შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ნიღბით


25-02-2017, 13:22
ნანახია 1 598

ბობოქრობს ქარი, უმოწყალოდ აცლის ხეს ფესვებს,
ძველი სიმღერა გამახსენა ცივმა ამინდმა.
მოუწყენიათ... სუნი ასდით ცრემლების ვერხვებს,
ზღვები დაშრა და თოლიები ღმერთთან გაფრინდა.

ფრთამოხრილ არწივს სულს უბერავს მშვიდი ნიბლია,
დატანჯულ გრძნობებს ვეღარ კურნავს ღიმილი ლაღი.
სად არ ვიარე, ეკლიანი გზებიც მივლია,
და ტკივილები ხელში მყავდა ვით ჩვილი ბავშვი.

უცხოთა თვალში არა მქონდა მე რომ მედარდა,
საკუთარ თავთან სიმარტოვის მიპყრობდა შიში.
მუდამ ვკარგავდი და თან ამდროს მე რა მებადა,
მე რა მებადა, რომ ვებრძოდი გრძნობათა შიმშილს.

ღიმილებს ვქურდობ და მეც ურცხვად ისე ვიჩემებ
თითქოს ჩემს გარდა ჯერ ამ ნიღბით არვის უვლია.
მერე სევდისგან გადაღლილი ზღაპარს ვიჯერებ,
ზღაპარს, რომელიც შუაღამეზე მზისებრ ფუჭია.

შემოდგომობით ყვითელ ფოთლებს მიწაში ვრგავდი,
მსურდა ცოტახანს ეცოცხლათ და ენახათ სითბო.
მომჭკნარ ენძელებს ავდარშიც კი სათუთად ვრწყავდი,
სათუთად ვრწყავდი და თავადვე ვთბებოდი თითქოს.

წლების წინ მახსოვს წითელი მზე მსურდა მენახა,
დღეს კი სულ ჩაქვრა... არ ანათებს ჩვეულად ჩემთვის.
წუხელ შუაღამეს ანგელოზი ცხადად მეახლა,
ვფიქრობ და მაინც წმინდა სახეს ჩემიდან ვერ ვშლი.

მოცისფრო კედლებს დასტყობიათ სიძველის კვალი,
სადაც წლების წინ ყვავილები დავხატე ურცხვად.
წავალ და გრძნობის მივატოვებ მარტოსულ ნაპირს,
დაგტოვებ შენც და გავუყვები ხეივნებს ურჩად.

დამშვიდდა ქარი - აღარ მესმის ხმაური დილის,
დამშვიდდა დღეც და სიმარტოვის სუნი სდის ქუჩას.
მე არ მწამს არვის დავიწყებულ ვითომდა ფიცის,
მე არ მწამს იმ გზის დასასრული ჯერ, რომ არ უჩანს.

ვმთავრდები მეც და მორცხვად მოსულ მზის სხივებს ვათბობ,
დავითვლი დღეებს წარსულიდან უკვე შენამდე.
რას არ ვედები ... დედამიწას სევდისფრად ვამკობ,
და დღეს ცოტაა დარჩენილი ციდან ღმერთამდე.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Guest mware

Chemi favoriti xar<3sagoool sagol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent