არჩევანი (3)
მესამე თავი ბექას წასვლის შემდეგაც ვერ დამშვიდდა, იმდენად აწვებოდა სიბრაზე, რომ ადგილს ვერ პოულობდა. ბრაზობდა ყველაზე და ყველაფერზე, ყველაფერი უტრიალებდა თავში, წარსულიც და დღევანდელი მომხდარიც ეს ყველაფერი კი, მოსვენებას არ აძლევდა მას. გაურკვეველ სიტუაციაში იყო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო... მასში ყველა ემოცია ერთად იყო, თავმოყრილი და ამას ჭკუიდან გადაჰყავდა. თავის დანაშაულისთვის დაისაჯა კიდეც, თანაც მწარედ ყოველი ღამე კოშმარად ჰქონდა ქცეული, დროთა განმავლობაში კი, იქცა ისეთ ცივ პიროვნებად, როგორც ახლა არის. ** მარტო დარჩენილი საკუთარ თავთან გოგონა, წამში მოტყდა და ის სიმამაცე და თავდაჯერებულობაც სადღაც გამქრალიყო, იცოდა, რომ მასთან შეხვედრა გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთი მტკივნეული აღმოჩნდებოდა, არადა როგორ უყვარდა წლების წინ კვიციანი, ეგონა რომ ეს გრძნობა ორმხრივი იყო, თუმცა მწარედ შეცდა, როდესაც ერთ საღამოს ყველა ოცნება თავზე არ დაემხო. კვიციანი იყო დამნაშავე, რომ გოგონა საკუთარმა მამამ უმოწყალოდ გააგდო სახლიდან. წლების შემდეგ ისევ მის პირისპირ იდგა, თანაც ძალიან შეცვლილი, რაც არ უნდა საპირისპირო ამტკიცოს გულის სიღრმეში მაინც უყვარდა კვიციანი და სწორედ ამის ეშინოდა, რომ მივიწყებულ გრძნობებს ისევ არ გაეღვიძა. იქვე ხის ძელზე ჩამოჯდა და თვალებიდან წამოსული ცრემლები მოიწმინდა. – არ მეგონა, თუ ასეთი მტკივნეული იქნებოდა, მასთან შეხვედრა...- ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა, ეს სიტყვები. უკვე ბინდდებოდა, ის კი ჯერაც ხის ძელზე იჯდა. მოულოდნელად ტელეფონზე დაურეკეს და მანაც უპასუხა. – გიამენთ? – მართა, სად ხარ? შენთან მოვედი ოფისში, მაგრამ მითხრეს, რომ თორნიკე კვიციანი იყო, მოსული და სადღაც წაგიყვანა.- აღელვებული საუბრობდა.- მითხარი, რაიმე ხომ არ დაგიშავა? – არა, არაფერი დაუშავებია..- უთხრა და შეეცადა ხმა არ გაებზარა. – მითხარი, სად ხარ? – გაჩერებაზე ვარ. – კარგი, მანდ იყავი მალე მანდ ვიქნები.. ტელეფონი გათიშა და იქვე დადო. შემდეგ კი გულდამძიმებულმა ახედა მოღრუბლულ ცას სადაც ერთი ვარსკვლავიც კი არ ჩანდა. ახლა, როდესაც მის პირისპირ წარსდგა, მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა, ყველა ღონე უნდა ეხმარა იმსითვის, რომ ეს პროცესი მოიგოს ეს კი, არც თუ ისე მარტივი იქნება, თუმცა დანებებას არ აპირებდა. იქნებ სულაც არ იყო ის ძლიერი ქალი, როგორადაც თავს აჩვენებდა, სხვებს და მხოლოდ გარეგნულად ჩანდა, მაგრამ შინაგანად ის ისევ ისეთი პატარა და დაუცველი გოგონა იყო, რომელსაც მალავს. მიუხედავად გაფრთხილებისა, გოგონამ მაინც არ დაუცადა, ბიჭს და გაბრუებული გაუყვა გზას. ამას ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად გაწვიმდა, მაგრამ ვერც წვიმამ ვერ შეუშალა ხელი. გათიშული გადავიდა ცენტრალურ გზაზე თან ისე, რომ ვერც შენიშნა, მხოლოდ მაშინ მოეგო, გონს როდესაც მძლავრი დასიგნალების ხმა გაიგონა, შოკირებული მიეყინა ადგილს, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ ჩაავლო ხელი და ნაპირზე გამოიყვანა. – ღმერთო, ჩემო სულ გაგიჟდი? სად მიდიოდი, რომ მიდიოდი, ხომ გითხარი დამიცადე-თქო!- აღელვებულმა უთხრა და გოგონას დახედა, რომელიც შოკირებული უყურებდა, რაღაცნაირად გულში ჩაუვარდა მისი, დაბნეული და შეშინებული მწვანე წყლიანი თვალები. – კარგად ხარ?- კითხა ბოლოს. – კარგად ვარ...- ჩუმი ხმით ამოთქვა ბიჭისგან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დადგა, წვიმისგან სულ მთლად დასველებულიყო და ცახცახებდა. ირაკლიმ მხრებში მოხვია ხელი და მანქანაში ჩასვა. მისი ეს დგომარეობა არ მოსწონდა, ძალიან უკვირდა არადა წინა დღისით, როგორი ამაყი და თავდაჯერებული იყო ახლა კი, პატარა ბავშვივით იჯდა მობუზული. – კარგად ხარ?!- ნერვიულად იკითხა. – კი.. – რაღაც არ გეტყობათ, რომ კარგად ხართ, დარწმუნებული ვარ, კვიციანმა, რაღაც დაგიშავათ, ან დაგემუქრათ. მოკლედ მე გადაწყვეტილება მივიღე..- მძიმედ ამოიხრა. – რა გადაწყვეტილება?- წამში აენთო თვალები. – უარს ვამბობ სასამართლოზე და იმაზე, რომ თქვენ იყოთ ჩემი ადვოკატი, გთხოვ სწორედ გამიგე მე არ მინდა იმ ადამიანმა ჩემს გამო, რაიმე დაგიშავოთ. – რაა? ხვდები მაინც რას ამბობ?! ასე მალე იხევთ უკან და უდანაშაულოდ გინდათ ჩაგსვან ციხეში? – სხვა ადვოკატს ავიყვან.. – სხვა მას ვერ გაუმკლავდება, მარტო მე შემიძლია მის წინაღმდეგ წასვლა, რადაგან ძალიან კარგად ვიცნობ მას. – იცნობ? - გაოცებულმა გახედა. – კი, მაგრამ ახლა ამას არ აქვს არაებითი მნიშვნელობა, ახლა მთავარია საკმარისი სამხილები მოვაგროვოთ, თუ მართლა უდანაშაულო ხართ, ჩვენ მას უნდა დავუმტკოცოთ ამისთვის კი, უნდა დამეხმარო და ყველაფერი უნდა მიამბო, ამ უცნაურ ამბავზე ასევე მომხდარის ადგილზე უნდა მივიდეთ. – კარგი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ ხვალ, ახლა ამის დრო არ არის, სახლში მიგიყვან.- მშვიდი ხმით უთხრა და გზა განაგრძნო, მთელი გზა ხმა აღარცერთს აღარ ამოუღია, გოგონას ფანჯრის მინაზე მიედო თავი და ჩაფიქრებული გაჰყურებდა არემარეს. ეს ამინდიც თითქოს განგებ გაფუჭდა, საშინელი თავსხმა წვიმა იყო ჭექა-ქუხილით და გოგონას უფრო თრგუნავდა. თვალები დახუჭა და მოგონებებს მიეცა. 20მაისი 2015 წელი. საღამოს პირი იყო, როდესაც ორივე ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ ღამის ქუჩებში. მაშინ ჯერ კიდევ, სამყაროს ვარდისფერ თვალებით ხედავდა და უგონოდ შეყვარებული იყო კვიციანეზე. მოწმენდილ ცაზე უეცრად ელვა გავარდა და დაიგრუხუნა. გოგონას კი შეეშინდა ბიჭს აეკრა. ჭექა- ქუხილს კი წვიმა მოჰყვა და გაწვიმდა, თუმცა ჭექა- ქუხილი მაინც არ ჩერდებოდა. – გეშინია..?- ღიმილით გადმოხედა გოგოს. _ ჰო,გთხოვ წავიდეთ აქედან.- ამოთქვა საწყლად და ლეკვის თვალებით ახედა ბიჭს. ამის შემყურე კვიციანს გულიანად გაეცინა. – რა გაცინებს?- მხარში გაკრა, და აბუზღუნდა. – რისი გეშინია, გოგო, მე აქ არ ვარ. თანაც წვიმამ, რომანტიკული ატმოსფერო შექმნა. – სულ გაგიჟდი, ხო რა რომანტიკა, თანაც წვიმას ვერ ვიტან.- აბუზღუნდა. – არაუშავს მე შეგაყვარებ, წვიმას.- უთხრა ჯიბიდან ტელეფონი და უსადენო ყურსასმენები ამოიღო და ერთ-ერთი თავისი საყვარელი მუსიკა ჩართო. ,,maite gims-ის- Est-ce – Que Tu M'aimes.,,- ჩართო ერთი თავად გაიკეთა მეორე კი, გოგონას მოარგო.- აბა მზად ხარ საცეკვავოდ?- ხელი გაუწოდა, მაგრამ გოგონა არ დაიძრა ადგილიდან. – მართაა! – რა გინდა? _ არ მეცეკვენბი?- გაეცინა ბიჭს. – ვაიმე, არ ვიცი ცეკვა და რა ვქნა.- აბუზღუნდა. _ არაუშავს მე გასწავლი.- გაეცინა.- ხელი ჩამკიდე და ჩემთან ერთად გაიმეორე, რასაც გავაკეთებ.- უთხრა და მალე მართლაც, რომ მთლიანად აჰყვნენ მუსიკის რითმს და ორივემ ვალსის ცეკვა დაიწყეს, ალბათ, გამვლელეს რომ დაენახა ეს ორი სასაცილოდ არ ეყოფოდა, რადგან რომელი ნორმალური ადამიანი იცეკვებდა ამ თავსხმა წვიმაში და ჭექა- ქუხილის ქვეშ და მხოლოდ კვივიანი, თუ მოიგონებდა ასეთ რამეს. საოცარი იყო, ისე გაერთნენ ცეკვაში, რომ აღარც წვიმა ახსოვდათ და აღარც ჭექა-ქუხილი, მთლიანად მუსიკას მიეცნენ და მთლიანად შეიგრძნობდნენ ამას. თან ბოლო ხმაზე იცინოდნენ. მოულოდნელად იმხელაზე დასჭექა, რომ გოგონა შეშინებული აეკრა ბიჭის მაღალ სხეულს. – რა მშიშარა მყავხარ.- გაეცინა ბიჭს. – აუ, წავიდეთ სახლში რაა.- თხოვა ბიჭს. _ კარგი, წავიდეთ,მაგრამ ამ თავსხმა წვიმაში, მეეჭვება წასვლა შევძლოთ. – აბა,რას მთავაზობ? – რაიმე თავშესაფარი მოვძებნოთ და თავი შევაფაროთ.- ხელი ჩაკიდა და თავშესაფრის ძიებას შეუდგნენ. ბევრი სიარულის, შემდეგ როგორც იქნა მაიგნეს პატარა კოტეჯივით სახლს და თავი იქ შეაფარეს. პატარა ოთახი იყო, ბუხარით შიგნით შევიდნენ და წვიმას თავი დააღწიეს. _ ნახე აქ რაღაცები ვიპოვე, გამოიცვალე ეგენი და ეს ჩაიცვი.- უთხრა და ძველი მაისური გაუწოდა. – კარგი, მაგრამ... რაღაც ხომ არ გავიწყდება.- უხერხულად შეიშმუშნა. – რა მავიწყდება? – ღმერთო ჩემო, ასე უნდა იდგე მიბრუნდი, რომ გამოვიცვალო.- წამოიძახა გოგონამ. – კარგი, კარგი. ნუ ბრაზობ.- უთხრა და შებრუნდა. გოგონამ გამოცვლა დაიწყო, პარალელურად ბიჭიც იცვლიდა, უკვე ნახევრად გახდილი იყო, როდესაც მოულოდნელად საშინლად იგრუხუნა და გოგონაც შიშისგან კვლავ ბიჭს აეკრა. – კარგად ხარ?- დახშული ხმით კითხა და გოგონას გახედა – მე..მე.. უბრალოდ ძალიან შემეშინდა. – რისი, გეშინია მე აქ არ ვარ.- ყურში ვნებბა მორეული ხმით ჩასჩურჩულა და მხურვალედ აკოცა კისერზე, თუმცაღა ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო. გოგონა, იმდენად გაბრუებული იყო მისი სიყვარულით, რომ ვერ ხედეავდა, რეალობას, იმდენად ბრმად ენდობოდა, რომ მთლიანად მიენდო მას. – დამპირდი, რომ არ მიმატოვებ ამ ყველაფრის შემდეგ. – გპირდები.- ირონიულად უთხრა და ცივი მზერით გახედა. და აი აქ უკვე მიხვდა, რომ წინ კარგი არაფერი ელოდა. – თორნიკე, მაპატიე მაგრამ მე არ შემიძლია ამას ვერ გავაკეთებ.- შეშინებულმა მიუგო და წამოდგომას შეეცადა, თუმცა ბიჭმა მტკივნეულად ჩაავლო ხელი და უკან დააბრუნა, მკლავები კი, გაუკავა, რათა ხელი არ შეეშალა. 19 სექტემბერი 2024 წელი. მტკივნეულად გაიქნია თავი აღარ ისურვა მეტი წარსულის გახსენება. – შენი პირობა არ შეასრულე, თორნიკე არ შეასრულე, თუმცა რას შეასრულებდი რაც არ არსებობდა. დასანანია, დასანანია, რომ შენი ბინძური გეგმებისთვის გამოიყენე ეს სუფთა და ლამაზი გრძნობა.- გაიფიქრა თავისთვის. მანქანა მისი სასტუმროს წინ შეჩერდა და გოგონაც უხმოდ გადავიდა. – ხვალ, ჩემს ოფისში გელოდები ყველაფერი უნდა მიამბო, დაწვრილებით.- უთხრა გოგონამ. – კარგი.- გოგონამ სწრაფად მიხურა კარები და შენობაში შევიდა , სულ გალუმპული, უჯრიდან საღამურები ამოიღო და აბაზანაში შევიდა. ცხელი შხაპის მისაღებად, რადგან სიცივისგან ცახცახებდა. ცხელი შხაპი მიიღო და ოთახში გაბრუნდა. უკვე ძალიან გვიანი იყო, ამოტომ ენის უკვე ეძინა, ნელიც გაუშვა დასაძინებლად, შემდეგ კი, საწოლში თავის შვილის გვერდით დაწვა და გულში ჩაიკრა მისი პატარა სხეული. მაინც რა მტკივნეული იყო, ძველი იარების განახლება, ბალიშზე ედო თავი და უხმოდ ტიროდა, გული ტკიოდა, როდესაც თავის განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობდა, ხომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვა გვარად ყოფილიყო და ახლა სამივეს ერთად ეცხოვრათ, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, რადგან განგებას თავის გეგმები აქვს ჩვენზე. და ის მომენტი უკანასკვნელად რომ უთხრა ბიჭმა გოგონას, მთლიანად მოშალა და დაუმსხვრია, ყველა ოცნება ეხლაც ყურში ჩაესმის ის სიტყვები. ,,მოგონებები,, – თორნიკე, ასე რატომ მომექეცი?- თვალცრემლიანმა მიაწია სიტყვა კარში გასულ ბიჭს. ბიჭმა ჩაწითლებული თვალებით გახედა და უთხრა. – რა მეამიტი, ხარ მართა, იცი ძალიან მეცოდები, რადგან მამაშენის გამო, შენ მოგიწია პასუხის გება. – მამაჩემის გამო?! ის რა შუაშია?- გაოცებულმა წამოიძახა, კვიციანი მას მიუახლოვდა და მხრებში წაავლო ხელი. – შუაში კი, არა თავშია, გესმის თავში, ყველაფრის თავი და თავი ეგ არის.- დაუყვირა. – რა ჩაიდინა, ან მე რა შუაში ვარ?- ტირილით შეეკითხა. – ეს თავად მას ჰკითხე, მაგრამ ეს იყო, ჩემი შურისძიება. მე შენ არასდროს არ მყვარებიხარ გესმის? ეს უბრალოდ გეგმის ნაწილი იყო, რომელიც იყო ლამაზი ზღაპარი,მაგრამ დასრულდა, ახლა კი, დროა სიმართლეს თვალი გაუსწორო.- წამოიძახა და წასასვლელად გაემზადა. – იცი,რა დრო მოვა და იმას რაც გააკეთე მწარედ ინანებ, მაგრამ მე შენს გვერდით აღარ ვიქნები. ყველაზე დიდი შეცდომა ხარ ჩემს ცხოვრებაში.- მიაძახა და ბალიშზე დაემხო. ... _ ცხოვრებას გაგიმწარებ, ისევე როგორც შენ გამიმწარე, ბატონო თორნიკე, ახლა ჩემი დროა და შენი პირველი მარცხი, მაშინ იქნება, როდესაც სასამართლო პროცესს წააგებ.- გაიფიქრა თავისთვის და ძილს მიეცა. ** 20 სექტემბერი 2024 წელი. დილით ადრე ადგა და მზადებას შეუდგა, ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი ეს კი საკმაოდ რთული იქნებოდა, თავი მოიწესრიგა, შემდეგ შავი კლასიკური კაბა ჩაიცვა თავისივე თეთრი პერანგით და პიჯაკით, თმები ლამაზდ დაიყენა მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, როდესაც ყველა პროცედურებს მორჩა, ენისთან ერთად სასაუზმოდ ჩავიდა. – დედა.. – რა იყო?- კითხა ბავშვს. – დიდხანს უნდა ვიყოთ კიდევ აქ?- მოწყენილმა იკითხა. – არ ვიცი, რა იყო? – მომწყინდა მთელი დღე ოთახში ჯდომა, თანაც ჩემი სკოლა და მეგობრები მომენატრა. – ჩემო, პატარავ, არ მოიწყინო კარგი, მესმის, რომ მოიწყინე, მალე სხვაგან გადავალთ საცხოვრებლად და სკოლაშიც მოგიყვან და მეგობრებსაც გაიჩენ. – მაგრამ მე აქ არ მინდა... - სატირლად გაემზადა უკვე. – შვილო, ხომ ვისაუბრეთ უკვე ამაზე, აქ უნდა ვიმუშაო და სხვა გზა არ გვაქვს. მალე მიეჩვევი აქაურობასაც, დღეს თუ ადრე დავბრუნდი სასეირნოდ პარკში წაგიყვან. – მპირდები...?- ამოიტირა, გოგონამ. – გპირდები, ჩემო პატარავ, ახლა კი,ნელი დეიდა მოგხედავს. ლოყაზე აკოცა და ოფისში წავიდა, რადგან მანქანა იქ დარჩა, ტაქსით მოუხდა მისვლა. *** ოფისში მისვლის თანავე კოლეგები, მიცვივდნენ ამბის გასაგებად. – კარგად ხართ?- კითხა გოგონამ. – კარგად ვარ, ნუღელავთ, ის ადამიანი ვერაფერს დამაკლებს მე.- უთხრა გოგოს და თავის კაბინეტში შევიდა. ძალიან იყო, მოწადინებული ყველაფერი გაერკვია და უკან დახევას ნამდვილად არ აპირებდა, ყველაფერზე წავიდოდა, თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. სადღაც ერთ საათში ირაკლიმ დაურეკა. _ გიამენ? – გარეთ ვარ და გელოდები..- უპასუხა ბიჭმა. – გარეთ რას აკეთებ? – ხომ გინდოდა, დანაშაულის ადგილზე მისვლა, ხოდა გელოდები. – კარგი, მოვდივარ. ჩანთა აიღო და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა შენობიდან, გარეთ გავიდა შემდეგ კი, მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი. – გამარჯობა.- მიესალმა ბიჭს. – სალამი. – კარგი, ირაკლი თან ვისაუბროთ მკვლელობის საქმეზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მივაგნებთ რაიმე ხელ ჩასაჭიდს. – ასეთი უფრო მომწონხარ.. – როგორი ასეთი? – ძლიერი, თავდაჯერებული, მტკიცე ხასიათის. ვიდრე გუშინ იყავი. – მოდი, გუშინდელს ნუ გავიხსენებთ და პორდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ყველაფერი მიამბე ყველა დეტალი იმ გოგოს იცნობდი? – ყველაფერს გიამბობ, მოკლედ მე ანა ასე ერქვა გოგონას, დიდი ხანია რაც მომწონდა და მინდოდა მას დავახლოვებოდი. ამის შესახებ კი,იცოდა,მხოლოდ ჩემმა მეგობარმა, მაგრამ მკვლელობის ამბის შემდეგ აღარც გამოჩენილა. – არა?- დაეჭვებით იკითხა. – ჰო... – მერე ეს უცნაურად არ გეჩვენება? მისი გაუჩინარება? – კი, მაგრამ ჩავთვალე რომ აღარ მოუნდა ჩემთან მეგობრობა. – შენ ახლა მშვენიერი ინფორმაცია, მომაწოდე.- ომახიანად წამოიძახა. – რას გულისხმობ? – შენ მეგობარს უნდა ვუთვალთვალოთ, ამას კი ისე გავაკეთებთ ის აზრზეც ვერ მოვაა. – რის გაკეთებას აპირებ? – აღარ არის საჭირო, დანაშაულის ადგილას მისვლა საჭირო, ვიცი სადაც უნდა გამოვიძიოთ ეს საქმე. - კმაყოფილი იჯდა და თვალები ეშმაკურად უელავდა, ინტუიცა არასდროს ღალატობდა ამიტომ ახლაც დარწმუნებული იყო, იმაში რომ ირაკლის მეგობარი, საეჭვოდ ჩამოშორდა. –ირაკლი, მზად ხარ დიდი სპექტაკლისთვის? – რა სპექტაკლი?- გაოცებულმა გახედა. – სასამართლო, პროცესზე ყველანაირად ეცდება პროკურორი, რომ ბრალდება წაგიყენოს, პირველ რიგში ამისთვის უნდა იყო, მზად ის შეეცდება, შენს ანკესზე წამოგებას, იმისთვის რომ მწყობრიდან გამოგიყვანოს, შენ კი, ყველანაირად უნდა ეცადო თავი შეიკავო, ძალიან გთხოვ მის პროვოცირებას არ აჰყვე, დაიხსომე ჩვენი მთავარი სამიზნე შენი მეგობარია, რატომღაც მგონია, რომ მისი ხელი ურევია, თუ ის ჩამოგცილდა, შესაძლოა, მოწინაღმდეგე, მხარემ გადაიბიროს და ამისთვის მზად უნდა იყო, გესმის და აი როდესაც ეს მოხდება მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ. – მაოცებ იცი, ძალიან ეშმაკი და მოხერხებული ქალი ხარ. - მოხიბლულმა მიუგო. – მე უბრალოდ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, მეტი არაფერი.- მხრები აიჩეჩა. - არ ვტრაბახობ, მაგრამ ისეთი საქმეები გამომიძიებია, რომელსაც სხვა ვერც მიხვდებოდა. შენთან ერთი დავალება მაქვს უნდა იყიდო ფარული ვიდეო კამერა და როგორღაც შენი მეგობრის მანქანაში უნდა დაამონტაჟო ან ისეთ ადგილას სადაც ვერ მიხვდება, ვერაფერს. – არის ბატონო!- ჯარისკაცის იმიტაცია გააკეთა და ხელი შუბლზე მიიდო. ..... ესეც ახალი თავი, მეგობრებო,იმედია მოგეწონებათ. ახლა რაც შეეხება ამ ისტორიას, მეგობრებო, საკამარისად მეტი თხოვნა, შემოვიდა იმაზე, რომ თორნიკე და მართა ერთად დამეტოვებინა, მოკლედ მეგობრებო, არ ვიცი მიხვდით, თუ არა ამას სათაურიდან და სიუჟეტიდან,რომ ეს არის სასიყვარულო სამკუთხედზე სადაც ცენტრალური პერსონაჟია მართა ხოლო მის გარშემო ეს ორი მამაკაცი ტრიალებს ერთი წარსულიდან მეორე აწმყოდან, სწორედ ამიტომ ქვია ამ ისტორიას, არჩევანი, რომ ჩვენ მართას, უწევს დიდი არჩევანი გააკეთოს მათ შორის. როგორ დასრულდება ამას არ გავამხელ, რადგან აზრს დაკარგავს მთელი ისტორია. ამისთვის საჭიროა, ეტაპობრივად ვადევნოთ თვალი ამ ამბავს და გავიზიაროთ პერსონაჟების ყველა ემოცია. კიდევ ეს ისტორია, არის ცოტა დეტექტიური ელემენტებით, ამიტომ რა თქმა უნდა, თავიდანვე რომატიკა ვერ იქნება სიუჟეტში, რადგან ამის საჭიროება არ არის ჯერ, როდესაც ამის დრო მოვა იქნება ყველაფერი. მართლა ძალიან დიდი, მადლობა ყველას ამხელა ინტერესისთვის, არ მეგონა, თუ ასე შეგიყვარდებოდათ ეს ამბავი დამიჯერეთ წინ დიდი სიამოვნება გელით და იმედი მაქვს ბოლომდე მომყვებით. მესმის თქვენი, გინდათ, რომ ერთად დარჩნენ, ეს ორი,მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა ვადევნოთ თვალი ისტორიის, მოვლენებს, რომ გავიგოთ საბოლოოდ ვის აირჩევს მართა. მიხარია, რომ ასე ბალეშიკობთ მათ. გილოცავთ ქრისტეს შობას, დაე დაემკვიდროს ქვეყანაში და ჩვენს გულებში სიმშვიდე უფალს. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.