უსამართლობის ალში დარჩენილი სიყვარული.
უამრავი ადამიანი არსებობს, ზოგის აზრით ადამიანები არა მარტო დედამიწაზე არამედ სხვა არსებულ პლანეტაზეც კი იყვნენ. ამ უამრავ ადამიანს კი ცნობილი გრძნობები აერთიანებთ, გრძნობები რომელიც ყოველ ადამიანში იმალება და ზოგჯერ ისეთ მოულოდნელ მომენტში გამოჩნდება რომელიც გადამწყვეტა. სისასტიკე, სიბრაზე, და დაუოკებელი სურვილი შურისძიებისა. _______________ _ ბებო, ბებო!_ 12 წლის გოგონამ ბებიასთან მიირბინა. _ გისმენ, ბე_ ქალმაც ტკბილად გაუღიმა საყვარელ შვილიშვილს. _ დღეს, მასწავლებელმა ისტორია მოგვიყვა!_ აღტაცებით ყვებოდა პატარა გოგო. სახეზე სხვადასხვა ემოცია გამოესახა, და უცნობი მიზეზის გამო სახე დაეჭყანა. _ რა ისტორია, ბები?_ მოხუცმაც ინტერესიანი თვალები მიანათა. _ ამ სოფელში, წლების წინ, საშინელი მკვლელობა მოხდა._ სიტყვბს ალაგებდა და ცდილობდა სწორად გადმოეცა. თითქოს ამ ყველაფერს ქალიც მიხვდაო, სახეზე რამდენიმე ფერმა გადაკრა. _ კაცზე, რომელსაც უსამართლოდ დასდეს ბრალი?_ მისი მოსაზრების დადასტურება უნდოდა, ხოლო როცა გოგონამ თავი დაუქნია, ანერვიულდა, ხელის გულები გაუოფლიანდა, გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა და მაინც იგრძნო ტკივილთან ერთად მონატრება. _ გინდა, ამ პიროვნებაზე და ჩემი ცხოვრების სიყვარულზე მოგიყვე ამბავი?_ აცრემლებული შეხედა შვილიშვილს. ნატამაც თავის დაქნებით გასცა პასუხი და დაელოდა ბებიას, თუ როდის გააგრძელებდა ამბის მოყოლას. _ ეს ამბავი, 1979 წელს მოხდა... 1979 წელი: დილით, სოფლის მოსახლეობაში გავრცელებულმა ამბავმა ყველა ააღლევა. ცნობილ კაპანაძეს ბრალს დებდნენ ადამიანის მკვლელობაში. ხალხს მიზეზიც აღარ უკითხავს, ისე დაიწყეს დათო კაპანაძის გაკრიტიკება და მისთვის სახელის შელახვა. თავად დათო კაპანაძე კი, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს სადაც ბრალი წაუყენეს. სხდომათა დარბაზში იჯდა ანა მაისურაძეც. მკვლელობაში ეჭვ შეტანილი, ხოლო დათოს სიმართლეში და უდანაშაულობაში დარწმუნებული არ აძლევდა თავს უფლებას ეტირა. ესეც გაივლიდა... შემდეგ როგორც ყოველთვის, ერთმანეთში მზერას გაცვლიდნენ მოსიყვარულე თვალებით, და მომავალი შვილისთვის აარჩევდნენ სახელს. გამობერილ მუცელზე ხელი გადაისვა, როდესაც მოსამართლის ხმა გაიგო. _ დათო კაპანაძეს, ბრალი ედება გიორგი მაღლაკელიძის მკვლელობაში, მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით._ ამაზრზენი ხმა გაისმა იქ მყოფი ორი პიროვნებისთვის, ერთმანეთს შეხედეს სევდიანი თვალებით, რომლითაც გრძნობდნენ ერთმანეთის ტკივილს. განწირული გამოხედვა ჰქონდა კაპანაძეს. შეშფოთებული ვერ ეწინააღმდეგებოდა პოლიციას, მიჰყვა მათ ნებას და გონს მაშინ მოვიდა როცა გარეთ გავიდა. იქ კი საზარელი სიტუაცია დაუხვდა, ხალხი მის გასაკიცხად მისულიყვნენ, სხვადასხვა სიტყვებით ლანძღავდნენ და ზოგს იმხელა გამბედაობაც კი ეყო რომ მისთვის რაღაც ესროლა. ეტკინა... განა ნასროლი? არამედ ფეხქვეშ გათელილი თავმოყარეობა, მისი საყვარელი ქალის თვალები. მაგრამ მაინც , ყველაზე ძლიერ უსამართლობა ეტკინა. დამჯერად გაყვა პოლიციას და მანქანაში ჩაჯდა, იქიდან კი ციხეში გადაიყვანეს. ანას გამოხედვა ედგა თვალწინ და გულში ყოველ წამს გრძნობდა ჩხვლეტას. პოლიციის დამცინავ გამოხედვას აიგნორებდა, ცდილობდა მომთმენი ყოფილიყო. ესეც გაივლიდა... მაგრამ, განა მართლა გაივლიდა? განა მართლა მიეცემოდა საშუალება კვლავ ენახა მისი ცხოვრების სიყვარული? კვლავ შეძლებდა მისი შვილის სახელი შეერჩია მისი ცხოვრების მეგზურთან ერთად? კვალვ ეფიქრა ყოველ ღამე მისი შვილის დაბადებაზე, მის ხელში აყვანაზე? მოესმინა მისი პირველი სიტყვა, დაენახა მისი პივრელი ნაბიჯები? იმედი ჰქონდა დათო კაპანაძეს. ცხოვრებას მიენდო. ფიქრებში იყო კაპანაძე როდესაც მანქანის დამუხრუჭების ხმა გაიგო, უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. პოლიციელმა ხელი უხეშად მოკიდა დამნაშავედ წოდებულს, ასევე უხეშად გადაიყვანა მანქანიდან და უბიძგა წინ წასულიყო. კაპანაძესაც სხვა გზა არ ჰქონია, კვლავ დაემორჩილა პოლიციელს. საკანში წაიყვანეს, პოლიციელების დამცირებულ გამოხედვას ყველა მხრიდან გრძნობდა და ზიზღის გრძნობას უღვიძებდა სხეულში. ეს ყველაფერი რით დაიმსახურა? არაფრით. რამდენიმე საათი გაატარა საკანში, მოულოდნელად რომ ატყდა განყოფილებაში აჟიოტაჟი, ხალხის ხმა უფრო მაღალი ტემბრით ისმოდა. თითქოს მისი სახელი მოესმა... შეეშინდა, მის ცხოვრებაში ერთადერთხელ შეეშინდა, ყველაფრის ეშინოდა. გარშემო იხედებოდა და როდესაც მისი საყვარელი ქალის თვალებს წააწყდა დამშვიდდა, იგრძნო მასთან იყო. _ანა_ ჩუმად ამოიჩურჩულა კაცმა. _ დათო_ ტირილით ამოთქვა ქალმა, მაშინვე მიირბინა საკნის კარებთან და ჩაიმუხლა, ხელი ჩაჭიდა მისი ცხოვრების სიყვარულს. _მინდა იცოდე რომ მიყვარხარ, ყველაზე საუკეთესო ხარ, მადლობა ყველაფრისთვის, მინდა ჩვენი შვილი შენნაირი პიროვნება იყოს._ კაცის ყავისფერი თვალები ცრემლებმა დაიკავეს._ მინდოდა, მართლა მინდოდა რომ ჩვენი შვილისთვის სახელი ერთად მოგვეფიქრებინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მარტოც შეძლებ. მინდოდა ჩვენი შვილის დაბადებისას შენს გვერდით ვყოფილიყავი, პირველი სიტყვა ერთად მოგვესმა, პირველი ნაბიჯებიც ერთად გვენახა, მას ერთად დავხმარებოდით ცხოვრების შესწავლაში, კიდევ ბევრი რამ მინდოდა, ხომ იცი? მაგრამ დარწმუნებული ვარ მარტოც შეძლებ, და დარწმუნებული იყავი რომ შენი თვალებით დავინახავ სამყაროს, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის დაგეხმარები. _ დათო, დათო, გთხოვ ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს შენი ბოლო დღე იყოს!_ ცდილობდა ხმა მტკიცე ჰქონოდა, მაგრამ მაინც აუკანკალდა. დათოს ყველაფრის მთქმელმა მზერამ კი საბოლოოდ დაადუმა. _მხოლოდ ერთი რამის მოსმენა მინდა შენგან, გთხოვ მითხარი რომ ჩემი სიმართლის გჯერა, გთხოვ მითხარი რომ ჩემი უდანაშაულობის გწამს_ ხელის კანკალით ეფერებოდა კალანდაძე ქალს, ცრემლიანი თვალები დაუკოცნა, ცალი ხელით კი მუცელზე ეფერებოდა, იქ კი მის შვილს გრნობდა. _ შენი სიმართლის ისე მწამს, როგორც არასდროს. არ დამტოვო, გთხოვ._ სიმწრით ამოთქვა ეს სიტყვები, თითქოს წინასწარ გრძნობდა რაღაცას და უნდოდა მასთან გატარებული ყოველი ბოლო წამი დასამახსოვრებელი გაეხადა. _ მაპატიე, სიყვარულო, მაპატიე._ სახე დაუკოცნა, ხელები, ნაზად კოცნიდა. თვალებში შიში, სევდა, ტკივილი და ყველაფერი ერთად ჩანდა. ეშინოდა... მომავლის ეშინოდა... _არ არის თქვენი სიყვარულის დრო! გამოდი!_ პოლიცია მოვიდა, კაპანძე დათო გაიყვანეს საკნიდან. რაც უფრო წინ მიიწევდა მით უფრო უკეთ ესმოდა ხალხის აჟიოტაჟი. _ სად მიგყავართ?!_ ძალა გამოცლილმა შეეკითხა პოლიციას. _ხალხთან. _ რატომ აკეთებთ ამას? ნამდვილი დამნაშავე სად არის?! _აქ არ არის. _და ის რატომ არ დაიჭირეთ? _ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. ნუთუ არ იცი მაღალ ჩინოსნებისთვის რამდენად ადვილია საქმიდან გამოძვრნენ? პრობლემებს ნუღა მიქმნი, ფეხი გაადგი წინ!_ მკაცრად უთხრა პოლიციელმა. კარებთან მიიყვანა, სწრაფად გამოაღო კარები და დათო კაპანაძეს ხელი კრა. გარეთ გააგდო. იმ ხალხთან გააგდო რომელსაც შურისძიება სწყურია. _ ნაძირალავ! _ცივსისხლიანო! _მკვლელო! _ მოკვდი! _სიკვდილს იმსახურებს! _ მე არაფერი დამიშავებია!_ ხმამაღლა, მკაცრად წარმოთქვა სამი სიტყვა. მაგრამ განა მხოლოდ ეს დაიხსნიდა იქიდან? იქ მთელი სოფლის მოსახლეობა იყო მისული, ყველას ერთი მიზანი ამოძრავებდა. მოეკლათ გიორგი მაღლაკელიძის მკვლელი. სხვას არა ფიქრობდნენ რას. კილომეტრები ატარეს ფეხით, საბოლოოდ მაღალ გორაზე მიიყვანეს. ფეხები სტკიოდა, ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა, სხეულზე ცემის კვალი. დათო კაპანძე აწამეს, დანაშაულის გამო რომელიც მას არ ჩაუდენია. იქვე ახლოს გრძნობდა მზერას, რომელიც უყვარდა. ანა მაისურაძე იქ იყო, აკვირდებოდა საყვარელი პიროვნების წამებას, ხელებს მუცელზე იჭერდა და მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობდა. "რატომ გაგვიმეტე ცხოვრებავ ასე?" ცრემლები ჩაუდგა თვალებში, აკვირდებოდა როგორ დაანთეს ცეცხლი, როგორ ცემდნენ დათო კაპანაძეს, როგორ მიიყვანეს კოცონთან და დაწვეს. დათო კაპანაძე ცეცხლში იწვოდა, პირზე ხელი აიფარა, იცოდა ხმა არ უნდა ამოეღო, კაპანაძემ გააფრთხილა. ხალხი ამაყი სახით უყურებდა კაცის დამწვარ სხეულს, შემდეგ, დანას მოკიდეს ხელი, მამაკაცისთვის კანის მოჭრა დაიწყეს. ანა მაისურაძეს ყელში ბურთი გაეჩხირა, ადგილიდან ვერ იძროდა. აკვირდებოდა როგორ ამოაცალეს მამაკაცს გული რომელშიც ანა მაისურაძე ფეთქავდა. " ამ გულში შენ არსებობ" "ჩემი გულის ფეთქვა ხარ" აღარ ფეთქავდა, ვეღარ ფეთქავდა დათო კაპანაძის გულში ანა მაისურაძე. ახლანდელი დრო; _ბებო, ანა როგორაა ეხლა?_ აწყლიანებული თვალებით შეხედა ბებიას შვილიშვილმა. _ კარგად არის ბებო, ძალიან კარგად._ სარკეში დააკვირდა მის თავს. მის თვალებში კარგად ყოფნა საერთოდ არ ამოიკითხებოდა. ____________ ვორჭოფობდი დამედო თუ არა, ცოტახანი რომ იყოს ხომ არაუშავს?:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.