ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მეშვიდე თავი)
ადგილი სადაც, რამდენიმე ხნის წინ, სიმღერის და შეძახილების ხმა, რომ ისმოდა და ეს ხმა მერე მთელ ქალაქს ესმოდა, ახლა სიჩუმეს დაესადგურებინა, განათებები ანათებდა სტადიონს. მატჩი დამთავრდა, მაგრამ ისევ აქ იყო, ერთ-ერთ სკამზე იჯდა და მოედანს არ აშორებდა თვალს. ქომაგები და სხვა გულშემატკივრები ნელ-ნელა წავიდნენ და ფიქრებში ჩაფლულს გონებაში ისევ სიმღერის და შეძახილების ხმა ჩაესმოდა და გულმა რეჩხი უყო, რატომ ვერ გააკეთა მაქსიმუმი?! ან თუ გააკეთა რატომ წააგო ასეთი ანგარიშით?! ფიქრობდა, რომ ბოლომდე ვერ დაიხარჯა და ისევ, იმედგაცრუებამ შემოუტია, იქნებ მართალი იყო ბაკური? არ უნდოდა ამ ფიქრებისთვის გასაქანი მიეცა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, სხვა რამეზე ვერ ფიქრობდა, იმდენად შეუძვრა გულსა და გონებაში ეს ფიქრი. ზოგჯერ ადამიანებს, ბავშვობაში მიღებული შეურაცხყოფა, დამცირება, ტრავმა დიდობაში გვახსენებს თავს და ამ დროს უფრო მეტად რთულია გადაიტანო, დაივიწყო ის რითაც ერთ დროს გული ძალიან გატკინეს. - შიო - მოესმა მწვრთნელის ხმა და მალევე მის გვერდით დაიკავა ადგილი. - ვიცი, ფიქრობ, რომ მეტი შეგეძლო, მაგრამ შენ საუკეთესოდ შეასრულე შენი მოვალეობა. ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია ეს ხომ იცი - მხარზე დაარტყა ხელი, გამხნევების მიზნით. - შემეძლო, უკეთესად უნდა მეთამაშა და მაქსიმუმი გამეღო, ეს თამაში უნდა მოგვეგო - იმედგაცურებული იყო საკუთარი თავით. - შენზე უკეთ არავინ იცის რა შეგიძლია და რამდენი, ასე რომ იმაზე მეტს ნუ მოსთხოვ შენს თავს ვიდრე შეგიძლია. - ოდნავ გაუღიმა - შენი შესაძლებლობების ზღვარი დაადგინე და ნუ მოითხოვ შენი თავისგან იმას რაც არ შეგიძლია. - მადლობა - მზერა გაუსწორა და ამ მზერიდან ჩანდა, გაამხნევა მწვრთნელის სიტყვებმა. - სახლში წადი, დაისვენე. - დაემშვიდობა კაცი და წავიდა. არსად წასულა თითქოს არაფერი უნდოდა, არც სახლი, არც საუბარი, არც მეგობრები და აღარც თამაშის ნერვები ჰქონდა, უნდოდა უბრალოდ სტადიონზე აქ, ერთ-ერთ სკამზე დამჯდარს ბევრი ეფიქრა დღევანდელ თამაშზე, მაგრამ მისმა ფიქრებმა ჯერ ფერი შეიცვალეს, მერე ადრესატი და საბოლოოდ იქ მივიდნენ, იმ შემოდგომისფერ სევდიან თვალებს დატრიალებდნენ, იმ იმედიან თვალებს მხოლოდ მისთვის, რომ გაკრთა სხივი. - შიო - ნაზი, ნერვიულობა შეპარული ხმა მოესმა და ეგონა, იმდენი იფიქრა მასზე უკვე ხმაც ეჩვენებოდა და თავისთვის ჩაილაპარაკა, ასე როგორ შეტოვე ხმაც გელანდება უკვეო. - უკაცრავად? - ვერ მიხვდა ქალი რას ამბობდა და ახლა კი გაიხედა ხმის მიმართულებით. - ევა? - ფეხზე წამოდგა, ირგვლივ მიმოიხედა სტადიონი სრულიად დაცარიელებული იყო - აქ რა გინდა? ისევ მუშაობ? - არა, არ ვმუშაობ - დაიბნა ბერიძე. - აბა რა ხდება? რატომ არ წახვედი?! - საათს დახედა. - მანქანით თუ არ ხარ გაგიყვან, ოღონდ ცოტა ხანს უნდა დამელოდო. - ფორმაზე და ბუცებზე ანიშნა გამოვიცვლიო. - არა, არა მანქანით ვარ - გაჩერდა, ფეხსაცმელებს დახედა, თითქოს სათქმელ სიტყვებს ეძებდა და არჩევდა რა ეთქვა. - დაგინახე აქ რომ იჯექი და... - ჩემ სანახავად მოხვედი? - ჩაეღიმა ბიჭს. გაეხარდა, რომ ვიღაცამ მასზე იფიქრა. - კი, მინდოდა გამეგო, ხომ არაფერი გიჭირდა, იმდენად სევდიანი იყავი. - გულწრფელად გაანდო თავისი ფიქრი. - ჩამოჯექი - გვერდით სკამზე დაატყაპუნა ხელი და მოედანს გაუსწორა თვალი. ასე ისხდნენ რამდენიმე წამს, მერე კი უცებ შიომ საუბარი წამოიწო. - იცი, შენ მართალი იყავი - არ გაუხედია მისკენ, მაგრამ ქალმა იგრძნო როგორი დაძაბული იყო და როგორ ცდილობდა ემოციებისთვის კონტროლი გაეწია. - რას გულისხმობ? - დადეშქელიანის პროფილს გაუსწორა მზერა. - მართალი იყავი ევა, როცა თქვი რომ ქვეყნისთვის იმედგაცურება... - არ ხარ შიო და ნუღარ იხსენებ - თხოვა მთელი გულით. - არა, მართალი თქვი ევა, არ მინდა ყველაფერზე ლაპარაკი უბრალოდ დროის ფლანგვა და სიტყვების რახარუხი იქნება, მაგრამ ის რაც თქვი, რომ მე ქვეყნისთვის... - შიო, ხვდები ახლა რას აკეთებ?! - შომოდგომისფერი სევდიანი თვალები ახლა იმხელა იმედგაცურებას, ბრაზს ასხივებდა, გაუკვირდა დადეშქელიანს, ნამდვილად ამ თვალებში გაკრთა იმედის სხივი? - აღარ მინდა ყოველ წაგებულ თამაშზე ჩემი ნათქვამი გახსენდებოდეს, ფიქრობდე რომ მართალი ვარ და ქვეყნისთვის იმედგაცურება ხარ. აღარ მინდა ყველა წაგებულ თამაშზე ნაღრძობივით გახსენებდე თავს ჩემი სიტყვებით, ეს ჩემთვისაც ძალიან რთულია. - ემოციებმა წამოიწიეს წინა პლანზე და იმდენად გულწრფელად გაუზიარა ფიქრები თავისი თავის გაუკვირდა. - ევა, - ქალისკენ შებრუნდა - მშვიდად, მე არ მითქვამს ნაღრძობივით მახსენებ თავსთქო... - შენი სიტყვებიდან ეგრე ჩანს... - იმედგაცურებულმა ჩაილაპარაკა. - ამის თქმა არ მინდოდა, აგიხსნი - ტუჩები მოკუმა, თითქოს სიტყვებს არჩევდა რა ან როგორ ეთქვა - არ მინდა ადამიანებს იმედს ვუცრუებდე, იმიტომ კი არა, რომ მაშინ შენ თქვი, იმიტომ რომ იმედგაცურების ყველაზე მეტად მეშინია. დღეს კი ქომაგების თვალებში დავინახე ის, რასაც ვუფრთხი და რისიც ყველაზეც მეტად მეშინია, ამიტომ ვთქვი, რომ მართალი იყავი - თვალებში შეხედა და დაინახა ევამ, რამხელა სევდა ჰქონდა გულში ამ ბიჭს და როგორ განიცდიდა წაგებას. - რაც არ უნდა იყოს, არასიამოვნოა - ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა და თავი დააქნია, თითქოს თავის ნათქვამს ეთანხმებოდა. შიოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ევას ტელეფონი აწკრალდა. - გისმენ გაბრიელ - უპასუხა ვიდეო ზარს და თმა შეისწორა. - მე თუ არ დაგირეკე ისე შენ არ გახსოვარ, სად ხარ? - წარბები შეკრა და მის უკან ადგილს დააკვირდა. - არ მითხრა სტადიონზე ვარო - გაეცინა, რომ მიხვდა მესხის სტადიონზე ბრძანდებოდა ქალბატონი. - ჰო აქ ვარ, ვმუშაობდი და... - თითქოს თავი გაიმართლა. - თუ მატჩზე იყავი? - ჰკითხა სიცილით. - ვინ არის შენთან ერთად? თათა იქნება ალბათ... - მერე მატჩსაც ვუყურე, თათამ გამაგიჟა მუშაობას აღარ მაცდიდა იმდენჯერ დამირეკა - გაეცინა თავადაც და უცებ თვალის კუთხიდან დაინახა, როგორ შემოყო თავი დადეშქელიანმა ეკრანის წინ. - ვაა შიო? თქვენ ერთად რანაირად ძმა? როგორ ხარ? - გაკვირვება ჩანდა მაჭარაშილის ხმაში და იმდენად დაიბნა ამ ორის ერთად დანახვით, რაც პირველი უნდა ეკითხა ბოლოს ჰკითხა. - კარგად გაბრიელ, არამიშავს - გაეცინა ბიჭის დაბნეულობაზე და ბერიძეს გადახვია ხელი მხარზე. - სამუშაოს გამო მოუწია დარჩენა და მერე შემთხვევით შევხვდით, ვსაუბრობდით და შენც დარეკე. - ღიმილით გახედა ევას, რომელიც ჯერ ვერ ხვდებოდა რა ექნა, ბოლოს კი მის ხელს დაეჯაჯგურა, რომ მოეშორებინა, მაგრამ ვერაფრით მოიშორა. - მე კიდევ მიკვირს, რატომ არ ვახსოვარ ჩემ ერთადერთ დეიდაშვილს, თურმე სად ცალია ჩემთვის - ჩაიცინა მაჭარაშვილმა - ისე ხელს ხო არ გიშლით? - წარბი აწია და გამომცდელად შეხედა ბერიძეს. - ნუ ბავშობ რა ამხელა კაცი - უთხრა ევამ აშკარად უკმაყოფილომ მისი ქცევით - შენ კიდევ მომაშორე ხელი - შეუყვირა ახლა სვანს და იმანაც დენდარტყმულივით უკან წაიღო სასწრაფოდ ხელი. - ვიფიქრე მოვუყვები სიახლეებსთქო და შენ ჩემთვის არ გცალია - ხელი დაუქნია და სანამ გათიშავდა ევამ თქმა მოასწრო. - გაბრიელ არ მითხრა რომ ქეთა... - ყბა ჩამოუვარდა თავი, რომ სწრაფად დაუქნიეს თანხმობის ნიშნად და მერე ღიმილი გადაეფინა სახეზე. - არ მჯერა, როგორც იქნა გაბედე. - შიომ ჰკითხა რა ხდებაო და მერე ტელეფონი თავისკენ შეაბრუნა. - აქამდე რანაირად ვერ უთხარი, რომ მოგწონდა? - ჰკითხა დადეშქელინმა - მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, გამეხარდა მეგობარო. - კარგი წავედი ევ, ხვალ მოვდივარ და გნახავ - ხელი დაუქნია და გათიშა. - გიჟი ბავშვი - ჩაილაპარაკა ღიმილით ევამ და ჯიბეში დააბრუნა ტელეფონი. - ძალიან კარგი დეიდაშვილი გყავს, ჭკვიანი ბიჭია - თქვა სვანმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. - კი ეგრეა. - დაეთანხმა ბერიძე და თან ფეხზე წამოდგა. - დაგემშვიდობები, ვფიქრობ გამხნევება აღარ გჭირდება. - თავი გადახარა და სახეზე დააკვირდა, თვალებში ნელ-ნელა ვარსკვლავები, რომ აუკიაფდნენ. - მადლობა ევა. - ასეთი ფართო ღიმილით ჯერ არ გაუღიმია ალბათ დადეშქელიანს. კომფორტის ზონის მოყვარულ ადამიანებს, არ გვიყვარს სიახლეები, გარემოს შეცვლა, ახალი ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში და კიდევ სხვა უამრავი რამ, მაგრამ შიოსთვის ნელ-ნელა კომფორტის ზონა ხდებოდა ეს ქალი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არ უნდოდა ამის შეჩერება. მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის ადგილი დაიკავა, დამცავი ღვედიც შეკრა და ძრავი რომ ჩაერთო ფანჯარაზე მიუკაკუნეს. გაცინებოდა თუ გაკვირვებოდა ვერ გაიგო, რადგან მანქანის წინ შიო დადეშქელიანი იდგა ღიმილიანი სახით. - მოხდა რამე? - ჰკითხა ქალმა. - არაფერი, ვიფიქრე მთელი დღეა არაფერი მიჭამია და შემომიერთდებათქო - ნერვიულობა შეეპარა ხმაში და თვალები გააცეცა, მანქანაზე დაყრდნობილმა. ოდნავ წინ იყო გადახრილი, ქალის სახე, რომ კარგად დაენახა. ნაჭამი როგორ არ იყო, მაგრამ იცოდა ქალს არაფერი უჭამია დილიდან მოყოლებული. - ვერ ვიტან გარეთ ჭამას, შენ შეგიძლია მიირთვა - ფანჯრის აწევას აპირებდა, ხელით რომ დააწვა ფანჯარას. - ასეთ ცნობილ ფეხბურთელს, მარტო გამიშვებ საჭმელად? - მოისაწყლა თავი - თან ხომ იცი გოგოები, როგორ... - არც ეგრე გიჟდებიან გოგოები მოტაცება გაგიბედონ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და დაელოდა მანქანას, როდის მოშორდებოდა. - კარგი რა, ბავშვს მარტო გამიშვებ? უბრალოდ მადლობის გადახდა მინდოდა დღევანდელისთვის - მზერა აარიდა. რამდენიმე წუთი უყურა ევამ მანქანიდან და ბოლოს დათანხმდა. - დიდ ხანს იდგები მანდ? - ჩემი მანქანით წავიდეთ - შეთავაზა ბიჭმა და ეცადა სიხარული და მღელვარება დაემალა. - არა, მეორედ ვეღარ ავალაპარაკებ ხალხს - გაახსენა რა შედეგი მოჰყვა მის მანქანაში ჯდომას , ფანჯარა აწია და ანიშნა მგზავრის ადგილი დაეკავებინა. - იქნებ მინდა, რომ ხალხმა ილაპარაკოს - ჩუმად ჩაილაპარაკა და წარბშეკრული ჩაჯდა მანქანაში. - თან, ვმუშაობ ხვალ და აქ ვერ დავტოვებ მანქანას - გაიხედა შიოსკენ, რომელსაც უკვე ღვედი შეეკრა და აშკარად ნირ წამხდარი იყურებოდა, ხუთი წუთიც არ იყო გასული და ხასიათი შეეცვალა, მკაცრი გაუხდა სახე და ვერ გაიგო ევამ რა მოხდა, რა ეწყია? ან სართოდ რა თქვა საწყენი?! თავი გააქნია უკმაყოფილოდ ბერიძემ და მერე შიოსკენ გააპარა მზერა, დინჯად იჯდა, ეტყობოდა დაღლილი იყო, მაგრამ არა ფეხბურთის თამაშით, ემოციურად იყო დაღლილი, თავისივე ფიქრებით. ალბათ ისე ადამიანს არაფერი ღლის, როგორც საკუთარი თავი და ის ფიქრები რაც უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკაზე. თითქოს რაღაც გაახსენდაო ევასკენ შებრუნდა და ლაპარაკი წამოიწყო. - მაინც როგორ ზუსტად თქვი... - უცებ გააწყვეტინა ბერიძემ სიტყვა თითქოს იცოდა როგორი გაგრძელება ექნებოდა. - რამდენჯერ უნდა გითხრა შიო, რომ სიმართლე არ არის? რამდენჯერ უნდა გამახსენო?! რადგან დღეს წააგე, გგონია ყველაფერი დამთავრდა?! როგორ ხარ ამდენად ამაყი და ამბიციური ყველა თამაშის მოგება, რომ გინდა? და თან მე მაბრალებ ამ წაგებას... ყელში ამოვიდა უკვე - როგორ შეეძლო ამ ბიჭს წყობილებიდან გამოეყვანა ეს მშიდი და გაწონასწორებული ქალი ასე უცებ, მხოლოდ ერთი სიტყვით. - ერთხელ უკვე გითხარი ნაღრძობივით არ მინდა რომ გახსენდებოდეს ის რაც ვთქვი, რადგან არ ხარ იმედგაცრუება, რამდენჯერ უნდა გითხრა ეს, რომ დაიჯერო - მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და მისკენ შებრუნდა, ხელებით ლაპარაკობდა და თავს ვეღარ თოკავდა. - მაგრამ ალბათ, გინდა დაიჯერო რომ სიმართლეა, თითქოს იმედგაცრუება ხარ, თითქოს ყველასთვის უმნიშვნელო ხარ და არაფერი შეგიძლია, თუ ეს ასეა მე ვერაფერს შევძლებ, რამდენჯერაც არ უნდა აგიხსნა და მოგიხადო ბოდიში, მაინც შენ აზრზე იქნები. დაპროგრამებული რობოტივით ერთსა და იმავეს გაიმეორებ სულ... - ჰოდა დამჯერე რომ არ ვარ დაპროგრამებული რობოტი, დამაჯერე რომ იმედგაცურება არ ვარ ევა - თხოვანასავით ჟღერდა შიოს სიტყვები. - უკაცრავად? - თვალები დახუჭა წამიერად და წარბები შეკრა გაურკვევლობის გამო. - დამაჯერე, რომ იმედგაცურება არ ვარ ვეა, შეძლებ? - ჰკითხა შედარებით დაბალი ხმით. - ჩემი შესაძლებლობები განუსაზღვრელია, მაგრამ არ ვაპირებ ვინმეს რამე ვუმტკიცო - უთხრა მკაცრი ხმით წარბშეკრულმა. - თანაც ამ საუბრის მერე მით უმეტეს, რადგან ვხედავ ნდობის ფაქტორი ნულამდეა დაყვანილი - უკვე მშვიდი იყო და აღარ ღელავდა. - იცი რატომ არ გენდობი? - თვალი თვალში გაუყარა და დაელოდა ქალის რეაქციას. პასუხის შიშმა და ინტერესმა ერთიანად მოიცვა ბერიძე, მაგრამ საბოლოოდ ინტერესმა გაიმარჯვა. - რატომ? - ჰკითხა და პასუხის მოლოდინში გაირინდა. - იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის შენი სიტყვები და საქციელები განსხვავება ერთამენთისგან, შენი თვალები სხვა რამეს მეუბნება და სიტყვები და საქმეები სხვას - ისე უყურებდა ამ შემოდგომისფერ სევდიან სფეროებს, თითქოს სულშ იხედებოდა მათი გავლით. რამდენიმე წამი ჩუმად უყურა თვალებში, ისე გამოიყვანა თითქოს ჩამოუყალიბებელი ქალია და ვერ გაუგია რა უნდა ცხოვრებაში. - ჰო, შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ - თავი ჩახარა - მე არ ვარ ჩამოუყალიბებლი, გაურკვეველი საკუთარ თავში. არ ვიმსახურებ... - მაშინ, მაჩვენე ვინ ხარ რეალურად, სინამდვილეში როგორი ხარ? მომეცი უფლება გაგიცნო უფრო უკეთესად და სანაცვლოდ შენ დამეხმარე, დავიჯერო ჩემი შესაძლებლობების. - თვალი თვალში გაუყარა და ვიდრე არ პასუხი არ მიიღო დაჟინებული მზერა არ მოაშორა. - რატომ გინდა, რომ გამიცნო? თანაც ასე დაჟინებით რატომ მოითხოვ ჩემი რეალური პიროვნება გაგაცნო? რას გარგებს შიო?! ერთი უბრალო გოგო ვარ - მხრები აიჩეჩა, ძაბავდა ეს საუბარი და მაინც ინტერესი კლავდა რატომ უნდოდა დადეშქელიანს მისი ახლოს გაცნობა. - თანაც მე ხომ ჩამოუყალიბებელი ქალი ვარ? არ ღირს ჩემთან დროის დაკარგა, რა მიზანიც არ გქონდეს. გზაზე დატოვა და სახლისკენ გააქროლა მანქანა. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ყოველთვის ცდილობდა გაწონასწორებული და მშვიდი ყოფილიყო, ცივი გონებით ემოქმედა და უცებ, ერთ წამში ეჭვი შეეპარა საკუთარ თავში, ნამდვილად ისეთი იყო როგორადაც იცნობდა თავის თავს?! შინაგანი ევა მართლა ისეთი იყო, როგორც თვითონ ფიქრობდა, რომ იყო? სახლში მისულს, სულაც არ გახსენებია ჩვეული რუტინა ჩაეტარებინა, ოთახში გაფრატუნდა და საწოლზე გადაწვა. ისე დაჟინებით უყურებდა ჭერს თითქოს იქ ეძებდა თავის კითხვებზე პასუხებს, რატომ მოიქცა შიო დღეს ასე, მაინც რამდენნაირი იყო დღეს ეს ბიჭი?! ჯერ იმედგაცურებული ანუგეშა, მერე ისე გამხიარულდა გაბრიელს ელაპარაკა მასთან ერთად, საჭმელზე ერთად წასვლა შესთავაზა, დაამცირა, მერე კი თხოვდა უკეთ მინდა გაგიცნო, რა უნდოდა ნეტავ თავად მაინც თუ იცოდა შიო დადეშქელიანმა?! მიხვდა ევა, ამ ბიჭთან ცივილური ლაპარაკი არ შეიძლებოდა და თუ ახლავე არ დაიკავებდა დისტანციას, ცუდად წავიდოდა მისი საქმე, არ შეეძლო, ისეთ ადამიანთან მეგობრობა, რომელსაც ისიც ვერ გაურკვევია რა უნდა. *** - რას შვრები? - ვიდეო ზარით დაურეკა მეგობარმა, რომლის წინააღმდეგაც უნდა ეთამაშა. - ვისვენებთ ახლა, შენ რას შვრები? - წყალი დალია. - ვემზადები შენს დასამარცხებლად - გაიცინა კალანდაძემ. - მოემზადე, მოემზადე ნამდვილად დაგჭირდება - დასცინა ბიჭმა. - შენ და მია მართლა დაშორდით? - უცებ შეცვალა სალაპარაკო თემა. - რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? რას გაძლევს მაგის ცოდნა?! - წარბები შეკრა და სივრცეში გაიხედა. - რანაირი კითხვაა, მე რას უნდა მაძლევდეს მაგის ცოდნა, უბრალოდ მიას შევხვდი გუშინ შემთხვევით და მან მითხრა, დავშორდიო და გადავამოწმე - გაარკვია უცებ სიტუაციაში. - გასაგებია - მეტი არაფერი უთქვამს. - მაგრამ ისიც მითხრა შერიგება მინდაო, მომენატრაო - დააკვირდა დადეშქელიანის რეაქციას. - რას აპირებ? - კალა რას უნდა ვაპირებდე?! გოგო თვითონ დამშრდა - ახლაღა შეხედა ტელეფონის ეკრანს. - შერიგება უნდა შიო - გაუმეორა ისევ ორი წუთის წინ ნათქვამი. - მშვენივრად იცი ჩემი ხასიათი და ისიც რომ არ ევხვდები ქალს, რომელიც თავის თავშიც არაა გარკვეული, რა უნდა ცხოვრებაში თავადაც რომ არ იცის - უთხრა მკაცრად და თანაგუნდელს დაუძახა რაღაც. - შენი გადასაწყვეტია ძმაო, მაგრამ მე ის გოგოც მეცოდება, შენი ხასიათის გაგება არც მარტივია - მართალი იყო გიორგი, შიოს იმდენად რთული და ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, არ იყო მარტივი მისი გაგება და შეგუება. შეუძლია ყველაფერზე გამოთქვას პრეტენზია ან საერთოდ დღეები ისე გავიდეს ხმა არ გაიღოს საერთოდ. კომუნიკაბელურობით საერთოდ არ გამოირჩეოდა და სიმართლე ითქვას არასოდეს სჯეროდა ვინმეს ნათქვამი სიტყვის, ადამიანის ქცევა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ზუსტად ამ ქცევაში უნდა დაენახა ადამიანის დამოკიდებულება მის მიმართ. - ფაქტია ვერ გამიგო და მაგიტომაც დამშორდა. - ისე უთხრა მიახვედრა ამ თემაზე აღარ უნდოდა ლაპარაკი. - კარგი, შენ უკეთ იცი - დანებდა, აღარაფრის მტკიცებას ჰქონდა აზრი, რადგან დადეშქელიანს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება. - წავედი, შევხვდებით დღეს - დაემშიდობა ბიჭი და თვალი ჩაუკრა ცალყბა ღიმილის თანხმებით. მატჩის დღე იყო, რამდენიმე საათი რჩებოდა დაწყებამდე, მალე მოწინააღმდეგე გუნდი მოვიდოდა სავარჯიშოდ და ნახავდა მეგობარს, რომლის წინააღმდეგაც უნდა ეთამაშა დღეს. მატჩის დღე იყო და სხვანაირად უცემდა გული, ქვეყნისთვის არა, მაგრამ საოცნებო კლუბისთვის თამაშობდა და უნდოდა მაქსიმუმი გაეღო, ნაკრების თამაშზეც ვერაფერი გააკეთა და არ უნდოდა აქაც იგივე განმეორებულიყო, მაქსიმუმი უნდა გაეღო და მოეგო ეს თამაში. შეტყობინება მიიღო ტიტე წერდა: - შიო, შენი იმედი გვაქვს დღეს, ვიცი რაც შეგიძლია ყველაფერს გააკეთებ მოსაგებად, თაია უკვე დროს ითვლის თამაშის დაწყებამდე, ერთი სული აქვს ხომ იცი. - გაეცინა, თაიას მართლაც ერთი სული ჰქონდა ხოლმე, როდის დაწყილიყო შიოს თამაში რომ ტელევიზორთან დამჯდარიყო და ბოლო ხმაზე ეყვირა და ეზეიმა გამარჯვება შიოსთან ერთად. - მჯერა ამოუწურავი შესაძლებლობები გაქვს, განუსაზღვრელი ძალა, როცა საქმე საქართველოს ნაკრებს და მერე ლივერპულს ეხება. წარმატებები. - გაეხარდა მონაწერი, ერთიანად გაუახლდა ძალები და იცოდა დღეს აუცილებლად გამარჯვებული გამოვიდოდა სტადიონიდან. *** ლივერპულის თამაში საქართველოს დროით ოცდაორ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე დაიწყებოდა და ფეხბურთის მოყვარულებიც უკვე სამზადისში იყვნენ და ელოდებოდნენ მატჩის დაწყებას. წესით ახლა საწოლში უნდა ყოფილიყო და ტკბილი ძილით სძინებოდა, მაგრამ მაღაზიაში მოუწია ჩასვლა პროდუქტების საყიდლად, აღმოჩნდა რომ შიმშილით შეწუხებულს სახლში აღარაფერი აღმოაჩნდა. მაღაზიაში გაეშურა, უცებ ერთ-ერთი კორპუსის აივანზე გამოვარდა ვიღაც და გაგიჟებით ყვიროდა შიო დადეშქელიანი გოოლ, მიყვარხარ შიო. წამით გაჩერდა, გაახსენდა ბოლო თამაშს თავადაც როგორი დაძაბული უყურებდა და კაცის რეაქციაზე ჩაეცინა. - შიო დადეშქელიანო ვინ ხარ ასეთი მთელი ქვეყანა რომ ფეხქვეშ გაგეგო? - თავისთვის ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ ჩატეხა ტუჩის კუთხე - არასოდეს გახდე იმედგაცრუება ამ ხალხისთვის.. - ახლა რომ შიოს ეს სიტყვები გაეგონა, მასზე უფრო კმაყოფილი ადამიანი რთული მოსაძებნი იქნებოდა, მაგრამ შიო ახლა გამარჯვების გოლს ზეიმობდა და ამ გამარჯვებას უძღვინდა ადამიანს, რომელზე ფიქრებიც საგრძნობლად შემოეჩვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.