შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი


5-01-2025, 17:00
ავტორი Anilisy
ნანახია 370

22 წლის უკან:

- ცხენოსნობა არც ისე გავრცელებულ სპორტად ითვლება მსოფლიოში, არც ისე ბევრი ადამიანია ვინც გეტყვით რომელიმე მოჯირითის სახელს. ცხენები ძალიან ლამაზი ცხოველები არიან და ამავე დროს ძალიან საინტერესოებიც. შესაძლოა არც ისე ბევრი იცოდეს ცხენებზე საინტერესო ფაქტები, მაგალითად:

1.ძველი ჩანაწერების მიხედვით, პირველი ცხენი 60 ათასი წლის წინ გაჩნდა. მას ეოგიპუსი დაარქვეს (განთიადის ცხენი), ის ძალიან პატარა იყო.

2.ერთადერთი ცხენის სახეობა, რომელსაც ვერასოდეს ათვინიერებენ, არის აზიური გარეული ცხენი.

3.ცხენს ძალიან კარგი ყნოსვის უნარი აქვს. გაგიკვირდებათ, თუმცა, ის ძალიან განიცდის, როდესაც გრძნობს სისხლის სუნს.

ცხენები ძალიან უმანკო ცხოველებად არიან მიჩვეულები.


დაასრულა წიგნის კითხვა მოხუცმა კაცმა და მის კალთაზე მოკალათებულ პატარა შავ კულულებიან გოგონას დახედა, რომელიც ქვევიდან დაჭყეტილი თვალებით შეჰყურებდა.

- ბაბუ, მართლა ასეთი მაგრები არიან ცხენები? შენი ცხენიც ასეთია ბაბუ?

კითხა პატარა გოგონამ თავის ბაბუას და ხელები მთელი ძალით შემოხვია მუცელზე. კაცმა ჩაიცინა და თავი დაუქნია.

- კი ბაბუ ჩემი ცხენებიც ასეთი მაგრები არიან. გინდა განახო?

გოგონამ თავი დაუქნია. ბაბუამ კი წიგნი გვერძე მაგიდაზე დადო, გოგონა ხელში აიტაცა და წავიდნენ დიდ რანჩოში სადაც სამი ულამაზესი ცხენი იყო: ერთი სულ თეთრი თეთრი ქათქათა, მეორე მოყავისფროს შავი დიდი თვალებით, ბოლო მესამე პატარა კვიცი იყო სულ შავი შავი ისიც მუქი ყავისფერი თვალებით, ულამაზესი.

- ბაბუ! ამ ცხენს რა ქვია?
იკითხა თით გაშვერილმა პატარა გოგონამ კვიცზე.

- გინდა შენ დაარქვა?

გოგოს თვალები გაუნათდა და ფიქრი დაიწყო თუ რას დაარქმევნდა.

- მმმ, ბიჭია თუ გოგო?

-ბიჭი.

გოგონას თითქოს თავში რაღაც გაუნათდა და ბაბუას მიუბრუნდა.

- მავი, მავი მინდა დავარქვა!

კაცმა ჩაიცინა და თავი დაუქნია. შემდეგ იქ მდგომ კაცს დაუძახა, რომ კვიცი მოეყვანა. გოგონა დიდხანს ეფერებოდა ცხენს სულ უფრო და უფრო უყვარდებოდა. შემდეგი დღეები ყოველდღე დილით ადრე დგებოდა პატარა გოგონა და იარებოდა ფერმაში, იქ შესვლას უკრძალავდნენ რადგან სულ იქ უნდოდა ყოფნა და ასევე იქ ბაბუას გარდა შესვლის უფლება არავის ქონდა.

როგორც ყოველთვის, ოთახში მზის სხივების შემოსვლისთანავე გოგონამ საბანი გადაიძრო და ფერმაში მიაშურა თავის ლამაზ ცხენთან.

მთელი შუადღე თითქმის მავისთან გაატარა, მასზე დაჯდომას სცდილობდა მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა ყოველ ჯერზე მიწაზე დაენარცხა. სულაც არ ნებდებოდა გოგონა, მაგრამ სისხლის დანახვისთანავე სახლში გაიქცა. მთელი სისწრაფით მირბოდა თან უკან უკან იყურებოდა რა დროსაც ვიღაცას შეეჯახა და ძირში დავარდა.

ზევით როცა აიხედა გრძელ შავ თმიანი მწვანე, ნაცრისფერ თვალება ქალი დაინახა რომელიც ახლა ზევიდან ორმაგად დიდი მოეჩვენა მასზე. ქალმა გოგონას დანახვაზე დოინჯი შემოირტყა და გაბრაზებული ტონით დაიწყო საუბარი.

- ელეონორა, სად იყავი?! მთელი დღეა დაგეძებ, გადავქექე სახლში რაც კი ოთახები იყო! ცოტა მეც ხომ უნდა შემიწყვო ხელი?! გადარბენებზე ვარ სტუმრებს ველოდებით თითქმის ერთი კვირაა, ხომ გახსოვს იმიტომ წამოგიყვანე, რომ უფერო გაწონასწორებული ხარ იმ 3-მ ცუღლუტთან შედარებით?!

- მაპატიე დედა, უბრალოდ ცხენების ნახვა მინდოდა...

ძლივს გადააბა ხუთი სიტყვა ერთმანეთს და ატირდა. ამის დანახვაზე დედამ პატარა გოგო ხელში აიყვანა და მოეფერა. დამშვიდებული გოგონა სამზარეულოში შევიდა სადაც უამრავი დამხმარე ირეოდა ზოგი რას აკეთებდა და ზოგი რას. ამის შემყურე ელეონორას სულ დავიწყდა მისი გადატყავებული მუხლი და იდაყვი.

დედამისიც გართული იყო საქმეში და შვილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სანამ საწყალმა ელეონორამ ტკივილისგან კრუსუნი და გოდება არ მორთო.

- რა გჭირს დე ხელზე?

კითხა გაოცებულმა ქალმა შვილს და მის ნატკენ ფეხს დააკვირდა.

- რო დავეცი ვიტკინე.

მოატყუა დედა, რადგანაც თუ გაიგებდა რომ ფერმაში ცხენიდან გადმოვარდა სახლიდან აღარ გაუშვებდა. დამხმარე ქალმა პირველადი დახმარების ჩანთა მოიტანა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო.

- ქალბატონო სარა , ქალბატონი კლარა მასთან გიბარებთ.

ახალ შემოსულმა დამხმარე ქალმა უთხრა ქალბატონ სარას,ისიც დაბნეული მოშორდა შვილს და გავიდა სტუმრის მისაღებ ოთახში სადაც დედამისი იჯდა და ყავას მიირთმევდა.

- სარა, შენც შემომიერთდი.

უთხრა ქალბატონმა კლარამ ქალიშვილს და მის გვერდით ადგილზე მიუთითა. სარაც უთქმელად ჩამოჯდა თავის ადგილას და დედის მიწოდებული ყავის მირთმევას შეუდგა. უხერხული სიჩუმე იყო ჩამოწოლილი, ქალბატონ კლარას სახეზე ეტყობოდა უხასიათობა და არეულობა ეს სარამაც შეამჩნია.

- დედა, ყველაფერი კარგადაა?

ქალმა ყავის ფინჯანი მაგიდაზე გადადო და დივანზე უფრო კომფორტულად მოკალათდა.

- ძვირფასო, რაღაც მოხდა....

თქვა ანერვიულებულმა ქალმა, და ნერვიულობა სარასაც გადაედო.

- რა მოხდა? დედა მითხარი.

- ძვირფასო, დიმიტრი დაბრუნდა....

ქალმა სიტყვა დაასრულა თუ არა შვილს ახედა, სარას სახეზე ფერი წაეშალა და ხელები აუკანკალდა.
ქალმა წყალი მიაწოდა გამოსაფხიზლებლად.

- დედა, ის თუ...

- ვიცი შვილო, ვიცი! მამაშენი პირველივე რეისით დაბრუნდება დღეს უკან და ყველაფერზე ვილაპარაკებთ. ოღონდ ეხლა გამაგრდი, ელეონორას მიხედე! გარეთ დაცვის მეთვალყურეობის გარეშე არ გახვიდე არსად!

სარა წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. იქამდე ძლივს მიაღწია კედელს ებღაუჭებოდა, რომ არ წაქცეულიყო და დავარდნოდა. ელეონორა ისევ სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და თავის ნაყინს მიირთნევდა. მან შვილს თმაზე ხელი გადაუსვა და თავის საქმეს დაუბრუნდა.

მთელი დღე რობოტივით ფუსფუსებდა სამზარეულოში ან ელეონორას არეულობას ასუფთავებდა. საღამოს მსახურებმა სუფრა გაშალეს და სტუმრების მოსვლას ელოდნენ. აქამდე ალექსანდრეს ლაროსა ოჯახის უფროსი ჩამოსულიყო და თავის შვილს მის კაბინეტში იბარებდა.

ქალმა ხელების კანკალით დააკაკუნა კარებზე და როცა თანხმობა მიიღო მარტო მაშინ შეაღო დიდი ყავისფერი ხის ორნამენტებით მორთული კარი. ბატონი ლაროსა თავის სკამზე მოკალათებულიყო და შვილს შეცქეროდა თვალებში.

- დაჯექი!

ისიც დაემორჩილა მამის ბრძანებას და კაცის მოპირდაპირე სავარძელში ჩამოჯდა.

- ელეონორა როგორაა?

- კარგად, გამუდმებით დარბის ერთ ადგილას არ ჩერდება. წარმომიდგენი როცა გაიზრდება რას იზამს.

- ვის გავს? შენი შვილი თავისი მშობლების კვალს მიყვება. გახსოვს შენც ასეთი ცელქი და მოუსვენარი იყავი სანამ არ გათხოვდი, შენი ასლია! შენაირი თვალები აქვს, თმები, გამოხედვა, თბილი ღიმილი, იცის ვის როგორ ელაპარაკოს. გაჭრილი ვაშლივით გგავს.

კაცმა ჩაიცინა და კონიაკით სავსე ჭიქა ხელში მოიქცია.

- დიახ, მაგრამ არამგონია აქ მხოლოდ ჩემი ქალიშვილისთვის დაგებარებინეთ მამა. მოხდე რაიმე?

ქალი უფრო ანერვულდა როცა მამამისი ფეხზე წამოდგა და მისი მაგიდის უჯრიდან რაღაც ამოაძვრინა, მას გაუწოდა და მუხლებზე დაუდო. სარა დიდხანს დაჰყურებდა კონვერტს ბოლოს აიღო და გახსნა, შიგნით ორი ბილეთი იყო ესპანეთი-ფლორას პირადი ფრენა.

- სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სახლში, ალბათ დედაშენი გეტყოდა რომ ველისტონი დაბრუნდა და ვერ დავუშვებ მან შენ ან ელეონორას რამეს დაგიშავოს.

- როგორც თქვენ იტყვით მამა!

- კარგი, მაშინ ხვალ საღამოს გაფრინდებით. ახლა კი გავიდეთ როგორც ჩანს სტუმრები მოვიდნენ.

ოროვე წამოდგა და სტუმრების დასახვედრად გავიდნენ.

22 წლის შემდეგ:

მზის ამოსვლა ულამაზესი სანახაობა მთელ დედამიწაზე, მის შემდეგ კი მზის ჩასვლა ყველაზე ლამაზი საცქირალი. ახლაც მზემ ლამაზად ამოყო თავი ღრუბლებიდან და მოანათა თავისი სხივები არემარეს, სუსხი იყო სიოც ნელ-ნელა უბერავდა და გოგონას თმას უწეწავდა რომელიც სახეზე ეფინებოდა.

გოგონა ფიქრებში იყო გართული როდესაც ფეხის ხმა გაიგო, ამიტომ უკან შებრუნდა.

" - ბატონი თავისუფალია, კაბინეტში გელოდებათ. "

თავი დაუკრა კაცმა ქალს და კაბინეტისკენ გაუძღვა. ქალმა კარზე დააკაკუნა და შეაღო.

"- შეიძლება?" - იკითხა გოგონამ და თავი შეყო კარში. მოხუცმა კაცმა თავი დაქნია და გოგონამაც არ დააყოვნა იქვე სავარძელში მოკალათდა.

"- კარგია, რომ ჩამოხვედი." უთხრა კაცმა და თბილი ღიმილით გაუღიმა.

"- ამ დღეს არ გამოვტოვებდი. თანაც მომენატრეთ, უკვე რამდენი ხანია არ ვყოფილვარ აქ. " - გოგონას ფეხი ფეხზე ქონდა გადადებული და თავისი კაბის ბოლოებს აკვირდებოდა.

"- 3 წელია. " - სევდიანად ამოიოხრა მოხუცმა.

"-ბებიას გარდაცვალებამდე და..." გოგომ სიტყვის გაგრძელება ვეღარ შეძლო რადგან მოსამსახურემ კარი შემოაღო.

"- თქვენი ყავა ბატონო. "

***
გოგონა სახლიდან გამოვიდა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მის წინ გადაშლის ხედს. მალევე ჰორიზონტზე მანქანაც გამოჩნდა საიდანაც ორი კაცი გადმოვიდა და გოგონას მიმართულებით დაიძრენ.

"-ელეონორა! როგორ დამშვენებულხარ." შედარებით ასაკოვანი კაცი გოგონას გადაეხვია.

"- მადლობა."

"- მამა თავისთან არის? " კითხა კაცმა და თანხმობა როცა მიიღო სახლში შევიდა.

გოგონამ მანამ გააყოლა კაცს თვალი სანამ არ გაუჩინარდა, მერე ისევ წინ შებრუნდა სადაც ბიჭი დახვდა რომელიც მას უყურებდა.

"- რა?" გაიკვირვა ელეონორამ და ქარისგან აბურდული თმის ჩამოსწორება ცადა.

"- არ ჩამეხუტები? " კითხა და ხელები გაშალა, გოგომ ჩაიცინა და მონატრებულ ბიძაშვილს ჩაეხუტა. "- გადავირიე როცა გავიგე თვით ლეონარდა გარსია რომ ჩამოსულა. ყურებს ვერ დავუჯერე! "

გოგონამ მხარზე უჩქმიტა ბიჭს. რის გამოც ბიჭი აბუზღუნდა.

"- ჩუმად იყავი და მეტჯერ აღარ დაიმსახურებ! " უთხრა და ეზოში მდგომ მოსასვენებელ სივრცეს მიაშურნენ.

"- მამიდას დაბადების დღის გამო ჩამოხვედი? "

გოგონამ ბიჭს თავი დაუქნია და თმა სახეზე კიდევ, რომ ჩამოეშალა გაბრაზებულმა დაავლო დანას ხელი და ერთი ხელის მოსმით აიწია თმა. ბიჭმა მის საქციელზე თვალები გადაატრიალა და წყალი მოსვა.

" - დღესვე წავალ! " პირდაპირ უთხრა გოგონამ და მდივანზე უფრო კომფორტულად მოთავსდა. "- არ გქონდეთ ფუჭი იმედები! აქ ვერ გავჩერდები."

"- ვიცით. " ჩაილაპარაკა ბიჭმა დანაღვლიანეულმა ბევრი წელი გავიდა რაც გოგოს წასვლას შეეგუა, იმასაც შეეგუა რომ 3 წლის განმავლობაში ჩამოდიოდა უთქმელად დედის დაბადების დღეზე და მერე ისევ პირდაპირი რეისით სახლში ბრუნდებოდა.

გოგონას არ შეეძლო უბრალოდ აქ გაჩერება დიდხანს ასე გონია თუ ამ სახლში დარჩება და ბალიშზე თავს დადებს ყველაფერი რასაც ამდენი წელი აშენებდა მის სიმტკიცეს, სიძლიერეს,სახელს ყველაფერს დაამსხვრევს და არაფერი აღარ დარჩება მისგან.


***
შუადღეს ყველანი წავიდნენ სარას დაბადების დღის მისალოცად. ადგილზე მივიდნენ თუ არა სამარიებული სიჩუმე ჩამოწვა, ვერავინ ვერ იღებდა ხმას ყველას სურდა მისალოცი სიტყვის თქმა მაგრამ ვერავინ დგამდა პირველ ნაბიჯს.

ბოლოს ისვე ძმამ შეძლო ხმის ამოღება და დისთვის დაბადების დღის მილოცვა.

"- დაო, რამდენი წელი გავიდა რაც შენ დაიბადე. მახსოვს როცა პირველად ხელში აგიყვანე სულ ციცქნა იყავი, ფითქინა თეთრი, ანგელოზს გავდი. როცა შენთვის სახელის დარქმის ნება დამრთეს ძლიერ ავღელდი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა მინდოდა საამაყო სახელი დამერქვა შენაირი ადამიანისთვის და სწორედ ეს სახელი შენ ატარე ღირსეულად ჩემო საყვარელო. როცა შენ მოევლინე ამ სამყაროში მივხვდი, რომ მე მეტი პასუხის მგებლობა მმართებდა. უნდა მომეარა შენთვის, საამაყო ძმა და მაგალითი უნდა ვყოფილიყავი იმისა თუ როგორი უნდა იყოს კაცი, არ ვიცი ეს რამდენად შევძელი მაგრამ შენ მართლაც შესანიშნავი და იყავი. სულ ჩემ გვერდით იყავი არ ქონდა მნიშვნელობას დამნაშავე ვიყავი თუ არა მუდამ ჩემ მხარეს იჭერდი. გილოცავ დაიკო."

კაცმა დაასრულა სიტყვით გამოსვლა თუ არა მუხლებზე დადგა და თავისი დის გამოსახულ ქვას შუბლზე აკოცა, თან თვალიდან ერთი ობოლი ცრემლი გადმოუგორდა რომელიც ხელათვე მოიწმინდა და მამის გერდით დადგა. ყველა უყურებდა ქვას და ვერავინ ბედავდა მიახლოებას, ვერც ხმის ამოღებას იყვნენ ჩუმად და არ შეეძლოთ არაფერი გარდა ლოდინისა.
ლოდინისა რომ ამ ტკივილს გაეარა...

***

ყველა სახლში დაბრუნდა, მაგრამ ისევ ვერ ბედავდნენ ხმის ამოღებას. მამაკაცები კაბინეტში საქმეზე საუბროდ ავიდნენ, ქვევით კი ელეონორა და იანი დარჩნენ. უბრალოდ ისხდნენ და იმ სუჩუმის იდილიით ტკბებოდნენ რომელიც მათ შორის იყო ჩამოვარდნილი.

ცოტახანში სამზარეულოდან ქალი გამოვიდა შავი მუხლებამდე კაბა და თეთრი წინსაფარი ეკეთა, გოგონას მიუახლოვდა და უთხრა:

" - ქალბატონო დღეს ვახშამზე დარჩებით? იმიტომ გეკითხებით მოვამზადო თქვენთვის სასურველი კერძი? "

გოგონამ გაუღიმა და ოდნავ თავი დაუქნია მაგრამ ეს უფრო თავის დახრას გავდა თითქოს გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა. ბოლოს თავი ასწია და ქალს შეძლების და გვარად თბილად გაუღიმა.

" - კი. დავრჩები. "

იანს მისი სიტყვები ძალიან გაუკვირდა რადგანაც ეს ყოველივე მის საქციელს არ გავდა.

გოგომ თავი მისკენ შეატრიალა, რამდენიმე წამი უბრალოდ უყურა მერე წამოდგა მასათან მივიდა მის გვერდით ჩამოჯდა და მიეხუტა. ბიჭი დაიბნა, მაგრამ მონატრებულ დეიდაშვილს ხელები მალე შემოხვია.

" კარგია, რომ რჩები. "

მეტი არაფერი უთქვამს უბრალოდ ასე იყვნენ მიხუტებულები.

***

საღამოს ვახშმის შემდეგ ოჯახის უფროსები კაბინეტში ერთხმად რაღაცის განსახილველად შევიდნენ ელეონორა კი მარტო დარჩა ოთახში.

დიდი ხნის მოწყენილობის შემდეგ გადაწყვიტა უკანა ბაღი დაეთვალიერებინა, დიდი ხანია არ უნახავს იქაურობ ახლა აინტერესებდა რამე თუ შეიცვალა.

ბაღში შესვლისთანავე ელეონორას მძაფრი გრძნობა დაეუფლა, გაუჭირდა ნაბიჯის წინ გადადგმა ერთ ადგილას გაშეშდა იქაურობა0ს მთლიანად მიმოავლო თვალი და გაუკვირა ყველაფერი იგივე, რომ დახვდა. ელოდა რამე მაინც დახვდებოდა შეცვლილი, მაგრამ არაფერიც არ შეცვლილა ისევ ისეთი სიჩუმე სუფევდა.

ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც მის ბავშვობაში, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა ეს სიამოვნებდა თუ არა.
იქვე რანჩო დაინახა და ძველი მოგონებები აუკიაფთა თვალათ. ძლივს მოიკრიბა გამბედაობა და შევიდა. შეაბიჯა თუ არა თვალწინ ზუსტად იგივე ხედი გადაეშალა რაც ცლების წინ, მაგრამ....

ერთი დიდი მაგრამ იყო უამრავი ცხენის მაგიერ მხოლოდ სამი ცხენი დახვდა. ერთი იმ წამსვე იცნო.
ელეონორა ნელა მიუახლოვდა ცხენს, ნელ-ნელა ეპარებოდა არ უნდოდა დაეფრთხო.

ხელი წაიღო უნდოდა მოფერებოდა თავზე, მაგრამ ცხენმა ბრაზისგან მაგრად დაიჭიხვინა, გოგო შიშისგან შეხდა უკან ვიღაცის სილუეტი დაინახა, რომელმაც გვერდზე გაწია და ელეონორმაც უცბად ძირში მოადინა ზღართანი.

"- აუჩ." - ამოიკნავლა საწყლად, გოგონამ და ნელა წამოდგა.

თვალებში ძლივს იხედებოდა, ტკივილმა სხეულში დაუარა და მთლიანად ააკანკალა. ცოტახანში როცა გონს მოვიდა ვითომ " გადამრჩენელს" გაბრაზებული მზერით გახედა.

"- უკაცრავად?! ვინ ბრძანდებით?"
შეეკითხა ელეონორამ უცნობს.

" - საიმონი ქალბატონო?" - კითხვასავით გაიჟღერა მისმა პასუხმა.

" - ლეონარდა გრეის გარსია ლანკასტერი. "

წარუდგინა მისი სრული სახელი, მერე კი აათვალიერა მასზე ალბათ 3 წლით უმცროსი თუ იქნებოდა მეტით არა!

" - საიმონ ხომ არ იცით რა სჭირს მავის? "

" - იცით ახლა არ არის კარგ მდგომარეობაში! " - თქვა და თვალებში შეხედა ქალბატონს.

" - რა დაემართა? " - იკითხა გაკვირვებულმა და იქაურობას კარგად მოავლო თვალი, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო მავი.

" - ძალიან მაღალი სიცხე ქონდა და ბატონმა იზოლირებულ ადგილას გადაიყვანა. "

" - კარგი, მადლობა. " - უპასუხა გოგომ და უკან გაბრუნდა ადგან ფაქტი იყო მავის ნახვას ვერ შეძლებდა.

ყინავდა განსაკუთრებით საღამოს, რადგან სახლი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა და ცივი ჰაერი აქეთ მოდიოდა. ლეონარდა სახლში შევიდა, რომ არ გაციებულიყო.

ბუხართან მიდგმულ სავარძელში იყო მყუდროდ მოკალათებული და წიგნს კითხულობდა. ერთ-ერთ საინტერესო მომენტზე იყო როცა მისი ტელეფონი აბზუილდა და კითხვა შეაწყვეტინა.

" - გისმენთ. " - უპასუხა მშვიდი ტონით რა დროსაც მეორე მხრიდან ძლიან მკაცრი და გაბრაზებული კაცის ღრიალი მოესმა. " - ერთი წუთით ტონს დაუწიე! და გამაგებინე რა მოხდა წესიერად?! "

გოგონამაც ხმამაღლა უპასუხა და სავარძლიდან გაბრაზებული წამოდგა . ვერ იტანდა როცა უყვიროდნენ და მასზე ცდილობდნენ ზეგავლენას.

" - კარგი, კარგი გავიგე! ჩემ ჩამოსვლამდე არ ჩაერიო! გაიგე? მე დამელოდეთ! " - უთხრა კაცს და პასუხის გაცემამდე გაუთიშა.

სასწრაფოთ ავიდა ოთახში და ბარგის ჩალაგება დაიწყო.

" - ელეონორა? მიდიხარ? " - კითხა იანმა, როდესაც გოგონა დაინახა ბარგით ხელში.

" - ხო. რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა და უნდა დავბრუნდე! "

ჩანთა ჩაალაგა, ოთახიდან გასულმა ბიძაშვილს ლოყაზე აკოცა და კიბეებზე დაეშვა. ბარგი კარებთან დააწყო და ახლა ბაბუის კაბინეტისკენ გაემართა, წასვლამდე დასამშვიდობებლად შევლა გადაწყვიტა.

" - შეიძლება? " - კითხა თავაზიანად და ოთახში მიმოიხედა.

" - რა ხდება შვილო? ყველაფერი რიგზეა? " - შეეკითხა გაკვირვებულმა მოხუცამ საათის ისრებს მეორეჯერ, რომ მოავლო.

" - კი უბრალოდ მე სასწრაფოდ სახლში უნდა დავბრუნდე. მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა. "

" - გასაგებია, ისედაც ვიცოდი რომ ხვალ უკვე წახვიდოდი. წადი შევილო, მაგრამ ჩამოდი ხომ იცი ესეც შენი სახლიცაა არა? " - უთხრა მზრუნველად და ფეხზე წამოიმართა.

გოგონას მიუახლოვდა თმები სახიდან გადაუწია და შუბლზე მოწყვეტით აკოცა. გოგონა უბრალო ღიმილით შემოიფარგლა კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ძვირფას ბაბუას და სახლი სამუდამოდ არ მაგრამ დიდი ხნით დატოვა...

***

უკვე გამთენიოს პერიოდი იყო, მზე მის სხივებს ახვევდა არემარეს და ყველაფრის გათბობას ლამობდა როცა თვითმფრინავი საფრენ ტერიტორიას მიუახლოვდა. ლეონარდა ფანჯრიდან გაჰყურებდა ღრუბლებს შორის ძლივს გამოჩნდა ქალაქის ცათამჯენები.

მალე თვითმფრინავი მის ადგილას დაჯდა ლეონადრა ფეხზე წამოიმართა თავისი ჩანთა აიღო და ძლივს გავიდა გარეთ. კიბიდან ჩამოსულმა პირველი რაც გააკეთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და არემარე მიათვალიერა.

" - ქალბატონო! " - გაიგონა ხმა, უკან შებრუნდა რა დროსაც მისკენ მიმავალი შავ-თეთრ პიჯაკში გამოწყობილი კაცი დაინახა.

" - ნილ? აქ შენ რას აკეთებ? " - უთხრა და ვერც გაიაზრა კაცმა მისი ხელ ჩანთა როგორ გამოსტაცა საგორიალებელ ჩანთასთან ერთად.

" - ბატონმა გამომაგზავნა! მას არ ეცალა და მე მთხოვა თქვენთან დახვედრა. " - თან ბარგს ალაგებდა მანქანაში. ბოლოს საბარგული დაკეტა და ქალბატონს უკანა კარი გაუღო, ქალმა უბრალოდ კარი დაკეტა და მძღოლის გვერდით სავარძლის კარი გამოაღო.

" - ნილ, ნილ რამდენი წელია აქ ხარ და ვერ გამიცანი? " - თავი გაიქნია და მის ადგილას მოთავსდა, მზისგან თავის დასაცავად დამხმარე ფარი ჩამოწია.

***
" - რა ხდება? " - ლეონარდამ შესვლისთანავე იკითხა და მათზე მაღალ, დაკუნთულ სხეულიან კაცებს შეხედა.

პასუხის მიღება არ დასცალდა, რომ თვითონ მიხვდა რაც ხდებოდა. ერთი ამოიოხრა და ბნელ კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წავიდა.

მისვლისას ორი კაცი დაინახა რომელიც მისკენ გამოემართა და როცა სახე გაარჩიეს ამ სიბნელეში მაგიდასთან მისვლის უფლებაც დართეს.

" - ლეონარდა! როგორ მიხარია შენი ნახვა. " - გაისმა ჩამწყდარი ხმა რომელიც არც კი გავდა იმ ადამიანის ხმას რომელსაც ეს ქალი იცნობდა ცოტა ხანს კი შეცბა ნამდვილად ის არის თუ არაო.

" - ზეინ. რა სამწუხაროა იგივეს თქმა, რომ არ შემიძლია. " - უპასუხა ქალმა თითქოს მართლა დამწუხრებული იყოს და სუფთა მხარეს ჩამოჯდა. " - აქ რატომ მოინდომე შეხვედრა? საშინელი ადგილია. " - უთხრა და თან შეეცადა ამ სიბნელეში რაიმე დაენახა, მაგრამ ის კი კარგად იცოდა დამპალი ადგილი რომ იყო რადგან მთელ ოთახში ობის ცხვირის ამწველი სურნელი ბობოქრობდა.

" - ბოდიში, განებივრებულ ქალბატონს მდიდრული სავარძელი, რომ ვერ დავახვედრეთ. მაგრამ ახლა ამაზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხარ ეს შენც კარგად გეცოდინება. მინდა მამაშენს ჩემზე დაელაპარალო და მინდა პარტნიორებიც გავხდეთ. "

" - უკაცრავად? ეს ბრძანებაა?! არაფერსაც არ გავაკეთებ! მამაჩემის საქმეში მე არ ვერევი როგორც ის ამიტომ ვერაფერში ვერ დაგვეხმარები. ამ ჭაობში შენ თვითონ გადაეშვი და თანაც თავით ამიტომ შენ თავზე შენ თვითონ იზრუნე. "

უთხრა მკაცრი ხმით და იქაურობას სწრაფად გამოეცალა. გარეთ გამოსულს დილის ნიავი ესიამოვნა, მანქანასთან მისული გაჩერდა და ნილს შეუბრუნდა.

" - ნილ, ხვალ ზეინს მიეცი ის რაც უნდა და არ მიცე უფლება კიდევ მოახლოების თორემ შემდეგ მართლა ცუდად დასრულდება ყველაფერი. " - უთხრა და თავის ადგილზე დაბრუნდა.

"- გასაგებია ქალბატონო მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ აპატიეთ მას? მან ხომ გიღალატათ? " - კაცმა ძლივს დაუსვა კითხვა რომელიც ამდენ ხანს ტანჯავდა და არ ასვენებდა. მან ხომ ძალიან კარგად იცოდა თავისი უფროსის ხასიათი ბოლო ბოლო ერთი კვირის მომუშავე არ იყო, ლეონარდას ამბავი და ხასიათი, რომ არ სცოდნოდა.

"- ვაპატიე? ვინ ამბობს, რომ ვაპატიე! საერთოდაც არა! სხვა გეგმა მაქვს და ის ამ გეგმის განხორციელებაში ხელს შემიშლის როგორც ცოცხალი ისე მკვდარი. ამიტომ აქედან წასვლა ერთადერთი და სწორი გზაა მის თავიდან მოსაცილებლადაც და გასაჩუმებლადაც. " - განუმარტა თავისი გეგმა მის გვერდით მჯდომს და კარგად აუხსნა პრობლემის არსი.

" - გასაგებია. ქალბატონო უბრალოდ თქვენ საქციელს არ გავდა და ამიტომ გამიკვირდა. " - თვითონა არ ჩამორჩა და განუმარტა მისი ჩაძიების მიზეზი.

ქალი ფანჯარაში იყურებოდა და უბრალოდ ეღიმებოდა ამ ყველაფერზე.

" - არა ნილ მოღალატეს არაფრის დიდებით ვაპატიებ! ამიტომ სანამ ასეთი მდგომარეობა სახლიში დეზინფექცია უნდა ჩავატაროთ თორემ ვირთხები მომრავლდება და ყველაფერს გაანადგურებს. " - ფრაზეოლოგიზმებით ესაუბრებოდა და თან ნახევრად უკვე თვლემდა, ბოლო ბოლო რამდენი საათი იმგზავრა და თვალი არ მოუხუჭავს.

" - აუცილებლად! მერწმუნეთ ამას პირადად გავკონტროლებ. " - თვითონაც აჰყვა თამშში და თან ეღიმებოდა ასეთ სიტვაციაზე.

" - ეჰ, ნილ ერთადერთი ხარ და არა ერთერთი რომელსაც ვენდობი! შენ მჯერა და ვიცი იმედებს არ გამიცრუებ არასდროს. " - ქალს უკვე მობეზრდა ასეთ სუტვაციებში ყოფნა მართლაც უკვე რამდენი ვირთხა ყავდა გამოგდებული სახლის ღრმად დამალული სოროდან ვეღარ ითვლიდა უკვე მდენია, მაგრამ ამ ვირთხებს ერთი პლიუსი კი აქვს იცი , რომ შენზე ცუდად საუბრობს ზურგს უკან კი არა, დანარჩენები კი პირში გელაქუცებიან უნამუსოდ გჭორავენ.

" -არა ქალბატონო დამერწმუნეთ კიდევ ბევრი ადამიანი რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდით დადგება და არ მიგატოვებთ. "

ქალს საუბრის თავი აღარ ქონდა უკვე ფანჯრის შუშას აბჯენდა თავს და იმ ვიბრაციის გამო უარესად ეთვლიმებოდა და ბოლოს ძილმა სძლია და გადაეშვა სხვა სამყაროში სადაც კიდევ ერთხელ უწევდა თვითგადარჩენა.

***
გამაყრუებელი სირენისავით ხმა ისმის, რომელიც მთელ ოთახს იპყრობს და ასევე ლოგინში მშვიდად მთვლემარე ქალის ყურადღებას. ქალს არ სჭრდება წამის კი გასაანალიზებლად თავს ზევით წევს და წამოჯდომასთან ერთად ოთახს ათვალიერებს.

ხვდება საკუთარ სახლში, საკუთარ ოთაში, საკუთარ ლოგინში სძინავს ისე არ ახსოვს აქ როგორ ამოვიდა ამიტომაც ვარაუდობს, რომ ნილი ამოიყვანდა. უპრობლემოდ თვალების სრესითა და გაზმორვით წამოიმართა ფეხზე და ოთახში დაშვებული ფარდები გადასწია. უმალვე მზის შედარებით შესუსტებული სხივებით განათდა ოთახი, ზამთარში ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია.

ოთახში დიდხანს იბოდიალა, მერე კარადიდან თავისი პირსახოცი და ჩანთა გამოიღო სადაც თავის მოვლის საშვალებები ედო და სააბაზანოს გზას გაუდგა. შხაპში ნავარდობის შემდეგ თავზე პირსახოც შემოვლებული ჩადის კიბეებზე და სამზარეულოსკენ იღებს პირდაპირ გეზზს.

იქ შესულს სამზარეულოს მაღალ ბარზე შემოსკუპული ახალგაზრდა ბიჭი ხვდება რომელიც ხმაურით ხურპავს წვნიანს და თან ახლად მომზადებულ გლინტვეინს აყოლებს. ლეონარდა მასთან მიდის პირდაპირ ჯდება, მწვანე მოზრდილ ვაშლს იღებს და დიდზე კბეჩს.

" - ფრთხილად კბილები ზედ არ დაგრჩეს. " - უთხრა ხუმრობით და თავისი წვნიანით ტკბობა განაგრძო.

ლეონარდამ უბრალოდ ტუჩები გაწელა და ვაშლის ჭამა განაგრძო. აქეთ-იქით მიმოიხედა დაინახა ეზოში როგორ ფუსფუსებდა ხალხი და სახეზე გაკვირვების ტალღამ გადაუარა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა დღეს რა რიცხვიც იყო და მისი ინტერესიც ჩაცხრა.

" - დღეს ჩამოდიან ფრანკლინის ბიზნებს პარტნიორები? " - კითხა ბიჭს, მერე წამოდგა ნაგავში ვაშლის ნარჩენი გადააგდო და იდაყვებით ჩამოეყრდნო მაგიდას.

" - აჰამ, და გაგვაფრთხილა ვახშამს უნდა დავესწროთ თორემ დასჯა არ აგვცდება! " - უთხრა და როგორც იქნა დასრულა ჭამა.

გოგონამ თვალები გადაატრიალა, სულ არ ეხალისებოდა სტუმრები იმდენი საქმე ქონდა ამ ყველაფრის გარეშეც და ეს დაემატებოდა ახლა.

"- კაი მაშინ მე წავალ კიდევ წავუძინებ და ექვსისკენ გამაღვიძე. მანამდე ხომ არ მოვლენ? " - უთხრა გოგომ და თან კარის ზღურბლს მიუახლოვდა.

" - არა არამგონია ქალბატონ ლინს სუფრის გაწყობა რვისთვის სთხოვა. "

გოგომ უბრალოდ თავი დაუქნია და ოთახში აბრუნდა დასაძინებდა, მაგრამ არაფერ წაუვიდა გეგმის მიხედვით ამიტომ კაბინეტიდან დიდი ტილოსავით ფურცელი გამოიღო სადაც სახლის ნახევარი ნახაზი იყო შესრულებული და მისი დახაზვა განაგრძო.

ლეონარდა პროფესიით არქიტექტორი იყო კიდევ ერკვეოდა დიზაინშიც და სამართლის საქმეებში. მის მეორე პროფესიად ყოველთვის ადვოკატობა მოიაზრებოდა და ხშირად კომპანიაში უწევდა მისი ცოდნის გამოყენება.

რასაც ახლა ის აკეთებდა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სრულიად ფოკუსირებას და ყურადღებას მოითხოვდა რაც ლეონარდას არ ეშლება მას შეუძლია ყველანაირ სიტვაციაში მუშაობა და საქმეზე კონცენტრირება.

***
უკვე ექვსის წუთები იყო როცა ლეონარდამ თავი აწია და ტილოს მოშორდა. იქამდე თავი არ აუწევია მთლიანად გადართული იყო თავის საქმიანობაში. გადაწყვიტა ეს ყველაფერი შეენახა და მომზადება დაეწყო რადგან მალე სტუმრებიც მოვიდოდნენ.

პირველ რიგში მის დიდ გარდერობში შეძვრა სადაც უამრავი ტანსაცმელი იყო გამოფენილი, მაგრამ როგორც ყველა გოგოს ისე ლეონარდასაც უჭირდა ტანსაცმლის არჩევა. სხვა ურთულეს პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ ვერა ჩვეულებრივ ტანსაცმელს. ბოლოს გადაწყვიტა რადგან გარეთაც არ ცივა და სახლში ივახშმებდნენ დიდი ალბათობით მოკლე მკლავიანი და თხელი რამ ჩაეცვა და ზუსტად იპოვა კომფორტული ტანსაცმელი.

თეთრი უმკლაო ტანზე მომდგარი ტოპი ჩაიცვა, ქვემოთ გადაწყვიტა წითელი ქვედაბოლოს და გეტრი ჩაეცვა. ფეხსაცმის არჩევა არ გასჭირვებია მან სულ არასდროს არ იცოდა რა უნდა ჩაეცვა ტანსაცმელი, მაგრამ ფეხსაცმელი უკვე არჩეული ქონდა და ალბათ ყველა მიხვდება მის სუსტ წერტილს რომელიც სხვა ქალებისგან არაფრით ამოარჩევს. მასაც უყვარს კარგი ჩაცმა-დახურვა, მაგრა არა არის ბრენდების მოყვარული მთავარია მაღალ ხარისხიანი იყოს ფასს მისთვსი დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

ბოლოს უკვე მაკიაჟის ჯერი დადგა, ნუ ეს ყველაზე ადვილი რუტინაა რადგან რაიმე კატასტროფულს არ ისმევს. უბრალოდ ტუში, ტუჩსაცხი, ტუჩის კონტური, ქონსილერი, გილთერები. ხო მბზინავ გოგოს უფრო მეტი ბრჭყვიალები და კაშკაში სჭირდება. ხო და მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს სუნამო! სილამაზის მთავარი ატრიბუტი.ყველაზე მნიშვნელოვანი მომაჯადოვებელი ელექ, ერთი წყეთი და ვსო უკვე ყველას ინტერესის საგანი ხარ. ნუ როგორც ყველა ადამიანს ლეონარდასაც აქვს გამონაკლისები და სუნამო ერთადერთი სუფთა წყაროა რომლის ბრენდსაც ყურადღებას აქცევს. მას არ აქვს ასე გამორჩეული სურნელის ტიპი რადგან სუნამოს ხასიათის მიხედვით იცვლის. მოდი ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ და დამიჯერეთ გარკვევით გაეცნობით სუნამსო მეთოდს. Dior Hypnotic poison ისხამს და საათს აკვირდება.

ზუსტად ერთი წუთი აკლია ექვს როცა კარზე კაკუნია, მერე კი იღება და ჯერ ითანის თავი ჩანს და მერე მთლიანი სხეული. უკვე გამოწყობილი არის შარვალკოსტუმში და გაჯგიმული დგას.

" - უკვე მომზადებულხარ. " - უბრალოდ ორი ისტყვა თქვა და წავიდა.

ერთადერთი თმა დარჩა გასაკეთებელი და ვერ გადაწყვიტა აეწია თუ დაეხვია. ორივე ვარცხნილობა ძალიან მოუხდებოდა მაგრამ არჩევანი სარჭით თმის აწევაზე შეაჩერა რადგან ახლა თმის უთო, რომ ჩაერთო ადუღდებოდა მთლიანად.

ქვევით ჩავიდა და ძმის გვერდით ადგილი დაიკავა რომელიც დიდ ეკრანში რაღაც თამაშშს თამაშობდა და მისთვის ყურადღება არ მიუქცევია სრულებით. დიდი დრო გავიდა არავინ არ ჩანდა ეზოში უკვე საშინლად დაღლილიყო ლეონარდა და ოთახში დაბრუნებას აპირებდა მანქანის მსუბუქი სიგნალი, რომ მოესმათ გარედან. და-ძმამ მზერა გაცვალეს, ტანსაცმელი გაისწორეს და სტუმრების დასახვედრად გარეთ გაემართნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent