ბატონი შეშლილი *1*2*3*
-ვინ ხარ? -ვეკითხები ჩემს წინ მდგომ მამაკაცს, რომელიც თითქოს არსაიდან გამოჩნდა -გიორგი ბერიძე-მპასუხობს და უტიფრად მავლებს მზერას სხეულზე -ჩემგან რა გინდა?- შიში მიკრთება ხმაში -შენგან არაფერი მთლიანად შენ მინდიხარ. -არც კი გიცნობ- მოსმენილისგან ლამის ყბა ჩამომივარდეს -მთელი ცხოვრება გვაქვს წინ -აგრძელებს საუბარს და ირონიული ღიმილი უმშვენებს სახეს -აზრს არ მეკითხები -გარდაუვალს გამცნობ -შენი არასოდეს გავხდები-გამომაქვს განაჩენი -არასოდეს თქვა არასოდეს -გზაზე ნუ მეღობები -ვცდილობ გვერდი ავუარო და გზა გავაგრძელო -ყველა გზა ჩემამდე მოგიყვანს -ნუ მომყვები -სახლამდე მიგაცილებ -ეცვლება ხმა -პოლიციას გამოვიძახებ -შენი ნებაა -საერთოდ არ გეშინია? -არა -საერთოდ რამის გეშინია? -მხოლოდ უშენობის -არ ხარ ნორმალური, პოლიციაში კი არა ფსიქიატრიულში უნდა დავრეკო აშკარად პაციენტი გამოექცათ -ბარბარე! -ჩემი სახელი საიდან იცი -შენს შესახებ ყველაფერი ვიცი -მითვალთვალებ -შეიძლება -კარგად ბრძანდებოდე - გინდა საიდუმლოს გაგიმხელ -არ მინდა -ვაპირებ თავი შეგაყვარო -მეტისმეტად ბევრი თავისუფალი დრო გაქვს ალბათ -შენთვის ამოუწურავი -ჟრუანტელმა დამიარა -შეხვედრამდე ბარბარე -იმედი მაქვს უკანასკნელად გხედავ სადარბაზოში შევდივარ და ლიფტს ვიძახებ. ღამის ორი საათია მე კი პარკებით დატვირთული ლიფტის წინ ვდგავარ და ველოდები როდის ინებებს მეთექვსმეტედან ჩამოსვლას. შეშლილი, ალბათ სანაძლეო წააგო, მეც მოვინდომე რა ტკბილი. -შეგეძლო გამოგეძახებინა-მანიშნებს წყლის დასალევად სამზარეულოში მყოფი მამაჩემი -ნეტა გამომეძახებინა იმ შეშლილს ხომ აღარ გადავეყრებოდი-ვბუტბუტებ ჩემთვის -რამე მითხარი? -არაფერი მამა-ვეუბნები უკვე კარებში მყოფს, ტკბილეულს თეფშებზე ვალაგებ და ჩემი ოთახისაკენ მივემართები. სემინარებისთვის მზად ვიყავი ამიტომ საკუთარ თავს ცოტა დასვენების უფლება მივეცი. ფილმის ყურება დავიწყე და ვერ გეტყვით როდის ჩამეძინა. -ბარბარე გაიღვიძე-ჩამესმის დედაჩემის ხმა -ცოტა ხანი რა- ვამბობ და საწოლის მეორე მხარეს ვტრიალდები -ბარბარე სემინარზე აგვიანებ -სემინარი-განგაშის ხმასავით ჩამესმა ყურებში და მაშინღა ვიკადრე თვალების გახელა. ელვის სისწრაფით მოვემზადე, ისე რომ თმაც კი არ დამივარცხნია გარეთ გავვარდი. სადარბაზოდან გამოსული ისევ იმ შეშლილს რომ ვხედავ თვალები მიფართოვდება. ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვუვლი გვერდს -დილა მშვიდობისა ძვირფასო -შენ რა მართლა უსაქმური ხარ -მინდოდა დილა კოცნით დაგვეწყო ამიტომ ყველაფერი გადავდე -სილის გაწნით უფრო დაიწყებ დილას ასე მგონია-ვეუბნები და ნაბიჯს ვუჩქარებ -ასე სად მიგეჩქარება? -არ არის შენი საქმე -შემიძლია მიგიყვანო, მანქანით ვარ -არ მჭირდება ტაქსს გამოვიძახებ -სანამ მოვა დაგაგვიანდება -არაუშავს-ვამბობ და ტაქქს ვიძახებ აპლიკაციის საშუალებით, 5 წუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ გადავწყვიტე იმ შეშლილის შემოთავაზებას დავთანხმებოდი -საოცარი ვარცხნილობა გაქვს-მეუბნება აწ უკვე მანქანაში მყოფს -წინ უყურე-ახლაღა ვიხედები სარკეში , მართლაც რომ საშინლად გამოვიყურები -არაუშავს მე ეგეთიც მომწონხარ - ამას სერიოზულად ამბობ -რა თქმა უნდა, -მოდი ასე შევთანხმდეთ, უნივერსიტეტთან დამტოვებ შემდეგ კი საერთოდ დაივიწყებ ჩემს არსებობას. -პირველ ნაწილში გეთანხმები მეორეში არა -რატომ -შენი აზრით არ ვცადე შენი თავიდან ამოგდება? არ გამომივიდა, გეგმა ა ჩაიშალა ამიტომ გეგმა ბ-ეს მივმართე -იქნებ სხვა მიყვარს -არაუშავს გადაიყვარებ -იქნებ შეყვარებული მყავს -არც ეგაა პრობლემა დაშორდები -განათხოვარი ვარ -მომწონს გამოცდილი ქალები -ტატუები მაქვს -მეც თან არაერთი -გინდა გამაგიჟო -მე უკვე გავგიჟდი -რა გინდა ჩემგან -მინდა ვიცოდე რა მოგწონს, რომელი ფერი გიყვარს, რა არის შენი ჰობი, რა ჟანრის ფილმებს უყურებ, რომელია შენი საყვარელი კერძი, სპორტის რა სახეობას ანიჭებ უპირატესობას, მთა გირჩევნია თუ ზღვა, მოკლედ შენს შესახებ ყველაფერი მინდა ვიცოდე-მანქანას აჩერებს და ჩემკენ ტრიალდება -შეშლილი ხარ-ვამბობ და მაქანიდან გადავდივარ. აუდიტორიაში კისრისტეხით შესულს ლექტორი რომ არ დამხვდა ძალიან გამიხარდა, ამოვისუნთქე და მემგონი ამ ამოსუნთქვას ფილტვები ამოვაყოლე -სად ხარ გოგო აქამდე? -ლიკა ჩამეძინა -გაგიმართლა რომ ზაალს დეკანმა დაუძახა, თორემ ხომიცი ქულას არ გაღირსებდა -საშინელი კაცია, არ მომწონს -საკუთარი საქმის პროფესიონალი ვარ-აჯავრებს ლიკა ზაალს რაზეც ორივეს გვეცინება -სიცილის ხასიათზე თუ ხართ ესეიგი ყველაფერი მზად გაქვთ-ჭექა-ქუხილივით საშინლად გაისმა ზაალის ხმა აუდიტორიაში და ყველას ღიმილი სახეზე მიგვეყინა - ფეხად მოასწარი-ჩამჩურჩულა ლიკამ -გიორგობიანი შენით დავიწყოთ- მომმართავს გვარით და იმ წამს მინდა მიწა გამისკდეს - თემას შევარჩევ მაშ -თემას მე შევარჩევ, დღეს. როგორც მოგეხსენებათ ათ ქულიანი შეფასებაა, ამიტომ ასე მარტივად ვერ გამოხვალთ. -რა საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრო? -საერთაშორისო ურთიერთობები მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთხუტმეტე საუკუნის დასაწყისში ევროპულ ქვეყნებს შორის, მოკლედ ჩამომიყალიბე სათქმელი და ძირითადი ყურადღება ინგლისზე გაამახვილე და თუ შეიძლება დაფასთან რომ გამოხვიდე ყველანაირი ჩანაწერის გარეშე -განწირული ხარ-მეუბნება ლიკა -პაპავა შენც დაეხმარე ვიმედოვნებ ესპანეთზე ბევრს ისაუბრებთ-ზაალმა არ დაინდო ლიკაც. რომ არ მოგატყუოთ სემინარმა საშინლად ჩაიარა. საოცარი დაძაბულობა იყო აუდიტორიაში ძლივს ჩავაბარეთ საკითხი რაც ვიცოდი ყველაფერი დამავიწყდა. საბოლოოდ რა ქულები დაგვიწერა კაცმა არიცის სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გავიგებთ. -ასე მეგონა მოვკვდებოდი-წუწუნებს ლიკა -თავი სასამართლო დარბაზში მეგონა ბრალდებულის სკამზე მყოფი, წარმოვიდგინე როგორ ურტყამს ჩაქუჩს ზაალი ჩვენი სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდეგ -ძალიან დრამატულია, ბარბარე შენი ტელეფონი რეავს -უხმოზე მქონდა და ვერ გავიგე, უცხო ნომერია -უპასუხე იქნებ ვინაა -გისმენთ-ვპასუხობ უცხო ზარს -აბა სემინარმა როგორ ჩაიარა- მესმის შეშლილის ხმა -შენი საქმე არაა-ვპასუხობ უხეშაბ -ყველაფერი რაც შენ გიკავშირდება უკვე ჩემი საქმეა - ყურმილს ვკიდებ -მოიცადე, იმის სათქმელად დაგირეკე რომ მომენა.. -წინადადების დასრულებას არ ვაცლი ისე ვკიდებ ყურმილს და ნომერს შავ სიაში ვათავსებ -ვინ იყო? -ნომერი შეეშალათ -ბარბარე გიორგობიანო რას მიმალავ ? -არაფერს, არმინდა ამაზე საუბარი -ხომ იცი მაინც გავიგებ და მერე ძვირად დაგიჯდება -ოდესმე შენთვის რამე დამიმალია? -არასდროს. კარგი მჯერა შენი წავიდეთ ლექციაზე დაგვაგვიანდება ლექციის შემდეგ კიდევ ორი სემინარი ჩავაბარე და სახლში წავედი, ბევრი ფიქრის მიუხედავად მაინც ვერ გავიხსენე ბატონი შეშლილი. არადა აშკარაა თვითონ ყველაფერი იცის ჩემს შესახებ მათ შორი უკვე საკონტაქტო ინფორმაციას. ნეტა იცის რომ კანონდარღვევაა. მაშინებს მისი ქმედებები, მაგრამ სანამ არაფერს აშავებს სხვა ზომებს ვერ მივიღებ. ფიქრების სამყაროდან ისევ ტელეფონის ზარმა მომწყვიტა. ისევ უცხო ნომერი -გისმენთ -მარტო მოსმენა რომ აღარ კმარა ხვდები -ისევ შენ, ახლა რა მოხდა ? -მაინტერესებს სადამდე გააგრძელებ ჩემი ნომრის დაბლოკვას -მანამ სანამ საბოლოოდ არ შეეგუები რეალობას -იმედია შეყვარებულები რომ გავხდებით მერე მაინც დამინდობ -ვთიშავ -დაიცადე, მინდოდა ტკბილი ძილი მესურვებინა შენთვის, იმედია ამაღამ სიზმარში მაინც გამომეცხადები- ამბობს და ვგრძნობ რომ იცინის დამეფიცება -შეშლილი იდიოტი ხარ -ვეუბნები და ყურმილს ვკიდებ ნომერს კი ისევ ვბლოკავ რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ წკრიალებს ჩემი ტელეფონი ყურმილს ვპასუხობ მაგრამ ხმას არ ვიღებ - შეგიძლია შეშლილი იდიოტი საყვარელოთი ჩაანაცვლო -კიდევ რამდენი ნომერი გაქვს -საკმარისი ყოველდღე შენი ხმის გასაგონად -მასე თუ გააგრძელებ გაკოტრდები - ეგრე თუ ღელავ შეგიძლია ჩემი ნომრის დაბლოკვა შეწყვიტო -იოცნებე-ყურმილს ვკიდებ და ნომერს ისევ ვბლოკავ. ჩემდა უნებურად მეღიმება, ****************** მაღვიძარას ხმამ გათენება მამცნო, ძლივ ავბობღდი საწოლიდან. ვერც შხაპირ მიღებამ მიშველა. დილის ლექციები მკლავს. მოვემზადე და უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი. სადარბაზოდან გასულმა ისევ ის შეშლილი რომ დავინახე მაშინ გამოვფხიზლდი ძილის სურვილი საერთოდ გამიქრა. თავიდან მეგონა რომ მეცვენებოდა მაგრამ ლაპარაკი რომ დაიწყო გამახსენდა რომ მოჩვენებები არ ლაპარაკობენ -უკვე მეორე დღეს ვიწყებ შენით ამაზე დიდი ბედნიერება წარმოუდგენელია-იღიმის და მისი კბილები მზეზე მეტად მჭრის თვალებს -უკვე მეორე დღეა მინდა შენი დილა სილის გაწნით იწყებოდეს -შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ მოგენატრე -იოცნებე -ნწ, ოცნება მომბეზრდადა გადავწყვიტე რეალობად ვაქციო -ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო გაქვს ხომ -ნაყინი გინდა -ხუმრობ, ამ სიცივეში -შენც ფიქრობ რომ ნაყინი მხოლოდ ზაფხულში უნდა ჭამოს ადამიანმა -კი ვფიქრობ -უნაკლო მართლაც რომ არავინაა, არაუშავს მე ეგეთსაც მიგიღებ -ორი დღის წინ თავი რამეს დაარტყი და ტვინი გადაგიტრიალდა? რით ვერ გაიგე არ გიცნობ არ მომწონხარ და არ ვაპირებ მომავალი შენ დაგიკავშირო -შეგიძლია ერთ კითხვაზე გულწრფელად მიპასუხო -კაი ჯანდაბას -შემომხედე შენი ოცნების მამაკაცს არ ვგავარ-ამბობს და ტრიალდება სიცილს ძლივს ვიკავებ -მარტო ცხენი გაკლია და ვსო - სიმპათიური ვარ უდავოდ, მდიდარიც, რომატიკულიც, მზრუნველი ოჯახის ბიჭიც. კარგად დაფიქრდი შეიძლება მეორედ ასეთი შანსი აღარ მოგეცეს -რა უნდა გავაკეთო რომ თავი დამანებო -თავს ვერ დაგანებებ და თუ მაინცდამაინც რამის გაკეთება გინდა შეგიძლია გულის კარის გახსნით დაიწყო-ამბობს და ნელნელა მიახლოვდება -კარი დაკეტილია გასაღები კი არ ვიცი სად არის -დაგეხმარები პოვნაში-ჩვენს შორის მანძილს საერთოდ აქრობს ბატონი შეშლილი -ძალიან ახლოს ხარ-ვხედავ როგორ უჩქარდება სუნთქვა და არც მე ვარ მასზე კარგ მდგომარეობაში -ვიცი-ამბობს და ლოყაზე მაწებებს ტუჩემს მე კი გააზრებასაც ვერ ვასწრებ რა მოხდა -სულ შეიშალე, როგორ ბედავ, რატომ მიდიხარ, ნებართვა არ უნდა აგეღო,-ვაგრძელებ ჩხუბს -დღეს მთელი დღე ჩემზე თუ იფიქრებ ჯილდოს მიიღებ-იღიმება კმაყოფილი, მანქანაში ჯდება და უჩინარდება -იოცნებე, შენზე რატომ უნდა ვიფიქრო,გატუტუცებული თავხედი, იდიოტი-ალბათ არ არსებულა სალანძღავი სიტყვა, რომელიც მისი მიმართულებით არ მითქვამს. სულ არ მჭირდება მისი ჯილდო, გულის ძალიან ბნელ შორეულ სიღრმეში კი მაინტერესებს რა ჯილდოზეა საუბარი. *********************************** მე ბარბარე გიორგობიანი ვარ 20 წლის, ბათუმიდან. ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებს, დედისერთა ვარ, ერთი არაფრით გამორჩეული გოგონა წითური ხვეული თმითა და სახეზე ჭორფლებით. მიუხედავად იმისა რომ პატარა ოჯახი მაქვს და ჩემი მშობლები სულ დაკავებულები არიან თავი არასდროს მიგვრძნია მარტო. დედაჩემი პედაგოგია, მამაჩემი მეზღვაური. დროის უმეტეს ნაწილს ზღვაში ატარებს, და ალბათ მეც მასზე მოლოდინში ზღვის შემყურეს ზღვა შემძულდა. ის მაშორებდა მასთან. რომ გითხრათ რაიმე გასაკუთრებული ნიჭი მაქვსთო მოგატყუებთ, თავისუფალ დროს კითხვას და კომპიუტერულ თამაშებს ვუძღვნი. ვერც სიმაღლით ვწყვეტ ვარსკვლავებს, მამაჩემი ხშირად მეხუმრება შენ სიმაღლე წნევას ვატარებო არადა 170 სანტიმეტრი არაა ცოტა, 170 თუ მაღლებზე დავდგები, ქუსლის სიმაღლესაც გააჩნია. ბევრი მეგობარი არ მყავს მხოლოდ ლიკა დანარჩენები უბრალოდ ნაცნობები არიან რომლებიც მოდიან და მიდიან. ლიკა უნივერსიტეტში პირველ კურსზე გავიცანი და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. -რა გავაკეთო? -უთხარი რომ შეყვარებული გყავს-მეხმარევა ლიკა -არ გაჭრა -ვახოოოოოოოოო-ო გაწელა მეგრული ელარჯივით -სახელს ნუ მიწელავ ლიკა -ვახო ხომ მითხარი თუ ოდესმე რამე დამჭირდა შენი იმედი მქონოდა -პირდაპირ მითხარი -შეგიძლია ბარბარეს შეყვარებული იყო -საერთოდ გესმის რას მთხოვ-ბრაზი ეპარება ვახოს ხმაში -ნამდვილი არა თან მხოლოდ ერთი დღით-არ ნებდება ლიკა -არ მომწონს ეგ აზრი -კარგი რა ლიკა ხომ გითხარი არ გაჭრათქო -მომისმინე ძვირფასო, გაგონილს ნანახი ჯობიაო ხოიცი, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავს ისე არამგონია დაიჯეროს. -მაინც არ მომწონს ეს აზრი-ვაქნევ თავს -აბა ვახო თანახმა ხარ -არა -ეს ხართ დღევანდელი ბიჭები სიტყვებს ტყუილად ისვრით საქმე საქმეზე რომ მიდგება არაფრის მაქნისები ხართ -არ წამოვეგები, თუ ვინმე არ მოგწონს შეგიძლია დააიგნორო. ვახოს რჩევა გავითვალისწინე ორი დღე არ გამოჩენილა ბატონი შეშლილი. ზარებსა და შეტყობინებებს არ ვპასუხობდი. მალე ეს უკანასკნელიც შეწყდა მესამე მშვიდონიანი დღე გათენდა მის გარეშე. თითქოს მეწყინა ასე მალე რომ დანებდა, მაგრამ მთავარია რომ აღარ შემაწუხებს. მოვემზადე და უნივერსიტეტისაკენ წავედი. სადარბაზოდან გასულმა, ინსტიქტურად მოვავლე გარემოს თვალი, არსად იყო, საბოლოოდ დავიჯერე რომ დამთავრდა. დრო საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა. ლექციებისგან დაღლილს მალე ჩამეძინებოდა ალბათ. ბოლომდე უნდა გამეძლო სულ რაღაც ერთი ლექციაც და მორჩა. თვალები ლამის გამიფართოვდა აუდიტორიაში ლექტორთან ერთად შემოსული ჩემი შეშლილი რომ დავინახე. წამში მოავლო აუდიტორიას თვალი, მზერა ჩემზე შეაჩერა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა, იმ მომენტში მინდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე ან სულაც გავმქრალიყავი. ჩემს გვერდით რომ დაიკავა ადგილი მომღიმარი სახით ლამის გავოცდი. -აქ რას აკეთებ სულ შეიშალე -ლექციას ვუსმენ ვერ ხედავ -მეკი მგონია რომ ჩემს სანახავად მოხვედი - ერთი მეორეს ხელს არ უშლის -რატომ მეგონა რომ თავს დამანებებდი -თუ გინდა შენი დანაშაული გამოისყიდო ლექცია რომ მორჩება სადმე წავიდეთ -შენთან ერთად არსად არ წამოვალ, ერთ მერხთან რომ ვზივართ ისიც მაწუხებს -თუ არ წამოხვალ ყველას ვეტყვი რომ ერთმანეთი გვიყვარს და შენ ჩემი შეყვარებული ხარ -ამას არ იზამ-გიორგი ფეხზე რომ დგება თვალები მიფართოვდება -ახალგაზრდა რა ხდება-მესმის ლექტორის ხმაც -რაღაცის თქმა მინდა- იწყებს საუბარს ტვინი განგაშის სიგნალს რთავს -გისმენთ -იცით მე... -წამოვალ შენთან ერთად- წინადადების დასრულებას არ ვაცლი ისე ვეუბნები -რას ამბობდით-ეკითხება ლექტორი -იცით მე აუდიტორია შემეშალა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-ამბობს და გასასვლელისკენ მიდის -მიბრძანდით, დღევანდელი ახალგაზრდები ძალიან გონებაგაფანტულები ხართ. არ ვიცი რომელი ცოდვისთვის ვისჯები ასე მაგრამ აშკარად მძიმეა. ლექცია მორჩა გარეთ გასულს ბატონი გიორგი უკვე მელოდა მანქანას მიყრდნობილი -ასე მეგონა ლოდინი მომკლავდა შენს გამოჩენამდე, მომისწარი -შეიძლება მე მოგკლა ლაპარაკს თუ გააგრძელებ -გულს მტკენ -გაქვს კი? -შენ მოგიძღვენი -ახლა გული ამერევა -მანქანის სალონს ნუ დამისვრი ეს გამომართვი-მეუბნება და ქახალდის პარკს მაწვდის -სამწუხაროა რომ ამ ქვეყანაში ადამიანის მკვლელობა დასჯადია -ვინმეს მოკვლა გინდა-მეკითხება უტიფრად -კი ერთ შეშლილ იდიოტს მოვკლავდი და გვამს შავი ზღვის ფსკერზე დავმარხავდი. -შენი ხელით თუ მოვკვდები მაშინ თანახმა ვარ -მოდი სერიოზულად ვისაუბროთ -გგონია ვხუმრობ-ამბობს და ჩემსკენ ტრიალდება თვალებს არ მაშორებს -კი ასე მგონია, შეგიძლია სიმართლე მითხრა, სანაძლეო წააგე ძმაკაბთან? გეი ხარ და ამის დასამალად გინდა გამომიყენო? შეყვარებულს აეჭვიანებ? -იცი მგონი ციდან ვარსკვლავი რომ მოწყდა შენს თვალებში ჩავარდა და ისე ანათებენ თვალებს ვერ ვწყვეტ -ვარსკვლავის რა გითხრა მაგრამ ვგონებ მეტეორი ჩამოვარდება მალე ჩემი ხელის სახით და სახეში მოგხვდება ეგრე ყურებას თუ გააგრძელებ- უკანასკნელ ნერვულ კაპილარს ვეჭიდები ხავსივით -ჩემი ბრალი არაა ასეთი ლამაზი რომ ხარ -საერთოდ მისმენდი რას ვამბობდი -კი -მერე -ასეთი სისულელე ჩემს ცხოვრებაში არ მომისმენია -ეგრე საუბარს თუ გააგრძელებ შენ შეყვარებულად არ ვიცი მაგრამ აი მკვლელად კი ნამდვილად მაქცევ. -როგორ აპირებ ნეტა ჩემს მოკვლას -სწრაფად და უმტკივნეულოდ იარაღით -შენი სიტყვებით მკლავ უკვე და იარაღი არამგონია დაგჭირდეს -სერიოზულად? -ასეთი რთული დასაჯერებელი რატომაა რომ მომწონხარ, დაგინახე თავიდან ვერ ამოგიგდე, არ მინდოდა შენი ცხოვრების გადატრიალება მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე, დამნაშავე ხარ -რაში მადანაშაულებ -გული მომპარე, უნდა დაისაჯო -სასჯელი შენ ხარ ალბათ -ხო თან ეს საჯელი სამუდამოა და სიმპათიურიც. -სად მივდივართ -გიტაცებ - მიტაცებ და ჩემს სახლში მიგყავარ-ვეუბნები ჩემს კორპუსს რომ ვხედავ -ნაწყენი ხარ თუ მომეჩვენა -მოგეჩვენა - დღეს დაღლილი ხარ ხვალ გავიდეთ სავახშმოდ როგორც გავარკვიე ისვენებ -მადლობა -თუ გინდა შენი მადლობა მივიღო ჩემი ნომრების დაბლოკვას შეეშვი და შეტყობინებებზეც მიპასუხე -იოცნებე-ვამბობ და მანქანიდან გადავდივარ. ********************************* სამყარო უცნაური რამაა, რამოდენიმე დღის წინ ვერც კი ვიფიქრებდი რომ პაემანზე წავიდოდი თან ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდა იმ ადამიანის ერთად ვისაც არ ვიცნობც, მასზე სახელი გვარის გარდა არაფერი ვიცი. ორ ცეცხლს შუა ვარ, გონება მეუბნება რომ ტყუილი რასაც გიორგი ამბობს რომ მას არუნდა ვენდო. გული კი საპირისპიროს ღაღდებს, თითქოს მისთვის შანსის მიცემას აპირებს. რომ გითხრათ ძალიან მოვინდომე და მომზადებას თავი შევაკალითქო მოგატყუებთ, შეიძლება ყველა ქალი ცდილობს ლამაზი იყოს და მამაკაცს თავი მოაწონოს მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქითაა. დღეს არ მქონდა სურვილი. ეს არ იყო ჩემს მიერ წარმოდგენილი პაემანი და არც მამაკაცი იყო ჩემი. ჯინსის შარვალი და სპორტული თბილი ქუდიანი მოსასხამი მოვირგე და ეზოში ჩავედი. -ჩუმად რატომ ხარ-ვეკითხები უკვე ახლოს მისულს -ისე გამოიყურები მეტყველების უნარი წამერთვა -ყველაფრის ჩემზე გადმობრალება შენი ჰობი გახდა ხო -შეიძლება, ჩაჯექი-მეუბენბა და კარს მიღებს -სად მივდივართ -მალე გაიგებ-გამომეტყველება სერიოზული უხდება -როგორც მახსოვს უნდა გვევახშმა გიორგი -იცი ახლა პირველად მომმართე სახელით - ხმაზეც კი ეტყობა განწყობის ცვლილება -კითხვაზე მიპასუხე -რა გინდა რომ რომ გიპასუხო, -სად მივდივართ -ასავახშმოდ-მანქანას ადგილიდან წყვეტს -შეგიძლიან ნელა იარო სიჩქარის მეშინია -შეიძლება ჩავიწერო? -რა? -შენი ხმა როცა ჩემს სახელს ამბობ, შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო -სულ შეიშალე -ნორმალური ადამიანი არასდროს ვყოფილვარ -რა ბედი მაქვს შეშლილიებს და გადარეულებს ვიზიდავ, -დროა ბედს შემეგუო. მოვედით რესტორანი ზღვის ხედით ადგილი ფანჯარასთან ახლოს,ამ ბიჭმა ნამდვილად იცის როგორ შექმნას რომანტიკული გარემო, კერძები შესანიშნავი აღმოჩნდა, ვფიქრობდი რომ არაკომფორტულად ვიქნებოდა მაგრამ შევცდი. ვუყურებდი მას და მისი ღიმილი ყველანაირ უხერხულაბას აქრობდა. -კრევეტები გიყვარს? -კი თან ძალიან, მამაჩემმა შემაყვარა, ჩვენს ოჯახში ტრადიციად იქცა კვირაში ერთხელ კრევეტების ჭამა საბოლოდ დედამ არცევანის წინაშე დაგვაყენა და ახლა კრევეტებს მხოლოდ რესტორნში ვჭამთ -რატომ? -დედას ზღვის პროდუქტებზე ალერგია აქვს სუნიც კი ცუდად ხდის, შენზე რას მეტყვი -ზღვის პროდუქტებს არ ვაღმერთებ თუმცა ისეც არაა რომ არ ვჭამდე. საყვარელი კერძი არ მაქვს ყველაფრის ჭამა შემიძლია იოგურთების გარდა -იოგურთს რა დაუწუნე - არ შემიძლია მათი ჭამა -ანუ ყოფილა რაღაც რაც რაც არშეგიძლია, ყოვლისშემძლე არ ყოფილხარ -ახლა დამცინი? -სულაც არაა კიდევ რა არ შეგიძლია - შენთვის ვარსკვლავების დაკრეფა -აბა შენთვის ყველაფერს გავაკეთებო სულ ტყუილი ყოფილა შენი სიტყვები -გვირილებს დაგიკრეფ მათ ნაცვლად-ამბობს და თვითონ არ იცის მაგრამ მე უკვე დავინახე დაკრეფილი ვარსვლავები მის თვალბში შავი დაბალზე შეჭრილი ხვეული თმა, შავი თვალ-წარბი სწორი ცხვირი, დიდი ტუჩები და არისტოკრატიული ყურები საოცარ ნაზავს ანუ მაქ ქმნიდა. -ასე რომ მიყურებ მინდა დრო გაჩერდეს -შენ სულაც არ გიყურებ -მართლა ? -სცენაზე დრამერს ვუყურებ, -სიმართლის აღიარება ასეთი რთულია -სიმართლეს ვამბობ -რატომღაც არ მჯერა -შენი ნებაა -შემდეგში აქ აღარ მოვალთ -შემდეგი აღარ იქნება -გამოსამშვიდობებელი ვახშამი მომიწყვე? -ასე გამოვიდა -ასე გამოიყვანე, -არ მინდოდა -არვიცი რა იწვევს შენში ჩემდამი ასეთ უნდობლობას. რეალობა ისაა რომ შენ ჩმეთვის შანსი არასდროს მოგიცია, არც კი გიცდია -ეს უბრალოდ დროის კარგვა იქნებოდა -თუ დაასრულე წავიდეთ - დავასრულე -გადავიხდი და დავბრუნდები მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია, თითქოს ყველაფერი ვთქვით და რამის დამატება ზედმეტი იქნებოდა. ნაწილობრივ მართალი იყო გიორგი როცა თქვა რომ მე მისთვის შანსი არასდროს მიმიცია. არ ვენდობი, მაგრამ მისი არ მეშინია, მასთან სიმშვიდეა თუმცა ეს არაფერს ცვლის. -დამელოდე -სადმიდიხარ -მალე დავბრუნდები-ამბობს და მანქანიდან გადადის ხუთი წუთის შემდეგ კი გვირილების აიგულით გრუნდება უკან -გაგიჟდი? -ბოდიში რომ ჩემთან ერთად წამოსვლა გაიძულე -ბოდიშს მივიღებ-ვეუბნები და გვირილების თაიგულს ვართმევ -პირდაპირ გეტყვი რომ მომწონხარ და არაა ყვავილების განადგურება საჭირო სახლამდე დარჩენილი ხუთი წუთიც სიჩუმეში გაილია. -მოვედით -მადლობა ვახშმისათვის ყველაფერი ძალიან კარგი იყო -არ ხარ ვალდებული ზრდილობის გულისთვის თავს აიძულო მადლობის გადახდა -ამას ზრდილობის გულისთვის არ ვაკეთებ -ანუ აღიარებ რომ ჩემთან მოგეწონა -ყველაფერს კუდი რომ არ გამოაბა მოკვდები -მე მხოლოდ უშენობით მოვკვდები, -მაშინ უკვე გვამი ხარ -მტანჯველი სიკვდილისთვი მიმეტებ, ასეთი ბოროტი როგორ ხარ -გიმეტებ. ნახვამდის სახლში შევდივარ ყვავილებს ლარნაკში ვათავსებ და საწოლზე მოწყვეტით ვეცემი. ეს რა საღამო იყო რამდენი რამ მოხდა. გააზრებულად თუ გაუაზრებლად ამ საღამომ ყინული დაძრა ჩვენს შორის, სადღაც გულის კარის გასაღებმაც დაიწყო ნათება მაგრამ მოაღწევს კი ის ჩემამდე, დავინახავ კი მას? არ ვიცი ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა ისევ უცხო ნომერი -გისმენთ -აზარტში შევედი უკვე მაინტერესებს სადამდე გაგრძელდება შენი სიჯიუტე, როდემდე აპირებ ჩემი ნომრების დაბლოკვას -ცხოვრების ბოლოდე - შეგიძლია ცოტა დამინდო -შენ არა -იმედია ამნისტია მაინც შემეხება -შენს ადგილას გულშიც არ გავივლებდი -ჩემს ადგილას არ მინდა იყო. ჩემს გვერდში ყოფნა უფრო მოგიხდება ტელეფონს ვთიშავ ნომერს კი ტრადიციულად ვბლოკავ, ფიქრებს ვერა. კარგი იქნებოდა ტვინსაც ჰქონდეს რამე შავი სიის მაგვარი სადაც იმ ფიქრებს მოათავსებ რომელიც არ მოგწონს ან არ გინდა მოგწონდეს. ასე ხომ უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება. დილის მშვიდ ძილს დედაჩემის ფუსფუსი მირღვევს, რომელიც დილიდან ბარგს ალაგებს. ის და მამა ერთი კვირით ქალაქგარეთ გადიან, მაგრამ დედა იმდენ ბარგს ალაგებს ასე მგონია იქით აპირებენ გადაცხოვრებას და მიმალავენ. საწოლიდან ვდგები, თვალს ტელეფონისკენ ვაპარებ. ვერც კი ვიაზრებდი ისე ველოდებოდი მის ზარს ან შეტყობინებას მაინც. -იცოდე ჭკვიანად მოიქეცი -დედა ხუთი წლის ხომ აღარ ვარ. როდის უნდა შეეგუო იმ ფაქტს რომ უკვე გავიზარდე შემიძლია საკუთარ თავს მივხედო. -ჩემს თვალში ყოველთვის პატარა იქნები ეს იცოდე -რამე გაუთვალისწინებელი თუ მოხდება მაშინვე დაგვირეკე -კარგი, გასაგებია, დაგირეკავთ ახლა კი წადით თორემ დააგვიანებთ . -უკვე გვაგდებ კიდეც? -ძლივს ერთმანეთისთვის დრო გამონახეთ და ჩემთან ხომ არ დახარჯავთ არა -მე სულ მაქვს დრო ეს დედაშენს არ სცალია არასდროს -სანამ იჩხუბებთ ჯობია წახვიდეთ -ვიმედოვნებ ფასთფუდებით არ ამოიყორავ კუჭს -კარგი დედა ჯანსაღ კვებაზე გადავალ -წავედით ჩვენ მშობლები გავაცილე და დავრჩი მარტო წყვდიადში გამეფებულ სიჩუმესთან ერთად, ინგლისური დღის მეორე ნახევარში მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი. ქალაქში უაზრო ბოდიალის შემდეგ უნივერსიტეტში წავედი, ლექციები როგორც ყოველთვის დამღლელი იყო, ასე ჩაიარა მომდევნო ორმა დღემ. სახლი უნივერსიტეტი, უნივერწიტეტი სახლი სრული ერთფეროვნება, ჩემს ცხოვრებაში არაფერია განსაკუთრებული. საღამოს უნივერსიტეტიდან დაბრუნებული სამზარეულოში ვფუსფუსებდი მოულოდნელად სინათლე რომ ჩაქვრა. საშინელმა შიშმა ამიტანა, სიბნელის მეშინია, სიბნელეში სახლში მარტო ყოფნის მეშინია და ყველაფრის მეშინია რაც სიბნელეს უკავშირდება, ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე, განათება ჩავრთე. სამზარეულოს კართან ჩავიკეცე. მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, ღრმად მესუნთქა. გონებას ვაჯერებდი რომ მალე ჩართავდნენ ელექტრო ენერგიას, მაგრამ უშედეგოგ, მობილური ავიღე და ნაცნობ ნომერზე დავრეკე -სასწაულები მართლა ხდება დღეს დავიჯერე-მესმის მისი მშვიდი ხმა -მიშველე-ძლივს ამოვიდგი ხმა -ბარბარე სად ხარ-მაშინვე ეცვლება ხმა -სახლში, გთხოვ მალე მოდი...-არ ვიცი ბოლო სიტყვები გაიგონა თუ არა რადგან ტელეფონი გაითიში, ელემენტი დაიცალა არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ერთ ადგილას მიყინული უმოძრაოდ, მხოლოდ ფანჯარას ვუყურებდი და იქედან შემომავალ მთვარის შუქს, არ მინდოდა სხვაგან გამეხედა, უფრო სწორად მეშინოდა სხვაგან გახედვის. ყურებზე ხელელებს ძლიერად ვიფარებდი რომ ხმებს ჩემამადე ვერ მოეღწია. საშინელი კანკალი ამიტყდა. ძალა გამომეცალა, ნელნელა მთვარეც კი პატარავდებოდა და მალე გაქრებოდა კიდეც, მერე კი რა უნდა მექნა ამაზე ვეღარ ვფიქრობდი. კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა შევხტი, შიშმა ორმაგად ამიტანა გონებაში ათასი რამ წარმოვიდგინე და ღმერთმა იცის რა მოხდებოდა ხმა რომ არ გამეგო -ბარბარე მე ვარ გააღე- ვერ გეტვით რა ძალამ მაიძულა ფეხზე წამოდგომა და კიარის მმართულებით წასვლა. კარი გავაღე და ძალა საერთოდ გამომეცალა, რომ არა გიორგი ალბათ ახლა მისი მკლავების ნაცვლად იატაკზე ვიქნებოდი. -ბარბარე კარგად ხარ? -ახლა კარგად ვარ-ხელში მიყვანს და სახლში შევყავარ -რა მოხდა? -მე სიბნელის მეშინია-დივანზე ჯდება მე კი ისევ მის მკლავებში ვარ და რატომღაც საერთოდ არ მაფიქრდება მათგან გათავისუფლება -კარგი მე შენთან ვარ -არ წახვიდე, არ დამტოვო-ვამბობ და ძლიერად ვხვევ ხელებს -შენთან ვარ არსად არ მივდივარ-ნაზად მეფერება თმაზე ერთიანად მომაწვა ემოციებმა და ამდენი ხნის შეკავებულმა ცრემლებმა საბოლოოდ გადმოლახეს ჯებირები, ავტირდი ... -ძალიან შემეშინდა -ნანა და ლევანი სად არიან? -დასასვენებლად წავიდნენ, მათთან ვერ დავრეკე, რომ დამერეკა ორივე წამოვიდოდა ვიცი იფრენდნენ და აქ გაჩნდებოდნენ, არ მინდოდა მათი დასვენება ჩამეშლა ისედაც ძლივს ახერხებენ. -ამიტომ მე დამირეკე -არ უნდა დამერეკა? -ეგ არ მითქვამს, მიხარია რომ დამირეკე, -მადლობა რომ მოხვედი- თავი ყელში მქონდა ჩარგული მასთან მართლა სხვანაირი სიმშვიდე სუფევდა - დამწვრის სუნია? -ჯანდაბა ჩემი წვნიანი დაიწვა-ელვის სისწრაფით ვშორდები და სამზარეულოში გავრბივარ -ახლა აღარ გეშინია? -შენთან ერთად აღარ-ვამბობ და სიცილის ხმა რომ მესმის მერე ვიაზრებ რაც ვთქვი. წვნიანი სულ ჩაიწვა არაფრად ვარგოდა -საშინელი მზარეული ხარ -თუ არ გაჩუმდები შენც ამ წვნიანის ბედს გაიზიარებ -ჩუმად ვარ, რამეს გამოვიძახებ - მე პიცა მინდა -კარგი პიცა იყოს შეკვეთის ლოდინში სამზარეულო დავალაგე ამასობაში შუქიც ჩაირთო ახლა მშვიდად შემეძლო ყოფნა. ვგრძნობდი როგორ მაშტერდებოდა ბატონი შეშლილი მოფუსფუსეს, რიმილს ძლის ვიკავებდი -ასე რატომ მიყურებ ? -როგორ გიყურებ? -ასე -გახდები ჩემი შევარებული ? -არა -ძალიან სწრაფად მითხარი დაფიქრებულიყავი მაინც -დასაფიქრებელი არაფერია -გული მატკინე -გადაიტან როგორმე -მგონი პიცა მოიტანეს წავალ მოვიტან -ფულს მოვიტან -ჩავთვლი რომ არაფერი გამიგია-სამზარეულოდან გადის და ერთი წუთის შემდეგ პიცის ყუტით ბრუნდება უკან. პიცა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, ყველაფერი დამავიწყდა, კუჭის მონა რომ დაიბადები ადამიანი ასეა. გადავწყვიტეთ ფილმისთვის გვეყურებინა, რომელიც საოცრად უინტერესო აღმოჩნდა იმდენად უინტერესო რომ დასასრული არც კი მინახავს, მახსოვს ძილბურანში მყოფი როგორ ამიყვანა ხელში, საწოლზე დამაწვინა საბანი დამაფარა და წავიდოდა კიდეც მისი ხელი ჩემსაში რომ არ მომექცია. -დარჩი -დაიძინე მე კი წავალ ასე ჯობია -შუქი რომ ისევ ჩაქრეს -რას მიკეთებ -ბალიში კარადაშია თბილი პლედიც, ტახტი მისაღებ ოთახში. ტკბილ ძილს გისურვებ -რატომ მეგონა რომ შენს გვერდით დაწოლის უფლებას მომცემდი -სააბაზანო ჩემი ოთახის გვერდითაა -თავს გამოყენებულად რატომ ვგრძობ ? -გასვლისას შუქი ჩააქრე -არ გეშინია -ვინმე თუ არის არა -კიდევ რამეს ხომ არ დამავალებთ -არა სულ ესაა -მაშინ თქვენის ნებართვით გავალ ტახტზე მოვთავსდები *********************** დილით უცნაური შეგრძნება მაღვიძებს თითქოს ვიღაც მიყურებს, თვალის ქუთუთოებს ერთმანეთს ვაშორებ და ვხედავ კიდეც კარზე მიყრდნობილს. -დილა მშვიდობისა პატარავ-მომმართავს ისე რომ მზერას არ მაშორებს -დილა მშვიდობისა -იმის სათქმელად მოვედი რომ სამსახურში მივდივარ საუზმე მაგიდაზეა -მეგონა უსაქმური იყავი -სულაც არა, უბრალოდ შენთვის დროს ვათავისუფლებდი - არაა საჭირო -შენები როდის ბრუნდებიან - სამ დღეში -ანუ მომავალი სამი დღე აქ მომიწევს დარჩენა -არ მინდა შენი შეწუხება -შენი სიმშვიდის დაცვა შემაწუხებელი სულაც არაა -მადლობა გიორგი, კარებთან სათადარიგო გასაღები დევს და შეგიძლია აიღო ყოველივე შემთხვევისთვის გიორგი მიდის მე კიდევ ვკადრულობ საწოლიდან ადგომას და შხაპის მიღებას, სამზარეულოში გასულს საუზმედ სენდვიჩი და წვენი რომ მხვდება მეღიმება. ტელეფონს ვიღებ და გიორგის ნომერს კონტაქტებში ვინახავ „ბატოონი შეშლილი“. ერთი საშინელი ჩვევა მაქვს სხვის მომზადებულ საჭმელს ვერ ვჭამ ხოლმე დღეს კი პირველად დაუფუქრებლად ჩავკბიჭე სენდვიჩი. გემრიელი იყო უდაოდ. მაგიდაზე დადებული ჩანთა ავიღე და უნივერსიტეტში წავედი. დღეს სხვანაირად ვგრძნობდი თავს, თითქოს მზეც სხვანაირად ათბობდა ქალაქს, ის გზაც კი სხვანაირი მომეჩვენა, რომელსაც 20 წელია გავდივარ. დეკემბრის სუსხიანი ქარი ქრის და ცხვირს მიწვავს, როგორ მინდა ქარს თოვლის ფანტელებიც მოყვებოდეს, მიყვარს თოვლი ალბათ იმიტომ რომ როგორც დედაჩემი ამბობს პირველ თოვლს მოვყევი. სწორედ მაშინ დავიბადე როცა პირველი თოვლი მოვიდა 23 დეკემბერს. სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ თვალებში ჭინკები მითამაშებენ. დღეს არამარტო გარეთ ჩემს გულშიც გათენდა, მზე ამოვიდა. ვინიცის კიდევ რამდენ ხანი ვიქნებოდი ფიქრების მორევში ჩაძირული ტელეფონის ზარს რომ არ მოვეყვანე გონს -როგორც ჩანს გაგახსენდათ რომ შვილი გყავთ ქალბატონო ნანა -დედის გულს რა ვუთხარი თორემ სიამოვნებით დაგივწყებდი -დედა მინდა შეგახსენო რომ შენი ერთადერთი და განუმეორებელი შვილი ვარ -ნერვების მომშლელი, წუწუნა ბუზღუნა ოცი წლის ბავშვი რომელიც ანადგურებს ჩემს ნერვულს სისტემას და ბიუჯეტს. შვილზე მეტად პარაზიტი უფრო ხარ - აშკარაა რომ გენატრებოდი, თუ იმის გასარკვევად რეკავ როგორ ვარ გეტყვი რომ შესანიშნავად საერთოდ არ მენატრებით და შეგიძლიათ კიდევ ერთი კვირით გაიხანგრძლივოთ თაფლობის თვე -თავს გაუფრთხილდი და ჭამა არ დაგავიწყდეს, ნატომ მითხრა რომ გუშინ შუქი ჩაქვრა თქვენს ქუჩაზე გეძახდა კარებზეც აკაკუნებდა მაგრამ ხმა არ გაგიცია - არ გამიგია ალბათ მეძინა -კარგი მალე დავბრუნდებით ყურმილს ვკიდებ და გუშინდელ საღამოს ვიხსენებ. ჟრუანტელი მივლის, არ გამიგია არანაირი ძახილი და არც კარებზე კაკუნის ხმა გარდა გიორგისა. ნატო დეიდა კი ტყუილს არასდროს ამბობს. ალბათ ემოციური შოკის ბრალია. მაგრამ ხმა მაინც უნდა გამეგო. ფიქრებში გართული შევდივარ უნივერდიტეტის ეზოში -ბარბარე სად დაფრინავ-მხარზე ხელს მადებს ლიკა მეც მოულოდნელობისგან ვხტები -ლიკა შემაშინე - ხუთი წუთია გეძახი, შენ კი ყურადღებას არ მაქცევ -მაპატიე რაღაცაზე ვფიქრობდი -იმ ბიჭზე ხომ არა უნივერსიტეტში რომ მოგაკითხა -არა -მასზე არაფრის მოყოლას არ აპირებ ~ -მოგიყვები მაგრამ არავის უთხრა -ეგრე მიცნობ -არც ვახოს -კარგი რა -ვიცი რომ ყველაფერს უყვები ეგრე არ შეიძლება რამე პირადიც უნდა დაიტოვო - შემი შეყვარებულია -შეყვარებულია მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დილით საწოლიდან პირველად რომელ ფეხით ადგები ისიც უნდა უთხრა -ვახო რატომ არ მოგწონს -ვახო მომწონს უბრალოდ არ მომწონს ფაქტი რომ ყველაფერს უყვები ჩემზე, ყველა დიალოგს უყვები რაც დღის განმავლობაში გქონდა, ყველა გამვლელზე უყვები ვინც კი გხვდება, მათხოვარს რამდენ ხურდას აძლევ იმასაც კი ეუბნები -ეგრე არაა -ვახო!-ვეძახი ეზოში ახლახანს შემოსულს -რა ხდება ბარბარე -ვახო ლიკამ დღეს მათხოვარს რამდენით დაეხმარა -70 თეთრით რა ხდება?-ვახოს პასუხზე მეცინება -ესეც მე ვარ-წარბებს ვუწევ ლიკას -მაინცდამაინც ახლა უნდა გამოჩენილიყავი-ვითომ უბრაზდება ლიკა -მომწერე რომ რაც შეიძლება მალე მოვსულიყავი რადგან მოგენატრე -გადავიფიქრე აღარ მენატრები-ცხვირაბზუებული ლიკა მიგვიძღვის წინ ისე რომ არცერთს გვიყურებს. შეყვარებული. ეს ფონომენი ჩემთვის უცხოა, მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ გონებაში წარმოდგენილი არ მყავდა როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი შეყვარებული. მახსოვს სკოლის პერიოდში ფილმს ვუყურე, რომელშიმ მთავარი როლის შემსრულებელ პერსონაჟს ჩამოწერილი ქონდა თვისებები რომლებიც უნდა ჰქონოდა ბიჭს რომ მისი შეყვარებული ყოფილიყო. მეც ასეთი სია შევადგინე. საბოლოოდ ამ სიამ არ გაამართლა. რომ გავიზარდე მივხვდი სიების შედგება და იდეალური თვისებების მქონე მამაკაცის ძიება სისულელე იყო. გონებაში იდეალური პერსონაჟის შექმნით კი ჩვენს თავს იმედგაცრუებისთვის ვიმეტებთ, რადგან იდეალური არავინა. ადამიანში ეძებდე იმ თვისებებს რაც შენ მოგწონს და უგუნებელყოფდე მისსას , უბრალოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი, ფუჭი დროის კარგვა. როგორც დედაჩემი ამბობს მიუხედავად იმისა რომ სამყაროს მარტო ვევლინებით და აქედანაც მარტო მივდივართ, მაინც ვიღაცისთვის ვიქმნებით, შეიძლება ერთანეთს კილომეტრები და კონტინენტები გვაშორებდეს მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გადაიკვეთება ჩვენი გზები, ერთხელ ჩვენც შევხვდებით ჩვენს მეორე ნახევარს ისე როგორც წლების ლოდინის შემდეგ მზე ხვდება მთვარეს. მეც მჯერა რომ ჩემი სულის ადამიანი სადღაც ჩემტვის დაიბადა ცოტას კი აგვიანებს მაგრამ დაველოდები სადამდეც საჭირო იქნება. სჯობს გვიან ვიდრეა არასდროს. -ისევ ჩაფიქრდი? აუდიტორიას გაცდი-მამცნობს ლიკა ლექციებმა როგორც ყოველთვის მოსაწყენად ჩაიარა, არამგონია ვინმეს ეხალისებოდეს 50 წუთი აუდიტორიაშ გაუნძრევლად ჯდომა და მოსმენა, ზურგის ტკივილზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ერთი ლექცია რომ იყოს აიტანდა ადამიანი მაგრამ სამი ან ოთხი მეტისმეტია, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს ვიტან, ველოდები კენწეროში გატკბილებას. -დღეს ჩემთან დარჩი-მთავაზობს ლიკა -სახლში უნდა წავიდე -კარგი რა მარტო ხარ სახლში, ვისაუბროთ რამდენი რამ დამიგროვდა შენთვის მოსაყოლი -დღეს არ შემიძლია სხვა დროს იყოს -მაეჭვებ, სახლში ვინმეს მალავ -სისულელეს ნუ ამბობ -ჩემთან დარჩენაზე არასდროს ამბობ უარს -ნატო დეიდას დავპირდი რომ დღეს მასთან ვივახშმებდი -ვიცი რომ მატყუებ მაგრამ აღარ დაგაძალებ -მადლობა -ერთ დღეს ნატო დეიდა ვეღარ გიშველის ხომ იცი -ერთ დღეს, კარგი წავედი მე უნივერსიტეტიდან გამოვდივარ და მარკეტში შევდივარ ახლაღა მახსენდება რომ სახლში არაფერი გვაქს, პარკებით დახუნძლული ვბრუნდები სახლში და მაცივარს ვავსებ. ტანსაცმელს ვიცვლი შედარებით კომფორტულ სამოსს ვირგებ. ვახშამის მომზადებას ვიწყებ. გადავწყვიტე წიწიბურას და სოკოს ტეფტელები მომემზადებინა. რომ გითხრათ იდეალური მზარეული ვართქო მოგატყებთ ნორმალურად მხოლოდ კარტოფილის და კვერცხის შეწვა გამომდის, არვიცი რა ძალა მადგა მზარეულობა რომ გადავწყვიტე. იუთუბში ვიდეო ჩავრთე, ინსტრუქციას სწორად მივყევი, ყველაფერი მე თუ მკითხავთ სწორად გავიმეორე. ტეფტელებს ღუმელში ვათავსებდი ტელეფონი რომ აწკრიალდა გიორგი იყო -გისმენ -რამე წამოვიღო ? -შენც საკმარისი ხარ -მალე ვიქნები -კარგი ყურმილს ვკიდებ, ტეფტელებს ვუბრუნდები. საბოლოოდ კერძი იდეალური გამოვიდა. კარის გაღების ხმამ მამცნო რომ გიორგი დაბრუნდა -პატარავ მე სახლში ვარ -ხელები დაიბანე და მოდი ვახშამი მზადაა-მაგიდას ვშლი მალე ისიც ბრუნდება -რა მომიმზადე- უცნაური ღიმილი დასთამაშებს სახეზე -ტეფტელები -მადისაღმძვრელად გამოიყურება -მიირთვი სანამ გაცივდება -ბარბარე -რა ხდება -არაფერი დაივიწყე მივირთვათ -ეს რა გამომეტყველებაა -ხვდები რომ ნამდვილი ოჯახივით ვართ -რა -ოჯახივით -ნუ სულელობ -ჩემი ნომერი არ დაგიბლოკია-თვალებში მიყურებს ისე თითქოს უნდა იქ რამე ამოიკითხოს -ალბათ დამავიწყდა -ჩემს ზარებს პირველივე დარეკვისას პასუხობ- ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება -უბრალოდ ზარის ხმა მაღიზიანებს -საჭმელიც კი მომიმზადე - ჩემთვის მოვამზადე შენ კი გიწილადებ მადლობის ნიშნად -შენს სახლში დარჩენის უფლებას მაძლევ -ჩვენს შორის მანძილი საერთოდ გამქრალია - შიშის ბრალია -მხოლოდ შიშის სხვა არაფრის?-მზერას ვაშორებ - კი -თვალებში შემომხედე და ისევ გაიმეორე- მარჯვენა ხელს ყელში მიცურებს და ცერა თითით სახელს მაღლა მაწევინებს -იცი ეს ყველაფერი - მინდა რომ გაკოცო, თუ ჩათვლი რომ ზედმეტი მომივიდა შეგიძლია სილა გამაწნა. ხოლო თუ ამას არ გააკეთებ ჩავთვლი რომ მოგწონვარ-რამის თქმას ვერც კი ვასწრებ ისე მპარავს პირველ კოცნას და საჭმლის ნაცვლად აგემოვნებს ჩემს ბაგეებს. ************************************* მეგობრებო, სამწუხაროდ ძველი ექაუნთი დავკარგე, გარკვეული მიზეზების გამო აღდგენას ვერ ვახერხებ. ბევრი ვიფიქრე გამეკეთებინა თუ არა ახალი ექაუნთი და საბოლოოდ აქ ვარ. ამ ისტორიის პირველი ორი თავი განთავსებულია საიტზე ძველი ნიკით თუმცა აქ სამივეს ერთად ატვირთვა გადავწყვიტე. ვიმედოვნებ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. იმედია მოგეწონებთ ისტორია. ველი თქვენს შეფასებებს. <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.