შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კუბიდონი ციხის კართან"


15-01-2025, 16:14
ავტორი Angel_tae
ნანახია 301

თავი პიველი ( ბავშვობა )
მახსოვს, როგორ ვუყურებდი ხოლმე ჩემს ბიძაშვილებს, როცა მამები ეფერებოდნენ და თავზე ხელს უსვამდნენ. ყოველთვის კუთხეში ვიჯექი და შორიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს მაინტერესებდა რა გრძნობა იყო როცა ამბობდნენ "მამა" მეღიმებოდა ვნატრობდი რომ მეც მსგავსად მომფერებოდა ვინმე როცა დედა დამიყვირებდა და ტირილს დავიწყებდი. მაგრამ სამწუხაროდ არც კი ვტიროდი ხოლმე ბავშვობიდან ვისწავლე რომ არ უნდა მეტირა დიდივით დავიწყე ფიქრი, არ მქონდა უაზრო ბავშვური სურვილები იცით? არც თოვლის ბაბუის მჯეროდა მე არასდროს მხვდებოდა ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები. ვხვდებოდი ყველაფერს, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ბავშვობიდანვე ვმალავდი ყველაფერს. რა მტკიოდა, რა მინდოდა, რა მაწუხებდა მხოლოდ მე და ჩემმა სათამაშო დათუნიამ ვიცოდით.
როცა პატარა ვიყავი, მამა მომიკლეს. მთელი ბავშვობა ან ტკივილში გავატარე, რომელიც არ მტოვებდა. არასდროს ვიცოდი რა იყო ჩემი მომავალი. მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი მინდოდა გამომძიებელი გავმხდარიყავი. არა იმიტომ, რომ მომწონდა, არამედ იმიტომ, რომ მინდოდა მამის მკვლელი დამეჭირა. მაგრამ არ ვიცოდი, რა სახის ბრძოლის გავლა მომიწევდა ცხოვრებაში.
– დედა, სადაა მამა? – არ მინდოდა პასუხი გაეცა,მაგრამ მაინც ვეკითხებოდი.
– მამა ჩვენთან არაა, შვილო. მაგრამ შენს გვერდით მე ვარ, და ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.
– მაგრამ რატომ? რატომ წავიდა? არ ვუყვარდით იქნებ რამე დავუშავეთ?
– ეს ისაა, რაზეც პასუხი არ მაქვს, შვილო. ცხოვრება ზოგჯერ ასეა მოწყობილი
- დედა შავები იმიტომ გაცვია რომ მამიკოს მოსწონს ეს ფერი?
-მარიამ... მამიკო ყოველთვის დაგიცავს
-– აი, ამიტომ მინდა გამომძიებელი გავხდე. რომ ვიცოდე, რა მოხდა.
ხშირად ვუყურებდი ფილმებს და მახსოვდა რომ გამომძებელს შეეძლო ეპოვნა დაკარგული ადამიანი ან გაეგო ვინ მოკლა და ასე შემდეგ.
– არ მგონია, რომ ძალიან ხშირად უნდა იფიქრო იმაზე, რასაც აღარ ეშველება ჯერ მხოლოდ 6 წლის ხარდა უკვე იმდენზე ფიქრობ. თვალში ცრემლი გაერეოდა ხოლმე და ჩუმად მოიწმენდდა სულელი ვეგონე ალბათ. მეხომ ვიცოდი ყველაფერი.
-მე მინდა ვიცოდე...სადარის მამა!
-15 იანვარი იყო,თოვლი მამამ იჩხუბა...ვატყობდი როგორ უკანკალებდა დედას ხმა როგირ სტკიოდა თითოეული სიტყვა. ვერ ვიტანდი მის ცრემლს გგონიათ არ მახსოვს ყოველღამე ბებიასთან რატომ მაწვენდა? მისი ცრემლებით დასველებული ბალიშით რომ თმა არ დამსველებოდა. არასდროს ამომდის ყურებიდან ის ხმები რასაც დედა ძილის დროს გამოცემდა...
-დათო არ მიმატოვო, დათო მარიამი არ დატოვო, დათო ბოლოჯერ კიდევ მაკოცე.
მაშინ ვერ ვიაზრებდი რას ამბობდა დედა მაგრამ მერე მივხვდი რომ ყოველთვის მამის მკვლელობის სცენა ედგა თვალწინ როგორ იტანჯებოდა ალბათ დაქვრივდე 21 ასაკში პატარა შვილით როგორი ძლიერი ყოფილხარ დედა.



№1 სტუმარი მკითხველი

როდის დადებთ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent