შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპირალი (სრულად)


16-12-2024, 02:11
ავტორი ika abashidze
ნანახია 1 541

ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექით,
თავზე სქოლიოზიანი ლამპიონები დაგვცქეროდნენ და სინათლის ყვითელ, დიდ ცრემლებს ჩვენს თავებზე ღვრიდნენ.
გვერდით, ვიღაც მოხუცმა კაცმა ასანთის ღერით გაუკიდა სიგარეტს, ის ასანთის ღერი არ ჩააქრო, დაელოდა სანამ თავისით ჩაიწვებოდა.
ასანთის ღერი შავდებოდა, მრგვალდებოდა, იხრებოდა, სწორი, თეთრი ხაზი შავი სპირალი გახდა.
მარიამი წელში იყო მოხრილი. ტელეფონში რაღაცას უყურებდა.
...
ახალი ჩამოსულები ვიყავით ქალაქში, საღამო იყო. ავტობუსს ველოდებოდით რომ სახლამდე მივსულიყავით. წინ ვიღაც
ძალიან მოხრილმა, კუზიანმა ბებომ ჩაგვიარა. ხელში თავისზე მაღალი ჯოხი ეჭირა და ყოველ ნაბიჯს იმის ნაბიჯსაც აყოლებდა.
იმ დილას, ჯერ კიდევ სოფელში ვიყავით. სანამ წამოვიდოდით, ჩვენს სახლთან, ახლოს, მინდორში გავისეირნეთ. მარიამი იქვე, მინდორში იჯდა, სპირალივით მოიკლაკნა და დამრგვალდა. თავი მოკეცილ მუხლებზე დაედო.
მე დავიხარე, რამდენიმე ყვავილი დავკრიფე. ცოტათი წელიც მეტკინა.
მარიამს ისევ მუხლებზე ედო თავი და გვერდით რაღაცას უყურებდა. ქერა თმა მზის ქვეშ უბზინავდა და ნელი, ნაზი ნიავი ასეირნებდა თითო ღერად ცაში.
მასთან ახლოს დავიხარე. ყვავილები ყურზე დავადე და ვაკოცე.
ისე, სპირალივით მოკუნტულები დავრჩით ორივე.
...
კვირა დღე იყო. გაჭრილი მუცლიდან სისხლი უწყვეტად მომდიოდა, რომელიც წითლიდან უფრო მუქ შინდისფერში გადადიოდა და ბოლოს ყველაფერი უფრო და უფრო მუქდებოდა ჩემი გარემოცვაც და ის, ისედაც მუქი, შინდისფერი სისხლიც შავი ხდებოდა. ყველაფერი შავი იყო. გამურული.
მეც გამურული ვიყავი ემპათიის ცოდვით.
...
მაგის წინა დღეს, მუცელში დანა ჩავირტყი. სამზარეულოს ცივ იატაკზე დავეცი და სპირალივით მოვრმგვალდი, ჭრილობა მუცელში შევიკეცე მოხვეული მუხლებით და მუხლებზე ხელები დავიდე.
სისხლი მაინც მდინარესავით მოდიოდა ჩემი ჭრილობიდან და ჩემს გარშემო ნელნელა კრავდა წრეს. იმ სისხლის მრგვალ კონტურში მთლიანად ჩავეტიე, მოკეცილი, ბოლოს კი ცივ გუბეში ამოვყავი თავი.
...
შაბათი დღე იყო, სოფლის ეკლესიაში მწუხრი მორჩენილიყო, კუბო იდგა და შიგნით დასახიჩრებული ქერა გოგო იწვა. მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო. შავებში ჩაცმული ქალი კუბოსთან ჩაკეცილიყო, სპირალივით, და ამბიონიდან ცალ-ფეხ გადმოდგმულ მამაოს ეხვეწებოდა წესის აგებას.
- წაასვენეთ იმ მღვდელმსახურთან,
ვინც ამ ცოდვაში ფეხის
ჩამდგმელია. - მღვდელმა წვერზე ხელი ჩამოისვა და სწრაფად ჩამოდგა მეორე ფეხი ამბიონიდან.
ქალმა აღარ იცოდა, რა აეხსნა, რაღა ეთქვა.
მღვდელმა ტაძრიდან გასვლა დააპირა, მაგრამ კარებში შეჩერდა.
- გაასვენეთ აქედან, ბოლოჯერ გეუბნებით. - მკაცრი მზერით შეხედა ქალს.
ცოტა ხანში ვიღაც კაცები მოვიდნენ და ის გოგო სხვაგან წაასვენეს.
მღვდელმა ანაფორის ქვეშ, შარვლის ჯიბეში ხელი ჩაიყო და გასაღები ამოქექა.
ტაძარი ჩაკეტა და ეზოში გამოსულმა, მე შემომხედა, სასაფლაოს ქვასთან ჩაცუცქულს.
თვალი თვალში გავუყარე და ერთი ნაპასიც ამოვარტყი.
თვალი გავაყოლე, როგორ მიდიოდა.
მერე მალე მეც ავდექი და წავედი.
...
პარასკევი დღე იყო.
ოღონდ წითლის მაგივრად, საღამოს ცისფრად შეღებილი. უკვე საღამოს ექვსი იყო და ვიცოდი, ვიღაც მოკვდა. ვიღაცისთვის წითელი პარასკევი დამდგარიყო დეკემბერში.
...
პარასკევი დილა იყო. მატარებლით ბაქოდან დავბრუნდი საქართველოში, ჩემს მეგობართან ვიყავი რაღაც საბუთების მოსაგვარებლად. წესიერად არც მახსოვს რისთვის ვიყავი იქ, თუმცა, ბაქო მომეწონა. მატარებელი ჩემი სოფლის სადგურზე გაჩერდა და იქ ჩამოვედი ჩემი ბარგი-ბარხანით. ჩემს ჩიხამდე დიდი გზა არ იყო და ფეხით გავუყევი გზას. თბილისში წასვლა მესიკვდილებოდა.
ლიანდაგებზე ვიღაც გოგოს ნეშტი ეგდო.
იმდენად იყო დაჩეხილი, თავიდან შემეშინდა, ბოლომდე შემევლო თვალი და შორიდან გავხედე. ლამის ნაჭრებად იყო დაჭრილი. მოკლე თმა ჰქონდა, ქერა. ძალიან გამხდარი იყო.
იმ გოგოს სხეულის ნაჭრებს სისხლის მუქი ფერის გუბე ოსტატურად აერთებდა ერთმანეთთან. ძალიან უხარისხო რესტავრაცია იყო, თუმცა, ნაცადი.
ნეშტიდან სადღაც ორი მეტრის მოშორებით, ლიანდაგთან ჩამოვჯექი. მძიმე ბარგი მომქონდა უკან და დასვენება გადავწყვიტე. თან რაც ვნახე,
იმაზე ფიქრის დროც მქონდა და სიგარეტსაც მოვწევდი. დილის რვა სრულდებოდა, მზეს ძლივს ამოეყო ციდან თავი. ძალიან ციოდა. ცივი ქარი გაბურძგნულ თმებში უხილავ ქვიშის გრანულებს მაყრიდა. მერე, შორიდან, მატარებლის ძალიან დახშული ხმა გავიგონე და ავდექი. სახლში მალევე მივედი.
...
სამშაბათს, შუა ღამით, მატარებლით დავიძარი თბილისიდან ბაქოსკენ. რაღაცით ძალიან გადაღლილი ვიყავი და ჩემი სამარტოვო კუპე ძალიან მეკომფორტულა. გზაში გადაბმულად ვუსმენდი XXXTENTACION-ის
"Train Food"-ს. ვაგონი დაიძრა თუ არა, მალევე ჩამეძინა. თბილისიდან რომ გავედით, სადღაც ნახევარ საათში, მომენტალურად მატარებლის ხმამაღალმა სიგნალმა გამაღვიძა, რამდენიმე გაბმული სიგნალის შემდეგ კი მატარებელი გაჩერდა. გაღვიძება არც გამიბედავს. მშვიდად გავაგრძელე ძილი. მატარებელმაც მალევე გააგრძელა გზა.
...
სამშაბათ საღამოს, სადღაც ათი საათისკენ, რკინიგზის სადგურზე ხალხში გავერიე. მივდიოდი ჩემი ვაგონისკენ, ჩემს წინ კი ვიღაც მოკლე, ქერა თმიანი გამხდარი გოგო მიდიოდა. გზაში რამდენიმეჯერ, ჯიბის პატარა სარკე გახსნა. ისედაც მოხრილი, უფრო იხრებოდა წელში, მრგვალდებოდა და სარკეში იყურებოდა.
გულში აშკარად რაღაც გარითმულ ტექსტს ღიღინებდა. არ ვიცი, მართლა ეს ტექსტი იყო თუ არა, მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ იგივე ტექსტის წაღიღინება მინდოდა და თან, შიგნიდან, შავი, ცივი ჰაერი წელში მხრიდა, მკუმშავდა და რწყევას მანდომებდა. შესაძლოა, უბრალოდ, ვაგონების სუნის ბრალი იყო.
მივდიოდით წელში მოხრილები, მოკლე, სწორ ხაზად და მისი გულიდან წამოსული, ჩუმი ღიღინი მესმოდა:

" რას იზამ ახლა?
რომელ ჩანიშნულ
ქალაქში წახვალ?
მზეს,
მზეს უნდა ვხედავდე
გაღმა...
მაგრამ, სიკვდილი
გადავწყვიტე, მთვრალმა...
...
და შენ,
აღარ ენდო იმ ღმერთს.
ღამით მოუსმინე
მკვდრებს,
ან მათ მკვლელს,
იქნებ,
ღმერთთან ვერ თქმულს,
რა სათქმელს,
რომელი რას ჩურჩულებს? "



№1 სტუმარი სტუმარი თეონა

ამაზე უაზრო არაფერი მინახია აქ

 


№2  offline წევრი ika abashidze

სტუმარი თეონა
ამაზე უაზრო არაფერი მინახია აქ
ეგეც კარგია! ანუ ახლა უაზრო ნაწარმოებიც წაიკითხეთ. ;)

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

სპეციფიკური მკითველისთვისაა.
საოცარი შედარებებია...სქოლიოზიანი ლამპიონებიო - რომ წავიკითხე, წარმოვიდგინე რეალობაში და მართლაც გავს...რამ მოგაფიქრათ ასეთი შედარება. მაგარია სხვებიც...
დეპრესიისკენ ხართ ალბათ მიდრეკილი.
გაივლის...ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ გაიაროს და უფრო მზიანი და თბილი დაუწეროთ მკითხველს მრავალჯერ.
წარმატებები

 


№4  offline წევრი ika abashidze

სტუმარი ხათუნა
სპეციფიკური მკითველისთვისაა.
საოცარი შედარებებია...სქოლიოზიანი ლამპიონებიო - რომ წავიკითხე, წარმოვიდგინე რეალობაში და მართლაც გავს...რამ მოგაფიქრათ ასეთი შედარება. მაგარია სხვებიც...
დეპრესიისკენ ხართ ალბათ მიდრეკილი.
გაივლის...ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ გაიაროს და უფრო მზიანი და თბილი დაუწეროთ მკითხველს მრავალჯერ.
წარმატებები
მადლობა შეფასებისთვის... თქვენს კითხვაზე, სიმართლე გითხრათ, მთლად ბრძნული პასუხი არ გამაჩნია, უბრალოდ, როცა მეწერინება, მაფიქრდება ხოლმე! :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent