შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელ და შავ ცაზე უეცრად გამოჩენილი თეთრი და უცნობი ლამპიონები - თავი პირველი: ერთფეროვნება


14-12-2024, 19:29
ავტორი WhSCrow
ნანახია 181

პროლოგი

იმედები ნაცარტუტად მაშინ იქცევა, როდესაც სამყარო ისევე დაიწვება, როგორც ის სახელმწიფო, რომლის დახმარებითაც იწვის! სამყარო ცეცხლით არის მოცული, მაგრამ ხალხი მას ვერ ამჩნევს. გადაწვარი და აგიზგიზებული მიწიდან ისინი გარბიან, რომ გადარჩნენ. ტკივილი, შიში და შიმშილი ყოველდღიური რეალობაა, თუმცა ამისთვის ფიქრის დრო არავის აქვს. მსხვერპლი ისეთივე პატარა და უმწეოა, როგორც მარტოხელა ჭიანჭველა, რომელიც დიდ ომში მოხვდა.
დადგება დღე, როდესაც ყველაფერი შემოტრიალდება. დედოფლები ინანებენ, რომ ომი გაჩაღეს. სწორედ მაშინ გამოჩნდება მარტოხელა ჭიანჭველა, რომელიც მათ თავს მოჰკვეთს და საბოლოოდ ტახტზე თავად დაჯდება.

თავი პირველი: ერთფეროვნება


რაკეტების ხმა ყურებში დარაბანივით ექოდ ისმოდა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი სიცი ფიქრს ვერ წყვეტდა: "ეს ოდესმე დამთავრდება?"
— სიცი, შვილო! კარგად ხარ? — იყვირა დედამ.
— დედა, მგონი ფეხი დავიზიანე... ნანგრევებში ვარ მოყოლილი! მიშველე! — უპასუხა სიციმ, მისი ხმა ტკივილით სავსე იყო.
დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ შვილი ნანგრევებიდან გამოეყვანა. მას თვალებში იმედი ჩაუდგა, თუმცა სიცი უკვე აღარ იყო ის ბავშვი, რომელიც დედას ყოველ დაბრკოლებაზე ეძებდა.
— დედა, ამას არასდროს გაპატიებენ! — თქვა მან, ყინულივით ცივი ტონით. — ჩვენ აქამდე თუ არ მოვკვდით, ესე იგი, რაღაც მიზნისთვის ვარსებობთ. პასუხს ვაგებინებ მათ.
— შვილო, ძლიერი უნდა იყო! — შეაგულიანა დედამ.
სიცის თვალებში სიმტკიცე და რაღაც უცნაური გამონათება ჩაუდგა. თითქოს მის შიგნით ახალი ძალა იღვიძებდა.
ამასობაში ექიმი მოვიდა. მან ნანგრევებიდან გათავისუფლებულ სიცის ფეხი გაუსინჯა და სერიოზულად გაოგნდა:
— ეს საკმაოდ მძიმე შემთხვევაა! როგორც ჩანს, ფეხი ძლიერ დაზიანდა და ლპობის პროცესშია. დაუყოვნებლივ უნდა მოვაჭრათ, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.
დედამ შიშით შეხედა ექიმს, თუმცა სიცი თავდაჯერებულად და ცივად თქვა:
— ექიმო, გამიკეთეთ! ტკივილისგან არ მეშინია.
— გამაყუჩებლის გარეშე ეს აუტანელი იქნება! — გააფრთხილა ექიმმა.
— არ მინდა გამაყუჩებელი! — თქვა სიციმ. — მინდა ეს ტკივილი თავად ვიგრძნო.
ექიმმა ნანგრევებში იპოვნა საჭირო ხელსაწყოები და ოპერაცია დაიწყო. სიცი ცას გასცქეროდა, თვალებში აღარაფერი ეტყობოდა, გარდა სიძულვილისა და სიძლიერის განცდისა. ოპერაციის შემდეგ ექიმმა ნაზად თქვა:
— ეს რთული იყო, მაგრამ ახლა უსაფრთხოდ ხარ. ფეხი, ალბათ, აღარასდროს ამოძრავდება, მაგრამ ძლიერი ადამიანი ხარ და აუცილებლად გადალახავ ამას.
დედა ცრემლებს ვეღარ იკავებდა, თუმცა სიცი ისევ ცას მიშტერებული იყო.
— ექიმო, მადლობა ყველაფრისთვის, — თქვა ბოლოს სიციმ. — მითხარით, რა უნდა გავაკეთო, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დასრულდეს?
ექიმმა ღრმად ამოიოხრა:
— მე ვიცნობ გენერალს, რომელსაც შენნაირი ადამიანები სჭირდება. ის დაგეხმარება, მაგრამ შენი გზაც მძიმე იქნება.
დედამ შეხედა შვილს და თქვა:
— სიცი, ჩვენ ოდესმე დავუბრუნდებით მშვიდ ცხოვრებას, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ ძლიერები. შენ—ყველაზე ძლიერი ხარ, ვინც ოდესმე მინახავს.
დედის სიტყვებმა სიცის გულში ნათელი იმედის ნაპერწკალი გააჩინა. ნანგრევებში დაყუდებული ბიჭი ისევ ცას მისჩერებოდა, მზეს ელოდებოდა და იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე ეს მზე მათ ქვეყანას გაათბობდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent