არჩევანი (თავი1)
თავი1 17 სექტემბერი 2024 წელი. _ სერ, მეძახდით?- კაბინეტში, მაღალი შავგვრემანი, გოგონა შემოვიდა, რომელსაც ძალიან ელეგანტურად ეცვა. – კი, მართა, შენთან საქმე მაქვს მოდი დაჯექი.- უთხრა კაცმა. სიმართლე ითქვას ძალიან დაბნეული იყო გოგო, რადგან ვერ გაეგო, რატომ დაიბარა, უფროსმა, როდესაც შეიტყო, რომ დაიბარა მას შემდეგ აფორიაქებულია და თავადაც არ იცის რატომ. მოკრძალებულად ჩანოჯდა სავარძელზე და მოლოდნით გახედა კაცს. _ სერ, ყველაფერი რიგზეა? - კი, კი. უბრალოდ იმის სათქმელად დაგიბარე, რომ ახალი ამბავი გითხრა, მოკლედ ერთ-ერთ ქვეყანაში, შეიტყვეს შენს შესახებ, რომ ძლიერი იურისტი ხარ და მთხოვეს საქართველოში გაგიშვა სამუშაოდ , რადგან მათ ძალიან სჭირდება, შენი დახმარება. გოგონა გაშრა, ამის გაგონებისას წამით ისიც კი, გაიფიქრა ხომ არ მომესმაო. – რა თქვით, სერ სად მიშვებთ?- ეჭვით გახედა. - საქართველოში.- ახლა კი დარწმუნდა, რომ არ მოესმა არაფერი, გულზე მიიდო ხელი, რომელიც მტკივნეულად ჯიჯგნიდა, შიგნიდან. რატომ მაინც და მაინც ახლა, როდესაც ცხოვრება, როგორც იქნა დაალაგა ისევ რატომ უნდა დაბრუნებულიყო, წარსულ ცხოვრებაში. _ სერ, მე არ შემიძლია, ვინმე სხვა გაუშვით ჩემს მაგივრად. – ვწუხვარ, მაგრამ მათ პირადად შენი კადრი უნდათ.- მშვიდად აუხსნა კაცმა. რაღას გააწყობდა, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და წინაღმდეგობასაც აზრი აღარ ჰქონდა. - როდის უნდა ჩავიდე? _ ზეგ იქ უნდა, იყო.- პასუხად თავი დაუქნია და უხმოდ გავიდა კაბინეტიდან თავს ცუდად გრძნობდა, გული ჰქონდა დამძიმებული და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა, ახლა იქ დაბრუნებას სიკვდილი ერჩივნა. ჩანთას დაავლო ხელი და სწრაფად გავიდა შენობიდან. პარკინგიდან მანქანა გამოიყვანა და სახლში წავიდა. მთელი ეს დრო ცდილობდა არ ეტირა მთელი რვა წელი გულს იქვავებდა, თუმცა ამჯერად ნერვებმა უმტყუნეს და მთელი ამდენი წლის დაგროვილმა ცრემლებმა ერთიანად იხეთქა. სახლში მისულს არავინ დაუხვდა. ოთახში შევიდა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა. რატომ დასცინოდა ასე ბედისწერა, ხომ შეიძლებოდა მშვიდად ეცხოვრა,რომში, მაგრამ არა, ისევ უბრუნდებოდა ძველ ცხოვრებას. თვალები დახუჭა და შეეცადა დამშვიდებულიყო. ცოტახანში საწოლიდან წამოდგა და ნელ-ნელა, ნივთების მოგროვება, დაიწყო. ნივთების ჩალაგებაში ისე გავიდა,დრო, რომ მალე ოთახში, ხმაურით შევიდა პატარა, გოგონა. – მოხვედი, დე..- წამოიძახა და პატარა სხეული გულში ჩაიკრა შემგედ კი, მის ფუმფულა ლოყაზე გემრიელად აკოცა. - დე, ასე ადრე რატომ დაბრუნდი..?- კითხა დედამისს. - გიამბობ, მერე აბა მითხარი დღემ როგორ ჩაიარა? _ ჩვეულებრივად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იქ ჩემი კლასელი ბიჭი ნერვებს მიშლის.- აბუტბუტდა. _ არაუშავს, საყვარელო მალე ვეღარ მოგიშლის. – რატომ? _ იცი... ხვალ ჩვენ მივემგზავრებით აქედან. _ სად? - მშობლიურ ქვეყანაში, ნახავ საიდან ხარ წარმოშობით. - მაგრამ მე იქ არ მინდა, რა უნდა ვაკეთო იქ, არავის ვიცნობ. _ არაუშავს ჩემო, ლამაზო გაიჩენ იქაც მეგობრებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ უნდოდა არსად წასვლა, დედას დაუჯერა, რადგან ძალიან უყვარდა თავის ერთადერთი და საყვარელი დედიკო. _ მეც არ მინდა, იქ წასვლა, მაგრამ სხვა გზა, არ მაქვს.- მტკივნეულად ამოთქვა გოგომ. თავს ცუდად გრძნობდა, ძალიან ეშინოდა იქ წასვლა და წარსულთან შეჯახება კვლავ თბილისი პატარაა და აუცილებლად გადაწყდებოდა იმ ადამიანს სადმე ვისაც ამდენი ხანი გაურბოდა. ახლა კი, თავის ფეხით უწევდა იქ ჩასვლა. იმ ამბის შემდეგ რაც გამოიარა, შეიძლება ითქვას, რომ მისი სიცოცხლის აზრი, მისი პატარა პრინცესა იყო, რომლის წყალობითაც თავს შემოუძახა და არაფერი მოუწია თავს ამას კი, მაშინ მიხვდა, როდესაც ძლიერი სტრესისგან მუცლის მოშლის საშიშროება არ დაემუქრა, სწორედ მაშინ მოეგო გონს და შეწყვიტა დეპრესია, ბავშვის გადასარჩენად. და საკმაოდ რთული გზა გამოაირა აქამდე მოსასვლელად. ყველაზე მეტად კი, ის აშინებდა, რომ ის ადამიანი ვისაც ასე ვერ იტანდა და მისი დანახვაც აღარ უნდოდა, შეიტყობდა, ბავშვის შესახებ და ბავშვს წაართმევდა, თუმცა განა შეიძლება ბავშვი დედას დააშორო, თანაც როცა თავად იურისტია და საკმაოდ კარგად იცის კანონოები და უფლებები. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ეშინოდა, ეშინოდა მასთან შეჯახების და ომის დაწყების. ძალიან უჭირდა, ბავშვთან ამ თემაზე საუბარი, რაც გოგონა წამოიზარდა, რამდენჯერმე ჰკითხა, თუ სად იყო მამამისი და რატომ არ იყო მათთან მას კი მორიგი ტყუილის თქმა უწევდა, ბავშვის დასამშვიდებლად. ან საერთოდ ვერ ეუბნებოდა ვერაფერს, ენი, მართალია ჯერ ძალიან პატარა იყო, თუმცა მის ასაკთან საკმაოდ გონიერი, ბავშვია ხვდებოდა, რომ დედას ამაზე საუბარი უჭირდა და აღარ ჩაეძიებოდა, ხოლმე ამ კითხვებით, თუმცა თავის პატარა თავში ათასი კითხვები უჩნდებოდა. შემდეგ დღეს ყველაფერი მოაგვარა და გაემგზავრა მშობლიურ ქვეყანაში, რომელიც ასე აფორიაქებდა, გრძნობდა, რომ იქ ჩასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა და ეს აფორიაქებდა, თუმცა ამასაც გადალახავდა. აეროპორტის სარეგისტრაციოსთან მივიდა თავის ნივთები აიღო და ენისთან ერთად გარეთ გავიდა, გარეთ გასვლის თანავე შეიგრძნო მშობლიური ჰაერი და რაღაცნაირად გააჟრჟოლა, ბოლოს უკანსაკვნელად თბილისში რომ იყო, ჯერ კიდევ პატარა და მეამიტი გოგონა გახლდათ, სულ რაღაც ოცი წლის ახლა კი ისევ მშობლიურ მიწაზეა ოღონდ სხვაობა, ის იყო, რომ ოცი წლის გოგონას ნაცვლად 28 წლის ახალგაზრდა ქალი იდგა, სერიოზული და მტკიცე ხასიათით. ტაქსი, გამოიძახა ბარგი, ბაგაჟში მოათავსეს და სასტუმროში წავიდნენ შემდეგ სასტუმროს ნომერის გასაღები აიღო და თავის ნომერში შევიდა ხანგრძლივი მგზავრობისგან ბავშვი უკვე დაღლილი იყო, ამიტომ ლოგონი გაუშალა და საწოლში ჩააწვინა. - აი, უკვე სამშობლოში ხარ მართა...- მძიმედ ამოთქვა და ამოიოხრა.-ვგრძნობ, რომ აქ ჩამოსვლით ჩემი ცხოვრება აიწეწება და ამის მიზეზი ბავშვის მამა იქნება. ამის შემდეგ თავი მოიწესრიგა და დასაძინებლად დაწვა, წინ გრძელი და დამღლელი დღე, ელოდა ამიტომ კარგად უნდა გამოეძინა. *** 18 სექტემბერი, 2024 წელი. დილით ადრე ადგა და მზადებას შეუდგა ჩანთიდან შავი კლასიკური ქვედაბოლო ამოიღო, თეთრ პერანგთან ერთად და გააუთოვა, შემდეგ ტანსაცმელი, რომ გაიმზადა შხაპი მიიღო და ჩაცმა დაიწყო თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო ჩაიცვა, თმები ზევით აიწია და ლამაზად დაიყენა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, აქსესუარებიდან მხოლოდ მაჯის საათი გაიკეთა. ამ ყველაფრის შემდეგ ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო ფეხზე და უკვე მზად იყო. _ დე.. უკვე მიდი ხარ?...- ახალმა გაღვიძებულმა კითხა. - ხო, ჩემო სიხარულო, შენთან მალე ძიძა, მოვა და ის იქნება შენთან დამპირდი, რომ ჭკვინად მოიქცევი. - მე უკვე დიდი ვარ..- უსაყვედურა დედას. - კარგი, რადგან ასეა. მალე დამხმარე ქალიც მოვიდა და გოგონამ აუხსნა, ყველაფერი და წასასვლელად გაემზადა. - წავედი მე და საღამოს მოვალ.- ლოყაზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სასტუმროდან. მისი მანქანა უკვე ელოდა, პარკინგზე, რადგან წინა დღისით დაიქირავა. ტანში გამართული და ლამაზი მიხვრა მოხვრით მივიდა თავის მანქანასთან კარები გამოაღო საჭესთან დაჯდა, ღვედი გაიკეთა და მოწყდა ადგილს. გზაში, ათასგვარი აზრები უტრიალებდა, ისიც კი არ იცოდა ვის უნდა დახმარებოდა, ამ ფიქრებში გართულს ვერც კი შენიშნა, ისე გადაუჭრა მოულოდნელად გზა, წინ მიმავალმა მანქანამ და ბეწვზე გადაურჩა ავარიას. იმდენად სწრაფად ატარებდა იმ მანქანის მძღოლი. საჭესთან გადაფითრებული და შეშინებული იჯდა და ერთიანად ცახცახებდა, ყველაზე მეტად შვილის გამო, შეეშინდა, რომ გოგონა არ დაობლებულიყო. როდესაც ცოტა გონს მოეგო, გამწარდა და სიბრაზემ გადაურბინა სახეზე, როცა მანქანის მძღოლი დაინახა, გარეთ გამოსული რომელიც მანქანას ამოწმებდა, რამე ხომ არ დაუზიანდაო. გააფთრებული გადავიდა და ჩხუბი დაუწყო. _ თქვენ ნორმალური,თუ ხართ? ვის გაუგია, ამ სიჩქარით მოძრაობა, გზაზე კინაღამ დავიმტვერი და იმის მაგივრად, რომ გაგეგოთ, ხომ არ დავშავდი დგახართ და ამ რკინის გროვას ამოწმებთ?- გამწარებულმა მიახალა ყველაფერი უცნობს. - თუ არ იცით ტარება, რას ატარებთ მანქანას. უცნობი მისკენ მიბრუნდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ როდესაც მის წინ ასეთი მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი იდგა, განა შეძლებდა რაიმეს თქმას. _ სწორედ ახლა ვაპირებდი, თქვენთან მოსვლას, ხომ არ დაშავდით?- უთხრა და გოგონას თვალი ააყოლა მის მაღალ და გამოყვანილ სხეულზე.- მაპატიეთ უბრალოდ ვჩქარობდი და ვერ შეგნიშნეთ. - რა მიზეზიც არ უნდა გქონდეთ, სიფრთხილე გმართებთ, ახლა გაგიმართლათ, მაგრამ სხვა დროს შეიძლება, ვიღაცას დაეჯახოთ.- სრული სერიოზულობით უთხრა თავის სათქმელი, შემდეგ მაჯის საათს დახედა. - ღმერთი რა დრო გასულა თქვენ გამო დამაგვიანდა პირველივე დღეს სამუშაოზე.- შეუღრინა და სწრაფად ჩაჯდა თავის ავტომობილში, შემდეგ კი სწრაფად მოწყდა ადგილიდან. გზაში სულ იმ ინციდენტზე ფიქრობდა და ნერვები ეშლებოდა, იმ უცნობის გამო, სამსახურშიც კი დააგვიანა. _ ესეც პირველი დღე და ახალი უსიამოვნებები.- უკმაყოფილოდ ამოიგნინდა. მითითებულ მისამართზე მოვიდა სადაც უნდა ემუშავა, მანქანიდან გადმოვოდა ხელჩანთა აიღო და შენობაში შევიდა. – გამარჯობა, მე მართა, ნინიძე ვარ, როგორც მითხრეს ჩემი დახმარება გჭირდებოდათ?- სერიოზული სახით იკითხა. – გამარჯობა, კი ჩვენ გამოგიძახეთ, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ, დახმარებას.- უპასუხა კაცმა.- ხო, მართლა მე ომარი ვარ ამ ოფისის დირექტორი ხელი ჩამოართვა, გოგოს. – გასაგებია, მაგრამ განა, რა ხდება ისეთი, რომ აქაურმა იურისტებმა არ აიღეს ეს საქმე?- გაოცებით იკითხა. _ მერწმუნეთ, არა ერთმა ადვოკატმა სცადა ამ საქმის წამოწყება, მაგრამ შემდეგ უკან დაიხიეს. – კი,მაგრამ რატომ? _ იმიტომ, რომ ყველას ეშინიათ. _ ეშინიათ ვისი?!- შეიცხადა. _ იმ ადამიანის ვინც უჩივლა, ჩვენს კლიენტს, საკმაოდ საშიში პიროვნებაა. _ და თუ ასეა, რა დარწმუნებული ხართ, რომ იმ ადამიანს მე მოვერევი?- დაეჭვებით იკითხა. _ თქვენს შესახებ მოვიძიე ინფორმაცია და გავიგე, რომ არა ერთი ურთულესი სასამართლო პროცესი, გაქვთ მოგებული. – კარგი და სად არის ჩემი კლიენტი? მინდა მასაც გავესაუბრო. _ წესით მალე აქ უნდა იყოს უკვე.. – ციხეშია? – არა, წინასწარ დაკავების იზოლატორში იყო და მამაიმსმა გირაოს სახით გამოაშვებინა პირობითათ სასამართლომდე. – აჰა, გასაგებია .. კაბინეტში იჯდა და თავის კლიენტს ელოდებოდა, აინტერესებდა ვინ იყო ის ადამიანი, ვისი დაცვაც ევალებოდა. მალე ოთახში ახალგაზრდა მამამაკაცი შემოვიდა. _ შეიძლება?- გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა. – მოდი. აი თქვენი კლიენტიც მოვიდა, - მიმართა, გოგოს.- გაგაცნობთ ერთმანეთს და შემდეგ შეგიძლიათ გაესაუბროთ. გოგონა, შემობრუნდა და ნაცნობი სხეულის დანახვისას შოკში ჩავარდა ეს, ხომ ის უცნობი იყო გზაზე ნერვები, რომ მოუშალა. – ირაკლი, ეს მართაა, შენი ადვოკატი, ის გაუძღვება შენ საქმეს სასამართლოზე. –კარგი, რა ბატონო ომარ, ისეთმა ძლიერმა იურისტებმა თქვეს უარი, შიშით თან ისინი, მამაკაცები იყვნენ და თქვენი აზრით ეს გოგო, მოერევა იმ ფსიქოპატს? ცუდად არ გამოგოთ, მაგრამ ის ადამიანი საკმაოდ საშიშია. – ეს მერე მოაგვარეთ თქვენში, ახლა მარტოს დაგტოვებთ და გაარკვიეთ ყველაფერი. კაცი, შენობიდან გავიდა და ოთახში მხოლოდ ეს ორნი დარჩნენ, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მათ შორის – აიღებთ ამ საქმეს?- სიჩუმე ირაკლიმ დაარღვია. – ჩემი ნება, რომ იყოს დილინდელის გამო, არ დაგეხმარებოდით,მაგრამ მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ და კიდევ არ მიყვარს საქმის მიტოვება, ასე რომ გისმენთ, მითხარით ვინ გიჩივით და რატომ? – საკმაოდ გრძელი ამბავია. – ჯერ ის მითხარით ვინ არის ის ადამიანი, ვინც გიჩივით? აუცილებელია ვიცოდე, ვინ არის მომჩივანი. _ თორნიკე კვიციანი.- წარმოთქვა მისი სახელი ბიჭმა და გოგო ადგილზე გაშრა, ამის გაგებისას, ,,თორნიკე კვიციანი,,ჰმ,ხომ არ მოესმა? სახე გადაუფითრდა და თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა. - კარგად ხართ?- ხელი აუფრიალა სახისწინ ბიჭმა. _ აჰ, კი. უბრალოდ ჩავფიქრდი, რა სახელი მითხარით? – თორნიკე კვიციანი.- კვლავ გაიმეორა ეს სახელი. ახლა რა უნდა ექნა, ყველაზე მეტად მისი ნახვა არ უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს მასთან შეხვედრა, გარდაუვალი იყო, რადგან მის კლიენტს უჩივის კვიციანი და აუცილებლად იქნებოდა, პროცესზე. ეს ის ადამიანი, იყო რომელმაც წაართვა ოცნებები და სიყვარული და ყველაფერი ნაცარტუტათ უქცია, ადრე ალბათ გაუხარდებოდა კიდეც მისი ნახვა, მაგრამ ახლა, ახლა მხოლოდ ზიზღს გრძნობდა მის მიმართ. - კარგი, მითხარით რატომ გიჩივით ეს ადამიანი?- როგორღაც მოამბა, სათქმელს თავი და კითხვა დაუსვა, ირაკლის. – პირადი დაპირისპირების გამო, გადამემტერა.- მძიმედ ამოიხრა, ბიჭმა და კეფაზე მოუსვა ხელი – პირად დაპირისპირებაში, რას გულისხმობთ? _ საქმე ძალიან სერიოზულად არის და როგორც უკვე ავღნიშნე, ჩახლართულიც. საქმე ის არის, რომ რამდენიმე თვის წინ, თორნიკეს დაა მოკლეს, არ ვიცი, როგორ და რანაირად მოახერხეს, მაგრამ იმ გოგოს სხეული, ჩემ მანქანაში იპოვეს. – მართლაც, რომ ჩახლახრთული ამბავია და თქვენ სად იყავით მაგ დროს? _ საქმე ის არის, რომ მეც იმ მანქანაში ვიყავი, ოღონდ როგორ ამოვყავი იქ თავი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცამ მახე დამიგო. – ვერაფერი გავიგე, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე ისე გამოდის, რომ ვიღაცამ ჯერ ის გოგო მოკლა, შემდეგ თქვენ გაგთიშათ და თქვენს მანქანაში, მისი გვამი ჩადო და როდესაც გონს მოხვედით, იქ უკვე მისი გვამი იყო. – დიახ, ზუსად ასე იყო.- წამოიძახა. – ძალიან სერიოულზული საქმეა, ახლა ვხვდები რატომაც იქცევა ასე ის ადამიანი. ვფიქრობ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ თქვენი უდანაშაულობა დაამტკიცოთ. ამისთვის კი მყარი სამხილები გვჭირდება. – შეძლებთ რომ კვიციანს დაუპირსპირდეთ? – მე ყველაფერზე ვარ წამსვლელი, იმისთვის, რომ სიმართლე დავამტკიცო კვიციანი კი არა, თუ უნდა ეშმაკი გამომეცხადოს, მაინც არ დავიხევ უკან.- მტკიცედ წამოიძახა. - აი, ეს მესმის. - წამოიძახა ბიჭმა. - კარგი, სასამართლო როდის არის დანიშნული? – შემდეგ კვირაში. - მაშ კარგი, ახლა თქვენის ნებართვით წავალ ვეცდები იქამდე მტკიცებულებები მოვაგროვო და მოწმე ვიპოვო.- თქვა და ფეხზე წამოდგა.- შეხვედრამდე.- გასასვლელისკენ წავიდა და როგორც კი გარეთ გავიდა ჰაერი ღრმად შეისუნთქა, როგორ არაფერში უმართლებდა, ამდენი წლის შემდეგ კვლავ უნდა შეხვდეს იმ ადამიანს და თანაც უნდა დაუპირისპირდეს კარგად ხვდებოდა და იცოდა როგორიც იყო კვიციანი და რომ მასთან დაპირისპირება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ მზად იყო კი მასთან ეომა,თუმცა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ კვიციანს დაამარცხებდა. ომარს ესაუბრა და მისი კლიენტის საქმის ფაილები სახლში წაიღო. სასტუმროში დაღლილი მივიდა, ოთახში სიმშვიდე იყო, ენი ძიძასთან ერთად იჯდა და ერთობოდა – რას აკეთებს ჩემი პრინცესა?- წამოიძახა გოგომ და დედის ხმაზე გოგონა გაიქცა და მონატრებულ სხეულს მიეწება. – დაბრუნდი? - ხო, ჩემო ლამაზო. აბა, მომიყევი ნელის ხომ არ აბრაზებდი? - არა, ქალბატონო ძალიან ჭკვიანი გოგონაა, მთელი დღეა მულტფილმებს უყურებდა მერე თავისთვის იჯდა და ხატავდა. - ჩემი ჭკვიანი.- დაიხარა და ლოყაზე აკოცა.- კარგი, ნელი დეიდა შეგიძლიათ შინ დაბრუნდეთ, უკვე დავბრუნდი და მე მივხედავ.- უთხრა გოგომ. - კარგი, შვილო, მაშინ ხვალამდე.- უთხრა და დაემშვიდობა. ბავშვი გულში ჩაიკრა, თან ისე თითქოს ვინმე აპირებდა მის ხელიდან გამოგლეჯვას, დარწმუნებული იყო, რომ თუ ბავშვზე, გაიგებდა კვიციანი ის აუცილებლად წაართმევდა მას. იმის, მიუხედავად, რომ საკუთარი უფლებები და კანონებიც კარგად იცოდა, მაინც ეშინოდა. რაღაცნაირი მზერით დააკვირდა შვილს, ერთადერთი ვინც არ მისცა დაევიწყებინა კვიციანი და მუდამ ახსენებდა მის თავს, ენი იყო, რადგან ბავშვი მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. მასავით მოქერაო, თმებით სახის მოყვანილობით და თვალების ფორმით. ყოველთვის როდესაც მას უყურებდა თვალწინ კვიციანის სახე უდგებოდა, თავიდან ძალიან უჭირდა, თუმცა მერე მიეჩვია, იმას რომ ბავშვი მამას ჰგავდა და აღარ აქცევდა ამას ყურადღებას. – დედა, სახლში მომწყინდა და სადმე გავისეირნოთ რა.. - გავისეირნებთ, ოღონდ მოგვიანებით კარგი? – კარგი. ** ჩემო, საყვარელო მკითხველებო, მოკლედ გიბრუნდებით ახალი ისტორიით, ჯერჯერობით პირველ თავს ავტვირთავ, თუ დაგაინტერესებთ და მოგეწონებათ, გავაგრძელებ წერასაც ჯერ არ ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ გადავწყვიტე გამეზიარებინა ეს ისტორია თქვენთვის. აბა გელით კომენტარებში, არ დაიზაროთ კომენტარების დატოვება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.