შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (2)


2-01-2025, 21:31
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 783

მეგობრებო, უღრუმესი მადლობა,თითოეულ თქვენგანს, ვისაც მოგეწონათ ახალი ისტორია, ცხადია, რომ პირველმა თავმა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება, მოახდინა და ამას ნამდვილად არ ველოდი. იმედია თქვენში ეს ინტერესი ბოლომდე იქნება, აბა გიტოვებთ ახალ თავს და გელით კომენტარებში ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ.

თავი2


მთელი დარჩენილი დრო შვილს დაუთმო, ღამით კი, მუშაობას შეუდგა, სამუშაო მაგიდასთან დაჯდა, თმები შეიკრა, სათვალეები მოირგო და საქმის შესწავლას შეუდგა, მართლაც, რომ ჩახლართული ამბავი, იყო რომელშიც რატომღაც მოწმე არ ჰყავდა, ძალიან რთული იქნებოდა ამის გამოძიება, თუმცა უკან დახევას არ აპირებდა, საქაღალდეებს კითხულობდა, გვიანობამდე დაჰყო , ღამის 02:00 საათი იქნებოდა, რომ დაწვა, თუმცა კი ძილი საერთოდ არ ეკარებოდა, მისი სახელის გაგონებამ და იმის გაგებამ, ვის უპირისპირდებოდა, ააფოქრიაქა, მისი არ ეშინოდა, თუმცა იმდენ უისამოვნო შეგრძნებებს აღიძრავდა თორნიკე მასში, რომ მისი დანახვაც კი არ უნდოდა, რთული იქნებოდა, მასთან გამკლავება, რადგან კარგად იცოდა როგორი ადამიანიც იყო კვიციანი. ოთახში ვეღარ მოისვენა საწოლიდან წამოდგა ხალათი მოიცვა, ვერანდაზე გავიდა შემდეგ კი, იქვე სავარძელზე ჩამოჯდა და უსასრულო ცას ახედა.
– რატომ ღმერთო, რატომ მცდი და მახვედრებ იმ ადამიანს ამდენი წლის შემდეგ, განა არ იყო საკმარისი რაც დავიტანჯე.- გულის ტკენით წამოიძახა და თვალებიდან წამოსული ცრემელები მოიწმინდა.
დიდხანს აღარ გაჩერებულა ვერანდაზე ოთახში შევიდა და დაძინებას შეცაადა.




19 სექტემბერი 2024წელი

ვერტმფრენი მისთვის განკუთვნილ ადგილას დაეშვა, შემდეგ კი იქიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა დაახლოებით ასე 31 წლის უნდა ყოფილიყო, საკმაოდ მაღალი, მხარბეჭიანი მუქი ჩალისფერი თმები მოკლედ ჰქონდა შეაწეილი და შეთხელებული წვერი, მუქი ფერის კლასიკური შარვალ- კოსტუმი ემოსა, სახეზე ეტყობოდა, რომ მგზავრობისგან დაღლილი იყო, ვერტმფრენთან ჟურნალისტები შეკრებილიყვნენ და მამაკაცს ელოდნენ. კვიციანი ურეაქციო და გაყინული სახით დაიძრა ჟურნალისტებისკენ.
_ ბატონო, თორნიკე თუ შეიძლება რამდენიმე კითხვას დაგისმევთ?- მას ჟურნალისტების ბრბო აედევნა.
– არა, არ შეიძლება გამატარეთ!- უხეშად მოშორა ჟურნალისტი.
– ჩვენ გვაინტერესებს, თქვენი დის ამბავზე რა ისმის?- ურცხვად კითხა.
– რამდენჯერ უნდა გითხრათ, ნუ ერევით ჩემსა და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში. უკანასკვნელად გაფრთხილებთ ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ,რადგან არ იცით ვისთან გაქვთ საქმე. ახლა კი მომშორდით.- დაცვამ გაარღვია ჟურნალისტებისგან შემორტყმული ალლყა და გავიდნენ.
ის იყო გაეცალა იქაურობას,რომ მის ტელეფონზე ზარები ატყდა. მისი ადვოკატი ურეკავდა.
– გისმენთ!- გაისმა მისი ბოხი და უხეში ხმა.
- ბატონო, თორნიკე თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს.- მიუგო, კაცმა.
– რა ამბავი, ნოდარ რა ხდება? რაიმე სიახლე ხომ არ არის სასამართლოზე, იმედია კარგი ამბავი, გაქვს და მეტყვი, რომ ვერ უშოვეს იურისტი იმ ნაძირალას და სამუდაოდ გამოკეტავენ ციხეში.- გაღიზანებული ხმით უთხრა თავის ადვოკატს.
– სწორედ ამაზე მინდოდა თქვენთვის მეთქვა, კარგი იქნება თუ ჩემთან ოფისში მოხვალთ.- უთხრა ბიჭს.
– კარგი,მოვდივარ.- ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა თავის შავ ბუგატს საჭეს მიუჯდა და გიჟური სისწრაფით მოსწყდა ადგილს.

საშინლად არ მოეწონა ნოდარის ხმა, მისი ხმა არ იყო მშვიდი პორიქით ნერვიული იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მთლად კარგი ამბავიც არ უნდა ყოფილიყო.
მალე ნოდარის ოფისთან იყო უკვე იქვე შეჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა ჩქარი ნაბიჯებით შევიდა შენობაში და არც დააკაკუნა ისე შევიდა ნოდარის კაბინეტში.
– გისმენ, აბა რა ამბავი გაქვს ჩემთვის?- მოუთმენლად კითხა.
– საქმე ის არის, რომ ირაკლი ხუციშვილს გამოუჩნდა ახალი იურისტი.- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შიშით ახედა, რადგან იცოდა რაც მოჰყვებოდა ამას.
– რა თქვი,ნოდარ გაიმეორე?!- დაუღრიალა და სახე სიბრაზისგან სულ აუჭარხალდა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა.
– ახალი ადვოკატი ჰყავს ბატონო,ირაკლის.- უპასუხა შიშით და ამის თქმა და მისი საყელურში წავლება ერთი იყო.
– ვინ არის და საიდან მოვიდა?ის არ ეყოთ რაც დავმართე დანარჩენებს ახალ შემდეგის ჯერი დადგა.- ბრაზით მიუგო.
– როგორც გავიგე, აქაური არ არის ანუ წარმოშობით აქედან არის, თუმცა წლებია იტალიაში ცხოვრობს და სხვათა შორის გოგოა.- ძლივს წარმოთქვა სიტყვები და ამოიხრიალა, იმდენად უჭერდა ხელს საყელოში კაცი უკვე ვეღარ სუნთქავდა.
– ბატონო, იქნებ გამიშვათ ასე დავიხრჩობი...- ამოიხრიალა და კვიციანმაც ხელი გაუშვა.
– გოგოა? მაშინ არ გამიჭირდება მისი შეშინება.- ირონია ჩააქსოვა ხმაში.
– დიახ,გოგოა. იტალიიდან ჰყავთ მოწვეული, როგორც მითხრეს საკმაოდ ძლიერი იურისტია და ბევრი ურთულესი სასამართლო პროცესი აქვს მოგებული.
– ჩემთან ვერაფერს გახდება, რადგან გასაქანს არ მივცემ, როგორც ჩამობრძანდა აქ ისევე წაბრძანდება უკან - მტკიცედ წამოიძახა.- წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა სიურპრიზი ელოდა წინ და ვინ იყო ის ცნობილი იურისტი, რომელმაც გეგმები ჩაუშალა.

– იცი, მისი მისამართი სად არის იმ ოფისის მისამართი სადაც მუშაობს?
– დიახ. - უთხრა სამუშაო მაგიდიდან ფურცელი აიღო და ბიჭს მიაწოდა.
მეტი აღარ გაჩერებულა იმწამსვე დატოვა იქაურობა და იმ მისამართზე წავიდა, რომელიც ნოდარმა მისცა.
გამწარებული იყო, უკვე მერამდენედ უწევდა იმ იურისტების დაშინება, რომ უარი ეთქვათ ირაკლის დაცვაზე.
საშინელი სისწრაფით დაჰყავდა მანქანა და თან საჭეს ძლიერ უჭერდა თითებს.

დათქმულ მისამართზე მივიდა მანქანიდან გადმოვიდა შენობაში გიჟივით შევარდა. მის დანახვაზე კი, ყველას ელდა ეცა.

– სად არის? ირაკლი ხუციშვილის ადვოკატი.- დაიყვირა.
_ შემთხვევით მე ხომ არ მეძებთ?- გაისმა მის ზურგს უკან ქალის ხმა და ისიც მისკენ შემობრუნდა და ადგილზე გაქვავდა ნანახისგან. ვერაფრით იჯერებდა, რომ მის წინ ნაცნობი სხეული იდგა, თქნაც რომელიც წლებია გარდაცვლილი ეგონა ახლა მის წინ იდგა ცოცხალი.
წამით ისიც კი, გაიფიქრა, ხომ არ მომეჩვენაო, მაგრამ ეს არ იყო ფანტაზიის წყარო, არამედ რეალურად იდგა მის წინ და თანაც ძალიან თავდაჯერებული და ამაყი მზერით დაჰყურებდა მას.



– რა მოხდა? ლაპარაკის უნარი წაგერთვათ ბატონო თორნიკე?- ირონიული ხმით კითხა.
_ შენ აქ რას აკეთებ?- კითხრა და ცივი მზერით გახედა.
– ვმუშაობ..-მოუგო,მშვიდად. თავადაც არ იცოდა საიდან ჰქონდა ამდენი ძალა ახლა მის წინ ასე მშვიდად, რომ იდგა და ესაუბრებოდა მას,მაგრამ ფაქტია, რომ მიწაზე მყარად იდგა უშირად და ურეაქციოდ საუბრობდა მასთან. მოულოდნელად კვიციანმა მაჯაში ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გაიყვანა.

– ახლავე გამიშვი ხელი!- დაუყვირა, გოგონამ, თუმცა იმდენად გამწარებული იყო კვიციანი არაფერი ესმოდა. გარეთ გაიყვანა და მანქნაში ჩატენა, შემდეგ კი საჭეს მიუჯდა.

– სულ გაგიჟდი ხო, რას აკეთებ?!- დაუყვირა მოთმინება დაკარგულმა.

– ეს შენ რას აკეთებ, აქ ამიხსენი რვა წელი მთელი რვა წელია, რაც გაუჩინარდი და ყველას მკვდარი ეგონე, ვერავინ ვერსად გიპოვა ახლა კი არსაიდან გამოჩნდი აქ და თანაც მოევლინე იმ ნაძირალას დამცველად.- გამწარებული საუბრობდა და თან საჭეს მართავდა.

– შენ არ შეგეკითხები როდის გამოვჩნდე და ვისი დამცველი ვიყო, დიახ მე ვარ ირაკლის ადვოკატი და ეჭვიც არ შეგეპაროს აუცილებლად მოვიგებ ამ პროცესს.

– აჯობებს უკან დაბრუნდე იმ შენს იტალიაში, თუ არ გინდა ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციო, სხვებივით.- გამაფრთხილებლად მიუგო გოგონამ კი, მწარედ ჩაიცინა.

_ მეეჭვება იმაზე საშინელი ჯოჯოხეთი გამოვიარო, ვიდრე წლების წინ იყო. შენი მუქარების არ მეშინია, ძალიან კარგად ვიცი ვინც ხარ და რაზეც ხარ წამსვლელი, ამას მაშინ მივხვდი, როდესაც რვა წლისწინ უმოწყალოდ მომექეცი და სანამ სხვაზე გაიშვერ თითს და დაადანაშაულებ ჯერ საკუთარი ცოდვილი თავი გაიხსენე და ეცადე ამოიღო შენი თვალიდანის დირე რომელიც გაწუხებს და მერე სხვის ცოდვებზე ილაპარაკე. - გოგოს სიტყვები კვიციანს პირდაპირ გულზე მოხვდა და მანქანა იქვე შეაჩერა.

– რა თქვი?!- გაფართოვებული თვალებით გახედა.
– რაც გაიგე, ხომ არ დაგავიწყდა, როგორ მომექეცი, წლების წინ, ირაკლიმ შეიძლება შენი და ფიზიკურად მოკლა, მაგრამ შენ მე სული მომიკალი და გაანადგურე ჩემში ყველაფერი კარგი და ეს უფრო საშინელებაა, როდესაც უსიცოცხლო სხეული დაიარება. ეს ყველაფერი კი, შენი და მამაჩემის ბრალია.- გამწარებულმა მიაძახა და მანქანიდან გადავიდა.
– სად მიდიხარ? საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია.
– იცი რა არანაირი სურვილი არ მაქვს შენს სიახლოვეს ვიყო და ხო რაც გინდა ის ქენი, მე უკან დახევას არ ვაპირებ, მე აუცილებლად დავამტკიცებ ირაკლის უდანაშაულობას აი ნახავ.- მიაძახა და კარები მიიჯახუნა.

ძრავი ჩართო და გამწარებული მოსწყდა ადგილს, სრული შოკი ჰქონდა და თანაც გოგონამ სწორედ, რომ მიზანში გაარტყა და მისი სიტყვები გულზე მოხვდა, კვიციანს მიახვედრა, რომ თავადაც არანაკლები დამნაშავე იყო მის წინაშე.
– ჯანდაბა, ჯანდაბა!- გამწარებულმა შემოჰკრა საჭეს ხელები. ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ამას არა, მისი მოწინაღმდეგე, ის ქალი, იყო ვისაც ცხოვრება დაუნგრია აი ამას ჰქვია ბედის ირონია.


სახლში გამწარებული მივიდა და ვერაფრით ვერ მშვიდდებოდა, ახლა უკვე ორმაგად გამწარებული იყო, პირველი იყო ის რომ ირაკლის ადვოკატი გამოუჩნდა და ამას დმატებული მისი ადვოკატი, მართა გახლდათ, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდა კვიციანი, თავს არ ჰგავდა ბართან მივიდა და ჭიქაში ვისკი ჩამოისხა. იმ დონემდე იყო მისული, რომ სიბრაზისგან ის ჭიქა, რომელიც ეჭირა ხელში შემოასკდა, თუმცა ტკივილიც კი ვერ იგრძნო, დასერილ ხელისგულებზე.
სააბაზანოში გავიდა და სისხლიანი ხელი ჩამოიბანა, შემდეგ დაიმუშავა და ბინტი გადაიკრა.

მაინც ვერ ისვენებდა, წინ და უკან დაიარებოდა ოთახიდან ოთახში, ბრაზისგან მთელი სახე უცახცახებდა.
უნდა ითქვას მართას გამოჩენამ ყველაფერი არია, რადგან მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, გოგონა მისი წარსულიდან.
– ეშმაკმა დალახვროოს! გაფსიხებულმა წამოიყვირა და მეგობარს დაურეკა.
**

– რა გჭირს ძმაო? ასეთ მდგომარეობაში დიდი ხანია აღარ მინახიხარ.- გაოცებულმა დახედა ძმაკაცს, რომელიც ნამდვილად არ გამოიყურებოდა კარგად.
– ვერც წარმოიდგენ რა მოხდა..- ამოიხრა.
– რა?
– პირველი ის არის რომ ირაკლი ხუციშვილის საქმე ახალმა იურისტა აიღო და აბა, თუ გამოიცნობ ვინ არის?
– მე რა ვიცი ვანგა კი არ ვარ?- გაეცინა ბიჭს.
– ვინ და მართამ მართა ნინიძემ.
– ვინ? მოიცა არ მითხრა, რომ ეს ის მართაა...ვინც შენ...
– კი, ეს ის მართაა, რომელსაც ცხოვრება დავუნგრიე და რომელიც ამდენი ხანი ცოცხალიც კი აღარ მეგონა.
– რანაირად როგორ?- გაოცებულმა კითხა.
– მეც ეგ კითხვა გამიჩნდა,როდესაც ვნახე, თურმე იტალიაში იყო მთელი ეს დრო ჩვენ კი, ყველას მკვდარი გვეგონა. შენ ხომ კარგად იცი, იმ ამბის შემდეგ როგორ ვინანე, ეს საქციელი...- საკმაოდ აღელვებულმა მიუგო და ის წერილი, რომელიც მომწერა.
– ხო, ძმაო..
– მეგონა, ვერ მივუსწარი, მტკვრის სანაპიროზე..

25 ივნისი 2015 წელი

_ თქვენ ბრძანდებით, თორნიკე კვიციანი?- კარებში, უცნობი კაცი იდგა წერილით ხელში.
– დიახ, მე ვარ. თქვენ ვინ ბრძანდებით?- კითხა დაბნეულმა.
– ეს წერილი,თქვენთან გამომატანეს, გთხოვთ ხელი მოაწეროთ მიღების საბუთს.
– კარგი. -ხელი მოაწერა და ოთახში დაბრუნდა. ინტერესით დახედა ფურცელს,შემდეგ მისი კითხვა დაიწყო წერილში კი, ასეთი რამ ეწერა.


,, გამარჯობა, თორნიკე ალბათ გიკვირს, თუ რატომ ვწერ წერილს ჩემთვის საძულველ ადამიანს, რომელმაც ცხოვრება დამინგრია. ზუსტად ვიცი ახლა რა სახითაც კითხულობ ამ წერილს.
სანამ უშვალოდ გადავალ მთავარ სათქმელზე, კიდევ სხვა რამ მაქვს შენთვის სათქმელი, არ ვიცი რა დაგიშავე და ასე სასტიკად რატომ მომექეცი, მეგონა გიყვარდი, წრფელი გულით, თუმცა შევცდი, შენ მე შენი მიზნებისთვის გამომიყენე, რათა მამაჩემისთვის სამაგიერო გადაგეხადა, მინდა გითხრა, რომ არასწორი სამიზნე აირჩიე, შურის საძიებლად და იცი რატომ? იმიტომ, რომ მამაჩემს ჩემი ბედი სულ არ ადარდებს, თუ გეგონა, რომ ამ ამბის, შემდეგ გაგიჟდებოდა და თავს დამნაშავედ იგრძნობდა ძალიან შემცდარხარ, როდესაც ეს ამბავი გაიგო, სახლიდან გამაგდო, თანაც ისე რომ ნერვიც არ გატოკებია სახეზე ახლა კი დაუსვი შენ თავს კითხვა ღირდა ამათ, არა თუ შენ ამით მოიფხანე გული სხვა საქმეა, მაგრამ ეს ამად არ ღირდა. ამ წერილის შემდეგ ცოცხალსაც ვეღარ მნახავთ ვერც შენ და ვერც მამაჩემი,მშვიდობით.,,- წერილის დასასრული.

_ გამარჯობა, ბექა, შენი დახმარება მჭირდება.- სწარაფად უთხრა თავის სათქმელი.
– რით შემიძლია დაგეხმარო?
– ახლა ერთ ნომერს გამოგიგზავნი და ძალიან გთხოვ გამირკვიე სად იმყოფება ამ ტელეფონის მფლობელი, ოღონდ ძალიან საჩქაროა.
– კარგი.
საუბრის, შემდეგ მართას ნომერი გადაუგზავნა და დაელოდა, როდოს დაურეკავდა მეგობარი.
მალევე შეიტყო კიდევაც სად მდებარეობდა, გოგონა და მაშინვე მტკვრის სანაპიროსკენ აიღო გეზი.

– ჯანდაბა, გთხოვ ოღონდ სისულელე არ გააკეთო.- წამოიძახა ნერვიულად მტკვრის სანაპიროსთან შეაჩერა მანქანა და იმ წამსვე ხიდის მუაჯირიდან გადაიხედა. არასად არავინ ჩანდა, თუმცა კი, იქვე ახლოს სამაშველო პოლიცია იყო და რაღაცას ან ვიღაცას ეძებდნენ
– ოღონდ ეს არა!- წამოიძახა მელევე წყლიდან პატარა, მანქანა ამოიყვანეს,მაშინვე იცნო ეს ხომ მართას მანქანა იყო. ქვემოთ ჩავიდა და მანქანისკენ გაიქცა.
– სად მიდიხართ ბატონო იქით არ შეიძლება!- უთხრა კაცმა.
– იმ მანქანაში ჩემი შეყვარებული იჯდა, გთხოვთ გამიშვით.- ყვიროდა და ცდილობდა, თავი დაეხსნა, მააშველებისგან.
– შიგნით არავინ არ არის, ცარიელი მანქანაა, ყველგან ვეძებეთ, გოგონა თუმცა ვერ მივაგენით, სავარაუდოდ წყლის დინებას გაჰყვა.- დანანებით უთხრა კაცმა.
– არა, ეს შეუძლებელია..

19 სექტემბერი 2024 წელი.

_ მეგონა ვერ მივუსწარი და მთელი ეს წლები, თავს ვიდანაშაულებდი, ის კი, თურმე ცოცხალი ყოფილა.- ნერვიულად მიმიდოდა ოთახში და ისე ესაუბრებოდა მეგობარს.
_ მოდი გულახდილები ვიყოთ და სიმართლე მითხარი, იმ გოგოს მიმართ სულ ოდნავ მაინც არ გქონდა გრძნობა, თუ შურისძიების გამო გამოიყენე?- სრული სერიოზულობით დაუსვა მეგობარს შეკითხვა და კვიციანს დააკვირდა, რომელიც აღარ დაიარებოდა ოთახში და მდუმარედ ჩამომჯდარიყო სავარძელზე.
– არ ვიცი... თავიდან ალბათ არ მქონდა,თუმცა იმ ყველაფრის, შემდეგ რაც გამოვიარეთ, მივხვდი, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი ამას კი, ძალიან გვიან მივხვდი.- მძიმედ ამოიხვნეშა და მეგობარს თვალი გაუსწორა.
– და ახლა, როდესაც წლების, შემდეგ ისევ შეხვდი რა იგრძენი?
– არაფერი. ის რაც იყო დამთავრდა და თანაც მე მას ვერ ვაპატიებ იმას, რომ ასეთი საშინელი ტყუილი მითხრა, ახლა ვხვდები ეს რატომ გააკეთა, უნდოდა მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნას შევეწუბინე.
– იქნებ ასე სულაც არ იყო, ხო შეიძლება, მდინარეს წყლის დინებას წარღო და სულაც ვიღაცამ გადაარჩინა, მას კი უკან დაბრუნება აღარ სურდა.
– კარგი, რა არ მითხრა, რომ მტკვრის დინებამ იტალიაში წაიღო. - უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.
– მტკვარმა არა, მაგრამ ცხადია, რომ ვიღაცამ გადაარჩინა ეს გოგო და კიდევ შენ ამას ვერ პატიობ ის კი, სასტიკ მოპყრობას ვერ გპატიობს.
– შენ ის არ იცი, როგორ დამაჯერებლად მითხრა, რომ აუცილებლად მოიგებდა ამ საქმეს და ის რომ ჩემი არ ეშინია.
– ვაა, უკვე მომწონს ეგ გოგო, საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ როგორ შეძლებს შენს დამარცხებას.- გაიხარხარა.
– ბექაა!
– კარგი,ჩემი წასვლის დროა აბა შენ იცი.-მხარზე ხელი დაჰკრა და წავიდა.

ბექას წასვლის შემდეგაც ვერ დამშვიდდა, იმდენად აწვებოდა სიბრაზე, რომ ადგილს ვერ პოულობდა.
ბრაზობდა ყველაზე და ყველაფერზე, ყველაფერი უტრიალებდა თავში, წარსულიც და დღევანდელი მომხდარიც ეს ყველაფერი კი, მოსვენებას არ აძლევდა მას.
გაურკვეველ სიტუაციაში იყო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო...



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ოოო როგორი საინტერესო ამბავი ჩანს და სად არის ძაღლის თავი დამარხული.... მომწონს ძალიან და ველოდები შემდეგს❤️
პ.ს. გილოცავთ ახალ წელს❤️❤️

 


№2 წევრი La dolce vita

სტუმარი ლილე
ოოო როგორი საინტერესო ამბავი ჩანს და სად არის ძაღლის თავი დამარხული.... მომწონს ძალიან და ველოდები შემდეგს❤️
პ.ს. გილოცავთ ახალ წელს❤️❤️


მადლობა, დიდი. თქვენც ასევე გოლოცავთ ახალ წელს.❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეა

იმედიაა მალე დადებთ ხოლმე ❤️ ძალიაან კარგიაა

 


№4 წევრი La dolce vita

სტუმარი თეა
იმედიაა მალე დადებთ ხოლმე ❤️ ძალიაან კარგიაა


მადლობა.❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

ფღესასწსულია თქვენი გამოჩენა. ძალიან კარგი ისტორიაა და საოცრად ვიყღდება მობლენები. მინდა რომ მართა და თორნიმე ერყად დარჩნენ, იმედია მალე დადებთ გაგრძელებას, უკვე გელოდებით. წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ შობა ახალ წელს

როდის დადებთ გაგრძელებას?

გთხოვთ ისევ ერთი კვირა არ გვალოდინოთ

 


№6 წევრი La dolce vita

სტუმარი გვანცა
ფღესასწსულია თქვენი გამოჩენა. ძალიან კარგი ისტორიაა და საოცრად ვიყღდება მობლენები. მინდა რომ მართა და თორნიმე ერყად დარჩნენ, იმედია მალე დადებთ გაგრძელებას, უკვე გელოდებით. წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ შობა ახალ წელს

როდის დადებთ გაგრძელებას?


ვაიმე, ჩემთვის ასეთი რამ არავის უთქვამს, მართლა დიდი, მადლობა ძალიან მიხარია და ჩემთვის დიდი სტიმულია ასეთი მკითხველის აღმოჩენა, გულის ფანცქალით ველი თქვენს კომენტარებს. თქვენც ასევე გილოცავთ, შობა- ახალ წელს. ვეცდები ყველანაირად რაც შეიძლსბა მალე დავდო.❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ თორნიკე და მართა ერთად დატოვეთ, ოღონდ თორნიკეს ჯერ ცოტს ჭკუა ასწავლეთ . მინდა რომ ინანოს და პატიება სთხოვოს მართას. ძალიან რომანტიკული და სასიამოვნო ისტორიაა, თანაც ასეთ მძიმე დროს თქვენი გამოჩენა მისწტებაა. მიხარია თქვენი აღმოჩენა

 


№8 წევრი La dolce vita

სტუმარი გვანცა
გთხოვთ თორნიკე და მართა ერთად დატოვეთ, ოღონდ თორნიკეს ჯერ ცოტს ჭკუა ასწავლეთ . მინდა რომ ინანოს და პატიება სთხოვოს მართას. ძალიან რომანტიკული და სასიამოვნო ისტორიაა, თანაც ასეთ მძიმე დროს თქვენი გამოჩენა მისწტებაა. მიხარია თქვენი აღმოჩენა

მიხარია, რომ ასე ფიქრობთ, რა თქმა უნდა, ის უნდა დაიტანჯოს სხვანიარად არც შეიძლება.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ვისიამოვნე ამ ისტორიით. კარგად წერთ ასე გასგრძელეთ. დაჩოქილი თორნიკე და მართა მინდა ერთად. წარმატებები

საოცრება იყო. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას, ოღონდ დაჩოქებული თორნიკე მინდა ვნახო მართას წინაშე, ერთად დატოვეთ ძალიან გთხოვთ ეს წყვილი

 


№10 წევრი La dolce vita

სტუმარი მარი
ვისიამოვნე ამ ისტორიით. კარგად წერთ ასე გასგრძელეთ. დაჩოქილი თორნიკე და მართა მინდა ერთად. წარმატებები

საოცრება იყო. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას, ოღონდ დაჩოქებული თორნიკე მინდა ვნახო მართას წინაშე, ერთად დატოვეთ ძალიან გთხოვთ ეს წყვილი

ვაიმე, აი ნამდბილად ვერ წარმოვიდგენდი, მკითხველში ამხელა ინტერესს და სიყვარულს თუ დაიმსახურებსა ეს ისტორია. ვნახოთ რა მოხდება.❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

გთხოვთ ცუდად არ დაამთავროთ, ისედაც სტრესში ვცხოვრობთ

 


№12 წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
გთხოვთ ცუდად არ დაამთავროთ, ისედაც სტრესში ვცხოვრობთ

ჯერ დასასრულამდე ბევრი აკლია და ვერც იმას გეტყვით, როგორ დასრულდება, რადგან ჯერ მეც არ ვიცი.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

გთხოვთ ძალიანაც არ გადაჭიმოთ, ამ საიტზე ბევრი იწყებს ისტორიას უსასრულოდ და მერე ვეღარ ამთავრებენ
. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება ეეს. გთხოვთ თორნიკე და მართა ერთად იყვნენ, თორნიკე არ ჩანს ცუდი ტიპი, თან ინანიებს საქციელს, რაღაცნაირად ქარიზმატული ტიპი ჩანს, გთხოვთ უფრო რომანტიკული გახადეთ და ცპტა ანერვიულეთ. წარმატებებს გისურვებთ

 


№14 წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
გთხოვთ ძალიანაც არ გადაჭიმოთ, ამ საიტზე ბევრი იწყებს ისტორიას უსასრულოდ და მერე ვეღარ ამთავრებენ
. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება ეეს. გთხოვთ თორნიკე და მართა ერთად იყვნენ, თორნიკე არ ჩანს ცუდი ტიპი, თან ინანიებს საქციელს, რაღაცნაირად ქარიზმატული ტიპი ჩანს, გთხოვთ უფრო რომანტიკული გახადეთ და ცპტა ანერვიულეთ. წარმატებებს გისურვებთ

მე რაც დავიწყე ყველა დავასრულე, შეიძლება ყოველ დღიურად ვერ დავდო, რადგან წერას საკმარისი დრო სჭირდება და ენერგია, ამიტომ ამ მხრივ ვერ დავპირდები ვერავის რომ ყოველ დღიურად დაიდება , რადგან საკმარისი დრო არ მაქვს.
ახლა რაც შეეხება თორნიკეს და მართას ბევრი მთხოვს ამას, მაგრამ წინასწარ ვერავის ვერაფერს დავპირდები, ყველაფერს თავის დროზე გავიგებთ, როგორ წავა სიუჟეტი და ვის აირჩევს, მართა.
ქარიზმატულობაში გეთანხმებით, ზუსტად ეგეთია. მოკლედ რომ გითხრათ ბევრი რამის გავლა მოუწევთ თითოეულ პერსონაჟს ამიტომ თვალი ვადევნოთ მათ ამბავს და გავიგებთ, ყველაფერს თავის დროზე. მადლობა.❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ლიაკო

განსხვავებულად გამორჩეული ისტორიაა. ორივე თავი ერთი ამოსუნყქვით წავიკითხე. მომეწონა მართას გმირი. ძლიერი ქალი ჩანს. მინდა რომ თორნიკეს რქები მოატეხოს და დაჩოქილმა თხოვოს პატიება ბოლოს. კარგი იქნება თუ ერთად დარჩებიან.

 


№16 წევრი La dolce vita

სტუმარი ლიაკო
განსხვავებულად გამორჩეული ისტორიაა. ორივე თავი ერთი ამოსუნყქვით წავიკითხე. მომეწონა მართას გმირი. ძლიერი ქალი ჩანს. მინდა რომ თორნიკეს რქები მოატეხოს და დაჩოქილმა თხოვოს პატიება ბოლოს. კარგი იქნება თუ ერთად დარჩებიან.


მართლა ძალიან მოხარია, თუ ყველასგან გამოირჩევა ეს ამბავი და მკითხველში ამხელა სიყვარული და ინტერესი დაიმსახურა თორნიკე აუცილებლად დაისჯება.❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი ლიაკო

თორნიკე სასტიკად არ დასაჯოთ. მართა და თორნიკე მომწონს ერთად. თან ძალიან კარგი იქნება ასეთი ამაყი ტიპი შეცდომას რომ აღიარებს ბოლოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent