ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მერვე თავი)
„ევა, შენს სიმშვიდესა და თავდაჯერებულობაში ისეთი განსაკუთრებული სილამაზეა, რასაც მხოლოდ შენსავით იშვიათი ადამიანი ატარებს. მომწონს, როცა გხედავ - თითქოს ერთდროულად ისეთი ახლობელი ხარ და თან იმდენად მიუწვდომელი... გიგზავნი ვარდებს და ვიმედოვნებ, რომ შენი დღე ჩვეულებრივზე უფრო ლამაზი იქნება.“ ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული მიიღო საჩუქრად, ბარათიც იდო, სადაც ზემოთ აღნიშნული სიტყვები ეწერა, მაგრამ არანაირი მინიშნება, ვერ გაიგო ვისგან იყო. დილით სახლიდან, რომ გამოდიოდა კართან დახვდა შესაბამისად ისიც არ იცოდა, ვინ მიიტანა. ვარდები სახლში შეიტანა, ლარნაკში ჩააწყო, ბარათი კი იქვე დატოვა. ნეტავ ვისგან უნდა ყოფილიყო? უცნობი თაყვანისმცემლები არასოდეს აწუხებდნენ და ახლა რა მოხდა? უნივერსიტეტს მიაშურა, ვარდებზე ფიქრები სხვა დროისთვის გადადო, ახლა ლექციების დრო იყო და მთლიანად გადაეშვა საქმეში. - გამარჯობაა - მიესალმა სტუდენტებს და თავისი ადგილი დაიკავა - აბა როგორ ხართ? - ღიმილით გადახედა ადიტორიას. - კარგად, თქვენ როგორ ხართ მას? - რამდენიმე სტუდენტის ხმა გაისმა. - გამოცდებისთვის მზადება, როგორ მიდის? - დასწრების სიას მიადევნა თვალი. - კარგად, რაც აქამდე ვისწავლეთ თითქმის ყველაფერი გავიმეორე, არ არის რთული - თქვა ყველაზე ბეჯითმა. - დახმარება ხომ არ გჭირდებათ? თუ რომელიმე საკითხი ბუნდოვანია გავიაროთ კიდევ ერთხელ - თავი აწია და დაინახა ერთმა სტუდენტმა, როგორ ასწია ხელი. - აბა გისმენ, თემო - მთელი ყურადღება მისკენ მიმართა. - ტოპოლოგია ვერ გავიგე კარგად - ეს ერთი წინადადება სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ევას კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით აეხსნა ეს საკითხი, ზოგისთვის არ იყო დასამახსოვრებლად მარტივი ტოპოლოგიის სხვადასხვა ფორმა, უჭირდათ გარჩევა ერთმანეთისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ საკითხის ახსნამ დადებითად იმოქმედა, როგორც სტუდენტზე ისე ლექტორზე და სრულიად გადაავიწყდა ქალს დილით მიღებული წითელი ვარდები. - კითხვები? - გადახედა კიდევ ერთხელ სტუდენტებს და ხმა, რომ აღარავინ გაიღო მიხვდა ყველაფერი გასაგები აღმოჩნდა ახსნილიდან. - მიხარია, თუ ყველაფერი გასაგები იყო. - დაემშვიდობა და სხვა ჯგუფთან წავიდა ლექციაზე. მათთანაც კიდევ ერთხელ გაიარა ის საკითხები, რაც გამოცდებისთვის დასჭირდებოდათ და ასე გაგრძელდა საღამოს შვიდ საათამდე. ხომ დამღლელი იყო ეს პროცესი, თანაც მთელი დღე რომ გრძელდებოდა, მაგრამ ეს დაღლაც სასიამოვნო იყო, უყვარდა სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. სახლში მისულს შესასვლელში წითელი ვარდები შეეგებნენ, ამრეზით გადახედა ვარდებს, არ უყვარდა წითელი ფერი, შესაბამისად ისეთი ადამიანისგან იყო ეს ვარდები ვინც თითქმის არ იცნობდა. როგორც ჩვეოდა ფეხსაცმელები შემოსასვლელში დაწმინდა და დატოვა, ჩუსტებით კი სააბაზანოს მიაშურა ხელებს იბანდა როცა წამიერად რაღაც ფიქრმა გაუელვა გონებაში და გაშეშდა, ნუთუ შეიძლება ასე იყოს? დაჯერება უჭირდა და ვეღარც იმას ხვდებოდა გახარებდა თუ წყენოდა. შესაძლებელი იყო შიო დადეშქელიან გამოეგზავნა ეს ვარდები? არა. არანაირად. შიო არ იყო ასეთი ბიჭი, თანაც იმდენად ახლო ურთიერთობაც არ ჰქონდათ ვარდები ეჩუქებინა, თან ასეთი წარწერით. მაგრამ თუ შიო არა მაშ, ვინ უნდა ყოფილიყო? სხვა ვერც ვერავისზე მიჰქოდა ეჭვი და თუ ეს ვარდები მართლა, შიოსგან იყო მაშინ ახსნა მოუწევდა, მაგრამ მანამდე დაზუსტებით უნდა ცოდნოდა ყველაფერი. სისულელე იქნებოდა შიოსთვის დაერეკა და ეთქვა ეს რა ყვავილები გამომიგზავნეო, იქნებ და არც იყო მისგან, მაგრამ თუ ის არ, მაშინ სხვა ვინ? ვერაფრით მივიდა სწორ პასუხამდე და თავი, რომ ატკივდა ფიქრისგან დასაძინებლად წავიდა. *** სამ დღეში ისევ თამაში ჰქონდა, ძალები უნდა აღედგინა და რაც შეეძლო მაქსიმალურად დახარჯულიყო ვარჯიშზე. ვერ ვიტყვით შიოზე რომ ამბიციური არ იყო, პირიქით ზედმეტად ამბიცური იყო და სწორედ ეს აძლევდა ძალას კვალავაც გაეგრძელებინა ფეხბურთის თამაში და ყველა მატჩში საუკეთესო ყოფილიყო, ეს დახმარა ბავშვობაშიც, რომ მამამისის ახირებებს არ დათანხმებოდა და საკუთარი აზრი და სურვილი გაეტანა მისი ბრაზისა და დამცირების მიუხედავად. არ იყო ადვილი ფეხბურთელისთვის იმ წნეხში ცხოვრება რასაც ოჯახში ხვდებოდა, მამისგან. ამიტომ იყო ფსიქოლოგები, რომ დასჭირდა წლების მანძილზე. ჯერ კიდევ საქართველოში, თბილისის დინამოში ყოფნისას ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარა საკუთარი თავის რწმენა ჰქონოდა, სწორედ მაშინ ისწავლა, როგორ გასულიყო მოედანზე ისე თითქოს უკვე ჩემპიონია და მთავარი ჯილდო მოეგოს. სანაკრებო შეკრებიდან ორ კვირაზე მეტი გასულიყო რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე საქართველოში მოუწევდა დაბრუნება, ორი მატჩის სათამაშოდ, სადაც რაც არ უნდა ყოფილიყო ყველაფერს გააკეთებდა და მოიგებდა თამაშს. საკლუბო თამაშებს ხომ სიამოვნებით თამაშობდა, ან როგორ ვერ უნდა ითამაშო სიამოვნებით როცა ლივერპულის ფეხბურთელი ხარ და თან ასე გამორჩეულად პატივს გცემენ და გულშემატკივარს უყვარხარ, მაგრამ საკლუბო თამაშები სხვა იყო, ნაკრების თამაშის დროს განცდილ სიხარულს და სიამოვნებას ვერაფრით შეედრებოდა, როცა ხედავ როგორ გამხნევებს გულშემატკიარი, როგორ მღერის მთელი გულით და საკუთარი გატანილი გოლივით უხარია შენი გატანილი გოლი, როგორ უნდა შეძლო სიამოვნების გარეშე თამაში, როგორ უნდა შეძლო და მთელი გულით და სულით არ ითამაშო, ასეთი ქომაგები რომ გყავს. როცა შენი ქვეყნისთვის თამაშობ ეს საერთოდ ცალკე სიხარულია და წაგებასაც და მოგებასაც სხვანაირად აღიქვამ. ნეტავ თამაშის სანახავად თუ წავიდოდა? ნეტავ თუ შეძლებდა მის ნახვას? ექნებოდა საერთოდ სურვილი შიო დადეშქელიანი ენახა? არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი სვანს, მაგრამ სურვილი ერთი და ნათელი იყო, უნდოდა ევა მიხეილ მესხის სტადიონზე ენახა და მასთან ერთად ეზეიმა გამარვება. *** თითქმის ორი კვირა რაც წითელი ვარდები მიიღო და მასთან ერთად ბარათი და ერთი კვირაა ვერაფრით იშორებს ამ ფიქრს თავიდან, მაგრამ თან დაჯერებაც არ უნდა. - ევა დიდი ქალი ხარ, სისულეებზე ნუ ფიქრობ, ვარდებს ინგლისიდან ვერ გამოგიგზავნიდა, თანაც იმის მერე რაც გითხრა. - თავის თავს ელაპარაკებოდა, თან ემზადებოდა სახლიდან გასასვლელად, გაბრიელმა დაურეკა ქეთას სანახავად მივდივარ და მინდა გაგაცნო თუ დრო გაქვს მოდიო, ადგილმდებარეობას ტელეფონზე გაუგზავნიდა. - ესეც ასეა, მზად ვარ - სარკეში შეათვალიერა საკუთარი ანარეკლი და კმაყოფილი ღიმილით დატოვა სახლი. - ღმერთო ისევ? - კიდევ ერთი წითელი ვარდების თაიგული დახვდა კართან - თანაც ისევ წითელი ვარდები, აშკარად არ მიცნობს ეს ადამიანი - თავი გადააქნია და იმის ნაცვლად სახლში დაეტოვებინა, გზად გაიყოლა. „ევა, შენ ხარ ჩემი შთაგონება. ანათე.“ გაეცინა, დაინტერესდა ვისთვის იყო შთაგონება. ბარათი დაკეცა და ჩანთაში შეინახა. სად წაეღო ახლა ეს ვარდები? გადასაყრელად ენანებოდა, მაგრამ მთელი დღე ხომ არ ივლიდა ამ ყვავილებით. ერთი ლამაზი წყვილი დაინახა, ისეთი სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს, ასე რომ გაიშვიათდა დღეს. გოგონას მიაწოდა ყვავილები და უთხრა საჩუქარიაო. - ბევრი წყვილია ირგვლივ, მაგრამ რატომღაც თქვენ ყველაზე ლამაზები მომეჩვენეთ, ეს ვარდები ჩემაგან - უთხრა ღიმილით. - საჩუქარია. - დიდი მადლობა - გადაეხვია გოგონა. - სად ხარ ევ? - გაბრიელმა დაურეკა, რომ დაიგვიანა მისვლა. - აი, უკვე მოვედი - უთხრა და კაფეს კარი შეაღო. - როგორ ხარ? - გადაეხვია დეიდაშვილს. - ევ, მომენატრე - უთხრა ბავშვურად და გაიღიმა. ქალის შავ, მოკლე კულულებს გაეთამაშა. - მეც მომენატრე. - მაღალ, წითურ გოგონას დააკვირდა, ჭორფლიანი სახე, სავსე წითელი ტუჩები, პაწაწინა ცხვირი და მუქი მწვანე თვალები იმდენად ლამაზი შესახედაობა ჰქონდა გოგონას, ზღაპრიდან გადმომხტარ კეთილ ფერიას ჰგავდა. - ქეთა, გაიცანი ჩემი დეიდაშვილი ევა - ერთმანეთი გააცნო და ამის შემდეგ თავ-თავის ადგილას დასხდნენ. - მიხარია შენი გაცნობა. - სად ხარ ამდენ ხანს? გელოდებით - ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონზე. - მოდი მოდი. - რამდენიმე წუთში მათ მაგიდასთან ნაცნობი სუნამოს სურნელი იგრძნო ევამ და იფიქრა უკვე იმდენს ვფიქრობ ამ ბიჭზე სუნამოს სუნიც კი მეჩვენებაო და თავის თავზე გაეცინა. - გამარჯობა - გაიგონა ეს ბოხი, ნაცნობი ხმა, რომელიც ასეთი ახლობელი არასოდეს ყოფილა, მაშინაც კი არ იყო ეს ხმა ასეთი როცა გამარჯვებას ზეიმობდა. მის წინ შიო დადეშქელიანი იდგა, ბიჭი რომელიც ერთი თვეა არ უნახავს და ამ ერთ თვეში ისე შეცვლილა, წვერი უფრო მოზრდილი ჰქონდა, თმა მოკლედ შეკრეჭილი, როგორც ყოველთვის და მოეჩვენა ამ ერთ თვეში უფრო გასიმპატიურებულა. უყურებდა და ხვდებოდა, მონატრებოდა ეს ბიჭი. - გამარჯობა - თქვა ჩუმად და სვანის გამოწვდილ მარჯვენას ჯერ დახედა და მერე თავისი ხელი შეაგება. წამიერად დაუარა ტანში ჟრუანტელმა და იგრძნო ცერით როგორ მოეფერა დადეშქელიანი და ქალის რეაქცია როცა დაინახა ტუჩის კუთხე ჩატეხა. არ შეიმჩნია რამდენად არაკომფორტული იყო მისთვის შიოს იქ ყოფნა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან კარგი დრო გაატარა ქეთასთან ერთად, კმაყოფილი იყო მაჭარაშვილის არჩევანით. - კი როგორ არა, სულ მე არ ვცდილობდი შენთან დაახლოებას - უთხრა ღიმილით გაბრიელს - სიმართლე ითქვას ევა, - ბერიძეს გაუსწორა მზერა - მე არც კი ვფიქრობდი ჯერ ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას, მაგრამ ჩემი ფიქრი და გადაწყვეტილება სულ არ აინტერესებდა მაგ შენ დეიდაშვილს - გაიცინა გოგონამ. - გაბრიელი იმდენად ჯიუტია, რასაც იტყვის აუცილებლად უნდა გააკეთოს - გაეცინა თავადაც და ბიჭისკენ გააპარა თვალი. - მგონი ძალიან ადრე იყო ერთმანეთი რომ გაგაცანით - თავი გადაიქნია. - კარგი შენ ჯერ პატარა ხარ, მაგრამ შენ ოცდაათის გახდები სადაცაა და არ გეკადრება შენი ძვირფასი დეიდაშვილის გაჭორვა, აქვე მაინც არ ვიყო - გაეცინა თვითონაც. ყველაზე მეტად მოსწონდა ისეთი ურთიერთობები სადაც გულწრფელობა იყო. ნამდვილი ადამიანები, რეალური და სასიამოვნო ურთერთობები უყვარდა ევას და ხვდებოდა ახლა ზუსტად ასეთი ადამიანების გარემოცვაში იყო. დადეშქელიანი იყო ჩუმად, არაფერი უთქვამს. დანარჩენების ლაპარაკს უსმენდა და ზოგჯერ ტუჩის კუთხეს ჩატეხდა ხოლმე, მაგრამ უყურებდა ევას, მის ყველა მოძრაობას, ყველა სიტყვას, ყველა ემოციას და თითქოს იმახსოვრებდა ამ მომენტებს. უყურებდა და ფიქრობდა ამ წამს რაც ხდებოდა მის გულში, ამ წამს რასაც გრძნობდა არ უგრძვნია არასოდეს, თურმე როგორ მონატრებოდა ეს შემოდგომასავით სევდიანი თვალები, ეს ლამაზი სახე და შავი მოკლე კულულებები და მიხვდა შიო დადეშქელიანს ევა ბერიძე ძალიან მონატრებოდა. - გაბრიელ, ლექცია მეწყება - უთხრა მოწყენილმა და ფეხზე წამოდგა. - წამო, გაგიყვან - ფეხზე წამოდგა და მანქანის გასაღების ძებნა დაიწყო. - ევ, წავედი და საღამოს მოვალ. შიო გამეხარდა შენი ნახვა, მადლობა რომ მოხვედი. აბა შენ იცი ამ თვის თამაშებში უნდა გვასახელოთ, შენი იმედი მაქვს მეგობარო. - თბილად გადაეხვია და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მაგიდასთან კი დარჩნენ ორი, ევა და შიო და მათ შორის გამეფებული უხერხული სიჩუმე, რასაც ასე ვერ იტანდა ბერიძე. - როგორ ხარ? - ბანალური შეკითხვა იყო, მაგრამ სიტუაციის შესაბამისი. - კარგად - წამით გაჩერდა, სახეზე დააკვირდა - შენ? - თემა შეცვალა დადეშქელიანმა. - მაშინ, არასწორად გაიგე... - დაიწყო საუბარი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა საერთოდ რამის მტკიცებას? - არ მინდა მაგაზე საუბარი - გააწყვეტინა ლაპარაკი - საკუთარ თავს ძალიან კარგად ვიცნობ საიმისოდ, რომ ვინმეს ნათქვამი დავიჯერო, თანაც ისეთი ადამიანის, რომელიც არც კი მიცნობს - მხრები აიჩეჩა და ჩანთა აიღო ხელში, წასვლას აპირებდა. - რატომ არ მაძლევ უფლებას გაგიცნო? - გულწრფელად უნდოდა ამის ცოდნა, მაგრამ თან ისე ანერვიულდა პასუხის მოლოდინში ხელის გულები გაუოფლიანდა. ისევ ამ თემასთან დაბრუნებას, როგორ ახერხებდნენ? - და რად გინდა ჩემი გაცნობა? არაფერს გარგებს შიო - კიდევ ერთხელ გაუმეორა თავისივე სიტყვები. - ძალიან გთხოვ, ნუ გადამიწყვიტავ რა მარგებს და რა არა. ეგ მე ვიცი - კიტხვის პირველ ნაწილს თავი ოსტატურად აარიდა და ევასთან ერთად ფეხზე წამოდგა თავადაც. - არ გცოდნია კარგად - ჩაეცინა თავის ქნევით. - დამიჯერე მოვა დრო და ინანებ. მეტი არაფერი უთქვამს, ისევ თავ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ და საუბარი გააგრძელეს. რა სხვანაირი იყო შიო, როგორი ბავშვური და ეს ბავშვურობაც როგორ უხდებოდა და მერე ევას გულის ცემას როგორ აჩქარებდა. სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა მის ყველა გაღიმებაზე, ყველა გამოხედვაზე და გული ლამის იყო საგულედან ამომხტარიყო ემოციებისგან. შიო კი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული სახით, ისე საუბრობდა თითქოს სუნთქვა არ ჰქონოდა შეწყვეტილი, ისე გრძნობდა თავს თითქოს ფილტვებზე და გულზე მაგრად მოუჭირეს ხელი და უჰაერობისგან ეგონა მალე გონებას დაკარგავდა. - წავალ უკვე - თქვა ევამ და ფეხზე წამოდგა, მაგრამ შიოს სიტყვების გაგებისას თავის ადგილას დაბრუნდა. - იცი, ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი შენს გარშემო უფრო ნათელი ხდება - დაიწყო ჩუმი ხმით, თითქოს სიტყვებს არჩევდა რა ეთქვა - თითქოს... - გაჩუმდა - შენთან ყოფნა ჩემთვის ჰაერივით აუცილებელია. - ჰაერი აუცილებლია, მაგრამ ხანდახან ისიც იმდენად მძიმეა. ხომ იცი, ზუსტად ის ძალა, რაც სიცოცხლეს გვაძლევს, შეიძლება წაგვართვას, დაგვახრჩოს. - აშკარად, ჯერ კიდევ შიოს სიტყვებზე ფიქრობდა და ვერაფრით ხსნიდა რატომ უთხრა, მაგრამ ის კი ნამდვილად იცოდა, როცა უსმენდა გულმა რამდენიმე ფეთქვა გამოტოვა. - შენ გახრჩობს ევა? - თვალებში შეხედა. - არ ვიცი - ერთ ხანს ფიქრობდა ქალი რა ეთქვა, რა უცნაური დიალოგი ჰქონდათ - უფრო მეტად მეშნია, რომ... ჰაერი რთ დღეს გაქრება. - თავი დახარა - ადამიანები ხშირად მიდიან, შიო. ამას მე ვერ შევებრძოლები და თუ შევებრძოლები ვერ გავუმკლავებდი - მხრები აიჩეჩა იმედგაცურებულმა. რა უცებ გაანდო თავისი შიში. - მე არსად მივდივარ, ევა. - აკვირდებოდა ქალის მიმიკებს. - ყველა ასე ამბობს... სანამ წავლიან - სვდიანად გაიღიმა და მზერა აარიდ. ეტყოდა როგორ ძაბავდა ეს საუბარი, მაგრამ წასვლაც არ შეეძლო. - და მაინც, რატომღაც მგონია, რომ შენში რაღაც განსაკუთრებული ვიპოვე. - გააგრძელა ის რაც დასაწყისში თქვა და კიდევ უფრო ააფორიაქა ქალის გული, დააბნია. ლამის გული გაჩერებოდა ისე იყო, მაგრამ შიო გაჩუმებას არ აპირებდა - ისეთი, რაც ადრე არავისთან არ მიგრძვნია. - დაბნული იყო თითქოს, წარბები შეკრა - და ვიცი, ეს გრძნობა არ გამიქრება, რაც უნდა მოხდეს. - მეშინია, შიო - ღრმად ამოიოხრა ქალმა და მზერა გაუსწორა - მეშინია იმ გრძნობების, რაც არ ვიცი, მართლა არსებობს თუ უბრალოდ წარმოსახვის ნაწილია, რომელშიც შეიძლება ვცხოვრობთ ყველანი. - და შენ რა გინდა ევ? რას ეძებ? - წარბებს ქვემოდან ამოხედა თავისი შავი თვალებით და დამეფიცება ამ წამს მართლა გაჩერდა ბერიძის გული. - სიმშვიდეს - ისევ აიჩეჩა მხერები და ოდნავ თავი გააქნია - ვიღაცას, ვინც ჩემი გრძნობების დასაბუთებას არ მომთხოვს და არც... წასვლას მოინდომებს. - იქნებ, სიმშვიდე ყოველთვის გარეთ არ უნდა ეძებო?! იქნებ, ის შენშია?! - შეიძლება - ქუჩას გახედა, ოდნავ ჩაიღიმა - იცი, ჯერ ბოლომდე ჩემი თავიც ვერ მიპოვია და სხვას ვერ მივანდობ იმას, რაც ჩემშია. - არც ვითხოვ - მხრები აიჩეჩა ისე, თითქოს რა არის აქ გასაკვირიო აგრძნობინა. - უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ აქ ვარ და თუ ერთ დღესაც შენს თავში სიმშვიდეს იპოვი, იქნებ ჩემშიც შეძლო რამის პოვნა. - რა უცნაური ხარ, შიო დადეშქელიანო - ღიმილი გაეპარა ქალს და თავი გააქნია. მზერა გაუსწორა და დააკვირდა ახალგაზრდა კაცს. - შეიძლება - გაიცინა და თავი ჩახარა - მაგრამ შენ უფრო უცნაური ხარ, ევა. აი, ამიტომაც... - გაკვირვებული და ღიმილიანი სახით გააწყვეტინა ევამ. - რა? - შიო გაჩუმდა, ფიქრებში წავიდა და მშვიდად უპასუხა. - არაფერი. - თვალი მოავლო გარემოს. ევა აკვირდებოდა, ჩუმად უყურებდა და ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს მხოლოდ ახლა დაინახა მისი შინაგანი პიროვნება, მისი სამყარო. - მადლობა დადეშქელიანო. არ ვიცი სხვა რა უნდა გითხრა, მაგრამ მადლობა... რომ აქ ხარ - გაიღიმა ქალმა და ფეხზე წამოდგა. - ყოველთვის, აქ ვიქნები - თავდახრილმა ჩუმად უპასუხა - მანქანით ხარ თუ წაგიყვანო? - წამოდგა თავადაც და გასაღების ძებნა დაიწყო. - ჩემით წავალ შიო. - მოუჭრა მოკლედ, ისე რომ მის კითხვას პირდაპირ არ უპასუხა. შიოც დაჰყვა მის სურვილს, აღარაფერი უთქვამს. - მაშ, შეხვედრამდე - დაემშვიდობა და პირველი გაატარა კარში. - ნახვამდის - ღიმილი ჰქონდა ქალს სახეზე და შიოსთვის ამ მომენტში არ არსებობდა მასზე ლამაზი ქალი, უყურებდა ევას და თითქოს მის გარდა ვერავის ხედავდა. - მოხვალ თამაშზე? - ისე ჟღერდა ეს კითხვა თითქოს დროს წელავდა დადეშქელიანი. - შენი აზრით? - თავი გვერდზე გადახარა და თავის შავ კულულებს გაეთამაშა. - მე შენი აზრი მაინტერესებს - გაიცინა თვითონაც და პასუხის მოლოდინში მოზრდილ წვერზე ჩამოისვა ხელი. - შენ თუ გინდა, მოვალ - გამომცდელად შეხედა. - შენი აზრით? - გააჯავრა ქალს და ჩაიცინა. ევასაც გაეცინა მის ბავშვურობაზე და დაჰჰირდა მოვალო. ტაქსიში ჯდებოდა უკვე, რომ დაუძახა ბილეთის შეძენაზე არ იწვალო, ჩემი სტუმარი იქნებიო. იჯდა გაბადრული სახით და საკუთარი თავის უკვირდა რამ გაახარა ასე? ბილეთს რომ დაჰპირდა თუ ჩემი სტუმარი იქნებიო, რომ უთხრა, ალბათ ორივემ, მაგრამ ფაქტია გულის ცემა იმდენად ჩქარი იყო დათვლას ვერ ასწრებდა. ფიქრობდა, მაინც რანაირი იყო ეს ბიჭი, როგორ შეეძლო თან თბილი ყოფილიყო, თან სერიოზული, ზოგჯერ იმდენად მკაცრი ჰქონოდა მზერა შიში ეგრძო ევას მისი მოელვარე თვალების დანახვისას. *** სტადიონზე ხმაურმა პიკს მიაღწია, თუმცა შიო დადეშქელიანი მოედანზე დაბნეული ჩანს. აშკარად ეტყობოდა ამ თამაშისთვის მზად არ იყო და ფიქრებში გართულს ისე უცებ გაუჩნდა ბურთი ფეხებთან, აზრზე ვერ მოვიდა და სწორი პასის გაკეთების ნაცვლად, პირდაპირ მეტოქეს დაუგორა. - აი, ეს უკვე მოულოდნელია! შიო დადეშქელიანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა გამჭრიახი გადაწყვეტილებებით, თითქოს დაბნეულია. - გაისმა კომენატატორის ხმა და ტელევიზორებთან მყოფი ხალხი შიშა მოიცვა. ევას კი ისედაც გულაფანცქალებულს კიდევ უფრო დაეტყო ნერვიულობა, როცა დაინახა, როგორ დაუთმო უბრძოლველად ბურთი მეტოქეს. ვიპ ლოჟაში იყო მისთვის ადგილი, როგორც შიოს განსაკუთრებული სტუმრისთვის. - სწორედ ასეა, ლევან. ძალიან იშვიათი სანახაობაა შიოსგან ასეთი შეცდომები. იქნებ დაღლილობაა, იქნებ რაღაც სხვა… თუმცა რაც არ უნდა იყოს შიომ უნდა შეძლოს და გამოასწოროს ეს შეცდომა. შიო კბილებს ძლიერად აჭერს, როდესაც ხედავს გუნდის მეკარეს, როგორ უჭირს ბურთის მოგერიება, მისი წარუმატებელი პასის შემდეგ. გუნდის კაპიტანი, გაბრაზებული, ხელით ანიშნებს შიოს, რომ კონცენტრირდეს. - დადეშქელიანი ცდილობს, მაგრამ მისი დღე აშკარად არ არის. გუნდის კაპიტანიც კი მოუწოდებს კონცენტრირდეს. ეკრანებზეც ვხედავთ, როგორი გაბრაზებულია კაპიტანი თანაგუნდელების თამაშით. - გეთანხმები ნოდარ, ჩვენც და მაყურებელმაც კარგად ვიცით, რა შეუძლია ამ ფეხბურთელს და ამიტომაცაა, რომ გაკვირვებულები ვართ მისი ასეთი თამაშით, საინტერესოა, შეძლებს თუ არა მეორე ტაიმში სიტუაციის გამოსწორებას.“ მაყურებელთა რიგებში, რამდენიმე კამერამ მისი უკმაყოფილო სახე გააშუქა. ისე ჩანდა თითქოს მისი გონება სრულიად სხვაგან იყო. ჩანდა ფსიქოლოგიურად საერთოდ არ იყო მზად ამ თამაშისთვის, არადა ნაკრების თამაშებისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებოდა და ახლა რა ემართებოდა. მოთამაშეები ისევ მოედანზე ბრუნდებიან. კომენტატორები შიოს თამაშის შესაძლო გაუმჯობესებაზე საუბრობენ, თუმცა მეორე ტაიმშიც მას ბურთის დაჭერა უჭირს. მისი მორიგი პასიც ვერ აღწევს ადრესატამდე. - ამ მომენტში ყველა ველოდებით, რომ შიო დადეშქელიანი დაბრუნდება თავის ჩვეულ სტილში და გოლს გაიტანს. - თქვა ნოდარმა. - კი მაგრამ, ნოდარ როცა გუნდის ამომავალი ვარსკვლავი ასე თამაშობს, რას უნდა ელოდო სხვებისგან? - თქვა ლევანმა და დაელოდა მოვლენების განვითარებას. საქართველოს ნაკრები დამარცხდა 2:0 ანგარიშით. აშკარად ჩანდა როგორი იმედგაცრუებული იყო, ნაკრების თითოეული წევრი და თავად ნაკრების გული და სული შიო დადეშქელიანი. მოედნის ცენტრში მინდორზე იწვა და ჩანდა გულგატეხილი და უკმაყოფილო იყო თავისი თამაშით. - დღეს ნამდვილად არ იყო შიო დადეშქელიანის დღე. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი ფორმის დაკარგვაა. ჩვენ შენი გვჯერა შიო და ვიცით აუცილებლად გაგვახარებ მომავალ თამაშებში. - ასე მთავრდება დღევანდელი ნაკრების თამაში საქართველო - შოტლანდია. უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო მატჩი გაიმართება შოტლანდიაში სადაც იმედი გვაქვს დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი გვექნება. თამაში დამთავრდა და ნელ-ნელა სტადიონი დაცლას იწყებდა, მაგრამ ერთი ადამიანი თავის ადგილს არ შორდებოდა და იმდენად ემჩნეოდა ნერვიულობის კვალი, თავადაც რომ ვერ წარმოიდგენდა, ისე აიტანა ნერვიულობამ და იმის განცდამ რომ შიოს ახლა ძალიან უჭირდა. იცოდა გამხნევება სჭირდებოდა და სანამ გადაიფიქრებდა ფეხზე წამოიჭრა და მისკენ გაემართა, არ აპირებდა დაცვა გაშვებას, მაგრამ უთხრა ტექნიკურ საკითხებზე ვარ პასუხისმგებელი და ვალდებული ვარ ყველაფერი შევამოწო თამაშის დასრულების შემდეგო და ასე მივიდა შიო დადეშქელიანამდე, რომელსაც ვინ იცის როგორ გაეხარდა ამ შემოდგომისფერი, სევდიანი თვალების დანახვა და იმ სიმშვიდის შეგრძნება რასაც ევა დაატარებდა თან. არ იცოდა რას ეტყოდა, მაგრამ ის იცოდა უნდა ენახა და რომ დაინახა, მიხვდა როგორ სჭირდებოდა შიოს გვერდით ვინმე ვინც გაამხნევებდა, ხომ ძლიერი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ძალიან უჭირდა მოედნიდან დამარცხებულის რანგში გამოსვლა. რამდენიმე სიტყვა უთხრეს მხოლოდ ერთმანეთს და ევა სახლში წავიდა. „ნეტავ დღეს ჩემი თვალებით დაგენახა საკუთარი თავი, როგორი ლამაზი იყავი“ - უკვე გვიანი იყო დაძინებას აპირებდა შეტყობინება, რომ მიიღო. წარბები მაღლა აზიდა და წაშლას აპირებდა მეორე შეტყობინებაც, რომ მიიღო. „არ დაფრთხე, მე ვარ“ - და უკვე ნათელი გახდა, შეტყობინების ავტორი შიო დადეშქელიანი იყო. ბიჭი, რომელმაც ევას გული და გონება მოიცვა და მის სულში დაიდო ბინა. შიო დადეშქელიანი, რომელიც უკვე ძალიან ძვირფასი გამხდარიყო ქალისთვის. კიდევ ერთხელ დაიწკაპუნა ტელეფონმა „ტკბილი ძილი, ევ“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.