შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მეექვსე თავი)


გუშინ, 18:09
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 333

წამსვლელი ადამიანის ნაბიჯები ყველაზე მწარეაო, ამბობენ, ხოლმე და შიოსაც, როცა დაინახა, როგორ შექცია ზურგი ევამ და გასასვლელისკენ წავიდა გულში, რაღაც ჩაწყდა. პასუხი ნათელი იყო, მატჩზე მივიდა, მაგრამ მისი ნახვის სურვილი არ ჰქონდა, ევას გადაწყვეტილება იყო, როგორც უნდოდა ისე მოიქცეოდა, მაგრამ დადეშქელიანმა, რომ დაინახა გულში იმედი და თვალებში სხივი გაუკრთა, ახლა კი სულ ერთი იყო ყველაფერი, პასუხი ნათქვამი იყო და აღარფრის შეცვლა აღარ შეეძლო, ასეთი ქცევით მიახვერა თითქოს თუ სტადიონზე მოვალ მხოლოდ თამაშის სანახავად მოვალ და შენ არ მაინტერესებო.

დადეშქელიანი თითქოს იმ ადგილას გაიყინა სადაც, რამდენიმე წამის წინ ევა იდგა და მისი გულისცემა ამ მომენტში იმდენად აჩქარდა, თამაშის მოგებისას არ აჩქარებია ასე, ახლა კი, რომ დაინახა ევამ ზურგი ასე მოულოდნელად აქცია თითქოს იმედგაცურება მოაწვა, წამით ბრაზიც გაუკრთა თვალებში და გადევნება იფიქრა, მაგრამ ჰქონდა კი აზრი გადევნებოდა ქალს, რომელსაც მისი ნახვის სურვილი აშკარად არ ჰქონდა? მაგრამ რა იყო ამის მიზეზი?! ევა არ იყო იმ ტიპის ასე უზრდელად მოქცეულიყო. ნეტავ, რატომ მოიქცა ასე?!  რამდენიმე წამი და თავადაც გასახდელისკენ წავიდა ბიჭებთან ერთად. მწვრთნელი მიმართავდა ბიჭებს:

- დღევანდელი მატჩი კარგი იყო, მეორე ტაიმში მეტად მოტივირებულები იყავით და ეს ანგარიშზეც აისახა, მაგრამ წინ კიდევ, რამდენიმე მატჩი გვაქვს და მოგება გვჭირდება, ახალი ძალებით უნდა შევუტიოთ. კონცენტრირდით იმაზე, რაც წინ გველოდება, მე მჯერა თქვენი და თქვენი შესაძლებობების. მეტოქე ძლიერია, თქვენც იცით, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ვიცი, თუ მთელ შრომას ამაში ჩავდებთ ყველაფერს შევძლებთ. ამაყი ვარ თქვენით, წინ ბიჭებო, გამარჯვებისკენ! - მწვრთნელის სიტყვებს დიდი აპლოდისმენტები და შეძახილები მოჰყვა ბიჭებისგან.

რამდენიმე წუთის წინ:

- თათა წადი და დაგეწევი - უთხრა დევდარიანს, რომელიც ხალხს შერეოდა და გასასვლელისკენ ცდილობდა გზის გაკვლევას. შეიძლება არ უნდოდა შიოს ნახვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათი ფოტო სოც. ქსელში გავრცელდა, მაგრამ უზრდელი არ იყო, თან დადეშქელიანმა აშკარად დაინახა გოლის გატანისას, ამიტომ უნდა მისულიყო და ენახა,

- გისმენთ

- ....

- კი მე ვარ. რა ხდება?

- ...

- გასაგებია და რა პრობლემა აღმოჩნდა?

- ...

- ისევ ეს? კარგი, რაც შეიძლება მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას. მადლობა, რომ შემატყობინეთ. - ზარი გათიშა, თავი მაღლა აწია და დაინახა დადეშქელიანი, ისე იდგა თითქოს მას ეძებდა თვალებით და ბოლოს, როცა დაინახა ევამ ზურგი აქცია და წავიდა, ახლა ამის დრო არ იყო. ახლა აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა ემოქმედა. ვირუსი, რომელიც არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა უნივერსტიტეტის ქსელში აუცილებლად უნდა მოეშორებინათ, ვიდრე დიდ მასშტაბებზე გავიდოდა.

თითქმის ერთი საათი დასჭირდა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად,  გვიანი იყო უკვე თითქმის თერთმეტი საათი და მაინც არ მოუსმინა არავის, მათ შორის არც თათას, რომ ხვალ მოეგვარებინა. იცოდა ვირუსთან ბრძოლა, არ იქნებოდა მარტივი, თან იმ ვირუსთან, რომელიც რამდენიმე წლის წინაც აღმოჩნდა ქსელში. თავის თავს დაუწყო ფიქრებში ლაპარაკი: ევა, თუკი ოდესმე, რამე გისწავლია და გაგიკეთებია ახლა უნდა გაიხსენო ყველაფერი და ეს საშინელება აქედან მოაშორო.

- იმდენი ხანი გირეკადით, უკვე აღარ მქონდა იმედი, რომ მიპასუხებდი - უთხრა კოლეგამ, რომელთან ერთადაც უნდა დაეჭირა ეს ვირუსი. იმდენად მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს, ყველა დეტალს აკვირდებოდა და ამოწმებდა, ნებისმიერ სიტუაციაში, ხომ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და გაწონასწორებული იყო, მაგრამ როცა საქმე რამე პრობლემას ეხებოდა ასმაგად მშვიდი და დაკვირვებული იყო. 

- ბოდიში ალექს, ტელეფონი უხმო რეჟიმზე მქონდა და არ მესმოდა. - საბედნიეროდ ალექსს, რომ დაურეკეს კომპიტერებს რაღაც სჭირსო, დროულად მიხვდა, რაც ხდებოდა და მალევე შეიძლებოდა გამოსწორება ყველაფრის. ვირუსის საპოვნელად და მის აღმოსაფხვრელად მეორე დღესაც მუშაობდნენ და საბოლოოდ დღის ბოლოს შეძლეს ყველაფრის მოგვარება და შვებით ამოისუნთქა.

- როგორც იქნა - ღრმად ამოიხრა ბიჭმა და წელში გასწორდა წესიერად, არც კი სძინებიათ და ყველაფერი სტკიოდათ უკვე დაძაბულობისგან.

- სახლში, როგორც კი მივალ დავიძინებ სხვა არაფერი აღარ მინდა - თქვა ბერიძემ და ფეხზე წამოდგა.

ლამის საჭესთან ეძინებოდა ისე დაიღალა და ამას მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რაც ყველაფერი მოგვარდა და ამოისუნთქა. თურმე, როგორი დაძაბული ყოფილა და ვერც კი გრძნობდა, ისე იყო საქმეზე გადართული.

- ღმერთო ახლა თუ ისევ უნივერსიტეტიდან რეკავენ გავგიჟდები - ტელეფონის ეკრანს დახედა, ამ ჯერად სამინისტროს ზარი იყო. ყელი ჩაიწმინდა და უპასუხა.

- გისმენთ.

- გამარჯობა ქალბატონო ევა - ცუდად ენიშნა ოფიციალური ტონი.

- გამარჯობა

- სათხოვარი გვაქვს თქვენთან...

- დიახ, გისმენთ.

- ხვალ დილით დრო ხომ არ გექნებოდათ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტექნიკურ ჯგუფს უხელმძღვანელოთ?

- ხვალ? კვირა... - ყოყმანი ეტყობოდა ხმაში.

- დაკავებული ხართ?

- დაკავებული არ ვარ, უბრალოდ პირადი საქმეებისთვის მინდოდა მიმეხედა.

- იქნებ შეძლოთ, თქვენზე უკეთესი... - რომ მიხვდა ქებაზე გადადიოდა სასწრაფოდ გააწყვეტინა ლაპარაკი.

- ქების სიტყვების გარეშე ძალიან გთხოვთ - ჩაეცინა, მიხვდა უარიც რომ ეთქვა ვერაფერს გააწყობდა, ამიტომაც დათანხმდა - კარგი, მოვალ. რომელ საათზე მოვიდე?

- ძალიან კარგი, ათი საათიდან შეგიძლიათ მოხვიდეთ. ხვალ საღამოს მატჩია და გვინდა შევამოწმოთ, ტექნიკურად და პროგრამულად, რამდენად გამართულია ყველა მონიტორი თუ კომენტატორებისთის განკუთვნილი მოწყობილობები. ვიცი, თქვენ საუკეთესოდ უხელმძღვანელებთ ამ საქმეს. - მადლიერება გამოსჭვიოდა კაცის ხმიდან.

- როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყველა დაწესებულებას ჰყავს თავისი სპეციალისტი ამ დარგში... - შეფარვით განაგრძო საუბარი ევამ.

- დიახ, ასეა, მაგრამ სამწუხაროდ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, რაღაც შეემთხვა და ამის გამო ვერ ახერხებს მუშაობას ხვალ, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, რომ არ იყოს არ გთხოვდით.

- კარგით, მოვალ ათ საათზე. - ზარი გათიშა და უსიამოვნება დაეტყო სახეზე.

სახლში შესვლისას, როგორც წესი ფეხსაცმელები გაიხადა, გაწმინდა და თავის ადგილას დადო, პატარა ჩანთასთან ერთად, ჩუსტებში გაუყარა ფეხები და სააბაზაოში გავიდა ხელების და სახის დასაბანად, შემდეგ კი საწოლში შეწვა და ისე დაეძინა სიზმარიც არ უნახავს. 

ჯინსის ლურჯი ფართო ტოტიანი შარვალი ჩაიცვა და შავი მაისური. მანქანის გასაღები აიღო და სწრაფად გავიდა სახლიდან.

- გამარჯობა - მიესალმა ტექნიკური ჯგუფის წევრებს, ვისთან ერთადაც უნდა ემუშავა დღეს. - მე დაგეხმარებით დღეს, ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში - განაგრძო ღიმილით. გაცნობის შემდეგ საქმიანობას შეუდგნენ, როგორც ყოველთვის ახლაც სრულად იყო საქმეში  ჩართული, მითითებებს აძლევდა ჯგუფის წევრებს და თავადაც არერთ საქმეს აკეთებდა, ცდილობდა ყველაფერი დეტალურად შეემოწმებინა და არაფერი გამორჩენოდა, უთხრეს მნიშვნელოვანი მატჩია და გვინდა მაქსიმალრად აღმოვფხვრათ ყველა პრობლემა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მატჩის შეუფერხებლად ჩატარებასო და ამ სიტყვების მოსმენამდე ხომ მთელი სერიოზულობით უდგებოდა საქმეს და ამის შემდეგ ათმაგად დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო.

- ევა? - გაიგონა ნაცნობი ხმა, რომელსაც აქ არ ელოდა და ეგონა მოეჩვენა. დახრილი იყო, კაბელებთან და რაღაცებს ამოწმებდა, კაბელებს აწესრიგებდა. შავი მოკლე კულულები არეოდა და მაინც ისეთი ლამაზი იყო ამ ფორმაში, ერთი შეხედვით, კაცის შესასრულებელ საქმეს, რომ აკეთებდა, დიახ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები ვინც ამბობს, რომ კომპიუტერული მეცნიერება ქალის საქმე არ არის. - ევა - გაუმეორა სახელი ფიქრებში გართულს და თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრა მის სახელს, რომ იძახდა ვიღაც და რომ წამოდგა და შიო დაინახა, ისე დაიბნა უცებ, ვერ გაიგო რა ეთქვა. ჯერ აქ რა უნდოდა? მატჩი ხომ ხუთ საათზეა...

- აქ არ გელოდი - უთხრა მორიდებულად. - თან ჯერ ტექნიკური სამუშაოები არ დამთავრებულა...

- ვარჯიშს ვიწყებთ, გვითხრეს უკვე ამთავრებენო, არ ვიცოდი შენ თუ ხელმძღვანელობდი ჯგუფს. - უხერხული იყო საუბარი, ორივე მხარე ცდილობდა არ დატყობოდა მღელვარება, მოულოდნელი შეხვედრის გამო.

- ჰო, ასე გამოვიდა, ჯგუფს ვეხმარები - კაბელებს დახედა.

- დრო თუ გაქვს საუბარი მინდა - უთხრა მცირე პაუზის შემდეგ და თამზე გადაისვა ხელი. სავარჯიშოდ იყო მზად, ბუცებიც უკვე ჩაეცვა და ფორმაც. ქალმა ისევ გადახედა კაბელებს, მერე საათი შეამოწმა, თხუთმეტ წუთის დრო ჰქონდა.

- კი, ცოტა დრო მაქვს, რა ხდება? - ჟგუტები იქვე კაბელებთან დადო და სახეში შეხედა.

- წამო, ყავა დავლიოთ - იცოდა დილიდან, რომ მშიერი იყო და ამიტომ შესთავაზა.

- არა, მაგდენი დრო არ მაქვს შიო, აქ ვისაუბროთ - უთხრა გადაჭრით და სკამზე ჩამოჯდა. რამდენიმე წამი უყურა და მერე მის გვერდით დაიკავა ადგილი დადეშექლიანმაც.

- შენი ინტერვიუ ვნახე - ჩაეცინა - არ მეგონა მაგ დონეზე თუ გაიტერესებდა ხალხის აზრი - მოედანს გახედა, წარბშეკრულმა.

- ხალხის აზრის ინტერესი რა შუაშია?! - წარბები შეკრა ბერიძემაც - უბრალოდ რაც სიმართლე არ არის, არ მინდა იმაზე ლაპარაკობდეს ვინმე.

- გასაგებია. - მოკლე წვერზე ჩამოისვა ხელი, ნერვიულობდა თუ უხერხულობის განცდა ჰქონდა ვერ გაიგო ევამ. დადეშქელიანი ფიქრობდა, როგორ შეეცვალა თემა და უცებ გაახსენდა. - წინა თამაშზე... - თუმცა სათქმელი აღარ გააგრძელებინა ბერიძემ.

- ჰო, წინა თამაშზე რაღაც... - წამიერად მთელი ტანით შებრუნდა ბიჭისკენ და ახსნა დაიწყო.

- დამამთავრებინე ევა - სახეში შეხედა. ახლაღა დააკვირდა, როგორი სიმპატიური ყოფილა ეს ბიჭი, შავ ფერში გარდამავალი თვალები, ხშირი წამწამები, მოკლედ შეკრეჭილი წვერი, თხელი წითელი ტუჩები და სწორი ცხვირი. ნამდვილად კარგი შესახედაობის იყო, შიო დადეშქელიანი. - წინა თამაშზე, როცა აქ იყავი სამი დღის წინ, რატომ არ მნახე? - სერიოზულ ტონს ინარჩუნებდა, მაგრამ ეტყობოდა მღელვარებამ, როგორ შეუტია, თითები აათამაშა სკამზე და ევამ თვალი, რომ გაუსწორა იფიქრა, მგონი აღარც კი სუნთქავსო სვანი, ისე იყო პასუხის მოლოდინში გარინდული, მაგრამ ბერიძის ქალი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. -  უბრალოდ გულწრფელად მაინტერესებს, რამე სერიოზული მიზეზი გქონდა, თუ უბრალოდ არ გინდოდა ჩემი ნახვა? - ისეთი თვალებით უყურებდა და აშკარად იმდენად ღელავდა პასუხის მოლოდინში ვერც იფიქრებდით, რომ გულწრფელი ინტერესის გარდა სხვა რამე მიზანი ჰქონდა.

- ჰო, რაღაც მოხდა და დამთავრდა, თუ არა წასვლა მომიწია - მის გულწრფელ შეკითხვას გულწრფელი პასუხი გასცა. - უნივერსტიტეში მომიწია წასვლა - დაინახა, როგორ გახსნა აქამდე შეკრული წარბები და სიმშვიდე გადაეფინა სახეზე.

- მე კი მეგონა ჩემი სიტყვების გამო არ მნახე - გაახსენა სვანეთში ნათქვამი თავისი სიტყვები, თუ ჩემი გაცნობა გინდა პლეი-ოფის თამაშზე მოდიო, წარბები მაღლა აზიდა და ტუჩები მოკუმა, პასუხის მოლოდინში კი ევას სახეს დააკვირდა.

- ბავშვების ნათქვამის არ მეშინია - დასცინა ქალმა, რასაც დადეშქელიანი საერთოდ არ ელოდა და ჯერ გაკვირვება გამოესახა სახეზე, მერე კი სიცილი აუტყდა. უხერხულობა ისე სწრაფად გაქრა მათ შორის თითქოს, არც ყოფილა.

- ესეიგი მე ვარ ბავშვი? კარგად გამაცინე - გაეცინა ევასაც. რამდენიმე წუთი კიდევ გაგრძელდა მათი საუბარი, მერე კი ფეხზე წამოდგა ბერიძე და საქმეს დავუბრუნდებიო უთხრა.  

- მატჩს დაესწრები? - უკმაყოფილება გამოესახა სახეზე, თითქოს არ უნდოდა ჯერ საუბრის დამთავრება, მაგრამ მაინც, წამოდგა ფეხზე და თვალებში შეხედა ერთი თავით დაბალ ქალს.

- არ ვიცი, შენ გინდა, რომ დავესწრო? - წარბი აწია და ჩაიცინა, მერე კი შებრუნდა და წავიდა.

- სიტყვებით ნუ მეთამაშები - დაუძახა სიცილით და მიმავალს ღიმილით გააყოლა თვალი. თავი გადააქნია და სავარჯიშოდ გაეშურა.

ერთ საათში ყველაფერი მზად იყო და მატჩიც მალე დაიწყებოდა, თათამ ლამის იყო ტელეფონი აუფეთქა, თამაშზე წამოდი ბილეთები მაქვსო, ნერვებმა უმტყუვნა და უთხრა, აღარ დამირეკო ვმუშაობ, სტადიონზე ვარო და გაუთიშა. დარეკვით აღარ დაურეკია, მაგრამ მალევე მის გვერდით გაჩნდა და მიუხედავად იმისა ბერიძე მთელი დღის დაღლილი იყო და აღარაფრის თავი ჰქონდა მატჩზე მაინც დატოვა, უკვე აქ ხარ და რატომ უნდა წახვიდეო.

- თამაშის წესებში ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე - დაიწუწუნა უფრო თავისთვის, იცოდა თათასთან არ გაჭრიდა ეს ხერხი.

- წამო, აგიხსი თამაშის დროს კიდევ ერთხელ. - ხელი ჩაკიდა და თავისი ადგილისკენ წაიყვანა.

- სულ ეგრე ამბობ, მაგრამ რომ დაიწყება თამაში ვიღას ახსოვს ევა - თავი გააქნია ბერიძემ უკამყოფილოდ.

- მითხარი, რა ვერ გაიგე ევ, რომელი წესი? - ჩაეცინა თათას.

- როდის არის თამაშგარე, ჯარიმა რა შემთხვევაში ინიშნება ან ის რაღაც მეკარის წინ მარტო, რომ დგას ფეხბურთელი ბუთით?

- საერთოდ, რომელიმე წესი იცი ამ თამაშის?

- კი, აუტი - გაეცინა ბერიძეს და შავი კულულების დალაგებას მოჰყვა. მის სიტყვებზე ისევ გაეცინა დევდარიანს.

- თამაშგარე ანუ ოფსაიდის წესის თანახმად მოთამაშეს არ შეუძლია ბურთის მიღება როცა მოწინააღმდეგის კართან უფრო ახლოსაა ვიდრე ბურთი და მოწინააღმდეგე გუნდის მცველი. ჯარიმებს რაც შეეხება, შეიძლება თამაში შეჩერდეს სხვადასხვა დარღვევის გამო, მაგალითად, როცა უხეშად ან ხელით ითამაშებენ, გარდა მეკარისა ოღონდ ესეც მხოლოდ მის საჯარიმოში - მოედანზე ხელით აჩვენებდა, რა მონაკვეთზე თამაშს გულისხმობდა და თვალები ისე უბრწყინავდა სიხარულისგან, არც შეეძლო დამალვა.

მატჩი დაიწყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მინდორზე გამოვიდნენ, იმდენად ამაყად და თავ აწეული გამოვიდა მოედანზე ყველა შიშს უქრობდა გულშემატკივარს და არა მარტო მათ, თანაგუნდელები, რომ უყურებდნენ მათაც მოტივაციით ავსებდა, შიო დადეშქელიანი.

- მეტად რთული თამაშია, ლევან დამეთანხმები, საქართველოს ძალიან უჭირს წინააღმდეგობის გაწევა ოცდამეათე წუთი იწურება და მხოლოდ ერთხელ შევძელით შეტევის წამოწყება - თქვა კომენტატორმა.

- კი, ნამდვილად რთული თამაშია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებს დღეს ერთ-ერთი მნიშნველოვანი ფიგურა არ ჰყავს, რაც ნამდვილად დაეტყოთ თამაშზე ბიჭებს.

- ჰო, კალანდაძე არ გვყავს დღევანდელ მატჩში, წინა თამაშში ყვითელი ბარათი აიღო და სამწუხაროდ ამ თამაშის გამოტოვება მოუწია.

- აბა შიო, მიდი ეს შანსი უნდა გამოიყენო - ენთუზიაზმი ჩანდა კომენტატორის ხმაში.

- ქომაგების სიმღერა და შეძახილები არ წყდება თამაშის პარალელურად, რაც დარწმუნებული ვარ ძალიან ამხნევებთ ბიჭებს. - ასეც იყო, სიმღერის ხმა, რომ ესმოდათ და შეძახილები ასმაგად ცდილობდნენ, რაც შეეძლოთ და არ შეეძლოთ ყველაფერი გაეკეთებინათ, გამარჯვებისთვის და გულშემატკივრის გახარებისთვის.

- მოწინააღმდეგე უკვე ჩვენს საჯარიმოშია, შიო და კვერნაძე ცდილობენ გოლი არ გაატანინონ მაგრამ სამწუხაროდ პირველი ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით.

პირველი ნახევარი ისე დამთავრდა თითქოს უკვე თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, წაგება გარდაუვალი აღმოჩნდა და ამის გააზრება ხასიათს უფუჭებდა ყველას ვინც, სტადიონზე იყო ან ეკრანებიდან ადევნებდა თამაშს თვალს. მეორე ტაიმი პირველზე რთული იყო, ორი გოლი გაიტანეს საქართველოს კარში და საბოლოოდ საქართველომ სამით ნული ანგარიშით წააგო. მატჩი დამთავრდა თუ არა გაისმა სიმღერა, რომელიც არასოდეს დაავიწყებდა არც ერთ იქ მყოფ დამსწრეს, გინდ ქართველს და გინდ ესპანელს. ქომაგების ტრიბუნებთან შეიკრიბნენ ნელ-ნელა ფეხბურთელები და რომ დაინახა ეს თათამ ევას სასწრაფოდ უბიძგა სტადიონის იმ მხარეს და ქომაგებთან ერთად დაიწყო.

„მე მახსოვს მოგება,

მე მახსოვს წაგება,

მახსოვს შენი ქება

და შენი ძაგება,

შენს ყველა მოგებას მე გულში ვინახავ

და როცა აგებ მე მაინც მიყვარხარ"



ასეთი გულშემატკივარი, რომელ კლუბს ან ქვეყნის ნაკრებს ჰყავდა?! არც არავის. ასეთი ფანობა სად გინახავთ სხვაგან?! ვერსად ნახავდით, რადგან აქ ფეხბურთის სხვანაირი სიყვარული იციან.

იმდენად იმედგაცურებულები იყვნენ ბიჭები, იმდენად დარდიანები, არ ვიცი სხვა დროს სადმე თუ მინახავს მსგავსი დარდი, თვალებში ჩაბუდებული. ქომაგები ამხნევებდნენ, არწმუნებდნენ სიყვარულში და იმდენად იყვნენ ამ პროცესში ჩართული ვერავინ მიხვდა, როგორ მოძებნა  თვალებმა ერთმანეთი და ერთმა დარდი მეორემ კი იმედი მისცა და თუნდაც სიტყვა არ დაეძრა, ამ შემოდგომისფერი, მუდამ სევდიანი თვალებიდან ახლა იმედი გამოსჭვიოდა, რომ აუცილებლად ისევ გაიმარჯვებდნენ და ყველა ახალ გამარჯვებას მასთან ერთად იზეიმებდა.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

რა კარგად წერთ, თქვენი გამოჩენა მაბედნიერებს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

როგორც ყოველთვის, შესანიშნავია!❤️❤️❤️

 


№3  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი გვანცა
რა კარგად წერთ, თქვენი გამოჩენა მაბედნიერებს.

მე კი თქვენი ტკბილი კომენტარები მაბედნიერებს❣️❣️❣️

 


№4 სტუმარი მარინა ლორთქიფანიძე

ძალიან კარგად წერთ ჰანა.შესანიშნავია,ბრწყინვალეა. სიამოვნებით წავიკითხე.ლამაზი სიტყვების ოსტატო.საოცრება ხარ,თბილი და მოსიყვარულე.მიზანდასახული.მომწონს შიო და ევა. ❤️❤️❤️❤️❤️????????????????????????????????????

 


№5  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ლილე
როგორც ყოველთვის, შესანიშნავია!❤️❤️❤️

რა სასიამოვნოა…
უღრმესი მადლობა❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ლილე

NiLLoIyA
სტუმარი ლილე
როგორც ყოველთვის, შესანიშნავია!❤️❤️❤️

რა სასიამოვნოა…
უღრმესი მადლობა❤️❤️

<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent