შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი


7-01-2025, 01:35
ავტორი Anilisy
ნანახია 537

[/b]2 თავი[b]

გარეთ გასულ წყვილს სტუმრები უკვე მანქანიდან გადმოსულები დახვდათ, სულ ექვსი ადამიანი გადმოვიდა მანქანიდან მთავრი მასპინძლის ჩათვლით.

" - გაიცანით ეს ჩემი შვილები გახლავთ. უფროსი გოგონა ლეონარდა და უფროსი ბიჭი იანი. " - წარუდგინა თავისი შვილები მთავარმა გარსია ლანკასტერმა და ქალიშვილს ხელი მოხვია.

" - დიდი პატივია თქვენი გაცნობა. " -უპასუხა ყველაზე ხნიერმა კაცმა დანარჩენებისგან და ხელი ჩამოართვა ახალ გაცობილებს.

ეს ხანში შესული მამაკაცი ვილას ნიკოლი იტალიელი ბიზნესმენი გახლდათ მას თან ახლდა მისი უმშვენიერესი ცოლი დაფნი ნიკოლი და სამი ახალგაზრდა ადამიანი. ორი ბიჭი დანიელი და ნევანი, ასევე ლამაზი ხუჭუჭ თმიანი გოგონა სახელად დანიელა.

ყველანი ერთად ეზოში მოსასვენებელ სივრცეში განლაგდნენ და ამბების მოყოლა დაიწყეს. ძირითად შემთხვევაში პოლიტიკაზე და სხვა ბიზნესის რეიტინგებს განიხილავდნენ. ლეონარდა მოწყენილობისგან კვდებოდა უკვე გაქცევის გეგმას აწყობდა თუ როგორ ასულიყო ოთახში და დაესვენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა სავახშმოდ დაუძახეს და მიუხმეს მაგიდასთან.

" - აბა თქვენს მომავალ გეგმებზე მომიყევით. ჩემი ქმარი რაღაცას მიყვებოდა მაგრამ სიმართლე, რომ გითხრათ არაფერი გამიგია. " - ჩაიცინა ქალბატონმა დაფნიმ და თავსი მეუღლეს გულთბილად გახედა.

" - ძალიან სანტერესო და დიდი პროექტების განხორციელებას ვაპრებთ ერთად, მაგრამ პირველი ვაპრებთ კომპანია შევქმათ სადაც ხალხი ფულს დააბანდებს. " - აუხსნა ფრანკლინმა და ლუკმის გადასაყლაპად თეთრი მშრალი ღვინო მიაყოლა.

" - ანუ ტოტალიზატორი? " - გაიკვირვა ქალმა და უფრო დიდი გაკვირვება კაცს დაეტყო ქალის კითხვაზე.

" - არა, ტოტალიზატორი სხვაა. ადგილი სადაც ხალხი ფულს დააბანდებს და რამდენიმე ხნის შემდეგ გაორმაგებულს მიიღებ. " - საუბარში ლეონარდაც ჩაერთო. ამ საქმეს დიდი ხანი აკვირდებოდა თავისი დასაპროექტებელი და დასაგეგმი ამიტომ ყველაფერი დაწვრილებით შეისწავლა.

ქალი ცოტათი დამშვიდდა და ქმარს ხელი შემოხვია. ვახშამმა მშვიდად ჩაიარა, ყავაც მიირთვეს და ოთახებში მშვიდად დაიშალნენ.

***
მეორე დღეს მზის ამოსვლამდე დაიწყო ფუსფუსი გარსიების სასახლეში. მოსამსახურეები ოთახებს ალაგებდნენ, რომ სტუმრებსა და მასპინძელს ყველაფერი დაპრიალებული დახვედროდა დილისთვის. მზარეული და მისი დამხმარეები სამზარეულოს იმხობდნენ თავზე. ზოგი ჭურჭელს ამშრალებდა, ზოგი საჭმელს აცხობდა ღუმელში. მთავალი მსახური კი ყველაფერს აკონტროლებს და ოთახიდან ხმის ამოუღებლად წარბ აწეული გადის.

" - დედა, არაქისის კარაქი ჩავწერო? " - ეკითხება ახლაგაზრდა გოგო დედას და მის გამზადებულ სიას კიდევ ერთხელ ავლებს თვალს.

" - კი ოღონ, მაქვე მიაწერე რომელი თორემ წინაზე სხვა მოიტანეს და ქალბატონს პირიც არ დაუკარებია. " - გააფრთხილა დედამ ქალიშვილი და თავის საქმეს დაუბრუნდა.

ყველაფერი მზად იყო სუფრა გაწყობილი, სახლი დალაგებული, სამზარეულო დასუფთავებული. მხოლოდ სტუმრები აკლდა, რომელიც წამში გამოჩნდნენ კიბეებზე. მაგიდას მიუსხდნენ ოჯახის უფროსთან ერთად და გემრიელათ შეექცნენ საუზმეს.

"-იან დღეს შეეცადეთ ადრე მოხვიდეთ შენ და ლეონარდა. უი მართლა სად არის ლეონარდა? " - იკითხა უფროსმა გარსიამ, როცა ქალიშვილის ადგილი ცარიელი დახვდა.

" - ბატონო. ქალბატონმა ლეონარდამ დღეს ადრე დატოვა სახლი. " - აუხსნა მთავარ მსახურმა და ლეონარდასთვის განკუთვნილი თეფში აიღო მაგიდიდან.

***
" - შენობის კედლები არამყარია! ის აუცილებლად ჩამოინგრევა თუ ჩვენ ასეთი სტილის სართულს გავაკეთებთ. " - გამოთქვა თავისი აზრი კაცმა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო სიმშვიდიდ შესანარჩულებლად ოთახში გაიარ-გამოიარა.

ოთახში დიდი გრძელი მაგიდა იდგა, რომელსაც უამრავი სკამი ქონდა მოდგმული რომლებზეც სხვადასხვა ადამიანი იჯდა და მნიშვნელოვან გეგმას განიხილავდნენ.

" - მე გეუბნებით, რომ ეს არასწორია! ასე მარტივად ჩამოინგრევა არ არის ისეთი მიწა, ერთი მიწისძვრა და სადა შენი ლამაზი ლანდშაპტით მოწყობილი შენობა? თანაც ახალი სამშენებლო კომპანია უნდა მოვიძიოთ ძველთან დიდ ხანია გაგვივიდა კონტრაქტი. " - თქვა კაცმა და მაკეტი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.

" - ქალბატონო რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? " - იკითხა კაცმა, დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა და ყველამ ფანჯარასთან მდგომ ქალს გახედა, რომელსაც ამ სამყაროში ყოფნის არაფერი ეტყობოდა.

სამარისებული სიჩუმე იყო ჩამოწოლილი დარბაზში, ყველა ქალის პასუხს ელოდებოდა და თვალს არ აშორებდნენ მის ზურგს. როცა ქალმა იგრძნო მწველი და დამაინტრიგებელი მზერები შემობრუნდა. საკუთარ სკამს მიუჯდა მაგიდის თავში და ხელები მაგიდაზე დააწყო.

" - მართალია ამ ტერიტორიაზე არ არის მყარი ნიადაგი. " - ქალის ნათქვამზე შავ პიჯაკიან კაცს ჩაეღიმა და გამარჯვებული მზერა ესროლა მის ოპონენტს. " - მაგრამ ლანდშაპტიც მნიშვნელოვანია. ამიტომ რაც შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთეთ და დახვეწილი მაკეტი წარმიდგინეთ! სამშენებლო კომპანიას რაც შეეხება... "

ქალს წინადადება არ ქონდა დასრულებული კარის და ქალის კივილის " არ შეიძლება შიგნით შესვლა!" ერთდროულად,რომ გაიგო იქ დამსწრე საზოგადოებამ. ყველამ რა თქმა უნდა თვალი ახალ შემოსულისკენ მიაპყრეს. კარებთან არც ისე მაღალი პიროვნება იდგა, ჩვეულებრივი საქმიანი კაცის ჩაცმულობით და მოგრძო არეული თმებით.

" - ქალბატონო ბოდიშით ვერ შევაჩერე! " - თავი დახარა ქალმა და უფროსის "დათხოვილი ხარ!" სიტყვებს დაელოდა, მაგრამ ამდაგვარი არაფერი გაუგია.

" - რაც შეეხება სამშენებლო კომპანიას მოიძიეთ ინფორმაცია და შემდეგ შეკრებაზე განვიხილოთ. " - გაგრძელა თავისი საქმე თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს და თან დამსწრე საზოგადოებას კულტურულად გასვლისკენ მოუწოდა.

წასვლისას დაემშვიდობნენ უფროს და რაც შეეძლოთ აჩქარებული ნაბიჯებით მიდიოდნენ კარისკენ. დიდი დარბაზი დაცარიელდა და მარტო ორი ადამიანიღა იყო დარჩენილი. ქალი ჯერ კიდევ თავის სავარძელში იჯდა, ახალ შემოსულს ყურადღებასაც არ აქცევდა თავის საბუთებს ჩასჩერებოდა. მალევე გაიგო ფეხის ნაბიჯების ხმა და საბუთები რომელსაც გულმოდგინედ ათვალიერებდა წხვირწინ დაიხურა.

ქალმა მოთმინებით ახედა მის ზემოთ მოქცეულ მამაკაცს და რაც შეეძლო მშვიდი ტონით წამოიწყო საუბარი.

" - ვიფიქრე ერთი დღე მაინც დავისვენებდი შენი სახის არ ხილვით! " - ყველა სიტყვას განსაკუთრებით უსვამდა ხაზზს, რაც განსაკუთრებული აქცენტს აძლევდა მისი პირიდან წამოსულ სიტყვებს და ისედაც მშვენიერ ქალბატობს უფრო ამშვენებდა ამით.

კაცს ჩაეცინა მის სიტყვებზე უბრალოდ. ტუჩები მოკუმა ისე, რომ ერთი ხაზი გაუჩნდა. მერე უკანალით მაგიდის კიდეს ჩამოეყრდნო და კოსტუმის ღილი შეიხსნა.

" - იცი სურვილები მართლა არ ხდება ხო? " - კითხა და წარბები ისე შეჭმუხნა თითქოს ამ კითხვაზე დადებით პასუხი, რომ არ გაგეცა ნამდვილად სულელი გამოჩნდებოდი.

" - მმმ დარწმუნებული ხარ? გინდა გაგახსენო წინა წლების ახდენილი სურვილები? " - მაცდუნებლად კითხა კაცს და სკამის სახელურს ჩამოჰკრა ფრჩხილები.

სკამის სახელურს ჩაეჭიდა ორივე ხელით, უცბად წამოდგა სკამი კი ინერციით კედელს მიეხეთქა. კაცი მის მოქმედებას მშვიდად ადევნებდა თვალს და წამითაც არ უცდია ქალის გულამოღებული მაისურიდან თვალები აეწია. ქალს მხედველობის არედან არ გამორჩენია ეს ამბავი, მაგრამ დიდი ყურადღებაც არ მიუქცევია. ნაზი სიოსავით ჩაუარა გვერდი და ისევ შუადღის კაშკაშა მზით და შორიდან პატარაზე თვალისმომკვრელი ზღვის ხედით განაგრძო ტკბობა.

" - ნამდვილად არ მაქვს სურვილი წინა წლების გახსენების. საშინელება იყო. " - წამოიწყო საუბარი კაცმა და ქალის გვერდით დაიკავა ადგილი.

" - ბრუკ, წინა წლების გახსენება არავის სურს. ყველა ერიდება საუბარს. " - თქვა ქალმა. " - ჩემი ჩათვლით. "

" - მართალია. მართალი. " - წამსვე დაეთანხმა ქალს და შენობების დაკვირვება განაგრძო. ცხადია აქ ძველი ამბების გასახსენებლად არ იყო მოსული, უფრო დიდი მიზეზი იმალებოდა ძველი ისტორიები გახსენების უკან და ეს არც ისე სასიამოვნო იყო. რასაც ქალი კარგად ხედავდა, მაგრამ განგებ არ ეკითხებოდა პირველი.

როცა ეს ჩამოწოლილი სიჩუმე ქალისთვის მოსაბეზრებელი და მეტიც აუტანელი გახდა, ფანჯარას რამდენიმე ნაბიჯით მოშირდა და პირისპირ დაუდა წინ მის გვერდით მყოფ მამაკაცს.

" - რისთვის მოხვედი აქ? " - ისე იკითხა თითქოს მისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავდა განვლილი წლები. თითქოს საერთოდ უგრძნობი იყო ყველაფრის მიმართ და ყველა გრძნობა ერთიანად დაჰკარგვოდა.

კაცმა კარგად შეათვალიერა მის წინ მყოფი ქალბატონი. არა მაინც ვერ იჯერებდა მის ასე გარდასახვას. რამდენი ჭორი სმენია, მაგრამ თურმე მართლა სულსხვა როცა შენი თვალით ხედავ ამ ყველაფერს ასეთ დროს უფრო მძაფრად და გარკვევით იგებ მომხდარს.

" - თურმე სიმართლე ყოფილა... " - სიმწრით ჩაიცინასავით კაცმა და პიჯაკის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინდა, მაგრამ მის წინ მყოფი ქალის სახემ აიძულა ისევ მის ადგილზე დაებრუნებინა კოლოფი.

" - რა იყო თურმე სიმართლე? " - კაცის რეპლიკა გაიმეორა და ორივე ხელი მკერდთან გადაიჯვარედინა საქმიანი ქალივით.

" - ის ყოფილა სიმართლე, რომ მართლა ქვის გულიანი გამხდარხარ. " - აუხსნა კაცმა. ამის გაგონებაზე კი ქალს ოდნავი ღიმილი გაეპარა ტუჩებზე, მაგრამ მაშინვე მოიშორა. " - საშინლად შეცვლილხარ, გაზრდილხარ, გაბორიტებულხარ, გააპასებულხარ, გავსულებულხარ და გალამაზებულხარ. "

ბოლო სიტყვები ქალს ყურში განსხვავებულად მოხვდა, როგორც კაცს ქონდა ჩაფიქრებული ისე. მაგრამ არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს.

" - არ შემიძლია არ დაგეთანხმო. შენც და სხვებს ვისაც ჭორაობის მეტი არაფერი ანაღვლებს, მაგრამ ნუთუ ესაა იმის მიზეზი, რომ გაუფრთხილებად და ურჯუკად შემომივარდის სხდომაზე სადაც ამაზე კარგ საკითხს განვიხილავდით. " - უთხრა ქალმა და არც კი უფიქრია ისე მივიდა სასმლის დახლთან, ჯეკ დანიელსის ახალთახალი ბოთლი გახსნა და პირდაპირ ბოთლი მიიყუდა ისე, რომ სტუმრისთვის არც შეუთავაზებია. მერე როცა რამდენიმე ყლუპი მოსვა ისევ მიუახლოვდა ყმაწვილს და ბოთლი უცერემონიალოდ გაუწოდა.

" - ვწუხვარ თუ ხელი შეგიშალე, მაგრამ ვიფიქრე ძველი მეგობრის დანახვა გაგიხარდებოდა. იმისდა მიუხედავად, რომ თითქმიდ ყველა დაივიწყე წარსულიდან. " - კაცს ქალისთვის თვალიც არ მოუშორებია ისე წარმოთქვა ეს სიტყვები.

" - იცი ბრუკ... ზოგჯერ სასურველი კი არა საჭიროა რაღაცეებიდ დავიწყება. და ამას შენც გირჩევდი იცი! იქნებ ამის მერე მაინც შეწყვიტო ჩემზე ჩემს ზურგსუკან ძრევა და მერე ყველაფერის მეგობრობაში გატარება! ვიმედოვნებ მნიშვნელოვანი სათქმელი არ გქონდა რადგან ჩემი წასვლის დროა ისედაც დიდი დრო გავატარე არასასიამოვნო წარსულის გახსენებაში და წამითაც არ მაქ სურვილი ამის ისევ გაკეთება." - დასრულა თავისი მონოლოგის წაკითხვა, რომელიც დიდი ხანია უნდოდა ეთქვა და შენობა დამშვიდობების გარეშე დატოვა.

შენობიდან გასულს ცივი ჰაერი პირდაპირ სახეში შეეფეთა რაზეც ოდნავ გააჟრჟოლა. მანქანის უკანა სავარძელში მოთავსდა და საჭესთან მჯდომ ნილს გასძახა ერთი სიტყვა "წადი" რის შემდეგაც მანქანა ადგილს მოწყდა. არცისე დიდი დროის შემდეგ მანქანა ქალისთვის ნაცნობ ადგილას გაჩერდა, მანქანიდან სწრაფად გადახტა და კორპუსში შეაბიჯა. ლიფტში შევიდა და სასურველ სართულის ღილაკს მიაჭირა თითი და მასთან ერთან მყოფი თანამგზავრის ამრეზი ათვალიერება დააიგნორა. როგორც ჩანს ამ უსიამოვნო ტიპთან დიდი ხანი მოუწევდა მგზავრობა რადგან ერთიდაიგივე სართულზე მიდიოდნენ.

" - გამარჯობა იცი საიდანღაც მეცნობი? " -დაეჭვებით წარმოთქვა სიტყვები თითქოს გახსენებას ცდილობდა. ლეონარდამ კი თავი ძლივს შეიკავა ამ ბანალური ფრაზისგან და კაცის შემდეგ ქმედებას დაელოდა. " - აქ ცხოვრობთ? "

"- იცით მე საერთოდაც არ მეცნობით." - წამოიწყო გოგომაც და ისეთი ჩაფიქრიანებული სახე მიიღო თითქოს მართლა ცდილობდა გახსენებას და არ გამოუვიდა.

" - მაშინ გავიცნოთ ერთმანეთი? - მე დენიელი ვარ. " - ხელი გაუწოდა გოგონას და კარგად დააკვირდა მის გამოყვანილ და მკვეთრ ფორმებს ამ ლამაზ კოსტიუმში.

" - ლეონარდა. " - მოკლედ მოუჭრა და გამოწვდილი ხელი დააიგნორა. კაცმა ჩაიცინა და ხელი ჯიბეში ჩაიბრუნდა, მაგრამ შეშვებას ნამდვილად არ აპირებდა.

"- სასიამოვნოა ასეთ ლამაზ გოგოს სხვა სახელი არ მოუხდებოდა. " - როგორც ყოველთვის არ დაიშურა კომპლიმენტები და გვერდით ისე ახლოს ამოუდგა თითქოს ერთ ტრუსიკში გაზრდილი მეგობრები ყოფილიყვნენ და ამ წამს არ გაეცნოთ ერთმანეთი. ამაზე კი არაფერი უპასუხია გოგონას და კარებს მიაჩერდა მოთმინებით.

დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა კაცის სუნთქვას მარჯვენა მხარეს, მის თვალებს რომელიც მისი სხეულის შესწავლას არ წყვეტდნენ და ყველაზე მეტ ყურადღებას ამოღებულ გულმკერდს უთმობდა. არსაიდან კაცმა გამბედაობა მოიკრიბა,ხელი წელსა და უკანალს შორის მოხვიდა, რის შემდეგადაც ყურში ჩარჩურჩულა.

"- ჩემთან ხომ არ გაგვეგრძელებინა? " - ხელის მდებარეობაც მალე შეიცვალა და თმის მიმართულებით დაიძრა და დროსაც ხელი ჰაერში გაუკავდა. გოგონამ შეხენის საშვალება არ მისცა და რაც ძალა ქონდა ფრჩხილებით ჩააწვა კანში.

" - საყვარელო იმას ვერ გავაგრძელებთ რაც არასდროს არ დაწყებულა. " - არანაკლებ მშვიდი ტონით უპასუხა და კარების გაღებისთანავე გაუჩინარდა.

გოგონამ გრძელი დერეფანი გაიარა და სასურველ კარს მიადგა. ერთხელ დააკაკუნა და დაელოდა როდის გააღებდნენ კარს. რამდენიმე წამიანი ინტერვალის შემდეგ, რომ არანაირი მოძრაობა შეინიშნა უფრო მაგრად დააბრახუნდა კარებზე და ამასთან ერთად გაიგო რაღაცის დავარდნის ხმა. ამის შემდეგ უამრავი რახარუხი მოისმა და ბოლოს კარიც გაიღო და იქიდან მოგრძო აბურდულ თმიანი, არასწორად ჩაცმული პერანგით გამოვიდა კაცი და ისე ჩაუარა გოგონას თითქოს აქ არც მდგარიყო. ლეონარდამაც თვალი გააყოლა კარებიდან გასულს უცნობს და სახლში შესვლაც არ დააყოვნა, სადაც ქალი დახვდა რომელიც ოთახიდან ოთახში დარბოდა.

ლეონარდამ სახლს თვალი კარგად მოავლო. მისაღები ოთახია მთლიანად სასმლის ბოთლებით, საჭმლის შეფუთვებით, მიყრილმოყრილი ტანსაცმლით და მთელი კვირის დასარეწხი ჭურჭლით იყო სავსე, მოკელ რომ ვთქვათ დიდი სანაგვეს გავდა აქაურობა. გოგონამ სადაც შედარებით სუფთა ადგილი იპოვა იქ ჩამოჯდა და დაელოდა ქალი როდის დაბრუნდებოდა ოთახში. ქერათმიანმა გოგონამაც მალე დაბრუნდა ოთახში წყლის ბოთლის და წამლის თანხლებით.

" - რა დღეში ხარ? " - კითხა დიდ ხნიანი დაკვირვების შემდეგ გოგონას და ჩანთა საკუთარ სკამზე გადაკიდა. გოგონა კი გაკვირვებული მზერა დაუბრუნა საპასუხოდ. " - სახლიდან წამოხვედი, ტელეფონის ნომერი შეცვალე, კომპანიიდანაც წამოხვედი და საშინელ უბანში, საშინელ სადარბაზოში დასახლდი რომელიც გავსებულია ნარკომნებით და კრიმინალებით. ლოთობაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. " - ხელი გაიშვირა ცარიელ ქილებზე და კიდევ ერთხელ დააცემინა.

" - იცი რა.. პირველ რიგში მე არ წამოვსულვარ! თუ კარგად გახსოვს ძვირფასმა მამაჩემმა გამომაგდო იმიტომ, რომ ჩემი ორენტაცია არ მოეწონა! დედამაც მხარი აუბა! ჩემ ძმასაც იგივეს გაკეთება მოუწია რადგან ძვირფასი ქონება არ დაეკარგა! ამიტომ მე პასუხს ნუ მთხოვთ ამის დედამოვ***ან." - დაიწყო იმაზე ყვირილი რასაც ხმამაღლა ვერ ამბობდა და როცა ეს ყველაფერი გაიაზრა ცრემლები წასკდა, იქვე კედელთან ჩაიკეცა.

ლეონარდა მას მიუახლოვდა, გვერდით ჩამოუჯდა და თმაზე ნელა აუსვა ხელი. მისი დაწყნარება ცადა, ცდილობდა ისეთი რამ ეთქვა რაც თანაგრძნობას გამოხადტავდა, მაგრამ ჯანდაბა! ეს ხომ ლეონარდა იყო! მას არ შეეძლო ასეთი რამის თქმა! ის არ იყო სხვებივით, ის მუდამ გაწონასწორებული და შეუწყალებელი უნდა ყოფილიყო რაც ადამიანობის გამოხატვაში ხელს ძალიან უშლიდა ამას მის ურთიერთობებზეც მიხვდებოდა ყველა. არასდროს, ბავშვობიდან მოყოლებული არ ყოლია უამრავი მეგობარი მუდამ მარტო ყოფნას ამჯობინებდა.

" - კარგი დაწყნარიდი! ამიტომ არ მითქვამს, უბრალოდ ჩემთვის დაგერეკა და ჩვენთან დარჩენილიყავი. " - უთხრა გოგოს და დასიებული თვალებიდან ცრემლები მოწმინდა.

" - კარგი რა... გგონია მამაჩემი თქვენთან ვერ მომწვდებოდა? მამაშენს დაურეკავდა და დალაპარაკებას სთხოვდა დაელაპარაკე დაბრუნდესო, მერე მე მამაშენს ვერ ვეტყოდი ვერაფერს და მაინც აქ აღმოვჩნდებოდი თან შენც არ იყავი აქეთ და არ მინდოდა ჩემ გამო დაბრუბებულიყავი. ბოლობოლო რანდენი წლის მერე..."

" კაი ხო არ გვინდა მაგაზე. " - შეაწყვეტინა მანამ სანამ ამ თემაზე საუბარს წამოიწყებდა და მერე ზუსტად იცოდა არ მოეშვებოდა. "-და რას აპირებ? აქ იცხოვრებ? "

" - რატომაც არა? აქ ვიცხოვრებ რამდენიმე ხანი, მერე სამსახურს ვიპოვი და რამე ნორმალურ ბინას ვიქირავებ. " - ისე თავისუფლად საუბრობდა თითქოს ასე მარტივი ყოფილიყოს ცხოვრება. ამაზე ლეონარდამ სიცილი ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე გადაიხარხალა. რაზეც გოგონამ გაბრაზებული მზერით შეხედა.

" - კაი კაი ვჩუმდები. მაგრამ შენ ასე მარტივი გგონია? სამსახურს დაიწყებ და ბინას იქირავებ ხო? ვამიე ასეთი სასაცილო არაფერი გითქვამს რაც გიცნობ. "

გოგომ კიდევ მიაპყრო გაბრაზებული მზერა და გოგომ სიცილი, რომ არ შეწყვიტა ბალიში გაუქანა სახეში.

" - ოეეე. " - დაიწუწუნა ლეონარდამ და მტვრიანი ბალიშის გამო კიდევ და კიდევ დააცემინა. " - მოგკლავ! "

" - კაი ხო, არ გვინდა ეს ომობანა ისედაც თავი მტკივა... " - ახლა გაახსენდა თავის ტკივილი, რომელიც მხოლოდ ცოტა ხანის წინ გაუარა და ისევ ასტკივდა.

" - ალბათ ზედმეტი მონდონები ბრალია. " - ჩაუნამიოკა გოგონას და ფანჯარა გამოაღო გასანიავებლად.

" - შენ რა გინდა შენც იპოვე ვინმე. თან მამაშენმა, რომ გაგიგოს ძალიან გაუხარდება, მგონი ეგრევე ცოლადაც გაგაყოლებს. " - ახლა გოგონამ დაიწყო ლეონარდას დაცივნა და ისე გადაფიჩინდა სული ძლუვს მოითქვა.

" - დიდი მადლობა მაგრამ არა! ახლა კი იბოძეთ და აწიეთ ეგ ლამაზი და გამოიცვალეთ! " - მკაცრად დასჭექა და ფანჯრიდან მანქანას გახედა რომელიც კვლავ მის ადგილას იდგა და ელოდებოდა.

***

" - მოიცა ანუ მამაშენმა კიდე ახალი ბიზნესი წამოიწყო? " - გაოცდა გოგონა როცა ლეონარდამ შეატყობინა მის სახლში მყოფი სტუმრების შესახებ.

" - კიბატონი. დიდი ხანი გეგმავდა და წინა წელს იტალიაში ყოფნისას ძველი მეგობარი იპოვა რომელიც დაინტერესდა, მერე შენც იცი რა... " - თქვა და მიმტანის მიერ მოტანილი ჩაი მოსვა.

კიდევ დიდი ხანი დაყეს კაფეში, სადაც უამრავ თემაზე ილაპარაკეს. წასვლამდე ლეონარდამ კეიტს უამრავჯერ თხოვა მასთან გადასვლა რაზეც იმდენივე უარი მიიღო. ბოლოს კი უბრალოდ მასთან სტუმრობაზე დაითანხმა და ერთად გაემართნენ ლეონარდას სახლისკენ. გზა სახლამდე გააგრძელა და შინ მისულს სახლში მყოფი ყველა გარეთ შეკრებილი დახვდა. ყველა ფინჯან ყავას მიირთმევდნე და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, როცა ფრანკლინმა ქალიშვილი შეამჩნია მასთან იხმო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent