უნდა უნდოდეს ორ ადამიანს, მეგობარს, დას, ძმას, შეყვარებულს თუ სხვა ვინმეს ერთი და იგივე რამეს გაჰყვეს, მაინც როგორც არ უნდა იყოს, სხვადასხვა ინტერესები, ფასეულობები ახდენს გავლენას იმაზე რა გზას ავირჩევთ ცხოვრებაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.