შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მესამე თავი)


16-12-2024, 19:06
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 512

      მატჩის შემდეგ იმდენად დატვირთული იყო ემოციურად, აღარაფრის თავი ჰქონდა, სახლი და საწოლი უნდოდა, რომ მშვიდად დაეძინა და დაესვენა, ორ თვიანი შვებულება ჰქონდა ნაკრებიდან და კარგად უნდა დაესვენა, ძალებიც აღედგინა, ვიდრე კლუბში დაბრუნდებოდა, ლივერპულში. ამხანაგური თამაში იყო მაგრამ იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა თითოეულ მატჩს, მით უმეტეს ნაკრებისას მთლიანად იხარჯებოდა და დღესაც ასე იყო, რაც შეეძლო მაქსიმუმი გააკეთა და ორი გოლიც გაიტანა.

სახლში მივიდა, საჭმელი არ უნდოდა ეგრევე დასაძინებლად წავიდა, თამაშამდე თუ დაძაბული იყო და თავს მოდუნების უფლებას არ აძლევდა ახლა ერთიანად ძალა გამოცლილი იყო და ძილის მეტი არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ ძილი არ მიეკარა ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე, ყველაფერზე, დღევანდელ მატჩზე და უცებ გონებაში რაღაც უფრო სწორად ვიღაც ამოუტივტივდა, გოგონა აეროპორტიდან და გოგონა გაბრიელის გვერდით, რომელიც გაიცნო. მოიცა რა ერქვა? ვერაფრით გაიხსენა, მაგრამ ის კი დარწმუნებით იცოდა აეროპორტში ზუსტად მის მიერ ნათქვამი იყო ის სიტყვები რაც გაიგონა და კიდევ ერთხელ მოეშალა ნერვები, „მორიგი იმედგაცრება იქნება ქვეყნისთვის" არც კი იცნობდა და რა უფლებით უწოდა იმედგაცურება, ის არ ეყოფოდა მამა რომ მტრად ექცა ლამის და აგერ უკვე ამდენი წელია იმის ნაცვლად რომ შვილით იამაყოს უკმაყოფილოა მისი არჩევანით და არც ის აინტერესებს ლამის მთელი მსოფლიო, რომ მის შვილზე, შიო დადეშქელიანზე ლაპარაკობს და მართლაც ვარსკვლავი, რომ გახდა.

ამ ხმას ალბათ მილიონშიც იცნობდა ან რა დაავიწყებდა ისე ატკინა გული, მთელი ცხოვრება, რომ რაღაცის მტკიცებაში ხარ და გგონია უკვე გადაიარა ამ ყველაფერმა, ამოისუნთქე, ფიქრობ, საკმარისად მაღლა ახვედი და მორჩა ყველას დაუმტკიცე, რაც შეგიძლია, მაგრამ უცებ სრულიად უცხო ადამიანი ისევ იმას ამბობს, რომ იმედგაცურება ხარ, თან მხოლოდ ვინმე კონკრეტულისთვის კი არა მთელი ქვეყნისთვის. ამაზე საშინელება რაღა გინდა, ხმა რომელიც შენს ყურს წვდება და არც ისე სასიამოვნო სიტყვები გესმის, ცხოვრებაში აღარ დაგავიწყდება ამ ხმის სიბოროტე და გესლი...

და ადამიანს, რომელსაც ფსიქოლოგიურად ბევრი რამის გადალახვა მოუწია, ამაზე უარესი რაღა გინდა, რომ უთხრა წლების ნაშენები საკუთარი თავი, რომ ჩამოუშალო.

ნეტა ვინ იყო გაბრიელისთვის ის გოგო? ან საერთოდ რატომ მოეწონა? ან როგორ ვერ იცნო? თუმცა როგორ იცნობდა მხოლოდ ზურგიდან დაინახა და ხმა გაიგონა. ლაპარაკის მანერაზე გააჯავრა ბიჭმა „მორიგი იმედგაცურება იქნება ქვეყნისთვის" ნერვები კიდევ უფრო მოეშალა და ფიქრების მოსაშორებლად თავი გააქნია და დაძინება სცადა.

დილა გათენდა თუ არა ევა დაკისრებული დავალების შესასრულებლად გაეშურა სამინისტროში.

- ნიკოლოზ შეხვედრა დანიშნეთ? - იკითხა საქმიანი ტონით და საბუთებს ჩახედა.

- კი შეხვედრა ერთ საათში გვაქვს ტექნიკურ ჯგუფთან. - საათს დახედა ახალგაზრდამ.

- გასაგებია, იმედი ვიქონიოთ მათ მაინც გავაგებინებთ რამეს. - ჩაეცინა და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.

- გისმენთ

- გამარჯობა, სასტუმროდან გიკავშირდებით.

- დიახ, როგორც გითხარით ხვალ საღამოს ჩამოვდივარ.

- გასაგებია, მოგეხსენებათ ჩვენ საოჯახო სასტუმრო გვაქვს. - სასიამოვნოდ ისმოდა შუა ხნის ადამიანის ხმა ტელეფონში.

- დიახ ვიცი, სწორედ მაგიტომ შევაჩერე თქვენზე არჩევანი ძალიან მომწონს საოჯახო...

- დიდი მადლობა, გადამოწმება მინდოდა ხომ არაფერი შეიცვალა, მაგის გამო გირეკავთ.

- მადლობა ყურადღებისთვის, ხვალ საღამოს თქვენთან ვიქნები, არაფერი შეცვლილა. - ღიმილით დაემშვიდობა. ისე უყვარდა სვანეთი გიჟდებოდა, თითქმის ყოველ წელს მიდიოდა დასასვენებლად მთაში, რადგან ზღვა არ უყვარდა და ქაოსი თბილისშიც საკმარისზე მეტი იყო გადაწყვიტა სვანეთის მთებში დაესვენა და სიმშვიდით დამტკბარიყო.

კიდევ ერთხელ გაისმა ტელეფონის ხმა და ისე უპასუხა არც დაუხედია ვინ ურეკავდა.

- ახლა შეხვედრაზე მივდივარ და თუ სასწრაფრო საქმე არ გაქვთ გთხოვთ მოგვიანებით დამიკავშირდით. - საბუთებით სავსე საქაღალდე აიღო და კაბინეტი დატოვა.

- ისევ შეხვედრაზე მიდიხარ შვილო? - დარდიანი ხმა მოესმა, დედა იყო. - როგორ არ დამთავრდა შენი საქმეები, როგორ ვერ მორჩი მაგ ყველაფერს, რომ დაისვენო. - ამოიოხრა.

- დედა, როგორ ხარ? შეხვედრა მაქვს და დაგირეკავ რომ გავალ. - ხელი დაუქნია და ვიდეო ზარი გათიშა, რომელიც ამ დრომდე მესენჯერის ზარი საერთოდ არ ეგონა. მშობლები საზღვარ გარეთ ცხოვრობენ და იმდენი წელია საქართველოდან წასულები არიან ვეღარც გაიხსენებს ევა ბოლოს პირადად როდის ნახა ისინი.

შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, ამიტომ უყვარდა ევას თითქმის ყველა საკითხის ტექნიკურთან ერთად განხილვა, მათი უმეტესობა იმდენად მცოდნე და გამოცდილი იყო საქმეში ყველაფერს იქამდე ხვდეოდნენ ვიდრე ევა სათქმელს დაამთავრებდა.

მოკლე, ხვეული თმა გაისწორა და ვიდეო ზარით დედასთან დარეკა.

- დე ბოდიში, ვერ დაგელაპარაკე. როგორ ხართ? მამა როგორ არის?

- ჩვენ კი ვართ კარგად, მაგრამ შენ მედარდები, ძალიან. - ამოიხრა ქალმა და სათვალე შეისწორა. ვინ იცის რამდენჯერ განხილულ და გადაღეჭილ თემას უბრუნდებოდნენ ისევ თავიდან.

- რატო დედა?

- რაღა რატო, ოცდარვა წლის ხარ უკვე, ოჯახი გჭირდება, ადამიანი ვისაც ეყვარები და შვილები. აღარ დადგა დრო ქორწინებაზე იფიქრო? - აშკარად ეტყობოდა ქალს ძალიან, რომ ანერვიულებდა შვილის მომავლი.

- დედა ძალიან გთხოვ, არ მინდა მაგაზე საუბარი - ვერ იტანდა ქორწინებაზე ლაპარაკს, საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ ილუზიებში ეცხოვრა და ახლა საკუთარ ცხოვრება მოწყობილს ვინმესთან გაეყო ყველაფერი რაც გააჩნდა. არა, ნამდვილად არ უნდოდა ეს მომხდარიყო.

- შენ სულ ეგრე გაიძახი და ამასობაში წლები გადის, ასაკი გემატება, ოცდაათს მიუკაკუნებ უკვე, ვღელავ შვილო მანდ სულ მარტო ხარ, ჩვენთან მაინც გადმოდი საცხოვრებლად...

- აბა აბა - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, ძალიან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა მშობლებთან გადასვლა, დედამისი მეორე დღესვე გამოუძებნიდა ვინმეს და ისე დააქორწინებდა აზრზე მოსვლას არ აცდიდა. - არ იფიქრო ეკატერინე მაგაზე, საქართველოში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, შესანიშნავი სამსახური მაქვს და სხვა არაფერი მჭირდება ბედნიერებისთვის - ნიკაპ ქვეშ ამოიდო ხელი ღიმილისას და თან თვალები აატრიალა სასაცილოდ.

- სულ შენზე, როგორ უნდა ვდარდობდე შვილო, როგორ არ გამოჩნდა ვინმე, რომ პატრონს ჩაგაბარო და მეც დავისვენო - წუწუნს განაგრძობდა ქალი და ვინ იცის ევას, რომ არ გაეჩერებინა, რამდენ ხანს გააგრძელებდა კიდევ.

- შენ თუ მხოლოდ იმიტომ გინდა ჩემი გათხოვება, რომ თქვა პატრონს ჩავაბარეო მაშინ ნებისმიერ გამვლელს გავყვები ცოლად, მაგრამ არც მასთან ვიცხოვრებ და არც შვილები მეყოლება, ბედნიერი საერთოდ არ ვიქნები და ეგ გინდა? დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა მთელი ერიოზულობით. - მორჩეს ამ საკითხზე ერთხელ და სამუდამოდ ლაპარაკი, ხომ შეიძლება. - ისე გაუთიშა არაფრის თქმა აღარ აცადა დედას და ნერვებ მოშლილმა საერთოდ გამორთო ტელეფონი.

შვებულების დროს სვანეთი იყო ადგილი სადაც წასვლა თითქმის არ უნდოდა ხოლმე, მაგრამ იცოდა დედა ელოდა და უნდა მისულიყო სახლში, იმედეს ვერ გაუცრუებდა.

- დედა გენაცვალოს შენ - შემოეხვია ქალი - მომენატრე ჩემო პატარა ბიჭო - აკოცა ლოყაზე და სახლში შეიყვანა.

- მაკა რამდენი წლის ვარ შემახსენე? - ცალყბად ჩაეცინა დედას სიტყვებზე „პატარა ბიჭი".

- ვიცი რამდენი წლისაც ხარ, მაგრამ მშობლისთვის შვილი...

- ყოველთვის პატარაა - დაასრულა დედის დაწყილი სიტყვები და ჩაეცინა.

- დედი ხო დარჩები თვის ბოლომდე? - იმედიანი თვალებით უყურებდა ქალი.

- ერთი კვირა დავრჩები მერე ინგლისში ვბრუნდები - დივანზე ჩამოჯდა და თავი საზურგეზე გადადო. - ბატონი ბაკური სად არი?

- მაგის ასავალ-დასავალს შენ გაიგებ - ხელი ჩაიქნია ქალმა და ფეხზე წამოდგა. - წადი დაისვენე არ დაიღალე? დაიძინე ცოტა ხანს.

- ტიტე და თაია მოდიან - დაინახა, როგორ მორბოდა პატარა გოგონა მის სანახავად.

- თაია - ჩაიხუტა პატარა გოგონა.

- შიო, მომენატრე - მთელი ძალით ხვევდა თხელ მკლავებს თოთხმეტიოდე წლის გოგონა დადეშქელიანს. ისე უყვარდა ეს ბიჭი, გიჟდებოდა. მართალია ერთი ძმა ჰყავდა, მაგრამ შიო მისთვის არაბიოლოგიური ძმა იყო და ისევე მთელი გულით, უანგაროდ უყვარდა, როგორც ტიტე.

- რამდენი ხანია არ მინახავხარ, როგორი შეცვლილი ხარ - წინ გაწია გოგო და მოჭუტული თვალებით შეხედა.

- გავიზარდე ხო? - გახარებულმა უთხრა. - აი მალე შენი სიმაღლისაც გავხდები...

- არა, უფრო დადაბლებული ხარ - გაეცინა, როცა მისი გაბრაზებული სახე დაინახა.

- ჯერ არ მოსულხარ და დაიწყე უკვე, ვერ გიტან - გულზე გადაიჯვარედინა ხელები და შეუბღვირა. - ნახავ შეყვარებული, რომ გეყოლება რაებს ვეტყვი შენზე. მთელი ცხოვრება მარტო დაგტოვებ - ენა გამოუყო და ამაზე საბოლოოდ ახარხარდა ბიჭი, აბა შენ იცი წარმატებებიო მიაძახა სახლისკენ წასულს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, სვანეთში რომ ამოდიოდა ისეთი ლაღი ხდებოდა, თავისუფლად ხუმრობდა და დროს მშვიდად ატარებდა ამ ორთან, ტიტესთან და თაიასთან.

- არ იზრდები რა - სიცილით უთხრა ქალდანმა.

- თაიას გაბრაზებას ვერასოდეს გადავეჩვევი. - ჩაეცინა თავადაც.

- დილიდან ყველა ააწიოკა შიო მოდისო, ისე უხაროდა - გაეღიმა - ხანდახან მგონია თქენ ხართ და-ძმა და არა მე და თაია. ძალიან უყვარხარ და ამაყობს შენით.

- გიჟი ბავშვი.

ნელ-ნელა მოსაღამოვდა და მეზობლებმაც იწყეს მათთან მისვლა ცნობილი ფეხბურთელის მოსაკითხად, მთელი უბანი ერთად უყურებდა ხოლმე მის თამაშს და უნდა გენახათ ბურთს, რომ კარში შეგდებდა რა სიხარული და ჟრიამული იყო მთელი კვირა სახლებში. ტრადიციად ჰქონდათ ქცეული დადეშქელიანის მონახულება, მთელ უბანს და ამ დროს საქებარ სიტყვებსაც არავინ იშურებდა. მთელი სამეზობლო, რომ გაისტუმრა გარედან ჭიშკრის ხმა შემოესმათ, დასაძინებლად მიდიოდა უკვე და აჯიჯღინებული დაბრუნდა თავის ადგილას, რომელიმე მეზობელი მოვიდაო იფიქრა.

- მოდი შვილო, დარჩი ამაღამ და ხვალ შენს მანქანასაც ეშველება, ჩემი შვილი ნახავს - გაიგონა დედის ხმა და მიხვდა მეზობელი არა, მაგრამ ვიღაც სხვა, რომ ესტუმრათ და ფეხზე წამოდგა, იფიქრა ოთახში ასვლას მოვასწრებ ვიდრე შემოვაო და კიბესთან მისული მაკას ხმამ გააჩერა.

- შიო სად ხარ? - და კარიც გაიღო - სტუმარი გვყავს. მანქანა გაუფუჭდა და იქნება ხვალ ნახო და გაუკეთო. - ამ დროს ბარგით ხელში კარის ზღურბლთან დაინახა ახალგაზრდა ქალი შავი ხვეული თმით და ნუშის ფორმის თვალები, მისი შემოდგომასავით სევდიანი, ქარვისფერიდან შავში გარდამალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნახა პირველად და იმაზე მეტად ელამაზა ვიდრე შეიძლებოდა.

- ა თქვენ... - სიტყვა გაუწყდა სახელი ვერ გაიხსენა აშკარად და შუბლზე მოისვა ხელი - ბოდიში, სახელი... - ტუჩის კუთხეები გაწელა და თვალები გააცეცა. ასე იცოდა დაბნეულობის ან უხერხულობის დროს.

- არ არის პრობლემა, შიო მქვია. - აშკარა ეტყობოდა ზრდილობის გამო, რომ უთხრა თორემ სულ არ აინტერესებდა ეცოდინებოდა თუ არა ქალს მისი სახელი.

- ბოდიში, როგორ დამავიწყდა - ჩაიცინა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა თავის თავზე გაბრაზდა. მერე მაკას მიუბრუნდა - დიდი ბოდიში, ძალიან გაწუხებთ. - უხერხულობის დასაფარად რას აღარ აკეთებდა.

- რა შეწუხებაა, თუკი რამით შევძლებთ დახმარებას, პირიქით გაგვეხარდება. - უთხრა ქალმა.

- სულ დამავიწყდა, მე ევა მქვია.

- მე მაკა ვარ, შიოს დედა.

- მანქანას რა დაემართა? - ჰკითხა დადეშქალიანმა და წარბები შეკრა, გაახსსენდა ქალის სიტყვები და ბრაზმა დაუარა მთელ სხეულში.

- არ ვიცი, მგონი ძრავის ბრალია - მხრები აიჩეჩა - დიდად ვერ ვერკვევი მანქანებში სამწუხაროდ.

- სისულელეების ლაპარაკში ერკვევი სამაგიეროდ - თქვა თავისთვის და ხვალ ვნახავო ოთახისკენ გაეშურა.

- შიო ოთახი აჩვენე ბავშვს, როგორ იქცევი? - საწოლი გაშლილიაო უთხრა და თავად ქმართან წავიდა, რამდენიმე წუთის წინ, რომ დაუძახა საქმე მაქვსო.

ევას ოთახი დერეფნის დასაწყისში იყო დადეშქელიანის კი ბოლოში, პატარა საყვარელი ოთახი იყო, ოთახის შუაგულში ტახტი იდგა, ხელმარცხნივ კი პატარა კარადა. ჩანთა დადო თუ არა ეგრევე დაიძინა, არც ჩვეული რუტინა გახსენებია და არც არაფერი.

- რა სჭირს გაუგე რამე? - დილაადრიან წამოხტა ფეხზე, ერთი სული ჰქონდა მანქანა შეეკეთებინა და ამ ბიჭისგან, რაც შეიძლება შორს წასულიყო, ნეტავ თუ ახსოვდა ევას სიტყვები აეროპორტში რაც თქვა? მისი ქცევიდან ან საუბრიდან საერთოდ ვერაფერს იგებდა და ნატრობდა ღმერთო ოღონდ არაფერი ახსოვდესო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ალბათ იმ მომენტში არაფერი უნდოდა გარდა მიწის გასკდომისა, რომ თან ჩაეტანა. პასუხი რომ არ გასცეს კითხვაზე კიდევ ერთხელ ჰკითხა - არაფერი ეშველება? - და თავადაც ჩახედა მანქანას თითქოს რამე გაეგებოდა და ისე ჩაჰკირკიტებდა ხელსაც უშლიდა და ნერვებსაც დადეშქელიანს.

- იქნებ გამეცალო და მაცადო გაკეთება! ან მოდი და შენ გააკეთე - უხეშად უთხრა, მაგრამ არ ადარდებდა ისე უშლიდა ხელს საქმის კეთებაში. წელში გაიშალა და თვალებში შეხედა, ახლაც ზუსტად ისეთი მზერა ჰქონდა, როგორც პირველი შეხვედრისას.

- მანქანის რა მოგახსენო და კომპიუტერებს ნამდვილად ვაკეთებ - თავადაც გაუსწორა მზერა - დამიჯერე, მანქანის რომ რამე გამეგებოდეს შენ ნამდვილად არ შეგაწუხებდი.

- კიდევ კარგი ხვდები, რომ მაწუხებ. - ჩაილაპარაკა თავისთვის - არსებობით. - რამდენიმე წუთი შორიდან უყურებდა ბიჭს, უბრალო მაისური და ნაჭრის შორტი ეცვა, ეტყობოდა დილით, რომ ივარჯიშა. მერე ისევ მიუახლოვდა და მოუსვენრად, რომ იყო წამში შეატყო ბიჭმა.

- ეშველება რამე? - ისევ ჰკითხა და ძრავს დაუწყო ყურება.

- უკვე გითხარი თუ მე არ მაცდი მიდი გააკეთე - სახეში შეხედა - შენ ხომ იმედგაცურება არ ხარ და ყველაფერი კარგად გამოგდის? - თვალები ბრაზით უელავდა. რამენიმე წამი უყურა ქალს, მერე კი შებრუნდა და სახლისკენ წავიდა.

ახსოვდა. ნეტავ მართლა გასკდომოდა მიწა და თან ჩაეტანა, ისე შერცხვა თავისი ნათქვამის, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ვერასოდეს რომ ვერ წარმოიდგენდა. არც კი იცნობდა, ისიც არ იცოდა ვინ იყო და საერთოდ მასთან ახლოს თუ იდგებოდა იმ მომენტში, საიდან უნდა სცოდნოდა სახეზეც კი არ იცოდა, როგორი იყო.

ტირილი უნდოდა იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, არც ის იცოდა რა უნდა ექნა, გაქრობა უნდოდა ისე შერცხვა, ასეთ მდგომარეობაში არასოდეს აღმოჩენილა, ისე გამოჩნდა თავისი გადასახედიდან სიმართლე თქვა, მაგრამ რეალურად ტყუილი იყო და თან ისეთი ტყუილი შეურაცხყოფაც, რომ მიაყენა ადამიანს. კი იცოდა ბოდიში უნდა მოეხადა, მაგრამ როგორ გაამართლებდა იმას რაც თქვა? ან საერთოდ მოუსმენდა შიო? ყველაზე მეტად ვერ იტანდა, როცა ვინმე წინასწარ შექმნილი აზრით ლაპარაკობდა და ახლა თავად დაემართა იგივე.

- შიო - მიუკაკუნა ოთახის კარზე. - შეიძლება შემოვიდე? - საიდან ჰქონდა იმდენი გაბედულება ოთახში, რომ აკითხავდა. ხმა არავინ გასცა, მაგრამ იცოდა დღეს, რომ ბოდიში არ მოეხადა ვერ დაიძინებდა, არ შეეძლო, ზედმეტად ანერვიულებდა ეს ყველაფერი. კარი ფრთხილად შეაღო, ეგონა ოთახში იყო და ნაწყენს საუბარი არ უნდოდა, თუმცა იქ არავინ დახვდა, ოთახი ცარიელი იყო. თვალი მოავლო ყველაფერს, საწოლის თავზე ნაკრების ფორმა ჰქონდა ჩამოკიდებული გუნდის წევრების ხელმოწერებით, თეთრი კარადის გვერდით კი პატარა მაგიდა თავისი სკამით და წიგნების თარო, ახლოს მივიდა იქვე ჩარჩოში ჩასმული ფოტო დაინახა მაგიდაზე, დააკვირდა ბავშობის ფოტო იყო, ბურთით ხელში დასვრილი იდგა, მაგრამ იმდენად ბედნიერი იყო ევასაც წამიერად გაეღიმა.

- ვინ გითხრა ჩემ ოთახში შემოსვლის უფლება გაქვსო? - იმხელაზე შეხტა გული ლამის გაუსკდა. წარბშეკრული იდგა მის ზურგს უკან და ელოდა, როდის იკადრებდა ბერიძე ან ხმის ამოღებას და ან ოთახიდან გასვლას.

- ბოდიში, ოთახში მეგონა თუ იყავი და ... - დაბნეული ალაპარაკდა, რა ემართებოდა?!

- გადი! - მკაცრად უთხრა და წარბები კიდევ უფრო შეკრა.

- დალაპარაკება მინდა - კართან მისული შემობრუნა.

- სალაპარაკო რა არის? - მზერა გაუსწორა და წარბები კიდევ უფრო შეკრა. - რისი თქმაც ვერ მოასწარი აეროპორტში ახლა უნდა მითხრა? - ირონიულად ჩაიცინა. მაგიდას მეყრდნო და სურათს ჩამოეფარა - მიდი, მითხარი ბარემ დაიცალე ბოლომდე, გისმენ - გულზე გადაიჯვარედინა ხელები და მხრებში გაიმართა.

- შენი აზრით იმისთის მოვედი შეურაცხყოფა მოგაყენო? - თვალები დააწვრილა.

- მანქანის გაკეთებასაც არ ვაპირებ, საკუთარ თავს თავად მიხედე. - ზედმეტად მშვიდად უთხრა და ეს სიმშვიდე ისე აცოფებდა ევას დიდი სიამოვნებით დამართებდა რამეს.

- მანქანას შენ ნუ იდარდებ - გულზე გადაიჯვარედინა თავადაც ხელები - საერთოდ, რატომ ვიფიქრე, რომ შენთან საუბარი შემეძლო - თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.

წამით არ შეუწუხებია სინდისს დადეშქელიანი, რომ დაინახა, როგორ მიათრევდა მძიმე ჩემოდანს და არც მაშინ გაუნძრევია თითი ევაკუატორმა, რომ მოაკითხა მანქანის წასაყვანად, ზედმეტად უინტერესო გამხდარიყო ეს ქალი, იმ წამიდან მოყოლებული რაც შეურაცხყოფა მიაყენა და საერთოდაც არ აინტერესებდა რას იზამდა ბერიძე, მაგრამ რამდენიმე წუთში ვიღაც, რომ მოადგა შავი ჯიპით და ევას ჩემოდანი საბარგულში ჩადო, მაშინ დააკვირდა, ვინ იყო?! და უცებ ჩაეცინა, თავი ჩახარა და გააქნია. კიბე ჩაიარა, ეზო გადაჭრა ნელი ნაბიჯით და ცალყბა ღიმილით მიუახლოვდა გაბრიელს.

- ვაა შიო - სიხარულთან ერთად გაოცებაც ეტყობოდა მაჭარაშვილს, ერთამანეთის მოკითხვის შემდეგ უთხრა დადეშქელიანს - ევას არ უთქვამს, რომ შენთან იყო. მადლობა, რომ შეიფარეთ.

- არაფერია, პრობლემა არ არის - წარბები შეკრა. - ამ შუაღამეს აპირებ წასვლას? - უცებ გადაიტანა თემა. - ხუთ საათზე მეტი დაგჭირდება - საათის ციფერბლატს დახედა - რვა საათია.

- უნდა წავიდეთ - მაჭარაშვილს დაასწრო პასუხის გაცემა. - მადლობა, ჩემი სტუმრობით ისედაც შეგაწუხეთ - თვალი თვალში გაუყარა და წარბი მაღლა აზიდა.

- შენ რაც გინდა ის ქენი, მე გაბრიელს ველაპარაკები - მოთმინებას დაკარგავდა კიდევ, რომ ერთი სიტყვა ეთქვა ქალს.

- გაბრიელ დარჩენას აპირებ? - ჰკითხა მშვიდი სახით და თავი რომ დაუქნია თანხმობის ნიშნად ნერვებმა ლამის უმტყუვნა. - მე სასტუმროში წამიყვანე და იქ დავრჩები. დავურეკავ.

- ევა ნუ ბავშვობ ამხელა ქალი, საჭესთან დაჯდომის თავი აღარ მაქ და ძაან გთხოვ დავრჩეთ უბრალოდ. - მუდარაშეპარული ხმით უთხრა დეიდაშვილმა და პირველი გაჰყვა შიოს და ისე უცებ აღმოჩნდა ისევ მის სახლში გაბრაზებაც ვერ მოასწრო.

კოცონი დაანთეს, მისი მეგობრები გაიცნო ტიტე და თაია. კოცონის გარეშემო ისხდნენ და მხოლოდ მას ჰქონდა პლედი მოხვეული, ისე შეცივდა სულ გაიყინა, თავისთვის იჯდა ჩუმად, კოცონს უყურებდა და მოკლე კულულებს ეთამაშებდა ფიქრებში გართული.

- შენ გეკითხებიან ევა, ევა - გაბრიელმა მიარტყა ხელი - გამოფხიზლდი რა გჭირს?

- ბოდიში, არ გისმენდით. - ისე ამოიოხრა გეგონება მთელი მსოფლიოს დარდი აწევს მხრებზეო და დაბნეულმა შეხედა გაბრიელს.

- რას საქმიანობ აინტერესებთ - ახალგაცნობილ მეგობრებზე ანიშნა.

- აიტი სპეციალისტი ვარ - უთხრა მოკლედ. როგორი წარმატებულიც არ უნდა ყოფილიყო, არ უყვარდა თავის თავზე ლაპარაკი და მით უმეტეს იმ წამატებებზე, რასაც აღწევდა.

- როგორ არასდროს ამბობ სათქმელს ბოლომდე - უთხრა დეიდაშვილმა - ლექტორია, ინფორმაციული ტექნოლოგიების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში - უცებ თქვა მაჭარაშვილმა და ნიჭიერი დეიდაშვილი მყავსო დააყოლა. ხმა არ ამოუღია თვითონ, ისევ ფიქრებში გადაეშვა და ვერაფრით ხსნიდა დილანდელ უხეშობას, არ ესმოდა უბრალოდ.

ფიქრობდა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა უფრო მეტს, ადამიანზე რომელსაც გული გაუზრებლად ატკინა თუ მის გამოსწორებაზე?!



№1 სტუმარი მარინა ლორთქიფანიძე

როგორ მორაკრაკებს შენი ნიჭი,მთის კამკამა წყაროსავით.ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.გაიხარე ჰანა. ლამაზად გადმოცემული.სულს და გულს რომ გაგითბობს.საუკეთესოა.საოცრად კარგი იყო.თბილი და ემოციური.????????????❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

მარინა ლორთქიფანიძე
როგორ მორაკრაკებს შენი ნიჭი,მთის კამკამა წყაროსავით.ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.გაიხარე ჰანა. ლამაზად გადმოცემული.სულს და გულს რომ გაგითბობს.საუკეთესოა.საოცრად კარგი იყო.თბილი და ემოციური.????????????❤️❤️❤️

როგორი სასიამოვნო სიტყვებია????????
უღრმესი მადლობა…
სიმართლე გითხრათ, სულ მიჭირდა და მიჭირს დაჯერება იმის, რომ კარგად ვწერ და წერის ნიჭი მაქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მართლა განსაკუთრებულია????????????

 


№3  offline წევრი avrora_

კარგი იყო მოლოდინებს რათქმაუნდა ამართლებ, წარმატებები და იცოდე ახალ თავს მალე ველით, ❤️❤️????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორც ყოველთვის კარგად წერთ. მალე დადეთ გაგრძელება, დიდხანს არ გვალოდინოთ

 


№5  offline მოდერი NiLLoIyA

avrora_
კარგი იყო მოლოდინებს რათქმაუნდა ამართლებ, წარმატებები და იცოდე ახალ თავს მალე ველით, ❤️❤️????

უღრმესი მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ და დროს უთმობთ ჩემ პერსონაჟებს????
ახალი თავი ხვალ საღამოს იქნება????

სტუმარი ნინო
როგორც ყოველთვის კარგად წერთ. მალე დადეთ გაგრძელება, დიდხანს არ გვალოდინოთ

დიდი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ ის რასაც ვწერ…
ახალ თავს ხვალ ავტვირთავ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent